შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი კოცნა( 2 თავი)


8-11-2020, 17:36
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 222

ზუსტად არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ საშინელი სიცივის შეგრძნებამ ძილი გამიკრთო და გამეღვიძა, კარგახანს აზრზე ვერ მოვდიოდი სად ვიყავი და რატომ, როგორც კი გონება დავძაბე მაშინვე ყველაფერი გამახსენდა და სანამ დაფეთებული საწოლიდან ავდგებოდი დავინახე როგორ გაიღო ჩემი ოთახის კარი, გული შემეკუმშა და სუნთქვა შემიწყდა შიშისგან, სიბნელეს მიჩვეული თვალით კარგად დავინახე როგორ შემოვიდა ვიღაც ოთახში და ჩემს საწოლს მოუახლოვდა, სისხლი გამეყინა ძარღვებში და ისე დავიძაბე ვერაფერი მოვახერხე, ხმაც კი ჩამიწყდა რომ მეყვირა, უბრალოდ შიშისგან მგრძნობელობა დავკარგე მთელს სხეულში, არ მეგონა ასე თუ დამემართებოდა, სანამ მე ამ საშინელი ფიქრებით ვიტანჯებოდი სხეული ერთიანად გამითბა, მივხვდი რომ რაღაც დამაფარა, ღმერთო ჩემო მეკი რა აღარ ვიფიქრე, ჯანდაბა გული გამისკდა, მეგონა ჩემი მოკვლა უნდოდათ უკეთეს შემთხვევაში... თვალები დავხუჭე და დამშვიდება ვცადე მაგრამ რომ მივხვდი შემოსული გასვლას არ აპირებდა ოთახიდან და მეტიც უფრო მომიახლოვდა კვლავ დავიძაბე მაგრამ თვალებს ჯიუტად არ ვახელდი, ვფიქრობდი იქნებ უბრალოდ გავიდეს და არ დამჭირდეს ისტერიკების გამართვა-თქო მაგრამ არა, ვიგრძენი იმაზე მეტად მომიახლოვდა ვიდრე ვფიქრობდი, მისი ალკოჰოლის, სიგარეტის და სუნამოს უკვე ნაცნობმა მძაფრმა ნაზავმა ცხვირი ამიწვა, მივხვდი რომ დაიხარა და ძალიან ახლოდან დამყურებდა, გული უკვე მეორეთ გამიჩერდა მაგრამ შიშისგან არა, უბრალოდ თორნიკეს სიახლოვემ გამაბრუა, როცა მისი ცხელი სუნთქვა სახეზე შემომეფრქვია მაშინ მივხვდი რომ მაგრად დამენ.რა, რადგან მისი სიახლოვე იმაზე მეტად მიფორიაქებდა სულს და მაგიჟებდა ვიდრე ჩვეულებრივი გამტაცებლის სიახლოვე შეაშინებდა და ააფორიაქებდა მოტაცებულ ადამინს... ჯიუტად თავს ვიკატუნებდი თითქოს მეძინა, რადგან ძალიან დაბნეული და აღელვებული ვიყავი მისი სიახლოვისგან გაბრუებული, მაგრამ მაინც არ მომეშვა, არ მიდიოდა, ზემოდან დამყურებდა, ვგრძნობდი რა დაჟინებული მიყურებდა რადგან მთელი სახე მეწვოდა, როცა ცივი თითები სახეზე შემახო და თმა გადამიწია სახიდან აქ უკვე ვეღარ გავუძელი და თვალები გავახილე, იმის მიუხედავად რომ ოთახში საკმაოდ ბნელოდა და ოთახს მხოლოდ გარედან შემომავალი მთვარის მკრთალი ნათება ანათებდა კარგად შევძელი მის სახეზე აშკარა დაბნეულობა ამომეკითხა,მაშინვე გასწორდა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, მეც ძალიან დავიბენი და შეშინებული საწოლზე წამოვჯექი
-შენი შეშინება არ მინდოდა-დაიჩურჩულა ჩავარდნილი ხმით -მე... მე უბრალოდ მივხვდი რომ გციოდა და პლედი დაგაფარე-მითხრა აჩქარებით და ოთახიდან გავარდა, ღმერთო ეს რა იყო? მოიცა მოიცა რომ გამოვიჭირე დაიბნა? დაიძაბა? არ ეგონა თუ მეღვიძა და მაგიტომ შემეხო? რაო რა მითხრა მივხვდი რომ გციოდაო? საიდან მიხვდა? ანუ ოთახში მანამდეც იყო შემოსული? ღმერთო ჩემო ანუ ოთახში მანამდეც იყო შემოსული და მიყურებდა? რა ჯანდაბაა? და მე ეს რატომ მიხარია? ვაიმე მარიამ დადიანო რამდენ კითხვას სვავ? ღმერთო ჩემო, ვეღარ ვისვენებ ერთ ადგილას და საწოლიდან ვდგები, ისეთი აღფრთოვანებული და ბედნიერი ვარ რომ ლამის შევიშალო, მგონი საბოლოოდ შევიშალე, სულ გაგიჟდი ხო დადიანების არანორმალურო? ვუბრაზდები საკუთარ თავს, ვცდილობ დავმშვიდდე და ცივი გონებით ვიაზროვნო მაგრამ ჩემი გონება, სიმშვიდე და ის გრამი სერიოზულობაც თორნიკემ წაიღო მისაღებ ოთახში, სიგარეტი მინდა, უნდა მოვწიო ახლავე უნდა მოვწიო თორემ გული გამისკდება, თორნიკეს მოსაცმელის ჯიბეებს ვსინჯავ მაგრამ არაფერია ამიტომ მისაღებში გავდივარ, ძალიან კი მიტყდება მაგრამ თუ არ მოვწიე ნამდვილად შევიშლები, ნელნელა ვუახლოვდები დივანზე მსხდომთ და შორი-ახლოს ვჩერდები თორნიკემ გაოცებულმა შემომხედა და სიცილი აუტყდა, იკამ და ლუკამაც გამომხედეს მის სიცილზე და ისინიც აყვნენ, რა ჯანდაბაა? რა აცინებთ ამ იდიოტებს? ვხვდები რაშიცაა საქმე და სასწრაფოდ ჩემს აწეწილ თმას ვისწორებ, მაშინვე ჩუნდებიან
-რამე გინდა?-ისე მეკითხება თორნიკე რომ ჩემსკენ არცკი იყურება
-სიგარეტი-ვეუბნები დაძაბული და მაგიდას დავყურებ სადაც რამდენიმე იარაღი, ფული და ვისკის ბოთლები დევს, ეს ყველაფერი მაგიდაზე დაღვრილი სასმელის ფონზე კიდევ უფრო საშინელი სანახავია, ძალიან დავითრგუნე და და ვერცკი მივხვდი როდის გამომიწოდა თორნიკემ სიგარეტის კოლოფი
-აიღე-ამომხედა და მაშინღა მოვწყვიტე თვალი მაგიდას და თორნიკეს მივაჩერდი, გამოწვდილი კოლოფი გამოვართვი და სამი ღერი
ამოვიღე -დაიტოვე-მეუბნება ჩავარდნილი ხმით და იარაღს იღებს მაგიდიდან
-არ მინდა-ვეუბნები გაღიზიანებული ტონით და მაგიდაზე ვდებ კოლოფს
-ნუ ბავშვობ-თორნიკე კოლოფს იღებს და მაწვდის, ჩვენი მზერა ისევ ერთმანეთს ეფეთება, მე კარგახნის ფიქრის მერე ვართმევ და მისი მოსაცმელის ჯიბეში ვიდებ
-შენი ძუნწი მეგობარი ხომ არ გაჭედავს?-ვეუბნები გულწრფელად და ვერ ხვდები სამივე ერთდეოულად რატომ იფხრიწება სიცილით, სწორედ ამ დროს შემოდის ნიკა სახლში და მკვლელი მზერით მიყურებს
-შენ კიდევ ეწევი?-იცხადებს და მზერა ჩემი თვალებიდან ხელზე გადააქვს სადაც სამი ღერი სიგარეტი მიჭერია
-ხომ ვამბიბდი-ვბრაზდები მე და ჩემს ოთახში ვბრუნდები,თან ბიჭების სიცილის ხმა მომყვება, კარს ვკეტავ, ფანჯარას ვუახლოვდები სწრაფად ვაღებ და სასწრაფოდ ვუკიდებ ერთ ღერს, ისე რომ შეიძლებოდეს სამივეს ერთად მოვწევდი, ასე უფრო სწრაფად დავშვიდდებოდი, მგრამ არა... ამ ფიქრებში წასულმა ვერცკი შევამჩნიე როგორ შემოვიდა ოთახში ვიღაც და მომიახლოვდა მხოლოდ მაშინ ვიგრძენი ეს სიახლოვე როცა თმაზე შეხება ვიგრძენი, დაფეთებული შევტრიალდი და ადგილზე გავიყინე, ჩემს წინ თორნიკე იდგა, ისე ახლოს იდგა რომ ცხვირის წვერით შუბლზე მეხებოდა, ღმერთო ახლა მხოლოდ ერთი მინდა მიბნედილი ხელებში არ ჩავუვარდე, ჯანდაბა მარიამ გონს მოდი რაზე ფიქრობ საერთოდ? ვუყვირი საკუთარ თავს გონებაში და ვცდილობ დავმშვიდდე და ძალა მოვიმრიბო რომ მის სიახლოვეს გავუძლო
-მარიამ ნუ იძაბები-მეუბნება გამომწვევი ტონით და პირდაპირ თვალებში მიყურებს, წეღან ეს არ იყო დაბნეული ოთახიდან რომ გამექცა? ახლა რა შეიცვალა? კიდევ დალია და გათამამდა? ჯანდაბა როგორც ჩანს მეც მჭირდება დალევა, სხვაგვარად ამ იდიოტს ვერ გავუმკლავდები -ნუ გეშინია-მესმის ისევ მისი ხმა და ფიქრებს მიფანტავს, ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და ვცდილობ ძალა
მოვიკრიბო -არავინ არაფერს დაგიშავებს-მეუბნება ისევ გამომწვევად და სახეზე ჩამოყრილ თმას მხრებსუკან მიყრის და სულ ოდნავ მეხება თავისი ცივი თითებით სახეზე , დენ დარტყმულივით უკან ვიხევ და შეშინებული თვალებით ვუყურებ, უკვე აღარ მომწონს ეს კატა-თაგვობანას თამაში მასთან, მგონი ზედმეტის უფლებას ვაძლევ და ამიტომ მიბედავს ამდენს ვარწმუნებ საკუთარ თავს და ფიქრიც არ მინდა იმაზე რომ ის რაც ხდება იმიტომ ხდება რომ ჩვენ ორივეს გვინდა ეს! -მარიამ ჩემი ნუ გეშინია-მეუბნება ისე რომ თვალს არ
მაშორებს -მე შენ არასდროს არაფერს
დაგიშავებ-მეუბნება ჩავარდნილი ხმით და უნებურად ისევ ჩემი თმისაკენ გამოექცა ხელი, მე რადგან უკან დასახევი ადგილი აღარ მაქვს ვცდილობ ძალა მოვიკრიბო და მის შეხებას გავიძლო ისე თითქოს ამას მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის
-ამას მეუბნება ადამიანი ვინც იარაღის მუქარით აქ მომიყვანა და ლიცენზია შეჩერებულ ექიმს მაიძულა გამეკეთებინა უკანონო ოპერაცია !-ვყვირი ბოლო ხმაზე მკერდზე ვაბჯენ ხელს და ვაიძულებ უკან დაიხიოს
-ახვაგვარად აქ ვერ მოგიყვანდი-ბრაზდება ისიც
-საიდან იცოდი რომ ექიმი ვარ? დარწმუნებული ვარ აქამდე არასდეოს არ შემხვედრილხარ, მემახსოვრებოდი!-ვეუბნები მკაცრი ტონით და მის პასუხს მოუთმენლად ველი
-აქამდე რომ შევხვედროდით ერთმანეთს ყველაფერი სხვაგავრდ იქნებოდა -მეუბნება უცნაური ტონით და დაჟინებით მიყურებს თვალებში
-საიდან იცოდი რომ ექიმი ვარ-არ ვეშვები
-სატუმროში რომ უნდა შესულიყავი შენი ჩემოდნებიანად და ის კაცი რომ ძირს დავარდა მეც იქ ვიყავი-მეუბნება მომღიმარი სახით-დავინახე როგორ დაყარე ძირს ჩანთები და მიკენ გაიქეცი, ყვიროდი ექიმი ვარ არ მიეკაროთო, მერე დავინახე როგორ გაუკეთე ინსულინი და როგორ დააბრუნე იმ ქვეყნისაკენ მიმავალი
-ესეიგი იქ იყავი?-ვეკითხები გაოგნებული
-ჰო იქ ვიყავი-მიდასტურებს და ჩემს რეაქციაზე ეღიმება, მე სიგარეტის ჩამწვარ ნამწვს განჯრიდან ვისვრი და მეორე ღერს ვუკიდებ ათრთოლებული თითებით -მერე ეს ამბავი რომ მოხდა მაშინვე შენ გამახსენდი-მეუბნება დაძაბული ტონით, მე განზრახ თვალებში ვუყურებ და ერთი წამით არ ვაშორებ თავს
-გაგახსენდი თუ ჩემზე ფიქრობდი?-მეც არვიცი რატომ დავუსვი ეს გამომწვევი კითხვა, მაგრამ რადგან დავსვი აღარ დავიბენი და ჯიუტად არ მოვაშორე თვალი
-ამას შენთვის მნიშვნელობა აქვს?-ღმერთო რა საშინელი ადამინია, სულ მგონია რომ ისეთი კითხვა დავუსვი რომ დავაბნიე და პასუხი არ ექნება ის კი ყოველთვის ახერხებს რომ ისე მოატრიალოს კითხვა რომ აქეთ მე დამაბნიოს
-არავითარი-მხრებს ვიჩეჩავ, მაგრამ ინტერესით ვკვდები სინამდვილეში რას ფიქრობდა სანამ მე მომიყვამდა აქ
-შენზე ვფიქრობდი-მეუბნება სრულიად მოულოდნელად და მაშინვე ტრიალდება და ოთახიდან გადის, ისეთი დაბნეული და დაძაბული ვარ რომ ვერაფერს ვახერხებ, სიგარეტის მოწევის სურვილიც კი მიქრება და ფანჯრიდან ვაგდებ ნახევრად ჩამწვარ ღერს, ჯანდაბა ჯანდაბა რა მემართება? სულ გავგიჟდი ხო? ალბათ ამდენმა მღელვარებამ და შიშმა სულ გამომაშტერა, რატომ მიცემს გული ასე გამალებით? რატომ? ჯანდაბა მგონი საბოლოოდ შევიშალე, დედაჩემს ისედაც დიდი ხანია ეჭვი ეპარება ჩემს ფსიქიკურ მდგომარეობაში, მგონი მართალია ჩემი ბუზღუნა ნანიკო მალე საბოლოოდ გადავალ ჭკუიდან, ჯანდაბა არა არა და არა! ვუყვირი საკუთარ თავს ფიქრებში და საწოლზე ვწვები პლედს ვიფარებ თავზეც და თვალებს ვხუჭავ, ჩემდა საბედნიეროდ მალევე ჩამეძინა ამდენი ემოციებისგან თავგზააბნეულს.
მზის სხივების მკვეთრმა ნათებამ მაიძულა ტკბილ ძილთან გამომშვიდობება, წვალებით გავახილე თვალები და საწოლზე წამოვჯექი გაბრუებული, ტელეფონს დავხედე და ჯერ შვიდიც არაა, საწოლიდან ვდგები და მისაღებში გავდივარ სადაც თორნიკე სავარძელში მჯდომი სიგარეტს ეწევა
-აქ ყავა გააქვთ?-ვეკითხები ისე რომ მისკენ არც ვიყურები
-დილა მშვიდობისა-მეუბნება გაღიზიანებული ტონით და ვგრძნობ რომ მკვლელი თვალებით იყურება ჩემსკენ მაგრამ მე ვაიგნორებ მის მზერას მაქსიმალურად
-არა მგონია მშვიდობიანი იყოს-ვეუბნები გაბრაზებული
-დღეს გაგიშვებ-მეუბნება თვალ-მოუშორებლად
-მადლობა გადაგიხადო?-მისკენ ვიხედები და ვცდილობ მაქსიმალურად გავაღიზიანო, მინდა რომ აგრესია გავაღვივო ჩვენს შორის და ის გრძნობის ნაპერწკლები რაც ჩენს შორის გაჩნდა აქვე ამ სახლში ჩავაქრო
-სამზარეულოში მოძებნე-მპასუხობს ჩემს პირველ კითხვაზე გაღიზიანებული და მეც უმალ სამზარეულოში შევდივარ, კარგახნის ძებნის მერე ვპოულობ რაღაც ნალექიან ყავას, წყლის მადუღრას ნახევრამდე ვავსებ, ონკანთან დადებულ ჭიქას ვიღებ შიგ ორ კოვზ ყავას ვიყრი და წყლის ადუღებას ველოდები, უცნაური გრძნობა მეუფლება და ერთიანად ვიძაბები, ვხვდები რომ ვიღაც მიყურებს და ეს ვიღაც თორნიკეა ამიტომ კარისკენ ვტრიალდები, სადაც დიდი ალბათობით დგას
-შაქარი ზედა მარჯვენა თაროზეა-მეუბნება როგორც კი მისკენ ვბრუნდები
-უშაქროს ვსვამ-ვპასუხობ გაბრაზებული ტონით
-მივხვდი-მეუბნება მომღიმარი სახით და სამზარეულოში შემოდის -შაქრიანი ყავა მე
მინდა-ისე მიახლოვდება რომ სუნთქავ მეკვრება და
გულისცემა მიჩერდება რატომღაც -წყალი
ადუღდა -ზედ ჩემს ტუჩებთან ჩურჩულებს და მაიძულებს თვალებშიბ ჩავხედო, საბედნიეროდ მადუღარას გათიშვის ხმაზე გონს მოვდივარ და მაშინვე ზურგს ვაქცევ, აკანკალებული ხელით ჩაიდანს ვიღებ და წყალს ვასხავ ჩემს
ჭიქაში, რა ჯანდაბაა, რა მემართება? რატომ ვერ ვაკონტროლებ საკუთარ ქცევას? ნერვები მეშლება საკუთარ თავზე და ჩაიდანს ხმაურით ვდგავ მაგიდაზე
-მეც მინდა ყავა-მესმის მხიარული ხმა ზურგს უკან და რომ ვაცნობიერებ ეს თორნიკეს ხმა არაა ვმშვიდდები
-ვინმემ ყავა ახსენა?-ლუკას ხმას ვცნობ და ბიჭებისკენ ვტრიალდები გაღიმებული
-გავაკეთო?-ყველას ვაიგნორებ ლუკას გარდა
-თუ ძალინ არ შეგაწუხებთ -მიღიმის ლუკა
-კარგი-ჩაიდანს წყლით ვავსებ და ვრთავ -ჭიქები სად არის?-ისევ ლუკას ვუყურებ
-აქ-თორნიკე ყველაზე მაღალ თაროზე მიმითითებს, დამპალი იცის რომ ვერ მივწვდები
-ჩამომიღე თუ შეიძლება -პირდაპირ თვალებში ვუყურებ და ისე ვეუბნები, თორნიკე ჭიქებს იღებს და მაგიდაზე დგავს
-სამი კოვზი შაქარი, ორი ყავა და წყლით ბოლომდე არ გაავსო-ისე მიბრძანებს თითქოს მისი მოახლე ვიყო, ძალიან ვბრაზდები მაგრამ ხმას არ ვიღებ და მათ მითითებებს ვასრულებ, რადგან საკუთარ თავზე ავიღე ბოლომდე მიმყავს საქმე, როცა სამივეს მოვუმზადე ყავა ჩემს ჭიქას ხელი დავავლე და გარეთ გავედი, ძალიან შემცივდა მაგრამ სახლში შესვლა არ მინდოდა, ამიტომ იქვე მაგიდასთან სკამზე დავჯექი, სიგარეტი ამოვიღე ჯიბიდან და ნერვიულად მოვუკიდე, ვერ ვხვდებოდი რატომ მქონდა ისეთი განცდა თითქოს გული მწყდებოდა რომ აქედან უნდა წავსულიყავი, რა საშინელი გრძნობაა როცა ვალდებული ხარ საკუთარ გრძნობებს ებრძოლო, რა საშინელებაა საკუთარ თავს რომ უნდა შეეწინააღმდეგო, რადგან იცი რომ თუ არ შეეწინააღმდეგები მაშინ საკუთარ თავს დაკარგავ, ამ ფიქრებიდან რაღაც თბილის შეხებამ გამომიყვანა, ავიხედე, ღმერთო ისევ თორნიკე
-კანკალებ-მეუბნება უცნაური ტონით და უფრო მჭიდროდ მახვევს პლედს
-მადლობა-ვეუბნები ხმა დაბლა და თავს ვხრი
-ლიცენზია რატომ შეგიჩერეს-მეკითხება სრულიად მოულოდნელად, თავს ვწევ გაოგნებული და მოაჯირის სახელურზე მიყრდნობილ ბიჭს დაჟინებით ვუყურებ თვალებში
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?-ვპასუხობ კარგახნის დუმილის მერე
-აქვს! -მეუბნება მკაცრი ტონით, მე მის ჭაობისფერ სფეროებს თვალს ვარიდებ და მზერა მის ყავის ჭიქაზე გადამაქვს, ჭიქიდან მის გრძელ თლილ თითებზე, მის ბეჭედზე და ბოლოს
საათზე -მითხარი-მესმის მისი ხმა შორიდან თითქოს ჩემგან ძალიან შორს იყოს
-ეს შენ არ გეხება-ვეუბნები ჩაფიქრებული და ყავის ჭიქა ათრთოლებულ ტუჩებთან მიმაქვს
-დარწმუნებული ვარ, რომ გაუგებრობის მსხვერპლო ხარ-მეუბნება დარწმუნებით და ჩემს დაჟინებულ მზერას აიგნორებს
-შენ მე საერთოდ არ მიცნობ-ვბრაზდები მე
-მართალია მე შენ არ გიცნობ-მეთანხმება მაშინვე
-და არაფერი იცი ჩემზე
-მართალია, მაგრამ იმას მივხვდი ამ ორ დღეში რომ კარგი ექიმი ხარ!
-ამ თემაზე საუბარი არ მინდა-თვალს ვარიდებ და ახალ ღერს ვუკიდებ
-ძალიან ბევრს ეწევი-მეუბნება დაღვრემილი სახით
-სზვაგვარად არ შემიძლია-ვპასუხობ სწრაფად და პლედს კიდევუფრო მჭიდროდ ვიხვევ გაყინულ სხეულზე
-ჯობია სახლში შევიდეთ სულ გაფითრდი-ამბობს სასხვათაშორისოდ და პირველი შედის სახლში, მეც ვხვდები რომ თუ კიდევ დავრჩი გარეთ გავიყინები და სახლში შევდივარ, სავარძელში ვჯდები და ყავის ცარიელ ჭიქას მაგიდაზე ვდებ
-ვეკოს ვნახავ და მერე სასტუმროში წამიყვანე თუ შეიძლება-ვუყურებ თორნიკეს რომელიც ჯერ ისევ ყავას წრუპავს ჩაის ჭიქიდან
-მე გადავწყვეტ როდის წახვალ-მეუბნება ბრაზნარევი ტონით
-შენსგამო ჩემი მეგობარი და მშობლები მოვატყუე, ათასი სისულელე ვუთხრი... არ ვაპირებ იგივე გავაკეთო ახლაც
-ტყუილად ლაპარაკობ-ჭიქას მაგიდაზე დგავს და ვეკოს ოთახისაკენ მიემართება, მეც უკან ჩხუბით მივყვები
-უფლება არ გაქვს აქ გამომკეტო, შენი მეგობარი კარგადაა გასაგებია? აქ დარჩენა აღარ მინდა!
-ნახე როგორაა-მეუბნება მშვიდი ტონით და ვეკოს აკვირდება, მე მძინარე ბიჭს ვუახლოვდები და შუბლზე ვადებ ხელს
-სიცხე არ აქვს აშკარად-სახეზე ვაკვირდები მშვიდი და დაწყნარებული სახე აქვს სახვევზე ვაკვირდები და მიხარია რომ არ გამოუჟონია სისხლს და მშვიდად ვაპირებ რომ მოვშორდე, მაგრამ მოულოდნელად თვალებს ახელს და მაჯებში ხელებს მავლებს, შიშისგან კივილს ვიწყებ და ისტერიკაში ვვარდები
-ვაჩე დაწყნარდი-თორნიკე მოვარდა და ხელი გააშვებინა ჩემი მაჯებიდან -ექიმია-უხსნის თორნიკე, მე შეშინებული უკან ვიხევ და თორნიკეს უკან ვდგები
-რა ჯანდაბაა-იკა და ლუკა შემოდიან ოთახში
-არაფერი, ვაჩე გონს მოვიდა და ქალბატონი ექიმი შეაშინა -უხსნის თორნიკე ბიჭებს, მე ისე ვარ შეშინებული რომ მისკენ გახედვაც კი მაშინებს
-როგორც იქნა -იკა შუბლზე კოცნის ვაჩეს
-როგორ ხარ? გტკივა მხარი?-ეკითხება ლუკა
-ცოტა-მესმის ვაჩეს ხმა და ვგრაძნობ როგორ მივლის შიშის ჟრუანტელი ტანში, გონება მაიძულებს მისი სახის ნაკვთების გახსენებას, მისი თვალების და ღმერთო წამის მეასედში გული მიჩერდება და სუნთქვა მიწყდება, ღმერთო ჩემო ისაა, ისაა, ვახოა, გაკივის ჩემი გონება, თორნიკეს ვშორდები და მის სახეს ვაკვირდები, გრძნობს ჩემს დაჟინებულ მზერას და მაშინვე თვალს მისწორებს, არც კი ვიცი რა დამემართა, უნებურად მთელი სხეული ამიცახცახდა, ჯანდაბა ჯანდაბა, რატომ ის რატომ ახლა? ამდენი წლის შემდეგ რატომ გამოჩნდა ისევ ჩემს ცხოვრებაში? რატომ რატომ? საკუთარ თავს უამრავ კითხვას ვუსვამ და პასუხი არცერთზე არ მაქვს, ნეტა მიცნო? ღმერთო იმედია ვერ მიცნო... იმედია ვერ მიხვდა ვინ ვარ, იმედია ვერ გამიხსენებს... ჯანდაბა ჯანდაბა, უკვე ვეღარ ვუმკლავდები მოწოლილ ემოციებს და ოთახიდან გამოვრბივარ გიჟივით, თორნიკეც ფეხდაფეხ მომდევს, გარეთ გავდივარ და ეზოში ჩავდივარ
-ახლავე სასტუმროში წამიყვანე-ვყვირი ბოლო ხმაზე და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით ვეწინააღმდეგები
-რა მოხდა-თორნიკე დაბნეული მიახლოვდება
-არ მომეკარო-შეშინებული უკან ვიხევ და მოწოლილ ცრემლებს ვეღარ ვუმკლავდები და თვალებიდან მცვივა
-მარიამ რა ჯანდაბა დაგემართა?-ბრაზდება ის და ნელ-ნელა მიახლოვდება
-აქედან წამიყვანე გთხოვ-პირდაპირ თვალებში ვუყურებ
-ვაჩეს იცნობ? ასე მისგამო ხარ?-ღმერთო ახლა გული გამისკდება, ისე ვიბნევი რომ არვიცი რა ვუპასუხო -მიპასუხე ვაჩესთან რამე
გაკავშორებს? -მიყვირის მწყობრიდან გამოსული
-არა!-ვეუბნები მშვიდი ტონით
-მარიამ!-ყვირის ბოლო ხმაზე
-არ ვიცნობ-ვუმეორებ დამაჯერებლად
-მაშინ რატომ გაგიჟდი მისი ხმის გაგონებისთანავე?
-ჩემს ახლობელს მივამსგავსე უბრალოდ
-მაშინ წამოდი და ჭრილობა გადაუხვიე მერე კი სასტუმროში წაგიყვან-ჩემი გამოცდა უნდა? ჰო ასეა, უნდა დარწმუნდეს რომ არ ვიცნობ და არ ვატყუებ, ჯანდაბა რა გავაკეთო? იმ ოთახში შესვლას და მისთვის რამის გაკეთებას მირჩევნია აქვე ამ წამს მომკლან მაგრამ რომ არ დავთანხმდე მაშინ რა მოხდება? თორნიკე ამ საქმეს არ მოეშვება !აშკარაა იმ ნაბიჭვა.მა ვერ მიცნო, თორნიკე რომ ჩააცივდეს შეიძლება მიცნოს და მიხვდეს ვინც ვარ! ჯანდაბა ჯანდაბა, ცივი გონებით უნდა ვიაზროვნო, გრძნობებს არუნდა ავყვე, ახლა არა! ახლა არა!
-ცოტა დავმშვიდდები და გავაკეთებ იმას რაც შენ გინდა -ვეუბნები მშვიდი ტონით და ვცდილობ რომ ძალა მოვიკრიბო, ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო, ძალინ მიჭირს მაგრამ თორნიკე უნდა დავარწმუნო... მეც არ ვიცი როგორ ვახერხებ რომ სახლში ვბრუნდები და შევდივარ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი და ზნედაცემული ადამინის ოთახში იმოტომ რომ მისთვის რაღაც კარგი გავაკეთო... ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ კიდევ შევხვდებოდი მას და რაღაც კარგს გავაკეთებდი ამ ნაბიჭვრის.ვის , გუშინ როგორ ვერ ვიცანი, როგორ არ დავაკვირდი მის სახეს... თერთმეტი წელი გავიდა თერთმეტი ჯოჯოხეთური წელი და ის ისევ ისეთი თავხედი და ნაგავია, ისევ ისეთი ცივი და ბოროტი თვალები აქვს როგორც მაშინ... მისი შეხება...იმის გახსენებს რომ ის ისევ შემეხო გულს მირევს... ღმერთო ის შემეხო... გუშინ კი მე ის გადავარჩინე... რომ მცოდნოდა ის იყო, რომ მეცნო თითსაც არ გავანძრევდი მის გადასარჩენად. ჯანდაბა ჯანდაბა რატომ რატომ! რატომ გამოჩნდა ისევ ჩემს ცხოვრებში ნუთუ საკმარისად არ გამანადგურა თერთმეტი წლის წინ? ნუთუ ეს საკმარისი არ არის?
-ვაჩე მარიამს იცნობ?-მესმის თორნიკეს ხმა როგორცკი იმ ნაგავის ოთახში შევდივარ, მე ინსტიქტურად მისკენ ვიხედები და ზიზღით ვუყურებ პირდაპირ თვალებში
-არა-ამბობს გაკვირვებული -არ მეცნობა-გამომწვევად ამათვალიერ ჩამათვალიერა და თორნიკეს შეხედა -უნდა ვიცნობდე?
-არვიცი-მხრებს იჩეჩავს თორნიკე
-ვერ ვიხსენებ-ამბობს დარწმუნებით და მზერას უტიფრად ჩემს ფეხებზე აჩერებს ნაგავი ავადმყოფი! ნაბიჭვა.ი გულში ყველაზე საზიზღარი სიტყვებით ვამკობ
-მარიმი მგონი გიცნობს-არ ჩუმდება თორნიკე
-არ ვიცნობ!-ვიღრინები ცოფიანი ძაღლივით
-მაშინ რატომ გაგიჟდი-არ მეშვება თორნიკე
-ნაცნობ ნაბიჭვარ. მივამსგავსე -ვამბობ დაუფიქრებლად და სწორედ ამ დროს ჩემი ცისფერი სფეროები მის შავ ამღვრეულ თვალებს ეფეთება
-საქმეს მიხედე-თორნიკე შორი-ახლოს დგება და დაჟინებით მიყურებს, მე ვახოს ვუახლოვდები უფრო სწორად ვაჩეს და აკანკალებული თითებით ძველ სახვევს ვხსნი
-რა სასიამოვნო სურნელი გაქვს-მეუბნება უტიფრად და ვგრძნოვ როგორ დაჟინებით მიყურებს, ხელები უარესად ამიკანკალდა და მაკრატელს ძლიერად მოვუჭირე თითები რა იქნება ახლა ეს მაკრატელი პირდაპირ თვალში რომ ჩავთხარო? რა მოხდება ახლა აქვე რომ მოვკლა და დავასრულო ეს ჯოჯოხეთი?
-მარიამ-მესმის თორნიკეს ხმა ფიქრებში წასულს და მაკრატელს ტუმბოზე ვაგდებ, ჭრილობას ვუწმენდ ისე რომ ვცდილობ არ შევეხო მის საზიზღარ სხეულს
-თორნიკე თუ კიდევ მარიამს მომიყვან სამკურნალოდ მზად ვარ კიდევ გადაგეფარო და შენს მაგივრად მივიღო ტყვიები-ამბობს ღიმილით, ღმერთო მიცნო და იმიტომ მიწვევს თუ ვერ მიცნო და უბრალოდ მეფლირტავება? ვერაფერს ვხვდები და სწრაფად ვუხვევ მკალს, მინდა რაც შეიძლება მალე მოვშორდე აქაურობას, მინდა რაც შეუძლება წავიდე ამ ჯოჯოხეთიდან, მინდა რომ აღარ ვისუნთქო ის შხამიანი ჰაერი რასაც ეს ავადმყოფი სუნთქავს, სწრაფად ვშორდები მას და გარეთ გავდივარ, ვცდილობ რომ როგორმე თავი ხელში ავიყვანო და არ გავგიჟდე, არ ავკანკალდე და არ ავტირდე
-წავედით-თორნიკე მიახლოვდება და მანქანს პულტით აღებს -საჭესთან მე ვჯდები -მეუბნება ბრაზნარევი ტონით და მანქანაში ჯდება, მე გვერდით ვჯდები და აკანკალებულ ხელებს ჯიბეში ვიწყობ
-მინდა რომ ჩემს ცხოვრებაში აღარასოდეს გამოჩნდე -ვეუბნები როგორც კი მანქანა დაქოქა და ეზოდან გაიყვანა,
-ვაჩეს იცნობ ხომ ასეა?!- მიყვირის ბოლო ხმაზე და ისე ღიზიანდება რომ სრულიად მოულოდნელად მანქანას აჩერებს და აქრობს
-არ ვიცნობ
-იდიოტს ვგავარ? ახლაც ხელები გიკანკალებს
-საკმარისია, გეყოფა ჩემი წამება-ვეუბნები აღელვებული -უბრალოდ სასტუმროში წამიყვანე
-ასე უბრალოდ ვერ შეგეშვები-მეუბნება გულწრფელად, მე გაოგნებისგან პირს ვაღებ და თავს მისკენ ვატრიალებ
-რას ბოდავ-ვცდილობ აზრებს თავი მოვუყარო
-რაც გაიგე-მეუბნება გაღიზიანებული ტონით და მანქანას ქოქავს, ხმას არცერთი არ ვიღებთ, ისეთი დაძაბული და შეშინებული ვარ რომ ფიქრის თავიც აღარ მაქვს, ტელეფონის ზარის ხმა ორივეს გვაბნევს
-გისმენ დედა -ვპასუხობ ტელეფონს რაც შეიძლება სწრაფად
-როგორ ხარ დედა? ხომ კარგად ხარ?-მეკითხება ბუზღუნით ნანა
-კარგად ვარ დედა-ვცდილობ მაქსიმალურად მშვიდად ველაპარაკო რომ ვერაფერს მიხვდეს
-ხომარ გაგაღვიძე ?
-არა მეღვიძა
-და ერთი არ დამირეკე-მეუბნება გაბუტული ხმით, ყოველთვის როგორ პოულობს წყენის მიზეზს ვერ ვხვდები
-ამ წამს გავიღვიძე-ვცდილობ დამაჯერებელი ვიყო
-მატყუებ!-ამბობს გაბუტული
-ჩემი პატარა როგორაა?-ანას ხსენება და ნანას დაწყნარება ერთია
-კარგადაა, ძინავს
-აკოცე ჩემს მაგივრად უთხარი რომ ხვალ ჩამოვალ
-იცოდე ტყუილად არ გვალოდინო
დედა
-არა დე, ხვალ აუცილებლად ჩამოვალ-ვეუბნები დარწმუნებით
-კარგი მიდი-დედა მაშინვე მითიშავს მე ტელეფონს ჯიბეში ვიდებ და სიგარეტის კოლოფს ვიღებ
-მარიამ მოკვდები-ისეთი სერიოზული ტონით მეუბნება რომ სიცილი მიტყდება და გიჟივით ვიცინი -არაა ეგ სასაცილო ბევრს ეწევი
-მერე შენ რა?-ისევ გიჟივით ვიცინი და მისკენ ვიყურები
-შენთვის ცხოვრება სულერთია?-მოულოდნელად მეკითხება და თავს ჩემაკენ ატრიალებს
-შეიძლება ასეც ითქვას -ვეუბნები კარგახნის ფიქრის მერე და სიგარეტს ვუკიდებ, ჩემდა საბედნიეროდ ვაჩეს თემას აღარ შეხებია, საერთოდ აღარც გაუცია ჩემთვის ხმა, ისე მიმიყვანა სასტუმროში და დააპარკინგა მანქანა, როცა გადმოვედით გასაღები გამომიწოდა და თვალებში ჩამაცქერდა
-შეხვედრამდე-რაღაც მუქარის ტონით მითხრა ეს სიტყვები და მაშინვე ავფეთქდი
-იმედი მაქვს აღარასოდეს შევხვდებით-ნამდვილად არ მითქვია ეს სიტყვები გულწრფელად და მიხვდა კიდეც საძაგელი, გაეღიმა და წავიდა, მხოლოდ ერთხელ მოიხედა და მალევე გაუჩინარდა.
თათიას დეტალებში მოვიყევი მომხდარი და პირდაღებული მისმენდა ვერ იჯერებდა რომ ასეთი რამ გადამხდა თავს, რა თქმა უნდა იმ ნაბიჭვარ.ან ნაცნობობის გარდა ყველაფერი მოვუყევი
-არ მჯერა, ვერ ვიჯერებ, თურმე რისი გადატანა მოგიხდა მე კიდე დავიჯერე რომ მთელი ღამე მანქანით ქუჩაში დაბოდიალობდი
-კაი დაიკიდე მთავარია რომ გამომიშვეს
-ხო მაგრამ ეს ხომ ასე მარტივი არაა
-თათია მე იმდენის გადატანა მომიწია ცხოვრებაში დამიჯერე ეს ყველაფერი იმასთან არაფერია
-გუშინ ანას უტირია გათიშულო რომ გქონდა და ვერ გელაპარაკა
-ჩემი პატარა-გული მომიკვდა იმის წარმოდგენაზე რომ ჩემსგამო ის ტიროდა
-დედაშენიც გაგიჟებული იყო, ძლივს დავამშვიდე
-მეც ძლივს დავარწმუნე რომ კარგად ვიყავი
-ძაან მოჯაჭვულია შენზე დედაშენი, ძალიან ეშინია შენ რომ რამე არ დაგემართოს
-ჰო, ნათიას მერე საერთოდ ვეღარ ვცნობ... ისე შეიცვალა...
-აბა რა იქნება ოცი წლის გოგო მიწას მიაბარა...
-ნეტა შემეძლოს მისთვის ამ ტკივილის განელება, სულ ოდნავ მაინც
-მარიამ ტკივილს ვერ გაანელებ, ვერც დაავიწყებ მაგრამ შეგიძლია რომ იმდენად ძლიერი იყო რომ ისიც აიძულო მყარად დადგეს ფეხზე, მითუმეტეს მამაშენი გვერდში გიდგათ
-მამა რომ არა არვიცი როგორ გადავიტანდით ამ ჯოჯოხეთს
-მისმინე მარიამ ყველა ტკივილი შიში და სევდა სადღაც სულის სიღრმეში დატოვე, დედასთან და ანასთან იყავი ყველაზე ძლიერი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე მომხიბვლელი, ყველაზე უშიშარი, ყველაზე გამბედავი, ვიცი ძნელია მაგრამ მათგამო ვალდებული ხარ რომ ყველაზე ძლიერი და მაგარი გოგო იყო
-ვიცი თათ ვიცი მაგრამ ძალიან მიჭირს თავის ისე დაჭერა თითქოს მე არ მტკივა და მე არ განვიცდი
-მარიამ ახლა ანა ეომ დარეკავს გულინარ აუჩუყო, ჩვეულებრივ ელაპარაკე თორემ ისევ იტირებს-და სწორედ ამ დროს დარეკა ანამ
-ანა დე როგორ ხარ?- ვეუბნები მშვიდი ტონით
-დედა ძალიან მომენატრე-ანას ხმაში ტირილის ნოტები ეპარება, მე ვაიგნორებ მის ცრემლებს და მშვოდად ვეუბნები
-იცი რამაგარი კაბა გიყიდე?
-კაბა?-გაოცდა ანა
-ხო და კიდევ დათუნია
-დიდი დათუნია?
-ხო აი ძალიან დიდი
-მართლა?
-ხო ჩემო დახატულო
-ძალინ მომენატრე
-ხვალ ჩამოვალ და ჩაგეხუტები
-მიყვარხარ-მეუბნება აღფრთოვანებული
-მეც დე-ვეუბნები და ვთიშავ რომ არ იტიროს მონატრებისგან
-რა საყვარელია-თათიას ეღიმება
-ჩემი სუნთქვაა-ვიღიმი მეც
-შენთვის რა რთულია არა?
-როცა დედას მეძახის გული საშინლად მტკივა, ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის ატანა, ყოველ ჯერზე როცა დედას მეძახის, ხელახლა განვიცი იმ ყველა ტკივილს და უბედურებას რისი გადატანაც მაშინ მოგვიხდა მე და დედას
-წარმოდგენაც კი მიჭირს, ალბათ ყველაზე საშინელი ტკივილის გადატანა მოგიხდათ რაც შეიძლება ადამიანმა გადაიტანოს
-ანა რომ არა დედაჩემი ანმდვილად მოკვდებოდა, მხოლოდ ანას გამო გაუძლო ნათიას დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს-ამ თემაზე ლაპარაკმა ორივეს სული მოგვიწამლა და გავჩუმდით.კარგახნის მერე თათია ადგა და მხიარულად მითხრა
-წამოდი ახლა, რაც ჩამოუთვალე ვუყიდოთ და ბარემ სალონშიც გავიაროთ-მეუბნება სიცილით და ქალაქში გავდივართ. ანას კაბას დათუნიას და კედებს ვყიდულობთ, მერე სალონშიც შევდივართ, თმას და მაკიჟს ვიკეთებთ და სახლში უზომოდ დაღლილები ვბრუნდებით
-თათია უნდა მოგკლა-ვემუქერები დაქანცული
-რატომ? -მეკითხება გაოცებული
-აქ შენს გამო წამოვედი სხვათაშორის, არ მინდა იმ დეგენერატმა დათომ გამოგაშტეროს
-უიმე გოგო-იჯღანება თათია
-რა უიმე, შეც კარგად ეკეკლუცები, ისედაც ავარდნილია და შენ უარესად აგიჟებ!-ჩხუბზე გადავედი ეგრევე
-რას ვაგიჟებ? რაც შემიძლია მისგან თავს შორს ვიჭერ
-კარგი ერთი! თავს შორს იჭერს თურმე, მაშინ რატომ წამოხვედი ბათუმში?
-მინდოდა ბათუმში და იმიტომ-ცრემლები
მოეძალა -ბათუმში მხოლოდ წრთხელ ვარ ნამყოფი ბავშვობაში, მერე რა თუ დაგვპატიჟა და მივიღე ეს მოპატიჟება, მარტო მე ხომ არ დამპატიჟა?
-თათია ვერ ხვდები რომ ეს შენსგამო გააკეთა?
-რა ჩემსგამო-ბრაზდება თათია -აქ ჩემს გარდა კიდევ თოთხმეტი თანამშრომელი ხართ!
-შენსგამო!-დავუღრინე გაღიზიანებულმა და საწოლზე მიყრილი კაბების თვალიერება დავიწყე
-ჰო ჩემსგამო იწიხებს ასე თავს
-აბა ჩემსგამო?-თვალებში ვუყურებ და ვხვდები რომ ძალიან დავძაბე
-მარიამ-ამბობს ჩემს სახელს და ხმა უწყდება
-თათია მომისმინე, ეგ იდიოტი შენზე თერთმეტი წლით დიდია, თან მაგარი მოხოდილი როჟაა, ძაან ფულიანი, ძაან გაქნილი, ძაან ძერსკია, გგონია ვერ შეძლებს რომ დაგაშტეროს? დაგაშტერებს თავის ფულით და ქარიზმით, მერე იცი რა მოხდება? მერე აი ასე -ხელი გავშალე და მუჭა შევკარი-ასე მოგიმწყვდევს და მისგან თავს ვეღარ დაიხსნი! თავისუფლებას წაგართმევს! ყველაფერი გექნება, სულ ყველაფერი! ყველაფერი ბრენდული და ძვირად ღირებული მაგრამ შენი არაფერი იქნება! სიმანდვილეში შენი საკუთერება არაფერი იქნება გესმის? საბოლოოდ საკუთარ თავსაც კი დაკარგავ! მიხვდები რომ შენი თავი შენ კიარა მას ეკუთვნის! ისინი ასეთები არიანი თათია, ყველაფერს ფულით ზომავენ! სიყვარულსაც და ღირსებასაც! სიმართლე თუ გინდა დათო ნებისმიერს დააშტერებდა! შეიძლაბა მეც კი... მაგრამ მე გეუბნები რომ დათო არის ის ადამინი ვინც სულს ითხოვს და თუ შენ გატყდები და მისი გავლენის ქვეშ მოექცევი ის მიგისაკუთრებს! შენს სულსაც წაიღებს სხეულთან ერთად!
-მარიამ ასე რატომ მელაპარაკები? რატომ? ხომ გითხარი რომ მე ის არ მიყვარს და მასთან საქმის დაჭერას არ ვაპორებ-მეთქი! -ატირდა თათია
-იმიტომ რომ ყოველდღე თითო ნაბიჯით გიახლოვდება! შენ ოჯახშიც კი შემოიჭრა!
-ჩემს ნომერში გავალ-ამოისლუკუნა და გაიქცა, მე გავრაზებულმა წასვლა გადავიფიქრე მაგრამ ვიცოდი რომ თათია ამ აკრძალულ ხილზე უარს ვერ იტყოდა და გადავწყვიტე წავსულიყავი, ყველაზე მოკლე შავი სადა კაბა შევრჩიე და ჩავიცვი, ყველაზე მაღალ ქუსლიანებზე შევდექი და ნომრიდან გავედი, ქალბატონი თათია როგორც ვვარაუდობდი წასასვლელად გამზადებული იჯდა საწოლზე და მელოდა
-მეგონა არ მოხვიდოდი
-წამო წამო-თავით ვანიშნე და ერთად ჩავედით დაბლა



№1 სტუმარი სტუმარი თიკო

ძალიან კარგია❤

 


№2  offline მოდერი ნეაკო

ვაჩე და ვეკო ერთიდაიგივეა სახელები ამერია :( ბოდიში

სტუმარი თიკო
ძალიან კარგია❤

დიდი მადლობა

 


№3  offline წევრი 《Sunshine》

ბრავო ! ვგიჟდები შენზე

 


№4  offline მოდერი ნეაკო

《Sunshine》
ბრავო ! ვგიჟდები შენზე

ძალიან მიხარია რომ მოგწონს ჩემი ისტორიები

 


№5  offline მოდერი ნეაკო

daldoni daldoni - მიხარია ძალიან რომ მოგეწონათ ეს ისტორია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent