შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კესანე. - [სრულად]


27-01-2018, 17:26
ავტორი mimimimo
ნანახია 6 522

-მიდიხარ?
-მივდივარ.
-დარწმუნებული ხარ?
-კი.
-აღარ დაბრუნდები?
-არა.
-რომ მოგენატრო?
-არ მომენატრები.
-დავიმიწყებ?
-დაგივიწყებ.
-ჩემი დავიწყება შეუძლებელია.
-ვცდებოდი ეგ, რომ გითხარი.
-აბა, არასოდეს ვცდები-ო?
-არასოდეს თქვა არასოდეს.
-ანუ, დასრულდა?
-დასრულდა.
-დროებით.
-დროებით?
-დროებით.
-რომ აღარ შევხვდებით?
-დარწმუნებული ხარ?
-კი.
-კარგი, დროებით.
-კარგად.

***

წავიდა.
არ ჩავარდნილა დეპრესიაში
და
არ უტირია თვალების დასიებამდე.
ის მართლა არასოდეს ცდებოდა.
იცოდა, რომ ადრე თუ გვიან დაბრუნდებოდა.
არ იცოდა, რა იქნებოდა მერე?
ან კი, იქნებოდა რამე?

***

"-კესანე, კესანე, კესანე.
რა ლამაზი სახელი გაქვს.
იცი რას ნიშნავს?
არ დამივიწყო-ს.
შენი დავიწყება, მართლა, შეუძლებელია."

"-დაუვიწყარო, მოდი ჩემთან.
არ მიმატოვო, რა.
მიყვარხარ.
მჭირდები."

***

ფანჯარიდან ცას გაჰყურებდა და ჩაის ჭიქა თითებს შორის ჰქონდა მოქცეული.

"-თუ მოგენატრები, ვარსკვლავებს შეხედე და დაითვალე.
-ვარსკვლავების დათვლა, რომ არ შეიძლება?
-ჩვენთვის შეიძლება.
-დილით ვარსკვლავები სად არის?
-სიყვარულისთვის ყველგან და ყოველთვის არის ყველაფერი, დაიმახსოვრე."

ერთი.
ორი.
სამი.
ოთხი.
ხუთი.
ექვსი.
შვიდი.
აი, მეშვიდე ვარსკვლავი ჩამოვარდა.

"-დათვლისას, თუ ვარსკვლავი ჩამოვარდა, ესე იგი, მეც ძალიან მენატრები
და ამ დროს, უნდა დამირეკო.
-თუ ჩემთან აღარ იქნები?
-მე ყოველთვის შენთან ვიქნები.
"ნუ გეშინიან სიობლის,
მე არ დაგტოვებ, კესანე...
კიდევაც გნახავ მრავალჯერ,
მეორედაც და მესამედ...
კესანევ,
შენი კვნესამე,
შენთვის სიყვარულს ვკვესავ მე...
(გიორგი ლეონიძე)" - მთელ გრძნობას აყოლებდა თითოეულ სიტყვას."

მეშვიდე ვარსკვლავი ჩამოვარდა.
ვერ დაურეკა.
პირობა დაარღვია.
არ დარჩენილა მასთან.
წავიდა და დატოვა.

***

მარტოობაში გასული რამდენიმე თვე და ახალი არაფერი.
მხოლოდ დარჩენილი მოგონებები.
რომელსაც, არ შემატებია არაფერი ახალი.
ადამიანები მიდიან, მოგონებები რჩებიან.

ნელ-ნელა სიბნელე ეპარება ქალაქს.
ნელ-ნელა ვარსკვლავებიც იმატებს.

გარეთ გადის და ნელი ნაბიჯით სეირნობს.

"-ჩამოხვალ?
-ამ წვიმაში?
-ვიცეკვოთ.
-ჩამოვალ."

ახსენდება.
ტელეფონში შესაბამის მუსიკას ირჩევს.
უსასრულობაში იკარგება.
ნელა აყოლებს ტანს მუსიკის ხმას.
ქალაქს მთლიანად გადაეფარა სიბნელე და ქუჩებს მხოლოდ ლამპიონები ანათებს.

"რა დამავიწყებს იმ მწარე დღეებს,
უგონო განცდებს და ფიქრებს ფარულს,
აწ გვიან არის. ეხლა მე ვწყევლი...
და ვწყევლი, ვწყევლი, ვწყევლი სიყვარულს."

წვიმამ გადაიღო და ის სურნელი დადგა, გაზაფხულს რომ ახასიათებს ხოლმე. ამ სურნელს კი - ნაცნობი სურნელი შეერია, რომელიც ღმილს გვრის.

-კესანე.
-დამივიწყე?
-ვერ დაგივიწყე.
-დაბრუნდი?
-დავბრუნდი.
-მოგენატრე?
-მომენატრე.
-მითხარი, რა.
-"ოჰ, რად, რისთვის შემიყვარე?
გულის ტანჯვა ვერ დავფარე,
ნიავს კოცნა დავაბარე...
ქალო, რისთვის შემიყვარე?" - გაეღიმა. ელავდა. წვიმის წვეთები ნელა დაეშვნენ დაბლა.
-ჩემი დავიწყება შეუძლებელია?
-შეუძლებელია.
-ცას მეშვიდე ვარსკვლავი მოსწდა, შენ კი - ჩემთან არ იყავი.
-მაპატიებ?
-ისევ წახვალ?
-არასოდეს.
-მპირდები?
-გპირდები.
-ჩვენ ისევ შევხვდით.
-სულ ერთად ვუყუროთ ვარსკვლავებს, კესანე, თანახმა ხარ?
-თანახმა ვარ.
-კესანე.
-კესანე.
-არასოდეს.
-არასოდეს.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მესიამოვნა.. კარგი იყო <3 ძალიან მიყვარს სახელი "კესანე" <3

 


№2  offline წევრი mimimimo

ანი ანი
მესიამოვნა.. კარგი იყო <3 ძალიან მიყვარს სახელი "კესანე" <3

მადლობა.
მეც მომწონს - კესანე.
ალბათ, იმიტომ, რომ
ზედმეტად "თავისებური" სახელია.

 


№3  offline მოდერი bibo

ვაღიაროთ მომწონხარ
ვფიქრობ განსხვავებუი ხარ
შენი პატარა მაგრამ გულში ჩამწვდომი
სულში ჩამსვლელი ისყოტიებითი
ისეთია იმ ორ სიტყვაში ის ერთი რაღაც საოცარს რო ინახავს
მეორე ერთი რო იმ ერთს ებმის
ისეთია რა რო არ გინდა მაგრამ მაინც გინდა
რაღაცნაირი სხვნაირი ხარ
ამ შენი ერთი ბეწო ისტოეიებით
რომელიც უბრალოდ საოცრება
მერედ თუ მესამედ წავიკითხე შენები
და მივხდი რო არ ხარ ამქვეყნიური
სხვა განზომილება ხარ
სხვა ხედვა და სხვა სამყარო
ჰო ჰო საწაული გოგო ხარო
და ვგიჟდები მე შენზე
ერთი ბეწო ბედნიერება ხარ
კესანე აქ ყველაფერია ნათქვამი ჩემი ზედმეტი სიტყვების რახარუხი უნდა
არა არ უნდა არ ესაჭიროება
ეს ისა რა რო უნდა წაიკითხო
კარგი ხარ რა საოცრება ბედნიერება და სიყვარული heart_eyes

 


№4  offline წევრი mimimimo

bibo
ვაღიაროთ მომწონხარ
ვფიქრობ განსხვავებუი ხარ
შენი პატარა მაგრამ გულში ჩამწვდომი
სულში ჩამსვლელი ისყოტიებითი
ისეთია იმ ორ სიტყვაში ის ერთი რაღაც საოცარს რო ინახავს
მეორე ერთი რო იმ ერთს ებმის
ისეთია რა რო არ გინდა მაგრამ მაინც გინდა
რაღაცნაირი სხვნაირი ხარ
ამ შენი ერთი ბეწო ისტოეიებით
რომელიც უბრალოდ საოცრება
მერედ თუ მესამედ წავიკითხე შენები
და მივხდი რო არ ხარ ამქვეყნიური
სხვა განზომილება ხარ
სხვა ხედვა და სხვა სამყარო
ჰო ჰო საწაული გოგო ხარო
და ვგიჟდები მე შენზე
ერთი ბეწო ბედნიერება ხარ
კესანე აქ ყველაფერია ნათქვამი ჩემი ზედმეტი სიტყვების რახარუხი უნდა
არა არ უნდა არ ესაჭიროება
ეს ისა რა რო უნდა წაიკითხო
კარგი ხარ რა საოცრება ბედნიერება და სიყვარული heart_eyes

გამაბედნიერე.
მიხარია, თუ მოგწონს და კითხულობ.
მიყვარხარ და
ძალიან დიდი მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent