შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! ჩემი უფროსი შემიყვარდა. (თავი XIII)


31-10-2020, 03:30
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 4 660

- შემოდი... რა დაგემართა? - ისეთი მოტეხილი ჩანს, გვერდით ვუდგები და დივანზე დაჯდომაში ვეხმარები და მეც გვერდით ვუჯდები.
- დავიღალე. - ამბობს ჩუმად და კალთაში მიდებს თავს. ცოტა ხნით გაშეშებული დავყურებ ზემოდან თვალებ დახუჭულს,მერე მისი ხმა მაფხიზლებს. - შეგიძლია თმაზე მომეფერო? - ისეთი საწყალი ხმით ამბობს მინდა ,რომ ვიტირო. ვხვდები რაღაც ძალიან ტკივა,იმდენად,რომ ვერაფრით მალავს. თითებს მის ოდნავ წამოზრდილ თმაში ვაცურებ და ნელნელა დავატარებ იქეთ-აქეთ. ვხედავ,როგორ უდუნდება ტკივილისგან დაჭიმული სხეული, იმ წავს ვგრძნობ რომ მენდობა. ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს მის ტკივილს ვიყოფ. არ მინდა ტკიოდეს. არ მინდა ასეთს ვუყურებდე. დაახლოებით ერთი საათის მანძილზე ვდარაჯობ მის ძილს, შემდეგ ვხვდები როგორ უმძიმდება სუნთქვა.
- პატარავ... არა,გთხოოვ. არ წახვიდე... - ბოდვას იწყებს ძილში და შუბლი ოფლით ეცვარება. თავს გიჟივით აქნევს, ბოლოს თვალებს ფართოდ ახელს დგება და ნერვიულად იწყებს ოთახში სიარულს.
- ისააკ, რა დაგემართა? - მეც ვდგები და მასთან ახლოს მივდივარ. - დამშვიდდი გთხოვ. მე აქ ვარ. შემომხედე. რა დაგემართა? - სახეს ვუჭერ და შუბლს შუბლზე ვადებ.
- ის აღარ არის.... ჩემი პატარა. ელისაბედ გესმის? - ხმა უტყდება. გული მეწურება მის შემხედვარეს. არ მინდა ეს სიტყვები მესმოდეს. არ მინდა დავიჯერო.
- ისააკ. - ცრემლები მომდის. ხელებს მჭიდროდ ვხვევ ყელზე და ვეხუტები. - რა მოხდა? - ცოტა ხნის შემდეგ ვკითხულობ ფრთხილად. - სალომე როგორ არის?
- არ ახსენო! მაგ ქალის სახელი მეორედ არახსენო ჩემთან! გასაგებია? - უეცრად იმხელაზე ღრიალებს,შიშისგან ადგილზე ვხტები. - ყველაფერი მისი ბრალია. მისი დაუდევრობის. ჯანდაბა! - სახეზე ორივე ხელს ძლიერად ისვამს. - მაპატიე ელისაბედ... - ხვდება,რომ შემაშინა,ამჯერად თვითონ მხვევს ძლიერ მკლავებს და გულზე მიკრავს.
- არაუშავს. - ვჩურჩულებ მის გულზე თავ მიდებილი. ვგრძნობ მის აჩქარებულ გულისცემას. ვხვდები როგორ ძალიანაც ტკივა ახლა.
- არ ვიცი რა ვუყო ამ ტკივილს. ჩემი ბრალია. მე რომ გამეკონტროლებინა და მისთვის დალევის საშუალება არ მიმეცა ასე არ მოხდებოდა. - მშორდება და აივანზე გადის ჰაერის ჩასასუნთქად. ცოტა ხნით ამოსუნთქვის საშუალებას ვაძლევ, სამზარეულოდან ღვინის ჭიქა გამომაქვს და აივანზე გავდივარ. ღვინოს ორივესთვის ვასხამ და ჭიქას ვუწვდი.
- დალიე. ცოტას დაგამშვიდებს.
- მადლობა. - წამით აბრუნებს ჩემკენ თავს, ჭიქას მართმევს და ისევ ქალაქის ხედის ყურებას აგრძელებს. პატარა დივანზე ვჯდები,ფეხებს ვიკეცავ და მის ზურგს შევყურებ,რომელსაც უნაკლოდ აზის ტანზე მომდგარი,შავი პერანგი. ისეთი დაუცველი მეჩვენება ამ წამს ჩემი საყვარელი კაცი,ისეთი გამტყდარი... რაღაც ხმა მკარნახობს,რომ მე ვარ ის ვინც დაეხმარება ამ ყველაფრის გადალახვაში.
ფეხზე ვდგები და ფრთხილად ვეხვევი უკნიდან ისააკს,შუბლს კი მის მხარზე ვდებ და იქვე ვკოცნი ნაზად. ვგრძნობ როგორ კრთება. რამდენიმე წამის შემდეგ ჩემკენ ტრიალდება და ძლიერად მიკრავს გულში.
- ელისაბედ... მადლობა. ყველაფრისთვის. - ამბობს ჩუმად,ნერვიულობისგან დაბოხებული,ოდნავ გაბზარული ხმით. წამით,უნაზესად ახებს მის ბაგეებს ჩემსას. ტანზე უამრავი ეკალი მაყრის. ვერ ვბედავ მისთვის თვალის გასწორებას. თვალებს ვხუჭავ და შუბლს შუბლზე ვადებ. ცოტა ხნით ასე ვდგავართ წითელი ღვინის და გრძნობებისგან გაბრუებულები,მერე თვალებს ვახელ და ჩურჩულით ვეუბნები.
- წამოდი, დავიძინოთ.
- ჩემთან ერთად დაიძინებ? - კითხულობს დაბალი ხმით.
- წამოდი. - მხოლოდ ამას ვამბობ და ჩემს ოთახში გამყავს. ისევ ისეთი სახით იწყებს ირგვლივ ყურებას როგორც მაშინ,სალომეს წასაყვანად,რომ მოვიდა. კარადასთან მივდივარ და კაცის მაისურს და პიჟამას შარვას ვიღებ.
- აიღე. ერეკლეს ტანსაცმელებია. იმედია გერგება. - ვეუბნები ოდნავ ღიმილით.
- მადლობა. - ბრაზის ნოტები ერევა ხმაში და მინდა გემრიელად გადავიხარხარო,მაგრამ ახლა ამის დრო არ არის.
- სააბაზანო იქეთაა.- თითს ყავისფერი კარისკენ ვიშვერ.- შეგიძლია გადაიბანო. სუფთა პირსახოცებიც იქვეა,თაროზე. - ვამბობ,გრძელ ხალათს ვიხდი და სწრაფად ისე რომ მისი სახე არ დავინახო, ლოგინში ვწვები.
- კარგი. - თავს მიქნევს და კარს იქეთ უჩინარდება. კედლისკენ ვბრუნდები და თვალებს ვხუჭავ. მესმის სააბაზანოდან მომავალი წყლის ხმა და ვერ ვიჯერებ,რომ ჩემი საყვარლი მამაკაცი ჩემთანაა,ჩემს სააბაზანოში და დღეს ჩემთან ერთად დაიძინებს,ჩემივე საწოლში. თვალებს ბევრჯერ ვაფახუნებ სულელური აზრების გასაფანტად,ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და ვცდილობ არაფერზე ვიფიქრო.
არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა,ვფხიზლდები,როცა საწოლის მეორე მხარე იზნიქება და ვგრძნობ მის სურნელს. ჩემს საყვარელ სურნელს. მისგან მომავალი სითბო მადნობა,ცეცხლს მიკიდებს. ვცდილობ არ გავინძრე,მგონი სუნთქვასაც ვწყვეტ და მუცელზე ვგრძლობ მისი ცხელი ხელის შეხებას,რომელიც მასთან ახლოს მწევს და გულზე მიკრავს ზურგით. თავს ისე ვგრძნობ,თითქოს ის ადგილი ამომივსეს,რომლის სიცარიელეც მტანჯავდა მთელი სიცოცხლის მანძილზე. ვგრძნობ,სახლში ვარ. ეს კაცი ჩემი სახლია,ჩემი სითბო,გრძნობა,რომელიც მავსებს. ძალას ვიკრებ და მისკენ ვტრიალდები. ვერ ვიჯერებ,რომ ვახერხებ მისთვის თვალის გასწორებას და სირცხვილისგან იქვე არ ვკვდები.
- გამარჯობა პატარა ქალბატონო. - ჩემკენ იხრება და ცხვირის წვერზე მკოცნის. ოდნავ მეღიმება მის საქციელზე.
- გამარჯობა. - მარჯვენა ხელს პლედიდან ვიღებ და ნაზად ვახებ სახეზე. ცერით ვხაზავ მისი წარბის ფორმას და მის ნაკვთებს ვაკვირდები. ვერც კი ვიჯერებ,რომ ასე ახლოს მყავს. ვერ ვიჯერებ,რომ ასე ახლოდან ვგრძნობ მის სითბოს, სურნელს. ვერ ვიჯერებ,რომ ასე ახლოდან ვუყურებ მის მკაცრ თვალებს,რომლებიც ამ წამს საოცარი სინაზით მიყურებენ. ძლიერ ხელს მაჯაზე მხვევს და ხელის გულზე ნაზად მკოცნის და ვხვდები ისე ბედნიერად არასდროს მიგრძვნია თავი,როგორც ამ კაცთან.
- ულამაზესი ხარ. - მეუბნება მისი ბარიტონით. მზერა ჩემი თვალებიდან ტუჩებზე გადააქვს,შემდეგ ისევ თვალებში მიყურებს,თითქოს პასუხს ეძებს იქ. არ ვიცი რა ძალა მაკეთებინებს ამას,ხელს ნაზად ვაცურებ მის ყელზე,მისკენ ვიხრები და ვკოცნი. ვხვდები,როგორი გაკვირვებულიცაა,მერე თითქოს აზრზე მოდის და ისე მკოცნის,როგორც არასდროს,არავის არ უკოცნია ჩემთავის. მაშინ წყდება ჩემს ბაგეებს,როცა ხვდება,ჰაერი აღარ მყოფნის. შუბლს შუბლზე მადებს და ცდილობს სუნთქვა დაირეგულიროს. არც მე ვარ კარგ დღეში, ემოციებისგან ლამისაა ტვინი ამიფეთქდეს. გული გამალებით მიცემს. არ მჯერა,რომ ეს მე გავაკეთე. წამით მეღიმება,ამას ამჩნევს ისააკი.
- რაო პატარავ? - ტუჩის კუთხე უტყდება წამით.
- საუკეთესო კოცნა იყო. - ვამბობ და ჩემს ნათქვამზე სიცილი მიტყდება,ისიც ღიმილიანი სახით შემომყუებს.
- გემრიელი ხარ. - ხელებს მხვევს და სხეულზე მიკრავს.
- შენც. - ცოტა ხნის ჩემდეგ ჩუმად ვუბრუნებ პასუხს. ვერ ვხედავ,მაგრამ ვიცი რომ იღიმის ამ წამს. - ძილინებისა.
- ძილინებისა ელისაბედ.
დილით მაღვიძარას ხმა მაღვიძებს. ჩემს ქვეშ რაღაც მხურვალებას ვგრძნობ,სწრაფად ვახელ თვალებს და ვხედავ ისააკის ლამაზ ნაკვთებს. მახსენდება წინა ღამე და მეღიმება. მისკენ ვიხრები და ფრთხილად ვკოცნი მხარძე. უკვე ადგომას ვაპირებ,როცა მისი ძლიერი ხელებით მიჭერს და უკან მაბრუებს.
-უკვე დგები? - ამბობს ძილისგან დაბოხებული ხმით.
- ხოო,სამსახურში მაგვიანდება. მკაცრი უფროსი მყავს და...- ვცდილობ ვიხუმრო,მაგრამ არაფერი გამომდის. - კარგად ხარ? - მოწყენილი დავყურებ და ნაზად ვეფერები სახეზე.
- კარგად ვიქნები. იმედია. - ხელებს წელზე მხვევს და თვალებს ხუჭავს.
- ყველაფერი კარგად იქნება. გახსოვს ეს შენ მითხარი,მაშინ,როცა ცუდად ვიყავი. მე შენთან ვარ ისააკ. - თავს მხარზე ვადებ და მის სურნელს ღრმად ვისუნთქავ.
- ჩემი პატარა. - თმაზე მეფერება და თავზე ნაზად მკოცნის. - დღეს ნუ მიხვალ კომპანიაში,მაინც არაფერია საქმე.მე კი უნდა წავიდე. დარწმუნებული ვარ ირინა ძალიან ნერვიულობს. არ მინდა უფრო ცუდად იგრძნოს თავი.- საწოლზე ჯდება ჩემთან ერთად და თვალებში მიყურებს. - მადლობა,რომ ჩემთან იყავი.
- სულ შენთან ვიქნები. - ვუღიმი და ისმის კარზე ზარის ხმა. - ალბათ ერეკლეა. მიდი,მოწესრიგდი შენ,მე კარს გავუღებ. ყავას ხომ დალევ? - სწრაფად ვდგები,მოკლე საღამურზე ხალათს ვიცვამ და მომლოდინედ შევყურებ.
- კი,დავლევ. მადლობა. - მკრთალად მიღიმის,მძიმედ დგება და სააბაზანოში გადის.
- მოვედიიიი. - სწრაფად მივდივარ კართან და ვაღებ.
- დავვერგი გოგო,სად ხარ ამდენ ხანს? - იწყებს ქოთქოთს ერეკლე. მკლავებს მხვევს და მაგრად მიკრავს გულში. - ყავა მინდააა.
- მოდი,მოდი. - ღიმილით ვეუბნები და სამზარეულოში შევდივარ მასთან ერთად. ყავის მადუღარაში სამ კოვზ ყავას,რომ ვყრი,თვალებ გაფართოებული შემომყურებს.
- შენ რა, აპირებ გული გამიხეთქო? რაამბავია სამი კოვზი ყავა?
- სამისთვის ვამზადებ. - ვამბობ უდარდელად.
- ჰაა?- თვალები უფართოვდება. - ფისოოო,არ თქვა,რომ კაცი ამოიყვანე,თორემ ავყირავდები აქვე. - დამცინის მისი ჭკუით.
- ერეკლეე! - თვალებს ვუბრიალებ.
- კაი ხოო. უჟმურო. ვინ არის? - ნიკაპს ხელის გულებზე აყრდნობს და ინტერესიანი თვალებით მიყურებს.
-ისააკი. - შეუმზადებლად ვამბობ და პირს იმხელაზე აღებს ჩვეულებრივად შემიძლია გავარჩიო,რომელი კბილი აქვს საღი.
- რაა?
- რას მეღადავები გოგო? - წარბს მაღლა წევს და თვალებ დაწვრილებული ცდილობს გაარკვიოს ვიტყუები თუ არა.
- მართლა გეუბნები. აიიი. - თითით ვანიშნებ ოთახიდან გამოსულ ისააკზე,რომელსაც ძილისგან დაწვრილებული თვალები საოცრად უხდება. ისეთი მიმზიდველი ჩანს ამ წამს,მინდა მივარდე და კოცნით დავახრჩო. „ სულ გაუბერე ქალო? „ გულში ვუწყრები საკუთარ თავს,ისე კი ისააკს ვუღიმი და ახალ ჩამოსხმულ ყავას ვუწვდი.
- დალიე,გამოგაფხიზლებს.
-დილამშვიდობის. - მადლობის ნიშნად მიღიმის,სამზარეულოს დახლს ფეხებ გადაჯვარედინებული ეყრდნობა და ერეკლეს დინჯად უკრავს თავს.
-კარგად გეძინა? - აყრანტალებს უცებ ერეკლე და მინდა ტაფა ჩავარტყა თავში. ვამჩნევ როგორ უტყდება ტუჩის კუთხე ისააკს და ცოტა გულზე მეშვება.
- მადლობა,მშვენივრად. - უბრუნებს პასუხს და ყავას სვამს. - გემრიელია. - თვალით ჭიქისკენ მითითებს.
- მიხარია თუ მოგწოს. - თავს ვუკრავ.
- სამსახურში არ გაგვიანდება გოგონა? - მეკითხება ერეკლე. - უფროსი რას იტყვის? - იცინის.
- დღეს ვისვენებ.
-გველოოო. აბა მარტო მე ვმუშაობ კვირაში ხუთი დღე? - თვალებს ატრიალებს და მეცინება მის ბუზღუნზე.
- ჩემი მშრომელი და ოჯახში პურის შემომტანი ბიჭი ვინ არისო? - ზურგიდან ვეკვრი და ლოყებს გემრიელად ვუკოცნი.
- მეეე. - ეცინება მასაც და ვამჩნევ ისააკის ღიმილ შეპარებულ გამოხედვას.
- მე უნდა დაგტოვოთ. - წელში სწორდება ისააკი. - მადლობა ყავისთვის. - ჩემკენ იხრება და ნაზად მაკრობს ტუჩებს ლოყაზე,ერეკლეს თავს უკრავს და მაგიდიდან მანქანის გასაღებს იღებს.
- მეც მოვდივარ. - სწრაფად ამბობს ერეკლე, სწრაფადვე მკოცნის ლოყაზე და კარისკენ მიიწევს. - საღამოს შეგეხმიანები შაქარყინულოოოო. - ხელს უკნიდან იქნევს და გვეცინება. ორივეს ვაცილებ,კარს ვკეტავ,დასვრილ ჭიქებს სწრაფად ვრეცხავ და სააბაზანოში გავდივარ. იქედან გამოსული ანასტასიასთან ვრეკავ.
- ხო დაო..- მესმის მისი გადაღლილი ხმა.
- რა ენერგიულად მიპასუხეეე. - ვიცინი.
-აუ ძან ცოტა ხანს მეძინა და ახლა კიდევ მეძინებაა. - როგორც ყოველთვის წუწუნს იწყებს ჩემი ძილზე შეყვარებული და.
- დაიძინე მერე.
- ოჰ კაი ერთი,რა საყვარელი ხარ. - ტუჩის კუთხეს უკმაყოფილოდ ტეხავს. - ლექციები მაქვს. აბა გიჟი ხომ არ ვარ ასე ადრიანად, უბრალოდ, რომ ავმდგარიყავი. - ხელს იქნევს.
-აააა. რა გიყო?
- ეჰ... რაშობი შენ? - მეკითხება გურული კილოთი და მეღიმება.
- ახლა გავაცილე ისააკი და ერეკლე და დაგირეკე.
- სამსახურში არ ხარ შეენ? რაო? - მერე იაზრებს რაც ვუთხარი და ბოლო ხმაზე ღრიალებს? - ვინ გავაცილეო გოგო? მომესმა?
- აუუ ერეკლესაც ეგ რეაქცია ქონდა. - ვიცინი. - გუშინ ისააკი ჩემთან დარჩა.
- ჰააა? არ გამაგიჟოოო. - კივის ემოციისგან. - ახლა უნდა მეუბნებოდე მაგას?
- უიმეეე,აბა რა მექნა,ისააკისთვის მეთქვა,ერთი წუთით ჩემს დას მივწერ ყველაფერს და მერე დავიძინოთ თქო? - ვეკითხები ხელების ფრიალით.
- დიახაც! - მპასუხოვს მტკიცედ.
- ვერ ხარ შვილო შენ. - ვიცინი და მასაც ეცინება.
- ჰეე,თქვი ახლა...
- რა ვთქვა?
- უყურე ახლა რაა... - თვალებს ატრიალებს. - მოხდა რამე? - მეკითხება წარბების თამაშით.
- ფუუ შე გარყვნილო ქალოოო. - სიცილი მიტყდება და ისიც კაკანებს.
-აზრზე არ ხარ რაა. - თავს აქნევს. - აბა რატომ მოვიდა?
- სალომემ ბავშვი დაკარგა. ძალიან ცუდადაა ისააკი. - სახე მისერიოზულდება მისი სახის გახსენებისას.
- აუუ საწყალიიიი.
-ხოოო. სალომეს სახელის ხსენებაც არ უნდა ისააკს. არ ვიცი ეგ გოგო შემეცოდოს თუ არა.
- მეც ეგეთი შეგრძნება მაქვს. მთლად მისი ბრალი არ არის,მაგრამ ვერ ვიჯერებ,რომ ბავშვზე არ იფიქრა.
- ისააკი განადგურებულია. ვიცი გუშინ ასე ცუდად რომ არ ყოფილიყო არ მოვიდოდა.
- მაგ კაცს მოსწონხარ ელისაბედ. სიგიჟემდე. - ანასტანიას ნიტყვები საოცრად მსიამოვნებს.
- არ ვიცი,იმედია ეგრეა.
-იმედია კი არა,ეგრეა!- ამბობს გადაჭრით. - წავედი ახლა მე,დამაგვიანდა... - ლამის კივილით ამბობს. - გკოცნიიი. - ხელს მიქნევს და სწრაფად მითიშავს.
საღამოს ერეკლე მოდის,ერთად ვჭამთ,რაღაც საშიშ ფილმს ვუყურებთ და მერე ვწვებით. კინოსგან შეშინებული ყველგან უჟასები მელანდება. ტელეფონზე მესიჯის ხმა ისმის და შიშისგან საწოლში ვხტები. სწრაფად ვიღებ და მესიჯს ვხსნი. „ ძილინებისა პატარა ქალბატონო.“ - ვკითხულობ ისააკის მესიჯს და თითქოს წამსვე ვმშვიდდები. სწრაფად ვუბრუნებ პასუხს, ერელკესკენ ვიჩოჩები,მხარზე თავს ვადებ და თვალებს ვხუჭავ.
ოთხი დღე ისე გადის,ისააკს მხოლოდ სამსახურში ვხვდები და დღის ბოლოს ესემესით ვუსურვებ ტკბილ ძილს. ვხვდები,რომ არ არის კარგად. ვერ ვხვდები,რატომ არ მოდის ჩემთან. იქნებ არ უნდა მისი პრობლემები მომახვიოს თავს. მაგრამ მე მინდა მისი გრძნობების გაზიარება,თუნდაც ეს ტკივილი იყოს. მე მისი ტკივილიც მინდა.
სამსახურში, დღის ბოლოს ვწყვეტ მასთან შევიდე და ვნახო როგორ არის. ვარკვევ,რომ მარტოა კაბინეტში,ლიფტით ბოლო სართულზე ავდივარ. ისააკი თავის სავარძელზე ზის და ლეპროპში რაღაცას აკვირდეაბა. გადაღლილი ჩანს. ლიფტის ხმაზე,თავს მაღლა წევს და გაკვირვებული მაკვირდება.
- ელისაბედ...
- შენი ნახვა მინდოდა. როგორ ხარ? - ვეკითხები ისე,რომ ისევ კართან ვდგავარ.
- ნორმალურად. დავიღალე ძალიან. - კალამს მაგიდაზე დებს და ისე იზელს თვალებს შორის ადგილს,როგორც ჩვევია. - მანდ რატომ დგახარ? - თავს მაღლა წევს და მაკვირდება. - ააჰ,ხოოო. - ახსენდება,რომ სიმაღლის მეშინია და ოდნავ ეღიმება. დგება და დინჯი ნაბიჯებით მოიწევს ჩემკენ. ისე უხდება თეთრი პერანგი და ნაცრისფერი პიჯაკი, ისეთი მიმზიდველია ამ წამს,თვალს არც კი ვახამხამებ.
- რაო? - თავზე მადგება, ორი თითით მაღლა მაწევინებს სახეს და მაკვირდება.
- მომენატრე. - ვჩურჩულებ და ვამჩნევ ვისი ემოციის ცვლილებას.
- პატარავ.... - ნაზად მიცურებს ხელს ყელზე და მწყურვალივით მაცხრება ტუჩებზე. მეც თითქოს ახლა ვიწყებ სრულფასოვნად სუნთქვას. თვალებს ვხუჭავ და კოცნაში ვყვები. - მეც მომემენატრე. სიგიჟემდე. - ამბობს ბოლოს,როცა ჩემს ტუჩებს წყდება.

ესეც ახალი თავი ტკბილებოოო ^_^ იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი მე♥უცნაურე

ამაზრზენი ქალია სალომე))
მიხარიაა, ამათ რომ ეშველათ :D

 


№2 სტუმარი კაკ კუკ

კაი თავი იყო ძაან ❤️❤️ საინტერესოა როგორ გაგრძელდება ისტორია ❤️ ველოდები შემდეგ თავს რაც შეიძლება მალე❤️

 


№3 სტუმარი ატბ

ვერაფერი გქვიგე რა არეულობაა

 


№4  offline წევრი 《Sunshine》

მაგარია ბრავო

 


№5  offline წევრი OKI ME

ვაააჰ, ეს რა თავი იყო?!

საინტერესოაა, რა იქნება მომავალში :P

ჰოო, ელისაბეტის და მისი დის არ იყოს მეც ვერ გავიგე სალომე უნდა შემეცოდოს თუ არა. ალბათ მომავალში უფრო უკეთ გავიგებთ რა მოხდა სალომესთან და ისააკთან.

რა თქმა უნდა ისევ მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი Marita_G

აუ ახლა რამე არ მოხდეს თორე გაგიჩეჩქვავ თავს ხდ???? ხოოდა ძალაინ კარგი იყო ველოდები შემდეგს

 


№7  offline წევრი უმადრუკი M

მე♥უცნაურე
ამაზრზენი ქალია სალომე))
მიხარიაა, ამათ რომ ეშველათ :D

:3 <3

კაკ კუკ
კაი თავი იყო ძაან ❤️❤️ საინტერესოა როგორ გაგრძელდება ისტორია ❤️ ველოდები შემდეგ თავს რაც შეიძლება მალე❤️

მიხარია,რომ მოგწონს ^_^ დღეს ავტვირთე ახალი თავი, იმედია მალე დადებენ ❤️

《Sunshine》
მაგარია ბრავო


მადლობა ^_^ <3

Megioki
ვაააჰ, ეს რა თავი იყო?!

საინტერესოაა, რა იქნება მომავალში :P

ჰოო, ელისაბეტის და მისი დის არ იყოს მეც ვერ გავიგე სალომე უნდა შემეცოდოს თუ არა. ალბათ მომავალში უფრო უკეთ გავიგებთ რა მოხდა სალომესთან და ისააკთან.

რა თქმა უნდა ისევ მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤️❤️❤️

Megioki
ვაააჰ, ეს რა თავი იყო?!

საინტერესოაა, რა იქნება მომავალში :P

ჰოო, ელისაბეტის და მისი დის არ იყოს მეც ვერ გავიგე სალომე უნდა შემეცოდოს თუ არა. ალბათ მომავალში უფრო უკეთ გავიგებთ რა მოხდა სალომესთან და ისააკთან.

რა თქმა უნდა ისევ მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤️❤️❤️

დავდე ახალი თავი და მგონი მოგეწონება ^_^

Marita_G
აუ ახლა რამე არ მოხდეს თორე გაგიჩეჩქვავ თავს ხდ???? ხოოდა ძალაინ კარგი იყო ველოდები შემდეგს

ვაიი :დდდ შემდეგი თავი რომ დაიდება,ველი შენს კომენტარს :3 ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent