შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საკურას ცრემლში სიყვარული შემოხვდა სიკვდილს


15-10-2020, 14:51
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 951

გარდაცვალება

სადღაც, კიოტოში, ნამგალა მთვარე კიაფობს ახლა..
სადღაც კიოტოში ახლა ღამეა...
მიჯრებად მიყრილ ბამბუკების ხეივანს, სტუმრად ორი აჩრდილი ახლავს...
ერთი დაჭრილი.
უსახელო თეთრი ხალათით..
ისე ჩაუცვამს, უბატონო რონინიაო თითქოს..
აბა, შუა კიოტოში რა უნდა, უბატონო, ცოცხალ რონინს?!
აკი არაფერი..
ამიტომაც გაურბის მომავალს სისხლით მოთხვრილი..
ოფლიან სახეს ჰაერივით თმები აჰკვრია და წებოვანი გრძნობებივით მტერს უშენს კურცხალს..
სიურიკენების ქარიშხალში მათ ჩრდილად შობილს..
ჩამოსდის ოფლი ქარიშხალად დაჭრილს და დევნილს..
ეს ვინ მოჰყვება სვეუბედურ მომაკვდავს გვერდით?!
ვისი კიმონო თესავს ტყეში შიშსა და სიკვდილს?!
ვისი თვალები მოსჩანს მწუხრის ჩამავალ მზეში?!
ვერ გეტყვით ზეცა..
ვერც ბამბუკი მიჯრად ჩენილი..
ვერც სამურაი ოციოდე რომ მოჰგავს მდევარს..
სიკვდილის ტყეში სიურიკენით გამოჭედილი ბედისწერის ქვეშ ჩანასაფრი, ვერც ელდა გეტყვით..
და ამიტომაც მე გიამბობთ...
ქალიშვილია...
ამომავალ მზის სოფლიდან გამოჰყვა ჩვენს გმირს..
პირმშვენიერი აკეჰისსა...
ელდის ქალღმერთმა შეიყვარა სიკვდილის ღმერთი..
და ახლა ტყეში გაურბიან ორთავე სასჯელს, დიდმა ბუდამ რომ მოუვლინათ ღრუბლიან ციდან..
რადგან უბრალოდ მავანთ ბავშვთა დაღვარეს სისხლი..
ჰოდა გარბოდნენ..
გაურბოდნენ ზეციურ სასჯელს..
ცოდვილთ ორასი სამურაი ჩაუდგა კვალში...
თუმც ბუდას ნებით, მთვარით მოსილ სიკვდილის ტყეში..
მხოლოდ ოციღა დაეტოვა მახვილით ხელში..
სადღაც, გუბესთან მოუბრუნდა კვლავ ელვა მდევრებს..
და სამი თავი მოიტოვა სიკვდილმა გზაში...
იცით?!
დრო გავა..
და დაწერენ ლეგენდებს მერე...
აჰა.. კვლავ სამი გაიწვია სიკვდილმა ხმალში..
დაეცნენ იქვე, სასიკვდილოდ დაჭრილნი ისევ.. მაგრამ სიკვდილიც ეს მეორედ.. დაიჭრა ფერდში..
გამხეცებულმა ელდამ ოთხი იმსხვერპლა იქვე..
მხოლოდ თერთმეტი მსაჯულიღა შემორჩა ხელში, წმინდა განგებით განმსჭვალულ და შემოქმედ უფალს..
....

ამომავალ მზის ქვეყანაში, ცეცხლისფერ ცაზე..
შავი მერცხლები მოფრინავდნენ ზევიდან ქვევით..
ანდაც პირიქით.. რას გაიგებ მერცხლების ამბავს, კუდმაკრატელებს მოსწყენოდათ სითბო და სიცხე...
ან მე რა ვიცი.. არც ყოფილან მერცხლები იქნებ?!
ყორნები იყვნენ..
თოლიები...
ზუსტად ვინ იცის...
ეგ იყო მხოლოდ, ხორცისფერი დაჰკრავდა ზეცას..
ზენიტზე მყოფი მზის ქვეყანას...
ზეცას თბილისის...
უცხო ჩიტები დაფრინავდნენ ხორცისფერ ცაზე..
მენაცნაურნენ.. ჩამოხმობა მომინდა მათი..
შემომეყარა მოგზაური სიკვდილის გზაზე, უცხო ფრთოსნებით მოფრთხიალე ზევით თუ ქვევით..
და მე მივხვდი რომ შეყრის მიზეზს ვერ მივხვდებოდი..
და მე მივხვდი რომ ის ფრთოსნები უნდა მენახა..
....
მთვარეულ ტყეში სექსი ჰქონდათ ორას ორ მახვილს..
არა.. ორგიას არ მიმართეს.. ასე ნუ ღელავთ..
ერთმანეთს სხეულს უკოცნიდნენ უჯრედთა გაჭრით..
თუმც დაჩოქილნი ზე ქარქაშებს კოცნიდნენ ვეღარ..
ეყარნენ ასე მთვარის შუქზე, ობლად, შიშვლები..
და ნებისმიერ მნახველს ისიც გააოცებდა..
ექსტაზში შესულს გასდიოდათ უკვე სისხლები..
ვისაც არ ეყო.. მომაკვდავთან ერთად ჰგოდებდა..

ეხეთქებოდნენ მახვილები უთიერთს მძიმედ.. ვისაც გველების ორთაბრძოლა გინახავთ ტყეში..
იდგა ფოლადთა განწირული კვნესის სიმძიმე და ტრაგედია ახდენილი ახალ მთვარეში..
ბოლო მახვილმა დაუკოცნა კისერი სიკვდილს და მომაკვდავი ელდისაგან ჩაემხო ბნელში..
ალბათ ბოლოჯერ, სიყვარულმა ჩაჰკიდა ხელი.. და სამალავის თან მიადგნენ ბამბუკის ნაპირს..
ტიროდა ისე..
ო, ტიროდა საკურა ბერი..
მისი ცრემლები ყვავილებად ხვიოდა ქარში..
დრო აღარ დარჩა..
დრო არ დამრჩა, ძვირფასო, ბევრი..
ამ ცრემლების ქვეშ ერთად წავალთ, ძვირფასო, მაშინ..
საკურას ცრემლში სიყვარული შემოხვდა სიკვდილს...
ო რა ხატოვნად წააწერა ოსტატმა მაშინ..
გადაურბინა გაელვებამ მომაკვდავთ ღიმილს,
და უსახელო პერანგის ფრთა გაიბნა ქარში..
და მხოლოდ მაშინ მოიხილა გრძნობამ დიადმა..
რომ ქალი იყო მისი სატრფოც.. სიკვდილის ღმერთი..
კოცნა აჩუქათ ლილისფერი მათ განთიადმა და დიალოგი ლაკონური.. მოკლე და ერთი..
-თუ შენც ქალი ხარ.. მაშინ ღმერთი სად იყო, კუროვ?!
- მახვილში იყო.. და იმ ბედში, ჩვენ რომ განგვმირა..
დილის სხივები ათამაშდნენ სიკვდილის ბაღში და უკვდავებამ გაუღიმა დიდ ბუდას კეთილს..
არ იყო ცოდვა..
გამქრალიყო..
რადგანაც სიკვდილს თვით სიყვარულთან ღვთაებრივ ხმლის სულში ეძინა...

პ.ს ძვირფასო მკითხველო, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ნაწარმოების მცირე ზომას, ის ისტორიაა რომელიც ცამეტ ნაწილად დაიწერება და დასასრულით იწყება.
პატარა საჩუქარია ჩემგან ლეგენდების დაბრუნების აღსანიშნავად და მათვე ეძღვნება..



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიხარია რომ წაიკითხე..
დიდი შრომა და ენერგია ჩავდე მასში..
იმედი მაქვს, მოეწონება მკითხველს relaxed

 


№2  offline წევრი EllaTriss

კარგია❤ თუმცა აჯობებს სათაურში თავები მიუთითო ხოლმე

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

EllaTriss
კარგია❤ თუმცა აჯობებს სათაურში თავები მიუთითო ხოლმე


ძალიან დიდი მადლობა, მოხარული ვარ რომ ასე მოგეწონათ. რაც შეეხება თავებს, ისტორია დაფუძნებულია სფეციფიურ სტილზე და აერთიანებს 13 დამოუკიდებელ ამბავს, რომელიც უთიერთკავშირში ჰქმნიან ერთ ლეგენდას.. heart_eyes ამიტომ გადავწყვიტე არ დამეყო თავებად და დამესათაურებინა blush

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

Ძალიან მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent