როცა სიყვარული მარტივია.... (თავი 23)
მძიმე კვირა ელოდა წინ წყვილს, მორიგი გამოცდა, მორიგი სერიოზული ნაბიჯები,მორიგი იმედი, ბრძოლა და ვინ მოთვლის რამდენი კიდევ უნდა გამოეცადათ. ამჯერად აღარ იყო გიორგი ისე გათიშული ნათია 24 საათი თავთან დაეყენებინა, ამიტომ როცა ერთხელ გოგოს თავბრუ დაეხვა და ლამის პალატაშივე მოადინა ზღართანი, ბიჭმა ნახვის საათები დაუწესა და შეპასუხებაზე თითი დაუქნია. -ნათია, ვიცი, რომ შენი აზრით სასტუმროს გარეშე კიდევ ზოგავ ჩემთვის ფულს,მაგრამ გთხოვ, წადი დაისვენე და რომ წამოვდგები ყველაფერს მივხედავ, შენ თუ გადაგიყოლე ასეთი გამომჯობინება რად მინდა_გარფილდის თვალებით ახედა საცოლეს და ძლივს შეძლო ცალი ხელით სახეზე შეხებოდა. -ხვალ ხომ ოპერაციაა, სად უნდა წავიდე_კომფორტულად მოკალათდა დივანზე. -ესეიგი ომი გინდა გამომიცხადო?_წარბები აათამაშა უცებ ენერგიაზე მოსულმა გიორგიმ. -უკვე გამოგიცხადე საყვარელო_მედიდურად გამოხედა ოთახის კუთხიდან და დემონსტრაციულად გადაიდო ფეხი-ფეხზე ნათიამაც. -კარგი კარგიი_წამით ჩაფიქრდა ბიჭი და უკვე მარტივად მიწვდა გვერდით მოდებულ გამოძახილის ღილაკს. რამდენიმე წამში ექთანიც გამოჩნდა. -შეგიძლიათ ეს გოგონა გაიყვანოთ? იმდენს მელაპარაკება საოპერაციოდ ძალების მოკრებას არ მაცდის_მთელი რუსული ჩაახვია, თვალის ჩაკვრით გამოხედა ექთანს და წამში მიახვედრა რასაც გულისხმობდა. -გასაგებია,_გაეცინა ახალგაზრდა გოგოს, -ქალბატონო, თუ შეიძლება მარტო დატოვეთ პაციენტი რომ დაისვენოს. -თავხედო ვირო_მაინც გაბუტულმა გადმოხედა საქმროს, თუმცა ვერც სიცილი შეიკავა. -კარგად გამოძინებულზე იქნებ ახალი იდეები დაგებადოს, თორე სალანძღავი სიტყვების ნაკლებობას განიცდი უკვე_თვალებ დახუჭულმა ამოილაპარაკა ღიმილით გიორგიმ. -ღმერთო როგორ ვერ გიტან_უკვე გასასვლელად მზად მყოფმა ამოილაპარაკა ნათიამ. -მეც მიყვარხარ ძვირფასო_უკნიდან დაეწია კარში გასულს საყვარელი სიტყვები და ვერ მოითმინა. მაშინვე მიბრუნდა, ფრთხილად შემოხვია ხელები და ტუჩებს მისწვდა. -ტელეფონი გვერდით გიდევს, ნინია ყოველ წამს გელოდება, თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე და წესიერად დაისვენე, დილით ოპერაციამდე აქ ვარ, უზომოდ მიყვარხარ_კიდევ ერთხელ აკოცა ტუჩებზე და უკვე გადიოდა ბიჭს რომ მოუბრუნდა: -ხო სხვათაშორის, შენი მკურნალობა იმ კომპანიამ დააფინანსა, რომელიც პასუხისმგებელი იყო მშენებლობაზე, ამიტომ დიდად ვალებზე ფიქრით ნუ გადაიღლი ტვინს. -ნათია ეს უნდა მცოდნოდა_წარბები შეეკრა ბიჭს -შენ ხომ უნდა ისვენებდე და არაფერზე ნერვიულობდე_ენა გამოუყო და საბოლოოდ მიიმალა პალატის კარის უკან. არ იცოდა ეს ამბავი როგორ ეთქვა, გიორგის რეაქციაზე ფიქრს ერიდებოდა და არჩია წამოსვლის წინ უცაბედად ეთქვა. მარტივი არაა გაიაზრო, რომ კომპანიამ, რომელმაც ლამის მოგკლა ~, ახლა შენს გადარჩენას ცდილობს. იყვნენ კი ისინი დამნაშავეები? იქნებ თავად ააწყვეს ხარაჩოები არასწორად? იქნებ შეკვეთილი მასალები ჩამოუვიდათ დაბალ ფასიანი, ან თავად შეუკვეთეს ასეთი იაფად რომ გამომძვრალიყვნენ და დანახარჯის სხვაობა თავად დაეტოვებინათ? ფაქტია ამ საქმეში უამრავი იქნებ და ალბათ იყო და ასე მარტივად ვერ ჩაივლიდა. ახლა მთავარი ხვალინდელი ოპერაცია იყო, ნათიას ხათრით, ნინიასთვის და იმ პატარა წერტილისთვის დედის მუცელში რომ იზრდებოდა. აუცილებლად გააკეთებდა იმ ყველაფერს რასაც ექიმი მოითხოვდა. დილით ძალაუნებურად ნერვიულობდა, აქამდე ყველაფერს ისე უკეთებდნენ ვერ გრძნობდა, მხოლოდ ამჯერად იყო განსხვავება. ოპერაციამდე ერთი საათი იქნებოდა დარჩენილი ნათიამ პალატის კარი რომ შეაღო. -როგორ მოხდა უფროადრე რომარ მოხვედი_სიცილით გამოხედა გიორგიმ და საცოლის დამშვიდებული სახის დანახვაზე თავადაც გაიბადრა. -ნახვის საათები რვა საათიდანაა, ახლაც მთელი სცენები მოვაწყვე დაცვასთან_ხელი ჩაიქნია და ჩანთა დივანზე მიდო. -ნერვიულობ?_გაეღიმა ბიჭის აფორიაქებულ სახეზე. -ცოტა_ძლივს გაიღიმა მანაც. -ყოველთვის შენთან ვარ_ლოყაზე აკოცა ნათიამ და იქვე დაადო თავისი ლოყაც. -ვიცი საყვარელო_ფრთხილად მოხვია საღი ხელი და თვალები დახუჭა. საოცრად მონატრებოდა საყვარელი სურნელი. ვერც კი გაიგეს ერთმანეთში გართულებმა პალატის კარი როგორ გაიღო. -ხელი რომ არ შეგიშალეთ გვრიტებოო?_ნაცნობი ხმა გაისმა ოთახში და წამში წამოყო წყვილმა თავი. -ნინია_ახლა ნამდვილად მოადგა გიორგის ბედნიერების ცრემლი. -დამაგვირგვინებელ ოპერაციაზე ბიძიას გულშემატკივრები უნდა ვყოფილიყავით_გაღიმებულმა დახედა საწოლში მწოლიარე ძმას და ცრემლები რომ დაემალა კისერში ჩაურგო თავი. ვერაფრით ისვენებდა, ახსენდებოდა თითოეული წამი მათი მარტო ყოფნიდან და გული ეწვოდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ბიჭმა მისთვის ყველაფერი დათმო, არცერთ სამუშაოს მორიდებია, გადანახული თეთრებით ყოველთვის ახერხებდა ნინიასთვის საყვარელი და სასურველი საჭმელი ეყიდა. მან გამოზარდა და ახლა აქ იწვა, გაუნძრევლად და სიცოცხლისთვის ბრძოლას ცდილობდა. ნოსტალგიამ მაინც თავისი გაიტანა და ცრემლები ვეღარ დამალა. -ძალიან მიყვარხარ_ამოისრუტუნა და გასწორდა. -რა გატირებს ბოთე. -არ შეიმჩნიო, ამის ბრალია_მუცლისკენ გაიშვირა თითი. -ჩემ შვილს თავი დაანებე, აბრალებს აქ რაღაცეებს_ძლივს გამოჩნდა კარებში აქოშინებული ბაჩო. -შენც აქ ხარ ბიჭო?_ახლა ნამდვილად ფართოდ გაეღიმა გიორგის. -არამარტო_იგივეთი უპასუხა მანაც და უკან გამოჩენილ გიას გახედა. -გამარჯობათ ბავშვებო_სუსტად იღიმოდა კაცი. -მამიკოო_გახარებულმა შესძახა ნათიამ და კისერზე ჩამოეკიდა კაცს. გიორგი კი იწვა და საწოლიდან უყურებდა შეგროვილ ხალხს, ნამდვილად ვერ მიხვდა რითი დაიმსახურა ამდენად ბედნიერი რომ ყოფილიყო. უკვე დაახლოებით ხუთი საათი გასულიყო რაც გიორგი საოპერაციოში შეიყვანეს. ნერვიულად მიმოდიოდა ნათია მოსაცდელთან და თითებს იმტვრევდა. -რაღაც ხდება, ეს უკვე არანორმალური სიტუაციაა_როგორც იქნა შეჩერდა და ოჯახს გადმოხედა. -ყველაფერი კარგად იქნება_ხელები მოხვია უკნიდან გიამ. -არა მამა, შენ არ გესმის, ამდენი ხანი მაშინაც არ გაგრძელებულა ნეკნებზე რომ შეიყვანეს, რაღაც მოხდა_დარწმუნებას ცდილობდა ექიმი რომ გამოჩნდა. -როგორც იქნა_მაშინვე წამოდგა ნინიაც. -ხომ მშვიდობაა?_ყველა წინ გადაუდგა ექიმს. -ამდენი ხანი რატომ დაგვიანდა?_მაინც ვერ მოითმინა ნათიამ. -მოდი ასე გეტყვით, მთავარია ყველაფერი კარგად დასრულდა და ახლა უნდა ველოდოთ როდის გაიღვიძებს. -ეს რას ნიშნავს? -მან უკვე ზედიზედ ბევრი ოპერაცია გაიკეთა პატარა შუალედებით, ნარკოზი მარტივი არ არის, ბოლომდე ვერც გამოიცნეს რას უშვება ორგანიზმს, ეს კი მესთვის ერთ თვეში მე7 ოპერაცია იყო, ორგანიზმმა ისე ვერ გაუძლო როგორც ვიმედოვნებდით და ოპერაციის მსვლელობისას გული გაუჩერდა. -უკაცრავად?_თვალები ლამის გადმოუცვივდა ნათიას. -საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა, ოპერაციაც წარმატებით დასრულდა, ნერვის მდგომარეობა აღვადგინეთ, ახლა მხოლოდ ლოდინიღა დაგვრჩა. -თქვენ ხვდებით რას ამბობთ? ეს როგორ, რატომ არ გაგვაფრთხილეთ, ამ ოპერაციას არ გაიკეთებდა. -ქალბატონო ნათია, მან ყველაფერი იცოდა, ყველანაირი რისკ ფაქტორი ავუხსენით და თავად მოითხოვა გაეკეთებინა, საბუთებზე ხელის მოწერისთვის საათობით ვარჯიშობდა. -აი თურმე რითი იყო ჩემს არ ყოფნაში დაკავებული_თავზე შემოიწყო აღელვებულმა ხელები. -ანუ ახლა კარგადაა და აღარაფერი ემუქრება ხომ?_გადაამოწმა აკანკალებული ხმით ნინიამ. -დიახ, გაიღვიძებს და პალატაში დააბრუნებენ_თავი დაუკრა ხალხს და ლიფტში მიიმალა. -თუ ვინმე ამიხსნის რა მოხდა დამავალებთ_ჩუმად დაილაპარაკა გიამ. როგორც ჩანდა დიდად არც ის მეგობრობდა ინგლისურთან. რამდენიმე საათი კიდევ მოუწიათ მოცდა და როგორც იქნა ექთანიც გამოჩნდა. ხელით ანიშნა პალატისკენ და მაშინვე გაყვნენ უკან. ფერწასული იწვა ბიჭი ლოგინზე და თვალები ისევ დახუჭული ქონდა. -გიორგი_მაშინვე მიუახლოვდნენ გოგონები და ნათია იქვე დაუჯდა გვერდით. -კარგად ვარ_ჩუმად ამოილაპარაკა ბიჭმა. -შეგვაშინე_სახეზე მოეფერა საქმროს. -მაპატიე_მკრთალად გაიღიმა ბიჭმა. -ხომ კარგად ხარ შვილო?_გიაც მიუახლოვდა და ზემოდანდახედა სასიძოს. -მადლობა, ახლა უკეთ, ყველა განერვიულეთ. -მთავარია შენ კარგად იყავი._გაუღიმა კაცმა და პალატის გაღებულ კარს გახედა. -კეთილიიყოს შენი მობრუნება. -მადლობა_მეტის თქმის თავი ნამდვილად აღარ ქონდა. -ცოტა გაგვაწვალე, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩიარა, ოპერაციაც წარმატებულად ითვლება, ნერვი აღდგენილია. -კითხე.. სახლში.._საოცრად ითრევდა ძილი -აინტერესებს, სახლში დაბრუნებას როდის შეძლებს? როდის გაწერთ? -3-4 დღე დავაკვირდები, ნაკერებს შევუმოწმებ და სავარაუდოდ თქვენს მშობლიურ საავადმყოფოს გადაგცემთ ისევ, წინ რეაბილიტაციის მძიმე და საკმაოდ გრძელი გზა გელოდებათ_თავი დაუკრა კაცმა და ოთახი დატოვა. -სამაგიეროდ ახლა სახლში დავბრუნდებით, იქ კი მე ვიცი როგორც მოგხედავ_სიყვარულით სავსემ დახედა უკვე ჩაძინებულ ბიჭს და პირველად ამოისუნთქა შვებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.