შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზისფერი {სრულად}


3-11-2020, 23:09
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 33 744

3.03.2020 - 3.11.2020
მარტის პირველ რიცხვებში უმძიმესი დრო იყო ჩემთვის ... რატომღაც ამ დროს სულ რაღაც ხდება და მე ვწერ ჩემთვის გამორჩეულ ისტორიებს. როგორ მინდა ერთხელ არ ვიყო სულ'არეული წერის პროცესში ,მაგრამ ჩემი ცხოვრება მუდამ მაოცებს ახალი თავსატეხებით. რვა თვეა ვწერ, ახლაც მძიმედ ვარ , დავასრულე ... აღარ წამიკითხავს ბოლო ნაწილი ისეთი დავტოვე როგორიც პირველად დამაწერინა "მუზამ" .
არ ვიცი თქვენს მეხსიერებაში როგორ დარჩება ეს ისტორია, მაგრამ ჩემთვის სხვა'ფერია... არაფერს ჰგავს , არასდროს მიგრძვნია მსგავსად გმირები -ორი სრულიად ირეალური პიროვნება . დაუსრულებელი წერის სურვილი გამიჩნდა, ნებისმიერი რამ იყო მათგან მოსალოდნელი .
მაპატიეთ სევდით რომ მოგაბეზრეთ თავი, მაპატიეთ დრამის დედოფალი რომ გავხდი

.........

რკინის მასიური კარი ხმაურით დაიხურა მის ზურგს უკან და იქვე ჩაკეტა ერთი ცხოვრება. მაღლა იყურებოდა, ცის უსაზღვრო სივრცესა და მზის ნათებას არ აშორებდა მზერას. ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი და წამით გაუღიმა უღრუბლო ზეცას. ეს ერთადერთი ემოცია გამოესახა სახეზე ქალს . შემდეგ მზერა მანქანასთან მდგომ კაცზე გადაიტანა და მისკენ დაიძრა
-გილოცავ
-სიტყვა შეასრულე ... ახლა ჩემი ჯერია - შუა ხნის კაცს გამჭოლი მზერა მიაპყრო და პატარა სპორტული ჩანთა , რომელიც გალეულ თითებში ჰქონდა მოქცეული ორ ნაბიჯში მდგომ ნაგვის ბუნკერში ისროლა
-იმედი მაქვს შენც ისევე სწორად გააკეთებ ყველაფერს როგორც მე
-მე სიტყვას არასდროს გადავდივარ , ხომ იცი ლევან
-ვიცი , როგორ არ ვიცი , მაგრამ რთული იქნება
-სერიოზულად? გგონია ჩემ განვლილ ცხოვრებაზე რთული იქნება ?
-არ ვიცი . მეშინია რომ მასზე უარესად იმოქმედებ
-ვნახოთ ... ვცადოთ და თუ არ გამოვა თავად ვიპოვნი სხვა საშუალებას
-წავედით -მანქანის კარი გაუღო და უკანა სავარძელზე მოთავსდდა მასთან ერთად. მძღოლმა მანქანა დაძრა და ნელა-ნელა მოშორდა ციხის უმეტყველო შენობას. თვალს არ აშორებდა ადგილს სადაც თითქმის ათი წელი გაატარა. ცხოვრების დიდი ნაწილი დაჰყო სრულიად უცხო, ჩაკეტილ სივრცეში რომელიც საკუთარ სახლად აქცია. გაუძლო მარტოობას, გაიცნო ყველა , გაიგო ყველაფერი და ისწავლა ის რასაც გარეთ ვერავინ გაიგებს. ერთი ცხოვრება დაასრულა ზღურბლი გადალახა ,ახლა კი ისევ სულ სხვა ეტაპი უნდა დაეწყო. მესამედ იბადებოდა , ვიღაც სხვა ქალი უნდა გაეცოცხლებინა რომელიც არც იმ პატარა გოგონას ემსგავსებოდა და არც იმ გოგოს გრძნობები რომ გააქრო . მისია ჰქონდა, თავისუფლების სანაცვლოდ თავისი წილი საქმე უნდა გაეკეთებინა
-თეთრი ბაირაღები ბევრჯერ წავიკითხე იქ ყოფნის დროს -როგორც კი გაქრა ციხე მხედველობის არიდან თვალები დახუჭა და დუმილი დაარღვია
„მერცხლები ციხეზე ბუდეს არ იშენებენ. არავინ იცის, რატომ, იქნებ იმიტომ, რომ მერცხალი ქრისტეს ქათამია და ვერ უძლებს ღვთის შვილთა ასეთი ყოფის ცქერას. იქნებ იმიტომ, რომ ციხეს შმორის, ბოროტების სუნი უდის ან პატიმართა ფილტვებიდან ამოვარდნილი გახურებული და გადამწვარი ჰაერის ოხშივარზე ფრთები უჭკნებათ და სული ეხუთებათ. იქნებ იმიტომ, რომ ციხე კრაზანების ვეებერთელა, უცვილო და უთაფლო სკასავით ბზუის, გუგუნებს და მერცხლები შიშით ვერ ეკარებიან, ან იქნებ იმიტომ, რომ ციხე ადამიანთა მუდმივი სამყოფელი არ არის, ციხეში ადამიანები გამუდმებით მიდიმოდიან და იცვლებიან, იმიტომ, რომ ციხეს მუდმივი ბინადარი არ ჰყავს, მერცხლებმა კი შეჩვევა იციან ერთ ადგილას მობინადრე ადამიანებთან იმ ზომამდე, რომ სახეებსაც კი იმახსოვრებენ, ან იქნებ იმიტომ, რომ მზე ციხეში იშვიათად იხედება. ვინ იცის, ვინ იცის, ერთი კი ცხადია, მერცხლები ციხეზე ბუდეს არ იშენებენ.“ -მართლაც მერცხლები იქ არ მინახავს ,ჩვენთან სახლში კი ორი ბუდე გაიკეთეს ერთი დედას გარდაცვალების დღეს მეორე მამას გარდაცვალების დღეს ...მგონი მათ მაგივრად მოვიდნენ მე კი დავტოვე ისინი და წავედი იმ კედლებში სადაც არასდროს ჩნდებიან
-მე შენი მჯერა , ვიცი ახალი ცხოვრება ტკივილს დაგიამებს ... - ხელზე შეახო თითები კაცმა და სევდიანი მზერა მიაპყრო- დაიჯერე , მე შენს სულს ვხედავ ...ვიცი იქ ისევ ცოცხლობს ის პატარა გოგონა რომელსაც შეუძლია დამეხმაროს
-ის გოგო დიდი ხნის წინ მოკვდა, მაგრამ მე აუცილებლად დაგეხმარები არა თავისუფლებისთვის , არამედ ადამიანობისთვის ...შენში იმდენად დიდი დოზითაა კაცი ათასობით არაკაცს გადაწონი -არ შეუხედავს, ისვე გზას უყურებდა. სრულიად უცნობ შენობებს, დაწესებულებებსა და გარემოს რომელზეც წარმოდგენა არ ჰქონდა.
-ყველაფერს ნელ-ნელა შეეჩვევი - თითქოს მის გონებაში იყო
-იმაზე უკეთ გამოიყურება ყველაფერი ვიდრე წარმომედგინა ... ქვეყანა განვითარდა მე კი ერთ ადგილას გავიყინე
-ასე არ არის... შენ ცოდნა მიიღე იქ და ამ ბინძურ გარემოს მოშორდი
-ლევან, როგორი ოპტიმისტი ხარ - ისევ გაეღიმა და მისკენ გაიხედა- გინდა ყველაფერში ნათელი დაინახო , სასაცილოა უკვე
-ასე უფრო მარტივია ცხოვრება ... როდესაც ღმერთის მიერ მოვლენილი გამოცდის მიღებას ცდილობ
-მალე მივალთ? მირჩევნია ჯერ სახლს მოვერგო და შემდეგ გადავიდე ქალაქზე. დიდი დრო ხომ სახლში უნდა გავატარო
-იმედია ისიც შენთან ერთად გამოვა ქუჩაში - სევდიანი გაუხდა მზერა კაცს. მობილური ჯიბიდან ამოიღო და მაშინვე უპასუხა- მოვდივართ ... სჯობს მარტო დავტოვოთ . კარგი ,როგორც გინდა . დამშვიდდი, გთხოვ უბრალოდ მენდე - ხმა იმდენად თბილი გაუხდა ,რომ ქალი მიხვა ვისაც ესაუბრებოდა და წამსვე იგრძNო ტკივილი მკერდის არეში . გაახსენდა წარსული, მოგონებები , მშობლები და მათი ტკბილი საუბრები
-ღელავს?
-არ გიცნობს და უჭირს ჩემი დაჯერება
-მეც გამიჭირდებოდა , შეგეწინააღმდეგებოდი კიდეც ...მიკვირს როგორ დაითანხმე
-მენდობა , იცის რომ ასე არ გავრისკავდი დარწმუნებული რომ არ ვიყო
-დარწმუნებული ხარ რომ გამოვა ის რაც თავადაც არ ვიცით რა არის?
-მე ვიცი რას ველი და ისიც ვიცი რაც გამოვა ...
-დრო გვიჩვენებს ყველაფერს ... ცხოვრება ყოველთვის გვაოცებს ხოლმე ვნახოთ სასიამოვნოდ გაგვაოცებს თუ არა
ბოლო რამდენიმე წუთი მდუმარედ გაატარეს. ორივე ფიქრობდა ბუნდოვან მომავალზე , ორივეს სხვადასხვა წარმოდგენა ჰქონდა ამბის გაგრძელებასთან დაკავშირებით , მაგრამ მიზანი საერთო იყო, არცერთს ჰქონდა ბოროტი ზრახვები . ქალი დიდხანს ფიქრობდა საკუთარ ცხოვრებაზე, იმაზე რაც ელოდა პატიმრობის შემდეგ და ამ გეგმების შეცვლას არ აპირებდა , მაგრამ ეს ორი საქმე ერთმანეთს ხელს არ შეუშლიდა.
გალავნის დანახვისას დაიძაბა, თითქოს ისევ ციხეს უახლოვდებოდა და წამით გაქცევაც კი მოუნდა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ისევ უძრავად იჯდა . კარი გააღეს და გამოჩნდა ულამაზესი ეზო, ისეთი დიდი და მწვანე იყო თითქოს გაზაფხული იქ გამოკეტეს და წასვლის საშუალება არ მისცეს. სახლი ეზოსთან შეუსაბამოდ პატარა იყო, მაგრამ მაინც ძალიან უხდებოდა გარემოს. ისიც უცხოდ და ლამაზად გამოიყურებოდა , უფერული გალავნით შემოსაზღვრული სამოთხე იყო , რომელსაც საკუთარი პატიმარი ჰყავდა .
მანქანა გაჩერდა ,მაგრამ მანამ არ გადასულა სანამ მძღოლმა კარი არ გაუღო. ერთი შეხედვით უბრალო გოგო იყო , მაგრამ ისე იდგა შუა ეზოში როგორც ქალბატონი. სახლიდან გამოსულ შუახნის სიმპათიურ ქალს შეხედა და მასზე გადაიტანა მთელი ყურადღება. ქალი აშკარად უნდობლად იყო განწყობილი მის მიმართ , ღელავდა და ამას არც ფარავდა , მაგრამ მასში დიდი დოზით იყო სიკეთე , სითბო რომელიც წამსვე ჰაერში დატრიალდა კაცს რომ შეახო თითები მაჯაზე
-ლევან , ჩვენი საუბარი გაუგია და გიჟს ჰგავს ... ცოტაც და სახლიდან გამაგდებდა. ამბობს ხელს არ მოვაწერ და ვერ მაიძულებთო. იქნებ არ გვინდა ჰა ? გთხოვ ლევან , ბავშვი წვალობს გემუდარები არ გვინდა ცუდად რომ გახდეს მერე ? ისევ შეტევა რომ დაემართოს ლევან ? გემუდარები დაივიწყე ყველაფერი და ისე დაეხმარე ამ გოგოს , ჩვენთან კი ისე დარჩეს როგორც არის
-ჩშშ, დამშვიდდი ... არ იტირო . ყველაფერი კარგად იქნება , ჩვენ წავიდეთ
-რას ნიშნავს წავიდეთ- ხელის მოხვევის უფლება არ მისცა, ცრემლები შეიმშრალა და მოშორებით მდგომ გოგოს გახედა- გინდა რომ ბავშვი ციხიდან ნახევარი საათის წინ გამოსულ მკვლელთან დავტოვო? შეიშალე ხომ? რა არის გონება აგირია? აქამდე გიჯერებდი , მაგრამ ახლა
-ბავშვი არ არის ! გეყოს მასთან ისე მოქცევა როგორც ავადმყოფთან და გაიაზრე რომ ეს გოგო დღეიდან ჩვენი ოჯახის წევრია
-იყოს ოჯახის წევრი! არ ვარ წინააღმდეგი, მინდა რომ მომავალი ჰქონდეს, მაგრამ არა ჩემი რძლის სტატუსით ... მითხარი შვილო რაში გჭირდება ასეთი კაცის ცოლობა ...შენ მას ვერ გაუგებ. თავად არ იცი ცხოვრება, როგორ გახდები მისი ცოლი
-საშინლად არ მომწონს თქვენი დამოკიდებულება, მგონი მე ცრუ ინფორმაცია მაქვს თქვენი შვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ... როგორც არ უნდა იყოს ჩემთვის სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს . ბატონი ლევანის შემოთავაზება იყო ასეთი, თავად იმსჯელეთ და გადაწყვიტეთ. მე კი მას ვნახავ - აივანზე მდგომი სილუეტი შენიშნა , წამით დაინახა და შემდეგ ისევ ოთახში დაბრუნდა - რაც შეეხება ჩემს დანაშაულს , დამიჯერეთ სიამოვნების გამო არ მომიკლავს და თუ კიდე გავიმეორებ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი არ იქნება მათ შორის - წასვლამდე უთხრა და სახლისაკენ ისე დაიძრა ქალისთვის აღარ მოუსმენია.
-ადროვე... გთხოვ სალომე . უბრალოდ დაველოდოთ , გემუდარები - ლევანის ხმა ესმოდა ,როგორ ესაუბრებოდა ცოლს ,მაგრამ უკან აღარ მიუხედავს . სახლის კარი გააღო და ისე დაიძრა ხის კიბისაკენ არაფერი დაუნახავს ირგვლივ. მხოლოდ ერთი აინტერესებდა, ყოველგვარი ფიქრის გარეშე უნდა დაენახა და ისე მიეღო გადაწყვეტილება, წამიერი განცდით
-რა გითხრა ლევანმა- დერეფანში იდგა , მისი სახე ნორმალურად არ ჩანდა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა - დავიჯერო ყველაფერი იცი და მაინც თანახმა ხარ?
-არ ვიცი , შენ რატომ არ ხარ თანახმა ... რა იცი ჩემს შესახებ
-ისიც საკმარისია რომ ლევანმა ჩემთვის გიყიდა- ბნელ დერეფანში იდგნენ ,ფანჯრიდან შემოსული მზის სხივი ეცემოდა სახეზე ბიჭს . მის სახეს ხედავდა, თვალებს რომლებსაც საოცარი ფერი ჰქონდა როგორც კი დაინახა მაშინვე გაეყინა მზერა. მხოლოდ მის ჭრელ თვალებს უყურებდა და ცდილობდა მათში არეკლილი სულის დანახვას
-იქნებ მე გიყიდე
-შეენ ?
-ხო , ჩვენს შორის უსუსური ხომ შენ ხარ
-შენ მე არ მიცნობ
-არც შენ მიცნობ !
-გიჟი ხარ ?
-შენ ჯერ არა ? თუ ნებას მომცემ მალე ერთად გა’ვაფრენთ- თავი გვერდით გადახარა, წამით დახუჭა თვალები მისი მზერისგან თავი რომ დაეღწია და შემდეგ ისევ შეხედა
-არ გეშინია ?
-გგონია , რომ საშიში ხარ ?
-როდესაც შეტევა მეწყება , ყველა კუნთი ერთად იკუმშება... ვიკლაკნები, ვხროტინებ, გონებას ვკარგავ და იატაკზე დაგდებული , ცნობიერება დაკარგული, ჩაწითლებული თვალებით უმისამართოდ ვიყურები ... დორბლი მდის , უნებლიე დეფეკაცია მაქვს და ერთიანად ვემსგავსები ცხოველს მეც მეშინია საკუთარი თავის
-საიდან იცი როგორ გამოიყურები, შენ ხომ საკუთარ თავს ვერ ხედავ და ვერაფერს გრძნობ- ხედავდა როგორ ეცვლებოდა გამომეტყველება ბიჭს. მის სახეზე გაკვირვებას ხედავდა, გაოგნებული იყო და საოცრად მოსწონდა მისი ამ მდგომარეობაში ხილვა . კიდევ უფრო დამშვიდდა და დარწმუნდა ,რომ იქ საფრთხე არ ემუქრებოდა. იქ უნდა დარჩენილიყო, იქ სჭირდებოდათ მისი დახმარება და იქ იყო ყველაფერი რაც თავად სურდა ცხოვრების გაგრძელებისთვის
-რამდენს დაგპირდა ლევანი , მითხარი სწრაფად და ორმაგს მოგცემ - ჯიბიდან ჩეკების წიგნაკი და კალამი ამოიღო . დერეფანში მდგომი პატარა მაგიდისკენ დაიძრა და სავარძელში ჩამოჯდა- მიდი , სწრაფად მითხარი
-სულ ჯიბით დაგაქვს?
-რა ?
-ჯიბეში ხურდა გამიგია , ქეშიც , მაგრამ ჩეკების წიგნი ? ასე ნებისმიერ წამს შეგიძლია ვიღაც მოისყიდო ? საინტერესოა რაღაც არ მოგეწონება ისე როგორც პატარა ბავშვს , აიღებ გამოწერ თანხას და ვსო ?- ფანჯრისკენ დაიძრა , სქელი ფარდები ერთი ხელის მოსმით გადასწია და დერეფანი გაანათა- სიბნელეში დიდხანს ვიყავი , მზე კარგია ... თბილია და საოცარი სუნი აქვს
-დამცინი?
-შენ თუ ჩემი საუბარი დაცინვა გგონია იუმორის გრძნობა არ გქონია - ფანჯრიდან გადახედა ეზოს და სახე მზის სხივებს მიუშვირა- წარმოუდგენელი სიამოვნებაა , თქვენ კი არ იყენებთ
-ვინ ხარ ... სად გიპოვნა ლევანმა
-ჩემი ჩაცმულობა ვერაფერს გეტყვის... ვერც გარეგნობა ასე რომ ტყუილად მაკვირდები - წარბები შეკრა და მის წინ ჩამოჯდა- თუ გაინტერესებს მაშინ გარისკე
-ეს რისკი არაა...კიდევ ერთხელ გავხდები მათი მარიონეტი
-ხოდა გაწყვიტე ძაფები რომლითაც გიჭერენ ...ჩათვალე რომ მაკრატელი მე მაქვს , ან ბასრი დანა რომელსაც შესანიშნავად ვიყენებ
-რა იცი ჩემს შესახებ... ყველაფერი გიამბეს? დოსიე მოგცეს სადაც წერია შენი მომავალი ქმრის ჯანმრთელობის ისტორია, ფეხის ზომა, გამოყენებული საცვლების ბრენდი და საყვარელი ფერი?
-წარმოდგენა არ მაქვს რა ზომა ფეხსაცმელს იცვამ ან როგორ საცვლებს ატარებ ... თუ არ დამაინტერესებ არც დავინტერესდდები. ასეთი მოსაწყენი თუ იქნები ეჭვი მაქვს ისევ მხოლოდ სახელი, გვარი და ოჯახისწევრების სახელები მეცოდინება
-მერამდენე ანკესს აგდებ უკვე ვეღარ ვითვლი...სპეციალურად გაგწვრთნეს?
-აჰაამ, სპეციალური კურსები გავიარე სახელწოდებით „როგორ დავითანხმოთ ქორწინებაზე უცნობი კაცი „
-ლექციებს არ ესწრებოდი?
-ციხეში ვალდებული ხარ ყველაფერი გააკეთო რასაც ზემოდან დაგავალებენ ...
-ციხეში ? პატიმარი ხარ?
-პატიმარი მე აღარ ვარ, შენ კი ისევ ამ კედლების ტუსაღი იქნები , მანამ სანამ ცვლილებებს არ ცდი
-რა მუხლით იჯექი...
-თუ გამოიცნობ წავალ... გადადე ეგ ჩეკი და დაფიქრდი
-თაღლითობა ...
-არა, თუმცა ვცდი თუ დამჭირდება
-ნარკოტიკების მოხმარება, გასაღება
-არასდროს გამისინჯავს, საინტერესო იქნება ალბათ
-სუტინიორი ხარ?
-სამწუხაროდ ჯერ კიდევ ქალიშვილი ვარ ... - ისევ უმეტყველო სახე ჰქონდა და სულ ურევდა ტვინს ბიჭს
-ქურდობა ?
-ახლა რა ასე უნდა ჩამოთვალო ყველა დანაშაული რაც კი გაგიგია? მე წავალ, გავისეირნებ ... კომფორტულად მოვეწყობი. ეზოს დავათვალიერებ , შენ იფიქრე
-ირაკლიმ მოგაგზავნა ხომ? ორმაგ თამაშს თამაშობ- დერეფანში მიმავალს ხმამაღლა მიაძახა და უკვე გაბრაზებულმა გადაუჭრა გზა- მითხარი და რასაც გინდა იმას მოგცემ
-ირაკლი ვინ არის?
-მითხარი სიმართლე და მორჩი ამ მასკარადს... მარტივად მიიღე რაც გინდა და წადი
-და თუ შენ მჭირდები?- ისევ ისე უყურებდა და ბიჭს მოთმინება დააკარგვინა. მოულოდნელად წვდა ყელში და კედელს მიანარცხა
-აღიარე ! თქვი აქ რისთვის ხარ და შეწყვიტე თამაში - იმდენად სწრაფად იმოქმედა და ისე ძლიერად უჭერდა სუნთქვა გაუჭირდა . რამდენიმე წამი თვალებგაფართოებული უყურებდა და მაჯაზე უჭერდა თითებს
-სულის სიმშვიდე მინდა, დანაშაულის გამოსყიდვა კეთილი საქმით, დახმარებისთვის დახმარებით გადახდა ერთადერთი ადამიანისთვის ვინაც უანგაროდ გამომიწოდა ხელი და ახლა , მთლიანად შენ მჭირდები ! - ხმა დაუწვრილდა, ხველა აუტყდა , მაგრამ მკლავები მაინც მოხვია ყელზე და ბოლო წამს თავადაც მოუჭირა. არ ჰქონდა იმდენი ძალა რამდენიც ბიჭს, ცოტაც და გონებას დაკარგავდა , თვალები აატრიალა და ის ის იყო ჩაიკეცა თავისუფლება რომ იგრძნო
-ღმერთო კიდევ ერთ სასჯელს რატომ მიგზავნი - ესმოდა ბიჭის ხმა და გრძNობდა მის ხელებს წელზე რომ ეხვეოდნენ . შემდეგ საყრდენად აქცია და მოდუნდა, მის მხარს შუბლით ეყრდნობოდა . სასიამოვნო , სისუფთავის სურნელს გრძნობდა უცნობ არომატთან ერთად და ახლოდან ესმოდა აჩქარებული გულისცემა ოღონდ ვერ მიხვდა თავისი იყო თუ ბიჭის-ოხ ლევან, ლევან ყოველთვის იცი როგორ მმართო ! ისევ არ გამოდის შენგან თავის დახსნა ... ჯანდაბა - ყელზე მფეთქავ არტერიაზე მიადო თითები და პულსი რომ იგრძნო დამშვიდდა. შემდეგ წითელ კვალს დააკვირდა და ფრთხილად მოეფერა. თითების ბალიშებით მიუყვებოდა ქალის გრძელ კისერს ლავიწებამდე და მის სახეს აკვირდებოდა
-თითებს დაგამტვრევ!
-ჩემ ცოლობაზე შენ არ ოცნებობდი?
-ვგეგმავდი და არ ვვოცნებობდი- რამდენჯერმე დაახველა და ყელზე მოისვა თითები, ისევ გრძნობდა სიმხურვალეს კანზე დატოვებულ კვალის გამო
-კიდევ რა გაქვს გეგმაში?
-ჩვენი ცხოვრების შეცვლა
-კარგია ... თამაშის წესებს მე დავწერ- თითები ლოყაზე შეახო , თმაზე გადავიდა და მოულოდნელად წაეტანა ქალის ტუჩებს . კედელთან მიმწყვდეულს ვნებიანად კოცნიდა და მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა. დიდი წინააღმდეგობა ქალსაც არ გაუწევია, სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა ,რომელსაც მარტივად გაქრობის საშუალება არ მისცა.
-ცხოვრებას თამაში არ უნდა უწოდო ... თამაშში ყოველთვის აგებს ვიღაც და ქორწინებაში ორივე მოგებული უნდა იყოს - ისე გააგრძელა საუბარი თითქოს ემოციების ზღვარზე არ იყო. კანი ეწვოდა და შინაგან თრთოლვას ვერაფერს უხერხებდა, მაგრამ თავის შეკავება კარგად ეხერხებოდა.
-როგორი საინტერესო ხარ - ისევ არ შორდებოდა, ქვედა ტუჩი კბილებსშორის მოიქცია და ცხვირის წვერი ლოყაზე შეახო- რაღაც გაქვს , რაღაც რაც დათანხმებას მაიძულებს ან ბოლოს მომიღებ ან
-ან გიხსნი ამ ციხიდან
-და შენ ვინ გიხსნის ჩემგან - ჭრელი თვალები უნათებდა, მზერის მოშორება რთული იყო
-არავინ ! მე არავინ მყავს საკუთარი თავის გარდა , მეეჭვება მარტოსულობით გაგაკვირვო
-ისე ნუ იქცევი თითქოს გაგეგებოდეს რაიმე ჩემ მდგომარეობაზე
-ყველას სხვადასხვა ტკივილი აქვს და თუნდაც ერთი იყო მიზეზი ის მაინც სრულიად განსხვავებულია - კედელს იყო მიყრდნობილი, წარმოდგენა არ ჰქონდა რა ელოდა წინ , მაგრამ მაინც საოცარ აზარტში იყო და უკვე აგიჟებდა ინტერესი
-აქ ვერ დარჩები ... არა ... არ შეიძლება მე ვერ ავიტან ვერავის ჩემს სივრცეში - უკან დაიხია, თავს ნერვიულად ამოძრავებდა . სწრაფად სუნთქავდა და თითებს ტალღოვან , ოქროსფერ თმაში ამოძრავებდა
-მე უკვე აქ ვარ
-აუცილებლად ძალა უნდა გამოვიყენო აქედან რომ გაგაგდო?- ისევ მისკენ შებრუნდა და ხმამაღლა დაუყვირა . თვალები გაფართოებული ჰქონდა, ღელავდა და თავს ძლივს აკონტროლებდა
-არ შეგიძლია , ცუდად ხდები სხვას რომ ტკენ
-ამით თავს ნუ დაიმშვიდებ, როდესაც ჩემ სიმშვიდეს ... ჩემ კომფორტს ეხებიან შემიძლია ყველაფერი გავაკეთო - ჭრელი თვალები წითლად დაიფარა, აემღვრა და ისეთი უცხო სანახავი იყო იმდენად განსხვავებული და სხვა’ფერი ,რომ ქალი ვერაფერს ხედავდა სხვას - დაიწყება ...თავიდან დაიწყება
-რა დაიწყება
-ექიმები, წამლები, გათიშული გონება და უმოქმედობა
-ფსიქიატრები აქ მოდიან?
-ასე უნდა ვისაუბროთ? აქ ვიდგეთ და გავაგრძელოთ ეს აფსურდული დიალოგი
-მე პრობლემა არ მაქვს...
-მე მაქვს
-ხო , პრობლემები ზოგადად ყველას გვაქვს ... მეც მარტო ყოფნა მირჩევნია . დამშვიდდი, სახლი დიდია მე მხოლოდ ერთი ოთახი მჭირდება . პირობას გაძლევ შენს პირად სივრცეს არ შევეხები
-პირობებს არ ვენდობი ... საერთოდ სიტყვები არაფერს ნიშნავს
-მართალია, მაგრამ ზოგჯერ გვიწევს რომ დავიჯეროთ, ვენდოთ და გავრისკოთ
-შენ არ გჯერა ამ სიტყვების...არ ხარ ის ქალი ყველას რომ ენდობა და უჯერებს
-არც შენ ხარ გიჟი და ფსიქიატრებიც არ გჭირდება - მის წინ იდგა და ჭრელ თვალებში უყურებდა- შეუძლებელია სულით ავადმყოფს ასეთი თვალები ჰქონდეს
-ეს უბრალოდ მამის დამსახურებაა- აშკარად უფრო გაღიზიანდა ,რაც მოულოდნელი რეაქცია იყო
-ლევანს არ აქვს ასეთი თვალები
-ლევანს შენთვის ყველაფერი არ უთქვამს- ისე დაიხია უკან თითქოს ქალი რამეს დაუშავებდა. დერეფანი თითქმის სირბილით გაიარა და პირველი სართულისკენ დაიძრა. მალე შემოსასვლელი კარი ხმაურით გაიხურა და მარტო დატოვა ქალი ცარიელ სახლში.
ზედმეტად ბევრი ემოცია დაუგროვდა ციხის კარი დაიხურა და სრულიად უცხო სამყაროში აღმოჩნდა. იმდენად დიდი გამოწვევა იყო მის წინ ,რომ წესით გაქცევა უნდა აერჩია , მაგრამ სრულიად შეპყრობილი ჰყავდა ინტერესს. გეგმები რომლებიც ჰქონდა იმ სახლში დარჩენის ხარჯზე გამარტივდებოდა და მიუხედავად დიდი გაუგებრობისა მაინც დარჩენა წარმოადგენდა გამოსავალს.
რამდენიმე ოთახის კარი გააღო , თავადაც არ იცოდა რას ეძებდა , მაგრამ მთავარ საძინებელში რომ აღმოჩნდა უკან დახევა არც უფიქრია. ყველაფერი სადა ფერებში იყო გადაწყვეტილი, მთელი კედელი მინის იყო , მაგრამ სქელი ფარდები ჩამოშვებული ჰქონდა და ოთახში ბნელოდა. უზარმაზარი საწოლის წინ ნახატი ეკიდა, გაურკვეველი ფიგურა იყო გამოსახული ერთი შეხედვით არაფერს ჰგავდა , მაგრამ უამრავი ფერი ირეოდა თითქოს სამყაროში არსებული ყველა ფერი ერთ ტილოზე გადაიტანეს. ერთ კედელს წიგნების თარო წარმოადგენდა, ჭერიდან იატაკამდე სხვადასხვა ფორმის თაროებზე უამრავი წიგნი მოეთავსებინათ , მათი სურნელი მკაფიოდ იგრძNობოდა . საწოლის გარდა ოთახში მხოლოდ ხის უზარმაზარი მაგიდა იდგა წიგნების თაროებს შორის მოეთავსებინათ და საოცრად ეხამებოდა იმ მხარეს. მთელ სივრცეში ალბათ ეს ადგილი იყო მხოლოდ არეული ზედ უამრავი ფურცელი უწესრიგოდ დაეწყოთ, მუშაობის კვალი ეტყობოდა , მაგრამ მათი შემოწმება არც უფიქრია. ოთახიდან ორი გასასვლელი კარი იყო ერთი გარდერობში გადიოდა მეორე სააბაზანოში. ბატონის სივრცე ზედმიწევნით მოწესრიგებული იყო, აშკარად არ უყვარდა ქაოსი და ალბათ ყველა დეტალს აკვირდებოდა.
სარკის წინ მოულოდნელად აღმოჩნდა და საკუთარ გამოსახულებას მზერა გაუსწორა. სხვანაირი იყო, სრულიად განსხვავებული იმ ადამიანისგან წლების წინ რომ მოსწონდა. თვალს არ აშორებდა უფერულ კანს, ჩაცვენილ ღაწვებს, ჩაშავებულ თვალის უპეებს და არეულ თმას მოუვლელობისგან რომ გაუფუჭდა და ძველი ბზინვარება დაკარგა. წლების წინ სიცოცხლეს ასხივებდა ახლა კი ოცი წლით დიდ ქალს ჰგავდა , ცხოვრებისგან დატოვებული კვალი თითოეულ მის ნაკვთს ეტყობოდა. ათი წელი გავიდა , ცხოვრების საუკეთესო წლები იქ გაატარა ციხის კედლებში გამომწყვდეულმა. არ იყო მიმზიდველი, კეკლუცი, ლამაზი გოგონა მომხიბვლელი გარეგნობით რომ აწონებდა თავს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს . ახლა ერთი უფერული ქალი უყურებდა სარკიდან , ჩვეულებრივი ნაცრისფერი ქალი .
აუცილებლად უნდა შეეცვალა საკუთარი გარეგნობა, დაებრუნებინა ძველი შარმი და გაემოეყენებინა ყველა რესურსი რაც ხელთ ექნებოდა. ცხოვრება თავიდან უნდა დაეწყო და ყველა დეტალზე ეზრუნა, ყველაფერი გაეკეთებინა რაც შეიძლებოდა.
დეტალები ქმნიან გარემოს ,რომელში ცხოვრებაც ცვლის სიცოცხლის ხარისხს . პატარა, უბრალო, უმნიშვნელო დეტალები წამყვან მნიშვნელობას იღებენ , გვირგვინს ირგებენ და ელოდებიან დროს როდესაც მათ შეამჩნევენ. ცხოვრებაში არსებული თითოეული ამბავი პაზლის ერთი ნაწილია ,რომლის დაკარგვაც შედეგს მიუღწეველს ხდის.
...........
ღამით დაბრუნდა , სიჩუმეში ნაბიჯების ხმა ესმოდა და შორიდანაც გრძნობდა მის აჩქარებულ გულისცემას. მეზობელ საძინებელში იყო , კომფორტში რომელიც არასდროს ჰქონია , მაგრამ მთავარი მაინც სულის სიმშვიდე იყო. ხორციელი სიამოვნება მარტივად მისაღები იყო , ხელთ ჰქონდა და გამოიყენებდა კიდეც, მაგრამ სულს ასე იოლად ვერ უშველიდა. წესით ღრმა, მშვიდი ძილით უნდა დასძინებოდა იმ გარემოში რომელშიც იმყოფებოდა, მაგრამ გონებამ გათიშვა ვერ მოახერხა. თვალებდახუჭული იწვა და ელოდა, მის მოძრაობას სიჩუმეში ხმამაღლა რომ გაიჟღერებდა. გულისცემაც შეუნელდა,ნაბიჯების ხმა რომ გაიგო და კარი გაიღო. ისე სწრაფად გახსნა ბიჭმა კარი,რომ აშკარად არ ელოდა ქალის იქ ხილვას კედელთან შეჯახებამდე გააჩერა და ფრთხილად დაიძრა საწოლისკენ. მის მზერას გრძნობდა, შინაგანი შიში ძლიერდებოდა , მაგრამ მაინც უძრავად იწვა და ელოდა
-გეშინია ... გაახილე თვალები - არ ელოდა , ვერ წარმოიდგენდა თუ მიხვდებოდა და გაოცებამ უფრო გამოიწვია მისი თამაშის დასრულება. წამოჯდა და საწოლთან მდგომ მაღალ სილუეტს მზერა ააყოლა. თხელი ნაჭრის შარვალი ეცვა , თეძოზე თასმით შეკრული და იმავე ფერის გრძელი ,თხელი ხალათი რომლის ქამარი იატაკზე იყო დაშვებული იმდენად ახლად გამოიყურებოდა თითქოს პირველად ეცვა . გამხდარი იყო , გამოკვეთილი სხეულის კონტური კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა. მისი ჭრელი თვალები ერთადერთი სანათით განათებულ ოთახში სრულიად სხვა ფერად ჩანდა - ჩემ ოთახში რატომ იყავი - ისიც აკვირდებოდა და როგორღაც გააგრძელა საუბარი
-შენს ოთახში არ ვარ ...ხომ გითხარი
-იქ იყავი , შენი სუნი იგრძნობოდა და მოტყუებას ნუ შეეცდები . იდიოტი არ ვარ
-იდიოტი? გგონია ნებისმიერი მოკვდავი ხვდება რომ მის ოთახში საათების წინ ვიღაც იყო? - გაიღიმა და მზერა რომ მოეშორებინა სახეზე ჩამოისვა თხელი თითები. უცნაურად გრძნობდა თავს მის სიახლოვეს და ეს სულაც არ იყო მისი გამოუცდელობით გამოწვეული. ეს მიზიდულობა იყო , გიჟური , არა’ნორმალური მიზიდულობა
-რა გინდოდა ჩემს ოთახში ... რას ეძებდი
-ჩემთვის ვეძებდი ოთახს, რომ მივხვდი ის იყო შენი საძინებელი გადავწყვიტე რომ დამეთვალიერებინა და მომეწონა . არაფერს შევცვლი თუ ოდესმე მოისურვებ ჩემთვის შენი საწოლის განაწილებას მხოლოდ გარდერობს დაემატება ჩემი ნივთები
-და შენ გინდა დამარწმუნო ,რომ მზად ხარ ჩემი ცოლობისთვის? შენ ჩემი გეშინია... გიჟი გგონივარ როგორც სხვებს და კანკალებ. ვერც დაიძინე, ციხიდან როდის გამოხვედი? დღეს ხომ? დავიჯერო იქაც ასეთი რბილი მატრასი ჰქონდა საწოლს ? ასეთი პენუარი გეცვა და ასეთ სააბაზანოში იღებდი შხაპს? არ ვიცი , რატომ არ დაიძინე გათიშულმა მეტყვი? გეშინია, ყოველ წამს ელი თავდასხმას - ქალისკენ დაიხარა და თითები მაღალ ყელზე შეახო- ვგრძნობ როგორ კანკალებ შიშისგან
-შიშისგან არა ... გაურკვეველი მოლოდინისგან , ეიფორიისგან რომელსაც ჩემში იწვევ - გამშრალი ტუჩები ენის წვერით გაილოკა და ბიჭის სიახლოვისგან გამოწვეული სიმხურვალე კიდევ უფრო გაძლიერდა . თავი გვერდით გადახარა, თვალები წამით დახუჭა და შემდეგ მზერა გაუსწორა მის არეულ ჭრელებს- მე შენი არ მეშინია ... ეს მდგომარეობა მშლის
-წადი აქედან ... გაიქეცი სანამ დრო გაქვს თორემ ვგრძნობ გაგანადგურებ - თითები ყბაზე შეახო, ცერი ქვედა ტუჩზე გადაუსვა და მისი სურნელი შეისუნთქა- შენ ჯადოქარი ხარ ... ვიღაც არამიწიერი - თვალები დახუჭული ჰქონდა, ცხვირის წვერით ლოყაზე ეხებოდა - სხვა ხარ და მე რამეს დაგიშავებ - სწრაფად მოშორდა და კარისკენ დაიძრა. მის სილუეტს ჯერ დაბინდული მზერით უყურებდა, მთელი სხეული ეწვოდა და მოძრაობა ძლივს შეძლო უკან რომ გაჰყოლოდა დერეფანში გასულს
-მე უნდა მეშინოდეს და შენ გარბიხარ ... შენ გეშინია ჩემი . მშიშარა ხარ, საკუთარი თავისაც გეშინია და ამიტომ გამოიკეტე აქ ამ კედლებში ისე როგორც პატარა, უსუსური არსება - დერეფანში მიმავალი შეაჩერა და მისკენ სვლა განაგრძო- ხო , შენ ხარ მშიშარა ... ჩემი გეშინია იმის რასაც გრძნობ
-ვგრძნობ ? რამდენი საათის წინ გნახე ...რას უნდა ვგრძნობდე . ერთი არანორმალური ქალი ხარ რომელიც მამაჩემმა იყიდა ... ან იქნებ გაშანტაჟებს - უცებ შებრუნდა და ზემოდან დახედა . გრძელი ატლასის პენუარი ეცვა და მისი სხეულის ყველა კონტურს გამოხატავდა -გემუქრებიან ? ციხიდან ამის სანაცვლოდ გამოგიყვანეს
-მამაშენი არაფერ შუაშია ... არც მუქარა და ძალდატანება . მე მაწყობს შენთან ყოფნა , რაც უფრო მეტი დრო გადის კიდევ უფრო ვრწმუნდები ამაში
-და მე ? მე რას მომიტანს შენთან ყოფნა ხორციელი სიამოვნების გარდა
-მე შენ საყვარლობას არ ვაპირებ- წამსვე ბრაზმა მოიცვა და თვალები აენთო - თუ არ მომინდება თითსაც ვერ დამაკარებ
-უკვე ბევრჯერ დაგაკარე თითი და არა მხოლოდ თითი - მისკენ გადადგა ნაბიჯი და გაიცინა- მოვრჩეთ საუბარს თორემ სულ უფრო და უფრო მეტად მიზიდავ
-რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ მით უფრო გართულდება ყველაფერი... უბრალოდ უნდა გადაწყვიტო და შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ შეიქმნება ჩვენი ურთიერთობა- თვალები აატრიალა და ღრმად ჩაისუნთქა
-საბოლოოდ შემშლი
- აი ხომ ხედავ გიჟი არ ხარ ... გიჟები საკუთარ სიგიჟეზე არ საუბრობენ , არასდროს !
-ათობით ფსიქიატრმა და ნევროპათოლოგმა ზუსტი დიაგნოზი ვერ დამისვა შენ კი ასე უცებ დასკვნა გაქვს- ფართოდ გაიღიმა , თავი უკან გადასწია და ხელები გაშალა- ჩემს წინ თვით საოცრება დგას
-თუ საძინებელში არ დავბრუნდები მოგკლავ და ისევ უკან დაბრუნება მომიხდება , ამჯერად სამუდამოდ - ჯერ უყურებდა , შემდეგ უკან შებრუნდა და სწრაფად დაიძრა ოთახისკენ . ზურგს უწვავდა მისი მზერა, ასე აშკარად არასდროს უგრძვნია მსგავსი რამ . კარი მიხურა და ზურგით მიეყრდნო , იქვე იატაკზე დაჯდა და თვალები დახუჭა. მისი ნაბიჯების ხმა ესმოდა, დერეფანში დადიოდა შემდეგ საძინებელში შეიკეტა და ისევ სიჩუმემ მოიცვა ყველაფერი.
უცნაური პირველი დღე დასრულდა და დაიწყო თავისუფლების ათვლა . ახალი დღე, ახალი ამბებით და მოლოდინით. კარადაში რამდენიმე წყილი ტანსაცმელი იდო , ერთ -ერთი კაბა მოირგო და საძინებელი დატოვა. დერეფანში იმ წამს გამოჩნდა სპორტულ ფორმაში გამოწყობილი ბიჭი, ყურსასმენები მოერგო იატაკს დაჰყურებდა და სუნთქვააჩქარებული მიაბიჯებდა სანამ ქალი არ შენიშნა. წამსვე გაუფუჭდა განწყობა , დაცვარულ სახეზე ხელი ჩამოისვა და უსიტყვოდ განაგრძო გზა
პირველ სართულზე რამდენიმე დამხმარე ქალი იყო , ალაგებდნენ და თან საუზმეს ამზადებდნენ. მაგიდაზე იმდენი კერძი იდო რომ თვალები აუჭრელდა. ქალებს აშკარად გაუკვირდათ მისი დანახვა , მაგრამ არაფერი უთქვამთ თავადაც არ იცოდა საკუთარი სტატუსი და სანამ გაარკვევდა მანამ თავის შეკავება არჩია. ეზოში გავიდა და წინ გადაშლილი სივრცე კიდევ ერტხელ დაათვალიერა, სახლის შესასწავლად დიდი დრო დასჭირდებოდა . მონატრებული ჰქონდა მსგავსი მშვენიერი ხედით ტკბობა და სახლში დაბრუნება აღარც უნდოდა, სუნთქავდა სუფთა ჰაერს და მზის სხივებს სახეს უშვერდა. ყველა უჯრედი თავიდან გაცოცხლდა, ეს ყველაფერი როგორი ჩვეულებრივი იყო და თან როგორი მნიშვნელოვანი. არასდროს აქცევ ყურადღებას მზის ამოსვლას, წუწუნით დგები ანდაც კარგ განწყობაზე ხარ წამით შეხედავ ხედს ფანჯრიდან და დაიწყებ დღეს , არ შეიგრძNობ ამ საოცრებას რომელიც წინ გაქვს. ცხოვრებაში ყველაფერი , ყველა ქმედება ატარებს მცირე დოზით ბედნიერებას , რომელსაც დაკარგვის დროს ვხედავთ მანამდე კი არაფრად ვაგდებთ.
-დიდხანს უნდა მიყურო ? - მზერა რომ იგრძნო პოზა არ შეუცვლია , მაგრამ მოთმენა აღარ შეეძლო. სულს უფორიაქებდა
-სასიამოვნო ხედია ... არავინ მინახავს დილის მზით ასე დამტკბარი
-გიცდია ოდესმე ამ სიამოვნების შეგრძნება ? - თვალებდაწვრილებული უყურებდა , მზის სხივები სახეზე ეცემოდა და ხედვას უძნელებდა
-სიამოვნება რა არის , მზე რომ ხედვას გიშლის და გწვაავს? მე სიბნელეში ყოფნა მირჩევნია
-სულ რომ სიბნელეში დაგტოვონ შემდეგ მიხვდები რა ძვირფასია - თავად მიუახლოვდა ,თითები მაჯაზე მოხვია და ჩრდილს მოაშორა-ღმერთო შენ მზისფერი ხარ - ბიჭის ხვეულები ოქროსფრად ანათებდნენ , ემოცია ვერ დამალა იმდენად ლამაზი იყო მისი წვერიც კი საუცხოო ფერს იღებდა მზის ქვეშ . თითები ინსტიქტურად შეახო მოკლე ხვეულებს და მათი სირბილის შეგრძნებამ ჟრუანტელი მოჰგვარა
-შენი აზრით სანი რატომ დამარქვეს ... სალომემ რომ დამინახა მაშინვე მიხვდა რა უნდა ყოფილიყო ჩემი სახელი - სერიოზული სახით იდგა , მაჯაზე მოხვეულ თითებს უყურებდა - შენი სახელიც კი არ ვიცი ... სრულიად ამირიე თავ-გზა ,საკუთარ სახლში ძილის უფლება მივეცი ქალს რომლის სახელიც არ ვიცი
-დიანა ... დინა გელოვანი
-დიანა , შენც გქონია კავშირი ბუნებასთან ... ქალღმერთი დიანა ნადირობის, ცხოველების, ფრინველების ქალღმერთი - ისე დაიხარა რომ ჩრდილი შექმნა ქალის სახეზე- ქართულად დალი ხარ
-კიდევ ერთი საერთო გვქონია ... - საკუთარი სახელის ისტორიამ წარსული გაახსენა და განწყობა აშკარად შეეცვალა. თითები მოაშორა კაცის ხელს და ისევ მზეს მიუშვირა სახე - უბრალოდ მოდუნდი და იგრძენი მზის სუნი , სითბო ,რომელიც სხვა არაფერს აქვს
-კარგი, ვცადოთ - ჩუმად თქვა და თავი უკან გადასწია, დიდხანს ვერ გაუძლო მზის სხივებს ამიტომ თვალები დახუჭა
-მამას ნადირობა უყვარდა ... ცხოველები , ბუნება . დედას ფეხმძიმობისას მამა დარწმუნებული იყო ,რომ ბიჭი ვიყავი სახელიც ბიჭისთვის ჰქონდათ შერჩეული . დედას მშობიარობა რომ დაეწყო მამა ტყეში იყო , დაბრუნებულს უკვე დაბადებული დავხვდი ... დიანა ამიტომ დამარქვა - პირველად მოყვა ამბავი რომელიც იმ წამს გონებაში უტრიალებდა და არ ასვენებდა. მოყვა და გათავისუფლდა , საოცრად მოეწონა ამბის გაზიარება . თვალები რომ გაახილა სანი უყურებდა , არაფერი უთქვამს ისე შებრუნდა სახლისაკენ . ბიჭის უკან მიჰყვებოდა , მდუმარედ მიუსხდნენ მაგიდას .
კლასიკური მუსიკის ხმა ისმოდა დაბალ ხმაზე, სასიამოვნო იყო და თან უცნაური. საუცხოოდ გამოიყურებოდა სუფრა და ყველაფერი ირგვლივ იმდენად უცნაური იყო თავი ვეღარ შეიკავა . სანი მშვიდად მიირთმევდა, მაგრამ აშკარად არ მოსწონდა კომპანიონი ერთხელაც არ შეუხედავს მისთვის თეფშს არ აშორებდა თვალს
-ყოველთვის მუსიკის თანხლებით საუზმობ?
-მამშვიდებს
-მხოლოდ კლასიკას უსმენ?
-საუბარს ვერ ვიტან , განსაკუთრებით ამ დროს
-არც მე გეხატები გულზე , მაგრამ
-დღეს რომ აქ ხარ ბევრს არაფერს ნიშნავ... შენ აქ არ დარჩები ,დიანა !
-ვივალდის „ზაფხული „ არ მგონია რომ დილისთვის შესაფერისი იყოს პირადად მე ვერ მამშვიდებს , დაკვრას მანდომებს
-ახლა უნდა გავოგნდე იმით რომ ყოფილმა პატიმარმა დაადგინა რომელ მელოდიას ვუსმენ?
-პლებეებიც ვუსმენთ ხოლმე კლასიკოსებს ...
-მე არ ვარ არისტოკრატი და არც გლეხების მიმართ ვარ მტრულად განწყობილი და შენ მე ისევ მაიძულებ საუბარს ... რუტინას ვარღვევ
-რუტინის დარღვევით არაფერი იცვლება , პირიქით ყოველი დღის სხვადასხვა დასაწყისი უნდა აქციო რუტინად
-როგორც გგნებავს ისე მოაწყვე საკუთარი ცხოვრება
-ასე გამოვიდა რომ ჩემი ცხოვრება შენსას დავუკავშირე
-როდის მოხდა ეგ აქტი , რაღაც არ მახსოვს- ჩანგალი ხმაურით დაგდო მაგიდაზე , ხელებით დაეყრდნო ზედაპირს
-ციხიდან მე გამოვედი და კრიმინალივით ფეთქებადი შენ ხარ
-მე მფარველები მყავს და ამ სივრცეში დანაშაულის ჩადენის ალბათობას ამცირებენ თორემ დამიჯერე პოტენციური კრიმინალი ვარ
-სიკვდილის წინ მზისფერ ადამიანს თუ დავინახავ წინააღმდეგი არ ვიქნები - ჩუმად თქვა და ისევ ფარული სინანული იგრძნო საკუთარი აზრების ხმამაღლა გაცხადებით.
-აი თურმე რა, გინდა რომ ვიღაცამ მოგკლას და გადაწყვიტე რომ მკვლელად მე მაქციო
-მგონი მშიდი საუბარი არასდროს გამოგვივა... არადა მაქსიმალურად ვცდილობ გულწრფელი და თავისუფალი ვიყო - ისევ ჩუმად საუბრობდა , ცდილობდა ყველაფერს მაგრამ აზრი არ ჰქონდა- შენ კი ჯიუტად ცდილობ მიზეზის პოვნას... მშვიდად ისაუზმე - ფეხზე წამოდგა თეფშიდან კარაქიანი პური აიღო და ოთახი დატოვა. უცნაური სანახავი იყო, მაგრამ არაფერი ადარდებდა.
ეზოში გავიდა და მშვიდად გაუყვა გზას ... ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს რომელიღაც პარკში იყო , ნაკრძალში რომელიც მალე ხალხით გაივსებოდა ყველა სკამს დაიკავებდნენ და მთელს სივრცეს აითვისებდნენ. სიმშვიდე იყო, სიჩუმეს მხოლოდ ჩიტების ხმა არღვევდა ხეებიც კი ისე მოწესრიგებულად იყო განლაგებული ერთ მწკრივში , ისეთი შეგრძნება დაგრჩებოდათ თითქოს ქვაც არ ეგდო უადგილოდ. რამდენიმე პატარა კოტეჯი იყო სახლისგან მოშორებით , სავარაუდოდ მოსამსახურეები იქ ცხოვრებდნენ. ხელოვნურ ტბამდეც მიაღწია რომელშიც წყალი ქალღმერთის ქანდაკებიდან ჩაედინებოდა . იქ არ იყო ბევრი ყვავილი,მხოლოდ მინდორში ამოსული პატარა ფერადი ყვავილები ჩანდა ბაღი ვერსად შენიშნა არადა ელოდა სხვადასხვა ჯიშის მცენარეებს . აშკარად არ უყვარდა სანის ყვავილებზე ზრუნვა , ყველა ხეს და ბუჩქს ეტყობოდა მებაღის ხელი . ღობე მოშორებით ჩანდა და იფიქრა რომ იქ სრულდებოდა მათი მიწები ამიტომ გზის გაგრძელებაზე აღარ უფიქრია უკან დაბრუნდა .
სახლიდან გამოსული ხმაური რომ გაიგო მაშინვე მიხვდა სტუმრების ვინაობას. დაიგვიანეს კიდეც , მანამდე ელოდა სალომეს გამოჩენას. ქალი აშკარად უკმაყოფილო იყო, ბობოქრობდა და ლევანიც არ ცდილობდა მის დამშვიდებდას. სავარძელში იჯდა და ძალაგამოცლილი ადევნებდა თვალს ოთახში მოსიარულე ქალის სხეულს. სანი მაგიდასთან იჯდა და ოთახში შესული პირველად მან შეამჩნია
-აი დინაც მოვიდა, როგორც სჩანს ჩემმა ეზომ დააინტერესა - ზედმეტად მშვიდი ჩანდა თითქოს სრულიად სხვა ადამიანს უყურებდა
-ძალიან კარგი, აიღე შენი ნივთები ძვირფასო და წავიდეთ . ჯერ ჩვენს სახლში წამოხვალ შემდეგ გადავწყვეტთ როგორ დაგეხმაროთ
-მე მოწყალებას არ ვითხოვ თქვენგან სანისთან თუ არ ვიქნები ვეღარასდროს მნახავთ
-შვილო მომისმინე, ჩემო კარგო შენ ახლა რთულ მდგომარეობაში ხარ ... ალბათ საკუთარი ცოდვა გინდა გამოისყიდო სანის დახმარებით , მაგრამ შენ ვერ უშველი
-საერთოდ არ მგონია ,რომ დახმარება სჭირდება ან ჩემ ცოდვას გამოსყიდვა ...
-არ მინდა ცუდად გამომივიდეს , მაგრამ შენი ფსიქიკის მქონე ადამიანი სანის სიმშვიდეს ვერ მოუტანს თქვენ ერთად საშიშები ხართ. შენ ... შენ ის კაცი აწამე და ღმერთო ვერც კი წარმოვიდგენ ამ სიფრიფანამ როგორ შეძელი - თვალები აემღვრა, სულ მთლად აირია. ისეთი საყვარელი სანახავი იყო დაბნეული , სიტყვებს რომ არჩევდა და თან ემოციებს ვერ აკონტროლებდა. დედა მოენატრა , სუნთქვა შეეკრა იმდენად მოენატრა. უნდოდა ხელები გაეშალა და მისი სითბო ეგრძნო, უნდოდა უცებ გაქცეულიყო და ჩახუტებოდა. წარმოდგენილ კადრებს ვეღარ გაუძლო, თვალები დახუჭა და თითები ყელზე შეიცურა
-ლევან დაურეკე მოვიდნენ ... ორ საათში ხელს მოვაწერთ მე და ქალბატონი მონადირე ცოლ-ქმარი გავხდებით - მაგიდაზე გაშლილი ხელი მსუბუქად დაარტყა , წამოდგა და დიანას მიუახლოვდა - მკვლელი ხარ - ჭრელი თვალები უნათებდა და უცნაურად იღიმოდა- შეშლილი , მკვლელი - თითები ნიკაპზე მოუჭირა და ათრთოლებულ ტუჩებზე ცერით შეეხო
-არა სანი ...სანი მომისმინე ჩემო ბიჭო , ჩემო ერთადერთო გემუდარები არ გინდა
-მინდა , თანაც ძალიან შენ კი ყოველთვის ყველაფერს აკეთებ რაც მინდა , დედა- ბოლო სიტყვა რომ თქვა შემდეგ შეხედა ქალს მანამდე დინას არ აშორებდა თვალს
-ეს სიგიჟეა და მშვენივრად იცი ,რომ არაფერი გამოვა
-გააჩნია ვის რა გვინდა რომ გამოვიდეს ... ჩვენ ოთხ შორის ყველას სხვადასხვა რამ გვინდა ამ ქორწინებიდან ...როგორი საინტერესოა - ტაში შემოჰკრა და თვალები გაუბრწყინდა- მზად ხარ უფკრულში გადმოეშვა ?
-მე უკვე წლებია მანდ ვარ
...............
გათხოვდა ...
ცოლი გახდა და მიიღო სტატუსი რომელიც შესაძლოა სამუდამო გამხდარიყო. სრულიად მარტო იყო სამყაროში არავინ იზიარებდა მის ტკვილის, ვერც სიხარულს გაუზიარებდა სხვას მხოლოდ საკუთარი თავი ჰყავდა და ამ სიცარიელეს ვეღარ ერეოდა. ყოველთვის როცა ქორწინებაზე ფიქრობდა, იმ მცირე დროში ყოველთვის მშობლების რეაქციას წარმოიდგენდა, მათ ბედნიერებით სავსე სახეებს ხედავდა ახლა კი ისინი არ იყვნენ , მარტო იყო არც სიყვარულით დაბრმავებული გოგო იყო . მთელი მისი ცხოვრება იმდენად გაურკვეველი იყო უფსკრულში იდგა და ელოდა სიბნელეში სინათლის სხივის გამოჩენას
-უკვე მეგონა რომ მარტო დარჩენას ვეღარ მოვახერხებდით - სიჩუმეში მისი ხმა იმდენად ხმამაღლა ჟღერდა ,რომ წამით დაიბნა , თითქოს ვერც მიხვდა რა ხდებოდა მის ირგვლივ. სანი ღვინის ბოთლითა და ჭიქებით ხელში ფეხშიშველი მიაბიჯებდა . პერანგის ღილები ბოლომდე გაეხსნა და ჭრელი თვალებიც საეჭვოდ უბრჭყვიალებდა
-დალევას ვაპირებთ?
-არ მითხრა რომ არ სვამ - წარბები მაღლა აზიდა , ხელი წელზე მოხვია და საძინებლისკენ უბიძგა- გთხოვთ ძვირფასო ქალღმერთო
-სანი მე მგონია ,რომ
-დამშვიდდი, ნუ გეშინია დღეს შეტევა არ მექნება ... წამლები არ მიმიღია და ღვინოც არ იმოქმედებს
-ეს არ მიგულისხმია , თავად უკეთ იცი რა გინდა რომ გააკეთო
-მე კი მეგონა ახალი ძიძა მიპოვნეს ... დავიჯერო არ აპირებ შენი წესებით მათამაშო?
-წესები საერთოდ არ მინდა რომ გვქონდეს ... მეზიზღება გეგმები , ჩარჩოები, საზღვრები და წესები - თეთრი კაბა ეცვა ისევ , თმები მაღლა ჰქონდა აწეული და მოშიშვლებულ ზურგსაც არაფერი უფარავდა. სანი საწოლზე დაჯდა და მზერა რომ გაუსწორა ისევ სუნთქვა შეეკრა. საოცრად გამოიყურებოდა, დახვეწილი გარეგნობა ჰქონდა ხელოვნების ნიმუშს ჰგავდა რომელზეც მოქანდაკე მთელი გრძნობით მუშაობდა . მაღალი ყელი, გამოკვეთილი ლავიწები, თეთრი კანი და თითოეული ნაკვთი რომელიც ერთად საოცარ სინთეზს ქმნიდა არაფერი იყო მეტი ან ნაკლები
-შესანიშნავია - ინსტიქტურად წამოსცდა სიტყვა და გამშრალი ტუჩები ერთმანეთს დააშორა . ღვინით აავსო ბოკალი და რამდენიმე ყლუპი მოსვა- მანდ აპირებ დგომას ? შენი ნივთები გარდერობშია უკვე ... იმ საოცარი პროცესიის დროს გადმოიტანეს - თვალები აატრიალა და ბოკალი მაღლა ასწია-თუმცა ეგ კაბა საოცრად მომწონს და თუ არ გაწუხებს ვისურვებდი ,რომ გეცვას
-აკი არ აპირებდი შენი სივრცის ჩემთვის განაწილებას
-ქორწინებასაც არ ვგეგმავდი გუშინ , მაგრამ დღეს ჩემი ცოლი ხარ - საწოლის ცენტრში დაჯდა დინაც. ფეხმორთხმული, წელში გამართული იჯდა სანის წინ. ჭიქა გამოართვა და დაელოდა როდის გაავსებდა- აი ეს უკვე მომწონს
-სადღეგრძელოს გარეშე დალევა დანაშაულიაო მამა ამბობდა ამიტომ მოდი ჩვენს პირველს გაუმარჯოს- წამიერი პაუზის შემდეგ თქვა და სანის გაოცებაც გამოიწვია
-ჰმ , საინტერესო მინიშნებაა
-პირველად ვაპირებ ერთ ჭიქაზე მეტი დავლიო
-ნუთუ
-არ გჯერა ხომ?
-არ ვიცი , მკვლელი რომ ხარ ეგეც არ მჯერა ... იქნებ დაგაბრალეს- წითელ სითხეს დაჰყურებდა ,თითქოს უბრალო კითხვას უსვამდა- სისხლისფერია ეს ღვინო არა?
-არა ... სისხლი სულ სხვა ფერია , სხვა სუნი აქვს და გემოც
-გემო ?
-შეგეშინდა? - გაიცინა და ჭიქა ბოლომდე დაცალა- გემრელია
-რა , სისხლი?
-არა , ღვინო - თვალებში უყურებდა და გრძნობდა როგორ უთბებოდა სხეული. მოსწონდა , საოცრად იზიდავდა და ეს შეგრძნება სიამოვნებისგან აგიჟებდა- სისხლის გემო რომ დამარტყეს მაშინ გავიგე ... შენთვის ტუჩი არასდროს გაუხეთქავთ ოქროს ბიჭუნავ?
-კი , იყო რამდენიმე შემთხვევა ... პირველს გაუმარჯოს , შენთვის დალევას ჩემთვის ქორწილს
-ჩემთვისაც პირველი ქორწილია
-მკვლელობა რამდენი იყო
-პირველი და იმედი მაქვს უკანასკნელიც
-არ მოგეწონა?
-მკვლელობამდე მისასვლელი გზა არ მომეწონა - გაჩუმდა და მზერა მოარიდა- გინდა ამ ღამით ჩემ დანაშაულზე ვისაუბროთ?
-მინდა რომ მომიყვე დანაშაულზე
-მე დანაშაული არ მაქვს, მე მხოლოდ შური ვიძიე , სამართალი აღვასრულე და პასუხი ვაგებინე
-სწორედ ეგ მაინტერესებს მეც
-რატომ დათანხმდი - ღვინის წვეთებით დანამული ტუჩი კბილებსშორის მოიქცია და ბიჭს ქვემოდან ახედა
-შენ გამო- თვალს არ ახამხამებდა, ის ეუყურებდა თითქოს მალე ქანდაკებად იქცეოდა-დამაინტერესე
-გინდა რომ შენზე დიდი გიჟი შეისწავლო?
-საინტერესოდ მოწოდებული ინფორმაციიაა , რაღაც მსგავსი ... არ მომიყვები ?
-არა !
-რატომ არ თვლი რომ უნდა ვიცოდე ვინ არის ჩემი ცოლი?
-ვერ მოგიყვები ჩემი ცხოვრების მთავარ ამბავს , არ გენდობი
-კარგიი , როგორც გინდა ... მე მოძალადე ქმარი არ ვიქნები - ფეხზე წამოდგა, ჭიქიდან ისევ მოსვა ღვინო და მაგიდისკენ დაიძრა. იქედან საქაღალდე აიღო და თან ლეპტოპში დინასთვის უცნობი მელოდია ჩართო. ხმა მოულოდნელად გავრცელდა ოთახში , მელოდიას სანის სიტყვებიც მიჰყვა
-ბრალდებული დიანა გელოვანი , 19 წლის ... ასეთი პატარა იყავი ? მე არ ვიცი ახლა რამდენის ხარ?
-საიდან გაქვს...ლევანმა მოგცა?- გაბრაზდა, არ მოსწონდა ეს მდგოამრეობა. ის ისე იქცეოდა როგორც სურდა
-არა , მე სხვა ინფორმატორებიც მყავს საერთოდ რომ იცოდე არც ისეთი უნარშეზღუდული ქმარი გყავს ... გავაგრძელო კითხვა თუ მომიყვები
-რადგან არ იშლი და გინდა რომ ქორწინების პირველ ღამეს გიამბო იდეალურ მკვლელობაზე , დავემორჩილები ძვირფას ქმარს- კიდევ ერთხელ დააცარიელა ჭიქა და ფეხზე წამოდგა. ფურცლები გამოართვა და თავიდან მოიშორა - ვიცეკვოთ?- მელოდია შეიცვალა და უეცრად ცეკვა მოუნდა. ხელები მხრებზე შეუცურა და მიუახლოვდა, იცოდა მასზე მოქმედებდა და საკუთარი ძალა მოსწონდა , მისგან წამოსული მუხტი სასიამოვნოდ ვრცელდებოდა მთელს სხეულში. ხელების შეხება იგრძნო შიშველ ზურგზე და თვალები ინსტიქტურად დახუჭა, გაეღიმა - წლებია არ მიცეკვია ... ადრე მიყვარდა , იქნებ აღარც კი მახსოვს - საუბრობდა და ბიჭის მოძრაობას ისე ჰყვებოდა თითქოს მისი სხეულის ნაწილად იქცა-15 წელი მომისაჯეს... 10 ციხეში გავატარე , რამდენიმე დღეში 29 წლის გავხდები . საკუთარ დაბადების დღეზე მოვკალი კაცი ,რომელსაც დანით მრავალი დაზიანება მივაყენე. მანდ წერია რომ სულ 18 დარტყმა განვახორციელე - თვალები გაახილა და სანის დანისლულ ჭრელებს შეხედა. მისი თითები ხერხემალს მიუყვებოდნენ , მოძრაობას არ წყვეტდდნენ. მელოდიას აყოლებდნენ სხეულს და საოცარ ჰარმონიას ქმნიდნენ. თავი უკან გადასწია და ბიჭის მკლავზე გადაწვა. თვალები ისევ დახუჭა და მისი თითები ყელზე რომ შეეხო ინსტიქტურად წასკდა კვნესა- არ მახსოვს როდის დავარტყი , ან რამდენჯერ ... ვიცოდი სად უნდა დამერტყა რომ ტკენოდა და არ მომკვდარიყო. ბევრი სისხლი იყო ბოლოს - საუბარი განაგრძო სანი კი ისევ დუმდა, მის მზერას გრძნობდა სხეულზე, აჩქარებულ გულისცემას ისმენდა და ცხელი თითები ტანზე რომ ეხებოდნენ ისევ გონებას უფანტავდნენ- ყველგან სისხლი იყო და ხმა რომელიც პატიებას მთხოვდა, შეჩერებას მთხოვდა შემდეგ მევედრებოდა რომ მომეკლა, დამესრულებინა - მკერდზე მიეკრო. თითები თმაში შეუცურა და თითქმის შეეხო მის ტუჩებს ტუჩებით- მაგრამ არ მომიკლავს , სისხლისგან დაიცალა და ბოლომდე ტკიოდა -თავს გახსენების უფლება არ მისცა,როგორც კი კადრები გაჩნდნენ მაშინვე შეეხო სანის ტუჩებს და სხეულში დანთებულ ცეცხლს საშუალება მისცა ბოლომდე მოეცვა ყველა უჯრედი
-შენ იქნები ის ვინც მომკლავს - სუნთქვა აჩქარებული უყურებდა და იღიმოდა- დამპირდი რომ შენ იქნები ის ვინც შეწყვეტს ჩემ ჯოჯოხეთს - ერთი ხელი კეფაზე ჰქონდა მიბჯენილი , მეორეს თითებს მის სახეზე დაატარებდა - მე ,რომ უკონტროლო გავხდები ... მართლა რომ შევიშლები, რომ ვერ გავუძლებ შენ მომკლავ ... ყველაზე დახვეწილი, ლამაზი სიკვდილით , ამ თითებით - მისი მტევანი ტუჩებთან მიიტანა და სათითაოდ ყველა თითზე აკოცა გაოგნებულს
-სანი
-ნუ ღელავ, ჯერ კიდევ დიდხანს არ მოვა დრო ...მოვემზადებით - ისევ აკოცა და შემდეგ მოშორდა. ჭიქები ღვინით აავსო, დინას მიაწოდა და გაღიმებულმა შესვა სისხლისფერი სითხე
-შენ აფრენ - ჩუმად თქვა , ღვინო ისევ დალია და ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა - გინდა რომ მოგკლა ?
-ახლა ამაზე ფიქრი არ გინდა , მე არ მინდა ამ ღამეს არა- მელოდია შეცვალა და ისევ მოხვია მკლავები - შენთან ცეკვა სასიამოვნოა ... პირველი ხარ ვინც მომინდა- შუბლით შუბლზე მიეყრდნო და შემდეგ ყბაზე მიაწება ტუჩები . თმაზე დამაგრებული სარჭი მოაშორა და თითები შეუცურა- ეს შეგრძნება საშიშია, მაგრამ იმდენად მომწონს ვნებდები
-მე და შენ იმდენი საერთო გვაქვს მეშინია ჩემი წარმოსახვის ნაყოფი არ აღმოჩნდე ... ილუზია რომელიც გაქრება და მივხვდები, რომ შევიშალე- თავი მხარზე დაადო და თვალები დახუჭა-მეშინია ამ სიმშვიდის შენთან რომ ვგრძნობ, აუხსნელია და მეც ვნებდები , ოღონდ არ გაქრე
-ნამდვილი ვარ ... ჩვენი სიგიჟე მოჩვენებებით არ გამოიხატება - თავი დახარა , ტუჩები შუბლზე მიაწება და ცეკვა განაგრძო .
მთელი ღამე ისმოდა მუსიკის ხმა ,რომელიც სახლში გავრცელებულ სიჩუმეს ებრძოდა. ორნი ავსებდნენ სიცარიელეს
...........
დილით უეცრად გაეღვიძა, სუნთქვაშეკრულმა გაახილა თვალები და რამდენიმე წამი დასჭირდა გონს მოსასვლელად. საწოლში იწვა სანის გვერდით , თეთრი კაბა ისევ უფარავდა სხეულის ნაწილს . სანი მასთან ახლოს იყო , მუცელზე იწვა და მკლავი დინას სხეულზე ჰქონდა მოხვეული . მშვიდი სახე ჰქონდა , უშფოთველად ეძინა , გამორჩეული იყო და მისი შეხების სურვილი იმდენად ძლიერი იყო დინამ თავი ვერ შეიკავა. პირველად უყურებდა კაცის მშვიდ ძილს და საოცრად მოსწონდა ეს პროცესი. თავი უსკდებოდა ღვინომ თავისი შედეგი გამოიღო , მაგრამ ამასაც ვერ გრძნობდა სანის ოქროსფერ თმას რომ შეეხო ყველა უჯრედი აუფეთქდა , გაცოცხლდა და ღიმილი მოეფინა მთელს სახეზე . ბიჭის სუნთქვას კანით გრძნობდა , მის თითოეულ ამოსუნთქვას აკვირდებოდა თითებით ფრთხილად მიუყვებოდა სახის კონტურს ის ის იყო ყელზე გადავიდა მკლავში რომ წვდა და შეშლილი მზერა მიაპყრო
-არ შემეხო...
-სანი - არ ელოდა ასეთ რეაქციას, თუ გააღვიძებდა ესეც ვერ იფიქრა . მის ქვეშ იყო მოქცეული და ქვემოდან უყურებდა მის ჭრელ თვალებში გაჩენილ დემონს
-შენ ხარ -თითები უცებ მოადუნა და მაჯაზე აკოცა- არ მიყვარს რომ მეხებიან , მაგრამ ვეცდები ტვინმა გაიაზროს შენ ხარ და არა სხვა- ბოხი ხმა ჰქონდა, ძილის დროს შეპარული ხრინწი უცნაურს ხდიდა. თითები ქალის მკლავზე აასრიალა და ყელზე შეუცურა- დილამშვიდობისა , ცოლო - ღიმილი გაუკრთა სახეზე და შემდეგ მის ტუჩებს შეეხო . დინას საწოლზე ჰქონდა გაშლილი ხელები და ისევ არ ეხებოდა , ტუჩების მოძრაობას ინსტიქტურად აჰყვა , თითების შეხება კაბის ქვეშ ბარძაყზე რომ იგრძნო წამსვე შეკრთა და სხეული დაეჭიმა
-არ მიფიქრია შენი გაღვიძება , სხვა დროს გავითვალისწინებ ... მაპატიე
-არაუშავს , შენთან სიახლოვე მომწონს ახლა უბრალოდ ტვინმა ვერ აღგიქვა დილით ჩემ გვერდით არავინ იყო - საწოლის მეორე მხარეს დაწვა და მზერა მიაპყრო- მე დილით დავრბივარ ან ვცურავ
-ცურვა ალბათ აღარც მახსოვს ... სირბილი არ მიყვარს
-გავიხსენოთ
-შენი ასეთი სახეცვლილი დამოკიდებულებით მაშინებ და ძალიან არ მინდა რამე ცუდს გეგმავდე - საწოლიდან სწრაფად წამოდგა და გარდერობში შევიდა. წარმოდგენა არ ჰქონდა იქ რა იყო , ნივთებს გადახედა და სააბაზანოში შესასვლელად მოემზადა
-არაფერს ვგეგმავ ...უბრალოდ დადებითი ემოციები მაქვს და სანამ ასე გაგრძელდება მეც შესაბამისად მოვიქცევი . ალოგიკურია ?- დინას წინ დადგა და წასვლის საშუალება არ მისცა
-ჩემი აქ ყოფნის მთავარი არგუმენტი სწორედ ეგ ემოციებია და იმედი მაქვს არასწორად არ მესმის საკუთარი შინაგანი ხმა
-შეიძლება ?- ხელი წელზე შეუცურა და კაბის ელვას თითებით შეეხო
-ეს არათანაბარ მდგომარეობას ქმნის ...
-მინდა გიყურო , მაინტერესებ
-ასე ნუ მიყურებ ... უთანასწორო ბრძოლაა შენი თვალები
-ჩემი თვალები რა შუაშია - ხელი მოაშორა და წარბები შეკრა
-წარმოდგენა თუ გაქვს როგორი ხარ ... არ მჯერა რომ ამას ვამბობ
-ვერ ვხვდები რა გინდა...რატომ მირევ გონებას - არეულ თმაზე ხელი გადაისვა და უკან დაიხია
-რა მინდა ... ბევრი რამ ,იმდენი რომ ჩამოთვლაც კი დიდ დროს წაიღებს- ხელი ჩაკიდა და სარკის წინ დადგა -შეხედე საკუთარ თავს და მითხარი რას ხედავ
-რას უნდა ვხედავდე
-კარგი , ელვა გახსენი- სანის წინ დადგა და დაელოდა- სანი იმედი მაქვს იცი ქალს კაბა როგორ უნდა მოაშორო
-არა , არასდროს მქონია სურვილი თავად მომეშორებინა მათთვის კაბა ...ზოგჯერ საერთოდ არ მინდება რომ გაიხადონ- თითები შიშველ ზურგზე შეახო და ფრხილად გახსნა ელვა . მხრები გაუშიშვლა , კაბა ქვემოთ ჩასრიალდა და იატაკზე დაეცა
-არავინ მოგწონდა სანი?
-არა ... მხოლოდ ერთი მიყვარდა წლების წინ - ხმა შეეცვალა, უყურებდა და თითებს ნელა დაატარებდა მის ათრთოლებულ სხეულზე- შენ ?
-მე მყავდა შეყვარებული მკვლელობამდე დავშორდით - თავი გვერდით გადასწია და ბიჭს შეხედა - რას ხედავ ?
-ულამაზეს ქალს
-უფრო კონკრეტულად ვცადოთ მე ვხედავ ახალგაზრდა, ოქროსფერთმიან კაცს , ულამაზესი ჭრელი თვალებით ,რომელიც სუნთქვას მიკრავს ,რაც უკვე სისუსტეა . ვხედავ სილამაზეს, უცხოს და სხვა’ფერს ... მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს
-შენ ... ნამდვილად ასე ფიქრობ ?
-შენზე ნებისმიერი ქალი დაკარგავს გონს ...არა ვტყუი , ამის შანსი აქამდე გქონდა ახლა მხოლოდ ჩემით მოგიხდება დაკმაყოფილება
-კარგად შეხვედი ცოლის როლში ... მსახიობური მონაცემები შესანიშნავად გაქვს განვითარებული - უკან დახევა სცადა ,მაგრამ არ გაუშვა
-შენ საკუთარი თავი არ გიყვარს !
-უნდა მიყვარდეს ? შენ წარმოდგენა არ გაქვს
-არ მაინტერესებს რა გგონია , ყველაფერი სისულელეა შენ საკუთარი თავი უნდა დაინახო ისეთი როგორსაც მე გხედავ
-კარგი , ახლა ვნახოთ მე რას ვხედავ- უცებ შეაბრუნა , ზურგიდან აეკრო და ლოყა მის ლოყას შეახო- თეთრი კანი , გამჭვირვალე თაფლისფერი თვალები ,რომლებიც მზის სხივების დაჭერისას ბრჭყვიალებენ . წაბლისფერი თმა ,რომელსაც უცნაურად სასიამოვნო სურნელი აქვს არა ხელოვნური , არა პარფიუმის , რაღაც ბუნებრივი ,თავბრუდამხვევი - ცხვირის წვერი კანზე გაუსვა და შემდეგ თმაზე გადავიდა . სურნელი შეისუნთქა და თითები მუცლიდან გულმ-მკერდზე გადაიტანა- დახვეწილი სხეული ,რომელიც ჯანდაბა ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია- ისევ დინას თმაში ჰქონდა სახე ჩამალული ,თითები გამკვრივებულ დვრილზე შეახო და გაეღიმა კვნესის ხმა რომ გაიგო - ასე არ შეიძლება , მე შენ არ მიყვარხარ და ასე არ უნდა მინდოდე - ყელს უკოცნიდა და თითების მოძრაობას არ წყვეტდდა
-ასე არ შეიძლება ...
-შენ ხომ საზღვრები არ გიყვარს ვინ საზღვრავს რა შეიძლება და რა არა
-და შენ ყველაფერს ისე აკეთებ როგორც გინდა?- თითები მაჯაზე შემოხვია და მისი ხელი მენჯთან გააჩერა- მეეჭვება იცოდე რა გინდა და რისი გაკეთება შეგიძლია, მაგრამ გავაკრვევთ - ტუჩები დაუკოცნა და წამებში გაქრა ისე თითქოს იქ არც ყოფილა. სანი ისევ იქ იდგა და ირგვლივ გაოგნებული იყურებოდა.
სააბაზანოში დიდხანს დარჩა , დუშის ქვეშ იდგა და დამშვიდებას ცდილობდა. შინაგან ფორიაქს ასე მარტივად ვერ გაუმკლავდებოდა ყველაფერი ახალი იყო მისთვის იმდენად უცხო ,რომ სრულ ინსტიქტს იყო მინდობილი რაც დანაღმულ ველზე სიარულს ჰგავდა , ყოველ წამს აფეთქებას ელოდა. დრო ზედმეტად ნელა გადიოდა, ეს სიმშვიდე,მდორე ცხოვრების რიტმი უკვე ყელში ჰქონდა ციხემდე , იმ ჯოჯოხეთამდე რომელიც მის ცხოვრებაში იყო ყოველ წამს იყენებდა მუდამ რაღაც საქმეს აკეთებდა ძილისთვისაც კი არ ემეტებოდა საათები ახლა კი ისევ გამოიკეტა. სუფთა ჰაერზე, მზის ქვეშ, სიმწვანესა და ფუფუნებაში , მაგრამ მაინც ერთ სივრცეში იყო გამომწყვდეული და ემოციურ გადატრიალებას უწყობდა საკუთარ თავს სანის საშუალებით .
სააბაზანოდან გასვლის შემდეგ მთელი დღე ელოდა, მაგრამ არსად ჩანდა. უბრალოდ ვერ იპოვნა თითქმის ყველა ოთახი შეამოწმა ,მაგრამ არ იყო. ეზოს უმეტესი ნაწილიც მოიარა , ბოლოს საშინლად გაბრაზდა და შეეშვა.

ეზოში იჯდა და ცდილობდა ახალი ტელეფონის ფუნქციების გარკვევას თან საკუთარი მდგომარეობა აგიჟებდა იმდენად ჩამორჩენილად გრძნობდა თავს ეს ყველაფერი მის თვითშეფასებას მიწაზე ანარცხებდა . ცოტაც და მოიფქრიალებდა ძვირადღირებულ აიფონს ბატონი სანი რომ გამოჩნდა და ყურადღება მასზე გადაიტანა
-აქ რას აკეთებ ამ დროს? არ ივახშმებ ჩემთან ერთად?
-მეგონა გაიქეცი
-მე სახლიდან არ გავდივარ
-შენ რა დამცინი? მთელი სახლი შემოვიარე ...იქნებ უჩინარი ხდები
-სახლში არ ვიყავი , საქმე მქონდა და ჩემს კოტეჯში ვმუშაობდი ... აშკარად გამიგრძელდა , მაგრამ თაფლობის თვეშიც მიწევს მუშაობა
-მუშაობა, კოტეჯში ... რომელ კოტეჯში ისინი ხომ მოსამსახურეებისთვისაა
-როგორც სჩანს მე უნდა გაჩვენო ყველაფერი ... შენ რას აკეთებდი მთელი დღე? - გვერდით მიუჯდა და მობილურს დახედა
-ამ საშინელების შესწავლას ვცდილობდი, მაგრამ მაგიჟებს. მე რომ ჩამსვეს მაშინ ჯერ კიდევ ღილაკები ჰქონდა , გასაშლელი იყო და ჯანდაბა მე საშინლად ჩამოვრჩი ცხოვრებას
-ქვის ხანის ადამიანი მყავს ცოლად , ეს უკვე ზედმეტად მიმზიდველი და ეგზოტიკურია
-შენ მე დამცინი და ეს სისასტიკეა
-იცი ძალიან გაგიმართლა , მიუხედავად იმისა რომ ეპილეფსია მაქვს, ზოგჯერ ფსიქიატრების პაციენტიც ვარ , უამრავ პირველი ჯგუფის ტაბლეტს ვსვამ და კიდევ ათასი პრობლემა ბევრ ჰაკერზე მეტი ვიცი... ჰაკერი იცი რას ნიშნავს?
-სანი - ბიჭის ხუმრობაზე წარბები შეკრა და ხელი მხარზე დაარტყა-მაბრაზებ
-ვივახშმოთ, ჩემ განრიგს ვერ დავარღვევ... წამლებს დავლევ ჩემს ტვინს იმ უბედურება ქიმიური ნაერთებით გამოვკვებავ და ჩაგიტარებ გაკვეთილებს ინფორმატიკაში - ხელი მოხვია, სკამიდან წამოაყენა და სახლისკენ წაიყვანა - დაფიქრდი სანაცვლოდ რას შემომთავაზებ
-შენ გამომძალველი ხარ
-შენ კი ბრაზიანი
-ასე თუ გავაგრძელებთ მალე ავფეთქდები
-ნუ ცდილობ შემაშინო - თავი გააქნია და ლოყაზე მშვიდად აკოცა- არ გამოგდის
-უკეთ ვეცდები- სკამი გამოსწია და დაელოდა როდის დაჯდებოდა- ჯელტმენიც ხარ ...
-სალომეს დამსახურებაა
-უზომოდ უყვარხარ , დედაჩემს ჰგავს და რომ ვხედავ მინდება ჩავეხუტო...
-თუ დაარწმუნებ ,რომ ჩემთვის საშიში არ ხარ ნებისმიერ დროს შეძლებ ჩახუტებას. გიჟდება მოფერებაზე, წარმოუდგენლად თბილი და კეთილია ჩემი სალომე
-მეეჭვება შევძლო, ის დედაჩემი არ არის ...არც არავინ იქნება მისი შემცვლელი . უბრალოდ მახსენდება და
-და გტკივა ... რა შეემთხვა
-ვახშმის დროს სჯობს ჩუმად ვიყოთ ... შემდეგ გაკვეთილი გვაქვს არ დაგავიწყდეს- გაჩუმდა , სანიც გადაღლილი იყო . ვახშმის დასრულებამდე ჟღერდა კლასიკური მელოდია , რომელიც გონებაში არსებულ ქაოსს ებრძოდა.
.........
გვიანი იყო უკვე სანიმ სახლიდან რომ გაიყვანა და ეზოს უკანა ნაწილისკენ დაიძრა. ლამპიონები ანათებდა, ცა ვარსკვლავებით იყო სავსე და სასიამოვნოდ მშვიდ გარემოს ქმნიდა . ერთხანს ჩუმად მიდიოდნენ , შემდეგ ღობეს მიუახლოვდნენ და სანიმ კარი რომ გააღო დინა სულ გაგიჟდა
-სად მივდივართ
-ჩემ კოტეჯს გაჩვენებ ... იქ მაქვს ძირითადი ტექნიკა და გაზიარებ ამ საუკუნის ტექონოლოგიური მიღწევების ძალას
-გინდა მითხრა რომ აქ არ სრულდება შენი ეზო და კიდევ გრძელდება?
-ხო , არ იცოდი?
-მეგონა სულ ეს იყო ... ისედაც ბევრია იმ სახლის ფონზე
-თავიდან ძალიან პატარა ეზო იყო, მერე მივხვდი რომ მეტი მჭირდებოდა და ბოლოს ირგვლივ თითქმის ყველა მიწა ვიყიდე და გამოვიყენე. საკმაოდ ძვირი ინვესტიცია გამოდგა, თუმცა სულ რაღაც ექვსი თვის შემოსავალია - მშვიდად განაგრძო საუბარი და ეზოს მეორე ნაწილში გადაინაცვლა.
-საკუთარი ციხის კედლები გააფართოვე ... გასაგებია . მაინც რას აკეთებ ხოლმე სახლში სირბილის, ცურვისა და მუშაობის გარდა
-ასეთი ცინიკური ტონი ნუ გაქვს , არ გიხდება
-არც შენ გიხდება სახლში გამოკეტვა ისე თითქოს სასჯელს ემალები
-იქნებ ვიმალები კიდეც
-ვის ემალები
-ყველას , ადამიანებს რომლებსაც ვერ ვიტან
-ტყუილია , შენ ისინი არ გძულს
-მიზეზი არ მაქვს ? ისინი ბავშობიდან ჯოჯოხეთის მოციქულები იყვნენ, მუდამ რაღაც გამორჩენაზე ფიქრობენ , ეგოისტი ნაბიჭვრები არიან და შეუძლიათ ნებისმიერ ცხოველზე მეტად დაუნდობლები და საშიშები იყვნენ . ადამიანი ყველაზე ავხორცი ქმნილებაა რაც კი რამ ღმერთს შეუქმნია
-გეთანხმები , მაგრამ ადამიანები ქმნიან ისეთ საოცრებებს რომელთა არ ნახვა და არ შეგრძნება დანაშაულია . საკუთარი თავის მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულ... მე ვფიქრობ რომ ერთხელ ვცოცხლობთ და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა რესურსი , ძალა და საშუალება რათა მივიღოთ ყველაფერი რაც ცხოვრებას შეუძლია მოგვცეს
-ამას ამბობს ქალი რომელმაც 10 წელი ციხეში გაატარა
-და ამ ათი წლის განმავლობაში გააკეთა ყველაფერი რისი გაკეთებაც იქ შეიძლებოდა... იქედან გამოსვლა არ შემეძლო , ვერაფერს ვნახულობდი და ცხოვრების რიტმს ვერ ვყვებოდი რასაც აუცილებლად გამოვასწორებ ახლა , მაგრამ უამრავი რამ ვისწავლე
-რა შეიძლება ციხეში ისწავლო ...
-ვკითხულობდი ამას გარდა იქ ქალებს სხვადასხვა ხელსაქმეს ასწავლიან და თითქმის ყველაფერი ვცადე . ზოგი არ გამომივიდა, ზოგიც გამომივიდა და სამკაულების დამზადებიდან დაწყებული მზარეულობით დასრულებული ყველაფერი ვისწავლე
-გამოდის მე საკუთარ თავთან დამნაშავე ვარ წლების განმავლობაში აქედან რომ არ გავდივარ და ხალხთან არ ვურთიერთობ?
-იცი შესაძლებელია ხალხთან არ დაამყარო კომუნიკაცია პრინციპში ამის საჭიროება არც გაქვს , მაგრამ არის ისეთი გამოწვევები რომლებიც უნდა მიიღო
-მე ყველაფერს ვერ გავაკეთებ... ჩემთვის აუზში ჩასვლაც რისკია , შეიძლება შეტევა დამეწყოს და დავიხრჩო. ხეზეც ვერ ავდიოდი ბავშვობაში და სულ რომ მთასვლელობა მომინდეს ვერ შევძლებ. ვარჯიშიც კი არ შემიძლია ყველა საშუალებით ... მე ნორმალური არ ვარ
-ვიღაც ბრმაა, ვიღაც ყრუ-მუნჯია, ვიღაც ვერ დადის ზოგს ფული არ აქვს, ზოგს სურვილი და ყველაფერს ვერ აკეთებს , მაგრამ შეიძლება ისეთი ნაბიჯების გადადგმა რომელიც საფრთხის ქვეშ არ დაგაყენებს. შენ ხომ მაინც ცურავ იმიტომ რომ გიყვარს, გსიამოვნებს და რისკავ
-ნიჭი გაქვს იცი?
- ზოგადად ნიჭიერი ვარ, ვიცი
-დარწმუნების ნიჭი გაქვს , ზუსტად ხვდები რა თემაზე უნდა მესაუბრო რომ მიმიყვანო დანიშნულების ადგილამდე . ამ ლამაზ თავში გამომწყვდეულ ტვინში საოცარი გონება გაქვს - ზემოდნა უყურებდა და სვლას აგრძელებდა.
-მე გეუბნები იმას რასაც ვფიქრობ და როდესაც ადამიანის დარწმუნება გინდა იგონებ რაღაცებს, იტყუები, მლიქვნელობ ათას ხერხს იფიქრებ რომ გააბრუო
-ესეც გაგიკეთებია ხომ ასეა ... აი ჩემი რეკრეაციული ზონა - აუზიც გამოჩნდა , ხის სახლი და ისევ ხეეები
-სუფთა ჰაერის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივი, რაც ქალაქში ცხოვრებას ნამდვილად სჯობს
-ცურვის გახსენებაზე რას ვამბობდით დილით? - აუზთან დაჯდა და ქვემოდან ახედა დინას- განტვირთვის საოცარი საშუალებაა
-მე კი მგონია რომ კუნთები ამტკივდება და დავიქანცები
-რა უცანური ხარ - ხმამაღლა გაიცინა და მოულოდნელად დაიწყო გაშიშვლება. სანამ დინა გონს მოვიდა უკვე საცვლით იდგა და მისკენ მიდიოდა - არგუმენტად ქმედება გამოდგება მხოლოდ ამაზე საუბარი სისულელეა- კაბა მაღლა ასწია და თან ტუჩებში აკოცა გაკვირვებულს-ნეტავ შიშველი აღმოჩნდე
-არ გინდა... ჯანდაბა - ისევ მხოლოდ ბიკინი ეცვა და მკერდზე ხელის აფარებაც ვერ მოახერხა სანის დამსახურებით- გამიშვი , არ მომწონს ეს სიტუაცია
-მე კი საოცრად მომწონს ... მგონი სჯობს შენი ტანსაცმელი გავანადგურო - ხელის მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა თავად კი მკერდზე მოეფერა - ესენი უკვე მიყვარს
-ეს ძალადობაა და
-გინდა მეც გავიხდი
-ისედაც ... კარგი და ვნახოთ როგორ მოგეწონება ტყეში , ღია ცის ქვეშ შიშველი ყოფნა
-ძალიან მომწონს თავისუფლება ... პირველყოფილებს ნამდვილად ჰქონდათ ეს ფუფუნება - ხელი გაუშვა და ტრუსის სათავეს შეახო თითები
-შენ რა მართლა გაიხდი... ეს რა სიგიჟეა რა ღმერთო - სანი გაშიშვლდა და დინამ სიცილი დაიწყო- ნამდვილად აფრენ... ასე აპირებ ცურვა მასწავლო?
-ეს რეაქცია არ მომეწონა... სულ სხვას ველოდი - წარბები შეკრა და თავი გვერდით გადახარა
-თვალების დახუჭვა, კივილ-წივილი ყალბი იქნებოდა - შებრუნდა და თავად გადაეშვა აუზში . წყალს სასიამოვნო ტემპერატურა ჰქონდა , ცურვა კარგად არ გამოსდიოდა , მაგრამ აუზის მეორე ბოლოში გასვლა ნამდვილად შეეძლო. გაიგო როგორ ჩავიდა წყალში სანი ,მაგრამ ცურვა არ შეუწყვიტავს სანამ თავად ბიჭმა არ მიიმწყვდია კუთხეში
-ჩემი დაინტრიგება და წასვლა აღარ გაბედო... ეს რა ფრაზა იყო ვერ გავიგე
-როგორი საწყენია შენგან ეს რეაქცია
-დიდი მნიშვნელობა აქვს ქალის გამოცდილებას და იმასაც თუ რამდენად დაუკმაყოფილებელია ,მითუმეტეს როცა ცოლს ეხება საქმე - თვალები ისევ ისე უნათებდა და ყბებიც დაჭიმული ჰქონდა. ხელებით აუზის კიდეს ეყრდნობოდა ზედმეტად ახლოს იყო იმისთვის ,რომ დინას აზროვნება შესძლებოდა ამიტომ თამაში შეწყვიტა და პირდაპირ განაგრძო საუბარი
-თითქმის ორი წელი ექთანი ვიყავი კლინიკაში ... შესაბამისად ბევრი პაციენტის მიღება მიხდებოდა . მოწესრიგება, კათეტერის გაკეთება, გამოცვლა და შესაბამისად ბევრი შიშველი ქალი და კაცი მინახავს , მე შევხებივარ მაგრამ მე არავინ
-სამედიცინოზე სწავლობდი?
-არა , კოლეჯში ვსწვალობდი. ექთანი ვარ პროფესიით ... კურსები რამდენიმე თვეს გაგრძელდა მუშაობა თავიდანვე დავიწყე
-მე და შენ ძალიან ბევრი რამ უნდა გავიგოთ ერთმანეთზე - მიხვდა როგორ შეეცვალა განწყობა დინას, თვალები ჩაუქრა , მოიწყინა , სევდა ისე უცებ ფარავდა მის მთელს სხეულს სანიც წამსვე გრძნობდა - რაც არ უნდა მოხდეს მე შენ ცხოვრებას შევცვლი , ქალღმერთო დიანა
-ცურვა უნდა გესწავლებინა- სახე უხურდა უკვე და წასასვლელიც არსად ჰქონდა. წყლის ტემპერატურას ვეღარ აღიქვამდა
-ცუდი აზრი იყო - თითები კეფაზე შეუცურა და ტუჩებზე წაეტანა. ზედმეტი იყო ეს ყველაფერი , ნამდვილად არ არსებობდა ზღვარი , მაგრამ ეს დონე ზედმეტად შორს იყო . სრულიად შიშველ კაცს სხეულზე ეკვროდა, კოცნიდა და თითებს მის მხრებზე დააცურებდა. ვერ წყდებოდა , არადა გონება ისევ ებრძოდა , მაგრამ მაინც მანამ არ მოშორდა სანამ თავად სანიმ არ შეწყვიტა კოცნა- სხვა დროს ვისწავლოთ ... ამ ღამით ინფორმატიკაზე შევჩერდეთ - ისევ აკოცა და შემდეგ მოშორდა. პირსახოცები ერთ-ერთ სკამზე ეწყო და დინასაც მიაწოდა. სახლში ერთად შევიდნენ , იქ კი სრულიად სხვა სამყარო დახვდა. კომპიუუტერი , უზარმაზარი ტელევიზორი,რომელიც კინოთეატრის ფუნქციასაც შეითავსებდა მთელ ოთახში მსგავსი ნივთები იყო რომელიც დინასთვის უცნობი იყო
-რაც გამახსენდა ყველაფერი მოვატანინე
-სანამ ვვახშმობდით მანამ მოიტანეს?
-ერთად მოათავსეს თორემ მე ყველაფერს ვიყენებ ... ათი წლის წინ ღმერთო როგორი სხვანაირი იყო მაშინ ყველაფერი
-მართლა აპირებ მასწვალო?
-შენთვის გამონაკლისების დაშვება ჩვევად მექცევა , მგონი - მაისური გადაიცვა და დივანზე დაჯდა- აქ მოდი მალე დავასრულებთ და შემდეგ ვისაუბრებთ
ტელეფონით დაიწყო , სოციალურ ქსელებსაც გააცნო, აქაუნთები შეუქმნა . ახალი ლეპტოპიც მისცა. გამოყენებას იმ დროს ნამდვილად არ აპირებდა, მხოლოდ ინფორმაციით დაკმაყოფილდა და შემდეგ უზარმაზარ ეკრანს მიაპყრო მზერა
-ფილმის ნახვა მინდა თუ წინააღმდეგი არ ხარ
-დიდად არ მიყვარს, მაგრამ ვნახოთ
-ბოლოს კინოთეატრში რომ ვიყავი მულტფილმი ვნახე
-მე არ ვყოფილვარ ...
-ერთად წავიდეთ
-მე არ წამოვალ, ტყუილად გაქვს იმედი. შენ შეგიძლია ნებისმიერ ადგილას წახვიდე, ბარათს ხვალ მოიტანენ ანგარიშზე სულ იქნება თანხა
-მე აუცილებლად წავალ და გავაკეთებ იმას რაც მინდა, მაგრამ არ მესმის შენ რატომ არ გინდა
-რატომ უნდა დავჯდე ათობით ადამიანის გარემოცვაში იმ ვიწრო სკამებზე... ვიღაც ჩამომეფაროს ვიღაც მე დავფარო , ვუსმინო ჩურჩულს. საშინელებაა. შემიძლია სახლში გავაკეთო კინოთეატრი , თუ გინდა მე საერთოდ ვერ ვიტან ამ არარეალურ ამბებზე შექმნილ ფილმებს ანდაც დამახინჯებულ რეალურ ფაქტებზე. ყოველთვის წიგნების კითხვა მირჩევნია
-თეატრზე რას იტყვი - დუმილის შემდეგ უთხრა , ეკრანს უყურებდა . მუხლები მკერდზე ჰქონდა მიკრული და ნიკაპით ეყრდნობოდა . ისევ გაუჩნდა საუბრის სურვილი , ისევ ისე ძლიერ მოუნდა მოეყოლა ყველაფერი რაც იმ წამს გონებაში უტრიალებდა
-თეატრი სხვაა , ნამდვილია ... მიუხედვად იმისა რა ამბავს გადმოსცემენ მაინც სცენაზე შენს თვალწინ ხდება ყველაფერი . ოპერაც მიყვარს , ზოგჯერ არ მომწონს , მაგრამ მაინც სიამოვნებით ვუყურებდი ხოლმე ლოჟიდან
-დედა ამბობდა ,რომ სცენაზე დგომისას ტოვებდა სამყაროს ... ის აღარ იყო არც დედა, არც ცოლი არც საკუთარ თავს ეკუთნოდა ინაცვლებდა სხვა ეპოქაში, სხვა ადამიანის სხეულში და იქვე კვდებოდა. ყოველ ჯერზე როდესაც ჯულიეტას როლს ასრულებდა კვდებოდა რომეოსთან ერთად ... ჯულიეტას როლი გათხოვების შემდეგ აღარ შეუსრულებია , ვერასდროს შევძელი სხვა კაცის შეყვარება თუნდაც რამდენიმე წუთითო
-გამოდის დედა მსახიობი იყო ...
- სულ რამდენიმე წელი გაატარა სცენაზე, დამწყები იყო მამას რომ შეხვდა და შემდეგ აღარ გამოუვიდა ... მე არ მინახავს სცენაზე . მხოლოდ ჩანაწერები მქონდა, უხარისხო ძველი ჩანაწერები და დედას მოთხრობილი ამბები, ემოციები სცენიდან - ბიჭს არ უყურებდა, თავი დახრილი ჰქონდა, ბოლოს საერთოდ დამალა სახე . ეკრანს აღარ უყურებდა, მთლიანად მოიცვა წარსულმა. ხმა ესმოდა , საყვარელი, მონატრებული ხმა რომელიც ისევ უყვებოდა სცენაზე დგომით გამოწვეულ სიამოვნებაზე, მაყურებლის აპლოდისმენტებით განცდილ ჟრუანტელზე და ბედნიერებაზე. გონს რომ მოვიდა სანის მკერდზე ედო თავი, მისი მკლავები ეხვეოდნენ , ტუჩების შეხებას გრძნობდა ცრემლებით დანამულ სახეზე და დაბინდული მზერით უყურებდა მის ამღვრეულ სფეროებს . ეს იყო შვება, თავისუფლება ,რომელიც მანამდე არასდროს განუცდია ამბის გაზიარებით გაწყვეტილი ჯაჭვის ერთი რგოლი რომელიც აღარასდროს შეერთდდებოდა . ამ ჯაჭვის სიგრძე იმდენად დიდი იყო , იმდენად მძიმე და რთული იქნებოდა ყველა რგოლის გაწყვეტა შესაძლოა დროც არ ჰქონოდათ საკმარისი
-მე და შენ თეატრში წავალთ , აუცილებლად წავალთ - თვალებში უყურებდა და მისი მზერა სიმშვიდეს ავრცელებდა
............
კიდევ ერთი დღე დაიწყო მშვიდად . სანის მკლავებში მოქცეული სულის სიმშვიდეს გრძNობდა. თითქოს ფარივით იცავდა მის სულს და მხოლოდ ამბის მოყოლა იყო საჭირო გათავისუფლებისთვის. მზიანი დღე დაიწყო , მზისფერ ბიჭთან ერთად რომელსაც ისევ ისე ბავშვივით უდარდელად ეძინა. ისევ უყურებდა, ისევ შეეხო და კიდევ ერთხელ გადალახა მანძილი მის ტუჩებამდე. ახალგაღვიძებული სხვანაირად ლამაზი ეჩვენებოდა და დროის გაჩერებაც სურდა ამ კადრის სანახავად
-დილამშვიდობისა მზისფერო - გაუღიმა და ყურს უკან გადაუწია ურჩი ოქროსფერი კულული
-შენთან ერთად აშკარად მშვიდია ყოველი დილა ...
-ჯერ მხოლოდ ორი იყო
-შენ ჩემი სხვა დილა არ გინახავს - ტუჩებზე ისევ შეეხო და უფრო მჭიდროდ აიკრა სხეულზე- დღეს გეგმები გააქვს?
-ქალაქში მინდა წასვლა
-ზედმეტად დარდობ ამ ყველაფერზე, სულ რამდენიმე თვე დაგჭირდება იმისთვის რომ საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნო თავი. ყველაფერს გაეცნობი , დაიმახსოვრებ და შეეჩვევი ... ნებისმიერი რამ შეგიძლია მთხოვო
-ჩემთან ერთად წამოდი - ზემოდან უყურებდა და პასუხს ელოდა
-მაცდური ხარ , თავბრუდამხვევი -ლოყაზე მოეფერა, თითები ყელზე გადაიტანა და ბოლოს ტუჩებზეც შეეხო- მაგრამ არ გამოგივა . მიიღე ის რასაც მოგცემ და მეტს ნუ მოითხოვ !
........
ქალაქის ცენტრში მოძრაობდა მანქანა , ნელა მიდიოდა და ფანჯრიდან აკვირდებოდა ყველა შენობას, წარწერებს კითხულობდა , გამვლელებს ადევნებდა თვალს და კიდევ უფრო მეტად უჩნდებოდა სურვილი მათ ნაწილად ქცეულიყო. ისევ გაიღვიძა იმ პატარა გოგონამ , ჩვეულებრივმა სტუდენტმა ჩქარი ნაბიჯებით რომ მიუყვებოდა ქუჩებს , ავტობუსები და მანქანები რომ ეჯავრებოდა თუ თავად არ იჯდა საჭესთან. კარგი იყო მძღოლის მომსახურება, კომფორტულიც ამ გადატვირთული გზების პირობებში , მაგრამ ეს არ იყო დინას საქმე . პირველივე შესაძლებლობისთანავე გააჩერებინა და ტროტუარს ფეხით გაუყვა. სულ უფრო და უფრო უმატებდა სიჩქარეს, უცნაურ სილაღეს გრძნობდა თავისუფლებას ,რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა შეზღუდული ახლა იაზრებდა რომ ყველგან შეეძლო წასვლა. დედამიწის ნებისმიერ ადგილას სადაც კი მოისურვებდა .
საკონდიტროს ვიტრინასთან გაჩერდა და მიხვდა ,რომ ესეც კი ენატრებოდა. ყავა, ტორტის ნაჭერი და ჭორაობა. მეგობრები აღარ ჰყავდა, ყველას ჩამოშორდა ბოლო წლის განმავლობაში და ციხეშიც არავინ მისულა . არავინ ჰყავდა, არც ნათესავებთან კონტაქტი სურდა, არც რომელიმე ნაცნობთან , მაგრამ ახალ შესაძლებლობებს უარს არ ეტყოდა. აუცილებლად დაუბრუნდებოდა აქტიურ ცხოვრებას სანისთან მოსწონდა, აუხსნელად ძლიერ მოსწონდა , მაგრამ ციხეში დაბრუნებას არ აპირებდა თუნდაც სასურველ კომპანიონთან ერთად ყოფილიყო.
სულზე ზრუნვა თუ ყველაზე მძიმე , რთული და ამოუხსნელი საქმეა სხეულის მოვლა კონკრეტულ ქმედებებს მოიცავს . დინა შესაშურ ფორმაში არ გამოიყურებოდა რაც ერთ-ერთი იყო იმ უამრავი საქმიდან რომელიც უნდა გაეკეთებინა, ყველაზე მარტივად მოგვარებადი ჩანდა ამიტომ მთელი დღე მიუძღვნა გამაჯანსაღებელ პროცედურებს. კოსმეტოლოგი, ვიჟაზისტი, სტილისტი ყველა ერთად საკმაოდ კარგად მუშაობდა. შედეგი ბოლომდე მიღწეული არ იყო, მაგრამ რამდენიმე პროცედურის შემდეგ დაიბრუნებდა ძველებურ ელფერს.
საღამო იყო უკვე მანქანა რომ დაინახა სალონის წინ , მაგრამ ჩაჯდომა არც უფიქრია. ღამით უფრო მეტად მოეწონა ქალაქი ამიტომ სეირნობა განაგრძო , რესტორანთან მიხვდა ,რომ ვახშმის დრო იყო და ერთ-ერთ მაგიდასთან დაიკავა ადგილი. შეკვეთის მოლოდინში ინტერიერიც შეისწავლა და რამდენიმე მეზობელ მაგიდასაც შეავლო მზერა. დიდი დრო არ სჭირდებოდა სიტუაციის შესაფასებლად , მობილური შეამოწმა სანის ზარი ისევ არ იყო , არც შეტყობინება . არადა უნდოდა მოეწერა, დაინტერესებულიყო , ერთხელ მაინც დღის განმავლობაში , მაგრამ არა ის არ ჩანდა და თითქოს განგებ იგვიანებდა. სასაცილო იყო ამ დეტალის შემჩნევა, წესით უნდა გახარებოდა თავისუფლება ჰქონდა , არავინ სთხოვდა დროულად დაბრუნებას . ისიც კი იფიქრა საერთოდ არ მივალ სახლში და ნეტავ მაშინ მაინც თუ მომიკითხავსო, მაგრამ ბავშვურ ჭირვეულობად მიიჩნია ეს გეგმა .
სახლში გვიან დაბრუნდა , მძღოლს თავად გამოართვა ქაღალდის ყუთები და სახლისაკენ მშვიდად დაიძრა. შიგნიდნა იწვოდა,ნელ-ნელა ემატებოდა ბრაზი ,მაგრამ მაინც საშიში სიმშიდით მიუყვებოდა გზას საძინებლამდე. სანი მაგიდასთან დახვდა, ფურცლებს დაჰყურებდა და რაღაცას წერდა, სათვალე ეკეთა პირველად ხედავდა ასეთს , იმდენად მოეწონა რამდენიმე წამს ბრაზიც კი გაუქრა და მასთან მისვლის სურვილმა შეიპყრო
-როგორ ჩაიარა - გარდერობში შესულს მზერა გააყოლა და იგნორი რომ მიიღო პასუხად მთელი ტანით შებრუნდა - დინა
-შესანიშნავად- ისე უპასუხა ზედაც არ შეუხედავს, ყუთებიდან ნაყიდი პროდუქციის ამოლაგება დაიწყო და სააბაზანოშ გადაინაცვლა მათთვის ადგილი რომ მიეჩინა. ხმაურით აწყობდა თაროებზე სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბოთლებს მანამ სანამ სანი არ მოეხვია . მუცელზე შემოხვია ხელი და ყელში აკოცა
-ვარცხნილობა შეგიცვლია , მომწონს ... ბუნებრივია და დახვეწილი. შენი ფრჩხილებიც მომწონს , ლამაზია - კოცნიდა და თან ჩურჩულებდა- კიდევ რა შეიცვალა ამ მშვენიერ სხეულში - მაისურის ქვეშ მოხერხებულად შეაღწია , მაგრამ დინა გაეცალა
-მახვილი მზერა გაქვს, სათვალე სულ არ გჭირდება
-გამიბრაზდი ? - ნიჟარას მიეყრდნო , თავი გვერდით გადახარა და ხელები გულ-მკერდზე გადაიჯვარედინა
-მივხვდი ,რომ შენი ფულითა და ჩემი ფანტაზიით უამრავი რამის გაკეთება შემიძლია . მთელ ღამეს გეგმების დაწყობას მოვანდომებ რომ რაიმე არ გამომრჩეს
-გეთანხმები, ბევრი საინტერესო საქმე შეგიძლია გააკეთო
-მარტომ , უშენოდ ...
-თავისუფლება სიმარტოვეშია , არა ?
-ანუ ახლა მე და შენ ერთმანეთს თავისუფლებას ვუზღუდავთ - ისევ გაჩერდა და ანთებული მზერა მიაპყრო
-საშინლად ხარ გაბრაზებული ... გაცოფებულიც?
-არა ძვირფასო, შენ ჩემი გაბრაზება ღმერთმა ნუ გამოგაცდევინოს საკუთარ თავზე - წარბები შეკრა და ისევ ზურგი აქცია- შეგიძლია საქმეს დაუბრუნდე, მე სააბაზანოში შევალ და დიდხანს არ გამოვალ
-მე ვფიქრობ ,რომ შენი კანი და მთლიანად სხეულიც იდეალურია ... თუმცა მის გაჯანსაღებაში მონაწილეობას დიდი სიამოვნებით მივიღებდი - კედელს მხრით მიეყრდნო და ტანსაცმლის არჩევით გართულს გონება აურია-შეგეძლო საკონდიტროდან ჩემთვისაც წამოგეღო რომელიმე ტორტი ან ორცხობილა
-შენ მე მითვალთვალებდი
-მე სახლში ვიყავი და საქმეებს ვაგვარებდი
-მაგრამ ყველა ჩემ ნაბიჯს გატყობინებდნენ ...
-ეს დიდხანს არ გაგრძელდება , მანამ სანამ ქალაქს შეეჩვევი და ცხოვრების რიტმს შეიქმნი
-როდესაც არსებობს ეს საოცარი მოწყობილობა ხომ შეგეძლო მოგეწერა, საერთოდ ონლაინაც შეგეძლო ჩემი თანამგზავრი ყოფილიყავი ,მაგრამ შენ ალტერნატიული გზა აირჩიე
-ვიფიქრე ,რომ განმარტოვება გერჩივნა ... შევცდი?
-მე ისედაც მარტო ვარ, სულ მარტო ... არავინ მყავს და როგორც არ უნდა მოინდომო მეტად ვერ შეძლებ ჩემ მარტო დატოვებას. ეს ფასადი , რა საცოდაობაა ყველაფერი ღმერთო .... თავსაც ვერ ვიტყუებ დიდი ხნით - ღრმად ჩაისუნთქა და თვალები აემღვრა
-უამრავი მცირე დეტალისგან შედგება ჩვენი ერთი დღე, ისე როგორც მთლიანად ჩვენი სხეული ასე რომ ყველაფერს უნდა დავუთმოთ დრო სანამ პრიორიტეტებს გამოვყოფთ . შენ უნდა იზრუნო ყველა იმ ნიუანსზე რომელიც გჭირდება , არასაჭირო ქმედება თითქმის არ არსებობს
-ამას ამბობს კაცი,რომელიც თითქმის არაფერს აკეთებს
-იქნებ იმიტომ რომ უკვე ყველაფერი სცადა და მხოლოდ ის დატოვა ,რაც სჭირდებოდა და სურდა
-მხოლოდ საქმე, სირბილი, ცურვა, ჭამა და სუნთქვა? სულ ეს არის მთელი შენი ცხოვრება?
-შენც გაგიჭირდება ჩემი გაგება, მაგრამ არაუშავს
- როგორ თუ არაუშავს ...დიახაც რომ უშავს ! აქ რისთვის ვარ , იმისთვის რომ მარტო აღარ ვიყოთ, არც შენ და არც მე . მინდა რომ გიცნობდე, მინდა ვიცოდე რა გინდა , რა გჭირდება , რა გტკიოდა და რა გაწუხებდა ... ყველაფერი მინდა ვიცოდე , ყველაფერი რაც თავად მღრღნის და ისიც რაც შეიძლება არასდროს განმიცდია იმიტომ რომ მე და შენ სხვადასხვა ცხოვრება გვაქვს გამოვლილი
-რამდენიმე დღე არ არის საკმარისი იმისთვის რომ ჩემნაირ ადამიანს ყველაფრის მოყოლა აიძულო... ეს უინტერესოც იქნება და სრულიად რომ გავშიშვლდები შენს წინაშე მერე არ ვიცი
-გგონია ,რომ ინტერესს დაკარგავ - წამსვე მიუხვდა და ისევ მიუახლოვდა - ჯანდაბა ,რატომ გგონია ასე , რატომ ვერ ხვდები საკუთარი თავის ფასს
-შენ მე არ მიცნობ, რა იცი იმის გარდა რომ ლამაზი თვალები და სხეული მაქვს
-ნუ მიყვირი !
-პირველმა შენ დაიწყე
-იმიტომ რომ ჭკუიდნა გადავყავარ შენ შეუგნებელ სიჯიუტეს , ნამდვილი ვირი ხარ
-შენთან სოფელში ნუთუ ყველა ჩემნაირი ვირი იყო
-ჯერ ეს ერთი მე სოფელში არ ვცხოვრობდი , რაიონში დავიბადე და გავიზარდე ... ქალაქთან ახლოს ვიყავი ვირი საერთოდ არ გვყავდა ,თუმცა ჩემი მეზობლის „ჯორას“ გავხარ , ძალიან
-ხო , არა ? შენ ჟოზეფინა იქნები მაშინ - უცებ შეეცვალა მზერა, ბრაზი გაუქრა და ვნება გაუჩნდა . ხელები სხეულზე შემოხვია , მოძრაობის საშუალებაც აღარ მისცა ისე დაუკოცნა ტუჩები -პირველად ვცადე ბრაზის ასე ჩახშობა
-სასიამოვნო დასასრული გამოვიდა- ისევ აკოცა და შემდეგ სააბაზანოში შეიკეტა-იმედია ამჯერად მაინც დამხვდები მანდ
…….
-გვიანია მუშაობისთვის , რომელიც საოცრად გიხდება , მაგრამ მაინც მოსაწყენი ჩანს - საცურაო კოსტიუმზე თხელი მოსაცმელი ეცვა , თმები მაღლა ჰქონდა შეკრული და სანის სამუშაო მაგიდაზე იჯდა
-ცურვის მასტერკლასი უნდა ჩაგიტარო ?- სათვალე მოიხსნა და ფურცლებზე დადო - საქმე რომ მაქვს ?
-მეუღლე იმისთვის არსებობს რომ საქმე შეგიმსუბუქოს ან ალტერნატიული ვარიანტით ჩაგინაცვლოს ... საინტერესო და სასიამოვნო ალტერნატივა- მაგიდაზე უფრო კომფორტულად დაჯდა და ტერფები მის ბარძაყებზე დააწყო
-ევას ჭეშმარიტი შთამომავალი ხარ- თითები ტერფიდან წვივებზე გადაიტანა და კიდევ უფრო მაღლა განაგრძო სვლა
-ვეჭვობ ჩემი მზისფერი ადამიც არ დარჩება უკმაყოფილო- მუხლები შეაერთა და მტევანი მათ შორის მოიმწყვდია
-აუზს კოქტეილი უხდება ...უალკოჰოლო ხილის წვენი მაინც -ხელი წელზე მოხვია და იატაკზე დასვა
-მე მოგიმზადებ ...
-საინტერესო იქნება
-მულტიფუნქციური ცოლი გყავს ,რომელსაც ეკონომიური კრიზისის დროს აამუშავებ...რომელიც იმედია არ გვექნება
-მაგრამ მაინც , უფულობის ჟამს შენ ჩემთან იქნები ?
-ბოლოს კითხვის ნიშანი იყო ?- უცებ გაჩერდა და კიბის მოაჯირს მიეყრდნო-თუ გგონია რომ აქ ფულის გამო ვარ , თუმცა შენ ხომ თავიდანვე ეს იფიქრე - ზურგი აქცია და სწრაფად დაეშვა კიბეზე
-ყველა ვისთანაც ურთიერთობა მქონია ჩემთან სიმდიდრის გამო იყო, შესაძლოა შენ ესეც კომპლექსად ჩათვალო, მაგრამ ფაქტები ფაქტებად რჩებიან
-როდესაც ადამიანები შენთან რაღაც გამორჩენის გამო არიან უნდა შეუწყვიტო მათ ეს წყარო და იპოვნო ისინი რომელთაც არ ენდომებათ შენგან ფული, დახმარება, დავალების გადაწერა, შუამავლობა თუ რაც არის ეს . შენ კი შეეჩვიე ამ ამბავს და ახლა ყველას ფულს სთავაზობ , იმ ჩეკის ამბავი არ დამვიწყებია
-და თუ მე ასე კომფორტულად ვარ ? თუ არ მჭირდება იმ გამორჩეულის ძიება
-ადამიანი მარტო არასდროს უნდა იყოს... ვიღაც უნდა ჰყავდეს ვისზეც იზრუნებს , ვის გამოც დღის დაწყება გაუხარდება და ვის გამოც თავს არ მოიკლავს , ვის მარტო დატოვებასაც ვერ გაბედავს
-ამიტომ გჭირდები ?
-არა მხოლოდ - სამზარეულოში იყო უკვე და იმდენად სწრაფად მოძრაობდა სანიმ მაგიდასთან ჯდომა არჩია
-კიდევ რატომ ხარ ჩემთან
-მე ცხოვრება უნდა გავაგრძელო , ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას თუ გავიხსენებ მე საშუალოდ კიდევ 50 წელი უნდა ვიცოცხლო ეს ზედმეტად ბევრია იმისთვის რომ გავჩერდე ... უამრავი რამ შემიძლია გავაკეთო საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც . თუ გაკოტრდები ცუდი იქნება, ჩემი გეგმების შესრულება დროში გაიწელება , მაგრამ ეს ვერ მაიძულებს შენს დატოვებას. საერთოდაც არ მგონია რაიმემ მაიძულოს ჩემი მზისფერი ქმრის მიტოვება იმიტომ რომ ზედმეტად დიდია უხილავი კავშირი ჩვენს შორის
- იქნებ უფრო ნელა ისაუბრო, ვეღარ ვხვდები გიყურო თუ გისმინო ...ორივეს ერთად აშკარად ვერ ვახერხებ
-მე კი შენელება არ შემიძლია ...უკვე მზად არის. წავედით
-დღეს აშკარად ენერგოვამპირად იქეცი ... დავიჯერო შოპინგმა იმოქმედა ?
-იქნებ დღეს ზედმეტად ცუდად ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ თავის გამხნევებას- სევდიანი გაუხდა ღიმილი
-რამდენადაც ვგავართ იმდენად განვსხვავდებით ქალღმერთო, დიანა- შეაჩერა, ხელები გაუთავისუფლა და თავი მაღლა ააწევინა- შენ ხომ გჯერა ,რომ იდესმე ყველაფერი კარგად იქნება
-მინდა რომ ასე იყოს , მაგრამ ჩემს შესაძლებლობებში არ ვარ დარწმუნებული ... თანაც ყველაფერი ყველა’ფერს მოიცავს , მე კი ძალიან , ძალიან ბევრი დავკარგე დღემდე
-დანაკარგის ჩანაცვლება ზოგჯერ შეუძებელია , მაგრამ ხომ შეიძლება ისეთი რამ შეიძინო რაც ყველაფერს შეცვლის ,რასაც ყველა’ფერი ექნება - სიმშვიდეს ავრცელებდა სანის სიტყვები, მისი ხმა არეულ გონებაში ერთ მწკრივად აწყობდა ფიქრებს
-შენ ხომ თავად არ გჯერა
-მე შენი არსებობისაც არ მეჯერა სულ რამდენიმე დღის წინ , მაგრამ აქ ხარ , ჩემთან და აღარასდროს გაგიშვებ . ყველა’ფერს დავთმობ , მოგცემ და არ გაგიშვებ - თითებს დინას სახეზე დაატარებდა და მზერას არ აშორებდა. პასუხისთვის ზედმეტად სუსტი აღმოჩნდა, ემოციებმა სძლიეს, სიტყვა რომ ეთქვა აუცილებლად იტირებდა და არ შეეძლო , იმ დროს არ შეეძლო . მკლავები ყელზე შემოხვია და ძალაგამოცლილი დაეყრდნო სანის სხეულს. ეხვეოდა და მისგან უდიდეს ძალას იღებდა, ისინი არ იყვნენ ჩვეულებრივები , ისინი არ ემორჩილოდნენ წესებს, მათ არ ჰქონდათ საზღვრები , მათი ახსნა შეუძლებელი იყო
.............
სულში დანთებული ცეცხლის ჩაქრობა შეუძლებელია. ის ყველაზე ძლიერი, ხანგრძლივი და უკონტროლო ხანძარია ,რომელსაც ყველა ადამიანი განსხვავებულად ებრძვის. ცეცხლი შიგნიდან გწვავს, სიცოცხლეს აგრძელებ და ტკივილიც გაუსაძლისი ხდება , აღწევს ზღვარს და გართმევს ბრძოლის ძალას. ემორჩილები, ნებდები და მიჰყვები მის ნებას
დინა წლების განმავლობაში იწვოდა, ისევ გაძლიერდა ტკივილი და ყველა საზღვარი გადაწვა. დრო იყო, უკან დაბრუნების დრო
-სანი - ფრთხილად შეახო ტუჩები ყბაზე და დაელოდა მის გამოფხიზლებას
-ქალღმერთო ... საით ?- თვალები რომ გაახილა და გამოფხიზლებას უშედეგოდ ეცადა
-სახლში -დანისლული ჰქონდა თაფლისფერები, სევდისფერი იყო მისი ღიმილი
-ვერ ვხვდები
-საღამოს დავბრუნდები... იქნებ უფრო ადრეც შევძლო - თითები ჩვეულებისამებრ შეუცურა თმაში და ტუჩები ფრთხილად დაუკოცნა- მომენატრები
-მოიცადე ... დინა , შენ არ ვიცი დარწმუნებული ხარ რომ წასვლა გინდა?
-დარწმუნებული არ ვარ დაბრუნებას შევძლებ თუ ვერა , მაგრამ იცოდე მომენატრები
-ასე ნუ ამბობ !
-დაიძინე ჩემო მზისფერო , ისე თითქოს სიზმარი ვარ და გავქრები - ეფერებოდა, კოცნიდა და უღიმოდა . გონებას ურევდა წამლის მოქმედების ქვეშ მყოფს და მის მდგომარეობას სათავისოდ იყენებდა.
მიდიოდა იქ სადაც სული მიიწევდა, იქ სადაც შვებას იპოვნიდა. სახლში მიდიოდა ! ბევრი თამაშისა და თავის მოტყუების შემდეგ რამდენიმე დღიანი სიშორის შემდეგ ცეცხლმა მთლიანად დაწვა . იქ უნდა მისულიყო, უკან დაბრუნებულიყო რომ არ მომკვდარიყო , ტკივილს რომ არ გაექრო საწყის წერტილს უნდა დაბრუნებოდა.

ითმენდა, უძლებდა , ბოლო წამამდე ცდილობდა ემოციების კონტროლს შემდეგ კი გამოჩნდნენ ნაცნობი სახლები, ქუჩები გაჩნდნენ მოგონებები რომლებიც დაუნდობლად ცვლიდნენ ერთმანეთს და ცეცხლი კიდევ უფრო მეტად ძლიერდებოდა, სული ეწვოდა სანამ მშობლიურ ეზოში არ აღმოჩნდა. განადგურებულ, ნასახლარად ქცეულ სახლ-კარს უყურებდა და წონასწორობა დაკარგული მიაბიჯებდა. ჩამსხვრეული ფანჯრები, ჩამოშლილი კიბის საფეხურები, ხავსიანი კედლები , საძოვრად გადაქცეული ეზო, ბაღის კვალიც არსად ჩანდა, ხეები მოეჭრათ და მხოლოდ რამდენიმე მორი იყო დარჩენილი . გაზაფხული არ მისულა გელოვანის სახლში ,იქ ისევ ცივი უფერული ზამთარი იყო . უნდოდა სახლში შესულიყო,საკუთარ ოთახში დაბრუნებულიყო, შეხებოდა დედას ტანსაცმელს , მამას ნივთებს , მაგრამ ვერ შეძლო . სუნთქვა შეეკრა, ამღვრეული თვალებიდან შეუჩერებლად სდიოდა ცრემლები, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი ვერ აქრობდა ცეცხლს დაღვრილი ცრემლი . სარეველებით სავსე მინდორზე დაეცა და მიწას მიშტები დაუშინა , მანამ ურტყამდა სანამ ძალა არ გამოეცალა შემდეგ მანქანაში დაბრუნდა და იქ წავიდა სადაც ელოდნენ. წლების განმავლობაში ელოდნენ მის გამოჩენას. იქნებ ხედავდნენ კიდეც , მაგრამ ეს საკმარისი არ იყო დინასთვის არა. ცოცხლად დარჩენილ ჭირისუფალს სულის სიმშვიდისთვის სჭირდება გარდაცვლილის საფლავი, ადგილი სადაც მივა და იგრძნობს დაკარგულ სიცოცხლესთან სიახლოვეს. დინა კი ბოლოს იქ საკუთარ დაბადების დღეზე იყო 19 წლის რომ გახდა იმ წელს მივიდა და გამოემშვიდობა . მაშინ ვერ წარმოიდგენდა თუ ამდენად მძიმე იქნებოდა მათი საფლავებისგან შორს ყოფნა,ახლა კი მონატრებისგან გამოწვეული ცეცხლის ჩასაქრობად იქ მისვლა სჭირდებოდა.
ვაკეზე გაშლილ უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო სასაფლაო, წლების განმავლობაში გავსებული , უმეტყველო და პირქუში ადგილი . ძველად ჭრელი მინდორი იყო, ფერადი ყვავილებით ახლა კი საფლავის ქვებითა და მიწის ქვეშ უძრავი, უსულო გვამებით სავსე . 10 წლის განმავლობაში შევსებულა სივრცე გელოვანების საფლავებს ირგვლივ. მაშინ ჯერ კიდევ რამდენიმე მეზობელი იყო დაკრძალული ახლა კი იმდენ ნაცნობ სახეს ხედავდა. ადამიანებს წარსულიდან , კარგი და ცუდი მოგონებებით სავსე მოხუცებსა და ახალგაზრდებს. სწრაფად მიდიოდა, ქვებზე გამოსახულ სახეებს აკვირდებოდა და მშობლებს ეძებდა ,ზუსტად ახსოვდა მათი ადგილი ვინ იცის რამდენჯერ ნახა სიზმარში ეს ადგილი ახლა კი ვერ პოულობდა . მიწაში ამოსვრილ ხელებს თმაზე ისვამდა და საფლავებს შორის დარბოდა მანამ სანამ ბალახით დაფარული ნაცნობი ჭედურით შემოღობილი სივრცე არ დაინახა. ის იყო, იქ იყვნენ ,მაგრამ მათი სახეები არ ჩანდა ეკლებით იყო სავსე ყველაფერი დაჟანგული კარის გაღება ძლივს მოახერხა. მთელი ძალით აწვებოდა , ხელებს ურტყამდა და შემდეგ შიშველი ხელებით ასუფთავებდა ქვებამდე მისასვლელ ადგილს. მუხლებზე იდგა , იქ სადაც დედის სხეული მიწის სიღრმეში ჩაუშვეს. იმ ადგილას იყო და ქვაზე გამოსახულ გახუნებულ სახეს უყურებდა . ხელები ჩამოუსვა, უნდოდა გაეწმინდა ,მაგრამ არ გამოუვიდა , კიდევ უფრო დასვარა ქალის მომღიმარი სახე
-დე ... დედიკო , მოვედი დეე დედი - მაისურის ბოლო გახია და ნაჭერის ნაგლეჯით ქვის გაპრიალება დაიწყო- აქ ვარ დე , სულ აქ ვიქნები მოვალ და მოგაშორებთ ამ ეკლებს- მიწიდან ბალახები ამოგლიჯა და სუნთქვა რომ შეეკრა გვერდით გადაბობღდა - მაა , მაა მაპატიეე მაა ? ხომ მაპატიებ მა , ვერ მოგხედეთ მა, ვერაფერი გავაკეთე მა - კიოდა , ხმა თითქმის დაკარგა ,მაგრამ მაინც ვერ ჩერდებოდა . დაბინდული მზერით ძლივს ხედავდა ქვებზე გამოსახულ სახეებს ბალახს თხრიდა და მიწით დასვრილი მთლიანად ცახცახებდა. შემდეგ სანი გამოჩნდა, მისი მზისფერი და მიწას მოაშორა, ხელები გაუკავა და სხეულზე მიიკრა. დიდხანს ცდილობდა მის გაჩერებას, ისტერიკაში მყოფს გონს მოსვლა არ შეეძლო ვერ აღიქვამდა მის სიახლოვეს და მნიშვნელობაც არაფერს ჰქონდა.
-დინა გთხოვ ... გაჩერდი , დამშვიდდი მე აქ ვარ და ყველაფერი შეიცვლება
-შეიცვლება ... შენ ხარ ... შეიცვლება . შეიცვლება , შეიცვლება . იქ სულ ბალახებია ხედავ? ეკლებია და ბალახები
-ყველაფერს მოვაშორებთ , გავწმენდთ ... შევცვლით დინა - მკლავებს ძლიერად ჭერდა მხრებზე ,თავზე კოცნიდა და თავადაც მასთან ერთად ცახცახებდა. გული საშინლად ტკიოდა, ასე არასდროს არავის გამო ყოფილა. საკუთარ ტკივილსაც კი ვერ გრძნობდა ასე მძაფრად
-მე რა გავაკეთე ... ღმერთო მე რა გავაკეთე . ისინი დავტოვე , ვუღალატე . მამას სწორედ ამის ეშინოდა და მე მისი შიშები რეალობად ვაქციე... მას იქ სული ეხუთება ის ..ის იმედგაცრუებულია
-დინა ის იქ ვერაფერს გრძნობს...დინა , გთხოვ
-შენ აქ არ უნდა იყო ... შენ სახლში უნდა იყო . მე მარტო ვარ , მე სახლში წავალ ვიპოვნი ყველაფერს და აქაურობას გავწმენდ . შენ უკან დაბრუნდები - უკანსვლით მიდიოდა საფლავებს შორის ბილიკზე და თან სანის ესაუბრებოდა. თვალები სისხლისფერი ჰქონდა, თმები აწეწილი, ზედა შემოხეული , მთლიანად ტალახში იყო ამოსვრილი შემდეგ მზერა გაუშეშდა, გაქვავდა და ფერი დაკარგა. მუშტები შეკრა ,ისე ძლიერ უჭერდა რომ წვრილ მკლავებზე დაბერილი ძარღვები ემჩნეოდა , ვალები აატრიალა და სიცილი დაიწყო . ხმამაღლა იცინოდა, მისი ხმა ყველგან გავრცელდა , წამებში დაიკავა მთელი სივრცე
-დინა ... დინა - შეეშინდა, ცხოვრებაში პირველად ხედავდა სხვას ამ მდგომარეობაში. თავად ბევრჯერ დაუწყია სიცილი სიგიჟის ზღვარზე მყოფს. აღარაფერი რომ არ შველოდა შემდეგ იცინოდა ასე გიჟურად, ასეთი შემზარავი ხმით ყველა უჯრედამდე რომ აღწევდა
-ხედავ მას ? ხედავ იქ როგორ დიდებულად არის გამოსახული? ხედავ როგორი სუფთაა მიწა მის გულზე ? ხედავ ამ მარმარილოს ფილებს ? იცი ის ვინ არის? ის ...ის წყეული მე რომ ნაჭრებად უნდა დამეჭრა და ხრამში გადამეგდო , სადმე ჯურღმულში მგლების საჯიჯგნად ის აქ დალპა მას უვლიან, მასზე ზრუნავენ...მისთვის ლოცულობენ ის დამპალი ... ეს როგორ დავუშვი , ის აქ მათთან ახლოს როგორ მოვუშვი - სახე ისეთი ცივი და უმეტყველო ჰქონდა, იმდენად რომ სულს გაგიყინავდა. ალბათ ეს არის ცეცხლის ჩაქრობის ერთადერთი შანსი, უნდა გადაწვა ირგვლივ ყველაფერი და გაიყინო. შემდეგ ცეცხლს ყინული ანაცვლებს და ასე წარმოშობს ერთი უკიდურესობა მეორეს- ეს მე დავუშვი ... მე ვერ გავთვალე , მაგრამ გვიანი არასდროსაა . დავიფიცე, რომ თუ საჭირო იქნებოდა მის ძვლებსაც არ დავტოვებდი მიწის ქვეშ
-შენ ამას არ გააკეთებ
-არ გავაკეთებ, რა თქმა უნდა შენთან ერთად არა ... სახლში დაბრუნდი გთხოვ, ჩემო მზისფერო მე მინდოდა , გეფიცები მინდოდა შენთვის სიმშვიდის მოტანა , შენთან ერთად დარჩენილი ცხოვრების გატარება, მაგრამ ხომ ხედავ შეუძლებელია ჩემნაირმა წარსული დაივიწყოს
-წარსულს არ დაივიწყებ! წარსულთან ერთად იცხოვრებ, შეცვლილი მომავლით ... უფლებას არ მოგცემ იქ დაბრუნდე , უკან დაბრუნების ნებას არ მოგცემ ,დინა
-მე შენ არ ჩაგითრევ ამ უფსკრულში , იქ უკუნითი სიბნელეა შენ კი მზის სუნი გიხდება ...ნახე ჩემი ხელები იმდენად ბინძურია შენი მოფერებაც არ შემიძლია - სახეზე უნდოდა შეხებოდა ,მაგრამ საკუთარ თითებს რომ შეხედა შეჩერდა
-ჯანდაბა , შენ აფეთქდი ... შენი ტვინიც ნაწილებად დაიშალა და ვერ ხვდები , რომ მე ასე უბრალოდ არ დაგთმობ . წყვდიადში მეც ვარ, მე ჩემი პირადი წყვდიადი მაქვს და დამიჯერე ის შენს უფსკრულზე ნაკლებ ბნელი არ არის ! მე და შენ ახლა წავალთ რამდენიმე საათში დავბრუნდებით ,ყველაფერი სხვაგვარად დაგხვდება , გპირდები ყველაფერი დალაგდება იმდენად რამდენადაც შესაძლებელია . მე მხოლოდ მათი გაცოცხლება არ შემიძლია, სხვა ყველაფერს გავაკეთებ შენთვის - ყბაზე უჭერდა, მერე მაჯაში ჩაავლო და მისი დასვრილი თითები სახესთან მიიტანა - ვგიჟდები შენს სისხლიან, თლილ თითებზე - თავისი ჭრელებით მის წითელში ჩაფლულ თაფლისფერებს უყურებდა . ტუჩებზე ვნებით დაეწაფა, ისე კოცნიდა როგორც არასდროს მთელს შიშსა და ბრაზს ფანტავდა
.......
ქუჩაში ხალხი იყო, მანქანას თვალს ადევნებდნენ და ყველა გაოცებული უყურებდა გელოვანის სახლთან გაჩერებულ წყვილს. ვერავინ წარმოიდგენდა ,რომ დინა დაბრუნდა. თითქმის ყველამ დაივიწყა მისი არსებობა, ყველამ გააქრო მეხსიერებიდან არავის ეგონა რომ გაუძებდა და ოდესმე უკან დაბრუნდებოდა ის კი წელში გამართული , თავაწეული იდგა მათ წინ . მათი აზრი არ ადარდებდა, არც ზიზღით სავსე მზერა უკლავდა გულს მხოლოდ განადგურებული სახლი აყენებდა ტკივილს. სანიმ ჟანგიანი ჭიშკარი ხმაურით მიხურა და შიგნიდან ჩაკეტა ეზო რომ დაინახა წამით თავადაც შეეკრა სუნთქვა, მაგრამ მთლიანად დინაზე იყო კონცენტრირებული. მას აკვირდებოდა, მის თითოეულ ამოსუნთქვას რომელიც ტკივილიც ახლდა
-აქ ვარდები იყო ... მთელ სიგრძეზე სხვადასხვა ფერის . პირველი წითელი იყო , მეორე ვარდისფერი, სტაფილოსფერი და ბოლოს ისევ წითელი ... შუაში ფერადი ყვავილები აი იქ სხვადასხვა ფორმის ქოთნები იყო სავსე ფერადი ყვავილებით . ის მანქანა ვიღაც ნაბჭვარს რომ გაუნადგურებია მამას ძალიან უყვარდა , ამბობდა კოლექციონერი გავხდებიო . ფარდულშიც უნდა იყოს მანქანები - სწრაფად დაიძრა საშაუალო ზომის აგურით ნაშენები ნაგებობისკენ და რკინის კარის გაღებას ეცადა. თითები ისევ უკანკალებდა, ძალა აღარ ჰქონდა და ვერ ახერხებდა დაჟანგული საკეტის გახსნას
-მე გავხსნი ... - თითებზე მოეფერა და საკეტს შემდეგ მიხედა. რთული გასაღები აღმოჩნდა , მძიმე იყო საკმაოდ , მაგრამ შიგნით ორი მანქანა დაინახა. ავტოფარეხიც არეული იყო , თაროები დამტვრეული, ხელსაწყოების უმრავლესობა მოპარული კედლებს ბზარი ჰქონდა გაჩენილი და საშინელი სუნი იდგა
-თავი კოშმარში მგონია...მსგავსი რამ მინახავს , მაგრამ ასეც ვერ წარმოვიდგინე . მეგონა ასე ვანდალურად არ მოექცეოდნენ ყველაფერს , მაგრამ ადამიანები ხომ ყველაფერს ვივიწყებთ ყველას და ყველაფერს
-სულ ცოტა დროა საჭირო ,ყველაფერს აღვადგენთ . აქაურობას ჩვეულ ელფერს დაუბრუნებ
-კიდევ ერთ ილუზიას შევქმნი ... ყველაფერი ჩვეულებრივად იქნება ,მაგრამ ისინი არ იქნებიან
-დინა ისინი ვერ დაბრუნდებიან, მაგრამ შენ მოგონებებს გააცოცხლებ . აქ მოსვლას შეძლებ და ასე მონატრებას შეებრძოლები. დამიჯერე ეს ყველაფერი დაგეხმარება, უფრო რთულია როდესაც არაფერი გაქვს ,არცერთი მოგონება , მონატრებასაც რომ ვერ გრძნობ როდესაც არ იცი რა გენატრება ,მაგრამ გტკივა
-სახლში მინდა შესვლა , მაგრამ მეშინია რომ იქ უარესი დამხვდება ... ვერ გადავიტან , ძალა არ მაქვს . მე ამისთვის მზად არ ვარ
-შენ აქ ხარ , მთავარია მოხვედი
-დიანაა ... სად ხარ , გამოდი მკვლელო ... გამოდიი სადა ხარ - ვიღაც ღრიალებდა , სანის წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო , მაგრამ დინას წამსვე შეეცვალა მზერა. კიდევ ერთი ქალი გაცოცხლდა მასში, ვიღაც სხვა , განსხვავებული
-გუგა ? როგორ გაზრდილხარ - ახალგაზრდა ბიჭს მშვიდად დაუდგა წინ , ორი მეტრიც არ იქნებოდა მათ შორის მანძილი . ბიჭი განრისხებული ჩანდა, თვალები ანთებული ჰქონდა და ზიზღით უცქერდა დინას
-როგორ გამოხვედი ... იქედან როგორ გამოგიშვეს მკვლელო . შენი ადგილი ციხეშია, იქ უნდა დალპე შენნაირებთან ერთად
-სასჯელი მოვიხადე..დიდი დრო გავიდა
-რომელი დრო , შენ რომ მშვიდად სუნთქავდი და მამაჩემი მიწის ქვეშ ლპებოდა?
-ხო , ნამდვილად შევცდი რომ არ დავწვი ...ან არ დავჭერი
-არანორმალური ხარ, შენც გიჟი ხარ შენი მშობლების მსგავსად ... მათ თავი მოიკლეს და შენ ? შენ რატომ სუნთქავ კიდევ . რა დაგრჩენია ცხოვრებაში შენი ცოდვით დამძმებული სულის გარდა
-არ გინდა, ჩემ მშობლებზე ნუ ისაუბრებ
-თორემ რა , მეც მომკლავ?
-შენ არა , შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ ... ბავშვი რომელსაც მამა წავართვი . ვწუხვარ , რომ მამა აღარ გყავს , მაგრამ მის მოკვლას არ ვნანობ. სასჯელი მოვიხადე, ასეთია კანონი ახლა თავისუფალი ვარ და იმათ შეგიძლია გადასცე რომ ყველას მოვთხოვ პასუხს აქაურობის ამ მდგომარეობამდე მიყვანისთვის. დინა გელოვანი დაბრუნდა და აღარავის მისცემს უფლებას მის ტერიტორიაზე ფეხი დადგას - ხმამაღლა თქვა ბოლო სიტყვები და მეზობლებიც წამსვე დაიფანტნენ . ზოგი ისევ ეზოში იყო, ზოგიც ქუჩაში იდგა და შორიდან ადევნებდა სიტუაციას თვალს. ისინი იყვნენ ადამიანები რომლებიც ერთ დროს ცხარე ცრემლით ტიროდნენ ნატალია გელოვანს , ამშვიდებდნენ დაობლებულ დინას და გვერდით დგომას პირდებოდნენ. შემდეგ ირაკლის გლოვობდნენ, მათ განადგურებულ ოჯახზე და მარტოდ მარტო დარჩენილ გოგონაზე დარდობდნენ ბოლოს კი ყველაფერი დაივიწყეს, გამოიყენეს მიტოვებული ეზო, სახლი, ყველაფერი გაანადგურეს და ერთხელაც არ უფიქრიათ მეზობლების ხსოვნაზე, ადამიანებზე რომლებიც მუდამ უწვდიდნენ დახმარების ხელს , ყველას ეხმარებოდნენ, ერთ დროს პატივს სცემდნენ . სიკვდილი , ყველაფერს ანულებს საწყის წერტილში აბრუნებს და გვაჩვენებს ცოცხლად დარჩენილების ნამდვილ სახეს. ზოგი ივიწყებს მიცვალებულებს, აქრობს მეხსიერებიდან ყველა მოგონებას ზოგი კი აჩვენებს საკუთარი სულის სიძლიერეს ,ზრუნავს მათზე და იხსენებს ყოველ სიკეთეს , მათ ამაგსა და ადამიანობას .
-შენ აქ ვერ დაბრუნდები ... აქ ცხოვრების უფლებას არ მოგცემ . აქაურობასაც გადავწვავ და შენც ამ სახლში გამოკეტილს ცოცხლად დაგწვავ იცოდე
-ალბათ შენი ხელით სიკვდილს არ შევეწინააღმდეგები , მაგრამ შენ არ ხარ ის ადამიანი ვინც ამ ცოდვას აიკიდებს მხრებზე
-შენ ისევ ისეთი ხარ , ისევ ისეთი ლამაზი და ისევ ისეთი კარგი ჩანხარ ... მაგრამ მე შენ აღარ მიყვარხარ , დავინახე შენი ნამდვილი სახე და შეგიძულე -უკან დაიხია, სითხით ჰქონდა სავსე თვალები . ტკიოდა და მეტს ვეღარ უძლებდა, წავიდა იქაურობას სირბილით გაეცალა დინა კი მანამ უყურებდა სანამ შეეძლო
-აი ვის წინაშე ვარ დამნაშავე , პატარა ბიჭის რომელსაც ერთ დღეს შოკოლადებით ვანებივრებდი, ვეფერებოდი და ვეთამაშებოდი მეორე დღეს კი მამა მოვუკალი , მამა რომელიც იყო , მაგრამ მაინც უყვარდა . ახლა მხოლოდ კარგი ახსოვს მასზე, მოკლული ხომ მუდამ უდანაშაულოა მკვლელი კი დამნაშავე
-მან მიზეზი არ იცის
-შენც არ იცი ... არავინ იცის და ვერც გაიგებს !- სახლისკენ შებრუნდა და კართან მისვლამდე არ გაჩერებულა. შემდეგ სანის სიახლოვე იგრძნო, თითები მის თითებს მოუჭირა და ხის კარი გააღო . თვალები დახუჭა და შეგრძნებებს მიენდო, სანის თითებს გრძნობდა მაჯაზე , ერთმანეთში არეულ მტვრისა და ნესტის სუნს
-აქ ყველაფერი ძველებურადაა ... შეხედე და გაიხსენე - ტუჩები ყურთან ახლოს შეახო და მისმა მშვიდმა ხმამ დინაც მოადუნა . სიცარიელე იგრძნო წამსვე , მაგრამ ყველა ნივთი თავის ადგილზე იყო . ყველა ოთახი მოიარა, ყველა კუთხეს დააკვირდა და ბოლოს მშობლების საძინებელთან გაჩერდა
-დედა სულ რაღაც 21 წლის იყო ამ სახლში პირველად რომ შემოვიდა . მამას , ერთ ჩვეულებრივ ბიჭს გაგიჟებით შეუყვარდა მსახიობი გოგონა და მოახერხა მისი გულის მოგება. დედა ყველაფრისთვის მზად იყო , ყველაფერი დათმო და აქ , ამ სახლში მამასთან ერთად დაიწყო თავისი ბუდის შენება. მამა ამბობდა უფერულ სახლში ცისარტყელა შემოიყვანა და კედლებში მოამწყვდიაო. მე ბედნიერება მინახავს იცი? მიგრძვნია და ზუსტად ვიცი როგორია თავს სრულყოფილად გრძნობდე მიუხედავად პრობლემებისა ,რომელიც ყოველთვისაა ცხოვრებაში. 16 წელი ,ჩემი დაბადებიდან მთელი 16 წელი გაგრძელდა მათი ბედნიერება ... ვოცნებობდი მათ მსგავს სიყვარულზე , ვერ ვიტანდი დათმობას არასდროს ვყოფილვარ მეოცნებე გოგო , მაგრამ მჯეროდა რომ ოდესმე გავიცნობდი ჩემ ადამიანს,რომლის გამოც ყველაფერს გავაკეთებდი ... უამრავი გეგმა ჰქონდათ, ბევრი ოცნება და წარმოდგენა მომავალზე
-შენ შეგიძლია საკუთარი მომავალი შეცვალო, შეგიძლია მათ ნაცვლად იყო ბედნიერი იმისთვის რომ მათი სულები დამშვიდდნენ . შენ ვალდებული ხარ ... შენ გაუძელი ყველაფერს და ახლა დანებების დრო არ არის, წინ ბოლო ბრძოლა გაქვს
-დედა მუდამ ეკლესიურად ცხოვრობდა, ლოცულობდა, მარხულობდა...მეც ნამდვილ ქრისტიანად მზრდიდა . სულ მჯეროდა , მწამდა რომ ყველაფერი მისი დამსახურებით გვქონდა, რომ ის ხედავდა ჩვენს სუფთა გულებს და ბედნიერებით გვაჯილდოვებდა. ერთმანეთი გვყავდა და სხვა არაფერი გვინდოდა, ერთადერთი რასაც ვთხოვდი მათი კარგად ყოფნა იყო , მამას მალე დაბრუნებას ვთხოვდი როდესაც სამუშაოდ იყო წასული ... მასთან კითხვები არ მქონდა არასდროს... დედა მამამ გამთენიისას მოიყვანა სახლში , მზის პირველი სხივი მის გაყინულ, უსულო სხეულს დაეცა და ის ძველებურად აღარ ანათებდა . ცივი იყო, ყინულივით ცივი, ლურჯი და უძრავი . კანზე ცრემლების კვალი ეტყობოდა , მამა მოშორებით იყო , დამღობილი ღრიალებდა გონს არ იყო ... მაშინ გამიჩნდა კითხვები ღმერთთან მინდოდა მეთქვა - რატომ არ აძლევ შენ, ღმერთო არჩევანის უფლებას ადამიანებს? რატომ ართმევ ცხოვრებას იმათ ვისაც სიცოცხლე სწყურია და რატომ ტანჯავ მათ ვინც არსებობით იწვის ... რატომ აიძულებ სუიციდით დაასრულონ ამქვეყნიური ცხოვრება და სულიც ჯოჯოხეთის ცეცხლისთვის გაიმეტონ
-დინა - ხმას ვეღარ იმორჩილებდა, ძლიერად მოხვია მკლავები და მთელი სახე დაუკოცნა . არ ჰქონდა სიტყვები, ვეღარ პოულობდა ძალას მის გასამხნევებლად უბრალოდ ხელს არ უშვებდა,მკერდზე მიკრულს ეფერებოდა . ცარიელი, უბინადრო საძინებლის ზღურბლთან იდგნენ და უხმოდ, უსიტყვოდ ტიროდნენ ფერფლად ქცეულ წარსულს.
..............
უკან დასაბრუნებელი გზა ზედმეტად გრძელი ეჩვენა, სახლს ისევ შორდებოდა და ეს განშორება მოგონებებს უცოცხლებდა. თვალები დახუჭა და სანის მხარზე თავი ჩამოსდო მისი თითები მალევე იგრძნო თმაში , ფიქრები ისევ დალაგდნენ შეწყვიტეს შეტევა. ეზოში რომ გაჩერდა მანქანა შემდეგ დაარღვია დუმილი სანიმ
-მოვედით დინა
-ერთი სამყაროდან მეორეში გადავინაცვლე -მანქანიდან გადავიდა , სისუსტეს გრძნობდა. ხმა დაკარგული ჰქონდა, ისევ შემოხეული მაისური ეცვა და საშინლად გამოიყურებოდა. სანის მკლავი დროულად აღმოჩნდა მის წელზე, საყრდენად ექცა და შეუმსუბუქა მოძრაობა
-სულ ცოტა დრო იქნება საჭირო , ცოტა დრო და მოთმინება - ასეთი მშვიდი არასდროს ყოფილა, ასე არასდროს მოუნდომებია სხვისთვის ტკივილის შემსუბუქება. მიზეზიც არ ადარდებდა, უბრალოდ სურვილს მიჰყვებოდა დინასთან ყველაფერი გაურკვეველი იყო და თან ნათელი .
რამდენიმე წუთის შემდეგ სააბაზანოს იატაკზე იჯდა , ჯაკუზის გვერდით მოკალათებული დინას სველ თმაში დააცურებდა თითებს. სურნელოვანი წყალი ფარავდა გელოვანის სხეულს ,უმოძრაოდ იწვა და სრულიად გამოფიტული , ცარიელი მზერით უყურებდა ჭერს . სანი არაფერს ამბობდა, მის დუმილს ემორჩილებოდა და მოთმინებით ელოდა . აკვირდებოდა მის წაშლილ, უმეტყველო გამომეტყველებას , ყველა ამოსუნთქვას ითვლიდა შენელებულ გულისცემასთან ერთად. შემდეგ პირსახოცში გახვეული ხელში აიყვანა , მკერდზე მიიკრა და საწოლამდე მიიყვანა. თმა გაუშრო, ტანსაცმელი მიაწოდა და მხოლოდ შემდეგ იზრუნა საკუთარ თავზე.
გგონიათ დინას არ შეეძლო დამოუკიდებლად ამ ყველაფრის გაკეთება? უარეს მდგობარეობაშიც ყოფილა , საღი აზრი შეუნარჩუნებია და დაცემულიც კი არ გაჩერებულა, მაგრამ ახლა დაუცველი ბეღურასავით მის მკლავებში ყოფნა უნდოდა. დავიწყებული მზრუნველობის შეგრძნება, სითბო რომელიც მხოლოდ მაშინ ჩნდება გულში ,როდესაც შენზე ღელავენ ,როდესაც შენზე ზრუნავენ და შენც შეგიძლია ბოლომდე მიენდო, მოდუნდე, გათავისუფლდე
-თითქმის დავიწყებული მქონდა ეს შეგრძნება- სანი რომ მოთავსდდა მის გვერდით შემდეგ დაიწყო საუბარი- შეგრძნება რომელიც გავიწყებს პრობლემებს , მარტივად გაჩვენებს ბევრ მათგანს , როცა გგონია ,რომ გაჩერება შეგიძლია, დასვენება შეგიძლია ... ვიღაც შენს საყრდენად იქცევა , უფლებას არ მოგცემს დაეცე -სანის მაჯაზე აკოცა და თავი მკერდზე დაადო
-დაიძინე ქალღმერთო, ხვალ ახალი დღე დაიწყება
-ცვლილებების დღე ?
-ცვლილებების დღეები უკვე დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში
-შენთან მხოლოდ სიმძიმე გაჩნდა, ყველაფერი გავართულე ... შენი სიმშვიდის მიდამოც ავრიე
-არ მომწონს დინა ,რომელიც თვითგვემაშია ... არ გიხდება ქალღმერთო
-მეც არ მომწონს შენი თვითშეფასების დონე , მაგრამ - თითებს სანის მკლავზე გამოკვეთილ სისხლძარღვებს მიაყოლებდა და ჩუმად ლაპარაკობდა. ყელი საშინლად ტკიოდა, თვალებიც ეწვოდა და მაინც უცნაურ სიმშვიდეს გრძნობდა, თითქოს ერთიანად დაიცალა , ცეცხლი ჩააქრო და ახლა ხანძრისგან დარჩენილ ფერფლს ფანტავდა
-ახლა ჩემზე ნუ იფიქრებ
-შენ რომ ფიქრობ ჩემზე ?
-არ ვიფიქრო?
-იფიქრე, ბევრი იფიქრე ... საოცრად მომწონს - ლოყაზე აკოცა და ისე გაუნათდდა თვალები როგორც პატარა , გულწრფელ ბავშვს- მე მიყვარს ფიქრები შენზე და შენი ფიქრები ჩემზე- იმ დღის განმავლობაში პირველად გაიღიმა. სუფთა, წრფელი ღიმილი მთელს სახეს უნათებდა . სანის ისევ არ ჰქონდა სიტყვები, მხოლოდ კოცნა ჰქონდა , მრავალი ემოციური ამბორი დღის დასასრულს , მშვიდი ძილისთვის .
.............
რამდენიმე დღე გავიდა , დინა ვერ ითმენდა, უკან დაბრუნება უნდოდა ყველაფრის აღდგენა და სახლისთვის ჩვეული იერის დაბრუნება, მაგრამ სანიმ უფლება არ მისცა, დრო სთხოვა რომელიც ზედმეტად ნელა გადიოდა გელოვანისთვის. სანის დღის განრიგს შეეჩვია, მისი ცხოვრების ნაწილად გრძნობდა თავს. ბედნიერი იქნებოდა, მასთან ნამდვილად იყო ძალა რომელსაც სხვა ვერაფერი ჩაანაცვლებდა , მაგრამ სიმშვიდემდე გრძელი გზა ჰქონდათ გასავლელი. ზედმეტად ბევრი უთქმელი ამბავი იყო მათ შორის, სრული ნგრევისთვის წარსულის გაშიშვლება იყო საჭირო . წარსულის რომელსაც წარმოუდგენელი ძალა აქვს, იგი ალბათ ყველა ციხეზე ბნელია, ყველა სასჯელზე მტანჯველი და მისი ბორკილებიც არასდროს ქრებიან. უხილავი ჯაჭვი ,რომელიც მომავლისკენ სვლაში უშლიდა ხელს, ყოველი ახალი ნაბიჯის გადადგმისას მოკლდებოდა , თავისკენ იზიდავდა ,სიბნელისკენ
-მაპატიე მთელი დღე მარტო დაგტოვე - სადილობდნენ, ოთახში მელოდიის ხმა ისმოდა მხოლოდ . დუმილს არ დაარღვევდა ,რომ არა სანი- ბევრი საქმე დამიგროვდა , მაგრამ გამოვასწორებ , გპირდები
-არაუშავს , არ იდარდო ... სოციალური ქსელი დროის გაყვანის მავნე, მაგრამ კარგი საშუალებაა
-ფოტოები გჭირდება - უცებ გაუსწორა მზერა და მაცდურად გაუღიმა
-რისთვის
-ინსტაგრამის გამომწერებისთვის
-გგონია მინდა ჩემი დღის მსვლელობაში ასობით ადამიანი ჩავრთო?
-ფოტოები მაინც გჭირდება და მე მაქვს შემოთავაზება
-არ მითხრა რომ ფოტოგრაფის ნიჭია შენში
-არ გამომიცდია ცოცხალ არსებებზე, თუმცა ვფიქრობ გამომივა ,როცა საქმე შენ გეხება ყველაფერი გამომდის
-ტყუილია !- გაბრაზდა და სანი დააბნია- შენ უჩემოდაც ყველაფერი შესანიშნავად გამოგდიოდა, უბრალოდ ცოტას აკეთებდი
-ღმერთო ჩემო ახლა ისევ ჩემ შესაძლებლობებზე უნდა ვისაუბროთ, თემის შეცვლას ცდილობ ამიტომ ახლავე წავალთ ,სანამ გონება გამეფანტება - უცებ წამოდგა, დინას ხელი ჩაკიდა და კარისკენ წაიყვანა
-კი მაგრამ ასე უცებ სად მივდივართ ? კამერა?
-ტელეფონები ხომ გვაქვს ... მოდი საიდუმლო იყოს- უცებ გაჩერდა და ჯიბიდან ატლასის ალისფერი ნაჭერი ამოიღო. მანქანაში ჩაჯდომისთანავე აუხვია თვალები და ხელებიც გაუკავა-მოიცადე , პროტესტი დაუშვებელია....საინტერესო სანახავი ხარ
-ვერაფერს ვხედავ ,კარგი რა სანი ახლა ნამდვილად არ მაქვს თამაშების დრო
-რამდენიმე წუთი ჩემ გამო , ქალღმერთო
-მითქვამს რომ ასე არ დამიძახო?
-არა, მაგრამ მიგრძვნია რომ თქმა გინდოდა- ხელებს არ უთავისუფლებდა, ფეხებზე ეწყო ერთი ხელით გაკავებული მისი მტევნები . შიშველ მხარზე მიაწება ტუჩები და ყელისკენ გადაინაცვლა-მომენდე ,დინა
-საშინლად ეროტიულად მეჩვენება ეს სიტუაცია და არ მინდა დამავიწყდეს ,რომ მარტონი არ ვართ- ცხვირის წვერი ლოყაზე გაუსვა ,გაიღიმა და ტუჩები ყურთან ახლოს ,ყბაზე მიაწება. სანის აჩქარებული გულისცემა და შეკრული სუნთქვა მიიღო შედეგად, გახალისდა
-დინა - წამიერი პაუზის შემდეგ თქვა და ტუჩები დაისველა- ჯანდაბა ,რას მმართებ
-ანგარიშის გასწორება ჩემი სტილია, ხომ იცი არაფერი პირადული - ისევ აკოცა და თავი მხარზე დაადო- კარგი გნებდები , მოგყვები სხვა რა გზა მაქვს
-გადავიფიქრე მგონი სჯობს სახლში დავბრუნდეთ... ემოციური ფონი არასტაბილური გახდა
-ჩშშ, მომასმენინე - თითები ტუჩებზე მიადო და გაჩუმება აიძულა- საინტერესოა ,ახლა უკეთ მესმის შენი გულისცემა
სანის გაჩუმება აიძულა , მის გულის ხმას უსმენდა და თითებს რიტმს აყოლებდა. ყველა დარტყმას ითვლიდა მანამ სანამ მანქანა არ გაჩერდა და სანიმ კარი არ გააღო. გადავიდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და სიბნელეც გაქრა , მზის სხივებმა თვალები აუწვა , მაგრამ მაინც დაინახა ბორდოსფრად შეღებილი ჭიშკარი , ეზოს შემოკრული ღობე რომელიც საოცრად ჰგავდა ძველს თითქოს ზუსტად იგივე ფერი იყო . გულისცემა გაუორმაგდა,სითბო ჩაეღვარა მთელს სხეულში .სანის თითებს საკუთარი შეახო, მხოლოდ ეს შეეძლო სიტყვები არ ჰქონდა. ეზოც გამოჩნდა მინდორი ძველებურად არ გამოიყურებოდა, მაგრამ ბოლოს ნანახს ნამდვილად არ ჰგავდა. ახლად დარგული ვარდის ნერგებიც ღობესთან მწკირვს მიუყვებოდნენ . დამტვრეული მანქანა იქ აღარ იდგა , ხავსიანი ჭაც გაეწმინდათ, ფარეხის კარიც ახალივით გამოიყურებოდა ღია იყო და თითქოს მანქანებიც პატრონის გამოჩენას ელოდნენ . სახლს რომ შეხედა უკვე ცრემლებით ჰქონდა სავსე თვალები, რა დიდი დრო იყო გასული მას შემდეგ რაც ბედნიერებისგან იტირა, აღარც კი ახსოვდა ბოლოს როდის განიცადა მსგავსი რამ, დაუტეველი სიხარულისგან წამოსული ცრემლები. სახლს უყურებდა , ფანჯრებს რომლებიც ჩამსხვრეული აღარ იყო , კიბის კიბეც ისევ ახლად გადაწმენდილს რომ ჰგავდა და დედაც დაინახა ,თავზე ჭრელი თავსაფრით რომ მიუყვებოდა ცოცხით ხელში საფეხურებს , გაეღიმა ქალის ნათელ სახეს შესცინა
-მზისფერო - ყელში გაჩხერილი ბურთის გადაგორება ვეღარ შეძლო, ხმა წაერთვა მთელი ტანით აეკრო ბიჭს , მისი სახე გაყინულ მტევნებში მოიქცია და ტუჩებზე წაეტანა. ცრემლები მოსდიოდა, ტუჩებიც დაენამა მარილიანი სითხით , ძალაც აღარ ჰქონდა და გულიც საგრძნობლად ჩქარა უცემდა ...კიდევ ერთი რგოლი გაწყდა , კიდევ უფრო მეტი თავისუფლება იგრძნო
-სახლში შევიდეთ ... - მზე უკვე ჩადიოდა, სანი კი ისევ დაჰყურებდა ზემოდან ყველაზე ძლიერი, კაშკაშა , ლამაზი ნათებით . ერთი გაუღიმა, აკოცა და სახლისკენ წაიყვანა. ხელი ერთი წამითაც არ გაუშვია, მის თითებს უჭერდა ბიჭი კი ცერით ხელის ზურგზე ეფერებოდა...
სახლის კარი თავისუფლად გაიღო, აღარ უგრძვნია მტვრის სურნელი იქ არ იყო გელოვანების სითბოში არეული ატმოსფერო , მაგრამ ყველაფერი ბრწყინავდა. ისევ მდუმარედ შემოიარა ყველა ოთახი , ეს იყო წარსულის დაბრუნება, მთავარი დანაკლისითა და მომავლის ნივთებით. ეს არ იყო ძველი ბედნიერება, მაგრამ იყო ახალი წარსულის საძირკველით
-ვიფიქრე რომ რემონტის გაკეთება არ გენდომებოდა, მხოლოდ ფანჯრები გამოცვალეს , მიალაგეს ... ნივთებისთვის ადგილი არ შეუცვლიათ . მინდოდა მეტი დრო გამომეყენებინა,მაგრამ ვხვდებოდი ვეღარ უძლებდი
-იდეალური ხარ
-ხო , აქაურობა ნამდვილად იდეალურია...უბრალო და
-სანი - თითები ისევ მის თითებში ჰქონდა ახლართული, ხელი მაღლა ასწია და ტუჩები მიაწება მერე გულთან მიიტანა მისი ხელი და თავი გვერდით გადახარა- შენი გული იმდენად სუფთაა , იმდენად კარგი ხარ
-არ გინდა გთხოვ ... ხომ იცი არ მომწონს ,როდესაც ჩემზე იწყებ ლაპარაკს. შენს ოთახში შევიდეთ, მინდა გიყურო ასეთს
-როგორ ასეთს, მტირალას?- ცრემლები შეიმშრალა და გაიღიმა
-მოულოდნელობისგან გახარებულს, ბავშვივით უმანკო ცრემლებით სახეზე - ლოყაზე დარჩენილი ცრემლის კვალს ტუჩებით შეეხო
-ჩემ საძინებელში ვინ შეუშვი ... აქ მე ბიჭებს არ ვპატიჟებდი
-გოგონებმა დაალაგეს , შენი ტანსაცმელი ვნახე ... ათი წლის წინანდელი მოდა გავიხსენე- კარის ჩარჩოს მიეყრდნო და თვალებდაწვრილებულმა გაუღიმა- ბევრი არაფერი შეცვლილა
-იმიტომ რომ მხოლოდ იმას ვიცვამდი რაც მომწონდა და არა იმას რაც ტრენდული იყო ... როგორ განსხვავდება ჩვენი ოთახები არა? - ძველ საძინებელს მზერა მოავლო და ბოლოს საწოლზე ჩამოჯდა . ერთი ორკარიანი კარადა , სარკე , ორი პატარა ტუმბო საწოლის გვერდით სულ ეს იყო მისი საყვარელი ოთახი რომელთანაც ბევრი ემოცია აკავშირებდა. ყველაზე მშვიდი, უშფოთველი ძილით სწორედ იმ კედლებში ეძინა, იქ იმ ოთახში და არსად სხვაგან .
-მომიყევი რას აკეთებდი აქ... თუ ბიჭებს არ ეპატიჟებოდი ამხელა საწოლი ერთ თინეიჯერ გოგოს რაში გჭირდებოდა- მის გვერდით ჩამოჯდა და საწოლის ხის მოჩუქურთმებულ თავებს დააკვრიდა
-ვმეცადინეობდი, ვწერდი, ვკითხულობდი, მუსიკას ვუსმენდი, ვცეკვავდი , ტელევიზორს ვუყურებდი სანამ მამა ძველს დაამსხვრევდა და ქვემოთ გადაინაცვლებდა აი იქ იდგა - ხელით ანიშნა ადგილზე - პლაზმური არ გვქონდა მაშინ , ჩვეულებრივი ფერადი ტელევიზორი გვქონდა. კიდევ დაქალებთან ვჭორაობდი, აქ ვსხდებოდით, ან ვწვებოდით და ვუსმენდი მათ ამბებს დედას ტკბილეული მოჰქონდა ცოტა ხნით რჩებოდა კიდეც ...ღმერთო ამ ოთახში იწერებოდა ჩემი ცხოვრების ისტორია . ეს შპალერი მე ავარჩიე, ჭაღიც და ავეჯიც, ფარდებიც იცი რამდენ ხანს ვარჩევდი ? სახლის რემონტი რომ დაიწყო მამამ ჩემი ოთახი პრიორიტეტული იყო და მე დავყვებოდი ბაზარში ... - მხიარული ჩანდა, სწრაფად საუბრობდა და შემდეგ ისევ გაჩუმდა, სუნთქვა შეეკრა . წარსულმა ისევ მოუჭირა ბორკილებს , ისევ მიიზიდა თავისკენ ...- მე და მამა , ჩემი სოსო გელოვანი
-წავიდეთ
-სად... კიდევ რამე გააკეთე ? იქნებ იმ მიწების შესახებაც გაიგე ამას ნამდვილად დიდი დრო დასჭირდებოდა
-არ ვიცი , რა მიწები ?
-გაჩვენებ მოგვიანებით...დღეს განწყობას არ გავიფუჭებ . იმათ თავად მივხედავ ,როდესაც გეგმების ასრულებას დავიწყებ
-შენ მე მგონი სახლში დასაბრუნებელ გზას მომიჭრი... ასე ნაწილ-ნაწილ მაჩვენებ ყველაფერს
-არ მინდა შეგახსენო,მაგრამ მაინც გეტყვი,რომ თავად გამომყევი მე საწოლში დაგტოვე, მძინარე შენ კი გაიღვიძე როგორღაც და დამედევნე
-ამიტომ განსხვავდები ყველასგან,ისინი გარეთ გასვლას მთხოვდნენ შენ კი აუცილებლობად წარმომიდგენ - დინას მანქანის კარი მძღოლის გვერდით გაუღო და საჭესთან თავად დაჯდა . დინა თვალს არ აშორებდა იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში ,შემდეგ კი სასაფლაოსთან მივიდნენ და დინაც უძრავი გახდა
-აქაც იყვნენ, რა თქმა უნდა ...
-ბევრი ვიფიქრე რა უნდა მომეხერხებინა მათი საფლავებისთვის... ისიც კი მქონდა იდეაში რომ ის მიწა შემესყიდა და მათ შორის ღობე გამევლო. სხვა ადგილას გადაყვანაზეც ვიფიქრე
-სანი , გთხოვ ამას აზრი არ აქვს და ნუ ფიქრობ ამდენს
-მადროვე, უნდა გითხრა ... იმ ბიჭს ვესაუბრე დისტანციურად , მაგრამ ჩემი კაცები შეხვდნენ. ფული შევთავაზე, საკმაოდ დიდი თანხა იმდენი რომ შეძლებდა აქაურობას მოშორებოდა და წასულიყო თუ სხვა სასაფლაოზე გადაიტანდა მამამისის ნეშტს
-არ მჯერა რომ ეს გააკეთე , შენი და შენი ფულის ურთიერთობა საშინელია. დარწმუნებული ვარ უარი გითხრა , გუგა მამამის არ ჰგავს ... ბავშვობაშიც ჩანდა ,რომ სხვანაირი იყო
-ხო, უარი მითხრა მიუხედავად იმისა ,რომ სიღატაკის ზღვარზე არიან
-შენ ის ბიჭი გებრალება ხომ ასეა-გაჩერდა და სანის გახედა რომელიც მიწას დაჰყურებდა - სანი მე და შენ ხომ გულწრფელები ვართ, მითხარი
-ისე მესაუბრა საშინლად მომინდა როგორმე დავხმარებოდი ... ცოტა ხნით ისიც კი დამავიწყდა ვინ იყო
-იცი ერთი რამ ზუსტად ვიცი, მშობლების ცოდვების გამო შვილები არ უნდა ისჯებოდნენ,მაგრამ როგორც ყველაფერი ამ სამყაროში ეს ამბავიც პირიქით ხდება და შვილები ყოველთვის პასუხს აგებენ , ყველაზე მეტად იტანჯებიან იმ მემკვიდრეობის გამო რასაც იღებენ
-გამოდის არ მიბრაზდები ჩემი დამოკიდებულების გამო
-მე აუცილებლად დავეხმარები გუგას რაიმე გზით , მე მისთვის მტერი ვარ , მაგრამ ის ჩემთვის ისევ პატარა , საყვარელი, უცოდველი ბიჭია რომელსაც ზედმეტად მძიმე ცხოვრება ხვდა წილად
მშვიდად საუბრობდა და განსაზღვრული ტემპით მიაბიჯებდა საფლავებს შორის. ტრიალი მინდორიდან კარგად ჩანდა ჩამავალი მზე, ერთ მხარეს საფლავები იყო ,მათი ცივი, უსახური სახე მათ წინ კი ულამაზესი ხედი იშლებოდა. ნატალის და სოსოს საფლავებს უკანასკნელი მზის სხივები ეცემოდა უკვე შორიდანაც ჩანდა მათი სახეები . აღარც ეკლების კვალი დარჩა, აღარც ბალახის ,მაგრამ იქ მისვლა ისევ მძიმე იყო , გაუსაძლისად მტკივნეული
-რა საბრალონი ვართ არა? ადამიანისგან არაფერი რჩება მოგონების გარდა, რომელიც ჩემთან ერთად გაქრება . შემდეგ მხოლოდ ეს ქვები იქნება რომელსაც ბოლოს აუცილებლად დაფარავს ბალახი, ვინ იცის რა ელით ათწლეულების შემდეგ ...სულ ესაა, ლოდზე გამოსახული სახე წარწერით ,ორი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღით . ნუთუ სულ ესაა , დაბადება და გარდაცვალება არადა მათთვის მთავარი სულ სხვა რიცხვები იყო ... ანდერძში დავწერ რომ ჩემს ქვზე ფოტოს ნაცვლად რამდენიმე თარიღი დაწერონ ,რომელთა შორის ერთი აუცილებლად იქნება 11.05 -ჩვენი შეხვედრის დღე
-ლეგენდა უნდა შექმნა, საკუთარი ცხოვრება ისე უნდა წარმართო რომ საუკუნეებს გაუძლოს შენმა ამბავმა
-ეს არ ჰგავს შენნაირი ადამიანის სიტყვებს - მის პროფილს უყურებდა სანი კი საფლავის ქვაზე გამოსახულ ქალს აკვირდებოდა
-ჩემი არ არის , ერთი ქალი ამბობდა ,რომელმაც ნამდვილად განსხვავებულად იცხოვრა
-და დარჩა მისი ამბავი ლეგენდად?
-მან სწორი მთხრობელი ვერ შეარჩია . ამბავი კი , ნამდვილად ლეგენდარული იყო ... რაღაც მაგიური - დინას თვალებს დააკვირდა და სევდიანად გაუღიმა- ნატალიას გავხარ თვალებით, მაგრამ მაინც იოსებს უფრო გამსგავსებ
-დედას ვგავარ ფიგურით , თვალებითა და კანის ფერით ...სახის ნაკვთებით უფრო მამას მამსგავსებდა მე კი სულ მეგონა რომ დედას ასლი ვიყავი
-მე ფოტოები ვიპოვნე და ყველა დავათვალიერე ... ყველაფერს ვაკვირდებოდი ,რომ მაქსიმალურად დამსგავსბეოდა ძველს
-ფოტოებს კამერით გადაუღეს და გამოგიგზავნეს ალბათ ხომ ? ისინი ხელში უნდა გეჭიროს, მათი შეხება უნდა შეძლო და იმ წარწერების წაკითხვა რომელსაც უკან აწერენ ... ნეტავ ყველა წამის დაფიქსრება შეიძლებოდეს, რომ ტვინს დავიწყების საშუალება არ მისცე- სული ეწვოდა, მყარად იდგა ,მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა , მაგრამ მისი მთელი არსება საფლავებისკენ მიიწევდა. იქ ,ცივ მიწაზე უნდოდა დაწოლა მათ შორის არსებული სივრცის ავსება , ადგილის რომელიც ერთმანეთთან აშორებდა მათ სხეულებს
- შენ კი ფოტოები არ გიყვარს
-არც შენ გიყვარს
-აქამდე არაფერი იყო ჩემს ცხოვრებაში დასამახსოვრებელი, ისტორიისთვის შესანახი ...ახლა კი მინდა ჩვენი ალბომი შევქმნათ
-სახლში დავბრუნდეთ - ხელი ჩაკიდა და ბოლოჯერ შეხედა უმეტყველო გამოსახულებებს.
გზა ისევ მალე გაიარეს , დინა სახლებს აკვირდებოდა იქაც კი ბევრი რამ იყო შეცვლილი. რაიონის ცენტრალური ნაწილიდან კარგად ჩანდა შორს, მთის წვერზე აღმართული ეკლესია,რომელიც ისევ ისე ამაყად გადმოჰყურებდა მრავალათასიან დასახლებას.
- შენ ამ სახლში თავიდან შემოიტანე სინათლე... სანი შენ დააბრუნე ცისარტყელა - ისევ შეხედა სახლს და გონებაში გაჩენილი სიტყვები ხმამაღლა გააჟღერა- ეს დღეც იქნება იმ ქვაზე
-ქვაზე ფიქრი არ მინდა , სჯობს ჩვენს ალბომს პირველი ფოტოები შევუქმნა - მოულოდნელად გადაუღო ფოტო , თუმცა ეს პირველი ნამდვილად არ იყო . რამდენიმე წუთს არ წყვეტდდა გადაღებას , დინას ბევრი ემოცია დაიჭირა ეზოს ნაკვეთებიც კარგად ჩანდა და საკუთარი ნამუშევარიც საოცრად მოსწონდა. თინეიჯერობისას იყო გატაცებული ფოტოგრაფიით, საკუთარი ხედვის გამო კარგად გამოსდიოდა ეს საქმე ,მაგრამ შემდეგ ამოწურა სხვადასხვა საგნის გადაღება. ახლა სრულიად სხვა შეგრძნება ჰქონდა, პირველად უღებდა ადამიანს, პირველად ჰყავდა მუზა ,რომელიც ფოტოზეც კი უცნაური იყო . სუნთქვა შეეუკრა ერთმა სურათმა ,დინა მისკენ იყურებოდა .იდგა მშვიდი, უბრალო და ზედმეტად ბრალიანი მზერით , თავისი თაფლისფერები სიბნელეშერეული ცის ქვეშ რაღაც აუხსნელს ირეკლავდნენ
-ეს ადგილი ცარიელი მეჩვენება...მანქანა სად წაიყვანეს სანი?- მოულოდნელად შეიპყრო შიშმა, იმის წარმოდგენაც არ უნდოდა რომ ის ნაგავსაყრელზე მოხვდებოდა
-ხელოსანთან გადაიყვანეს , რესტავრაციას დიდი დრო დასჭირდება ... ისინი აქვე შეაკეთეს , მაგრამ ...ხომ არ გეწყინა ,რომ არ გკითხე. ვიფიქრე მის შეკეთებას მოისურვებდი . არ მიყვარს როდესაც ჩემს ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ მე თავად გამომივიდა ასე , მაპატიე - აღელდა, თვალებს ისევ აქეთ-იქეთ აცეცებდა, ხელი არეულ თავზე გადაისვა და შემდეგ კეფაზე გადაიტანა
-შენ ნამდვილი არ ხარ ... ეს ყველაფერი სიზმარია და მალე ყველაფერი გაქრება. მე ალბათ ისევ იქ ვარ, იმ კედლებში გამომწყვდეული თავს ვიტყუებ ათას რამეს ვაკეთებ რომ არ ვიფიქრო...ისევ იქ ვარ და ახლა უკვე სიზმარს ვხედავ , იდეალური მზისფერი ბიჭით . საკუთარი თავის დასამშვიდებელი სიზმარი შექმნა ჩემმა გონებამ და ყოველ წამს შეიძლება გამეღვიძოს ...
-აღარ გააგრძელო , გეყოფა ! შენ აქ ხარ , ჩემთან გრძელდება შენი ცხოვრება და ხელთ უამრავი შესაძლებლობა გაქვს, კედლები აღარასდროს შეგზღუდავენ . შენ ახლა სულის თავისუფლებისთვის იბრძვი , ქალღმერთო - მისი სახე ხელებში მოიქცია ,თვალებში უყურებდა სა ნამ აკოცებდა,მისი ემოციები გააცოცხლა და ნანახით გაბედნიერებული დინაც დაიბრუნა- ფოტოები მაჩვენე
-აქ ვივახშმოთ და მოგიყვები ყველა ფოტოს ისტორიას
-სახლში რომ წავიღოთ ალბომი ?- აშკარად უკმაყოფილო იყო შემოთავაზებით. მოსწონდა იქ ყოფნა ,მაგრამ სახლიდან შორს არაკომფორტულად გრძნობდა თავს
-ვიცი ზედმეტს ვითხოვ , სახლში დავბრუნდეთ ...ფოტოები სხვა დროს ვნახოთ - გარემოს მზერა მოავლო , წასვლა არ უნდოდა კიდევ უფრო ეძნელებოდა იქედან შორს ყოფნა რომ შეძლებოდა გამოიკეტებოდა ,იქ იმ კედლებში დაიდებდა ბინას და აღარასდროს წავიდოდა.
-დავრჩეთ ... დავრეკავ და აქ მოიტანენ კერძებს
-სანი , არ გინდა ...სხვა დროს იყოს. მართლა არ მაქვს პრობლემა , არ მინდა ჩემ გამო თავი არაკომფორტულად იგრძნო ეს ყველაფერი ისედაც ზედმეტი სიხარული იყო ჩემთვის
-იპოვნი ალბომს თუ თავად გადავქექო შენი ნივთები...ისე დღიურს შეიძლება წავაწყდე თუ არ წერდი ?- კარადის რამდენიმე უჯრა გააღო და შიგნით ჩაიხედა
-თუ დავრჩებით ვახშამს მე მოვამზადებ - უეცრად გაჩენილი იდეა გააჟღერა და სანის ყურადღებაც წამსვე მიიქცია
-ნახევარ საათში მოვლენ , ყველაფერს გაამზადებენ
-ამ სახლში არა ... შენი წესები აქ გაბათილდება - საკუთარი გეგმით კმაყოფილი უყურებდა და მომნუსხველად უყურებდა- ეს სახლი არ ეკუთვნის მილიონერებს, აქ ყველა თავის საქმეს აკეთებდა და ასე უნდა გაგრძელდეს. არ გაინტერესებს როგორია ჩვეულებრივი ცხოვრება?
-იმედი მაქვს სოფლის ავტობუსით მგზავრობას ან ბაზარში გავლას არ მომთხოვ
-ყველაფერს აქვს თავისი პლიუსები , ვიფიქრებ ავტობუსით მგზავრობაზე აუცილებლად ... ერთი დიდი თავგადასავალია რომ იცოდე
-წარმოდგენაც არ მინდა... არც იფიქრო მაგაზე არასდროს დაგთანხმდები . მე აქ მხოლოდ იმიტომ ვარ რომ შენ გარდა არავინაა , ხალხში გასვლას არ ვაპირებ !
-შენი გაბრაზება არ მინდა ამიტომ უბრალოდ სამზარეულოში არსებულ პროდუქტებს გადავხედავ რომ ვახშამი მოვამზადო
-იქ არის რაღაცები , მაგრამ არ ვიცი ... მე სრულფასოვანი ვახშამი მჭირდება
-ყველა კაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის ხომ?- გაიცინა და ხელი ჩაკიდა- წამომყევი , მომეხმარები
-არა ...არა ნუ ატარებ ექსპერიმენტებს დინა
-მომაფიქრებინებ რა მოვამზადო , ალბომი ქვემოთ არის მაგიდასთან დაჯდები დაათვალიერებ მე კი თან ამბებს მოგიყვები თან საქმეს გავაკეთებ
-არ მომწონს ორი საქმის ერთად კეთება
-მე კი ერთი საქმის კეთებას ვერ ვიტან ...ზედმეტად ვდუნდები და ვიღლები- უცებ უთხრა და ხმაურით აკოცა ლოყაზე- შევეჩვევით როგორმე - კიბე ჩაიარეს თუ არა მისაღებში შევიდნენ , დინამ ერთ -ერთი კარადიდან ალბომები გამოიღო. ცდილობდა სევდისგან შორს ყოფილიყო ,მაგრამ გულმა წამსვე შეცვალა რიტმი . ის დღე არ უნდა ყოფილიყო ცრემლებით სავსე, უნდა გაეფერადებინა
-იქნებ არ ღირს , დინა - ხელში ეჭირა ძველი ალბომების სავსე კრებული და უკან მიჰყვებოდა გოგოს. გრძნობდა მის არეულ სუნთქვას, მის სულში გაჩენილი ცეცხლის ახალ კერას , მაგრამ ვერ ხვდებოდა უნდა შეეჩერებინა თუ გაეგრძელებინა და საბოლოოდ დაესრულებინა ეს გვერდი
-ღირს , დამიჯერე ნამდვილად ღირს...თუ ჩემი გაცნობა გინდა ამის გარეშე არ გამოვა
-დრო საკმარისად გვაქვს ... მე ისედაც ბევრი გავიგე, არ მინდა ჩემ გამო დამძიმდე
-მე შენთან ვმსუბუქდები ,მზისფერო- მისკენ შებრუნდა ,მკლავები ყელზე მოხვია და მოწყვეტით აკოცა
რამდენიმე წუთი დასჭირდათ კომფორტულად მოსაწყობად, კერძები შეარჩიეს და დინამ წინსაფარი მოირგო. სანი მაგიდის თავში დაჯდა და პირველი ალბომი გადაშალა , დინა უკვე თვალწინ დატრიალებულ მოგონებებს ებრძოდა და მათთან შერკინებას მხოლოდ საუბრით ახერხებდა. ეს აღმოჩენა ნამდვილად გამოადგებოდა ყველა დარჩენილი რგოლის გასაწყვეტად იმ უზარმაზარ ჯაჭვზე ახლა ასე ძალიან რომ უჭერდა , ტკენდა და კიდევ უფრო ართულებდა სულში დანთებული ცეცხლისგან თავის დაღწევას
-ეგ მამაა , მშობლებთან ერთად - ძველისძველ ფოტოს ზემოდან დახედა და სანიმ მისი უკანა მხარეც ნახა სადაც თარიღი ეწერა და ფოტოზე გამოსახული ადამიანების სახელები - პაპა და ბებო კარგად არ მახსოვს ,ბავშვი ვიყავი რომ გარდაიცვალნენ. მხოლოდ ფრაგმენტები დამრჩა მეხსიერებაში . მამა მუდამ ყვებოდა ამბებს მათზე, საოცარი მაგალითი იყო გარდაცვლილი მშობლების პატივისცემის . მიყვარდა მამას დამოკიდებულება მათ მიმართ ... - რამდენიმე ფოტო იყო მათი ცხოვრებიდან.
-სულ აქ ცხოვრობდნენ? რას აკეთებდნენ
-გლეხები იყვნენ, განათლება არ ჰქონდათ ... წესიერი , ზრდილობიანი და ყველასთვის საყვარელი ოჯახი იყო. ჩვენი გვარი წარმოშობით სხვა მხარიდანაა, ბაბუას მამას შვიდი თუ ექვსი ბიჭი ჰყავდა და ყველა სხვადასხვა ადგილას დასახლდა. ერთადერთი სიმდიდრე რაც ყოველთვის ჰქონდათ მათი პრინციპები იყო
-მამაშენი სულ მეგობრებთან ერთადაა...აშკარად არ იყვნენ ცოტანი - ფოტოებს დიდი ინტერესეით დაჰყურებდა, ერთი ოჯახის ისტორია ცოცხლდებოდა მის წინ - არავის უცდია შენი დახმარება?
-მგონი აქაურობას ეტყობა როგორი მეგობრებიც იყვნენ... მე კი რომ მივდიოდი მეგონა ისინი მიხედავდნენ მამას საფლავს , ამ სახლს და მათ სულებს . სულელი ვიყავი , ადამიანები მხოლოდ სიკეთის დროს არიან გვერდით, მაშინ გეხმარებიან როდესაც რაღაც მარტივი ხდება შემდეგ სამაგიეროს ელიან შენგან . მამა და დედა ყველას გვერდით იყო, ყოველთვის ყველაფერს აკეთებდნენ მათთვის . სამწუხაროა ,დროს ,ენერგიას , ემოციებს, ყველაფერს უთმობ მათ შემდეგ კი როცა აღარ ხარ ყველას ავიწყდები
-შენ გაქვს მტკიცებულებები იმ ამბებზე რომელზეც მე მუდამ ვსაუბრობდი ... შენ უნდა ხვდებოდე
-შენი სახლში გამოკეტვის მიზეზების უმრავლესობას ვხვდები , მეტიც საკუთარი მძიმე გამოცდილებაც მაქვს , შენს გვერდით უნდა ვჯდებოდე და რაც შეიძლება შორს მივდიოდე იმ ადამიანებისგან ამ სახლის ირგვლივ რომ ცხოვრობენ - საუბარი შეაწყვეტინა და ხორცის საკეპი დაჭრილ ფილას ძლიერად დაარტყა- მაგრამ მე ამას არასდროს გავაკეთებ !
-რატომ ,დინა ...ნუთუ ეძებ იდეალურ ადამიანთა ჯგუფს რომლებიც მამაშენის მეგობრების მსგავსად არ დაგივიწყებენ
-ასეთი ადამიანი არ არსებობს...რომ არ დაავიწყდე რაღაც პრობლემას გაუჩენს ცხოვრება და უბრალოდ ვერ მოვა შენამდე. იცი ჩვენ რომ შევიცვალოთ, ჩვენ რომ დავეცეთ და ვიქცეთ უბრალო მოსიარულე ზომბებად ცხოვრება ათას გამოწვევას გვიგზავნის, სულის ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზე სულ ერთი ნაბიჯია საჭირო ,ერთი სისუსტე
-შენ ამართლებ ადამიანებს ,რომლებიც ღალატობენ , ატყუებენ, გზიდან იშორებენ , ძალადობენ
-ყველას აქვს გამართლება, მე შეუბრალებელ მკვლელსაც კი მაქვს მიზეზი ... ასე ნუ მიყურებ სანი . შენ გვერდით მკვლელი დგას ,რომელმაც კაცი წამებით მოკლა
-შენ სხვა ხარ
- ვიღაც სხვისთვისაა მნიშნელოვანი...ამათ ,მამა რომ დაივიწყეს საკუთარი ცხოვრება აქვთ ცოლები, შვილები, შვილიშვილები . ისინი მშვიდად ცხოვრობენ, ზოგს ჰგონია რომ არავისთვის არაფერი დაუშავებია და სულ სწორად გააკეთა ყველაფერი. მე მათზე არ ვბრაზობ, ისინი ჩვეულებრივი მოკვდავები არიან ... მე მტკიოდა მათ გამო , თავს ვიჯერებდი,ვიცოდი რომ ციხეში არავინ მომაკითხავდა არც ნათესავები გამიხსენებდნენ, არც მეგობრები მოვიდოდნენ , მაგრამ მაინც ყოველთვის პაემნების დროს ველოდი ჩემი გვარის გაჟღერებას . თავს არ ვუტყდებოდი , დიდხანს ჩავახშე ეს გრძნობდა , მაგრამ ბოლოს ვაღიარე,რომ ველოდი
-და მათზეც არ ბრაზობ? არ გინდა რომ რამე დაუშაო? არ გინდა ,რომ მიხვიდე და პირში მიახალო სათქმელი ?
-არა , უკვე აღარ მინდა ... ახლა უბრალოდ ვერაფერს ვგრძნობ . აქამდე რომ მივსულიყავი უამრავი ეტაპი გავიარე
-ვეღარ გრძნობ...ესაა მდგომარეობა რომელიც ძლიერს გხდის?- დინას უყურებდა ის კი ზურგით იდგა გაზქურასთან და ხორცის ნაჭრებს ტაფაზე აწყობდა
-სიძლიერე არაფერია სისუსტის გარეშე... ვერასდროს გახდები ძლიერი თუ სისუსტეს არ შეიგრძნობ . ისე მხოლოდ ტირანი იქნები, ქედმაღალი ან ხისთავიანი იდიოტი - სანისთან მივიდა და თავად იპოვნა ფოტო რომელზეც ნატალია და იოსები იყვნენ
-ქორწილის ფოტოა? -სანიმ წამსვე შეაბრუნა და თარიღს დააკვირდა- არა?
-მათი გაცნობის პირველი დღეა
-ფოტოს გადაღება როგორ მოახერხეს
-მამა სრულიად შორს იყო ხელონებისგან გლეხი ბიჭი, მონადირე, მექანიკოსი, მძღოლი, ფეხბურთელი ყველაფერი შეიძება გამოსვლოდა რაიმე ნატიფი და ლამაზის გარდა . ის ამბობდა ,რომ ერთადერთი მის მიერ შექმნილი სილამაზე მე ვიყავი- სევდისფერმა ღიმილმა დაუფარა სახე, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და წამით სოსოს ხმა გაიგო როგორ ეუბნებოდა ამ სიტყვებს- დედა კი პირიქით, ყველაზე ნაზი ,ფაქიზი და სათუთი არსება იყო მათ შორის ვისაც კი მამა იცნობდა. აქ ქალებიც შრომობდნენ, იბრძოდნენ გადარჩენისთვის, უძღვებოდნენ ოჯახებს ,ყველაფერს აკეთებდნენ კაცების გვერდით დედა კი სცენაზე იდგა და ჯულიეტას როლს ასრულებდა სტუდენტურ ფესტივალზე ,რომელზეც მამა შემთხვევით აღმოჩნდა. ძმაკაცი შეყვარებულს იქ უნდა შეხვედროდა და ბიჭებთან ერთად წავიდა
-პირველივე დანახვისას შეუყვარდა ? - ფოტოს უყურებდა, მათი ემოციების გაცოცხლებას ცდილობდა თითქოს ზუსტად ისე ხედავდა როგორც დინა აღუწერდა. საოცარი შეგრძნება ჰქონდა, სიახლოვე გარდაცვლილებთან ,ადამიანებთან რომლებიც არასდროს უნახავს
-მამამ იმ დღეს პირველად უყურა თავიდან ბოლომდე სპექტაკლს, პირველად გაიგო და გაიაზრა ყველა სიტყვა ...
-ბევრი პირველი იყო მისთვის იმ დღეს- დინას სათქმელი თქვა და ერთი ცალი გვირილით ხელში მდგომ კაცს მზერა მოაშორა
-ეს გვირილა იყო პირველი ყვავილი რომელიც ქალს მიართვა, მამა ყვავილებსაც არ ეტრფოდა დიდად. ზედმეტად უხეში იყო გვირილებისთვის , მაგრამ არ შემეძლო სცენაზე ასვლის გარეშე იქედან წამოსვლაო. ეს ფოტო შემთხვევით გადაიღეს , დედას მისცეს მან კი დიდი სასოებით შეინახა
-როგორ შეიძლება ამ ორ განსხვავებულ ადამიანს ერთად მშვიდად ეცხოვრათ ... ურჩხული და მზეთუნახავის ამბავს ჰგავს ყველაფერი
-ორივე თმობდა ერთად ყოფნისთვის, ორივემ მსხვერპლი გაიღო ყველაზე გამართლებული მსხვერპლი
-მამამ ყვავილების ყიდვა ისწავლა და დედამ სოფელში ცხოვრება?
-მათ უამრავი რამ ისწავლეს ერთმანეთისგან, ორივეს ცხოვრებაში იყო მნიშნელოვანი ამბები ,რომელთა გაზიარებაც საინტერესო იყო
-მესმის , მეც საოცრად მაინტერესებს შენი განვლილი ცხოვრება ... რაღაცები მომწონს კიდეც ამ სახლში შენს მეზობლებს და შექმნილ აურას თუ არ ჩავთვლით
-დედას აქაურობასთან შეჩვევა საშინლად გაუჭირდა, ბინიდან პირდაპირ ტალახში მოხვდა. პარკეტის ნაცვლად ბეტონი იყო , გამათბობლის ნაცვლად შეშის ღუმელი...ეზოში ყვავილების ნაცვლად ქათმები და მანქანების ხმას ძროხები ანაცვლებდნენ
-და მაინც მან ცისარტყელა გამოკეტა სახლში
-და მაინც მან ცისარტყელა დაატყვევა - გაიმეორა და ისევ იგრძნო როგორ გაწყდა კიდევ ერთი რგოლი. სანი მისი მშობლების ამბავს გრძნობდა, ის გულგრილად არ უყურებდა ყველაფერს , ის იგებდა დინას ემოციებს და ეს საოცარი შეგრძნება იყო
-ასე რატომ მიყურებ - წარბები შეკრა და ფოტოებს შეეშვა
-შენ მე მათავისუფლებ
-ზოგჯერ ზედმეტად მიჭირს შენი გაგება - კიდევ უფრო უკმაყოფლო გაუხდა გამომეტყველება
-შენ ერთადერთი ხარ ვისაც ესმის , ვინც მგრძნობს- მის მუხლებზე მოთავსდდა, თავი მკერდზე მიადო და დაუცველი ჩიტივით გაეხვია მის მკლავებში .
-ეს გათავისუფლებს? როდესაც საუბრობ მართლა მოგწონს ? მე მგონია ,რომ გაიძულებ და ზოგჯერ ჩემი ინტერესის გათიშვა მინდება
-შენთან ყველა ფერს სხვა ფერი აქვს ... არ ვიცი მე რამდენად საინტერესო მსმენელი ვიქნები შენთვის,მაგრამ თუ ოდესმე დაანგრევ მაგ კედელს მე აქ ვიქნები , შენთან
ვახშმის წინ ასეთი მოლოდინი არასდროს ჰქონია, ყოველთვის მზარეულის მიერ მომზადებულ კერძებს მიირთმევდა ახლა კი დინას მიერ გაწყობილ სუფრას უყურებდა და ინტერესი უმძაფრდებოდა. მელოდიის ხმა რომ გაიგო გაეღიმა , დინამ მობილური მაგიდაზე დადო და სკამზე ანიშნა
-შეგიძლია ნებისმიერ ადგილას დაჯდე
-აბა შენი წესები აქ არ ვრცელდებაო?
-შევეჩვიე მუსიკის თანხლებით ვახშმობას
-პირველად რომ მივირთმევ არაპროფესიონალის მომზადებულს, სხვის სახლში იცი ხომ?
-მე შესანიშნავი მზარეული ვარ და ეს სახლი შენიცაა!
დინას არ შეწინააღმდეგებია, უკვე კერძზე იყო გადართული მთლიანად. რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასააზრებლად რომ საოცრად მოსწონდა , შემდეგაც არ უთქვამს კომპლიმენტი არც უფიქრია რომ გოგონა ამას ელოდა . დინა სიჩუმემ შთანთქა , ისევ დაუბრუნდა წარსულს სახლი გაცოცხლდა, მოგონებები შეუჩერებლად მოდიოდნენ არ ინდობდნენ გელოვანს. დედა სუფრას აწყობდა, მისაღებსა და სამზარეულოს შორის დადიოდა თან სოსოს ესაუბრებოდა . დღის ამბებს განიხილავდნენ თავად კი მთლიანად კერძებზე იყო კონცენტრირებული, იმ დღეს პირველად მოამზადა მარტომ და წამებს ითვლიდა მამას შეფასებამდე. მის აზრს ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, ის იყო ამომავალი წერტილი დინას ცხოვრებაში. ხედავდა მის კმაყოფილ სახეს, ისმენდა ქებას და ბავშვური ბედნიერებით ივსებოდა . მზერა აერია, სუნთქვა შეეკრა , წარსულსა და აწმყოს შორის ზღვარს ვეღარ ხედავდა . სხეული გაეყინა, გაქვავდა თითქოს შინაგანი თრთოლვა კი სულ უფრო და უფრო იმატებდა
-დინა აქ ხარ ? დინა მხედავ ? დინა გესმის ?- სანი ანჯღრევდა, მხრებში ჩაფრენოდა თითებით და მის გამოფხიზლებას ცდილობდა როგორც კი დაინახა ცვლილება მაშინვე მოეხვია- აქ ხარ , ყველაფერი გავლილია
-მინდა უკან დავბრუნდე და ყველაფერი თავიდან გავიარო... მე შევძლებდი შეცვლას, უკან რომ დამაბრუნონ ყველაფერს შევცლი
-არ შეგვიძლია დინა , ჩვენ მხოლოდ აწმყოს მართვა შეგვიძლია იმის რასაც თავად ვქმნით... აი ამ ამბის გამოტოვება რომ არ დავუშვით , შენი მომზადებული კერძის დაგემოვნება რომ შევძელი , მუსიკა რომ შემოიტანე ამ კედლებში ვახშმის დროს
-სახლში წავიდეთ... აქაურობას მივხედავ და წავიდეთ - უცებ დაიწყო სუფრის ლაგება და ლამის ყველაფერი დაამსხვრია. სანიმ მკლავებში ჩაავლო და მაგიდას მოაშორა
-ვერსად წავალთ ...წინ ორი ალბომი გვაქვს მე ჯერ შენი ბავშობა არ მინახავს
-დღეს არა
-დღეს , ახლა და აქ დაასრულებ ამ ამბების თხრობას
-არ დაიღალე? ლამის ყველაფერი მოგიყევი დედაჩემზე და მამაჩემზე ...ორი საათი ვილაპარაკეთ
-შენი საძინებლის ათვისება მინდა, სამაგიერო უნდა გადაგიხადო - ალბომები აიღო და კიბეს აუყვა- თუ არ გამომყვები უშენოდ დავათვალიერებ - რა თქმა უნდა გაჰყვა. საძინებელში დაბრუნდნენ, საწოლზე მოკალათდდნენ და დაიწყო დინას ისტორია
-მოიცა ,სანამ დაიწყებ უნდა მითხრა ცოლობა როგორ თხოვა ...სად დაქორწინდნენ , მთელი ამბავი გამომიტოვე
-მამა უნივერსიტეტში უბრალოდ სტუდენტად იყო გაფორმებული,თორემ ლექციების ნახევარს არ ესწრებოდა დედას გაცნობამდე. შემდეგ ყოველ დღე ქალაქში იყო, ნატალის მოჩვენებად იქცა ,ყველაფერი გაიგო მის შესახებ და მისი ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება . მე ყოველთვის მინდოდა მამას მოეთხრო ეს ამბავი , მაგრამ ის არასდროს საუბრობდა თავის გრძნობებზე. ეს ალბათ კომპლექსი იყო , სიტყვებით გამოთქმული გრძნობების კომპლექსი ან უბრალოდ არ შეეძლო იმ ყველაფრის გადმოცემა რასაც განიცდიდა
-და ნატალიმ როდის შეამჩნია ...როდის მიხვდა რომ უყვარდა
-ერთხელ მითხრა რომ დაინახავ შენ ადამიანს მაშინვე იგრძნობ, შეამჩნევ მის მზერას და თუ მოასწრებ მისი თვალების პოვნას აღარასდროს უნდა გაუშვაო ... სცენაზე ასვლამდე შეამჩნია დედამ , მისი მზერა იგრძნო და დარბაზში მჯდომი დაინახა . „ის ისე მიყურებდა როგორც მოკვდავი სიზმარში გამოცხადებულ უკვდავ ქალღმერთს „
-შეუძლებელია ასე უპირობოდ ენდო მზერას ...
-საკუთარ გრძნობებს ენდო ...
-თუნდაც
-გგონია შეუძლებელია? მე რატომ ვარ ახლა შენი ცოლი , იმიტომ რომ მამაშენთან გარიგება დავდე ? იმიტომ რომ მიყიდა თუ იმიტომ რომ ამბიციები მაქვს
-დინა ასე რამ გაგაცოფა
-მიპასუხე ,ამდენ რამეს რატომ აკეთებ ჩემთვის
-დინა
-იმიტომ რომ გებრალები თუ იმიტომ რომ გინდა ბედნიერი ვიყო
-შენი აზრით მე იმ მდგომარეობაში ვარ რომ შენ მებრალებოდე?
-ღმერთო ის მე შემშლის ! - საწოლზე დაეშვა და სახეზე აიფარა ხელები - აღიარე რომ გრძნობებს მიყვები და ისინი გმართავენ . ისინი და არა ტვინი
-რა გავაკეთო სიყვარულში გამოგიტყდე?
-არ მჭირდება , ისედაც ვიცი რომ გიყვარვარ
-მეც უნდა ვიცოდე ,რომ გიყვარვარ?
-დარწმუნებულიც კი უნდა იყო
-ასე მარტივია ? სულ ეს არის ის გრძნობა ყველა მასზე რომ წერს ? ყველა რომ აკერპებს და ყველა რომ ოცნებობს
-ჩემი და შენი თანაცხოვრება, ორი გიჟის ერთად მარტივი გგონია?
-მე და შენ ვგავართ იმდენად რომ შევძელით
-არა! არა და არა ! მე და შენ ვგრძნობთ ,ამიტომ შევძელით
-ერთი ამბის გაგება ყველას სხვადასხვაგვარად შეუძლია
-ოდესმე შენც მიხვდები იმას რასაც ვამბობ
-და მაინც არ მითხარი ცოლობა როგორ თხოვა- ფოტო იპოვნა ,სავარაუდო ქორწილის ფოტოებს წააწყდა და დაელოდა დინას ხმას რომელიც ფონად გაჰყვებოდა კადრებს
-მორიგი სპექტაკლის დასასრულს მანქანაში ჩასვა და წაიყვანა
-ეგ მოტაცებაა
-რა სისულელეა !
-ასე არარომანტიულად იყო ყველაფერი?
-არარომანტიულია ფაქტი რომ კაცი მოდის ზამთარში გვირილა მოაქვს , გიწვდის ხელზე გკოცნის და მანქანის კარს გიღებს? ვინ არ დაჯდებოდა ...დედას უყვარდა ,ზუსტად იცოდა მისი ფიქრები და საკუთარ სურვილს მიჰყვა. არ უფიქრია არავისზე და არაფერზე საკუთარი თავის გარდა ..მე არ ვიცი სიტყვები რომლებიც მანქანაში გაჟღერდა ვიცი გზა ღმერთამდე ასე დედა უწოდებდა ამ ამბავს მე კი უკვე მხოლოდ სიყვარული მგონია მარადიული, ღმერთიც გღალატობს , არასწორად გსჯის
-მკრეხელობ დინა ... განა საყვარელ ადამიანებზე მეტად შეუძლია ვინმეს გატკინოს? მეტჯერ ვინმე გიღალატებს? ან არ ვიცი წყვილები იმდენ საშინელებას უკეთებენ ერთმანეთს...მე არ ვარ ჭეშმარიტი ქრისტიანი , ტაძარში ბოლოს ალბათ ნათლობისას ვიყავი ,მაგრამ
-მე ურთიერთობაზე არ ვსაუბრობ, მე გრძნობაზე ვამბობ სანი ... იმ გრძნობაზე რომელიც შენშია -გულში,სულში, მთელს არსებაშია
-შენ სულით-ხორცამდე რომანტიკოსი ხარ
-ამიტომ ვა’ფრენ - ქვემოდან უყურებდა საწოლზე მჯდომს .
ფოტოებს აღარ უყურებდა სანი კი ისევ აგრძელებდა მათ დათვალიერებას, კითხულობდა ყველა მინაწერს ერთსაც არ ტოვებდა უყურადღებოდ ისე თითქოს ამით დამალულ განძს იპოვნიდა. ისეთი საინტერესო იყო მისი ცქერა, ყველა ფილმზე საინტერესო . ადამიანებს აქვთ საკუთარი ფილმი, ცხოვრების დაუსრულებელი კინო ,რომელიც იმ წამიდან იწყება პირველად რომ იტირე . ყველას ცხოვრებას აქვს ჟანრი ,ზოგის კომედიაა, ზოგის ტრაგიკომედია , ვიღაცის დრამაა, ვიღაცის მელოდრამა , სათავგადასავლო ან დეტექტივი ...
-და აი ისიც ,ქალღმერთი დიანა - ბავშვით ხელში ქალის ფოტოს უყურებდა და იღიმოდა. რამდენიმე მათგანში ახალდაბადებული იყო . ორივე მათგანის ემოციებს გრძნობდა უკვე, სიტყვებიც აღარ სჭირდებოდა და დინაც მხოლოდ ამბავს უყვებოდა- როგორ დაგარქვეს სახელი უკვე ვიცი ახლა კი ვხვდები ,რომ ჩვეულებრივი ბავშვობაც არ გქონდა- ყველა ფოტოში განსხვავებული იყო, არსად ჰქონდა შერჩეული პოზა , გაშეშებული სხეულითა და კამერისთვის მიპყრობილი მზერით. ყველა ფოტო ამბავს ყვებოდა -როგორც სჩანს პიკნიკები ძალიან გიყვარდათ
-მამას უყვარდა ტყეში სიარული, ლაშქრობა, ნადირობა , თევზაობა ... მთაზე ასვლაც სცადა ახალგაზრდობაში . მამას ადრენალინი უყვარდა და მე მას ამით ძალიან ვგავარ . ყოველთვის მის გვერდით ვიყავი
-შენ , სიფრიფანა გოგონა კაცებთან ერთად ტყეში ... ნატალია როგორ თანხმდებოდა
-არასდროს არ ვეხვეოდი შარში, ყოველთვის უვნებელი ვბრუნდებოდი და შესაბამისად ხვდებოდა,რომ საკუთარი თავის მოვლა შემეძლო. ძალა ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ გამძლეობა კი . მოხერხება, სურვილი, გონება და ყველაფერი შესაძლებელი ხდება
-როგორც სჩანს ბევრ საინტერესო ადგილას დადიოდით - ნავში იჯდა ყურებამდე გაღიმებული და ნიჩბებს ატრიალებდა. ფოტოები ტყეში, მთაში, კლდის ნაპირზე, ტბაში, ჩანჩქერთან - აკი ამბობდი ცუდად ვცურავო? ამ მდინარეებს როგორ უმკლავდბეოდი
-მათი გადაცურვა აზრადაც არ მომსვლია, სანახაობით ვტკბებოდი ... დიდხანს არ მივარჯიშია , ძალებს რომ აღვიდგენ დაგამარცხებ კიდეც
-ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს თავის გადარჩენის კურსებს გადიოდი წლების განმავლობაში, მსუბუქი ვარჯიშებით რომელსაც გართობის სახელით ნიღბავდნენ
-მამას ყოველთვის უნდოდა ვაჟიშვილი ჰყოლოდა. იმედგაცრუებული იყო რომ არ ჰყავდა ბიჭი, მაგრამ ბედნიერდებოდა მეც რომ ვუწევდი კომპანიონობას. პატარა ბავშვივით უხაროდა როდესაც ყველაფერს ვაკეთებდი , სროლა რომ მასწავლა აჟიტირებული დაბრუნდა სახლში. ჩემს ნაცვლად უამბო დედას ... თითქოს მერე აღარ ეშინოდა
-გოგონების დაცვის ინსტიქტი მოქმედებს მამებში ?
-არ ვიცი , ყველა განსხვავებული მშობელია და შვილებიც არ გვანან ერთმანეთს. მე მხოლოდ ის ვიცი ,რომ მამას საკუთარი ოცნებები ჰქონდა წარმოსახვაში ბიჭთან ერთად რომ უნდა ეკეთებინა და მეც შევძელი მისი ოცნებების ახდენა
-გინდოდა ეს ყველაფერი? იქნებ დედასთან სახლში ყოფნა და ცეკვის სწავლა სჯობდა, ლექსების სწავლა, სპექტაკლებში მონაწილეობა, ქარგვა ან არ ვიცი
-გგონია მთელ დღეებს მამასთან ვატარებდი და ბიჭივით ვგრძნობდი თავს? მე ორივეს ვგავარ, მიყვარდა მთის ვიწრო ბილიკებს ცხენით რომ მივუყვებოდი და ვგიჟდებოდი დედასთან ერთად მხატვრული კითხვის საღამოების გამართვაზე
-გამოდის ყველაფერი იცი
-არა , მე უბრალოდ ყველა შესაძლებლობას ვიყენებდი , ყველაფერს ვცდიდი და მათ შორის ზოგი რამ შემიყვარდა
-ყველაზე მეტად რა გიყვარდა - იპოვნა კიდეც ერთი ფოტო სადაც ცხენზე იჯდა დაუდევრად შეკრული თმებითა და აწითლებული ლოყებით. წამით კადრი გაცოცხლდა მის წინ, დინას აჩქარებულ გულისცემას ისმენდა, მის დაცვარულ კანს ხედავდა, ათრთოლებულ სხეულს და საოცრად მოუნდა მისი ასე ხილვა
-ბევრი რამ , მაგრამ ყველაფერი მათთან ერთად მიყვარდა მათ გარეშე არ ვიცი ალბათ ჯირითიც არ იქნება ისეთი ემოციური . აქ მამა იყო ჩემი მეტოქე , ტრიალ მინდორში ქარს რომ მიაპობ და მის გაბრწყინებულ სახეს ვეღარ ხედავ ... ეს ყველაფერი წარსულია
-მაგრამ მაინც შენ ისევ შეგიძლია საყვარელი საქმის კეთება ... მაინტერესებს კიდევ რა მოგწონდა
-მე არ ვაკვირდებოდი, სათანადოდ არ შევიგრძNობდი ყველაფერს რაც ჩემ ირგვლივ იყო. აქ ,ამ ულამაზეს ადგილებში დავდიოდი და შედეგად მხოლოდ სიამოვნებას ვიღებდი. მე არასდროს მიფიქრია იმაზე რომ გავჩერებულიყავი, ერთ წერტილში გაქვავებულს შემეგრძნო ყველაფერი . ახალ ცხოვრებაში ამ შეცდომას აღარ დავუშვებ
-ახალ ცხოვრებაში მე ვერ ვიქნები შენს გვერდით, მაგრამ ერთი სიამოვნება იქნება შენი ცხენზე ხილვა - ტკივილი გამეფდა სანის არსებაში. უძლურების შეგრძნება, რომელიც მთავარი ჯაჭვი იყო მის სხეულზე. ფოტოებს მდუმარედ უყურებდა , დინა მის თვალწინ იზრდებოდა , იცვლებოდა და სულ უფრო და უფრო მშვენდებოდა. ფოტოებზე სხვა უამრავი ადამიანიც ნახა , მაგრამ მათ შესახებ არაფერი უკითხავს , დინასაც არ უთქვამს
-შენ ყველაფერი შეგიძლია , დამიჯერე სანი- დუმილის შემდეგ რამდენიმე სიტყვა თქვა და მოეხვია. მხარზე თავი დაადო და მის წინ გადაშლილ ალბომს დახედა. ბოლო გვერდს უახლოვდებოდა, იქ უკვე 16 წლის იყო ისევ ფერადი , ბოლოჯერ ბერდნიერი
-ბედნიერება შენს მზერაში ... ამ ფოტოებშია დარჩენილი, მოგონებებშია და ეს შენი ნათელი წარსულია ,რომელიც ყოველთვის სიხარულით უნდა გაიხსენო. ყველას როდი აქვს მეხსიერებაში დრო ბედნიერების - სევდიანი იყო სანი , ეს იმდენად ცხადად იგრძნო დინამ რომ ყველაფერი დაივიწყა. ალბომები დახურა , კარადაში მიუჩინა ადგილი და ხელი გაუწოდა
-სახლში წავიდეთ, ჩვენი ისტორიის ათვლის წერტილში
............
უჩვეულოდ ბედნიერი იწყებდა დღეს. წარსულს მომავალი ებრძოდა, იგი ძალებს იკლებდა და სულ უფრო ასუსტებდა მის მიერ შექმნილ ჯაჭვს. იარების გაქრობა შეუძლებელია, მაგრამ ტკივილს სიხარული ებრძოდა, ფერები სიბნელეში იჭრებოდნენ და წყვდიადს ანათებდნენ. ყოველი ახალი დღე ენერგიის უშრეტი მარაგით იწყებოდა, სანის ყოველდღიურობაც მრავალფეროვანი გახდა რუტინაში ცვლილებები შეჰქონდა . დრომ მართლაც შეძლო მისი დაბრუნება, თავს უცხოდ აღარ გრძნობდა თავისუფლად გადაადგილდებოდა ქალაქის ქუჩებში და გეგმების შესრულებაც დაიწყო . მუშებს მისი მიწები უნდა მოემზადებინათ , მასშტაბური ცვლილებები ჰქონდა გეგმაში და დილიდან ვერ ისვენებდა. სანი თავის სამუშაო ოთახში იყო გამოკეტილი, მისი შეწუხება არ უნდოდა, დიდხანს ტრიალებდა კოტეჯის წინ სანამ მოთმინება ამოეწურებოდა
-სანიიი - წამში გაჩნდა მის მაგიდასთან და ღიმილი სახიდან გაუქრა კომპიუტერის ეკრანზე ლამაზმანის დანახვისას . ისიც არანაკლებ გაოცებული უყურებდა ბიჭი კი ისევ რაღაცას წერდა შეკრული წარბებითა და სათვალით საოცრად სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა
-არ მცალია დინა ... სხვა დროს იყოს
-სანი - ხმაც კი დაკარგა , ეჭვიანობის პირველი ტალღა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა რომ მოქმედებაც ვერ მოახერხა. ნაბიჯებს დგამდა ,მაგრამ მიმართულებას არც კი აკვირდებოდა. ყველაფერი დაავიწყდა შავთმიანი, ცისფერთვალება გოგოს გარდა რომელსაც საკმაოდ გამომწვევად ეცვა და სანისთვის აშკარად არ იყო უცხო. ინანა ,რომ პირველ რიგში მის საქმეებში არ გაერკვია, არ გაიგო თანამშრომლების შესახებ და საერთოდ ძალიან ცოტა რამ იცოდა ისიც ლოგიკური დასკვნების შედეგად მიღებული ინფორმაცია იყო . სანი იმდენად ჩაკეტილი იყო არ უნდოდა კითხვების დასმა, მისი სივრცის დარღვევა . სულ გადაავიწყდა წასვლას რომ აპირებდა, დაურეკეს და იძულებული გახდა მარტო წასულიყო. ალბათ სანი მაინც არ გაჰყვებოდა, იქნებ საუბარსაც არ ჰქონდა აზრი.
დინას მფლობელობაში იყო რამდენიმე ჰექტარი მიწა ,თავისუფალი სივრცე რომელზეც ყურძენი იყო გაშენებული , მაგრამ წლების განმავლობაში ყველაფერი განადგურდა. ახლა თავისუფალ სივრცეს ხედავდა , ადგილს საიდანაც დაიწყებდა საკუთარ საქმეს , სოსოს იდეებს განახორციელებდა და იქ ყველასგან განსხვავებული „სებეს მარანი“ შეიქმნებოდა. ყველა ნაბიჯზე ისტორიას გააცოცხლებდა , დიდი დრო დასჭირდებოდა წლები გავიდოდა სანამ ვაზს თავიდან გააშენებდა , იქაურობას გააცოცხლებდა და ყველაფერს მოაწყობდა , მაგრამ მზად იყო .
მუშებს გასამრჯელო მისცა, დაემშვიდობა და მრავალწიანი ხეების ჩრდილში ქვაზე ჩამოჯდა. ხეებს აკვირდებოდა , რამდენიმე ამოიცნო ჯერ კიდევ ახალი დარგული რომ დატოვა ახლა ცასთან ახლოს იყვნენ. მამას თავადაც ეხმარებოდა, ხილის საყვარელ ნერგებს არჩევდა და ამ უზარმაზარ სივრცეში ბევრი იყო ასეთი ხე . გონებაში ხაზავდა პროექტს, შემოსასვლელიდან ბოლო წერტილამდე თითოეული ხის ჩათვლით ყველაფერი წარმოიდგინა. უკვე დაწყებული ჰქონდა მუშაობა საჭირო ადამიანებთან ერთად , ყურძნის ჯიშების შესწავლას დიდი დრო დაუთმო ციხეში ყოფნის დროს და რაც ვერ შეძლო ბოლო დროის განმავლობაში კითხულობდა. არაპროფესიონალი მეღვინე იყო , მცირედი გამოცდილებითა და დიდი გეგმებით.
სახლში დაბრუნება არ უნდოდა, მზე უკვე ჩასული იყო ის კი ისევ იქ იჯდა და ფიქრობდა . სიჩუმეში ჭრიჭინების ხმა ისმოდა, ფოთლების მოძრაობა , ქარის ხმა და ციცინათელები რომლებიც მის შორიახლოს ანათებდნენ. ამ ცარიელ, ტრიალ ადგილზეც კი სიმშვიდე იყო...
შემდეგ ძაღლების ყეფის ხმა გაისმა, ხმამაღალი, გადაბმული ყეფის ხმა თითქოს რაღაც საშინელება უახლოვდებოდა. ისევ არ დაძრულა ადგილიდან , სიბნელე იყო ირგვლივ ხელში მხოლოდ მობილური ჰქონდა , რომელიც მის ფეხებთან არსებულ მიწას ანათებდა და ისიც მალე გაითიშებოდა. ძაღლები რამდენიმე წუთის შემდეგ მიმოიფანტნენ და ხმაც სხვადასხვა მხრიდან მოდიოდა. წასვლას აპირებდა , მობილური მიწაზე დაანათა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ბიჭის ხმა რომ გაიგო . ტირილნარევი, სუსტი ხმა რომელიც შველას ითხოვდა. ვერ ხვდებოდა საიდან ისმოდა, ირგვლივ იყურებოდა და მთვარით განათებულ ადგილებს აკვირდებოდა
-ნუ გეშინია ... მოვდივარ გესმის? მალე მოვალ ... - როგორც კი მიხვდა მიმართულება შეიცვალა და მიწების ბოლოსკენ გაიქცა. საკმაოდ დიდი მანძილი ჰქონდა გასავლელი, ხმამაღლა ეძახდა ბიჭუნას და მისი ხმაც სულ უფრო ახლოს ესმოდა. მიმართულების განსაზღვრა რომ მოახერხა ბედნიერი იყო, ძაღლებისგან შეშინებულ ბავშვს ელოდა მანამ სანამ ღობეს არ მიუახლოვდა- პატარავ ჩემი გესმის ? მოვედი ... ახლოს ვარ
-მტკივა ... ძალიან მტკივა . ვერ ვმოძრაობ - სლუკუნებდა და დინაც უფრო მეტად ღელავდა. ეკლიანი მესრით იყო ღობე გაკეთებული , მათ შორის უნდა გამძვრალიყო სხვა გზა არ ჰქონდა, როგორღაც მოახერხა ნაკაწრები ჰქონდა ,მაგრამ არც უგრძვნია თხრილი რომ დაინახა მეზობლის მიწაზე
-ღმერთო ჩემო ... პატარავ აქ როგორ აღმოჩნდი - ტელეფონი ხელში ეჭირა და თხრილში ჩავარდნილ ბავშვს უყურებდა - ნუ გეშინია , ჩამოვალ და ამოგიყვან. უბრალოდ არ გაინძრე გესმის?
ირგვლივ მიმოიხედა, სასწრაფო დახმარებას გამოუძახებდა ,მაგრამ იქ მანქანით ვერ მივიდოდნენ ბავშვის გამოძრავებაც არ შეეძლო ამიტომ მონაცემებს ზუსტად აწოდებდა სანამ იქ იპოვნიდნენ ბავშვისთვის დახმარება უნდა გაეწია . თხრილი იმდენად ღრმა იყო ჩასვლაც კი გაუჭირდა ,საფლავს ჰგავდა იქაურობა, წამით გაშეშდა, სუნთქვა შეეკრა და გონება იმდენად აერია რომ უკან ასვლაზეც კი დაფიქრდა. თავს მოერია, ყველაფერი დაივიწყა და ბავშვს მიუბრუნდა. ფეხი მოტეხილი ჰქონდა, სისხლი სდიოდა ჭრილობებიდან . ისე იყო დაცემული მისი ხერხემლის მდგომარეობაც კი დაუდგენელი იყო. ერთადერთი რაც შეეძლო ფეხის იმობილიზაცია და ხელზე არსებული ჭრილობის შეხვევა იყო. სისხლდენის შეჩერება არ გასჭირვებია, ბავშვის დაფლეთილი პერანგის ნაწილები გამოიყენა , ყელზე კაშნე ეკეთა იმით ფეხი დაუფიქსრა და შემდეგ ბავშვის თავთან დაჯდა-ყველაფერი კარგად იქნება... მალე ექიმები მოვლენ და საავადმყოფოში წაგიყვანენ. იქ დედიკოც მოვა, მამიკოც და მალე სახლშიც დაბრუნდები
-დედა გამიბრაზდება... ძალიან გამიბრაზდება
-არ იტირო... მე ვეტყვი და არ გაგიბრაზდება - თმაზე უსვამდა ხელს და თან თავზე არსებულ ჭრილობებს აკვირდებოდა. მნიშვნელოვანი არცერთი იყო , ცოტა დამშვიდდა და მოლოდინის რეჟიმში გადავიდა. დრო ისე იწელებოდა ბავშვის შეჩერება უჭირდა
-მტკივა, ძალიან მეწვის...ფეხი მტკივა
-არ იდარდო, მალე გადაგივლის ნახე ... ნახე ზემოთ აიხედე რა ლამაზი ვარსკვლავებია. მოდი ერთად დავთვალოთ და რომ დავასრულებთ ექიმებიც მოვლენ
ვარსკვლავების თვლა მანამ გააგრძელეს სანამ სამაშველოს ხმა არ გაიგეს. დინას დახმარებით ბიჭი საკაცეზე დააწვინეს , გვიან გაიაზრა რომ ხელზე მისი პატარა თითები უჭერდნენ. მანქანა დატოვა და მათთან ერთად წავიდა. ბავშვის მტევანი თითებსშორის მოიქცია და მის თმაზე მოფერება განაგრძო. მთელი გზა ესაუბრებოდა,რომ არ შეშინებოდა. ექიმები მუშაობდნენ ის კი ბავშვს ართობდა მანამ სანამ გაყოლა შეძლო. ბოლოს დერეფანში აღმოჩნდა გათიშული მობილურით ხელში , კლინიკაში რომელთანაც უამრავი მოგონება ჰქონდა. ყველას იცნობდა, ყველა ექიმს რომელიც წლების წინ მუშაობდნენ , ექთნებსა და სანიტრებს. ბავშვის მშობლებს ელოდნენ , მათი სახელები რომ გაიგეს დაკავშირებაც მოახერხეს. ბიჭუნას მამას იცნობდა ,რომელიც მეზობელ ქუჩაში ცხოვრობდა და მისი დანახვა რომ არ გაახარებდა ზუსტად იცოდა, მაგრამ მაინც იქ იდგა და ექიმებს ელოდა.
ხედავდა მშობლებს ,რომლებიც შვილზე ღელავდნენ. ატირებულ დედას და ძველ ნაცნობს,რომელიც უკვე სრულიად უცხო იყო. ქალს ხელს არ უშვებდა, იჭერდა და ექთნისგან მიღებულ ინფორმაციას ყურადღებით უსმენდა. გოგონამ დინაზე რომ ანიშნა მხოლოდ შემდეგ შეხედა ბიჭმა და წამსვე შეეცვალა მზერა. იმდენად სწრაფად გადაკვეთა მანძილი და წვდა ყელში ,რომ გონს მოსვლა ვერ მოახერხა. ტკივილს გრძნობდა მხოლოდ, ფართხალებდა და ხელზე მიწით დასვრილ თითებს უჭერდა
-შენ ...შე სადისტო მკვლელო შენ ჩემი შვილის მოკვლა გინდოდა ხომ? ამისთვის დაბრუნდი? ახლა ბავშვები უნდა ამოხოცო? რა წყევლა ხარ ასეთი ...მოგკლაავ -ღრიალებდა და უკან არ იხევდა. დერეფანში ექთნები გამოჩნდნენ, ყველა მის შეჩერებას ცდილობდა, გაოგნებული ცოლიც კი ვერ ახერხებდა მის დამშვიდებას მანამ სანამ ექიმი არ გამოვიდა
-ხელი გაუშვი ... ახლავე მოშორდი თორემ პოლიციას გამოვიძახებ! მადლობის მაგიერია ? ამ ქალმა შენი შვილი გადაარჩინა და შენ რა ჯანდაბას აკეთებ - სუნთქვა უჭირდა, უცნობ ექიმს დაბინდული მზერით უყურებდა . კედელთან ჩაიკეცა და ატკიებულ ყელზე თითები შემოიხვია. ახველებდა და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა, ახალგაზრდა ექიმი კი ისევ კაცს ესაუბრებოდა. აღარ ესმოდა ხმები, ვერც ხედავდა ნორმალურად ...წასვლა უნდოდა ყველაფრისგან შორს ყოფნა . მხოლოდ ბავშვის ამბავი უნდა გაეგო და წასულიყო , მხოლოდ ეს სჭირდებოდა სხვა არაფერი
-როგორ არის ... ბავშვი როგორ არის- საკუთარი ხმა ვერ იცნო, ექიმის თეთრ ხალათს შეახო დასვრილი ხელები და მკლავზე მოუჭირა მისი ყურადღება რომ მიექცია - თქვენ ხართ მისი ექიმი ხომ?
-თქვენი დამსახურებით კარგად იქნება - ბიჭმა მზერა გაუსწორა და ხელი მოხვია- გოგონებს გაჰყევით... მოგხედავენ
-არ არის საჭირო, გმადლობთ ... - ხელი მოიშორა და უკან დაიხია . ცუდად იყო, ძალა აღარ ჰქონდა ყველაფერი ტკიოდა და წესით ნაბიჯის გადადგმაც ვერ უნდა მოეხერხებინა, მაგრამ შებრუნდა და გასასვლელისკენ დაიძრა
-მოიცადეთ, ასე ვერ გაგიშვებთ... ჭრილობები გაქვთ და სუსტად ხართ. არ მაქვს უფლება
-თქვენ მე ვერ შემაჩერებთ , კარგად ვიცი ეს ... გმადლობთ, ბიჭუნაზე იზრუნეთ და უთხარით რომ აღარ სცადოს ციცინათელების დაჭერა
ხმები ესმოდა , ბავშვის მშბლები საუბრობდნენ, ექთნები ჩურჩულებდნენ . ექიმიც რაღაცას ამბობდა , მაგრამ აღარ ადარდებდა. ყველაფერი უმნიშვნელო იყო, სიმშვიდის დროს უკან ჯოჯოხეთში დაბრუნება მძიმე იყო მისი სულისთვის. ისევ მარტო იყო, არავინ ჩანდა მის საყრდენად . ხელში გათიშული მობილური ჰქონდა მხოლოდ და ტაქსის პოვნას ცდილობდა. რამდენიმემ უარი უთხრა, არც გაჰკვირვებია ბოლოს ერთი მოხუცი დასთანხმდა და სახლამდე მან მიიყვანა. გზა ზედმეტადაც კი გაიწელა, ცდილობდა ტკივილის დაიგნორებას ,მაგრამ სხეულიც ეწვოდა სულთან ერთად. ეზოს გავლაც კი გაუძნელდა, საკუთარ სახლში იყო იქ სადაც მუდამ ელოდნენ. მძღოლს ფული რომ გაუტანა და ისიც გაუშვა იქვე ჭიშკართან ჩაიკეცა. რკინას ზურგით მიეყრდნო და სახლს მზერა გაუსწორა. ჭუჭყიანი იყო, სისხლი მოსდიოდა ნაკაწრებიდან, ტანსაცმელი დახეული ჰქონდა და გაუსაძლისად სტკიოდა. მარტო იყო, წარსულთან წაგებულ კიდევ ერთ ბრძოლაში ნატალი რომ გამოჩნდა. შეშინებული, აფორიაქებული სპირტითა და ბამბით ხელში მის ერთ,პატარა ნაკაწრს დარდობდა. პატარა იყო, ზუსტად ბიჭუნას ასაკის ცრემლიანი თვალებით , აწითლებული ცხვირითა და ნაკაწრით მუხლზე რომელიც იმ დროს ყველაზე დიდი ტკივილის მომტანი ეგონა. ისევ მოხვია მკლავები დედამ , სითბო წამებით დარჩა შემდეგ კი ისევ ცივმა ქარმა მოხვია ხელები და ძვლებამდე მიაღწია სიცივემ, სულიც გაუყინა .
რეალობას დაუბრუნდა , სახლში შევიდა ტანსაცმელი იქვე დატოვა და სააბაზნომდე მიაღწია. წყალი აშორებდა სისხლსა და მტვერს, მიწაც ჩამოირეცხა თმიდან ,ყველაფერი გაქრა მარტოსულობის გარდა. სიცარიელე, უფსკრულად იქცა ისევ არადა დილით პატარა ორმოს ჰგავდა მისი ამოვსების იმედი ჰქონდა .
მობილური შემოსასვლელში ეგდო ტანსაცმელთან ერთად მტვერში ამოსვრილი თავად კი საკუთარ საძინებელში გამოიკეტა. საწოლზე ემბრიონის ფორმაში იწვა, ფანჯრიდან მთვარე ჩანდა , მოწმენდილი ცა ვარსკვლავებით იყო სავსე . ნახევრად შიშველს ძველისძველი კაბა უფარავდა სხეულს , საყვარელი ჭრელი კაბა რომელსაც აღარ ჰქონდა ბედნიერების ფერი.
გონება გაითიშა, ძილმა დაამარცხა და ტვინსაც დასვენების საშუალება მისცა. ძილის შემდეგ ახალ დღეს იწყებ, მაგრამ ტკივილს ვერ აქრობ . შესაძლოა შეცვალო წინა ღამის სევდა, ახალი დღე ახალი ემოციებით დაიწყო , მაგრამ დინას არ ჰქონდა ამის სურვილი. ნაბიჯების ხმამ გამოაფხიზლა, გულმა სწრაფად რომ დაიწყო მუშაობა მიხვდა ვინც უახლოვდებოდა ,მაგრამ თვალების გახელა არც უფიქრია
-დინა ... ჩემო ქალღმერთო შემომხედე , გთხოვ , გევედრები დინა
-დამოუკიდებლად ვსუნთქავ ისევ, ნუ ღელავ - არ შეუხედავს, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვა და მაშინვე იგრძნო ყელის ტკივილი. ხმაზეც ემჩნეოდა ცვლილება
-რა მოხდა აქ დინა... გემუდარები ,დინა
-მარტო ვიყავი ,ისევ ისე მარტო
-ღმერთმა დამწყევლოს ... მე მეგონა ,რომ საქმეებს აგვარებდი . მე უბრალოდ არ მინდოდა ხელის შეშლა . მეგონა დაბრუნდებოდი და ის წყეული წამალი დავლიე - იცოდა დინას არ უნდოდა,მაგრამ მაინც მოხვია მკლავები და სხეულზე მიიკრა - ის ტანსაცმელი და შენი ჭრილობები ... დინა მითხარი რა მოხდა ,გთხოვ- თავი ააწევინა და შემდეგ დაინახა ყელზე თითების კვალი . ჭრელები დაუბნელდა, წყვდიადი გაჩნდა მათში როდესაც თითები კანზე შეახო , კანკალებდა და თვალები სითხით ევსებოდა- ასე ვინ გატკინა
-შენ მატკინე, განუხორციელებელი ზარით ... უყურადღებობით
- ნუ მეუბნები ... გთხოვ - დინას ცარიელი მზერა ,რომელიც ჯიუტად უყურებდა სულ მთლად აცლიდა ძალას . პასუხი აღარ მიუღია, დინა არაფერს ამბობდა სანის ჭრელები კი სითხეს ვეღარ იტევდნენ, ჯებირები გადმოლახეს ცრემლებმა და მზისფერ წვერში ჩაიკარგნენ
-მე მხოლოდ შენთან ბრძოლაში დავმარცხდი - თითები ჯერ ყვრიმალეზე შეახო შემდეგ ცრემლის კვალს გაჰყვა და წვერზე გადავიდა . თვალები დახუჭა და ტუჩებზე ტუჩების შეხებაც იგრძნო. გაყინული, ცრემლებით დანამული ტუჩების შეხება.
ცრემლები მიუყვებიან სულის ნაიარევს ...სითხე , რომელიც ადიდებულ ოკენესავით გადაუვლის სევდას ...მხოლოდ ისინი აქრობენ სულში დანთებულ ხანძარს ...ცრემლი სინანულის, ტკივილის, სიხარულის, ცრემლი-ემოციის !
............
ერთი კვირა გავიდა, მაგრამ ყელზე ისევ ეტყობოდა თითების კვალი. თხელი ნაჭრით იფარავდა ნაკვალევს , იმდენად უხდებოდა მის ყელს კაშნე , სტილის შეცვლაზეც კი დააფიქრა. ასე უფრო კლასიკური იერი ჰქონდა , ეღიმებოდა ყოველ ჯერზე როდესაც მუშებთან ერთად მუშაობდა . მიწის დამუშავება უკვე დაწყებული ჰქონდათ, ვაზის ნერგებიც შეიძინა და მალე სრულად დარგავდნენ კიდეც. უნდოდა თავადაც მიეღო მონაწილეობა ამ პროცესში ამიტომაც მთელ დღეებს იქ ატარებდა . ზაფხულის მცხუნვრარე მზემ კანის ფერი შეუცვალა, სხვანაირი იერი ჰქონდა სოფლელ გოგოს დაემსგავსა,სიცოცხლით სავსე მჩქეფარე გრძNობებით ქალს .
-მთლიანად საქმეში ხარ ჩაძირული არა ? - წყლის ბოთლი მიაწოდა სიცხისგან წამოწითლებულს და სათვალე თავზე გადაიტანა
-სანი ... არ გელოდი
-მაინტერესებდა როგორ მართავდი ამდენ კაცს , თურმე ბოტები მოირგე და შენც მუშაობ - ღიმილით შეათვალიერა და ახურებულ ლოყაზე ტუჩები შეახო - რომ შემეძლოს სიამოვნებით დაგეხმარბეოდი- ჩუმად უთხრა და კიდევ ერთხელ აკოცა- საოცარი სურნელი გაქვს
- ასეთი მხოლოდ გლეხის ქალებს აქვთ ... - გაიცინა და თითები თმაში შეუცურა- შენს თმას მცხუნვარე მზე გაახუნებს
-დინა , მინდა როგორღაც მონაწილეობა მივიღო ამ საქმეში მე
-შენი ფული მონაწილეობს ამ საქმეში, შენ აწარმოებ გადახდას მე ნამდვილად ამირევდა გონებას
-სისულელეა, შენ შესანიშნავად მოახერხებდი ყველაფერს. ვაჭრობაც კი საოცრად გამოგდის , გაოცებული დავრჩი
-შენ უბრალოდ ძალიან გიყვარს ჩემით აღფრთოვანება - წარბები შეკრა და სივრცეს მოავლო მზერა- ისეთი უსიცოცხლო აღარაა არა? თითქოს ახალი სიცოცხლე მივეცი ... ისინი გაიზრდებიან და აქაურობა ულამაზესი სანახავი იქნება
-მანამდე შენობასაც დავიწყებთ ... ყველაფერი გამოვა , მაგრამ დინა
-უფლებას არ მოგცემ მზის ქვეშ დადგე და მიწის დამუშავება დაიწყო . სულ ბოლოს ,მზე რომ გადავა პირველ ნერგებს სიმბოლურად შენ ჩარგავ , მხოლოდ გვიან
-ასე სალომეს ემსგავსები
-შენ ჩემი ოქროს ბიჭუნა ხარ, მიწათმოქმედება შენი მოწოდება არ არის
ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარა, სანი კი ვერ ხვდებოდა მართლა კარგად იყო,თუ უბრალოდ თავს აჩვენებდა. საშინლად იყო დათრგუნული იმ ამბის შემდეგ ,ეშინოდა დინას დაკარგვის სიკვდილზე მეტად ეშინოდა. დილით ადრე გაღვიძებულმა სიცარიელე რო იგრძNო გვერდით და დინა ვერ იპოვნა ჭკუიდან გადვაიდა, შემდეგ სახლში იპოვნა ნაკაწრებით, ყელზე თითების კვალით . ეს კოშმარულ სიზმარს ჰგავდა , რომელსაც დასასრული არ უჩანდა. დინამ ყველაფერი უამბო,მაგრამ მაინც დაკარგა მოსვენება. სახლიდან იმაზე ხშირად გადიოდა ბოლო კვირის განმავლობაში ვიდრე ოდესმე, იმაზე ხშირად ურეკავდა დინას ვიდრე ვინმეს მთელი ცხოვრების მანძილზე. საკუთარ თავს აღარ ჰგავდა, კომფორტის ზონა დაკარგა , ყველაფერი ნელ-ნელა ინგრეოდა ირგვლივ ის კი ამ ნანგრევებში ეძებდა ხსნა.
ღამით შევიდნენ ეზოში, დინა საშინლად იყო დაღლილი ქალაქში დაბრუნებამდე შხაპი მიიღო და უკვე ქალაქში დაბრუნებას აპირებდნენ ეზოში ნაცნობი წყვილი რომ დაინახა. სანის უკვე შემჩნეული ჰყავდა სტუმრები და მდუმარედ უყურებდა
-ვინ არიან?
-ბიჭუნას მშობლები
-მან დააპირა შენი დახრჩობა?- წამსვე დაეტყო დაძაბულობა. დინამ ძლივს მოახერხა მისი შეჩერება
-სად გარბიხარ, შენ რა გინდა რომ გააკეთო ...
-ვაჩვენებ როგორ უნდა დახრჩობა
-სერიოზულად? მზისფერო , შენ ხომ ჩვეულებრივი მუშტიკრივის მოყვარული ხისთავიანი კაცი არ ხარ
-გგონია რომ არ გამომივა ? - ზემოდან უყურებდა და თვალებიდან ცეცხლს ისროდა
-არ მინდა , მე ეს გამაბრაზებს...მეტიც გამაცოფებს ! მეზიზღება მსგავსი ამბები
-ამას შენ ამბობ?
-გთხოვ სანი ...
-მათთან მარტო არ გაგიშვებ
-არც ვაპირებდი ... მოვუსმენ და წავიდეთ კიდეც - სახლიდან პირველი გავიდა. სანიც უკან მიჰყვებოდა ეზოში მდგომებიც დაიძრნენ , გოგონა აშკარად დაწინაურდა. დინა მის სახეზე სინანულს ხედავდა, სირცხვილს და ეს საერთოდ არ მოსწონდა
-საღამო მშვიდობისა ... მე და შენ ერთმანეთს არ ვიცნობთ . მე წარმოდგენა არ მაქვს შენ რა გააკეთე,სულ ყვებოდნენ ,მაგრამ მე მხოლოდ იმ ქალს ვხედავ ახლა ვინაც ჩემი შვილი გადაარჩინა და მე მადლობა მინდა გადაგიხადო. მხოლოდ დღეს გამოგვწერეს საავადმყოფოდან , აქამდეც მინდოდა მოსვლა და ბოდიშის მოხდა ჩემი ქმრის ქცევის გამო . ძალიან მრცხვენია, ღმერთო წარმოუდგენლად მრცხვენია არც კი ვიცი რა უნდა გითხრათ
-საჭირო არ არის ... ის ყოველთვის ასეთი იყო. ბავშვობაშიც ვერ აკონტროლებდა თავს . ბიჭუნა აშკარად თქვენ გგავთ ხასიათით, ისე ვაჟკაცურად უძლებდა ტკივილს . საოცარი შვილი გყავთ მე არ მჭირდება ბოდიში , ლუკა თითების მტვრევას შეეშვი თორემ ისევ ამოგივარდება ცერა თითი - ბიჭს შეხედა და გაუღიმა. სანის ბრაზიც იმ წამსვე გაქრა, მანამდე კი თითქოს ნაღმზე იდგა, ხელები ზურგს უკან ჰქონდა ,როგორმე თავი რომ შეეკავებინა შემდეგ დინამ გულწრფელად გაუღიმა ბიჭს. მანაც მზერა გაუსწორა, დაბნეული იყო, გაოგნებული და კიდევ რაღაც სხვა ჩანდა მის თვალებში, დიდი დოზით სითბო რომელიც ყინულს ერეოდა
-ყოველთვის ვიცოდი,რომ ხალხის ნაამბობი არ უნდა დამეჯერებინა ...
-შენ ,თეკლა ხომ? ძვირფასო ისინი ყველაფერს ზუსტად ყვებიან უბრალოდ მათ აღარ ახსოვთ სხვა დიანა , მხოლოდ მკვლელი დაიტოვეს გონებაში. მე რეზის ამბებს ვიგებდი, ვიცი ,რომ კარგადაა და ძალიან მიხარია... ახლა კი უნდა წავიდეთ ,მაპატიეთ
-რეზის ძალიან უნდა შენი ნახვა ... - ბიჭის ხმა რომ გაიგო წამსვე გაჩერდა. არ ელოდა,ნამდვილად არ ელოდა მის ამ სიტყვებს-თუ დრო გაქვს იქნებ რამდენიმე წუთით გვესტუმრო , გთხოვ დინა
ამბობენ ცხოვრებაში უმიზეზოდ არაფერი ხდებაო. ალბათ ეს ინციდენტი იყო საჭირო დინას დასაბრუნებლად, იმ ოჯახებში რომლებსაც ხშირად სტუმრობდა. ლუკა იყო ბავშვი,მისი მეხსიერებიდან , ბიჭუნა რომლის პირველი ნაბიჯებიც კი ახსოვდა. მორიგი ახალი სიცოცხლე იმ მრავალრიცხოვანი ადამიანიდან ვისგანაც ტალახი არ მიუღია. ბავშვების სახეები კარგად ახსოვდა, როდესაც მშობლები თავს ესხმოდნენ ისინი ცრემლიანი თვალებით უყურებდნენ, გაურკვევლობაში მყოფები დედების კალთას ამოფარებული იდგნენ და აცილებდნენ უფროს მეგობარს. ლუკაც ერთ-ერთი მათგანი იყო , ბავშვი რომელსაც გონება მოუწამლეს . ახლა ისევ მიუყვებოდა ქუჩას , გრძნობდა მზერას სახლებიდან , ელოდა მათ სიტყვებს , მაგრამ არაფერი იყო. მხოლოდ ოთხი ადამიანის ნაბიჯების ხმა ისმოდა და სანის თითები ,თითებზე უჭერდნენ. გვერდით ჰყავდა, მეტიც , მასთან ერთად მიდიოდა სრულიად უცხო ადამიანებთან . ეგოისტური ნაბიჯი იყო, მაგრამ მაინც ხელს არ უშვებდა მასაც გამოცდას უწყობდა და საკუთარ თავსაც.
ეზოში შესვლისთანავე იგრძნო მოხუცის მზერა. აშკარად დიდი კამათის შემდეგ გადაწყდა დინას მიპატიჟება , ყველამ ოჯახის პატარა წევრის აზრი გაითვალისწინა და ახლაც ჩუმად იყვნენ . არაფერს ამბობდნენ, მაგრამ მზერით ასხივებდნენ ზიზღს, სიძულვილს ,რომელიც შესაძლოა დაიმსახურა კიდეც. არ უკვირდა, არც ბრაზობდა, აღარც ტკიოდა უკვე. ბიჭუნა რომ დაინახა წამსვე გაუნათდდა სახე , საწოლში მოწყენილი სახით იწვა დინას მისვლამდე
-დინა ... მოხვედი - ერთი ხელი მაღლა ასწია და ანცი მზერა მიანათა
-პატარავ, შენ აშკარად უფრო სიმპათიური ხარ ვიდრე მახსოვდი ...
-ექიმებმა ბევრი წამლები დამალევინეს და შემახვიეს, მაგრამ აღარ მტკივა- მაშინვე საუბარი დაიწყო დინა როგორც კი მოეხვია
-რას ვიზამთ , ციცინათელების დევნას ყოველთვის მოჰყვება საფასური
-აღარასდროს მივუახლოვდები - წარბები შეკრა და მერე ისევ გაუღიმა- შენ აქ იცხოვრებ? შეგხვდები ხოლმე?
-აქ არ ვიცხოვრებ, მე ჩემ ქმართან ერთად ვცხოვრობ ,მაგრამ ხშირად მოვალ ხოლმე და მესტუმრე , თუ მშობლები ნებას დაგრთავენ - უკან მიიხედა და ბიჭს ხელზე აკოცა- ხო ,მართლა გაიცანი ჩემი ქმარი , სანი - უცნაურად ჟღერდა ქმარი, პირველად მოიხსენიებდა ასე.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა რეზი... დინამ ბევრი მომიყვა, მითხრა ყოჩაღი ბიჭიაო
-შენ ძალიან გიყვარს დინა?- იმდენად მოულოდნელი იყო კითხვა ,რომ ორივე დაიბნა
-რეზი , რა კითხვებია დედიკო ?
-უნდა ვუთხრა,რომ თუ არ უყვარს ვცემ
-ცემა საჭირო არ იქნება, სანი ჩემი ანგელოზია- ჩუმად უთხრა, თითქოს რაღაც საიდუმლოს ეუბნებოდა და ბიჭიც მაშინვე დანებდა
-კარგი, მაშინ სასიამოვნოა ... დე სკამს არ მოუტან ? ხომ უნდა დასხდნენ?
-არა ... ჩვენ ცოტა ხნით ვართ
-გთხოვ , არ მინდა რომ წახვიდეთ . ძალიან მოვიწყინე ახლოს არ არიან ჩემი მეგობრები , აქ ბავშვები არავინაა ჩემი ტოლი ,შენ მაინც დარჩი რა
-ხოო? აი მამაშენის დროს ექვსი იყვნენ ... შენ იცნობ ალბათ ბიჭებს მაინც ნიკუშას, დემიკოს, ლადუნას ... გოგონები ალბათ უკვე გათხოვდნენ ლიზა და ეკა
-ყველანი ვიცი ...შენ საიდან იცი?
-სულ, სულ პატარები იყვნენ მე რომ შენი ასაკის ვიყავი და ყველანი აკვანში მყავს ნანახი
-აკვანში?
-დიახ, გაკოჭილები იწვნენ და ვერ მოძრაობდნენ ... ყველაზე საყვარელი დემიკო იყო ,უზარმაზარი წითელი ლოყები ჰქონდა . მამაშენი ძალიან პატარა იყო და ხელში არ მაჭერინებდნენ
-მართლა მამა?- ბავში გაოცებული იყო , დინა კი უკან აღარ იყურებოდა. მხოლოდ ბავშვის გაბრწყინებულ თვალებს ხედავდა , მის ბედნიერ ღიმილს და წარსულიდან დადებით ემოციებს იბრუნებდა
-მეშინოდა,რომ დაგივარდებოდა...შენც ძალიან პატარა იყავი- ქალის ხმა რომ გაიგო ყელში ბურთი გაეჩხირა. ოთახში შესულს შეხედა , სავარძელში ჩამოჯდა და მზერა გაუსწორა- შენ დაბრუნდი , ისევ ისეთი შეუპოვარი
-დედა , ახლა არ გინდა
-არაფერს ვამბობ ისეთს ... დინას მთელი შენი ბავშობა ახსოვს,როგორი უშნო გასაზრდელი იყავი რეზიკოს რომ უჯავრდები და საკუთარი პატარაობა არ გახსოვს
-შენ პაპასაც იცნობდი?
-ვიცნობდი , ის ძალიან კარგი კაცი იყო . ყველას ძალიან გვიყვარდა , შენ რომ ენახე ბედნიერი იქნებოდა-იმ წამს მიხვდა რომ გაგრძელება აღარ შეეძლო. ეს ოჯახი ზედმეტად ახლო იყო მასთან, ლუკას მამა იმ გამონაკლისებს შორის იყო რომელსაც არ გაუკიცხავს. არაფერი უთქვამს, მაგრამ არც დახმარებია. ახლა ცოცხალი აღარ იყო , ის სახლიც სხვანაირი ჩანდა . არაფერი იყო ძველებურად , ამის თავიდან გააზრება ზედმეტად მტკივნეული აღმოჩნდა. საუბრობდნენ , ბავშვს რაღაც ამბავს უყვებოდნენ უცებ რომ წამოდგა და სანიც თან მიჰყვა . მთელი ეს დრო აკვირდებოდა და გრძნობდა მის ემოციებს- რეზი , მაპატიე ხო? ახლა უნდა წავიდე მე მეჩქარება , სახლში უნდა დავბრუნდე , მაგრამ ვეცდები ისევ გინახულო . მალე გამოჯანმრთელდი
სხვას არავის დამშვიდობებია, არ იყო ფარისევლობა საჭირო, არც ზედმეტი სიტყვები. უბრალოდ უნდა წასულიყო, სანის თითები იპოვნა და გზა განაგრძო. სწრაფად მიდიოდა, მიწას უყურებდა და ფიქრების შეჩერებას უშედეგოდ ცდილობდა. უცებ გაჩერდა და თავზე მოიჭირა თითები
-ჯანდაბა...ჯანდაბა ვეღარ ვუძლებ. ეს არ უნდა გამეკეთებინა, ეს სისულელეა... ეს თავის მოტყუება იყო. ის ბედნიერი წარსული მხოლოდ მე მახსოვს იმიტომ რომ მჭირდებოდა რაღაც ნათელის გახსენება მათ არა ... ის მე მახრჩობდა . ბავშვი რომელსაც სიარულში ვეხმარებოდი, დაცემულს ვაყენებდი, ცრემლებს ვუმშრალებდი , ზოგჯერ ვაჭმევდი კიდეც - ყელიდან სახვევი მოიშორა და მუჭში მოიქცია- სახლში წავიდეთ სანი, ჩვენთან წავიდეთ
-აქ მოდი - ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა . ორი ქუჩის კვეთაზე იდგნენ, მანქანამდე კიდევ ჰქონდათ გასავლელი რამდენიმე მეტრი- ყველა ინანებს, მოვა დრო და ყველას შერცხვება საკუთარი სიტყვების გამო
-არ მჭირდება... სინანული მათთვისაა ,მათი სულებისთვის და არა ჩემთვის
ის ღამე ასე არ დასრულებულა, თითქოს სახლს შეაფარა თავი , მაგრამ იქ სანის მშობლები დახვდნენ. მათ გამოჩენას დიდხანს ელოდა, იმ დღეს არ ჰქონდა მხოლოდ ენერგია და ისინიც სწორედ ამ დროს ესტუმრნენ. სახლში შესვლაც ვერ მოახერხა, ფიზიკურად გადაღლილს უკვე ემოციური კრიზიც ემატებოდა
-დღეს აშკარად არ არის ჩვენი დღე
-შენ დაისვენე ... მეც მალე მოვალ - თავზე აკოცა და ეგონა ,რომ ასე უბრალოდ წავიდოდა, მაგრამ დინა პირდაპირ მათკენ დაიძრა
-ისინი ჩემ გამო არიან აქ ... ლევან ,როგორ ხარ?- კაცს მიესალმა, მოეხვია და შემდეგ სალომესკენ გაიხედა . იმდენად გაბრაზებული ჩანდა მისკენ ნაბიჯის გადადგმას აშკარად არ ჰქონდა აზრი -სალომე
-მეგონა სახლიდან არ გადიოდი, თურმე უკვე რამდენჯერმე წახვედი სადღაც გადაკარგულ ადგილას ...
-სალომე ,როგორ ხარ? მე კარგად ... აქამდე გელოდი, რატომ დაიგვიანე? ლევანმა შენი შემაჩერებელი ახალი ხერხი იპოვნა და გაკონტროლებს?- ლოყაზე აკოცა გაბრაზებულ ქალს და გაღიმებული ჩემოჯდა მის წინ-შენ ხომ გინდოდა
-მე მინდოდა რომ ნორმალურად გეცხოვრა და არა სადღაც ჯურღმულში წასულიყავი, იქ სადაც საშიშია
-სალომე
-გეყოფა ლევან! მე არ ვაპირებ თვალთმაქცობას, ეს ქალი იმ ხალხისთვის მკვლელია, საფრთხე ემუქრება და სანიც იქ მიჰყავს . სიგიჟეა ...საერთოდ ვერ ვხვდები იქ რა დაგრჩენია? რისთვის ხარჯავ ფულს, სხვა ვერაფერი მოიფიქრე გასართობად? დავიჯერო არაფერია დედამიწაზე ისეთი რომ ციხიდან გამოსული დაგაინტერესოს?
-სანის ჩემს გვერდით საფრთხე არასდროს დაემუქრება
-არ მითხრა რომ დაიცავ და მის გამო კიდევ მოკლავ ვინმეს
-მეეჭვება საჭირო გახდეს, თუმცა მის უსაფრთხოებას თუ შეეხებიან ნამდვილად გავაკეთებ ამას
-ღმერთო ჩემოო
-ქალღმერთო, ასე უფრო აშინებ - ქვემოდან ამოხედა, თვალები უბრჭყვიალებდა და აშკარად კარგ განწყობაზე იყო - სალომეს უნდა უთხრა რომ ერთ დღეს მასთან სახლში დამაბრუნებ, მის ფარისეველ მეგობრებთან, იმ საზოგადოებაში რომელიც მძულს , დამადებ ბორკილებს და გადამცემ დამპალ ჯოჯოხეთს
-შენ არ გესმის ხომ ? დავიჯერო ასე უცებ ...ამ მცირე დროში შეპყრობილი გახდი?
-შესანიშნავი სიტყვაა, ჩემი ფსიქიკის მქონე ადამიანისთვის შესაფერისი
-მოდი უბრალოდ ვივახშმოთ... ასე დაუსრულებლად უნდა გაგრძელდეს ? თქვენი ნერვიულობა, სანის ირონიულობა და ბოლოს ისევ უმოქმედობა . მე ასე არ შემიძლია , ჩემთვის ოჯახური გარემო ზედმეტად წმინდაა და ასე დიდხანს ვერ გიყურებთ
-არც კი იფიქრო დინა - უცებ დაკარგა ხალისი და ფეხზე წამოიჭრა. გოგოს წინ დადგა , განრისხებული მზერითა და მუქარანარევი ტონით- ეს არ მოხდება
-რატომ , შენ მშობლებთან ვახშმობით რა დაშავდება... ისინი ხომ სხვები არ არიან. სანი მათ უყვარხარ
-არა ! არა და არა ... მორჩა ეს გამოსვლა დასრულებულია მე თქვენს მითითებებს აღარ მივყვები. წავალ იქ სადაც მინდა, დავრჩები სახლში რამდენ ხანსაც მინდა და თქვენი ადგილი აქ არ არის ! - უკონტროლო გახდა, ამ დროს მის ირგვლივ უზარმაზარი გალავანი ჩნდებოდა ,რომლის გადალახვა დინასაც კი არ შეეძლო. ვერაფერის გაკეთება მოახერხა ისე უცებ წავიდნენ სალომე და ლევანი. უცნაური იყო , ეს ყველაფერი უამრავ კითხვას აჩენდა . საკუთარ სიტყვებზე ფიქრობდა, მაგრამ ისეთი არაფეირ უთქვამს . სანი სახლისაკენ მიდიოდა, თავზე ხელს ისვამდა და სწრაფად მიაბიჯებდა.
არ ჩქარობდა, ნელა მიჰყვებოდა მის გავლილ გზას საძინებლამდე. ოთახშიც შევიდა და ფანჯარასთან მდგომს დააკვირდა, მთელი სხეულით თრთოდა , მხრების ხაზზე ეტყობოდა როგორი ძალაგამოცლილი იყო. მოხრილი იდგა, სახეზე ხელებს ისვამდა, შემდეგ ყელზე გადავიდა და ხელში მოთავზებული კოლოფიდან ამოღებული რამდენიმე აბი გადაყლაპა.
-რატომ იქცევი ასე ...
-შენ თქვი რომ კითხვებს არ დამისვამდი
-სანი მე უბრალოდ უნდა ვიცოდე რა არ ვთქვა... არ ვიცი , არაფერზე ვისაუბრო ?
-როცა საქმე მათ ეხება არ ჩაერიო , შენ უარესი სიტყვების მოგისმენია და სალომეს დაიგნორება არ უნდა გაგიჭირდეს
-ის დედაშენია და მე არ მინდა,რომ მასთან ცუდი ურთიერთობა მქონდეს. დედაჩემი რომ ცოცხალი იყოს
-სალომე არ ჰგავს დედაშენს და გთხოვ შენ ოჯახს ნუ შეადარებ ჩემსას, ისინი არ არიან შენები..ისინი ვერ შეცვლიან შენებს და ნუ მაიძულებ მათთან დაბრუნებას მხოლოდ იმიტომ რომ შენ ოჯახი გჭირდება- ღრიალებდა , კედელს ხელი მიერტყა და შემდეგ შებრუნდა მისკენ. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, საშინლად გამოიყურბეოდა ასეთ მდგომარეობაში
-მე დიდი ხანია გავაიზრე რომ ისინი აღარ არიან, მათ ვერავინ ჩაანაცვლებს და ამას არც ვცდილობ. შენ არ მინდა,რომ დაკარგო წლები რომლებიც სწრაფად გადის ...ერთ დღეს აღარ იქნებიან და მიხვდები რომ დრო დაკარგე
-მათ ერთმანეთი ჰყავთ, ისინი უჩემოდ კარგად არიან და სალომე უბრალოდ შენზე ეჭვიანობს. ის მამამისს ჰგავს, ვერ იტანს ვერავის ვინც მასზე მეტ გავლენას ფლობს ... შენ კი , შენ ჩემზე წარმოუდგენელი გავლენა გაქვს ისეთი როგორიც არასდროს , არავის ჰქონია
-რომელ გავლენაზე ვსაუბრობთ სანი
-არ ვიცი რა არის, შესაძლოა გავლენა ცუდად ჟღერს ... მან სწორად თქვა მე შეპყრობილი ვარ - დინას მიუახლოვდა, გაიღიმა და ტუჩები დაუკოცნა - ისევ ის სუნი გაქვს , მიწის, სოფლის, მზის
-სანი ეს ყველაფერი უცნაურია და შენ მე ძალიან მაბნევ... მე ყველაფერს ვამბობ, შენ კი ყველაფერს მალავ
-ჩშშ, არ გვინდა გთხოვ ... შენ არ გჭირდება ამბები ჩემზე, შენ მე ისეთს მხედავ როგორიც ვარ . შენ ხედავ სანის ,რომელიც მხოლოდ შენთვისაა
-შენ ყველა ჩემ სახეს ხედავ, შენ თითქმის ყველაფერი იცი ჩემ შესახებ...
-მე მზად არ ვარ ... შენ კი ეს გათავისუფლებს იმიტომ რომ გაქვს ბედნიეირ მოგონებები წარსულიდან. ამბები რომელთა გახსენებაც შეგიძლია... ჩემი წარსული კი ბნელია, ყველა ეტაპი დაბადების წამიდან
-მე არ მჯერა ამის... შენ უბრალოდ ვერ ხედავდი ფერებს ,ისინი ყოველთვის არიან
-რთული დღე იყო, ძილის დროა უკვე ... დროა დავასრულოთ ეს დღე
-მომცემ ძილის წამალს?
-არ გჭირდება, ისინი ძლიერმოქმედია და შენ ვერ მიიღებ...უბრალოდ ჩამეხუტე და დავიძინოთ
ცოტა იყო დღეები როდესაც სანი წამლის ზემოქმედებით არ იძინებდა. დინას გამოჩენამდე თითქმის არასდროს ხდებოდა ეს , კოშმარები აწუხებდა ან საერთოდ ვერ ახერხებდა დაძინებას. დინასთან კი სიმშვიდე იყო, მას მოჰყვებოდა უხილავი ფარი ,რომელიც იცავდა . გელოვანის გვერდით სხვანაირი იყო , საკუთარი ავადმყოფობაც კი დაივიწყა მეტად მშვიდი გაუხდა ხასიათი იშვიათად კარგავდა კონტროლს, მაგრამ მაინც ყოველთვის ახსოვდა ვინ იყო, არასდროს ივიწყებდა საკუთარ მდგომარეობას.
.........
მინდორზე გაშლილ პლედზე ისხდნენ. დინას სანის მკერდზე ჰქონდა თავი მიყრდნობილი და პლანშეტში ფოტოებს ათვალიერებდა. მათ ალბომში უკვე საკმაოდ ბევრი სურათი იყო, ემოციები რომლებიც მათი დანახვისას ცოცხლდებოდა. მშვიდად იყვნენ, ის დღე ორივესთვის ჩვეულებრივი იყო, არაფრით გამორჩეული
-თავი საშინლად მტკივა, წამალს დავლევ და მოვალ
-ალბათ იმიტომ ,რომ მთელი დღე მუშაობ...საქმეზე რომელზეც ისევ არაფერს მიყვები
-წამალს დავლევ და მოგიყვები - თავზე აკოცა და წამოდგა. რამდენიმე წამში დაბრუნდა, უცნაური მზერა ჰქონდა , მაგრამ დინას არაფერი უკითხავს - მელოდები ხომ?
-უბრალოდ მაინტერესებს რას აკეთებ და ის ქალი ვინ არის
-ის ქალი , მაგდაა ჩემი მდივანი
-მდივანიც გყოლია ... თანაც სტანდარტულად მომხიბვლელი ახალგაზრდა ,სექსუალური მდივანი
-მაგდა ჩვეულებრივი მოკვდავის პირობაზე ძალიან ნიჭიერია და იცის რასაც აკეთებს... მის ასარჩევად საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა . კარგია რომ ვიპოვნე და უკვე ოთხი წელია ჩემთან მუშაობს
-აი ზუსტად ეგ მაინტერესებს, შენთან სად
-მე ბერიძეების ბიზნესის, ყველა შემოსავალ გასავალს ,თითოეულ თეთრს ვაკონტროლებ.
-ბერიძე ?
-სალომეა ბერიძე ... ანუ ბაბუას კომპანიის ფინანსისტი ვარ. ლევანი ბიზნესში არ ერევა , ბიძაჩემი და ბიძაშვილები მართავენ ფილიალებს
-რატომ ისინი და არა შენ
-მე ვაკეთებ იმას რაც შემიძლია... ციფრები ჩემი სამყაროა. შესაბამისად ისინი ხალხთან ურთიერთობენ და მე
-შენ მთავარ საქმეს აკეთებ
-ამ გამომეტყველებას უკვე ვცნობ- თვალები აატრიალა და ფეხზე წამოდგა- არ მინდა საუბრის გაგრძელება, გაინტერესებდა რას ვაკეთებდი და მეც გითხარი
-კიდევ ერთი ახალი კარი გაიღო... ჩემი მზისფერი გენიოსი მათემატიკოსია , ციფრებზე შეყვარებული სათვალიანი ბიჭი თუ ოდესმე ასეთი სექსუალური იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდი- ქვემოდან უყურებდა და იღიმოდა. სანისაც გაეღიმა, თავზე ხელი გადაისვა და შემდეგ მაღლა აიხედა.
ყველაფერი წამებში მოხდა, სანი დავარდა შეტევა დაეწყო. ისე მოძრაობდა მისი სხეული თითქოს შეკუმშული კუნთები ძვლებს გადატეხდა, თითები დაეგრიხა, თავი უკან ჰქონდა გადაწეული . ჭრელი თვალები ცისკენ მიეპყრო, ისინი სრულიად ვერაფერს აღიქვამდნენ , ვეღარ ხედავდნენ დინას რომელიც წამსვე მუხლებზე დადგა მის თავს იჭერდა, ცდილობდა დაზიანებისგან დაეცვა. იცოდა რაც ხდებოდა, იცოდა ,რომ გაივლიდა, იცოდა რომ უნდა დალოდებოდა , პირიდან გადმოსულ ქაფს წმენდდა და შუბლზე კოცნიდა
-ყველაფერი გაივლის, გაივლის ...გაივლის - იმეორებდა და ხელს არ უშვებდა. მისი თავი მუხლებზე ედო , მისი მზისფერი კულულები კაბაზე დაეფინა თვალებში უყურებდა იმ ცარიელ, უმეტყველო სფეროებს ვერ უძლებდა შემდეგ ისევ ისე მოულოდნელად დასრულდა ყველაფერი. კუნთები მოდუნდა, ცახცახი შეწყვიტა და გონს მოსვლა დაიწყო- დასრულდა , მორჩა - სახეზე უსვამდა თითებს და გაფართოებული თვალებით აკვირდებოდა.
-წადი ... - იმდენად ხმადაბლა თქვა და ისე მოიკეცა დინამ არაფერი მოიმოქმედა- წადი , ახლავე - მოკეცილი იწვა , თავი მოხარა და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა . თვალებს არ ახელდა , კბილებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს და ქვედა ყბის ხაზი გამოკვეთილი ჰქონდა
-სახლში შევიდეთ სანი, წამლებს დალევ ... ექიმს დავურეკავ და
-არ შემეხო! - ხელში წვდა და ძლიერად მოუჭირა- წადი -მეთქი ... მომშორდი
-სანი , გთხოვ
-მომშორდი - ღრიალებდა და მიწას მუშტებს ურტყამდა- მომშორდი
-არ წავალ , არ მოგშორდები და გეყოფა უკვე - მის თავთან მუხლებზე იდგა , მისი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე შეეხო -მორჩა , მე შენ ვარ ... შენ მე ვერ დამემალები - ისევ აკოცა ,თითებს თმაზე უსვამდა და მის ძალაგამოცლილ სხეულს საყრდენად ექცა .
დინას ვერ დაემალა, მისგან შორს ყოფნა ვერ მოახერხა , მაგრამ შეიცვალა. სხვანაირი გახდა , ჩუმი , სევდიანი და ჩაკეტილი. ფერები დაკარგა მისმა თვალებმა , ჩაქრნენ და სიცარიელე გამეფდა სულში. ოთახიდან აღარ გადიოდა, მაგიდასთან იჯდა ფურცლების გროვაში ,მაგრამ არ მუშაობდა. დინამ ნახატები შენიშნა , მაგრამ სანიმ მაშინვე შეწყვიტა ხატყვა. დატოვა , იფიქრა ,რომ მისთვის მარტო ყოფნა უფრო კომფორტული იქნებოდა . იქვე იყო , სახლიდან არ გადიოდა და ელოდა მის დაბრუნებას, სჯეროდა ,რომ თავს მოერეოდა , მისი ძალის სწამდა
-სანი -შუაღამე იყო , მაგრამ იცოდა რომ არ ეძინა. მისგან ზურგშექცევით იწვა და სახეზე ვერ ხედავდა- მელაპარაკე ,გთხოვ
-დაიძინე ,დინა
-ვერ ვიძინებ
-რატომ
-ჩამეხუტები?
-დინა
-კარგი , ძილინებისა- საპირისპირო მხარეს გადაბრუნდა . ორ სხეულს შორის სიცარიელე იყო, უფსკრულს დაემსგავსა მათ შორის მანძილი. ელოდა მკლავებს,რომლებიც გაათბობდნენ ,მაგრამ სანი ისევ გაშეშებული იწვა და ვინ იცის რაზე ფიქრობდა - ასე არ შეიძლება ! - უცებ წამოდგა გადააბიჯა და მის წინ დაწვა . თავად მოეხვია, კისერზე აკოცა და ქვემოდან ახედა- დავიძინოთ
-ჯიუტი ხარ !
-უნდა შეეჩვიო, სხვა გზა არ გაქვს
-შენ შეეჩვევი ჩემ სიმხაინჯეს? იმ საშინელებას ?
-რომელ სიმახინჯეს სანი
-თავს ნუ იტყუებ დინა...მე მინახავს როგორი ვარ . ალბათ საშინლად შეგეშინდა, დაითრგუნე, გეტკინა - თვალები აემღვრა და სუნთქვა შეეკრა- მაპატიე , მე ძალა არ მაქვს . მე მხოლოდ საკუთარი თავის კონტროლს ვახერხებ ახლა ისიც მხოლოდ იმიტომ რომ შენ ხარ აქ
-ნუ აკეთებ ამას, ნუ აკონტროლებ, ნუ მალავ , ნუ აგროვებ სევდას ... სანი მე საშინლად ვარ იმიტომ რომ შენ დარდობ ამაზე ასე ძალიან. ჩემთვის მნიშვნელობა მხოლოდ შენ გაქვს , დაიჯერე
-არ უნდა უყურებდე როგორ კანკალებს, დორბლი სდის და იფსვს შენი გათიშული ქმარი ... ეს საშინელებაა , გულისამრევია - დაჯდა და თავზე მოიჭირა ხელები- გული მერევა ამ ყველაფერზე . მთელი ცხოვრებაა მაწამებს , სულ ერთი წამი სჭირდება რომ წავიქცე ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს ჩემ ტვინში რაღაც წერტილი ფეთქდება და იწყება ეს კოშმარი. მახსოვს ბაღში რომ დამეწყო , გაღვიძებულს ყველა დამცინოდა. მათ სახეებს სიზმრებში ვხედავ, ზოგს ეშინოდა კიდეც ჩემი ამბობდნენ რომ დემონი ვიყავი . ერთი გოგო ძალიან მომწონდა და რომ დაველაპარაკე მითხრა შენ ავი სული ხარო , მიკბენო, სულს ამომაცლიო რაღაც უბედურება . ერთმა შეტევამ შეცვალა ყველაფერი ... შემდეგ სკოლაში გაკვეთილს ვყვებოდი ათას უბედურებას მეძახდნენ. მეზიზღებოდა იქაურობა, ერთი ადგილიდან მეორეში გადავყავდი. ყველა შეტევის შემდეგ ახალ სკოლაში გადასვლას ვითხოვდი ბოლოს საერთოდ აღარ დავდიოდი , შეტევები სულ უფრო და უფრო ხშირდებოდა და ეს კიდევ უფრო დამამცირებელი ხდებოდა.
-ისინი მარტივი არსებები არიან, ზედაპირულები, მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ ...ისინი ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა შენს თავს და არც აინტერესებდათ . მათ შესაძლოა ტკენაც არ უნდოდათ უბრალოდ ამბობდნენ იმას რაც ცარიელ გონებაში მოსდიოდათ ... ასე ხდება ყოველთვის , განსხვავებულს აბულინგებენ
-განსხვავებული... ეს სიტყვა ყოველთვის გამოსავალია არა? გახსოვს გითხარი ერთხელ მიყვარდა-თქო. მან იცოდა რაც მჭირდა, ის არ იყო ყველა, ის არ უნდა ყოფილიყო ზედაპირული, ის არ იყო სულელი გოგო . მასთან კარგად ვიყავი , მეგონა სხვანაირი იყო და შევძლებდი ურთიერთობის გაგრძელებას. შაბათ-კვირას აგარაკზე ვიყავით ... - სახეზე ჩამოისვა თითები და ღრმად ჩაისუნთქა - ვეფერებოდი , დივანზე ვიწექით კრუნჩხვები რომ დაიწყო გადმოვვარდი , მაგიდას დავარტყი თავი შეტევა გაგრძელდა, ვხრიალებდი, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე პლიუს სისხლიც მდიოდა და ის გაიქცა. შეეშინდა, ვერ მიყურა და დამტოვა. ტვინის შერყევა მქონდა, სალომეს რომ არ ვეპოვნე ალბათ მოვკვდებოდი
-და ვიღაც სულელი , თინეიჯერი გოგოს გამო რომელსაც ალბათ სისხლის დანახვის ეშინოდა გგონია ,რომ მეც ჩვეულებრივი მოკვდავების მსგავსად ერთ დღეს ვერ გავუძლებ და გავიქცევი? - გაბრაზდა, გაცოფდა იმის გააზრებისას რომ ვიღაც ყოფილს ადარდებდა- როგორ ბედავ ერთი წამით მაინც გამაიგივო ვიღაც ქარაფშუტა გოგოს , რომელსაც არც კი უყვარდი. შენი ლამაზი თვალები მოსწონდა და ეპილეფსიაც გრიპი ეგონა ალბათ - თვალები უნათებდა ბრაზისგან. ხმას ისე აუწია ცოტაც და კივილში გადაიზრდებოდა მისი საუბარი - ჯოჯოხეთს მოგიწყობ კიდევ რომ იფიქრო ამაზე, ან გაიხსენო საერთოდ ეგ არსება
-შენ ახლა ვერ ხვდები
-მე მხოლოდ იმას ვხვდები,რომ შენ დანებდი მათთან , იმ პრიმიტიულ ადამიანებთან წააგე . ფარ-ხმალი დაყარე , საკუთარი თავი შეიძულე, ვერ ხედავ ვინ ხარ , ვერ იაზრებ საკუთარ ძალას , შესაძლებლობებს და ადგილს ამ სამყაროში. არავინაა შენნაირი, არავინ ! შენ ყველაზე მაღლა დგახარ , იმდენად ზემოთ ხარ რომ მათთან ახლოსაც კი არ ხარ ... დაივიწყე მათი რეაქციები, დაივიწყე შენში არსებული პატარა ,სუსტი ბიჭი რომელსაც ტკიოდა მათ გამო . შენ ვერავინ ვერასდროს დაგცინებს, ვერავინ დაგამცირებს და ვერც მოგიახლოვდება თუ შენ ეს არ გენდომება
-დინა ეს მარტივი არ არის, მე წლებია ვცდილობ დავიწყებას ... მოდიან სიზმრებში, როცა მგონია რომ გაქრნენ ისევ ჩნდებიან
-თავად ფირქობ ისე როგორც ისინი, შენ დაიჯერე მათი სიტყვები , შენ არ შეეწინააღმდეგე მათ , შენ არ ებრძოლე , შენც დაიჯერე რომ დემონი ხარ, შენც დაიჯერე რომ მონსტრი ხარ, რომ მათზე ნაკლები ხარ, რომ ცუდი ხარ ამიტომ მოდიან სიზმრებში . არ არსებობს სიზმარი თუ შენ გონებაში არ არსებობს შიში, არ არსებობს ემოციები , სიზმარი შიშის წარმოსახვითი გაცოცხლებაა და მეტი არაფერი . შენ ამიტომ სვამ წამლებს ყოველ ღამე , შემდეგ აღარ გესიზმრებიან? დაიჯერე ,რომ თუ წამალს დალევ აღარ დაგესიზმრება ?
-ჩემ კოშმარებში მხოლოდ ეს ამბები არ არის...კიდევ ბევრია . ყოველთვის იქ მემართებოდა შეტევა სადაც ყველაზე მეტად მინდოდა ყოფნა, სადაც ყველაზე მეტად მეშინოდა . თეატრში, სტადიონზე, სკვერში , უნივერსიტეტში გამოცდების დროსაც კი
-წარსულია , წარსული რომელიც მორჩა ... წყეული წარსულია ,რომელსაც ვერ დააბრუნებ, ვერ შეცვლი და უბრალოდ უნდა დახურო. ახლა მე ვარ შენთან , მე
-შენ მე ხარ , ჩემი ნაწილი - საკუთარი სიტყვები გაახსენა და მზერა გაუსწორა. დინა წამსვე დამშვიდდა, სახე გაუბრწყინდა , ჩაეხუტა და ტუჩები დაუკოცნა
-შენ მე ხარ , მე შენ ვარ ... ჩემო მზისფერო
..............
აგვისტოს ცხელი ღამე იყო ,საათი თორმეტს უჩვენებდა , ისრები მოძრაობდნენ, დრო გადიოდა და იწყებოდა ახალი დღე . დინა გელოვანის დაბადებიდან 29 წელი გავიდა , საუკუნეებს ჰგავდა მისი გავლილი დრო , ბევრის მნახველი დრო , წარსულს გაყოლილი ცხოვრება და თარიღი რომელიც მრავალ ისტორიას ინახავდა. იმ ღამით არასდროს ეძინა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს დღე ჯოჯოხეთური იყო მისთვის ,ყველაზე მძიმე და აუტანელი . ახლაც მარტო იჯდა აივანზე და გეგმაში მხოლოდ ფიქრების გაფანტვა ჰქონდა. წინასწარ არჩეული წიგნი მაგიდაზე ედო, პლედი მოიხვია და შორიდან გაჰყურებდა განათებულ ეზოს.
-„ მე შენამდე „ საინტერესო არჩევანია ... განუკურნებელი ავადმყოფობით ბიჭი და სიცოცხლით სავსე გოგონას ამბავი -სანის მოულოდნელად გამოჩნდა, მის გვერდით დაჯდა , წიგნი გამოართვა და თავად ფურცელზე გააჩერა მზერა
-რატომ არ გძინავს
-გადავწყვიტე ტრადიცია ჩამოვაყალიბო , თუ წინააღმდეგი არ იქნები და შემომიერთდდები ყოველი წლის ამ დროს ერთად გავათენოთ ... ერთი დღის ისტორია , ყველასგან განსხვავებული
-მე ამ დღეს მარტო ყოფნა მირჩევნია
-მაგრამ მარტო აღარ ხარ
-სანი , გთხოვ
-წავიდეთ - ხელი ჩაკიდა და დინც გაჰყვა. მანქანის კარი გაუღო, თავად მძღოლის ადგილი დაიკავა პირველად ხედავდა საჭესთან . იმდენად გაეფანტა გონება , სალონში მისი სურნელი იყო მხოლოდ, არავინ იყო სხვა მათ გარდა მელოდია ისმოდა , გზა დანიშნულების ადგილამდე სულ უფრო მოკლდებოდა -ამას რატომ აკეთებ
-მგონი დროა მე და შენ გავაქროთ ეს კითხვა ... ჩვენ ხომ ყველაფერს საკუთარი ნებით ვაკეთებთ, არა ერთმანეთისთვის არამედ ჩვენთვის
-გეგმები გაქვს ?
-გეგმები საზღვრებთან ერთად გაქრნენ
-ჯაჭვის ერთი რგოლი - ჩუმად თქვა და თვალები დახუჭა. გზას არ უყურებდა, მნიშვნელობა არც ჰქონდა ადგილს მხოლოდ სანი იყო მთავარი . მისი სიახლოვე, სულს რომ უმშვიდებდა
გზა დასრულდა, კინოთეატრის წინ იდგნენ და შენობას უყურებდნენ , დინა იცინოდა სანი კი დაბნეული იყო , არ იცოდა რა რეაქცია ექნებოდა შიგნით შესულს
-არ მითხრა რომ ამ დროს ფილმს აჩვენებენ...
-უბრალოდ გამომყევი - ისევ თითებს შორის კავშირი გახდა დაძაბულობის განმუხტვის საშუალება. დინა იცინოდა, რაღაც კომედიას ელოდა, ჩვეულებრივ ბანალურ ამბავს რომელსაც ქმრები ცოლებს დაბადების დღეისთვის უწყობენ . ცარიელი დარბაზი, უზარმაზარი მონიტორი და სიბნელე. სანის ღელვას გრძნობდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა ამის მიზეზი რა იყო. ისევ იღიმოდა და ასე ცდილობდა დაღლილობასთან ბრძოლას. იღიმოდა მანამ სანამ ნაცნობი ხმა არ გაიგო . განათებული ეკრანიდან ნატალიას ხმა ისმოდა, ნაწყვეტი ჯულიეტადან ახლა მის წინ იყო ,უზარმაზარ ეკრანზე
-მაპატიე თუ ეს გატკენს ... მე ვიფიქრე,რომ თუ კინოში შენთან ერთად წამოვიდოდი ეს უნდა გვენახა - სანის ჩუმი ხმა ესმოდა ყურთან და უყურებდა დედას , რომელიც იქ, იმ წამს ჯულიეტა იყო . სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა ნაწყვეტი, ძველისძველი ჩანაწერი რომელიც ახალგაზრდა ,სიცოცხლით სავსე მსახიობ ქალს აჩვენებდა- დინა - პასუხი სიტყვებით ვერ მიიღო , დინას თითები ისევ მის თითებში იყო ახლართული ცერი ხელის ზურგზე რომ გადაუსვა. თავი მხარზე დაადო და ტუჩები ყბაზე მიაწება. ასე გარინდული უყურებდნენ ეკრანს, ერთმანეთის თითებს ეფერებოდნენ და თვალს ადევნებდნენ გელოვანებს . ვიდეოს შემდეგ ქორწილის ფოტო გამოჩნდა , ნატალიას ხმა ისმოდა ლექსს კითხულობდა ჩანაწერში . ფოტოები იცვლებოდნენ, დინას პირველი სურათიც მათ შორის იყო - კარგია რომ დაიბადე ,ქალღმერთო - იმ წამს შეეხო ტუჩები შუბლზე , მისი ხმა საოცრად ერწყმოდა ძველ ჩანაწერებს. იმ წუთებში მთელი ოჯახი ჰყავდა გვერდით ნატალია, სოსო და სანი ...
სულ რამდენიმე წუთი იყო, იქნებ საათიც , მაგრამ უთვალავი მუხტი აჩუქა დინას, სიცოცხლისთვის , ფერები უფსკრულის გასანათებლად და ძალა მყარად დგომისთვის. არ ჰქონდა სიტყვები, არცერთი კითხვა , უბრალოდ მის თითებს ეჭიდებოდა და გვერდით მიჰყვებოდა .
განათებული ქუჩები , ღამის ქალაქის ხედი და გზაში გაფანტული მოგონებები. ნაბიჯებს სიტყვები მიჰყვებოდა , ამბავი სრულდებოდა და ახალი იწყებოდა
-ჩვენ ხომ უბრალო ოჯახის არაჩვეულებრივი წევრები ვიყავით... მე არ მეცვა ძვირადღირებული სამოსი, არ ვჭამდი დელიკატესებს , არ ვმოგზაურობდით მსოფლიოს გარშემო, ჩვენი ცხოვრება არ იყო მდიდრული ,მაგრამ ყველა მილიარდერზე მდიდარი ვიყავი. დაბადების დღის საჩუქრები ყოველთვის მახარებდა, სათამაშოებით დაიწყო ... ყოველთვის მიყვარდა ფუმფულა დათვები , კოლექცია მქონდა ბავშვობაში . წინასწარ გეგმები არასდროს მქონია, არ ვაწყობდი წვეულებებს , უმიზეზოდ მიხაროდა ეს დღე
-მე კი ყველაფერი ის მქონდა რაც შენ არა და არაფერი რაც შენ . ყველაზე მდიდარი -ღატაკი ბავშვი ვიყავი. საჩუქრები წლის ნებისმიერ დღეს მოჰქონდათ, არაფერი მინდოდა ამით ვერ ვბედნიერდებოდი და ჩემი დაბადების დღეც არასდროს მახარებდა . ეს იყო ჩემი უფერული ცხოვრების დასაწყისი, დღე რომელიც მხოლოდ იმას მახსენებს რომ დრო გავიდა
-შენ ჩემთვის გაჩნდი და მე მიყვარს შენი დაბადების დღე
-შენ ზაფხულის ცხელ დღეს დაიბადე , მე კი ზამთრის ცივ , უფერულ დღეს
-მე რომ დავიბადე იმ დღეს წვიმდა , კოკისპირულად წვიმდა მიუხედავად იმისა ,რომ აგვისტოს პირველი კვირა იყო
-თებერვლის ბოლოს კი თოვლი იდო , რამდენიმე დღე გადაუღებლად თოვდა შენ რომ დაიბადე იმ დღეს მზე ანათებდა, თოვლი ისე ბრჭყვიალებდა თითქოს ბრილიანტები მიმოფანტეს ირგვლივო სალომემ როგორც თქვა ერთხელ ...
-მე აღარ მიყვარს ეს დღე , იმიტომ რომ ყველა ფერადი მოგონება ერთმა ბნელმა დაფარა და შემდეგ ყველა დანარჩენი განაცრისფრდა ... შენ მიზეზი არ გაქვს
-მიზეზი ყოველთვის არსებობს დინა ...
-და მე მოთმინებით დაველოდები დღეს როდესაც შენ შენს მიზეზებზე მესაუბრები
იმ ღამიდან დარჩა ბევრი ფოტო, სანი მალულად რომ აფიქსრებდა დინას ... გელოვანი ულამაზესი იყო ამ სურათებში . სანის კამერა სულსაც ხედავდა , ის ქმნიდა ფოტოებს როგორც ხელოვნების ნიმუშებს. ის მთელი არსებით ხედავდა თავის ქალღმერთს ცარიელ ქუჩაში მიმავალ სევდას, ქალაქის ხედის სილამაზით გაბრწყინებულ მის თვალებს , სევდის დიდ მორევში პატარა ტივით გამოჩენილ ბედნიერებას, რომელსაც შეეძლო დინას გადარჩენა.
მზის ამოსვლისას ქალაქს უყურებდნენ, ხელისგულივით ჩანდა მშვენიერი, ჭრელი ხალხით სავსე დედაქალაქი. ისინი კი ცასა და მიწას შორის იყვნენ . მზე ისე ახლოს ჩანდა, მისი ყოველი სხივი ფანტავდა სიცივეს , კამკამა ცაზე მთვარე გაფერმკრთალდა და გათენდა .
-გრძელდება ჩვენი ტური თუ ვბრუნდებით სახლში- მანქანაში რომ ჩასხდნენ შემდეგ უთხრა და გაუღიმა
-დღეს ვივიწყებ ყველა ადამიანის არსებობას , ვიქნებით მხოლოდ მე და შენ ასე რომ ამ დღის არცერთ წამს არ დავკარგავთ
-ეს გადაწყვეტილება ამ წამს მიიღე?
-ვგონებ უკმაყოფილო არ დარჩებით ჩვენი დასაწყისით
-გინდა ,რომ ყოველ წელს ასე მოვიქცეთ?
-მომავალ წელს არ გენდომება ჩემთან ერთად ქალაქის ცარიელ, მშვიდ და ლამაზ ქუჩებში ხეტიალი?
-მზის ამოსვლას იქ უნდა შევხვდეთ აუცილებლად... საოცარი იყო
-შესაძლოა მომავალ წელს სხვა ქალაქში, ან თუნდაც სხვა ქვეყანაში ვიყოთ , მაგრამ მზის ამოსვლისას აუცილებლად მაღლა ვიქნებით
-მიწის დონიდან მაღლა , ციდან კი დაბლა
მომდევნო გაჩერება მრავალსართულიანი კორპუსი აღმოჩნდა . ისევ მდუმარედ მიჰყვებოდა, ლიფტში შევიდნენ და სულ მაღლა, ბოლო სართულზე აღმოჩნდნენ. რთული მისახვედრი არ იყო ,რომ სანის ბინაში იმყოფებოდნენ. ისევ მინიმალიზმი, ისევ თაროები წიგნებით, კომფორტი და ხედი ,რომელიც ამჯერად ქალაქს გადაჰყურებდა. დიდი ფანჯრები, მწვანე აივანი და სიმყუდროვე
-აქ გიცხოვრია?
-არა , მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისთვისაა ... - მუსიკა ჩართო, დინა უკვე მიჩვეული იყო აღარც უკვირდა და შინაგანად ელოდა კიდეც - გარდერობში შენთვისაც არის ტანსაცმელი
-როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე , მინდა ერთხელ თავად ამირჩიო ტანსაცმელი . მოდი დღეს ერთად ვიშოპინგოთ-მოულოდნელად გაჩენილი აზრი გააჟღერა და აჟიტირებული ელოდა თანხმობას
-საშიშად ჟღერს , სავსე სავაჭრო ცენტრი, შოპაჰოლიკი ქალები , უამრავი ტანსაცმელი და ჯანდაბა, მგონი მე არ მახსოვს ბოლოს როდის ვიშოპინგე
-იყო კი ოდესმე ეგ დრო ჩემო უფლისწულო?
-ერთი ან ორი საათი , მეტს ვერ დავუთმობ იმ ადგილს -გონებას საშიშროებების აღქმის უნარი გამოურთო, იმ დღეს დინას ნებისმიერ არჩევანს დასთანხმდებოდა
-შენ უბრალოდ გეშინია ,რომ შოპოჰოლიკი აღმოვჩნდები და მთელ დღეს იმ კედლებში გაგატარებინებ ... კოშმარის კადრებს ჰგავს ხომ ?- ხელები ყელზე მოხვია და ტუჩები დაუკოცნა- ასე გზადაგზა მოვიფიქრებ შენ დავიწყებულ საქმეებს და გავიგებ როგორები ვიქნებოდით ჩვეულებრივები რომ ვიყოთ- თვალებში უყურებდა და გონებას ურევდა -შხაპი მჭირდება ,თორემ ძილში გავატარებ მთელ დღეს - წამები დასჭირდა გასაქრობად სანი კი ისევ გაურკვევლობაში იყო .
დაგეგმილი მხოლოდ ის ჰქონდა,რომ ეს დღე ყველასგან განსხვავებული უნდა ყოფილიყო , მაგრამ უკვე ეშინოდა დინას მალული ცბიერება ბევრ სიგიჟეს უწინასწარმეტყველებდა. თითქოს ისეთი მარტივი იყო ეს ყველაფერი, იმდენად ჩვეულებრივი და პრიმიტიული ,მაგრამ სანისთვის მძიმე . წლები იყო გასული მას შემდეგ რაც ქალაქის ქუჩებში თავი ასე მშვიდად და თავისუფლად არ უგრძვნია, მაგრამ ეს არ იყო ის თავისუფლება ფრენას რომ უდრიდა . ეს უბრალოდ ჯაჭვის დაგრძელება იყო, რამდენიმე ნაბიჯით შორს წასვლა შეძლო, ფრენამდე ისევ შორს იყო!
რამდენიმე წუთს უქმად იჯდა , შემდეგ წამლების მიღება გადაწყვიტა და სამზარეულოში გავიდა წყლისთვის. გაახსენდა ,რომ დამხმარე ქალს პროდუქტების შეძენა დაავალა და ღია მაცივარის წინ დადგა. უნდა ეცადა, ერთადერთხელ მხოლოდ დინასთვის იქნებ გამოსვლოდა კიდეც. არ ჩანდა რთული საქმე თითქმის მზა პროდუქტის მაგიდამდე მიტანა, ყავის მომზადება და კვერცხის შეწვა? არაა , ტაფას ნამდვილად არ მიუახლოვდებოდა ჩაისა და ტოსტებს უფრო ჰქონდათ მომზადების პერსპექტივა . ფრთხილად მოქმედებდა და საკუთარ თავს დასცინოდა,როგორ შეეძლო ამდენი წელი ასე ხეიბარივით ცხოვრება რატომ არასდროს უცდია თავად მოემზადებინა ყოველთვის მზარეულს რომ ელოდა. გამოუვიდა, საკუთარი ნახელავით კმაყოფილი დარჩა
-მგონი ზედმეტად ბევრს აკეთებ და კიდევ ვინ იცის რა იდეა მოგივა, მეშინია ბოლოს კომაში არ ჩავარდე ამდენი არასასიამოვნო საქმის კეთებით-დინა მოულოდნელად გამოჩნდა და მაგიდას განათებული მზრა მოავლო. ეს გამოხედვა ღირდა რისკის ფასად
-სიმართლე რომ გითხრა, გაოცებულიც კი ვარ იმდენად მომეწონა ყველაფერი რაც აქამდე გავაკეთე და იმედი მაქვს შოპინგიც არ მომხიბლავს თორემ დავრწმუნდები ,რომ ავხორცი ქალღმერთი ხარ
-ყველა ქალღმერთს აქვს ბნელი მხარე - ღიმილშეპარული ხმით თქვა და მის გვერდით ჩამოჯდა . ტოსტების დაგემოვნების შემდეგ საუბარი დაიწყო , მათ თანაცხოვრებაში ეს იყო პირველი საუზმე რომლის დროსაც დუმილი დაირღვა.
შემდეგ იყო ხალხმრავლობა, ქაოსი რომელსაც დასასრული არ უჩანდა. სავაჭრო ცენტრში შესვლისთანავე სუნთქვა შეეკრა, იქ იმდენი ადამიანი იყო , ტალღა ერთიანად მოაწვა , სმენაც კი დაეხშო კადრები ერთმანეთს ცვლიდნენ ბავშვები დარბოდნენ , ვიღაც ტიროდა ,ფეხსაცმლის ხმა, პარკებით სავსე ხელებით მოსიარულე ქალები და გაქცევის სურვილი,რომელსაც დინას თითები ძლივს აჩერებდნენ.
-ერთი საათი
-დიდი დროა ... მეზიზღება აქაურობა . წავიდეთ და სახლში მოგვიტანენ სამოსს
-რა არის აქ ასეთი საშიში, უბრალოდ მაღლა ავალთ, ქალების სექციაში გადავინაცვლებთ და რამდენიმე კაბას ავარჩევთ
-ბოლოს ამდენი ადამიანი ერთად როდის ვნახე არც კი მახსოვს...კოშმარია - ღრმად ჩაისუნთქა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო -რაც უფრო მალე დავიწყებთ მით უფრო მალე დავასრულებთ არა? - სუნთქვა ეკვროდა, მაგრამ საკუთარ ემოციებს ებრძოდა . ზუსტად იცოდა ,რომ საშიში არაფერი იყო და არც დაიხრჩობოდა
-რა წამსაც იგრძნობ ,რომ მოთმინების პიკს უახლოვდები ხელს ჩამკიდებ და წავალთ - ესკალატორზე იდგნენ დინამ რომ უთხრა და თითები მის თითებში ახლართა.
ხმაური აგიჟებდა, ეს ქაოსი გაუთავებელი მიმოსვლა დერეფნებში , ფუსფუსი და აურზაური. დერეფანში მიაბიჯებდნენ , ვიტრინებს აკვირდებოდა ცდილობდა ყურადღება გადაეტანა და როგორღაც გამოუვიდა კიდეც
-იქნებ სახლში მოოგვიტანონ და მე ავარჩიო
-არა , დაივიწყე რომ მილიონერი ხარ - უცებ გაჩერდა და მზერა გაუსწორა- წარმოიდგინე ,რომ მხოლოდ 1000 ლარი გვაქვს . რაც რეალურად საკმაოდ ბევრია
-ჩემთვის და შენთვის? ცოტაა დინა
-ექსპერიმენტი ჩავატაროთ ?
-ახლა ექსპერიმენტში ვარ დინა ... კარგი როგორც გინდა - ეს სიტყვები ძვირად უჯდებოდა , მაგრამ მაინც რამდენჯერმე გაიმეორა იმ დღეს. ბოლოს მხოლოდ დინას ღიმილზე კონცენტრირდა, იმაზე თუ როგორ ერთობოდა სანის გარეთ გამოსვლით. ორივე რაღაც ამბავს ეძებდა,რომელზეც ყურადღებას გადაიტანდა და დაივიწყებდა ტკივილს. დინას სანი ახარებდა სანი კი დინას ცქერით ტკბებოდა. დაუგეგმავი მიზანი შეასრულა, იხილა ჩვეულებრივი გოგონა , ისეთი როგორიც ყოველთვის იყო დიანა და კმაყოფილი დარჩა. რამდენიმე კაბა აარჩიეს, თავად აწოდებდა გასახდელში და კართან ელოდა მის გამოჩენას. დრო მალე გადიოდა , სანის უკან დახევა უნდოდა მამაკაცების სექციაში რომ აღმოჩნდნენ , მაგრამ აქაც მოერია თავს. საოცარი შეგრძნება გაუჩნდა დინამ მინიშნებების გარეშე რომ იპოვნა ყველაფერი რაც მოსწონდა. ზომებიც კი თითქმის ზუსტად აარჩია , არაფერი იყო ისეთი მის არჩეულ ნივთებში რაც სანის გემოვნებას არ შეესაბამებოდა.
-ორი საათიც არ გასულა , დროში ჩავეტიეთ
-სწრაფად აკეთებდი ყველაფერს და იმიტომ - პარკები ხელში ეჭირა, სათვალე მოირგო და მანქანისკენ გადადგა ნაბიჯი
-საით?
-მანქანისკენ , არა?
-სამარშუტო ტაქსით გიმგზავრია ოდესმე?
-არა , არა გთხოვ დინა ... ვიცი როგორი სავსეა ყოველთვის და მე ცუდად გავხდები.გახსოვდეს მხოლოდ ეპილეფსია არ მაქვს
-კარგი , მეტრო ვცადოთ. მეტრომდე ფეხით მივალთ და შემდეგ ერთ ან ორ უბანს გავივლით ...გაჩვენებ რას ვაკეთებდი მგზავრობის დროს
-იმედი მაქვს მუსიკას უსმენდი იქაური ხმაურის დასაფარად- ღრმად ჩაისუნთქა და მორიგი გამოწვევისთვის მოემზადა.
-ასეთი მარტივი გგონივარ? მე ყოველთვის ვცდილობდი დამენახა სამყარო - სათვალე გაისწორა და ტროტუარს ნელი სვლით გაუყვა- ხალხზე დაკვირვება გიცდია სანი?
-არა ...
-არადა საინტერესო საქმეა, იმაზე ფიქრი თუ ვინ არის შენს წინ გავლილი ადამიანი
-დეტექტივები გიყვარს ქალღმერთო
-თუ გინდა ,რომ ადამიანებთან ერთად ცხოვრება შეძლო გაუძლო და შეეჩვიო უნდა შეგეძლოს მათი ამოცნობა. რაც უფრო მეტს ხვდები მით უფრო დაცული ხარ ... ხალხმრავლობის დადებითი მხარე , შეგიძლია შეჩერდე და დაკვირვება დაიწყო. შეისწავლი ყველას ვისი მოახლოებაც სულს გიხუთავს და სულ უფრო ცოტა ადამიანი დარჩება შენს ირგვლივ
-მხოლოდ იმიტომ მოგყვები ,რომ შენი გონიერებით მოხიბლული ვარ...ჩვეულებრივი ადამიანისგან მოულოდნელად, გასაოცრად მუშაობს შენი ტვინი . ახლაც კი, შენს დღეს იყენებ იმისთვის რომ ჩემს ფობიებს ებრძოლო
-საერთოდ არ მგონია ,რომ ფობიად გაქვს ქცეული ადამიანებთან ურთიერთობა. შენ უბრალოდ არ მოგწონს , მეც არ მომწონს , მაგრამ არსებობს ხრიკები და დავიწყებთ შედარებით მცირე სექტორით - კაფე შენიშნა და იქეთ გადაუხვია-ცხელა, ნაყინი მინდა
მაგიდასთან ისხდნენ, სიცხის მიუხედავად გარეთ უამრავი ადამიანი იყო. ქუჩაში ნაკადი არ წყდებოდა , ცოტაც და საცობი შეიქმნებოდა. კაფეშიც მაგიდები სავსე იყო და პერსონალი დღის პირველ ნახევარში უკვე ძალაგამოცლილი იყო.
-ავირჩიოთ ნებისმიერი მაგიდა და შევისწავლოთ ... რამდენი წუთი დაგვჭირდება როგორ ფიქრობ
-უტაქტობაა ჯდომა და უცხო ადამიანებზე დაკვირვება...შემაწუხებელია
-თუ ისინი იგრძNობენ რომ აკვირდები , შესაძლოა გიჩივლონ კიდეც დევნისათვის...საქმეც იმაშია ,რომ ვერ უნდა შეგამჩნიონ . თუმცა შენ ცუდი კომპანიონი ხარ- მზერა გაუსწორა და თავი გვერდით გადახარა
-რატომ ვარ ცუდი კომპანიონი, ხმაურიანი ვარ?
-შენი არშემჩნევა შეუძლებელია, ყველა ქალი მიუხედავად ასაკისა როგორც კი დაგინახავს მზერას აღარ მოგაშორებს
-მეეჭვება ... კომპანიონზე ამბობდი რაღაცას, ხშირად გყავდა თანმხლები პირები ამ გონების ვარჯიშში? -მაგიდას დაეყრდნო და მისკენ გადაიხარა
-ასე ნუ მიყურებ , გონება მერევა
-ყოფილ შეყვარებულთან ერთად სწავლობდი ადამიანებს?
-არა - წამსვე გააპროტესტა და თვალები დააწვრილა- შენ რა ეჭვიანობ?
-არა- გასწორდა და სავარძელს მიეყრდნო. მზერა მიმტანზე გადაიტანა - მოაქვთ ნაყინი
-მამა მეუბნებოდა ბავშვობაში რომ უნდა მცოდნოდა ვინ იყო ჩემს ირგვლივ ... ეს თინეიჯერობის გასართობი იყო და ჩვენი საიდუმლოც
-მიმტანი გოგონა ლურჯი თმის ბოლოებით, სტუდენტია ... სავარაუდოდ დამოუკიდებლად ცხოვრებას ცდილობს მიუხედავად იმისა ,რომ ძვირადღირებული ფეხსაცმელი აცვია მაინც არ ჩერდება უმოქმედოდ. 19 ან 20 წლის იქნება და მეორე მიმტანისგან განსხვავებით ამ საქმით ერთობა კიდეც, აი ის კი ფულის გამო მუშაობს - სრულიად სხვა მხარეს იყურებოდა და ისე საუბრობდა. მშვიდი ხმა ჰქონდა, დაბალი ტემბრი და სერიოზული გამომეტყველება . ნაყინის ჭიქები უკვე მაგიდაზე იყო , დინამ დაგემოვნება დაიწყო სანი კი ქუჩაში მოსიარულე ხალხს უყურებდა- აი ის ფეხმძიმე შავებშია, გვერდით ორი ბავშვი მიჰყვება , დაღლილი გამომეტყველება აქვს ... აშკარად ვერ ტკბება შვილებთან ურთიერთობით და ცხოვრებისგან გადაღლილია.
-რა თქმა უნდა , შენ რამდენიმე წამი გჭირდება დეტალების შესამჩნევად... ფოტომეხსიერებაც გაქვს ხომ ?
-შენ კი ყველაფერს აკეთებ ჩემ შესასწავლად
-მაგრამ მაინც ამოუხსნელი საოცრება რჩები ... ის ბიჭი დაშორებას აპირებს. ვიღაც სხვა ჰყავს და ორმაგი თამაში აღარ გამოსდის , გოგო კი ისეთი გულუბრტყვილო სახით შესცქერის - თავით ერთ-ერთი მაგიდისკენ ანიშნა და თამაში განაგრძო
-გადაიტანს დაშორებას...ჩვეულებრივი ამბავია. შენ როგორ დაშორდი
-ჩემთან დაშორებით გზა გაუთავისუფლდა, ცოლი ჰყავს და ორი შვილი
-ეგ როდის გაარკვიე
-მისი ძმა აღმოჩნდა ჩემს მუშებს შორის და მან მითხრა ... შენი ინტერესი ჩემი ყოფილის მიმართ საერთოდ არ მომწონს
-არც მე მომწონს ის ფაქტი ,რომ 16 წლისას შეყვარებული გყავდა რომელიც ბავშვური გრძნობით გიყვარდა
-მე არ მითქვამს რომ მიყვარდა
-რომ არ გყვარებოდა არ გექნებოდა ურთიერთობა
-ყოველთვის ასეთი არ ვიყავი ...მომწონდა ფაქტი ,რომ ბიჭებს მოვწონდი და ვიყენებდი კიდეც ამას . ის კი ყველაზე სიმპათიური და გაწონასწორებული მეჩვენებოდა . უბრალოდ ფლირტი იყო მთელი ჩვენი ურთიერთობა ,რომელიც რამდენიმე თვეს გაგრძელდა . არ მინდა ამაზე ოდესმე იფიქრო
-შენ არ ფიქრობ ჩემ ყოფილ გოგოზე?
-ის შენი გოგო არ იყო... სულელი თინეიჯერი იყო ,რომელსაც შენი თვალები მოსწონდა
-ბრაზობ - გაეღიმა და თვალები გაუნათდდა
-მისი არსებობა უნდა დაივიწყო...შენ ის არ გიყვარდა!
-იქნებ მიყვარდა და სწორედ ამიტომ მტკივა დღემდე
-იქნებ ისიც მითხრა,რომ დღემდე გიყვარს - თითები ფეხებზე დაიწყო , უნდოდა დაემალა , მაგრამ სანი მაინც ხედავდა მის დაჭიმულ სხეულს
-იქნებ
-მე შემიძლია ეჭვიანობის გამოც მოვკლა და დამიჯერე თუ მოვინდომებ ვერავინ დამიმტკიდებს დანაშაულს- თვალები გაუმუქდა, ბრაზისგან აენთო და სახის კონტური კიდევ უფრო გაუმკაცრდა
-გავაგრძელოთ თამაში ? მომეწონა - მზერა მოაშორა და ტუჩები გაილოკა. ნაყინს მშვიდად მიირთმევდა ხალხის გარემოცვაში, დინას ეჭვიანობით გახალისებული არავისზე ფიქრობდა მისი ანთებული თვალების გარდა
......
ბაქანზე იდგნენ და უყურებდნენ მატარებლის მოლოდინში მყოფ ადამიანებს. წამებში ივსებოდა ვაგონი და შემდეგ დიდი სიჩქარით ტოვებდა ადგილს. ერთი, ორი ,სამი, ოთხი ყველა გაივსო , ხალხის ნაკადი არ მცირდებოდა ყველას სადღაც ეჩქარებოდა. იმდენი ფერი ირეოდა ერთ სივრცეში
-ასე მგონია სხვა სამყაროში ვარ ...
-ასეცაა...შენ ვერასდროს ნახავდი ასეთი ფერის ადამიანებს სანი . აქ სხვა, უცნობი და საინტერესო ხალხი ცხოვრობს .ისეთები შენს ირგვლივ რომ ვერ გამოჩნდებოდნენ ... ისინი არ იმალებიან, ისინი არ თვალთმაქცობენ . ცხოვრება რთულია მათთვის- უყურებდნენ მოხუცებს, მოწყალების მისაღებად მდგომ ბავშვებს . მუშაობისგან დაუძლურებულ ადამიანებს, მათ ჩამქვრალ თვალებს და დაკარგულ სიცოცხლის ხალისს. ხედავდნენ ადამიანების მრავალ კატეგორიას . საშინელება იყო მათი დანაწილება , მაგრამ თვალის ერთი შევლებაც საკმარისი იყო განწყობის გარჩევისთვისაც კი
-თითქოს ერთმანეთს ვერავინ ამჩნევს...ყველა საკუთარ გზას უყურებს და არავინ ადარდებს იმ მცირე ჯგუფის გარდა ვისაც ოჯახი, მეგობრები და ნათესავები უწოდეს
-როგორ განვსხვავდებით და რამდენად ვგავართ არა?
-როგორ გგონია ,რამდენი საათი სადჭირდება მთელი ქალაქის შემოვლას -მატარებელს შეხედა, ხელი ჩაკიდა და გაღებული კარისაკენ დაიძრა. ერთმანეთის გვერდით ისხდნენ, მათთან და მათგან შორს . მატარებელი სწრაფად მიდიოდა ერთი გაჩერებიდან მეორემდე, ისმოდა ქალის ხმა ,რომელიც დანიშნულების ადგილს აუწყებდა და ასე გრძელდებოდა მანამ სანამ ახალი იდეა არ გაუჩნდათ.
მთელი დღე იმ საქმეების კეთებაში გავიდა რომელიც პირველად სცადა ან უკვე დავიწყებული ჰქონდა. ბევრი რამ რასაც ვერ იტანდა , მაგრამ დინასთან ერთად სხვა მხარე ჩნდებოდა, გელოვანი ყველა სხვა ადამიანს აქრობდა, ავიწყებდა გარემოებას . ილუზიას ქმნიდა რომელშიც მხოლოდ ორნი იყვნენ და სანი ასე ამარცხებდა დისკომფორტს. დადიოდნენ ადამიანებს შორის, უყურებდნენ მათ ფერებს ისე თითქოს უჩინარები იყვნენ , მარტონი სხვა სამყაროში საიდანაც სწავლობდნენ განსხვავებულ ინდივიდებს. ეს დღე ალბათ აღარასდროს გამეორდებოდა , მაგრამ მომდევნო წელს რაღაც ახალს შექმნიდნენ ერთად, მოულოდნელად, დაუგეგმავად სურვილს აყოლილები, ინსტიქტს მინდობილები...
..........
ბოლოს ათვლის წერტილს დაუბრუნდნენ, დინას ადგილს. ეზოში ღიმილიანი სახით შევიდა, გადაღლილი იყო და დღის დასასრულად მიიჩნია სახლი.სანის მკლავზე ჰქონდა ხელები შემოხვეული და ლოყაზე კოცნიდა უეცრად ეზოში მდგომი წითელი მანქანა ,რომ დაინახა. სულ ახალს ჰგავდა , წამით მისი ძველი სახე დაუდგა თვალწინ და გულისცემა გაუორმაგდა
-მგონია ,რომ ეს ფერი განსხვავებულს ხდის ... ასე არ ფიქრობ?
-ცოლებს უახლეს ავტომებილებს სჩუქნიან, გაბაბთულს შენ კი ჩემი მეოცე საუკუნის გადმონაშთი განაახლე
-უახლესი მოდელის ყიდვა ყოველთვის შეიძლება ...
-ნუ იბნევი და ეჭვი ნუ შეგაქვს საკუთარ არჩევანში. ეს საუკეთესოა რაც კი შეგეძლო გაგეკეთებინა . ყველაფერი რაც დღეს მოხდა - მკლავები ყელზე მოხვია და ტუჩის კუთხეში აკოცა- რა კარგია გზამ შენამდე რომ მომიყვანა
-კარგია , რომ არ გაგიშვი - სახეზე ჩამოშლილი თმა უკან გადაუწია და ტუჩებზე შეეხო- ჯერ კიდევ არ არის 12 საათი. ისევ დაბადების დღე გაქვს
-წავიდეთ ... ბოლო საათები გზაში გავატაროთ - ხელი ჩაკიდა და მანქანისკენ დაიძრა- საჭესთან მე დავჯდები ...
-რთული იქნება მისი მართვა
-მაგრამ შევძლებ
-იცი კიდევ არის რაღაც - მანქანაში რომ ჩასხდნენ და დინამ ძრავი აამუშავა სანიმ შემდეგ ანიშნა ჭერზე- ამის გადაწევა შეგვიძლია
-კაბრიოლეტი როგორც ასეთი - გაიცინა და ტრასაზე გავიდა. ქუჩები ცარიელი იყო , სიჩქარეს უმატა და მანქანით მიჰყვა დროს,. ისრები მოძრაობდნენ, იწურებოდა დღე ,რომელიც ყველასგან განსხვავდებოდა , მაგრამ მაინც წარსულს ვერ უმკლავდებოდა. დუმილმა შვა ფიქრები, გააცოცხლა მოგონებები და გახსნა სულის იარები. სანი უცნობ გზას უყურებდა, წარმოდგენა არ ჰქონდა სად მიდიოდნენ, ირგვლივ მხოლოდ ცარიელი მიწები და ხეები იყო , შემდეგ მდინარეც გამოჩნდა. მაღალმთიან სოფელში იმყოფებოდნენ ,რომლის სახელიც კი არ იცოდა. გზას მხოლოდ მანქანის ფარები ანათებდა, გრილი ქარი თმას ურევდა და შორიდან მოტანილ ტურების ხმას აგებინებდა.
-ყველა დაბადებისდღე რომელიც ბედნიერებისას მქონდა მშობლებით იწყებოდა, დედას მომზადბეული ტორტითა და სანთლებით . ყველა მილოცავდა და მეც მიხაროდა წლების მატება, დიდხანს მიყვარდა ეს დღე . ძალიან მიყვარდა , მიხაროდა რომ იქ დავიბადე და მათი შვილი ვიყავი . უბედურების დროს ეს დღე გაუფერულდა, მშობლები უბრალოდ ცარიელი სიტყვებით მილოცავდნენ . მათ შორის უფსკრული იყო და მე ხიდის როლს ვერ ვასრულებდი
-დინა შენ შეგიძლია სხვა დროს მომიყვე ...იქნებ დღეს არა - იგრძნო რომ მთავარ ამბავს უახლოვდებოდნენ , დინას ხმა სულ უფრო და უფრო სუსტდდებოდა
-დღეს უნდა დავასრულო, თავიდან დავიწყო შენთან ერთად. კიდევ ერთხელ უნდა დავიბადო ამ დღეს ...
-გახსოვდეს ,რომ ყველაფერი გავლილია...წარსულია და არ მისცე უფლება აწმყო დაგავიწყოს - ზუსტად იცოდა რა ძალა ჰქონდა მოგონებებს
მანქანას სვლა უჭირდა, გზა თანდათან უარესდებოდა და სოფლის სიჩუმეს მხოლოდ საბურავების ხმა არღვევდა . დინა კი ისევ განაგრძობდა საუბარს
-მნიშვნელობა დაკარგა ამ თარიღმა, დიდხანს ყველაფერს ჰქონდა დაკარგული ფერი. მხოლოდ ვარსებობდით, ერთმანეთს ვატყუებდით , არ ვლაპარაკობდით პრობლემაზე, ვჩხუბობდით, ვტკენდით, ვყვიროდით და ერთმანეთს ვერ ვიტანდით . გვძულდა ის რადაც ვიქეცით... დღემდე არ ვიცი როგორ მივედით ამ მდგომარეობამდე ვისი ბრალი იყო დამნაშავის, ჩემი სიჩუმის, დედას დუმილის, მამას ხასიათის. ყველა მხრიდან შევხედე ამ ამბავს , მაგრამ ნამდვილი დამნაშავე ისევ ვერ ვიპოვნე . ბოლოს იცი რას მივხვდი? არცერთ საქმეს არ ჰყავს მხოლოდ ერთი დამნაშავე , ყველა ნაბიჯს რომ მივყვეთ მივხვდებით რომ ნებისმიერის ბრალეულობა შეიძლება გამოიკვეთოს. შეგვიძლია დავადანაშაულოთ საკუთარი თავი, სხვა, ღმერთი, განგება, იღბალი . მთავარი გამოსავალი ალბათ საუბარია , კარგ მსმენელს რომ იპოვნი მას არაფერი უნდა დაუმალო. საკუთარი თავის მოტყუება არ უნდა სცადო , ეს არის დამღუპველი ...
-ზოგჯერ სჯობს გაჩუმდე... დავიწყებისთვის საჭიროა რომ არ გაიხსენო და
-არა , არა სანი დედა არ უნდა გაჩუმებულიყო . უნდა ეთქვა, ხმამაღლა უნდა ეყვირა როგორ ტკიოდა . მას მამა ჰყავდა, მათ ერთად უნდა გადაეტანათ . მარტო დედას არ უნდა ებრძოლა ამბავთან ,რომელმაც გაგვანადგურა. ერთმა დამპალმა, ბნელმა ღამემ მშვიდად რომ დაიწყო და ჯოჯოხეთურად გაგრძელდა. მამა სამუშაოდ იყო წასული, მანქანებში კარგად ერკვეოდა, გამორჩეული მძღოლი იყო და ზოგჯერ ტრაილერს მართავდა. მეზობელ ქვეყნებში დადიოდა, სხვადასხვა მარშრუტი ჰქონდა ყოველთვის იმ ერთი კვირის განმავლობაშიც მუშაობდა . სახლში ყოველთვის გვქონდა ფული , დანაზოგს აკეთებდნენ , მაგრამ წინა დღეს მამას მეგობარმა ნასესხები თანხა დაგვიბრუნა. სასაცილოა , ვიღაც მილიონერია და ქურდები რამდენიმე ათასის გამო შემოიჭრნენ ჩვენთან. მეძინა ხმაური რომ გავიგე და არც დავფიქრებულვარ ისე გავედი საძინებლიდან. მას მერე სულ ვფიქრობ ღრმა ძილი რომ მქონოდა , მშიშარა რომ ვყოფილიყავი და ოთახში დავრჩენილიყავი არაფერი მოხდებოდა-თქო . გავედი და დავინახე ორი ნიღბიანი როგორ იღებდა ჩვენი სამალავიდან ფულს. არ მიყვირია, არც ისტერიკა დამიწყია მინდოდა იარაღი ამეღო და მესროლა. ჩემი ფიქრების გამო ახლაც ვგიჟდები... სხვანაირი რომ ვყოფილიყავი
-დინა ... ფრთხილად - იმდენად იყო მოგონებებში ჩაძირული,რომ გზას აღარც უყურებდა. ცოტაც და ხევში გადაიჩეხებოდნენ . მანქანა გააჩერა და საჭეს შუბლით დაეყრდნო, სანის თითებს გრძნობდა თითებზე , მაგრამ თავის აწევა არ შეეძლო- ყველაფერი კარგადაა, მორჩა
-დამინახეს, დამიჭირეს და ერთმა სახეში გამარტყა. მერე დავიყვირე, ხმაური ატყდა , პირზე ხელს მაფარებდა , მაგრამ დედამ გაიგო პერანგის ამარა ნახევრად მძინარემ შემოაღო კარი და მათ წინ დარჩა. დაგვაბეს, ერთს წასვლა უნდოდა საღ აზრზე არ იყო . მის თვალებს ვხედავდი , ეშინოდა და დაბნეული იყო. მეორეს მთელი ფულის და ოქროს აღება უნდოდა და სანამ ყველაფერი არ იპოვნა არ გაჩერდა. პირი აკრული მქონდა ,ხელები და ფეხებიც ასე ვიწექი იატაკზე და ვერაფერს ვაკეთებდი. დედა დივანზე ჰყავდათ დასმული , შეკრული ხელებით და პირით . ის ყოველთვის მშიშარა იყო, დამფრთხალი თვალებით უყურებდათ და წასვლას სთხოვდა როგორც კი პირი გაუხსნეს. კივილზეც არ უფიქრია, ყველაფერი წაიღეთ და წადითო ამბობდა. ალბათ ჩემ გამო ეშინოდა, მთხოვდა გაჩერდიო , მე კი ვერ ვისვენებდი ხელების გახსნას ვცდილობდი. მერე არ ვიცი რა მოხდა , იმ ერთმა დედას ხელი ჩაავლო და მეზობელ ოთახში გაიყვანა, კარი ჩაკეტა , მაგრამ ხმები მესმოდა. მეორე გაღებას თხოვდა, ისიც არ ელოდა ამ ამბავს. მას მხოლოდ ფული უნდოდა ის კი დედაზე ძალადობდა... ეს ხმები არ ქრება - თავზე ხელები მოიჭირა და სავარძელს მიეყრდნო. თვალები სულ წითელი ჰქონდა, ცრემლები სდიოდა და სხეული უთრთოდა. სანი კი ხმის ამოღებასაც ვერ ახერხებდა, სუნთქვაშეკრული უყურებდა - წავიდნენ , ჩვენ კი დავრჩით დიდხანს ... საუკუნოდ გაიწელა დრო . ფეხებზე მიბმული ხელებით, მუცელზე დამხობილი , პირში ნაჭრით ვღმუოდი , მაგრამ არავის ესმოდა. მერე ნატალიას სხეული გამოჩნდა. ის უკვე სხვა იყო, ის აღარ იყო დედაჩემი , ის ქალი მოსიარულე მოჩვენებას ჰგავდა აწეწილი თმებით, შეშლილი მზერით , გახეთქილი ტუჩით , სისხლიანი სახით და შეკრული ხელებით რომელიც როგორღაც გაიხსნა და მერე მე დამეხმარა. ვერაფერს ვეუბნებოდი, დედათქო ვეძახდი და ვეხვეოდი . მარტო ვიყავით , სულ მარტო ორი სუსტი , უძლური ქალი რომელმაც ვერ შეძლო თავის დაცვა. ვერაფერი გავაკეთე, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო . ვფიქრობდი , იქნებ ამიტომ ერჩივნა მამას ბიჭი ჰყოლოდა, მშვიდად იქნებოდა ის შეძლებდა დედის დაცვას . მე რომ ... მე ბევრ რამეს ვფიქრობდი
-შენ ხომ იცი , რომ უდანაშაულო ხარ. დინა შენ ვერ შეძლებდი , შენ ბავშვი იყავი - ცრემლებს უმშრალებდა , თითებს თავზე უსვამდა . მერე შუბლზე აკოცა და გულზე მიიკრა - ჩემო დინა , ჩემო გოგო
-იცი რას ვფიქრობდი? რატომ მე არ ამირჩია ... მე არ შემხებია . მას ჩემთვის არც კი დაურტყამს. მე 16 წლის ვიყავი , სხვა მე წამიყვანდა და მან კი დედა აირჩია . იქნებ მე გამეძლო , მე გადავიტანდი. მე სხვა ვიყავი, დედა სრულიად განსხვავდებოდა ჩემგან . დედამ გაჩუმება არჩია, დედა მევედრებოდა არაფერი მეთქვა. დედა მუხლებში ჩამივარდა და მეხვერწებოდა სანამ პოლიცია მოვიდოდა , მხოლოდ ქურდობაზე თქვიო , სხვა არაფერი მომხდარაო . მეც დავუჯერე, მეგონა ასე უფრო უკეთ იქნებოდა, ასე დაივიწყებდა. ვერ ვიცოცხლებ ყველამ რომ გაიგოსო , ვერ ვისუნთქებო ... მე გავჩუმდი , გესმის? უნდა მეთქვა , მაშინვე რომ გვეთქვა
-გგონია იპოვნიდნენ ,დაიჭერდნენ და მერე ? დედაშენი როგორ იქნებოდა
-დედაჩემმა თავი მოიკლა , მაინც ვერ გაუძლო არავის გაუგია ...სულ არავის. მამამაც კი ვერ გაიგო მხოლოდ მე ვიცი , იმ ორმა და ახლა შენ . მამა რომ დაბრუნდა და გაიგო ყველაფერი დედას ამშვიდებდა, დაივიწყე ფულიც და ოქროცო ამბობდა. თუ ვერ იპოვნიან ჯანდაბაშიც უვლიათო , მთავარია თქვენ არაფერი დაგიშავათო. დედაც ეუბნებოდა , რომ დაკარგულ ფულზე დარდობდა. მერე დედას სიცივე დიდხანს გაგრძელდა, მამასთან გაუცხოვდა. ყველაფერი შეიცვალა და მამას ეგონა ,რომ ღალატობდა. ეჭვიანობა დაიწყო, ეჩხუბებოდა, ვინ იცის რას ფიქრობდა დედა კი არაფერს ამბობდა. მე , მე რომ ვფიქრობ რა ხდებოდა იქ მათ ოთახში მაშინ როდესაც მე არ ვიყავი. მე სწავლას ვაგრძელებდი , სკოლას ვამთავრებდი , მერე გამოცდებისთვის ვემზადებოდი. ისე ვიქცეოდი თითქოს არაფერი მომხდარა, რამდენჯერმე შევესწარი მათ ჩხუბს მამა გიჟს გავდა. მერე კი დედამ თავი ჩამოიხრჩო ... მამამ იპოვნა ტყეში, მათ საყვარელ ადგილას . რომ მეთქვა რა მოხდებოდა უარესი , მამა ვერ მიიღებდა ? გაშორდებოდნენ ? ხალხს შეებრალებოდა და კიდევ რა ... უარესი რა შეიძლება ყოფილიყო . მე კი ისევ ჩუმად ვიყავი , ისევ ჩუმად და მარტო . უამრავი ეჭვით, უამრავი აზრით, ათასი რამ ხდებოდა მას მერე ... მამას აბრალებდნენ , შენ გამო მოიკლა თავიო. ეჭვიანობდი, სვამდი, ჩხუბობდით და ვერ გაუძლოო. მამას აბრალებდნენ მე კი ისევ ვდუმდი . რამდენჯერმე მეც ვიფიქრე რომ მამას ხასიათის ბრალი იყო , მერე მის ადგილას წარმოვიდგინე თავი და ეს აზრი თავიდან ამოვიგდე. სანი, მამას ბრალი ხომ არ იყო არა ?
-არ იყო ... თქვენ არაფერი დაგიშავებიათ. ყველაფერი მათი - ისევ გულზე ჰყავდა მიკრული , ეფერებოდა და თავადაც ტიროდა . ხმა დაეკარგა, აღარ იცოდა რა შეიძლებოდა ეთქვა
-მამამ დაიჯერა ხალხის ბრალდება. ყველა ასე ვიქცევით , ბრბო იტყვის , ათასჯერ გაიმეორებს თავის შხამს დატოვებს და ჩვენს ვიჯერებთ. გავლენის ქვეშ ვქეცევით და ის სიტყვები გვმართავს ისინი რომ იძახიან. მამა არ ამბობდა, მაგრამ მასაც ეგონა ,რომ დედამ ამის გამო მოიკლა თავი. უნარშეზღუდული გახდა, არ ჭამდა, არ სვამდა, ტყის კაცივით იჯდა ოთახში , დედას კაბებს ელაპარაკებოდა მე კი კართან ვიჯექი და ვუსმენდი . ის სრულიად ჯანმრთელი იყო დედას გარდაცვალებამდე,რამდენიმე თვეში კი ავადმყოფს ჰგავდა. სვამდა , ეწეოდა, გათიშული იყო დილიდან დილამდე . არც მე მხედავდა, ილუზიებში იყო დედასთან ერთად . მეც დავავიწყდი , ვბრაზობდი ბოლოს და ვეჩხუბე. საშინლად ვიჩხუბეთ ყველაფერი რთული ასატანი იყო , ვერ გავუძელი შეცვლილ ცხოვრებას და მას ვადანაშაულებდი ,რომ მიმატოვა. ვუთხარი საშინელი მამა ხარ-თქო კიდევ ათასი საშინელება ვუთხარი და მერე დამარტყა . ამ ამბავს თითქმის არასდროს ვიხსენებ, ის არ იყო მამაჩემი ... ისიც მოჩვენება იყო . მის გონებაში ეშმაკი სახლობდა , ის კაცი არ იყო ჩემი საყვარელი საამაყო, ყველასგან განსხვავებული მამა. ხომ არ იყო , მას ხომ ვუყვარდი არა ? ის რომ საღ აზრზე ყოფილიყო, მე რომ როგორმე გამომეფხიზლებინა ხომ არასდროს დამტოვებდა სანი ? - ქვემოდან უყურებდა და პასუხს ელოდა . ბიჭის თითებს თითებს უჭერდა და სასოწარკვეთილი ელოდა სასურველ პასუხს
-შენ ვერ გამოაფხიზლებდი, მას ნატალია სიგიჯემდე უყვარდა. ასეც ხდება , როდესაც ზედმეტად არამიწიერად უყვართ ჩნდება ბოროტება, ამქვეყნიურ მათ ცხოვრებას ანგრევს , მაგრამ ისინი ახლა ერთად იქნებიან. ყველა შეცდომას დაივიწყებდნენ , გულრფელად ისაუბრებდნენ , იქ ღმერთთან განაგრძობენ ცხოვრებას
-ორივემ თავი მოიკლა სანი ... ორივემ შეწყვიტა ღვთისგან ბოძებული სიცოცხლე. ორივემ დამტოვა, არცერთს ჰქონდა დარჩენისთვის ძალა. მე არ ვიყავი საკმარისი მიზეზი ბრძოლის გასაგრძელებლად
-ადამიანები ვერ უძლებენ ბედნიერების შემდეგ თავს დამტყდარ უბედურებას. როდესაც დაბადებიდან მარტო ხარ, გტკივა , გტანჯავს არ არსებობს დიდი განსაცდელი რომელსაც ვერ გადაიტან, მაგრამ როდესაც ბედნიერება გამოცდილი გაქვს რთულია სწორად მოიქცე,ძნელია გაუძლო და გამოსავალი იპოვნო
- ყველაზე მარტივი გამოსავალია იცი? ამ წლების განმავლობაში ნებისმიერ დროს შემეძლო დამესრულებინა ეს წყეული ცხოვრება , მაგრამ ეს არ გავაკეთე იმიტომ რომ მივხვდი ცოცხლად დარჩენილი კიდევ უფრო რთულ გზას გავივლიდი . მივხვდი არ უნდა ამერჩია მათი გზა
-და შურისძიების გზას დაადექი
-მამა სულ მეუბნებოდა, რომ დანაშაული არავისთვის უნდა მეპატიებია. არ უნდა დავლოდებოდი ღმერთს , რადგან მას ბევრი ცოდვილი ჰყავდა დასასჯელი
-და შენ დღემდე თვლი ,რომ სწორად მოიქეცი ? არასდროს შეგიტანია ეჭვი შენ გადაწყვეტილებაში დინა?
-არა ! - ცრემლები შეიმშრალა და მანქანიდან გადავიდა. მაღლა იყვნენ , მთელი დასახლება ჩანდა, ერთ მხარეს ტყე იყო, ერთ მხარეს გზა და მდინარის ხმაც ესმოდათ. სახლები წერტილებივით ჩანდა. ციცინათელებივით იყო გაბნეული ლამპიონებისა და ნათურების სინათლე , ცაზე კი ნახევარმთვარე ანათებდა. ღრუბლები ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, სულ უფრო მეტად ციოდა .
-როგორ იპოვნე - დინას ათბობდა. ისევ ეხვეოდა და ხედს უყურებდა
-შორს წასვლა არ მომიხდა, შემთხვევით აღმოვაჩინე არც მეტი არც ნაკლები მამას მეგობარი . მის სახლში შემთხვევით წავაწყდი დედაჩემის კულონს, რომელიც ბავშვობიდან ჰქონდა და რომელსაც გათხოვების შემდეგაც უფრთხილდებოდა. ის მალავდა თან დაატარებდა ყოველთვის ... დამპალი ნარკომანი , მამა მუდამ ეხმარებოდა . ყოველთვის გარეწრი იყო , ყველამ ხელი კრა მამა კი არ ტოვებდა . ამბობდა გაჭირვებულს უნდა დაეხმარო თორემ კარგად მყოფს ისედაც გვერდით უდგას ყველაო. ომში ერთად იყვნენ , მას მერე სულ მთლად შეიშალა. ცოლსაც ცემდა , ყველამ იცოდა ,მთელმა სოფელმა იცოდა როგორი ც იყო. რომ გამახსენდა როგორ მოდიოდა დედას პანაშვიდებზე, როგორ იჯდა მამასთან ერთად და სვამდა. თავისი ჩადენილის შემდეგ რამდენჯერ იყო ჩვენთან სახლში, დედას მომზადებულს მიირთმევდა მამასთან ერთად ისევ სუფრაზე იჯდა, ისევ ისე იქცეოდა როგორც ადრე. ვინ იცის იქნებ დედა ხვდებოდა კიდეც, მე არ ვიცოდი ... წარმოდგენა არ მქონდა მანამ სანამ ორივე არ დავკარგე. გავგიჟდი , დაჯერება არ მინდოდა , მაგრამ თავად აღიარა. ექთნად ვმუშაობდი, ამით ვირჩენდი თავს ,ასე ვცოცხლობდი , კლინიკაში ვიყავი ყოველ დღე წამალი მოვიპარე , მივუტანე , გაუხარდა ...ლომკა ჰქონდა და არც უფიქრია ისე გაიკეთა . რომ გამოფხიზლდა დაბმული მყავდა ერთ მიტოვებულ სახლში ,სადაც ნადირობის დროს ჩერდებოდნენ ხოლმე თუ წვიმა მოუსწრებდათ. ყველაფერი მითხრა, შეშინებული მიყურებდა იცოდა რისი გაკეთებაც შემეძლო... მამა რომ მასწავლიდა სროლას, დანის გამოყენებას და ნადირობას ისიც იქ იყო . კარგად ხვდებოდა რა საშიში ვიყავი მისთვის, მაგრამ თუ მოვკლავდი ვერ იფიქრებდა- აღარ ტიროდა, აღარ იყო ის სუსტი გოგო მშობლების გახსენების დროს რომ იდგა სანის წინ. ახლა ისევ მკვლელი გახდა, ცივსისხლიანი, დაუნდობელი , უგრძნობი ქალი რომელიც არ ნანობდა ჩადენილს.
-რომ არ ეღიარებინა რას გააკეთებდი
-დარწმუნებული არ ვიყავი , მიყვარდა ... მის თვალწინ გავიზარდე. მის ოჯახში ხშირად ვიყავი და მე მიყვარდა , ვერ მოვკლავდი თვითონ რომ არ ეღიარებინა როგორ შეუყვარდა მეგობრის ცოლი . როგორ გაგიჟდა დედაჩემზე, როგორ ფიქრობდა სულ მასზე, როგორ ვერ იტანდა საკუთარ ცოლს , როგორ უნდოდა მამაჩემი მომკვდარიყო და ნატალია მისი გამხდარიყო. ვერ ბედავდა , ვერასდროს გაბედავდა ამის აღიარებას. იმ ღამეს ნიღაბი ეკეთა , იმ ღამეს შეეძლო და გააკეთა კიდეც. ლომკას აბრალებდა, ჭკუაზე არ ვიყავიო ამბობდა. მიყვარდაო რომ თქვა პირველად მაშინ დავარტყი დანა . რაც უფრო ხმამაღლა ღრიალებდა და მთხოვდა გაჩერებას მით უფრო ძლიერად ვურტყამდი ... იყო . ერთი უსახელო არარაობა ,რომელსაც არ უნდა ეცოცხლა,რომელსაც არ ჰქონდა უფლება ასე მოქცეოდა ჩემ მშობლებს. ის იმსახურებდა იმას რაც მიიღო , ყველა მისნაირი წამებით უნდა მოკლან...
-შენ შეგეძლო დაგემალა... იქნებ ვერასდროს დაეჭირე. იქ არც კამერები იყო, არც თვითმხილველი. შენზე ეჭვს ვერავინ მიიტანდა . რატომ არ დატოვე ტყეში , რატომ ჩაბარდი პოლიციას დინა . თუ არ ნანობდი რატომ გაიმეტე თავი ციხისთვის
-იმიტომ რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი დანაშაულზე. მე არ ვნანობ, მაგრამ გარეთ მშვიდად ვერ ვიცოცხლებდი. მე არასდროს შემეძლო ტყუილის თქმა, როცა საიდუმლო გამიჩნდა იმ წამიდან დაინგრა ჩემი ცხოვრება. აზრი არ ჰქონდა ჩემს გარეთ ყოფნას, მე უნდა მიმეღო ეს სასჯელი რომ შემდეგ თავიდან დამეწყო
-ახლა თავისუფალი ხარ დინა?
-თავის უფალი ... საოცარი სიტყვაა - ნაპირზე იდგა, ხელები გაშალა და თავი უკან გადასწია. ქარი თმას ურევდა , სასიამოვნოდ აგრილებდა მის ცხელ სხეულს ერთი ნაბიჯიც და დაბლა დაეშვებოდა
-მე და შენ ერთად დავწერთ ისტორიას ... შენ ჩემი ქალღმერთი დიანა ხარ
-სრულიად შიშველი შენს წინაშე ... მორჩა სანი, მე დაფარული არაფერი მაქვს . შენ ყველა ჩემი ძველი სახე ნახე
-და ვნახავ ყველა სახეს რომელსაც ერთად შევქმნით - მუცელზე მოხვია მკლავი, მის ზურგს უკან იდგა უყურებდა სივრცეს და მზად იყო თან მიჰყოლოდა დინას უფსკრულში თუ იგი ნაბიჯს გადადგამდა სანიც მის ნაწილად ქცეული დაეშვებოდა უძირო სივრცეში.
-უკვე დაიწყო ახალი დღე?
-ჯერ კიდევ გვაქვს დრო - თვალებში უყურებდა კიდევ ერთ ქალს ,რომელიც მხოლოდ სანის ეკუთვნოდა და ყველა ფერს ერთად მოიცავდა
-სახლში დავბრუნდეთ
..........
მელოდიის ხმა სახლში გამეფებულ სიჩუმეს სასიამოვნოდ არღვევდა. სიცარიელეში წყვილი ცეკვავდა . მათი სხეულები ისე მსუბუქად მოძრაობდნენ თითქოს ღრუბლებზე დააბიჯებდნენ. ორი სხეული, ერთი მთლიანობა და მზერა ,რომელიც მეწყვილეს თვალებს არ შორდებოდა. თითები ნაზად მოძრაობდნენ გლუვ კანზე , კაბის ქვეშაც აღწევდა მათი სიმხურვალე . ნაბიჯები, ბრუნი და სიახლოვე ... თრობა უალკოჰოლოდ , გრძნობებით ორი სულ’არეულის , ორი შეშლილის ერთობა
-ახალი დღე არსებობის პირველ საათებს ითვლის - ტემბრი სითბოთი იყო სავსე, გულისცემა ჩქარი და მზერა არეული
-ეს თარიღიც დაიწერება იქ, იმ ცივ ქვაზე და ამეტყველდება - თითები გაყინული ჰქონდა, სანის ლოყაზე ფრთხილად შეახო და მის მზისფერ თმაზე გადავიდა- კიდევ ერთი დაბადება , ახალი ადამიანი ჩემს სულში - ტუჩები მის ტუჩებს შეახო და საპასუხოდ ყველა უჯრედმა დაიწყო გაცოცხლება
-დინა - დანისლული ჰქონდა თვალები და ხმაც უთრთოდა- ქალღმერთო
-ვიცეკვოთ - გაუღიმა და შეცვლილ მელოდიაზე განაგრძო მოძრაობა. სანის თითები წელზე ეხებოდა თავად კი მისი პერანგის ღილებს ხსნიდა
-ასე არასდროს მიცეკვია
-არც მე - ტუჩები ამობურცულ ლავიწზე შეახო და ყელისკენ გადაინაცვლა. კაბა სხეულიდან შორდებოდა, ცეკვას არ წყვეტდდა . ნელა მოძრაობდა და ისე ეხებოდა ბიჭის ქათქათა კანს თითქოს ქანდაკება იყო , უიშვიათესი ქმნილება
-კიდევ ერთი პირველი ... მხოლოდ ჩვენი , ჩემი და შენი
-ასე არავისთან იცეკვო - თვალები დახუჭა და ქვედა ტუჩი კბილებსშორის მოიქცია სანის ცხელი ბაგეების შეხება რომ იგრძნო ყელზე . თითები კი ისევ ისე მომაკვდინებლად ნელა მოძრაობდნენ შიშველი ზურგიდან მკერდის მიმართულებით
-შენ ერთადერთი ხარ - ყურთან იგრძნო მისი არეული სუნთქვა და შიშველი მკერდით მიეკრო გულ-მკერდზე . მკლავები ყელზე შემოხვია, თმაში შეუცურა თითები და აჩქარებულ მელოდიას ნაბიჯები აუწყო - ჩემი ქალღმერთი - გონებას ურევდა მისი ხმა, თითქმის შიშველი ეხვეოდა და სიამოვნების ყოველ წამს ბოლომდე შეიგრძნობდა
-მინდა ,რომ შენს თვალებს ვხედავდე- ცეკვა შეწყვიტეს , მელოდია დასრულდა და მალე ახალი დაიწყებოდა დინა კი რამდენიმე ნაბიჯით შორს დადგა . ათრთოლებული სხეულის დაფარვას არ ცდილობდა, მისი შეხების სურვილი ტვინს ურევდა, მაგრამ მაინც შორს იდგა
-შენ ხომ ხედავ დინა- ხელი ისევ მოხვია და ვარდისფერი ტუჩები ვნებით დაუკოცნა. გულისცემა კიდევ უფრო აუჩქარდა, ღრმად სუნთქავდა და სხეულიც დაეჭიმა
-თვალები მაჩვენე სანი - ბიჭის სახე ხელებში მოიქცია და მზერა გაუსწორა
-არ გინდა - ბრაზი შეერია ხმაში, მასში ისევ იღვიძებდა დემონი
-მინდა , იყავი ნამდვილი მე ხომ სრულიად შიშველი ვარ შენს წინაშე სულითა და ხორცით , წარსულითა და აწმყოთი - არ აძლევდა თავის დაღწევის საშუალებას, ისევ ისეთი თბილი მაცდური, ვნებიანი ხმა ჰქონდა
წამის შემდეგ სანის ჭრელ თვალებს ლინზები მოშორდა და დინა სუნთქვაშეკრული უცქერდა მის წინ გადაშლილ სილამაზეს . თვალები სულის სარკეაო , სანის ცხოვრებაც მისი თვალების მსგავსად გაორებული იყო მარჯვენა სფერო მუქი შავი ელვარებით ანათებდა მარცხენა კი ლურჯად.
-დინა ეს არ უნდა გენახა- სულ ერთი წამი დასჭირდა ყველაფრის გასაქრობად, უკან იხევდა , დამალვას ცდილობდა სახეზე აიფარა დაძარღვული ხელები
-უფსკრული და ცა ... სიშავე და სილურჯე . ფერთა გამა , მზესფერო ...შენი ფერები - მკლავებზე თითები შემოხვია, სანახაობით კიდევ უფრო აღგზნებული ემოციებს ვერ ფარავდა. შიგნიდან იწვოდა, სისხლი ისე სწრაფად მოძრაობდა თითქოს მათი კედლებთან შეჯახების ხმაც ესმოდა
-მე ფერები არ მაქვს ... ჩემში მხოლოდ წყვდიადია
-ვშთანთქავ მაგ წყვდიადს - თვალებში უყურებდა, მის ნამდვილ ჭრელ ფერებს ხედავდა და ვნების ძლიერ ტალღას ემორჩილებოდა.
მელოდიის ხმას შერეული ღრმა სუნთქვა, სიამონების ამოძახილები ... ორი სხეული , თითები, ტუჩები , შეხება და სურნელი . გაზიარებული ემოციები, ყველა ფერი ერთად ქაოსურად გაფანტული და ერთ წერტილში შეკრული. პირველი , ერთადერთი და განუმეორებელი ორი არეული სულის სიმშვიდე ...
.........
-ორი სამყაროა შენში , მზისფერო - თვალებში უყურებდა და სულ სხვა ღიმილით უღიმოდა . სხვა ფერი ჰქონდა სანის სურნელით კანზე , მის მკლავებში მოქცეულს , მისი ნამდვილი ფერებით დამტკბარს
-წლებია არავის უნახავს ჩემი თვალები ... შენ მე მანგრევ დინა- მაჯაზე შემოხვია თითები და ტუჩები შეახო მტევანზე . ყველა თითი სათითაოდ დაუკოცნა
-ისევ სევდისფერი ხდები ... ამ დროს თითქოს ორივე თვალი მუქდება
-გეჩვენება... თვალის ფერი გრძNობებს არ ემორჩილება
-შენ მათ არ უყურებ ... მე კი ვხედავ . მე შენ გხედავ !
-მე კი ვხედავ ,რომ მცვლი რაც არც ისე კარგია ... სასიამოვნოა იმდენად ,რომ ვერ გებრძვი - ტუჩებზე შეეხო და კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრა სხეულზე - იქნებ მცირე დოზით შევიცვალო კიდეც
-რა ცვლილებებზე საუბრობ ... გუშინდელი დღე უბრალოდ საჩუქარი იყო
-მე შენ გამო რაიონში დავდივარ, მზის ქვეშ მომუშავე მუშებს ვადევნებ თვალს. თავი გლეხივით მიჭირავს და საკუთარი სივრცის უდიდესი ნაწილი გაგიზიარე ... გგონია ცოტაა?
-ეს შენ დისკომფორტს გიქმნის? შენ თუ ცუდად გრძნობ თავს ყველაფერი შეიცვლება
-საქმეც ისაა ,რომ ჯადოქარი ხარ და ახლაც იმას ვაკეთებ რაც ვერასდროს წარმომედგინა-სახეზე ჩამოშლილი თმა ყურს უკან გადაუწია და ისევ აკოცა- არასდროს , არავის გვერდით გამიტარებია ამდენი დრო ... არავის სძინებია ჩემს გვერდით მას შემდეგ რაც გააზრებული ცხოვრება დავიწყე . არასდროს მიცდია სხვა ადამიანზე ზრუნვა, არასდროს შევუშინებივარ სხვის დაკარგვას , არ მომნატრებია საათების წინ ნანახი ადამიანი...მე საერთოდ მონატრება თუ შემეძლო არ მეგონა. არავისთან ვყოფილვარ იმდენად ახლოს ,რომ მის სიამოვნებაზე მეფიქრა , არათუ მიმენიჭებინა - თითებს ჯერ ყელზე დაატარებდა, შემდეგ ლავიწებზე გადავიდა , მკერდის ხაზიდან დვრილაბზე , კონტურს ხაზავდა და სულ უფრო ქვემოთ მიიწევდა- ეს პროცესი გულისამრევი იყო ,ყოველთვის და მხოლოდ იმიტომ ხდებოდა ,რომ ჩემშიც არის დიდი წილი ცხოველური ინსტიქტი
-თავს ნამდვილად ქალღმერთად ვგრძნობ ამ აღიარების მოსმენისგან აღტკინებული ვგონებ კიდევ უფრო თავდაჯერებული გავხდები - სიმშვიდე მოეფინა მის სახეს, თავისუფლება სულსა და სხეულს. სხივები უკრთოდნენ თვალებში ... წარსულის კვალიც არ იყო ახლოს. გონებას შეუძლია გამოკეტოს სიბნელე ერთ ნაწილში და ფერებს მისცეს სივრცის დაკავების უფლება. დრო, წუთები ან საათები ბედნიერებისთვის
-შენთან ყველაფერი იმდენად მარტივი ჩანს , წამალი ხარ ...ერთადერთი და შეუცვლელი - სერიოზული იყო, სრულიად დარწმუნებული საკუთარ სიტყვებში და მართალი
-მე შენ განგკურნავ , მზისფერო ...
-უბრალოდ აქ იყავი , ბედნიერი და ჩემი მანამ სანამ სული გაუძლებს- დინა ვერ მიხვდა რას გულისხმობდა ,რატომ ვერ უნდა გაეძლო სულს
-შენთან ბედნიერებაც სხვა ფერია , მზისფერია
-მე არ ვარ მზისფერი დინა ... მე ეს ფერი მაქვს - იმ წამს ისევ მუქი გაუხდა მზერა. ბნელ ღამეში დატრიალებულ ქარიშხალს ჰგავდა . საშიში იყო
-რატომ არ გაიკეთე შავი ლინზები...რატომ მწვანე
-გაქცევის კიდევ ერთი საშუალება იყო - საწოლის თავს მიეყრდნო და მოპირდაპირე კედელს გაუსწორა მზერა- სარკეში ჩახედვაც კი მაფრთხობდა ადრე ... დემონებს ვხედავდი მათში
-სანი , ჩემო მზისფერო ვინ მიგიყვანა ამ მდგომარეობამდე. როგორ შეიძულე ასე საკუთარი თავი , როგორ შეგიძლია არ გიყვარდეს ის რაც შენშია , მე ხომ ასე მარტივად გაგაღმერთე - სულის ტკივილი განუახლდა, სანის იარებს ხედავდა და მათი გაქრობისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი - სხვა თუ არაფერი გამოვა ჩემ სიყვარულს შეგაყვარებ - მისი სახე ხელებში მოიქცია და გაპროტესტების საშუალება არ მისცა ისე გადაეშვა გრძნობების მორევში...
...........
უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა ბედნიერება, საათებმა დღეები შექმნეს , დღეებმა კვირები და ბოლოს ისევ გათავისუფლდა სიბნელე . წარსულმა ისევ მიიზიდა ჯაჭვი თავის მხარეს . დინამ ყველა რგოლი დაამსხვრია, ყველა ამბავს გაუსწორა თვალი , გაანდო სანის ,ხმამაღლა გააჟღერა საკუთარი ტკივილი . სანი კი ისევ ებრძოდა კარგად შენიღბულ იარებს, რომელთა არსებობის მიზეზი არ იცოდა გელოვანმა .
შუაღამეს სიცივემ გააღვიძა. ღია ფანჯრიდან შემოსული წვიმის წვეთები იატაკზე ეცემოდა , ქარი იმდენად ძლიერად ქროდა რომ მთელს სხეულს უყინავდა. ნახევრად მძინარე წამოდგა საწოლიდან და ფანჯარა სწრაფად დახურა. სველმა ფარდამ თითებიც გაუყინა , ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში . საშინელი ღამე იყო ,პირქუში და ამაზრზენი.
განათებულ ოთახში იდგა, სანი კი არსად ჩანდა. სახლი შემოიარა, ყველგან იყო სადაც შეიძლება წასულიყო . აშკარა იყო თავის ქოხში იმყოფებოდა. ბოლო დროს ზედმეტად უშფოთველი გაუხდა ძილი, ვერც კი იგრძნო როგორ წავიდა სანი . ახლა კი ამ ამინდში სრულიად მარტო იყო , შუქიც ჩაქრობის პირას იყო, ჭექა-ქუხილის ხმა ისმოდა და ელვის ნათებას ხედავდა ცაზე.
დიდხანს არ უფიქრია, სანის სანახავად წავიდა. ქოლგა უფუნქციო გახდა ძლიერი ქარის დამსახურებით ბოლოს საერთოდ გაუშვა ხელი და ისე გაიქცა ატალახებულ მიწაზე . სახლიდან შუქი გამოდიოდა, ნამდვილად იქ იყო . კარი სწრაფად შეაღო და სიცივიდან სითბოში აღმოჩნდა. ოთახში ტემპერატურა მაღალი იყო , მაგრამ სანის გონება სულ მთლად გაყინული ჩანდა. ყურადღებაც არ მიუქცევია ოთახში შესული სველი, გათოშილი ცოლისთვის. მაგიდასთან იჯდა, მხრებში მოხრილი ხელში ფანქარით და უზარმაზარ ფურცელზე ხატავდა შავ-თეთრ ფიგურებს. დინა ფეხშიშველი, ნახევრად შიშველი, გაყინული იდგა მის ზურგს უკან და პირველად უყურებდა ამდენი ხნით ნახატს ,რომელსაც სანი ხატავდა. ფანქარი იმდენად სწრაფად მოძრაობდა თვალის მიდევნებასაც ვერ ასწრებდა ისე ჩნდებოდნენ ახალი დეტალები. სულ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, გულისცემა აჩქარებული ჰქონდა, კანკალებდა და არც კი უფიქრია სანის მდგომარეობაზე . ინსტიქტურად შეეხო მხარზე და გააზრებაც ვერ მოასწრო ისე მიენარცხა კედელს. ზურგის ტკივილმა მთელს სხეულში დაუარა, გაყინული კანიც კი გაალღო სწრაფად მოძრავმა სისხლმა . მისი თვალები იმაზე ბნელი ჩანდა ვიდრე ოდესმე . თითებს ყელზე უჭერდა , ღრმად და სწრაფად სუნთქავდა ისე უყურებდა როგორც დაუნდობელი მტაცებელი კლანჭებში მოქცეულ მსხვერპლს.
-სანი ... სანი მე ვარ - სიტყვების თქმა უძნელდებოდა, მაგრამ ხელების ამოძრავება მოახერხა სახეზე შეახო გაყინული თითები-მზისფერო - ტკივილისგან თვალებიც აემღვრა, მზერას არ აშორებდა მის წყვდიადისფერ თვალებს . სიშავე სილურჯერ ვერ ერეოდა, მისი ერთი მხარე ისევ ცოცხლობდა და მის ამ ნაწილს დინასთვის ტკენა არ შეეძლო.
ერთ წამში მოშორდა, შეშინებული, დამფრთხალი ნაბიჯებს უკან დგამდა და თავს აქეთ-იქით ამოძრავებდა. ხელები წინ ჰქონდა გაშლილი , თითებს დაჰყურებდა . შორდებოდა კედელთან მიმწყვდეულ, სუსტ ქალის სხეულს და იაზრებდა მომხდარს. ბოლოს ყველაფერი დაამსხვრია ირგვლივ, ღრიალებდა და გაყინული მზერა ცრემლებით ებინდებოდა. კანზე კვალს ტოვებდნენ სულის ჭრილობიდან წამოსული უფერული ცრემლები.
დინა იატაკზე იჯდა, სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა და ადგილიდან არ იძვროდა. ბრაზობდა? ალბათ არა. მხოლოდ უკვირდა, ვერ იგებდა მომხდარს. ვერ უპოვნა სახელი სანის ქცევას. ის კი უფრო შორს მიდიოდა ,მეორე ბოლოში დაჯდა დაღლილი, ძალაგამოცლილი და დასუსტებული. მუხლები მკერდზე მიიკრა, ხელები მოხვია ფეხებს და ადგილზე რხევა დაიწყო.
გარეთ ისევ წვიმდა. ჭექა- ქუხილის შემზარავი ხმა ისმოდა ყველგან , ცა თითქოს ნაწილებად იშლებოდა დევნიდა ბნელს რათა მზისთვის გაეთავისუფლებინა გზა ახალი დღის დასაწყებად.
გაურკვეველი დრო გავიდა, ორივე ჩუმად იყო , ორივე საკუთარ სივრცეში გამოიკეტა . სანის გონებამ აღდგენა მოახერხა, ისევ წამოდგა დინას მიუახლოვდა და ისე შეეხო ,თითქოს მისი ხელის კვრის ეშინოდა. ხელში აიყვანა ,მისი სუსტი, გალეული სხეული მკერდზე მიიკრა და საძინებლისკენ დაიძრა. ორივე გაყინული იყო, ორივეს ცრემლებით ჰქონდა სახე დანამული, ორივეს ტკიოდა და ბოლოს მაინც ერთმანეთს ეხვეოდნენ. სიტყვები არ იყო, მხოლოდ გულისცემის ხმა, სხეულს მორეული სითბო და ახალი დღის მოლოდინი. დინას ზურგს მკერდით ეკვროდა, სახე მის თმაში ჰქონდა ჩამალული და მისი სურნელით გაჟღენთილ ჰაერს სუნთქავდა. თითები მის თითებში ჰქონდა ახლართული, ძლიერად უჭერდა, არ უშვებდა და ისიც არ ცდილობდა წასვლას . ისევ ერთ მთლიანობად იქცნენ, ორ განსხვავებულ ნაწილად რომელიც ერთმანეთს ავსებდა. ორი დასახიჩრებული, ნაიარევი ნაწილის ერთობა , სულის გაუსაძლისი ტკივილით...
.........
სარკის წინ იდგა და საკუთარ ანარეკლს უყურებდა. ყელზე სანის თითების კვალი ემჩნეოდა და ისევ ჰქონდა უჰაერობის შეგრძნება. ისევ დაინახა მისი თვალები , კადრები განმეორდნენ ვერ გაუძლო . ნიჟარას ხელებით დაეყრდნო და თავი დახარა. ნაბიჯების ხმა ესმოდა, ფეხშიშველი იყო სანი , მისი შხაპის გელის სურნელს შორიდანაც გრძნობდა თითქმის უხაუროდ მოძრაობდა , მაგრამ დინას მაინც ვერ ემალებოდა. ერთხანს ქალის ზურგს უკან იდგა, შემდეგ თითები შეახო შიშველ კანზე და წამის მეასედში თავისკენ მიიზიდა. ცხვრის წვერით ეხებოდა ყელს რომელსაც ასე ძლიერ უჭერდა მარწუხებად ქცეულ თითებს . ტუჩები შეახო, დინა ისევ უძრავად იყო და მოფერება განაგრძო
-არაფერს მკითხავ ?
-შენ კითხვები არ გიყვარს
-ასე მსჯი? დუმილით მიხდი სამაგიეროს?
-მე შენ არასდროს გატკენ
-არავინ იცის რა გველის
-ჩემში არ ჩნდება სხვა ადამიანი
-ყველაფერი იმდენად რთულია...ნეტავ ახსნა შემეძლოს - სარკეში უყურებდა ქალის სახეს და თითებს ნაზად დაატარებდა საკუთარ დატოვებულ ანაბეჭდზე
-მე ველოდები შენ ნაბიჯს ჩემკენ , შენი ბნელი წარსულის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს- მოშორდა, სააბაზანოს ოთახი დატოვა და საძინებელში გადაინაცვლა ,რომელიც იმ საღამოს ზედმეტად პირქუში ეჩვენა. მთელი დღე ისე გავიდა, თითქმის არ უსაუბრიათ ორივე საკუთარ კაფსულაში მოექცა ემოციების დასალაგებლად.
-ნუთუ მართლა ვერ ხედავ რამდენი ნაბიჯი გადმოვდგი შენკენ... შენ არ შეგიძლია დაინახო ის რაც გავაკეთე
-რამდენჯერმე გარეთ გახვედი... ამდენად მძიმე იყო შენთვის ჩემზე ფიქრი? მაშინ ნუ იფიქრებ სანი... მე ყველაფერს გავუმკლავდები -ხმას აუწია და გაღიზიანებულ ქმარს წინ გადაეღობა
-ახლა ბოდიშს უნდა გიხდიდე, გევედრებოდე პატიებას -თითები ყბაზე მოუჭირა, მერე ლოყაზე გადავიდა . ეფერებოდა და თვალებში ცეცხლი ენთებოდა- დანაშაულის შეგრძნებით დამძიმებული კიდევ უნდა გაგირბოდე , მაგრამ მე არ ვარ ჩვეულებრივი და შენ ეს იცი- მის თვალებში კარგად ჩანდა ვნების ალი, სურვილი, ბრაზი, ძალა და კიდევ ბევრი აუხსნელი გრძნობა . საშიში იყო , იმდენად მწველი რამდენად მზე
-სიტყვები ფუჭია , მაგრამ ნანობ კიი? - თავადაც გაიმეორა სანის მოქმედებები, მის გამოკვეთილ ყბებს თითებით მიუყვებოდა, შემდეგ ძლიერად მოუჭირა და კბილები ერთმანეთს დააჭირა- შენ მე მახრჩობდი !
-შენ იქ არ უნდა ყოფილიყავი და მე არ დაგახრჩე , მოვახერხე გამოფხიზლება - ღრმად სუნთქავდა, დინას ტუჩებთან განაგრძობდა საუბარს სანამ სურვილმა არ სძლია -მე შენ გაფრთხილებდი დინა
-მე ვშთანთქავ შენს წყვდიადს- ერთი მარტივი მოძრაობით მოიშორა თხელი ნაჭერი სხეულიდან და გრძნობებს მიენდო. ცეცხლი რომელიც შიგნიდან წვავდა სანის მკლავებში მოქცეულმა გააქრო.
.........
სანის სტუმრები არ ჰყავდა, მხოლოდ სალომე და ლევანი ჰყავდა ნანახი ეზოს ტერიტორიაზე. იცოდა სანის ბიძის ოჯახის შესახებ, მაგრამ ისინი არასდროს გამოჩენილან . უცხო მანქანა რომ გამოჩნდა გაუკვირდა, აივნიდან ადევნებდა თვალს მის მოძრაობას , ელოდა უცნობ სტუმარს ,რომელიც სრულიად მოულოდნელად ეტლით გამოჩნდა. მანქანიდან თავად გადმოვიდა , მძღოლი დატოვა და კარისაკენ დაიძრა. ინტერესმა სძლია, პირველ სართულზე რამდენიმე წამში აღმოჩნდა . სანი ქოხში იყო , მაგრამ მანამ გამოჩნდა სანამ დინა სიტყვას იტყოდა. ადგილზე გახევებული დარჩა მოხუცი კაცის წინ ,რომელიც ზედმეტად მტკიცე და შეუვალი ჩანდა
-აქ რას აკეთებ
-ასე ხვდები ადამიანს ,რომლის წყალობითაც არსებობ?
-შენი წყალობა ჩემს არსებობაში ნულის ტოლია - გაბრაზებული იყო, აღელვებული და დაბნეულიც
-ქორწილში არ დამპატიჟეთ, თვეები ველოდე როდის მოისურვებდი შენი მშვენიერი ცოლის ჩემთვის წარდგენას , მაგრამ მოთმინება ამომეწურა და თავად გეახელი - ცივი მზერა ჰქონდა, დინას ბოროტი სულის დანახვა შეეძლო -დიანა გელოვანი... ლევანის რჩეული ქალი
-შენ ამ სახლში არ ხარ სასურველი სტუმარი...არ ღირდა მოსვლა - სანი მთელი სხეულით გადაეღობა და ისე განაგრძო მოხუცთან საუბარი
-გეყოს თავხედობა ბავშვო ... -ხმას აუწია და სანიც კიდევ უფრო მეტად დაიძაბა
-მე დიდი ხანია ბავშვი აღარ ვარ ... არ ვემორჩილები შენს წესებს და საერთოდ შენთან კონტაქტი წლების წინ გავწყვიტე!
-და ვისთან დამტოვე იმ უმაქნის სისხლისმწოველ ნაბიჭვრებთან?
-ისინი შენი შვილიშვილები არიან, სხვათაშორის შენი რჩეული რძლის პირმშოები
-ნიშნისმოგებით საუბარს შეეშვი... ბევრი დრო აღარ დამრჩენია და მინდა დარწმუნებული ვიყო ,რომ სადრთხე არ გემუქრება-თითქოს ხმა დაუთბა. სუსტი და უძლური მოხუცი გახდა
-მე თუ შენს მემკვიდრეობას...
-შენ და შემდეგ ჩემს მემკვიდრეობას - ეტლი აამოძრავა და დინას ისევ გაუსწორა მზერა- როგორც სჩანს დამჯერია ჩემი ახალი რძალი ,თანაც უსიტყვოდ გემორჩილება . სიტყვასაც არ დაძრავს სანამ შენ არ ანიშნებ არა?
-მან იცის ვისთან ღირს საუბარი და ვისთან არა... ჩემი მითითება არ სჭირდება
-საინტერესო არჩევანია , იმ უმარტივესისგან არ ველოდი ამდენად საშიშ გადაწყვეტილებას. ცივსისხლიანი მკვლელი, ამბიციური ქალი თავისი გამოზრდილი ბიჭუნასათვის . მე დავითი მქვია , შენი ქმრის ბაბუა ვარ ...დარწმუნებული ვარ სანიმ არაფერი გიამბო საკუთარ ცხოვრებაზე . რთული ბიჭია არა? სახლიდან კი გაიყვანე და მიჯაჭვული გახადე , მაგრამ მაინც არაფერს გიყვება ხომ?
-არასაჭირო ინფორმაციით ერთმანეთს არ ვაცდენთ... დროს სხვა უფრო საინტერესო საქმეებში ვხარჯავთ . თქვენ კი როგორც სჩანს არც იმდენად მნიშვნელოვანი ხართ
-ან იმდენად მნიშვნელოვანი ვარ რომ ბოლო პერსონაჟად დამტოვებს იმ თავის თავგადასავალში
-რისთვის მოხვედი დავით... ვიცი დინას გაცნობა მხოლოდ მიზეზად გამოიყენე . სახლიდან უფრო მნიშვნელოვანი ამბის გამო გამოხვიდოდი . მითხარი და წადი
-დასხედით, ან მარტო ვისაუბროთ არ ვიცი გინდა კი , რომ შენმა ლამაზმა ცოლმა მოგვისმინოს? - კიდევ ერთხელ შეათვალიერა გელოვანის სხეული და შემდეგ ბიჭს გადახედა
-გისმენთ - ჩამოჯდა, მშვიდი ჩანდა, მაგრამ თითებს ეთმანეთს ისე უჭერდა კანი გათეთრებული ჰქონდა
-რამდენიმე თვე დამრჩა, იქნებ არც ... ვგრძNობ რომ ჩემი დრო ამოიწურა . ჩემი ანდერძის რამდენიმე ვერსია სხვადასხვა სანდო პირდებს გადავეცი და როგორც არ უნდა ეცადონ ის ჭიაღუები მაინც ვერ დამალავენ-ყველაფერი, თითოეული თეთრი შენი იქნება რაც ჩემ სახელზეა. მაგათ ისიც ეყოფათ რაც უკვე მივეცი , ზედმეტიცაა - სახეზე ზიზღი გამოესახა და შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა. საუბარი უჭირდა, მართალია თავს იკავებდა, მაგრამ დინას მისი მდგომარეობა არ გამორჩენია. ბევრი მოხუცი ჰყავდა ნანახი გულის უკმარისობით, დასუსტებული , ძალაგამოცლილი ადამიანები რომელთაც საუბარიც კი უჭირდათ. სათვალის მიღმა კარგად ჩანდა მისი ცისფერი გამჭვირვალე თვალები, რომელიდანაც მხოლოდ სიცივე მოდიოდა. გამხდარი თითები გალეულ, უმოძრაო ფეხებზე ეწყო -მინდა ვიცოდე რას უპირებ ქონებას რომელსაც მიიღებ
-ყველაფერი ისე გაგრძელდება როგორც არის
-სისულელეა- ხმას აუწია და ხელი მთელი არსებული ძალით დაჰკრა სავარძლის სახელურს-უგუნურებაა შენი აქ გამოკეტვა
-მე ავად ვარ , ავააად შეიგნე ეს ბოლოს და ბოლოს . შენი ვერცერთი ხრიკი, შენი ვერცერთი სასტიკი , არაადამიანური ქმედება ვერ ცვლიდა ჩემ დაავადებებს ისევ ავად ვარ , სტაბილურად ,მაგრამ მძიმედ იმ საქმეებისთვის რასაც ითხოვ. მე არ დავიმძიმებ ჩემ შეშლილ სულს ფარისევლობით, იმ შენი ათასობით ქვეშევრდომის ბატონობისთვის და იმ შენი ნაშიერების წამოწყებულ ომში ჩაბმით ....დიახ მე ისევ აქ დავრჩები, ვმართავ ფინანსებს და სამოწყალოდ მივცემ შენს წყეულ ფულს შენს გაზულუქებულ , უმაქნის, ამაზრზენ შთამომავლებს ... ისინი არიან შენი რჩეულები, მათ ზრდიდი შენ, ისინი არიან ისეთები როგორიც შენ , შენი ანარეკლები არიან და იმიტომ ვერ იტან , იმიტომ გეზიზღება ყველა . საკუთარი ნაშიერი გეზიზღება იმიტომ რომ ისინიც შენნაირი სულით დაიბადნენ ... მე ახლა გავხდი მნიშვნელოვანი
-შენ ყოველთვის მნიშვნელოვანი იყავი შენ და მამაშენი ჩემთვის ყველაფერი იყავით! ის უნდა ყოფილიყო ჩემი შემცვლელი, ის იყო ჩემი იმედი . მე ყველაფერს ვაკეთებდი შენთვის, შენი ჯანმრთელობისთვის, შენი საზოგადოებაში დაბრუნებისთვის ...იმისთვის რომ ნორმალური ყოფილიყავი
-ნორმალური , მე ნორმალური არ ვარ ! მთელი ბავშვობა მეუბნებოდი რომ ავადმყოფი ვარ, დიახ მე ავადმყოფი ვარ, არანორმალური, გიჟი, ეპილეპტიკი, შეშლილი ავადმყოფი რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებს და არავინ სხვაზე
-არც მასზე ფიქრობ? - უცებ გადაიტანა ყურადღება დინაზე რომელიც ყველა სიტყვას ყურადღებით უსმენდა და მდუმარედ იჯდა - ის აქ არის, გვისმენს და იმდენად ენდობი ,რომ გგონია შენთან ფულის გამო არ არის? მას ჰკითხე რა ურჩევნია სრული ძალაუფლება შენს ხელში იყოს და ისე გმართოს თუ , აქ გამოკეტილი განდეგილის მანიპულატორი იყოს მხოლოდ. შენ ხომ ახლა მას ემორჩილები , ხოდა ჰკითხე უნდა თუ არა ,რომ დიდება ვიღაც სხვას გაუყოს. იმას ვისაც არ ეკუთნის
-დინას ნუ რთავ ამ საქმეში
-ის აქ არის, შენთან ყველაზე ახლოს. იმდენად ახლოს ,რომ წარმოდგენაც შეუძლებელი მეგონა .ის დიდი ხანია საქმეშია
-მომაკვდავი კაცი ,რომელიც შვილიშვილთან გამოთხოვების ნაცვლად ფიქრობს იმაზე თუ ვინ იქნება მისი ქონების ფორმალური მმართველი... სულ რამდენიმე წუთი იყო საჭირო იმის მისახვედრად რომ თქვენ არასწორი ტაქტიკა აირჩიეთ ,მთელი ცხოვრება არასწორ გზაზე იარეთ და მიიღეთ მხოლოდ ფული,რომელიც თან ვერ მიგაქვთ . ტოვებთ მასთან ვინც არაფრით გგავთ ... არც თქვენ და არც სხვა რომელიმე ადამიანს დედამიწაზე. მე მგონია ,რომ აქ აღიარებისთვის მოხვედით - მისკენ გადაიხარა . ისე უყურებდა თითქოს ჰიპნოზს უკეთებდა- სულის სიმშვიდე ,რომ მოიპოვოთ და პატიება სთხოვოთ
-ვინ ხარ შენ ... რა გინახავს, რა გაგივლია მე რომ შემისწავლო !
-გამოუტყდით საკუთარ თავს , აღიარეთ რომ დაიღალეთ...კვდებით , სხვა შანსი აღარ იქნება თქვენთვის. ბოლოს მაინც შეეშვით თავის მოტყუებას და უთხარით მას ყველაფერი რასაც ზემოთ გეტყვიან სამოთხისა და ჯოჯოხეთის კარიბჭესთან- მშვიდი იყო, ისე მიაბიჯებდა როგორც დედოფალი უხილავი გვირგვინი ედგა თავზე და ქალღმერთს ჰგავდა, არამიწიერს , უკვდავი სულით.
დინას წავიდა, არ ფიქრობდა ბევრს, უბრალოდ მიჰყვებოდა წამიერ აზრებს, დინებას რომელსაც მისი გონება ქმნიდა. გრძნობდა მათ შორის არსებულ უფსკრულს, იქ ნამდვილად წყვდიადი იყო დავითსა და სანის შორის გადაულახავი ბარიები არსებობდა...
საძინებელში ფანჯარასთან იჯდა და ეზოს უყურებდა სანი რომ მივიდა. მანქანის ხმაც ესმოდა, მოხუცმა ეზო დატოვა . ბიჭი კი მის მუხლებთან იატაკზე დაჯდა , თავი ფეხებზე დაადო და თვალები დახუჭა. არ ყოფილა არცერთი სიტყვა, იყო მხოლოდ დუმილი დინას თითები სანის მზისფერ ტალღებში და უთქმელად გაზიარებული ტკივილი.
ამ ამბის შემდეგ დიდი დრო არ იყო გასული დავითის გარდაცვალების შესახებ რომ შეიტყვეს. სანი ისევ მდუმარედ შეხვდა ამბავს, თითქოს გულგრილად , უემოციოდ , მაგრამ მაინც დიდი ტკივილით. დიდხანს იჯდა მაგიდასთან თავ დახრილი , თეთრი ფურცლები ისევ იფარებოდა შავი , გაურკვეველი ფიგურებით დინა კი შორს იყო , მხოლოდ მის ზურგს უყურებდა და ზღვარს ერთი ნაბიჯითაც არ სცდებოდა.
-როგორ ფიქრობ დაკრძალვაზე უნდა წავიდე?-ძილის წინ ჰკითხა და თვალები გაახილა- ვიცი არ გძინავს და გინდა მესაუბრო
-მე ვიცი ,რომ ისე უნდა მოიქცე როგორც შენთვის იქნება უმჯობესი. როგორც ფიზიკური ისე სულიერი კომფორტისთვის, თუმცა ნათესავის გარდაცვალება უკვე ნიშნავს კომფორტის დარღვევას
-რატომ უნდა წავიდე იქ სადაც ყველა ფარისეველი იქნება, მათ არ ადარდებთ დავითი. ზოგს უხარია ,ზოგს უბრალოდ არ აინტერესებს, ზოგი კი სანახაობას ელის მათ შორის ჩემს გამოჩენასაც . იქ თუ მივალ ყველა ჩემზე ისაუბრებს, ჩვენზე
-შენ წასვლა გინდა სანი, მასთან გამომშვიდობება . ამაზე არც კი იფიქრებდი რომ არ გინდოდეს, უბრალოდ არ იფიქრებდი -ხელისგული ლოყაზე მიადო და შემდეგ აკოცა- შენ შეძლებ , მე შენს გვერდით ვიქნები . შენ საზიზღარ, ამაზრზენ ბუზებს შორის პეპელასავით გამოჩნდები. დავითს ბოლოჯერ ნახავ და უკან დავბრუნებით, ჩვენს ცხოვრებაში
-ასეთი მარტივი არ იქნება ... შენ მათ არ იცნობ
-ისინიც არ მიცნობენ ...არც შენ გიცნობენ. წარმოდგენა არ აქვთ ჩვენი ძალების შესახებ - ეფერებოდა, თბილი ხმით ესაუბრებოდა და საკუთარ სიტყვებს აჯერებდა
-უნდა ვუთხრა ,რომ ვაპატიე - თვალები დახუჭა, თავი მკერდზე დაადო და ისე მოეხვია როგორც პატარა ბავშვი დედას,რომელიც არასდროს მიატოვებს- მხოლოდ ამის სათქმელად წავალ
…….
გარდაცვალება დასასრულია ამქვეყნიური ურთიერთობის . სანის არასდროს ჰქონდა კარგი ურთიერთობა დავითთან . გრძნობდა შიშს, რიდს, ზიზღსაც კი , მაგრამ სიყვარული არასდროს განუცდია . ცდილობდა თავი დაეჯერებინა , მის გვერდით ყოფნა ვერ მოახერხა . მიუღებელი იყო დავითის ცხოვრების წესი, მისი შეხედულებები ადამიანებისა და სამყაროს მიმართ . მრავალი მიზეზი ჰქონდა ემოციების არქონის, მაგრამ მაინც მისმა გარდაცვალებამ ტკივილი მიაყენა . აუხსნელი, გაურკვეველი გრძნობა ,რომელიც წესით არ უნდა არსებულიყო. ბოლო რამდენიმე დღე მასზე ფიქრში გაატარა, თავისდუანებურად ახსენდებოდა ყველა საერთო მოგონება , მისი სიტყვები, ქცევა დამოკიდებულება შვილების მიმართ. ისევ ვერ ამართლებდა, ისევ ვერ წარმოიდგენდა მის ადგილას თავს , მაგრამ მაინც შეგრძნებები არ ქრებოდა , მისმა გარდაცვალებამ დანაკლისი დაუტოვა .
დინას გვერდით მიაბიჯებდა სასაფლაოზე შეკრებილ ბრბოს ყურადღებას არ აქცევდა და მხოლოდ ღრმა ორმოს უყურებდა ,რომელიც დავითის სხეულის საბოლოო ნავსაყუდელი უნდა გამხდარიყო. საშინელი სანახავი იყო ერთ დროს ძლიერი, ძალაუფლების მქონე კაცის უმოძრაო, უძური , გაყინული სახის ცქერა. მის ირგვლივ იყვნენ ადამიანები რომლებიც ეზიზღებოდა, ისინი აცილებდნენ იმქვეყნიური სამყოფელისკენ . სანის უჭირდა ყოველი ნაბიჯის გადადგმა, მარწუხებივით ახრჩობდა მზერა ,რომელსაც არ აშორებდნენ . მათი დაიგნორება რთული იყო, უმრავლესობას იცნობდა და მათთან სიახლოვე გულის რევის შეგრძნებას უჩენდა. უნდოდა შებრუნებულიყო, გაქცეულიყო ყველაფრისგან შორს, თავის სახლში სადაც ვერავინ შეაღწევდა .
-რამდენიმე წუთი ,სულ რამდენიმე წუთი სანი შენთვის და მისთვის -დინა გრძნობდა , უსიტყვოდ ესმოდა მისი ფიქრების წაკითხვა შეეძლო. სიარულის დროს მის მაჯას ეხებოდა ახლა კი თითები მოხვია . უყურებდა მის არეულ მზერას და აძლევდა ძალას , დარჩენის , ბრძოლის უნარს.
სულ რამდენიმე სიტყვა უთხრა . სიგიჟე იყო გარდაცვლილთან საუბარი , ილუზია რომელსაც ქმნიდა სულის დასამშვიდებლად. იქნებ თავად სჭირდებოდა ეს , იმ წამს კი დარწმუნებული იყო რომ მათთვის აკეთებდა, ადამიანებისთვის რომლებიც გვერდით აღარ ჰყავდა და რომელთაც აპატია .
სალომე ლევანის გვერდით იდგა და ჩუმად ტიროდა, ალბათ ერთადერთი იყო ვისაც ნამდვილად უყვარდა დავითი . დინას ხელი ჩაკიდა , სალომეს კიდევ ერთხელ შეხედა და შემდეგ დაიძრა გასასვლელისაკენ . იქაურობას უნდა გასცლოდა, რაც შეიძლება მალე უნდა დამალულიყო საკუთარ ნაჭუჭში , იქ სადაც არავის ჩურჩულს გაიგებდა, ვერავის მზერას იგრძნობდა . სულ უფრო სწრაფად დგავდა ნაბიჯებს, ისე სუნთქავდა როგორც უჰაერო სივრცეში გამომწყვდეული . დინა დუმდა , ხელს არ უშვებდა და მის ნაბიჯებს ფეხს უწყობდა.
-ბატონო სანი , რამდენიმე წუთით თქვენს სახლში მოგიხდებათ მოსვლა... დავითის გადაწყვეტილებით ანდერძს უახლოეს ერთ საათში გაგაცნობთ- მანქანაში ჩასხდომას აპირებდნენ სოლიდურად გამოწყობილი კაცი რომ მიუახლოვდათ-ანდერძი არ აღსრულდება თქვენ თუ არ მოხვალთ- კითხვების დასმის საშუალება არ მისცათ, შებრუნდა და წავიდა. სანი მანქანაში ჩაჯდა და დინას დაელოდა . მძღოლმა ძრავი აამუშავა და ტერიტორია დატოვეს. თვალები დახუჭული ჰქონდა ,თავი უკან გადასწია და სახეზე აიფარა ხელები
-კიდევ რამდენიმე წუთი მათ გარემოცვაში
-თუ არ წახვალ ანდერძი გაუქმდება ?
-დავითს აქაც კი მახე აქვს...იქ უნდა მიმიტყუოს
-შენ უნდა გადაწყვიტო
-ჯერ ქალაქში გავიაროთ , მოვიფიქრებ ... დრო გვაქვს
მანქანა ქალაქის ქუჩებში მიდიოდა , დუმილს არავინ არღვევდა და სანიც აზრებს აჯერებდა. დინა მასზე ზემოქმედებას არ ცდილობდა,თუმცა ანდერძის აღსრულება ნამდვილად სჭირდებოდა. მილიონებით ცხოვრება უფრო მარტივი იქნებოდა ვიდრე მის გარეშე ყველაფრის თავიდან დაწყება. დინა რეალისტი იყო , არასდროს კარგავდა იმას რაც საკუთრებაში ჰქონდა .
-შენც ჩემს გვერდით უნდა იყო
-მე ანდერძში არ ვიქნები ნახსენები
-ჩემი ცოლი ხარ ის კი ოჯახის ყველა წევრს უტოვებს ქონების რაღაც ნაწილს , ზედმეტად მოეწონე იმისთვის ,რომ ანდერძში არ მოეხსენიებინე
-ანუ მივდივართ? დარწმუნებული ხარ რომ შეძლებ?
-იმედია- პიჯაკის ჯიბიდან აბი ამოიღო და სწრაფად გადაყლაპა.
ისევ ერთად იყვნენ, მშვიდად მიაბიჯებდნენ , მაგრამ სანის გულისცემას გრძნობდა დინა. ის ასეთი აღელვებული არასდროს ჰყავდა ნანახი. ერთ სივრცეში ნათესავებთან , მგლების ხროვაში მოხვედრილ მსხვერპლს ჰგავდა . დინა კი მის ფარს წარმოადგენდა, რომელიც გაურკვეველი შინაგანი ძალით იცავდა.
-ჩვენი ოქროს ბიჭუნაც მოვიდა - სავარძელში გაწოლილმა ახალგაზრდამ ტაში შემოჰკრა და სიგარეტი ისევ ტუჩებსშორის მოიქცია. საშინელი მზერა ჰქონდა, დინას თვალს არ აშორებდა სხვების მსგავსად ისიც ოჯახის ახალ წევრს სწავლობდა
-ეს გოგოც ანდერძით დაგიტოვა დათუნამ ? - წინ გადაეღობათ კიდევ ერთი ახალგაზრდა ,რომელიც უფრო სერიოზული ჩანდა ,მაგრამ მისი თვალებიც ბოროტებას ასხივებდა- ძვირი დაუჯდებოდა
-დიდი ხანია შენთვის კ.ხპა არ უყიდია და დაბოღმილი ხარ პატარა დათუნა? - არ ელოდა, სანისგან მსგავს პასუხს ვერ წარმოიდგენდა. ჯერ კიდევ გრძნობდა მისი სხეულის თრთოლვას, მის გაფითრებულ ხელებს უყურებდა ის კი სულ სხვას ამბობდა სიტყვებით- გამეცალე -არ შეხებია, ანთებული მზერით უყურებდა მანამ სანამ ბიჭი გვერდით არ გადგა.
სალომე და ლევანიც იქ იყვნენ. ყველასგან მოშორებით ისხდნენ, მათთან საერთო არაფერი ჰქონდათ . მარტივი ამოსაცნობი იყო დავითის ვაჟი ირაკლი , რძალი და შვილიშვილები . ერთი პატარა, დიდი ოჯახი რომელიც ერთმანეთს არ ინდობდა. დინასთვის უცხო იყო მსგავსი ურთიერთობები ძმების მტრობა, მამასა და შვილებს შორის დაპირისპირება გულისამრევი სანახაობა იყო . ხვდებოდა სანის გარიყულობის მიზეზს, მაგრამ იმ დროს ნათლად ხედავდა ყველაფერს.
მრგვალ მაგიდასთან ისხდნენ ყველანი და უყურებდნენ კონვერტს ,რომელიც დავითის წარმომადგენელს ხელში ეჭირა. ყველა ღელავდა, სანის კი უბრალოდ მალე წასვლა სურდა. დინა ხელის ზურგზე ცერით ეფერებოდა და თითებს უჭერდა გასამხნევებლად.საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა როგორც ელოდნენ, მთელი უძრავ მოძრავი ქონება სანის გადაეცა, დანარჩენებს კი იმ საკუთრების მოფრთხლებას ურჩევდა რაც მანამდე აჩუქა. ყველასთვის გასაოცარი კი ბოლოს შეტანილი შესწორება იყო,რომლის მიხედვითაც დინას სააგარაკო სახლს და 500 000 დოლარს უტოვებდა. თავად გელოვანიც შოკირებული დარჩა მოსმენილით.
სულ რამდენიმე წინადადება გახდა ოჯახში ქაოსის გამოწვევის საფუძველი. ლევანი და სალომე წასვლას აპირებდნენ , მათთვის არ იყო მნიშვნელოვანი ეს გადაწყვეტილება ირაკლის ოჯახი კი ბობოქრობდა
-ყალბია ... ეს რა სისულელეა
-ექვსი ნაწილი დატოვა და შეგიძლიათ ყველა შეამოწმოთ ბატონებო ...
-ბევრი დრო არ მაქვს , თქვენი ლანძღვა-გინების მოსმენას არ ვაპირებ. ყველაფერი ისე გაგრძელდება როგორც იყო. დაკავებულ თანამდებობებს შეინარჩუნებთ , საქმის სანაცვლოდ კი სოლიდურ ხელფასს მიიღებთ . თუ თანახმა ხართ საღამოს დოკუმენტებს მოგიტანთ ჩემი ადვოკატი და ხელს მოაწერთ, თუ უარს იტყვით ხვალვე დატოვებთ კომპანიას და იცხოვრებთ იმ ქონებით რომელიც უკვე გაქვთ, რომელიც ყველამ სხვადასხვა მავნე ქმედებებით გაფლანგეთ - ნიშნისმოგებით გადახედა ოჯახის წევრებს და კარისკენ დაიძრა.
დინა დიდხანს იყო მდუმარედ, სახლში მისვლამდე სიტყვაც არ უთქვამს. ვერ წარმოიდგენდა მოვლენების ასეთ განვითარებას . სანის კი მხოლოდ სიმშვიდე სურდა, ყველაფერი ზედმეტად მოქმედებდა მის განწყობაზე. რამდენიმე აბი კიდევ დალია, ტანსაცმელი მოიშორა და სააბაზანოში შეიკეტა
-შენ იცოდი ,რომ ანდერძით მეც დამიტოვებდა ქონებას?გთხოვ ჩუმად ნუ ხარ
-არ ვიცოდი- გარდერობში შევია, პირსახოცი იატაკზე დააგდო და სრულიად შიშველი დარჩა-არ მეგონა და გაოცებულიც ვარ
-ასე რატომ მიყურებ- მისი მზერა უცნაური იყო , კითხვის ნიშნებით სავსე
-ხომ გაიგე რა ქონებასაც ვფლობ... ფაქტობრივად თეთრები დაგიტოვა. ჩემ პირველ საყვარელს უკეთესი სახლი აჩუქა- მაისური გადაიცვა , ქამარი არ შეუკრავს საწოლისკენ დაიძრა და დინას გონების არევაც მოახერხა
-შენ რა გინა მითხრა ...
-დავითი ცხოველი იყო , არა განვითარებული ადამიანური გრძნობებით არამე ველური , პირველყოფილი ინსტიქტებით. მისთვის მხოლოდ გეგმები არსებობდა, ასეთი გეგმა ვიყავი მეც , მაგრამ ვერაფერი მომიხერხა ... მისთვის ყველა გრძნობა თამაში იყო, ქალები სათამაშოები, ადამიანები რომელთაც ფული არ ჰქონდათ ან ჰქონდათ,მაგრამ მასზე სუსტები იყვნენ უბრალო ჭიაყელებად თვლიდა. სალომეს ამიტომ არასდროს აპატია ლევანს რომ გაჰყვა ცოლად...ბიძაჩემს თავად აურჩია ცოლი, ამბიციური კ.ხპა შერთო რომელმაც თავისნაირი ცხოველები გაზარდა. ისინი ყველანი მისი ასლები არიან, მაგრამ მაინც მე დამიტოვა ყველაფერი და ამას ვერ ვხსნი ... საკუთარი თავი ყველაზე მეტად უყვარდა, თავისნაირებს კი ვერ იტანდა -იცინოდა და ოთახში ისე დადიოდა როგორც გალიაში გამომწყვდეული მხეცი
-ასეთი რა დაგიშავა...ამბიციური ადამიანები არსებობენ. უემოციო, ცივი ადამიანებიც ,მაგრამ ასე არ საუბრობენ მათზე გარდაცვალების შემდეგ
-ვუთხარი ,რომ ვაპატიე , მაგრამ ახლა ეჭვი მეპარება იცი?- გაჩერდა, ამღვრეული მზერა დინას მიაპყრო და საწოლზე ჩამოჯდა- ახლა მივხვდი, რომ ჩემს მოსარჯულებლად დამიტოვა ქონება . ასე ყველას დაგვცინა, მე მომცა ის რაც არ მინდოდა მათ კი წაართვა ის რაც სურდათ...ბოლო სვლით ყველა გაგვამწარა
-სანი , ის უკვე აღარ არის ... კვდებოდა და უბრალოდ სულის დამშვიდება სურდა- მის გვერდით დაჯდა და თითები სახეზე შეახო
-მან ჩემი ცხოვრება მანამ დაანგრია სანამ დავიბადებოდი... მან ყველაფერი გაანადგურა . მხოლოდ შენ არ შეგხებია და ძალიან მინდა,რომ ეს სიმართლე იყოს- თვალები ამღვრეული ჰქონდა, სისხლისფერი გაუხდა თეთრი გარსი. მის ხელისგულს ტუჩები შეახო ,თითები მაჯაზე შემოხვია და მზერა მოარიდა
-რას მეუბნები სანი .... ხვდები მაინც რას ამბობ? ფიქრობ... შენ ფიქრობ - ხელი მოაშორა, წამოდგა და უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი - გგონია მე აქ მისი დავალებით ვარ და იმ ფულით გადამიხადა? ან იქნებ უფრო მეტიც მომცა ან არ ვიცი ... რას ფიქრობ , რა გგონია
-დინა , მე ახლა ძალიან ცუდად ვარ. თავი მისკდება , მარტო მინდა ყოფნა და ფიქრი
-არა, არა ახლა არ მოგცემ ფიქრის უფლებას იმიტომ რომ სისულელეს ფიქრობ, იმიტომ რომ ამ ფიქრების გამო შემიძლია მოგკლა
-ქალღმერთო
-ასე აღარ დამიძახებ !- გაცეცხლებული იყო, თვალები აენთო ხმამაღლა საუბრობდა და აფეთქების ზღვარზე იყო- შენ თუ შეგიძლია, გაიფიქრო ,რომ მე მან დამიქირავა და ეს ყველაფერი სცენარის ნაწილია ... დროა წავიდე - უცებ გაჩუმდა , ხმა დაკარგა
-ჯანდაბა, დინა შენ არ იცი მას რისი გაკეთება შეეძლო ... მან მე მარიონეტად მაქცია
-არ ვიცი , არ მიყვები და იმიტომ არ ვიცი. მე არაფერი ვიცი შენზე ...მე კი გავშიშვლდი, ყველა გვერდი წაგიკითხე ჩემი ცხოვრებიდან შენ კი იფიქრე,რომ მან დამიქირავა
-ნუ მიდიხარ , არ წახვიდე - კარს ზურგით მიეყრდნო და წინ გადაეღობა - ყველა ქალი შენამდე მისი დაქირავებული იყო . გული მერეოდა, საერთოდ ამაზრზენი გახადა ჩემთვის ყველა ქალი . 14 წლისაც არ ვიყავი პირველად რომ გამომკეტა ვიღაც ქალთან ერთად და ეს საერთოდ არ ყოფილა რაიმე გრძნობასთან მიახლოებული, არც სიამოვნებასთან ეს ძალადობას უფრო ჰგავდა ... იყო ისეთი შემთხვევებიც როდესაც მეგონა მოვწონდი , მაგრამ მათაც ფული ჰქონდათ მიღებული . თავიდან მათი გეგმა უბრალოდ ჩემთვის სიამოვნების მონიჭება იყო, ეგონა,რომ ასე გადავლახავდი სიგიჟეს, ბრაზს და განტვირთვა მიშველიდა. შემდეგ უკვე მათ მნიშვნელოვან გეგმებს აძლევდა . გული მერევა ... არ შემიძლია გახსენება - თავზე ხელები მოიჭირა და წელში მოიხარა. საშინლად გამოიყურებოდა დინა კი ისევ იქ იდგა და სიტყვებს ვერ პოულობდა
-შენ მე ისევ არ მენდობი, გგონია სხვებს ვგავარ მე კი არავისთან გაიგივებ ... ვიცი ,ამქვეყნად შენნაირი არავინაა - იატაკზე დაჯდა ,მისი სახე ხელებში მოიქცია და თავის აწევა აიძულა- უამრავი იარით დაფარული სულიერი და ხორციელი სილამაზე
-მაპატიე , ყველაფრისთვის - ჭრელი სფეროები სითხეს ვეღარ იტევნდნე, ცრემლები ღაწვებზე მიედინებოდნენ და თან მიჰქონდათ სულის სიმძიმედ ქცეული ემოციები.
...............
მთელი დღე ჩუმად იყო. შეწუხებული გამომეტყველებით დადიოდა, სადილსაც კი რამდენიმე წუთი დაუთმო და ისევ ქაღალდებს მიუბრუნდა. აშკარა იყო პრობლემები ჰქონდა, მაგრამ დინა დარწმუნებული იყო მის შესაძლებლობებში. სანის სამწუხაროდ არ გააჩნდა საკუთარი თავის რწმენა იმდენად რამდენადაც საჭირო იყო. სათვალე მაგიდაზე დადო, საქაღალდე დახურა, ლეპტოპიც გამორთო და აივანზე მჯდომ დინას ხელიდან აართვა წიგნი
-მჭირდები - მის ტუჩებთან თქვა და აკოცა კიდეც- ახლავე
-ბოლო თვეების განმავლობაში მედიკამენტების სიას ს.ქსიც დაურთე თუ მე მეჩვენება - უკვე ჰაერში იყო, ფეხები წელზე შემოხვია და მოქმედების თავისუფლება მიანიჭა
-ორმხრივი მკურნალობის კურსია, უკუეფექტების გარეშე - მაისური მარტივად მოიშორა და ზემოდან მოექცა . ყოველ ჯერზე თავდავიწყებამდე მიდიოდნენ. მათი ურთიერთობა ყოველ საზღვარს სცდებოდა და სრულ თავისუფლებას სძენდა ორივეს. უარყოფითი ემოციებისგან თავის დაღწევის საშუალებადაც აქციეს სიამოვნების უშრეტი წყარო .
სიამოვნებისა და განტვირთვის დრო როგორც არ უნდა გაახანგრძლივო ბოლოს მაინც ბრუნდებიან პრობლემები ,რომლებიც ტვინში გიძვრებიან და მოსვენებას არ გაძლევენ. სანიც ასე იყო, დინას გვერდით იწვა და მის მოფერებს განაგრძობდა უცებ გაჩერდა, ხასიათიც შეეცვალა , გამომეტყველება სერიოზული გაუხდა
-რომ გავკოტრდე რა მოხდება დინა?- თითები ყელზე შეახო და მხარზე გადავიდა-აი ამ წამს რომ გითხრა ანგარიში განულდა-თქო
-ჩემ სახელზე არსებული ჩვენი ბიზნესი წარმატებული იქნება , მე მაქვს სახლი და შესაბამისად ქუჩაშიც არ დავრჩებით. უბრალოდ რაიონში მოგიხდება გადმოცხოვრება და ვაზის ჯიშების გავცრელებაზე ზრუნვა- თვალებში უყურებდა, ღელვა არც კი ემჩნეოდა
-რაღაც ხდება ... ვიღაც ჩემს ჩაძირვას ცდილობს. არასწორი ხარჯთაღრიცხვა გამომიგზავნეს რამეს თუ არ გავაკეთებ ყველაფერს დავკარგავ
-შენ უნივერსალური გონება გაქვს... ციფრების მმართველი ხარ და როგორ უნდა მოახერხოს ვიღაც მოკვდავმა შენი გაცურება - თითები ყბაზე მოუჭირა,ალერსიანი ხმა ჰქონდა.ჯერ აკოცა შემდეგ ქვედა ტუჩზე კბილები მოსდო და ზემოდან მოექცა - არავის მისცე უფლება შენი შრომის შედეგი წაგართვას
-არ გესმის - სუნთქვა გაუხშირდა, თავი უკან გადასწია და თითებით ხერხემალს აუყვა- იქ წასვლაა საჭირო, ყველა კომპანიონთან შეხვედრა და ყველა დოკუმენტის პოვნა - უხეშად წაავლო ხელი კეფაზე და ტუჩები დაუკოცნა- არავის ვენდობი შენს გარდა
-რაა? - გონება არეული ჰქონდა მთელი სხეული უთრთოდა და კონცენტრირებას ვერ ახდენდა. პასუხი ვერ მიიღო , რამდენიმე წუთს სრულიად მოსწყდა ყველაფერს და შემდეგ ერთიანად მოშორდა- ვერ გავიგე ჩემი გაგზავნა გინდა იქ ,შენს პარტნიორებთან?
-სწორად მიხვდი
-მე რა ვიცი შენი კომპანიის
-შენ გონიერი ქალი ხარ, ძალაუფლების წყურვილით სავსე ... ისინი ყველანი შენი ქვეშევრდომები იქნებიან . შენ ხომ ეს გიყვარს , დიდება
-მე ჩემს სიმაღლეზე დგომა მიყვარს და არა სხვებზე მაღლა...არც მადარდებს მათი ადგილი!
-ნუ ბრაზობ ...გამიგე
-ვერ გაგიგებ- ხელის შეხების საშუალება აღარ მისცა, საწოლიდან წამოდგა, კაბა გადაიცვა და თმებიც შეიკრა- მე შენი წარმომადგენელი არ გავხდები!
-გახდები ... ასე მინდა მე , ასეა საჭირო და ამას გააკეთებ- მის წინ დადგა , თითები ყბაზე მოუჭირა და უხეშად აკოცა - შენ ამას გააკეთებ იმიტომ რომ გჭირდება ეს მდგომარეობა
-მე უკვე მივიღე ის რაც მსურდა- ხელი მოიშორა და ანთებული მზერა გაუსწორა
-მაინც რა მიიღე , რამდენიმე თვე კომფორტში უზრუნველად
-შენ მიგიღე! - მკერდზე ხელი ჰკრა და კიდევ უფრო განრისხდა- შენ ხარ ყველაზე დიდი აღმოჩენა, განძი ...სხვა ყველაფერი ისედაც შემეძლო. მარტივად თუ რთულად მაინც აღვადგენდი სახლს, მაინც შევქმნიდი მარანს და გავაკეთებდი ჩემ საქმეს ...შენ კი , შენ ოცნებაშიც არ მყავდი ისე მიგიღე
-ვინ ვარ მე ... ერთი ჩვეულებრივი კაცი უამრავი პათოლოგიით . მხოლოდ მრავალ ნულიანი ანგარიში განაპირობებს ამ სტაბილურობას . ისინი თუ არ იქნებიან
-არ მჯერა რომ ამდენად ხარ დამოკიდებული შენს ქონებაზე... მე კი მეგონა , მეგონა თავად ვიყავი მატერიალისტი
-მე მატერიალისტი არ ვარ ... მე ვიცი რამდენად მძიმეა ჩემნაირის მოვლა, მკურნალობა, ანალიზები, ექიმები, გარემო .შენ წარმოდგენა არ გაქვს რა შეიძლება დამემართოს თუ ერთი რგოლი მაინც გაქრება ამ სისტემაში
-უკონტროლო გახდები და მომკლავ?
-გეყოფა ...
-ქონება გინდა შეინარჩუნო? ის ხომ შენია ხოდა დაიცავი ! გადი ამ სახლიდან , შეხვდი ყველას აჩვენე ვინ ხარ და შემდეგ დაბრუნდი
-ამდენი დრო გავიდა და ისევ ვერ მიხვდი რამდენად სუსტი ვარ , უძლური ... შენ ისევ ოცნების პრინცი გგონივარ,ძლევამოსილი და უშიშარი რაინდი. გინახავს რომელიმე გმირი რომელსაც ბრძოლის დროს ეპილეფსიის შეტევა ეწყება? მე ვყოფილვარ იმ კაბინეტში შეხვედრაზე როდესაც ბაბუამ ძალით წამათრია, დამემუქრა და ისე დამსვა ჰალსტუხითა და პიჯაკით იმ სხვა ნაცრისფერ ხალხთან . ვსაუბრობდი , ჩემ საქმეზე იმაზე რაც შესანიშნავად ვიცი უცებ რომ გაშავდა ყველაფერი. იქ მათ წინ მე უკვე ჩავისვარე გესმი? არა მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით დიანა- ხელებს შლიდა, ნევრიულად ამოძრავებდა და მზერაც საშიში გაუხდა- მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა ახლა უფრო ხშირია შეტევები კიდევ უფრო მოულოდნელი . შენ გინდა რომ მე დამამცირონ? გინდა სასაცილო გავხდე იქ მათ თვალწინ
-ასე ნუ მექცევი - მისი მზერა სულს უხუთავდა . მისი ამღვრეული თვალები და სასოწარკვეთილება ყველა უჯრედს რომ მოიცავდა
-წარმოიდგინე რა მოხდება , წარმოიდგინე ის მდგომარეობა მათ წინ რომ განმეორდეს ...ისე როგორც ერთი კვირის წინ მოხდა. უკვე მეორედ თუ მესამედ მნახე ასე ...შენ მე არ დამტოვე, შენ ჩემზე გული არ გერევა, შენ სხვა ხარ - მისი მტევანი ტუჩებთან მიიტანა და ყველა თითი დაუკოცნა- გააკეთე ეს ჩემთვის . შენ ამისთვის ხარ შექმნილი , დედოფლობისთვის - მისი მართვის წერტილი იპოვნა, დომინანტი საკუთარი ხერხით დაიყოლია. კაბა ტანიდან მოაშორა, კოცნით განაგრძო გზა მუცლამდე, მის წინ მუხლებზე იდგა კოცნიდა ნელა, მშვიდად, აუჩქარებლად სასიამოვნოდ და სულ უფრო მეტად ზემოქმედებდა ქალზე
-სანი , გთხოვ -თითები მის თმაში ახლართა , მუხლებში ძალა გამოეცალა.ზურგით ცივ კედელს მიეყრდნო და კვნესის შესაკავებლად ტუჩები კბილებსშორის მოიქცია- წავალ ... ჯანდაბა წავალ
......
-დამთანხმდი დინა !- დილით გაღვიძებაზე უარი რომ უტხრა და ზურგი აქცია მისი გამოფხიზლება განაგრძო
-დამაძინე , ეგ თანხმობა ვერ ჩაითვლება...
-დინა !
-გეყოფა ... ნუ მექცევი ასე . მე ექთანი ვარ, რომელიც 10 წელი ციხეში იყო და თავისი პროფესიითაც ვერ იმუშავებს, აღარ მახსოვს ბევრი რამ და როგორ წარმოგიგდენია ჩემი ბიზნესვუმენად გარდაქმნა- წამოჯდა და მზერა გაუსწორა- მითხარი , არარეალური არ არის?
-გასწავლიან ყველაფერს - ხელი მოხვია და ტუჩები ლოყაზე მიაწება- მყავს რამდენიმე სანდო ადამიანი- კოცნიდა და თან ელაპარაკებოდა
-გეყოფა , გონებას ნუ მირევ- თავი უკან გასწია და წარბები მაღლა აზიდა- აბა არავის ვენდობიო?
-გამონაკლისი არსებობს კიდევ რამდენიმე , მაგდასთან ერთად
-ხო , მაგდა რა თქმა უნდა . ისიც ჩემთან იმუშავებს?
-დაგეხმარება
-რა ბედნიერებაა
-მაგდასგა რა გინდა დინა ? არც კი იცნობ
-შენ იცნობ სააგიეროდ ზედმეტად ახლოს
-დინა , საქმე სერიოზულადაა არ ვაპირებ ყველაფრის დაკარგვას
-თუ არ აპირებ თავად იბრძოლე
-არ შემიძლია !
-არც მე შემიძლია
-შენ შეგიძლია... ამბიციური , თავდაჯერებული და მებრძოლი ხარ . არავის არაფერს დაუთმობ, მოგეწონება უფროსობა . დარწმუნებული ვარ იქაურობას ვერ შეელევი
-მოდი შევთანხმდეთ - რამდენიმე წამს ჩუმად იყო შემდეგ კი გონივრული იდეა გაუჩნდა- ერთი წელი თუ გავუძლებ და ყველაფერს ავითვისებ შენ დაივიწყებ აგაროფობიას
-აგაროფობია არ მაქვს!
-სანი , შენ ერთი წლის შემდეგ წამოხვალ იქ სადაც გთხოვ - ამჯერად თავად მიუახლოვდა, ზემოდან მოექცა და მისი სახე ხელებში მოიქცია- გაიმეორე
-არა ... ასე არ შეიძლება
-ერთი წლის შემდეგ ამ ციხის კედლებს დატოვებ -თვალებში უყურებდა და თითებს მის სხეულზე დაატარებდა- გაიმეორე
-ჯანდაბა ... ერთი წელი თუ გაუძლებ და ყველაფერს ისე გააკეთებ როგორც გეტყვი ,ვეცდები შენს გვერდით ვიყო ყოველთვის
შეთანხმება მოახერხეს, მაგრამ წინ არც ისე ცოტა დრო ჰქონდათ. ყველაფერი ბუნდოვანი იყო ისევ, სანის გამო კი კიდევ ერთ რისკზე წავიდა. დათანხმდა შემოთავაზებას ,რომელიც უამრავ დაბრკოლებას შეიცავდა.
..........
-გამოდის ეს დღე კიდევ ერთი ნაწილის დასაწყისია ... ერთწლიანი გამოცდის პირველი დღე - სანი დილიდან ისეთი საქმიანი , სერიოზული და უცნაურად დაძაბული ჩანდა კარგის მოლოდინი არ ჰქონდა დინას. მთელი არსებით გრძნობდა მოსალოდნელ საფრთხეს და ავტომატურად ადრენალინის გამომუშავებაც იწყებოდა
-დარწმუნებული ვარ ერთი წლის შემდეგაც მოინდომებ გაგრძელებას
-ამდენად კარგად მიცნობ ?
-ეს ცეცხლი შენს თვალებში , მწვავს - მოულოდნელად მიუახლოვდა, თითები თმაში შეუცურა და ვნებიან კოცნაში აიყოლია. სანის შეხებამ კიდევ უფრო აანთო დინას ცეცხლი, მაგრამ მიწაზე დაშვება მოუხდა . ეზოში მანქანა შევიდა , კიდევ ერთი უცნობი გამოჩნდა სანის დახურულ ტერიტორიაზე .
-ვინ არის ? - სახლისკენ მიმავალ ახალგაზრდა კაცს ფანჯრიდან ადევნებდა თვალს
-ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი ... ეცადე საერთო ენა იპოვნო. მასთან დიდი დროის გატარება მოგიხდება მუშაობის პროცესში დაგეხმარება
-გამოდის ჩემი რეპეტიტორია ?
-დინა , გთხოვ არ გინდა ასეთი ცინიკური დამოკიდებულება . რაც შეიძლება მალე უნდა აიღო მართვა საკუთარ თავზე
-ყველაფერი იმაზე მეტად ჩახლართულია ვიდრე წარმომედგინა, სრულად ამოტრიალდება ჩემი ცხოვრება -ღრმად ჩაისუნთქა და მისაღებში გამოჩენილ კაცს მზერა გაუსწორა. საერთოდ არ ჰგავდა მმართველს
-არ მჯერა ,რომ შენს ციხესიმაგრეში აღმოვჩნდი
-დემნა , კეთილი იყოს შენი მოსვლა ... როგორ იმგზავრე ?- ხელი ჩამოართვა და ოთახის შუაგულისკენ გაუძღვა
-შესანიშნავად... თუმცა გაუგებრობაში მყოფმა . თქვენ ალბათ დიანა
-მეც თქვენს მსგავსად გაუგებრობაში მოვხვდი , იმედია სანი ორივეს აგვიხსნის ჩვენს როლებს ამ საქმეში - გაბრაზებული იყო, ისევ ვერ ინელებდა ამ უმართავ სიტუაციაში ჩართვას. სანის ხელთ ჰქონდა სადავეები და მის დათმობას არც აპირებდა. ისე უყურებდა მზერითაც აგრძნობინებდა საკუთარ დამოკიდებულებას და მაინც ზედმეტად შეუვალი იყო ბატონი
-დაკავებული თანამდებობებიდან ვათავისუფლებ ბიძაჩემის ოჯახისწევრებს ... გათავისუფლებულ ორ მთავარ სავარძელს კი თქვენ დაიკავებთ. ხვალ გახდება ეს ინფორმაცია საჯარო , დიანა იქნება მმართველი
-და შენ ისევ ჩრდილში რჩები ? - სიგარეტის ღერი კოლოფიდან ამოაძვრინა და თითებსშორის დაატრიალა - ყველაფერს თავდაყირა დააყენებ - მოუკიდა და ფეხზე წამოდგა. აშკარად არ მოსწონდა სიტუაცია- ეს ჩემთვის არ გითქვამს . მე ვიცოდი ,რომ ჩემი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება გჭირდებოდა . შენ კი თურმე იმ ნაბიჭვრებთან ომში წინა ხაზზე მიშვებ
-დემნა , ისე ნუ იქცევი თითქოს სიამოვნებისგან არ გაგიჟდები მიწაზე გართხმულებს რომ ნახავ ... კარგად ვიცი როგორ ვერ იტან იმათ . ყველაფერი ისეა როგორც გითხარი, ერთი წლით მჭირდები , შემდეგ ან უკან დაბრუნდები ან დარჩები შენი გადასაწყვეტია
-საშიში ვინმე ხარ - ჩაიცინა და თვალები დააწვრილა - ღმერთმა არ ქნას ოდესმე შენს საპირისპირო მხარეს აღმოვჩნდე - ჩუმად ჩაილაპარაკა და ისევ დიანას წინ ჩამოჯდა - როდის დავიწყებთ მმართველობის უნარჩვევების გამომუშავებას ქალბატონო დიანა ?
ეს იყო პირველი ნაბიჯი. დღე როდესაც მათ ცხოვრებაში დემნა გამოჩნდა თავისი უცნაური ხასიათით, გაუგებარი ვინმე იყო დიანას მისი შეცნობა გაუჭირდა. გასაკვირი არც იყო სანის გარემოცვაში მარტივი ადამიანი ვერ იქნებოდა, ვერც მის ნდობას მოიპოვებდა , მაგრამ ეს კაცი ზედმეტად განსხვავდებოდა უბრალო მოკვდავებისგან . საკუთარ თავზე არაფერს ამბობდა, სახელის და გვარის გარდა პირად ინფორმაციას არ გასცემდა, მხოლოდ ერთი რამ იყო ნათელი მათი ნაცნობობა ბევრ წელს ითვლიდა. დამღლელი იყო , მაგრამ ინტერესი უმძაფრდებოდა ყოველი ახალი ინფორმაციის მიღებისას. სანი მთელი დღის განმავლობაში აღარ გამოჩენილა, არ იცოდა სად იყო და რას აკეთებდა. დემნასთან ერთად იყო გვიან ღამემდე , დამშვიდობებისას გაარკვია ,რომ სანიმ ერთ-ერთი კოტეჯი სპეციალურად მისთვის მოამზადებინა და იქვე , ახლოს იცხოვრებდა გაურკვეველი დროით.
....................
შხაპის მიღებამ კიდევ უფრო მოადუნა, დაღლილობა მოქმედებდა ,მაგრამ სანი რომ დაინახა ყველა ემოციამ ერთად იმძლავრა. გაბრაზებულიც იყო , გაოგნებულიც, აღფრთოვანებულიც, ბევრ გრძნობას ებრძოდა , ვეღარ იტევდა იმ ყველაფერს რისი მიზეზიც მშვიდი, უემოციო გამომეტყველებით უცქერდა და ისე ამცირებდა მანძილს
-როგორ ჩაიარა ? - წელზე შემოხვია ხელი და ახლოს მიიზიდა- დაგაინტერესა ჩემი კომპანიის საქმიანობამ ?
-საპირისპირო შეგრძნებები მაქვს და მალე შევიშლები ,იცი ?
-ვგრძნობ - გაიღიმა , ტუჩებზე ცერა გადაუსვა და მზერა გაუსწორა-გიჟდები იმის გააზრებისას ,რომ მართალი ვიყავი
-რომ ყველაფერი მართე , მარიონეტად ვგრძნობ თავს რაც ჭკუიდან მშლის ...მაცოფებს - ხელით უბიძგა , საწოლის მიმართულებით მიჰყავდა და თვალები სულ უფრო მეტად უნათებდა- შენ მე ისე მიყენებ ,რომ სიმართლესაც არ მეუბნები ბოლომდე . გინდა იმ შენს დაქვემდებარებულებს შორის მეც მომაქციო არა ? - შიშველ სხეულზე მორგებული თხელი ხალათი მარტივი მოძრაობით მოიშორა და სანი მსუბუქი ბიძგით საწოლზე დაეშვა
-მე , როგორ შემიძლია მარიონეტად ვაქციო ერთადერთი და განუმეორებელი ქალი,რომელსაც სრულად ვემონები ... ქალღმერთო
-დემნას სახლის კარი გაუღე - ზემოდან მოექცა და კოცნის საშუალება არ მისცა - ჩემთვის აზრი არ გიკითხავს . ხვალ შენი მთელი ოჯახი ყირაზე დადგება და მე მიშვებ მათ წინააღმდეგ
-დემნა უპრობლემო მაცხოვრებელი იქნება შენთვის ... დროებით, სანამ ყველაფერში გაერკვევი. დანარჩენები კი უბრალოდ უგუნური, სუსტი პაიკები არიან საკმარისია ცოტახანს დააკვირდე მაშინვე შეძლებ მათ დამარცხებას - თითებს უმისამართოდ დაატარებდა ქალის სხეულზე, ქვემოდან უყურებდა და სრულად არეული ელოდა მომენტს,როდესაც დინა დამშვიდდებოდა
-დაიმახსოვრე ! ერთ დღეს ყველა საიდუმლოს, შენს ტვინში დამალულ ყველა ოინს ფარდას ავხდი, გამოვააშკარავებ... გაგაშიშვლებ , სრულად დაგისაკუთრებ - ფიცის დადებასავით ჟღერდა მისი სიტყვები, სანი ნორმალურად ვერც იაზრებდა იმ ყველაფერს რასაც დინა ასეთი ვნებიანი ტემბრით ჩურჩულებდა .
-ქალღმერთო - დიანას ტუჩებთან ჩურჩულით თქვა და შემდეგ სრულიად სამყარო გააქრო ყველა პრობლემასთან ერთად.
.............
დილა იმდენად უჩვეულოდ დაიწყო საბოლოოდ გაიაზრა რომ უკვე ლაბირინთში იყო . ამ დაუსრულებელი ინტრიგების, უსისხლო ომის, დაპირისპირების, შურის , ბრძოლის ველზე საიდანაც გასასვლელი მხოლოდ დანებება იყო . ერთადერთი გამოსავალი ჰქონდა, საკუთარი სტატუსი უნდა დაეცვა, ტახტი დაეკავებინა და იქედან ემართა ყველა . ეზო რომ გაივსო სანის კიდევ ერთი სახე დაინახა. მაღლა იყო, ყველასგან და ყველაფრისგან შორს, გარიყული, შეუვალი , მიუწვდომელი . იცოდა საკუთარი შესაძლებლობების შესახებ , რამდენადაც დაბალი იყო მისი თვითშეფასება პირად საკითხებში იმდენად თავდაჯერებული ხდებოდა როდესაც საქმეს ეხებოდა. გრძნობები არ ჰქონდა, საკუთარი ოჯახის პირისპირ ისე იდგა თითქოს მათთან საერთო არაფერი ჰქონდა . გაგიჟებულებს მშვიდი გამომეტყველებით უყურებდა და სანამ ისინი სახლისკენ ლანძღვა- გინებით მიიწევდნენ სავარძლიდანაც კი არ გატოკებულა .
-დემნა არ ჩაერიო , რაც არ უნდა მოხდეს- სახლში ისმოდ აუკვე ნაბიჯების ხმა კაცს რომ გადახედა ,თთქოს წინასწარ იცოდა რა მოხდებოდა- სანახაობით დატკბი - დინას ხელზე აკოცა, თითები ნაზად გადაატარა მტევანზე და სიმშვიდით აავსო
-როგორ ბედავ ლაწირაკო... შე ავადმყოფო თავი ვინ გგონია. ასე ადგები და მოგვისვრი თითქოს ყველაფერი შენი დამსახურებით გვაქვს ხომ ?
-რა გგონია მე რომ აღარ გეყოლები შენ დაიწყებ შეხვედრებზე სიარულს, შენ იქნები კომპანიის სახე და ეგრევე არ გაკოტრდები? სულ შეიშალე ? - შვილი მამას აჰყვა . მაგიდას ხელებით დაეყრდნო და მერე მუშტები დასცხო- განადგურდები , ყველას დასაცინი გახდები, მერე იქვე რომ დაგეწყება შეტევა ჩაისვრი და საქვეყნოდ შერცხვები გგონია კომპანიონები არ დაგადებენ ? -ღრიალებდა გაცოფებული, შეშლილი სახით დაჰყურებდა ზემოდან და მისი სისუსტის გამოყენებას ცდილობდა
-ალბათ საყვარელმა ცოლმა დააჯერა,რომ ჩვენ არ ვჭირდებით ... ეს მკლვლელი შენც გაგასაღებს მალე. მე ბიძაშენი ვარ, ჩემი სისხლი გაქვს მენანები სასიკვდილოდ . ვერ ხედავ რა გაიძვერაცაა ? ამას უჯერებ და ჩვენ გვიშორებ? ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით აქ , ფეხი -ფეხზე გადადებული როგორ იცხოვრებდი ... ასეთი უმადური როგორ ხარ
-რა კარგია რომ ახსენეთ , მე ახლა ჩემს საკუთრებაში ვიმყოფები სადაც დაუპატიჟებლად შემოიჭერით, მუქარით, ყვირილით, შეურაცხმყოფელი სიტყვების კორიანტელით დამადექით თავზე . რაც სხვათაშორის კანონით ისჯება . სხვა რომ იყო და არა ჩემი სისხლის მატარებელი აუცილებლად გამოვიძახებდი დაცვასაც , მაგრამ მე ზუსტად ვაფასებ თქვენს ღვაწლს
-როგორ მიბედავ ... კიდევ აქეთ გვემუქრები? ახია ჩემზე, მამაჩემის ბრალია ყველაფერი გიჟი ქალის შვილს რომ დაუტოვა ყველაფერი. შენც დედაშენს გავხარ , გიჟი ხარ ...შიზოფრენიკი და შენი ადგილი ფსიქიატრიულშია დანარჩენებთან ერთად. მივხვდი რატომ შეირთე ცოლად ეს გოგო , გინდა შენი მშობლების ისტორია გაიმეორო... სალომემ და ლევანმა გაარომანტიზეს ორი არანორმალურის ცხოვრებისა და შენი დაბადების ამბავი სულ რომ არ გაგიჟებულიყავი. ეშინოდათ თავი არ მოგეკლა და ათასი სისულელე გითხრეს ხომ ? - სიცილი დაიწყო, ამაზრზენი იყო . დიანამ ვერაფერი გაიგო, ვერ მიხვდა რას ამბობდა ან სანის რატომ შეეცვალა გამომეტყველება
-არარაობა ხარ შენ ,მთელი შენი დამპალი ოჯახით . ყველანი ლპებით საკუთარი ცოდვილი სულით ,ღმერთი ნელ-ნელა გიხდით სამაგიეროს ჩადენილისთვის ,მაგრამ ჯოჯოხეთს გაგატარებთ ბოლო ამოსუნთქვამდე თუ არ შეირგებთ იმას რაც გაქვთ და არ გაქრებით ჩემი ცხოვრებიდან - მათ წინ იდგა , ასეთი მტკიცე მანამდე არასდროს უნახავს- ნუ გამომცდით, ჩემი სიგიჟე უსაზღვროა და ისეთი რაღაცები შემიძლია ჩავიდინო სინდისის ქენჯნის გარეშე თქვენ სიზმრადაც ვერ ნახავთ . შენ ხომ იცი ბიძაშვილო, იცი ზღვარს რომ გადახვალთ რაც მოხდება - ბიჭს ისე უყურებდა წამსვე უკან დაიხია, დაპატარავდა თითქოს .
-წავედით მამა ... არ ღირს მასთან დროის კარგვა - ერთხანს უძრავად მდგომი უყურებდა მიმავალ კაცებს შემდეგ შეტევა დაეწყო. წამიერად დაეცა იატაკზე და კრუნჩხვა დაეწყო. დიანა მაშინვე მის თავთან დაემხო , იჭერდა, ელოდა , ითმენდა დასრულებამდე . ეფერებოდა, თავდახრილი, შუბლზე ეყრდნობოდა და უკვე დამშვიდებულ , გონდაკარგულ სხეულზე არ შორდებოდა.
-რა გავაკეთო ...დიანა , გესმის ?
-წადი დემნა, მარტო დაგვტოვე მე და ჩემი მზისფერი - ჩუმად თქვა ისე რომ მისკენ არც გაუხედავს . ცრემლები სდიოდა, მარილიანი სითხით დანამული ტუჩებით უკოცნიდა სახეს ყველაზე სუსტ და ძლიერ კაცს . მარტო იყვნენ, კაბინეტში , ხის იატაკზე ერთმანეთის გვერდით იწვნენ, დინას მის მკერდზე ედო თავი , მაჯიდან ხელს არ აშორებდა და გულის ყოველ დარტყმას ითვლიდა მანამ სანამ თვალები არ გაახილა - მარტო ვართ, მხოლოდ მე და შენ , არავინ სხვა - ხელზე აკოცა და ქვემოდან ახედა - წამოდი , ჩვენს ოთახში წავიდეთ - საყრდენად ექცა, დამუნჯებული გვერდით მიჰყვებოდა. წინა შეტევებისგან განსხვავებით დინას თავიდან მოშორება აღარ უცდია , ცახცახებდა, თავს ნერვიულად ამოძრავებდა, ქვედა ყბა უკანკალებდა და ხელებსაც ვერ იმორჩილებდა. სადღაც სხვაგან იყო სხვა სამყაროში, დინა ტანსაცმელს აშორებდა, მასთან ერთად იდგა შხაპის ქვეშ და კედელზე მიყრდნობილს ბავშვივით ეფერებოდა. წამლები დალია, სისხლში ჰქონდა გამჯდარი, გათიშულიც კი სწორად არჩევდა პრეპარატებს. სწრაფად გადაყლაპა ხელისგულზე დალაგებული აბები და თავად ჩაკიდა დინას ხელი
-ჩამეხუტე ... ჩემთან დარჩი - იცოდა წამლები მალე იმოქმედებდნენ, დაიძინებდა დიდხანს, რეაბილიტაციისთვის დრო დასჭირდებოდა, დასამშვიდებლად კიდევ უფრო მძიმე გზის გავლა . დინას ეხუტებოდა, მისი თითების მოძრაობას გრძნობდა ოქროსფერ ხვეულებსშორის და წამლის მოქმედებას სიამოვნებით სავსე მუხტით ეგებებოდა.
............
უამრავი კითხვა ჰქონდა, პასუხები სჭორდებოდა ,მაგრამ სიტყვა არ უთქვამს . გაუღიმა, სახეზე თითები შეახო და მის მოქმედებას დაელოდა. ალბათ ასეთია სხვის ნაწილად ქცევა, მისთვის სიმშვიდის პოვნა, მისი ემოციების გაზიარება
-უნდა წახვიდე - პირველი სიტყვები ,რომელმაც მახვილივით გაკვეთა სივრცე და დინაც დააბნია
-ვერ მივხვდი
-დემნასთან ერთად დღესვე წახვალ მთავარ ოფისში . მასთან ერთად მოემზადე
-შენ ?
-მე შორიდან დავტკბები შენი ახალ ამპლუაში ხილვით
-მე შენთან მინდა დავრჩე ... ხვალ წავალ
-თავადაც გავუმკლავდები , შენ იქ უნდა იყო დღესვე
-მე ეს არ მჭირდებოდა შენგან
-ვიცი- როგორც კი სხივები გაქრნენ მაშინვე მიუახლოვდა. ქვემოდან უყურებდა და ხელისგულზე კოცნიდა- ჩვენ შორის ყველაზე მეტი მე მჭირდება
-მე შენ მჭირდები !
-ქალღმერთო მე ამ ყველაფრით ვარ შენი . ჩემთან ერთად უამრავი რამ მიიღე ქორწინების პირველივე წამიდან
-მგონია ,რომ ინანებ ... ერთ დღეს მწარედ ინანებ ამ გადაწყვეტილებას , მაგრამ გვიანი იქნება- თავადაც არ იცოდა რა ელოდა, მაგრამ ამბობდა იმას რასაც გრძნობდა. არაფერი იყო ისეთი რასაც ვერ გაუმკლავდენოდა, რისიც ეშინოდა , რაც შეაჩერებდა .
სანის კოცნით დაემშვიდობა, ოთახი დატოვა და მთელი დღე დემნას გვერდით გაატარა. შეხვედრაზე წასასვლელად მოემზადა, მთლიანად გარდაისახა ,მაგრამ თავად საერთოდ არ ადარდებდა ეს დეტალები. უბრალოდ დარწმუნებული იყო საკუთარ თავში და მხოლოდ სანის შეცვლილი მზერით ტკბებოდა. სარკეშიც არ ჩაუხედავს ,მზისფერის წინ იდგა და იცოდა რა შთამბეჭდავად გამოიყურებოდა
-ვწუხვარ რომ პირადად ვერ იხილავ ჩემი მმართველობის ხანის დასაწყისს - გაიცინა და უეცრად დაძრულ ქმარს მსუბუქი წამოკივლებით შეხვდა- სანიი - ვერაფერი თქვა , ტუჩებზე მხურვალე ბაგეების შეხებამ თავგზა აურია
-გნახავ , მე ყველაფერს ვხედავ , ყველაფერი ვიცი და ყველაფერს ვაკონტროლებ !
-და შენ ყველა’ფერი ხარ ! -პასუხს არ დაელოდა, იცოდა უარყოფას მიიღებდა - უკან დაიხია და მალე ოთახიც დატოვა

დემნას გვერდით იჯდა . ფანჯრიდან გზას უყურებდა , ყველაფერი გარკვეული ჰქონდათ და საუბრის წამოწყებაზე არც უფიქრია . სანის მდგომარეობაზე ფიქრობდა ისევ დემნამ რომ დაუსვა მოულოდნელი კითხვა
-უნდა ვიცოდე ვინ ხარ, მზად რომ ვიყო ნებისმიერი თავდასხმისთვის
-არ იცი ვინ ვარ ?
-იმ ღორმა გუშინ მკვლელი გიწოდა, ადამიანებს ასე უბრალოდ არ აკრავენ ამ იარლიყს სხვა სალანძღავი სიტყვებიც გვაქვს ლექსიკონში
-ციხეში ათი წელი გავატარე განზრახ მკვლელობის ბრალდებით , სასჯელი მოვიხადე და დღეს ისეთივე მოქალაქე ვარ როგორიც თქვენ, ყველანი - მზერა გაუსწორა და პირველად დაინახა მის სახეზე ამდენი ემოცია. აშკარად დააფრთხო ქალის თვალებმა , მისი სიტყვები ხომ საერთოდ შოკისმომგვრელი იყო. უყურებდა მომხიბვლელ, ელეგანტურ ქალს რომელიც ამბობდა,რომ მკვლელი იყო
-როგორ ... თავს იცავდი?
-მკვლელობის მიზეზზე და თავად პროცესზე არსად, არავისთან ,არასდროს ვსაუბრობ . შენ მხოლოდ ის უნდა იცოდე,რომ თავად ჩავბარდი სამართალდამცავებს და სასჯელიც მოვიხადე
-ამას შენს წინააღმდეგ გამოიყენებენ...რთული იქნება კომპანიონების შენარჩუნება
-წავლენ და სხვებს ვიპოვნით , თავად დაკარგავენ ძლიერ პარტნიორს
-ასე არ ხდება
-გეყოფა დემნა , ამ ვითარებას ვერაფერი შეცვლის ზედმეტი პანიკა საჭირო არ არის. როგორც არ უნდა დამხვდნენ მე მაინც ერთპიროვნული მმართველი ვიქნები და ჩემი დაქვემდებარება მხოლოდ სანის შეუძლია სხვას არავის , არასდროს
-სად იპოვნეთ ერთმანეთი ... როგორ გადაიკვეთა თქვენი გზები
-შენ ხომ არ გიყვარს პირად თემებზე საუბარი , ძვირფასო დემნა - უღიმოდა და ერთობოდა მისი არეულობით
-თქვენნაირი წყვილი სხვაგან არსად მინახავს , ძირითადად ყველაფერი ბანალურად ხდება - ღრმად ჩაისუნთქა და ისევ მიეყრდნო სავარძელს- მე საერთოდ ვერ წარმომედგინა სანის სულთან ასე ახლოს მდგომი ქალის ხილვა . არ მგონია ,რომ ქალებს შეგიძლიათ ეგოიზმის გარეშე სიყვარული - ამით დაასრულა საუბარი. თავადაც გზას უყურებდა დანიშნულების ადგილთან მისვლამდე.
არ ელოდა ჟურნალისტებს, მაგრამ იქ იყვნენ და უამრავ კითხვას უსვამდნენ. არც დაცვის წევრების არსებობის შესახებ იცოდა , უეცრად რომ გაჩნდნენ და გზა გაუხსნეს შესასვლელამდე. კითხვები არ დაუსვამს, ნათელი იყო სანის გეგმას მიჰყვებოდა . გზას დემნა აჩვენებდა, მას მიჰყვებოდა კაბინეტამდე რომელიც სავსე იყო უზარმაზარი მაგიდის ირგვლივ შეკრებილი მაღალი ფენის წარმომადგენლებით. არასდროს დაუშვია ,რომ ამ ფენაში მოხვდებოდა თანაც მათზე მაღლა მდგომი სტატუსით. ყველანი გაჩუმდნენ , დემნა მათთვის ნაცნობი სახე იყო დიანას კი მოლოდინით უცქერდნენ, იცოდნენ ის გადაწყვეტდდა მათი შემოსავლის ბედს. ყველას წაკითხვა იმდენად მარტივი იყო დაკვირვებაც კი არ განაგრძო დიდხანს . მაგიდის თავში იდგა და ეცნობოდა უცნობ კომპანიონებს. პასუხობდა მათ კითხვებს და საოცრად მოხერხებულად აჩვენებდა საკუთარ ძალას . სულ რამდენიმე წუთი დაჰყო მათ გვერდით შემდეგ კი დემნასთან ერთად დატოვა ოთახი.
-რატომ არიან ადამიანები იმდენად სულელები რომ ჰგონიათ ქალს მლიქვნელობით გაუთხრიან სამარეს
-ხშირად გასდით და იმიტომ . არც შენ გიჩვენებია ვინ ხარ სინამდვილეში... ჩვეულებრივ მიზანსწრაფულ, ახალგაზრდა მმართველ ქალს ჰგავდი
-მე ტყუილი ხელოვნებად შემიძლია ვაქციო
-შენი ნამდვილი სახე ვინმემ იცის ქალბატონო დიანა ?
-მხოლოდ ერთმა მოკვდავმა და ისიც ჩემითაა შეპყრობილი!- ღიმილით დაასრულა საუბარი და კაბინეტში გადაინაცვლა. მაგდა პირადად გაიცნო, რეალობაში უფრო მომხიბვლელი იყო, კიდევ ერთხელ იგრძნო ეჭვიანობის ძლიერი ტალღა . სანი არ უკავშირდებოდა , მაგდას კი აშკარად ესაუბრებოდა კი ეცადა გოგონა დამალვას ,მაგრამ არ გამოუვიდა. სახლში გაცოფებული დაბრუნდა, ერთი სული ჰქონდა მანქანიდან როდის გადავიდოდა და პასუხს მოსთხოვდა ყველაფრისთვის. დაღლილობაც დაავიწყა ბრაზმა, დაჭიმული , მდუმარედ იჯდა და დემნას არსებობასაც კი არ იმჩნევდა. მას კი დაღლილობა ნამდვილად ემჩნეოდა ისე იყო სავარძელში მიწოლილი, მოშვებული და გათიშული არაფერი უნდოდა შხაპისა და ძილის გარდა.
სახლს უყურებდა, მანქანიდან გადავიდა და სწრაფად დაიძრა ნახევრად ჩაბნელებული შენობისაკენ. ისეთი სიჩუმე იყო მხოლოდ საკუთარი ნაბიჯების ხმა ესმოდა , გულისცემა უჩქარდებოდა , წამებს ითვლიდა სანის დანახვამდე სანამ ყველა გრძნობა არ შეეცვალა . მოდუნდა, გათავისუფლდა, გაფერადდა, განათდდა თეფშით ხელში მდგომი წინსაფრიანი ქმრის დანახვისას. წარმოუდგენელი რამ იყო სანის მომზადებულ სუფრას უყურებდა , საზეიმო ვახშამს რომელიც მისი მომზადებული ვერ იქნებოდა , მაგრამ სუფრის დეკორაციას აშკარად ეტყობოდა გამოუცდელობა .
-ქალღმერთო ... ჯანდაბა ადრე მოხვედით . ხომ ვუთხარი ნელა იარე-თქო - ჩუმად ლაპარაკობდა , თეფში დაბნეულმა დადო მაგიდაზე და წინსაფრის მოშორება დაიწყო, თითები აეხლართა ისეთი სასაცილო იყო, იმდენად საყვარელი რომ დინამ სირბილით გაიარა მანძილი ,მთელი ძალით მოეხვია და მონატრებულ ტუჩებს შეეხო
-ჭკუიდან გადამიყვანე...სულ მთლად უკონტროლო გამხადე . ასე არ შეიძლება, ასე გაუგებრად ღმერთო როგორი ხარ - ჩურჩულებდა და მის მკლავებში მოქცეული დამტკბარი აგრძელებდა ნაზ ფერებას
-უცხო ამპლუის მორგება გაიძულე და მინდოდა მეც მეცადა შენთვის ... შენ ისე შთამბეჭდავად გაართვი თავი გაოცებისგან უმოქმედო გავხდი , მე კი მზარეულის მომზადებული კერძებიც ძლივს მოვიტანე მაგიდამდე . რამდენიმე თეფში გავტეხე, ჭიქებიც
-ახლა გული გამისკდება ...გეფიცები გამისკდება - უყურებდა მის მოქუფრულ სახეს, გულწრფელად დაღონებულ მზერას, ისეთი სუფთა იყო, ისეთი გულწრფელი, იმდენად უბრალო რომ საერთოდ არ შეეძლო მასთან ჩხუბი სანამ არ დაბრუნდებოდა ის მმართველი კაცი ამდენ ადამიანს დისტანციურად რომ იმორჩილებდა . მთელი სახე დაუკოცნა, წინსაფარი მოაშორა და შემდეგ ჩაეხუტა- ყოველთვის შესაძლებელია შენში ბედნიერების წერტილის პოვნა
როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო შესასრულებლად მათი გეგმები, რამდენად მძიმე გზაც არ უნდა ჰქონოდათ წინ, ვინც არ უნდა გამოჩენილიყო მტრის როლში მაინც შეეძლოთ სიმშვიდის ფერის პოვნა საკუთარ თავში. მარტო დარჩენილები აქრობდნენ ყველა სხვა ნიღაბს , იმ სახეს რომელსაც სხვებთან ირგებდნენ, სხვა სიტუაციებში იყენებდნენ და ერთმანეთთან საერთო გულისცემით, ემოციებით, გრძნობებით იწყებდნენ სუნთქვას.
..............
არ მოსწონდა ის ქალი რომელიც კომპანიაში შესვლის შემდეგ გაცოცხლდა. სანი მართალი იყო, ნამდვილად ჰქონდა ყველაფერი რაც მმართველს სჭირდებოდა , მაგრამ საკუთარ თავში მომხდარ ცვლილებებს ვერ იტანდა. ბოლო დროს ამჩნევდა როგორ სიამოვნებდა ძალაუფლების შეგრძნება, ცნობილი სახე გახდა, გაზეთის გარეკანზე საკუთარი სახის დანახვისას კმაყოფილების იგრძნო და მიხვდა კარგავდა საკუთარ სულის თავისუფლებას, კიდევ ერთ ჯაჭვს ქმნიდა, რომელიც გაუჩენდა სხვა მოვალეობებს, ვალდებულებებს გაახვევდა ახალ ინტრიგებში, ახალ მტრებს შეიძენდა იმათგან განსხვავებულს სოფელში მისულს რომ ხვდებოდა გზად. არ უნდოდა კიდევ ერთი შემაბრკოლებელი გასჩენოდა, ცხოვრების გართულება აღარ სჭირდებოდა ერჩივნა ვაზის მწკრივებში მომუშავე გოგოდ დარჩენილიყო, ერჩივნა მოსავლის მიღებისას განცდილი სიამოვნება ეკმარა ვიდრე იქ , იმ კედლებში გამოკეტილს ათასობით ადამიანის მმართველი გამხდარიყო.
ახალ აშენებულ მარანში დადიოდა, ყველა კუთხეს აკვირდებოდა გონებაში აწყობდა განვითარების გეგმებს. ერთი სული ჰქონდა პირველ მოსავალს როდის დაწურავდა, მანამდე ყველაფერი მზად იქნებოდა . საშუალება რომ ჰქონოდა მთელს დღეებს იქ გაატარებდა, იქ სხვაგვარად სუნთქვადა, სხვა ფერი ჰქონდა თავისუფლებას , ირგვლივ ყველაფერი მისი საკუთრება იყო, ადგილები რომლებიც ბავშვობის მოგონებებს ინახავდნენ . გლეხის გოგო იქნებოდა, შრომისგან გადაღლილი ვახშამს მოამზადებდა და დაღლილ დაქანცული დაიძინებდა საყვარელი კაცის მკლავებში გახვეული. ცივ იატაკზე იჯდა, აგურის კედელს მიყრდნობილი და ოცნებაში ჩაძირული დიდხანს არ აპირებდა რეალობაში დაბრუნებას . უეცრად გაიგო ნაბიჯების ხმა , ყურადღებაც ვერ მიაქცია ისე სწრაფად წავიდა მისკენ ქვით ჩამსხვრეული მინის ნამსხვრევები. ვიღაც ფანჯრებს ქვებს ესროდა, ხმა სიჩუმეში ისე შემზარავად ისმოდა ინსტიქტურად მოიკეცა. ვერ მოახერხა მებრძოლი ქალის გაღვიძება, ისევ ოცნებაში წასული ფერადი გოგონა იყო. დედამიწაზე მძიმედ დაეშვა, ჰაერიც დამძიმდა, ბუნებით ბოძებულ სიმშვიდეს ადამიანები არღვევდნენ , იქ მშვიდად სუნთვის საშუალებას არასდროს მისცემდნენ. ყოველთვის გამოჩნდებოდა ვიღაც ვინც ქვას ესროდა, გაახსენებდა ვინ იყო და რა ჩაიდინა , ზიზღით შეხედავდა , სულს დაუმძიმებდა. ბრძოლის ველზე კი სიმშვიდის შენარჩუნება შეუძლებელია. ზიზღის სუნი რომ ტრიალებს ირგვლივ სუფთა ჰაერიც ბინძურდება.
არ გაუხედავს, არ გაურკვევია ვინ იყო არ ადარდებდა მისი ვინაობა. მნიშვნელობა არ ჰქონდა დამნაშავის სახელს . არც საკუთარი მდგომარეობა შეუნიშნავს, დამსხვრეული მობილური სისხლიან მტევანში ჰქონდა მოქცეული და მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა. სახლში გარბოდა, იქ ელოდა სიმშვიდის მარცვალს. ცახცახებდა, ცრემლები გაუჩერებლად სდიოდა არა ფიზიკური ტკივილისგან, არა შიშის გამო მხოლოდ უხილავი ჯაჭვი უჭერდა ისევ ძველებურად ძლიერად და სულშეხუთული ხსნას ეძებდა.
საძინებლამდე გზად არავინ შეხვედრია, მიდიოდა და სულ უფრო მეტად უჭირდა ნაბიჯის გადადგმა. სული ეწვოდა, უბინაოდ დარჩენილს თავშესაფარი სჭირდებოდა
-ქალღმერთო ახლა ვაპირებდი დარეკვას. ხვალინდელი შეხვედრის ამბები უნდა განვიხილოთ, ყველაფერი დავგეგმე - სანიმ სათვალე მოიხსნა, კალამი ფურცლებზე დადო. ლეპტოპი დახურა და შემდეგ შებრუნდა . წამით მზერა გაუშეშდა, უყურებდა მტვრიან , მუხლებგადაყვლეფილ, სისხლიან ქალს წითელი, მღვრიე თვალებით რომ იმზირებოდა და მთელი არსებთ თხოვდა შველას - დინა რა ... რა დაგემართა - მივიდა , მაგრამ ხელის შეხება ვერ გაბედა- ნამსხვრევებია? ეს რა
-დანაშაულის შედეგია ... ცოდვის საზღაური
-ჩემთან ხარ , გაივლის - თავზე გადაუსვა ხელი, თმები გაუსწორა. ხელები უკანკალებდა, სხვა დროს ექიმებს, ექთნებს, დამხმარეებს გამოიძახებდა ნებისმიერი სხვა რომ ენახა ამ მდგომარეობაში შეხებასაც ვერ გაბედავდა. თავად ეწყებოდა შოკური მდგომარეობა ახლა კი არაადეკვატურ მდგომარეობაში მყოფ დინას საკუთარი ხელით აშორებდა ტანსაცმელს . უწმენდდა ჭრილობებს და აცმევდა სუფთა პენუარს
-ყველაფერი დავკარგე ... ილუზიაში ვცხოვრობ . რაც არ უნდა ავაშენო, აღვადგინო, შევცვალო მაინც ვერ დავიბრუნებ
-ვინ მიგიყვანა ამ მდგომარეობამდე - თმაზე ეფერებოდა საწოლზე მოკეცილს
-შური ვიძიე , სამართალი აღვასრულე და მაინც ვისჯები იმიტომ რომ დანაშაული დანაშაულით დავასრულე . არ აქვს მნიშვნელობა ციხეში გატარებულ წლებს, არასდროს აინტერესებთ კანონიერი სასჯელი მე სიცოცხლის ბოლო წუთამდე ცივსისხლიან დამნაშავედ დავრჩები
-მათ აზრს მნიშვნელობა არ აქვს. ისინი თავად არიან დაუნდობელი , ცივსისხლიანი და
-ჩშშ...არ გინდა- თითები ტუჩებზე შეახო და გააჩუმა- შენთან ჩახუტებულს მინდა ძილი
-მე აქ ვარ , შენთან - მოეხვია , თავზე აკოცა და თმაზე მოფერება განაგრძო- დაიძინე
ხშირად ცვლიდნენ ადგილებს , ერთმანეთზე დაყრდნობილები საერთო გულისცემით აგრძელებდნენ ცხოვრებას.
.................
მეორე დღეს საერთოდ არ გასჩენია მუშაობის სურვილი. სანის გვერდით უნდოდა მთელი დროის გატარება , ისიც არაფერს აძალებდა საუზმე საწოლში მიირთვეს . შემდეგ აივანზე გადაინაცვლეს, კლასიკურ მელოდიას უსმენდნენ სანიმ ლექსების კითხვა რომ დაიწყო და კიდვე ერთი ახალი სიამოვნების ფერი გააჩინა დინას გონებაში. სანის მკლავებში მოქცეული პატარა ჩიტივით გარინდული ყველა ფიქრს თავიდან იშორებდა , სუნთქვის გაგრძელება რომ შესძლებოდა წარსული უნდა დაევიწყებინა.
საღამოს , ვახშმობისას სალომე რომ არ გამოჩენილიყო 24 საათიანი რეაბილიტაცია სრულიად საკმარისი იქნებოდა დინასთვის. ის კი სრულიად მოულოდნელად , გაბრაზებული, გააფთრებული გამომეტყველებით შევიდა მისაღებში. კომპანიის არსებობა სწორედ მისმა ვიზიტმა გაახსენა სანის.
-არ გინდა მითხრა რას აპირებ ? - არც მისალმებია ისე გადავიდა საქმის გარკვევაზე- ჩემი ძმა და რძალი ბობოქრობენ... მალე შემშლიან . იმათი გაშვება არ იკმარე და სხვებიც მოიშორე
-რას ამბობენ ეს ვინ გაზარდეო?
-სანი შენ ისევ სახლში რჩები და გგონია აქედან შეძლებ იმ ყველაფრის მართვას რაც დათომ თავისი დიქტატორული რეჟიმით შეინარჩუნა ? არ იცი მაინც როგორი ხალხი ჰყავდა გვერდით? იმათი გაშვებით რა შეიცვლება ჩემო ბიჭო მითხარი... არ მინდა რამე დაგიშაონ შენ ან დიანას.
-სალო ლევანი სად გყავს ?
-ვეჩხუბე და აღარ ველაპარაკები- ისე უცებ მოიქუფრა სანის გაეღიმა - არ მიხსენო საერთოდ
-კარგი რა სალომე თქვენ ჩხუბს მე ვერ დავიჯერებ ... მატყუებ რაღაცას . მეტყვი მარტო ვარ და შენთან გადმოვალო ან შენ დაბრუნდი ჩვენთანო ხო ? კარგი რა ეგ ოინები აღარ გაგივა- ყველა პასუხს ელოდა დინა ,მაგრამ ამას არა. ქალი აშკარად ცუდად იყო სანი კი უმოწყალოდ ტკენდა გულს
-არაფერი მინდა სანი , როგორც სჩანს რაღაც ახალი გზა დაიწყო შენს ცხოვრებაში. იმედია ყველაფერს თავს გაართმევ - ჩანთას თითებს უჭერდა, გაფითრდა, თვალები ჩაუქრა შებრუნდა და დასუსტებული, ფრთამოტეხილი ჩიტივით განაგრძო გზა . ელოდა სანი როდის გააჩერება, გაჰყვებოდა და ჰკითხავდა ყველაფერს ,მაგრამ ის ურეაქციოდ იჯდა .
-ასეთი როგორ შეგიძლია იყო ...
-როგორი ვარ
-უგულო და ცივსისხლიანი . შებრალების , თანაგრძნობის შეგრძნებები საერთოდ არ გაგაჩნია
-დიანა
-ხმას უწევ კიდეც? მეც ასე გულცივად დამელაპარაკები ერთ დღეს, რომ ამოვწურავ შესაძებლობებს , რომ მოგბეზრდები და აღარ დაგჭირდები ასე მშვიდად მიყურებ შენგან მიმავალს
-რას ამბობ საერთოდ ხვდები ?
-მე ყველაფერს ვხედავ და ვხვდები ეს შენ არ შეგიძლია ცხვირწინ მომხდარი ამბების გააზრება, ადამიანების დანახვა არ შეგიძლია. ყველას მიმართ გაიყინე - ზურგი აქცია და მარტო დატოვა.ისევ მთელი ძალით უჭერდა ყელზე წარსულის მძიმე ჯაჭვი , სუნთქვა აღარ შეეძლო , აზროვნების უნარიც გაუქრა
-სად მიდიხარ ...დინა, მოიცადე
-ხელი გამიშვი ! - მკლავი გამოსტაცა და ბრაზით სავსე მზერა გაუსწორა- რიცხვების, მარკეტინგის, ბიზნესის და ათასი რამის სწავლას სჯობდა ადამიანობა შეგენარჩუნებინა . ის ხალხი არ მოგეშორებინა ვისაც ნამდვილად უყვარხარ და იმ ნაცრისფერი, ბოროტი, ბნელი ადამიანების არაადამიანობის გამო არ დაგეკარგა შენს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი
-შენ არაფერი იცი . არ იცი ჩემი განვლილი ცხოვრება, ჩემი მდგომარეობა ...შენ
-მე კითხვებს არ გისვამ , არ გაიძულებ მოყოლას შენ კი დუმილს არ არღვევ ... სულ უფრო და უფრო იძირები საკუთარ საიდუმლოებებში, განცდებში რომლებიც არავის გაანდე. ერთ დღეს მეც ვერ შემოვაღწევ შენს სიბნელეში და დაგკარგავ
-მე ასეთი ვარ და ვერ შევიცვლები . მე გითხარი,რომ შეჩვეოდი ჩემს ნამდვილ სახეს
-სწორედ ესაა შენი პრობლემა . ესაა შენი სიგიჟე , ესაა შენი დაავადებაც და ყველა სხვა პრობლემის სათავეც . შენ საკუთარი თავი უნდა იპოვნო , დაინახო და შეიყვარო!
-სალომეს გამო მიბრაზდები ? ეგეც მამამისს ჰგავს შინგანად უბრალოდ ლევანის გავლენით განვითარდა . ისიც პროვოკაციების მომწყობი, შანტაჟისტი ქალია
-დედაშენია , დედაშენი და უყვარხარ
-დედაჩემი არ არის - უცებ იღრიალა და გამომეტყველებაც შეშლილის გაუხდა- სალომე დედაჩემი კი არაა , ქალია რომელსაც ახალდაბადებული ჩვილი მიუგდეს და უბრალოდ ვერ დამტოვა . ღმერთმა საკუთარი შვილის გაჩენის უფლება არ მისცა და ამიტომ არ თქვა უარი ჩემზე, მისთვის ერთადერთი გამოსავალი ვიყავი. რა იცოდა ასეთი თუ გავიზრდებოდი თორემ დარწმუნებული იყავი ისიც მიმატოვებდა
-სანი
-ასე ნუ მიყურებ ... მე შენ გეუბნებოდი არავინ მყავს, არავის ვუყვარვარ უანგაროდ და არავინაა ჩემთვის მნიშვნელოვანი-თქო . გეუბნებოდი არასასურველი დაბადების წამიდანვე ვიყავი-თქო და რა გინდა ამდენწლიან უბედურებას ასე უცებ მოვერიო? ეს ყველაფერი ერთი დიდი ჭაობია ჩემი მშობლების ამბიდან დაწყებული, ავადმყოფობებით, გარემოთი , ხალხით და მათთან ერთად ათასი უბედურებით დახუნძლული. შენ 16 წელი ბედნიერი იყავი და მე 16 დღეც არ მქონია ასეთი - გაჩუმდა, ამჯერად თავად დაიხია უკან. მიდიოდა , მანძილს ზრდიდა და სულ უფრო მეტად ტოვებდა საკუთარ თავს . კოტეჯში შევიდა, ოთხ კედელში გამომწყვდეული დიდხანს დადიოდა,ლაპარაკობდა, ხელებს სახეზე და თავზე ისვამდა, თითები სულ დაებრიცა , თვალები სითხით გაევსო ტკივილის მომგვრელი იყო მისი ამ მდგომარეობაში დანახვა
-შემომხედე , სანი თავი ასწიე და მზერა გამისწორე- მის წინ დადგა, როდესაც მიხვდა მალე თავს რამეს დაუშავებდა მაშინვე წინ გადაეღობა, მხრებზე მოუჭირა თითები შემდეგ კი მშვიდი ,ღიმილიანი გამომეტყველება მიიღო - მე შენთან ვარ . ვერაფერი მაიძულებს შენგან წასვლას შენც კი ვერ მოახერხებ ჩემს მოშორებას ... მე არ შემიძლია უშენოდ , არ მინდა უშენოდ
-ქალღმერთო დიანაა- ისე უყურებდა თითქოს დიდი ხნის განშორების შემდეგ ხედავდა - ჩემთან ხარ და ნამდვილად გიყვარვარ - გაყინული ხელებით სახეზე შეეხო, ტავადაც იგრძნო დინას სითბო და წამსვე მოშორდა- გაგყინავ...ასე გაგყინავ . სულ გაიყინები
-შენ გათბები მე კი არ გავიყინები - მაჯებზე მოუჭირა, ხელების გაჩერება აიძულა და მკერდზე მიიბჯინა მისი მტევნები - სანამ ამ რითმით იფეთქებს მანამ გაგათბობ
-ვერ შეძლებ ... არ გამოგივა , ვერაფერს გახდები მე დაწყევლილი ვარ. არაფერი შეცვლის ჩემს ცხოვრებას და შენც ჩაგითრევ. ისე დაიტანჯები როგორც ისინი , ისინი იტანჯებოდნენ. დავითი არ არის,მოკვდა მაგრამ სხვები არ მომცემენ მოსვენებას ჩვენნაირები ეზიზღებათ , ვერ იტანენ განსხვავებულებს , ყველა მათნაირი ბნელი უნდა იყოს -ისევ სიარული განაგრძო, თმაზე ნერვიულად ისვამდა თითებს სანამ არ გაშეშდა. იდგა და ერთ წერტილს უყურებდა , სახე დაუმშვიდდა , მოდუნდა
-სანი , ჩემი გესმის?
-მოსწონხარ
-ვის მოვწონვარ - დაიბნა, ვერ მიხვდა რას გულისხმობდა. შემდეგ როდესაც მაგიდასთან მივიდა და რაღაც ფიგურების ხატვა დაიწყო საუბართან ერთად მიხვდა , სანი ვიღაცას ხედავდა - მარტო რომ არ ვარ ვერ ვხედავ, მაგრამ შენ მოსწონხარ
-გიხარია რომ მოვწონვარ?
-შენ მაინც შენ ხარ , მაგრამ მიხარია მასაც რომ მოსწონხარ.
-ასე სწრაფად რატომ ხატავ ?
-სანამ გაქრება მანამ უნდა გავუძლო ... სულ რომ არ გავყვე მის მოჩვენებას
რამდენიმე საათი გავიდა მას შემდეგ რაც სანიმ ხატვა დაიწყო. ტუჩებს ამოძრავებდა, რაღაც სიტყვებს უხმოდ ამბობდა , სივრცეს უღიმოდა, მიმიკები მომენტალურად ეცვლებოდა, ფურცლებს ავსებდა სხვადასხვა გამოსახულებებით და თავად ვერც აღიქვამდა ხელის მიერ შექმნილ სილამაზეს. დინა მდუმარედ იჯდა , უყურებდა და მოთმინებით ელოდა . პოზიციები შეცვალეს, ახლა დინა წარმოადგენდა მისთვის საყრდენს. ფანქარი რომ დააგდო შემდეგ სკამიდანაც წამოდგა
-ქალი რომელმაც გამაჩინა ულამაზესი იყო ... სულ რამდენიმე ფოტო ინახავს მის გარეგნობას, მაგრამ მე ვიცი , ვხედავ ნამდვილს , რეალურს ისეთს როგორიც მაშინ იყო ტიტე ბერიძემ რომ დაინახა. ბევრი არაფერი ვიცი , შემეძლო გამეგო , მაგრამ არ მოვინდომე ... ჰალუცინაციები სანდო წყაროდ არ გამოდგებიან- ერთ წერტილს უყურებდა , დაცვარული , გაფითრებული სახით ისე უცხოდ გამოიყურებოდა თითქოს ნაკვთებმაც შეიცვალეს ფორმები. რეალურ და ირეალურ სამყაროს შორის ზღვარზე იყო . პაუზების დროს ვიღაც სხვას ხედავდა, მას ვისი დანახვაც დინას არ შეეძლო, მას ვინც მხოლოდ სანის გონებაში იყო . იღიმოდა მისთვის, ხელებს ისე ამოძრავებდა ვერ მიხვდებოდით რას აკეთებდა შემდეგ ისევ უბრუნდებოდა ზღვარს და საუბარს აგრძელებდა - ტიტე დავითის რჩეული შვილი იყო , არაფრით ჰგავდა ირაკლის , დედამისის მსგავსად ადამიანური ადამიანი იყოო ლევანმა თქვა. სიყვარულმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა მის ცხოვრებაში, შეპყრობილი გახდა გოგონათი რომელიც შიზოფრენიით იტანჯებოდა. .. დიახ, ქალი რომელმაც გამაჩინა სულიერად იყო ავად. არავინ იცის მასაც ნამდვილად უყვარდა ტიტე თუ ყველაფერი ფსიქიკური აშლილობის თანმდევი ილუზია იყო . ფაქტი ისაა რომ ბერიძეების პრინცმა ფსიქიატრია შეისწავლა, მთელი ცხოვრება მიუძღვნა ულამაზეს ქალ, ლენას და ვერავინ მოახერხა მათი დაშორება. დავითმა ისე მოაწყო რომ უჩივლეს როგორც ექიმს პაციენტთან სექსუალური ურთიერთობის დამყარების, მასზე ძალადობის ბრალდებით მაშინ გაიცნო ლევანი . ტიტე ციხიდან შენს მსგავსად იხსნა . ჩემი პირველი საქმე იყოო ლევანმა ასე თქვა - ისევ გაჩუმდა , წამითაც არ გაუსწორებია მზერა დინასთვის. ქალი სუნთქვაშეკრული უსმენდა - გაიქცნენ , ლენას მდგომარეობა სტაბილური იყო ერთხანს . არ ვიცი სად ცხოვრობდნენ, როგორ იყვნენ სანამ მე ჩავისახებოდი არავინ იცოდა მათი ადგილსამყოფელი. ვერავინ იპოვნა, დავითმა მთელი ქვეყანა შეძრა,მაგრამ საკუთარ შვილს ვერ აჯობა გონიერებით. როგორ წარმოგიდგენია შიზოფრენიკი ქალის ფეხმძიმობის ცხრა თვე ... წამლები რომ მიეღო მომკლავდა, მკურნალობაზე უარი რომ თქვა ფაქტია მშობიარობის შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდებოდა . იცი რა მოხდა შემდეგ ? - ჭრელი თვალები სულ მთლად დანისლული ჰქონდა, დინა ტიროდა გაეღიმა ,თითები ცრემლიან ლოყაზე შეახო და თავისკენ მიიზიდა - შემდეგ იმ ორმა , ერთმანეთზე გაგიჟებით შეყვარებულმა ადამიანმა ყველაფერი მიატოვა , წავიდნენ , გაქრნენ, გაუჩინარდნენ . ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს, მანქანაში ჩასხდნენ და მოშორდნენ გარესამყაროს . ვერავინ იპოვნა მათი კვალი, არავინ იცის ცოცხლები არიან თუ არა - თითები თავზე გადაუსვა , თვალებში უყურებდა და ეფერებოდა - შენ გგონია,რომ ჩვენი სიყვარულია სიგიჟე ? შენ შვილს სხვა ქალს გადაულოცავ და ჩემთან ერთად წახვალ უმისამართოდ, უმომავლოდ , უყველაფროდ ? მე საკუთარმა მშობლებმაც კი დამტოვეს ქალღმერთო , ყველაფერი ნათელია - ათრთოლებულ ქალს ტუჩებზე ნაზად შეეხო. კოცნიდა ნელა, ფრთხილად და ხანგრძლივად მანამ სანამ დინა არ მოეხვია
-წარსულს ვერ გაექცევი, წარსული გვქმნის . წინაპრები ქმნიან ჩვენი ცხოვრების საფუძველს,შეუძლებელია მათგან თავის დაღწევა, გენის შეცვლა, სისხლის გამოცვლა და თანდაყოლილის გაქრობა . შენ ორი უჩვეულო ადამიანის შექმნილი საოცრება ხარ , მათი ყველაზე ნათელი, ბრწყინვალე გაერთიანება . იმ გრძNობების შედეგი რაც მათში იყო, რისი გადმოცემაც ვერ შეძლეს, რაც ვერავინ გაიგო , რასაც მხოლოდ თვითონ განიცდიდნენ , სხვა ვერავინ ... სანი , შენ ჩემი მზისფერი ხარ
სანის არაფერი უთქვამს, მკერდზე მიკრულ ქალს თავზე ეფერებოდა, მკლავებს ნაზად ხვევდა და შორს ,ირეალურ სამყაროში ხედავდა მზისფერ ლენას . ყველაზე ძლიერ და სუსტ ქალს, ყველაზე საძულველ და საყვარელ ქალს, ყველაფერი ბნელი და ნათელის საწყისს მის ცხოვრებაში , დედას , რომელსაც საოცრად ჰგავდა .
-დავითმა ყველაფერი გაანადგურა. მათი ჯავრიც ჩემზე იყარა, ლევანი ცდილობდა , მაგრამ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ ტიტეს შეეძლო , სხვამ ვერავინ დაამარცხა. მეზიზღება, ვერ ვაპატიებ და შენ უნდა გესმოდეს ჩემი . შენ ხომ პასუხი აგებინე კაცს რომელმაც ცხოვრება დაგინგრიათ, შენც არ შეგიძლია პატიება
-მე საკუთარი თავი არ დამიკარგავს, მე არასდროს ვღალატობ მას . შენ კი არასდროს გყვარებია , არ აფასებ, ვერ ხედავ , ვერ გრძნობ როგორი საოცარი ხარ ... მხოლოდ ეს გჭირდება სანი ,შენი თავის რწმენა . მხოლოდ გონების არა , მთელი არსების და არსებობის
-ქალღმერთო დღეისთვის საკმარისია საუბარი, გამოვიფიტე - სახეს უკოცნიდა და დარჩენილ ემოციებს , ტვინში დაგროვილ ქაოცურ ფიქრებს სამოსთან ერთად იშორებდა. მოდუნდნენ, დამშვიდნენ, დალაგდნენ ფიქრებიც , ფერებიც ერთ კონად შეიკრნენ და შემდეგ აფეთქებაც მოხდა რომელმაც ისევ მოიცვა მთელი არსება.
...............
გარეთ ომი იყო, ბიზნესმენების უსისხლო ბრძოლა. კომპანიას ძირს უთხრიდნენ, ყველაფერს ცდილობდნენ სანის გასანადგურებლად ისინი კი ერთად ეგებებოდნენ კიდევ ერთ მშვიდ დღეს. ხალიჩაზე მიწოლილები, ერთმანეთის სხეულებში ახლართულები უყურებდნენ მზის ამოსვლას . დინამ სანის მზე შეაყვარა, მისი ფერები, სურნელი და სითბო
-მე შემიძლია ყველაფერი დავტოვო და შენთან ერთად წამოვიდე დედამიწის ნებისმიერ კუთხეში . ყველასგან და ყველაფრისგან... აქაურობისგან შორს - დინა წელში გამართული იჯდა, სრულიად შიშველ სხეულზე ოთახში შემოჭრილი მზის პირველი სხივები ეცემოდა
-ხომ იცი,რომ ვერ წავალთ
-დავითს ვერ აპატიე, ისევ გეზიზღება , ყველაფერი რაც მასთანაა კავშირში სულს გიხუთავს და ეს მდგომარეობა არასდროს შეიცვლება. ის მუდამ შენი მშობლების სიყვარულის დამანგრეველი, მათი მტერი და შენი უბედურების სათავე იქნება . მართალი იყავი რომ თქვი ყველა დაგვსაჯა შენ მმართველობა გაიძულა , მათ კი ის წაართვა რასაც მთელი ცხოვრება შეჰნატროდნენ . იძიე შური , გაანადგურე მისი იმპერია- მაცდური იყო, მისი ხმაც კი ტვინის ყველა უჯრედამდე აღწევდა
-შემიძლია , მიოცნებია და მიფიქრია კიდეც ამაზე . როგორ ვყიდი ყველაფერს , ნაწილებად ვაქუცმაცებ , ვაჩუქებ, ვარიგებ ყველაფერს რაც ასე უყვარდა , რისთვისაც ამწარებდა ადამიანებს ... ვტოვებ აქაურობას, მივდივარ , სხვა ქვეყანაში ვიწყობ ჩემს კომფორტის ზონას, მაგრამ შენ ? შენ შეძლებ კიდევ ერთხელ დატოვო შენი მშობლების საფლავები? ვენახი რომლის პირველ მოსავალსაც მოუთმენლად ელი, სახლი რომელშიც შენი ბედნიერების 16 წელია გამოკეტილი ... განა მართლა შეგიძლია ხელი ჩამკიდო და ამ ქვეყანაში დატოვო ყველა’ფერი , ბნელთან ერთად ნათელიც? - მიუახლოვდა, მზერას არ აშორებდა მის კამკამა თვალებს, თითებს ინსტიქტურად ამოძრავებდა ქალის სხეულზე და ტუჩებმაც იპოვნეს მისი ტუჩები
-ავიღოთ ყველა ბედნიერი მოგონება, ყველაფერი რამაც სიმშვიდე მოგვიტანა . ნებისმიერი უბრალო ნივთი რომელსაც ჩვენი ემოციები აქვს ... მე , შურისძიება რომ ავირჩიე მაშინ დავტოვე ისინი უპატრონოდ. შევძელი დამემტკიცებინა როგორი ძლიერი ვარ, ფეხზე დავდექი , დანგრეული თავიდან ავაშენე , გავაკეთე ის რაც ცოტას შეუძლია და მაინც ჩემი ბედნიერება , სიმშვიდე და ცხოვრების დარჩენილი წლები იქ ვეღარ იარსებებენ. უბრალოდ არ შეიძლება , ან მე უნდა დავთმო საკუთარი თავი ან უნდა დავტოვო ,გამარჯვებულმა, ამაყმა და მშვიდმა , სინდისის ქენჯნის გარეშე ... შენ ის ხარ რაც მჭირდება , მხოლოდ შენ სხვა აღარაფერი გამაჩნია . შენ და მე აქ ბედნიერებას ვერ ვიპოვნით, ზედმეტად ბნელა ირგვლივ -მისი სახე ხელებში მოიქცია, ჩუმად ლაპარაკობდა, ფიქრებს დაუფარავად აჟღერებდა და უეცრად გამოჩენილი სწორი გზის დანახვით გახარებულს გული ორმაგი სიჩქარით უცემდა.
-არ მინდა ინანო ... დინა , ქალღმერთო - თავზე უსვამდა თითებს, თვალებამღვრეული იღიმოდა . ვერასდროს წარმოდგენდა საკუთარ დაფარულ ოცნებას თუ ოდესმე ხმამაღლა გააჟღერებდა სხვა ადამიანი ,მაგრამ მან შეძლო ყველა ზღვარი გადალახა, ყველა შეუძლებელი შესაძლებლად გადააქცია ...
..............
-ყველაფერი აქაა რაც მჭირდებოდა - იოსების ძველი, ახალსიცოცხლეშეძენილი მანქანით აღმოჩნდა სანის წინ . საჭესთან მჯდომს თეთრი , ფერადპეპლებიანი კაბა ეცვა , სახე უცინოდა, თვალებში მზის სხივები კონად ანათებდნენ
-ერთ ადგილას გავიაროთ მხოლოდ - მანქანაში ადგილი დაიკავა, ტუჩები დაუკოცნა და სახეზე ჩამოშლილი თმა საკუთარი ხელით შეუკრა ლამაზი სარჭით რომელიც მანამდე არ ენახა დინას. დათვალიერების საშუალება არ ჰქონდა, თორემ მიხვდებოდა რამდენად ძვირფასი იყო მასში განთავსებული ციმციმა თვლები
-ვის მიჰყიდე აქციები - ქარი თმას ურევდა, ძველისძველი მანქანით, მიჰქროდა გზაზე საუკუნის ჰიტი ჟღერდა სალონში
-მათ ვისაც დავითი ვერ იტანდა... სახლების ნაწილი ქველმოქმედებას გადავეცი . დემნას და მაგდას მათთვის სასურველი ბიზნესები დავუტოვე. რამდენიმე საათი, ორიოდე ხელმოწერა და დავითის წლების განმავლობაში სისხლითა და ბოროტებით შექმნილი იმპერია ნაწილებად დაიშალა ...
-კმაყოფილი ხარ ?
-ნელ-ნელა ვგრძნობ საოცარ მუხტს, თავისუფლების სურნელი ტრიალებს ირგვლივ. მგონია, რომ მარწუხები მოვიშორე. ანგარიშზე არსებულ მილიონებს ჩემს საოცნებო და მისთვის საძულველ საქმეებში რომ დავხარჯავ შემდეგ ფრენასაც შევძლებ - თავი უკან გადასწია, ალაგ-ალაგ ღრუბლებ შეპარულ ცას გაუღიმა და მზის სხივები დაიჭირა - შენ რა გააკეთე
-ვიცნობ ერთ კაცს , რომელშიც დიდი დოზით არის ადამიანობა . ვისაც ყველაფერზე მეტად ვაზი უყვარს ... ჩემი შრომა უკვალოდ არ გაქრება, დარწმუნებული ვარ ბევრი დალევს სებეს მარანში ღვინოს და ასე დარჩება სამუდამოდ მამას სახელი .
-სახლი ? სახლს რა ბედი ეწევა ... ისევ ისე განადგურდება?
-ოთახებში რომ დავდიოდი და ნივთებს ვაგროვებდი ერთი გოგონა გამახსენდა, ჯერ კიდევ ბავშვი თავის ობოლ და -ძმებს მარტო ზრდის
-მახსოვს , ადრე მითხარი საოცრად ცეკვავსო
-შენი ადვოკატი მეც გამოვიყენე, ორი ხელმოწერაც დათუნა პაპას ნაანდერძალი 500000 მოვიშორე , პირობით ,რომ ჩემს სახლი ხელოვნების სკოლად გადაიქცეოდა ნიჭიერი მოზარდებისთვის... დედას სულ ოცნებად ჰქონდა
-გამოდის,რომ ტოვებ, მაგრამ მარტოს არა - ქალის პროფილს უყურებდა, მის აჩქარებულ გულისცემას დისტანციიდანაც გრძნობდა და თავად სუნთქვა ეკვროდა .
-სალომე და ლევანი ? - ჩუმად თქვა და მისკენ გააპარა მზერა
-სიმართლე ვუთხარი, არ დამიმალავს რომ მივდივართ. გაუჭირდათ ამ ამბის მიღება, მაგრამ დავეხმარე გააზრებაში. ცხოვრებაში პირველად ორივემ გამიგო ... მათაც მითხრეს რაღაც , რაც აქამდე არ ვიცოდი - ჩუმად თქვა და სევდის მოზღვავება დაეტყო
-ახლა სად მივდივართ სანი?
-იქ ისაა რაც წარსულის კიდევ ერთ კარს გახსნის ... იმ მოგონებებს მაჩვენებს რომელიც მომავალში უნდა წავიღო- ძველისძველი, პატარა გასაღები ედო ხელისგულზე დინამ მანქანა რომ გააჩერა პირველი გადავიდა და მასაც გაუღო კარი . უხმოდ მიდიოდნენ, უსიტყვოდ იპოვნა სანიმ საშუალო ზომის სკივრი , აიღო და საბოლოოდ მოემზადა გასამგზავრებლად.
-კიდევ რა არის ამ მანქნაში ქალღმერთო
-ალბომები, ჩემი და ჩვენი ... ჩანაწერები- დინას ხმა ესმოდა გასაღები საკეტს რომ მოარგო და ფრთხილად გადაატრიალა. სკივრი გახსნა და დაინახა კიდეც ფოტოზე მომღიმარი მზისფერი ქალი -ჩემი მშობლები შესაძლოა ცოცხლები არიან , დინა - ჩუმად თქვა ფოტოების ქვეშ მოთავსებული წიგნი აიღო და თითები გადაატარა ოქროსფერი ასოებით ამოტვიფრულ სათაურს „მზისფერი,ლენა“
-ჩვენი გზა დიდია , მათაც გადავეყრებით ჩემო მზისფერო !
-შენ ჩემი სულის ყველაზე ნათელი ფერი გაქვს ქალღმერთო
მოგონებებით სავსე მანქანა დიდხანს მიუყვებოდა გზას , წიგნი კი პირველ მკითხველს ელოდა ...



რაიო? მარუს ისევ დაგვიბრუნდი❤
მიხარიხარ❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ჩემო მზისფერო ქალავ..
როცა ამ ლექსს ვწერდი, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ამხელა ნაწარმოები დაიწერებოდა მზისფერ ქალზე...
ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ..
ბრავო ))) ეს გულები ვერ ვისწავლე რო მივახატო და ღიმილები იყოს )))) წარმატებები შენ

 


№3  offline წევრი duchi_duchi

არ მჯერა რომ ასე მალე დაბრუნდი ბოლო ისტორიის ატვირთვის შემდეგ...წავედი წავიკითხო❤️

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

jerac shtabechdilebebis qves var mariam. arc kivici saidan unda davicyo. imdenad didi brzola iyo siketisa da borotebis. bnelisa da sinatlis. carsulisa da acymosi. da am yvelfris gerzi iyo upirobo da ragacnairad gansxvavebuli. magram ertirovnuli gqznoba. me qarishxali gamoviare. cyvdididan amovedi mzis shuqze da vixile sanis is yvela'feri. ar megona ase kidev tu rame famaocebdaa. es iyo ambavi. romelmac iseti gavlena moaxdina. meecmune kidev uamravjer mivubrundebi da vnaxav ori naxevris gamtlianebas. vnaxav, spereotipul azrovnebqs da dogmas. romelsac dromac ki veraferi daaklo. da mkvleli diana bevrad agmatebulia titeul iq mcxovreb adamianzee. arvicibra unda davcero sxvaa. miichdeba survili gadavxeeo chem faseulobebs da scorad davalago prioritetebi. me tavs damatyda siyvarulis simfoniaaaa. madloba am mzime lamazi cuteboatviaa. carmatebwbii da radgan ar giyvars qeba gagvafrtxile. mashin shen gonebas shevaqebb. sisxan icoczle da lreativebitac gaivsee. carmatebb mariamis gonebavvv. shennairi sulareulebi mogvces gmeerrma bevrii. sori gaumartavi naceristviaasa. calxelahi bavshvi michiravsss

 


№5  offline წევრი tatuli)

Ise damatenda verc gavige... kidev erti istoria romelmac ar xan sikvdilamde mimikvama xan gamacocxla da gamaperada es emociaze meti iko chemtvis piradad didi madloba kidev erti istoriistvis mariamo <3

 


№6  offline წევრი duchi_duchi

უბრალოდ შოკში ვარ სიტყვები რომ გამეფანტნენ აი ისე.სულ გეუბნები საოცრება რომ ხარ.ძალიან ბევრი ისტორია მაქვს წაკითხული ამ საიტზეც და ისედაც მაგრამ აი შენ ისტორიებს რომ ვკითხულობ მგონია,რომ მევ იქ ვარ და ყველაფერს ვხედავ ოღონდ მართლა.მხოლოდ ამ ისტორიაში კი არა ყველა შენს ისტორიაში მეც იქ ვარ მთელი სულით და გულით რომ შევიგრძნობ ყველა მომენტს და სიტყვას აი ისე.

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

ბოლო დროს სულ შუაღამეს მეღვიძება ხოლმე დღეს რატომღაც დამათენდა და ამდენი კომენტარი რომ დამხვდა სულში ყველა ბნელი ნაწილი განათდდა... ჩემთვის უზარმაზარი სტიმული ხართ იმ ემოციებით რომლითაც მავსებთ
♡♡♡¿

 


№8 სტუმარი ტაისა

მარიამ, რა გამიკეთე?!
ჯერ ჰომ გადამათენდა შუაღამისას შემოსულს, მერე ჰომ ისევ ისე ემოციიებში ვარ და ახლა ლექციაზე რომ სრული შოკით ვზივარ, სულ ამ ისტორიის ბრალია.
მაგრამ ასეთი რამ იშვიათად წამიკითხავს და ძალიან მიხარია,რომ სუუუულ ყოველთვის შენთან ვკითხულობ ხოლმე heart_eyes
ძალიან კმაყოფილი დამტოვა ამ ისტორიამ, დიიიიიდი მადლობა!

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
რაიო? მარუს ისევ დაგვიბრუნდი❤
მიხარიხარ❤

იმედია წაკითხვის შემდეგ გაგიჩნდება ემოციების გაზიარების სურვილი heart_eyes heart_eyes

ლაზარე 13
ჩემო მზისფერო ქალავ..
როცა ამ ლექსს ვწერდი, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ამხელა ნაწარმოები დაიწერებოდა მზისფერ ქალზე...
ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ..
ბრავო ))) ეს გულები ვერ ვისწავლე რო მივახატო და ღიმილები იყოს )))) წარმატებები შენ


სიამოვნებით წავიკითხავდი ლექსს
რაც შეეხება ჩემს "მზისფერს" მიხარია თუ მოგეწონათ
მადლობა
heart_eyes

მწერალი ქალი
მარიამ!!!არ ხარ შენ ნორმალური და არც აქაური ხარ...რატომ წერ,როგორ წერ ასე...თან ჩემ თავს რომ ვიჭერ უამრავ ნაცნობ ემოციაში...მზისფერი ადამიანები ისე ცოტა დარჩნენ მარიამ...არ დაგვეკარგნონ რა...დილის ოთხი საათი ახლა და...ჯანდაბა!დაბადებაა...!იმედი,რწმენა,მოლოდინი.მზე არის სამყარო...წერე რა,აუცილებლად წერე.ძალიან ჩემიანო❤️


სულ სინდისი მქენჯნის გვიან რომ ვასრულებ და მაშინვე ვტვირთავ ჩემდაუნებურად გაიძულებთ გაათენოთ
კიდევ კარგი მოგეწონათ და ფუჭად არ თვლით დაკარგულ დროს და გათენებულ ღამეს
blush relaxed
ძალიან მინდა კიდევ დიდხანს ვწერო იმედია ამას მაინც შევძლებ სხვა თუ არაფერი გამოვა
მიხარია ჩემი მკითხველი რომ ხარ
heart_eyes

Qeti qimucadze
jerac shtabechdilebebis qves var mariam. arc kivici saidan unda davicyo. imdenad didi brzola iyo siketisa da borotebis. bnelisa da sinatlis. carsulisa da acymosi. da am yvelfris gerzi iyo upirobo da ragacnairad gansxvavebuli. magram ertirovnuli gqznoba. me qarishxali gamoviare. cyvdididan amovedi mzis shuqze da vixile sanis is yvela'feri. ar megona ase kidev tu rame famaocebdaa. es iyo ambavi. romelmac iseti gavlena moaxdina. meecmune kidev uamravjer mivubrundebi da vnaxav ori naxevris gamtlianebas. vnaxav, spereotipul azrovnebqs da dogmas. romelsac dromac ki veraferi daaklo. da mkvleli diana bevrad agmatebulia titeul iq mcxovreb adamianzee. arvicibra unda davcero sxvaa. miichdeba survili gadavxeeo chem faseulobebs da scorad davalago prioritetebi. me tavs damatyda siyvarulis simfoniaaaa. madloba am mzime lamazi cuteboatviaa. carmatebwbii da radgan ar giyvars qeba gagvafrtxile. mashin shen gonebas shevaqebb. sisxan icoczle da lreativebitac gaivsee. carmatebb mariamis gonebavvv. shennairi sulareulebi mogvces gmeerrma bevrii. sori gaumartavi naceristviaasa. calxelahi bavshvi michiravsss


უღრმესი მადლობა ქეთი heart_eyes
ძალიან მიხარია ასეთ ემოციებში რომ ხარ ისტორია თუ შედგა თქვენთვის ე.ი მიზანს მიაღწია
heart_eyes heart_eyes

tatuli)
Ise damatenda verc gavige... kidev erti istoria romelmac ar xan sikvdilamde mimikvama xan gamacocxla da gamaperada es emociaze meti iko chemtvis piradad didi madloba kidev erti istoriistvis mariamo <3

წერის დროს მეც მსგავსი შეგრძნებები მქონდა იმდენად მიჭირდა ზოგჯერ ემოციებიდან გამოსვლა რომ ფიზიკურად ვერ ვწერდი ბევრს ამიტომაც გაიწელა წერის პროცესი დროში
მადლობა თქვენ heart_eyes heart_eyes

duchi_duchi
უბრალოდ შოკში ვარ სიტყვები რომ გამეფანტნენ აი ისე.სულ გეუბნები საოცრება რომ ხარ.ძალიან ბევრი ისტორია მაქვს წაკითხული ამ საიტზეც და ისედაც მაგრამ აი შენ ისტორიებს რომ ვკითხულობ მგონია,რომ მევ იქ ვარ და ყველაფერს ვხედავ ოღონდ მართლა.მხოლოდ ამ ისტორიაში კი არა ყველა შენს ისტორიაში მეც იქ ვარ მთელი სულით და გულით რომ შევიგრძნობ ყველა მომენტს და სიტყვას აი ისე.


უზომოდ ბედნიერი ვარ
ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი ისტორიაა,რომ ძალიან მინდოდა თქვენც გეგრძნოთ გმირები კარგია რომ გამოვიდა
heart_eyes heart_eyes

ტაისა
მარიამ, რა გამიკეთე?!
ჯერ ჰომ გადამათენდა შუაღამისას შემოსულს, მერე ჰომ ისევ ისე ემოციიებში ვარ და ახლა ლექციაზე რომ სრული შოკით ვზივარ, სულ ამ ისტორიის ბრალია.
მაგრამ ასეთი რამ იშვიათად წამიკითხავს და ძალიან მიხარია,რომ სუუუულ ყოველთვის შენთან ვკითხულობ ხოლმე heart_eyes
ძალიან კმაყოფილი დამტოვა ამ ისტორიამ, დიიიიიდი მადლობა!


ასე ძლიერ რომ იმოქმედა მიხარია
ვეცდები მომდევნო ისტორიაც განსხვავებული აღმოჩნდეს
მადლობა შენ heart_eyes

 


№10 სტუმარი სტუმარი სოფი ნარიმანიძე

ალბათ პირველი ისტორიაა რომელზეც სიტყვები არ მყოფნის... თქვენს ბევრ ისტორიაზე ვიძახდი ყველასგან განსხვავებულიათქო მაგრამ ვცდებოდი... ალბათ არ ვიცი საოცარი ემოციებით ავივსე ამ ისტორიის წაკითხვისას. სასწაულად კარგი იყო დინას აზროვნება, ხედვა და მისი გრძნობები სანის მიმართ, ნამდვილად სასიამოვნო იყო მოსი მზისფერის გაცნობა...
მაგრამ სანი სულ სხვა განზომილება იყო თავისი პიროვნულობით და აზრებით, ფიქრებით, გრძნობებით და ემოციებით. სანი ყველაზე რეალურად ირეალირი პირევნებაა ყველა თქვენი შემოქმედებიდან.
მე თუ მკითხავთ ყველაზე სწორი დასასრული იყო ყველაზე განსხვავებული ადამიანებისთვის... თუმცა ამასაც ვერ წარმოვიდგენდი. არ ვიცი მგონი ძალიან ბევრი ვიბოდიალე და არ ვიცი აზრს თუ გამოიტანთ მაგრამ ერთ რამეს დავამატებ. მზისფერი ლენა ყველაფრის სათავე იყო ამ ისტორიაში და ვფიქრობ რომ არა ის და რომ არა ტეტე ასეთი განსხვავებულად კარგი, საოცარი არ იქნებოდა სანი.
წარმატებებს გისურვებ❤❤

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი სოფი ნარიმანიძე
ალბათ პირველი ისტორიაა რომელზეც სიტყვები არ მყოფნის... თქვენს ბევრ ისტორიაზე ვიძახდი ყველასგან განსხვავებულიათქო მაგრამ ვცდებოდი... ალბათ არ ვიცი საოცარი ემოციებით ავივსე ამ ისტორიის წაკითხვისას. სასწაულად კარგი იყო დინას აზროვნება, ხედვა და მისი გრძნობები სანის მიმართ, ნამდვილად სასიამოვნო იყო მოსი მზისფერის გაცნობა...
მაგრამ სანი სულ სხვა განზომილება იყო თავისი პიროვნულობით და აზრებით, ფიქრებით, გრძნობებით და ემოციებით. სანი ყველაზე რეალურად ირეალირი პირევნებაა ყველა თქვენი შემოქმედებიდან.
მე თუ მკითხავთ ყველაზე სწორი დასასრული იყო ყველაზე განსხვავებული ადამიანებისთვის... თუმცა ამასაც ვერ წარმოვიდგენდი. არ ვიცი მგონი ძალიან ბევრი ვიბოდიალე და არ ვიცი აზრს თუ გამოიტანთ მაგრამ ერთ რამეს დავამატებ. მზისფერი ლენა ყველაფრის სათავე იყო ამ ისტორიაში და ვფიქრობ რომ არა ის და რომ არა ტეტე ასეთი განსხვავებულად კარგი, საოცარი არ იქნებოდა სანი.
წარმატებებს გისურვებ❤❤


ლენა და ტიტე ნამდვილად დასაწყისი იყო . რომ არა მათი განსხვავებულობა სანი სხვა'ფერი იქნებოდა
მადლობა თქვენ

 


№12  offline წევრი დარინა

ღმერთო ეს რა იყოო სრულიად ემოციებისგან დაცლილი და აღფრთოვანებისაგან გაგიჟებული ვარ, ასეთი როგორ ხარ მარიამ გამაგიჟე გადამრიეე და გადამაფსიხეეე, ყოველთვის როცა შენსა ახალ ისტორიებს ვკითხულობ ვფიქრობ აი ეს არის ჩემი ყველაზე გასაგიჟებელი ისტორიათქოო მაგრამ სულ ყოველთვის ჩემს მოლოდინებსაც კი ცდებიი, საოცარიი ადამიანი ხარ მარიამ და მე შენი ყველაფრიანად განსხვავებულად მიყვარხარ, ჩემთვის ერთერთი გამორჩეული ავტორი ხარ და მიხარია რომ არსებობ ჩვენთან ხარ და შენი კითხვის ბედნიერების უფლებას რომ გვაძლევ, მე შენ გარეშე ვერ წარმომიდგენია ეს ყველაფერიი, ეს ის ისტორიაა რომელსაც არაეთხელ კი არა მილიონჯერ მოვუბრუნდები წასაკითხად და დარწმუნებული ვარ კვლავ ისევ ისეთი ემოციები შემიპყრობს როგორიც ახლა მაქვს, გაბრუებულიი ბედნიერიი და აღფრთოვანებული ვარ ამ საოცრების წაკითხვა რომ შეგვაძლებინეე, შენ სწორედ ჩვენი მზისფერი ხარ როგორც დინა არის სანისთვის, მადლობა ამ გასაოცარი პერსონაჟების გაცოცხლებისთვის, დინა და სანი ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დაილექენ და სულ იქ მეყოლებიან. მხოლოდ ალბათ შენ შეგიძლია ორი განსხვავებული წარსულის ტკივილებით აღსავსე პერსონაჟებისაგან ასეთი საოცარი ისტორიის შექმნაა, ჩემს თვალში ეს ორიი ისე და იმხელაზე გაიზარდენ თან ამავე დროს ისეთი სიყვარული ისწავლეს რომლის არსებობაც კი ამ მჯერა, მაგრამ ამათმა დამარწმუნეს და გამაბედნიერეს. სწორედ ის ისტორიაა ბევრი რამის დანახვა გააზრება და სწავლა შეგვიძლია. ძალიან ამაყი ვარ რომ სანო და დინა მოგვიყვანეე გაგვაცანიი აღვაფრთოვანეე და შეგვაყვარეე, ეს ერთეულებს შეუძლიათ და ეს შენ ხარ, ჩემს სულამდე მოვიდა მათი ტკივილიი და ბედნიერებაა, მინდა რომ სულ გყავდეს მუზებიი და ასეთი საოცრებები გვიქმნაა, ჩვენი ოქროს ხელება მარიამი ხარ ❤️❤️❤️❤️

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
ღმერთო ეს რა იყოო სრულიად ემოციებისგან დაცლილი და აღფრთოვანებისაგან გაგიჟებული ვარ, ასეთი როგორ ხარ მარიამ გამაგიჟე გადამრიეე და გადამაფსიხეეე, ყოველთვის როცა შენსა ახალ ისტორიებს ვკითხულობ ვფიქრობ აი ეს არის ჩემი ყველაზე გასაგიჟებელი ისტორიათქოო მაგრამ სულ ყოველთვის ჩემს მოლოდინებსაც კი ცდებიი, საოცარიი ადამიანი ხარ მარიამ და მე შენი ყველაფრიანად განსხვავებულად მიყვარხარ, ჩემთვის ერთერთი გამორჩეული ავტორი ხარ და მიხარია რომ არსებობ ჩვენთან ხარ და შენი კითხვის ბედნიერების უფლებას რომ გვაძლევ, მე შენ გარეშე ვერ წარმომიდგენია ეს ყველაფერიი, ეს ის ისტორიაა რომელსაც არაეთხელ კი არა მილიონჯერ მოვუბრუნდები წასაკითხად და დარწმუნებული ვარ კვლავ ისევ ისეთი ემოციები შემიპყრობს როგორიც ახლა მაქვს, გაბრუებულიი ბედნიერიი და აღფრთოვანებული ვარ ამ საოცრების წაკითხვა რომ შეგვაძლებინეე, შენ სწორედ ჩვენი მზისფერი ხარ როგორც დინა არის სანისთვის, მადლობა ამ გასაოცარი პერსონაჟების გაცოცხლებისთვის, დინა და სანი ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დაილექენ და სულ იქ მეყოლებიან. მხოლოდ ალბათ შენ შეგიძლია ორი განსხვავებული წარსულის ტკივილებით აღსავსე პერსონაჟებისაგან ასეთი საოცარი ისტორიის შექმნაა, ჩემს თვალში ეს ორიი ისე და იმხელაზე გაიზარდენ თან ამავე დროს ისეთი სიყვარული ისწავლეს რომლის არსებობაც კი ამ მჯერა, მაგრამ ამათმა დამარწმუნეს და გამაბედნიერეს. სწორედ ის ისტორიაა ბევრი რამის დანახვა გააზრება და სწავლა შეგვიძლია. ძალიან ამაყი ვარ რომ სანო და დინა მოგვიყვანეე გაგვაცანიი აღვაფრთოვანეე და შეგვაყვარეე, ეს ერთეულებს შეუძლიათ და ეს შენ ხარ, ჩემს სულამდე მოვიდა მათი ტკივილიი და ბედნიერებაა, მინდა რომ სულ გყავდეს მუზებიი და ასეთი საოცრებები გვიქმნაა, ჩვენი ოქროს ხელება მარიამი ხარ ❤️❤️❤️❤️

მადლობა დარინა
შენ უფრო ბობოქარი ისტორიები გიყვარს და კარგია ესეც რომ მოგეწონა
♡♡♡♡

 


№14 სტუმარი ana

აუ ვრრც კი წარმოიდგენ როგორი ემოცია დამიტოვა ამ ისტორიამ და რამხელა შთაბეჭდილება დატოვა ჩემში. საოცრება იყო, სასწაული. ზუსტად ჩემ განწყობას და ცხოვრების პერიოდს შეეფერევა ეს ისტორია. ემოციების გამოხატვაც მიყვარს იმდენად ემოციური იყო. საუკეთესო ხარ მართლა და სულ ახერხებ ჩემს გაოცებას!❤️❤️❤️

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

ana
აუ ვრრც კი წარმოიდგენ როგორი ემოცია დამიტოვა ამ ისტორიამ და რამხელა შთაბეჭდილება დატოვა ჩემში. საოცრება იყო, სასწაული. ზუსტად ჩემ განწყობას და ცხოვრების პერიოდს შეეფერევა ეს ისტორია. ემოციების გამოხატვაც მიყვარს იმდენად ემოციური იყო. საუკეთესო ხარ მართლა და სულ ახერხებ ჩემს გაოცებას!❤️❤️❤️


საუკეთესო ნამდვილად არ ვარ
რაც შეეხება ისტორიას კარგია ასე რომ იმოქმედა და სასიამოვნოდ გაატარეთ დრო კითხვისას
მადლობა
heart_eyes kissing_heart

 


№16 სტუმარი სტუმარი მარინა

არაჩვეულებრივად წერ არაჩვეულებრივო გოგო შენს ყველა ისტორიაზე ვგიჟდები და უამრავლჯერ მაქ წაკითხული მადლობა ამ ზღვა ემოციისთვის რასაც შენი თითოეული ისტორიისგან ვიღებ ❤️❤️❤️❤️ სიამოვნებით გაგიცნობდი????????????

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მარინა
არაჩვეულებრივად წერ არაჩვეულებრივო გოგო შენს ყველა ისტორიაზე ვგიჟდები და უამრავლჯერ მაქ წაკითხული მადლობა ამ ზღვა ემოციისთვის რასაც შენი თითოეული ისტორიისგან ვიღებ ❤️❤️❤️❤️ სიამოვნებით გაგიცნობდი????????????

საინტერესო პირადად ჩემს პიროვნებაში არაფერია
ისტორიებს რაც შეეხება ბედნიერი და უზომოდ კმაყოფილი ვარ რომ მოგწონთ
ემოციები ნმავდილად პრიორიტეტულია ჩემთვის
heart_eyes

 


№18  offline წევრი crete20

ვაიმეეეეეეეე ეს რაიყოოოოო??❤❤❤❤❤ საოცრება!!!რატომღაც ასეთ დასასრულს ველოდი! ვიცი რომ გამოგონილო ისტორიაა მაგრამ სანის მამის მესმის, იცოდა დათო რომ არ მოასვენებდათ და საყვარელი ქალი წაიყვანა. ორ "ავადნყობს "ვერ მოუვლიდა მალვაში მყოფო და იცოდა რომ სანის ლევანი გაზრდიდა. რომ დარჩენილიყო და სანი გაეზარდა მაშინ ლენაზე უნდა ეთქვა უარი!! კიდე წავიკითხავ ამ ისტორიაა აუცილებლად, ნუ შენი ისტორიები ორჯერ სამჯერ მაინც მაქვს წაკითხული.

 


№19 სტუმარი სტუმარი დიანა

ეს ადამიანი როგორ არის სრულ ჭკუაზე მიკვირს... მართლა ოღონდ... ამ ყველაფერს ზომ გრძნობ როცა წერ?! და რასაც არ ვერ წერ,რომელიც სიტყვებით არ გადმოიცემა და გრძნობ... როგორ უძლებ ამდენს,ამ გრძნობებს მართლა მაინტერესებს?! იმიტომ რომ რაც ეს წავიკითხე,რაც ოქროსფერი განთიადი წავიკითხე,სულ ამომატრიალა სულიერად,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქო ახლა დავინახე სამყარო,ეხლა გავახილე თვალი,ჯერ არ განცდილი გრძნობები განვიცადე,გამოვიარე ტკივილი,სიხარული,რომლებიც არ გამომივლია... იმდენად მამსუბუქებს და იმხელა იმედს მაძლევს შენი ისტორიები,ისე მიდგას მხარდამხარ... კიდწვ ვერ ვამბობ,ვერ გადმოვცემ... შენ როგორ უძლებ ადამიანო ამდენს?!

 


№20 სტუმარი kati

Suntqvisshemkvreli istoriaa.

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

crete20
ვაიმეეეეეეეე ეს რაიყოოოოო??❤❤❤❤❤ საოცრება!!!რატომღაც ასეთ დასასრულს ველოდი! ვიცი რომ გამოგონილო ისტორიაა მაგრამ სანის მამის მესმის, იცოდა დათო რომ არ მოასვენებდათ და საყვარელი ქალი წაიყვანა. ორ "ავადნყობს "ვერ მოუვლიდა მალვაში მყოფო და იცოდა რომ სანის ლევანი გაზრდიდა. რომ დარჩენილიყო და სანი გაეზარდა მაშინ ლენაზე უნდა ეთქვა უარი!! კიდე წავიკითხავ ამ ისტორიაა აუცილებლად, ნუ შენი ისტორიები ორჯერ სამჯერ მაინც მაქვს წაკითხული.


სანი რატომ დატოვეს ეს არავინ იცის და იმ წიგნში იქნება ალბათ პასუხი რომელიც სანის დაუტოვეს. იქნებ უბრალოდ ერთმანეთი სჭირდებოდათ და მორჩა
მეორედ წაკითხის სურვილიც თუ გაგიჩნდებათ მიხარია
heart_eyes

სტუმარი დიანა
ეს ადამიანი როგორ არის სრულ ჭკუაზე მიკვირს... მართლა ოღონდ... ამ ყველაფერს ზომ გრძნობ როცა წერ?! და რასაც არ ვერ წერ,რომელიც სიტყვებით არ გადმოიცემა და გრძნობ... როგორ უძლებ ამდენს,ამ გრძნობებს მართლა მაინტერესებს?! იმიტომ რომ რაც ეს წავიკითხე,რაც ოქროსფერი განთიადი წავიკითხე,სულ ამომატრიალა სულიერად,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქო ახლა დავინახე სამყარო,ეხლა გავახილე თვალი,ჯერ არ განცდილი გრძნობები განვიცადე,გამოვიარე ტკივილი,სიხარული,რომლებიც არ გამომივლია... იმდენად მამსუბუქებს და იმხელა იმედს მაძლევს შენი ისტორიები,ისე მიდგას მხარდამხარ... კიდწვ ვერ ვამბობ,ვერ გადმოვცემ... შენ როგორ უძლებ ადამიანო ამდენს?!

ალბათ სხვას უფრო მეტს ვუძლებ და ეს მოგონილი ადამიანებსი ემოციები უფრო მსუბუქია
მადლობა ემოციების გაზიარებისთვის
მიხარია რომ მოგწონთ
ოქროსფერი განთიადი ჩემი არ არის ...

kati
Suntqvisshemkvreli istoriaa.

უღრმესი მადლობა
heart_eyes heart_eyes

 


№22 სტუმარი ucnobi

ასეთი საოცრება დიდი ხანია რაც არ წამიკითხავს! ყოჩაღ მარიამ! ძალიან ნიჭიერი ხარ! ❤️ ❤️ ❤️ წარმატებები! ❤️ ❤️ ❤️

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

ucnobi
ასეთი საოცრება დიდი ხანია რაც არ წამიკითხავს! ყოჩაღ მარიამ! ძალიან ნიჭიერი ხარ! ❤️ ❤️ ❤️ წარმატებები! ❤️ ❤️ ❤️

მადლობა ♡♡
მიხარია ასე რომ მოგეწონათ

 


№24 სტუმარი სტუმარი დიანა

ხო,ბოდიში დამავიწყდა მიმეწერა რომ ვიცოდი შენი არ იყო... უბრალოდ ის ისტორია და ეს აი რაღაც სასწაული არის,გასცდა ყველანაირ ნორმას,ზღვარს... მოკლედ სასწაული ხარ... :*

 


№25  offline წევრი utsnobi

ემოციური აფეთქებაა ეს ისტორია, იმდენად მაგრადაა გადმოცემული ყველა გრძნობა რომ სიტყვებით შეუძლებელია აღწერო, ზოგადად ძალიან მაგრად რომ წერ ეს სიახლე არ არის, მაგრამ ამ ისტორიამ მოლოდინს გადააჭარბა, მოკლედ ძალიან მაგარი ხარ

 


№26  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი დიანა
ხო,ბოდიში დამავიწყდა მიმეწერა რომ ვიცოდი შენი არ იყო... უბრალოდ ის ისტორია და ეს აი რაღაც სასწაული არის,გასცდა ყველანაირ ნორმას,ზღვარს... მოკლედ სასწაული ხარ... :*

flushed გასაგებია
მადლობა კიდევ ერთხელ
heart_eyes

utsnobi
ემოციური აფეთქებაა ეს ისტორია, იმდენად მაგრადაა გადმოცემული ყველა გრძნობა რომ სიტყვებით შეუძლებელია აღწერო, ზოგადად ძალიან მაგრად რომ წერ ეს სიახლე არ არის, მაგრამ ამ ისტორიამ მოლოდინს გადააჭარბა, მოკლედ ძალიან მაგარი ხარ


ეს ისტორია ჩემთვის ბევრს ნიშნავს და ორმაგად მიხარია ასე რომ მოგეწონათ
მადლობა
heart_eyes heart_eyes

 


№27  offline წევრი TamoTi

ყოველ ახალ შექმნილ საოცრებაზე ვრწმუნდები რომ ამოუწურავი და უამრავი ემოციით სავსე ხარ❤️❤️ისე საოცრად აღწერ და გადმოსცემ ყველა ემოციას,ყველა გრძნობას რომ სიტყვები მელევა მთელი ჩემი აღფრთოვანების გადმოსაცემად❤️❤️მადლობა კიდევ ერთხელ რომ სრულყოფილების რამდენიმე საათი მაჩუქე❤️❤️ერთ ერთი დაუვიწყარი ისტორიაა ნამდვილად❤️❤️

 


№28  offline წევრი Ele Ni

შენი ისტორიები საოცრად მომწონს და რამდენჯერმეც მაქვს გადაკითხული, მაგრამ სა ისტორია არის შოკი, სასწაული აი სიტყვები არ მყოფნის გადმოვცე ის რაც წაკითხვისას ვიგრძენი ❤ მალე დგვიბრუნდი შენი ახალი ისტორიებით ❤

 


№29  offline წევრი რუსკიმარუსია

წაკითხვის შემდეგ ემოციებს ვიაზრებდი❤ მითხარი როგორ შეგიძლია მკითხველს ამხელა დოზით აგრძნობინო შენი გმირების უმნიშვნელო ტკივილიც და ყველაზე დიდი ბედნიერებაც? სიცილ-ტირილში წავიკითხე მთელი ამბავი. ერთ მომენტში სულელივით ვიღიმოდი, მეორე მომენტში ვბრაზობდი და ცრემლებიც კი მომადგა. განსაკუთრებით მძიმე იყო სასაფლაოს სცენა და 10 წლიანი განშორების შემდეგ შეხვედრა :( მაგ დროს ტრანსპორტში ვიყავი, ემოციების შეკავება მომიწია, შეკავებულმა ემოციებმა თავი ამატკიეს და ცოტახნით ისტორიის ჩახურვა მომიწია :( ახლაც საოცარ ემოციებში ვარ. ორი რთული ადამიანი ასე უგებდეს ერთმანეთ ჯერ არ გამიგია :), რაც ქალღმერთი დინას დამსახურებაა❤ თუმცა სანი ხომ დინაა და დინა სანია.
" შენ მე ხარ, მე შენ ვარ" ყველაფერი მარტივია ❤
იცი რა მიხარია? ამდენი ტანჯვის და ტკივილის შემდეგ დინამ ადამიანურობა რომ შეინარჩუნა. ყველაფრის მიუხედავად მასში კიდევ იყო დარჩენილი 16 წლის დინა, რომელსაც უსიტყვო და ყველაფრის მომცველი, გიჟური სიყვარულის სჯეროდა. თვითონაც არ დასჭირვებია სიტყვები, უბრალოდ იმოქმედა ❤
სანი, ჩვენი მზისფერი ბიჭი, როგორი ჯიუტი, სითავხედემდე სიმპატიური და საყვარელია ❤ ხომ მაინც მოატეხეს რქები, ხომ დაუმსხვიერს ბორკილები, ხომ მაინც შეაბეს ფრთები და ეზოში გამოკეტილ გაზაფხულთან ერთად თავისუფლება აჩუქეს❤ სანი ყველა შენს გმირს შორის ყველაზე უცნაური, უცნაურად ადამიანური და რეალური იყო, ყველა თავისი პრობლემითა და კომპლექსით. ასეთ ეგოისტ და უნდო ადამიანს თურმე რა ძლიერი სიყვარული შეძლებია❤
ამ ორის სიყვარულის ისტორია რაღაცით გავს დინას მშობლების სიყვარულის ამბავს. ისინიც ხომ უთქმელად, სიტყვებით და ქმედებებით უხსნიდნენ ერთმანეთს სიყვარულს❤ სანი ისედაც მზისფერია, დინას თვალებში "კონებად შეკრული მზის სხივები" არასოდეს ჩაქრება და ისიც მზისფერი გახდება. დინას ხომ მზე უყვარს❤
"მზისფერი ლენას" და ტიტეს გიჟური სიყვარული რომ არა არც მზისფერი სანი იქნებოდა❤ ტიტესი მესმის რაღაცნაირად, ორივეს ვერ მიხედავდა და ლენასთან ერთად გაიქცა, სანი კი საიმედო ხელში დატოვა. იმედია ცხოვრების დიდ გზაზე სანის და თავისი მშობლების გზები გადაიკვეთება და❤

სახვების არ ვიცი და მე უსაზღვრო კმაყოფილება ვიგრძენი როცა სანიმ დავითის კომპანია გაყიდა და ქონებაც გააჩუქ. თითქოს სანისთან ერთად ჩემმა სულმაც ფრთები შეისხა❤

ასე უსაზღვროდ და უპირობოდ უყვართ გიჟებს, მზისფერ და ქალღმერთის სადარ გიჟებს❤

მარიამო, წერე და არასდროს გაჩერდე. შენში არსებული ყველა სახის ემოციით სასწაულების შექმნა შეგიძლია❤ მიეცი თავისუფლება ემოციებს და თითებს :) ❤ რადგან შენი ყველა ისტორია ერთმანეთზე უკეთესი და ემოციების სრული ბუკეტია❤

მიხარიხარ, მარიამო❤ მე აქ ვარ და მოუთმენლად დაველოდები შენ შემდეგ ისტორიას❤
შემდეგამდე, მარიამო❤

 


№30  offline მოდერი sameone crazy girl

Tamuna Gogaladze
ყოველ ახალ შექმნილ საოცრებაზე ვრწმუნდები რომ ამოუწურავი და უამრავი ემოციით სავსე ხარ❤️❤️ისე საოცრად აღწერ და გადმოსცემ ყველა ემოციას,ყველა გრძნობას რომ სიტყვები მელევა მთელი ჩემი აღფრთოვანების გადმოსაცემად❤️❤️მადლობა კიდევ ერთხელ რომ სრულყოფილების რამდენიმე საათი მაჩუქე❤️❤️ერთ ერთი დაუვიწყარი ისტორიაა ნამდვილად❤️❤️

უღრმესი მადლობა
აღარ ვიცი რა ვთქვა
არ ველოდი ამდენ ასეთ შეფასებას
♡♡♡

Ele Ni
შენი ისტორიები საოცრად მომწონს და რამდენჯერმეც მაქვს გადაკითხული, მაგრამ სა ისტორია არის შოკი, სასწაული აი სიტყვები არ მყოფნის გადმოვცე ის რაც წაკითხვისას ვიგრძენი ❤ მალე დგვიბრუნდი შენი ახალი ისტორიებით ❤

მადლობა
ვეცდები მალე დავბრუნდე მაგრამ ვფიქრობ ერთი თვე მაინც დამჭირდება ახალი ისტორიის დასაწერად
♡♡♡♡¡

რუსკიმარუსია
წაკითხვის შემდეგ ემოციებს ვიაზრებდი❤ მითხარი როგორ შეგიძლია მკითხველს ამხელა დოზით აგრძნობინო შენი გმირების უმნიშვნელო ტკივილიც და ყველაზე დიდი ბედნიერებაც? სიცილ-ტირილში წავიკითხე მთელი ამბავი. ერთ მომენტში სულელივით ვიღიმოდი, მეორე მომენტში ვბრაზობდი და ცრემლებიც კი მომადგა. განსაკუთრებით მძიმე იყო სასაფლაოს სცენა და 10 წლიანი განშორების შემდეგ შეხვედრა :( მაგ დროს ტრანსპორტში ვიყავი, ემოციების შეკავება მომიწია, შეკავებულმა ემოციებმა თავი ამატკიეს და ცოტახნით ისტორიის ჩახურვა მომიწია :( ახლაც საოცარ ემოციებში ვარ. ორი რთული ადამიანი ასე უგებდეს ერთმანეთ ჯერ არ გამიგია :), რაც ქალღმერთი დინას დამსახურებაა❤ თუმცა სანი ხომ დინაა და დინა სანია.
" შენ მე ხარ, მე შენ ვარ" ყველაფერი მარტივია ❤
იცი რა მიხარია? ამდენი ტანჯვის და ტკივილის შემდეგ დინამ ადამიანურობა რომ შეინარჩუნა. ყველაფრის მიუხედავად მასში კიდევ იყო დარჩენილი 16 წლის დინა, რომელსაც უსიტყვო და ყველაფრის მომცველი, გიჟური სიყვარულის სჯეროდა. თვითონაც არ დასჭირვებია სიტყვები, უბრალოდ იმოქმედა ❤
სანი, ჩვენი მზისფერი ბიჭი, როგორი ჯიუტი, სითავხედემდე სიმპატიური და საყვარელია ❤ ხომ მაინც მოატეხეს რქები, ხომ დაუმსხვიერს ბორკილები, ხომ მაინც შეაბეს ფრთები და ეზოში გამოკეტილ გაზაფხულთან ერთად თავისუფლება აჩუქეს❤ სანი ყველა შენს გმირს შორის ყველაზე უცნაური, უცნაურად ადამიანური და რეალური იყო, ყველა თავისი პრობლემითა და კომპლექსით. ასეთ ეგოისტ და უნდო ადამიანს თურმე რა ძლიერი სიყვარული შეძლებია❤
ამ ორის სიყვარულის ისტორია რაღაცით გავს დინას მშობლების სიყვარულის ამბავს. ისინიც ხომ უთქმელად, სიტყვებით და ქმედებებით უხსნიდნენ ერთმანეთს სიყვარულს❤ სანი ისედაც მზისფერია, დინას თვალებში "კონებად შეკრული მზის სხივები" არასოდეს ჩაქრება და ისიც მზისფერი გახდება. დინას ხომ მზე უყვარს❤
"მზისფერი ლენას" და ტიტეს გიჟური სიყვარული რომ არა არც მზისფერი სანი იქნებოდა❤ ტიტესი მესმის რაღაცნაირად, ორივეს ვერ მიხედავდა და ლენასთან ერთად გაიქცა, სანი კი საიმედო ხელში დატოვა. იმედია ცხოვრების დიდ გზაზე სანის და თავისი მშობლების გზები გადაიკვეთება და❤

სახვების არ ვიცი და მე უსაზღვრო კმაყოფილება ვიგრძენი როცა სანიმ დავითის კომპანია გაყიდა და ქონებაც გააჩუქ. თითქოს სანისთან ერთად ჩემმა სულმაც ფრთები შეისხა❤

ასე უსაზღვროდ და უპირობოდ უყვართ გიჟებს, მზისფერ და ქალღმერთის სადარ გიჟებს❤

მარიამო, წერე და არასდროს გაჩერდე. შენში არსებული ყველა სახის ემოციით სასწაულების შექმნა შეგიძლია❤ მიეცი თავისუფლება ემოციებს და თითებს :) ❤ რადგან შენი ყველა ისტორია ერთმანეთზე უკეთესი და ემოციების სრული ბუკეტია❤

მიხარიხარ, მარიამო❤ მე აქ ვარ და მოუთმენლად დაველოდები შენ შემდეგ ისტორიას❤
შემდეგამდე, მარიამო❤

ხომ იცი სულ როგორ მიხარიხარ
რომ გამოჩნდები მერე რაღაცნაირ მოლოდინში ვარ როდის გამიზიარებ ემოციებს
არც კი ვიცი სხვა რა გითხრა ზუსტად ისეა როგორც დაწერე და ჩემი ემოციებიც მთელი 8 თვე ძლივს გავანაწილე ამ ისტორიაზე ყველაზე რთულ დროს მეწერინებოდა და გამოვიდა ის რაც გამოვიდა
♡♡♡♡♡♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent