შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულამდე


12-10-2020, 22:49
ავტორი გვვანცა
ნანახია 1 246

გამარჯობა, ბოდიში, რომ ამდენი ხანი გავქრი, წინა მოთხრობა, რომელიც სრულად იდო საიტზე ავიღე საიტიდან რედაქტირების გამო. ძალიან მომენატრა თქვენი გულწრფელი კრიტიკა, ემოციები, თითოეული თქვენი კომენტარი ჩემთვის სტიმულის მომცემია. ახალი ისტორია წერის პროცესშია, ვერ გავძელი და პირველ ტავს მაინც გიზიარებთ . იმედი მაქვს მოგეწონებათ, ძალინ გთხოვთ დამიწეროთ კომენტარებში თვქენი აზრი და ზოგადად ღირს თუ არა გაგრძელება. მადლობა წინასწარ <3



- მაპატიეთ, ბატონებო, დამაგვიანდა - ქუსლების კაკუნით შევიდა ქალაბატონი ალექსანდრა საკონფერენციო დარბაზში, სადაც დაახლოებით 12- მდე მამაკაცი ალექსანდრას დანახვისას ფეხზე წამოდგა.
- შესანიშნავად გამოიყურებით, როგორც ყოველთვის - ხმამაღლა განუცხადა გიორგიმ
- დიდი მადლობა,გიორგი, მუდმივად კომპლიმენტებით მანებივრებ. დავიწყოთ ხომ?
ქალბატონი ალექსანდრა ცხადაძე საკმაოდ წარმატებული სამშენებლო ფირმის, საკმაოდ წარმატებული გენერალური დირექტორია. 1 კვირაში 24 წლის ხდება. მისი ასაკისთვის ბევრი აქვს გადატანილი, თუმცა ახლა იქ არის სადაც თავს კომფორტულად და წარმატებულად გრძნობს , მაგრამ მუდმივად საკუთარი თავის კრიტიკასა და განვითარებაშია.
შეხვედრიდან 1 საათის შემდეგ დაღლილი გამოვიდა, გიორგიმ სახლამდე მიყვანა შესთავაზა მაგრამ უარი უთხრა - მომაკითხავენო.
-სად ხარ, შე არანორმალურო, ხო შემპირდი 8-ზე მანდ ვიქნებიო არაა? - ტელეფონზე საუბრობდა კომპანიასთან მდგომი და თანამშრობლებს ისე უღიმოდა თითქოს ძალიან სასიამოვნოდ და ნაზად ლაპარაკობდა.
- მოვედი, აი, 2 წუთში მანდ ვარ.
- 2 წუთში აქ თუ არ იქნები, გეფიცები დღეს მშიერს დაგტოვებ. - გათიშა ტელეფონი და მანქანის ხმაც გაიგო
- ხომ ხედავ, ჩემო საყვარელო დაიკო, არც დამჭირდა 2 წუთი , ამიტომ ჩემს საყვარელ პიცასაც კი გამომიცხობ - სიცილით ელაპარაკებოდა მანქანაში მჯდომი სანდრო - ახლა რა ვქნა? გადმოვიდე და კარი გაგიღო, როგორც დირექტორს თუ ნებას იბოძებ და შენს დიდ უკანალს ჩადებ მანქანაში?
- ნუ მასხარაობ რა, არ მოხვიდოდი და წამომიყვანდა გიორგი , სავახმშმოდაც გავყვებოდი და ვნახავდით მერე რას იზავდი, ჩემო ძმაო - სიცილით ჩაჯდა მანქანაში.
- გიორგი ისაა , ცოლს რომ გაშორდა? და ახლა სი*რივით შენ დაგდევს?
- ჯერ ერთი წესიერად ილაპარაკე რა, ვერ ვიტან ასე რომ მელაპარაკები და მეორე არაა ცუდი ბიჭი, შეიძლება დავფიქრდე და ხვალ დავთანხმდე კიდევაც სავახშმოდ წასვლაზე.
- აბა შენ იცი, მასეთებიღა გვაკლია,დაო ჩემო - სიცილით აუწია მუსიკას ბოლო ხმაზე და გახსნა მანქანის ლუქი. იცოდა თავისი დის სუსტი წერტილი. ეს ორი არსება ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. არ არსებობს ალექსანდრა სანდროს გარეშე, სანდრო - ტაისიას გარეშე. მათი წარმატებაც სწორედ ერთმანეთის დამსახურებაა. სულ რაღაც 2 წლით დიდია სანდრო, მაგრამ სხვაობა არც ბავშობაში და არც ასაკის მატებასთან ერთად იგრძნობოდა.
- მე მარკეტში შევალ რაღაცებს ვიყიდი და ამოვალ, შენ ადი და კონდინციონერი ჩართული რომ არ დამხვდეს, არ ვიცი, გაგპუტავ იცოდე, სანდროს-თითის ქნევით დაემუქრა ალექსანდრა და თავისი ქუსლების კაკუნით გაბრუნდა უკან. ვერ გადაეჩვია ამ კაკუნებით სიარულს და რა ქნას? გიჟდება კლასიკურ სტილზე, მაღლებზე, პიჯაკებზე და მოკლედ, ყველაფერ იმაზე,რაც ნამვდილ business lady- ს შეეფერება. რომ გითხრათ გადასარევი ტანი აქვს და ვაიმე შხვართი და ასე და ისემეთქი არა, მაგრამ აი იცით როგორი ტანი აქვს? ფეხი რომ ფეხობს, მკერდიც თავის ზომაზე და ადგილზე რომ აქვს, ტრ*კიც ასევე. ხელის მოსაკიდებელიც აქვს, მაგრამ არ არის მსუქანი ან პუტკუნა. საკმაოდ დიდ დროს უთმობს ვარჯიშს და საკმაოდ კარგი ფორმებიც აქვს.
ძეხვი, იტალიური ყველი კეტჩუპი, მაიონეზი, ლუდი, ხილის წვენი , მოკლედ ყველაფერი აიღო რაც სჭირდებოდა და სალაროსკენ დაიძრა, რიგში რამდენიმე გოგო იდგა და ცოტა მოშორებით მოუწია დადგომა, სადაც კარგად ესმოდა გვერიდითა რიგში მდგომი ბიჭის ხმა.
- მაცადე, , 1 საათია ჩამოვედი.... ხო ხვალ მივდივარ, ჩემი კურსელი როიყო ხოიცი გიორგი, მაგან დამირეკა დილას, საიდან გაიგო ნეტა ვიცოდე.... ბიჭო, არვიცი,. ამ ჩ*მისამ მაგარი გოგოაო და ხოიცი ეგეთებზე არ ვამახვილებ ყურადღებას. ... მამაჩემმა დანიშნა არ ვიცნობ მე, ხვალ მივალ და გავარკვევ ყველაფერს - დიდად არ სიამოვნებდა სხვის ლაპარაკს რომ ისმენდა, მაგრამ ისეთი ხმის ტემბრი ჰქონდა თავისდაუნებურად მოესმენინა.
მალევე დატოვა მარკეტი და სადარბაზოსკენ წავიდა, მეხუთე სართულზე უნდა ასულიყო, ლიფტი გამოიძახა და დაელოდა. გვერდით უცნობი მამაკაცი ამოუდგა, ნინას წერდა, თავის დაქალს და არც მიუქცევია ყურადღება , ერთი შეხედა და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა , დიდად არც იცნობდა მეზობლებს. ლიფტის კარი გაიღო და პირველი შევიდა, მამაკაციც უკან მიჰყვა - რომელზე მიდიხარ? - ისევ იმ ბოხი ბარიტონის გაგონებისას დაფეთებულმა შეხედა და „დედა მიშველეო“ იფიქრა, საკმაოდ სიმპატიური, მწვანეთვალება, ერთი თავით მაღალი ბიჭი დაჰყურებდა სასიამოვნო ღიმილით, როგორც რამდენიმე წუთის წინ იფიქრა, როგორც ნინა იტყოდა კაი მხარ-ბეჭიანი ბიჭი იყო.
- მეხუთეზე - არ შეიმჩნია დაბნეულობა ისე უთხრა და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა. მეოთხე სართულზე გავიდა ბიჭი აღარც შეუხედავს გოგოსთვის ისე დაიხურა ლიფტის კარი, ალბათ ახალი გადმოსულია - იფიქრა და ასანდროს მიერ ღიად დატოვებულ კარში შევიდა. სანდრომ კარტოფილი შეწვა, ალექსანდრამ პიცა გამოაცხო, ივახშმეს, ტაისია ერთ-ერთ პროქტზე მუშაობდა, სანდრომ ბიჭები უნდა ვნახოვო. ნინამ დარეკა დრო მაქვს და გამოვალო.
- სანდრაა, მოვედი, გამიღე კარი - კართან მდგომი ყვირის ნინა.
- გოგო, ზარი არსებობს რომ დარეკო და მეზობლები არ შემიყარო, იციი? - სიცილით ჩაეხუტა მეგობარს
- ვაიმე, ისეთი სიმპატიური ბიჭი შემხვდა მეოთხეზე ყურადღების მიქცევა მიდნოდა და რა მექნა? - სიცილით შევიდა და ფეხზე გაიხადა ნინამ. - დღეს შენთან ვრჩები, გადავწყვიტე, ერთი ღამევივიწყებ მუშაობას ძალიან მომენატრე, გიჟო. ოჰოო, პიცა გაგიკეთებია, შენ რანაირი დაქალი ხარ? არ უნდა დამირეკო? ხომ იცი ვგიჟდები - ლამის ნახევარი პიცა მოიჭრა და ყბაში გაიქანა.
- არ ვაპირებდი გაკეთებას, მაგრამ სანდრომ იძულებული გამხადა - სიცილით უპასუხა ნინას და ოთახიდან ლეპტოპი გამოიტანა
- სანდროს ნუ მიხსენებ თუ შეიძლება საერთოდ რაა, ისე მომიშალა ნერვები , გუშინწინ ბარში შევხვდი, ვიღაც გოგოსთან ერთად იყო და ზედაც არ შემომხედა - სხვათაშორის ჩაილაპარაკა ნინამ - უნამუსო ეგ.
- ნინაჩკა, ტყუილად ილანძღები და ეჭვიანობ კურსელია ის გოგო სავარუადოდ ან რომელიმე ნაშა, რაიყო პირველია?
- რას ვშვრები? ეგღა მაკლია ამ უნიათო ადამინზე ვიეჭვიანო , პიცაა მართლა ძალიან გემრიელია
- ვისზე ეჭვიანობ , ნინიკო - კარებში სანდრო შემოვიდა.
- ვხუმრობდით რაღაცაზე რავი - ჩაერია ალექსანდრა საუბარში - სად იყავი?
- ბიჭები ვნახე საქმე გვქონდა - ნინას გვერდზე დაუჯდა და ლოყაზე აკოცა - მომენატრე, დაკარგულო, რამდენი ხანი არ მინანიხარ
- ოჰ, მოვენატრე ბიჭს თურმე - ფეხები მაგიდაზე დაალაგა და პიცის ჭამა განაგრძო. -რა ჭირს ამას? - აქლესანდრას გახედა სანდრომ - კრიტიკული დღეები გაქვს ნინაჩკა? - სრული სერიოზულობიით გახედა ნინას და მიიღო მკიდევაც ბალიში თავში
- რანაირად მოწონხარ იმ გოგოს ასეთი უტაქტო ნეტა ვიცოდე - ინსტიქტურად წამოსცდა და რომ გაიზარდა რა თვქა ქვედა ტუჩზე კბილები ძლიერად დააჭირა -ალექსანდრამ ღიმილით გახედა ნინას, სანდრომ გაკვრივებულმა. - ვინ გოგოს მოვწონვარ? მოდი აქ ...სად მიდიხარ... ნინაა - ხმა გაიმკაცრა სანდრომ -როდემდე იჯდები სააბაზანოში მაგასაც ვნახავთ
- სანდრო, რატო ექცევი ასე? ამდენი წელია არ ვერევი თვქვენს ურთიერთობაში, მაგრამ ზედმეტი ხომ არ მოგდის?
- ვიცი რასაც ვაკეთებ,სანდრა , წავედი ვიძინებ მე და უთხარი იმას გამოვიდეს - ნინასთვის გასაგებად თქვა და ოთახში შევიდა. 5 წუთში დამნაშავე ბავშვივით გამოვიდა ნინა თვალებჩაწითლებული - შენს ვირ ძმას გადაეცი, რომ ეგ რომ სახლშია მე აქ აღარ მოვალ , ახლა გვიანია თორე საერთოდ წავიდოდი.
- ნუ სულელობ, ნინა, ჩემი დაქალი ხარ და არა სანდროსი, რაღაც სისულელეებზე კამათობთ თქვენც ნევრვეს იშლით და მეც აღარ შემიძლია თქვენი საცოდაობის ყურება. გთხოვ ნუ ტირი რა , ნინაა , თორე შევალ და სანდროს რაღაცას დავამრთებ. - მთელი ემოციით ლაპარაკობდა ალექსანდრა და თან ნინას ეხუტებოდა.
- მორჩა, არ ვტირი, საერთოდ ბავშობიდან მასეთია ეგ, რით ვერ შევეგუე მის ხასიათს? წავალ გადავივლებ და დავწვეთ ჰო? - ძალიან განიცდიდა ალექსანდრა ნინას და ალექსანდრეს ურთიერთობას. ალბათ მიხვდებოდით, რომ ამ ორს უბრალო მეგობრობა არ აკავშირებს, წლებია ერთმანეთს იცნობენ და სანდრო როგორც ტაისიასთვის გააკეთებს ყველაფერს, ასევეა ნინასთვის, მაგრამ ორივე ხვდება, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ, თუმცა ერთად როცა არიან სულ ჩხუბობენ. ყოველთვის ასე მთავრდება, ან ნინა გავარდება ან ალექსანდრე და მერე ტაისიას დასამშვიდებლები არიან. ვერც ხვდებიან როგორი ურთიერთობა უნდა ჩამოიყალიბონ ერთმანეთთან.

საკმაოდ დატვირთული დღე აღმოჩნდა, როგორც ყოველთვის დაწოლისასვე ჩეძინა ტაისიას და ნინას ისევ მარტოს მოუწია, ალბათ მეათიათასედ „ციდან სამ მეტრზე“ ყურება და ისე დაძინება.

დილით ტაისიამ გაიღვიძა ტრადიციულად ადრე, გაემზადა და სარბენად წავიდა, ელასტიკი, ტოპი, თმა კოსად და ყურებში ეარპოდები. ეს იყო მისთვის დილის რუტინის განუყოფელი ნაწილი. დილის ასე დაწყება პოზიტიურ დღესთან ასოცირდებოდა. დაახლოებით 7 საათი იყო. კარიდან გასული ფეხით დაუყვა კიბეებს და შემაჩნია როგორ გამოვიდა წინა საღამოს ლიფტის უცნობი მეგზური სახლიდან, სპორტულები და ბოტასები ეცვა, მხარზე სპორტული ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული და კარებს კეტავდა. - ალბათ სავარჯიშოდ მიდის - გაიფიქრა ტაისიამ და ის ჩაუარა გვერით არც კი შეუხედავს, არ იცნობდა ადამიანს და სხვა რა უნდა ექნა. არარ მიუქცევია ბიჭისთვის ყურადღება , დაახლოებით 1 საათის შემდეგ დაბრუნდა სახლში და ისეთი სურათი დახვდა სახლში შესულს გულში რაღაცამ გასცრა - ნინა ფეხზე იყო უკვე და ყავას აკეთებდა, სანდრო სამზარეულოს კარებში იდგა, კარზე მიყრდნობილი და ღიმილით უყურებდა ნინას, რომელიც თავისთვის რაღაცას ღიღინებდა, ალექსანდრას გრძელი მაისური კაბად მოერგო და ფეხშიშველი იდგა იატაკზე.
- დილიდან არც იფიქრო განწყობის გაფუჭება, დღეს რთული დღე აქვს ნინას - ტელეფონზე მიწერა სანდროს, შესასვლელში იდგა მანამ, სანამ არ დარწმუნდა, რომ სანდრომ შეტყობინება ნახა, გაუღიმა მისკენ წამოსულ სანდროს და ლოყაზე ხმაურით აკოცა. - ნიინ, რძიანი ყავა გვაქვს თუ გავაგზვანო ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი ძმა და ვაყიდინო? - თვალი ჩაუკრა სანდროს და სამზარეულოსკენ წავიდა.
- მოხვედი? გვაქვს და გაგიმზადებ . ახლა წადი, მოწესრიგდი დაგაგვიანდება - ღიმილით უთხრა ნინამ და ყავის მომზადება განაგრძო.
- ისა და , ჩემთან სამუდამოდ გადმოსვლაზე დაფიქრდი კიდევ ერთხელ გთხოვ რაა - შრეკის კატის თვალებით შეხედა ნინას სანდრამ და აბაზანაში შევიდა. მშვიდად ისაუზმეს , ალექსანდრემ მაგვიანდებაო და სწრაფად გავიდა სახლიდან არადა ნინამ ყავა გაუკეთა. სულ ასე ხდება, მალე გადაუვლის ხოლმე წყენა ნინას და რა ქნას? ნინაც მალევე გაემზადა და წავიდა.
ტელევიზიაში მუშაობდა, საკმაოდ ცნობილი ჟურნალისტი იყო და დღეს კასტინგი უნდა გაევლო, მართალია ფორმალურად, მაგრამ მისთვის მაინც მნიშვნელოვანი იყო იმ გადაცემის წამყვანობა. ალექსანდრამ ისაუზმა, საბუთებს გადახედა, გაემზადა, მოკლე ტყავის კაბა, ჭუჭყიანი ვარდისფერი საკმაოდ გამჭვირვალე პერანგი, შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, თმა აიკოსა, მხოლოდ ტუჩსაცხი გადაისვა, სათვალე მოირგო და სახლიდან გავიდა. გამოძახებული ტაქსი დაბლა ელოდებოდა.

კომპანიაში სიმშვიდე იყო, ყველა ღიმილით ხვდებოდა ქალბატონ ალექსანდრას , ზოგადად ძალიან კარგი უფროსი იყო, სამართლიანი და აქედან გამომდინარე ზოგისთვის მკაცრი. ბევრი საქმე ჰქონდა დღეს, უამრავი შეხვედრა და საღამოს კომპანიის მფლობელი ჩამოდიოდა ინგლისიდან და მასთან ჰქონდა რესტორანში შეხვედრა, მისთვისაც მოულოდნელი იყო, დილას მეილი დახვდა, რომლითაც ბატონი დავითი მისი შვილის , ანუ ერთ-ერთი მფლობელის ჩამოსვლის შესახებ სწერდა. მალევე მოაგვარა საქმეები, 4 შეხვედრას დაესწო და 6 საათზე კაბინეტიდან გამოვიდა, ლიფტში შედიოდა გიორგი რომ დაეწია და ლიფტის კარიც დაიხურა.
- ქალბატონო ალექსანდრა - საკმაოდ არ ესიამობნა ტაისიას ზედმეტად ვნებიანი გიორგის ხმა.
- გიორგი - მანაც გაიმეორა მისი სახელი.
- დღეს მინდა ჩემტან დაგპატიჟოთ, სახლში პატარა წვეულებას ვმართავ მხოლოდ თანამშრომლებისთვის და მინდა თქვენც იყოთ. - იმდენად ახლოს მივიდა ალექსანდრასთან, რომ მისი ხელი სანდრას მაჯას ეხებოდა, უსიამოვნოდ გასცრა ტანში გოგონას და მანძილი გაზარდა, ლამის კედელს აეკრო.
- სამწუხაროდ არ მცალია, გიორგი. - ერთი სული ჰქონდა გასულიყო ლიფტიდან, სუნთქვა ეკვროდა, არ უყვარდა მსგავს სიტუააციებში ყოფნა.
- სანდრა, - ცინიკურად წარმოთქვა მისი სახელი - მგონი ასე გეძახიან მეგობრები ხომ? მაშინ სადმე წავიდეთ - ზედმეტად გამომვწვევი მზერა ჰქონდა გიორგის და ვინ იცის მის თავში რა ფიქრები ტრიალებდა.
- ჯერ ერთი შენთვის ქალბატონი ალექსანდრა და მეორეც, არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ გირჩევნია შენს საქმეს მიხედო და სხვა რაღაცებზე ფიქრს შეეშვა. - ლიფტიდან გავიდა და ისე მიაძახა - მეორედ აღარ გაბედო ჩემთან ასეთ სიახლოვეს მოსვლა თორემ ინანებ. - ღრმად ამოისუნთქა და გასასვლელისკენ დაიძრა. სუფთა ჰაერმა თითქოს გამოაფხიზლა, ერთი შეხედვით ძლიერი და მეამბოხე ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს, სინამდვილეში ასეთი ელემენტარული მოქმედებაც კი მოქმედებს მასზე. რამდენიმე წამს კომპანიის გასასვლელში იდგა და მამაკაცი, რომელიც ახლახანს შევიდა შენობაში, ძალიან გავდა მის უცნობ მეზობელს, მაგრამ იფიქრა უბრალოდ მივამსგავსე სისულელეა აქ რაუნდაო და ტაქსი გაჩერა. გზაში ნინას ესაუბრა, გაიგო, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა და მალე ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემის წამყვანი დაქალი ეყოლებოდა, ეჭვიც არ ეპარებოდა რომ ასეც იქნებოდა, რასაც ჩაიფიქრებს ნინა ყოველთვის აღწევს მიზანს. ახლა შეხვედრაზე მივდივარ და საღამოს ჩემთან გამოდი და სადმე გავიდეთ ერთად აღვნიშნოთო. ასეთები იყვნენ, ერთნაირები და თან ძალიან განსხვავებულები.
სახლში მივიდა, წყალი გადაივლო, გამოიცვალა, ამჯერად ყვითელი მუხლს აცდენილი კაბა ჩაიცვა, ზურგი საკმაოდ ამოღებული იყო, დეკოლტეც, თუმცა არ იყო გამომწვევი. ალექსანდრას სინაზესა და სექსუალურობას უსვამდა ხაზს. მის ოთახი სახლში ყველაზე საყვარელ ადგილს წარმოადგენდა, სადა, ძალიან უბრალო, თუმცა ამავდროულად ძალიან დახვეწილი იყო. გაცრეცილი ყვითელი ფერის კედლები, ერთ-ერთ კედელზე უზარმაზარი სარკე ეკიდა, რომელიც მთლიანად ფარავდა კედელს . ალბათ ეს იყო მთავარი მიზეზი მისი ოთახის სიყვარულისა, სარკეებზე გართულება ჰქონდა, სერიოზულად გიჟდებოდა და სახლშიც ყველა ოთახში სარკე ეკიდა, თუმცა თავისი ოთახი განსაკუთრებული იყო.
ტაქსიში ჩაჯდა, სანდროს მიწერა შეხვედრა მაქვს და დავბრუნდებიო და მძღოლს მისამართი უკარნახა. რესტორან „რესპუბლიკასთან“ გაჩერდა ტაქსი.
- გისმენთ ბატონო დავით - ტაქსიდან გადმოვიდა და ქუსლების კაკუნით წავიდა შენობისკენ
- სად ხარ, ალექსანდრა, თუ გინდა მძღოლს გამოვუშვებ დასახვდრად - საკმადო თბილი ხმა ისმოდა მობილურში
- მოვედი, ბატონო დავით, აი გხედავთ. - თავი დაუკრა შორიდან ალექსანდრამ და ღიმილით წავიდა დავითისკენ. ულამაზესი ადგილი შეურჩევია, როგორც ყოველთვის, უალამზესი ხედით.
- რა ლამაზი ხარ, ალექსანდრა - გულწრფელად, მთელი ემოციით უთხრა დავითმა და ჩაეხუტა გოგონას
- თქვენც შესანიშნავ ფორმაში ხართ, ბატონო დავით, საერთოდ არ შეცვლილხართ
- სიბერე მეპარება, ჩემო გოგოვ, სიბერეე - დაჯდომაში დაეხმარა ალექსანდრას და მის წინ დაიკავა ადგილი
- რას ამბობთ, საერთოდ არაფერი გეტყობათ - მართლა გულწრფელი იყო ალექსანდა. ამ კომპანიაში მუშაობა 18 წლის ასაკში დაიწყო, უბრალო სტაჯიორად, მაგრამ იმდეად მოხიბლა ბატოინი დავითი, თავისი შეუპოვრობით, სიმამცით, მიზანსწრაფულობით, რომ ახლა კი უკვე იცით მისი თანამდებობა.
- დასანიშნ ბიჭს ვგავარ ხო? აი ამაზე საუბარი მინდოდა ზუსტად - ალექსანდრა ვერ მიხვდა, მაგრამ თვალის დავითის მზერას გააყოლა და წამით გაითიშა, მათი მაგიდისკენ მისი უცნობი ლიფტის თანამგზავრი მოდიოდა.
- მამა - კიდევ ერთხელ გაიგო ის საიამოვნო და მისთვის გაუგებარი მიზეზით ამაღელვებელი ხმა და თვალი მოარიდა.
- მეგონა დღეს არ დააგვიანებდი, ნიკოლოზ - დიდი ხნის უნახავივით გადაეხვია დავითი როგორც უკვე გავიგე თავის ვაჟს , რომელიც უემოციო სახე ხომ გინახავთ? აი მასეთი სახიტ იდგა და უყურებდა დავითს.
- საქმეები მქონდა და შემაგვიანდა - ხედს გახედა - როგორც ყოველთის კარგი გემოვნება გაქვს, მამა.
- მინდა ალექსანდარა გაგაცნო, ნიკოლოც. ჩვენი კომპანიის გენერალური დირექტორი, ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ქალბატონი, რომლის ჩვენს კომპანიაში არსებობითაც ძალიან ვამაყობ, ეს კი ჩემი შვილი ნიკოლოზია, დღეიდან ეს იქნება თბილისის ფილიალის ხელმძღვანელი - გულწრფელი ღიმილით გააცნო ერთმანეთს და თავისი ადგილი დაიკავა.
- სასიამოვნოა,ალექსანდა - ისეთი ხმით წარმოtქვა მისი სახელი, ალექსანდრაში გადატრიალება მოახდინა, ხმის ტემრი მისი ერთ-ერთი სუსტი წერტილია.
- ჩემთვისაც, ნიკოლოზ - ფეხზე წამოდგა სანდრა და ხელი ჩამოართა ნიკოლოზს - იმედია ჩვენი ერთად მუშაობაც ასეთივე სასიამოვნო იქნება.
- ვიმედოვნებ - თითქოს უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და დავითის გვერდით, ალექსანდრას პირდაპირ დაიკავა ადგილი.



№1 სტუმარი სტუმარი დუ სია

სიუჟეტი კარგია, ცოტა ინტრიგასაც თუ ჩაურთავ ძალიან საინტერესო გამოვა.
უბრალოდ რჩევის სახით მინდა გითხრა, იმედია არ მიწყენ - სახლელბს დააკვირდი რა და ასევე როგდესაც პერსონაჟის გარეგნობას აღწერდი, იქ სულ უადგილო იყო მისი თბილი დამოკიდებულებები ოთახთან... მაგ ადგილზე სრულიად ამოვარდი კონტექსტიდან, დაუკვირდი ასეთ შემთხვევებს და შეასწორე ხოლმე.
წარმატებები, ველოდები შემდეგს!

 


№2 სტუმარი Marimari

Dasawyisi momwons ukve:-) imedia didxans ar daigvianeb tavebis dadebas. Warmatebebi????

 


№3  offline წევრი გვვანცა

სტუმარი დუ სია
სიუჟეტი კარგია, ცოტა ინტრიგასაც თუ ჩაურთავ ძალიან საინტერესო გამოვა.
უბრალოდ რჩევის სახით მინდა გითხრა, იმედია არ მიწყენ - სახლელბს დააკვირდი რა და ასევე როგდესაც პერსონაჟის გარეგნობას აღწერდი, იქ სულ უადგილო იყო მისი თბილი დამოკიდებულებები ოთახთან... მაგ ადგილზე სრულიად ამოვარდი კონტექსტიდან, დაუკვირდი ასეთ შემთხვევებს და შეასწორე ხოლმე.
წარმატებები, ველოდები შემდეგს!


მადლობა დიდი heart_eyes

Marimari
Dasawyisi momwons ukve:-) imedia didxans ar daigvianeb tavebis dadebas. Warmatebebi????

მადლობა, რომ წაიკითხე heart_eyes

 


№4 სტუმარი nin kk

გვააანც, როგორ მიხარია რომ დაბრუნდი, მიყვარს შენი ისტორიები smile kissing_heart

 


№5  offline წევრი khatia khatia

კარგი ისტორია როდის დადებ შემდეგს ❤შენს მეორე მოთხრობასაც ველოდებიიი ❤❤მალე დადე ორივე
აუ და ძმის სახელებიიი ძაან კარგად მოიფიქრე ❤❤კაი იყო მთლიანობაში ორივე ❤❤❤ მალე დადე რა ❤❤გთხოვ ❤❤
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent