შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის... ნაწილი 17


5-08-2016, 12:25
ავტორი amordzali
ნანახია 1 702

თვალები მძიმედ გავახილე, ისევ დავხუჭე.მერე ისევ ნელა გავახილე.ვგრძნობ რა მძიმედ დევს სხეული საწოლზე.წამით გაიელვა კადრმა და სწრაფად წამოვჯექი საწოლზე.დამიარა სიცივემ მთელს სხეულში.გამახსენდა უკანასკნელი კადრები, საინტერესოა რატომ დავკარგე გონება ეს რაღაც ძალიან უცნაურია.

ავდექი პალატას მოვავლე თვალი უჩვეულო სიმშვიდეა კარი დახურულია,გარშემო არავინაა მხოლოდ მე და კიდევ ის უცნაური შეგრძნება რომელიც ამყვა და სხეულში მაციებს.სამი სრულდება, საათის ისრის ხმა ყურში გარკვევით მესმის და ნერვებს მოსვენებას არ აძლევს.ოთხი შესრულდა ასე ერთ ადგილას გაშტერებულმა გავლიე ერთი საათი.

მეშინია ძალიან მეშინია. რისი? არ ვიცი ჯერ არც კი ვიცი, მაგრამ ეს შიში იმენად ძლიერია ვგრძნობ ჩემს გვერდით, ვგრძნობ ჩემში და ვხვდები რომ მე აღარ ვეკუთვნი საკუთარ თავს ნეტავ მალე გათენდეს გავიფიქრე და კედელს ავეკარი,მეშინია დაძინების მეშინია....
თვალები გახელილი მაქვს,არ მინდა ძილი,მზის სხივების გამოჩენისას თითქოს დავმშვიდდი და თვალები დავხუჭე,რამდენიემ წუთში უკვე მეძინა.

ხმაურმა გამომაღვიძა,უკვე 11 სრულდებოდა, უძილობის კვალი თვალებზე უფრო კარგად მემჩნევა.
ჩემი გაწერა რამდენიმე დღეში იქნებოდა შესაძლებელი,მომახსენა ექიმმა და გასინჯვის შემდეგ რამდნეიმე წამალი დამალევინა

-ემილიი ხმაურით შემოვიდა პალატაში კოკა
-რა მოხდა კოკა?
-ემილი ლიზი გონს მოვიდა
სიხარულისგან წამოვფრინდი საწოლიდან და პალატიდან გავიქეცი, დერეფნის ბოლოს მესმოდა ექიმის ხმა რომელიც გაჩრებას მთხოვდა,
ლიფტს არ დაველოდე და კიბეებზე დავეშვი სწრაფად გავჩნდი ლიზის პალატასთან
-აქ არ შეილება გოგონა მომესმა თეთრხალათიანი მკაცრი ტონი, მალე კოკაც დამეწია

ბევრი მუდარის შემდეგ ორი წუთით დამრთეს ნება მენახა ლიზი.

-ლიზი დაბალი ხმით მივმართე
პასუხი არ გამცა, მივუახლოვდი თვალები გახელილი აქვს ნელა მაგრამ მშვიდად სუნთქავს,არც კი შემოუხედავს
-ლიზიი როგორ ხარ? ხელზე ხელი მოვკიდე ჩემო გოგო როგორ შემაშინე
ის კი წევს და ხმას არ იღებს არც კი მიყურებს, რეაქციები არ აქვს
შუბლზე ვაკოცე ასე ბედნიერი ჯერ არ ვყოფილვარ,ის ცოცხალია ამაზე კარგი რა უნდა მომხდარიყო
ლიზი მეუცნაურა ალბად ჯერ საუბარი არ შეულია, მაგრამ ასე ურეაქციობა არ მომეწონა,უსიამოვნო შეგრძნება დამიტოვა სიმძიმე ვიგრძენი მთელს სხეულში..პალატიდან გასვლა მომთხოვეს და იძულებული გავხდი ოთახი დამეტოვებინა.

ექიმს ვესაუბრე მასზე და დამამშვიდა , რომ მისი ეს რეაქცია ჩვეულებრივი, შოკირებულია და ა.შ
ვერ დავმშვიდდი ვერ ვპოულობ სიმშვიდეს მთელი ჩემი გონება სხეული შიშს მოუცავს და თავს დაუცველადვგრძნობ,ასე რისი მეშინია მეც არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ ეს შიგნიდან მკლას და ძალას მაცლის.

მშვიდად ჩაიარა იმ დღემ, მშვიდად გარეგნულად თორემ ჩემში ისე იყო არეული ყველაფერი რომ სხეული მინდა შემოვიხიო და სული გამოვუშვა.მალე გავგიჟდები ვხვდები, რომ ძალა აღარ მყოფნის.

დაღამების მეშინია,არ მინდა მარტო დარჩენა სახლში მინდა ვერ ვძლებ აქ. შუაღამემ მოატანა მე კი ისევ ვცდილობ შევაჩერო ძილი, რომელიც ასე ჯიუტად მებრძვის,ოთახში დავდივარ და წუთებისი ნტერვალით უკან ვიხედები თითქოს ვინმეს ველი შიში ისევ ისე მებრძვის და უბრალოდ მინდა გავქრე დავიღალე მეტი აღარ შემილია.

სამს გადასცდა, ისე დაზუსტებით ვგრძნობ ზურგს უკან მზერას სხეულში მაციებს არ მინდა მიხედვა,
-გელოდებოდი წარმოვთქვი ისე რომ არც კი მიმიხედავ უკან ,ისე კარგად ვგრძნობ როგორ დაჟინებით მიყურებს კეფა ამეწვა,ვიცი უკან რომ მივიხედო მას დავინახავ ისე ახლოსაა ცემთან მისი სუნთქვის ხმა მესმის .ფეხის თითებიდან დამიარა სიცივემ და მოდის ნელნელა მაღლა მოიწევს შიში მოყებამას და უკვე აცდა მკერდს მალე გადავსებს მთელ სხეულს სწრაფად მოვტრიალდი უკან და ის... ის რამდნეიმე ნაბიჯით ჩემს წინ დგას წამის მეასედში მხოლოდის გავარჩიე , რომ სახე არ უჩანს ადამიანის სილუეტია ადამიანია? არ ვიცი რამდნეიმე წამში სწრაფად ამაფარა პირზე ხელი, მეორე ხელი მუცელზე წამავლო და ასე გაშეშებული ავეკარი მის სხეულს, სხეულს არც ეგ ვიცი, ვიგრძენი როგორ დატრიალდა ყველაფერი და გონება დავკარგე ...



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

Amdeni xania velodebi am istorias da ra aris ase patara rom aris?nu agvianeb ra.mal-male dade axali tavebi

Sainteresoa vin aris da ra unda am gogosgan
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი evangelista

და-ვი-ტა-ნჯეეეე!!!!..
1ლი იმით რომ საუკუნეში ერთხელ იდება.
მე-2 იმით რომ,როცა იდება ისეთი მოცუცქნული თავებია.
მე-3იმით რომ,მეც სერიოზულად მაშინებს უკვე. ვერ ვიგებ რა არის და რა უნდა.
აუ ისე ქენი ხოლმე რო ცოტა მალ-მალე დადო,თორე მავიწყდება წინა თავში რა წავიკითხე. ვიცო ძნელია ასეთი სიმძაფრით აღწერო ის რასაც დებ მაგრამ... :) წარმატებები.<3

 


№3 სტუმარი ............

male dade :3

male dade ^*^
tavebi gazarde kidee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent