შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! ჩემი უფროსი შემიყვარდა. (თავი X)


18-10-2020, 20:53
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 4 273

- თავიდანვე მივხვდი ვინც იყო შენი ნაღვლიანი მზერის მიზეზი. ისააკი კარგი ბიჭია.
- კი მაგრამ,თქვენ... - სლუკუნით ვამბობ და გაოცებული ჩავყურებ თვალებში.
- ყველაფერი კარგად იქნება ჩემო ლამაზო. - მოულოდნელად მკიდებს მხრებში ხელი,მისკენ მიზიდავს და გულში მიკრავს. ეს სწორედ ისაა რაც მჭირდებოდა. მხარზე თავს ვადებ და თვალებ დახუჭული,ჩურჩულით ვამბობ.
- მაგრამ,ის ჩემი ვერასოდეს იქნება...
- მე კი მის თვალებში სულ სხვა რაღაცას ვხედავ. - ამბობს ჩუმად,მაგრამ მაინც ვარჩევ მის ნათქვამ სიტყვებს. - უნდა გამოფხიზლდე,ახლა ტირილის და გოდების დრო არ არის. ძლიერი უნდა იყო! შემომხედე. - უეცრად ხასიათი ეცვლება,უკან მწევს და მკაცრად მიყურებს. - უნდა იბრძოლო,გასაგებია? ჩვენ ქალები ვართ. ჩვენ იმაზე უფრო ძლიერები ვართ,ვიდრე მამაკაცებს ჰგონიათ.
- კი მაგრამ ის დანიშნულია.
- დიახაც,სწორად აღნიშნე, დანიშნული. - ბოლო სიტყვას გამოკვეთილად ამბობს. - ხომ მიმიხვდი რისი თქმაც მინდა? - მერე ეშმაკურად მიღიმის და თვალები უელვარდება. ჩანთიდან სახის პუდრს იღებს,თვალებ მწმენდს და მერე პუდრს მისვამს,მე კი ამ ქალით გაოცებული,ცოტა შოკურ მდგომარეობაში ვარ,მერე მეცინება.
- ძალიან მომწონხართ ელეონორა და მადლობა ყველაფრისთვის.
- კარგი რა ჩემო გოგო. მეც ძალიან მომწონხარ და იცი რა ხდება,როცა ელეონორას ვინმე მოსწონს? - მისვამს კითხვას ეშმაკური გამოხედვით,მაგრამ სწრაფადვე ამატებს. - ის ყოველთვის ეხმარება მას. როცა,რამე გეგმას ვისახავ,ყველაფერს ვაკეთებ მის განსახორციელებლად და ყოველთვის გამომდის ეს. - ბოლოს თვალს მიკრავს და მიღიმის. - ახლა კი უკან დავბრუნდეთ,თორემ ისააკი ანერვიულდება. - კისკისით ამბობს,ხელს მკიდებს და მათკენ მივყავარ. მის ენერგიულობაზე მეც მეღიმება.
ბუნგალოსთან მივდივართ,სადაც ბიჭები მაღალ სკამებზე ზიან.
- აი ჩვენც დავბრუნდით... - მხიარულად ამბობს ელეონორა.
- სად იყავით?- ისააკი სკამიდან დგება და ჩემთან ახლოს მოდის. - კარგად ხარ? - მეუბნება ჩუმად. მსიამოვნებს მისი ყურადღება და თბილი ტემბრით დასმული კითხვა.
- კი,კარგად ვარ. - ოდნავ ვუღიმი.
- მოდი ჩემო გოგო ცოტა მოვწრუპოთ. - ელეონორა სასმელს მაწვდის,მეც ვართმევ და ვაგემოვნებ.
- მმმ,რა გემრიელიაა...- გაოცებისგან თვალებს ვახამხამებ და ტუჩებს ვილოკავ. - რა არის?
- ქოქოსის წვენისგანაა დამზადებული. ძალიან მიყვარს. - ამბობს კეკლუცად.
- ამიერიდან მეც. - ვუღიმი.
მე და ელეონორა დაახლოებით ოთხ ასეთს ვსვამთ და ბოლოს სასმელ მოკიდებულები შესანიშნავ განწყობაზე ვდგებით. ამ ხნის განმავლობაში ბიჭები გაოცებული თვალებით გვიყურებენ და შიგადაშიგ ეცინებათ ჩვენს სიმთვრალეზე. ელეონორა ცეკვეს იწყებს და ჩემკენ ახლოს იწევს.
- მოდი ლამაზო,ცოტა გავერთოთ. - მეცინება მის მოძრაობებზე,ისე იქნევს თეძოებს.
- ამმ,მადლობა,მაგრამ ჯობს არ ავდგე.
- რატომ? რაიყო ვერ დგები? - ბოლოს ხმამაღლა ეცინება.
- არც მინდა ვცადო. მთელი სხეული მიბჟუის. - უაზროდ ვიცინივარ.
- ასე მგონია ოცი წლით გავახალგაზრდავდი. - ხელით მხარზე მეყრდნობა და იცინის.
- ელეონორა, მგონი ჩვენი წასვლის დროა.- ღიმილით ამბობს ნიკი.
- კარგი რაა ნიკ... რატომ იქცევი მოხუცი კაცივით? - მკლავზე ეჭიდება.
- ჩვენც უნდა წავიდეთ და მარტო ხომ არ იქნები? - ილია მზარს უბამს და ცდილობს სერიოზულობა შეინარჩუნოს.
- უჟმური ხალხი ხართ,რა იცით თქვენ რა არის გართობა? - ხელებს ჰაერში იქნევს და ისე ლაპარაკობს.
- ელეონორა,მართლა კარგია თქვენთან,მაგრამ ძაალიან მეძინება. - ნახევრად თვალ დახუჭული ვამბობ.
- კარგი ხოოო. - ამბობს ბუზღუნით. - იცოდე შემდეგში უკეთესად გავერთობით. - თითს მიქნევს მთვრალი ღიმილით.
- რა თქმა უნდა. - მეც ვუღიმი,მერე ბანცალით ვდგები და მაგრად ვეხვევი,ისიც მხვევს ხელებს და თავზე ხელს მისვამს.
- ხომ გახსოვს,მე სულ შენს გვერდით ვიქნები. - ჩუმად მეუბნება,მერე უკან იხევს და თვალს მიკრავს.
- მახსოვს. - ვუღიმი. ვცდილობ მეც ჩავუკრა თვალი,მაგრამ არ გამომდის და ამის ნაცვლად ორივე თვალს ვაპაჭუნებ,რაზეც ხარხარს იწყებს ელეონორა.
- საყვარელი ხარ. - ვწითლდები მის შეფასებაზე. ჩემი სუსტი წერტილია თვალის ჩაკვრა და რა გავაკეთო?
- წავედით.- წელზე თბილი ხელის შეხებას ვგრძნობ,რომელიც მისკენ მიზიდავს და სხეულზე გვერდულად მიკრავს. ვამჩნევ ელიზაბედის ეშმაკურ გამოხედვას.
- აბა კარგად სიყვარულებოოოო. - ელეონორა საჰაერო კოცნას გვიგზავნის და ნიკის ხელს ეყრდნობა. - ახლა სათითაოდ ჩაგიკრავდით გულში და ლოყებსაც დაგიწელავდით,მაგრამ ჯანდაბა,ფეხზე ვეღარ ვდგავარ. - სცილი უტყდება და ჩვენც გვეცინება.
- ხომ ჩამოხვალ საქართველოში? - ილია საყვარლად უღიმის და ლოყაზე მაგრად კოცნის.
- აბა რას ვიზამ... მაგრამ ჯერ არ მცალია,ხომ იცით?
- კარგი,მაგრამ იცოდე,რომ გელოდებით.
- ჩემი ბიჭები. - ხელით ცრემლს იწმენდს.
- აბა მშვიდობით. მალე გნახავთ. - ისააკი ჩემიანად იხრება მისკენ და ლოყაზე ნაზად კოცნის. - ნიკ,სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. - სერიოზული სახთ ართმევს ხელს.
- ჩემთვისაც. -იღიმის ნიკი.
- იქნებ მიიცალო და შენც გვესტუმრო ელეონორასთან ერთად. - ილია უღიმის ნიკს,მაგრამ სწრაფადვე ეცვლება გამომეტყველება,როცა ისააკის სახეს ამჩნევს.
- ვეცდები. - ამბობს ღიმილით. - კარგით,აბა მშვიდობით და იმედი მაქვს ისევ შევხვდებით.
- აბა კარგად.
- ნახვამდიის. - ხელს ღიმილით ვუქნევ ელეონორას და ისააკთან ერთად მანქანაში ვჯდები. ძვლივს ვიკავებ თავს,რომ მანქანაში არ ჩამეძინოს. თვალებს ფართოდ ვახელ და ვცდილობ არ დამეხუჭოს.
- მოვედიით. ელი როგორ ხარ? - უკან ბრუნდება ილია და მიღიმის.
- მთვრალი. - ღიმილით ვპასუხობ. ისააკი უკანა კარს აღებს და ხელს მიწვდის.
- მოდი,დაგეხმარები. - ჯერ მის ხელს დავყურებ,მერე კი თვალებში ვაჩერდები. - არ მოდიხარ?
- მოვდივარ... მგონი...- ვამბობ ყოყმანით და ვცდილობ ძალა მოვიკრიბო.
- მოდი აქ. - ჩემკენ იხრება და ხელში ბუმბულივით მაფრიალებს.
- რას... რას აკეთებ? - თვალები მიფართოვდება. იმის ძალაც არ მაქვს,რომ ავფართხალდე.
- შენს ოთახში მიმყავხარ. - შეწინააღმდეგების თავი არ მაქვს,ამიტომ ვდუნდები და მის მხარზე ვდებ თავს.
- ძმაო,ხვალ რომელზე გავდივართ? - ისმის ილიას ხმა. ისააკი მისკენ ტრიალდება.
- ათზე ავდგეთ და მოვემზადოთ. ფრენა თორმეტზეა.
- არის უფროსო. - ამბობს ღიმილით და მის ოთახში შედის,მერე სწრაფადვე ყოფს თავს კარიდან. - ძილინებისა ჩიტუნებო. - იკრიჭება და იმის შიშით,რომ თავში რამე არ მოხვდეს სწრაფადვე კეტავს კარებს.
- გიჟი. - თავს აქნევს ღიმილით და ჩემს ოთახში შევყავარ. - ჩვენც მოვედით... - ზემოდან დამყურებს და სახეზე მაკვირდება.
- მადლობა... მოყვანისთვის. - ცოტა ხნით მის თვალებს ვაკვირდები,მერე ხელს მაღლა ვწევ და სახეზე ნაზად ვახებ,რაზეც თვალებს ხუჭავს. ვგრძნობ როგორ უჩქარდება გულისცემა. ცერა თითით ვეფერები და თითქოს მსიამოვნებს,როგორ მჩხვლეტს მისი ოდნავ წამოზრდილი წვერი,რომელიც უფრო მეტად სექსუალურს ხდის. მზერა მის გამომწვევ ტუჩემზე მიშეშდება. „ჯანდაბა შენს თავს ელისაბედ! ჯანდაბა!“ თავს ვერ ვთოკავ და ამჯერად მის ქვედა ტუჩზე ვატარებ ცერა თითს და სუნთქვაც უძიმდება. მის თვალებში ცეცხლს ვხედავ,რომელიც თან მაშინებს,თანაც საშინლად მსიამოვნებს,მაზოხისტურად. ვიცი რომ ის ჩემი არ არის,მაგრამ ჩვენ ხომ ბორა-ბორაზე ვართ? ხელს ყელზე ვუცურებ ნაზად და მის ტუჩემს ვეხები. ეს ნამდვილად არ უნდა გამეკეთებინა...! სწრაფად მსვამს ძირს,კარზე მაკრავს და გიჟივით მაცხრება ტუჩებზე. სიამოვნებისგან კვნესას ვერ ვიკავებ და ვხვდები,რომ ეს უფრო ახელებს. ვგრძნობ მისი ცხელი ხელის გულის შეხებას ბარძაყზე და თითქოს ვფხიზლდები. გაშლილ ხელებს მკერდზე ვადებ და ვაწვები. ვცდილობ სუნთქვა დავირეგულირო. არც ისააკია კარგ დღეში.
- მაპატიე. - ჩემკენ იწევა,ხელებს მაგრად მხვევს და შუბლს შუბლზე მადებს. - ჯანდაბა! თავი ვერ გავაკონტროლე! - სწრაფად მშორდება და მუშტს კედელზე, ძლიერად ურტყამს. მის ტკივილს ვგრძნობ თოთქოს და სახე მემანჭება.
- არ გინდა გთხოვ... ჩემი ბრალია. - ჩემკენ ვაბრუნებ და სახეზე ხელებს ვადებ. - მაპატიე.
- მაპატიე. - შუბლზე ნაზად მკოცნის და გულში მიკრავს. - ცოტა ხნით ასე ვდგავართ. მის მკლავებში ყველაზე უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს. -უნდა დავიძინოთ,ხვალ ადრე უნდა ავდგეთ.
- მართალია. - თავს ვუქნევ და მისი მკლავებიდან ვთავისუფლდები.
- ძილინებისა ელისაბედ.
- ძილინებისა ისააკ. - ბოლოჯერ მიყურებს თვალებში და ოთახიდან გადის. ისე ვარ დაღლილი და ემოციურად გადატვიტთული,რომ არაფრის თავი არ მაქვს და ტანსაცმლიანად ვწვები საწოლზე,ხელებს ბალიშს ვხვევ და ისააკზე ფიქრში თვალებს ვხუჭავ.


როგორც ისააკმა თქვა ისე ვიქცევით. ათზე ვდგებით, ვემზადებით, ჩვენი დროებითი საცხოვრებლის მფლობელს ვემშვიდობებით და აეროპორტში მივდივართ. თავი მისკდება და ისე ვაკეთებ ყველაფერს თითქოს რობოტი ვიყო. რამოდენიმეჯერ ვამჩნევ ისააკის ნაღვლიან გამოხედვას, წამსვე მახსენდება წინა ღამე და სახეზე ვწითლდები რასაც ამჩნევს და ტუჩის კუთხე უტყდება. რა ცვალებადინ ხასიათი აქვს ამ კაცს. თუმცა მე ვისზე რას ვამბობ... გონებაში თავს ვაქნევ.
- აბაა, წავედით საქართველოში. - იკრიჭება ილია და თვითმფრინავში თავის ადგილს იკავებს.
- წავედით. - ვუღიმი მეც,მაგრამ სინამდვილეში არც კი მინდა იმაზე ფიქრი რა იქნება,როცა იქ ჩავალთ. ვხვდები,რომ ჟურნალისტები არ მოისვენებენ. და სალომე... როგორ უნდა შევხედო თვალებში ისააკის საცოლეს? - დანაღვლიანებული ვიყურებ ილუმინატორიდან.
- ნუ ნერვიულობ. ყველაფერი კარგად იქნება. - ხელზე თბილ შეხებას ვგრძნობ და ისააკის ხმაც არ აყოვნებს.



№1 სტუმარი სტუმარი Eka

an tavebi gazqrde an male dade raa

 


№2  offline წევრი მე♥უცნაურე

როგორ მომენატრნენ...
რა ამბავია ამდენ ხანს, რომ არ დადეს (((
მგონი ადმინები შვებულებაში არიან :/
ელეონორა მომწონს.
ისააკს რაც შეეხება, ჰო, ნამდვილად ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის საცოლე შარშანდელი თოვლივით გაქრება მალე :D ( იმედი მაქვს :D)

 


№3 სტუმარი სტუმარი tamu

იმედია მალე დადებ

 


№4  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია მაგრამ მალე დადე ხოლმე რაა <3

 


№5  offline წევრი kiwibanana

რომ იტყვიან "ჩავუჯექი" და მეწყინა მხოლოდ 10 თავი რომ აქვს... ი ძაან დამაინტრიგებელი სიუჟეტია. ძალიან მომწონს თან მხიარულიცაა. ძაან მრავალფერადი ისტორიაა, მადლობელი ვარ რომ დაწერე. ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად...... წარმატებები ნამდვილად გაქვს წერის ნიჭი scream heart_eyes heart_eyes blush

 


№6  offline წევრი Marita_G

ძალიან მომწონს მაგრამ რა პატარა თავებია კაცო არ მყოფნისსსსს ველი შემდეგს ლავ იუუ♡♡

 


№7 სტუმარი Life is beautiful

აუუუ ძაან საყარელია ელიი????????ყოჩაღ... მალე დადე რააააა. ♥️

 


№8  offline წევრი უმადრუკი M

სტუმარი Eka
an tavebi gazqrde an male dade raa

ახლა ავტვირთე ახალი თავი. იმედია მოგეწონება <3

მე♥უცნაურე
როგორ მომენატრნენ...
რა ამბავია ამდენ ხანს, რომ არ დადეს (((
მგონი ადმინები შვებულებაში არიან :/
ელეონორა მომწონს.
ისააკს რაც შეეხება, ჰო, ნამდვილად ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის საცოლე შარშანდელი თოვლივით გაქრება მალე :D ( იმედი მაქვს :D)

ახლა ავტვირთე ახალი თავი და ვიმედოვნებ ამჯერად მაინც დადებენ მალე <3 იმედია მოგეწონება ^_^

《Sunshine》
ძალიან მაგარია მაგრამ მალე დადე ხოლმე რაა <3

ახლა დავდეეე <3 <3

kiwibanana
რომ იტყვიან "ჩავუჯექი" და მეწყინა მხოლოდ 10 თავი რომ აქვს... ი ძაან დამაინტრიგებელი სიუჟეტია. ძალიან მომწონს თან მხიარულიცაა. ძაან მრავალფერადი ისტორიაა, მადლობელი ვარ რომ დაწერე. ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად...... წარმატებები ნამდვილად გაქვს წერის ნიჭი scream heart_eyes heart_eyes blush

მადლობაა ^_^ გამახარე ^_^ <3 <3 ახლა დავდე ახალი თავი და იმედია მოგეწონება <3 <^_^

Marita_G
ძალიან მომწონს მაგრამ რა პატარა თავებია კაცო არ მყოფნისსსსს ველი შემდეგს ლავ იუუ♡♡

მადლობა ^_^ მიხარია რომ მოგწონს ^_^ <3

Life is beautiful
აუუუ ძაან საყარელია ელიი????????ყოჩაღ... მალე დადე რააააა. ♥️

მადლობაა ^_^ <3

სტუმარი tamu
იმედია მალე დადებ

ახლა ავტვირთე და იმედია მოგეწონება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent