მკვლელი ანგელოზები. (2)
-მითხარი ცოცხალი როდესაც იყავი როგორ გეცვა? შენი სტილი რაიმეთი გამოირჩეოდა? ჩემს წინ მხიარულად მიდიოდა დემონი ,მე კი მის უკან ანერვიულებული მივაბიჯებდი და უკმაყოფილო ვიბერტყდი ტანსაცმელს, რომელიც კუბოში მწოლიარეს დამესვარა . -ხო იცი, აქ თუ კარგად გაცვია ყველაფერი უფრო იოლი ხდება! რაც მეტად ლამაზად გამოიყურები,მით მეტი გადიდებს და გენდობა,ეს კი ჩვენი კოზირია,რადგან ძაალიან ლამაზი ხარ. მისი სიტყვები მომესმა თუ არა ცოტა ნაბიჯებს მოვუკელი და ბურუსიამ სასაფლაოზე ,იმ მშვიდ საფლავებს გადავხედე,რომელთა გვერდითაც წესით მეც უნდა ვიყო. ყველაფრის მიუხედავად კი ლაპარაკს არა და არ წყვეტდა,რაღაც უაზრო თემაზე,რომელსაც არც ვუსმენდი ფაქტობრივად და საკუთარ ფიქრებში ვიყავი ჩაფლული. -ფერების კონბინაცია ძაალიან მნიშვნელოვანია თვალისთვის,მე გირჩევდი ხშირად ატარო წითელი ფერი. უკვე ჩემსკენ გამოიხედა ,რაზეც ისევ უინტერესოდ დავუქნიე თავი! რა უნდა ამ დემონს!? მეტყობა რამე რომ ეს თემმა მაინტერესებს? -შენ გელაპარაკები. უეცრად სახის გამომეტყველება შეეცვალა,რადგან აშკარად არ ესიამოვნა ჩემმი უყურადღებობა და ჩემსკენ ნელი ნაბიჯითაც წამოვიდა. -მომისმინე ,ადრეც გითხარი და ახლაც გაგიმეორებ! უკვე ჩემს წინ მდგარმა ნიკაპზე მომკიდა ხელი და თავი ამაწევინა. -მე შენთან კომუნიკაცია მჭირდება. ამას რომ იძახდა თან თვალებში ვუყურებდი,რადგან მან მაიძულა ეს. მისი თვალები კი ზედმეტად ადამიანური იყო ,რაც ძალზედ მაბნევდა! ამ ყველაფერთან ერთად კი თითქოს მარტოსულიც ჩანდა,რადგან ამ სიტყვებს რომ მეუბნებოდა,თან თითქოს საგრძნობლად ვგრძნობდი მის მოთხოვნას. მას კომუნიკაცია უნდა,რათა თავი მარტოსულად აღარ იგრძნოს! არ ვიცი როგორ ცხოვრობს ამ ფორმით ან რას აკეთებს,მაგრამ აშკარად მარტოსულია. -გასაგებია შენთვის? მეორედ აღარ გავიმეორებ! მის ხმაზე გამოვფხიზლდი და სასწრაფოთ დავუქნიე თავი მოთხოვნაზე,რაზეც გაღიზიანებული გამომეტყველება მომღიმარით შეეცვალა. -ძაალიან კარგი. თქვა კმაყოფილმა და ხელი მიშვა. -ახლა კი მომყევი ,შენ ფერკმთალ კანს რაიმე გამომწვევი და ცეცხლოვანი ფერი უნდა შევურჩიოთ,ისეთი მადისამღრძველი უნდა იყო რომ მეც კი მომინდე. ბოლო სიტყვები ტუჩების ლოკვით დაასრულა ,რაზეც ადგილზე გავიყინე! რა საჭიროა ეს?! რას მიპირებს!? ნერვიულობისაგან რამის ჭკუიდან გადავსულიყავი,მაგრამ ხმა არ ამოვიღე ,მის ნებას მივყევი და უკან უჩუმრად ავედევნე. -დამ დამ დამ! რა გვაქვს აქ? პირველი მსხვერპლი არც ისეთი სასიამოვნო პიროვნება იქნება,ვიზიარებ. ნასიამოვნები სახით ამომხედა მის წინ მჯდარს და ისევ უკან ჩააშტერდა რაღაც ფურცლებს. -ეს ადამიანი ნარკო მოვაჭრეა,მექსიკაში მოღვაწეობს,საკმაოდ დიდ თანხებთან აქვს წვდომა ,სახიფათო დარგში საუკეთესო ლიდერობას უწევს ყოველ თაღლითს და ქურდს და ფული ,რომელსაც აგროვებს... უეცრად გაჩერდა და სიცილი აუტყდა ,რაზეც უეცარ ხმაურზე შევხტი და მისკენ ავიხედე! პირ ღია ვუყურებდი როგორ იცინოდა. -მიკვირს ასეთი ადამიანების. ნუ ,საერთოდ ადამიანების ბუნების მიკვირს,მაგრამ უცნაურია ,როდესაც ასეთი გზით შოულობ თანხას და შემდეგ სიკეთეს ახმარ ამას. ბოლო სიტყვაზე მაცდურად ამომხედა,რაზეც ისევ აქეთ-იქით დავიწყე თვალების ცეცება,ოღონდაც მისთვის არ გამესწორებინა თვალი. -აჰამ, ჩარლს გლიფორდი. ეს ის კაცია, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობს ,აღებულ თანხას კი ბავშვთა სახლებს სწირავს. ასეთი არაფერი მინახავს. არ გჯერა? ეს ნამდვილად სწორი ინფორმაციაა. ფურცელი უეცრად სახის წინ ამიფრიალა და არ ჩაწია ,მანამ არ შევხედე. ფოტოზო კი მაღალი, გამხდარი ახალგახრდა კაცი იყო,მისი თვალები ხავსის ფერი იყო ,ხოლო თმა ცეცხლის ფერი წითელი. მის ქვემოთ ინფორმაციაც ეწერა,რომლის წაკითხვაც ვერ მოვასწარი,მაგრამ მისი სახე საკმაოდ კარგად შევისწავლე ! როგორც ჩანს ჩარლს გლიფორდი მიახლოვებით ჩემმი ასაკისაა და უკვე მოუწევს თავისი სიცოცხლე ასე ტრაგიკულად არაფრის გამო დაასრულოს. ვის გამო? -რას იტყვი შეძლებ მის შეცდენას? მაცდური სახით მკითხა,რაზეც ემოციებმა შემომიტიეს და ვინ იცის რამდენხანს პირ მოხურული ვცდილობდი იმის თქმას რისი მოსმენაც მას სურდა,მაგრამ ჩემმი გონება სხვას ყვიროდა! არ მინდოდა,არა! არ მინდა ვინმე შევაცდინო და ცხოვრება დავუნგრიო,იმის ხარჯზე რომ მე კარგად ვიყო. იქნებ ძაალიან დიდი შეცდომა დავუშვი? რა ეგოისტი ვარ! სხვებზე რატომ არ ვიფიქრე?! იმ უდანაშაულო ცამეტ სულზე რატომ არ დავფიქრდი,ისინი ჩემს სოცოცხლეს შეეწირებიან! -ჩემსს გამო? უეცრად ვეღარ მოვხურე პირი და აცრემლილი და განრისხებული თვალებით ვიკითხე,თან ისე რომ პირდაპირ თვალებში ვუყურებდი დემონს! მას კი მომღიმარი გამომეტყველება შეეცვალა,ცოტახანს უკმაყოფილომ მიყურა და შემდეგ უეცრად ფეხზე წამოდგა ! მთელი ძალით დაარტყა მუშტი მაგიდან,რაზეც პატარაზე შიშისაგან წამოვიყვირე ! -შენი აზრით მე აქ ვთამაშობ!? რატომ სვავ კითხვებს, რომლებიც მააღიზიანებენ? ჩემს გამო?! რა კითხვა ეს საერთოდ? არა,არა,არა! უეცრად ზურგი მაქცია და ყალბი შემზარავი სიცილით დაიწყო აქეთ-იქით სვლა. -შენ გგონია ამას შენთვის ვაკეთებ? გგონია მხოლოდ იმიტომ ვართმევ ამ ცამეტ სულს სიცოცხლეს? იმიტომ რომ შენ სიცოცხლე გაჩუქე!? ისეთი ცინიკური ტონით მითხრა,ვეღარ გავიგე რომელ სიმართლეზე აკეთებდა აქცენტს. -სულელო მოკვდავო ,მე ამას ჩემმი მთელი არსებობის მანძილზე ჩავდივარ ! სანამ შენ გამოჩნებოდი მე უკვე ძაალიან ბევრი ადამიანი მყავდა შეცდენილი. რაზე გაბრაზდა ვერ მივხვდი,მაგრამ აშკარა იყო ,რომ საშინლად არ ესიამოვნა! საერთოდ მგონი სხვანაირად მიღოო. გგონია რომ მასში ეჭვი შევიტანე ან რაიმე ასეთი,რაც სრული სისულელეა! -კარგი გასაგებია,მაგრამ... მაინც ვცადე იმის ახსნა რის თქმას ვცდილობდი,მაგრამ არც დაამაცადა. -მოკეტე! არ მაინტერესებს შენი უაზრო აზრი ამ ყოველივესთან დაკავშირებით,მინდა რომ პირი მოხურო და უბრალოდ ჩემმი ბრძანება შეასრულო! უკვე ბოლო ხმაზე მიყვირა,რაზეც უკვე შიშმა გამაჩუმა და აჩქარებული გულისცემის დამშვიდების იმედი აღარც მქონდა ,სანამ მის სახიფათოდ საშიშ გამომეტყველებას და მზერას არ გავშორდებოდი! -გა-საგებია. ძლივს ამოვიღე ხმა,რადგან ამას ელოდა ,სხვაგვარად მეტად აფეთქდებოდა! -ძაალიან კარგი,ახლა კი გამომყევი. ოთახს განახებ სადაც დარჩები ,მე კი შესაბამის ტანისამოს მოგიტან ,მასთან შესახვედრად. შენ მასზე შთაბეჭდილება უნდა მოახდინო,სხვაგვარდ არ გამოვა. მითხრა ძაალიან მშვიდი ტონით და ოთახის კარისაკენ წავიდა,რაზეც მისი მოთხოვნა შევასრულე და უკან გავყევი. სულ ცოტა ვიარეთ და დიდ რკინის მუქ ლურჯ კარს მივუახლოვდით, ფრედერიკმა მალევე შეაღო ეს კარი და შესასვლელს მოსცილდა. მე შემომხედა და თვალებით მანიშნა შევსულიყავი,რაზეც აღელვებულმა მოვტვინე მისი უსიტყვო ბრძანება და დაძაბული შევედი ოთახში! ორიოდე წამში კი კარის ხმაურიან დახურვაზე შევხტი ,შემდეგ კი საკეტის ხმაც გავიგონე . -მალე დავბრუნდები,არ იცელქო. მის ტონში ისევ მოთამაშე ბიჭი ჩანდა,რომელიც ცოტახნის წინ ცინიკურად ჩემმით ერთობოდა და მესაუბრებოდა . მაინც რა სჭირს? როგორ აღმოჩნდა იმ სიბნელეში,როგორ მივიდა იქამდე რომ დემონი გამხდარიყო! ან იქნებ ასე დაიბადა,თუ დაიბადა ვინ გააჩინა? ვინნა მისი დედა,მამა? ოჯახი ჰყავს?! იმდენი კითხვა მაწუხებდა,იმდენი! მაგრამ ვერასოდეს ვერ გავბედავდი მისთვის ეს კითხვები დამესვა,ვერასოდეს! მგონი ნახევარი საათი ვიჯექი ერთ ადგილას და სიცოცხლის ერთადერთ წყაროს მივშტერებოდი,როდესმე წარმოვიდგენდი რომ ამ დღეში ჩავვარდებოდი? ისეთ დღეში რომ ფანჯრიდან ყურებაც კი სანატრელი გამიხდებოდა. მე სულელი ვზივარ და ნასიამოვნები სახით მომღიმარი ვუცქერ მონატრებულ სამყაროს,უფრო სწორად კი სიცოცხლეს! არ მეგონა თუ კიდევ ვნახავდი აქაურობას,მეგონა მოვკვდი . მეგონა ყველა შანსი დაკარგული მქონდა,მაგრამ ახლა მომეცა მეორე შანსი ! ყველაფრის მიუხედავად კი მაინც სინდისი მქენჯნის . დემონმა საპირისპირო მითხრა ცოტახნის უკან,თქვა რომ ამას ჩემს გარეშეც გააკეთებდა,მაგრამ არ მინდა ამის მონაწილე ვიყო! ამ ყველაფერთან ერთად რომ ვაცნობიერებ,რომ აქ არ უნდა ვიყო და ეს ძალზედ არასწორია,მეტად ვიძაბები და გული მიტყდება,მაგრამ განა ჩემმი ბრალია რომ სიცოცხლე მინდა?! ვის არ უნდა!? ვის არ უნდა სიცოცხლე? ამ ფიქრებში გართულს კარის კაკუნმა გამომაფხიზლა! საწოლიდან წამოვდექი და კარამდე მივირბინე ,მაგრამ ვიცოდი მე ვერ გავაღებდი,ეს დემონს უნდა ექნა. ასეც მოხდა და ცოტახანში კარი შემოაღო. ხელში დიდი ცელოფანი ეჭირა ,რომელშიც წითელი მატერია მოჩანდა. -ყველაფერი მზადაა პატარა წარმოდგენისთვის,მხოლოდ შენ აკლიხარ...მთავარი ვარკვლავი. ახლოს გადმოდგა ნაბიჯი და ნაზად მომისვა ლოყაზე ხელი,რაზეც სიმწრით მოვხუჭე თვალები ! არ მინდოდა შემხებოდა, მაგრამ ხმა რომ ამომეღო ან რაიმე რომ მექნა გამიბრაზდებოდა,ამიტომ ვერ გავბედე და დაველოდე როდის მიშვებდა ხელს. -თვალებს რატომ ხუჭავ? მინდა რომ მიყურო,თვალებში მიყურე . არ გაინტერესებს ჩემმი თვალები ? დემონის ცოდვილი და სახიფათო თვალები . ისეთი მშვიდად მელაპარაკებოდა,მაგრამ მაინც ჩემში უდიდეს აღელვებას იწვევდა! -ასე ძლიერ გძულვარ? ისევ იგივე ტონით იკითხა,რაზეც უკვე ავკანკალდი და ჩემმი სხეული ვეღარ გავაკონტროლე! ის ჩემში აღუწერელ შიშს იწვევდა. -როგორი უმწეო ხარ,როგორი გულუბრყვილო. ცოტა ხმა დაუბოხდა და ხელი მიშვა,მეც ეს რომ ვიგრძენი ვაპირებდი თვალები გამეხილა და გავცლიდი,მაგრამ იმ წამსვე ვიგრძენი სხვა შეხება,არ ვიცოდი რა მეხებიდა,მაგრამ რაღაც ნაზი იყო . -მეზიზღებიან შენაირი ლამაზი გოგონები,რადგან სიბნელისთვის ვერ ვიმეტებ მათ,შემდეგ კი ტვირთად მაწვებიან. ფრედერიკი გაურკვევლად მესაუბრებოდა და უკვე ათმაგად დაბნეული ვიყავი მის საუბარზე ,მაგრამ თან ინტერესი მკლავდა რა იყო ის რაც ახლა მეხებოდა! ძალა მოვიკრიბე და თვალები გაავახილე! მე კი რა დამხვდა? წითელი ვარდი ,რომელსაც ნაზად მისმევდა ლოყაზე! გაკვირვებულმა ავხედე და მისი მაცდური გამოხედვა და ღიმილი რომ მომხვდა პირდაპირ თვალში,სასწრაფოთ ისევ ჩავხარე თავი. -ეს ვარდი დავინახე და შენ გამახსენდი. ვეცადე ამაზე ნორმალურად გამეცა პასუხი,ისე რომ არ მიმხვდარიყო რა დღეში ვიყავი ამ წამს! -მზად ვარ რომ გავემზადო და ჩემმი საქმე გავაკეთო. სათქმელი უცბათ მივაყარე ისე რომ თავი ჩახრილი მქონდა,რაზეც მისი ცინიკური ჩაცინება მომესმა,შემდეგ კი ხელიც ვიგრრძენი ნიკაპზე,მან მე თავი ამაწევინა. -ნუ ჩქარობ საყვარელო,ეს ასეთი ადვილი არ გეგონოს. შენ სადაც მიდიხარ ბევრი ცუდი ბიჭი იქნება,მათ შეუძლიათ ტკივილი მოგაყენონ ან პირიქით სიამოვნება,მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა რომ ამას შენი ნების წინაღმდეგ გააკეთებენ. გაფართოვებული თვალებით ვუსმენდი და ხმას ვერ ვიღებდი გაგებულის გამო! -ჩვენ ეს არ გვინდა,რადგან მხოლოდ მე მაქვს უფლება რაიმე დაგიშავო ! ან თუნდაც შეგეხო. სხვა არავის არ მივცემ ამის უფლებას და თუ მაინც გაბედავენ ამას,მე თითოეულს შუაზე გავგლეჯ და მათ თავებს კი ოთახში დავკიდებ. ისეთი მომღიმარი მეუბნებოდა ამას თითქოს ქადაგებსო,იმას კი ვერ აცნობიერებდა რომ ამით მეტად მაშინებდა! ამის შემდეგ საოცარმა სიჩუმემ დაისადგურა ოთახში. არცერთი ხმას არ ვიღებდით,მანამ ისევ ფრედერიკმა არ დაარღვია დუმილი. -ხო ,სჯობს ახლა დაგტოვოთ მადამ. გამოიცვალე მე კი გარეთ მოუთმენლად დაგელოდები. მაცდური ღიმილით მითხრა და ზურგი მაქცია. უკვე ამოვისუნთქე რომ მივხვდი ოთახს ტოვებდა,მაგრამ ვაი რომ ადრე იყო ეს ბედნიერება! ის უეცრად გაჩერდა და ცოტახანს ზურგით დგომის შემდეგ ჩემსკენ მოტრიალდა ,ცოტახანს ღიმილით მიყურებდა ,შემდეგ იმ ვარდს მიაშტერდა მომღიმარი ,რომლიც ხელში ეჭირა,მაგრამ ყველაზე უცნაური ისა რომ მოულოდნელად მეორე ხელით ორიოდე წამში გაანადგურა! სათითაოდ აგლეჯდა ფურცლებს და შეშლილი სახით დაჰყურებდა მომღიმარი! მე კი ვუყურებდი შორიდან და ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა ან რატომ! გულის წასვლამდე ვიყავი უკვე ისე მეშინოდა მისი,ის კი როგორც ჩანს გაჩერებას არ აპირებდა. -გითხარი ხო რომ ეს ვარდი შენს თავს მახსენებს. და აი ამ სიტყვებმა დამცეს თავზარი! ვარდის ფურცლები იყო მის გარშემო მიმოფანტული! უკვე უფურცლო ღერი კი ძირს ეგდო. დემონი იდგა და მომღიმარი მიყურებდა ისევ...ჯანდაბა! მან მითხრა რომ ეს ვარდი ჩემს თავს ახსენებს! ანუ ვარდი, რომელიც ახლა გაანადგურა ჩემს თავს ახსენებს?! ეს რას ნიშნავს? მას ჩემმი განადგურებაც სურს?! ის მეც გამანადგურებს? მილიონმა აზრმა შემომიტია ერთად ერთ წამში! მაშინ ,როდესაც დემონი ჯერ კიდევ ჩემს წინ იდგა. ხმა არ ამომიღია,უბრალოდ ვდუმდი და ვუყურებდი მიმოფანტულ წითელ ფურცლებში მდგარს,თან ისევ მომღიმარი! ასევე მომღიმარმა მაქცია ზურგი და კარები გაიხურა! ჯანდაბა,ისეთი დიდი გაუგებრობა იყო ჩემს თავში გამოწვეული მის გამო ,რამის თავი კედელზე მერტყა! უკვე ეს სიტუაცია ძლიერ მააღიზიანებდა! დაწყევლილი წითელი ვარდი! ამან შემაშინა!? გავიფიქრე და მიმოფანტულ წითელ ფურცლებს ფეხი უხეშად ავკარი. -ვერ ვიტან წითელ ფერს ,მითუმეტეს ვარდებს. ჩავიბუტბუტე და წითელი ფერის კაბას მივუბრუნდი. დროა გავემზადო და როგორც დემონმა თქვა შოუ დავიწყო! სარკის წინ ვიდექი და ვერ გადამეწყვიტა მომწონდა თუ არა ის სამოსი, რომელიც ფრედერიკმა შემირჩია. რაღაცნაირად მომწონდა,რადგან მიხდებოდა და ძაალიან ლამაზი იყო,მაგრამ რაღაცნაირად არა,რადგან აშკარად გამომწვევი იყო ! მაგრამ ისედაც ხომ ეს იყო მისი მიზანი? მე ვერ შევეწინაღმდეგები მის სურვილს,თორემ ვინ იცის როგორ მომიშორებს თავიდან. -რაც დაიწყე უნდა დაასრულო როუს. სარკის წინ მდგარმა ჩემს თავს ვუთხარი და ღრმად ჩავიხვნეშე. წინ დიდი ღამე მელოდება,მე კი მეშინია შეედეგების ,რომლებიც ხვალ დილით გაამოაშკარავდება. შევძლებ ამას? ნუთუ შევძლებ? ამაზე ვფიქრობდი და თან ფეხი საწოლზე მედო. ჩახსნილ კაბაში ნათლად ჩანდა ჩემმი ფეხი ,რომელზეც ნელა და ნაზავ ვიცმევდი გეტრს ,ასევე კარგად ვხედავდი რამდენად დიდი ზომის იყო ტატუ, რომელიც ფრედერიკმა ჩემს ფეხზე დატოვა,ეს გველი თავზარს მცემდა! მის თავს მახსენებდა და მეგონა სულ მიყურებდა მისი სახით ! -დროა კარი გააღო და გამოხვიდე. უეცარ ხმაზე შევხტი .რომელიც კარის იქიდან მოდიოდა! -შენს თავთან ლაპარაკში დროს ნუ დაკარგავ პატარა როუს,ისედაც ცხადია რომ დასსრულება მოგიწევს იმის რაც დაიწყე,გგონია სხვაგვარად მე დავუშვებ? უბრალოდ მორჩი წუწუბს და ბედს შეეგუე. მან რა გაიგონა რაც ვთქვი? ამ დროის მანძილზე აქ იყო? რა ჯანდაბაა? ერთ წამს არ მტოვებს მარტო! ნუთუ არ მეღირსება ცოტახანს ჩემს თავთან გაანმარტოვება? -მისმენდი? კარს მივეყრდენი და ანერვიულებულმა ვიკითხე,რაზეც მისი ჩაცინება გავიგონე. -რა თქმა უნდა გისმენდი,რაც შენ გეხება მეც მეხება. დაგავიწყდა რა გითხარი? შენ ჩემმი სახით ჩრდილი შეიძინე ,რომელიც სულ თან გამოგყვება,ყველგან და ყოველთვის. შენ კი დროა ამას შეეჩვიო. რა თქმა უნდა...მე მას სული მივყიდე,სხვაგვარად ვერც იქნება,რას მოველოდი? ახლა მხოლოდ მისი სახის ყურება მომიწევს 24 საათი,სხვა არაფერი! ამის გააზრებაზე მობეზრებულმა ჩავიხვნეშე,ჩემს ბედზე იმედგაცრუებულმა გაადავატრიალე თვალები და კარისაკენ წავედი. კარი გაავაღე თუ არა ფრედერიკი მომხვდა თვალში ,რომელი კედელზე იყო აყუდებული და ხელები გაადაჯვარედინებული ჰქონდა. სახეზე კი როგორც ყოველთვის ბოროტი და მაცდური ღიმილი დათამაშებდა. -ვხედავ გაითვალისწინე ჩემმი სიტყვები. არ დაგიმალავ... ცოტახან გააჩერდა და ტუჩის კვნეტით ამათვალიერა. -მეც მომინდი. ასე რომ დაამთავრა წინადადება ,უეცრად შევკრთი და გულიც ისე ამიჩქარდა უკვე გასაგებად მესმოდა მისი ფეთქვის ხმა ! -დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა,არ ვაპირებ შეეგეხო . ეს მხოლოდ გაართულებს ყველაფერს. ჩაფიქრებულმა,საკმაოდ სერიოზულად მომიგო,რაზეც ცოტა დავმშვიდდი . არც ისეთი დიდი დრო დაგვჭირდა რომ დათქმულ ადგილას მივსულიყავით. მე თუ მკითხავთ ვერც გავიგე როგორ მივედით,რადგან გაოცებული შევსცქეროდი მონატრებულ სამყაროს. ქუჩებს,ხალხს,მანქანებს,ყველაფერს ისევ ის ფერი ჰქონდა როგორიც ჩემს სიცოცხლეში ჰქონდა! ახლა კი თავს თითქოს აქაურობის ნაწილად არ ვთვლი,მე ხომ მოვკვდი. -კარგად მომისმინე ფისუნია,ამ კარს რომ გასცდები და კლუბში შეხვალ,ისე უნდა მოიქცე თითქოს ყოველი კუთხე შენ გეკუთნის! თავდაჯერებული იყავი და თამამად შეაბიჯე,მე არ მოგყვები . ეს შენით უნდა გააკეთო მარტომ . მშვიდად მომიგო დემონმა და უეცრად რაღაც გამომიწოდა ,მე დაბნეულმა დავხედე. -ეს რა არის? ამ კითხვაზე ჩაიცინა. -საწამლავია,ხო არ დაგავიწყდა რომ უნდა მოკლა? ბოლო სიტყვები ჩურჩულით გამოკვეთით თქვა,რაზეც თვალები გამიფართოვდა და გული ამიჩქარდა! ძლივს ვაკონტროლებდი უკვე თავს,მეტირებოდა და ყვირილი მინდოდა! მე ადამიანი უნდა მოვკლა,ადამიანი! ვერ ვიჯერებ! -ასე ნუ მიყურებ! შენც კარგად ხვდები რომ თუ ამას არ გააკეთებ მის ადგილს შენ დაიკავებ. ამ პატარა ლამაზ სამოს შემოგახევ და იქ ჩაგმარხავ საიდანაც ამოგთხარე. ტუჩების ლოკვით მომიგო და ხელი შიშველ მხარზე ნაზავ მომისვა ,ამაზე მე მეტად შევკრთი ,უარესიც ! თავი ვეღარ გავაკონტროლე და ავკანკალდი. -აი ისევ. თვალები გაადატრიალა და უკვე მრისხანებით შემომხედა. -მორჩი კანკალს და კლუბში შედი,არც გაბედო მის გარეშე გამოსვლა. დამუქრებუთ მომიგო და უეცრად წამებში აორთქლდა. რა მექნა? ვერ შევიდოდი ჯერ,რადგან ცრემლები უკონტროლოდ მდიოდა და თავს ვერ ვიწყდარებდი! როგორც ჩანს ზედმეტად სუსტია ჩემმი ფსიქიკა ყოველივე ამისთვის ,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ამას უკვე დავთანხმდი და თუ არ გავაკეთებ იმას რაც მას უნდა ,უკან დამაბრუნებს,სიბნელეში. ორიოდე წუთში შევძელი და დავშვიდი,მაკიაჟი შევისწორე და როგორი თავდაჯერებულადაც შემეძლო კარი შევაღე! მოხდენილად დავიწყე ნაბიჯების გადადგმა და მართლაც! აშკარად ყველას ყურადღება მივიქციე. რადგან იმ წამს კარი როგორც კი შევაღე ,თითქოს ყველას მზერა ჩემზე გადმოვიდა ! ყოველი მამაკაცი მე მომაშტერდა და თან არც ისეთი კარგი მზერით. სწორედ ის ღიმილი დათამაშებდათ სახეზე ,როგორიც ფრედერიკს ! ცოტა დავიძაბე და მეგონა ცოტახანში გზასაც ვერ განვაგრძობდი,მაგრამ რაც ძალა მქონდა მოვიკრიბე და თავს დავაძალე საქმე დამესრულებინა! ასეც გავაკეთე და ცოტახანში იქვე ბართან დავჯექი,სწორედ იმ ადგილას სადაც დემონმა მითხრა . დავჯექი და დაველოდე,სხვა არაფერი დამრჩენოდა. უნდა დაველოდო როდის შემამჩნევს ბიჭი ,რომელსაც ეს კლუბი ეკუთნის და ნარკოდილერია! შიშველი ქალები ხელოვნების ნიმუშს ქმნიდნენ ,გამომწვევ ფერებში მორთულ სცენაზე,მამაკაცები უცნაურად და მდიდრულად იყვნენ გამოწყობილები და ცოდვილი ღიმილით უცქერდნენ შიშველ გოგონებს,გარშემოც ყველა სვავდა,კაიფში იყო ან ნარკოტიკს იყნოსავდა! ეს სანახაობა დიდად გულისამრევი იყო,მე კი ასეთ ადგილებს არ ვარ შეჩვეული,უფრო სწორედ კი არასოდეს არ მქონია ასეთ ადგილთან შეხება,რადგან არც ადრე მიყვარდა და არც ახლა. ძაალიან დიდ დისკომფორტს განვიცდი და უკვე დაძაბული ვაცეცებ აქეთ-იქით თვალებს,მგონია რომ ვიღაც გადარეული ჩემთანაც მოვა,რადგან კლუბი სწორედ ასეთი შეეშლილებითა სავსე! -ლამაზი გოგონა ხო არ დაიკარგაა? ამაზე ფიქრში ვიყავი ვიღაცის ამაზრზენი ხმა რომ მომესმა! მე კი ვერც ვბედავდი გახედვას ,მაგრამ ვიცოდი რომ ის დრო დადგა, რომლისაც ასე მეშინოდა. -გართობა არ გინდა? წინადადებას ძლივს აბავდა ერთმანეთზე ,ისეთი მთვრალი იყო! მე ისევ გაშეშებული ვიჯექი და უკვე გახშირებული გულის ცემასთან ერთად სუნთქვაც დამძიმებული მქონდა. -რატომ არ მელაპარაკები? რა იყო არ ვარ საკმარისად მდიდარი რომ შენი ბინძური სხეული მივისაკუთრო?! ეს თქვა და უეცრად მისი ჩრდილიც ვიგრძენი,გვერდიდან როგორ მომიდგა ! ცრემლი მომადგა უკვე თვალზე,მზად ვიყავი ყველაფერი ზედ გადამემტვრია! ჩემმი მოთმინების ბოლო წვეთს ველოდებოდი. -არ ინანებ. ხელი ვიგრძენი ჩემს შიშველ ფეხზე,რომელიც გვერდიდან გახსნილ კაბაში მოჩანდა,ეს იყო ბოლო ხელი იქვე მდგარი ბოთლისაკენ წავიღე,მზად ვიყავი ზედ გადამელეწა! სულ ვკანკალებდი ბრაზისაგან ! -მიყვარს ტატუიანი გოგონები,უფრო მრავალფეროვანი და სასიამოვნო ურთიერთობა მაქვს მათთან . ბოლო სიტყვა მომესმა და უკვე ბოთლი ადგილიდან დავძარი,მაგრამ ჰაერში გავაჩერე ,ნაცნობი ხმა რომ მომესმა. -არ გინდა. ამ ხმაზე ბოთლი დავწიე და წინ გავიხედე. ეს ფრედერიკი იყო. როგორც მახსოვს არ აპირებდა შემოსვლას,აქ რამ მოიყვანა? -აჰ! ამისი დედაც! ამისი დედაც! უეცრად კაცის ყვირილზე დემონს თვალი მოვაცილე! კაცი კი უკვე ძირს ეგდო და ხელი სულ წითელი ჰქონდა. -რა ჯანდაბაა!? ეს როგორ? შენმა ტატუმ დამწვა! შეშინებულმა ამომხედა,რაზეც გველს დავხედე ჩემს ფეხზე ,რომელიც გაწითლებულიყო და ანათებდა. -ამის შემდეგ ვინც მას შეეხება იგივე ელის. არ იცი რომ სხვის საკუთრებას არ უნდა მიუახლოვდე? თუ არ იცი შემიძლია გასწავლო ,ძაალიან ადვილი იქნება ,უბრალოდ რამდენიმე ძვალს დაკარგავ და ცოტა გეტკინება. დემონი მრისხანების სავსე თვალებით დაჰყურებდა კაცს და ყალბი ღიმილით ესაუბრებოდა. -ვ-ინ ჯანდაბა ხარ? კაცმა უკვე შეშინებული ხმით ამოიბურტყუნა და ფეხზე დაიწყო წამოდგომა. ვგრძნობდი ცოტახანში უკან მოუხედავად გაიქცეოდა. -დამიჯერე არ მოგინდება ამის გაგება. შეიძლება მეტად ჩაისვარო შიშისგან. ფრედერიკმა ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ ,რაზეც კაცმა უკან დაიხია. -არ მომიახლოვდე! შიშით უბრძანა,რაზეც ფრედერიკმა ჩაიცინა. -ნუ მბრძანებლობ ,ეს მეტად მტკივნეულს გახდის შენი სიკვდილის . სჯობს შემევედრო რომ შეგიბრალო,ასე არ ფიქრობ? ეს რომ გავიგონე თვალები გამიფართოვდა! კი ვიცი ,ცუდად მოიქცა ,მაგრამ არ მინდოდა მოეკლა ! ისედაც ცამეტი სულის სიკვდილი იქნება ჩემს სინდისზე! -ადექი და გამომყევი. არ იყო იმის გამოცნობა რთული რომ ფრედერიკმა კაცი დააჰიპნოზა ,რადგან კაცი იმ წამსვე წამოდგა უემოციო გამომეტყველებით! რობოტს ჰგავდა ისე მოძრაობდა . უკვე ზურგი მაქცია ფრედერიკმაც და წასვლას აპირებდა მე რომ გაავაჩერე. -არ გინდა გთხოვ,არ მოკლა! ძლივს ვსუნთქავდი და ძაალიან ვნერვიულობდი მის რეაქციაზე! ის ჩემსკენ გაბრაზებული მოტრიალდა. -როგორ ბედავ იმის თქმას ,რა გავაკეთო და რა არა! შენ არ შეგეკითხები რა მინდა და რა არ მინდა. ის შენ შეგეხო ! ჩემს საკუთრებას შეეხო ,რაც ნიშნავს რომ უნდა მოკვდეს ! ეს ჩემი წესიაა და შენ თუ ჩემს გაჩერებას შეეცდები ,ასევე დაისჯები მასთან ერთად ,უბრალოდ ცოტა სხვა ხერხს გამოვიყენებ შენთან,უფრო მტკივნეულს. ისეთი გაბრაზებული იყო,მეტად ბადებდა ჩემში შიშს ,ვიდრე ადრე ! -ამ ნაბიჭვარს ამ ხელებს წავამტვრევ. ზიზღით შეხედა კაცს და შემდეგ ისევ მე მომიბრუნდა . ნელა წამოვიდა ჩემსჯენ ,რაზეც თავი ძლივს შევიკავე რომ უკან მოუხედავად არ გავქცეულიყავი მისგან,მისი ისე მეშინოდა! -შენ კი,შენ...რისთვის ხარ აქ? ნუ უყურებ სხვა კაცებს ,ნუ უსწორებ მათ თვალს. თავი ჩახარე და არავის არ შეხედო ! იქამდე სანამ შენი მსხვერპლი არ მოვა. ღრინვით მითხრა და უეცრად ნიკაპზე მომკიდა ხელი! ცოტახანს თვალებში მიყურებდა უთქმელად,შემდეგ კი ხელი მიშვა და ზურგი მაქცია. დავრჩი ადგილზე გააშეშებული ,იმედგაცრუებული და შეშინებული ,ეს სადამდე უნდა გაგრძელდეს? გავიფიქრე და თვალზე მომდგარი ცრემლი მოვიწმინდე. იგივე ადგილზე ვიჯექი ვინ იცის რამდენხანს! ალბათ ერთ საათამდე მაინც. ვგრძნობდი რომ უკვე სხვა მამაკაცების ყურადღებასაც ვიქცევდი,რადგან მათ მწველ მზერას ვგრძნობდი,მაგრამ არ ვიმჩნევდი და როგორც ფრედერიკმა მითხრა მათკენ არც კი ვიხედებოდი! რამდენჯერაც მოსვლას ცდიდნენ ,ვდგებოდი და საპირფარეშოში შევდიოდი ცოტახანს. ეს ყველაზე დაძაბული ღამე იყო ჩემთვის და უკვე იმდენად დაღლილი ვიყავი ყველაფრით ,სინდისიც აღარ მაწუხებდა! მინდოდა მოსულიყო ის ვიღაც და დამესრულებინა ყველაფერი! ისევ ბართან ვიჯექი და უკვე უმოქმედობისგან დაღლილი ცოტა -ცოტა სასმელს ვწრუპავდი ,ისე რომ არ მომკიდებოდა . გვერდით ისევ ვიგრძენი ადამიანი როგორ მომიჯდა,მეგონა ისევ ვიღაც ხეპრე ,გარყვნილი იყო ,მაგრამ შევცდი . -თუ ასე გააგრძელე ,ყველას დამიფრთხობ. ვიცოდი ეს რას ნიშნავდა და ისიც გაავაცნობიერე რომ ეს ადამიანი იქნებოდა კლუბის მეპატრონე,ანუ ბატონი ჩარლი! მისკენ გავიხედე და არც შევვცდი,ეს ის იყო...მომღიმარი მიყურებდა ,გვერდულად მჯდარი. -მაპატიეთ,რას გულისხმობთ? იმედია ვერ შეამჩნია ცოტახნის წინ მომხდარი ფრედერიკის წარმოდგენა! -იმას რომ ულამაზესი გოგო ზიხარ მარტო და ახლოს არავის არ უშვებ,ნუთუ მხოლოდ აქ ჯდომისთვის მოხვედი? კაცები ასეთ შემთხვევაში ძაალიან ღიზიანდებიან. წარმოიდგინე, ეს იგივეა როგორც წინ უგემრიელი ტკბილეული გეწყოს და ტკბილეული არ გაძლევდეს უფლებას რომ ის გასინჯო. ამ წამს მან ტკბილეულს შემადარა? რა სჭირთ ამ კაცებს საერთოდ?! ქალებს საგნებთან რატომ აიგივებენ?! ეს ალბათ ფლირტია მათვის,არ ვიცი! მაგრამ უნდა ავყვე! -ეს როგორ უნდა მივიღო? მომღიმარმა მივუგე ,რაზეც ჩაიცინა. -კომპლიმენტიც შეგიძლია უწოდო,ძაალიან კარგად გამოიყურები. აჰა,ეს ბოლო წინადადება კი კომპლიმენტია,წინაზე რა ვთქვა! -გმადლობთ,მიხარია რომ თქვენაირი მამაკაცისგან ასეთ შეფასებას ვიღებ. არც კი ვიცი როგორ ,როდესაც არასოდეს გამომდიოდა ფლირტი ,მაგრამ ფლირტში ავყევი! -ეს არაა შეფასება,ეს აღტაცება უფროა ჩემმი მხრიდან. უკარება გოგონებზე ვგიჟდები,მეტი სურვილი მიჩნდება მათი მოპოვების. შენს სახელს მეტყვი? აქ პირველად გხედავ . ტუჩი მოიკვნიტა,რაზეც ცოტა დავიძაბე ,მაგრამ ყველანაირად ვეცადე ეს მას არ შეემჩნია. -როუსი. ცოტა თავშეკავებულმა ვუპასუხე,რაზეც თავი უხერხული ღიმილით ჩახარა. -როუს ,ზედმეტად გულახდილი ვიყავი მგონი ხო ? ალბათ შეგაშინე ჩემმი უეცარი გამოჩენით. ეს თქვა უხერხული სიცილით ,რაზეც დაძაბულობა მომეხსნა და მეც გამეცინა. -ცოტა. გულახდილად ვუპასუხე,რაზეც მეტად გაეცინა. -ბოდიში,ფლირტს საერთოდ გადავეჩვიე. გულახდილად მითხრა,რაზეც კითხვა გამიჩნდა. -რატომ? ამაზე მან თბილად გამიღიმა და თითქოს თვალები გაუბრწყინდა. -ხშირ შემთხვევაში ბავშვებთან მიწევს ურთიერთობა. ქალებთან შეხება დიდიხანია აღარ მქონია ,ჩემს პატარებზე ვარ გადართული. ვხედავდი როგორი აღტაცებით საუბრობდა ბავშვებზე და ცოტა დაბნეული ვიყავი ამით. რა თქმა უნდა,ის უპატრონო ბავშვებს ეხმარება,ამიტომ არის წმინდა სულის პატრონი და ამიტომ ამოიღო მიზანში ფრედერიკმა . ეს ერთი წინადადება იყო საკმარისი ,საუბარი რომ დავიწყეთ და ვინ იცის რამდენხანს ვლაპარაკობდით,თანაც ფაქტობრივად ყველაფერზე ! მან თავის საქმეზე მომიყვა,მითხრა რომ იმდეს ფულს ვერ იშოვიდა ისე რომ ყველას დახმარებოდა ,ამიტომ მოკიდა ხელი ცუდ საქმეს ,რომელსაც სიკეთეს ახმარს. ასევე მომიყვა რომ თვითონაც უსახლკაროთა სახლში გაიზარდა და იქაურობის დაამსახურება ახლა ვინცაა! რომ არა ისინი ,ქუჩაში მკვლელი და ქურდი გაიზრდებოდა,ნუ არც ნარკო მოვაჭრეა კარგი გზა,მაგრამ როგორც ამიხსნა ამას მხოლოდ ისეთ ადამიანებთან აკეთებს ვინც ცუდია! მაფიოზები,კრიმინალები,ქურდები და ასე შემდეგ...მხოლოდ მათ ყიდის საქონელს. ამ საუბარში ისე გავერთე სულ გადამავიწყდა აქ რისთის ვიყავი. წარმოიდგინეთ,მე სულელმა ისევ ცოცხლად ვიგრძენი თავი. მაგრამ მე ის უნდა მოვკლა! ამის გახსენებაზე ვინ იცის რა სახე მივიღე,რადგან მკითხა კიდეც რა დამემართა,მაგრამ როგორ ვეტყოდი!? ცოტახანს ავდექი და სააპირფარეშოში გავედი ! მეტირებოდა, თან ძაალიან. ის ისეთი კარგი ადამიანი იყო,მე კი რას ვუკეთებდი! ჯანდაბა...ჯანდაბა! ამას ვერ შევძლებ. საპირფარეშოს კარი შევხსენი და უკვე მოხურვას ვაპირებდი,თვითონ რომ დაიკეტა! უეცარ მიკეტვაზე შევხტი და უკან გავიხედე,იქ კი დემონი დამხვდა ,რომელიც კედელს მიყუდებოდა ,ხელები კი გადაჯვარედინებული ჰქონდა,უკმაყოფილო იყო აშკარად. -ამდეხანს რატომ ანდომებ? დროა უკვე ჩემთან მოიყვანო. მასთან საუბარი ზედმეტად გაგიგრძელდა. ეს რომ მითხრა,სახეზე აშკარად დამეტყო რომ არ მესიამოვნა! სწორედ ამ დროს ვიგრძენი როგორ მიმანარცხა კედელზე და როგორ ჩამასო კლანჭები ყელზე! მთელი ძალით მიჭერდა და თვალები წითელი ჰქონდა. -რა იყო ხომარ შეგიყვარდა?! შენი აზრით აქ იმისთვის მოგიყვანე რომ მასთან ერთად გაერთო ? გახვალ თუ არა ჩემთან მოიყვან და თუ ამას არ გააკეთებ, იცი რაც მოგივა პატარა...მე გავერთობი შენით! შენს გულს შუაზე გავხლეჯ,გპირდები. ამას ნუ მაიძულებ ,რადგან ეს იმას ნიშნავს რომ შენ ლამაზ სხეულს ისევ მიწაში დავაბრუნებ. ამაზე მე აცრემლილი თვალებით ავხედე ,უკვე ვიხრჩობოდი და უხმოდ ვკარნახობდი რომ გავეთავისუფლებინე! ამავდროულად ხელებით ვცდილობდი მისი კლანჭები მომეშორებინა,მაგრამ უშედეგოდ,ის ასმაგად ძლიერი იყო. -ნუ მიყურებ ამ ლამაზი თვალებით,შენი სილამაზე ვეღარ გიშველის. რაც შენთვის გავაკეთე ისიც ზედმეტია. შენ კი ელემენტარულს არ აკეთებ რასაც გიბრძანებ ! ფრთხილად იყავი თორემ შენი ყველაზე საშინელი კოშმარი გავხდები! არ დაგავიწყდეს რომ სული მომყიდე და მთლიანად მე მეკუთნი. ასე ძლიერ მაინც რამ გააბრაზა,თვითონ არ მითხრა რომ უნდა მომეხიბლა,რა ჯანდაბა უნდა?! ვფიქრობდო და თან უკვე ჩამუხლული დაწითლებულ ყელს ვიზელდი! ძლივს ვსუნთქავდი და ცრემლები მდიოდა თვალებიდან,მან კი ისე დატოვა აქაურობა და ისე გაიხურა კარი არც მოუქცევია ყურადღება რა დღეში ჩამაგდო,კინაღამ დაამახრჩო! მაგრამ თავისი სიტყვა მაინც არ დავიწყებია. -მალე გააკეთე რაც გითხარი. საწამლავი ჩაუყარე სასმელში და სანამ მოკვდება ჩემმამდე მოიყვანე,არ დააგვიანო,თორემ მეთვითონ მოვალ შენთან . სულ გაფითრებული ვიყავი,სახეზე არანაირი ემოცია არ მეტყობოდა,ცივი გამოხედვით ვაკვირდებოდი ყველას და ყველაფერს და ბარბაცით მივდიოდი მაგიდისაკენ სადაც ჩემმი "მსხვერპლი" მელოდებოდა! გარშემო თითქოს ყველაფერი ტრიალებდა,ხალხი რაღაც არამქვეყნიური სიჩქარით მოძრაობდა,ცეკვავდნენ,ხმაც სუსტად ჩამესმოდა! ისე ვგრძნობდი თავს თითქოს დედამიწა უსწრაფესად ბრუნავდა ,მე კი მას ფეხს ვერ ვაყოლებდი და გაქვავებული ვიყავი. ვერ ვიჯერებდი,ვერ ვიაზრებდი რომ ადამიანი უნდა მომეკლა და თანაც ასეთი! მიჭირს ემოციების მართვა,ცრემლები მერამდენედ მოვთოკე ამისი დედაც! მაგრამ...მაგრამ...ეს რომ არ გავაკეთო დემონი მაიმც ორივეს მოგვკლავს,სხვა გზა არ მაქვს! -რა გჭირს? ცუდად გამოიყურები ,ახლავე წყალს მოგიტან! ანერვიულებული შემეგება ჩარლი,რაზეც თავ ჩახრილი გავშეშდი და პასუხი არ გავეცი. ვერ ვბედავდი მისთვის თვალის გასწორებას,მე მისი მკვლელი ვიყავი! -გესმის ჩემმი?! როუს?! კარგად ხარ? როუს? როუს? ცოტახანს გავშტერდი და სულ გამოვეთიშე სამყაროს,ყრუდ ჩამესმოდა მისი ხმა ,მაგრამ ბოლოს გონს მოვეგე ნაცნობი სახე რომ დავინახე ბრბოში! ეს დემონი იყო! ფედერიკი ბრბოში გაუნძრევლად იდგა და ყველაზე საშიში გამოხედვით მიცქერდა,მე კი მის დანახვაზე შევხტი! -რა ? რა ხდება? რა მოხდა? რაზეც მეტად დავაბნიე ჩემს წინ მდგარი ჩარლი. -ჩ-ა..რლი. არ ვიცოდი რა მექნა ან რა მეთქვა ! ათასი აზრი მიტრიალებდა თავში,ისიც კი ვიფიქრე რომ უბრალოდ მისთვის სიმართლე მეთქვა და გავქცეულიყავი,მაგრამ ვიცი სიკვდილს ვერსად ვერ გავექცევი! მითუმეტეს მაშინ ,როდესაც მას ვეკუთნი. -ჩარლს. -გისმენ! მეტად გაკვირვდბულმა გამიმეორა და მხარზე მომკიდა ხელი. -კარგად ხარ? უკვე ისეთი დაბნეული იყო ჩემმი საქციელით,მე კი ისევ შეშინებული ვაცეცებდი თვალებს,მაგრამ ორიოდე წუთის უკან დანახული ფრედერიკი სადღაც გამქრალიყო. -დამშვიდდი აქ ვარ,რამე მოხდა? დაშავდი? რამე გტკივა? გაუჩერებლად მაყრიდა კითხვებს,რაზეც მეტად ცუდად ვგრძნობდი მის წინაშე თავს. მზად ვარ მივბრუნდე და ჩემს ვითომ "სიცოცხლეზე" უარი ვთქვა,რომ ვიცოდე რომ ის გადარჩება,მაგრამ ვიცი ფრედერიკი მას არ აცოცხლებს,ის უკვე სიაშია. მოგონება ,ოთხი დღის უკან: -ეს ჩემმი სიაა ,აქ უამრავი ადამიანის სახელია ჩაწერილი,მაგრამ ეს ხალხი შემთხვევით არაა არჩეული. მათი სულები წმინდა და განსაკუთრებულია! ჩვენ კი დემონებს, სწორედ ასეთი სულების მისაკუთრება გვჭირდება. მომღიმარი მიხსნიდა და დიდ ოქროსფერ ფურცელზე დაუსრულებლად გრძელი სახელების სიაზე მიმითითებდა! რამდენი სახელი და გვარი ეწერა ? არც კი ვიცი ,ისეთი დაბნეული და შეძრწუნებული ვიყავი ამ ყველაფრით,ამას რატომ მიყვება მე? -აქ რამდენი ადამიანია? ამ კითხვაზე სასიამოვნო ღიმილით შემომხედა. -ჯერჯერობით 2045 ადამიანი,აქედან კი ყველა ჩემმი გახდება! ადრე თუ გვიან ეს მოხდება,მათ არ უწერიათ ბედნიერად ცხოვრება,ესაა მათი ბედი. -ეს როგორ?! რა იქნება რომ არ მოკლათ ის ვინც აქ წერია? მან ამაზე უბრალოდ არ მიპასუხა და ვითომც არაფერი დიდი ფურცელი შეკრა! ზურგი მაქცია და თავის ადგილას დადო. -საკმარისია ექსკურსია,ახლა შენს ითახში დაბრუნდი. მოგონების დასსასრული. არ ვიცი როგორ ან რატომ ,მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი ,რომ ის მაინც მოკვდება ან ჩემმი ხელით ან სხვისი. -კარგად ვარ ,უბრალოდ ცოტა თავბრუ დამეხვა. ეს მოვიმიზეზე და თავს დავაძალე გამეღიმა,იმის მიუხედავად რომ ბოლო ხმაზე მინდოდა ტირილი! -ამმ,გასაგებია. ცოტა არ იყოს შემაშინე,ახლა კარგად ხარ? რით შემიძლია დაგეხმარო? ისეთი კეთილსინდისიერი იყო,მუშტებს ვუჭერდი რომ ჩემმი თავისთვის არ მერტყა,ეს რაში გავყავი თავი?! რაში?! -კი ,შეგიძლია დამეხმარო . უბრალოდ მინდა სადღაც წამომყვე. არც კი ვიცი რა მიტრიალებდა თავში,არც კი ვიცი რაზე ვფიქრობდი ,უბრალოდ ერთ სიტყვას ვიმეორებდი მხოლოდ “გადავარჩინო" არაა გამორიცხული რომ ჩემმი თხოვნა ფრედერიკმა გაითვალისწინოს,არა? -დიდი სიამოვნებით. ჩარლიმ უხერხული სიცილით მიპასუხა,რაზეც უემოციო გამომეტყველებით გავიჭერი წინ,ისე რომ მისი დიდი ხელი მეკავა და უკან მივათრევდი. ისეთი სწრაფათ მივდიოდი თითქოს დრო მეთვლებოდა და რაღაც უნდა მომესწრო! რაზე ფიქრიბ როუს?! არ გამოგივა! არ გამოგივა! გაუჩერებლად მესმოდა ჩემმს თავში ყვირილი ,მაგრამ მას ვაიგნორებდი. ეს ჩემმი ეგგო იყო! შესაძლებელია ფრედერიკს ვთხოვო რომ ის არ შთანთქოს და იგივე გააკეთოს რაც ჩემთან! შეშინებულ გარდაცვლილს მიაკითხოს ისე რომ მან სული მიყიდოს მას და მეორედ დაიწყოს სიცოცხლე,მაგრამ...მაგრამ...ამას რამდენჯერ გავიმეორებ!? მის გარდა კიდევ თორმეტი მსხვერპლი მრჩება, ამისი დედაც! მაგრამ ის...ის... ჩარლსი განსხვავებულია! მას მე ვერ გავიმეტებ,ვერა! -შენ რა ტირი? უეცრად ფიქრებში გართულმა ვერც კი გავაცნობიერე რომ მწარედ ავტირდი ,იქამდე სანამ ჩარლსმა არ დაატორმუზა და მეც არ გამაჩერა. -რა ხდება,რატომ ტირი? გთხოვ, მითხარი სიმართლე რა მოხდა რომ გახვედი. ანერვიულებულმა მკითხა,რაზეც ხმას ვერ ვიღებდი თავიდან! ისტერიკულად ამიტყდა ტირილი და ისევ თავისთავად კანკალი დავიწყე. -როუს? როუს? მხრებში ჩამავლო ხელი და ჩემმი დამშვიდება სცადა,მე კი მხოლოდ ამის თქმა შევძელი. -ის მოვა,ის მოვა! ამის თქმაზე კი მეტად ავტირდი და ავკანკალდი. -ვინ მოვა? ბიჭი მეტად დაიბნა და დაძაბულმა დაიწყო აქეთ-იქით თვალების ცეცება,შემდეგ კი ისევ მე მომიტრიალდა. -ნუ ღელავ ,აქ არავინ არ- დასრულებული არ ჰქონდა წინადადება უეცრად რომ ძირს დაენარცხა! თავიდან ვერ მივხვდი რა მოხდა ,სანამ წინ არ გავიხედე და სიბნელეში სახიფათო თვალები არ ვიცანი. -ფრედერიკ. შიშით გადავდგი უკან ნაბიჯი,რაზეც უეცრად ჩემს წინ გაჩერდა და შემდეგ კი თმაშიც ვიგრძენი მტკივნეული მოქაჩვვა! -რას აკეთებდი შენნი აზრით? ისეთი მრისხანებით იყო მისი ტონი სავსე ,ჯერ მხოლოდ ეს მცემდა თავზარს! -ფრე-დერიკ,ერთ წამს მომისმინე,გთხოვ მე- ვერც დავასრულე სათქმელი ტკივილისგან რომ წამოვიყვირე! მან მეტად მოქაჩა ჩემმი თმა და ისე დამიჭირა თავი რომ პირდაპირ თვალებში მიყურებდა. -რა გითხარი იმაზე რომ თუ ისე არ მოიქცეოდი როგორც მე მინდა გატკენდი,განა ეს მილიონჯერ არ გაგიმეორე? ნუთუ ასე ძლიერ გინდა ცუდად მოგეპყრო? უეცრად ისეთი საშინელი ფერის გახდა მისი თვალები,რომ პათეთიკური გოგონასავით ტირილის გარდა არაფერი არ შემეძლო! -და იმის შემდეგ რაც არ დამემორჩილე,იმასაც ითხოვ რომ მოგისმინო? ამ წამს მხოლოდ შენი ტირილის და ვედრების მოსმენა მინდა რომ გავჩერდე! ხელი მეტად მომიჭირა,რაზეც ძლივს მოვითქვი სული ,თავი დავიმშვიდე და სათქმელი ვთქვი. -გთხოვ ,არ გააქრო,არ დაასრულო მისი სიცოცხლე! ამ ჩემს თხოვნაზე ჩაიცინა. -და რატომ უნდა გავითვისწინო შენი თხოვნა? გგონია რაიმეს წარმოადგენ? ღიმილი უეცრად ისევ გაბრაზებულ გამომეტყველებაში გაადაეზარდა! -გევედრები! უბრალოდ ის გააკეთე რაც ჩემთან,არ მოკლა ! მთელი გულით გთხოვ,ყველაფერს გაავაკეთებ...ყველაფერს! ამ ჩემს დამამცირებელ გამოსვლაზე მხოლოდ ჩაიცინა. -გისმენ აბა,რას გააკეთებ? მაცდურად წარბის აწევით მკითხა,რაზეც თვალი გავუსწორე და მტკიცეთ ვუპასუხე. -ყველაფერს! ამის შემდეგ უეცრად რატომღაც ხელი მიშვა,მე კი სრულიად ტრავმილებულმა მომხდარით თავი ვეღარ შევიკავე და მუხლებზე დავეცი ,იქამდე კი სანამ სულს ვითქვამდი მისი ხმაც მომესმა. -და ეს ყველაფერი მხოლოდ მისთვის? განა არ იცი რომ მის გარდა მაინც მოგიწევს ადამიანების მოკვლა. მაცდურად მითხრა და გათიშულ სხეულ წიხლი მსუბუქად მიარტყა. -კი ,ვიცი. მალევე გავეცი პასუხი და ცრემლი რომ ისევ მომაწვა თვალებზე თავი ჩავხარე. -მმმ...საინტერესოა,საინტერესო. მომღიმარმა ჩაილაპარაკა და ჩემსკენ ნელი სვლით წამოვიდა. -კარგი ,საყვარელო! თუ ამ არარაობისთვის ყველაფერს გააკეთებ,რასაც ისედაც გააკეთებდი მე თუ მომინდებოდა...გიბრძანებ! ცოტახანს გაჩერდა ,ჩემს წინ ჩაიკუნტა და ხელის ერთი მოძრაობით თავი ამაწევინა. -გიბრძანებ რომ ხვალ შეხვედრაზე ჩემმი მოსიყვარულე პარტნიორის როლი მოირგო. ნუ თავისთავად ამას მაინც გააგაკეთებინებდი,მაგრამ ახლა კოზირი მიჭირავს ხელში,რადგან შენი ზლუქუნის მოსმენა არ მომიწევს. ამას შენი ნებით გააკეთებ და ყველაზე ნიჭიერი მსახიობი გახდები,იმის შემდეგ კი რაც შეხვედრა ჩაივლის გადავწყვეტ ხარ თუ არა ღირსი რომ შენი თხოვნა ავასრულო,თანახმა ხარ? უეცრად თვალები გამიფართოვდა მის შემოთავაზებაზე...რა შეხვედრა? ვერ წარმომიდგენია სიკვდილი რა შეხვედრას უნდა დაესწროს! -მე... უეცრად დაბნეულმა მოსმენილით ყოყმანი დავიწყე,მაგრამ მის ყვირილზე მალევე გამოვფხიზლდი! -ან ხო ან არა! ამისი დედაც ,ხმა ამოღე! ეს რაღაც არანორმალურია,ისე უხეშად მომიჭირა ხელი ნიკაპე მეგონა ყბას მომატეხდა! -კი,კი! მისი საქციელით შეშინებულმა ასეე ყვირილით ვუპასუხე,რაზეც მალევე დაუმშვიდა გამომეტყველება და ისევ ღიმილი დაუბრუნდა სახეზე. -ძაალიან კარგი,ანუ შევთანხმდით. ისე მელაპარაკებოდა რომ წამით არ მაცილებდა მზერას,თითქოს და სულში ცდილობს შემომიძვრესო! -კი. მხოლოდ ეს შევძელი მეპასუხა. -კარგი,წარმატებები მაშინ! შენზეა დამოკიდებული მისი სიცოცხლე,ეცადე კარგად შეასრულო შენი როლი. თვალის ჩაკვრით მითხრა და გათიშული ჩარლის სხეულს გულგრილად აუარა გვერდი,მანამ მე ისევ მუხლებზე ვიდექი. ჯერ კიდევ შოკში ვიყავი და ცოტა არ იყოს ვერ ვიჯერებდი მომხდარს! კი ,მე ჩარლსი გადავარჩინე ,მაგრამ ვინ იცის რაში გავყავი თავი! 1 საათის შემდეგ: -შენს ჩარლს მეხსიერება წავუშალე და მომხდარი არ ახსოვს,შენც კი არ ახსოვხარ,თავის სახლში ტკბილად სძინავს. ახლა კი უკვე დროა შენ მზადებას შეუდგე, დღე ღამის 3 საათზე დავიძრებით ტყისკენ. ტყე? რა თქმა უნდა ,სულ დამავიწყდა რომ რაღაც არამქვეყნიური ბოროტი არსებები ხვდებოდნენ ერთმანეთს კი ,მაგრამ იქ რა გვინდა? რატომ ხვდებიან ერთმანეთს? ანუ გამოდის ადამიანთა სამყაროში ისინი თავისუფლად ცხოვრობენ და თან იმდენიც არიან რომ შეხვედრებს მართავენ?! იმდენი კითხვები მაქვს ,მაგრამ ვერ გავბედავ ვიკითხო. -არ დაგავიწყდეს რაც გითხარი. შენ ჩემმი ქალი იქნები და თან ისეთი ქალი ,რომ ყველა შურით აივსოს და იფიქროს რომ მე ყველაზე იღბლიანი დემონი ვარ ამ ქვეყნად,რადგან შენაირი ქალი მყავს გვერდით ! ეს რომ თქვა თან მომღიმარი ამომიდგა უკან,მე კი ადგილზე გავიყინე,არ ვიცოდი რას აპირებდა -გაგიმართლა რომ ლამაზი ხარ,თორემ ვინ იცის რა ბედი გეწეოდა. ეს ჩამჩურჩულა ყურში და თან ხელები მომხვია წელზე უკნიდან ,რაზეც შევხტი და ორიოდე წამში მისგან საკმაოდ შორს აღმოვჩნდი,სულ ვკანკალებდი,როგორც ყოველთვის ! მან კი ამ ჩემს რეაქციაზე მხოლოდ გაიცინა. -როგორც ჩანს წინ სახალისო ღამე გველოდება,რადგან მე მხოლოდ ამაზე არ გავჩერდები. მომიწევს იმაზე მეტად შეგეხო ვიდრე როდესმე ვინმე შეგხებია. ეს რომ გავიგე მეტად დამეცა თავზარი,მაგრამ ვერც მოვასწარი პროტესტის გამოთქმა კარი რომ უკან მოიხურა. ნუ ,გინდაც რამე მეთქვა ისევ მე დავშავდებოდი სხვა ვინ? არაუშავს ,ამას შევძლებ! ამას შევძლებ, ჩარლს გლიფორდის გამო ამასაც მოვითმენ და ერთ ადამიანს მაინც დავეხმარები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.