შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული მარტივია.... (თავი 20)


14-10-2020, 12:12
ავტორი naattii
ნანახია 9 972

ექიმის კაბინეტში იჯდა ნინიასთან ერთად და მოუთმენლად ელოდა კაცის შემოსვლას. ახლა ბიჭის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო და წარმოდგენა არ ჰგონდა რა მოხდებოდა. ამიტომაც ვერ იტანდა დაუგეგმავ სიტუაციებს.


-ბატონო თენგიზ, აქ არიან_თავი შეყო კაბინეტში ახალგაზრდა გოგომ და უფროსის პასუხზე კარი ფართოდ გამოაღო.
მალევე შემოლაგდნენ ფირმის კომპანიონები ოთახში და დიდ მაგიდასთან დაიკავეს ადგილები.
-მშვიდობა გვაქვს?_არეულეად უყურებდა ყველა ერთმანეთს.მხოლოდ ადვოკატი იჯდა მშვიდად, ის საქმეს თავიდანვე იცნობდა.
-მოკლედ მეგობრებო, ჩვენი პატარა მშენებლობიდან რამდენიმე დღის წინ ბიჭი გადმოვარდა, ამბავი გავიკითხეთ საავადმყოფოში იყო და პრობლემად არ მიგვაჩნდა რადგან გადარჩა, მაგრამ როგორც ჩანს დიდი დაზიანებები აქვს მიღებული.
-თენგიზ, მოდი პირდაპირ საქმეზე გადადი_მოუთმენლად შეაწყვეტინა ერთ-ერთმა.
-გუშინ მისი ცოლი მესტუმრა, სცენები მომიწყო, როგორ ჩანს ჩვენს არაფრის მაქნის ჯანდაცვას მისი გამოჯანმრთელება არ შეუძლია და მუჭების რტყმევით მომთხოვა ბიჭის დაფინანსება._ღრმად ამოიხვნეშა კაცმა.
-და? მერე რა, ვიღაც პატარა გოგოსი უნდა შეგვეშინდეს? მიუგდოთ ორი კაპიკი ან გავაჩუმოთ ისედაც, ილაპარაკოს რამდენიც უნდა._ხელი აიქნიეს კაცებმა.
-თქვენ არ გესმით, ტელევიზიებითა და არასამთავროებით დამემუქრა.
-ილაპარაკებენ გაჩუმდებიან.
-არც ასე მარტივადაა საქმე ბატონებო_ადვოკატმაც ინება ხმის ამოღება. -ორ თვეში 5 მილიონიანი ტენდერია, ეს ამბავი რომ გასკდეს თქვენი შანსი ნულს ქვემოთ ჩავა. თანაც იცით როგორ უყვართ ჟურნალისტებს ამბის გადრამატიზება, პლიუს ეს ბიჭი ობოლია და ასე შემდეგ. გირჩევნოდეთ რამდენიმე ათასი გადაიხადოთ ვიდრე თქვენი კომპანია და მომავალი დაასამაროთ_თავის დაკვრით დაასრულა სიტყვა ადვოკატმა და საკუთარ ადგილს ისე დაუბრუნდა, თითქოს უჩინარი ყოფილიყოს. რამდენიმე წამით სრული სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში, ამის შემდეგ კი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იქნა გაჟღერებული.

-ბოდიშით გალოდინეთ_ფურცლებით ხელში შემოაღო კარები ექიმმა.
-როგორი მდგომარეობაა_მაშინვე ანალიზის პასუხებზე გაუშტერდათ გოგონებს თვალი.
-დღევანდელი მდგომარეობით გაუმჯობესებული ნამდვილად არა_თავი გადააქნია ექიმმა.
-თურქეთიდან პასუხი ხომ არ მიგიღიათ?
-დიახ, თანახმა არიან, მხოლოდ ხარჯების ანაზღაურება რჩება პრობლემად.
-გასაგებია, ამ საავადმყოფოსთან როგორ გვექნება? _ნერწყვი გადაყლაპა ნინიამ
-ჩვენთან უფრო მარტივადაა საქმე. უბედური შემთხვევები თითქმის 80% მდე ფინანსდება.
-გასაგებია, ანუ თქვენთან პრობლემა არ გვექნება, იქ საავადმყოფო რამდენ ხანს დაგვაცდის დაფარვას?
-ზუსტად ვერ გეტყვით, უნდა მოელაპარაკოთ მაქსიმუმ რამდენიმე თვე.
-ძალიან კარგი, მანამდე რაღაცას მოვიფიქრებთ_გასამხნევებლად ერთმანეთს ჩაკიდეს გოგონებმა ხელები.
-ანუ?_გადასამოწმებლად ჩაეკითხა კაცი.
-გადასაყვანად მოამზადეთ_ერთად წამოდგნენ გოგონები და გულდამძიმებული გავიდნენ გარეთ. მაშინვე შემოხვდნენ ბაჩო და გია.
-როგორაა საქმე?
-დღეს ანალიზები გაუფუჭდა, გადასაყვანად ამზადებენ_ამოიხვნეშა ნათიამ.
-ყველაფერი კარგად იქნება მა_ხელი მოხვია გიამ და კიც გაუშეშდა უკნიდან ნაცნობი ხმა რომ მოესმა.
-ნათია, გია.
-დედა?
-რას დამსგავსებულხარ დედიკო_თვალები აუცრემლიანდა ასეთი შვილის დანახვაზე. სახე გათეთრებოდა ნათიას, თვალის უპეები ჩაშავებოდა და რამდენიმე კილოც დაეკლო.
-დე.... _ცრემლები მოერია ნათიას და გაქცეული ჩაეხუტა დედას. მხოლოდ იმ წუთებში შეძლო მშვიდად ეტირა და არც ცხვენოდა.
-ჩუ დედიკო, დაწყნარდი._ზურგზე უსმევდა ხელს და ამაოდ ცდილობდა გოგოს დაწყნარებას.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დერეფანში ექიმი გამოჩნდა. ფეხზე მდგომ ხალხს მიუახლოვდა და უფრო გოგონებს კითხა.
-საბუთებში თან გამყოლის სახელი და გვარია ჩასაწერი, ვინ მივუთითო?
-რა ვქნათ? _ერთმანეთს გადახედეს გოგონებმა, -ორივე ხომ არ წავიდეთ?
-არა ნინია, თუ შეგიძლია შენ ბაჩოსთან დარჩე აჯობებს, ორი თვის გათხოვილი ხარ და ქმარს ხომ არ მიატოვებ, მე აქ რა მომასვენებს მაინც_ნაღვლიანად გაუღიმა მულს.
-შვილო, მისი დის წასვლა აჯობებს, შენ აქ ყველაფერი უნდა აურიო უბრალო ოპერაციის გამო სამსახური, მოსწავ...._სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო მანანამ ისე შეცბუნდა ქმრის და შვილის განრისხებულ სახეებზე.
-აქ რისთვის მოხვედი? გვერდით რატომ მიდგახარ დედა?
-მე შენთვის ვამბობ შვილო, ის მისი დაა, შენ ვინ ხარ ამ დროს
-ცოლი დედა, სამ თქვეში ჯვარი უნდა დაგვეწერა, ჩემ გარეშე გავუშვა? საერთოდ როგორ აზროვნებ? იცი რა? შევცდი, აქ შენი ადგილი არაა, მხოლოდ ოჯახის წევრები უნდა ვიყოთ და ფაქტია შენ ერთ-ერთი მათგანი არ ხარ.
-მე აქ შენთვის მოვედი შვილო_თვალები აუცრემლიანდა მანანას.
-დედა შენი მართლა არ მესმის, თუ ჩემთვის მოდი გიორგი სხვისია? მე და გიორგი ერთი ვართ, მამა წამით არ მომშორებია გვერდიდან და ჩემთან ერთად იმტვრევდა თავს ფულის საშოვნელად, სკოლის დირექტორმა დამირეკა, უვადო შვებულება გამიწერა და თან ისე, რომ ხელფასის ნახევარს მირიცხავს მაინც და შენ ვინ ხარ ასეთი გული რომ ვერ მოგილბე? წადი და მაშინ შემეხმიანე ორივეს მიღებისთვის რომ იქნები მზად_გულმა ლამის ცემა შეწყვიტა ისე გრძნობდა ნათია თავს დედას რომ ზურგი შეაქცია.
-ნათი არ გიდათ რა ჩხუბი, დიდი სიამოვნებით წავალ.
-არა საყვარელო, არ შემიძლია, მაშინ ორივე წავიდეთ, მის გარეშე ვერ გავჩერდები_სახეზე მოუსვა ხელი გოგოს.
-ნინია, გთხოვ, არ დაგავიწყდეს_თვალებით რაღაც მიანიშნა ბაჩომ და მანაც თავი დაუქნია.
-კარგი,შენ გაყევი, ოღონდ გთხოვ ყოველ წამს გამაგებინეთ ყველაფერი.
-რა თქმა უნდა,_თავი დაუქნია და ექიმის კაბინეტისკენ წავიდა მონაცემების ჩასაწერად.
საღამომდე ყველაფერი მოგვარდა, გიორგის სასწრაფოთი გადაიყვანდნენ, მანამდე ნათიამ ერთი რუგზაკი ცოტა ტანსაცმლით, სუფთა თეთრეულითა და ცოტა პირადი ჰიგიენის ნივთებით გაავსო და მზად იყო. დაძახებას ელოდა ექიმისგან მობილური უცხო ნომრისგან რომ ამღერდა.
-გისმენთ_ხმაშიც ეტყობოდა დაღლილობა.
-სამშენებლო კომპანიიდან გიკავშირდებით, გვინდა გაცნობოთ რომ თქვენი მოთხოვნა დაფინანსებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებულია და შეგიძლიათ საავადმყოფოს ხარჯებისთვის ჩვენი მონაცემები მიაწოდოთ_ცივად ჩააბარეს ანგარიში და პასუხს არც დაელოდნენ ისე გაუთიშეს.
-ღმერთო, როგორც იქნა_მოთქმით ატირდა დერეფანში კედელთან ჩამჯდარი ნათია და ბედნიერებისგან გული ორმაგად აუძგერდა, -ახლა მაინც გადაგარჩენ_სიცილ-ტირილით წამოდგა ფეხზე და იმ წამს გამოსული ექიმისკენ წავიდა.

რამდენიმე აპარატზე შეერთებული გამოიყვანეს გიორგი რეანიმაციიდან და გარეთ მომლოდინე სასწრაფოს მანქანისკენ გააქანეს, ორი ექთანი თან მიყვებოდათ.
-ყველაფერი კარგად იქნება საყვარელო, შენ ჩემი მსგავსი არსება ხარ_ ყურში ჩაჩურჩულა ბიჭს და მაშინვე ამოუტივტივდა სასიამოვნო მოგონება. „ჯერ კიდევ სოფელში იყვნენ რემონტის დროს ერთ საღამოს გიორგიმ ჰამაკში რომ შენიშნა ნათია წიგნითა და ბლოკნოტით ხელში. ვერ მოითმინა და მიუახლოვდა. შექსპირის სონეტებს კითხულობდა გოგო.
-ბლოკნოტი რისთვის?_გვერდით ჩაუჯდა საცოლეს.
-ეს ჩემი ფრაზების ბლოკნოტია, რასაც ვკითხულობ სასიყვარულო და სასიამოვნო ფრაზებს ვიწერ_ნახევრამდე გავსებული ფურცლები დაანახა ბიჭს.
-ამჯერად რომელი წიგნია მსხვერპლი? ჰმ სონეტები. არ წამიკითხავს_დანაღვლიანდა ბიჭი.
-ნახე მესამე მომეწონა:
შეხედე სარკეს და უთხარი შენსავ ორეულს,
რომ დროა, ქვეყნად მისი მსგავსი იშვას არსება,
რომ ამ სამყაროს, დედობრივად გრძნობამორეულს,
მარად შეეძლოს განახლება და დამსგავსება.
თანამეცხედრედ ნუთუ ვერსად ვერ ხედავ ვერცერთს,
ყამირ მიწაზე ნუთუ არ გსურს გაჭრა სავალი,
ან ეგებ გიჯობს, ეგ სხეული სამარედ გექცეს
და ჩაკლა მასში არშობილი შთამომავალი.
შენ შენი დედის სარკე ხარ და ის შენში ხედავს
ჟამთა წიაღში გადაპენტილ თავის აპრილებს,
მაშ, შენც ჩახედე შვილის სარკეს, სანამ შენს ცხედარს
დრო არყოფნაში გარიყავს და გაინაპირებს.
და თუ მეწყვილედ კვლავაც არვინ გაგეტოლება,
ისე მოკვდები, მომგონიც კი არ გეყოლება. (შექსპირი, 3 სონეტი)
-ლამაზია_სიამოვნებისგან გაეღიმა ბიჭს და ზემოდან დახედა ნათიას
-შენ ჩემი მსგავსი ხარ.
-შენ ჩემი მსგავსი ხარ!_ღიმილითვე უპასუხა გოგომ და სიამოვნებით შეაგება ტუჩები.“
მწარედ გაეღიმა ნათიას სასიამოვნო მოგონებაზე და ნახევრად დაფარულ ბინტებშიმის სახეს დააკვირდა:
-სხვა გზა არ გაქვს იცოდე, უნდა გადარჩე, უნდა გადავრჩეთ!_შეფუთვისგან გადარჩენილ შუბლზე აკოცა საქმროს და თავაწეული შეხვდა სრულიად უცხო ქვეყანაში ბუნდოვან მომავალს.



№1 სტუმარი ანუ

ვაიმე ყველაფერი კარგად წავიდეეეს რა ძაან გთხოვ ^-^

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

გელოდები კარგი ამბებით.

 


არადა მანანა რომ გამოჩნდა მეგონა აზრზე მოვიდა -თქო, მაგრამ მაინც ვერაფერს ხვდება ჯერ. რა სამწუხაროა :(
გიო ახლა ნამდვილად გადარჩება და სახლში დაბრუნებულს დიშვილი თუ არა გაბერილი და მაინც დახვდება, ხომ ასეა?❤

 


№4  offline წევრი OKI ME

მანანა რომ გამოჩნდა ვიცოდი ზუსტად , რომ ასე ადვილად მაინც არ მოინელებდა ეგ ამ ამბავს.

ძაან კარგი თავი იყო ❣️❤️❤️

 


№5 სტუმარი ატბ

დადებ დღეეს?

 


№6  offline მოდერი naattii

უღრმესი მადლობა ყველას ვინც ჩემთან ხართ, ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რატომღაც დღეს ერთი სიტყვაც ვერ დვაწერე.... ვეცდები ხვალისთვის იყოს, ბოდიშს გიხდით ბოლომდე ჩემსეც არაა დამოკიდებული :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent