შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელი ანგელოზები. (5)


15-10-2020, 13:24
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 925

ჯერ კიდევ შოკში ვიყავი მოსმენილით და ამის გამო ხმას არ ვიღებდი და ისევ გაშეშებული ვიჯექი ადგილას...უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა.
უკვე აღარაფერს აღარ ჰქონდა აზრი,ბოლო იმედი კი ფრედრიკი იყო.
მხოლოდ იმის იმედი მაქვს რომ რაღაცნაირად შევძლებ დარჩენილი თორმეტი ადამიანი შეცდენას და დედამიწაზე დაბრუნებას,ისევ ცოცხლად!
არ ვიცი როგორ გაავნაგრძობ ამ ყოველივეს შემდეგ ცხოვრებას და იმასაც ვხვდები რომ ისევ ისე ვერა,მაგრამ ახლანდელ სიტუაციას მილიონჯერ მირჩევნია,ვიყო მკვლელი!
ვიყო ცოდვილი,ვიყო დამნაშავე!
მაგრამ ცოცხალი,ჩემს საყვარელი ადამიანების გვერდით!
ეგოისტი ვარ ,მაგრამ ადამიანი,რომელსაც სიცოცხლე უნდა!
ასე კი ნებისმიერი იქნებოდა ჩემს ადგილას.

-როუს.
უეცრად ნაცნობ ხმაზე გამოვფხიზლდი და საკუთარ ფიქრებს მოვსწყდი.
ზემოთ ავიხედე და რაინა დაავინახე,დადარდიანებული სახით მოდიოდა ჩემსკენ.
-ყველაფერი გავიგე,ძაალიან ვწუხვარ.
დამწუხრებულმა მითხრა და გვერდით მომიჯდა,მე კი ამ ყველაფერზე გამეღიმა.
-მოდი გამოვიცნობ,ფრედერიკმა გამოგაგზავნა ხო ჩემთან?
ამ ყველაფრის გაგებაზე მასაც ცოტა გაეღიმა და თავი დაამიქნია,რაზეც მე ჩავიხვნეშე.
-ახლა ვერავინ ვერ დამეხმარება.
ფაქტია ყველაფერი თავდააყირა დადგა ჩემს ცხოვრებაში,აღარაფერს აღარ აქვს უკვე გამართლება და მიზეზი,ყველაფრის სხვა მხრიდან ყურება დავიწყე,ეს კი გულს ძლიერ მტკენს...თითქოს ის როუსი აღარ ვარ ვინც ვიყავი.
დამწუხრებულმა ვთქვი და თავი ჩავხარე,რაზეც მისი ხელი ვიგრძენი ხელზე.
-როუს ,ძაალიან კარგი ადამიანი ხარ.
არ ღირს იმაზე ფიქრი რომ შეიცვალე,რადგან მე ახლა ჩემს წინ მზრუნველ,ძლიერ და კეთილ გოგონას ვხედავ და შენ თუ ამაზე უკეთესი იყავი არ ვიცი მაშინ ვინ ყოფილხარ!
მის სიტყვებზე უნებურად გამეღიმა.
აშკარად გამოსდიოდა ჩემმი დამშვიდება,მაგრამ მწარე რეალობა უფლებას არ მაძლევდა მშვიდად ვყოფილიყავი.
-მაგრამ განა ვარ ისევ ადამიანი?
ჩუმად ჩავილაპარაკე და უკვე ამდენი სტრესისგან გადაღლილმა თავი ხელებში ჩავიდე.
უკვე აღარ ვიცი რისი იმედი უნდა მქონდეს.
სრულიად აღარაფერი არ დამრჩა,საერთოდ არაფერი.
რატომ ჩათვალა ჩემმა ოჯახმა რომ ასეთი გავხდებოდი?
რაღაც ცუდი,სიკვდილი?

უცნობი:
-სად მიდიხარ? გითხარი რომ სახლიდან ვერავინ ვერ გავა სანამ ყველაფერი არ დალაგდება!
წინ მედგა მამაჩემმი და მკაცრი მზერით მიყურებდა გასასვლელ კართან მდგარს,აშკარად ეტყობოდა რომ დათმობაზე წასვლას არ აპირებდა,მაგრამ იცით რა?
ამჯერად არც მე.
-არა,სასწრაფოდ უნდა მოვძებნო,ყველაფრის ფასად!
ჩუმად ჩავიბურტყუნე და სახელური ჩამოვწიე,რაზეც უკვე დედას ხმა გავიგე.
-გაგიჟდი?!
საშიშია ,ნუთუ ვერ გაიგე ბატონმა ალდენმა რა თქვა!
იქაურობას არ მიუხლოვდე ,არც გაბედო!
უკვე მრისხანება და სევდა ერთმანეთში არეოდა დედას და აღარ იცოდა როგორ გამოეხატა შიში ჩემმი დაკარგვის.
-აბა აქ ვიჯდე და ვიღაც შეშლის ველოდო?!
არ მჯერა ,მისი ერთი სიტყვისაც არ მჯერა,როგორ ფიქრობთ ის ასეთია?!
დედა შენ ეს დაიჯერე!?
უკვე ცრემლები მომადგა თვალზე და ხმას ავუწიე,რაზეც დედა მომიახლოვდა და ხელი ხელზე მომკიდა.
-ვიცი შვილო !
ვიცი ,მაგრამ ის მოკვდა,ჩვენ ის დავმარხეთ,ის ჩემმი როუსი აღარაა.
ის მე დავმარხე ,ჩემმი ხელით დავაყარე ჩემს შვილს მიწა,ჩემმი ხელით ჩავაცვი მის მკვდარ დასახიჩრებულ სხეულს ტანისამოსი და ჩემმი თვალებით დავინახე როგორ ესვენა კუბოში.
ის აღარა,ის აღარა და არ ვიცი რა ხდება გესმის?!
არ ვიცი ,მაგრამ ის კი ვიცი რომ იმის შემდეგ რაც ის საფლავში აღარ დამხვდა,ის არ იქნება ჩემმი როუსი,არ იქნება!
მწარედ ატირდა ,რაზეც მე თვალები გაადავატრიალე.
-ჩემი თვალით უნდა ვნახო რამდენად ცუდია,იმ ბიჭის სიტყვებს ვერ მივენდობი .
ვთქვი და დედას ხელი გავაშვებინე. -გითხარი რომ სახლიდან არ გახვალ ,რატომ ჯიუტობ?
მამა მაინც არ ნებდებოდა და იმის მიუხედავად რომ ამ ყველაფრის ბოლო იცოდა,თავდაჯერებულად იცავდა და აწვებოდა თავის აზრს!
-შენც რომ მოკვდე ან რამე დაგემართოს მერე რა ვქნა?
ისევ დედას სასოწარკვეთილი ხმა
მომესმა ,რომელიც ატირდა და თავი მამას მკერდში ჩარგო,მეც უკვე ცრდმლები მაწვებოდა თვალებზე და უხმოდ ვტიროდი გულში,რადგან პირველად ვხედავდი ჩვენს ოჯახს ასე გატეხილს.
რაც როუსი გარდაიცვალა ყველაფერი თავდაყირა დადგა,მაგრამ ახლა ტირილის დრო არ მქონდა!
აქ რაღაცაშია საქმე,რაღაც ისე არაა როგორც უნდა იყოს!
ჩემი დაა უნდა მოვძებნო,ცოცხალი ან თუნდაც მკვდარი!
გავიფიქრე და კარიდან გავედი,გასულს კი ქუჩაში დატრიალებული ქარი შემომეგება და თმა ამიწეწა,პიჯაკს მოვკიდე აკანკალებულმა ხელი და მეტად მოვიხვიე უეცრად გაყინულ სხეულზე.
შემდეგ კი გზას გავუყევი,სუსტად მესმოდა უკნიდან დედას ძახილი ,მაგრამ არ გავჩერებულვარ,მხოლოდ ერთი მიზანი მიტრიალებდა თავში და ამ მიზანს მივახწევ,თუნდაც ქვესკნელში მომიწიოს ჩასვლა!
-ივან,ივან გთხოვ !
ივან დაბრუნდი,შვილო!

როუსი:
როგორი უეცრად მომერია ძილი.
ალბათ ამ დროისთვის უკვე ღამე იყო,მაგრამ ახლა მე სადაც ვარ ვერ გაიგებ დღის რომელი მონაკვეთია.
საერთოდ არც კი ვიცი სად ვარ!
-ფრედერიკ, მეძინება.
პატარა ბავშვივით ვუჩურჩულე ფრედერიკს, რომელიც გვერდით მეჯდა.
არ ვაპირებდი ასეთ ბანალური სიტუაცის წამოყენებას,მაგრამ მართლა ძალიან მეძინებოდა და ისიც არ ვიცოდი სად ვიძინებდი,თან ფრედერიკი ესე ჩემს ნებაზე არ მაძლევს უფლებას ვიარო და არც მინდა,როდესაც ვიცი აქ რა ხდება!
ამ სასახლეში ფრენკლინის ჩრდილებს ვხულვარ,ვძულვარ გესმით!?
-ოუ,რა საყვარელია,ნახეთ როგორ ეძინება პატარა როუს!
ჩემს წინ წამომჯდარი ფრენკლინი ერთ წამს არ ხურავდა პირს და თავისი სიტყვებით ჩემს გააღიზიანებას ცდილობდა!
ფრედერიკს კი ამის მოსმენა უწევდა ,იმის მიუხედავად რომ ვატყობდი ეს არც მას არ სიამოვნებდა!
-დაიძინე,მე კი ძილში ვინ იცის რას დაგიშავებ.
ეს კარგი შანსი იქნება ჩემთვის.
მაცდური ღიმილით მიყურებდა შორიდან და ტუჩებს ილოკავდა,მე კი როგორც შემეძლო ყურადღებას არ ვაქცევდი.
-ფრედერიკ,უკვე მაშინებს!
გაჩერეე გთხოვ.
ფრედერიკს მკლავზე მოვეჭიდე,რადგან შიში მეტად მიპყრობდა ,ამას კი გაუცნობიერებლად ვაკეთებ უკვე მთელი დღეაა!
ფრედერიკზე ვარ მიწებებული ,არ ვიცი
რატომ ,მაგრამ მის გვერდით თავს ამ წამს ყველაზე დაცულად ვგრძნობდი .
-ფრენკლინ გეყოფა,მისი რეაქციებით გართობა საკმარისია უკვე.
მას ისედაც ძაალიან ეშინია,ნუ აწვალებ.
უკვე გააღიზიანებული ფრედერიკის ხმა მომესმა, რომელიც მობეზრებული სახით უყურებდა ფრენკლინს!
ფრენკლინმა ამის გაგებაზე მოწყენილმა ამოიხედა.
-რა მოსაწყენი ხარ ფრედერიკ.
თქვა და ფეხზე წამოდგა,შემდეგ კი საბედნიეროდ ოთახიც დატოვა!
მე კი უკვე კმაყოფილი მივეყუდე დივანს და მოთენთილი თვალები ცოტახანს მოვხუჭე .
-დაიძინე თუ გეძინება,ვერავინ ვერაფერს გერ გატკენს,მეც აქ ვიქნები და თვალს არ მოგაშორებ.
ამ მის სიტყვებზე ისევ თვალები ვჭყიტე,მეჩვენება თუ ფრედერიკი ცოტა მზრუნველი გახდა?
მგონი დღეს ჩემს მხარეს იჭერს სულ,როდესაც სასიკვდილოდ დამჭრა იმის გამო რომ ფრენკლინისთვის უბრალოდ ერთი ჭრილობის მიყენება ვცადე,რომელიც არაფერს არ ავნებდა!
-არაუშავრს, შენ დაგელოდები.
ჩავილაპარაკე ჩუმად და ისევ წამოდგომა ვამჯობინე რომ აქ არ ჩამძინებოდა,წამოდგომის დროს კი ჭრილობამ შემახსენა თავი ,რომელიც ჯერ კიდევ მაწუხებდა დრო და დრო.
სწორედ ამ ტკივილის გახსენებაზე უნებურად წამომცდა ის რასაც ვფიქრობდი.
-დღემდე ვერ ვხვდები, ეს რატომ გააკეთე?
ხმამაღლა გამომივიდა ფიქრი ,რადგან მართლა არ ვაპირებდი ამ კითხვის დასმას,მან კი უეცრად დაბნეულმა და წარბ შეკრულმა გამომხედა.
-რა გაავაკეთე? მე ბევრი რაღაც გაავაკეთე საყვარელო.
მაცდური ღიმილით მითხრა,რაზეც ჩავიხვნეშე.
აი ისევ ისეთი ფრედერიკია!
-არც კი ვიცი საიდან დავიწყო...მართლაც ბევრი დამიშავე,ასე როგორ ანგრევ საერთოდ ადამიანების ცხოვრებას?
ზედმეტად თამამი გავხდი უეცრად,რაც მეგონა რომ ცუდ შედეგებს გამოიწვევდა და ისევ გააბრაზდებოდა ჩემზე,მაგრამ ისე არ მოხდა როგორც მოველოდი,მან მშვიდად მიპასუხა.
-ადვილია,ესაა ჩემმი მოვალეობა.
ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები ჩუმად ,რაზეც დაბნეულმა ვკითხე.
-ეს მოგწონს?
მართლა არ ვიცი ეს კითხვები საიდან მოდიოდა,სულ გავგიჟდი?
მან ჩაცინებით ამომხედა და მიპასუხა.
-მომწონს თუ არა ეს? ეს რა კითხვაა საერთოდ,ან ჩემგან რა პასუხს ელი?
თქვა და ბოლო კითხვაზე ხელი უეცრად ჩემს გვერდით დადო,ისე რომ მთლიანად მომიმწყვდია თავისი ტანით,არც კი ვიცი ეს ასე უეცრად როგორ მოახერხა.
-არ ვიცი,იქნებ არ მოგწონს ის რასაც
აკეთებ.
ხმა მიკანკალებდა და აშკარად
მეტყობოდა როგორ ვნერვიულობდი,რადგან მისი სახე ძაალიან ახლოს იყო ჩემს სახესთან,ძაალიან!
-კარგი გიპასუხებ...კი მომწონს!
ძაალიან ადვილად მიპასუხა და ტუჩები მოილოკა.
-მითუმეტეს შენაირი გოგონების სულების მისაკუთრება მსიამოვნებს.
მომწონს მათზე კონტროლის აღება.
მათი გატეხვა ჩემი საყვარელი ჰობია .
თქვა და უეცრად ყურს უკან გაადამიწია თმა,მე კი ამ უეცარ შეხებაზე შევკრთი!
-არ გეცოდებიან ისინი ვისაც ასე ექცევი?
ეს კითხვა რომ დავსვი კიდევ ჩაიცინა და თანხმობის ნიშნად თავი დააქნია ?!
მე ამას საერთოდ არ მოველოდი ,ამიტომ მეგონა არასწორად გავიგე და გადავწყვიტე კითხვა გამემეორებინა.
-კი?
ხმამაღლა ვიკითხე,რაზეც უკან დაიხია და ისევ ზურგით დაჯდა,მე კი ასე პირ ღია დამტოვა.
-ფრედერიკ, მიპასუხე.
კითხვა გავიმეორე,მაგრამ ისევ არაფერი!
ანუ ეს მას არ მოსწონს?
ეს როგორ გავიგო?
აშკარად იტყუება,რადგან სხვაგვარად რომ იყოს ახლა მე აქ არ ვიქნებოდი!
-ძაალიან არ უნდოდა იმ საწყალს შენი მოკვლა,ისიც კი მახსოვს რომ თავის მეორე შანსზე უარი თქვა ოღონდაც შენ გაადაერჩინე და არ მოეკალი.
უეცრად ამაზე დაიწყო საუბარი,მეც კი არ ვიცი რატომ,მეც იმ წამსვე მივხვდი ვისზე იყო საუბარი და ძაალიან დავიძაბე !
დივანს მიყრდნობილი წინ წამოვიწიე და ფრედერიკის პროფილს მივაშტერდი,თუ როგორი მომღიმარი საუბრობდა ამაზე...ჩემს მკვლელზე!
-მე კი ავუხსენი რომ გინდაც არ
მოეკალი მას ,სხვა მაინც მოგკლავდა,რადგან მსხვერპლთა სიაში იყავი.
მხოლოდ ამის შემდეგ დამნებდა და თქვა რომ ამას გააკეთებდა.
ისე ეცოდებოდი, ისე უკანკალებდა ხელები სანამ დანას გაგიყრიდა გულში,ისეთი ტკივილი და ქაოსი ამოიკითხებოდა მის თვალებში შენი სისხლით რომ შეეღება ხელები...ისიც კი მახსოვს რომ ცრემლებით ჰქონდა თვალები სავსე,რთულია მოკლა ლამაზი ქალი.
მას თითქოს შეუყვარდი იმ დროის მანძილზე, როდესაც გითვალთვალებდა.
ისევ გაანაგრძობდა მოყოლას მე კი მეტი ინტერესით ვისმენდი.
-უკვე მეცამეტე ადამიანს კლავდა და შენ იყავი ის ერთადერთი ადამიანი ვისი მოკვლაც ასე გაუჭირდა.
მართლა ძაალიან გაკვირვებული ვიყავი,თუ ვინ იყავი ასეთი.
მშვიდად ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები,ისე რომ მის სახეს ღიმილი არ მოშორებია.
-ამიტომ გაიმეორე ჩემთანაც იგივე?
ინტერესით ვიკითხე ,რაზეც შემომხედა და დამეთანხმა.
-კი,ამიტომ მოგეცი მეორე შანსი ყოფილიყავი ცოცხალი.
შემეცოდე...იმდენად ლამაზი იყავი,რომ შემეცოდე უბრალოდ გასაქრობად,სიბნელეში ვერ დაგტოვებდი.
ისეთი მშვიდი ხმის ტემბრი ჰქონდა
ამ წამს ,მართლა დაბნეული ვიყავი.
არ ვიცოდი ასე რატომ იქცეოდა,უეცრად ისეთი რბილი გახდა,თითქოს მასთან საუბარიც კი გახდა შესაძლებელი, როდესაც სულ რაღაც ორი დღის უკან თვალებშიც ვერ ვუყურებდი შიშისგან!
-ის სადდა ახლა?
მართლა დავინტერესდი ვინ იყო ის ვინც მომკლა,რადგან მე ჩემს სურვილებში ავღნიშნე რომ მასზე შურისძიება მინდოდა,მაგრამ თუ ის ბიჭიც მსხვერპლი იყო ,მე არ მინდა მას რაიმე დავუშავო!
-ის ახლა დედამიწაზეა,თავის სახლში.
აგრძელებს ცხოვრებას როგორც ჩვეულებრივი ადაამიანი,ისე თითქოს არც მომკვდარა.
მითხრა და თავი უკან გაადაწია.
-შენ? შენ ის აღარ გჭირდება?
ვიკითხე რადგან ,მისი სული ფრედერიკს ეკუთნის და თავისთავად მაინტერესებდა რა ელის დედამიწაზე დაბრუნებულ სულს,რადგან მეც იგივე მომელის მომავალში.
-ჯერჯერობით არ მჭირდება,მაგრამ თუ რამეში დამჭირდება ყველაფერს გააკეთებს ჩემთვის,მისი სული ხომ ჩემმია.
თქვა და მომღიმარმა გამომხედა,მე მის მზერას ვეღარ გავუძელი და თვალი ავარიდე.
-ფრედერიკ,რა იქნება რომ ის სურვილი არ ამისრულო რაც კონტრაქტში დავწერე?
გაუბედავად ვიკითხე და შიშით დაველოდე მის პასუხს,რაზეც გაეცინა.
-რა იყო ახლა გეცოდება უკვე შენი მკვლელი?
ის არაა მკვლელი და კი მეცოდება!
ამის თქმა მინდოდა,მაგრამ რა თქმა უნდა ვერ ვიტყოდი ხმამაღლა!
-ნუ რა გითხრა...რაც კონტრაქტში წერია უნდა შესრულდეს,გინდა თუ არა ეს.
თვალები გამიფართოვდა ამის გაგებაზე!
ვერ ვიჯერებდი რომ ჩემივე მრისხანება ასე ცუდად შემომიბრუნდა უკან.
-კი ,მაგრამ მე არ მინდა...აღარ მინდა.
ხმის კანკალით ანერვიულებულმა ვუპასუხე.
-მნიშვნელობა არ აქვს ეს შენ გინდა თუ არა,ის მოკვდება.
ან შენი ხელით ან ჩემმი!
ამის გაგებაზე უკვე ვეღარ მოვითმინე და ფეხზე წამოვდექი ,ბრაზისაგან სულ ვიწვოდი!
-შენ მას ამდენი რაღაც გააკეთებინე რომ მეორედ ეცოცხლა ახლა კი თავიდან ართმევ სიცოცხლეს?!
ამას რატომ აკეთებ!?
ხომ შეგიძლია რომ ეს დაწყევლილი კონტრაქტი ფეხებზე დაიკიდო და ერთხელ მაინც გააკეთო რაღაც სამართლიანად!
მეც კი არ ვიცი რატომ ან როგორ ავუწიე მასთან ხმას,როგორ არ შემეშინდა,მაგრამ ჯანდაბას ყველაფერი, მრისხანებისაგან ვგიჟდებოდი უკვე!
-ამას მე არ ვწყვეტ ,ეს წესებია!
რაც კონტრაქტში წერია ის უნდა შესრულდეს და ამის წინ ვერც შენ დადგები და ვერც მე!
ნუთუ ვერ ხვდები რომ ამ კონტრაქტს ჩემზე და შენზე მეტი ძალა აქვს ამ შემთხევაში!
ახლა კი თუ კარგად განგიმარტე ტონს დაუწიე, სანამ ენა არ ამომიგლიჯავს შენთვის!
თვითონაც ფეხზე წამოდგა და ყვირილით გამცა პასუხი,რაზეც ხელები თავზე მოვიკიდე და შეშლილი სახით დავიწყე აქეთ-იქით სიარული!
მართლა ვერ ვიჯერებდი რომ ეს საზიზღარი კარმა იყო.
ყველაფერი ისევ ჩემს წინააღმდეგ შემოტრიალდა ,ჩემივე გადაწყვეტილება !
-ის მაინც მითხარი რა ჰქვია,ან რამდენი წლისაა?
როგორი მშვიდათაც შემეძლო ვიკითხე,ეს მაინც ვიცოდე იმ საწყალზე.
-ანდრეი მულერი ,24 წლის.

ასეთი ახალგაზრდა და უკვე ამდენის გაადატანა უწევს.
ის თითქმის ჩემმი ასაკისაა და ჩემმი გაუთვითცნობიერი მრისხანების გამო ახლა ის დაიტანჯება,მართლა არ ვიცოდი.
მე ხომ არ ვიცოდი რა როგორ იყო,არ ვიცოდი თუ ასევე მსხვერპლი იყო დაამნაშავე,თორემ ამას არ გაავაკეთებდი,მაგრამ მაინც ამის შემდეგ მინდა ამ შეცდომაზე ვისწავლო რომ არასოდეს არ უნდა დაავაბრმავებინო თავი მრისხანებას,არ უნდა მივცე უფლება არასწორი გაადაწყვეტილებები მიმაღებინოს,რომლებიც ბოლოს ისევ მე მავნებს.
ამაზე ვფიქრობდი და ისე რომ ვერც გავიგე ჩამეძინა.
მე სულელს მისაღებში დივანზე ჩამეძინა,მაშინ როდესაც ფრედერიკი ჩემს გვერდით იჯდა და ეღვიძა.
არ ვიცი დემონებს სძინავთ თუ არა ,მაგრამ ნამდვილად არ მინდა მთელი ღამე მიყუროს თუ როგორ მძინავს!
აჰჰ,ისევ ახალი სიზმარი?!
ჯანდაბაა!

ეს უცნაური სიზმარი იყო,ასეთი მართლა არაფერი არ მინახავს.
არ ვიცი რატომ ,რატომ დამესიზმრა ის,რატომ დამესიზმრა მისი სახე!
ჯერ თავიდან ვხედავდი ძველ ფოტოებს ,სადაც ფრედერიკი იყო გამოსახული,აშკარად პატარა ასაკში იყო ეს ფოტოები გაადაღებული,ამ ყველაფერთან ერთად კი მისი გამოხედვა სრულიად სხვა იყო,თითქოს და სხვა პიროვნებაო და არა ფრედერიკი!
გულუბრყვილო,კეთილი და ნაზი.
არც კი ვიცი რატომ ,მაგრამ ძილშიც კი მოხიბლული და გაოცებული ვიყავი ნახულით,რადგან ასეთი ფრედერიკი არ წარმომედგინა.
მის თვალებში არ შეინიშნებოდა ის ბოროტება და ძალაუფლება ,რომელსაც ყოველდღე ვუყურებ!
არ ვიცი ამ ფოტოებს რატომ ვნახულობ,მაგრამ გავიღვიძებ თუ არა აუცილებლად ვკითხავ ფრედერიკს ამის შესახებ...თუ ვინ იყო სინამდვილეში ადრე.

ავტორი:
სულ რაღაც ორიოდე წამით მოადუნა ფრედერიკმა ყურადღება და სწორედ ამ დროის მონაკვეთში მოახერხა როუსმა ისე ჩასძინებოდა როგორც ჩვილს,რომ არა მისი საყვარელი ფშვინვა ,ალბათ ვერც გააცნობიერებდა ფრედერიკი რომ ჩაეძინა.
უკან გაიხედა და დანახულმა ძალზედ მოხიბლა,უნებურად გააეღიმა და უცხო სითბო იგრძნო გულის არეში!
თავიდან ვერ ხვდებოდა როგორ შეეხებოდა ისე რომ არ გააეღვიძებინა,თითქოს და ეშინოდა კიდეც ყველაზე ლამაზად მძინარე ანგელოზისთვის ხელი დაეკარებინა,მაგრამ ბოლოს ძალა მოიკრიბა მიუახლოვდა მშვიდად მძინარე გოგოს ,ერთი ხელი თავ ქვეშ
ამოუდო ,მეორე კი ფეხებთან,ხელში ასწია და მკერდზე მიკრული საძინებლისაკენ წაიყვანა.
გრძნობდა მის ფაფუკ და ნაზ თმას ,რომელიც ხელზე ეხებოდა,ესმოდა მისი მშვიდდი სუნთქვა,რიტმში მფეთქავი გული და ფიქრობდა:
რა მშვენიერება გაავაცოცხლე,მისი
გული ,რომელიც ახლა მკერდში უცემს ,ჩემმი დამსახურებით ფეთქავს,თითქოს და ამაყიც იყო ამის გამო და წელში გამართული აგრძელებდა გზას!
ისე მიჰყავდა გოგონა როგორც არაფერი,თითქოს და ბიმბული უსვენია ხელებშიო!
საძინებლამდე მისულმა ასევე ნაზად დააწვინა საწოლზე,ფეხზე გახადა და საბანი გაადაფარა,რადგან იცოდა ის ცოცხალი ადამიანი იყო, რომელსაც სციოდა,რომელიც გრძნობდა მისგან გაანახვავებით ყველაფერს.
თვითონ კი არასოდეს არ უგრძვნია სიცივე,არ იცის რას ნიშნავს ,როდესაც გცივა და როდესაც სითბო გჭირდება,მან არ იცის რა არის სითბო და არასოდეს არ უგრძვნია!
ყოველთვის მარტო იყო,ყოველთვის მარტოსული იყო,მის გვერდით მხოლოდ სიბნელეა,სხვა არაფერი...მხოლოდ და მხოლოდ სიბნელე!
ალბათ მისი ნება რომ ყოფილიყო არ დაიბადებოდა როგორც დემონი და ადამიანი იქნებოდა.
ადამიანი,გრძნობებით და თავისუფალი ნებით!
ადამიანი,რომელსაც არ მოუწევდა ტვირთად ეტარებინა ცოდვილი არსებების სიცოცხლე.
ადამიანი,რომელიც არ იქნებოდა მარტო.
ყველაფრის მიუხედავად ფრედერიკს ხშირად აქვს ხილვები თავისი წინა ცხოვრებიდან,სადაც პატარა უმწეო ბიჭს ხედავს,ადამიანური თვალებით...ის ბიჭი კი მისგან განსხვავებით არ არის მარტო,მის გარშემო კი სინათლეა.
იცით მასაც აშინებს ზოგჯერ ეს სიბნელე,მასაც შემზარავად ეჩვენება საკუთარი უსაზღვრო შესაძლებლობები,რომელსაც ფლობს და ზოგჯერ კონტროლსაც კი კარგავს!
ყველაფრის მიუხედავად კი მასაც აქვს გრძნობები...შეიძლება მის სხეულს არ სცივა,მაგრამ მის სულში დატრიალებული ყინვა,დიდიხანია მის სხეულს აციებს!
მაგრამ მის გვერდით როდესაც არის რატომღაც უბრუნდება მის სულს შეგრძნება რომ მარტო არაა და აღარც მის გაშიშვლებულ სულს აღარ სცივა.
ამაზე ფიქრში ბოლოჯერ დახედა მძინარე გოგონას, რომელიც მის თვალში ახლა ქალღმერთი იყო!
უნებურად უცნაური შეგრძენება დაეუფლა...უნდოდა შეეხებოდა,მოფერებიდა,მისი კანი შეეგრძნო.
დაბნეული იყო ამ ყველაფრით ,მაგრამ ვერც უმკლავდებოდა სურვილებს!
ხოდა ვეღარ მოითმინა და ნაზად ააცურა მის სახეზე ხელი,მოეფერა ნაზ კანზე და შემდეგ აბრეშუმივით სიფრიფანა თმაზე გადავიდა.
არ იცოდა ამას რატომ აკეთებდა,მაგრამ მოსწონდა,ძაალიან მოსწონდა ეს!
ვერა და ვერ კმაყოფილდებოდა,მად ის უნდოდა...ძაალიან უნდოდა!
თითქოს და პირველად იგრძნო რას ნიშნავს სითბო,თითქოს და პირველად იგრძნო გაანსხვავება სითბოსა და სიცივეს შორის,რადგან მას შეეხო თუ არა რაღაც სასიამოვნო სითბომ დაუარა მთელ ტანში ,რომელსაც თითქოს გოგონა გამოყოფდა!
ისევ უნებურად გააეღიმა და მის წინ ჩაიმუხლა,ძაალიან ახლოდან უყურებდა ამ წამს და აშკარად გამოკვეთილ ლამაზ ნაქვთებს უთვალიერებდა გოგონას სახეზე .
აღტაცებული იყო მისი სილამაზით და სულის სიწმინდით ,რომელიც მის გარშემო რაღაც მშვენიერ და ფერად აურას ქმნიდა,სწორედ ამან მოხიბლა ის!
სწორედ ამიტომ ვერ გასწირა სიკვდილისთვის,ალბათ ასე დააბრმავა ცოდვილი დემონი სილამაზემ,ქალმა?
ქალის სილამაზემ ამ დონემდე მიყვანაა?
უჭირდა ამის დაჯერება ,მაგრამ მტკიცებულება წინ ჰქონდა,ქალი თვით სასწაულია.


როუსი:
იმის შემდეგ რაც მთელი ღამე ფრედერიკის სახის ყურებაში გაავატარე,გაღვიძებულს ასევე მისი სახე დამხვდა წინ,რაზეც შეშინებული წამოვდექი საწოლიდან და აშკარად შემატყო ფრედერიკმა რომ მის დანახვაზე შევშინდი!
-რა იყო ასე გეშინია ჩემი?
ჩემს წინ იჯდა სავარძელზე და ფეხი ფეხზე ჰქონდა გაადადებული,ელეგანტურად ეცვა და ძაალიან კარგად გამოიყურებოდა,ისე თითქოს და სადმე მიდისო!
მართლა ძაალიან სიმპათიური_აჰჰ!
ჯანდაბა,ჯანდაბა ამ სიზმარებს,ნეტავი გაამაგებინა რატომ ვნახულობ ასეთ სიზმრებს!
ან ფრედერიკი რატომ ვნახე!
-მეგონა აღარ გაიღვიძებდი ,ამდენხანს პირველად გეძინა.
ცოტა მოვიწყინე შენ ლოდინში.
მოიცა, მან საიდან იცის რამდენხანს მეძინა!?
გავგიჟდები!
-შენ რა ძილში მიყურებდი?!
მეტად შევკრთი და უნებურად ხმას ავუწიე!
მართლა პანიკაში ვიყავი,მან კი ამაზე უბრალოდ ჩაიცინა.
-არ ღირს ამაზე ასე ნერვიულობა,რადგან კიდევ დიდხანს მომიწევს მძინარეს გიყურო რომ ძილში რამემ არ მოგკლას.
შენ ეს არ მოგწონს? რატომ ?
უეცრად მუხლებზე დააილაგა ხელები და წინ წამოიწია სახით და ზედა ტანით!
პირდაპირ თვალებში მიყურებდა გაამაღიზიანებელი ცინიკური ღიმილით.
-გეყოფა ამ საშინელებას ნუ მეუბნები.
გაბრაზებულმა ვუპასუხე და ხელები გაადავაჯვარედინე,რაზეც მას მეტად გაეცინვა.
აშკარად მოსწონდა ჩემმი დაცინვა,მე კი იმაზე უფრო მეფიქრებოდა ამ წამს ასე რატომ იყო გამოწკეპილი!
-ასე რატომ გააცვია?
და აი ბოლოს ვეღარ მოვისვენე და ვიკითხე,რაზეც სიამაყით თავ აწეული წამოდგა ფეხზე და მიპასუხა.
-მე და ფრენკლინი პატარა საქმეზე გავდივართ.
ალბად ვიღაც უნდა ჩააძაღლონ და ლამაზად არიან ჩაცმულები,რა მშვენიერია!
ჩვეულებრივი ამბავია ეს მათვის,გავიფიქრე და თვალები გაადავატრიალე,რაზეც ფრედერიკის კითხვის ნიშნით სავსე მზერა მივიღე.
-რა საქმეა?
ვიკითხე და თან ნელ-ნელა ფეხზე წამოდგომა დავიწყე.
-საიდუმლოა,ამჯერად ვერ დაავაკმაყოფილებ შენს ცნობისმოყვარეობას.
მომღიმარმა მაცდურად მითხრა,რაზეც უბრალოდ დავეთანხმე და აღარაფერი არ ვუპასუხე,არ მინდა დილიდანვე შემაშინოს მისმა ჩხუბმა.
-შენთან რამდენიმე სანდო ადამიანს ვტოვებ რომ უსაფრთხოდ იყო,შენ კი არ გახვიდე ოთახიდან.
თუ გახვალ გავიგებ და რომ დავბრუნდები დაგსჯი.
ისევ მშვიდად აგრძელებდა საუბარს,მე კი ვდუმდი და უბრალოდ თავს ვუქნევდი.
სჯობს გავჩუმდე,რადგან ჯერჯერობით რატომღაც ყველაფერი მშვიდდადა,არ მინდა რაიმე არასწორად ვთქვა და მისი გააღიზიანება გაამოვიწვიო.
უცნაური სიმშვიდეა ,არც ის ვიღაც მონადირე ჩანს,არც ფრენკლინი ცდილობს ჩემს მოკვლას და არც ფრედერიკი!
-რატომ არ მელაპარაკები?
როგორც ჩანს მისი ეს კითხვა ჩემთვის უმნიშვნელო იყო და არაფერი არ ვუპასუხე,მინდოდა უბრალოდ ოთახი დააეტოვებინა,მასთან ჩხუბი არ მინდა,
-რა იყო გუშინდელის გამო გადაწყვიტე ხმა აღარ გამცე?
ჩემთვის ვიყავი და აჩეჩილ თმას სარკეში ვიწესრიგენდი ეს რომ გავიგე.
-რა?
დაბნეულმა ვიკითხე,მას რა ასე გგონია?
ნუ კი გუშინ ძაალიან გავბრაზდი,მაგრამ როდიდან აინტერესებს მას მე ხმას ვიღებ თუ არა!
-რა რა? აპირებ რომ ჩუმად იყო და კითხვებზე არ გამცე პასუხი
არა,არა პატარა გოგო!
ამას არ დავუშვებ ,არავითარ შემთხვევაში.
არც გაბედო და ეს პატარა ბინძური საქციელი ჩემთან არ გამოავლინო,გაჩუმდები მაშინ როდესაც მე გეტყვი ამას და როცა გელაპარაკები პასუხი უნდა გამცე.
უკვე ბრაზს ვატყობდი სახეზე,მე კი უფრო და უფრო ვიძაბებოდი,მითუმეტეს მაშინ ჩემსკენ რომ დაიწყო სვლა!
რა უნდა ?
იმიტომ არ გავეცი პასუხი რომ არ გაამეღიზიანებინა ის კი მაინც გაბრაზდა!
რა ჯანდაბა ?!
ვეღარ გავიგე რა უნდა?
ყველაფერი აბრაზებს!
-ეგ რა შუაშია?
ჩუმად ჩავილაპარაკე და თავი ჩავხარე,რაზეც მისი ნაბიჯების ხმა გავიგონე,ჩემსკენ მოდიოდა !
მაგრამ არ შეემშინებია,რას გააკეთებდა,ალბათ ისევ თავს ამაწევინებდა და მაიძულებდა მის საშიშ თვალებს ვუყურო სხვა რაა? მაგრამ არ მოველოდი რომ სრულიად სხვა რაღაცას გააკეთებდა!
მან ხელები მომკიდა ,ხელში ისე ამიტაცა როგორც არაფერი და კარისაკენ დაიძრა!
უეცრად ვერ გაავაცნობიერე რა ხდებოდა და უხმოდ შოკში მყოფი ვაცეცებდი თვალებს.
-ფრედერიკ? ფრედერიკ რას აკეთებ?
დაბნეულმა და ანერვიულებულმა ვიკითხე,რაზეც მან კარი გააღო და კოლიდორში მიშვა ხელი!
ხო და ასე აღმოვჩნდი ოთახის გარეთ!
-რატომ გამომიყვანე აქ?
უკვე დაძაბულმა და გაბრაზებულმა ვიკითხე,რაზეც ღიმილით მიპასუხა.
-თუ ლაპარაკს არ ისწავლი მოგიწევს აქ იდგე,ასე უკეთ გასწავლი ჭკუას.
მართლა პატარა ბავშვივით იქცეოდა,რა მეთოდები აქვს საერთოდ!
-ეს რას ნიშნავს? მე არაფერი დამიშავებია!
უეცრად მეც პატარა ბავშვივით დავიწყე
წუწუნი ,რაზეც გულიანად გაიცინა!
მე კი ცოტახანს ადგილზე გავშეშდი და მივაშტერდი როგორ იცინოდა,პატარა ბიჭივით,უცოდველი პატარა ბიჭივით,იმ წამსვე ის სიზმარი ამომიტივტივდა თავში და ფიქრებში ჩავიძირე...მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი კარი რომ ცხვირწინ მომიხურა!
ჯანდაბა,ვერ ვიჯერებდი რომ ეს გააკეთა!
-ფრედერიკ,გეყოფა!
ნახევრად შიშველი ვარ!
პერანგის ამარა ამ შემაძრწუნებელ ადგილას დამტოვა!
იქნებ ფრენკლინის ჩრდილები მოვიდნენ!?
-ფრედერიკ,ფრედერიკ!
გთხოვ კარი გამიღე და შემომიშვი!გთხოვ,გააღე კარი!
უკვე შიშისაგან ვეღარც ხმას ვაკონტროლებდი და ვეღარც სხეულს,ამდაგვარად გიჟივით ვაბრაგუნებდი მუშტებს კარზე და თან ბოლო ხმაზე ვყვიროდი.
კარს უკან კი არხეინად მოღიღინე ფრედერიკის ხმა მესმოდა!
ბოროტებაა,ბოროტება!
-ფრედერიკ არ გესმის!?
მეშინია აქ !
გამიღეე კარი!
მართლა ძაალიან მეშინოდა და გეფიცებით ახლავე თუ არ გამიღებდა კარს,შიშისაგან ჩავიფსავდი!
-მშიშარა ხარ.
მხოლოდ ეს მომესმა,რაზეც მეტად გავბრაზდი და აბღუნძული ავეკარი კარს,მართლა ჭკუიდან გაადაყავდი ამ არსებას!
რის გამო აკეთებს ამას?!
იცის რომ ძაალიან მაშინებს და ვითომც არაფერი ამას აგრძელებს,დიდი სიამოვნებით!
-ბუუ!
და აი ისე შევხტი რომ მგონი კარზე ავძვერი,თავი ადამიანი ობობა მეგონა,ისე ჩავეხუტე კარს!
წინ კი ვინ დამხვდა?
მეორე ბოროტებააა!
ფრენკლინი...მისი მეტად მეშინია მგონი ვიდრე ფრედერიკის!
ასე რომ იმ წამსვე ორმაგად და ასმაგად დავიძაბე,ვიდრე აქამდე!
მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვიცოდი რომ ამ წამს მარტო ვიყავი მის პირისპირ.
-რა იყო ოთახიდან გამოგაგდო ფრედერიკმა?
მომიახლოვდა და მაცდური ღიმილით მიმიმწყვდია კედელთან ,რაზეც თვალები გამიფართოვდა და როგორც შემეძლო უკან დაავწიე თავი.
-არ ვარ მარტო,ფრედერიკი ოთახშია.
უეცრად ინსტიქტურად წამოვიძახე,იმის იმედით რომ რის  გააკეთებასაც არ უნდა გეგმავდეს შეემეჩერებინა!
მან კი ამაზე უბრალოდ ჩაიცინა.
-მართლა? მერე მაგით რა?
უკვე ხმა სერიოზული და ბოხი გაუხდა,თვალები კი მეტად ცბიერი !
ჯანდაბა ,ამ დემონებს მეტი საქმე არ აქვთ მე რომ მიმწარებენ სიცოცხლეს!?
ან ვიღაც მოკლან ან ვიღაცას აეკიდონ,რა ვიცი!
-გეყოფა.
მხოლოდ ამის თქმა შევძელი შიშისაგან,რადგან ის უფრო და უფრო ახლოს იწეოდა!
უფრო ახლო,უფრო ახლოს და აი უკვე სულ ცოტა დარჩა ჩვენს შორის მანძილი და უცბათ ზურგს უკან საყრდენი გამომეცალა!
ისე შევშინდი ბოლო ხმაზე ვიყვირე ,შემდეგ კი პირდაპირ უკან გადავეშვი,მაგრამ ვიღაცის ხელებმა დაამაკავეს უკვე სიმწრით მიწაზე დაანარცხების მოლოდინში!
თვალები გაავახილე და ნელა ავაყოლე ხელებს თვალები,ეს ფრედერიკი იყო.
მან კარი გააღო და ამის შედეგად პირდაპირ მის ხელებში აღმოვჩნდი.
არ ვიცი ეს შემთხვევით გააკეთა თუ სპეციალურად,მაგრამ ფაქტია გადავრჩი!
-არ დაიღალე ფრენკლინ?
უბრალოდ აღარ მიუახლოვდე,რთულია ამის გაგება?
მობეზრებული ხმით კითხა წინ მდგარ ფრენკლინს და თან ჩემმი აყენება დაიწყო.
არა და არც დავიღლები,შესანიშნავი საათამაშო გიშოვია.
ვერც წარმოიდგენ რა სახალისოა ასეთ საახებს რომ იღებს!
თქვა და უეცრად ისეთი სახე მიღოო როგორიც სავარაუდოდ ორიოდე წუთის წინ მე მქონდა!
შემდეგ კი ბოლო ხმაზე გაადაიხარხარა,მე კი ამის შემყურემ თვალები გაადავატრიალე და ფრედერიკის ხელებს მოვშორდი.
-იდიოტი.
ჩავიჩურჩულე ჩუმად და საწოლისაკენ
დავიძარი ,გამოვიცვლი და რაინას ვინახულებ .
არ მინდა ფრედერიკი რომ წავა ოთახში მარტო ვიყო...გული ცუდს მიგრძნობს,თავს კი უსაფრთხოდ საერთოდ არ ვგრძნობ.
ფრედერიკი:
-ფრედერიკ შენი არ მესმის იცი!
ჩემს წინ მიდიოდა ფრენკლინი და თან მშვიდად მესაუბრებოდა.
მე კი ამ რამდენიმე წინადადებაში უკვე ვხვდებოდი რაზე იწყებდა საუბარს და თვალებს ვატრიალებდი მობეზრებისგან.
-რატომ აძლევ შენს სულებს ასე თავისუფლად დაიფანტონ სამყაროში? ვერ გავიგე დემონი ხარ თუ მფარველი ანგელოზი,მათ სურვილებს ამხელა მნიშვნელობას  რატომ ანიჭებ?
ვერ ვიჯერებ რომ ისინი მართლა გეცოდებიან,მაგრამ სხვა ახსნა არ რჩება ამის გაასამართლებლად!
ყოველთვის ასე იყო,ფრენკლინი მაკრიტიკებდა როდესაც საქმე ჩვენს არსებობას და მის წესებს ეხებოდა!
ჩვენი არსებობის მთავარი წესი კი ადამინთა სულის მისაკუთრებაა.
მე ამ მხრივ უძლიერესი ვარ ,ფრენკლინზე ძლიერიც და იმის თქმაც შემიძლია რომ არ არსებობს ჩემზე ძლიერი დემონი!
90000-მდე სული მეკუთნის და აქედან ყველას მივეცი შანსი ისე გაეგრძელებინათ ცხოვრება როგორც უნდოდათ,არ ვიცი რატომ .
არ ვიცი რატომ მივეცი ამის უფლება,უბრალოდ ალბათ ისინი არ მჭირდებოდნენ!
მაინც მარტოდ ვგრძნობდი თავს,ეს ძალაუფლება კი იმ სიცარიელეს, რომელიც მაწუხებდა ვერ ავსებდა.
ამაზე ხმამაღლა არასოდეს მისაუბრია,მაგრამ ესაა სიმართლე ,რომელსაც გულით ვატარებ.
-რამდენი შთანთქე სულ?
გულახდილად მითხარი ოთხასი? ხუთასი?
ფრენკლინი არა და არ ჩერდებოდა ,იმის მიუხედავად რომ მე პასუხს არ ვუბრუნებდი.
ამაზეც რომ არ ვუპასუხე გაჩერდა და წინ გაადამიდგა რომ მეც არ გაამეგრძელებინა გზა.
-მითხარი ფრედერიკ ,უკვე ნერვებს მიშლი!
საუკუნებია გიცნობ და შენს უცნაურ საქციელს მიზეზს ვერ ვუძებნი!
უკვე გააღიზიანება შევატყე,რაზეც ჩამეცინ.
-რა პასუხს ელი ფრენკლინ ჩემგან?
შენც კარგად იცი რამდენის სული ვშთანთქე.
ვუთხარი და გვერდი ღიმილით ავუარე ,რაზეც მისი წუწუნიც მოხვდა ჩემს ყურს.
-ვერ ვიჯერებ რომ მხოლოდ ოთხასი კაცი შთანთქე ამდენი მსხვერპლიდან!
რატომ აკეთებ ამას?
თქვა და უკვე დამეწია,გვერდით მომიდგა და თვალი გამისწორა,რაზეც მე უდარდელად გაავაგრძელე გზა.
-რით ხარ უკმაყოფილო?
ეს ჩემმი გაადასაწყვეტია.
ვუპასუხე გულგრილად და ცივი მზერა მივაპყარი,რაზეც თავი იმედგაცრუებულმა გააქნია და თავი ჩახარა.
-გილოცავ გენიოსო!
ახლა კი ამ ყველაფრის გამო,მოგვიწევს სამყაროს ყოველი კუთხე მოვიაროთ და შენი შეცდენილი სულები ერთად შევკრიბოთ!
ეს კი არაა ადვილი.
კი მართლა არ იყო ეს ადვილი და მეც არ ვიცი ამ გაადაწყვეტილებამდე როგორ მივედი,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა!
ნელ-ნელა  დრო და დრო პატარ პატარა სისუსტეს ვგრძნობ,რაც იმას ნიშნავს რომ ჩემმი მისაკუთრებული სული კვდება.
მათ განძრახ კლავს ვიღაც, ამაში დარწმუნებული ვარ,ეს კი ვიცი ვისი ნამოქმედარია...მონადირე ალდენი!
ჯანდაბა, ეს სულელი ბიჭი ვერ მიტანს,ამის თქმა დაზუსტებით შემიძლია!
მაგრამ სამყაროში იმ ადამინთა ძებნა ვინც მე მეკუთნის და შემდეგ მათი დახოცვა ზედმეტია მგონი.
სწორედ ამიტომ გაადავწყვიტე ჩემთან წავიყვანო ყველა ვისი სულიც მე მეკუთნის,იქამდე სანამ იმ სულელთა დაჯგუფებას არ გააავანადგურებ,რათა მან არ დაახოცოს ისინი და არ დაამასუსტოს!
ნუ რა თქმა უნდა ეს გამორიცხულია და ასევე მთელი თავისი ცხოვრება დასჭირდება ამისთვის,მაგრამ ამ ჯერად ძაალიან მომაბეზრა თავი და მინდა ამას წერტილი დავუსვა,თან სულ როუსის სიტყვები მიტრიალებს თავში და ვღიზიანდები!
მეშინია? მისი?
მე არავისი არ მეშინია!
არავისი.
-კარგი,გნებდები ამისი დედაც,ის მაინც მითხარი საიდან დავიწყოთ ?
ეგ მაინც იცი?
უკმაყოფილო სახით მითხრა,რაზეც კმაყოფილმა მიღწეულით რომ გავაჩუმე ვუპასუხე.
-რატომღაც მისი წამოყვანა მინდა რაც შეიძლება მალე მინდა.
ვუპასუხე მაცდური ღიმილით,რაზეც თავზე შემოირტყა ხელი და ასევე მომღიმარმა ამომხედა.
-რა თამაშს თამაშობ ბინძურო არაკაცო?
სიცილით მკითხა და ხელი გაადამხვია. -ანდრეი მულერი.
ჩავილაპარაკე ჩუმად და ღიმილი მომეფინა სახეზე.
-საინტერესოა როგორ შეხვდება თავის მკვლელს როუსი.
მივამატე ცოტახანში და ანთებული თვალებით გავხედე ფრენკლინს.


როუსი:
რატომა ყოველთვის მის გვერდით ყოფნა ასეთი სასიამოვნო?
მასთან ვიწყებ თუ არა საუბარს ყველაფერი მავიწყდება,ისიც კი თუ სად ვარ და ვის გაარემოცვაში.
მართლაც კარგი გრძნობაა ასეთ მიტოვებულ და საშინელ ადგილას იპოვო მხარდაჭერა და სითბო!
ალბათ ამიტომ უფრო გავუგეთ ერთმანეთს რომ ორივე იგივე მდგომარეობაში ვართ  და იგივე განცდები გვაწუხებს ამ ყველაფერთან დააკავშირებით,ალბათ ესაა მიზეზი...ორივე ტყვე ვართ აქაურობის.
-ანუ შენ იძახი რომ ის იმ საცოდავს ისევ მოკლავს?
რა ჯანდაბაა?!
როგორ შეუძლია ასე მოქცევა!
შეძრწუნებული მიყურებდა და ვერ იჯერებდა ჩემს მოყოლილ ამბავს.
-სწორედ გაიგე .
ვერ ვხვდები ეს რაში სჭირდება,ის ხომ ყოვლისშემძლე დემონია?
ხომ შეუძლია ისე გააკეთოს როგორც მოისურვებს!
ეს ასეაა,ზუსტად ვიცი.
ისეთი გააბრაზებული ვარ ,ისეთი!
ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა,მან მომკლა ,მან ჩამაგდო ამ დღეში!
სულ რაღაც ორი კვირის უკან კი ისეთი რაღაც გააკეთა ,დღემდე ვერ ვიაზრებ რატომ.
ბოლო სიტყვები დაბალ ხმაზე ჩავილაპარაკე  და თავი ჩავხარე სირცხვილით,რაზეც ინტერესით დასმული რაინას კითხვა მომესმა.
-მოიცა,მოიცა...რა მოხდა?!
აშკარად ცნობისმოყვარეობა ღრნიდა,მე კი ჯერ ვყოყმანობდი ღირდა თუ არა ჩემმი შინაგანი ემოციების მისთვის გააზიარება,რადგან ცოტა არ იყოს მეუხერხულებოდა ამაზე საუბარი,რადგან მის საქციელს მიზეზს ვერ ვუძებნიდი,მაგრამ იქნებ მან იცოდეს ეს?
უკვე მე სულელი თვალს შიშის კი არა არამედ უცნაური უხერხულობის და სირცხვილის გამო ვერ ვუსწორებ ფრედერიკს,მომხდარის შემდეგ!
-შენთვის ფრენკლინს უკოცნია?
ამ კითხვის დასმა იყო თვალები რომ გაუფართოვდა,შემდეგ პატარაზე გაეცინა !
-რა?
გაოცებულმა და შოკში მყოფმა იკითხა და ხელები ჩამკიდა!
აშკარად გაოცებული იყო გაგებულით,რაზეც მე თავს უფრო უხერხულად ვგრძნობდი
და მგონი გავწითლდი კიდეც.
-ნუ ფრედერიკი ჩემზე რომ გაბრაზდა,იმის შემდეგ რაც სიკვდილამდე შემაშინა და ტირილამდე მაწამა ,შემდეგ მაკოცა.
ეს შენთვის არ მითქვამს ,უბრალოდ არ ვიცი ეს რატომ გააკეთა,მაგრამ ძაალიან დაბნეული ვარ მისი სააქციელით!
ის ხომ დემონია,ეს მას რაში დაჭირდა?
დემონებსაც აქვთ ასეთი სურვილები ჩვენს მიმართ?
ისეთი დაბნეული თვალები მივანათე,რაინას გაეღიმა.
გაეღიმა და მეც გავშტერდი,გავშტერდი და მივაჩერდი როგორი მშვენიერი ღიმილი ჰქონდა მას,მომწონს რომ იღიმის...ძაალიან მომწონს.
-არც კი ვიცი რა გითხრა.
დემონია თუ ადამიანი,მგონი აქ გასაკვირი არაფერია,რომ როგორც სხვა მამაკაცებს,მათაც იზიდავთ ქალი და მათაც უჩნდებათ სურვილი მათან კონტაქტის დამყარების.
ფრენკლინს უკოცნია თუ არა?
კი,უკოცნია და ამაზე მეტიც,რადგან მე მისი ცოლის სახელით ვარ აქ.
როგორც მის ცოლს კი უკვე დიდიხნია ამას მიკეთებს.
ბოლო სიტყვები უხერხული ღიმილით თქვა და გაწითლებულმა ჩახარა თავი,რაზეც გაოცებულმა ავიფარე პირზე ხელები.
-ვაიმე,დაუჯერებელია!
ვერც წარმოვიდგენდი ამას.
სიცილით ჩავილაპარაკე და ისევ პირ ღია მივაჩერდი რაინას.
-ვერ ვხვდები,ეს ნორმალურად ითვლება?
გთხოვ მითხარი რატომ გააკეთა ეს.
ეს რომ ვთქვი უკვე გამომეტყველება შეეცვალა და სერიოზულად შემომხედა.
-მისმინე ,ფრედერიკი როგორ გეპყრობა?
ან საერთოდ რატომ დაგტოვა თავისთან როდესმე უთქვამს შენთვის?
ინტერესით მკითხა,რაზეც დაბნეულმა ვუპასუხე.
-ამმ...არ ვიცი ამაზე არ ულაპარაკია თუ
რატომ ,მხოლოდ მითხრა რომ ასეთი ლამაზი შევეცოდე გაქრობისთვის,მხოლოდ ეს.
მისი საქციელი სულ დაამაბნეველია,მაგრამ ვერ ვბედავ რომ რაიმე ვკითხო თუ რატომ იქცევა ასე.
მისი ძაალიან მეშინია რაინა,შენ არც კი გინახავს ის როგორია ,როდესაც ბრაზობს.
შენ არ გინახავს და არც გისურვებ რომ ნახო.
ჟრუანტელი მივლიდა თან ისე ველაპარაკებოდი,რადგან ყველაფრის გახსენებაც კი საკმარისი იყო იმისათვის რომ ისევ ასეთი დატერორებულად მეგრძნო თავი მისგან!
-ჯანდაბა,ზუსტად ვიცი როგორია ,როდესაც ბრაზობს,მაგრამ რას მოელი სხვას?
ის ყველაზე ძლიერი დემონია,არ ვიცი მასზე თუ გსმენია,მაგრამ ნებისმიერს წაართმევს სიცოცხლეს,დემოსაც კი!
რადგან სიკვდილს მართავს!
მას ძაალიან ბევრი სული ეკუთნის და არამქვეყნიურ ძალას ფლობს,უბრალოდ რატომღაც არ უყვარს ამ ძაალის გამოყენება,მაგრამ ის ძაალიან საშიშია როუს !
მასთან ფრთხილად უნდა იყო ,თორემ თუ შენს ცოლობაზე დაფიქრდა,მას თავს ვეღარასოდეს ვერ დაახწევ.
მოგიწევს სიკვდილის გვერდით
იცხოვრო, უსასრულოდ.
ამის გაგონება იყო თვალები რომ გაამიფართოვდა!
შოკი,შიში,აღელვება,სევდა!
ყველაფერი ერთად ვიგრძენი.
არა,არა,არა ფრედერიკი ამაზე რომ წავიდეს მართლა ვერ დავბრუნდები სახლში ,ვერასოდეს!
-რა უნდა გაავაკეთო რაინა?
მეშინია...რომ გადაწყვიტოს ჩემმი აქ დატოვება რა გაავაკეთო,ვერ ვიცოცხლებ,ასე ვერ ვიცხოვრებ!
უეცრად ცრემლები მომაწვა თვალზე და სულ გავფითრდი,ამის წარმოდგენაზეც კი თავზარი მეცემოდა!
-თუ გაკოცა ეს ნიშნავს რომ შენს მიმართ გარკვეული გრძნობები აქვს,ფრთხილად უნდა იყო...ძაალიან ფრთხილად.
ანერვიულებულმა მიპასუხა და არეული თვალებით გამისწორა მზერა,რაზეც მხოლოდ თავი დავუქნიე,სიტყვებსაც ვერ ვპოულობდი სხვა რა პასუხი უნდა გამეცა მისთვის.

დაახლოვებით 3 საათში მეც და რაინასაც ძილი მოგვერია,რაც ნიშნავდა რომ ჩვენს სამყაროში ღამეე იყო.
მთელი დღის ინფოორმაცით დატვირთულს ძლიერ მიჭირდა დაძინება,მაგრამ თავს მაინც ვააძაალებდი!
ამ ყველაფერს კი ისიც ემატებოდა რომ უცნაური ხმები შემოდიოდა გარედან,მაგრამ მე ჩემს მშიშარა თავს იმით ვიწყნარებდი რომ გარეთ ჩარლსი იყო და თუ რაიმე მოხდებოდა დამიცავდა...ის და კიდევ რამოდენიმე დამიტოვა აქ რომ დავეცავი მათ,მაგრამ არ ვიცი თავს მაინც თითქოს უსაფრთხოდ არ ვგრძნობ.

არ ვიცი როდის ჩამეძიბა და რამდენხანს მეძინა,მაგრამ უეცრად არსაიდან საშინელმა ხმამ შემაშინა და გამაღვიძა!
სრულ სიბნელეში გაავახილე თვალი და არსაიდან წამოსულ ცივ სიოზე კანკალი დავიწყე,საბანს დავებღაუჭე და წამოვჯექი.
რატომღაც თავს ძაალიან ცუდად ვგრძნობდი !
შიში მეტად და მეტად მიპყრობდა და ბოლოს რომ ვეღარ და ვეღარ დავმშვიდდი რაინას გაღვიძება გაადავწყვიტე.
-რაინა...რაინა!
რამდენჯერმე ჩუმად დავუძახე და ნაზად შევარყიე მისი სხეული,რათა არ შეემეშინებინა უეცარი გაღვიძებით.
როგორც ჩანს მასაც არ ეძინა ღრმად ,რადგან მალევე გამოეღვიძა.
ნუ საერთოდ აქ ღრმად როგორ უნდა ჩაგეძინოს,სულ რომ სიკვდილის მოლოდინში ხარ!
-რა ხდება როუს?
მძინარე ხმით მკითხა,ეტყობოდა რომ ცოტა ანერვიულებული იყო ჩემმი საქციელით.
-გესმის ეს ხმები?
ასევე ანერვიულებულმა ვკითხე და ნერწყვი სიმწრით ჩავყლაპე,შემდეგ კი მის უეცარ წამოხტომაზე საშინლად შევხტი!
საწოლს მოსცილდა და უეცრად ხელი მტაცა,თვალის გუგები გააუფართოვდა და შიშმა მოიცვა მთლიანად მისი თვალების ფერადი გარსი,შემდეგ კი აკანკალებული ტუჩებით გადმომცა.
-ჩრდილები.



№1  offline წევრი 《Sunshine》

საოცრებაა პირდაპირ

 


№2 სტუმარი სტუმარი ანასტასია

არამგონია აქ კარგი ამბები დატრიალდეს. საინტერესოა, ასეთი არაფერი წამიკითხავს. კიდევ ბევრი დემონი არსებობს? დემონებზე ამახვილებ ყურადღებას მაგრამ მაგ სამყაროში ანგელოზები არ არსებობენ?
ძალიან მომეწონა ფრედერიკის მხრიდანაც რომ გადმოვედი ამბავი იმედია კიდევ შემხვდება ასეთი მომენტები♥️ ძალიან დრამატულად დაასრულე და შემდეგ თავს მოუთმენლად დაველოდები. ♥️♥️♥️ წარმატებები კი♥️♥️♥️

 


№3 სტუმარი )))

auu tu gaqvs dawerili dade raa vegar vitmennnt :((((

 


№4  offline წევრი Butterfly122334455

《Sunshine》
საოცრებაა პირდაპირ

დიდი მადლობაა ❤️❤️❤️ >_<

სტუმარი ანასტასია
არამგონია აქ კარგი ამბები დატრიალდეს. საინტერესოა, ასეთი არაფერი წამიკითხავს. კიდევ ბევრი დემონი არსებობს? დემონებზე ამახვილებ ყურადღებას მაგრამ მაგ სამყაროში ანგელოზები არ არსებობენ?
ძალიან მომეწონა ფრედერიკის მხრიდანაც რომ გადმოვედი ამბავი იმედია კიდევ შემხვდება ასეთი მომენტები♥️ ძალიან დრამატულად დაასრულე და შემდეგ თავს მოუთმენლად დაველოდები. ♥️♥️♥️ წარმატებები კი♥️♥️♥️

დიდი მადლობა ❤️❤️
ყველაფერში ნელ-ნელა გაერკვევი ^^
შემდეგ თავშიც ეწერება რაღაც რაც წესით მოგცემს შენს კითხვებზე პასუხებს ^^ ❤️❤️

)))
auu tu gaqvs dawerili dade raa vegar vitmennnt :((((

დავდე და შემოწმების შემდეგ დაიდება ^^ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent