შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ შენ ხარ ისევ


16-09-2017, 20:23
ავტორი თემარია
ნანახია 1 564

გუშინ ისევ იჯექი ჩემ წინ და ბოლო წლებისგან განსხვავებით შენ შენ იყავი. შეცვლილი, გაზრდილი, აღარსად იყო შენი გრძელი წითელი თმები, მე რომ ვერც ერთხელ ვერ შეგიქე და თეთრი კანი, ასე რომ ვიცავ ყოველდღე მზისგან და შენ არა. შენ შენ იყავი და მე უკვე ვეღარ ვფიქრობდი შოკოლდზე ჩემს პირის ღრუში. გამახსენდა ყველა ოცნება, რომლიც შენს სახელს ატარებდა და არ ჰქონდა აზრი, რადგან არც არასდროს ვაპირებდი მათ განხორციელებას, მაგრამ ვოცნებობდი მწარედ და გამუდმებით. გამახსენდა ყველა ის წუთი, რომლიც რაღაცას ნიშნავდა ისიც შენს სახელს ატარებდა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კავშირი არ ჰქონდა შენთან. გამახსენდა, რომ მე მე ვიყავი, მაგრამ ისევ ის, რომ არაფერი შეცვლილა ჩემში. ისევ აქ არის ჩემი გრძელი, ოქროსფერი ან მწვანე თმა, რომელიც შენ არაერთხელ შეაქე და თეთრი კანი... შენ შენ იყავი რაღაც წამებით და მე გამახსენდა, რომ ჩემში ისევ იაფფასიანი ეროტიკაა და მე, ხელოვნების ნიმუში, 4 წელია ბარათაშვილის ხიდზე ვზივარ და ვთამაშობ უგულო სულელ გოგოს, ან არ ვთამაშობ... 24–ე წელია ჩაის უშაქროდ ვსვამ და სარკეში მაინც ვერ ვცნობ საკუთარ თავს. შენ შენ ხარ და მე ვხვდები, რომ დღესაც ისეთივე საცოდავი ვარ, როგორც გუშინ. რომ დრო გაიყინა და მუზეუმი ვარ, მოგონებების, ჩვენი მოგონებების და ჩვენს ოცნებებზე მოგონებების. შენ ისევ შენ ხარ და მე შენგანაც ვმალავ ჩემს თავს და ვერ ვხვდები, რატომ ან როგორ. იმდენი ხანი ვგლოვობდი უშენობას და მერე უჩემობას და ახლა აი აგერ ხარ და მე? მე თურმე ისევ მე ვარ და არაფერი არ შეიცვლება ალბათ არასდროს. გაჩნდი შენ და მოკვდა ფიქრები ჩემზე, რადგან მე ისედაც აქ ვარ, დამტვრეული, მაგრამ არა პოეტურად. ისევ არ ვგევარ იმ თოჯინას, შენ რომ აწვალებდი და თან ისე ვგევარ, რომ შეიძლება ერთხელაც აგერიოთ. შენ შენ ხარ და სავსე, მე მე და ისევ ცარიელი. შენ გაიარე ყველა სიმპტომი და მე არც ერთი სინდრომი არა მაქვს ახლა. ჩუმად ვაგრძელებ შოკოლადთან ბრძოლას და ვლაპარაკობ ბევრს, ისევ როგორც შენ შენ. და ამ ორი წლის მანძილზე პირველად ვლაპარაკობთ ერთად, შენ ოცნებებზე და მე მოგონებებზე... ისევ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent