შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

23 დეკემბერს (სრულად)


20-10-2020, 23:59
ავტორი Bethebestversionofyourself
ნანახია 4 778

ჩემი ბავშვობა არც ისე დიდხანს გაგრძელდა, თუმცა მანამდე გატარებული ყოველი წამი ყოველთვის აჯობებს მის შემდეგ ათვლილ წამებს.ვიღაცამ ჩემი ყოველი 23 დეკემბერი გააფუჭა, ჩემს გონებაში გაჩნდა ფრაზა- „თუ მცენარე დაიბადა ნიშნავს მარცვალი მოკვდა.“



მზიანი დღეები მიყვარდა, აი ისეთი მინდორზე წამოწოლილს სული რო გეკვრებოდა მზის სითბოსგან და ყოველი ამოსუნთქვა, რომ გაღიმებდა და ეს გრძნობა დამეუფლა ბოლოს 22 დეკემბერს. პატარა ბიჭს, რომელსაც სიცოცხლე სულში ჰქონდა გამჯდარი უეცრად მოკვდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები ადრე გარდაიცვალა,როცა 5 წლის ვიყავი.ორივე ძალიან კარგად მახსოვს, მათი ხმა, თვალები, ღიმილი, მათი სურნელით დღემდე გაჟღენთილია სახლი. ყოველთვის როცა ოთხაის ბოლოს ზურგით ვიდექი წარმოვიდგენდი ხოლმე უკან მათ , მათ მოძრაოებს. ჩემი ამგვარი დამოკიდებულება მაფიქრებინებდა, რომ წარსულში გავიჭედე და ვფიქრობ ეს ცუდია, თუმცა იმაზე საშინელი რა უნდა იყოს ვიდე მათი დავიწყება. 23 დეკემბერი იყო დღე თბილი და მზიანი, როცა შევწყვიტე წარმოსახვა ჩემს გონებაში და მაშინ იფეთქა ჩემ სულში რაღაც ამოუცნობმა რომლიც მჭამდა ყოველდღე და საბოლოოდ მიმიყვანა ჩემთვის უცხო გარემოში, სადაც კარგი არაფერი იყო, იქედან თავის დაძვრენა კი ორმაგად რთული. ბავშვობაში პირველად გავააანალიზე , რომ იყო “დიდი“ ეს რთულია. მახოვს მეზობლის ბავშვები ერთად ვთამაშობდით არც დღე ვიცოდით და არც ღამე, ისე მალე გაირბენდა დილა თვალის დახამხამებასც ვერ ვასწრებდით .მოკლე დროში ჩვენს გუნდს შემოუერთდა ახალი წევრი მეზობლის ლეკვი სახელად ბობი სულ პატრა იყო ორი თვის, მაგრამ ცელქი და მოუსვენარი. როგორც მოულოდნელად შემოგვიერთდა ისე მოულოდნელად დაგვტოა.შემდეგი წლის23 დეკემრის დილა იყო ხმამ გამაღვიძა ეს ხმა კი კარგის ნიშანი ნამდვილად არ იყო. მახსოვს პატრონი როგორ უგულოდ ცივად ,შემაწუხებლად მოათრევდა ბობის მკვდარ სხეულს , ქალს სახეზე ეწერა რომ ბობიმ ზედმეტი საქმე დუმატა. ზიზღით მიგდო სახლის კუთხეში და თვითონ ნიჩბის მოსატანად წავიდა . ბავშვების სახეზე კი დიდი სევდა ,მწუხარება და ნაღველი იყო. მე გული ისე სწრაფად მიცემდა,ყურები დამეხშო და მხოლოდ ფეთქვის ხმა ჩამესმოდა ყურში. მაშინ რას ვიფიქრობდი არ ვიცი თითქოს წამი გაჩერდა მე დავკარგე ჩემი მეგობარი , იმ ქალს კი უბრალოდ საქმე მოემატა. გავიზარდე და ამას მხოლოდ ერთი ახსნა ვუპოვე, რომ ბევი აქვს გამოვლილი, ბევრი ტკივილი მე კი მაშინ პირველად დავკარგე ვიღაც , ნუთუ ამიტომ იყო ჩვენი გრძნობები განსხვავებული? , იდეაში ეს ახსნას არ საჭიროებს მაგრამ უკკვე გავიზარდე და მიზეზების ძებნას ვიწყებ აი ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომაა „დიდობა“ რთული. როგორ შეიძლება ტკვილმმა და დანაკრგმა იცოდეს დრო და გამოცდილება. შუადღე უკვე შედარებით ცივი გახდა. ჩაფიქრებული ვიჯექი ბუხართან მაგრამ ეს ფიქრი არ იყო არც დედაზე არც მამზე. მას შემდეგ 23 დეკემბერს აცივდა. მომავ წელს 23 დეკემბერი იყო დღე როცა გავააანალიზე თუ როგორ მეცვლებოდა დამოკიდებულებები . ადრე სოფელში ყოველ ზაფხულს მენაყინე კაცი დადიოდა , ასე ვეძახდით ბავშვები მენაყინე კაცი, სულ ვფიქრობდი როგორი დაღლილი იქნება , ფეხით დადის და ამ ნაყინით სავსე უაზრო ყუთს დაათრევს მთელი დღე, თან ბოხი ხმა ჰქონდა აი ისეთი ძილს რომ დაგიფრთხობს და შეშინებული გაახელ თვალებს, თუმცა ნაყინი მიყვარდა და სულმოუთქმელად ველოდებოდი მის ხმას. 23 დეკემბერიც დადგა და სიცივეში ნაყინს ვინღა ჭამს? ნაყინი ზაფხულშია კარგი მზე რომ სულს გითბობს. შარშან უკანასკნელად ვჭამე ნაყინი ხოლო იმ კაცის ხმა უსიამოვნებას იწვევდა ჩემში.





ბოლო 23 დეკემბერს სული გამეყინა.


ვის გაუგონია 22 დეკემბერს, მინდორში მზის სხივებით დატკბობა? ამ დროს ძალიან ციოდა , მაგრამ ჩემს გონებაში იყო მზე, მზე რომელიც შიგნიდან სულს მითბობდა. მე ყოველთვის წარმოვიდგენ მათ და არ შევწყვეტ ფიქრს. არ აქვს მნიშვნელობა გაიგოთ ზუსტად რა მოხდა 23 დეკემბერს, რადგან ეს 23 დეკემბერი ვიღაცისთვის 24 მაისია.



№1 სტუმარი სტუმარი Eva

Momewona :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent