შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ენ ჯეინის პატარა ისტორია

15-10-2020, 19:45
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 728

სიყვარული ან პირიქით

ყოველ დღე ვუყურებ ეზოში როგორ რგავს ყვავილებს. მერე სარწეველა სკამზე ჯდება და ფიქრობს. ბევრს ფიქრობს.
იმედია, ჩემზე.
ან იმედია, ჩემზე არა.
არ ვიცი, რა მირჩევნია. იქნებ, უკეთესიცაა თუ სრულიად მივიწყებულ მოგონებად ვიქეცი მისთვის. არ მინდა, გაიტანჯოს.
თმას ნაზად იწევს ყურზე, საკუთარ წარმოსახვას უღიმის და მერე ხვდება, რომ საერთოდ არ ეღიმება. იქვე ვდგავარ. შეშლილივით მივჩერებივარ მის თითოეულ მოძრაობას და ვითვლი, რამდენჯერ ამოისუნთქავს.
ის ისეთი მხიარული იყო.
ზოგჯერ მგონია, რომ ფირუზისფერ თვალებზე ნისლი გადავაკარი და ყველა ბედნიერება ჩავუწვი, რისი განცდაც შეეძლო. უცნაურები ვართ კაცები, სისულელეეს ვაკეთებთ იქამდე, სანამ გვპატიობენ და გვგონია, რომ სამუდამოდ გვაპატიებენ.
ერთ მშვენიერ დღეს, უკანასკნელი სისულელის თქმისას, აღმოაჩენ, რომ დამთავრდა. პატიების ლიმიტი ამოიწურა.
მერე დავეხეტებით.
მათ ფანჯრებში ვიხედებით,
მათ ეზოებში ვუცქერთ გაკვირტულ ყვავილებს.
მათ თვალებს ვაკვირდებით და ღიმილს ვდარაჯობთ.
ღიმილი ისეთივეა, მაგრამ ჩვენი აღარ ჰქვია.
მოულოდნელად, ავდექი და დავსნეულდი. მონატრებამ დამაავადა. ისე მომენატრა, თითქმის გადავირიე და თან იმანაც გადამრია, რომ ყველა განშორების მიზეზი მე ვიყავი.
ერთხელ, ქუჩაში მიდიოდა.
მხოლოდ იმას ვხედავდი, ყვითელ ბერეტსა და ხილის ჩანთაში ჩალაგებულ მანდარინებს როგორ უხდებოდა მისი ცისფერი თვალები. ვიფიქრე, სადამდე შეიძლება ეს სისულელე გავაგრძელო-თქო და მივუახლოვდი, მივესალმე. მივესალმე, როგორც ჩვეულებრივი მეზობელი
ან როგორც დამნაშავე.
წამით გაშეშდა. ჩემკენ მოიხედა, თუმცა თვალი არ გამისწორა. არ ვიყავი ღირსი. არაფერი უპასუხია. ასე იდგა რამდენიმე წუთს და გზის გასაგრძელებლად, ძალას ეძებდა.
მე კი ცხოვრების გასაგრძელებელი ძალა სრულიად გამომცლოდა.
- ვიცი, რომ გეზიზღები - აღმომხდა ნაცემი ბავშვივით.
- ეგ მსუბუქი ნათქვამია - იმხელა ენერგია ჩადო ამის წარმოთქმაში, სჯობდა, ისევ დუმილით დავეტანჯე.
თან იცით რა გამეხარდა? ადამიანს თუ წიხლზე ჰკიდიხარ, შენი ზიზღიც ეზარება და სიყვარულიც.
ვიფიქრე, სანამ ვერ მიტანს, ეგებ, ჯერ კიდევ არაა ყველაფერი გვიანი-თქო.

№1  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მწერალი ქალი
უცნაურები ვართ კაცები, სისულელეეს ვაკეთებთ იქამდე, სანამ გვპატიობენ და გვგონია, რომ სამუდამოდ გვაპატიებენ.
ერთ მშვენიერ დღეს, უკანასკნელი სისულელის თქმისას, აღმოაჩენ, რომ დამთავრდა. პატიების ლიმიტი ამოიწურა.

პ.ს.ძალიან მართალი იყო...მომეწონა.

გაიხარ ემწერალო ქალო <3

№2  offline მოდერი guroo

ტექსტი პატარაა და ჩემი სიხარული - უსაზღვრო.
ესიმას ნიშნავს, რომ ბოლომდე მივიყვან დაწყებულს და პირველი სიტყვიდან უკანასკნელ წერტილამდე, ყველაფერს წავიკითხავ.
შენი პოსტი გამახსენდა. ერთხელ ყველას გამოგვიცხადე, რომ ფემინისტური ხაზი შენი შემოქმედების უმნიშვნელოვანეს მახასიათებლად უნდა გექცია. ბოლომდე მეგონა, რომ ამ მიზანს ემსახურება ეს ისტორია, მაგრამ დავასრულე კითხვა და ახლა ეჭვები მღრღნის, რამდენად მართებულია ჩემი ვარაუდები. შენ რას მეტყვი, ასეა?
ამბავში არაფერი განსაკუთრებული არ არის. თუმცა განსაკუთრებულია ავტორის მიდგომა, რომ ეს ჩვეულებრივი სიტუაცია კარგად გაგვააზრებინოს და რეფლექსირების საშუალება მოგვცეს.
ყველაზე მეტად მაინც ის გამეხარდა, რომ პატარა ტექსტი შემოგვთავაზე.

№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

guroo

ასე ხელაღებითაც ვერ ვიტყვი, რომ ფემინიზმია, თუმცა ლიბერალიზმზე ნამდვილად დავდებ თავს.
აქ არც ერთი იყო და არც მეორე, რაღაც, არ მომინდა.
ამ პატარა ისტორიებში, ვფიქრობ, ჭკუის სასწავლები არაფერი იქნება. უბრალოდ ჩემი ცხოვრების ნაწილებს ჩავდებ და სულ ეგაა.
მიხარია თუ მოგეწონა <3

№4  offline მოდერი guroo

ენ ჯეინი

კიდევ კარგი, რომ ერთადერთი სიტყვა, რეფლექსია, მაინც მოვიდა შესაბამისობაში შენ ჩანაფიქრთან :დ

№5  offline ახალბედა მწერალი K. I.

ცხოვრებისგან მონიჭებული, თანმდევი ტკივილით გაჯერებული ჩანაწერია. სამწუხაროდ, გვაქვს ხოლმე (ზოგჯერ გვიწევს) ადამიანებს ადამიანების დაკარგვით მიღებულ ტკივილთან და მათ მონატრებასთან ერთად ცხოვრება.
--------------------
When nothing goes right, go left!

№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ქეთი იმერლიშვილი
ცხოვრებისგან მონიჭებული, თანმდევი ტკივილით გაჯერებული ჩანაწერია. სამწუხაროდ, გვაქვს ხოლმე (ზოგჯერ გვიწევს) ადამიანებს ადამიანების დაკარგვით მიღებულ ტკივილთან და მათ მონატრებასთან ერთად ცხოვრება.

მართლა არ მინდოდა, ასეთი დრამატული გამომსვლოდა, მაგრამ ეგრე მოხდა

№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

nukito20w
ნამდვილად არაა გვიანი. თუმცა ხშირად მკაფიოდ გაჭრილ ხაზს, სადაც წერია " არ გადაკვეთოთ", კვეთენ და იქ მერე პატიება ძნელდება ან შეუძლებელიც კია.
არ ვიცი, ქალის ბრაზი და წყენა ვიგრძენი, მამაკაცის სინანული.. მართლა რა სულელებივით იქცევიან ზოგჯერ.
მაგრამ ფაქტია,ურთიერთობებს ბევრი ვერ უფრთხილდება და სამწუხაროდ, მერე კარგი დასასრული არ მოჰყვება მაგ ამბავს.სამაგიეროდ,აქ იმედი გამიჩინა ბოლო წინადადებამ და იმედი კარგი რამეა (ზოგჯერ კი მტერი მგონია).

წარმატებებს გისურვებთ❤.

იმედი ზოგჯერ მეც მტერი მგონია და ზოგჯერ მეგობარი.
დიდი მადლობა, შენც წარმატებებს გისურვებ <3

№8 სტუმარი ნნ

ენ ძალიან გთოვ "როცა წახვდი" ატვრთე ისევ, ძალან ძალან მინდა კიდე წავიკითხო

№9 სტუმარი სტუმარი ენ ჯეინი

ნნ
ენ ძალიან გთოვ "როცა წახვდი" ატვრთე ისევ, ძალან ძალან მინდა კიდე წავიკითხო

ავტვირთავ ძალიან მალე და მანამდე, ფბ-ზე მომწერე და გამოგიგზავნი

№10  offline მოდერი ♡The moon

ძალიან კარგად წერ.
სინამდვილეში ეგრეა, ადამიანები (კაცები) იქამდე ვერ აფასებენ, იმ სიმწარის თუ დამცირების ჩაყლაპვას(ასე ვთქვათ მსხვერპლის თავდადებას)სანამ ხელიდან არ გამოეცლებათ, მერე კი...მერე კი, ხდება ის რომ ნახვის ჟონი არ ასვენბს და თუ დანაშაულს მიხვდა იქ მეტადა სინდისისქენჯნა და ბრძოლა,იმისთვის რომ აპატიონ, დაგვიანებული ბრძოლა რომ კიდევ ერთხელ მისთვის გაიპოს ბაგე და აენთოს თვალები, მხოლოდ მისთვის...
მომწონს ...♡♡
--------------------
მ.ზ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent