შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული მარტივია.... (თავი 24)


25-10-2020, 16:29
ავტორი naattii
ნანახია 2 396

სამმა თვემ მძიმედ ჩაიარა, სახლში დაბრუნებულებს უფრო მეტი საზრუნავი დახვდათ. გიორგი რეაბილიტაციას გადიოდა, თითქოს სიარულს თავიდან იწყებდა. ნინიამ სამსახურს თავი დაანება, მუცლით მაინც ვეღარ ვახერხებო და დღის პირველ ნახევარს ძმასთან ატარებდა. სკოლის შემდეგ კი ნათია პირდაპირ იქეთ მიდიოდა და ნინიას ათავისუფლებდა.
პირველი თვე განსაკუთრებით მძიმე იყო, გიორგი გულთან არავის უშვებდა, ტკივილს და ცუდ ხასიათს არავის ანახებდა, ყველა გვერდით ედგა, მაგრამ თითქოს არ იხსნებოდა. ჩუმად იტანდა ყველაფერს და თავისსავე გულში იმარხავდა. ამაზე ორმაგად წუხდა ნათია და ნინიასთან ერთად ფიქრობდა რა შეიძლებოდა ბიჭისთვის გაეკეთებინათ. სამწუხაროდ ხსნა არსაიდან ჩანდა.
-როგორ გგონია, ასე ჩემთან დარჩენა შეიძლება?_ფრთხილად შეაპარა ერთ საღამოს გოგოს.
-ასე როგორ?
-საქმროსთან რჩები სამი თვეა და ეს ყველამ იცის, ხალხი რას იტყვის._თითქოს კედელს ელაპარაკებოდა ისე ამბობდა გიორგი სიტყვებს და გოგოსთვის თვალებში შეხედვას ვერ ბედავდა.
-გინდა რომ წავიდე?_ხმადაბლა ამოილაპარაკა ნათიამ და გულით ეცადა არ გაღიმებოდა გიორგის ცოდვილობაზე.
-წახვიდე? არა არა, ღმერთო უკუღმა ვლაპარაკობ, მე უბრალოდ ... პირიქით. ჯანდაბა, დაივიწყე_ხელი ჩაიქნია ბიჭმა და ტელევიზორის პულტს სტაცა ხელი.
-რა საყვარელი ხარ_სიცილი ვეღარ შეიკავა ნათიამ.
-მე უფრო ბოთეს ვიტყოდი_ღრმად ამოიხვნეშა ბიჭმა და კარს გახედა ვიღაც რომ აკაკუნებდა.
-საყვარელი ბოთე_სიცილით გააღო კარი და სახეზევე შერჩა გამომეტყველება.
-დედა_ამოხვნეშას გავდა სიტყვა
-შეიძლება?_თავ აწეულმა გადმოაბიჯა პირდაპირ ზღურბლზე.
-იმის მიხედვით, თუ რისთვის მოხვედი_ბუტბუტით მიკეტა კარი ნათიამ და წამებში გაუგზავნა გიას შეტყობინება.
-როგორ ხარ?_ქალიშვილს გამოხედა და თითქოს არც შეიმჩნია ხელჯოხით ძლივს წამომდგარი გაღიმებული სასიძო.
-კარგ.....
-აქ დარჩენას როდემდე აპირებ? ხალხს როდემდე აალაპარაკებ?_არც აცადა ქალიშვილს ნათქვამი დაესრულებინა.
-რაა?
-რაც გაიგონე, უკვე სამმა მეგობარმა მომილოცა შენი შვილი გავიგეთ სადღაც ჩასახლდაო.
-აქ ამიტომ მოხვედი დედა?_ნელნელა სიბრაზე ეპარებოდა ნათიას
-დიახ და სხვათაშორის ამისთვის ორი მარშუტი გამოვიარე, აქეთ ბინები თუ იყო და ხალხი თუ ცხოვრობდა არც მეგონა_დივანს დახედა დასაჯდომად მაგრამ წარბ აწეულმა გადაიფიქრა.
-დედა საერთოდ კარგად ხარ? აქ ასე სალაპარაკოდ მოხვედი? ოთხი თვეა არ გვისაუბრია და ესაა რისი თქმაც გინდა?_ხმასაც ვეღარ აკონტროლებდა უკვე ნათია.
-და რა გინდა რომ გითხრა? ისე უსახლდები ვიღაც ბიჭს და უხტები საწოლს არანაირ სტატუს არ ატარებ და გინდოდა მამაშენივით მეც ხელი გადამესვა შენთვის? საერთოდ იმხელა კაცი რას ფიქრობს? ასე შეიძლება?
ღიმილ შეყინული იდგა გიორგი, ფეხების და სხეულის ტკივილს ვეღარ აღიქვამდა, გაოცებული ეყრდნობოდა ჯოხს და წარმოდგენა არ ქონდა უნდა ჩარეულიყო, ეთქვა რამე თუ რა ხდებოდა საერთოდ, მისთვის არავის უხსენებია თუ ნათიას და დედამის ასე გაურთულდათ ყველაფერი.
-შენ ხომ ყოველთვის სხვების ნათქვამს აქცევ ყურადღებას, ერთხელ მაინც მოხვედი და მოგვიკითხე? იკითხე რა გვჭირდებოდა ან გიორგიმ როგორ შედეგს მიაღწია?
-მამაშენიდან ვგებულობდი_მაინც არ თმობდა პოზიციებს ქალი.
-მადლობა დედა, სამაგალითო ხარ, იცი რა? თუ ოდესმე უფალმა საშუალება მომცა და დედა გავხდი, შენ იმის მაგალითად მეყოლები როგორი არ უნდა ვიყო_მთელი ხმით იკივლა ნათიამ და ქალის გაფართოებულ თვალებზე ცრემლები წამოუვიდა.
-ახლა კი გამოაღე ეს კარი და უკანაც იმ ორ მარშუტს გაყევი რითიც აქამდე მოხვედი.
-ნათი რა ხდება მამა_აქოშინებულმა შემოაღო კარი გიამ.
-ეს ქალი აქედან წაიყვანე და თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ აღარასოდეს დამანახო, დედა აღარ მყავს._ატირებულმა ამოიღნავლა და ცრემლებით ამოვსებული თვალებით იმედგაცრუებულმა ახედა მამას.
-კარგი შვილო, კარგი, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება_თავზე აკოცა ქალიშვილს და გაშეშებული ქალი ლამის ძალით გაიყვანა სახლიდან. კარების მიხურვა და ნათიას მუხლებზე დაცემა ერთი იყო, მთელი გულით ამოიტირა გასაჭირი და წამში იგრძნო მოხვეული მკლავები სხეულზე.
-შენთვის დახრა არ შეიძლებააა_ტირილს ვერაფრით წყვეტდა და ბიჭის მკლავებში ჩამალვას ცდილობდა.
-ხოო, ახლა მაგის მეტი პრობლემა არ გვაქვს_ამოხვნეშით უპასუხა და მონოტონურად დაუწყო თავზე ხელის გადასმა.
რამდენიმე წუთი დასჭირდა ნათიას გონზე მოსასვლელად, ჯერ კიდევ სლუკუნებდა დივანზე რომ გადაინაცვლეს. თმები მოაშორა სახიდან ბიჭმა და ჯერ კიდევ აცრემლებულ თვალებში ჩახედა.
-რატომ არაფერი მითხარი?
-გიორგი ამის დრო იყო? მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი როგორ გადამერჩინე.
-სახლიდანაც ჩემს გამო წამოხვედი ხომ? თავიდანვე მიმალავდი.
-სახლიდან მისი ხედვის გამო წამოვედი, ნებისმიერზე ასე იტყოდა.
-ნებისმიერზე არ იტყოდა და ეს შენც კარგად იცი. მე არ ვუნდებვარ შენს გვერდით.
-მოდი მაშინ ციმაკურიძეს დავურეკავ კარგი? იდეალური სიძე ის იქნება, გადაულოცე ჩემი თავი და დედაჩემიც კმაყოფილი დარჩება. ოფიციალურად მაინც არ დავქორწინებულვართ, დავურეკავ და ვეტყვი ჩაგივარდები მუხლებში და მიმიღე უკანთქო_ხმას აუწია ნათიამ.
-ეს ციმაკურიძე საიდანღა გამოჩხრიკე? კიდევ დაგირეკა?_წამში გაიღვიძა გიორგიში ეჭვიანობამ.
-ღმერთო ჩემი ნათქვამიდან მხოლოდ ეს გაიგე?_უკმაყოფილოდ ამოიზმუვლა ნათიამ.
-ჰმ, ციმაკურიძე, ეგ თმა გადავარცხნილიღა მაკლდა ახლა, მომიშხამე ხასიათი.
-ისე ხო გვქონდა არაჩვეულებრივი.
-უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ მიმალავდი.
-არ გიმალავდი, სათქმელი დრო არ იყო.
-და რა უნდა ვქნათ?_ისევ ნათიას გახედა ბიჭმა. -ხომ იცი, რომ ...
-რომ რა? არაფერს დამაძალებ? ჩემსა და დედაჩემს შორის არ ჩადგები? შენ განზე გადგები და თავს დამანებებ?_ტირილის მეორე პარტია ეწყებოდა ნათიას
-რა სისულელეა, სერიალში ვართ? არ დაგაძალებ კი არა ხვალ დილით ადგები და ეკლესიაში გამომყვები_სხვათაშორის ჩაილაპარაკა და ტელევიზორში სხვა არხზე გადართო.
-ვერ გავიგე?_ტირილი წამში შეწყვიტა ნათიამ.
-ჯვარს დავიწერთ_ბეჭები სხვათაშორის აიჩეჩ გიორგიმ.
რამდენიმე წამში სახლში სიცილის ხმა ისე ხმამაღლა გაისმა გაოცებულმა მოიხედა უკან.
-ხელის თხოვნა და ნიშნობა ხომ გვქონდა შოკი, მაგრამ აი ჯვრისწერამ ყველა და ყველაფერი გადაწონა_ნერვებს ატანილი მთელ ხმაზე იცინოდა ნათია და ვერაფრით ჩერდებოდა.
-ახლა ვიფიქრებ, რომ ხეიბარს უარს ეუბნები_საცოდავი სახე მიიღო გიორგიმ და ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა, ამაზე უარესად აუტყდა სიცილი ნათიას
-მაიმუნო, როცა უარი უნდა მეთქვა მაშინ არ დავფიქრებულვარ წამით და ახლა ვინ გადამათქმევინებს?_კალთაში ჩაუჯდა ბიჭს და კისერზე მოხვია ხელები.
-მიდი ნინის დაურეკე._მობილურისკენ ანიშნა მანაც.
-აუუ, მაგისი ამბავი რომ ვიცი პირველს ახლა იმას მეტყვის დაელოდე სანამ სრულფასოვანი პირველი ღამის შანსი არ გექნებაო_სიცილით აკრიბა ნათიამ ნაცნობი ნომერი.
-და ვინ თქვა რომ არ გექნება? ნაოპერაციები ვარ დავარდნილი და უუნარო კი არა_სასურველ ტუჩებს დაწვდა გიორგი და წამში დაიპატრონა, სულ ტყუილად გაყვიროდა ნინი ტელეფონში ალო ნათია რა ხდებაო, მისი იმ წუთას ნამდვილად არავის ესმოდა.


აღელვებულმა გაიღვიძა დილით ნათიამ. დღეს ჯვარი უნდა დაეწერა საყვარელ კაცზე და გულისცმა სამმაგად ჰქონდა გაზრდილი. სკამზე გადადებულ თეთრ კაბას მისწვდა მისი მზერა, გაეღიმა და იმ წუთსავე გაღებულ კარში უკვე გამოწყობილი ნინია და ნინი გამოჩნდა.
-აბა პატარძალო, ხომ არ გადაიფიქრე?_სიცილით დაანახა ულამაზესი ფერადი გიფსოფილას თაიგული მეჯვარემ.
-ღმერთო ზუსტად ისეთი ფერადი და ულამაზესია როგორიც მინდოდაა_წივილით წამოფრინდა ნათია.
-აბა, დროა დავიწყოოთ_ტაში შემოკრა ნინიამ და მოტკეცილ კაბაში, კარგად გამოკვეთილ მუცელზე გადაისვა ხელი.-ბიძია უნდა გავაგიჟოთ_წარბების თამაშით გახედა ახითხითებულ გოგონებს და ნათიას მომზადებას შეუდგა.

---------------------------
მაპატიეთ, წარმოდგენა არ მაქვს რა გამოვიდა, ეს დღეები ცოტა საგიჟე მქონდა. შემდეგი თავი დასასრულია და ყველაფერი აიხსნება ნელნელა, დიდი მადლობა რომ მამხნევებთ, ასეთ თბილ სიტყვებს მეუბნებით და ჩემთან ხართ <3



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი მართლა ვერ ვხვდები დედამისი მართლა ეგრე ფიქრობს,თუ რამე მიზეზი აქვს.მინდა რომ ახსნა მოეძებნოს მის საქციელს,რადგან დედაა.კი შეიძლება თავიდან არ უნდოდა და მოსწონდა, მაგრამ მთელი ეს დრო ისე იქცეოდა,მომაკვდავი ბიჭიც კი არ ადარდებდა.არ ვიცი არ ვიცი.იმედია ბოლო თავში გამოჩნდება ყველაფერი.აი გიორგიმ გამაცინა ამ თავში,მისი დაბნეულობით.როგორც იქნა დაადგათ საშველი.გელი ახალი თავით
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი ვიპნი

გიორგიში ის მომწონს რომ სერიალების გმირს არ დაემსგავსა და ყველაფერს აკეთებს ბედნიერებისთვის.

 


როგორ მინდა მანანა გავპუტო. ასეთი საზიზღარი როგორ არის. იმედია მის საქციელს რამე ახსნა ექნება, თორე საბოლოოდ დაეკარგება მაგ ქალს ჩემს თვალში ფასი :(
აი, გიას კი ჩემი დიდი პატივსემა❤
მიხარია გიორგი რომ არ გაბანალურდა და მანანას საქციელს არ დანებდა❤ წინ დიდი ბედნიერება ელოდებათ❤❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

აუ რა მაგარი იყო მომეწონა ძალიან მაგრამ მანანა მიშლის ნერვებს მაგ ქალს საერთოდ ვინმე უყვარს როგორ იქცევა საცოდავი ბიჭი ძლივს გადაარჩინეს და მაგას კიდევ ეგეთი ნერვიულობა უნდა,მოკლედ ვიხალისე თან ხელის თხოვნაზე და ჯვრის წერაზე რომ ელაპარაკებოდა ს ნათია რომ დასცინოდა

 


№5  offline წევრი OKI ME

შენ თუ არ გაქვს წარმოდგენა მაშინ გეტყვი, რომ ძალიან ძალიან კარგი თავი იყო. და საერთოდ ვგიჟდები მე შენს ისტორიებზე ❤️❤️
აუუ, დასასრულიო? და რა მეშველება მერე მე? ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დაბრუნდები ახალი პოზიტიური და როგორც შენ გახასიათებს უკარგესი, უთბილესი, უსაყვარლესი ისტორიიით. დიდხანს არ გვალოდინო შენი მკითხველი.❤️❤️

აი, ნათიას დედას არ ვიცი რას ვუზამდი. ნუ, დედაა, მესმის მაგრამ საზღვარი ყველაფერს აქვს. იმედი მაქვს, რომ ბოლოს მაინც შვილის ბედნიერება გადაწონის ამ ქალის უაზრო პრინციპებს თუ რაც არის იმას. ❤️❤️

 


№6  offline წევრი sofi_sofiaa13

ძალიან კარგი იყო მაგრამ დედამისისს დამოკიდებულებას ვერ ვხსნი არ ვიცი რავთქვა...დასასრულივოო....წინამოთხრობიდან გამომდინარე რამდენიხანიც გგქონდა შეავენება ეხლაც ეგრე რომ გაქრე ამოვწყდები sob
--------------------
ფეფო

 


№7 სტუმარი სტუმარი nancho

კარგი იყო კარგი ,გემრიელი,მართალია დედამ გააფუჭა მაგრამ,რას ვიზავთ,არსებობენ ასეთი დედები,

 


№8  offline მოდერი naattii

ვერც კი წარმოიდგენთ როგორი გრძნობაა თქვენი კომენტარების კითხვა და როგორ ვივსები ❤️ ვეცდები შემდეგზე ასე დიდხანს არ შევისვენო, უბრალოდ თვალების პრობლემა, მოსწავლეები, სამსახური, შვილები, სახლი და ..... :D :დ ძალიან მიყვარხართ ❤️

 


№9  offline წევრი Impermeable

ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ისტორიაა. და სიუჟეტი ქუთაისში ვითარდება ხომ? პერსონაჟების საუბრიდან და სიტუაციებიდან გამომდინარე heart_eyes heart_eyes

 


№10  offline მოდერი naattii

Impermeable
ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ისტორიაა. და სიუჟეტი ქუთაისში ვითარდება ხომ? პერსონაჟების საუბრიდან და სიტუაციებიდან გამომდინარე heart_eyes heart_eyes

ჩემი ქალაქის გარდა არცერთზე არ ვწერ ისტორიას :D ❤️

 


№11  offline წევრი მე♥უცნაურე

სამწუხაროდ, ეს პრობლემა დღეს ისევ აქტუალურია, რომ არ შეიძლება უდიპლომო კაცზე გათხოვება, რომ სიყვარული არც არაფერია და ა. შ.
ძალიან კარგად წერ და მთელი გულით განვიცდი მათ ამბავს. ერთიანად წავიკითხე ახლა, ვერ გავუძელი დასასრულამდე ლოდინს ❤️

 


№12  offline წევრი svien

male dade ra....❤❤❤

 


№13 სტუმარი სტუმარი ანი

დღეს ხო იქნება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent