როცა სიყვარული მარტივია.... (თავი 4)
-სულ გააფრინე? ეს ხომ სამსახურია და არა სათამაშო მოედანი? რა საქმროობა აგიტყდა?_ ჩუმად დაიწყო ჩხუბი მოხითხითე მე-12 კლასელებს რომ არ გაეგონათ. -ოჰ, დიდი ბოდიში, ჩემი სამსახური რადგან შენი სახლია მიტომ გაქვს ბევრის უფლება?_წარბები აწკიბა ბიჭმა და წამში გააჩუმა ნათია. -რაღაც პრივილეგია მაინცაა_სიამაყით ასწია თავი მაინც -არა რა,შენ რა გეშველება მე არ ვიცი, ნახვამდის გოგოებო_ხელი დაუქნია უკან მდგომებს. -მოიცა, მიდიხარ?_უცებ ვერ მიხვდა რა ხდებოდა. -აბა დავრჩე?_გაეღიმა გიორგის. -ა, უი არა, კარგი დროებით_მაშინვე შემობრუნდა დაბნეული ნათია, თუმცა მეორე სართულზე ასვლისას მაინც მოეკრა თვალი როგორ შევიდა ბიჭი მოპირდაპირე მარკეტში. -აქ ჩემი საქმროა, იქ მისი შეყვარებული_ჩუმად ჩაიდუდღუნა და ზარს მორიგ გაკვეთილზე შეყვა ავტომატურად. ჩვეულებრივზე უხასიათოდ დატოვა სკოლა და გასეირნება გადაწყვიტა, ცენტრისკენ მიმავალი ტრანსპორტი მალე მოვიდა და ისიც წამში მოკალათდა ფანჯარასთან. რიონის პირას გაკეთებული ახალი პარკი აინტერესებდა და სწორედ იქ გააჩერებინა მძღოლს. იქაურობა იმაზე ლამაზი დახვდა ვიდრე წარმოედგინა. თავისუფლად მოკალათდა ერთ-ერთ სკამზე და რვეული ამოიღო. სულ სულ პატარა საიდუმლო ჰქონდა, ნოველებს წერდა. რის შესახებაც არავინ იცოდა. რამდენიმე გვერდი მიამატა ისტორიას და საათზე რომ დაიხედა მაშინვე წამოდგა, მალე უნდოდა სახლში მისულიყო. -გამარჯობათ_ღიმილით მიესალმა კარებში მომავალ თომას, -მარტო ხართ? უცებ შეათვალიერა კაცის უკან ცარიელი ოთახი. -კი შვილო, ბიჭები უკვე წავიდნენ, გიორგი შუადღეს გავუშვი, თითი გაუსივდა, როგორც ჩანს მაინც შეეჭრა რამე და საავადმყოფოში გავაგზავნე. -ხოო, საავადმყოფოში კი, კარგი გიქნიათ_კაცის გაკვირვებულ სახეზე მაშინვე შეცვალა ნათქვამი.-კარგად იყავით ხელი დაუქნია კარში გამავალ კაცს. -საავადმყოფოში გაუშვიათ თურმე ბიჭი და ის დაგულაობს, იდიოტი, თუ ანახა მაინც ჭრილობა ექიმს? თუმცა რას დავეძებ შეეჭრას რამე კარგია, საერთოდ მოაჭრიან იმ თითს და რომ ვეღარ იმუშავებს უფრო იოლად მიაკითხავს სატრფოს. საქმრო, ჰმ, დამპალი, არაადამიანი_მთელ ხმაზე ბუზღუნებდა ნათია და გამწარებული ქაჩავდა უდანაშაულო პერანგს რომ გაეხადა. -იდიოტი და ხეპრე დაგავიწყდა_ნაცნობი ხმა მოესმა კარებიდან -ღმერთო, ოღონდ ახლა სასწაული მოახდინე და ძირს ჩამიტანე_თვალებ დახუჭული მიბრუნდა ბიჭისკენ. -სულ გახდილი რატო მხვდები_მძიმედ ამოიხვნეშა ბიჭმა და ახლა დახედა ნათიამაც ბიუსჰალტერით რომ იდგა და წამში აიფარა ხელები. -მერე ნუ მიყურებ. -აბა თვალები გავანათხოვრო? თანაც მშვენიერი მკერდი გქონია, ისე ფილმებში გამიგონია ხოლმე, ასე ვითომ წმინდანებში უფრო მადისამღძვრელი რაღაცეები იმალებაო_წარბები აუთამაშა უქვე ყურებიდან ორთქლის გამოსაშვებად გამზადებულ გოგოს. -უზრდელო, გარეწარო_ლოგინზე დადებული პერანგი სახეში ესროლა მოხითხითე ბიჭს და ისიც შემოსასვლელისკენ გაიქცა. -ბედი შენი მაგვიანდება, თორემ გასწავლიდი რაღაცეებს_თვალი ჩაუკრა აწითლებულ გოგოს და ერთ-ერთ ხელსაწყოს დასტაცა ხელი. -რატომ მობრუნდი? ან სად გეჩქარება?_უკან გაეკიდა მაისურის ჩაცმით. -პრეფერატორი დამრჩა, მეორე სახლში დამჭირდება სამუშაოდ_თვალი ჩუკრა უკან მობრუნებულს. -ნატკენი თითით ორ ადგილას მუშაობ? -რა უნდა ვქნა? როცა წინ ქორფწილი ბევრი საქმე და ხარჯი გიგროვდება, ხვალამდე_თვალი ჩაუკრა გაშეშებულ გოგოს და კარიც მიიხურა. სწრაფად ჩაირბინა კიბეები და ახალი უფროსის მანქანაში ჩაჯდა. ისე აწუხებდა თითი მუშაობისას, მაგრამ არც მიუქცევია ყურადღება და ვერც მიაქცევდა, ეს სამუშაოც ჭირდებოდა და თუ გამოჩნდებოდა მესამესაც დაიწყებდა, ოღონდ ყველაფერი ისე გამოსულიყო როგორც უნდოდა. მისი და ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებდა და სწორედ ისეთ ქორწილს გაუკეთებდა როგორსაც იმსახურებდა. სახლიდან დაღლილი გამოვიდა, ხელებს და ფეხებს ძლივს იმორჩილებდა. ისე გვიანი იყო ტრანსპორტი მისი სახლისკენ აღარ იქნებოდა, ამიტომ ფეხით უნდა წასულიყო. ღამის პირველი იქნებოდა ბინის კარი რომ შეაღო. ნინიას იქვე ჩაძინებოდა შემოსასვლელში დივანზე, ღიმილით გადაუსვა ძმამ ხელი და შეფხიზლების გარეშე აიხუტა, ნაზად მიაწვინა ლოგინზე და შუბლზე კოცნით უსურვა ღამე მშვიდობის. ტანზე გადაივლო და მაშინვე დივანზე დავარდა დასაძინებლად. ნათიას გამწარებული სახე წამოუტივტივდა რატომღაც და სიცილში ჩაეძინა. დილით ჩვეულებრივ თომამ გამოუარა მანქანით, ეს მათი სამუშაო მანქანა იყო და ოთხივემ ერთად იყიდეს, თომამ, თვითონ, ლევანი და ბაჩო ბინის მშენებლობაზე გაიცნო და მას შემდეგ ყოველთვის მფარველივით ედგა გვერდით, იმ მამის მაგივრობას უწევდა რომელიც დიდი ხანია აღარ ყავდა. -რა ქენი გუშინ?_პირველად უწევდა გიორგის მარტო ცალკე მუშაობა. -დიდი არაფერი, წყალი აქვთ ზემოდან ჩამოსული, სამი დღე დამჭირდება რადგან მარტო ღამით ვმუშაობ. -მაშინ მანქანით ეს დღეები შენ იარე, ცოდვა ხარ ფეხით_გასაღები უკან მდგომს ესროლა და ბინის კარებიც შეაღეს. იქვე მოუწია ოთხივეს გაშეშება რადგან, რაც წინ დახვდათ ნამდვილად საშიში იყო. -ნათია შვილო მშვიდობაა? -კი თომა ბიძია_ნახევრად არც ისმოდა მისი წასული ხმა, -აივანზე ჩამძინებია და გავცივდი_იმხელა ხმაზე დააცემინა არამარტო ჩაი გადმოეღვარა ხელში დაკავებული ჭიქიდან, დარწმუნებით იტყოდით სახურავიდანაც აფრინდნენ მტრედებიო. -დედას დაურეკე? -არ გაბედოთ_მაშინვე გაუმკაცრდა ხმა, -მაშინვე სოფელში წამათრევს და სკოლაშიც არ გამიშვებს, არაფერი უთხრათ რა_სიმკაცრიდან მაშინვე მუდარაზე გადავიდა. -კარგი შვილო, შენ უფრო იცი_ხელები ასწია კაცმა. -სწრაფად წადი საწოლში დათუნიებს შეცივდათ_პიჟამოზე გამოხატულ ფიგურებზე მიუთითა გიორგიმ და გოგოს აპუწულ თმას მხოლოდ თითი მიადო -ვააა, ასე ბუნებრივადაც კეთდებაა ასეე._თვალი ჩაუკრა სახეალეწილ ნათიას და ოთახს დაუბრუნდა. რატომღაც გიჟდებოდა ამ გოგოს წვალებაზე. სამწუხაროდ აღარ გაუგონია როგორ დაიქადნა ზურგს უკან ნათია მაცადე, მე შენ გიჩვენებ სეირსო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.