ჩვენ და საზამთრო (სრულად)
ჯაფარიძის შესახებ რომ გავიგე, ჩემში ერთი მე მოკვდა და მის ადგილას სხვა მე გამოჩნდა. ზოგადად, ჩემში ორი მე სახლობდა ყოველთვის, ერთი ყოველთვის მყარად იდგა პოზიციაზე და საკუთარ თავში ჩაკეტილი განაგრძობდა არსებობას. მეორე სულ იცვლებოდა, ხასიათითაც ხან ისეთი იყო, ხან ასეთი. მე ბედნიერი ხშირად ვიყავი და როცა ვიწყენდი, ვერავინ შეძლებდა ჩემი ხასიათის გამოკეთებას. ჯაფარიძე კი ყოვლის შემძლე მბრძანებლად მომევლინა და წამაძრო რქები. კი, პირდაპირი მნიშვნელობით ჭკუიდან შემშალა. ერთი აბეზარი მეზობელი მყავდა, ალეკო ერქვა და თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა. მე გორში ვცხოვრობდი იმ დროს და აკვიატებული მქონდა სვანების სიყვარული. ბებიაჩემი სულ მეუბნებოდა შენ ხის თავიანი ხარ და სვანი თუ შეგიყვარდა მერე უეჭველად მოგატეხს მაგ ჯიუტ რქებსო, ზოგჯერ მგონია რომ ბებიაჩემი წინასწარმეტყველია. იმისგან გავიგე ვინმე დავითის შესახებ რომელიც სვანი იყო, თბილისში ცხოვრობდა, ამასთან ერთად ბევრი სიმპატიური მეგობარი და ცნობილი და ყავდა. მის მეგობრებს ვათვალიერებდი სულ და მერე მივაგენი, ჯაფარიძესაც, თურმე მისი საუკეთესო მეგობარი ყოფილა და საერთოდაც მგონი შეშლილი ფსიქოპატი ვეგონებოდი იმ დროს ვინმეს. სრულიად უცნობ ბიჭზე ინფორმაციას ვაგროვებდი და დაუსწრებლად მომწონდა მისი მეგობარი. ინსტაგრამზე დავამატე და ზუსტად 5 წამში მომივიდა მისგანაც მესიჯი. თავიდან თვალებს ვერ ვუჯერებდი, მეგონა სიზმარში ვიყავი და გამეტებით ვიჩქმიტე ხელზე, მახსოვს მერე დედამ მკითხა ვინ დაგილურჯაო და იმდენი ვიცინე კვერცხი ლამის დავდე. “რამდენი წლის ხარ?”-მკითხა და სიწითლემ კისრამდე გადაიწია, ყურებიც კი წითელი მქონდა. “16.”-სწრაფად მივწერე და დაველოდე, სიცილის სმაილები მომწერა. “პატარა ყოფილხარ.”-აშკარად დამცინოდა, არა და ვიცოდი 17 წლის იყო თავად. “-ხო, ბაღი წელს დავამთავრე.”-ასეთი სისულელე ოდესმე მიგიწერიათ ვინმესთვის? დავიბენი, და შუბლში გაშლილი ხელი ვიტკლიცე, ნერვები მომეშალა ჩემ თავზე და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი დასამშვიდებლად. “ქოო, პატალაა.”-ისევ იცინოდა, აღარაფერი მიმიწერია, დავსინე, ტელეფონი გამოვრთე და საბანში ღრმად ჩავძვერი. რა დონეზე გამოუცდელი ვიყავი ხვდებით ალბათ ხო?! მას შემდეგ ერთი წელი ისიც ადევნებდა ჩემს გვერდს თვალს და მეც მისას მერე კი სწავლის ქარცეცხლში ისე გავეხვიე გონების ბნელ კუნჭულში მივჩქმალე ჯაფარიძე და წიგნები გადმოვწიე წინა პლანზე. ყოველთვის მზადმყოფი მოსწავლე არ ვყოფილვარ, არც ლეპტოპი ამიღია და არც მედალი, თუმცა ვგიჟდებოდი ისტორიაზე, ლიტერატურაზე და სამოქალაქოზე, ზუსტად ეს საგნები ჩავაბარე და 100 პროცენტიანი გრანტიც ავიღე. ბებიაჩემი რომლსაც ჩემი იმედი დიდად არ ჰქონდა, ჩემსკენ მოვაქციე და ვაღიარებინე რომ თუ მათემატიკა დიდად არ იცი ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ უნიჭო ხარ. თუმცა უნარებში უდავოდ ძლიერი ვიყავი, როგორც ჩემი მათემატიკის მასწავლებელი ამბობდა. როგორც კი თბილისში გადავედი, მივხვდი, ეს იყო ჩემი ქალაქი, მისი ხმაურიანად, სიბინძურიანად და ყველაფრიანად. უნივერსიტეტის პირველი დღე იყო, საღამოს წვეულება გააკეთეს და მე და ჩემი განუყრელი დაქალი თეკლა ამ წვეულებაზე წავედით. კლუბის შესასვლელთან, შავ კაბაში და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილი ვიდექი და თეკლას ველოდებოდი. ბანკეტის მერე პირველად მესვა მაკიაჟი და თავს დამძიმებულად ვგრძნობდი. წინ თეთრმა მერსედესმა რომ ჩამიქროლა და უპრობლემოდ დააპარკინგა უცნაური შეგრძნება გამიჩნდა. თეკლაც სწორედ იმ დროს გადმოვიდა ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი ტაქსიდან და ჩემკენ წამოვიდა მაგრამ მე მხოლოდ მანქანიდან გადმოსული ბიჭების როხროხი მესმოდა და უცნაურად ვგრძნობდი თავს. თეკლასთან ერთად შევბრუნდი კლუბის შესასვლელისკენ, მარცხენა ყურში მისი გამაბრუებელი ლაპარაკი მესმოდა, გაუჩერებელი ტიტინი რომელსაც მხოლოდ მე ვიტანდი და მე მაინც იქეთ ვიყურებოდი, იმ ბიჭების ზურგებს ვუყურებდი. კლუბში შესვლის შემდეგ აღარც ერთი დამინახავს და ცოტა მომეშვა, თეკლას ტიტინში ავყევი, კურსელები ვიპოვეთ და მათ შევერიეთ, ბარის სტილის კლუბი იყო, მაგიდები და კომფორტული დივნები უზარმაზარ ტერიტორიაზე იდგა. ბარიც კედლის მთელ სიგრძეზე იყო ჩასმული და დაახლოებით 12-13 ბარმენი თავისუფლად იმუშავებდა. ჩემმა კურსელმა გამიყვანა საცეკვაოდ, ვიცინოდი, ვერთობოდი, ვსვამდი და სულ არ მადარდებდა ირგვლივ არაფერი. -დავიღალე.-მხარზე ჩამოვეყრდენი კურსელს და მანაც ბარისკენ მიმანიშნა რომელიც თავისუფალ ადგილებს არ უჩიოდა. ბარის მაღალ სკამზე შემოვსკუპდი და ფეხი ფეხზე ისე გადავიდე როგორც ფილმებში ვხედავდი ხოლმე, თან გამეცინა და ბარმენს შევხედე.-რამე მსუბუქი და გემრიელი მინდა.-მოურიდებლად ვუთხარი და მანაც ღიმილით ჩაასხა ჭიქაში რაღაც სითხე, მოვსვი, მენთოსის და საზამთროს საღეჭი რეზინის გემო ერთად დამეტაკა, ვგიჟდებოდი ამ გემოებზე. -აბა, მოგეწონა?-მკითხა ბარმენმა და მეც ცერი ავუწიე მოწონების ნიშნად. -ანანასის წვენი გაქვს?-საოცრად ნაცნობი და თან უცნობი ხმა მომესმა და მისკენ შევბრუნდი, ვიცანი, ის იყო და ყველა მივიწყებული გრძნობა ერთად ამომიტრიალა მთელ ორგანიზმში. სიამოვნებით მივიდოდი და იმ სქელ, სწორ წარბებს დავაპუტავდი მაშინ ჩემი იმ დღეში ჩაგდებისთვის მაგრამ ამის ნაცვლად თავი გავაბრუნე, გრძნობები საიმედოდ შევნიღბე და სასმელი მოვსვი. ვიგრძენი როგორ გამომხედა, ყველა ქალი გრძნობს როცა უყურებენ, მთლიანი ტანი გამიხურდა და მინდოდა ყინულით სავსე აბაზანაში ჩავეგდე ვინმეს. -ალკოჰოლის გარეშე?-აშკარად გაუკვირდა ბარმენს და თანხმობის შემდეგ ჭიქა წინ დაუდო. -ახალი ხარ?-ვიგრძენი, ჩემსკენ იყო მომართული მისი სიტყვები და ნერვიულობამ ამიტანა, ახლა რომ მიცნოს ვინ ვარ შეიძლება დამცინოს და მასხრად ამიგდოსთქო ვფიქრობდი. -კი.-წამით გავხედე. 2 წლის წინ სხვანაირი, კი ვიყავი მაგრამ მაინც, სახეზე არაფერი შემცვლია. -პინგვინი.-ჩაეცინა და წვენი მოსვა. -ბავშვი.-ხურდა დავუბრუნე და სასმელი ისევ მოვსვი, ყველაზე ლაითი ალკოჰოლური სასმელიც კი სწრაფად მათრობდა და ასე იყო ახლაც. -როგორ?-ჩამეკითხა და ჩემსკენ გადმოიწია, აშკარად დასაზუსტებლად. -არაფერი.-თავი გავაქნიე, სასმელი ბოლომდე დავლიე და საცეკვაოდ წავედი. იქვე დავდექი, შორს არ წავსულვარ და ცეკვა დავიწყე, ახლა ისე მინდოდა ორგანიზმიდან ენერგიის განდევნა როგორც არაფერი. ვიგრძენი მზერა და თვალები გავახილე, ბარის მაგიდასთან იჯდა, თავი გვერდით გადაეხარა და ისე მიყურებდა როგორც ყვავილს რომელიც მოსწონდა და უნდა მოეწყვიტა. ჩამეცინა და ზურგი შევაქციე, მალე ვიგრძენი სხეულზე მოცეკვავე მისი თითები და გამაჟრიალა. -სახლში წადი და გამოიძინე, ვინმე რომ აგეკიდოს და მთვრალმა შეცდომა დაუშვა მერე სად მიდიხარ?-ჩუმად მეჩურჩულებოდა მისი ჟღერადი ხმა და ისე მსიამოვნებდა ეკალს მაყრიდა მთლიან სხეულზე. -კარგი მამიკო.-ირონია და ჩემი მეორე მე მაინც სხვანაირად მოქმედებდა. ჩემს მუცელზე მოხვეული მისი ხელი რომ დაიძაბა მერე მოვედი აზრზე. ხელი მომკიდა ხელზე და სწრაფად გამიყვანა იქიდან, ჰაერზე უფრო მომეკიდა სასმელი და თავბრუსხვევა ვიგრძენი მაგრამ სწრაფად მოვედი აზრზე და თავი შევიმაგრე. იმ თეთრ მანქანაში ჩამსვა წეღან წინ რომ ჩამიქროლა და გაკვირვებაც ვერ მოვასწარი ისე დაძრა რკინის ურჩხული.-უკაცრავად, თქვენი სახელი?-მოჭუტული თვალებით დავაკვირდი მის სერიოზულ სახეს. -თავს ნუ იშტერებ.-გვერდულად გამომხედა, რა თქმა უნდა, მიცნო! -ბავშვებზე ასე შეგტკივა გული სულ?-სავარძლის საზურგეზე მივადე თავი და თვალები დავხუჭე. -სად ცხოვრობ?-ურეაქციოდ მკითხა მისი სურნელით გაბრუებულს და მის პროფილს გავხედე. -სადღაც საბურთალოზე.-გამეცინა, ისტერიკული სიცილი ამიტყდა.-დედას გეფიცები თუ მახსოვდეს. -ბევრი არ დაგილევია.-მობეზრებულად აატრიალა თვალები. -1 წვეთიც მყოფნის.-ამოვიბუტბუტე და თვალები მივნაბე.-იცი ცხოვრების ყველაზე დიდი ირონია რა არის ჯაფარიძე?-ვკითხე და გაპარსულ ლოყაზე საჩვენებელი თითი ავუსრიალე. -რა?-ოდნავი ღიმილით გამომხედა და ჩემი თითი ლოყას და მხარს შორის მოიქცია. -ის რომ ზოგი ოცნებობს იმაზე რაზეც ზოგს ოცნებაც არ დასჭირვებია.-ისევ მის ლოყას ვეფერებოდი, წამით გამომხედა. -რას გულისხმობ?-მის თვალებში წავიკითხე ინტერესი, შეიძლება ეს ალკოჰოლის ან სულაც იმის ბრალი იყოს რომ ცოტა ვერ ვარ მაგრამ მაინც მის თვალებში ჩანდა როგორ ვაინტერესებდი მთელი ჩემი შინაგანი სამყაროს თანხლებით. -იმას რომ შენს ირგვლივ უამრავი გოგოა რომელიც ძმად გთვლის, მე კიდევ ოცნებად შენი ნახვა მქონდა ქცეული. ბავშვები აიღე თუნდაც, ზოგი ფუფუნებაში იზრდება გრძნობების გარეშე ზოგს კიდევ თეთრიც არ უგდია ჯიბეში და მაინც ბედნიერია, თუმცა ბავშვებს რომლებსაც არავინ ყავთ საკუთარი თავისთვის ხასიათის შექმნა უწევთ. რთულია უყურო სხვებს და იცოდე რომ შენ სხვანაირი ხარ. დააფასე ის რაც გაქვს ჯაფარიძე, თორემ ერთი ათად დაგაბრუნებინებს ცხოვრება.-მისკენ გადაწეულმა ყელზე მივაკარი ტუჩები და ისევ ჩემს სავარძელს დავუბრუნდი. ვიცოდი ეს სიტყვები ხვალ სინდისს შემიჭამდა მაგრამ მაინც, სიამაყის მიუხედავად უნდა მეთქვა. -როგორ გეტყობა ფსიქოლოგიის სტუდენტი რომ ხარ.-ჩაიცინა და მანქანა გააჩერა. -შენ ბიზნესმენისას ვერაფერს გატყობ.-მანქანიდან გადასვლაში რომ დამეხმარა მერე ვუთხარი და მხარზე დავეყრდენი.-სად ვართ?-ვკითხე და მოჭუტული თვალებით დავაკვირდი იქაურობას. -ჩემთან. -არაფერი მითქვამს, ცოტა მოფხიზლებული ვიყავი, საშინელი სიმთვრალე მაქვს, ნახევარ საათში ვფხიზლდები და მერე სულ რომ ძალით მასხა პირში, ვეღარ ვსვამ. ახლაც, ცოტა ფხიზელი ვიყავი მაგრამ ამ შანსის დაკარგვას არ ვაპირებდი, მასთან მინდოდა, მისი სურნელი მინდოდა გონებაში ჩამებეჭდა. ლიფტში შევედით და 12 მიაჭირა თითი. -12სართულზე რა ხდება, რაც უფრო მაღლა იქნები ღმერთს მიწვდები? -დიდად არ მწამს.-ამოიოხრა, აშკარად ვღლიდი. -უწმინდურო.-ჩამოვეყრდენი და თავი მხარზე მივადე. დაბალი არ ვიყავი, მითუმეტეს მაღალ ქუსლიანებზე ვიდექი და ლავიწამდე ვწვდებოდი ბიჭს რომელიც მიყვარდა. -ამისთვის პასუხს მოგთხოვ.-ჩუმად მითხრა და ლიფტიდან გავედით. ახალ აშენებული კომპლექსი იყო, ყველაფერი მყუდრო და შესაფერისი მარტოხელა ბიჭისთვის. შევედით თუ არა ფეხსაცმელები გავიხადე და ამოვისუნთქე. -მადლობა ღმერთს.-არეული ნაბიჯებით მივდევდი უკან მიშოს და ვერ ვხვდებოდი სად მივყავდი სანამ თეთრ სააბაზანოში არ შემაგდო და დუშით ცივი წყალი არ მომიშვირა.-რა ჯანდაბას აკეთებ?!-ბოლომდე ვერ ვფხიზლდებოდი. -ეგ ყველაფერი ჩამოირეცხე სახიდან და გამოდი.-დუში დაამაგრა, პირსახოცი და თავისი ტანსაცმელი შემომიტანა და გავიდა. სახე დავიბანე, მისი სპორტულის შარვალი და ორი ზომით დიდი მაისური ჩავიცვი და გავედი, მისაღებში იჯდა, შორტი და მაისური ეცვა, ისეთი საყვარელი იყო მინდოდა მივვარდნილიყავი და ჩამეყლაპა. -მცივა.-ამოვთქვი, ნერვებისგან და სასოწარკვეთისგან მაკანკალებდა. -არ გცივა, სექტემბერია, თბილისი დუღს და სპორტულის შარვალი გაცვია რომელსაც ნოემბერში ვიცვამ.-უცბათ ჩამომიყალიბა და ფეხზე ამაგდო. -რა ჯანდაბა დამალევინა იმ ბიჭმა.-ვბუტბუტებდი და ვხვდებოდი როგორ მივყავდი სხვა ოთახისკენ. საძინებელში შესულმა შუქი აანთო და დაბალი განათების ფონზე დავინახე დიდი საწოლი, საწერი მაგიდა, ტანსაცმლის კარადა მთელ კედელზე და ორი კომოდი. ერთი კედელი მთლიანად ფანჯარა იყო, და საწოლიდან პირდაპირ გადაჰყურებდი ქალაქის დიდ ნაწილს, მთაწმინდას და ძველ თბილისს. საწოლისკენ წამიყვანა და დამსვა. -კარგად ხარ?-მკითხა გულაჩუყებულს და სახეზე დამაკვირდა. -კი.-თავი დავუქნიე. -დაიძინე და ხვალინდელზე არ იფიქრო.-ლოყაზე მომჩქმიტა ორი თითით. -აქ არ დაიძინებ?-ვკითხე როცა წამოდგა. -პრობლემა არ გექნება?-დაეჭვებულმა მკითხა. -არა, უბრალოდ მთვრალს რაღაც ცუდები მესიზმრება ხოლმე და არ მინდა მეშინოდეს.-გულწრფელად ვუთხარი და სპორტულის შარვალი მოურიდებლად გავიხადე. საწოლში შევძვერი და მის მოქმედებას დაველოდე. -უგონო ხარ.-გაეცინა, ზედა გადაიძრო და მთელი თავისი ავლადიდებით მომიწვა გვერდით. ხომ შორს იწვა? და მაინც მწვავდა მისგან წამოსული მხურვალება. ან მე მეგონა რომ ხურდა. მისკენ გადავბრუნდი და თვალები დავხუჭე, მინდოდა დაძინება მაგრამ ვერ შევძელი. ვბორგავდი და ვერ ვიძინებდი, უკვე სამი საათი იყო საწოლში რომ წამოვჯექი და თვალებ დაჭყეტილს შევხედე მუცელზე რომ ედო ხელები. -ხვალ დილით ლექცია მაქვს და შენ დაძინების საშუალებას არ მაძლევ ანო.-შემომიღრინა და საწოლზე დამაგდო. -მგონია რომ საუკუნის ძმაკაცები ვართ.-გამეცინა და ზემოდან მოშტერებულს შევხედე, სახეზე მივეფერე თითებით და თვალებში მივაშტერდი.-სულ ვბლატაობ ნახევარი საათის მერე ვფხიზლდებითქო მაგრამ უფრო ვთვრები ხოლმე.-წამწამებზე გავუსვი თითები. -დაიძინე.-უკნიდან მომიწვა, ხელი მომხვია მუცელზე და ჩემ თმაში ჩადო ცხვირი. -როგორც მიბრძანებ მამიკო.-ოდნავ ჩამეცინა და მის მკლავებში გატრუნულმა ვერ ვიგრძენი როგორ დამრია ხელი ძილის მბრძანებელმა. დილით მასზე გაწოლილს გამეღვიძა. მასზე ნახევრად ვიყავი გაწოლილი და მის კისერში მედო ცხვირი. გუშინ მეგონა რომ მეორე დღეს ყველაფერს ვინანებდი მაგრამ არა, არც ერთი წამი არ მინანია რაც მასთან გავატარე, არც ის მინანია რაც ვუთხარი, აი ასე, სრულიად უდარდელად გამეღვიძა. მაისური მუცლამდე მქონდა ასული და ჩემს მოშიშვლებულ დუნდულაზე მთლიანი მტევანი გაეშალა ბატონ მიხეილს. -ნუ ფართხალებ.-ბოხი ხმა უფრო დაბოხებოდა, თვალები ოდნავ გაახილა და ჩამომხედა. -უნდა წავიდე.-დავიბენი, საშინლად დავიბენი. -ლექციები უკვე გააცდინე, ამიტომ გირჩევნია ბორჯომი დალიო და ეცადე დაიძინო.-ხელი საჯდომიდან წელამდე ამიცურა და მაისური ჩამომიწია. -ძალიან გაწუხებ.-ჩავახველე უხერხულად, მთელი ჩემი უდარდელობა ჩამომექცა თავზე. -რომ არ მინდოდეს აქ არც იქნებოდი.-წამოიწია და ხელებით დაეყრდნო საწოლს, თბილისს გადახედა და თავი მაღლა აწია.-ჩემი ძმა სკოლაში უნდა წამეყვანა.-ისევ საწოლზე დაეცა და სახეზე ჩამოისვა ხელები.-გაატრა*კა რა.-ტელეფონი აიღო კომოდიდან და სადღაც დარეკა. -ღმერთო შენ მიშველე.-წამოვდექი და ტელეფონი ავიღე რომელიც ჩემდაუნებურად აღმოჩნდა საწერ მაგიდაზე. -სადა ხარ შე*ჩემა... წავიდა სკოლაში? რა გაატრა*კე ჩამეძინა რა... დედა სად არის... კაი მოვალ საღამოს.-გათიშა და მე შემომხედა.-გუშინდელი ყველაფერი გახსოვს?-მკითხა და თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.-ახლა მაინც მითხარი სად ცხოვრობ. -ვაჟაზე.-უკმაყოფილოდ ამოვიფრუტუნე და სააბაზანოსკენ წავედი, გვერდით ამომიდგა და ახალი კბილის ჯაგრისი მომცა.-მადლობა.-კბილები გავიწმინდე და სააბაზანოდან გავედი. -იმედია უცხო ადგილებში ალკოჰოლს აღარ მიიღებ.-ვითომც არაფერიო ისე მითხრა და ყავა მოსვა. -უბრალოდ მომინდა, რაღაც საშინელება იყო, მაგრამ გემო მომეწონა. -საზამთროს საღეჭი რეზინი მაღაზიებშიც იყიდება.-მხრები აიჩეჩა ნამდვილი ხისთავიანი სვანი რომ იყო მიხვდით ხომ? -რატომ წამომიყვანე?-ვკითხე ცოტა ხნის შემდეგ და ყავა მოვსვი, ამომხედა წამით და მერე ფანჯრიდან გაიხედა. -ჩემი კურსელები ყველაზე ახვ.არკები არიან, მთვრალ გოგოებს კლუბში არ ტოვებენ და პირდაპირი რეისით სასტუმროს საწოლში ამოაყოფინებენ ხოლმე თავს.-სკამზე ჩამოჯდა და ისე მომაშტერდა.-გაფრთხილდი. -რა კეთილი ხარ.-ჩამეცინა ცინიკურად, რა მინდოდა თავადაც ვერ ვხვდებოდი. -გეთანხმები.-გამიღიმა გულწრფელად. ცოტა ხანში წამოვდექი, ჩემი კაბა ისევ მოვირგე ტანზე და ფეხსაცმელებიც ჩავიცვი, ისევ დავდექი ქუსლებზე და ისე გავხედე ჩემს წინ მდგარ, კედელზე მიყრდნობილ ჯაფარიძეს. -მაკიაჟის გარეშე უკეთესია.-ჩაიცინა და კარიდან გამიყვანა, მაინც რა უცნაური იყო ყველაფერი ჩვენთან, არა? უცნაური და გა'საოცარი! ................................................................. -კარგად ხარ?-ლექციაზე გვერდით რომ მომიჯდა თვალები დავუქაჩე და უინტერესოდ მოსაუბრე ლექტორს გავხედე. -აქ რა გინდა?-ჩუმად ვკითხე და ბლოკნოტი დავხურე. მის პროფილს მივაშტერდი წამიერად და რომ მივხვდი არ გამომხედავდა, ისევ ლექტორს გავხედე. -ლექციების მერე ეზოში დაგელოდები, ნაბახუსევიდან გამოგიყვან.-ლექციის ბოლოს მითხრა და საფეთქელზე წკლიპურტი მომცხო. საიდან გაიგო რომ გუშინ მე ჩემი დაქალების თანხლებით მუცელი სპირტით და ლუდით ამოვივსე?! -მეტკინა, ცხოველო.-შევუღრინე და ჩანთა მხარზე გადავიკიდე. -დამალვა არ გაბედო.-თითი სიცილით დამიქნია და მეც ჩუმი, ფარული ღიმილით გავჩერდი თეკლას აუდიტორიასთან. -ეს ქალი ნერვებს მიწამლავს!-ცოფებს ყრიდა ჩემი დაქალი და აჩეჩილ თმას ისწორებდა. თვალები ჩაშავებული ჰქონდა და წარბებს არაფრის დიდებით არ ხსნიდა. -სად გაქრა შენი შემართება თაკრინე?-გავეკრიჭე, მეც არ ვიცოდი რაზე უფრო მეცინებოდა, ჩემი დაქალის არეულ სიფათზე თუ იმაზე რომ მიშა ჯაფარიძესთან თბილისმა დამაახლოვა და იმედები გამიმართლა. -ზოროს ცხენივით რატომ მეკრიჭები?-მკითხა და თვალები აატრიალა. -მეცინება. ნეტავ რა გეგონა მომავალ დედამთილს ლექტორად რომ ირჩევდი? -სხვაგან ადგილი არ იყოო.-ამოიწუწუნა და აუდიტორიისკენ ერთად წავედით, ერთად გვქონდა ლექცია. ლექციის შემდეგ ეზოში გავედი, თეკლა მეორე გასასვლელიდან გავიდა და სხვა კორპუსში წავიდა, მე კიდევ თვალების ცეცება დავიწყე რომ მიშოსთვის მიმეგნო. ნეკნებზე მტკივნეული შეხება ვიგრძენი და ტკივილისგან ოდნავ წამოვიკივლე. -გაგიჟდი ჯაფარიძის პრინცო?-ნეკნები დავიზილე, ჩანთა გამომართვა, ხალხის გაკვირვებულ მზერას ყურადღება არ მიაქცია და თეთრი მერსედესის კარი გამომიღო. გზაში რამდენჯერმე გადმომხედავდა და ისევ გზას გახედავდა ხოლმე, მერე მარკეტთან გააჩერა მანქანა და გამომხედა. -გოგოები რო თქვენ პონტში ხართ ხოლმე, ფილმებით და ჩიფსებით, ეგეთი გავაკეთოთ.-პატარა ბავშვივით აენთო თვალები და გამეკრიჭა. მის სახეზე უფრო გამეცინა ვიდრე სიტყვებზე. -ხო კარგად ხარ ჯაფარიძე?-ვკითხე და შუბლზე ვტკლიცე გაშლილი ხელი. -კარგ ხასიათზე არ ვიყო, განახებდი როგორ უნდა წამორტყმა.-გაეცინა და შუბლი მოისრისა. მანქანიდან გადავედით და მარკეტში შევედით. კალათი აიღო და სექციებს შორის დავიწყეთ სიარული. ხალხი ღიმილით გვიყურებდა და მეც ვხვდებოდი რომ წყვილი ვეგონეთ, მომეწონა ეს სიტუაცია. ბოლოს ფული რომ გადაიხადა ჩაეცინა და საზამთროს დიროლი მიაწოდა კონსულტანტს, დაშაქრული ღიმილით გადახედა და საღეჭი რეზინი ხელისგულში ისე ჩაუდო მეც კი ვნება მომერია ლამის.-ეს შენ პატარავ.-თვალი ჩამიკრა და მომაწოდა, დავინახე როგორ შეახმა ღიმილი მოლარეს და კმაყოფილმა გამოვართვი საღეჭი რეზინი. -მაგრად მიაპარკინგე.-გოგოზე ვანიშნე და მანაც დამპლურად ჩაიხითხითა. რატომ ვენდობოდი ნეტავ? რომ მიყვარდა იმიტომ? დარწმუნებული ვარ? იქნებ ვგრძნობდი რომ არაფერს დამიშავებდა? იქნებ ვგრძნობდი რომ ჩემი ადამიანი იყო? -ძალიან მენდობი, ყველასთან ასე ხარ?-მკითხა და ერთი საღეჭი რეზინი თავად დაღეჭა. -არა, მხოლოდ მათთან ვისაც ვენდობი. -კაი ერთი.-გაიცინა, მის სუნამოს სუნთან შერეული საზამთროს სუნი საზიზღრულად მომწონდა და მინდებოდა რომ ეს არომატი სამუდამოდ დამეტოვა ფილტვებში. მანქანა რომ კორპუსთან გააჩერა ერთი პარკი ჯელტმენურად ამკიდა და სადარბაზოსკენ დაიძრა. ლიფტში ხმას არ ვიღებდით, მერე ბინის კარები შეხსნა და პირველად მე შემატარა. უკვე ისე ვიყავი როგორც ბუდეში დაბრუნებული ჩიტი. მის ოთახში მოურიდებლად შევედი, ჩემი მოუხერხებელი ტანსაცმელი გავიხადე და მისი ჩავიცვი.-ასე მგონია ჩემი ცოლი ხარ.-წარბები შეჭმუხნა, გული ამიჩქარდა მაგრამ არ შემიმჩნევია. -იოცნებე.-გამეცინა და ლუდის გახსნილი ქილა მივაწოდე, სახლის ფორმაში გამოწყობილი მომიჯდა გვერდით და ქილა გამომართვა.-რას ვუყუროთ?-ვკითხე და ტელევიზორი ლეპტოპს დავუკავშირე. -ჯუმანჯის.-სერიოზული სახით შემომხედა და ცოტა ხნის შემდეგ გვერდიგვერდ მჯდომები ვუყურებდით ჯუმანჯის. მერე უცბათ წამოწვა, თავი კალთაში ჩამიდო და ისე გააგრძელა ჯუმანჯის ყურება, მგონი იმაზე ცუდად იყო ვიდრე ჩანდა. ხო, ჯაფარიძეც კი ხანდახან ცუდად იყო, ახლა უბრალოდ ზედმეტად ცუდად იყო. თმაში თითები შევუცურე და შემშურდა მისი თმის სინაზის. -კარგად ხარ?-ვკითხე და წამით შევხედე თვალებში. -შეჯიბრი მაქვს თვის ბოლოს, ვნერვიულობ.-ამოთქვა ცოტა ხნის შემდეგ და ამოიოხრა, ვიცოდი, მხოლოდ ეს არ იყო მიზეზი. -ვის ხვდები?-ვკითხე ისე თითქოს ვერაფერს მივხვდი. -უკრაინაში ვხვდები რუსს. პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მეშინია რომ ვერ გავუმართლებ საკუთარ თავს იმედებს.-ლაპარაკობდა და ტელევიზორის ეკრანს თვალს არ აშორებდა, იმდენად ალალი იყო მისი მზერა, სიტყვები, ხმის ტემბრი რომ გამეღიმა, თავი ვერ შევიკავე და ოდნავ წვერიან ლოყაზე მივაკარი ტუჩები. -ყველაფერი გამოგივა, მე მჯერა შენი!-ღიმილით შევცქეროდი და მინდოდა მის ყავისფერ თვალებში დამედო ბინა სამუდამოდ. -წამომყვები?-მკითხა და წამით დავიბენი. -სად?-ვკითხე და წამით წარბები შევკარი. -უკრაინაში.-ჩიფსი შეჭამა და ქურდობაში გამოჭერილი ციყვის სახით ამომხედა. -ვერ ვიგებ რა ურთიერთობა გვაქვს მიშო, ან მე რა მინდა იქ, ვინ ვარ შენთვის? არ ვიცი ამას ჩემს ოჯახს და მეგობრებს როგორ ავუხსნი.-ამწვარი თვალები მოვისრისე და მალევე ვიგრძენი როგორ გამისწორდა მისი სახე ჩემი სახის წინ. -აუცილებელია სახელი ანო?-მკითხა და თვალებში შემომხედა. -ჩემთვის არა, მაგრამ ჩემი ზედმეტად ტრადიციული ოჯახისთვის აუცილებელია.-თავი ჩავხარე, ვერ გავუძელი მის მზერას, შიგნეულს მიწვავდა მისი თვალები, ნიკაპი შუბლზე მომაბჯინა და მერე თავი ჩემს ყელში ჩარგო. -უთხარი რომ შენი საუკეთესო მეგობარი ვარ რომელსაც სჭირდები.-ამოიბურტყუნა, გაშეშებული ვიჯექი, მისი სუნთქვა სისხლს მიჩქროლებდა, არტერია ფეთქვისგან მალე გასკდებოდა, გულის კედლები გამითხელდებოდა და აფეთქდებოდა მეგონა. კანზე მილიონობით ბუსუსი გამიჩნდა და გამაჟრიალა. -მხოლოდ 2 თვეა რაც გიცნობ მიშო.-ჩუმად, ბოლო იმედებს ჩავებღაუჯე მაგრამ სულ ტყუილად. -გეყოფა რა ანო, შენ გინდოდეს და ყველგან წამომყვებოდი.-თავი ისევ კალთაში დააბრუნა და დორიტოსი შეჭამა. ცოტა ხანს ვუყურე მის პროფილს, მერე დავიხარე და ისევ ვაკოცე ლოყაზე. -წამოვალ.-ვუთხარი და მეც შევჭამე ჩიფსი. -ბილეთი ჩემზეა, შენ უბრალოდ საბუთებს მიხედე.-გამიღიმა, თვალები გაუბრწყინდა და მივხვდი როგორ გავახარე ჩემი თანხმობით. -კარგი.-შეწინააღმდეგებას აღარ ჰქონდა აზრი, უბრალოდ ფილმის ყურება განვაგრძე და წარმოვიდგინე როგორ შეხვდებოდა ჩემს უკრაინაში წასვლას პაპაჩემი. …………………………………………… -ანუ ამბობ რომ მეგობარს მიყვები.-ჯოხზე დაყრდნობილი მიყურებდა პაპაჩემი და ჯიქურად არც მე ვაშორებდი მზერას. -კი, მეგობარს მივყვები რომელმაც საქართველო უნდა ასახელოს.-იცოდა მთელმა ოჯახმა ჩემი პატრიოტობის ამბავი და ტრადიციულ სუფრებზე, სადღეგრძელოებს საქართველოზე, მე მაკრავდნენ ხოლმე კეფაზე. -რამდენი დღით?-მკითხა და თითები აათამაშა. -ერთი კვირით. სასტუმროს ხარჯებს სამინისტრო ფარავს, ბილეთს მიშა ყიდულობს ნახევარ ფასად, მე უბრალოდ უნდა წავიდე.-ვუთხარი, თავადაც ვიცოდი პაპაჩემისთვის ხარჯებს აზრი არ ჰქონდა, მას ის საკითხი უფრო ადარდებდა რომ მიშას არ იცნობდა. -გამაცანი ეგ ბიჭი და მერე გეტყვი პასუხს.-წამოდგა გაჭირვებით და კოჭლობით წავიდა სახლისკენ. ვუსმენდი პაპაჩემის ჯოხის რიტმულ ხმას და ვფიქრობდი რას იზამდა მიშა, განა იმდენად ვუღირდი რომ გორში ჩამოვიდოდა და პაპაჩემს თავს მოაწონებდა? ის ხომ ასეთი არ იყო? არც თვალთმაქცი იყო და არც ტყუილი შეეძლო დიდად. სულ 2 თვე იყო რაც ვიცნობდი და მაინც ისე შევიცანი მისი პიროვნება თითქოს საუკუნოვანი ცოლ-ქმრობა გვაკავშირებდეს. ტელეფონი ავიღე და ნაცნობ ნომერზე გადავრეკე. -რაო?-მკითხა, აშკარად საჭესთან იჯდა და სადღაც მიდიოდა. -გამაცანი ეგ ბიჭი და მერე გადავწყიტოთო.-ამოვიოხრე და ისე ვუთხარი. -მისამართი მომწერე, მე 15 წუთში მოვალ და ვნახოთ პაპაშენი.-მითხრა, შოკირებულმა ავკრიფე ჩემი მისამართი და გავუგზავნე. ეზოში ვიჯექი და გავყურებდი გზას საიდანაც სავარაუდოდ მიშო გამოჩნდებოდა და თან ჩაის ვსვამდი პლედ მოხვეული, დასაწყნარებლად. თეთრი მერსედესის გამოჩენამ მე სიხარული მომგვარა, მეზობლებს კი გაკვირვება. სახლის წინ გააჩერა მანქანა და შუშა ჩაუწია. -გამარჯობა გოგონი, ანო კალანდაძე აქ ცხოვრობს?-თეთრი კბილები გამოაჩინა, შავი სათვალე უფარავდა თვალებს და მარცხენა ხელზე ძვირადღირებული ვერცხლისფერი საათი ეკეთა. -ერთი ქუჩით ასცდით.-გავუღიმე ოდნავ და ჩავახველე. ჩემ ქუჩაზე მდგარ სახლებს ეზოები ჰქონდა მაგრამ მხოლოდ მანქანების დასაყენებლად იყენებდნენ, სკამები კი ყველასთან იდგა კედელზე მიშენებული და სწორედ აქ ვატარებდით, სითბოში და ბედნიერებაში დროს ყველა ერთად. ახლაც გარეთ მდგარ მაგიდასთან ვიჯექი, სკამზე მქონდა აკეცილი ფეხები და ვუღიმოდი ბიჭს რომელიც ბოლო 2 წელი თავიდან ვერ ამოვიგდე. -ნუთუ?-მანქანიდან გადმოვიდა,, ჩემს წინ დადგა, დაიხარა და თავზე მაკოცა.-მეგონა ჩამეხუტებოდი მაინც.-ცხვირი აიბზუა, ისეთი საყვარელი იყო გულმა არ მომითმინა და დახრილს ყელზე მოვხვიე ხელები. ჰაერში ამწია და წითელ ცხვირზე მაკოცა. -დავიღალე.-ჩუმად ვუთხარი, მიხვდა რომ ეს სულაც არ ნიშნავდა ფიზიკურ დაღლას და ოდნავ გამიღიმა, თანაგრძნობით, გამამხნევებლად. -შევიდეთ? პაპაშენი მოსათაფლი მყავს.-ჩუმად მითხრა და გაეცინა. -პაპაჩემს თაფლი ძალიან უყვარს.-წარბები ავათამაშე და ჭიქა ავიღე. სახლის კარები შევაღე და პირველი სტუმარი შევატარე. ირგვლივ, ჩემს გაკეთებულ მცენარეების დერეფანს მიმოატარა მზერა და გაიღიმა, კარი შევაღე და პაპაჩემს დავუდექი წინ.-სტუმარი გვყავს.-თვალი ჩავუკარი კაცს რომლისაც ყველას ეშინოდა ჩემს გარდა. -გამარჯობა.-სახლში ამაყად შემოსულს გავხედე და ვინატრე ნეტავ ჩემი ყოფილიყო. -გამარჯობა.-ხელი ჩამოართვა პაპაჩემმა და კმაყოფილმა შეათვალიერა, შევატყვე, მოეწონა ბიჭი რომელიც აღმაფრთოვანებდა. მე და მას ერთნაირი გემოვნება გვქონდა და ამიტომაც იყო მისი ველაზე კარგად მე რომ მესმოდა. -მიშა ჯაფარიძე.-თავი დაუკრა. -დაჯექი მიშა.-სავარძელზე ანიშნა, მეც იქვე ჩამოვჯექი და დავაკვირდი ორივეს. ხან ერთს შევხედე ხან მეორეს, ბოლოს ამოვიოხრე და გავედი, მივხვდი არც ერთი აპირებდა ჩემი თანდასწრებით ხმის ამოღებას. ბაღში გავედი, ჩემ ყვავილებს ვეფერებოდი და ვფიქრობდი რომ მას ყველაფერი გამოუვიდოდა, არ ვიცოდი რა ურთიერთობა გვქონდა მაგრამ ვიცოდი რომ ხელიდან არც ერთი წამით არ გავუშვებდი. -აქ სადმე პატარა პომიდვრებიც ხომ არ გაქვს?-20 წუთის შემდეგ გავიგე მისი ხმა და სხეულში შემაჟუჟუნა. -მაქვს ხოლმე, ახლა ჯერ არაა მაგის დარგვის დრო.-გავუღიმე და ზემოთ ავიხედე, შუა ნოემბერი იყო და მალე ყვავილების შიგნით შეტანა მომიწევდა. -ოჯახში შესაშვები ხარ, ხომ იცი.-გამიცინა და დიდფოთოლას ფოთოლზე ხელი გადაუსვა. -რა გითხრა?-ვკითხე და ფანჯრიდან გავხედე პაპაჩემს. -ბარგი ჩაალაგე თვალი ჩამიკრა და მოტვლეპილ თავზე გადაისვა ხელი. გამიხარდა, იმ დონეზე გამახარა მასთან ერთად სხვა ქვეყანაში წასვლის იდეამ რომ მოურიდებლად მოვხვიე ხელები და ლოყაზე ვაკოცე.-თბილისში როდის მოდიხარ? ჩემს სახლს მოენატრე.-თვალი ჩამიკრა და ხმა დაიმდაბლა. -ხვალ მოვდიოდი მაგრამ დღეს წამოვალ, ჩავიცვამ და წამოვალ.-ლოყაზე კიდევ ერთხელ ვაკოცე და კიბე ავირბინე. მისი არსებობა მახარებდა. არ მეგონა ასე ადვილად თუ ხდებოდა ოცნებები, იქნებ რამე ცუდიც უნდა მომხდარიყო? თუმცა როგორც უკვე ითქვა “Carpe Diem”. დავიჭიროთ და ვიცხოვროთ წამებით! სწრაფად ჩავიცვი, ჩანთა ავიკიდე და კიბე ჩავირბინე. -დღეს მიდიხარ?-მკითხა ბებომ და მწვანილის ჭრას თავი მიანება. -ხო ბარემ გავყვები მიშას.-ლოყაზე ვაკოცე და პაპას ჩამოვუდექი წინ. -არ გააბრაზო ის ბიჭი.-თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და მეც გაოცებულმა გავხედე მომღიმარ ჯაფარიძეს.-ბარათზე დაგირიცხავ ფულს.-კარში გამავალს დამაწია სიტყვები. -მადლობაა.-მივაძახე და კარგად ნაცნობ თეთრ მერსედესში წინა ადგილი დავიკავე. -სად წავიდეთ?-ჩაფიქრდა და გამომხედა, ჩემსკენ გადმოიხარა და ღვედი გადამიჭირა.-ასე ძალიანაც ნუ მენდობი.-მანქანა დაძრა და მთავარ ქუჩაზე გაიყვანა. მე გზას ვასწავლიდი, ის ქალაქს ათვალიერებდა და თან ავტობანისკენ მიქროდა.-კიკეთში ავიდეთ, ჩემები იქ არიან.-მტკიცედ ჩაილაპარაკა და სიჩქარეს მოუმატა. -ვინ შენები?-ვკითხე და ტელეფონში კამერა ჩავრთე. ფოტოებს ვიღებდი და თან გავხედავდი ხოლმე. -ჩემი ძმები, ძმაკაცები და შეყვარებულები.-თვალები აატრიალა. ვიცოდი, იქ იქნებოდნენ დავითიც, ვისგანაც ყველაფერი დაიწყო და მიშოს საშინლად სასაცილო ძმები. კიდევ ბიჭები რომელთან ცხოვრებასაც შორიდან სულ ვაკვირდებოდი, თუმცა მთავარი დაკვირვების ობიექტის გვერდით ჯდომა მაინც განსაკუთრებულად მახარებდა, აღმაფრთოვანებდა, მაგიჟებდა. კიკეთისკენ უნდა გადაეხვია როცა მანქანა გადააყენა და სადღაც დარეკა.-რამე წამოვიღო?... არა შე.ჩემა, მალე მოვალ.... ვინ და ვინ ხართ?-კითხა და ცოტა ხანს გზას გაუშტერა თვალი.-ეგეც მანდ არის?-კითხა და დავინახე როგორ დაიჯღანა.-გასაგებია.-გათიშა და თავი საჭეს ჩამოადო. მერე მანქანა დაძრა და სწრაფად გაიჭრა გზაზე, ვუყურებდი მის პროფილს და ვხვდებოდი რომ ძალიან იყო აღელვებული. მის საჭეზე მოთავსებულ ხელს ჩემი ხელი შევახე და წამით დავიჭრე კიდეც მისი ჩემკენ მომართული მზერა. -რა ხდება?-ვკითხე, გამომხედა და ისევ გზას გახედა. -ჩემი ყოფილიც იქ არის.-გავხედე, გულში საშინელი, დამპლური გრძნობა გამიჩნდა, თითქოს მზად ვიყავი მომეკლა ისიც და თავისი ყოფილიც. -მერე?-ჩავახველე ხმის ჩასაწმენდად. -საქმროსთან ერთად. არ მინდოდა მისით დღის ჩაშხამება.-არაფერი მითქვამს, არც კი წარმომედგინა როგორ უნდა მიეტოვებინა ვინმეს ის ადამიანი ახლა გვერდით რომ მეჯდა და მღელვარებისგან ძრწოდა. -დამშვიდდი რა.-გავუღიმე და ლოყაზე გადავუსვი ცერი.-ყველაფერი მოგვარდება.-რამხელა ბურღი ეჭირა ჩემს გულში ტკივილს და როგორ მონდომებით ცდილობდა მისი კედლების გათხრას ნეტავ იცოდეთ, ნეტავ დაგენახათ.... მანქანა ერთ-ერთ სახლთან გააჩერა, გადავედით, ჩაკეტა და სახლის ჭიშკარი შეაღო, ეზოშიც ეყენა მანქანები და მათი გვერდშექცევით წავედით სახლისკენ, ციოდა კიკეთში. სახლის კარი შეაღო, ხმაურის და სიცილ-ხარხარის ხმა მისაღებიდან ისმოდა. ოთახისკენ წამიყვანა და კარის ჩარჩოს მიეყრდნო. -ვის ახსოვს მიშა?-ხმამაღლა, “დანანებით” გააჟღერა სიტყვები და მის უკან მდგარს ჩუმად ჩამეცინა. გოგოები მოეხვივნენ, ბიჭებმა ხელი აუწიეს და მერე ჩემი გაცნობის დროც მოვიდა. -მე და ბექა დავინიშნეთ.-ერთ-ერთმა გოგომ გაუღიმა და დავინახე როგორ გააჟრიალა ჩემს წინ მდგარ მამაკაცს. -გილოცავთ.-ნაძალადევად გაუღიმა და მე გამომხედა შემდეგ.-ანო, გაიცანი ჩემი მეგობრები, გიორგი, ნიკა, ირაკლი, ლუკა, ნიაკო, სალომე, მარიამი და ლიზა. ის დავითი და ელენე არიან, შეყვარებულობის ალი უკიდიათ, ეს ჩემი ძმები კაკი და ალექსი, ერთი ძმა კიდევ მყავს მაგრამ ის პატარაა. ეს კიდევ ბექაა მარიამის საქმრო.-ოთახში შემოსულ ბიჭზე მანიშნა.-ეს ანოა, ჩემი ყველაფერი.-წამით ვიგრძენი სუნთქვის შეკვრა და მერე მთელი გრძნობების ამოფრქვევა, ეს ბიჭი მე მაგიჟებდა! -სასიამოვნოა ანო.-გამიღიმა და თვალი ჩამიკრა ალექსიმ. -ჩემთვისაც.-ღიმილი დავუბრუნე და მიშოს გვერდით მოვთავსდი. ხელი გადამხვია და სხეულზე ზურგით მიმიკრა, როგორ იცის ხოლმე.-რას აკეთებ?-ჩუმად ვკითხე და თვალებში შევხედე. -რაზე მეკითხები?-მკითხა და ჩემს თმაზე თამაში დაიწყო. -ხელები გააჩერე და ამიხსენი რა თამაშს თამაშობ.-თვალები ვუბრიალე. გაეცინა და ლოყაზე მაკოცა. -ამყევი და აქ ნუ შემარცხვენ.-გაიღიმა, სიამოვნებით გადავიხარხარებდი მაგრამ თავი შევიკავე და მწველ მზერას გავაყოლე თვალი რომელმაც პირდაპირ შემაჯახა ჩემი საყვარელი ადამიანის ყოფილი სიყვარულის შურიან მზერას. -რომელ კურსზე ხარ ანო?-კაკიმ მკითხა და ჩაი მოსვა. -პირველზე ვარ.-გავუღიმე და არ შევიმჩნიე როგორ მაბნევდა ჩემს თმაში მოხლაფორთე მისი თითები. -რაზე სწავლობ?-ჩამეკითხა მარიამი. -ფსიქოლოგიაზე მაგრამ არ მომწონს, ალბათ სხვა რამეზე გადავალ და საზღვარგარეთ წავალ. -საინტერესოა მერე როგორ მოახერხებთ თქვენ ორი ურთიერთობას.-ენა წაიგრძელა ბექამ. -21-ე საუკუნეში კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს საბედნიეროდ.-მიშომ მისვა ადგილზე და ხელი მომიჭირა გვერდზე.-მე მაგაზე რატომ არაფერი ვიცი?-ჩუმად მკითხა. -არ გიკითხავს მიშო.-ლოყაზე ვაკოცე და მომღიმარ ალექსს მეც გავუღიმე. მის მკერდზე მიხუტებულს, სამყარო ჩემი მეგონა და ყველა მისი ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის შეგრძნება სიცოცხლის ხალისს მმატებდა. -გავიდეთ.-გამიღიმა, მეც გავუღიმე და მის ხელს შევხედე, ჩემი თითები რომ ჰქონდა ჩაბღუჯული. აივანზე გავედით, მოაჯირს მიეყრდნო და შემომხედა.-გისმენ. -ეს ის არ არის რაც მინდოდა მიშო, მე ისეთი ცხოვრება არ მაქვს როგორიც მინდოდა მქონოდა. არ ვსწავლობ იმას რაც ყოველთვის მაინტერესებდა, რეალურად ჩემი პიროვნება სულ სხვაა და პიროვნული მისწრაფებებიც სულ სხვა მაქვს.-ამოვიოხრე და მის გულზე მივადე შუბლი. თავზე ხელი გადამისვა და საფეთქელზე ტუჩები მომაკრა, სიამოვნებისგან ლამის ამოვიკრუტუნე. -ბოტანიკა?-მკითხა ცოტა ხნის შემდეგ. -ხო.-გამეღიმა და ისე ავხედე. -რომელ ქვეყანაში?-მკითხა ისევ, ჩავფიქრდი. -არ ვიცი ჯერ, ალბათ თურქეთში ან გერმანიაში. -საფრანგეთი?-ეშმაკურად ჩამეკითხა. -არ მიყვარს საფრანგეთი. არც გერმანია მიყვარს, საერთოდ საქართველოს არაფერი მირჩევნია მაგრამ მაინც, ჩემები გაგიჟდებიან რომ გაიგონ ასეთი პერსპექტიული ფაკულტეტის სტუდენტი აღარ ვიქნები.-გამეცინა, მწარედ.-აქამდე ვამბობდი რომ ეს ის იყო რაც მინდოდა მაგრამ თავს ვიტყუებდი, ჩემი ადგილი მიწაშია რომლისგანაც ნაბოძებ ყვავილს თვეობით დაველოდები.-გამაჟრიალა ბავშვობის ოცნების გახსენებისას. -დაივიწყე ყველა და ყველაფერი და იყავი ის ვინც ხარ.-გამიღიმა, მისი პირიდან გაგონილი ეს სიტყვები უფრო მეტად მასტიმულირებელი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი. ახლა დანამდვილებით ვიცოდი, ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებდა აზრს.-შევიდეთ, შეგცივდება.-ხელი მომხვია დ სახლისკენ წამიყვანა. შიგნით შესულმა ბუხრის სითბოს შეგრძნებისთანავე გავაცნობიერე როგორ მციოდა მანამდე და ცეცხლს მივუცუცქდი. გვიანობამდე დავრჩით და მერე მისი მანქანით წამოვედით თბილისისკენ, დანარჩენები რჩებოდნენ.-მოგეწონა?-მკითხა და თვალი ჩამიკრა. -კარგი სამეგობრო გყავს, ძმებიც და გოგოებიც. -მარიამზე და ბექაზე რას ფიქრობ? -ეს ის შემთხვევაა როცა ერთმანეთისთვის გაჩენილი ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, ზუსტად ერთნაირები არიან.-გამეცინა და ფანჯრიდან გავხედე გზას. -მაოცებს ხოლმე შენი აზრები, გითხარი ეგ უკვე? -არა, კომპლიმენტად მივიღებ.-გამეცინა და მუსიკას ავუწიე. კარგი იყო მასთან დროის გატარება, საკმარისზე მეტად სასიამოვნოც კი. .................................................................................................................. -წავედით?-ჩემი პატარა, დინოზავრებიანი ჩემოდანი რომ სიცილით ჩადო საბარგულში მერე მკითხა და გამიღიმა, ისევე გასაგიჟებლად როგორც იცოდა ხოლმე მე რომ მხედავდა. -წავედით ხო.-მანქანაში ჩავჯექი, ისიც ჩაჯდა და აეროპორტის გზაზე გაიყვანა მანქანა. დიდი სიჩქარით მიდიოდა და მეც არ ვიმჩნევდი როგორ ვნერვიულობდი პირველი ფრენის დროს. რეგისტრაცია გავიარეთ და თვითმფრინავში მოვთავსდით, შეჯიბრის წინა დღეს უნდა ჩამოსულიყვნენ მწვრთნელი და სხვა ყველა. მიშო იმდენად იყო საკუთარ თავში დარწმუნებული რომ იმაზეც არ ნერვიულობდა რომ შეჯიბრამდე მხოლოდ 3 დღე იყო დარჩენილი და ის ვარჯიშის ნაცვლად ჩემთან ერთად მოდიოდა კიევში. ორი დღე ისე გავიდა რომ სასტუმროში ძირითადად დასაძინებლად მივდიოდით, ცდილობდა ყველანაირად ესიამოვნებინა ჩემთვის მაგრამ ვიცოდი, ამის მიზეზი ადრე თუ გვიან უნდა მეკითხა. აი ასე უნდა დავმჯდარიყავი მის წინ და მეკითხა რატომ აკეთებდა ამ ყველაფერს. არ ვუყვარდი, ვიცოდი მაგრამ მეგობრობისთვისაც არ ვემეტებოდი, მგონი თავადაც არ იცოდა რა უნდოდა. იმ დღეს ზედმეტად ანერვიულებული იყო ეს იშვიათად ხდება ხოლმე ჩვეულებისამებრ. ძირითადად როცა მიშა ჯაფარიძე ნერვიულობს, ძალიან უხეში, პირდაპირი და საზიზღარი ხდება მაგრამ იმ დღეს არა. ნერვიულობდა, ლამის ფრჩხილებიც დაიჭამა მაგრამ უხეში სიტყვა ზედმეტადაც არ უთქვამს. მის ვარჯიშზე ვიყავი, ვხედავდი როგორ ცდილობდა, როგორი ძლიერი იყო და მიხაროდა. ჩემს მიმართ არა მაგრამ სხვების მიმართ უხეში იყო, მწვრთნელი უყურებდა, აშკარად მიჩვეული იყო და არაფერს ამბობდა. მერე უბრალოდ მოვეხვიე და მანაც რომ მომხვია მჭიდროდ ხელები, მერე გავაცნობიერე რაოდენ დიდი იყო მისი განცდებიც ამ დროს. გამოაცხადეს, საღამოს 8 საათზე შეჯიბრი დაიწყო, შემოწმებებზე გასულს ვუყურებდი, მწვრთნელის გვერდით ვიჯექი და ვხედავდი მის ანერვიულებულ სახეს, ახლა მხოლოდ მისი სახელი კი არ იყო რისკის ქვეშ, არამედ მთლიანად საქართველოსიც. ჩემი და მწერდა, ტელევიზიები ყველაფერს აშუქებდნენ, საოცარი რამ იყო მტერთან შერკინება, საოცარ სტიმულს გაძლევდა იმის გახსენება თუ რა დღეში ჩააგდეს შენი სამშობლო და სწორედ ამ სტიმულირებით იქმნებოდა ყოველთვის იდეალური ისტორია, იდეალური აწმყო და საფუძველი ეყრებოდა იდეალურ მომავალს. მოედანზე გავიდნენ, მის ლურჯ ფორმაზე გამოსახული საქართველოს დროშა უცნაურად ბრწყინავდა იმ საღამოს, თითქოს ყველა დარწმუნებული იყო იმაში რომ ჯაფარიძე შეძლებდა და მართლაც, ვალდებული იყო რომ მთელი ძალებით ებრძოლა! ნერვიულობისგან ლამის ფრჩხილები დავიჭამე, მწვრთნელთან ერთად ვყვიროდი მის ყველა ილეთზე და პირველად რომ დაახეთქა ბეჭით მოწინააღმდეგე, ავყვირდი, არც კი ვიცოდი ამხელა ხმა თუ მქონდა. ჩვენკენ გამოიხედა წამით და გაეღიმა ოდნავ. მეორე დაცემა ისე ოსტატურად და სწრაფად განახორციელა ხალხი შოკში ჩააგდო, მივხვდი ის სწორედ ამ საქმისთვის იყო დაბადებული და გამეღიმა. რუსმა ძალები მოიკრიბა, განრისხებულ ხარს გავდა, სახე გაუწითლდა, ქერა თმა ასჩეჩვოდა და ღრმად სუნთქავდა, წამით მოდუნდა მიშო და აღმოჩნდა კიდეც იატაკზე გართხმული. ჯაფარიძე ის კაცი არ იყო ბედს შეჰგუებოდა, მწვრთნელს ეღიმებოდა. -რა გაცინებთ ბატონო დიმიტრი?-ვკითხე და გავხედე როგორ წამოდგა მიშო. -მისი ყოველი მარცხი ახალ ძალის წყაროდ გარდაიქმნება, ამიტომაც იქნება ახლა დაჭრილი ლომივით რომ იბრძოლებს. მთავარი ამ საქმეში გონება, სისწრაფე და სტიმულია, დამეთანხმები მიშოს არც ერთი აკლია. განსხვავებული ტექნიკა აქვს, 6 წლიდან ვასწავლი და დამიჯერე არც ერთხელ ჩემი ნასწავლებით არ უბრძოლია, ჯარიმებიც აუღია და დროებით შემიჩერებია კიდეც მისი ვარჯიშები, შეჯიბრებზე არ გამიყვანია რომ თავში არ ავარდნოდა და არ მოდუნებულიყო და ახლა ხედავ სად დგას და რას აკეთებს. სვანია, როგორც იტყვის ისე უნდა იყოს, თუ არ იქნება არავის ინდობს და იმედი მაქვს შეძლებ მისთვის ამ ჩვევის მოშლას, შენზე მეტად ვერავინ აწყნარებს ხოლმე ზოგადად.-გაეღიმა მწვრთნელს, ისე მესაუბრებოდა რომ მოედნისთვის თვალი არ მოუშორებია და საბოლოოდ გამარჯვების ღიმილი მაშინ გადაეკრა სახეზე როცა მესამედ დაეცა რუსი მიწაზე. რომელ რუსულ გრიზლებზე იყო ლაპარაკი, ჯაფარიძე მთის ჯიხვიც იყო, არწივიც და უდაბნოს ლომსაც მოგაგონებდათ. ისეთი კი არაფერი, უბრალოდ საქართველო რომ ასახელა ის გვახარებდა ყველას თორემ ოქროს მედლები სახლში აღარ ეტეოდა და დედამისთან მიჰქონდა ყველა ჯილდო რასაც მოიგებდა. ყველაფერი რომ მორჩა რუსი ირონიული ღიმილით მიუახლოვდა და ყელზე მედალ ჩამოკიდებულს რაღაც უთხრა, მიშომ არც აცია, არც აცხელა და შუბლი ცხვირში დაარტყა. მაშინვე მისკენ გავიქეცით მეც და დიმიტრიც, მივხვდი ჯერ სრულად არ ჰქონდა ჯაფარიძეს ბრაზი ამოღებული და კიდევ აპირებდა მის ცემას. დიმიტრი უკნიდან იჭერდა, წინ დავუდექი და მკერდზე ხელებით მივაწექი. -არ გინდა.-მუდარას გავდა ჩემი სიტყვები. -გამიშვი ანო, უნდა მოვკლა.-ჟურნალისტები გვიყურებდნენ, ყველა კადრს იმახსოვრებდნენ, იმასაც როგორ თქრიალით სდიოდა რუსს სისხლი და იმასაც როგორი გავეშებული იწევდა მისკენ მიშო. -გეყოფა, უკვე საკმარისად დაარტყი, მორჩი მიშო.-დიმიტრისთან ერთად კიდევ რამდენიმე ცდილობდა მის შეჩერებას. -ნაბიჭვ.არი!-გაწევას მორჩა და ხელები გააშვებინა დიმიტრის, ხელი მტევანში ჩამავლო და გასახდელისკენ წამაპონწიალა. -რა გითხრა.-ვკითხე თუ არა ისევ დაეჭიმა სხეული და სუნთქვა გაუხშირდა, უკვე მანქანაში ვისხედით და სასტუმროსკენ მივდიოდით. -დაივიწყე.-გამიღიმა ნაძალადევად და ჩემი თმით დაიწყო თამაში. -დარეკავენ ვითომ?-დიმიტრიმ გადმოიხედა უკნიდან და ისე კითხა მიშოს, მანაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ისევ ჩემი თმების წვალება განაგრძო. -ვინ უნდა დარეკოს?-ვიკითხე და დიმიტრის გავხედე. -რუსეთის სპორტის ფედერაციის წარმომადგენელმა.-მიშომ გამცა პასუხი დიმიტრის გაცვლად. -რატომ?-დავიძაბე. -მათთან გადასვლას და მათი სახელით ბრძოლას შემომთავაზებენ.-ჩაეცინა.-ყოველი შეჯიბრის მერე მაგას აკეთებენ.-ხელი ჩაიქნია. -და შენ რას შვრები? -ქართულად ვაგინებ და ვუთიშავ.-გაეცინა, ბოლო ხმაზე ხარხარებდა, მეც გამეცინა, როგორ შეუძლია ასეთი ცვალებადი იყოს? ...................................................................................................................................... -ჩვენი ჩემპიონიც ჩამოსულა.-აეროპორტში აუარება ხალხი რომ დახვდა ოდნავ გაუკვირდა კიდეც. ყველა იქ იყო, მისი მეგობრები, ოჯახის წევრები, ნათესავები, გულშემატკივრები და თეკლაც იქვე იდგა. ყველა ეხვეოდა, ულოცავდა, ემოციებში იყვნენ, დიმიტრი ჩემთან ერთად იდგა და იღიმოდა. -ყოველთვის ასეა.-გადმომხედა.-მამამისთან ყოველთვის სხვანაირი დამოკიდებულება აქვს, სულ სხვანაირია მათი შეხვედრა, ნიკოლოზის თვალებში ცრემლიც კი არასდროს დამინახავს, ემოციები თითქოს არ აქვს მაგრამ თავისი შვილის გამარჯვებისას თვალები სიამაყით უციმციმებს. -და როცა მარცხდება?-ვკითხე და გავხედე, როგორ მიდიოდა მშობლებისკენ. -როცა მარცხდება მამამისია ერთადერთი ვინც ყველაზე მეტად უთანაგრძნობს. ერთი დღით ორივე იკარგებიან, სანადიროდ მივდივართო ამბობენ მაგრამ სინამდვილეში მთაში მიდიან მათ სახლში, კოცონთან სხედან და სვამენ. -საიდან იცი?-გავხედე ეჭვით. -მეც ვყოფილვარ ერთი ორჯერ.-გაეცინა და ხელი ჩამომართვა.-სასიამოვნოა შენი საბოლოოდ გაცნობა ანო!-ჩესტი გააკეთა და აეროპორტიდან გავიდა. თეკლა მოვიდა, მომეხვია და მერე ჩვენკენ მომავალ მიშოს გახედა. -გილოცავ მიშო.-გაუღიმა და გადაკოცნა. -მადლობა თეკლა.-მიშომ თმა აუჩეჩა და მე შემომხედა.-საღამოს ხომ მოხვალ?-ხელი მომხვია. -სად.-ავხედე ქვემოდან. -ანო, ტრადიციაზე გითხრა?-ლუკა მოქაქანდა.-გამარჯვების შემდეგ, ტრადიციულად მათ დიდ რეზიდენციაში მივდივართ და ბოლომდე აღვნიშნავთ.-ძმაკაცის მხარს ეყრდნობოდა და ისე მიხსნიდა.-უნდა მოხვიდე, სხვა გზა არ გაქვს. -არც ვაპირებდი უარის თქმას. -გაგიყვანთ მაშინ სახლში.-გამიღიმა და თეკლას გადახედა.-ლუკა.-ხელი გაუწოდა. -თეკლა.-ჩემმა დაქალმაც ჩამოართვა ხელი.-მანქანით ვარ, მე გავიყვან. -კარგი. საღამოს მოდით ორივე.-თავზე მაკოცა მიშომ და მეც თავი დავუკარი. თეკლას წითელი ხოჭოსკენ წავედი და წინა სავარძელზე დავეფერთხე. -მომიყევი.-შხაპი რომ მივიღე გვერდით მომიჯდა თეკლა და წარბები ამითამაშა. -რა მოგიყვე?-ვკითხე გაკვირვებით. -რას აკეთებდით ეს 1 კვირა? -ვერთობოდით, დავდიოდით, ვსაუბრობდით, ემოციურად ვემზადებოდით.-გავუღიმე.-სხვას რას ელოდები თეკლა? -გრძნობებს რომლებშიც ვერც ერთი უტყდებით ერთმანეთს.-ამოიდიდღინა. -უბრალოდ მეგობრები ვართ თეკუ.-ლოყაზე ვაკოცე.-ნუ გადავარდი ოცნებებში ლამაზო.-დივანზე გავგორდი და თვალები დავხუჭე.-დავიღალე. -დაისვენე და შვიდისკენ გაგაღვიძებ.-გამეკრიჭა და სამზარეულოში გასუსუნდა. დამეძინა, ისე ტკბილად, ისე მშვიდად როგორც არასდროს. ........................................................................................................................................................ -გარეთ ვარ მიშ.-დავურეკე და მალევე გავიგე დიდი რკინის კარის ხმა, გამოვიდა, ხელი მომხვია და თეკლას შეხედა რომელიც ფოტოს გვიღებდა, ვერ ვიტან ხოლმე ამ დროს ჩემს დაქალს. -მერე გამომიგზავნე.-თვალი ჩაუკრა და შოკირებული შიგნით შემიყვანა. -გიჟი ხარ ჯაფარიძე, შენ!-გამეცინა და გაყინული თითები ერთმანეთში ავხლართე. -დედაჩემი ისე გელოდება, მგონია სარძლოს გასაცნობად ემზადება.-კარიდან გამოსულმა კაკიმ “მახარა”, გამეღიმა და გადავკოცნე.-იქნებ ხარ კიდეც სარძლო.-იმდენად ჩუმად მითხრა ძლივს გავიგე და ალმური მომედო სახეზე. -ბავშვი სად არის?-კაკის გახედა მიშომ და ირგვლივ მიმოიხედა. -მარანში გაყვა მამას და დედას.-სამზარეულოსკენ წასულმა მოაძახა.-თეკლაა, არ მომეხმარები?-მორიდებით მდგარ ჩემს დაქალს გაეკრიჭა სამზარეულოდან თავ გამოყოფილი ნიაკო. -კი, ახლავე.-გაუღიმა თეკლამაც და მისკენ წავიდა, მიშოს ავხედე. -წამო, მარანში წაგიყვან.-გამიცინა და ხელებზე შემომხედა.-გცივა? -უბრალოდ ხელები ყოველთვის გაყინული მაქვს ზამთარში. -ხო და გავათბოთ ხოლმე.-ჩემი მტევანი ტორში მოიქცია და ისე წამაპონწიალა ეზოში გასასვლელისკენ. ეზოს შუაგულში აუზი იყო, ამჟამად დაცლილი, აუზთან ჯაკუზიც იყო.-ძირითადად ამ სახლში არ ვართ ხოლმე, ჩემები სხვაგან ცხოვრობენ, აქ ყველა ერთად რომ ვიყრით თავს მაშინ ვართ ხოლმე.-ამიხსნა სიტუაცია.-ზაფხულში მაგარ წვეულებებს აწყობენ კაკი და ალექსი აქ.-აუზზე მანიშნა. მცენარეებით დაფარულ შენობასთან მივედით, რომელსაც ხის, მოჩუქურთმებული კარი ჰქონდა, ამჟამად ღია. შიგნით შესულს სასიამოვნოდ მომედო ცხვირში უცნაური, სპეციფიური სუნი. ერთ კედელთან მიყოლებით იყო ჩამწკრივებული ათამდე ქვევრი, მეორე მხარეს შუშის ჭურჭლით იდგა ღვინოები, თაროებზე ბოთლებში ჩამოსხმულ ღვინოსაც მასიურად ნახავდით, მარანის ბოლოდან ისმოდა მხიარული ხმები. -რა კარგი სუნი დგას.-აღმომხდა, მიშოს გაეღიმა. -მამა.-სადღაც გავუხვიეთ და ლამაზ მაგიდასთან მდგარ წყვილს შევხედეთ, ღვინოს ფეხიანი ჭიქებიდან რომ მიირთმევდნენ. წამით ჩემმა მომავალმა ჩამირბინა წინ და მერე გავაცნობიერე რომ სინამდვილეში მე ღვინოს ძალიან იშვიათად ვსვამ ხოლმე. -ოხ, მთავარი სტუმარიც აქ ყოფილა.-ბატონი ნიკოლოზი ოდნავი ღიმილით წამოვიდა ჩვენკენ. -მამა გაიცანი ჩემი ანო.-გამაჟრჟოლა, ის არასდროს მიწოდებდა რამე კონკრეტულს, ან უბრალოდ “ჩემს” ამბობდა ან რამე სხვას, რაც უეცრად მოაფიქრდებოდა იმ უცნაურ, დანაოჭებულ ტვინში.-ანო, მამაჩემი, ნიკოლოზი, ეს დედაჩემია დიანა, იგივე დიო.-დედას სიყვარულით სავსე მზერით გახედა და მესიამოვნა მისი ასეთი დამოკიდებულება ოჯახის მიმართ. -სასიამოვნოა.-გავუღიმე ორივეს. -ჩვენთვისაც ანო.-დიომ გამიღიმა და ხელი ჩამომისვა მხარზე. -მე უსულო საგანი ვარ?-მიშოს მსგავსი 7 წლამდე ბავშვი ჩამოგვიდგა შუაში და რთული მისახვედრი არ არის ვინ იყო ის პატარა ყაჩაღი, არა? მათი მეოთხე ძმა, ბათუ. -ეს ნაშვილებია და ვმალავთ ხოლმე, ახლა თოკები ვერ ვიპოვეთ რომ დაგვება.-”ჩუმად” გადმომილაპარაკა მიშომ და მოხვდა კიდეც მუშტი პრესზე, რას იგრძნობდა მაგრამ მაინც მოიკუნტა “ტკივილისგან”.-ისევ ვარჯიში დაიწყე ბათუ? -მე ბათუ ვარ.-ხელი გამომიწოდა და მეც ჩემს ხელში მოვიქციე მისი თითები. -სასიამოვნოა ბათუ, მე ანო ვარ.-ლოყაზე მოვჩქმიტე. -ძალიან ლამაზი ხარ ანო.-გამეკრიჭა, წინა ორი კბილი აკლდა. -შენ ტოლებს ეკერავე ბართლომე.-იცინოდა მიშო. -საფირმო ღვინოს არ გამისინჯავ ანო?-მაგიდაზე დადებული ბოთლისკენ მანიშნა ნიკოლოზმა. -არა მამა, ეგრევე თვრება, არ უნდა ამას ღვინო. -რამდენს ლაპარაკობ?-სიცილით გავხედე მიშოს.-რა თქმა უნდა გავსინჯავ.-აშკარად ესიამოვნა ჩემი ჟესტი ნიკოლოზს და მაგიდაზე დადებულ სუფთა ბოკალში ჩამომისხა თეთრი, შუშხუნა ღვინო. ვუსუნე, ფერიც კარგი ჰქონდა, მთელი ბავშვობა ღვინოებში და ყურძენში მაქვს გატარებული, სოფელში პაპაჩემს დიდი ღვინის მარაგი ჰქონდა და ყველაფერს მასწავლიდა. წელიწადში დაახლოებით 800 ლიტრი სუფთა ღვინო ყენდება ჩვენს ოჯახში, ჩვენი ხეივნიდან და ეს ყველაფერი სიამაყით მავსებს ხოლმე. ღვინო გავსინჯე, ძალიან გემრიელი და გრადუსიანი იყო, ეტყობოდა. -აბა როგორია?-მიშომ გადმომხედა იმაში დარწმუნებულმა რომ სასმელების აზრზე არ ვიყავი. -ჩინური, გორული მწვანე და თუ არ ვცდები თბილურის გემო დაჰკრავს.-გამეღიმა.-ძალიან გემრიელია, ეს კომბინაცია არასდროს დამილევია.-გავუღიმე. -პირველად ვნახე გოგო, ყურძნებში ასე ერკვეოდეს.-თვალები გაბრწყინებული ჰქონდა ნიკოლოზს. -სოფელში დიდი საცავი აქვს პაპაჩემს, ძირითადად წითელი ღვინო გვაქვს ხოლმე, 700 ლიტრამდე, 900 ლიტრი თეთრი.-გავუღიმე. -ახლა უკვე, ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა ანო.-გამიღიმა ნიკოლოზმა მიშომ კი უბრალოდ ჩაახველა და დედას გახედა. -არ გავიდეთ? მოვიდოდნენ ისინიც. -წავიდეთ კი.-გაიღიმა დიომ.-რაზე სწავლობ ანო?-მკითხა ღიმილით. -ჯერჯერობით ფსიქოლოგიაზე.-გავუღიმე. -სხვაგან გადადიხარ?-მკითხა და გამომხედა. -მცენარეები მიყვარს, ალბათ ბიოტექნიკაზე ან აგრარულზე გადავიტან საბუთებს და მერე თურქეთში მინდა წასვლა. -მაინც და მაინც მანდ რატომ?-გამომხედა ნიკოლოზმა. -ბერძნული კარგად ვიცი, თურქეთში კიდევ ძალიან ლამაზი მცენარეებია.-გამეღიმა. მიშომ ხელი მომხვია და გამიღიმა, იცოდა როგორ მიჭირდა ჩემი ქვეყნიდან წასვლაზე საუბარი და თითქოს ამ ჟესტით მაგრძნობინა რომ ჩემს გვერდით იყო და იქნებოდა ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა მომხდარიყო. სახლში შევედით, სხვანაირი სითბო ტრიალებდა ამ სახლში, სითბოს, სიყვარულის, სიხარულის და ოჯახის სურნელთან იყო შერეული საოცარი სიწმინდე და უბრალოება. თითქოს ეს არა’ჩვეულებრივი ხალხი საერთოდაც არ იყო ისეთი მაღალი წრიდან და ჩვეულებრივი ადამიანების წრეს მიეკუთვნებოდნენ. ოდესმე გიგრძვნიათ თავი რაღაცის ნაწილად? ზუსტად მასე ვგრძნობდი თავს, ამ ოჯახის ნაწილი ვიყავი, ყველას და, ძმა, მეგობარი ვიყავი და ეს საშინლად მსიამოვნებდა. მხოლოდ ერთი პრობლემა იყო, ახლა რომ მხრებზე ხელს მხვევდა და ვერ ერკვეოდა რა უნდა ჩემგან, ცხოვრებისგან და საკუთარი თავისგან. -რატომ არ ვიცოდი რომ ენებს ფლობ?-სიცილით მკითხა მიშომ, ზედმეტად აჟიტირებული იყო, ბევრს იცინოდა და მხიარულობდა ჩვეულებრივთან შედარებით. -ოდესმე რამე გიკითხავს და პასუხი არ გამიცია მიშო?-ჩავეკითხე და ლოყაზე ვაკოცე.-ძალიან აჟიტირებული ხარ. -დამირეკეს.-ჩუმად მითხრა. -მერე, რა ქენი?-ფხუკუნით ვკითხე. -რუსულადაც ვაგინე.-სრული სერიოზულობით რომ მითხრა ფხუკუნს აღარ დავჯერდი და სიცილი წამსკდა, ისიც ამყვა და ასე ორ ხმაში ვიცინოდით. ............................................................................................................................................... -რასშვრები?-აუდიტორიიდან გამოსულს კედელზე აყუდებული დამხვდა ორი წითელი ახალი წლის ქუდით ხელში. -ეს რა არის?-გამეცინა.-სად იყავი დაკარგული? -ნიკოლოზს ვეხმარებოდი სახლის მორთვაში. -4 დღე?-წარბები ავქაჩე. -დიდ სახლში ვხვდებით, შენც დაგპატიჟეს.-უნივერსიტეტიდან გამავლს ქუდი ჩამომაფხატა თავზე.-ისე ქუდს არ იფარებ და ეს მაინც რამენაირად აიტანე.-თავადაც რომ თავზე ჩამოიფხატა წითელი ქუდი გამეცინა და ფოტოები გადავუღე. უკვე იმდენი ლამაზი მომენტი მქონდა მასთან ერთად დაფიქსირებული რომ რთული იყო ყოველ ღამით როცა ვერ ვახერხებდი დალაპარაკებოდი ის განვლილი მოგონებები არ გადამეთვალიერებინა.-რაღაცები ვიყიდოთ და ჩემთან წავიდეთ. -რამდენი ხანია არაფრისთვის გვიყურებია.-წარბები შევკარი წამიერად. -გრინჩს ვუყუროთ.-მანქანა დაძრა და მარკეტისკენ წავედით. -გრინჩს?-თვალები პატარა ბავშვივით ამენთო, ვიცოდი. მარკეტთან გააჩერა, ტრადიციულად ჩიფსები, წვენი, რძიანი ყავები და როგორც ყოველთვის საზამთროს საღეჭი რეზინიც გამოაყოლა. -მალე საზამთროდ გადავიქცევი.-გამეცინა და ერთი მას მივეცი. ლიფტში სარკეშიც გადავიღე მასთან ერთად ფოტოები და სთორზეც დავდე. ტრადიციულად მისი ოთხიდან სპორტულები მოვიპარე და ჩავიცვი, უკვე იცოდა რომ ის სპორტულები ჩემი იყო და აღარ მებუზღუნებოდა. გვერდით მივუჯექი და ფეხები ავიკეცე, გრინჩი ჩართო, წამოწვა და თავი კალთაში ჩამიდო. ბევრი ვიცინეთ, ბოლოს როგორც ყოველთვის გაბადრული სახით დავასრულე ყურება და ჭერზე მიშტერებულს ავხედე. საახალწლო მუსიკა ხმადაბალზე ჩავრთე, მანიშნა თმაზე მომეფერეო. -როდის მიდიხარ?-მკითხა, იცოდა წასვლაზე რომ საბუთებს ვაგროვებდი და პირველად ამოიღო ამ თემაზე ხმა. -საელჩოში მაქვს საბუთები დატოვებული, 14 იანვრის შემდეგ გამაგებინებენ პასუხს.-მის სრიალა თმაში დავაცოცებდი თითებს და მასზე უფრო მეტად მე მსიამოვნებდა ეს სიახლოვე. -რამდენი ხნით?-მკითხა ხმადაბლა და ყავისფერი თვალები შემომანათა. -ერთ წლიანი პროგრამაა, მერე დიპლომირებული აგრონომი ვიქნები. აქაც გავივლი კურსებს და სათბურს გავხსნი, ბევრი მცენარით. -ამაზე ოცნებობდი?-მკითხა ღიმილით. -ნაწილობრივ..-ამოვიოხრე.-დიდი, ლამაზი, შუშის სათბური მინდა ისეთ ადგილას სადაც იშვიათად იქნება ვინმე, მინდა რომ კაფესავით გავაკეთო, წარმოიდგინე ძალიან ბევრი მცენარე და ლამაზი, თეთრი, რკინის მაგიდები რომლებზეც წიგნები იდება. შეყვარებულები, სტუდენტები, გზააბნეული მოზარდები შემოვლენ, ჩაის დალევენ ფერადი ჭიქებიდან, რომელიმე წიგნს აიღებენ, გადაშლიან და ჩაიკარგებიან. ირგვლივ ყვავილების საოცარი სურნელი იქნება და ყველაფერი სამოთხეს, ედემის ბაღს დაემსგავსება.-სიამოვნებით და აღფრთოვანებით ვსაუბრობდი ჩემს ოცნებებზე და მერე დავაკვირდი როგორ მიღიმოდა. -მინდა შეგაჩერო მაგრამ შენ ლამაზ ოცნებებს სხვაგვარად ვერ აისრულებ.-სევდიანად გამიღიმა და მაჯაზე მაკოცა.-ხშირად დამირეკავ? -ხომ იცი რომ დაგირეკავ, მთავარია შენ არ მოგინდეს ვინმე დასვა ჩემს ადგილას შენს ცხოვრებაში.-ამის წარმოდგენაზე წამიერად შიშმა წამომიარა. -ვერ შევძლებ. მთელი ცხოვრება შენნაირ ადამიანს ვეძებდი ჩემს გვერდით და ახლა შენს დაკარგვას არ ვაპირებ რადგან შენნაირი მე არავინ მეგულება.-გამიცინა და ლოყაზე მომჩქმიტა. -ჩემგან რა გინდა, რას ელი მიშო?-ვკითხე და წარბებზე გადავუსვი თითები. -ნეტავ ვიცოდე ანო, ნეტავ ეგ ვიცოდე.-ამოიოხრა და ისევ მაკოცა მაჯაზე. -ზეგ ახალი წელია.-ჩაეცინა. -ხო, ზეგ ახალი წელია...-ძალით გავუღიმე. -გახსოვს პირველად ერთმანეთი როგორ გავიცანით? -ძალიან მთვრალი ვიყავი, არა?-სირცხვილისგან ლოყები ამიხურდა. -მაგაზე არ გეუბნები, სულ თავიდან, ბავშვები რომ ვიყავით მაშინ. -მე ახლაც ბავშვი ვარ მიშო.-გავუღიმე და თავზე ვაკოცე. -ამიტომაც ხარ ახლა აქ, ყველაზე სუფთა და წმინდა სული რომ გაქვს იმიტომ მიჭირავს ახლა შენი ხელი. -მაგრამ ეს სამუდამო არ არის, ხომ იცი.-სიკვდილი მერჩივნა ამ სიტყვების თქმას. -რატომ არ არის ანო?-მკითხა წარბშეკრულმა. -ორივე ვიპოვით მომავალში ჩვენს გზას. შენ ცოლს მოიყვან, ოჯახს შექმნი და ბავშვებიც გეყოლება, ვიცი რომ შვილები გინდა.-გამეღიმა.-იქნებ მეც წამიყვანოს ვინმემ და აიტანოს ყველა ჩემი საზიზღარი ხასიათი? -გეთანხმები...-ცოტა ხანს გაჩუმდა, ამ სიჩუმემ მთლიანად დამასუსტა და სიკვდილის პირას მიმიყვანა.-საზიზღარი ხასიათი გაქვს.-წინადადება დაასრულა და მკვდრეთით გამაცოცხლა. გაეცინა ჩემი სახის დანახვაზე და წამოხტა, ხელში ამიტაცა, უკვე ბნელოდა, საძინებელში გამიყვანა და იმ უზარმაზარ საწოლში გვერდით მიმიწვინა.-დარჩი დღეს, და საერთოდაც სანამ წახვალ აქ გადმობარგდი, მინდა შენთან მეტი დრო გავატარო.-ჩუმად მითხრა და თმა გამიშალა. -კიდე რა გინდა?-ვკითხე იმის იმედით რომ დარჩენას მთხოვდა, ღმერთია მოწმე, ახლა რომ ეთქვა დარჩიო დავრჩებოდი, ყველაფერს დავივიწყებდი, საქართველოში ვისწავლიდი და დავრჩებოდი. -მინდა რომ ბედნიერი იყო.-გამიღიმა და შუბლზე მომაკრო ცხელი ტუჩები.-დაგცხება, მაისური ჩაიცვი.-ზურგი მაქცია და მაისური მესროლა. სწრაფად გადავიცვი და ზურგიდან ავეკარი. ჩამეძინა, მის გვერდით ტკბილად ჩამეძინა. ზოგადად ვინმესთან ერთად ძილი არასდროს მყვარებია და არასდროს მესმოდა მათი ვინც ამბობდა რომ ქმრის გარეშე ვერ იძინებდა ან თუნდაც შეყვარებულის. ახლა გავუგე ყველას, მის გვერდით რომ დავწექი და ნათლად მესმოდა მისი სუნთქვის, მისი გულისცემის ხმა, ვიგრძენი როგორი დიდი ბედნიერება იყო ჩემს ცხოვრებაში მისი არსებობა... ........................................................................................................................................ -გილოცავთ!-მხიარულად დაიყვირეს ბავშვებმა და მეც შევუერთდი მათ სიხარულს. ბიძაჩემი გარეთ ფეიერვერკებს ერთმანეთის მიყოლებით ისროდა და სოფლის მოსახლეობას არ ასვენებდა, ჩვევა იყო ერთგვარი. მე ტელეფონზე შემოსულ შეტყობინებებს ვუყურებდი და ვფიქრობდი რომ მოგვიანებით აუცილებლად გავცემდი ყველას პასუხს, მერე ნაცნობი სახელი დავინახე ეკრანზე და სიხარულით გადავუსვი თითი ეკრანს. -ახალწელს გილოცავ ან.-რბილი, შემთვრალი და ხავერდოვანი ხმა ჰქონდა მიშოს. -მეც გილოცავ .-მისგან განსხვავებით მხიარული ხმა მქონდა მე. -ერთობი? -კი, შენ? -ყველა აქ არის, შენ გვაკლიხარ და სრული იდილია იქნებოდა. -5ში წამოვალ და მანდ ვიქნები.-სხეული გამითბა, ყურადღებასაც ვიქცევდი ოჯახის წევრებისას და ვცდილობდი ტუჩებისთვის თავი მომეყარა და არ გამღიმებოდა. -5მდე ვერ გნახავ?-უკმაყოფილო ხმა ჰქონდა მიშოს. -სამწუხაროდ ვერ.-გამეცინა. -კარგი.-ჩაეცინა.-მერე მოგწერ. -კარგი.-გავთიშე. ბიძაჩემების მზერას ვერსად ვემალებოდი, მიჭირდა მათთვის შეხედვა, ისინი წამებში შიფრავდნენ ყველა დეტალს და არ მინდო და აჟიოტაჟის ატეხვა. -მაშ, რას გაუმარჯოსო?-პაპაჩემმა იკითხა. -სიყვარულს მამა, სიყვარულს.-ბიძაჩემმა წარბები აქაჩა და წამოდგა. 5 დღე სრულ სტუმრიანობაში გავატარე, 4 იანვრის საღამო იყო, სტუმრები გავაცილეთ, ჭიშკართან რომ თეთრ მერსედესს მოვკარი თვალი და ცივმა ოფლმა დამასხა. -ვინ არის?-ჩემი ბიძაშვილი კიბიდან დაეშვა და გარეთ გაიხედა. -ეს შეიტანე, მეც მოვალ.-თეფშები მივაჩეჩე ხელებში და ჭიშკრისკენ წავედი. მანქანის კარი გაიღო და იქედან მეტისმეტად შეცვლილი, დუტის ქურთუკში და ჯინსში გამოწყობილი თავმოტვლეპილი მიშო გადმოვიდა.-აქ რა გინდა?-სიცილით მივდიოდი მისკენ. -მეც მომენატრე.-გამეკრიჭა, მის წინ დავდექი და ავხედე. -მთელი ოჯახი აქ არის მიშო, მგლების ხროვაში რატომ ჩაიგდე თავი?-სიმწრით გამეცინა. აშკარად არ დარდობდა. -ევროპის ჩემპიონი ვარ ანო, რაებს მეუბნები? ამხელა ტყუილად ვარ?-იცინოდა, ხელი მომხვია და როგორც იცოდა ისე მიმიკრა გულზე, თავზე მაკოცა და თმაზე ჩამომისვა ხელები.-ახალ წელს გილოცავ.-მანქანის უკანა კარი გააღო და იქედან პატარა, საყვარელმა მეცხვარის ლეკვმა ამოგვხედა. -მეჩვენება?-გაოცებულმა გავხედე და ისევ ლეკვს შევხედე. დაიწკმუტუნა და სავარძლიდან წამოხტა.-ვაიმე, ბამბის ქულაა.-ხელში ავიყვანე პატარა მაგრამ მაინც დიდი ლეკვი და გულზე მივიკარი, წკმუტუნი და ჩემი ალოკვა დაიწყო.-პატარავ, რა ლამაზი ხარ.-თათებზე მივეფერე და მერე მიშოს ავხედე.-მადლობა.-ლოყაზე ვაკოცე და მის ყელში ისე ჩავრგე თავი რომ ლეკვისთვის ხელი არ შემიშვია. -რას დაარქმევ?-მკითხა და თავზე გადამისვა ხელი. -გოგოა?-ავხედე ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ. -არა, ბიჭია.-გაცინა და თავზე გადაუსვა ხელი. -სებე.-თვალები გამიბრწყინდა, მთელი ბავშვობა ვოცნებობდი მეცხვარის ლეკვი მყოლოდა და სებე დამერქმია. -სებე.-ჩაეღიმა. -ანო.-ბიძაჩემის ხმა გავიგე მაგრამ იმდენად გახარებული ვიყავი რომ არ შემეძლო ნერვიულობა. -გიო, ნახე.-ლეკვი დავანახე, ბიძაჩემის სისუსტე ძაღლები იყო, ყველანაირი ჯიშის ძაღლები. -აგისრულდა ოცნება?-თავზე მოეფერა და ლეკვმაც წკმუტუნით გადახედა.-გიორგი. -მიშა.-ხელი ჩამოართვა ბიძაჩემს და ოდნავ დაუკრა თავი. -ეს ვინ მოსულა.-პაპაჩემი გამოკაკუნდა ჯოხით და მიშოსკენ წავიდა, ხელი ჩამოართვა და მხარზე მიარტყა ხელი.-მეგონა დილით ამოხვიდოდი. -ვაპირებდი მაგრამ რაღაც საქმეები გამომიჩნდა.-გაოცებული ვიყავი, ისიც არ ვიცოდი თუ დაპატიჟა. -როდის დაურეკე?-წარბები ავქაჩე. -გუშინ.-ლეკვს ვეფერებოდი და ისე ვუყურებდი პაპაჩემს და მიშას რომლებიც საუბრით მიდიოდნენ სახლისკენ. -ესე იგი კარგი ბიჭია.-გიორგის ხმა მომესმა და მისკენ გავიხედე.-რა? მამაჩემის გემოვნებას ვენდობი.-თვალი ჩამიკრა და გამეცალა. ისხდნენ სუფრასთან და ვუყურებდი როგორ შინაურულად ქეიფობდნენ, მთაწმინდელი სვანი, მსოფლიოს ჩემპიონი მიშო და ჩემი უბრალო ოჯახის წევრები. მაგიდასთან მე და ჩემი ბიძაშვილები ვისხედით, მე გაოცებული ვიჯექი და მათ ბაასს ვუსმენდი, ჩემი ბიძაშვილები უფრო უამრავ სთორს დებდნენ და ნერვებს მიშლიდნენ. -დღეს არსად გაგიშვებთ.-ბიძაჩემმა დაუქნია თითი და გადაჭრით ამოთქვა. -ხვალ ძალიან ბევრი საქმე მაქვს.-ვხვდებოდი ერიდებოდა, ჯაფარიძე და თავისი თავაზიანობა. -მაინც არ გაგიშვებენ, ამიტომ სანამ ძალიან დამთვრალხარ მანქანა შემოაყენე და კომფორტულად მოეწყვე.-წამოვდექი. -შენ შემოაყენე.-გასაღები მომაწოდა და კარისკენ დავიძარი.-ანო, არ დაამტვრიო რა.-საწყალი თვალები მომანათა და ბიძაჩემიც აფხუკუნდა. ნორმალურად ვატარებდი და არც დავამტვრევდი ვიცოდი მაგრამ ისიც ვიცოდი როგორ უყვარდა თავისი მანქანა, როგორ უვლიდა და მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. გარეთ გავედი და რკინის ჭიშკრი რომ გაღებული დამხვდა აქეთ-იქედან მდგარ ბიძაშვილებს შევხედე, ცანცარები! საჭესთან მოვთავსდი და მანქანა ეზოში შესაშური სიფრთხილით შევაყენე. ფანჯრიდან მიყურებდა და რომ გადმოვედი ცერა თითი ამიწია. ციოდა, სიცივე ძვალ-რბილში ატანდა, ამიტომ სწრაფად მოვკურცხლე სახლისკენ და კარში შესული მაშინვე გამათბობელთან დავდექი. ვუყურებდი როგორ იჯდა, როგორი უშუალო და კომუნიკაბელური იყო და ვხვდებოდი რომ ის იყო ჩემი ადამიანი. არსება რომლის გამოც დავიბადე და რომელიც ჩემთვის დაიბადა. ................................................................ -ადექი მიშო.-ბორჯომით სავსე ჭიქა კომოდზე დავდე და შევანჯღრიე. -თავი მისკდება ანო.-ამოიღმუვლა. ბებიაჩემი ჩიხირთმას აკეთებდა, პაპაჩემი და ბიძაჩემები პახმელიიდან გამოდიოდნენ, მიშოს ეძინა, არა და ყველაზე ფხიზელი იყო. -ბებიაჩემი ჩიხირთმას აკეთებს, ძმართან ერთად წარმოიდგინე.-ვთქვი თუ არა თვალები გაახილა და მკლავებში მოქცეული ბალიში თავის ქვეშ ამოიდო. -მაგრად დავთვერი ანო. მამაჩემმა ეს ღვინო რომ გასინჯოს გაგქურდავთ.-იცინოდა და საფეთქლებზე იჩერდა ხელებს. -ადექი.-ბორჯომი მივაწოდე. -რა გჭირს?-მკითხა უცებ. -რა მჭირს?-გავიკვირვე. -რაღაცნაირად ცივი ხარ.-სვიტრი გადაიცვა და გადაპარსულ თავზე გადაისვა ხელი. -მიშო მოლანდებები დაგეწყო?-სრული სერიოზულობით ვკითხე და შუბლზე მივადე ხელი. მაჯაზე ჩამავლო თითები და მუხლებს შორის მომიქცია.-გისმენ.-შევხედე. -მომენატრე ანო.-ხელები მომხვია და მუცელზე მომადო თავი.-ღიპუ. -საერთოდაც არ ვარ ღიპუ.-გამეცინა და თავზე ვაკოცე.-წამოდი რა, ჩავიდეთ, მშია. -და მერე ეს იტყვის ღიპი არ მაქვსო.-ხარხარებდა. სააბაზანოში შევუშვი და საჭირო ნივთები მივეცი. მოწესრიგებული გამოვიდა და მისაღებში შევედით. პაპაჩემს წნევას უზომავდა ბებიაჩემი, ბიძაჩემები ჩიხირთმას ელოდებოდნენ და ცქმუტავდნენ ისე თითქოს 45 წლის კაცები კი არა 15 წლის ბავშვები იყვნენ. -როგორ გეძინა, შვილო?-ბებიაჩემმა გაუღიმა მიშოს და მანაც თავი დაუკრა ღიმილით.~ -დიდი ხანია ასე კარგად არ მიძინია.-შუა დღე იყო, გუდანაბადი ავიკარით და თბილისისკენ მიმავალ გზას დავადექით. -რას აკეთებდი ეს დღეები?-ვკითხე და სებეს თავზე მივეფერე. -ბიჭებთან ერთად ვერთობოდი.-ჩაახველა. სინამდვილეში ძალიან კარგად ვიცოდი რასაც აკეთებდა ეს დღეები და ვისთან ერთადაც. Წამით არაფერი მითქვამს, მერე გავხედე, დაძაბული იჯდა და სწრაფად მართავდა მანქანას. -მოგწონს?-ბოლოს ძლივსძლივობით ამოვღერღე და საქარე მინიდან გავხედე გზას. -არა.-თავი გააქნია. -როდიდან ვატყუებთ ერთმანეთს?-ნერვები მომეშალა. 3 დღის განმავლობაში იმ გოგომ ინსტაგრამი ააჭრელა და არაო, ეს მიმტკიცებს. -ზედმეტად გავუგე და ზედმეტად გამიგო, სულ ეს არის.-სარკეში გაიხედა. -კიდევ ზედმეტად გაიცანი, ზედმეტად მოგეწონა, ზედმეტად სექსი გქონდათ და ზედმეტად ფიქრობ მასზე ხო?-გამეღიმა. -საიდან რას მოთხრი ხოლმე?-იცინოდა, ნერვიულად, ტყუილში გამოჭერილი მოღალატე კაცივით იცინოდა და ამით უფრო მირევდა გულს. -მეგონა ერთმანეთის მესაიდუმლეები ვიყავით მიშო.-ამოვიოხრე, გული მატკინა მისმა რეაქციამ. -ვართ კიდეც. ნუ ქმნი პანიკებს გთხოვ ანო. შენ მიდიხარ და არ მინდა რომ წასვლის წინ ვიჩხუბოთ.-ამოიოხრა და გაზს მიაჭირა ფეხი. -მე წავალ და ის ჩემს ადგილს დაიკავებს.-დარწმუნებით ჩავილაპარაკე. -ეგოისტი ხარ. -ახლა გავხდი ეგოისტი?-ნერვები მომეშალა. -ანო, არ გინდა გთხოვ.-თავი გააქნია და მანიშნა გავჩუმებულიყავი. თბილისამდე ხმა აღარ ამომიღია, არც მას...-სებეს მე წავიყვან, ბინაში ვერ გეყოლება.-თავი დავუკარი და თავზე ვაკოცე ბამბის ქულას.-დაგირეკავ. -არ შეწუხდე.-მივაძახე და კარი მივუხურე. კიბე ავირბინე და სახლში შევვარდი. მეტირებოდა და როგორც კი კარი მივხურე, ყველა ემოციამ ერთიანად ამოხეთქა. მთლიანი თვეების ემოციები მომეძალა, ყველა ის წამი რომელიც მის გვერდით მეგობრის სტატუსით გავატარე გულს მიღრღნიდა. ყველას შეყვარებულები ვეგონეთ, რეალურად კი საერთოდაც არაფერი გვქონდა მსგავსი. შხაპი მივიღე, თბილად ჩავიცვი და საწოლში შევწექი, ბებიაჩემის მოცემული ძილის წამალი, დამამშვიდებელი დავლიე და თვალები დავხუჭე. ახლა ბომბიც რომ ჩამოვარდნილიყო მაინც ვერაფერს გავიგებდი.. ................................................................................................................... -აგიფეთქე ტელეფონი, სად ხარ გოგო. -მეძინა დედა.-თვალები მოვიფშვნიტე და ფანჯრიდან გავიხედე, უკვე ბნელოდა და ლამპიონების ყვითელი შუქის გარდა ვერაფერი აღწევდა ოთახში. -სად ხარ?-მკითხა აწ უკვე დამშვიდებულმა დედაჩემმა. -თბილისში, დღეს ჩამოვედი. -სტუმარი გყოლია გავიგე. -მერე? -როგორი ბიჭია? -დედა, ძალიან გთხოვ არაფერი იფიქრო რა, უბრალოდ მეგობარია და მორჩა, უბრალოდ რთულ დროს ერთმანეთს გვერდში დავუდექით.-მობეზრებულმა ამოვიფშუტუნე და ჩაცმას შევუდექი. სპორტულის შარვალზე მისი ჰუდი გაუაზრებლად გადავიცვი და მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე სადარბაზოდან რომ გავედი და მისი მანქანა დავინახე. -აქ რა გინდა?-ვკითხე მანქანაზე მიყრდნობილს. -გელოდებოდი.-შემომხედა და სიცივისგან გალურჯებული ტუჩებით გამიღიმა. -რატომ?-ვკითხე და ვეცადე მისი ჩაწითლებული თვალებისთვის მზერა ამერიდებინა. -იმიტომ რომ მთელი დღეა ტელეფონი სადღაც დედის... ჯანდაბაში გაქვს, ჩემ ზარებს არ პასუხობ, მგონი არც გინახავს და თან ერთხელაც არ გადმოგიხედავს რომ აქ დაგენახე.-ჩაეცინა. -სიცხე გაქვს.-მაინც არ მომითმინა გულმა, მაინც მასთან მივედი, სახეზე ხელი მივადე და ყინვაშიც კი მისი სხეული საშინლად ცხელი იყო. -ხო, მგონი მაქვს.-ჩაახველა და ისე შემომხედა. -სახლში ადი, მეც მალე მოვალ.-გასაღები ხელში შევაჩეჩე და აფთიაქისკენ წავედი. წამლები ვიყიდე, მაღაზიაში შევიარე და მერე ბინისკენ წავედი. ისევ მანქანასთან იდგა და ლეკვი ეჭირა ხელში. ბინაში ავედით, გამათბობელთან დაჯდა სავარძელში, მუცელზე ლეკვი დაისვა, თვალები დახუჭა და რამდენიმე წამის შემდეგ გაახილა. -სულაც არ მინდა რომ მან შენი ადგილი დაიკავოს, ვერც დაიკავებს, შენ სხვა ხარ, ყველა შენი უცნაურობით და სირთულით ჩემი ხარ... არ მადარდებს სხვა არფერი და არც შენ უნდა გადარდებდეს ანო. მასთან თუ სე.ქსი მაქვს ეს შენი პრობლემა სულაც არ რის, მისგან წამოსული შენთან არ მოვალ ანო, ამ დონემდე ვერასდროს დავეშვები.-მაჯაზე მაკოცა როგორც იცოდა ხოლმე და მისკენ დამქაჩა, სებეს მსგავსად მუხლებზე დამისვა და თავი ჩემს კისერში ჩარგო.-ნუ მიტრა.კებ რა.-ჩაიჩურჩულა, საზამთროს არომატით გაჯერებული ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და საფეთქელზე ვაკოცე. ყველაფრის და მიუხედავად, ამ ეტაპზე, ის იყო ჩემი ყველა პრიორიტეტი... Დილით დივანზე მწოლს გამეღვიძა, ჩემს გვერდით იწვა ისიც და მის გულზე ისე ვიყავი მიკრული რომ სუნთქვა მიჭირდა. მისი სურნელი ღრმად ჩავუშვი ფილტვებში და ავხედე, მშვიდად ეძინა. -მიშო.-ოდნავ შევანჯღრიე. -ხო.-ამოიბურდღუნა. -გამიშვი. -მოისვენე.-ხელები უფრო მომიჭირა, მკერდი ისე მიმეჭყლიტა მის პრესზე რომ ტკივილისგან კვნესა წამსკდა.-რა გაკვნესებს. ეროტიულ სიზმრებს ნახულობ ხოლმე?-ცალი თვალით ჩამომხედა და გაეცინა. -ხელებს ნუ მიჭერ, შენი სავარჯიშო ტომარა კი არ ვარ.-მკლავზე ვუპწკინე და სანამ მოდუნებული იყო მანამდე წამოვხტი დივნიდან.-იდიოტო.-სირცხვილის გრძნობა საერთოდაც აღარ გამაჩნდა როცა მასთან ვიყავი ამიტომ მტკივან მკერდზე თავისუფლად მივიდე ხელისგულები. -მანდ რამე გაქვს ანო?-ხარხარებდა ჩახლეჩილი ხმით და გაოცებულ სებეს თავზე კოცნიდა. -გაჩვენო?-წარბები ავწიე და “ვაი შენს პატრონს” სახე ავიკარი სახეზე. -მაჩვენებ?-წარბები აათამაშა. -რომ დაიძინებ ჩემზე იფიქრე ხოლმე და სიზმარში მნახავ.-თვალი ჩავუკარი და სააბაზანოში შევედი. მოვწესრიგდი, მიშოც მოწესრიგდა და მერე ვისხედით და ვფიქრობდით რა გაგვეკეთებინა. ბოლოს მაინც უბრალოდ ფილმის ყურება ვარჩიეთ და ტრადიციული საღამო მოვიწყვეთ ამჯერად უკვე სებესთან ერთად. ......................................................................... Უნივერსიტეტის წინ ვიდექი და მეღიმებოდა. საიდან დამებადა იმის სურვილი რომ სწორედ აქ ჩამებარებინა, წვეულებაზე გამეცნო ბიჭი რომელსაც ისედაც ვიცნობდი და ვყოფილიყავი ბედნიერი. ახლა ამ წელს ბოლოჯერ მოვდიოდი აქ, საბუთებს ვასწორებდი, მიშო მანქანით დამატარებდა, თან უხასიათოდ იყო ჩემი წასვლის გამო, ახლა ჩემს გვერდით იდგა მანქანაზე მიყრდნობილი და ჩემთან ერთად უყურებდა უნივერსიტეტს. -ის რომ არა.-გამეცინა. -ის რომ არა ახლა საზღვარგარეთ არ წახვიდოდი.-წარბები შეკრა. -გეყოფა მიშო, უკვე 10 დღეა ამაზე მელაპარაკები. დღეს ღამით მივფრინავ და მაინც ცდილობ გადამათქმევინო? -კიდევ კარგი სტამბულში მიდიხარ და არა სადღაც ტრა.კში.-წარბებს ცოცხალი თავით არ ხსნიდა. -იმედია ყოველ კვირას იქ არ დამიჯდები.-გამეცინა, ვიცოდი რომ გამკეთებელი იყო. -თვეში ორჯერ მაინც ჩამოგაკითხავ, ხო იცი.-ჩაეცინა. -სახლი იცი, ყველაფერი შენს ხელშია, სად დაგემალო, სად წავიდე?-სერიოზულად დავფიქრდი და მის მოცინარ სიფათზე მეც გამეცინა.-შევალ და 15 წუთში აქ ვარ. -ბიჭებთან მივალ.-კუთხეში მდგარ თავის კურსელებზე მანიშნა, თავი დავუკარი და შენობის კიბეები ავირბინე. 20 წუთში კიბეები ჩავირბინე და ბიჭებთან მდგარმა მიშომაც გამომხედა, მათ დაემშვიდობა და ჩემსკენ წამოვიდა. მანქანაში ჩავსხედით და სწრაფად მომწყვიტა ადგილს. -ბევრი ბანანი არ ჭამო ხოლმე.-გავაფრთხილე მკაცრად, ჩაეღიმა.-ქალიდან ქალთან არ გადახვიდე, დაავადებებს იწვევს და თან არაჰიგიენურია.-წარბები შევკარი.-სებეს კარგად მოუარე იცოდე.-ამოვიოხრე.-და არავისთან ერთად არ უყურო მულტფილმებს ჩიფსებით და სასუსნაოებით.-ამოვიოხრე. -ყველაფერი რიგზეა, 1 წელში აქ იქნები, რას პანიკიორობ ტო, ვითომ არ იცოდე როგორი ჩემი ხარ.-ხელი მომხვია და თავზე მაკოცა. ვინმეს ნახვა გინდა წასვლის წინ?-მკითხა და გზას გახედა ისევ. -არა.-თავი გავაქნიე. -მაშინ პრობლემაც არ იქნება თუ დღეს ჩემთან ერთად წამოხვალ.-გამიცინა და თვალი ჩამიკრა. ჯაფარიძეების ვილის წინ გააჩერა მანქანა და მანქანიდან გადასულს უკან მივყევი მეც. სახლიდან ჟივილ-ხივილის ხმები გამოდიოდა, შიგნით შევედით და სრული ქაოსი, ყველა იქ იყო, თეკლა და ჩემი ბიძაშვილი დიკოც კი. -რა ხდება აქ ხალხო.-ბუშტებით მორთულ მისაღებს დავაკვირდი. -გაცილების წვეულების გარეშე გაგიშვებდით გეგონა?-კაკიმ ხელი მომხვია და დივანზე დამსვა.-ზაფხულში ჩამოვალთ ტო, ისედაც მინდოდა თურქეთში მოგზაურობა და მიზეზიც გამომიჩნდი.-თვალი ჩამიკრა და თავზე მაკოცა. გამეღიმა, სიამოვნებისგან მაჟრიალებდა მათი დანახვისას, ისე შემაყვარეს თავი, ისეთი კარგები იყვნენ ცრემლებიც კი მომერია იმის წარმოდგენისას რომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვნახავდი. -არ იტირო, ჩუ.-დავითი მომეხვია და სრულიად სხვაგვარი მუხტი შემმატა. მეგონა ელენე ოდნავ მაინც იეჭვიანებდა მაგრამ არა, რომ გავხედე გულწრფელი ღიმილით გვიყურებდა, როგორ მიყვარდა ეს გოგო.-1 წელი არაფერია, მანამდე 2 წელი არ იყავი ჩვენგან შორს?-ჩუმად მკითხა, გაოცებისგან და შიშისგან რომ მიშოს დავკარგავდი ავკანკალდი. ავხედე და თვალები გამიფართოვდა, არანაირი ირონია და ცინიზმი არ მოიპოვებოდა მის ხმაში. მიყურებდა თბილი, მზრუნველი ღიმილით და მანიშნებდა რომ ყველაფერი იცოდა. -საიდან იცი.-ვკითხე და სირცხვილისგან ლოყები ამიხურდა. -მაგაზე მერე ვისაუბროთ, უბრალოდ იცოდე რომ სანამ მე ვარსებობ, მანამდე უნდა გქონდეს ვიღაცის იმედი ვინც ზურგს გაგიმაგრებს.-თვალი ჩამიკრა და შეყვარებულისკენ დაიძრა. კი, დავითი ნამდვილად ღირსეული ადამიანი იყო. -აბა, სამახსოვრო ფოტო გადავიღოთ, მოეწყვეთ.-დიომ ყველა შეგვკრიბა და მალე ფოტოაპარატის ჩხაკუნიც გაისმა.-მიდით ცალკეც გადაგიღებთ.-ჩუმად გვითხრა და მიშომ ხელი რომ მომხვია გამეღიმა. გულზე მივეკარი და ავხედე, მანაც ჩამომხედა და ზუსტად ეს კადრი აღბეჭდა დიომაც. -მომენატრება ეს ყველაფერი.-ჩუმად ვუთხარი და მის ყელში თავჩარგულმა გავხედე მეგობრებს რომლებიც ერთობოდნენ, იღიმოდნენ და აქ ყველას ყველა უყვარდა. -ჩვენ ყველას შენ მოგვენატრები.-ჩუმად მითხრა და თავზე ჩამომისვა ხელი როგორც იცოდა ხოლმე. -მალე გავა ეს თვეები ხო?-ვკითხე და ავხედე. -მალე გავიყვანთ.-გამიცინა და შუბლზე მაკოცა.-წასვლის დროა, რეგისტრაცია დაიწყება.-დარეკა უბედურების და ახალი ცხოვრების, ახალი ზღაპრის დაწყების ზარებმა. აეროპორტში მხოლოდ მიშო წამოვიდა და იქამდე იყო იქ სანამ საბოლოოდ არ გამოცხადდა ჩასხდომა. მაგრად მოვხვიე ხელები და მისი სურნელი ღრმად ჩავისუნთქე ფილტვებში რომ დიდხანს გამყოლოდა. მერე თვითმფრინავში ჩავჯექი და ამოვიოხრე, ვიცოდი, რაღაც სხვა იწყებოდა. ................. -მცენარეებს ისე შეხედეთ როგორც ადამიანებს, ყველა მათგანს აქვს სული, ყველა მათგანი ცოცხალია, მოვლას და მზრუნველობას საჭიროებს. შეეხეთ მიწას, შემდეგ მცენარეს და მიხვდებით არიან თუ არა ისინი შესაფერისები. თქვენ თუ ამას ვერ მიხვდებით, მაშინ აქ არც არაფერი გესაქმებათ.-პროფესორი საუბრობდა მე კი ჯერ კიდევ იმ პატარა კაქტუსს ვუყურებდი რომელიც უნდა გადამერგო. ასჯერ მაინც გამიკეთებია ეს ყველაფერი ჩემებურად, თუმცა აქ სხვა ტექნიკა ისწავლებოდა, აქ ერთი ეკალიც არ უნდა შეგრჭობოდა მე კიდევ ზღარბივით მქონდა ადრე ხელები. ვეფერებოდი ყველა მცენარეს ახლაც მაქსიმალურად ვეცადე რომ ხელები არ დამეჩხვლიტა და ჩემთვის საყვარელი მცენარე დიდ ქოთანში გადავიტანე ჩემებურად, ჩემი ტექნიკით. რომ მოვრჩი ზემოთ ავიხედე და ლექტორს გავხედე რომელიც ტიპიური თურქი მამაკაცი იყო, სათნო სულით და თანამედროვე აზროვნებით. ყველა აკეთებდა, მხოლოდ მე მოვრჩი და მისი ინტერესის ობიექტიც გავხდი. დიდხანს ათვალიერა ქოთანი, მერე თავი დამიკრა და გამეცალა.-საიდან მოხვედი შენ?-მკითხა და რაღაც ჩაინიშნა ფურცელზე. -საქართველოდან.-ამაყად მოვიღერე ყელი და თვალებში გაკრული სიამაყით გავხედე ლექტორს რომელთან ჩაწერაზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წამოსული ახალგაზრდები ერთმანეთს ხოცავდნენ. -მედიდური მზერა, ამაყი გამოხედვა, საქმის სწრაფი და ნაკლიანი შესრულება. როგორ ვერ მივხვდი.-ჩაეცინა და ქოთანი ხმაურით დადგა მაგიდაზე.-ქართველები რომ პუნქტუალურები და ცოტათი უფრო თავმდაბლები იყოთ ერი ვერ შეგედრებოდათ.-თავი დანანებით გააქნია და ილუზია გამიჩნდა რომ ქართველები ამ კაცს ძალიან უყვარდა და ამდენადვე სძულდა. -ბევრ ქართველს იცნობთ ლექტორო?-ვკითხე და გამეღიმა, მართალს ამბობდა და ეს ვიცოდი. -იმდენს რომ ეს დასკვნა დავდო.-გამიღიმა. შუადღით გამოვედი შენობიდან და ფეხით დავუყევი გზას მეტროსკენ. უკვე შვიდი თვე იწურებოდა ჩემი აქ ყოფნიდან და გაინტერესებთ ამ 7 თვის მანძილზე რა მოხდა? თეკლა გათხოვდა. თავისი ლექტორის შვილს გაყვა ცოლად და ძალიან ბედნიერია, დედამთილიც თავს ევლება თქვენ წარმოიდგინეთ. დედაჩემი სამშობლოში დაბრუნდა და სამკერვალო სალონთან ერთად ბუტიკი გახსნა. ქალმა რომელსაც ტანსაცმელს ხშირად მე ვუკერავდი სამკერვალო გახსნა, აი კარმა! Ხომ გაგიგიათ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, დროს ყველაფერი თან მიაქვსო, მართალი ყოფილა! პირველი თვე ისე მიილია ყოველდღე მირეკავდა, დღეში სამჯერაც და ჩამომაკითხა კიდეც მარტის პირველ დღეს. მეორე თვეში ორ დღეში ერთხელ მირეკვდა, როცა ვალდებულების გრძნობა აკაკუნებდა. მესამე თვეს კვირაში ერთხელ ბოლოს კი მე აღარ ვპასუხობდი. დავიღალე! შეყვარებული გაიჩინა და არ მითხრა, მეწყინა და აღარც მიპასუხია ტელეფონზე მისთვის, აღარც ვაპირებ, მტკივა, საშინლად მტკივა გული მაგრამ მაინც ვითმენ, სხვა გზა არ მაქვს! Მერვე თვე იწყება რაც აქ ვარ და სიამოვნებას ვერ ვიღებ სტამბულის სილამაზით. დავდივარ, ვუყურებ ამ დიდი ისტორიის მქონე ქალაქს და მაინც, ვერ მსიამოვნებს. ამ ყველაფერს ჩემი გორის ცენტრში აღმართული ციხის ნანგრევები მირჩევნია. სახლის კარს გასაღები მოვარგე და შევედი, უცნაური აურა იყო, ჩემეული აღარაფერი ერია, თითქოს არეული იყო ყველაფერი. კარი დავკეტე და გასაღები შემოსასვლელის ვაზაში ჩავდე. მისაღებში შესულმა კი მსუბუქად ამოვიკივლე და შეკრებილ საზოგადოებას გადავხედე. ყველა იქ იყო კაკიდან დაწყებული თეკლაზე დამთავრებული და მაინც აკლდა ის ადამიანი ვისაც ყველაზე მეტად ველოდი. სათითაოდ მოვეხვიე ყველას, ყველა მოვიკითხე, ყველამ მომიკითხა და მერე დავჯექი, დავითის გვერდით ჩამოვჯექი და მხარზე თავი ჩამოვადე. -სად არის?-ვკითხე ჩუმად. -შეჯიბრზეა ნეპალში.-ჩუმად მითხრა. -ისიც თან ყავს?-ვკითხე, თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.-კარგი გოგოა? -შენ ვერ გჯობია.-გამიცინა და თავზე მაკოცა. ელენეს გავხედე, თვალი ჩამიკრა და ყურებამდე გამეკრიჭა. -დავიღალე დათა. -მესმის, ამიტომ გაერთობი ახლა ცოტა და მერე ახალი ძალებით შეუდგები საქმეს. Საღამო იყო, სანაპიროზე ვისხედით ყველა და გამვლელები გაოცებულები გვიყურებდნენ, ნიას ტელეფონი აწკრიალდა და მანაც თვალების ცეცებით უპასუხა ტელეფონს. -რასშვრებით ნი.-უპასუხა ჩემთვის კარგად ნაცნობმა და მონატრებულმა ხმამ. -არაფერს რა ვიცი სანაპიროზე ვართ, თქვენ?-წამით გამომხედა ნიამ და თვალებით მომიხადა ბოდიში, გავუღიმე. -ახლა მოვედი ვარჯიშიდან.-იცინოდა.-გააჩერე ხელები ლანა.-ზუსტადაც ის ლანაა ახალ წელს რომ უბრალოდ გაერთო მასთან, მწარედ ჩამეცინა. -გათიშე თუ არ გცალია.-თავის დაძვრენას ცდილობდა ნია. -დამანახე გოგო ხალხი რაში მაინტერესებს ეგ გემი.-ისევ იცინოდა, ისე თითქოს ჩემს და მას შორის არაფერი არასდროს ყოფილიყო. ნია შემობრუნდა, ადგილიდან არ დავძრულვარ, ცოტა ხანს გაჩუმდა, მერე ისევ ჩაეცინა და თავის ლანას მოხვია ხელი.-მე და ლანა 1 კვირაში მოვდივართ, თქვენ?-ვითომც არაფერიო ისე თქვა, დავითს გავხედე, თავი გააქნია. -ჩვენ კიდევ 2 კვირით ვრჩებით.-კაკიმ დაასწრო თქმა და წარბშეკრულმა განაგრძო “კაუჩუკის” ბურთით თამაში. -კაი მაშინ.-გათიშა. აშკარად გაბრაზდა ასეთ ცივ დამოკიდებულებაზე მეგობრებისგან, მე კიდევ დაღვრემილ საზოგადოებას გადავხედე და წარბები შევკარი. -რა გჭირთ?-ყველას მოვატარე მზერა. -რა გვჭირს?-ლუკამ გამიცინა და ხელი გადამხვია. -თუ ეს ყველაფერი ჩემი და მიშოს ურთიერთობის გამო ხდება, თავს ძალა დაატანეთ და ეს ყველაფერი დაივიწყეთ.-ამოვიოხრე. -ჩვენთანაც გაცივდა, ის მიშო აღარ არის როგორიც იყო.-ელენემ გამიღიმა სევდით, უცნაურად. -და თქვენც ზურგი აქციეთ?-ამოვიოხრე.-აიძულეთ რომ თქვენკენ მოიბრუნოს ისევ პირი და ნუ მიუგდებთ მის თავს იმ ლანას.-ჩავახველე და წამოვდექი.-ნაყინი მინდა, თქვენ არა?-გამეცინა. ............................................................................................ -მალე გნახავთ, არა?-ეკრანიდან გამეკრიჭა თეკლა და ბავშვი რომელიც ხელში ეჭირა და მალე ჩემი ნათლული გახდებოდა მოხერხებულად დაიჭირა. -კიდევ მინდა სწავლის გაგრძელება მაგრამ არ ვიცი რა იქნება.-ამოვიოხრე და ნაწვიმარ ქალაქს გადავხედე. -ზედმეტად აჭიანურებ ხომ იცი? 1 წლით ჩახვედი და უკვე 2 წელზე მეტია მანდ ხარ.-წარბები შეკრა და ატირებულ ბავშვს თავზე აკოცა. -მიხედე მაგ წრუწუნას და მერე ვისაუბროთ.-ოთახის კუთხეში გამზადებულ ჩემოდანს გავხედე და ჩუმად ჩამეცინა. უკვე 2 წელი იყო იქ ვიყავი და უკვე სუნთქვა მიჭირდა, მინდოდა რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი ჩემს ქვეყანაში და იმ ფულით რომელიც სტამბულის გამწვანების სამსახურში მუშაობის დროს მოვაგროვე, დიდი სათბური გამეკეთებინა და ჩემი ოცნებისთვის ხორცი შემესხა. თეკლას ქმრის, ლაშას წყალობით ადგილიც ნაპოვნი იყო, შუშის სათბურიც აშენებული დამხვდებოდა, უბრალოდ მე უნდა მეზრუნა მის მოწყობაზე. კარგი გრძნობაა როცა შენი შრომით გამომუშავებული ფულით იწყებ რაღაც საქმეს და უდიდესი პასუხისმგებლობა გაკისრია არა ვინმეს მიმართ, არამედ საკუთარი თავის. ბარგს ხელი მოვკიდე და მოგონებებით სავსე სახლის კარი გამოვიხურე. მეშინოდა, რა თქმა უნდა საშინლად მაშინებდა ის აზრი რომ თბილისს და ახლებურ ხალხს ვერ მოვერგებოდი, მერე რა რომ 2 წელი გავიდა? იქნებ კაკის შეყვარებულს საერთოდაც არ მოწონებოდა მისი შეყვარებულის გვერდით რომ ხშირად დამინახავდა? ან იქნებ ლუკა დამხვედროდა სხვანაირად? იქნებ დავითი თავისი ოჯახური ცხოვრებით იმდენად იყო გატაცებული რომ ჩემთვის ყურადღება ვეღარ მოექცია? იქნებ მიშო ისე ცივად შემხვედროდა რომ სული გაეყინა ჩემთვის? ვინ იცის რა მოხდება? იქნებ საერთოდაც ვერ შევძლო უკან დაბრუნება? დავიღალე! ნეტავ საერთოდაც არ წამოვსულიყავი. ყველაფერი ძველებური მენატრება! ტაქსში ჩავჯექი და აეროპორტისკენ დავიძარი. ტელეფონში ჩემი და მიშოს ერთობლივ ფოტოებს ვუყურებდი და საზამთროს სუნი მინდოდა მეგრძნო. მომენატრა! იმდენად რომ ხშირად დამიწყია საზამთროს დიროლის ძებნა ჩანთაში და ვერასდროს მიპოვია, იქედან წამოსვლის შემდეგ ის სუნი აღარ მიგრძვნია და არც ის საღეჭი რეზინი მიყიდია. ჩემი თავი დავსაჯე? შეიძლება! მაგრამ რისთვის? ალბათ წამოსვლისთვის. აეროპორტში რეგისტრაცია გავიარე და თვითმფრინავში ჩავჯექი. ძილის წამალი დავლიე, ტელეფონი გამოვრთე და თვალები დავხუჭე. Ჩავფრინდი! მიწაზე ფეხი დავდგი, ჰაერი ღრმად ჩავუშვი ფილტვებში და გამეღიმა, სამშობლოში დავბრუნდი! აეროპორტში სანამ ბარგს ავიღებდი, იქვე მაღაზიისკენ წავედი, საზამთროს დიროლი ვიყიდე, ფოტო გადავუღე და ინსტაგრამის სთორში დავდე და თან მივუთითე სადაც ვიყავი. ზუსტად 5 წუთში ჩემს მესინჯერში დავითის ზარი შემოვიდა. -მოგვენატრე ანო!-მტკიცე და თბილი ხმა ჰქონდა როგორც ყოველთვის. -სად ხარ? შენი ნახვა მინდა.-არც ვაციე არც ვაცხელე და პირდაპირ ვკითხე. -ჩემთან ამოდი.-გამითიშა. ბარგი ავიღე და დავითის სახლის მისამართი ვუკარნახე. ბარგი გადმომიღო მძღოლმა და სადარბაზომდე მიმიტანა. ფული გადავუხადე და ბარგი ლიფტში შევიტანე. მეხუთე სართულზე კარზე დავაზარე და დაველოდე როდის გამიღებდა კარებს დავითი ან ელენე მაგრამ იცით ვინ გამიღო კარი? კაკი ჯაფარიძემ და გაკვირვებულმა შემომხედა. -მეჩვენები?-თვალები დააჭყიტა და ხელები მომხვია.-მომენატრე ანო.-ჩუმად მითხრა. -მეც მომენატრე.-ცრემლები ძლივს შევიკავე და სახლიდან გამოსულ ხმაურზე უნებურად კანკალით გაჯერებული სუნთქვა აღმომხდა.-ყველა აქ არის? -კი, თუ არ გინდა ნუ შემოხვალ და წავიდეთ.-თავზე მაკოცა.-ახლა მოვედით ჩვენც. -არა, არ მინდა დამალობანას თამაში. -ჩვენში დარჩეს და მაგრად გალამაზდი.-გაიცინა და ჩემი ბარგი აიტაცა ხელში. სახლში შევედი და მისაღებისკენ წავედი. ისევ ისე იყო ყველაფერი, ლუკა და მიშო იცინოდნენ, დავითი სერიოზულად იჯდა, გოგოები საუბრობდნენ და დანარჩენები დაფანტულები იყვნენ. -მხოლოდ მე ვაკლდი აქაურობას და მოვედი, სრული იდილია შევქმენი, მადლობა მოგვიანებით გადამიხადეთ.-წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა, მერე კი ოთახი გაფერადდა, მათმა ხმებმა გააფერადა ოთახიც და ჩემი მიძინებული სულიც გამოაღვიძა. ყველა მეხვეოდა, ცრემლები მდიოდა, მხოლოდ მისი სითბო და სურნელი ვერ ვიგრძენი, მხოლოდ მისი მზერა მწვავდა შორიდან. ბოლოს დავითს მოვეხვიე და შორიდან გავხედე ხუჭუჭა გოგოს, უცნაური მზერით რომ მაკვირდებოდა და მიშოსკენ მიიწევდა. -უნდა წავიდე, უბრალოდ შემოვიარე.-ღიმილით ავხედე დავითს და ელენეს გავხედე.-ძალიან მოგიხდა, როგორც მოსალოდნელი იყო.-ოდნავ გამობერილ მუცელზე მივადე ხელი და გავუღიმე. -დარჩი რა.-თვალები ისე საწყლად დამიქაჩა რომ სინდისი არ გამიშვებდა. მის გვერდით დავჯექი და თვალები მოვისრისე, დაღლილი ვიყავი. -ახლა სად მიდიხარ?-მკითხა ელენემ და ჩაი წინ დამიდგა. -დედაჩემმა სახლი მიყიდა, იქ გადავდოვარ.-გავუღიმე. -სათბური?-კაკიმ გამომხედა. -აშენდა, უნდა დაალაგონ ახლა.-კისერზე შევიცურე ხელი და ახალ სახეებს მივაპყარი მზერა. -ეს ლიკაა ჩემი შეყვარებული.-კაკიმ მოხვია გოგოს ხელი და თავზე აკოცა, საყვარელი გოგო იყო ლიკა, ნაზი და სიფრიფანა. -მე გიცნობ, ბევრს მიყვება კაკი შენზე.-გამიღიმა. -ჩემზე ბევრია მოსაყოლი?-წარბები ავუწიე კაკის. -მამაჩემი რომ ჭკუიდან შეშალე ეგ პატარა საქმე გგონია?-გაეცინა, მეც გამეცინა იმ დროის გახსენებაზე. -ის ლანაა, მიშოს შეყვარებული.-დათამ მანიშნა ხუჭუჭაზე, უცნაურად რომ იღიმოდა. -სასიამოვნოა ლანა.-გავუღიმე და ჩაი მოვსვი. -არამგონია.-გაიცინა და წამოდგა.-წავედი მე, შენ იყავი, მაინც არ გინდა ალბათ აქედან წამოსვლა.-მიშოს მწარედ ესროლა და სახლიდან გავიდა. -მიშო, შენმა შეყვარებულმა დამღალა.-ელენემ ამოიწუწუნა და მუცელზე დაისვა ხელი. -მეც დამღალა ელო, მეც.-ძლივს გავიგე მისი ხმა და ბუსუსებმა მთელ ტანზე იჩინეს თავი. ამდენი ხნის შემდეგ მისი ხმა მალამოსავით მოედო ჩემს გულს. წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა. დათა გაყვა და მე უბრალოდ ადგილიდან ვერ დავიძარი სანამ მსხვრევის ხმა არ გავიგე. შიგნით შევედი და მიშოს სისხლიან ხელს შევხედე დათა რომ გადახვევას ცდილობდა და თან ეჩხუბებოდა წყალს მიუშვირეო. -მე მივხედავ მიდი.-ხელიდან აფთიაქის ყუთი გამოვართვი დათას და ვანიშნე გასულიყო, კარი გაიხურა, მე კიდევ მიშოს ხელს შევხედე. წყალი მოვუშვი და ვანიშნე ხელი მიუშვირეთქო. -ჩემით მივხედავ.-შემომიღრინა. -მორჩი!-დავუბღვირე. ხელი შევუმშრალე, დავუმუშავე და გადავუხვიე, მერე სისხლიანი ბამბები გადავყარე და წყალი დავლიე. -სისხლის აღარ გეშინია?-გამომხედა. -მეშინია. -აბა მე როგორ დამიმუშავე ჭრილობა? -შენ დაგიმუშავე.-დავასრულე, მის წინ ჩამოვჯექი და თითები ერთმანეთში ავხლართე. ხელში მოიქცია ჩემი თითები და ცერი გადამისვა. -ხელები გაგიუხეშდა.-ქვემოდან ამომხედა. -სულ მიწაშია.-ჩამეღიმა. -გავგრძელდებით ანო?-მკითხა და თითებზე მაკოცა, ახლა ნათლად ვგრძნობდი საზამთროს სუნს და მის არსებას. -ჩვენი უსახელო ურთიერთობით ვეღარ.-წამოვდექი, თავზე ვაკოცე, მისი სურნელი ღრმად ჩავისუნთქე და ოთახიდან გავედი. მერე კაკიმ სახლშიც წამიყვანა და დაღლილი მივესვენე საწოლზე. ......................................................................... -პირველ ნათლულს გილოცავ.-დარბაზში, გაბრიელით ხელში მდგარს მომიახლოვდა და ბავშვი ფრთხილად გამომართვა. -მადლობა.-კაბა შევისწორე და გატრუნულ გაბრიელს ავხედე.-ცოდოა, უნდა წავიყვანო. -სად უნდა წაიყვანო?-მკითხა, ახალი გაპარსული ჰქონდა სახე და თვალს ვერ ვწყვეტდი. -ჩემთან სახლში, დღეს მე უნდა მივხედო.-ისევ გამოვართვი და გულზე მივიწვინე. -ნივთები აიღე და წაგიყვანთ.-მოკლედ მომიჭრა და მანიშნა საუბარი ამ თემაზე აღარ გაგრძელდებაო. ჩანთა და ბავშვის ნივთები ავიღე და დარბაზიდან მიშოსთან ერთად გავედი, თან მომყვებოდა ათობით მზერა წარსულიდან. მანქანაში უკან ჩავჯექი და მიშოს გავხედე, ნელა რომ მართავდა მანქანას. გონს მერე მოვედი მისი სახლის ეზოში რომ დააპარკინგა მანქანა. -მიშო აქ რა გვინდა?-ვკითხე და დაღლილი მზერით ავხედე, ნეტავ გაეგო რა უნდოდა ჩემგან. -გვინდა.-მანქანიდან გადავიდა, კარი გამიღო და დაძინებული გაბრიელი გამომართვა, მხარზე მიიწვინა და მანქანის გასაღები მომცა.-ჩაკეტე.-ჩანთები გადმოვიღე და კარი ჩავკეტე. სადარბაზოში შევედი, მერე ლიფტში და მის გვერდით დავდექი, სახლში შევედით, ისევ ის სურნელი ტრიალებდა, ისევ იგივე იყო ყველაფერი, ისევ იქ იდგა ტელევიზორი და დივანიც ტელევიზორის წინ იდგა. გაბრიელი დავაწვინე, გვერდებზე ბალიშები დავულაგე და ტკბილად დაძინებულს თავზე ვაკოცე. მერე წამოვდექი, მისაღებში გავედი და დივანზე მჯდარ მიშოს გვერდით მივუჯექი. ნახევარი საათი ვიჯექი, ხმას არ ვიღებდი, არც ის აპირებდა რამის თქმას თუმცა მალევე წამოწვა და თავი კალთაში ჩამიდო, ძველებურად. თითები თმებში შევუცურე და ლოყაზე ჩამოცურებული ცრემლი სწრაფად შევიმშრალე.-მომენატრე.-ამომხედა და ლოყაზე გამისვა ცერი. -არ გინდა რა.-აღარ შემიკავებია თვალებში დაგუბებული ცრემლები. -არ მადარდებს როგორ და რა სტატუსით, უბრალოდ შენთან მინდა. ის ორი წელი ჰაერი მაკლდა ანო, შენ მაკლდი და მეგონა რომ კოსმოსში შიშველი სხეულით გამაგდეს. აღარ მინდა შენს გარეშე დროის გატარება. არ ვაპირებ დროის ფუჭად კარგვას, შენთან მინდა, მინდა რომ ჩემი იყო და მორჩა!-მაჯაზე მაკოცა და წამოიწია. გულზე ისე მიმიკრა როგორც პატარა ბავშვი და თმაზე მომეფერა.-მომენატრე, და ეს თმა მეორედ აღარ შეიჭრა.-მოკლე თმას უკმაყოფილოდ შეხედა. -და ლანა?-ცრემლები შევიშრე და ისე ავხედე. -დამშორდა.-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ცხვირზე მომაკრო ტუჩები. -შენ არ აპირებდი?-წარბები შევკარი, ნერვები მეშლებოდა.-ჯანდაბა, მაინც ვერ ვივიწყებ იმ ყველაფერს. -დაგავიწყებ, გთხოვ, ოღონდ უარი არ თქვა ჩემზე, ოღონდ იმ ძლიერ ქალად არ იქცე რომლებიც პრინციპების გამო კარგავენ ყველაფერს და ჩემსავით შესანიშნავ მამაკაცებს.-გაეცინა, მეც გამეცინა, ხელები მოვხვიე და მის კისერში ჩავრგე თავი. -ნარცისი.-ამოვიოხრე.-მეძინება. -ახალი სპორტულები მაქვს.-გაიცინა. -არ გაქვს.-თავი გავაქნიე და მის ოთახში გავიქეცი. გზაში დამეწია, ხელები მომხვია, ამწია და ყელში დამიწყო კოცნა, მეცინებოდა, ვკისკისებდი, ბედნიერი ვიყავი, მასთან ვიყავი და ვბედნიერდებოდი. -ჩემს ახალ სპორტულებს ხელი არ დაედოს.-საწოლზე დამაგდო და მომიღუტუნა. -კარგი ხო, მაისური მომეცი.-მივხვდი ვეღარ ვუძლებდი და დავნებდი. გაჩერდა, ზემოდან დამხედა და გაეღიმა. არ ვიცოდი რას ფიქრობდა თავის უნიკალური ტვინით მაგრამ გონს მაშინ მოვედი ტუჩებზე რომ გადამატარა ცერი.-მიშო. -არ ვიცი მერე რას ვიგრძნობ მაგრამ მინდა.-ასეთი იყო მიშო ჯაფარიძე, ყოველთვის იღებდა იმას რაც უნდოდა. ისე უცებ დამწვდა ტუჩებზე ამოსუნთქვა ვერ მოვასწარი. მთელ ტანში დამიარა სიამოვნების ჟრუანტელმა და სიამის გორგალი გამეჩხირა ყელში. ტუჩების ამოძრავება რომ შევძელი ისიც გამიკვირდა, მის ლოყებზე მოვათავსე ხელები და კოცნაში ავყევი. მომშორდა, თვალებში ჩამხედა და გამიღიმა, ხელი მომხვია, გვერდით გადაწვა და გულზე დამიწვინა. -დამაპონწიალებ რა.-ამოვიდუდღუნე. -ჩემი ხარ, გესმის? მხოლოდ ჩემი.-თავზე მაკოცა და მხრებზე მომხვია ხელი. -ოხ კარგი ერთი, მე დედიკოსი ვარ და მამიკოსი.-გამეცინა. -მამაშენს არ გამაცნობ?-მკითხა. -ჯერ არა. მამაჩემი იმაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის ვიდრე სხვა დანარჩენი.-გავუღიმე და გაბრიელის ტირილის ხმა რომ მომესმა სწრაფად წამოვდექი. ჭამის დრო ჰქონდა, სამზარეულოში წყალი ავადუღე და გაბრიელით ხელში მდგარ მიშოს შევხედე. -ხვალ დიოსთან მივიდეთ.-გაბრიელს ბეჭებზე დაუსვა ხელი, მაისური გაუსწორა და გამომხედა. -მივიდეთ.-მინდოდა თუ არა, ისევ იმ გაურკვეველ ურთიერთობაში ვიყავით. Მაგრამ მაინც, ეს ახალი საფეხური იყო 2 წლიანი განშორების შემდეგ. ............................................................................................................................................... -როგორ გამეხარდი ანო.-დიომ ჩუმად მითხრა და ლოყაზე მაკოცა. -დიო, როგორ მომენატრე.-ხელებს მაგრად ვხვევდი და ვგრძნობდი რომ ეს ქალი დედასავით მიყვარდა. -როგორ გაიზარდე, გალამაზდი, დაქალდი.-თვალი ჩამიკრა, გავწითლდი, ვიგრძენი ყურები და ლოყების ახურება და მხოლოდ გაღიმებას დავჯერდი. -შენ ასაკი არ გემატება. -რა დროს ჩემი ასაკია ჯერ 41 წლის ვარ.-ხელი აიქნია. მათთან ერთად ვივახშმე, წითელ ღვინოს ნელ-ნელა ვსვამდი, მიშოს გვერდით ვიჯექი და ვუყურებდი ოჯახს, მათი ენერგია რომ ყველაფერს ასხივებდა. -ახლა რას აპირებ?-ნიკოლოზმა გამომხედა. -ავლაბარში მიწა ვიყიდე, პატარაა მაგრამ მეყოფა. პატარა სახლი დგას, სახელოსნოდ გადავაკეთებ და ეზოში შუშის სათბურს გავაკეთებ. მუშები აკეთებენ უკვე ყველაფერს, მერე მე გავაფორმებ და მუშაობას დავიწყებ. -თუ რამეში დაგჭირდება დახმარება შენს გვერდით ვარ.-გამიღიმა, მიყვარდა ნიკოლოზი, უშუალო და თბილი კაცი იყო, მამაჩემისგან განსხვავებით რომელსაც გრძნობების გამოხატვა არ შეეძლო. -მადლობა.-გავუღიმე. -მოკლედ, ჩვენ ერთად ვართ.-მიშომ ამოთქვა, ღვინო გადამცდა, მაგრამ თავი შევიკავე რომ ხლუჩუნი არ დამეწყო და გვერდულად გავხედე. -ერთად ვართ?-ჩუმად ვკითხე და წარბი ავუწიე. -არ იცოდი?-აჟიტირებულ დიოს გაუღიმა და ისე მკითხა. -სხვათა შორის არა.-ოდნავ გავუღიმე. -გილოცავთ ბავშვებო.-ორივეს გვაკოცა და უზომოდ გახარებული დაუბრუნდა ადგილს ქმრის გვერდით. -ახლა უნდა წავიდეთ, დავითთან გველოდებიან.-კაკის გადახედა რომელიც წამოდგა და დედას თავზე აკოცა. სახლი დავტოვეთ, ხელი ჩამკიდა და მანქანისკენ ისე წავედით. -წინასწარ რომ გაგეფრთხილებინე რა იქნებოდა? -ანო, გუშინ გაკოცე, გითხარი რომ არ მაინტერესებდა არაფერი, უბრალოდ მინდოდა რომ ჩემთან ყოფილიყავი, გუშინ გაბრიელით ხელში მდგარს ისე გიყურებდი როგორც ქალღმერთს და ვხვდებოდი რომ შენ გარდა სხვა არ გამიჩენს შვილს, უბრალოდ არ გამიჩენს და მორჩა. ამის მერე რა გეგონა, ისევ მეგობრის სტატუსს მოგაკერებდი და ყველასგან თავს ამით დავიცავდი? ხვალვე წავიდეთ შენებთან, თუ გინდა დავინიშნოთ კიდეც, უბრალოდ არ მინდა დამალვა და დროის გაწელვები.-ლაპარაკობდა, მე კიდევ უფრო და უფრო მეღიმებოდა, ხელები ყელზე მოვხვიე და ოდნავ შევახე ტუჩები ტუჩებზე. -ეე აქ ხალხიც ვართ.-მანქანიდან გადმოგვხედა კაკიმ და თითი დაგვიქნია. -წადი შენი.-შუა თითი აუწია ძმას და მე მომიბრუნდა.-მიგვიღებ მე და ჩემს 3 შეშლილ ძმას?-სიცილით ჩამომხედა. -მე მეგონა უკვე მიგიღეთ.-გამეღიმა და მანქანაში მოცინარ კაკის გავხედე.-იდიოტი.-ავკისკისდი. ............................................................................................................................ -გოგოაო.-ელენემ გამოაცხადა და დავითს გულზე მიეკრო. -გილოცავთ.-ორივეს მოვეხვიე და დავითს თვალი ჩავუკარი. -შენგანაც მალე გამეგოს.-ჩუმად მითხრა და თვალი ჩამიკრა. -ბავშვს შენ მომინათლავ.-გავეკრიჭე. -ჯერ შენ შეყვარებულს კითხე. -ამას ვინ ეკითხება.-მკლავი გავკარი მოცინარ მიშოს და მერე ლოყაზე ვაკოცე. -არ მეკითხები?-ხელი მომხვია და თავზე მაკოცა. -ნწ, ჩემი შვილის ნათლია დათა უნდა იყოს. -რატომ მაინც და მაინც დათა, რძალო?-ლუკამ მკითხა. -რა რძალი ლუკა, გუშინ დას მეძახდი.-წარბები შევკარი.-ეგ მე და დათამ ვიცით. -გეგონოს რომ მე არ ვიცი.-ჩუმად მითხრა და ყურის ძირში მომაკრო ტუჩები. -მიშო.-ხელები მოვხვიე და ქვემოდან ავხედე. -გისმენ.-ჩამომხედა. -გააფ.სი.-ავკისკისდი და ტუჩებზე დავწვდი. -მეც მიყვარხარ პატარავ.-თვალი ჩამიკრა და ყელში მაკოცა. ის იყო ჩემი სამოთხე. ყველა გაცინება და მწუხარება ის იყო. მის მკლავებში ვგრძნობდი რომ სიცოცხლე ღირდა და მისი ხმა მაძლევდა ყველაზე დიდ სტიმულს. იქნებ სწორედ ეს არის სიყვარული? როდესაც ის არის ყველა შვება და ყველა გახსნილი კვანძი. როდესაც ფიქრობ და მადლობას უხდი ღმერთს რომ ის შენთვის შექმნა, შენთვის მოავლინა ამ ჯოჯოხეთში. მაშინ როცა სხვებს მარტოსულობა სულს ხდის შენ ის გყავს, ის ვიზეც ბავშვობიდან ოცნებობდი და დამიჯერეთ შეუძლებელი არაფერია. ყველაფერი რაზეც ძილის წინ გიფიქრია, გიოცნებია, გისურვია, რეალობად იქცევა და დაფიქრდი, სწორად შეარჩიე ოცნებები, ისინი აუცილებლად ახდება. ............................................................................................................. -იქნებ უბრალოდ გავიპაროთ?-კისერზე მოვხვიე ხელები და ნიკაპზე ვაკოცე. -გეშინია?-გამიცინა. -არა, უბრალოდ ამ ყველაფრის გამოტოვება მინდა. -ადექი, ჩაიცვი.-უცბათ მომშორდა და უკანა.ლზე მომარტყა ხელი. -მეტკინა.-ხელი მივიდე მტკივან ადგილას და მისი მაისურის ამარა გავტანტალდი ოთახში. სწრაფად ჩავიცვი და მისი ჟაკეტი მოვიცვი ზემოდან, ყოველი შემთხვევისთვის. -ბარემ აქ რომ გადმოცხოვრდე არ გინდა?-გამეკრიჭა და საზამთროს საღეჭი რეზინი მომაწოდა, გამოვართვი. -არა.-თვალი ჩავუკარი და სახლიდან გავედი. -თათბირი მაქვს ხვალ დილით.-წარბები შეჭმუხნა. -იმედი მაქვს არ დაგაგვიანდება თორემ შენი სიდედრი ჭკუიდან შემშლის.-გამეცინა. -რამდენი წელი გავიდა ჩვენი გაცნობიდან?-მკითხა და თავზე მაკოცა. -ოთხი. -და რამდენი ხანია რაც ერთად ვართ? -ექვსი. -რამდენი ხანია გიყვარვარ? -მთელი ცხოვრებაა მიყვარხარ.-ლოყაზე ვაკოცე და გავუღიმე. დავითის სადარბაზოში შევედით და ლიფტით ავედით მის სართულზე. კარი მოურიდებლად შეაღო მიშომ და სულ რამდენიმე წამში მოგვესმა პატარა ნუცას ტიტინი, ჩვილის ღუღუნი და დავითის სიცილი. სამზარეულოში, ფაფაში ამოგანგლულ ელენეს შევხედე და სიცილი ამიტყდა.-შენი შემხედვარე დედობა აღარ მინდა ხოლმე. -მაგ სიტყვებს ყელში ამოგადენ.-ჩუმად მითხრა და ყელში მაკოცა, მერე ისე გაუჩინარდა თითქოს არც არსებობდა. -წავალ გამოვიცვლი და მოვალ.-გამიცინა ელენემ და ოთახისკენ წავიდა. მისაღებში შევედი და დავითს მივესალმე. -ანოო.-წელზე შემომაჭდო ნუცამ პატარა ხელები და მეც დახრილმა ხელები მოვხვიე და ლოყები დავუკოცნე. -როგორ ხარ? -კარგად, შენ?-გამეპრანჭა და თმა ყურზე გადაიწია. -დამშოკავ ხოლმე ძიკო.-მიშომ დაითრია და ღუტუნი დაუწყო, მე კი 5 თვის ნიკუშა ავიყვანე ხელში და ლოყაზე ვაკოცე. -რა საყვარელი რამე ხარ პატარავ.-მომღიმარს ლოყებზე ვეფერებოდი და თავზე ვკოცნიდი. -გიხდება ხო იცი.-დათამ თვალი ჩამიკრა. -რამდენჯერაც ბავშვს დავიჭერ იმდენჯერ რატომ მეუბნები მაგას?-გამეცინა. -სიმართლეს გეუბნები. -მეც მაგას არ გეუბნები სულ?-მიშომ გამომხედა. -ნუ მიმხედრებ ქმარს.-დათას გავხედე და თვალები ვუბრიალე. -თქვენი ბავშვის ამბის დასველება მეღირსოს, სხვა არაფერი მინდა.-ბავშვი გამომართვა და თავზე აკოცა.-რაო მაა, რას მეკრიჭები უკბილო?-სულ მსიამოვნებდა ხოლმე დათას ყურება, როგორ ექცეოდა შვილებს და მერე მიშოს ვეკრობოდი ხოლმე. Ამ დროს სულ ერთი წამი, ერთი ბიძგი მჭირდებოდა რომ ეს ნაბიჯი გადამედგა და ეს ყველაზე მაგარი გრძნობა იყო. გამომხედა, ჩაიცინა და თავზე მაკოცა. -გავიპაროთ და ბავშვი გავაკეთოთ, არ გინდა?-მკითხა ჩუმად და ყელში მაკოცა, თვალებში ჩამხედა და საზამთროს არომატი მზერით მომაფრქვია. მაჯადოებდა, ჰიპნოზს მიკეთებდა და ვშტერდებოდი. ასაკის მატებასთან ერთად კიდევ უფრო მეტად მამაკაცური ხდებოდა, ოდნავ წვერიც მოუშვა და მხოლოდ ერთი გამოხედვა მჭირდებოდა რომ ყველაფერი გვერდით გადამედო და მასთან მივსულიყავი. -გავაკეთოთ.-გავუღიმე და ტუჩებზე ტუჩები მივაკარი, ახლა ნათლად ვგრძნობდი საზამთროს არომატს. მოგესალმებით პირველ რიგში მაპატიეთ თუ იმედები გაგიცრუეთ და ისეთი არ გამოვიდა როგორიც უნდა ყოფილიყო რთული პერიოდის ფონზე ეს ისტორია 1 კვირაში დავწერე და ნახევარზე მეტი რეალური ამბავია რამდენიმე პერსონაჟი რეალურადაც არსებობს აასე რომ ისიამოვნეთ, თუ ვერ ისიამოვნებთ იმედია კომენტარებში დააფიქსირებთ რატომ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.