შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმართლე სიცრუეში (თავი 2)


5-11-2020, 23:20
ავტორი keti_one
ნანახია 1 515

მთელი ღამე საშინელი სიზმრები მტანჯავდა. ვიღაცის ძლიერი ხელები ყელზე და მუცელზე შემომხვეოდა. თვალები გავახილე ძველ სახლში აღმოვჩნდი, ძველი ავეჯითვე გამოტენილ ოთახს თვალი მოვავლე. ისევ ეს სვირინგები! თეთრი კანი აღარც კი უჩანდა. ვეცადე მისგან თავი დამეხსნა
-ვერსად წახვალ- მესმის მხიარული, ბოხი ხმა
-გამიშვი- მეც მხიარულად ვთხოვ გაშვებას, თუმცა ეს სულაც არ მინდა
-ისე მიყვარხარ მზად ვარ შენს გამო მოვკვდე კიდეც-ყელზე ცხელ ტუჩებს ვგრძნობ
-ისე მიყვარხარ შემიძლია შენც მოგკლა!
-სიკვდილი აუცილებელი არ არის- ვპასუხობ სიცილით- ყელზე შემოხვეული ხელი, ახლა უფრო ძლიერად მიჭერს, ცოტაც და დავიხრჩობი. მისგან თავის დაღწევას ვცდილობ მხიარული ხმა მიქრება
-ეს უკვე აღარაა სასაცილო! გამიშვი!- მისკენ მიბრუნებას ვცდილობ
-გამიშვი!- ვუყვირივარ ხმამაღლა და მისგან თავის დაღწევას მთელი არსებით ვცდილობ
ძლიერმა ნჯღევამ და დედაჩემის ხმამაღალმა ყვირილმა გამომაფხიზლა
-რა გჭირს? ყვიროდი... ღმერთო ჩემო სულ ოფლიანი ხარ!- ვეღარ ვხვდებოდი რეალობა რა იყო. ის სიზმარი, თუ ოთახში მოქოთქოთე დედაჩემი. ყელზე ხელი მოვისვი, არა ნამდვილად არავინ ცდილობდა ჩემს დახრჩობას... შვებით ამოვისუნთქე
-ცუდი სიზმარი ვნახე, ალბათ ამის ბრალია
-რამე გაგახსენდა?
-არა... საბანაოდ შევალ- წამოვდექი ბარბაცით.იქნებ ოთარი მართალი იყო? ნუთუ სიმართლე სიზმრებზე მეტად დამტანჯავდა? ეს ყველაფერი მოგონებები იყო თუ უბრალო კოშმარები? შიშველ სხეულს ყურადღებით დავაკვირდი.ვეძებდი რაიმე კვალს, რამეს რაც მიმახვედრებდა რა იყო სიმართლე და სწორ გზაზე დამაყენებდა. სარკესთან ზურგით დავდექი და რაღაც მუქი შევამჩნიე, უფრო მივუახლოვდი „ვინც ეძებს ის პოულობსო“. ზურგს პატარა სვირინგი მიმშვენებდა, რომელიც გაუჩინარებამდე არ მქონდა.
-ესეც ასე- ღრმად ამოვისუნთქე. სიზმრები რეალობა იყო. უცნაური გრძნობა დამეუფლა, არ ვიცოდი მენერვიულა, შოკში ჩავვარდნილიყავი თუ რა გამეკეთებინა. ვიდექი ქანდაკებასავით უძრავად... სვირინგს დავაკვირდი და მივხვდი, უნდა ამერჩია, ან მეცადა და გამერკვია რა შემემთხვა ამ ორი კვირის მანძილზე, ან თავის მოკატუნება გამეგრძელებინა ისე, თითქოს არაფერი არ მომხდარა. არჩევანი ჩემზე იყო და მე წარმოდგენაც კი არ მქონდა, რა უნდა გამეკეთებინა.

***
ჩემი აღმოჩენიდან რამოდენიმე დღე გავიდა… ბუნებით მერყევმა და მშიშარამ, ვერ გადავწყვიტე რა უნდა გამეკეთებინა და ხსნა ისევ გაქცევაში ვიპოვე. ქალაქიდან შორს გადავიხვეწე, ვცდილობდი ზაფხული მშვიდ გარემოში, სუფთა ჰაერზე გამეტარებინა. მეგონა ეს კარგი იდეა იყო, მაგრამ სიმშვიდემ ჩემში უფრო გააცოცხლა შიშის გრძნობა. დავეხეტებოდი მარტოდ მარტო სასტუმროში, ვაკვირდებოდი მხიარულ ხალხს, რომლებიც მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ისვენებდნენ. უცნაურია, მაგრამ ვინმესთან საუბარი მსურდა, არა ნაცნობთან, არა მეგობართან არამედ სრულიად ახალ ადამიანთან. დიდად მოლაპარაკე არ ვიყავი, არც მეგობრული... ვერასდროს ვბედავდი უცხო ადამიანთან ლაპარაკისას პირველი ნაბიჯი მე გადამედგა. ამიტომაც ჩავიქნიე ხელი და ტერასაზე ეული ჩამოვჯექი. ვაკვირდებოდი უზარმაზარ მთებს, სიმწვანეს და წითელ ღვინოს შევექცეოდი. მეგონა ცოტაც და ლაპარაკი დამავიწყდებოდა.
-გამარჯობა! - თითქოს ვიღაცამ ჩემი ფიქრები გაიგოო, სრულიად უცხო ბიჭი მომიჯდა გვერდით, დაბნეულმა შევხედე წვერიან, შავგვრემან მამაკაცს, რომელიც კეთილად მიღიმოდა
-გამარჯობა- ვეცადე მეც გამეღიმა
-აქ მარტო ხარ?
-კი, სრულიად- სანამ პასუხს გავცემდი გონებაში გამკრა ფიქრმა იქნებ ვინმე ფსიქოპატი იყო და ამოწმებდა რომ მოვეკალი ვინმე დამძებნიდა თუ არა?!
-რამ გადაგაწყვეტინა მარტო დასვენება ახალგაზრდა გოგოს?- გამიცინა
-არ ვიცი, მგონი უკვე მეც ვნანობ- ისევ გულწრფელად ვუპასუხე.
-იცი, აქ მეგობრებთან ერთად ვარ. რამოდენიმე დღეა გხედავ, მოწყენილი ჩანხარ. ძალიან მაგრად ვერთობით ხოლმე, მაღლა მთებში ვბანაკდებით, ლუდი, კოცონზე შემწვარი სიმინდი, კარტოფილი. ბევრი საუბარი და სიმღერა. არ გინდა?
-მიმზიდველად და მხიარულად ჟღერს
-ნამდვილად ასეა. შემოგვიერთდი, ვიცი უცხო ვარ, მაგრამ დამიჯერე კარგი ხალხი ვართ- ისევ გამიცინა
-ვიფიქრებ... მადლობა შემოთავაზებისთვის
-თუ მოიფიქრებ, საღამოს აი იქ ვიკრიბებით, რვა საათზე - ხელით სასტუმროს გასასვლელისკენ მანიშნა
-გასაგებია - გავუღიმე თავაზიანად
-აჰ, მე ალექსანდრე ვარ- გამომიწოდა ხელი მეგობრულად
-მე სესილია- ჩამოვართვი მეც
-კარგი სესილი, გამიხარდა შენი გაცნობა და დროებით!
-დროებით- ისევ უხერხულად გავუღიმე
სულ ეს იყო? მოვიდა უცხო და გამეცნო ადამიანურად. რატომ უნდა ვყოფილიყავი შიშის მონა? რა უნდა დაეშავებინათ ჩემთვის?! რატომ ვვორჭოფობდი, მე ხომ ორი წუთის წინ სწორედ ეს მინდოდა? მარტოობა მომბეზრდა და გართობა, უცხო ხალხის გაცნობა მინდათქო ვამბობდი!
-ოხ სესილი, სესილი! ნეტავ როდესმე თვითონვე გაიგო რა გსურს- წამოვდექი ბურტყუნით და აუზისკენ ავიღე გეზი. ცურვისგან დაღლილი უღონოდ ჩავესვენე საწოლში. საათს დავხედე ჯერ მხოლოდ შუადღე იყო. რამოდენიმე საათიანი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე უცხო ხალხთან გასვლა არც ისე კარგი იდეა იყო, ამიტომაც ისევ სასტუმროს ნომერში დავრჩი და გადავწყვიტე ფილმისთვის მეყურებინა. ცოტახანში, სასტუმროს კაფეში გავეშურე რომ სასუსნავები მომემარაგებინა. ფანჯარას გავხედე და თვალი მოვკარი ახალგაზრდების მხიარულ ჯგუფს , რომლებიც წასასვლელად ემზადებოდნენ. თავში რაღაც გადამიტრიალდა, სწრაფად გავეშურე ოთახისკენ, სქელი ჟაკეტი მოვიცვი
-ჯანდაბას! რაც იქნება იქნება!- ნომრიდან თავქუდმოგლეჯილი გავვარდი და თითქმის წასულებს ძლივს დავეწიე
-ალექსანდრე- ვუყვირე სირბილისგან დაღლილმა
-სესილი? მეგონა აღარ მოდიოდი - ჩემსკენ გამოეშურა დანახვისთანავე
-მე.. ეე... ჩამეძინა აუზმა გადამღალა- ვიცრუე
დანარჩენები სიხარულით გამაცნო და გზას გავუდექით. ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი გადაწყვეტილების სისწორეში. კოცონი დავანთეთ, ბავშვობის და თინეიჯერობის წლები გამახსენდა, როდესაც სოფელში სიხარულით ჩავდიოდი
-მოპარულ სიმინდს სხვა გემო აქვს! - თქვა ერთ-ერთმა გოგომ, სახელებს ძალიან რთულად ვიმახსოვრებდი. თავისთვისძალა აღარ დამიტანებია, ვიცოდი მის სახელს მხოლოდ სამი ოთხდღიანი ურთიერთობის შემოდგომ თუ დავიმახსოვრებდი
-მე არასდროს მომიპარავს- ვთქვი სიცილით
-რაააო? ბავშვობა არ გქონია ჩათვალე!- გამოხტა ალექსის მეორე მეგობარი სიცილით
-მთლად ასეც არაა, სხვები იპარავდნენ მე კი ვჭამდი- გავუცინე მათ
-ოო ეს უკვე სხვა თემაა!- გავმხიარულდით ყველანი
მე და ალექსანდრე დიდი მონდომებით ვეძებდით მშრალ ფიჩხებს ტყეში
-ძალიან კარგი ქენი რომ წამოხვედი -გამიცინა
-მეც ასე ვფიქრობ! აქაურობა ძალიან ლამაზია - უზარმაზარ ხეებს ავხედე, ცა სრულიად დაეფარათ ფოთლებს.
-კი, ნამდვილად. აქ ახლოს მდინარეცაა
-მართლა? ძალიან მიყვარს
-ხოდა ჩავიდეთ! უბრალოდ ცოტა აღმართზეა.
-მერე რა! მოდი ვუთხრათ ყველას
-კარგი, ჯობს იქვე დავანთოთ კოცონიც არა?
-შესანიშნავი აზრია! - ბავშვივით შემოვკარი ხელები ერთმანეთს. ყველანი აღმართს ავუყევით. უკვე საღამო იყო გზაში უკან მომავალი ხალხი გვხვდებოდა.
-მაგარია ვატყობ მხოლოდ ჩვენ ვიქნებით!- იყვირა ყველაზე წინ მიმავალმა გოგომ სიხარულით.
-ამდენ სიარულს არ ვარ შეჩვეული- ვქოშინებდი ბებერივით.
როგორც იქნა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს და ბუნების სილამაზემ წამით ყველა დაგვადუმა. ზემოდან დავყურებდით პატარა ჩანჩქერს რომელიც კლდიდან მოედინებოდა,მზე თითქოს ჩვენს ასვლას ელოდებოდა წითლად გადაჰფენოდა არემარეს.
-ეს რეალობაა?- ფოტოაპარატის ჩხაკუნის ხმამ გამომაფხიზლა
-მაპატიე, სახეზე იმხელა ემოცია გეწერა გადავწყვიტე გადამეღო. ულამაზესი ფოტოა- სურათს დავხედე, მართლას უსაზღვროდ ლამაზი იყო. ჩემი თავი მეუცნაურა, მაგრამ ვაღიარებ მართლა მელამაზა ჩემი თავი, იმდენადაც რომ გადავწყვიტე ამ ფოტოს ხათრით მაინც აღმედგინა რომელიმე სოციალური ქსელი. ეს ალექსანრესაც ვუთხარი რაზეც გულიანად გაეცინა
-აუცილებლად გამოგიგზავნი
-კარგი იქნება.
-რას ელოდებით? ჩავხტეთ! - დაბლიდან გვეძახდნენ ბავშვები, უკვე გაეხადათ და მდინარეშიც შესულიყვნენ. ორივემ მათ მივბაძეთ და მდინარეში თავით გადავეშვით. დაბნელებისას კოცონი გააჩაღეს, ირგვლივ ისეთი სასიამოვნო ატმოსფერო იყო, ისე მშვიდად და უსაფრთხოდ ვგრძნობდი მათთან თავს დიდი ხანი რომ არსად მიგრძვნია. ხმელ ფიჩხებს ცეცხლში ვყრიდი კოცონის ალმა თვალი მომჭრა, ზევიდან დავყურებდი და ვერც ვხვდებოდი იმდენად ახლოს მივწიე მისკენ სახე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მასში რომ გადავშვებულიყავი არაფერი მომივიდოდა
-სახის დაწვას აპირებ?- ფიქრებში გადავარდნილი ამ სამყაროში უკან მალევე დამაბრუნა ალექსანდრეს კომენტარმა
-არა ჩემი სახე მომწონს, ვერ გავიმეტებ
-სწორი გადაწყვეტილებაა - ლუდი გამომიწოდა
-არ ვსვამ - თავი უარის ნიშნად გავუქნიე
-კარგი რა! მხოლოდ ერთი.
-არა მართლა...
-ბავშვებო! გაიგეთ რა თქვა? არ ვსვამო- გადასძახა სხვებს
-არა არა! ასეთები არგაგივა ჩვენთან!
-ბავშვებო მე მართლა არ...
-დალიე! - ყველა ერთ ხმაში ყვიროდა, სხვა გზა არ მქონდა ქილა გამოვართვი და მოვსვი.
-წითელ ღვინოს ვერ ჯობს, მაგრამ ამასაც არაუშავს- დავიჭყანე და კიდევ ორი ყლუპი მოვსვი
სიმღერ-სიმღერაში ისე დაგვათენდა ვერც მივხვდით. სასტუმროში სასიამოვნოდ დაღლილი დავბრუნდი. შემდეგი დღეებიც ისევე გაგრძელდა როგორც პირველი, ცხოვრებაში პირველად კმაყოფილი ვიყავი ჩემი გადაწყვეტილებით.
***
-სესილი- ყურში ჩამჩხავლა ვიღაცამ. აუზზე მწოლიარეს ჩამძინებია, თავზე თიკო მედგა. ეს ის გოგო იყო რომ ვთქვი, მასთან მინიმუმ სამდღიანი ურთიერთობა მჭირდებოდა-მეთქი, რომ სახელი დამემახსოვრებინა.
-ჩამძინებია- ვუთხარი მთქნარებით,
-ჩაიჩოჩე-მითხრა და გვერდით მომიწვა
-ხვალ მივდივართ, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი იწყება არ გინდა წამოხვიდე?
-მე? არ ვიცი...
-კარგი რა! წამოდი ხომ ხედავ რა კარგად ვერთობით. იცი რა მაგარი იქნება? მზე, ზღვა, ბევრი სიმღერა და სასმელი - მას შევხედე, მაღალი სავსე გოგო იყო. ქერა თმით და რუჯით, თავიდან, როდესაც პირველად გავიცანი და შევხედე უხეში ადამიანი მეჩვენა. როგორც ყოველთვის შევცდი, ყველაზე სასიამოვნო, უბრალო და თავისუფალი გოგო თიკო აღმოჩნდა.
-მოვიფიქრებ
-ნაადრევად ნუ დაბერდები - თვალები გადაატრიალა, საპასუხოდ მხოლოდ გავუცინე
-წამო ჩავხტეთ-წამოხტა და აუზში შევარდა, თიკოზე ბევრი რამ არ ვიცოდი. ერთი,რაც შევამჩნიე ის იყო, რომ ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება მისთვის კატასტროფის ტოლფასი იყო.
საღამოს ამინდი აირია, საშინლად წვიმდა და ციოდა. მოჟამულ ამინდში კი, მეფიქრებოდა იმაზე, რაზე ფიქრიც საერთოდ არ მინდოდა.
-რას აკეთებ?- ოთახში დაუკაკუნებლად შემოვიდა ისევ თიკო
-არაფერს, საზიზღარი ამინდია!
-კი, ნახე რა მოვიტანე- ლუდის ქილები შემოათრია ოთახში
-დაკლებულ კილოგრამებს მალევე ავინაზღაურებ, თქვენი წყალობით!
-ისე, ცოტა უკვე მოიმატე და ძალიან გიხდება!
-ოხ! გამახარე. მარტო რატომ ხარ?
-ნინა ვატოსთან ერთადაა, ხოიცი რას აკეთებენ-თვალი ჩამიკრა
-სხვის პირადში ნუ აფათურებ ხელს! - გამეცინა
-ხო.. და ბიჭებიც ვიღაც გოგოები დაკერეს იქ წავიდნენ
-ეტყობა ამინდი მოქმედებს ჰორმონებზე - ხმამაღლა გადავიკისკისეთ ორივემ.
-შენ რატომ ხარ მარტო?
-ასე მინდოდა, ნაცნობი სახეებისგან შორს, ცოტახნით - ლუდის ქილა დავლიე და გადავიყუდე.
-ასეთი მომაბეზრებელი ხალხი გახვევია თავს?- ჩაიფრუტუნა
-იქნებ მე ვარ მომაბეზრებელი
-საერთოდ არა! პირიქით მე ძალიან მომწონს შენთან დროის გატარება- დამამშვიდა.
-ეს იმიტომ, რომ შენთვის ჯერ უცხო ვარ
-სისულელეა!ადამიანთან დროის გატარება ან მოგწონს ან არა. ეს თავიდანვე როდესაც არასწორ მეგობრებს ირჩევ მაშინაა მომაბეზრებელი მათთან დროის გატარება
-ყიჩაღ! ზოგჯერ სიბრძნეების თქმაც გჩვევია თურმე
-დავაი რა! - მთელი საღამო ლაპარაკში გავატარეთ, ბოლოს ორივეს ჩაგვეძინა.შუაღამე ისევ უცნაური სიზმარი მესიზმრა.
ბარში ვზივარ, მეგობრებთან ერთად და საყვარელ სასმელს ვწრუპავ, გოგოებმა გადავწყვიტეთ დამღლელიკვირის შემდეგ საღამო ერთად გაგვეტარებინა.სასმელი დაგვიმთავრდა მხიარული ვუახლოვდები სიმპათიურ ბარმენს და სასმელს ვუკვეთავ, ახლომახლოს მდგარ მაგიდას გავხედე და გულიანად მომცინარ მეგობრებს თვალი ჩავუკარი, ხალხის ხმაური და ცოცხალი მუსიკის ჰანგები ერთმანეთს ერწყმის და უაზრ, მახინჯ კომბინაციას ქმნის. ტყავის ქურთუკი მაცვია, რა დროა? ზამთრისთვის ზედმეტად თხელია, ზაფხულისთვის კი ცხელი. მარიამს და მაკოს გავხედე, არა ყველაფერი კარგადაა, ახლანდელივით უცნაურად და შეშფოთებული მზერით არ მათვალიერებენ ესეიგი ჯერ დაკარგულიც არ ვარ. მაგიდასთან ვბრუნდები და ლაპარაკს განვაგრძობ
-ეს თქვენ - მოდის ოფიციანტი და ყველას თითო ჭიქა უფასო სასმელს გვიდგამს
-ჩვენ?- ვეკითხები გაოცებული
-დიახ, იმ მაგიდიდან გამოგიგზავნეს -ხელით მანიშნებს კუთხეში, ყველაზე ბნელ ადგილას მდგარ მაგიდაზე სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ზის. ყინულივით ცივი თვალები სულს მიფორიაქებს. უსიამოვნო შიშის შეგრძნება მიმძაფრდება
-ღმერთო ნახე რა სიმპათიურია- იცინიან გოგოები და ხელის აწევით მადლობას უხდიან. საშინელი წინათგრძნობა მეუფლება
-სესილი! შეხედე როგორ გიყურებს- იცინის მარიამი და მწვანე თვალებს არ აშორებს ბიჭს
-აჰა...- ამოვილუღლუღე ნირწამხდარმა
-არ თქვა არ მომწონსო! - თვალები გადაატრიალა
-ბარში გაცნობილ ტიპები როდიდან არიან კარგები?
-რა მნიშვნელობააქ ბარში გაიცნობ თუ სად?
მაგიდას გავხედე, ცივმა ოფლმა დამასხა უცნაური ბიჭი იქიდან წამებში აორთქლებულიყო.
თვალები ფართოდ გავახილე, მთლიანი ჭიქა წყალი გამოვცალე. ღამის სამი საათი იყო. წამოვჯექი და დავფიქრდი, ეს სიზმარი კი არა რეალური მოგონება იყო. მანამდე ბევრად უფრო ადრე მოხდა ვიდრე უკვალოდ დავიკარგებოდი. ტელეფონის ნომერი ავკრიფე და მარიამს გადავურეკე
-გეძინა?
-შენი აზრით? რომელი საათია- მკითხა ნამძინარევი ხმით
-მაპატიე...
-როგორ ხარ? რატომ არ გძინავს რამე ხდება?
-გახსოვს ბარში, ბიჭმა სასმელი რომ გვაჩუქა?
-რომელზე ამბობ ასეთი ბევრი იყო
-შენ რომ მეუბნებოდი როგორ გიყურებსო!
-ვერ ვიხსენებ
-უნდა გაიხსენო, მალევე რომ გაუჩინარდა. ძალიან რომ არ მომეწონა
-ააა... მგონი ვხვდები რაზეც ამბობ. რა ხდება?
-ის ბიჭი... როესმე გამოჩენილა კიდევ? იქნებ მე არ მახსოვს... ხომ არ მიმიწერია ან.. ან არ ვიცი.
-კარგად ხარ? არა მასზე არაფერი გითქვამს და აღარც გამოჩენილა
-კარგი...
-ახლა რამ გაგახსენა?
-არაფერმა... დამესიზმრა და ვერ მივხვდი მართლა იყო თუ უბრალოდ სიზმარი.
-ახლა რატომ დაგესიზმრა? რამე კავშირშია?
-ო არა, არა... კარგი, სისულელეა დაიძინე.
-თუ რამე ხდება, ხომ იცი რომ უნდა მითხრა?
-კი, კი არაფერია. ძილინებისა
-ძილინებისა, დამირეკე ხვალ
-კარგი.
რატომ დამესიზმრა ის ბიჭი თუ მას შემდეგ აღარ გამოჩენილა?
- არა! როგორც კი მარტო დავრჩი მაშინვე გავჭედე! - ჩავილაპარაკე, წამოვდექი და ჩემოდანში ჩემი ნივთები უთავბოლოდ ჩავყარე.
დილას ყველაზე ადრე მე გავედი გარეთ.
- რა მაგარია, ვიცოდი რომ წამოხვიდოდი! -მითხრა თიკომ, ყველა ერთად გადამეხვია ბარგი გამომართვეს და გზას გავუდექით.
იმდენი ხალხი გავიცანი ამდენი ცხოვრებაში ერთად არ გამიცვნია. შევერიე უდარდელ და თავისუფალ ადამიანებს და ერთადერთი რაც ამ დროის მანძილზე მაწუხებდა ცეკვისგან დაღლილი ფეხები იყო, რომლებსაც დასვენება წყუროდათ. თავბრუ მეხვეოდა და მუსიკის ხმები შორიდან ჩამესმოდა, იქვე ძირს დაგდებულ პუფში ჩავესვენე, გულისრევის შეგრძნება ცუდად მხდიდა
-ჰეეიი! ბევრი დალიე? -სიცილით მომიჯდა თიკო
-კი - ვუთხარი შეწუხებულმა
-ზღვაზე გავდივართ, წამოხვალ?
-შუაღამეა.. ახლა ძილის გარდა არაფერი მინდა
-სესო მოდიხარ? - ალექსი თავზე დამადგა. ჩამოსვლის პირველივე დღეს მითხრა რომ ძალიან მოვწონდი, მე კი უარი ვუთხარი. მეგონა, ამაზე გაბრაზდებოდა მაგრამ მას შემდეგ უფრო დავმეგობრდით, გოგოების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა უკვე ეპოვა კიდეც სხვა. ჩემი უარის შემდეგ არაფერი უთქვამს, არაკომფორტულად რომ არ მეგრძნო თავი.
-არა, მე წავალ დავიძინებ
-წასვლას შეძლებ?
-რა თქმა უნდა! - ვეცადე ძალები მომეკრიბა და თავი ისე მომეჩვენებინა თითქოს მთვრალი არ ვიყავი. როგორც კი მარტო დამტოვეს, თვალები დავხუჭვა უარესი იყო, ამიტომ ვცდილობდი ფართოდ გამეხილა. ჩემმა ტაქტიკამ ვერ გაამართლა, გავითიშე. ისეთი შერძნება მქონდა თითქოს ჰაერში დავფარფატებდი, ვიღაცის ძლიერ ხელებს ავეტაცებინე მე კი განძრევის თავი არ მქონდა. ვცდილობდი მისთვის შემეხედა, მაგრამ ამაოდ იმდენად ბრუნავდა ყველაფერი ეს შეუძლებელი იყო
-ასე არ უნდა მომხდარიყო - შორდან ჩამესმა ნაცნობი ხმა, სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, ეს ხმა ისეთი საყვარელი და ნაცნობი იყო ჩემთვის მაიძულა თვალები გამეხილა.
-არ უნდა გამოვჩენილიყავი! ასე როგორ გამოთვერი?! - ხმაურიან ადგილს გავცდით, კარის გაღების ხმა მომესმა,სააბაზანოში შემიყვანა, უნიტაზს გადავეყუდე. ცივი წყალი შემასხა სახეზე, გამამშრალა ტანსაცმელი გამხადა და საწოლში ჩამაწვინა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაც უხარისხო ფილმის კადრებს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვადევნებდი თვალს.
-ვინ ხარ - ამოვილუღლუღე შეწუხებულმა
-ჩშშ! მშვიდად, დაიძინე. -შუბლზე გადმოყრილი თმა გადამიწია, თვალები გავახილე.წამიერად მოვკარი თვალი სვირინგიან ხელს.
-მე შენ გიცნობ...- მინდოდა მეტი მეთქვა მაგრამ სასმლის დოზამ თავისი ქნა, წამებში ჩამეძინა.
***
საშინელმა თავის ტკივილმა და სიმშრალის შეგრძნებამ გამაღვიძა. თავი დიდი ძალისხმევის შემდეგ წამოვწიე, მეგონა ვიღაც უროს მირტყამდა ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ოთახს თვალი მოვავლე, სრულიად მარტო ვიყავი. თვალი ტუმბოსკენ გამექცა სადაც სავსე ჭიქით წყალი და ასპირინი იდო. ხელი გავიწვდინე, ასპირინი ჩავაგდე და დავლიე
ის იქ იყო! მის არსებობას ჰაერში ვგრძნობდი. მან ხელში ამიყვანა, ოთახში შემომიყვანა, მომიარა. სვირინგებიანი ბიჭი სინამდვილე იყო! კიდევ რამდენ ხანს გავექცეოდი ამას? ვინ იყო და რა უნდოდა ჩემგან?! რატომ მომიარა? წყალი გადავივლე და მიმღებში ჩავვარდი
-გამარჯობა, მაინტერესებს გუშინ აქ ვინ მომიყვანა? - ამ კითხვის დასმა მეუხერხულა მაგრამ უხერხულობის დრო სად იყო?!
-თქვენ აქ გუშინ არ შემოსულხართ-მიპასუხა ქერა, მაღალმა რეგისტრატორმა ბიჭმა
-რას ქვია არ შემოვსულვარ?! აბა ახლა საიდან მოვდივარ?
-ვგულისხმობ მთავარი შემოსასვლელიდან არ შემოსულხართ, მთელი ღამე გავათიე... გნახავდით
-უკანა შემოსასვლელი!- წამოვიყვირე ხმამაღლა, ბიჭს სახეზე ეწერა ფიქრობდა ვინაა ეს შეშლილიო
-კამერები აყენია უკანა შემოსასვლელში?
-დიახ
-შეიძლება ვნახო?
-რამე დაკარგეთ?
-არა... უბრალოდ მაინტერესებს აქ როგორ მოვედი, რა გქვია?
-ლუკა
-ლუკა, გთხოვ. ეს პირადლია და ძალიან, ძალიან მაინტერესებს - ბიჭმა თავი დამიქნია და დაცვა გამოიძახა. მაღალი ჩაფსკვნილი კაცი რამდენიმე წუთში მოვიდა
-შეგიძლია გუშინდელი ჩანაწერები ანახო?
თეთრ, პატარა ოთახში ვიდექი. შავ-თეთრ კადრებს ისე ვაკვირდებოდი ცოტაც და თვალები დამეთხრებოდა.
-ეს უკანა კარის ჩანაწერია?
-შემოსასვლელის გაფუჭებულია, მხოლოდ ერთი მუშაობს
-კი მაგრამ, იქნებ მეორე კუთხიდან შემოვედი?
-შეიძლება, წესით უნდა გამოჩენილიყავით
-წესით?!
-კამერა გუშინ ღამე გაფუჭდა, ვწუხვარ. მხოლოდ ესაა რისი ჩვენებაც შემიძლია
-გუშინ?!
-რამე თუ დაკარგეთ მითხარით, პოლიციას გამოვიძახებთ - მითხრა დაცვამ რომელსაც აშკარად თავი მოვაბეზრე
-არა, არაფერი დამიკარგავს, მადლობთ ასე რომ დამეხმარეთ.-ირონია ვეღარ დავმალე, საშინლად გაბრაზებულმა ფარხმალი დავყარე და ფრუტუნით ავემართე ოთახისკენ. სიზმრები რეალობად მექცა, თვალები დავხუჭე და ვეცადე გამეხსენებინა, რამე მაინც გამეხსენებინა! ნერვებმა მიმტყუნა, ტუმბოზე მდგარი ჭიქა კედელს მივანარცხე. არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ ამდენს აღარასდროს დავლევდი! ნაკლები რომ დამელია მის სახეს ვნახავდი! ხელიდან ისევ გავუშვი! ჩემი დასვენების დღეები იმ დღეს შეწყდა, ტანსაცმელი ჩემოდანში ჩავტენე და იქიდან უკანმოუხედავად გამოვიქეცი.
ტაქსში მჯდომი გაბუსხული ვადებნებდი თვალს სიცხისგან დატანჯულ ხალხს ქუჩებში. ფრუტუნით ჩამოვბარგდი მანქანიდან და სადარბაზოში ნელი ნაბიჯებით შევლასლასდი. ჩემდა გასაკვირად შინ არავინ დამხვდა, გასაღები დიდი ძებნის შემდეგ ჩანთის კუნჭულში ვიპოვნე და კარი შევაღე.ჩემს ოთახში შევედი, მთელი დღე შიგნიდან მღრღნიდა რაღაც, თავი ციხეში მეგონა, სულს მიხუთავდა ეს ნაცნობი სივრცე. მაცივარი გამოვაღე, ნაყინი არასდროს მყვარებია, მაგრამ იმ დღეს საშინლად მომინდა. მოკლე შორტი ამოვიცვი და უბნის სუპერმარკეტს მივაშურე. რიგში დგომისას ნაცნობი სახე დავლანდე რომელიც ირონიული, გამჭოლი მზერით მიმზერდა. თვალები გადავატრიალე
-უკვე ვნერვიულობდი კიდეც რომ არ ჩანდი-ჩემს ხმამაღალ კომენტარზე გაეცინა და მომიახლოვდა
-გამარჯობა
-გამარჯობა, ოთარ! ხომ არ შეგიყვარდი?
-პედოფილობაში მდებ ბრალს?
-მე არც ისეთი პატარა ვარ და არც შენ ხარ მთლად დიდი!- გაეცინა ისევ გულიანად, ამ კაცს პირველად ვხედავდი მხიარულს
-დაგცხა? -შემათვალიერა ინტერესით
-გული მიგრძნობდა, ვიღაც შემხვდებოდა და ორი ვიყიდე- ნაყინზე ვანიშნე მზერით
-საინტერესო რამაა წინათგრძნობა, არა?
-ნამდვილად- მაღაზიიდან გამოვედი, ზაფხულშიც კი შავი ტანსაცმელი ეცვა. მის სახეს დავაკვირდი, ზედმეტად სიმპათიურად გამოიყურებოდა.
-როგორ დაისვენე?
-მშვიდად და თან გიჟურად
-შენი ორი ხასიათის შესაბამისად- მისკენ მზერა გავაპარე, ეღიმებოდა
-ნაყინი არ გინდა?
-არა არ მიყვარს-მისთვის აღარ შემითავაზებია, გეზი პარკისკენ ავიღე. იქვე ჩრდილში ჩამოვჯექი, თვითონაც გვერდით მომიჯდა
-როგორ გაიგე რომ აქ ვიყავი?
-სად იყავი ისიც ვიცი
-საიდან?
-დაგავიწყდა რომ გამომძიებელი ვარ ?
-ამის საშუალებას არ მაძლევ
-როგორ მიდის საქმეები?
-მშვენივრად, შენი?
-რომელი?
-რომელიც ყველაზე საინტერესოა
-სწორედ ამ საქმეზე ვარ მოსული
-მეგონა ხელი ჩაიქნიე
-შენ არ თქვი ველოდი შენს გამოჩენასო?
-ვთქვი, კი.
-ნუთუ არ გიკვირს?სექსუალური ძალადობის კვალი არაა, არათუ სექსუალური არამედ ნებისმიერი ძალადობის კვალი არ აღმოგაჩნდა. -დაიწყო ახლიდან
-პირიქით, მახარებს ეს ფაქტი
-თუ გაგიტაცეს, გამოსასყიდი რატომ არ მოითხოვეს?
-იცი? ამ პარკში ბავშვობის მერე არ შემოვსულვარ- არემარეს თვალი მოვავლე
-საუბრის თემის შეცვლა არ გამოგივა
-კარგი რა, ნუ ხარ ასეთი სერიოზული
-ვიცი რომ გაქცევის ბევრი მიზეზი გქონდა, ვიცი ყურადღება გინდოდა- სულ ხუთი წუთით ვნახე და უკვე მოახერხა ჩემი გაღიზიანება
-ღმერთო, სასაცილოა არც კი იცი რას ამბობ. სითბო, ყურადღება ჩემთვის არაფერს ნიშნავს.
-დარწმუნებული ვარ, ბევრს ნიშნავს- მის ნათქვამზე გულწრფელად გამეცინა
- სითბო? ყურადღება? თუ რამე სანატრელია ბევრად უფრო მეტს ვინატრებდი დამიჯერე. -ვცდილობდი ჩემში მოულოდნელად მოვარდნილი სიშმაგე და სიუხეშე დამეფარა
-მე ვიცი რაც შეგემთხვა, რაც გაწუხებდა და გაწუხებს- მინდოდა მისთვის მეთავაზებინა, თავს ისე მაჩვენებდა თითქოს ჩემი ესმოდა. თითქოს ყველასი ესმოდა სამყაროში.
-ვერ გეცოდინება ისეთი რამ, რაც მე თვითონაც არ ვიცი
-შენ შეგიძლია თაავი დაარწმუნო რომ არაფერი მომხდარა. იცი რა? ძალიან მცირე დრო დამჭირდა მივმხვდარიყავი რომ მთელი ცხოვრებაა ცდილობ მოერგო სხვების შეხედულებებს.
-სხვების შეხედულებებს?
-კი. მთელი შენი არსებობა სხვებზე ზრუნვას შეალიე, საყვარელი ადამიანებისგან მოყენებულ ტკივილს ისე აღიქვამდი როგორც ჩვეულებრივ ამბავს, ერთ დღესაც ეს ყველაფერი ყელში ამოგივიდა.- ისე ლაპარაკობდა თითქოს ზუსტად იცოდა რას ამბობდა
-ძალიან აცდენილი ხარ თემას ბატონო ოთარ
-გამოფხიზლდი! შენ ერთი ხარ, ერთი გონება, ერთი აზრი და ფიქრი გაქვს. შენ ვერც კი ამჩნევ იმდენად განსხვავდები სხვებისგან
-ძალიან მინდა ასე იყოს, მაგრამ არაა- ვეცადე სიმშვიდე ბოლომდე შემენარჩუნებინა. განრისხება ბნელ კუნჭულში მოვისროლე
- ეს თითოეულ მიმიკაში, გამოხედვაში გეტყობა
-კიდევ რა მეტყობა? - რა უნდოდა ამ კაცს? გამომძიებელი იყო თუ ფსიქოლოგი?
-ზიზღი. ყველა გეზიზღება და ვერც ამას ვერ ხედავ
-არ მესმის საიდან მოგაქვს ამდენი სისულელე?
-შენს სახეზე ვკითხულობ. გული გერევა ამდენი ღალატის და იმედგაცრუებისგან
-გეყოფა! - ნერვებმა მიმტყუნა, წამოვდექი და წასასვლელად მოვემზადე
-რატომ არ გინდა საკუთარ თავს დაეხმარო?
-სწორედაც რომ საკუთარ თავს ვეხმარები
-მე ყველაფერი ვიცი. ვიცი ამდენი სიჩუმე ყელში ამოგივიდა,ამდენი ერთნაირი დღე და ხალხი. შენ გაიქეცი და ჩათვალე რომ ყველა ვინც რამე დაგიშავა ამ ნერვიულობის ღირსი იყო, შენ წახვედი და მათ მთელი ეს დრო ჭუჭყიანი სული, სინდისი დაუტოვე სანაცვლოდ
-იცი რას ვფიქრობ? ერთი საცოდავი ადამიანი ხარ, რომელსაც თავი რომელიმე დეტექტიურ ფილმში ჰგონია. იმედები უნდა გაგიცრუო, არც ასეთი საინტერესოა ჩემი საქმე, რომ ამდენი ფიქრისგან ტვინი აიდუღო!
-დედა, მამა, შეყვარებული, მეგობრები - არ წყვეტდა ლაპარაკს, თითქოს ჩემი მწარე სიტყვები არც გაუგია
-მე არ გავქცეულვარ! - ყურებზე ხელი ავიფარე
-გაიქეცი.- მიპასუხა დარწმუნებით და განაგრძო
-ერთადერთი რასაც ვერ ვხვდები, ვინ მოგექცა ასე? ვინ დაგტოვა სიკვდილის პირას მარტოდმარტო?
-ყველაფერი რაც ახლა თქვი ერთი დიდი აფსურდია, ამ ლაპარაკის გაგრძელებას აღარ ვაპირებ. - წამოვდექი
-აი ისევ გარბიხარ, რეალობას როდემდე გაექცევი?
-რეალური ცხოვრება ისაა რასაც თვითონვე გამოიგონებ- მის ცეცხლზე ნავთი დავასხი, არ ვიცი რატომ გავუცინე კიდეც. თვითონაც ღიმილით შემომხედა. მომუწული ტუჩები ისევ აამოძრავა
-ვწუხვარ. ვხედავ ცდილობ ყველაფერი რეალური გააქრო.
-ამდენსაც ნუ წუხხარ ჩემზე.
-იცი რას გეტყვი?- მომიახლოვდა, ეშმაკური ღიმილი არ შორდებოდა
-რას მეტყვი?- მას მეც მივუახლოვდი, თამაში უნდოდა? მიიღებდა კიდეც.
- ყველაზე რეალური შენ ხარ ამ სამყაროში. - სიცილი ვეღარ შევიკავე, რა ბანალური იყო!
-შენთან ძალიან ვერთობი მაგრამ უნდა წავიდე-ზურგი ვიბრუნე და სახეზე ღიმილიც მომშორდა, ვცდილობდი გამექრო გონებაში მოტივტივე ყველა მისი სიტყვა.
-ერთი წელიც!- ვჩურჩულებდი მთელი გზა თავის დასამშვიდებლად.
ვეცადე დედასთან ურთიერთობა გამომესწორებინა მაგრამ ამას რატომ ვაკეთებდი თვითონვე ვერ ვხვდებოდი. სამზარეულოში შევედი და მისი სახის ნაკვთებს თვალი შევავლე.
-ასე რატომ მიყურებ?- ჩამეკითხა ინტერესით
-იცი? ახლა დავაკვირდი. ტუჩებით და ცვირით გგავარ- თვალები გაუნათდა, გაუკვირდა რომ საკუთარი სურვილით გამოველაპარაკე
-კი ასეა, თმებიც კი ჩემნაირი გაქვს- გაიბადრა.
-თვალები სხვანაირი მაქვს-
-ასეა, ბევრად ლამაზი- გამიღიმა, მის მუქ მწვანე თვალებს დავაკვირდი. არა ნამდვილად არაფრი ჰქონდა საერთო ჩემს დიდ, მრგვალ, თაფლისფერ თვალებთან
-გინდა დღეს სადმე ვჭამოთ ერთად?- წამოვაყრანტალე გაუაზრებლად
-როგორც ადრე?- ისეთი სახე მიიღო თითქოს ამაზე უკეთესი რამ არასდროს არავის უთქვამს მისთვის ცხოვრებაში
-როგორც ადრე- დავეთანხმე მეც, მაგრამ ვიცოდი ადრინდელ დროს ვეღარასდროს დავაბრუნდებდით უკან.
მთელი საღამო ვთამაშობდი თითქოს დროს მშვენივრდ ვატარებდი, წარსულში გაჩხერილი, საზიზღარი შეგრძნება ნელ-ნელა მიპყრობდა. ვერასდროს ვერ ვიტანდი წარსულის გახსენებას, მასში დაბრუნებას კარგი არავისთვის არასდროს მოუტანია
-კარგი დრო გავატარეთ არა?
-ასეა. -დედა გადამეხვია, ერთი სული მქონდა ოთახში როდის შევვარდებოდი... სასოწრკვეთის ძველმა შეგრძნებამ რომელიც მთლიანად მჭამდა ერთიანად შთანთქა ჩმი არსება.
რამოდენიმე დღე სახლში გავატარე, არსად გასვლა აღარ მინდოდა, არ მინდოდა ხალხის ნახვაა, არ მინდოდა მათი ლაპარაკის გაგონება, არ მინდოდა საჭმელი, სასმელი და ოჯახის წევრები რომლებიც კარს წუთში ცხრაჯერ მიღებდნენ. სულ რამოდენიმე დღეც და უნივერსიტეტი დაიწყებოდა, მხოლოდ ერთი წელი და თავისუფალი ვიქნებოდი. წოლისგან დაღლილი წამოვდექი და ოთახში ბოლთის ცემა დავიწყე. ყურსასმენები გავიკეთე და ბოლო ხმაზე ჩავრთე Cage the elephant- Cold Cold Cold. უსაქმურობისგან კარადას მივვარდი ძველი სამი ზომით დიდი ტანსაცმელი გადმოვყარე და ნაგავში მოვისროლე. ახალი ბევრად პატარები კი კარადაში შევალაგე. ვერასდროს ვიტანდი არეულ კარადას, ტანსაცმელი ყოველთვის ფერების მიხედვით მქონდა დაწყობილი, ეს ერთგვარი დამამშვიდებელი რიტუალი იყო ჩემთვის. ამის შემდეგ წიგნებს მივაშურე, თითქმის ყველა წაკითხული მქონდა თუმცა მაინც აღმოვაჩინე ერთი ისეთი, რომლის წაკითხვაც ვერ მოვასწარი. იმის იმედით, რომ რამე საინტერესო აღმოჩნდებოდა და ამით შევძლებდი თავს გავქცეოდი ხარბად ჩავიკითხე რამდენიმე ფურცელი.
-რამდენ სისულელეს წერენ!- გადაშლილი წიგნი ძირს ხმაურით მოვისროლე. საათს დავხედე, პირველი ხდებოდა... ძილი ახლოსაც არ მეკარებოდა, ისევ დავხედე უკვე ორი იყო. უცებ გონებაში გამომძიებლის სახე ამომიტივტივდა, სწრაფად წამოვხტი სადღაც მისი ბარათი ეგდო. სულ რამოდენიმე წუთი დამჭირდა მის მოსაძებნად. ნომერი ავკრიფე, ზარი გავიდა. ამას რატომ ვაკეთებდი?! ჩემი თავის თვითონვე მიკვირდა, ვურეკავდი კაცს რომლის მოშორებაც ასე ძალიან მინდოდა.
-გისმენთ-გაისმა საქმიანი, ცბიერი ხმა, მინდოდა მეპასუხა მაგრამ ხმა ჩამიწყდა. გათიშვას ვაპირებდი, ვიცი ბავშვურად მოვიქცეოდი მაგრამ იმ წამს თავს მართლა ბავშვად ვგრძნობდი.
-შენი სუნთქვა მესმის სესილი, ნომერიც მიწერია- მივხვდი გაეღიმა
-გესმის? მე არ მესმოდა შენი.. ალბათ რამე ხარვეზი იყო- ვეცადე უხერხული სიტუაციიდან გამოვმძვრალიყავი
-ალბათ. - ისევ ეღიმებოდა, იდიოტი!
-რამ შეგაწუხა?- ჩამეკითხა სერიოზულად
-არაფერმა, უბრალოდ ოთახს ვალაგებდი და შენი ბარათი ვიპოვე..
-რამე გაგახსენდა?
-არა... უბრალოდ, მე არ ვიცი რატომ დავრეკე- სიმართლე ვუთხარი
-კარგია რომ დარეკე- ჩაიდნის წუილის ხმა მომესმა ტელეფონში, რასაც მისი ნაბიჯების ხმა მიჰყვა, სახლში იყო. ჩიქაში მდუღარე წყალი ჩაასხა, ეს ყველაფერი ისე ცხადად წარმოვიდგინე თითქოს მეც მასთან ერთად ვიყავი.
-ყავა თუ ჩაი?
-შენი აზრით?
-ვფიქრობ, ჩაი
-ასე რატომ გადაწყვიტე?
-ერთმა ადამიანმა მირჩია ძილის მოწესრიგებისთვის ყავა ჩაით ჩამენაცვლებინა- გამეღიმა და საწოლზე წამოვწექი.
-საინტერესოა, არადა რომ გკითხონ მახსოვრობა ცუდი გაქვს- გულიანად გამეცინა, ისიც ამყვა. რატომღაც მისი სახლი წარმოვიდგინე, ალბათ მუქი ფერის კედლები და ავეჯი ედგა. ბევრი წიგნებით და ირგვლივ მიმოფანტული საქმიანი ქაღალდებით
-არსად იყავი დასასვენებლად?
-არა ვმუშაობდი- ისევ ნაბიჯების ხმა მომესმა, ჩამოჯდა
-საინტერესო საქმეა?
-საშინლად უინტერესოა.
-მაპატიე, გვიან დავრეკე ალბათ გაწუხებ
-არა, პირიქით. ვერ იძინებ?
-ვერა. მე, დედაჩემთან ერთად ვივახშმე წინა დღეს, ისე როგორც ადრე.- ვიცოდი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ეს საიდუმლო იცოდა
-მოაგვარეთ უერთიერთობა?
-არეული არც გვწონია..
-ნუ მატყუებ- არაფერი ვუპასუხე. ისევ ლაპარაკი წამოიწყო
-მინდა გითხრა, შენი გაუჩინარების შემდეგ ის კაცი აღარ უნახავს
ცივმა ოფლმა დამასხა, თითქოს რაღაც დიდი ტვირთი ჩამომხსნეს მხრებიდან.
-ვიცი, ეჭვები მოსვენებას არ გაძლევდა, ამიტომაც გეუბნები.
-ოთარ
-დიახ?
-მადლობა- ამ სიტყვის თქმა მისთვის მეუცხოვა
-რისთვის?
-ყველაფრისთვის. ჩემი ამბავი რომ ასე გადარდება მაგისთვისაც.
-სამადლობელი არაფერია, ეს ხომ ჩემი სამსახურია
-მაინც სასიამოვნოა, ძილინებისა
-მშვიდი ძილი.-მიპასუხა რამოდენიმე წამის შემდეგ თვითონაც.
ვიცოდი არ უნდა დამერეკა მაგრამ ამას საერთოდ არ ვნანობდი. დარწმუნებული ვიყავი, თვითონაც უკვირდა ჩემი საქციელი. სულში უცნაურ სიცარიელეს ვგრძნობდი, ყველანაირი შფოთვა, შიში, იმედი და უიმედობაც ერთიანად გაქრა. ყველას განგვიცდია ეს უცნაური შეგრძნება არა? როდესაც საერთოდ არაფერს გრძნობ, როდესაც არც ერთი ადამიანური გრძნობა არ ბუდობს შენში. სრული სიცარიელე, სრული უფერობა. არც სიბნელე, არც სინათლე. არც სიყვარული და არც სიძულვილი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent