შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელი ანგელოზები. (8)


23-10-2020, 22:54
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 012

როუსი:
სუსანი...როგორი იდეალური გოგონა იყო,შორიდან ვუყურებდი და მისი მგონი მშურდა.
არ ჰქონდა დარდი და სევდა,არ ანაღვლებდა სხვისი აზრი,ხელოვნების ნიმუში შეექმნა მთლიან ტანზე და გაკვირვებულს ტოვებდა ყველას ვისაც კი გვერდს აუვლიდა!
მათ მისი თავისუფლების შურდათ ,რადგან მას არ აინტერესებდა ხალხის მოსაზრება საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე,ის არ იყო პუბლიკის აზრის მონა !
ის არ აძლევდა მათ უფლებას რომ ის ჩარჩოში მოექციათ.
მათ კი ამის შურდათ და მასზე ჩურჩულებდნენ,ცუდ რაღაცებს იძახდნენ,ის კი ვითომც არაფერი ისევ ცისკენ იყურებოდა...მშვენიერი გოგონა "იყო" სუსანი

მას სევდა საერთოდ არ აწუხებდა.

-გეყოფა,დიდხანს უნდა იყო მანდ ჩაკეტილი?
კარზე კაკუნს მალევე მოჰყვა ჩარლსის ბოხი ხმა,რომელშიც თან სიმკაცრე და თანაც მხარდაჭერა ჩანდა.
უკვე ერთი საათია მგონი რაც სააბაზანოში ვარ და არ გამოვდივარ,რადგან ჩემმი მესამე მკვლელობა ჩავიდინე დღეს და სასოწარკვეთილი პირდაპირ აქ შემოვარდი!
ისე მივაწყდი წყალს და ისე ვიბანე სხეული თითქოს ამით ჩემს ჩადენილ ცოდვას ჩამოვირეცხავდი.
აი ახლა კი ჯაკუზში ვწევარ,თავზე პირსახოცი მაქვს მოხვეული ტანზე კი ხალათი მაცვია,გიჟს ვგავარ და მაინც არ მავიწყდება ვუყურო ამ მოსაწყენ ჭერს!
ასე დიდიხანია ვწევარ და ბოლოს ჩარლსმა დაარღვია ეს გამეფებული სიჩუმე.
-ჰეი! შენ გელაპარაკები,გამოდი მაქედან ხალხს რაღაც მოთხოვნილებები გვაწუხებს!
უკვე წუწუნი გაურია ,რამაც ცოტა გამაცინა.
ის ჩემს გამხნევებას ცდილობდა,რა თქმა უნდა შენიღბულად.
-ჩარლს გჯერა რომ სამოთხეც არსებობს?
ვიცოდი რომ ამ წამს სრულიად უადგილო კითხვა დავსვი და ამით ძლიერ დავაბნიე,მაგრამ ინტერესი მკლავდა.
არსებობს?
ცოტახანს ჩუმად იყო,არაფერი არ მიპასუხა ,შემდეგ კი სააბოლოდ ხმა ამოიღო.
-იცი,მეც მიფიქრია ამაზე,მაგრამ მგონი ამას ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ.
ხომ ხვდები,ჩვენაირები სიკვდილის შემდეგ სულ სხვა ადგილას მიდიან.
მისმა სიტყვებმა დამაფიქრა.
რა თქმა უნდა ეს ადგილი კი ფრედერიკის გვერდითაა,მის გვერდით ყოფნას კიდე ჯოჯოხეთი მერჩივნა.
-ფრედერიკია ჯოჯოხეთი?
დაბნეულმა და დაინტერესებულმა ვიკითხე,რაზეც მისი ჩაცინება მომესმა შემდეგ კი პასუხი.
-არა,ის სადღაც შუაშია გაჭედილი,არც სამოთხეა და არც ჯოჯოხეთი.
ნუ თავისთავად ასეა,მაგრამ მაინც სიკვდილი მერჩივნა პირდაპირ!
ყველანაირი ჯოჯოხეთისა და სამოთხის გარეშე,როდესაც უბრალოდ ქრები.
-კარგი,გაიმარჯვე გამოვალ.
ბოლოს ის პასუხი მივეცი რაც სჭირდებოდა და ფეხზე წამოვდექი,შემდეგ მომღიმარმა გავაღე კარი და თვალები რომ გაადატრიალა ჩემს დანახვაზე სასწრაფოთ ვუთხარი,ისე რომ მასში გააღიზიანება არ გამომეწვია.
-მადლობა გამხნევებისთვის.
ეს ორი სიტყვა იყო ჩხუბი რომ დაიწყო ისევ!
ვინ გახდა მოკლედ,მომაბეზრებელი ბუზღუნა ბებერი!
მეტი არაფერი!
-გეყოფა,მე არ გამიმხნევებიხარ და ნუ გეგონება ჩემს გვერდით ემოციურ მხარდაჭერას ხშირად ნახავ!
ფრედერიკმა გასაგებათ თქვა რომ არავის არ უნდა ჰქონოდა შენთან ურთიერთობა.
-ხო ,ხო კარგი!
ვიცი ,დამშვიდი მოხუცო.
-ჰაჰ,ვინაა მოხუცი?
-ჩარლს გლიფორდი.
-ეგ ვინ_აჰა,ანუ უკვე ცინიკურ ხუმრობაზე გადავედით?!
-გეყოფათ ხალხო,მალე შეეთრიე ჩარლს მაგ აბაზანაში ,აქ რიგია ამისი დედაც!
ყველაფერი არეული იყო ,არაფერი არ იყო ნორმაში,ჩვენ შეშლილებს ვგავდით.
ხო ,ნამდვილ შეშლილებს!
ისინი კი შეშინებულები იყვნენ,ყველა იმას გაიძახდა რომ ქალაქში სერიული მკვლელი იყო ,შიშით გარეთ აღარ უშვებდნენ ქალიშვილებს და ბავშვებს.
“როუსი ,ეს შურისმაძიებელი როუსია,რაც მოკლეს იმის შემდეგ გადაწყვიტა აქ მცხოვრებ მოსახლეობაზე შური იძიოს!"

“როუსი ულამაზესი გოგო იყო ,ყველასთვის სიკეთე უნდოდა,მაგრამ სასტიკად მოკლეს!
ის ახლა ბოროტი აჩრდილია,რომელიც ამ ქალაქის ქუჩებში დაეხეტება და მსხვერპლს ეძებს!

"წინა გაზაფხულს სასტიკათ მოუკლავთ,პირდაპირ გულში ჩაარტყეს დანა,იცით მკვდარი კი უმშვენიერესი იყო "

"მე კი გავიგე რომ საფლავში აღარ დახვდათ! "

"ჰაჰ ხუმრობ?! ის სიკვდილი გახდა,რა უნდა საფლავში?"

"სიკვდილი?"

"ხო თვით სიკვდილი."

"ნუ ღელავთ ხალხო ,მონადირეები უკვე ეძებენ."

"ალდენი შეშლილია,თუ თქვა რომ იპოვის ანუ იპოვის!”

"ჯანდაბა ,სიკვდილიც კი თუ ასეთი ლამაზია ,მგონი ბევრი მისთვის სიცოცხლეზე დაუფიქრებლად იტყოდა უარს."

"სისულელებს ნუ იძახი ,თორემ ის შენთანაც მოვა."

"როუსი"

ყოველ კუთხეში გაიგებდით ხალხის
საუბარს ჩემს შესახებ!
მკვლელი როუსი,აჩრდილი როუსი,სიკვდილი,შურისმაძიებელი და მრავალი სხვა!
ისინი ლაპარაკობდნენ გაუჩერებლად და ერთმანეთის შეხედულებების ქვეშ ადვილად ექცეოდნენ ,მანიპულირებდნენ არასწორი ინფორმაცით სხვაზე და მათაც აჯერებდნენ ამ სისულელებს,არადა ამ დროს არავინ არ იცოდა სინამდვილეში რა მოუვიდა როუსს,რა მომივიდა მე.
ჩემმი მეოთხე მსხვერპლი  ყველასთვის საყვარელი თეატრის მსახიობი ჯეფ ჯონსონი იყო,თინეიჯერების საყვარელი დამწყები მსახიობი,მის გამო ვიცოდი ბევრი გოგო თვალებს დაითხრიდა ტირილით,სასოწარკვეთას და სევდას მიეცემოდნენ ,მაგრამ მე ვერ შევძლებდი გაჩერებას,ვისი სახელიც ეწერა ყველა უნდა მომეკლა.
საღამო იყო და ბიჭი დადგმული სპექტაკლის პრაქტიკიდან ბრუნდებოდა ,მე კი ვიცოდი ვინ იყო ის და რას წარმოადგენდა,ვიცოდი მისი პირადი ინფორმაცია.
როგორიცა სისხლის ჯგუფი,წონა,სიმაღლე,ასაკი,
ორიენტაცია,ოცნება თუ შიში !
ფაქტობრივად ვიცნობდი ყოველ მსხვერპლს სანამ მოვკლავდი,რაც მეტად რთულს ხდიდა მის მოკვლას,რადგან მოკლა ის ვისაც იცნობ და ამდენიხნის მანძილზე აკვირდები ძაალიან რთულია!
ალბათ ამას განიცდიდა ანდრეიც სანამ მომკლავდა.
ახლა მეტად მესმის მისი და დიდი სურვილი მაქვს რომ ერთ დღეს შევხვდე მას და ვუთხრა,მე ვაპატიე ჩადენილი საქციელი...ხო ვაპატიე!
რა ადვილია ამის თქმა ,მაგრამ რა რთულია გააცნობიერო რომ ადამიანს შენი მოკვლა აპატიე,ეს რაღაც მხრივ სასაცილოც კია,მაგრამ მე იმდენი რაღაც ვნახე ბოლო დროს,უკვე ვხვდები რამდენარ თავდაყირაა ჩვენი სამყაროს ნება მოწყობილი ყოველი ჩვენგანისთვის!
ჩვენ ვცხოვრობთ ყოველდღე და ჩვეულებრივად ვხვდებით ყოველ დილას ,მაგრამ ისიც არ ვიცით რომ შესაძლებელია ხვალინდელი დღე არ გაგვითენდეს და შემდეგ დღეს მოვკვდეთ!
ხო ,აი ასეთია სასტიკია ცხოვრება...სწორედ ამ ნებაზე ვსაუბრობ.
-გეყოფა ასე ნუ უყურებ,დროა წავიდეთ,ცოტახანში გათენდება.
საწყალი თვალებით მიყურებდა ჯეი ,მე კი მოკლულ სხეულს ვერ ვშორდებოდი და ზემოდან დავყურებდი.
-იქნებ სადმე დავაწვინოთ ,ასე არ მინდა მისი დატოვება.
მოწყენილმა ვთქვი სევდით სავსე თვალებით და სიცარიელით ამოვსებული გულით.
-გეყოფა როუს ,ის მაინც მკვდარია.
უკვე შეძრწუნებულმა მითხრა ჯეიმ,რადგან ვატყობდი ჩემზე ნერვიულობას იწყებდა.
ჩემმი ფსიქიკა დღითი დღე ირყეოდა,მე კი უარესისაკენ ვიცვლებოდი.
-ის არაა მკვდარი,უბრალოდ მისი გული გაჩერდა.
მშვიდად უემოციოდ ვთქვი და ცივი მზერით მივუბრუნდი ჯეის.
-ეს მეც მიგრძვნია და ვიცი.
ეს რომ ვუთხარი რატომღაც ანერვიულება შევატყე.
-ეს ყველა ჩვენგანმა გამოვცადეთ ერთ დროს.
მე ამაზე თავი ჩავხარე და ვეცადე სიტყვები მომეძებნა,ჩვენი მძიმე ბედის გაასამართლებლად.
ჯეის თვალები კი რატომღაც მეტად ივსებოდა ამოუცნობი ბნელი ემოციებით,მაგრამ ამაზე ყურადღება აღარ გავამახვილე და დავნებდი.
-კარგი,რაც არის არის,წავიდეთ.
ჩახვნეშით ვთქვი და მკვდარ სხეულს ზურგი ვაქციე.
ხვალ ხალხი ახალ მსხვერპლზე ალაპარაკდება.

სახლში უსულოდ ვეგდე და არ მეძინებოდა.
ჯერ კიდევ ღამე იყო და მზე არც აპირებდა ჯერ ამოსვლას!
ყველა ჩუმათ ვიყავით,ჩარლსი წიგნს კითხულობდა ,ჯეი ფანჯრიდან დადუმებული იყურებოდა და მკვდარ მიძინებულ ქალაქს უყურებდა,ლუი რაღაცას წერდა ფურცლებზე ,კები კი ისევ ჭამდა რა თქმა უნდა.
-სადამდე ვიყოთ ასე?
გარეთ მინდა გასვლა!
მოწყენილმა ვთქვი და ყველას სათითაოდ გავხედე,რაზეც მხოლოდ ჩარლსის პასუხი მოვისმინე.
-ფრედერიკი გაბრაზდება რომ გაიგოს.
უემოციოთ ჩაილაპარაკა დაზეპირებული წინადადება და იგივე გააგრძელა რასაც აკეთებდა.
-ფრედერიკი იმას იზავს,ფრედერიკი ამას იზავს.
არ დაიღალეთ ამით?!
მე მაგალითად ძაალინ!
ფრედერიკს ყოველდღე ახალ-ახალი მოკლული სული ხვდება და უწევს მათი სული შეისყიდოს,ეს ბიზნესივითა მისთვის ,რაღაც სამუშაოა და ნამდვილად არ სცალია იმის კონტროლისთვის თუ მე სად გავალ და სად არა!
გაღიზიანებული წამოვხტი საწოლიდან და ორ წამში მივაყარე სათქმელი.
-ბრძანება ბრძანება.
ფრედერიკმა რაც მოითხოვა უნდა გავაკეთოთ,მან იცის რას აკეთებ და როდის მიდიხარ მის წინაღმდეგ,არასაჭიროების შემთხვევაში კარს გასცდები თუ არა მიხვდება,მოვა და ყველას ამოგვხოცავს.
შენ კი გული მიგრძნობს სამუდამო პატიმრობა მოგიწევს მის პატარა ოთახში,ზღაპრის დასასრული,აი ასე დასრულდება ჩვენი ტანჯული არსებობა...ეს გინდა როუს?
წიგნიდან არც ამოუყვია თავი ისე მითხრა მშვიდად და გამართულად მწარე რეალობა ,რომელიც მოსალოდნელი იყო ფრედერიკისგან.
- ჩარლს ზედმეტად კრიტიკულად აფასებ სიტუაციას!
მე უბრალოდ ვიფიქრე დავლევდით ან რამე,განტვირთვა ყველას გვჭირდება !
ორი კვირაა აქ ვართ და მხოლოდ ვაკვირდებით და ვკლავთ,ეს დიდ სტრესთანა დააკავშირებული!
მე დალევა მინდა,მორჩა.
მობეზრებულმა ვთქვი და თვალები გაადავატრიალე.
აღარ მაინტერესებდა რას იზავდნენ ისინი ,მე კი ჩემსას გავაკეთებდი.
-შენ იცი, ჩაკეტილი კარიდან ფრთხილად გადი რომ არვინ არ გააღვიძო.
ეს იდიოტი და თავისი ცინიკოსობა!
-გეყოფა ჩარლს,დამნებდი და კარი გამიღე!
ბუზღუნით ვუთხარი და შუბლ შეკრულმა გავუყარე თვალი თვალში.
-აი იწყება წარმოდგენა.
ფეხი ფეხზე გადაიდო მონღიმარმა ჯეიმ.
-მოდი და აიღე ძვირფასო.
ღიმილით გამომწვევად ჩაიჩურჩულა ჩარლსმა,ხოდა სწორედ ეს იყო ბოლო წვეთი ჰარში რომ ავხტი და მის სხეულს რომ შევახტი!
შემდეგ ეს დაუსრულებელი ჭიდაობა და იმ გასაღების ძებნა ,რაც მოგვიანებით აღმოჩნდა რომ მას არც ჰქონდა!
-ამისი დედაც მორჩით კინკლაობას,აქ ყველა მოვკვდით ერთ დროს და ფრედერიკმა გაადაგვარჩინა!
ის არა მკვლელი ჯალათი!
ასე რომ უბრალოდ აიღე ეს ჯანდაბა გასაღები ,სასმელი იყიდე და უკან დაბრუნდი!
კარში მობეზრებული სახით იდგა ლუი და ხელში გასაღები ეჭირა ,რომლითაც მალევე გამიღო კარი და ნება მომცა ოთახი დამეტოვა.
-კარგი ლუი თუ მას რამე მოუვა ან თუ ფრედერიკი გაიგებს ამის შესახებ პასუხი შენ აგე!
მალევე გავიგე გაღიზიანებული ჩარლსის გამოძახილი ,რაზეც მეც არ დავრჩი ვალში.
-ნუ ღელავ ,ყველაფერს მე მივხედავ! ვთქვი და კმაყოფილმა მოვიცვი პიჯაკი,შემდეგ კი კარებში დავდექი იმის მოლოდინში თუ ვინმე აწევდა ტრ*კს და გამომყვებოდა,მაგრამ დიდიხნის ყურების შემდეგ მივხვდი რომ ამას არცერთი არ აპირებდა.
-არ გამომყვებით არავინ?
თუ გოგოს სულ მარტო გამიშვებთ შუა ღამით გარეთ?
გაღიზიანებულმა ვიკითხე,რაზეც უინტერესო მზერები მტყორცნეს.
-ამ გოგონას სული უძლიერეს სიკვდილის დემონს ეკუთნის ასე რომ მე არაფერზე არ ვნერვიულობ საერთოდ,ბიჭებო თქვენ?
ისეთი სერიოზულად წარმოთქვა ეს სიტყვა ჩარლსმა,ნერვებ აშლილი ვუყურებდი და რამის გამეწეწა!
-არც მე,თვითონ მოინდომა გასვლა და თავის დაცვაზეც თვითონ უნდა იფიქროს.
ლუიმ ასევე უდარდელად უპასუხა ჩარლის ცინიკურ კითხვას, რომელიც ჩემმი დამცირებისთვის იყო გამიზნული.
-მე ვერაფერს ვიტყვი,შუა ღამეც კი არაა,უკვე თენდება !
სულელური ღიმილით წამოიძახა ჯეიმ ,რაზეც თვალები გაადავატრიალე და დავნებდი.
-ყოჩაღთ ჯელტმენებო,ნამდვილი ნეხვის გროვები ხართ!
მარტო წავალ.
გაღიზიანებულმა ვთქვი ბოლოს და გაბრაზებულმა მოვიჯახუნე უკან კარი!

ცივი სიო ქროდა ქუჩაში,გარშემო კი ფერადი ხის ფოთლები ცვიოდა,პიჯაკი ისე მქონდა შეკრული რომ სახე საერთოდ არ მიჩანდა და შიგნით ჩამალული ვადევნებდი ყველაფერს თვალს.
ვაპირებდი ასევე შენიღბულს მეყიდა ის რისთვისაც გამოვედი და ეს სინამდვილეში არაა მხოლოდ სასმელი!
მე უბრალოდ მოვიტყუე რათა ამის შესახებ ბიჭებს არ გაეგოთ ,არც ისეთი სულელი ვარ რომ ამხელა რისკზე სასმლის გამო წამოვსულიყავი.
მე აქ ანტიდეპრესამტებისთვის გამოვედი,რადგან დიდიხანია მტანჯავს ნეგატიური აზრები ,რომლებიც თითქოს ჩემს გადასანსვლას ცდილობენ,მაგრამ ჩემმი მკვლელობების შემდეგ ეს ყოვლივე გაძლიერდა.
საშინელ დეპრესიაში ვარ და მათგან ამას ვერავინ ვერ ამჩნევს ჯერჯერობით!
მე კი ხანდახან ღამით მეღვიძება სულ ოფლში ვცურავ და მინდება ყველა მოვკლა შემდეგ კი სახლს ცეცხლი წავუკიდო,მინდა ცოცხლად დავიწვა ,იქამდე სანამ ფერფლად არ ვიქცევი.
ეს ყოველივე ბევრჯერ დავაიგნორე,მაგრამ ვერ გავექეცი!
მტანჯავს ეს ბნელი და ამაზრზენი აზრები,მეტის გაძლება აღარ შემიძლია და ამ გადაწყვეტილებამდე მივედი.
შეუმჩნევლად ვიყიდი წამალს ისე რომ ვერავინ ვერ მიცნოს და შემდეგ სასმლით ხელში ავალ სახლში რომ ბიჭები ვერ მიხვდნენ ამას.
ისედაც საცოდავი ვარ მათ თვალში,მეტად აღარ მინდა ვინმეს შევეცოდო,აღარ მინდა !
მივდივარ და ამ ყოველივეზე ვფიქრობ და თანაც რატომღაც ზედმეტად არაკომფორტულად და დაძაბულად ვგრძნობ თავს!
სულ უკან ვიყურები ყოველ წამს და მგონია რომ ვიღაც მომყვება,რა თქმა უნდა ამაზე ვფიქრობ და მეშინია კიდეც,რადგან უკვე ამდენმა იცი ჩემს შესახებ და ყველას ჩემმი განადგურება უნდა.
ჩემმი ოჯახის სირცხვილი ვარ და მგონი ამიტომ უფრო მინდა ჩემმი დავალება შევასრულო და ახალი ფურცლიდან დავიწყო ყველაფერი,სიცოცხლეც და ცხოვრებაც,მაგრამ უფრო მეტად იმაზე ვფიქრობ რომ ყველას დაავიწყდება ეს ყველაფერი და ჩემმს ოჯახს ჩემს გამო აღარ შერცხვება...ჯანდაბა,ასეც ვიცოდი !
მალევე გავაცნობიერე რომ ჩემს წინ ჩემმი ჩრდილის გარდა სხვა ჩრდილიც იყო,ზუსტად ჩემს უკან და თან საკმაოდ ახლოს...ვიღაც მომყვება,რა გავაკეთო?!
გავიქცე თუ შევეწინაღმდეგო?
ჯანდაბა,ჯანდაბა...ისევ ჩემმი მკვლელობის ღამე ამომიტივტივდა გონებაში,ყველაფერი ისევ ისე იყო როგორც მაშინ!
სასოწარკვეთამ მომიცვა და უეცრად ისევ იმ ცოცხალ გოგოდ ვიგრძენი თავი ვინც ვიყავი,უკან კი ის წარმოვიდგინე ვინც ამდენი შესაძლებლობები წამართვა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა... ანდრეი?
არა ეს ფრედერიკი იყო,ამაში ისაა დამნაშავე!
ვერ გავიქცეოდი,რადგან ეს ვიღაც აშკარად იმიტომ მომყვება რომ იცის ვინ ვარ!
მონადირეა?
სახლიდან არც ისეთი შორს ვარ,იქნებ გავასწრო?!
ამისი დედაც,გარისკვად ღირს!
უეცრაად პირდაპირ შევტრიალდი და რაც ძალა და ღონე მქონდა გავიქეცი!
გავიქეცი ,მაგრამ სად იყო ის ვინც უკან მედგა?!
გაქრა?!
ზუსტად ვიცი რომ სწორად გავთვალე,ის ჩემს უკან იყო!
საკმაოდ დიდი მანძილი გავირბინე და უკვე დაბნეულმა დავიწყე უკან ყურება თუ სად გაქრა,ამავდროულად კი სირბილსაც მოვუკელი,მანამ უკან ყურებით რაღაცას მთელი ძალით არ შევასკდი და ძირს მტკივნეულად დავეცი!
თავიდან მეგონა რომ ეს რაიმე საგანი იყო,მაგრამ მწარედ შევცდი რომ ავიხედე!
ეს ადამიანის ხელი იყო და კედელს ამოფარებული ლამპიონის შუქზე გამოდიოდა და სააბოლოდ დადგა კიდეც ჩემს წინ.
-გამარჯობა მშვენიერო როუს,შენზე ბევრი მსმენია.
ეს მონადირეების ლიდერი, ალდენ ბოილია.

მხოლოდ ეს თქვა და ისე რომ რეააგირებაც ვერ მოვასწარი თმაში მწვდა!
მთელი ძალით ეჭირა ჩემმი თმა და შეშლილი ჩაწითლებული თვალებით მიყურებდა,ეს მანიაკური ღიმილი კი სახიდან არ შორდებოდა.
-იცი რაამდენიხანია გეძებ?!
ღამეებია არ მძინებია ,დავეხეტებოდი სასაფლაოებზე და იქ ვათენებდი, გელოდი შენ ან შენს უტვინო ძმას ,მაგრამ არცერთი არ გამოჩნდით!
მითხრა და ფეხზე უხეშად ამაყენა,ხმას ვერ ვიღებდი ტკივილისაგან ,მაგრამ არც მქონდა რაიმე სიტყვა რომ მის წინაღმდეგ მეთქვა.
-გელოდებოდით,მაგრამ რას ვიფიქრებდი რომ ბოლოს ქუჩაში გნახვდი მშვიდად მოსეირნეს.
რა გულუბრყვილო ხარ პატარა!
თავი მთელი ძალით გადამიწია ისე რომ ღამის ცაას ვხედავდი მხოლოდ.
-ახლა ჩვენ ერთ ბნელ და ცივ სარდაფში წავალთ,იქ ძაალიან ძაალიან დიდ დროს გაატარებ და შენი მბრძანებლის შესახებ ყველაფერს მეტყვი გაიგეე?!
ბოლო სიტყვა ბოლო ხმაზე მიღრიალა და შემდეგ მთელი ძალით კედელზე მიმანარცხა!
კედელს პირდაპირ სახით შევასკდი და მალევე ჩამოედინა ჩემმი ცხვირიდან ,წარბიდან და ტუჩიდან სოსხლი,მაგრამ ის ასე არ გაჩერდა,ისევ მომიახლოვდა და თმით მიმათრია თავისთან ახლოს.
-მოგეწონება იქ,იქაურობა შენაირი პარაზიტებითაა სავსე ბინძურო ძ*კნა!
უკვე ყელში მომკიდა ხელი და მკერდთან ზურგით მიმიკრო,მთელი ძალით მიჭერდა ხელს,მაგრამ არა ისე რომ დავეხრჩე!
ვიცოდი რომ სისუსტის დრო არ იყო ,შანსი მქონდა გაქვევის და ეს შანსი უნდა გამომეყენებინა,ასეც მოვიქეცი და მოულოდნელად მთელი ძალით ფეხზე დავაჭირე ფეხი,მან კი ტკივილისგან წამოიყვირა და ხელი უნებურად მიშვა!
მეც ეს ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენე და სისხლით გადაფარული სახით გავიქეცი გზისკენ, რომელიც ჩემს სახლამდე მიმიყვანდა!
უკვე მზე ამოდიოდა,მე კი ცრემლები მდიოდა უკვე ისე მიჭირდა სირბილი ,მაგრამ ვერ გავჩერდებოდი, როდესაც ვიცოდი რომ უკან ის მანიაკი მომდევდა!
-გაჩერდი,თორემ ტვინს გაგასხმევინებ!
უკნიდან მისი ყვირილი რომ გავიგონე,მეტად ჩავარდი პანიკაში და უნებურად ამეტირა.
-შანსი დაკარგე,ახლა კი მოგკლავ!
ესღა იყვირა,შემდეგ კი საშინელი ხმაც გაისმა ჰაერში!
მე კი მწველი ტკივილი ვიგრძენი ზურგში,ისეთი ტკივილი ვიგრძენი რომ ბოლო ხმაზე მინდოდა ყვირილი,მაგრამ მაინც არ გავჩერდი ,თავს ძალას ვატანდი და როგორც შემეძლო მივრბოდი!
მივრბოდი ,მაგრამ ბოლოს ფეხები თავისით მომეკვეთა და მიწაზე დავეცი!
ყველაფრის მიუხედავად ამანაც არ გამაჩერა შემდეგ უკვე ხოხვით ვცადე მისგან თავის დახწევა,მაგრამ გვიანი იყო ,ის უეცრად თავზე დამადგა და შემდეგი რაც დავინახე ჩემსკენ მოღერებული იარაღი იყო !
-მეგონა შევთანხმდებოდით ,მაგრამ როგორც ჩამს ჯიუტი ხარ,რომელსაც არ ესმის მშვიდად საუბარი.
არაუშავრს, ნუ ღელავ მთელ ტანზე ჭრილობებით გაქცევა გაგიჭირდება ლამაზო.
ეს თქვა და იარაღი გადატენა,მე კი შემდეგი მტკივნეული გასროლისთვის სიმწრით მოვემზადე და თვალები მოვხუჭე,მაგრამ გასროლის მაგივრად ძირს მთელი სიმძლავრით დაცემის ხმა გავიგე და თვალები იმ წამსვე გავახილე და წინ რა დამხვდა?
ალდენი ძირს იგდო ,მის უკან კი
ჩარლსი ,ჯეი ,ლუი და კები იყვნენ !
-ლუი  შენ როუს მიხედე,მე კი ამ არარაობას მივხედავ!
ღრინვით თქვა ჯეიმ და მისივე იარაღი დაუმიზნა რატომღაც მომღიმარ ალდენს.
-მგონი სჯობს ფრედერიკს გავაგებინოთ.
ნერვიულობით თქვა ლუიმ და სიკვდილამდე დასუსტებული ამიყვანა ხელში.
-მას ისედაც ეცოდინება ეს,ამას იგრძნობდა.
მშვიდად თქვა ჩარლსმა და ჯეის გვერდით ამოუდგა.
-ხო ,გააგებინეთ თქვენს მბრძანებელს!
უთხარით რომ მოვიდეს!
სულელივით იცინოდა ალდენი და ერთი და იგივეს იმეორებდა!
გეფიცებით ნამდვილ გიჟს გავდა,სრულიად შეშლილს!
-თვალებიდან ძლივს იყურება.
ლუი მართალია,ფრედერიკს უნდა გავაგებინოთ,სხვაგვარად შეიძლება მოკვდეს.
მალევე მომესმა კების ხმაც, რომელიც მშვიდი ,მაგრამ დარდიანი თვალებით დამყურებდა ზემოდან.
- არ დაიღალე?!
არ დაიღალე?!
უბრალოდ არ გაჩერდები ალბათ სანამ ფრედერიკი არ მოგკლავს!
გაღიზიანებული უყვიროდა წინ უკვე ფეხზე მდგარ ალდენს ჯეი და იარაღს პირდაპირ შუბლში უმიზნებდა.
-ამას ახლავე დავასრულებ.
მშვიდად ჩაილაპარაკა და იარაღი გადატენა,ჩარლსი კი მას მიუახლოვდა და რაღაც ჩაჩურჩულა მხოლოდ ეს მახსოვს,შემდეგ კი ჩარლსმა ხმამაღლა იყვირა.
-ეს მახეა!
ეს გავიგე,შემდეგ ძაალიან ბევრი ყვირილი და სროლის ხმა!
-ლუი!
ისევ და ისევ ყვირილი,შემდეგ ლუის სხეულს მოვაწყდი და ძირს დავეცი,შემდეგ კი გვერდით სუსტად  გავიხედე...თავიდან ვერ ვხედავდი კარგად ვერაფერს ,რადგან თვალები მეხუჭებოდა,მაგრამ მის შუბლზე წითელი სისხლი ადვილად მომხვდა თვალში,აი ამის შემდეგ კი მეტი არაფერი არ მახსოვს გონება დავკარგე.

ავტორი:
მაგიდასთან იჯდა მეგობართან ერთად და მშვიდად სვავდა წითელ ღვინოს ,უეცარი სისუსტე რომ იგრძნო.
მიმიკა შესამჩნევად შეეცვალა,რაზეც მის წინ მჯდარი ფრენკლინიც მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და ფეხზე წამოდგა.
-ფრედერიკ? რა გჭირს,კარგად ხარ?
მეგობარს აღელვებული მიუახლოვდა და მხარზე დაადო ხელი,რაზეც ფრედერიკმა ღრმად დაიწყო სუნთქვა და ხმა ამოიღო.
-რაღაც რიგზე ვერაა.
მოკვდა,ჩემმი მისაკუთრებული ადამიანის სული მოკვდა.
ძლივს გაადაბა სათქმელი ერთმანეთს და უეცრად მრისხანებისაგან მთელი ჭიქა ხელში ჩაიფშვნა!
წითლად შეეღება ხელი,ღვინო და შავი სისხლი ერთმანეთში არეულიყო და ვეღარ გაარკვევდი რა რაოდენობის სისხლი სდიოდა ჭრილობებიდან ,რომლებიც ნელ-ნლა ხორცდებოდნენ.
- ალდენ ბოილი!
კიდევ ერთი მოკლა!
ფეხზე წამოდგა და მუშტი მთელი ძალით დაარტყა მაგიდას,ფრენკლინმა კი აღარ იცოდა რა ექნა და როგორ დაემშვიდებინა მეგობარი.
-დამშვიდდი ,ფრედრიკ!
მეც მოგეხმარები რომ იპოვო.
ეცადა მხარი დაეჭირა რომ რამენაირად დაეწყნარებინა,რადგან ქვესკნელში მოთავსებული მისი უდიდესი სასახლის კედლები უკვე რყევას იწყებდნენ.
-დავმშვიდეე?!
ვერ დავმშვიდები სანამ ის ცოცხალია და ჩემს ხალხს კლავს,ჩემს საკუთრებას ისე ხოცავს ვითომც არაფერი!
ღრინვით იძახდა თვითვეულ სიტყვას და კედლებიც უკვე იბზარებოდნენ მისი მრისხანებისგან.
-თუ არ დამშვიდები ყველაფერი თავზე დაგვეგერევა.
ეცადა წყნარად ეთქვა რეალობა ,რომელიც ცოტახანში იყო მოსალოდნელი.
-ფრენკლინ,რა ხდება?!
მალევე გამოჩნდა დარბაზში შეშინებული რაინა ,რომელიც პერამგის ამარა იყო, გარშემო კი სამი მსახური ეხლდა თან.
ფრენკლინმა აღელვებულმა გახედა ქალს, რომელიც უყვარდა და რომლის უსაფრთხოებაზეც ამ წამს ყველაზე მეტად ღელავდა.
-რაინა,უსაფრთხოდ არ ხარ აქ,შეიძლება აქაურობა დაინგრეს.
შეშინებულმა გახედა,შემდეგ კი მასთან ახლოს  დიდი  ჭაღი რომ დაეცა ძირს,მიხვდა რამდენად სერიოზულად იყო საქმე!
ეს იყო ბოლო რაც გააცნობიერა და მეგობარს ხელი უშვა, მუშტები შეკრა და თვალები დახუჭა,ამოუცნობ ენაზე დაიწყო ჩურჩული,რაინა კი მალევე მიხვდა რას იწყებდა ფრენკლინი.
ის თავის აჩრდილებს ეძახდა!
ასევე მალევე მიხვდა რომ ის არ ცდებოდა ,როდესაც მთელ დარბაზს უდიდესი ჩრდილი გადაეფინა,ჩრდილები კი რატომღაც რაინასკენ დაიძრნენ!
რაინა კანკალმა აიტანა და მოსამსახურებს აეკრა სხეულზე შიშისგან,მაგრამ მალევე მოდუნდა ,როდესაც გააცნობიერა ფრენკლინის განძრახვა.
ჩრდილები რაინას გარშემო შეიკვრნენ და თითქოს ფარი შექმნეს ,რომელიც მას ნებისმიერი ფიზიკური ზიანისგან დაიცავდა.
დაბნეული აცეცებდა თვალებს და ვერ ხვდებოდა როდის დაიწყო ფრენკლინმა მასზე ასე ზრუნვა.
ფრენკლინი მორჩა თუ არა თავისი ბრძანების აღსრულებას კმაყოფილმა გაახილა თვალები და შემდეგ რატომღაც დაბნეული სახე მიღოო.
მან რაღაც გაიგო,რაღაც მნიშვნელოვანი.
-ფრედერიკ!
ფრედერიკი ჯერ კიდევ მრისხანებისგან არხევდა კედლებს მისი ძახილი რომ გაიგო და რომ დამშვიდა,რადგან მის თვალებში სერიოზული ინფორმაცია ამოიკითხა!
მიხვდა რომ მის მეგობარს რაღაც ძაალიან მნიშვნელოვანი ჰქონდა სათქმელი.
-თავს როგორ გრძნობ? გულის არეში ხომარ გტკივა?
ინტერესით იკითხა ფრენკლინმა,რაზეც ფრედერიკი მიხვდა მეგობარს სადამდეც მიყავდა საუბარი.
-როუსი.
თავი ჩახარა არეული გამომეტყველებით და ბრაზისაგან ტუჩები აუკანკალდა!
-ჩემმი ჩრდილები რაინას თხოვნით როუს გავაყოლე,არ მინდოდა შენთვის ამის გამხელა,მაგრამ ახლა ასეა საჭირო.
მეგობარო როუსი საფრთხეშია,უდიდეს საფრთხეში!
ის მალე მოკვდება თუ არ იჩქარებ და არ მიხვალ მასთან,მისი გულის ცემა სუსტდება.
ალდენ ბოილი დანარჩენ სამსაც მიაყოლებს მას ზედ,ჩემმა ჩრდილებმა ეს ინფორმაცია ახლახანს გადმომცეს.
ამის გაგება იყო მეგობრის დაკარგვის შიშით რაინა რომ ბოლო ხმაზე ატირდა!
ფრედერიკი კი ხმაურიანად რომ გაიჭრა კედლიდან გარეთ.
ის მიდიოდა,რათა მიეტანა მათან სიკვდილი,რადგან ამჯერად არავის არ დაინდობდა,როუსის სიცოცხლე სასწორზე იდო მათ გამო.


სახიფათო სიჩუმე იყო ,განთიადს რომ ყვირილზე და სროლაზე გამოეღვიძათ ხალხს.
გარეთ გამოიშალნენ და მოულოდნელად ყველაფერი იცნაურად დადუმდა!
ალდენ ბოილი და მისი ხალხი იყვნენ ყველგან,წრის შუაში კი სამი მამაკაცი იყო ჩაჩოქილი დასახიჩრებული და სისხლიანი სხეულით ,ერთი კი გოგონა იყო, რომელის სახეც წითლად იყო შეღებილი,მაგრამ აშკარად ჩანდა მისი ლამაზი ნაქვთები.
ძირს ესვენა და აშკარად უგონოდ იყო,მის გარშემო კი წარმოუდგენლად ბევრი სისხლი იყო !
დაიბნა ხალხი ვერ მიხვდნენ რამ გამოიწვია ეს ხოცვა ჟლეტვა და სისხლი,სანამ ალდენმა ყველამ გასაგონად არ თქვა ხმამაღლა სათქმელი.
-მოგესალმებით ჩემმი მშვიდობის მოყვარე ხალხოო,მაპატიეთ რომ დაავარღვიე თქვენი მშვიდი დილა,მაგრამ თქვენთვის კარგი სიახლეე მაქვს!
არსება, რომელიც  ატერორებდა აქაურობას და არის ოთხი ადამიანის სიკვდილის მიზეზი დავიჭირე!
ეს რომ თქვა მალევე დაიწყო ხალხმა საუბარი,ყველა მხრიდან ისმოდა ხალხის ჩურჩული!
-როუსი?
-როუსი იპოვა?
-სიკვდილს მოგვიტანს ყველას!
-გაუშვათ,დაგვწყევლის!
ის საშიშია ჩვენი სიცოცხლისთვის.
-როუსი,ეს ვერ იქნება როუსი.
-როგორი მშვენიერია ცოდვილი დემონი.
-საშიშია რომ გაიღვიძოს?
-დაიწყევლოს მისი სახელი!
ისე გამოიყურება თითქოს უცოდველი და უდანაშაულო იყოს!
-ალდენმა გადაგვარჩინა!
-რა ვქნათ?
-გავუშვათ?
-მოვკლათ!
-როგორ უნდა მოვკლათ!?
-ალდემი გადაწყვეტს რა ბედი ეწევა მას!
-დავწვათ!
-ჩამოვახრჩოთ!
-ჩავკეტოთ საკანში და აღარ გამოუშვათ!
-ცხოველებს ვაჭამოთ!
-საკმარისია,შეწყვიტეთ ყაყანი!
ასე ვერ გადავწყვეთ ამ ეშმაკისეულის ბედს!
სააბოლოდ ბოლო ხმაზე იღრიალა გაბრაზებულმა ალდენმა,რაზეც ყველამ მოკეტა!
-რა ვქნათ!?ბატონო ალდენ!
ანერვიულებულმა გადმოდგა წინ ნაბიჯი ერთ-ერთმა მოქალაქემ,რაზეც ალდენი დაფიქრდა...მართლაც რა უნდა ექნა?
მას არ ჰქონდა გეგმაში რომ ეს საიდუმლო ხალხს გაეგო,მას არ უნდოდა ჯერ გოგო მოკვლა,ის თავისი მთელი ცხოვრების მიზნის აღსასრულებლად სჭირდებოდა!
მაგრამ როგორ გამკლავებოდა ბრბოს?
ის სულელი არ იყო და იმასაც ხვდებოდა რომ დიდი დრო აღარ ჰქონდა!
ფრედერიკი ადრე თუ გვიან მოვიდოდა და აქ სისხლის გუბეებს დააყენებდა!ბევრი იფიქრა თუ ცოტა მიხვდა რომ გეგმა ისევ წყალში ჩაეყარა,ეს ხალხს არ უნდა გაეგო!
აღარ უფიქრია მეტი და ხალხს მხოლოდ ერთი სიტყვით უთხრა.
-ცოტა დრო მომეცით,მოვიფიქრებ.
ყალბი ღიმილით გადახედა მოსახლეობას და შემდეგ მშვიდად დაიწყო ბრბოდან გახწევა,ისე რომ ყველა იწეოდა და გზას უთმობდა
გმირს და გაადამრჩენელს!
მაგრამ ვაი რომ არ იცოდნენ საწ....ბმა,რისთვის იმეტებდა საცოდავებს ამ წამს!
ფრედერიკი მალე მოვიდოდა თავისი ქალისთვის და ყველას დახოცავდა,თვითონ კი ამაში ვერ გაყოფდა თავს,რადგან თუ მოკვდებოდა დღეს ,თავისთავად თავის მიზანს ვეღარ მიაღწევს რომ გაანადგუროს დემონი!
ამ გოგონას დახმარებით,რომელიც როგორც ჩანს დემონისთვის მნიშვნელოვანია!
-ის უკვე ახლოსა.
ესღა ჩაილაპარაკა და უკვალოდ გაქრა!
იკითხავთ როგორ გაიგო ეს?
ალდენმა ახედა ცასს და დახედა მიწას,შემდეგ კი მიხვდა რომ ფრედერიკი მოდიოდა.
ამდენიხანია მას დასდევს და უკვე ზუსტად იცის როდის უახლოვდება ის ამ სამყაროს!
ამ ნიშნებს ყოველთვის აკვირდებოდა და ეს მაინც შეისწავლა მასზე.
ის სინამდვილეში გიჟი მეცნიერი უფროა ვიდრე მონადირე,რომელიც ბოროტებას ებრძვის და მათ სისხლს ღვრის!
მას უბრალოდ ინტერესი და ჯინი აქვს ამ დემონის!
მან უნდა დაიჭიროს ყველაფრის ფასად სიკვდილის დემონი და გამოიკვლიოს მასზე ყველაფერი!
ამასთან ერთად კი გაიგოს უკვდავების საიუდუმლო.
ხო ,სწორედ მიხვდით!
ის ეგოისტი კაცია ,რომელიც მხოლოდ თავის თავზე და სურვილებზე ფიქრობს.
არც ისეთი დიდიხანი იყო გასული მართლაც რომ გამოჩნდა ფრედერიკი ადგილზე,მას არ დასჭირვებია ამ ადგილის მოგნება,მის სუსტ  გულის ცემას გამოყვა და აქამდე მოვიდა.
მზად იყო ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინა და ყველაფრისთვის ცეცხლი წაეკიდებინა !
მოსახლეობა მის დანახვაზე მალევე მიხვდა რამხელა საფრთხეს წარმოადგენდა ეს არარეალური და უცნობი არსება,რომლის გამოჩენასაც უეცარი ჭექა-ქუხილი მოჰყვა!
არც მოუცდიათ და ყველა გაიფანტა,სახლებისკენ გაეშურნენ და შეშინებულები შეეფარნენ საკუთარ კერას,იმ იმედით რომ ის მათ ასე ვერაფერს დაუშავებდა!
ასეც მოხდა და ყველა გადარჩა,რადგან ერთადერთი რაც სახლებიდან გამოჭყეტილებმა დაინახეს უცნაური არსება იყო, რომელმაც სახენგათქმული როუსის უგონო სხეული ხელში აიტაცა და მასთან ერთად გაქრა ადგილიდან!
ფრედერიკს მხოლოდ როუსი უნდოდა და არა ამ ადამიანთა სიცოცხლე,დღეს მათ გაუმართლათ,ძაალიან გაუმართლათ.

როუსი:
ისევ იმ სიბნელეს ვხედავდი ,რომელიც სიკვდილს შემდეგ ვნახე.
სიცივისგან ვკანაკალებდი და ისევ იმ დავიწყებულ ადამიანურ ტკივილს ვგრძნობდი,რომელიც დიდიხანია არ მიგრძვნია.
არ მეგონა თუ სიკვდილის შემდეგაც ვიგრძნობდი რამე ტკივილს,მაგრამ როგორც ჩანს შევცდი !
ვიღაცის ხმა მესმოდა,გაუჩერებლად რომ მეძახდა ,ეს ხმა კი თითქოს ამ სიბნელიდან თავს მახწევინებდა!
-როუს,როუს! გაიღვიძე,გესმის ჩემმი?!
თვალი გაახილე!
ვიცოდი ეს ვისი ხმა იყო,საერთოდ იმის ვინც სიცოცხლის და სიკვდილის გასაყარ გზაზე დგას და წყვეტს ვინ მოკვდება!
მისი დამსახურებით ვიგრძენი თავი მშვიდად,რადგან რატომღაც გული მიგრძნობდა რომ სიკვდილისთვის არ გამიმეტებდა.
-სულელო გოგო თუ ის სიცოცხლე
გინდა ,რომლისთვისაც ამდენი იბრძოლე არ დანებდე!
თუ არადა მოკვდები და დედამიწაზე დაბრუნების შანსაც დაკარგავ,ხელი მომკიდე!
ფრედერიკი ამ წამს არ დარდობდა ჩემს სიკვდილზე,რადგან მისთვის მართლაც სულ ერთი უნდა ყოფილიყო ეს!
თუ მოვკვდებოდი მისი საკურება ვარ და მაინც მასთან მოვხვდები,მაგრამ ეს ჩემთვისა მნიშვნელოვანი ამ წამს გაადავრჩები თუ არა,მეორე შანს სამუდამოდ დავკარგავ.
-სასწრაფოთ ბნელი მაგიის ჩარევაა საჭირო.
უეცრად უცხო ადამიანის ხმა მომესმა,რომელიც რაღაც ბნელ მაგიაზე საუბრობდა.
ვაღიარებ ,ძაალიან შეშინებული ვიყავი ,მაგრამ ვერც გამოვხატავდი ,გაუნძრევლად ვეწვინე ფრედერიკს ხელებში.
-არ მჭირდება შავი მაგიაა,მეც შემიძლია მისი ჭრილობების მოშუშება!
გაბრაზებულმა უპასუხა უცნობს,რაზეც უცნობის ეს უცნაური პასუხი გავიგე.
ქგაგიჟდი?! მოკვდება,ვერ ხედავ რომ ადამიანურ სისხლს კარგავს,ცოტახანში მკვდართა მხარეს გადავა.
უცნობს აშკარად ეტყობოდა რომ ანერვიულებული იყო,მაგრამ ვერ ვხვდებოდი ამდენს რატომ ნერვიულობდნენ ჩემს სიცოცხლეზე!
-არა,ის ჩემმია!
მე მოვარჩენ,ბინძური ბნელი ძალები არ მჭირდება...მეტად აღარ გავიმეორებ.
უკვე ხმამაღლა იყვირა აღელვებულმა და ჩემმი სხეული მეტად მოიმწყვდია მკლავებში.
-მარტო დამტოვეთ მასთან!
ისეთი სერიოზული იყო მისი ხმა,მივვხვდი რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და სახიფათო გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული.
-რას აპირებ ?
ეს უკვე ჩარლსი იყო ,მისი ხმა ვიცანი.
-ეს მე ვიცი,გადით და მონადირე ალდენი მოძებნეთ,ყველას გადაეცით რომ მას თუ  დაიჭერენ,ყველას თავის სახლებში დედამიწაზე დავაბრუნებ!
მოძებნეთ და არ გაჩერდეთ სანამ არ მიაგნებთ,შემდეგ კი მე მომიყვანეთ პირდაპირ .
ესღა გაანაცხადა და შემდეგ ნაბიჯების ხმაც გავიგონე,ამას კი კარის ხმაურიანად მოხურვა მოჰყვა.
დავრჩით მხოლოდ მე და ფრედერიკი...ისეთი სიჩუმე იყო ძაალიან უცნაურად ვგრძნობდი თავს მის გვერდით ასე,არასოდეს არ გამომიცდია ასეთი უცნაური გრძნობა.
ის ჩემთვის მტერი იყო,მისი მეშინოდა ,მაგრამ ამავდროულად მის მკლავებში ყველაზე უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს!
ეს ალბათ იმიტომ რომ ის უძლიერესია,მაგრამ ასე სწრაფათ რატომ მიცემს გული?!
ნუთუ მხოლოდ იმიტომ რომ ბევრი სისხლი დავკარგე.
-როუს ,ვიცი ჩემმი გესმის.
ახლა ისეთი რაღაცის გაკეთება მიწევს რაც არც მე არ მინდა გაავაკეთო,უბრალოდ სხვა არჩევანი არ მაქვს.
ეს თქვა და ცოტახანს გაჩუმდა,სანამ ისევ არ ამოიღო ხმა და სათქმელი არ დასრულა.
-სხვაგვარად მოკვდები.
ეს იყო მხოლოდ რაც მისგან მოვისმინე,მხოლოდ ასე ამიხსნა ის გაუგებარი მიზეზი თუ რატომ იყო მისი გადაწყვეტილება ჩემთვისაც და მისთვისაც არასასიამოვნო.
შემდეგ ჩემმი ხელი თავის ხელებში მოათავსა და თვალები მჭიდროდ მოხუჭა,ეს დავინახე რადგან თვალები ნახევრად მეხილა.
გარშემო აღუწერელად ძლიერი ქარი ამოვარდა და ყველაფერი ჰაერში ასწია,მეც რაღაც უხილავი ძალა მაწვებოდა თითქოს მთლიან სხეულში,ახლიდან ვიბადებოდი !
სუნთქვაც ადვილი ხდებოდა და ტკივილსაც ვეღარ ვგრძნობდი ისე მძლავრად,არ ვიცოდი ამ წამს რას აკეთებდა ,მაგრამ ფაქტი იყო,ამას გაჭრა!
-ყველა ძალას მოგმართავთ!
ის ჩემმია ,გაადამირჩინეთ და მიეცით მას სიცოცხლის უფლება,დაე შეხორცდეს ყოველი ზიანი მის სულში თუ სხეულზე ,დაუბრუნდეს დაკარგული სისხლი და დაკარგული სიცოცხლე,კიდევ ერთხელ ვაცხადებ,ის ჩემია!
არ წაიყვანოთ ჩემგან,სიკვდილის დემონი ვაცხადებ რომ ის ჩემმი ცოლი გახდება.
რა?! ვერ ვიგებ...სისტად მესმის სიტყვები,მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი რომ სიტყვა"ცოლი" გავიგე!
მან ჩემზე თქვა?!!
არა,რაღაც მომეჩვენა,ჰალუცინაციები დამეწყო ,რადგან ასე სუსტად ვარ და ბევრი სისხლი დავკარგე!
მას ასეთი არაფერი არ უთქვამს,მომეჩვენა!
ნამდვილად მომეჩვენა!
-დაე აღსრულდეს სიტყვა ჩემმი! გახდეს ის ჩემმი ნაწილი და გადარჩეს ჩემმი დამცველობის ქვეშ,ამიერიდან მას ვერავინ ვერ ავნებს,ვერავინ ვერ შეეხება ,ვერავინ ვერ მოიპოვებს.
ის სიკვდილის ცოლი გახდება!
და აი ისევ...ისევ იგივე გავიგე,ამჯერად კი გასარკვევად!
მან ცოლი მიწოდა.
ჯანდაბა, ვერ დავიჯერებ რომ სწორად გავიგე,მაინც არ მინდა დაჯერება!
მან მე რაღაც გამიკეთა ამ სიცოცხლის სანაცვლოდ!
უკვე მერამდენედ მომცა სიცოცხლე და ყოველ ჯერზე ჩემგან მაინც მიაქვს რაღაც .
თვალები დამეხუჭა...არ ვიცი მოვკვდი თუ უბრალოდ ასე ხდება როდესაც ახლიდან აცოცხლებენ უკვე ისედაც მკვდარს,მაგრამ ფაქტი იყო ,მე ისევ ისე ვეღარ ვიქნებოდი როგორც ვიყავი!
ფრედერიკმა რაღაც ძაალიან ცუდი გააკეთა ჩემმი გაცოცხლების სანაცვლოდ!

ავტორი:
მზე ჩადიოდა და უკვე ერთი დღე უსრულდებოდა როუს ,რაც უგონო მდგომარეობაში იყო.
ხო,ასე უბრალოდ იწვა და არ ინძრეოდა.
ვინმეს რომ ენახა იფიქრებდა კიდევაც მოკვდაო,მაგრამ ფრედერიკმა მტკიცედ გაანაცხადა რომ გაადარჩინა და ისევ იცოცხლებს!
რომ დავფიქრდეთ ვერც გაიგებ ფრედერიკმა ეს მისთვის რატო გააკეთა,იმ ყველაფრის შემდეგ კიდევ ერთი შანსი მისცა,რაღაცის სანაცვლოდ ,მაგრამ მაინც გაურკვეველია მიზეზი მისი ამ გაადაწყვეტილების!
მისთვის ხო მაინც ყველაფერიი ისე იქნება როგორც უნდა,რატომ ეხმარება როუს ასე?
მთელი დღეა მის საწოლთან ზის და თვალს არ არიდებს მშვენიერ გოგონას,უყურებს როგორ სუნთქავს და როგორი მსუბუქად იწევა მისი მკერდი ამ პროცესში.
უყურებს მის ფერკმთალ კანს,რომელზეც წითელი მარწყვივით ტუჩები შესამჩნევად ანათებს,მისი წამწამები ისეთი ლამაზ ჩანს თვალები რომ დახუჭული აქვს,მისი ხელები კი ჯერ კიდევ ისეთი ცივია.
უყურებდა და თითქოს ვერ ძღებოდა ყურებით!
ამდენი ქალი უნახავს,ამდენიხანია ცხოვრობს ამ სამყაროში,მაგრამ აქამდე ასე არასოდეს არავისით არ მოხიბლულა!
თავისი თავის უკვირს კიდეც,ისეთი დაბნეულია რომ უკვე თვით როუსზე ბრაზობს!
ბრაზობს რომ მგონი შეუყვარდა,ყველაზე მეტად კი იმაზე რომ იგივე გრძნობით ვერ პასუხობს მას !
როუსმა ალბათ იგრძნო ფრედერიკს დაჟინებული მზერა და უეცრად ამიტომ გაახილა თვალები.
გამოეღვიძა და პირველი რაც დაინახა ფრედერიკის თვალები იყო ,რომლებიც მას უყურებდნენ!
უხერხულად იგრძნო თავი თვალებში რომ ასე მოულოდნელად ჩახედა და მალევე ჩაწია თავი!
დაბნეული იყო არ იცოდა რა ეთქვა ან როგორ დაეწყო!
ბოლო დროს ხომ ამდენი რაღაც მოხდა.
ბოლოს რომ ნახა ყველაზე სასტიკად მოექცა და ოთახში გამოკეტა,იმის შემდეგ არც უნახავს.
-არაფერს არ იტყვი?
ბოლის თვითონ ფრედერიკმა დაარღვია დუმილი და გოგონას დაფიქრებული ღრმა თვალებით მიაშტერდა,რაზეც გოგონამ თავი აწია და ეცადა თამამად გაეცა პასუხი.
-მაპატიე,უბრალოდ დაბნეული ვარ.
რა მოხდა?
ვერ გააცნობიერა ვერაფერი,რადგან ჯერ კიდევ უჭირდა იმის დაჯერება რომ ფრედერიკმა, იმ უგულო ბოროტმა დემონმა მისთვის ეს გააკეთა!
-რა მოხდა?! ნუ რაც ყოველთვის ხდება როდესაც მე არ მიჯერებ.
ჩემი ნებართვის გარეშე გარეთ სეირნობა ცუდი აზრი იყო.
წარბის აწევით უპასუხა ფრედერიკმა და ამით იმაზე გაამახვილა ყურადღება რომ ეს შემთხვევა მისივე წინდაუხედავობით მოხდა.
-ვერ ვხვდები,ეს რატომ გააკეთე?
ბევრი ითმინა როუსმა და ბოლოს მისმა გულმა ვეღარ გაუძლო,ეს უნდა ეკითხა.
ფრედერიკმა ამაზე ჩაიღიმა და გულახდილად უპასუხა.
-შენ გგონია ჩემს დანაპირებს ასე გულგრილად ვუდგები?
ფრედერიკმა ეს რომ იკითხა,დაინტერესდა როუსი როგორ არის ეს არსება თან ასეთი უსამართლო და თან ასეთი სამართლიანი!
-მე შენ მეორე სიცოცხლეს დაგპირდი ,გითხარი რომ დედამიწაზე შენს ოჯახთან დააგაბრუნებდი.
ახლა რომ მომკვდარიყავი ,პირდაპირ ჩემს ხელში აღმოჩნდებოდი,მაგრამ შემრჩა იმდენი სამართლიანობა რომ ასე არ მოგქცეოდი.

-რატომ? შენ ხომ მე_
დააპირა ასევე გულახდილად ეთქვა მის ამ საქციელზე აზრი,მაგრამ მიხვდა რომ ამ მომენტისთვის თავის შეკავება ღირდა.
-მძულხარ?
მაგრამ ფრედერიკი მაინც მიხვდა მის სათქმელს და თვითონვე დაასრულა სიტყვა,შემდეგ კი ცინიკურად ჩაიცინა.
-მე შენ არ მძულხარ როუს.
უბრალოდ ვერ ვიტან როდესაც არ მემორჩილებიან.
შენ კი ყველაზე მშვენიერი და განსხვავებული ადამიანი ხარ ჩემს თვალში,რომელიც მინდა დავიმორჩილო,მოვიპოვო.
ეს რაღაც შენაძენივითა,მე შენ გიყიდე შენ კი შენს მოვალეობას არ ასრულებ.
ეს მე ძაალიან მაღიზიანებს!
ძაალიან ახლოს მიიწია ისე რომ სულ პატარა მანძილი იყო მათ შორის დარჩენილი!
როუსი ამაზე ისე დაიბნა და დაიძაბა რომ აღარ იცოდა საით გაეხედა.
-კარგი,მაგრამ ვერ ვხვდები როგორ გაადამარჩინე,მე ვკვდებოდი.
ეს თქვა თუ არა მალევე გაახსენდა ისიც რაც მოისმინა ცოლობაზე!
-აჰამ,აი ესეც ახალი სიუპრიზი.
როუს მე ძაალიან დიდ რისკზე მომიწია შენს გამო წასვლა.
ეს რომ თქვა როუსი მეტად დაიძაბა და შეშინდა.
-რა გააკეთე?
ანერვიულებულმა ჰკითხა,რაზეც მალევე მიღოო პასუხი.
-მე შავი მაგია ჩავრიე შენს გაცოცხლებაში,რის შედეგათაც პატარა არასასიამოვნო პირობის დადება მომიწია.
-გთხოვ ,მითხარი.
უკვე ცრემლებით ივსებოდა მისი თვალები,რადგან მან იცოდა რა იყო ეს ,მაგრამ მისგან უნდოდა ეს მოესმინა!
უნდოდა რომ დარწმუნებულიყო ამ სიმართლეში...ფიქრობდა იქნებ ვცდებიო!?
-ეს ძველი ხრიკია მათგან ძალის მისაღებად.
მე მათ ვუთხარი რომ ჩემმი ცოლი გახდები და სიკვდილის სამყაროს უძლიერეს მართველს გაუჩენ .
დამუნჯდა...ვერაფერს ვერ იტყოდა,რადგან შოკში იყო ამ წამს !
-როუს ,მე მხოლოდ იმასთან შემიძლია სექსუალური კავშირის დაამყარება ვისაც ჩემს ცოლს ვუწოდებ.
როდესაც შენს დავალებას მორჩები ,მოგიწევს შვილი გამიჩინო ,მხოლოდ მაშინ გაგიშვებ დედამიწაზე.
ნუ ღელავ ჩემს შვილს მე გავზრდი,შენ არაფერი არ გევალება.
ის არ გეკუთნის შენ...ის ჩემმი იქნება.
ცრემლების მოთოკვა ვეღარ შეძლო და ჩუმად ატირდა...ეს უკვე ზედმეტი იყო!
-მე შენს გარდა წარსულში შვიდი ქალი მყავდა ცოლის სახელით ,მხოლოდ იმიტომ რომ მომავალი მართველები დაბადებულიყვნენ.
ამაში არაფერი არა სერიოზული და გასაკვირი ,ჩემმი ცოლის სახელით იარსებებ და თავისუფალად იცხოვრებ დედამიწაზე ,ეს შენ არანაირად არ დაგაკავებს.

-გილოცავ,ის მიღეე რაც გინდოდა.
მხოლოდ ამის თქმა შეძლო როუსმა და ცრემლებით დასველებული სახე ბალიშს დაადო,შემდეგ კი ზურგი აქცია.
-არც გაბედო ჩემთვის ზურგის შექცევ!
სანამ ეს ხმა არ გაიგო და უკან უხეშად არ მოატრიალა ფრედერიკმა.
-მე შენ გაადაგარჩინე,ამის მაგივრად მადლობას არ უნდა მიხდიდე?
მრისხანებით ივსებოდა მისი თვალები,როუსი კი
ნელ-ნელა ხვდებოდა რომ არასწორად იქცეოდა ამ წამს.
-კი ,მაგრამ მე შენი ცოლი?
ნუთუ სხა გზა არ გქონდა?
მეტად ატირდა როუსი!
ამ მომენტში არ ანაღვლებდა რამდენად უსუსური და სუსტი გამოჩნდებოდა ფრედერიკის თვალში,რადგან დიახ ის იყო ამ წამს უსუსური და დაუცველი მის ხელში.
-შენ ისედაც მე მეკუთნი და ეს პატარა ფაქტი არაფერს არ შეცვლის და მაინც თუ ასე ძლიერ არ გინდა ეს ,შემიძლია ახლავე მოგკლა და ასე დავასრულო ეს!
სრულების სერიოზულად თქვა და უდარდელად მიეყრდნო უკან სკამს ,რაზეც როუსმა სიმწრით ჩაყლაპა ნერწყვი.

როუსი:
-არა,მე სიცოცხლე მინდა.
შეშინებულმა ჩავილაპარაკე და რომ გამახსენდა რამდენად უძლეველია და რისი დაშავება შეუძლია ჩემთვის,უკან დავიხიე...მან კი მშვიდად მომიგო.
-მხოლოდ კი არ გინდა,ეს  გჭირდება.
ვიცი გინდა რომ შენზე ნადირობა დასრულდეს,შენს სამყაროში ვერავინ ვეღარ გიტანს.
შენი ოჯახის წევრებიც კი არ გენდობიან.
შენ  რაც ნახე იქ, წესით უნდა დარწმუნებულიყავი იმაში რომ უკან დაასახევი გზა აღარაა.
სამუდამოდ მათ გონებაში სიკვდილის სახელით დარჩები, რაც ვიცი არ გინდა...მოგიწევს ისეთი რაღაც გააკეთო რაც ვხვდები რომ ძლიერ არ გინდა,მაგრამ იმასაც ხვდები რომ მართალი ვარ.
პატარა ,როგორც ჩანს მოგვიწევს ორივემ რაღაც არასასიამოვნო გავაკეთოთ ,ჩვენი სურვილებისთვის.
ამ ყველაფერს რომ იძახდა ,მეც მოთმინებით ვუსმემდი და თან ვააცნობიერებდი რომ მართალი იყო! სააბოლოდ კი  გადავწყვიტე რომ ამჯერად მართლა მჭირდებოდა მისი დახმარება...ყველაფრის ფასად.
-მე შენგამ  შვილი მინდა.
შენ კი ჩემგამ სიცოცხლე გჭირდება.
ეს რომ მითხრა ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და თვალი გავუსწორე.
-იმის მიუხედავად რომ მეც მიჭირს ამის გააზრება,მგონი მართალი ხარ და მივხვდი რომ მე მჭირდები შენ და შენი არც ისეთი სასიამოვნო შემოთავაზებები.
სხვა გზა თუ არაა თანახმა ვარ ფრედერიკ,გაგიჩენ შვილს.


არ ვიცი რატომ გადავწყვიტე უეცრად ესე და არც ის ვიცი თქვენ თუ მოგეწონათ ეს სიახლე.
თქვენი აზრი მაინტერესებს დააფიქსირეთ კომენტარებში <3
ნუ მეგობრებო თუ ვერ მიხვდით ფრედერიკს შვილები ან შვილი ჰყავს.
(შვიდივე ცოლისგან)



№1 სტუმარი სტუმარი ნინია

ძალიან საინტერესოდ განვითარდა მოვლენები . 7 როგორ სიმბოლურ ციფრად გაქვს არჩეული და მაინც ამათი შვილი რა საყვარელი იქნება heart_eyes

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

ანუ შვიდი შვილი ყავს ? ყველაფერი ისე ჩაიხლართა რომ არ ვიცი რა ვთქვა საინტერესოა ძალიან და წარმატებები

 


№3 სტუმარი Marimari

Am 7 cols namdvilad ar velodi, cota guli dsmwyda rousi ro araa demonis "pirveli siyvaruli" an sheidzleba arc uyvars romelime:-) sheidzleba sul ar yavs shvidivesgan 7 shvili an saertod vetcertma gauchina:-):-):-) bolos natqvami uketesi iqneba :-)warmatebebi

 


№4  offline წევრი Butterfly122334455

სტუმარი ნინია
ძალიან საინტერესოდ განვითარდა მოვლენები . 7 როგორ სიმბოლურ ციფრად გაქვს არჩეული და მაინც ამათი შვილი რა საყვარელი იქნება heart_eyes

მიხარია თუ მოგწონს ❤️❤️❤️❤️კი,ძაალიან ^^

《Sunshine》
ანუ შვიდი შვილი ყავს ? ყველაფერი ისე ჩაიხლართა რომ არ ვიცი რა ვთქვა საინტერესოა ძალიან და წარმატებები

რაღაც უფრო სხვანაირად,მეც არ ვიცი რა მიწერია >_<
მაგრამ შემდეგ თავებში გაიგებ ზუსტად❤️

Marimari
Am 7 cols namdvilad ar velodi, cota guli dsmwyda rousi ro araa demonis "pirveli siyvaruli" an sheidzleba arc uyvars romelime:-) sheidzleba sul ar yavs shvidivesgan 7 shvili an saertod vetcertma gauchina:-):-):-) bolos natqvami uketesi iqneba :-)warmatebebi

არა,შვიდივე არ ჰყვარებია,მაგრამ როუსი არაა პირველი სიყვარული ^^
ამასაც მალე გაიგებ რატომ ❤️
მადლობა,ძაალიან მიხარია რომ მოგწონს❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ჰმმმ ძალიან საინტერესოა♥️♥️♥️ ანუ იმისთვის რომ როუსი გადაერჩინა ფრედერიკმა შავი მაგია გამოიყენა. მაგრამ ეს ,,შეიცავდა" პირობას რომლის მიხედვითაც როუსი მისი ცოლი უნდა გამხდარიყო და შვილი გაეჩინა. ფრედერიკის კი ეს უკვე გაკეთებული ჰქონდა შვიდი ქალთან. მათგან კი შვილები ეყოლა. სწორად გავიგე?♥️♥️♥️
უუჰ მაინტერესებს ისინი სად არიან. ♥️♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent