შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა გიყვარს, ცა სულ სხვა ფერია ( ნაწილი 6)


5-11-2020, 19:20
ავტორი სესილია
ნანახია 1 864

***
ოფისი ცარიელი იყო. მაგიდებს, შორის ფრთხილად დააბიჯებდა, თითქოს უკანასკნელად ეხებოდა და სათუთად ინახავდა ყველა შეხებას. კაბინეტის წინ იდგა, შესვლა ვერ გაბედა. როგორი ირონიულია ეს ცხოვრება, სამსახურიდან თვითონ აპირებდა წასვლას და ის, წავიდა... მის ადგილას კი ისეთი მოვიდა, რომ შეიძლება საბოლოოდ შეიცვალოს ყველაფერი.
- კესანე, როგორ მიხარია შენი დანახვა. - მოესმა ნაცნობი ხმა.
- ბატონო გურამ, გამარჯობა. - ნაძალადევად გაიღიმა.
- კარგი რა კესანე, ასე ოფიციალურად რატომ? ძველი ნაცნობები ვართ, უცხოები არ ვართ, შეგიძლია გურამი დამიძახო ანუ თუნდაც გური, ხომ იცი ახლობლები ასე მეძახიან.
- გურამი მირჩევნია. - მოკლედ უპასუხა კესანემ და მაგიდისკენ შებრუნდა.
- ყავა, ხომ არ დაგველია?
- მადლობა, მე არ მინდა, უკვე დავლიე. - სავარძლეში გასწორდა კესანე.
- ვერ ვიჯერებ, ასეთი სტუმარ-მასპინძლობა იცით იმერლებმა?
- პირველ რიგში სტუმარი არ ხართ, უფროსი ხართ და აქ უკვე მეორედ ასრულებთ უფროსის მოვალეობას, შესაბამისად თავს უცხოდ არ უნდა გრძნობდეთ, ამიტომ ყავის აპარატი და სამზარეულო ისევ იმ მხარესაა, შეგიძლიათ მიირთვათ, მე საქმეები მაქვს, უკაცრავად. - ბიჭს უსაზღვრო გაოცება დაეტყო, სახეზე გაფითრდა კიდეც, მაგრამ ღიმილი არ ცილდებოდა სახიდან.
- გასაგებია, კარგი კაბინეტში ვიქნები.
- კარგით. - თავი არ აუწევია კესანეს.


***
- შემთხვევით არაფერი ხდება, მგონია, რომ ეს ყველაფერი კარგი რაღაცეების საწყისია, - ჩაი მოსვა მართამ.
- ასე რატომ გგონია? რატომ თვლი, რომ გურამის ჩამოსვლა და ლექსოს გამგზავრება შემთხვევით არ მომხდარა?
- რავი, ასე მგონია, ასე მჯერა, უბრალოდ არაფერი ხდება, რაღაც მიზეზები გარკვეულ კავშირებს იწვევენ, ხანდახან რამე ან ვინმე უნდა დავკარგოთ, რომ ახალი ეტაპი დაიწყოს ჩვენს ცხოვრებაში.
- დღეს ძალიან ფილოსოფიის ხასიათზე ხარ, დაო?! - ირონიულად ჩაეღიმა სარას, - ისე, მეც გეთანხმები, რომ ამ ქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება, მგონი ახალი სიყვარულის სურნელი მცემს.
- გთხოვთ, თქვენ მაინც დამინდეთ ! - შუბლი მოისრისა კესანემ, - ისედაც არეული ვარ, თავში მგონია, რომ დიდი ქაოსი მაქვს. გურამი ძალიან მაფორიაქებს, რაც ჩამოვიდა დღე არ გავა, რამე სიურპრიზი არ მომიწყოს, ხან ყავით მხვდება, ხან შოკოლადებით, ხან ლანჩზე ისე აღმოვჩნდები მასთან ერთად, რომ გააზრებასაც ვერ ვასწრებ... არ ვიცი, სადღაც შუაში ვარ გაჭედილი...
- გზაჯვარედინზე ხომ არა?
- გზაჯვარედინზე, რომ ვიყო უფრო მარტივი იქნება, რადგან ამ დროს უფრო ნათელია გზები და არჩევანი, ახლა კი გაურკვეველ, ბურუსით მოცულ გზებზე ვარ და სწორი გზის პოვნას ვცდილობ! - ამოიხვნეშა კესანემ.
- ვაა, რა ბიჭები მოსულან, - წამოდგა მართა და ქმარს ხელი დაუქნია.
- გოგონებო, როგორ ხართ? - იღიმოდა გაბრიელი, მის უკან კი მურადი და გურამი იდგნენ.
- გურამ? - შეშფოთება დაეტყო კესანეს.
- მოგესალმებით, სასიამოვნოა თქვენი ისევ ხილვა, - ხელზე ეამბორა მართას და სარას.
- როგორი ჯელტმენი ხართ! - თვალები ააფახულა მართამ, - არ დასხდებით?
- კი , აქ მაგიტომ ვართ, რომ გვერდი დაგიმშვენოთ, - გაიღიმა გურამმა.
- მურად, - სარამ მოქაჩა მურკა, - აქ ეს ტიპი როგორ აღმოჩნდა, თან შენთან ერთად?
- მეც დღეს გავიცანი და გაბრიელს წამოვყევით.
- აჰა გასაგებია, შეგიძლია დაჯდე. - ხელით ანიშნა დაბნეულ ბიჭს.
- სარა, როგორ ხარ?
- გმადლობ, გურამ და თქვენ?
- მეც კარგად, თუმცა ასე ოფიციალური მიმართვები არ არის საჭირო, გური დამიძახე.
- ეს არ უნდა გექნა, ძმაო! - ჩუმად ჩაილაპარაკა მურკამ და თავი ჩახარა.
- ოო, სახელი არ მოგწონს? გურამი გურამია, გური კიდე გური. გურამი ხარ და მორჩა ! - იაზოდ გაუღიმა და წვენი მოსვა სარამ.
- კარგი, როგორც გირჩევნია.
- გურამ, აბა როგორ მოგწონს ისევ ქუთაის, რომ დაუბრუნდი?
- მე, ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს ახლა მაინც მივაღწევ ჩემს მიზანს, - თქვა ეს და კესანეს ფარულად გახედა.
- და რა მიზანი გაქვს?
- სიყვარული უნდა ვიპოვო.
- რას მელაპარაკები? - სავარძელში გასწორდა სარა, - და შემთხვევით ჩვენ ხომ არ ვიცნობთ იმ გოგოს? - მზერა გაუსწორა ბიჭს.
- კი, მაგრამ ჯერ არ ვიტყვი.
- კარგი, მაგრამ გახსოვდეს, ჩემს ნაცობებში გულის მოგება ცოტა ჭირს.
- ამაში დავეთანხმები სარას, - ჩაახველა მურადმა, - ჩემი მაგალითიც საკმარისია.
- როგორ დამეტანჯა ბიჭი, - გადაიკისკისა სარამ, მურადის მოწყენილ სახეზე, - ხო ლიზა, - უპასუხა მობილურს, - რა თქვი? რა დაემართა? სად ხართ? ახლავე მოვდივარ, - წამოხტა სარა.
- რა მოხდა?
- მამიკო, მამიკოა საავადმყოფოში, - თქვა ეს და სწრაფად გაიქცა. - არა, არ გაქვს უფლება ახლა დამტოვო, - მანქანა სწრაფად მიჰყავდა სარას, გრძნობდა როგორ ეწვოდა მთელი სხეული, ფეხებში და ხელებში კი ძალა ეცლებოდა, - არა, კარგად უნდა იყო მამა, არ შეიძლება, არ გამოვა, გესმის ჩემი?
მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა და საავადმყოფოს მისაღებისკენ გაიქცა, გზა უსაშველოდ გრძელი მოეჩვენა, გრძნობდა როგორ იწვოდა.
- ლიზა. - განწირული ხმა ამოხდა.
- მოხვედი?
- როგორ არის? - გულამოვარდნილი მივარდა.
- გამოკვლევებს უტარებენ, ეტყობა წნევამ აუწია და ამიტომ დაკარგა გონება.
- ოხ, რაა. - იქვე სკამზე ღონეგამოცლილი ჩამოჯდა სარა.
- როგორ ხართ? - მოირბინეს მეგობრებმაც.
- თქვენ საიდან გაიგეთ? - იკითხა გეგამ.
- სარასთან ერთად ვიყავით და გამოვყევით.
- ეთო და მარიკა ზემოთ არიან, გამოკვლევებს უტარებენ და პასუხები სადღაც ორ საათში იქნება.
- მაშინ დავიცდით. - გრძელ სკამზე ჩამოჯდა გაბრიელი. გურამი კი წ....ბის მოსატანდ გავიდა.
- რა სასიძო მყავს, - მხარზე ხელი მოხვია გეგამ მურადს.
- გეგა, ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდის? - წარბები შეკრა სარამ.
- რატომ?
- ახლა აქ მაგ საკითხის განხილვის დროა?
- აბა ორი საათი რა უნდა ვაკეთოთ? მამა უკეთაა, გამოკვლევევბს ჩაუტარებენ ყოველი შემთხვევისათვის. ამიტომ ცოტა პოზიტიურად, დაო. - თვალი ჩაუკრა.
- ვერ არის ეს. - ხელი აიქნია სარამ.
- ისე რას უწუნებ? - იკითხა ლიზამ.
- მართლა გაინტერესებთ? - გაოცება დაეტყო სარას.
- კი, თან ყველას. - ერთმანეთს გადახედეს.
- სიგარეტს ეწევა, - გაშლილ ხელზე თითების მოკეცვა დაიწყო, - არათლეტურია, ანუ ღიპუცაა, წვერიც არ მომწონს, რომ სვამს ესეც არ მომწონს, ცოტა ბუზღუნაა.
- საკმარისია, - ხელი ასწია მურადმა, - ყველა მინუს ნუ ჩამოთვლი.
- კარგი. - წამოდგა სარა და საავადმყოფოს უკანა მხარეს მიმავალ გზას დაადგა.
საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში ყველაზე საშინელი გრძნობაა, რომელიც განგრევს და განადგურებს. როდესაც მას ცოცხალს და ჯანმრთელს ხედავ, შიში უფრო გიორმაგდება, შიში იმ ფაქტის, რომ შეიძლება ეს ადამიანი ახლა შენს წინაშე არ მდგარიყო, არ გეგრძნო მისი სურნელი და ჩახუტება. როცა საკითხი შენს მშობელს ეხება, ეს გრძნობები უფრო მძაფრია და შინაგანად გწვავს, მერე ხვდები, რომ მოვა დღე როდესაც მას მართლა ვერ ჩაეხუტები და ვერ იგრძნობ მის სურნელს... ეს კი უსუსურს და უიმედოს გხდის... თუმცა დრო ჩვენს სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ და საყვარელ ადამიანებთან ბევრი დრო გავატაროთ, დავაგროვოთ ბევრი ტკბილი მოგონება, რომ შევძლოთ გულის ტკივილი სასიამოვნო ამბებით დავიამოთ ხოლმე.
- ტირი?
- შენ? - ქვემოდან ახედა სარამ მურკას.
- არ მელოდი?
- არა.
- მივხვდი აქ რატომაც წამოხვედი, ვიცოდი როგორ იწვოდი... და აქ დაიმალე შენს გრძნობებთან ერთად.
- ასე როდის გამიცანი?
- პირველად, რომ დაგინახე მაშინ.
- ტყუი. - გაეღიმა სარას.
- ხო, კარგი, მაგრამ მიხარია შენი გაღიმება, რომ შევძელი.
- შიში ძალიან რთულია, თან ეს პირველად გამოვცადე... არასოდეს მიფიქრია, რომ შეიძლება ერთ დღეს მშობლებმა მართლა დაგვტოვონ... ეს საშინლად უსუსურს მხდის... - ცრემლები მოიწმინდა სარამ.
- გთხოვ, ნუ ტირი. - ცრემლები მოწმინდა მურადმა, - ვერ გავუძლებ...
- რას ვერ გაუძლებ?
- აი, ამას... - გოგონა ხელისწრაფი მოძრაობით მთელი ძალით გულთან მიიკრა, - მინდა იცოდე, რომ მე მუდამ შენს გვერდით ვიქნები... მინდა იცოდე, რომ ჩემი იმედი მუდამ გქონდეს... შენი მშობლები კი დიდხანს იქნებიან შენს გვერდით... თავს ნუ დაიტანჯავ ამაზე ფიქრით... აწყომოთი იცხოვრე და დატკბი დღევანდელი წამებით...
- მურად... - ამოიჩურჩულა სარამ.
- სუუ... - ტუჩზე თითი მიადო, - ახლა ის დროა, როცა სიცოცხლე ძვირფასი გახდა... მე კი მინდა იმედი, სითბო და სიყვარული გაჩუქო.

***
ცხოვრებაში იმ ადამიანის სიყვარული უნდა დავიჯეროთ, რომელიც პატივს გვცემს, უყურადღებოდ არ გვტოვებს, მუდამ ცდილობს შენს თვალებში სიხარულის სხივები აანთოს, გული სიყვარულით ააგიზგიზოს, მუდამ ცდილობს დრო შენ დაგითმოს და სითბო არ მოგაკლოს... სიყვარული ყველაზე ლამაზად ზრუნვაში და ყურადღებაში ვლინდება...
- გამარჯობა, - მანქანას მიყრდნობოდა მურკა.
- ვაა, რა სასიამოვნო სიურპრიზია, ბატონო მურად. - გაეღიმა სარას.
- მიხარია, ჩემი დანახვა, რომ გაგიხარდა. - ბედნიერს გაეღიმა.
- რამ შეგაწუხა?
- უნდა დაგემგზავრო, თუ წინააღმდეგი არ იქნები.
- და შენი მანქანა სად არის? - მიმოიხედა სარამ.
- სამწუხაროდ „ავად“ გახდა და პფოფილაქტიკაში მკურნალობს.
- რთულადაა?
- „სტაბილურად მძიმედ“, მაგრამ იმედს გვაძლევენ, რომ მალე გამოწერენ. - თავი ჩახარა მურკამ.
- ყვავილები ხომ არ გავუგზავნო?
- რა ყვავილები? - გაოცება გამოეხატა ბიჭს.
- ავადმყოფებს, ხოლმე ხომ უგზავნიან?
- ოჰ, შენი ირონია მიყვარს... - გაეცინა მურკას.
- მეც... - ამაყად მოიღერა ყელი სარამ.
- დამიმგზავრებ? - მუდარა ისმოდა ხმაში.
- კი, მხოლოდ ერთ კითხვაზე მიპასუხე, სხვებმა უარი გითხრეს?
- არა, პირდაპირ შენთან მოვედი, სხვა არც განმიხილია, მომწონს მანქანას, რომ თვითდაჯერებულად და მშიდად მართავ.
- კარგი, მაშინ წავიდეთ.
- წავიდეთ.
მანქანა ნელა დაიძრა ავტოსადგომიდან.
- ეს სპორტული მანქანა ასე არეულად რატომ დამყვება? - უკანა ხედვის სარკეში გაიხედა სარამ.
- ალბათ გასწრება უნდა, - მარჯვენა სარკეში გახედა მურკამ.
- ვიცი ესეთები. ცდილობს დამანახოს მისი მანქანის და მისი შესაძლებლობები, - ირონიულად ჩაეღიმა სარას და თავი გადააქნია, - ახლა სიგნალით გადამისწრებს და სწრაფ მანევრირებებს გააკეთებს და შუქნიშანთან ჩემს წინ დადგება, - მანქანები ერთ ზოლზე გასწორდნენ.
- მოიცა იცნობ? - წარბები შეკრა მურკამ.
- ახლა, როდესაც მწვანე აინთება დაელოდება როდის დავუსიგნალებ, მაგრამ მე მოთმინებით დაველოდები, ის უკანა ხედვის სარკეში დაინახავს, რომ მე სულ არ ვღელავ და ვიცდი, როდის მოწყდება მისი სპორტული მანქანით ადგილს, ეს მასზე ცუდად მოქმედებს.
- არ არსებობს !!! - გაოცებული იყურებოდა მურადი, - შენ რა წინასაწრ იცოდი ის ტიპი რას გააკეთებდა?
- ესეთი ტიპები ძალიან პრიმიტიულები არიან, იოლად შეიძლება გამოიცნო მათი ყველა ქმედება, თან ამ ტიპს ვიცნობ.
- იცნობ?
- დიახ.
- საიდან?
- ერთ დროს ვუყვარდი.
- ახლა? - დაძაბულბა დაეტყო მურკს ხმაში.
- ახლა ცოლი ჰყავს, თუმცა ყოველთვის ცდილობს დამანახოს თუ როგორი მაგარი ტიპია და როგორ მაგარ ტიპზე ვთქვი უარი ! - ისევ გაეცინა სარას, - ამით მის კომპლექსებზე უსვამს ხაზს, მე კი უფრო ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ის რომ არ ავირჩიე.
- მაშინებ!
- ბოდიში, არ მინდოდა შენი შეშინება. - თვალი ჩაუკრა ბიჭს.
- ახლა ვხდები, თუ რატომ ვერ მოგხიბლე მარტივად. - სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან.
- Stop! - ხელით ანიშნა, - რას აკეთებ? სიგარეტს ვერ მოწევ ჩემს მანქანაში.
- არც ვაპირებ, სიგარეტს აღარ ვეწევი.
- ჩემზე შთაბეჭდილება, რომ მოახდინო?
- თუნდაც ! - თავლი ჩაუკრა ბიჭმა გოგოს, - თუმცა ჯანმრთელობას ვუფრთხილდები , ტრენერმა მითხრა ვარჯიში და სიგარეტი ერთად არ გამოვაო!
- ოჰო, სპორტ დარბაზშიც დაიწყე სიარული?
- აჰამ!
- აღარც ხმურობ!
- როდის ვხმურობდი? მიყვარხარ და ეს უბრალოდ სიტყვები არ არის, რომელიც ჰაერში ფუჭად იკარგება, ეს ენითაუწერელი ბედნიერება და სურვილია, რომ ჩემი საყვარელი ქალი ჩემთან იყოს...
- მითხარი რა მოგიხერხო? - ავტომობილი შეაჩერა სარამ.
- უბრალოდ მინდა, რომ გიყვარდე... თუმცა, - საჩვენებელი თითი მაღლა ასწია, - სხვა გზა მაინც არ გაქვს ! - თვალი ჩაუკრა სარას და ფანჯარაში გაიხედა.
- ვამბობ, რომ გიჟი ხარ, თუმცა არ მიჯერებენ ! - სინანულით გადააქნია თავი სარამ.
- შენ გამაგიჟე, ამიტომაც შენს გარდა ამას ვერავინ ამჩნევს და მხოლოდ შენ შეგიძლია მიშველო... ხომ იცი, სიყვარულს ერთი კანონი აქვს: საყვარელი ადამიანი უნდა გააბედნიერო.

***
- ეს რა გამიკეთე?
- რა გაგიკეთე?
- ვერ ხვდები ხომ?
- თუ არ მეტყვი, ვერა ! - თვალები გადაატრიალა და ჭერს მიაშტერდა სარა.
- შენი კომენტარის დამსახურებით, საჩუქარი მაგიდაზე მიდევს.
- აჰამ, ასეც ვიცოდი. - მიხვდა სარა. - ყოჩაღ, გურამ !
- ყველა რატომ ამბობთ, რომ იცოდით? მე რატომ ვერ მივხვდი? - მოწყენა დაეტყო ხმაზე კესანეს.
- ბოდიში ყველას, მაგრამ პირველობას ვერ დავუთმობ ვერავის. სურათის გაზიარებისთანავე დავწერე კომენტარი, თან სპეციალურად! მაინტერესებდა გურამი რამდენად ყურადღებით ეცნობოდა შენს სოციალურ ქსელში მიმდინარე ამბებს. არა რაა, ვგიჟდები ჩემს თავზე, რატომ ვარ ასეთი ნიჭიერი? - აღფრთვანებაში მოვიდა სარა.
- გიჟი ხარ, გიჟი! - გაბუსულმა გაუთიშა მობილური კესანემ.
- რატომ გამითიშე?
- რატომ მირეკავ?
- იმიტომ, რომ იცოდე მაგ ჩანთას მათხოვებ ხოლმე, - გადაიკისკისა სარამ, - ხო კიდე საყურეები მომწონს, გააზიარე და მივაწერ, რომ სამივე დაქალს დაგვამშვენებს.
- იცოდე, დღეს სადმე არ გადამეყარო, თორემ მოგკლავ!
- კარგი ტკბილო, აბა საღამომდე, ტერასა მურდათეში შევხვდებით.

სიყვარულის ისტორია იმ პროექტს გავს, რომელზეც ორი ადამიანი ერთობლივად მუშაობს, ურთიერთობის გასაღები კი ისაა თუ რამდენად კარგად ესმით და უგებენ ერთმანეთის წარსულს, აწყმოსა და მომავალს.
- როგორ გიხდება ახალი ჩანთა, - კესანეს შესახვედრად წამოდგა სარა.
- შენი დამსახურებით, - იღიმოდა გურამი.
- რას ამბობ გურამ, შენ ძალიან ყურადღებიანი ხარ, იცი გოგოს გული როგორ მოიგო და გულის კარიც გააღო.
- მადლობა ასეთი შეფასებითსვის, - ხელკავი გაუკეთა გურამმა სარას და მაგიდისკენ წაიყვანა, - თუმცა მინდა გითხრა ყურადღებიანი იმიტომ არ ვარ, რომ მინდა კესანეს გული დავიპყრო, არა, უბრალოდ ეს სიამოვნებას მანიჭებს, მისი ბედნიერი, ოდნავ გაბუსული სახის დანახვა, რომელსაც ჩემი მოულოდნელი სიურპრიზები იწვევენ მის სახეზე.
- ყოჩაღ, გურამ ! - ტაში დაუკრა მართამ, - დიახაც, ასეც უნდა იყოს, ქალებს განსაკუთრებულად გვიყვარს ყურადღება და განებივრება.
- ყურადღება ურთიერთობაში ორმხრივი უნდა იყოს, ორივე მხარე თანაბრად უნდა ცდილობდეს ერთმანეთის განებივრებას, მხოლოდ ერთი მხარე ვერ გაქაჩავს, ურთიერთობა მოსაწყენი და მოსაბეზრებელი გახდება. - თქვა გაბრიელმა.
- ეს მაშინ როდესაც გრძნობა ორმხრივია, მაგრამ როცა ბიჭი გოგოს მოხიბვლას ცდილობს მეტი ყურადღება და აქტიურობა მართებს,
- ხომ მეთანხმები, სიძევ? - გახედა სარამ გაბრიელს.
- კი, ამ შემთხვევაში მართალი ხარ!
- ვიცი...
- ვაა, მურადი და დავითაც მოსულან, - წამოდგნენ ბიჭები.
- ისხედით, რატომ დგებით? - ხელებით ანიშნა დავითამ მეგობრებს, - აბა როგორ ხართ?
- ჩვენ კარგად, ვტკბებით წყალტუბოს ულამაზესი ხედებით და თქვენი გემრიელი კოქტეილებით ვგრილდებით.
- გეგა და ლიზა,სად არიან? ამ ბოლო დროს ხელი აიღეს ჩვენზე.
- ასეა გენაცვალე, რომ იქნები წვრილ შვილიანი დრო აღარ გრჩება მერე, სახლში არიან ბავშვებთან ! - ფარულად გახედა სარამ მურადს, რომელმაც მისი მზერა დაიჭირა და ეშმაკურად ჩაეღიმა.
- გამარჯობაათ! - მაგიდას ლამაზი გოგონა მიუახლოვდა.
- ანა-მარია აქ რას აკეთებ? - სახე შეეცვალა დავითას, მურადმა კი წარბები და მუშტები ერთდროულად შეკრა.
- არ შეიძლება ჩემი საყვარელი ადამიანის სანახავად მოსვლა? - თქვა ეს და მურადს მოხვია ხელები, რომელმაც მისი მოცილება სცადა.
- კესანე, - ჩუმად გადაჩურჩულა სარამ, - ეს კოკა-კოლასავით ორ სახელიანი გოგო მურადს ეფლირტავება?
- ასე გამოდის... თუმცა მურადი აშკარად უკმაყოფილოა...
- თქვენ ალბათ ,ჩემი მურადის, მეგობრები ხართ, ხომ?
- დიახ, - ცივად უპასუხა მართამ და სარას გახედა.
- ყველა სოციალური ქსელებიდან მეცნობით.
- მართლა? დიდ პატივად მივიღოთ? - ცინიზმით იკითხა სარამ, რომელიც ანა-მარიას გამოჩენამ ძალიან ააფორიაქა, არ მოსწონდა მურადთან მისი ასეთი სიახლოვე.
- ისე მიხარია, რომ დავბრუნდი, - მურადის თმებში ხელი შეაცურა ანა-მარიამ, - ვიცი, ისევ ერთად ვიქნებით, არა?
- ზედმეტი, ხომ არ მოგდის? - კბილებში გამოსცრა მურადმა და ხელი გააშვებინა.
- სამწუხაროდ, მე უნდა დაგტოვოთ. - წამოდგა სარა, - სულ გადამავიწყდა, რომ დღეს დედაჩემი მორიგეა და მამაჩემს ყურადღება უნდა მივაქციო.
- მოიცადე რაა, - თქვა კესანემ.
- ხომ იცი წამლების დალევა, რომ დაავიწყდეს, ეთო გადამერევა.
- აბა დროებით, - დაემშვიდობა მეგობრებს, - ხო, ანა-მარია მიხარია თქვენი გაცნობა, ისე ლამაზი წყვილი ხართ. - გაიღიმა და ტერასა სწრაფი ნაბიჯებით დატოვა.
- სარა, - წამოდგა მურადი, ანა-მარიამ ბიჭ მაჯაში დაიჭრა.
- რას აკეთებ, მურკა?
- ხელი გამიშვი, - თვალები დაუბრიალა გოგოს მურადმა და სარას აედევნა.
როდესაც ომს გიცხადებენ და ამისთვის მზად არ ხარ, ამ დროს ჯობია ბრძოლის ველიდან უკან დაიხიო, რომ მტერს ეგონოს დანებდი და ნაადრევად იზეიმოს, შენ კი ძალები უნდა მოიკრიბო და ერთი დარტყმით მტერი საბოლოოდ გაანადგურო. ეს ცხოვრება ბრძოლაა, ყველა ურთიერთობა ბრძოლას მოითხოვს, განსაკუთრებით კი სიყვარული.
- მანქანა გააჩერე, - უსიგნალებდა და ხელებით ანიშნებდა მურადი სარას.
- გიჟია! - უიმედოდ ჩაილაპარაკა სარამ და მანქანა გააჩერა.
- გადმოდი! - სიბრაზისგან თვალები ჩასწითლებოდა მურადს, ცხვირის ნესტოები კი მეძებარი ძაღლივით დაებერა.
- რა გჭირს? - შეშინებული სახით გადმოვიდა სარა.
- რატომ მიკეთებ ამას? - კარებს მუშტი დაარტყა.
- რას ? - გულუბრყვილო სახით იკითხა სარამ.
- არა!!! - ამოხვნეშა ბიჭა, - გინდა ჭკუიდან ამჭრა? დღეს შენი საქციელი მოგეწონა?
- რა საქციელი? - ვითომ ვერ ხვდებოდა , ისე იკითხა.
- სარა! ჩემს მოთმინებას ნუ ცდი, არ გირჩევ! - ტუჩები ჩაიკვნიტა გაცეცხლების ზღვარზე მყოფმა მურადმა.
- მოიცა, მგონი გამახსენდა, ანა-მარიაზე მეკითხები? ვაწყენინე და ასე ამიტომ იქცევი?
- ადამიანის ნერვებზე თამაში ძალიან გიყვარს? - განწირული ხმა ამოხდა.
- კიი, ვგიჟდები, ჩემი საყვარელი ჰობია. - თვალი ჩაუკრა ბიჭს.
- თავს მოვიკლავ! - თავზე ხელები შემოიჭდო მურადმა.
- სანამ თავს მოიკლავ, ჯერ მითხარი რატომ გამომეკიდე და რ აგინდა?
- შენ...
- მე?
- ხო, შენ.. იცი, არ არის საჭირო ვუყვარდე მთელს სამყაროს, საკმარისია ვუყვარდე მას, ვინც მე ავირჩიე ... მე კი შენ აგირჩიე და მინდა ყოველწამს გიმეორო, რომ მე... შენ... მიყვარხარ... - ხელები გაშალა მურადმა.
- მეც ... - ყრუდა ამოილაპარაკა სარამ.
თითქოს მთელი ბუნება გაჩერდა, გაირინდა და ექოსავით გაისმა ჩუმად ნათქვამი „მეც!“.
- რა თქვი?
- რაც გაიგონე. - მანქანისკენ შებრუნდა სარა, ცდილობდა გულის აჩქარებული რიტმი დაემალა.
- მოიცა! - დაიძახა მურადმა და სარას ზურგიდან ჩაეხუტა.
ზურგიდან ჩახუტება გულის ამაჩუყებელია, ეს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ვიღაც უკნიდან მხარს გიჭერს და ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომელიც შეიძლება შენმა შეყვარებულმა მოგანიჭოს. მთელი ძალით მოეხვიო საყვარელ ადამიანს და იგრძნო, რომ ხარ და მას აგრძნობინო, რომ არის ეს ყველაზე ამოუხსნელი გრძნობა და ემოციაა.

***
- აუუ, რა მიხარია, რომ ერთად ხართ. - წამწამებს აბაფულებდა მართა.
- ისე თუ გიყვარად, რატომ არ გვითხარი? მე პირადად, მეწყინა. - ცხვირი აიბზუა კესანემ.
- არც მიყვარს, - მობილური გვერდზე გადადო სარამ.
- რაა? - ერთად წამოიძახეს დაქალებმა, - აბა?
- უბრალოდ, მომწონს, მე ხომ არ მითქვამს, რომ მიყვარს? ვნახოთ, ახლა როგორ მოიქცევა, ისევ ისეთი ყურადრებიანი და მზრუნველი იქნება თუ რადგანაც ჩათვალა მეც მიყვარს, მოდუნდება და ჩვეულებრივ მოსაწყენ მამაკაცად იქცევა.
- ღმერთო ჩემო! - თვალები გაუფართოვდა კესანეს, - ამიტომ უთხარი „მეცო“ ?
- დიახ, უნდა გამოვცადო და ბოლმდე დავრწმუნდე მის სიყვარულში. ხომ ხედავთ ჰავდა კოკა-კოლასავით ორ სახელიანი შეყვარებული, თანაც კარგი გოგო, მაგრამ ახლა მე მეფიცება მიყვარხარო... მერე ჩემზე უკეთესი, რომ გამოჩნდეს და მას დაუწყოს ღლაბუცი? მეტი არ მცხელა ვიღაცამ მიმატოვოს და გადამიყვაროს!
- გირეკავს, - ანიშნა მართამ სარას.
- იყოს, არ ვუპასუხებ. ვნახოთ როგორი რეაქციები ექნება, გაჩერდება თუ მანამ ვერ მოისვენებს სანამ ჩემს ხმას არ გაიგონებს.
- მართა, - შეშინებული სახით მიუბრუნდა კესანე დაალს, - გეუბნები მაშნებს სარას გეგმები და დამოკიდებულება.
- ნუ ნერვიულობ, ჩემი ეს გამოცდილება გურამთანაც გამოგადგება.
- ახლა მე მირეკავს, - მობილურს დახედა კესანემ.
- არც შენ უპასუხო! მართა, შენც თუ დაგირეკა, არც შენ ! მოგვიანებით მე თვითონ დავურეკავ.
- სარა, დაურეკე ახლავე, თორემ გაბრიელმა მომწერა მურადი სარას ვერ უკავშირდება და სად არისო ?!
- ჰა, ჰა, გაბრიელსაც დაურეკა?
- სანამ დედაშენთან დარეკავს, მგონი ჯობია გადაურეკო.
- კარგი, კარგი. - დამორჩილდა სარა დაქალებს და მურადის ნომერი აკრიბა. - ხო, მურად, დაგირეკავს... მე კარგად , ხმა მქონდა გამორთული... ინევრიულე? რა მომივიდოდა? ან რამე თუ მომივიდოდა, ხომ იცი ცუდი ამბები მალე ვრცელდება... კარგი რაა, დავიღალე „თავს მოვიკლავ“ მუქარით, ხომ ხედავ არ ჭრის... კი, საღამოს მცალია... გიპასუხებ, სად მომაკითხავ? კარგი, ხომ საღამოს ვილაპარაკოთ.
- შეშინებულია? - იკითხა კესანემ.
- თან როგორ, - გადაიკისკისა სარამ, - რომ არ დაგერეკა, პატრულში ვაპირებდი განცხადების გაკეთებასო.
- უყვარხარ, თან ძალიან...
- რატომ? პატრულში განცხადების გაკეთებას, რომ აპირებდა ამიტომ?
- სარა, გეყო ეს ცინიზმი... - გაბუსხა ტუჩები მართამ.
- ვიცი, ვგრძნობ მის სიყვარულს, უბრალოდ აუცილებელია მუდამ ვიყოთ მობილიზებულნი, არ მოვდუნდეთ ურთიერთობებში. სიყვარულს მუდამ სჭირდება საზრდოს მიცემა, თან ორმხრივად... სიყვარული ეს ის გრძნობაა, რომელსაც არ უნდა ეთამაშო. ბევრი გრძნობებზე მოთამაშე არსებობს, ამიტომაც მინდა ვენდო, მინდა დავრწმუნდე, რომ მურადი არ ითმაშებს ჩემი გრძნობებით და მისი ყველა ქმედება გულწრფელი იყო, არის და იქნება. როდესაც იცი ნდობას ტყუილის ნაპერწკალიც კი არ გაკრავს, ესეც საკმარისია ბედნიერებისათვის... მე კი ვცდილობ სრული ნდობა დავინახო მურადში, რომ ჩემს გრძნობებს აღმაფრენის უფლება მივცე. არ მინდა ვუთხრა „მე შენ მიყვარხარ“, თუ მე მზად არ ვიქნები იმისთვის, რომ მას ჩემი სული და გული მივსცე... და პირიქით...


***
- სარა, შენთან არიან, შემოვუშვა? - იკითხა თეომ.
- კი, თეო. - ხელით ანიშნა.
- შეიძლება? - კარებთან გურამი იდგა.
- ვაა, გურამ? - წამოდგა სარა სავარძლიდან, - შემო, შემო. სიმართლე, გითხრა არ გელოდი.
- ასე ვიცი, მიყვარს ხალხს, რომ ვაოცებ. - გაიცინა.
- აბა, აქ უმიზეზოდ არ მოხვიდოდი...
- მომწონს შეი ინტუიცია...
- ისე მაგაში ძლიერი ვარ და ცოტა საშიშიც. - წარბები შეკრა სარამ.
- ისე შენი ოფისი ძალიან მომწონს... - თვალი მოავლო ოთახს ბიჭმა.
- ნუთუ? აქ მაგის სათქმელად მოხვედი? - სარას, იმედგაცრუება დაეტყო ხმაზე. - მე მეგონა კესანესთან დაკავშირებით გინდოდა საუბარი.
- დიახ მინდა... - უიმედოდ წამოიძახა, - უკვე სასოწარკვეთილება მეწყება. ხანდახან ვფიქრობ გავჩერდე, არადა გული არ მიშვებს, რომ ვუყუებ ისეთ ჰარმონიას ვგრძნობ, მინდა სულ ჩემთან იყოს, მინდა, მაგრამ ვერ გავიგე მოვწონვარ თუ არა, ვიბრძოლო თუ დავნებდე,,, ფიქრები ამერია, სწორად ვეღარ ვფიქრობ...
- და მის საუკეთესო მეგობართან მოხვედი რჩევის საკითხვად...
- კი...
- იცი, ერთხელ მამაჩემმა მითხრა, არასოდეს არ უნდა დანებდე, განსაკუთრებით მაშინ როცა მშობელი ხარ, თვით სიკვდილსაც უნდა ებრძოლო, არ შეეპუო, რადგან მშობელი ხარ და არ გაქვს უფლება მარტივად დანებდე, ფარ-ხმალი დაყარო და დაელოდო როგორ განადგურებენ! მაგრამ სიყვარული სხვა რამ არის, სხვა ბრძოლა და ცხოვრების სხვა ეტაპი, რომელიც უმეტესწილად მშობლად გაქცევს, ამიტომ თუ სიყვარულში იოლად დანებდები, მაშინ სხვა ეტაპებსაც ვეღარ დაძლევ, ვერ გადალახავ ! ამიტომ უნდა იბრძოლო, ოღონდ სუფთა წესებით, სიყვარულს ბინძური ხელები არ უყვარს, შეიძლება თავიდან წარმატება მოგიტანოს თუმცა მერე, საბოლოოდ, გაგანადგურებს.
- მეუბნები, რომ არ დავნებდე? - იმედი მისცემოდა გურამის ხმას.
- რატომ უნდა დანებდე? ჯერ ხომ ახლა დაიწყე? ახალ საფეხურებს ითვლი, ჯერ კიბესაც ვერ დაარქმევ. შენ, უბრალოდ, ჩქარობ, გრძნობას კი სიჩქარე არ უყვარს. არც იძულება და არც ძალდატანება, უბრალოდ გულწრფელად და სიყვარულით აკეთე და აბედნიერე ქალი, რომლის გულის დაპყრობაც გსურს. თუ არ გამოგივა, თუ ხედავ, რომ მხოლოდ ცალმხრივად იბრძვი, იღწვი და ა.შ. აი, მაშინ გაუშვი და მიეცი ნება შენს თავსაც და მასაც იყოთ ბედნიერები, მართალია, ცალ-ცალკე, მაგრამ მაინც! თუმცა, - საჩვენებელი თითი მაღლა ასწია სარამ, - თუმცა ჯერ ადრეა დანებება... იცი, სადღაც წავიკითხე, რომ კარგი ურთიერთობები ციდან საჩუქრად არ ცვივა, არც მინდორში იზრდება თავისით და არც ცეკვა-თამაშით გამოდის. ის ითხოვს უზარმაზარ ძალისხმევას, ნდობას, ყურადღებას და რაც მთავარია, გულწრფელ სიყვარულს და შენ მზად ხარ ამისთვის?
- დიახ, მე მზად ვარ. - ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა გურამს.
- აი, რატომ მიყვარს ეს ქალი. - კარებთან იდგა მურადი.
- დიდი ხანია რაც მოხვედი? - ჩაეღიმა სარას.
- არც ისე, თუმცა საინტერესო გაკვეთილი მეც მივიღე გურამთან ერთად. - ხელი ჩამოართვეს ბიჭებმა ერთმანეთს, - აბა, როგორ ხარ?
- ცოტა უკეთ, სარამ დამამშვიდა.
- ასეთი მყავს, მზრუნველი და გულისხმიერი.
- ნუ მაწითლებ, საყვარელო. - სახეზე აიფარა ხელები სარამ.
- უყურებ? - გურამს მიმართა მურადმა, - აი, ასე უცებ ისეთს მეტყვის, რომ ჩემი გული სასწაულად ჩქარდება და თან არ მეუბნება, რომ ვუყვარვარ. მაწვალებს, თითქოს პატარა კნუტი ვიყო და მის ნებაზე მათამაშებს.
- შენ, უკეთეს მდგომარეობაში ხარ, ის მაინც იცი, რომ მოწონხარ... მე ცალხმრივ ომში ვარ...
- წამო, დავლიოთ... დარდი გავიქარვოთ...
- იცოდეთ ბევრი არ დალიოთ?! - საუბარი გააწყვეტინა სარამ ბიჭებს.
- რატომ?
- მერე ჩემს სახლთან, რომ არ მოხვიდე და ჩემს ფანჯრებს არ უყურო.
- მოიც, - შეყოყმანდა მურკა, - შენ ეგ იცი?
- ვიცი, მე ყველაფერი ვიცი...
- გურამ გესმის? ეს ჩემი გოგოა, ყოველმხრივ განსაკუთრებული, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ერთდროულად შეუძლია როგორც სიყვარულისგან გამაგიჟოს, ისე თან მომკლას... ვერ ვხდები ამას როგორ ახერხებს.
- მგონი მიდიოდით...
- კარგი, წავალთ.
- კარები მიიხურეთ, - მომღიმარი სახით ჩაჯდა სარა სავარძელში.
- მიყვარხარ... - გასვლისას შემობრუნდა მურკა.
- ეს ოცდათხუთმეტი წლის ბიჭი რამ გადაგრია?
- რამ არა, შენ ! - მიყვარხარ და ვიცი ერთ დღეს შენს იგივეს მეტყვი.
- წადი და ვიფიქრებ მაგ „ერთ დღეზე“.
- მიყვარხარ...

სახლში მისულ სარას მშობლები აივანზე დახვდნენ.
- ვაა, ჩემო გვრიტებო ჰაერზე ნებივრობთ?
- კი, ექიმმა ბევრი ჟანგბადი გჭირდებაო.
- მერე სწორიც უთქვამს, ისე სადმე მთაში წადით, დაისვენეთ ორთავემ.
- სამუშაოები მაქვს, რომ მოვრჩები მერე მოვიფიქრებ... ისე, შენ ის მითხარი, ის ბიჭი ვინ არის?
- ვინ ბიჭი? - ცქვიტა ყურები ეთომ.
- ვისზე ამბობ, მამიკო?
- იცი ვიზეც გეკითხები, ხშირად ვხედავ შენს გარშემო და ჩიტმაც ამბები მომიტანა.
- რამაზ, რატომ დამიმალე? - ანერვიულდა ეთო.
- რა დაგიმალე? - შეუბღვირა ცოლს, - მაცადე ბავშვთან საუბარი.
- ჩიტს გეგა, ხომ არ ქვია?
- არა.
- აბა...
- ნუ ღელავ, შვილო. პატარა აღარ ხარ, - ხელი ხელზე მოუჭირა გამხნევების ნიშნად, - შენი ცხოვრების მანძლზე ასობით ადამიანს გაიცნობ, მაგრამ მნიშნელოვანი იქნება ის, რომელიც გამოჩენისთანავე დაიწყებს შენი ცხოვრების შეცვლას და ვატყობ შენში ამ ცვლილებებს.
- მადლობა მამა, მხარდაჭერისთვის. - გულთან მიეხუტა, - ასე კარგად როგორ გესმის ჩემი? გწამდეს იმედს არ გაგიცრუებ.
- რა ქვია? სად ცხოვრობს? სად მუშაობს? ოჯახი ვინ არის? - ერთი ამოსუნთქვით იკითხა ეთომ.
- დედა, ამოისუნთქე.
- შეყვარებული ხარ და ამას ახლა ვგებულობ და კიდევ ჭკუას მასწავლი? ასეთი ცუდი დედა ვარ, რომ არ მითხარი? თუ ცუდი ბიჭია და ამიტომ დამიმალე? - დააბრიალა თვალები.
- ღმერთო ჩემო, - თავი ხელებში ჩარგო სარამ, - დედა, საიდან მოგდის ასეთი აზრები? პირველ რგიში, შეყვარებული არ მყავს, უბრალოდ, რაღაც ეტაპზე ვართ და ასე, რომ აღელდებოდი ვიცოდი და ამიტომაც არ გითხარი, ჯერ.
- ეთო, გაანებე ბავშვს თავი, იცის მისი საქმე.
- ხო დააფარე ხელი, - მარაო აიქნია, - მე მაჩხუბებდი სულ შვილებთან და ამიტომაც აღარ იხსნებიან ჩემთან.
- კარგი რა დეე, - ჩაეხუტა დედას, - როგორც კი მივხდები, რომ მიყვარს, შენ გაგაცნობ მაშინვე.
- ვინ არის, სურათი მაინც მაჩვენე...
- მურად მურუსიძე, სასტუმროების ქსელის მეპატრონე, ოცდათხუთმეტი წლის, კარგი ოჯახის შვილი, ქუთაისში სასურველი სასიძო... - გაეცინა სარას.
- კარგი, კარგი... - არ შეიმჩნია ეთომ სიხარული.
- დღეს ხვიჩა ვნახე, - ვაშლი გემრიელად ჩაკბიჩა რამაზიმ.
- სად ნახე, ცოცახლია?
- სამსახურთან, გავიგე რაც დაგმართნია და როგორ ხარო. მექთი არ მკითხო ხუთას ლარამდე დამიჯდა მარტო გამოკვლევებითქო და თან შარვლის ჯიბე გავწიე, ვიფიქრე იქნებ ერიდება ფულის ჩუქება და ჩემით გავუიოლებ საქმესთქო.
- ვაიმე, მამაა. - აუტყდა სიცილი სარას, - რა მაიმუნი ხარ, შენ რომ არ იტყვი.
- რა ვიცი ისე შეწუხდა, ვიფიქრე ერთ ას ლარს ჩამიკუჭავსთქო, მაგრამ შენც არ მომიკვდე.
- აბა მე, ცისმარი ვნახე , განადგურებულია ქალი.
- რატომ?
- მაგის გოგო ხომ ქმარს გაშორებულია, ხოდა შვილიშვილი მამამის ჰყოლია წაყვანილი და ძალიან ღელავდა, მეთქი ნუ დარდობ ჩემო ცისმარი, ბავშვი მამასთან და მის სახლში არისთქო და იმდენი მლოცა, რა ტკბილი მოსაუბრე ხარო. - თავმოწონედ მოიღერა ყელი ეთომ.
- აბაა, შეხედა დამაჟრიალა. - ხელი გასწია რამაზმა.
- მეც მამა, ხედავ ყალყზე დამიდგა ეს ლაზერთ გამქარალი თმები.
- თქვენ ორი შემიწირავთ მე, - უკმაყოფილოდ გადაიქნია თავი ეთომ.
- შვილო.
- ხო მამა.
- მგონი შენი ბიჭი მოვიდა, - თვალი ჩაუკრა.
- მურადი? - სკამიდან წამოხტა სარა და ქუჩაში გაიხედა, - ამას, ხომ ვუთხარი არ დალიო და ჩემთან არ მოხვიდეთქო?
- გადი, ნახე. - ნება დართო მამამ.
- მოვკლავ და მოვალ. - კიბეებზე ჩაირბინა სარამ.
მურადი მანქანას მიყრდნობოდა, სარა, რომ დაინახა შეცბა.
- არ მელოდი? - წინ დაუდგა,
- მე შენ, სულ გელოდები.
- ასე რატომ იქცევი?
- იმიტომ, რომ მენატრები... - მხრებზე მოკიდა ხელი და თავლებში ჩახედა.
- ისე... მეც მენატრები ხოლმე...
- ახლა ცუდად ვარ, - გულზე ხელი მოიჭირა მურადმა.
- რატომ?
- ახლა გულთან მაგრად, რომ ჩაგიკრა შეიძლება?
- ნწ, არა ! - მშობლები გვიყურებენ, - ხელი გაიშვირა სახლისკენ.
- მართლა? - წელში გასწორდა. - იციან? უკვე უთხარი?
- მამიკოს უთხრეს „ჩიტებმა“ და დედამაც გაიგო, ასე დაძაბული რატომ იყურები?
- მეშინია, უარი არ მითხრან.
- ამიტომ იდეალურად უნდა მოიქცე, მათი ნაბოლარა ხელისგულზე უნდა ატარო. - ხელი გაუშალა.
- სარა, - ხელი ჩასჭიდა გოგოს, - მე ჩემი გული შენ გაჩუქე, ამით ჩემი სიცოცხლე განდე და თუ შენ მე მაჩუქებ შენს გულს, გულს რომელსაც იშვიათად ჩუქნიან სხვებს, იცოდე მას მე, ჩემს საკუთარზე მეტად გავუფრთხილდები.... მაშინ კიბეებზე, რომ ჩამოდიოდი, პირველივე წამებიდან შეეცვალა ცას ფერი და შენი სიყვარულის ფერი გახდა. გესმის ჩემი გულის ხმა? იცოდე, არ აჩქარდე, მე გელოდები...
- მურად... - ქვემოდან ახედა ბიჭს, - მადლობა, ამ სიყვარულისათვის.
- პირიქით, მადლობა რომ არსებობ და მოგწონვარ, - თმები უკან გადაუწია, - ახლა, რომ არ მენახე, ვერ მოვისვენებდი. როდესაც ვერ გნახულობ, იმ დღეს თითქოს არ ვარსებობ.
- თუ გინდა ჩამეხუტე, - მორცხვად დახარა თავი სარამ.
- ო, ღმერთო! - გულთან ჩაიკრა მურკამ საყვარელი ქალი და მის თმებში ჩარგო თავი.
საყვარელ ადამიანს მთელი ძალით იმიტომ ვიკრავთ გულში, რომ მისი სურნელი დიდხანს გაგვყვეს. განსაკუთრებული ემოციაა, როდესაც მის სურნელს გრძნობ მაშინ, როცა ის შენს გვერდით არ არის. მაშინ სიყვარული იმაზე დიდია, ვიდრე გგვგონია.

- გურამ? - მანქანიდან გადმოვიდა კესანე და მის სახლთან მდგომს მიუახლოვდა, - აქ რას აკეთებ?
- შენ გელოდებოდი...
- ხომ მშვიდობაა? - შეშფოთდა კესანე.
- სამსახურში კი, მაგრამ ჩემს თავს არა მგონია იყოს მშვიდობა. - უიმედოდ გაეღიმა გურამს.
- რატომ? მოიცა, შენ რა მთვრალი ხარ?
- კი, შენი სიყვარულით, მთვრალი ვარ.
- გურამ...
- რაო, ჩემო კეს? ჰმ, - ჩაეღიმა, - იცი? მეგობრობა შეიძლება ძალიან მარტივად გადაიზარდოს სიყვარულში, უბრალოდ ერთ-ერთმა შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას, ეს ნაბიჯი კი ყველაფერს შეცვლის, - რამოდენმე ნაბიჯი გადადგა გურამმა გოგოსკენ და თვალებში ჩახედა, - მე იქ წავალ, სადაც გული მიმიყვანს, თუნდაც არეული გზის გავლა მომიწიოს...
- გურამ... - ხმა აუთრთოლდა კესანეს.
- ვიცი, შეიძლება ბევრს ვითხოვ... უბრალოდ, უშენოდ ძალიან ცუდად ვარ... მითხარი, მხოლოდ ერთი რამ მითხარი, ვიბრძოლო? რა არის ამაში ცუდი? მე ხომ მინდა, გაგაბედნიერო, ვიზრუნო შენზე... მე ძალიან შემიყვარდი...
- არ ვიცი რა გითხრა, - შუბლი ნერვიულად მოისრისა კესანემ, - იცი ავირიე, არ ველოდი...
- რას არ ელოდი?
- რომ შეგიყვარდებოდი... - თვალები ცრემლებით აევსო.
- ტირი? - ცრემლები ნაზად მოწმინდა, - ოღონდ არ იტირო და საერთოდ წავალ, - შებრუნდა გურამი.
- არა! - იმედის მომცემად გაისმა კესანეს ხმა.

****
წვიმიანი დილა გათენდა, შუა შემოდგომის სუსხი იგრძნობოდა.
- დეე, - ლასლასით შევიდა სამზარეულოში სარა.
- ოჰ, გაიღვიძე ქალბატონო? - უკმაყოფილო სახით შეხვდა ეთო შვილს.
- რა მოხდა, დე? დილიდან უხასიათოდ რატომ ხარ? - თვალები მოისრისა.
- აჰა, ანუ მეკითხები კიდეც?
- კაი, არ გკითხავ. - თავი გადაქნია სარამ.
- არა, - გულმა ვერ მოუთმინა ეთოს, - რა იყო წუხანდელი შენი საქციელი? მთელი ქვეყნის წინაშე თუ არ ჩაეხუტებოდი იმ ბიჭს? აბა არ მიყვარსო?
- როდის ვთქვი არ მიყვარსთქო? ვთქვი რაღაც ეტაპზე ვართ-თქო.
- ამას ხომ სიტყვაში ვერ მოუგებ, ყველაფერზე პასუხი აქვს!
- რატომ ბრაზობ, მაინც ვერ გავიგე? - მხრები აიჩეჩა სარამ.
- ისე წუხელ ორივე დაქალს რა დაგემართათ? იქეთ კესანესაც მიაკითხა ვიღაც ბიჭმა და შუა ქუჩაში ხელჩაკიდებულები იდგნენ, გადარევას იყო მარიკა.
- ვინ ბიჭმა? - წყალი გადასცდა სარას.
- ვითომ არ იცი?!
- არ ვიცი...
- ყოველდღე რა ფერის საცვალს იცვამთ ის იცით ერთმანეთის და ვინ ბიჭმა მიაკითხა, კესანეს, არ იცი? - წარბებ შეკრული უყურებდა ეთო შვილს.
- ვაა, - ჩაფიქრდა სარა და ჩაეღიმა.
- აჰამ, გამოგიჭირე, იცი ხომ ვინ არის?
- ვიცი და მერე რა? მაინც არ გეტყვი, - ენა გადმოუტიტა და ოთახში გაიქცა. -ალო, გესმის ჩემი, კესანე? ... ჩქარა, ვიკრიბებით მართასთან... არ მაინეტერსებს სად გაგვიანდება, ურეკავ გურამს და აგვიანებ... ვთიშავ, ნახევარ საათში ვხდებით მართასთან...



№1 სტუმარი Marimari

Ohoo, aq ra ambebi xdeba uyuret erti:-) ratomgac megona leqso da kesane dawyvildeboda, leqso ver gaudzlebda shors yofnas, magram exla gurami gamochnda da chixia, Shemecodeba gurami tu tyuili imedi miecema. Vnaxot ra iqneba, Sara da murka ki gamixarda:-D

 


№2  offline წევრი სესილია

Marimari
Ohoo, aq ra ambebi xdeba uyuret erti:-) ratomgac megona leqso da kesane dawyvildeboda, leqso ver gaudzlebda shors yofnas, magram exla gurami gamochnda da chixia, Shemecodeba gurami tu tyuili imedi miecema. Vnaxot ra iqneba, Sara da murka ki gamixarda:-D


სიყვრული ამოუცნობია, არ იცი საით წაგიყვანს ???? დაელოდეთ ბოლო ნაწილს მალე იქნება ????

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

ლექსოს ველოდები მე... გურამს სტრელკაზე ვიბარებ :დდ ეს ხუმრობა იქით იყოს და გოგო რამაგრად წერ ვგიჟდები.... ველოდები შემდეგ თავს მოუტბენლად... არ მბეზრდება ამ მოთხრობის კითხვა თავისუფლად შემიძლია დავიწყო თავიდან ისევე.

 


№4  offline წევრი სესილია

სტუმარი ანა
ლექსოს ველოდები მე... გურამს სტრელკაზე ვიბარებ :დდ ეს ხუმრობა იქით იყოს და გოგო რამაგრად წერ ვგიჟდები.... ველოდები შემდეგ თავს მოუტბენლად... არ მბეზრდება ამ მოთხრობის კითხვა თავისუფლად შემიძლია დავიწყო თავიდან ისევე.


ალბათ იმიტომ, რომ ბევრი ისტორია აქ რეალური ამბებიდანაა და ამოტომაც მოგწონს ასე ☺ წესით ხვალ დაიდება დასასრული ☺

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

დასასრულიო? ასე მალე? ხვალ სხვა მოთხრობებზე ელოდე ჩემს კომენტარს მაშინ ❤️ ლექსო არ დამიჩაგრო იცოდე

 


№6 სტუმარი სტუმარი მია15

მართლაც კარგად წერ.მომწონს ისტორია კარგად ვითარდება მოვლენები .

 


№7  offline წევრი სესილია

სტუმარი ანა
დასასრულიო? ასე მალე? ხვალ სხვა მოთხრობებზე ელოდე ჩემს კომენტარს მაშინ ❤️ ლექსო არ დამიჩაგრო იცოდე


როდესაც ახალს დავწერ აუცილებლად გამოვაქვეყნებ, გამიხარდება ისევ თუ იპოვი ჩემს სხვა ახალ ან თუნდაც ძველ ნაწერებს ❤

სტუმარი მია15
მართლაც კარგად წერ.მომწონს ისტორია კარგად ვითარდება მოვლენები .

დიდი მადლობა მია ❤ მახარებს ეს შეფასება ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent