შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმართლე სიცრუეში (თავი 4)


9-11-2020, 22:28
ავტორი keti_one
ნანახია 2 258

მშვიდი ძილი იცით რა არის? მართალია ადამიანი, ცხოვრების მნიშვნელოვან წლებს ძილში ატარებს და ამას თავიდან ვერ ავიცილებთ, მაგრამ მხოლოდ ათას ძილში ერთხელ ვგრძნობთ სრულ სიმშვიდეს. ისეთს, სიზმარი, მოვალეობები და სხვა ათასი რამ, რომ არ გვაწუხებს. სწორედ ასეთი დილა გამითენდა გამომძიებლის სახლში.წვიმის წვეთების წკაპუნი რომ არა, ალბათ კიდევ დიდხანს მივეცემოდი უსიზმრო სამყაროს. ჩემს გვერდით გაუნძრევლად იწვა, თითქოს ძილშიც კი აკონტროლებდა საკუთარ თავს, სხეულით ზედმეტადაც კი არ იყო ჩემსკენ გადმოხრილი. ცხადად ვგრძნობდი ჩვენს შორის გადებული ბარიერი ისევ უძრავად იდო საკუთარ ადგილას. ჯანელიძის სახეს დავაკვირდი, დიდი სწორი ცხვირი ჰქონდა, წამწამებიც დიდი და აპრეხილი. ფერმკრთალ სახეზე პატარა ტუჩებს თითქოს ძალით დაემკვიდრებინათ საკუთარი ადგილი. გრძელი თითებით ბალიშს ჩაფრენოდა, თითქოს ამ დროსაც კი, ებრძოდა საკუთარ თავს რომ ჩემსკენ არ გამოქცეოდა. გამეღიმა, რამდენადაც თავშეკავებული იყო, მით მეტად ვიცოდი რომ ჩემთან ყოფნა სურდა. მისი სიპატიოსნე და ყველაფრის მიმართ კონტროლი უფრო მეტად მაწონებდა მას. წამოვდექი და წვიმის წვეთებით დასველებულ ფანჯარას მივადექი, სიკვდილამდე მომინდა ნაწვიმარი ჰაერის ფილტვებში ჩაშვება. ფანჯარა ჩუმად გამოვაღე და ნახევარი ტანით გარეთ გადავეყუდე. ცივი წვეთები სახეს მინამავდა და ეს იყო ერთადერთი რამ, რაც იმ წამს სრული ბედნიერებისთვის მჭირდებოდა.
-რა საშინელი ამინდია! - უკმაყოფილო ხმა შემომესმა უკნიდან
-ვგიჟდები- ვუპასუხე კმაყოფილმა
-ვიცი-მივხვდი როგორ გაეღიმა
-უცნაური დილაა- ჩავილაპარაკე უფრო ჩემთვის ვიდრე მის გასაგონად
-ნამდვილად
-იცი? ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს რაღაც უნდა მოხდეს. რაღაც დიდი და საშინელი
-მეც მაქვს ხოლმე მსგავსი შეგრძნებები, მაგრამ არასდროს მართლდება
-ჩემი წინათგრძნობა ყოველთვის მართლდება
-დამიჯერე ტყუილად ღელავ, ცუდი არაფერი მოხდება- ლოყაზე ნაზად ჩამომისვა თითები. ისე მიმზერდა, თითქოს არ სჯეროდა რომ მართლა იქ, მის ფანჯარასთან ვიდექი.
სამზარეულოში გავედით, ვეცადე ჩემი კულინარიული მასტერკლასით მომეხიბლა. რაც ითვალისწინებდა მოხარშული მაკარონისა და მასზე მოყრილ ყველს. ისეთი სახე მქონდა როცა ამ ყველაფერს მაგიდაზე ვდებდი, თითქოს მსოფლიოში ყველაზე მაგარი რესტორნის შეფმზარეული ვიყავი. ცუდი წინათგრძნობა კი, ისევე მალე გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა. გემრიელი საუზმის შემდეგ ერთად დავადექით გზას, სადარბაზდან გამოსულს საშინლად მინდოდა მისთვის ხელი ჩამეკიდა ვიცოდი, ამას თვითონ არასდროს გააკეთებდა, ამიტომაც მისთვის მოულოდნელად ხელი ძლიერად ჩავჭიდე, სურვილი თვითონვე ავიხდინე
-სესო!
-რაიყო?
-რას აკეთებ?!
-რაზე ამბობ?- ისეთი სახე მივიღე თითქოს ვერ მივხვდი რაზე მეუბნებოდა. რამოდენიმე წამი შუბლშეჭმუხნული მიმზერდა, ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა და თვითონაც გაეღიმა, ხელი მაგრად მომიჭირა და მთელი გზა აღარ გაუშვია.
***
დღე უსაშველოდ გაიწელა, იმდენი საქმე მქონდა წინაღამინდელ ამბებზე ფიქრის საშუალება არ მომეცა. წუთებს ვითვლიდი, პირველად ამდენი ხნის მანძილზე მსურდა მალე მივსულიყავი სახლში. უნდა დამეძინა, იქნებ რამე კიდევ დამსიზმრებოდა...სამსახურიდან ადრე წამოვედი, ავადმყოფობა მოვიმიზეზე. შხაპი გადავივლე და საწოლში ჩავწექი.
-მიდი, მიდი დაიძინე! -ძილი ახლოსაც კი არ მომეკარა, გაბრაზებული წამოვხტი. ვფიქრობდი რა მომემოქმედებინა რომ მეხსიერება აღმედგინა. თავში ერთმა აზრმა გამიელვა და სანამ ეს აზრი დასრულდა უკვე გარეთ ვიყავი გამოვარდნილი.
-სად მიდიხარ?!-მომაძახა უკან გამოყოლილმა დედამ
-მეე... სამსახურიდან დამირეკეს. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა!
-შუაღამე?
-კი, არ დამელოდოთ
-სესილი! ტელეფონი ხომ თან გაქვს?
-კი, კი! გპირდები მოგწერ ყოველ ორ საათში- კიდევ რაღაც მომაძახა, მაგრამ შორს მყოფმა ვეღარ გავიგე. ოთარისთვის დარეკვა არ მინდოდა, მთელი დღე არ გამოჩენილა. ალბათ, ჩემზე მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა. გეზი იმ ბარისკენ ავიღე, სადაც ყველაფერი დაიწყო. ვერ ვხვდებოდი, რისი იმედი მქონდა? მისი იქ გამოჩენის ალბათობა 1% იყო. ჩემთვის ეს 1%-ც ნიშნავდა რაღაცას! შიგნით გიჟივით შევვარდი და სწორედ იმ ადგილას დავჯექი სადაც იმ ვიდეოჩანაწერში ვიჯექი. ჯერ ერთი ჭიქა სასმელი შევუკვეთე, მერე მეორე, მერე მესამე... საათები გადიოდა, ის კი არსად ჩანდა.ხალხს ყაყანის ატანა აღარ შემეძლო, მარტო მოსული კაცების მზერა კი გულს უფრო მირევდა. სასმლის ფული გადავიხადე, ავდექი და ერთიანად დამიარა თავბრუსხვევამ. თავბედს ვიწყევლიდი, მე ხომ აქ მის საპოვნელად მოვედი? მთვრალს ცხვირწინაც რომ ჩაევლო ვერ ვიცნობდი! ამის გამოცდილება ხომ მქონდა უკვე?
-დეგენერატო- წავუბღვირე საკუთარ თავს, რომ შემძლებოდა ერთს კარგადაც ვუთავაზებდი. მომხედავიც არავინ მყავდა... სხვა გზა არ მქონდა, თავი უნდა გამემაგრებინა.
-მე ხომ დამოუკიდებელი გოგო ვარ! -გარეთ გავლასლასდი, სუფთა ჰაერმა ოდნავ გამომაფხიზლა. ტროტუარზე დავჯექი და უიმედობისგან ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომცვივდა. ეს ცრემლები რა ვერ გაშრა? ბოლო დროს ზედმეტად ბევრი ზლუქუნი დამჩემდა. ტელეფონის ზარმა ცოტახნით გამაჩუმა
-გისმენ
-სად ხარ? რამდენჯერმე დაგირეკე
-მეე... გარეთ ვარ
-ამ დროს? რა ხმაურია?
-ხო შენ არაფერი გამოგეპაროს- ვუთხარი ტირილით
-შენ რა ტირიხარ?
-ცოტას.
-სესილი, სად ხარ მითხარი
-მოხვალ?- ცრემლებს ვეღარ ვიშრობდი. ვერ ვიტანდი სასმელს!
-მოვალ-მითხრა თბილად
-ბარში ვარ.
-ასეც ვიცოდი, დამელოდე არსად წახვიდე და ეცადე იქაურობას არ მოშორდე, ქუჩაში ღამე საშიშია თანაც ამ მდგომაეობაში
-კარგი...
თავი ხელებში ჩავრგე, ცივი ნიავი სახეზე მალამოდ მეცხებოდა. მანქანების ხმა შორიდან მესმოდა, თითქოს ქუჩაში კი არა, სადღაც ბნელ ოთახში ვიყავი გამოკეტილი. რატომ არ მოვიდა? ის ხომ უნდა მოსულიყო? რატომ მეგონა რომ დღეს მას ვნახავდი?! ჩემსკენ სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა ვიღაც, თავზე დამდგარ მამაკაცს დაბლიდან ავხედე
-ოთარ - ჯანელიძე ჩემსკენ დაიხარა და ცრემლები მომწმინდა
-აქ რას აკეთებ, თან მარტო- თბილი ხმით ჩამეკითხა, ისეთი მზერა ჰქონდა თითქოს რაღაცას მითანაგრძნობდა
-მეგონა მას ვნახავდი, მეგონა ყველაფერს ფარდას ავხდიდი... ღმერთო შენ რაღაზე მოხვედი? ამდენ მზრუნველობას შეჩვეული ნამდვილად არ ვარ!
-ოჰ სესილია! წამოდი სხვაგან ვილაპარაკოთ. მოდი წამოდექი- ხელი გამომიწოდა
-არა, დაჯექი! შენც ჩემთან ერთად დაელოდე, იქნებ მოვიდეს? - ოთარ ჩემს ნებას დაჰყვა, გვერდით მომიჯდა, მხარზე თავი დავადე
-არ გცივა?
-უკვე აღარ-ხელი მაგრად შემოვხვიე მკლავზე. რამოდენიმე წუთი ჩუმად ვისხედით, ვიგრძენი როგორ მიმეძინა მის მხარზე, პატარა ბავშვივით ამიყვანა ხელში და თბილ მანქანაში ფრთხილად ჩამსვა. ლამპიონების შუქები ალაგ ალაგ აღწევდა ჩემს გონებაში, ძრავის ხმა თითქოს მამშვიდებდა, ოთარს ფანჯარა ოდნავ ჩამოეწია, რომ სუფთა ჰაერს ეტრიალა
-სად მივდივართ?
-შენთან სახლში
-არა! არ მინდა
-სესილი, უნდა გამოიძინო.
-შენთან მინდა, იქ კარგად მეძინა- თვალები გავახილე
-სახლში უკეთ დაიძინებ- მომიახლოვდა და სახეზე ნაზად ჩამომისვა თითები, მისკენ მივიწიე და სწრაფად ვაკოცე ტუჩებში.
-მე შენთან მინდა- დავაყოლე კოცნას ჯიუტად. ოთარი დაბნეული მიყურებდა, არ იცოდა რა ეთქვა. რამდენიმე წამი ისევ ორჭოფობდა ბოლოს გეზი მისი სახლისკენ აიღო, კიბეებზე ხელებმოხვეულმა ამიყვანა და ცივ საწოლში ჩამაწვინა. საშინლად მცხელოდა, მაისური და შარვალი გავიხადე
-რას აკეთებ, არ გაიხადო- შემაწყვეტინა
-კი მაგრამ მცხელა!
-ჯანდაბა!- კარადიდან მისი ერთ-ერთი მაისური გამიღო და ძალით ჩამაცვა
-რა მზრუნველი ხარ, სხვა შენს ადგილას ამას არ იზამდა- გამეცინა
-ვიცი- სიცილი თვითონაც ვერ შეიკავა დაბნეულმა და გვერდით მომიწვა
-პირველად რომ გნახე შენი შემეშინდა, ახლა კი შენს გარეშე მეშინია- ვუთხარი ხმადაბლა და მივეხუტე
-ხელი მომხვიე- ვთხოვე ოთარს, მანაც ხმისამოუღებლად შეასრულა თხოვნა
-უნდა დაიძინო- ჩამჩურჩულა ნაზად ყურში და ლოყაზე მაკოცა
-ძილინებისა- ჩავიჩურჩულე უკვე ძილბურანში გახვეულმა.
ტკივილმა გამომაღვიძა, ეს არ იყო რაღაც ხორციელის ტკივილი. არაამქვეყნიურად ცივი, არაამქვეყნიურად მტკივნეული და გაუსაძლისი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ყინულის პატარა ნატეხი ნელ-ნელა იზრდებოდა ჩემში და სულს მიყინავდა. წამოვჯექი, სუნთქვაც კი მიჭირდა, ცოტაც და სიცივე სრულიად შთანთქავდა ჩემს არსებას
-გაიღვიძე? როგორ ხარ?! თავი ხომ არ გტკივა? - ოთარმა უძინარი მზერა მომაპყრო.
-ცუდად ვარ- ცრემლები ისევ თავისით წამოვიდა. არ მადარდებდა წინაღამინდელი მომხდარი ამბები, არ მადარდებდა რომ დავთვერი, არც ის, რომ ოთარს ვაკოცე.
-რატომ ტირი? - მომიახლოვდა
-ძალიან მცივა- ვუთხარი აკანკალებული ხმით.
-ახლავე მოგახურებ საბანს
-არა, ვერაფერი ვერ გამათბობს- საბანი გვერდით გადავისროლე და წამოვხტი.
-სად მიდიხარ?- შემაჩერა ოთარმა და მისკენ მიმიზიდა
-მე... სიცივე შიგნიდან მჭამს. შენ ამას ვერ გაიგებ
-შეიძლება, მაგრამ იქამდე არ გაგიშვებ სანამ არ გათბები- ძლიერად მიმიკრა გულში, ხელები უფრო მაგრად შემომხვია. მის ნებას დავყევი, კალთაში ჩავუჯექი და იმედით შევეკედლე, ბავშვივით მოვიკუნტე
-იტირე- მამშვიდებდა, თმაზე ნაზად მეფერებოდა. წლების შემდეგ პირველად მივეცი თავს უფლება ბოლომდე გამომეშვა ემოციები. ოთარი მოთმინებით იჯდა და დაუღალავად მწმენდდა ცრემლებს. ზლუქუნი შევწყვიტე და ვიგრძენი თბილი ტალღა, თითქოს ჩემში ომი იყო, ცეცხლი და ყინული ებრძოდა ერთმანეთს.
-უკეთ ხარ?
-იბრძვიან
-ვინ?
-ცეცხლი და ყინული- თვალებში ჩავხედე, ამჯერად თვითონ გამოიწია საკოცნელად. ცეცხლმა ყინული სრულიად გაადნო.
-მარტო არ დამტოვო- ვთხოვე სასოწარკვეთილმა
-აქ დავრჩები, შენთან ერთად.
თბილი საბანი გადამაფარა, თვითონაც გვერდით მომიწვა. შიში გამიქრა, ყინული გადნა, ემოციებისგან დავიცალე. თავი ისევ უსაფრთხოდ ვიგრძენი და ძილი განვაგრძე.
***
სესილიმ გამომძიებლის ცხოვრებაში ნამდვილი ქარიშხალი დაატრიალა. ოთარი იჯდა და უყურებდა მძინარეს. რამოდენიმე საათის წინანდელ, დაცემულ, სევდიან და შეშინებულ ქალს ახლა მშვიდად ეძინა მის საწოლში. იწვა თავისთვის, სუნთქავდა ნაზად და ძალდატანებით, შავი კულულები ბალიშზე გადმოეყარა, გრძელი წამწამები თვალებს მთლიანად უფარავდა, წამწამები რომლებიც ცრემლებისგან ლამის დამდნარიყვნენ. როგორ შეიძლება ვინმე ასეთი ლამაზი იყოს? ფიქრობდა თავისთვის, ნეტავ რა ესიზმრებოდა? ან ესიზმრებოდა თუ არა საერთოდ რაიმე? წამწამები აუფახუნდა, თვალები ნელა გაახილა
-დიდხანს მეძინა?
-უკვე საღამოა
-ოჰ, ჯანდაბა! სამსახური!
-არა, დაწყნარდი დავრეკე და გავაფრთხილე რომ ცუდად იყავი
-ოჰ მადლობა
-გშია?
-ძალიან
-კარგი, მე საჭმელს გავაკეთებ შენ მანამდე მოწესრიგდი .
-კარგი.
ოთარი საქმიანობას შეუდგა, მზერას ჩუმად აპარებდა სააბაზანოსკენ. წინაღამინდელის მერე აინტერესებდა თავს როგორ გრძნობდა სესილი. ნეტავ თუ ახსოვდა ღამე რომ ტიროდა? და თუარ ახსოვდა უნდა ეთქვა მისთვის? ეს აზრები მაშინვე მოიშორა თავიდან, რომც ხსომებოდა ამაზე ლაპარაკს თვითონ პირველი არ დაიწყებდა, იქნებ არ სურდა სესილის წინა ღამინდელი შეეხსენებინა მისთვის?
-რაზე ფიქრობ? - ვერც კი მიხვდა ისე მიუახლოვდა გოგო ღიმილით
-არაფერზე მნიშვნელოვანზე, აბა? მზად ხარ გემრიელი ომლეტისთვის?
-მმ რა თქმა უნდა!- შესანიშნავ განწყობაზე იყო, ომლეტს გემრიელად შეექცეოდა. თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს სიტყვაც არ დაუძრავს. ეს იმას ნიშნავდა რომ არ სურდა ამაზე საუბარი, ოთარიც ისე მოიქცა თითქოს არაფერი ახსოვდა.
-უგემრიელესია!
-ვეცადე. ჩაის დალევ?
-კი, დავლევ მაგრამ მე გავაკეთებ. - ჩაიდანი დაადგა, ჭიქების ჩამოსაღებად ფეხის წვერებზე აიწია, გრძელი თმა ზურგს უკან გადაეყარა. თითოეული მისი მოძრაობით ტკბებოდა კაცი შორიდან
-სულ ასე უნდა მიყურო?- გაუცინა
-რა ვქნა, ძალიან ლამაზი ხარ
-მართლა?
-მართლა!
-გუშინდელი ჩემი საქციელი...
-არ გინდა, ჩათვლე არც ყოფილა- დაამშვიდა თავისმხრივ
-არა, ეს არც ერთმა უნდა დავივიწყოთ. ეს ჩემი სახე იყო, ჩემი შიშები. ჩემი სილამაზე მხოლოდ გარეგნულია, შიგნიდან... შიგნიდან არ ვიცი, ისეთივე ლამაზი ვარ თუ არა.
-შენ არ იცი, მე კი ვხედავ რომ გარეგნულზე ბევრად ლამაზი ხარ
-ძალიან კეთილი ხარ- თბილად გაუღიმა გოგომ მიუახლოვდა, მისკენ დაიხარა და ნაზად აკოცა ტუჩის კუთხეში. ოთარს აქამდე რომ არ განუცდია, ისეთმა გრძნობამ დაუარა სხეულში.
-არც ეს მინდა დაივიწყო
-მთელი ჩემი ცხოვრება მემახსოვრება, თითოეული შენი კოცნა-წელზე ხელი ნაზად მოხვია, ჩაიდანის წუილმა ორივე რეალობაში დააბრუნა.
ოთარს მთელი გზა თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი და გოგოს ნაკვთებს აკვირდებოდა. აკვირდებოდა მის მიხრა მოხრას, ყველა საქციელს, ყველა მიმიკას. სესილი გვერდზე მიჰყვებოდა, მაგრამ ფიქრებით მასთან ნამდვილად არ იყო, ამას მთელი სიცხადით გრძნობდა. მისის თვალები სადღაც შორს იყურებოდნენ და ამის დამალვას არც კი ცდილობდა. მისი კანის და თმის სუნი მთელს ჰაერში ტრიალებდა. სადარბაზოსთან შეჩერდა, სესილი თითქოს მთელი გზა ვიღაცას უხილავი ღილაკით გამოერთო, ახლა კი ისევ დაებრუნა უკან რეალობაში
-მადლობა, ყველაფრისთვის
-ამდენ მადლობას ნუ მიხდი.
-კარგი...- თამამი გოგო ახლა დარცხვენილ ახალგაზრდას ჩაენაცვლებინა, ამ დროს იმდენად ჰგავდა ბავშვს ოთარს წამით შეეშინდა კიდეც.
-დღეს რას აპირებ?
-სახლში ავალ და ალბათ გამოვიძინებ, ან რამეს წავიკითხავ... არ ვიცი
-კარგი, თუ მოგინდება დამირეკე
-მომინდება- გაეცინა მხიარულად
-დროებით- თვალი ჩაუკრა ჯანელიძემ, დაელოდა სანამ სადარბაზოს კიბეებს აივლიდა და მხოლოდ ამის მერე განაგრძო გზა.
მიდიოდა და ვერ ხვდებოდა ეს ყველაფერი დაესიზმრა თუ ცხადი იყო...
***
ოთარისგან დაბრუნებულმა მთელი დრო ჩემს ოთახში გავატარე, მეფიქრებოდა ყველაფერზე და თან არაფერზე. ჩემი ტვინი იმდენად იყო წლების განმავლობაში ბევრი არაფრისმომცემი ფიქრისგან გადატვირთული არ გამიკვირდებოდა ერთ დღესაც რომ გათიშულიყო. მე მას ვაკოცე, მასაც მოვწონვარ. ეს იყო ერთადერთი აზრი რომელიც სიამოვნებას მანიჭებდა. თითქოს ამის გაფიქრებისას მოღრუბლულ ცაზე მზე, ცა, ვარსკვლავები და მთვარე ერთად ლივლივებდნენ. ცა იმდენად ნათლად წარმომიდგა წინ, პირველად გამიხარდა რომ ამხელა ფანტაზიის უნარით აღმოვჩნდი დაჯილდოებული. მზე, ცა, ვარსკვლავები ძირს იყრებოდა მაშინ, როდესაც უცნობი ბიჭის გამყინავი მზერა მეხსიერებაში ამოტივტივდებოდა. ძირს დაყრილ ვარსკვლავებს ფანტაზიის ძალით უკანვე ვაბრუნდებდი, გონებით იქამდე ვბრძოლობდი სანამ საბოლოოდ არ ჩამეძინა...
სხეულს ვგრძნობ, მაგრამ ვერ ვხედავ. ბნელ სივრცეში ვლივლივებ, ფეხებს რაღაც ყინულივით ცივი სითხე მისველებს. ძირს ვიხედები და საკუთარი კივილი გულს მიწუხებს. სიბნელეს მბჟუტავი სინათლე ანაცვლებს, ძირს დაგდებულ გვამს შიშით ვეხები, ვაბრუნებ და საკუთარ თავს ვხედავ. გიჟივით გავრბივარ, მაგრამ სხეული აღარ მემორჩილება. სინათლე ქრება და სარკეებიან ოთახში ვყოფ თავს. ირგვლივ ყველგან მე ვარ, ერთ-ერთ სარკეს ვუახლოვდები, ჩემივე გამოსახულება მეუცხოება
-სესილი!- მეძახის ოთარი მაგრამ მისკენ ვერ ვბრუნდები, მისი ხმა სულ უფრო შორიდან ისმის.
-ოთარ! მეშინია გთხოვ არ დამტოვო- ვევედრები ხმადაბლა. წელზე ისევ სვირინგებით დაფარული ხელის ნაცნობ შეხებას ვგრძნობ, მაგრამ არც მისკენ შემიძლია თავი მივაბრუნო. ჩემივე გამოსახულება არ მაძლევს ამის საშუალებას. მიყურებს უემოციო სახით და თითქოს მზერით მბოჭავს.
-ჩემგან რა გინდა?!- ვუყვირი ხმამაღლა ჩემივე გამოსახულებას, ის კი ისევ ასე უძრავად, უემოციო მზერით მიმზერს. მოულოდნელად სვირინგებიანმა ძლიერად მკრა ხელი, ძლიერი ბიძგის გამო პირდაპირ თავით გადავეშვი წინ მდგარ სარკეში, სარკიდან კი წყვდიადში. სიბნელეში დიდი სისწრაფით მივექანებოდი და წარმოდგენაც კი არ მქონდა, სად აღმოვჩნდებოდი. საშინლად მეშინოდა, ვყვიროდი ჩემი კივილი კი, არავის ესმოდა. ყრუდ მომესმა ტელეფონის ზარის ხმა და საშინელი სიზმრიდან გამომაფხიზლა. უკვე გათენებულიყო. ამინდიც,არც ისე ცუდი მოჩანდა.
-გისმენ
-დილამშვიდობისა, როგორ გეძინა?
-ძალიან კარგად, შენ? - ვიცრუე
-მეც კარგად, ერთად ხომ არ გვესაუზმა სადმე სანამ სამსახურში წავიდოდით?
-კარგი, ნახევარ საათში მზად ვიქნები
-ნახევარ საათში შენთან ვარ.- მიპასუხა მხიარულად და ყურმილი გათიშა
წყალი გადავივლე, ყელიანი შავი სვიტერი და შავი შარვალი ჩავიცვი.
-არ ისაუზმებ?- მომაძახა დედამ გასვლისას
-არა, მეჩქარება.
ოთარი გზის განაპირას მელოდა, მანქანაში ჩავჯექი და გადავეხვიე. საშინელი სიზმარის შემდეგ მისი დანახვა უფრო მესიამოვნა
-მომენატრე-ვუთხარი თამამად
-მეც-ლოყაზე ნაზად მაკოცა.მას შევხედე და მივხვდი! მზერა! მისი მზერა იყო ის, რამაც მასში ასე მომხიბლა. ის ყოველთვის ისე მიყურებდა თითქოს პირველად მხედავდა, თითქოს ჩემზე უფრო ლამაზი არასდროს, არავინ შეხვედროდა, თითქოს მის სამყაროში მხოლოდ მე ვარსებობდი. მივხვდი, როგორი ბედნიერია თითოეული ქალი, რომელსაც ასეთი მზერით უყურებენ. კაცი რომელიც ასე გიყურებს, შეუძლებელია არ შეგიყვარდეს.
-აბა? სად მივდივართ?
-იცი? შენი დღიურები მე ხომ წავიკითხე.. ხოდა იქ ეწერა რომ ძალიან გიყვარს ზღვა ზამთარში. ხოდა წავიდეთ ზღვაზე და ვჭამოთ სენდვიჩები- არ ვიცი რატომ სიცილი ამიტყდა
-ზღვაზე სენდვიჩები- გავიმეორე მისი ნათქვამი სიცილით
-ეე... ხო ძალიან რომანტიული რომ არ ყოფილიყო, სენდვიჩები მაგიტომ გავაკეთე
-სწორად მოქცეულხარ- წინაღამინდელი სიზმარი ოთარის წყალობით სრულიად გაქრა.
ზღვის ტერიტორია ცარიელი დაგვხვდა, ირგვლივ ერთი ადამიანიც კი არ ჭაჭანებდა
-რა სიმშვიდეა!
-საღამოს ამოიყრებიან- გაეცინა ოთარს თავისთვის
-ს*ქსისგან გაგიჟებულები?
-გაჭირვებულები- უფრო ხმამაღლა გაეცინა და ხელი გადამხვია.
-შენი აზრით რამდენმა გოგომ დაკარგა აქ ქალიშვილობა? ან რამდენმა ცოლმა და ქმარმა უღალატა ერთმანეთს?
-დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრმა
-ღალატზე ამორალური საქციელი სამყაროში არ არსებობს- გულისრევის შეგრძნებამ დამიარა, ოთარი თითქოს მიხვდა რაზეც ვფიქრობდი
-ქურდობა? მკვლელობა?- ეცადა ღალატის თემა შეემსუბუქებინა
-ღალატი სხვა რა არის?! ქურდი ხარ, ადამიანის ნდობას იპარავ. მკვლელიც ხარ, იმას ვისაც ღალატობ, გულს უკლავ- ვუპასუხე გაცხარებულმა
-კარგი, მართალი ხარ. არ გვინდა ამაზე ლაპარაკი- შუბლზე მაკოცა
-ჰო თორემ მადა წამიხდება.
ძირს ჩამოვჯექით და საჭმელი გავიყავით.
-თერმოსში ცხელი ყავაა, მომეცი დავასხამ
სიცივეს არ ვუშინდებოდით, პლედები მოვიხვიეთ და ყავას მშვიდად ვწრუპავდით
-შენთან ერთად ყოველი საუზმობისას ვამბობ რომ ყველაზე გემრიელად ვჭამე, მაგრამ ახლა მართლა ყველაზე გემრიელი იყო!
-ეს სიტყვები ჩემი დესერტია?- გამიცინა და მკლავებში მომიქცია
-შეგიძლია მეც მიმირთვა- ვუპასუხე მხიარულად
-მითხარი როგორ მოგშორდე და მთელი დღე სამსახურში ვიყურყუტო ასეთი დილის შემდეგ?
-არ წავიდეთ...
-არა ჩემი ცდუნება არ გამოგივა პატარა ქალბატონო! დღეს არ მისვლა, არ გამოვა
-კარგი ასე იყოს. ჩემს საქმეზე... მასზე რა ისმის?- შევეკითხე მოუთმენლად, ლუკმა გადაყლაპა და განაგრძო
-სწორედ ეს უნდა მეთქვა ახლა, ერთი ბიჭი მირჩია კობამ, რომელსაც შესაძლოა შეეძლოს გამოსახულების აღდგენა და მისი სახის სრულად დანახვა. ამის შემდეგ შეგვეძლება მისი პოვნა- გულმა სწრაფად დამიწყო ძგერა, იმედით სავსე თვალებით შევხედე. მას ვიპოვიდი? ყველაფერს გავარკვევდი, ყველაფერს ფარდა აეხდებოდა!მშვიდად სუნთქვას შევძლებდი, საშინელი სიზმრებიც გაქრებოდა!
სამსახურში მისული ბედნიერებისგან ვანათებდი. დილა მშვენივრად დაიწყო, იმედი მქონდა სანარჩენი დღეც ასე ჩაივლიდა. ოთარისგან ზარს მოუთმენლად ველოდი, მიუხედავად ვიმისა, რომ ვიცოდი საღამომდე არ დამირეკავდა.
***
ოთარი ძველი თბილისის ქუჩებს მიუყვებოდა, ერთ-ერთ იტალიურ ეზოში შეაბიჯა და იქაურობა ინტერესით მოათვალიერა. მოსწონდა ასეთი ეზოები, ყველამ ყველაფერი იცოდა და მასაც უადვილდებოდა შესაძლო დამნაშავეების პოვნა. ძველ გაურემონტებელ ოთახს მიადგნენ რომელიც იქვე მცხოვრებ ქალს გაექირავებინა. მეზობლები უკვე ჯგროდ შეკრებილიყვნენ და საშინლად ყაყანებდნენ. ოთახიდან გაუსაძლისად საზიზღარი სუნი გამოდიოდა
-ნამდვილად მკვდარია- ჩაილაპარაკა ვიღაც ღიპიანმა კაცმა, რომელსაც უნდოდა დანარჩენების თვალში უფრო ჭკვიანი გამოჩენილიყო. ჯანელიძემ და კობამ დერეფანი გაიარეს და პოლიციელებით სავსე ოთახში შეაჭრეს
-აბა რა ხდება?- იკითხა კობამ. ოთარი მისი კითხვის არსს ვერ მიხვდა, რადგან ორივემ კარგად დაინახეს თითქმის დამპალი სხეული, რომელიც ახალგაზრდა კაცს ეკუთვნოდა.
-ბევრი სამუშაო გველის - ჩაილაპარაკა თავისთვის ჯანელიძემ და ოთახის დათვალიერება დაიწყო...
დღე საშინლად გაიწელა, გვამმა ყველაფერი გაართულა. ოთარს აწუხებდა ის აზრი რომ სესილის საქმისთვის დრო ვერ გამონახა, ალბათ მის ზარს როგორ ელოდა! შებინდებისას სახლში წასვლას არჩია კობას კაცისთვის გაევლო. ჩანაწერები ჯიბეში საგულდაგულოდ დაემალა. ხმაურიანი უბნის ბოლო სართულზე სწრაფა აირბინა, რკინის კარებზე შეძლებისდაგვარად ხმადაბლა დააკაკუნა. კარი გამხდარმა, სათვალიანმა ბიჭმა გაუღო, ერთმანეთი ორივემ ეჭვის თვალით შეათვალიერა, ბოლოს ოთარი გაეცნო
-აქ კობამ გამომგზავნა, მითხრა ამსაქმეში ყველაზე მაგარიაო- ბიჭი გაიბადრა
-სწორად უთქვამს, შემოდი
ჩაბნელებულ ოთახში შეიპატიჯა,რომელსაც მხოლოდ მონიტორების შუქი ანათებდა. ოთარმა ჩანაწერი მიაწოდა. ბიჭი ლამის კომპიუტერში ჩაძვრა
-ოო რომელი წლის ვიდეოკამერითაა გადაღებული?- იკითხა გაბრაზებულმა
-მეც ეგ კითხვა მაწუხებს-მისი ტკივილიოთარმაც გაიზიარა
-ამას დრო დასჭირდება
-რამდენი?
-ხვალ საღამომდე, შეიძლება დილასაც
-კარგი, ველოდები ზარს
ოთარმა სწრაფად ჩაირბინა კიბეები, ვერ ხვდებოდა რატომ გრძნობდა თავს ასე დაღლილად.
სახლთან მისულმა, სადარბაზოსთან შესასვლელში სესილის სილუეტს მოჰკრა თვალი, გაუნძრევლად იჯდა და სადღაც შორს იყურებოდა
-სესო!- შესძახა გამოსაფხიზლებლად- გოგომ ისე შეათვალიერა თითქოს პირველად ხედავდა მერე კი, გაუღიმა
-ოთარ! რომ აღარ დარეკე შემოგირბინე- თითქოს თავს იმართლებდა მის წინაშე
-ძალიან კარგი გიქნია!- შუბლეზე აკოცა
-რა გაყინული ხარ, დიდი ხანია მელოდები?
-რამოდენიმე წუთია... - მხრები აიჩეჩა გოგომ და კიბეებს აუყვა
-მაპატიე დღეს რომ ვერ დაგირეკე, გვამი ვიპოვეთ
-ვისი?
-ჯერ არ ვიცი, საწყალი კაცი სადისტურადაა მოკლული
-სიკვდილი- თქვა ყინულივით ცივი ხმით სესილიმ და გააჟრჟოლა.
გამომძიებელმა ჩაი გააკეთა, სესილიმ ჩვეული სისხარტით ამოიღო ჩანთიდან ლიმონი. ოთარს მაინც გაეღიმა მიუხედავად იმისა, რომ ამას უკვე შეჩვეოდა. ორივენი სამზარეულოს მაგიდას მიუსხდნენ.
-დღეს იმ ბიჭთან ვიყავი
-მერე?- წამოენთო დიდი თვალები სესილის
-ხვალ დილას ან საღამოს გავიგებთ პასუხს
-ამ ამბავს ისე ვუყურებ თითქოს ეს სხვას გადახდა, ეს უცნაურია?
-უცნაური არ არის, მითუმეტეს რომ არაფერი გახსოვს
-დღეს ძალიან გონებაგაფანტული ვარ- თავი ოდნავ გაიქნია გოგომ და თითები შუბლთან მიიტანა. ოთარი წამოდგა და მიუახლოვდა
-ალბათ გადაიღალე- მიეხუტა
-ხვალ,როცა ყველაფერს გავარკვევთ. მე ისევ მე გავხდები და არც ასეთი რთული ვიქნები- უფრო საკუთარი თავისთვის თქვა სესილიმ და ოთარის მხარს თავი ჩამოადო
-როგორიც გინდა ისეთი იყავი, მაინც ყველანაირი...- ენაზე მწარედ იკბინა, წინადადება აღარ დაასრულა შიშით დააკვირდა სესილის რეაქციას, მას კი მხოლოდ ეღიმებოდა.
-უნდა წავიდე - მშვიდი მზერა მიაპყრო ჯანელიძეს და ხელზე ნაზად აკოცა
-ასე მალე?- სესილი ყოველთვის დიდხანს რჩებოდა მასთან, იქნებ შეეშინდა ოთარის ნათქვამის? იქნებ არ უნდა მოვლენების ასე დაჩქარება? საკუთარ თავს წყევლიდა არასდროს იყო დიდი მოლაპარაკე, ახლა კი ენას კბილი ვერ დააჭირა!
-საშინლად დაღლილი ვარ, არ ვიცი რატომ... ხვალ შევხვდებით?
-აუცილებლად - გოგო თბილად გადაეხვია, ისეთი კარგი სუნი ასდიოდა ცოტაც და მის მკლავებზე მიეძინებოდა. ნელი ნაბიჯებით წავიდა კარისკენ, გასვლისას ერთი კიდევ გამოხედა და გაუცინა
-იმედია მაგ წინადადებას ბოლომდე დაასრულებ შემდეგში- თვალი მხიარულად ჩაუკრა და კარი გაიხურა. ოთარს გულზე მოეშვა, არა ამის გამო არ გაქცეულა. პირდაპირ საძინებლისკენ წავიდა და გემრიელად ჩაეძინა.
***
მზის მკრთალმა სხივებმა თვალი მომჭრა. ყველაფერი ისე მტკიოდა თითქქოს ძილის მაგივრად მთელი ღამე მერბინოს. ნელა წამოვდექი საწოლიდან, აჩეჩილი თმა უკან გადავიწიე და ფანჯარას გავხედე. შემოდგომის ბოლო დღეს არ სურდა გათენება. მზემ თითქოს ბოლოჯერ, მთელი ძალით გაიბრძოლა რომ მოახლოებული ზამთრის სუსხი როგორმე გაექრო. კარადიდან ნაცნობი ტყავის ქურთუკი გადმოვიღე, მწვანე მოკლე კაბა დიდი ბათინკები და მუქი ყელიანი ზედა ჩავიცვი. ზამთარი საოცრად მიყვარდა მაგრამ, შემოდგომის ჩაცმულობა ჩემი ფავორიტი იყო. სახლში ყველას ეძინა, საათს დავხედე 8 ხდებოდა. მშობლების ოთახს ჩუმად მივუახლოვდი და კარი ოდნავ შევაღე. მშვიდად და უშფოთველად ეძინათ, ისე მინდოდა მათ მიმართ სიყვარულის ოდნავი მარცვალი მაინც გამღვივებოდა, რამოდენიმე წუთი უძრავად ვიდექი და დავყურებდი , მაგრამ ამაოდ. გრძნობა რომელსაც ასე ველოდი, ახლოსაც არ მიეკარა ჩემს გულს.
-ვწუხვარ -ვუთხარი მათ ხმადაბლა და კარი გავიხურე. კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე. ახლოს მდგარ კაფეს მივაშურე და ყავა ვიყიდე. ქალაქი ასე თუ ისე ცარიელი იყო, გადავწყვიტე ცოტა გამესეირნა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კუნთი საშინლად მტკიოდა. დავდიოდი უმისამართოდ და ცხელ ყავას სიამოვნებით ვწრუპავდი. ტელედონი ავიღე და ოთარს მივწერე
-დილამშვიდობისა, კარგ დღეს გისურვებ -გამეღიმა, ვიცოდი უკვე ეღვიძა.ნუთუ გუშინ იმის თქმა უნდოდა რომ ვუყვარვარ? მე და ვინმეს ვუყვარვარ?! ეს იმდენად წარმოუდგენლად მეჩვენა, მეუხერხულა კიდეც ამაზე ფიქრი
-დილამშვიდობისა, როგორ გეძინა?
-მშვენივრად, შენ?
-შენი ვიზიტის შემდეგ მეც კარგად...
სამსახურში ისეთი გადატვირთული დღე მქონდა ტელეფონისთვის ვეღარ მოვიცალე. კუნთების ტკივილმა ორმაგად გამირთულა საქმე. ოფისიდან გამოსულმა ოთარს მოვკარი თვალი
-აქ რას აკეთებ?
-არ გაგიხარდა?-მკითხა დაეჭვებულმა, ჩემსკენ გამოემართა და გადამეხვია
-კი, უბრალოდ არ გელოდი
-ვარჩიე მარტო წასვლას შენც წამეყოლებინე
-მართლა? ძალიან კარგი
-რა გჭირს? რაღაც მეორე დღეა დაღლილი ჩანხარ
-ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ძილის მაგივრად კილომეტრები ვირბინე ფეხით
-უცნაურია... - აღარ ვუპასუხე, ჩაფიქრებული მომყვებოდა გვერდზე. რაც უფრო ვუახლოვდებოდისიმართლეს მით უფრო მეტად მსურდა მას გავქცეოდი. ცივი ოფლი მასხამდა, წარმოდგენაც კი არ მქონდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი ღამის კოშმარი და რა შეიძლება დაეშავებინა ჩემთვის. უხმოდ გავიარე ბნელი მისაღები და ოდნავ განათებულ ოთახში ოთართან ერთად შევაბიჯე.
-დაჯექით- გვითხრა სწრაფად სათვალეებიანმა და ჩვენსკენ კიდევ ერთი სკამი გამოაცოცა სადაც თვითონვე მოთავსდა
-ესეიგი გამოსახულება იმდენად გაცრეცილი იყო, მისი აღდგენა ვერანაირად ვერ მოვახერხე
-ამის დედაც!- შეიკურთხა ოთარმა ხმამაღლა
-მართლა ძალიან ვცადე, ვერ ვხვდები ეს ჩემს პრაქტიკაში პირველად მოხდა
-ჩემს პრაქტიკაშიც პირველად ხდება მსგავსი რამ!- სიმცრით გამოსცრა კბილებში ოთარმა
-ანუ... ვერ გავიგებთ ვინაა?- ვკითხე და ჩემი ხმა ყრუდ ჩამესმა ყურებში. მშიერ ადამიანს რომ სავსე სუფრასთან დასვამ და ჭამის უფლებას არ მისცემ, სწორედ ასე იყო ჩვენი საქმე
-ამ ჩანაწერებით, ნამდვილად ვერა- მიპასუხა სწრაფად
-ოთარ
-არაუშავს, სხვა ხელჩასაჭიდსაც ვიპოვი! აი ნახავ!- კიდევ ერთი დამარცხება მტკივნეულად აღბეჭდვოდა სახეზე, ჩვენი გაცნობის პირველ დღეს სწორედ ასეტი მზერა ჰქონდა. ჟინიანი, დამარცხებას შეუგუებელი და ცივი
-აი ეს ფოტო - წინ ამობეჭდილი ნაცნობი სახის სურათი დამიგდო, სიცივის გრძნობამ ისევ დამიარა სხეული და სუნთქვის საშუალება არ მომცა
-სუფთა ჰაერზე უნდა გავიდე- სწრაფად წამოვხტი და თითქმის სირბილით გავიკვლიე გზა გარეთ
-ცუდად ხარ?- ფეხ და ფეხ მომყვა ოთარი
-მე უბრალოდ, ძალიან დახუთული ოთახი იყო
-ნუ ნერვიულობ, აუცილებლად გაგახსენდება რამე მანამდე კი ახლიდან გამოვყვები ძიებას.
-კარგი...- ოთარი მომეხვია, რამოდენიმე წამი ჩუმად ვიდექით. უცნაურია, ერთადერთი რასაც ჩემი დახმარება შეეძლო ძილი იყო. სახლში საშინლად გაბრაზებული დავბრუნდი. სამზარეულოში მამაჩემი დამხვდა
-გამარჯობა
-გამარჯობა სესო, სად იყავი?
-სამსახურში.
-ასე გვიან?
-ჰო მამა, ასე გვიან- მოვუჭერი გაღიზიანებულმა
-ჩამოჯექი- სათვალეები მოიხსნა და მის წინ მდგარ სკამზე მიმითითა
-ძალიან დაღლილი ვარ
-უნდა ვილაპარაკოთ
-კარგი
-მისმინე, ვიცი რთული დღეები გადავიტანეთ... ვიცი, გაღიზიანებული ხარ ამის გამო, მაგრამ ჩვენც ხომ ასე ვინერვიულეთ?
-გასაგებია რომ ინერვიულეთ, ასეც უნდა ყოფილიყო თქვენ ხომ ჩემი მშობლები ხართ. მაგრამ ახლა რატომ ნერვიულობთ? მე ხომ აქ ვარ
-აქ ხარ? ძილის წინ ორი წუთით შენი ნახვა აქ ყოფნაა?
-როდიდან გსურთ ჩემი ნახვა ყოველდღე? თუ სახლს რომ არ ვალაგებ და გემრიელ საჭმელს არ გახვედრებთ ეგ გაწუხებთ? - გამეცინა, ვიცოდი უფრო მოეშლებოდა ასე ნერვები
-ეგ რა შუაშია! ღამეები სახლშიც კი არ რჩები, არ უნდა დავინტერესდე სად დადის ჩემი შვილი?
-უკვე დიდი ვარ იმისთვის რომ სახლიდან გასვლის ნებართვა ავიღო და ეს თუ გაწუხებს საერთოდ გადავალ, ასე ნაკლებად ნახავთ როდის გარეთ ვარ და როდის შინ
-უკვე ყველანაირ ზღვარს გადადიხარ, საკმარისია! - წამოდგა განრისხებული, გამეღიმა. რა უფრო ადარდებდა გოგო რომ შუაღამე გარეთ დაეხეტებოდა თუ მეზობლები რომ ამჩნევდნენ ჩემს სახლში არ ყოფნას?
-დედა სადაა?
-მე რას გელაპარაკები და შენ რას მეკითხები! -გაოგნებული მიყურებდა, ვერც მიხვდა ეს რატომ ვკითხე
-სადაა?
-სამსახურში!
-ასე გვიან?- გამეღიმა
-ხო დღეს ასე უწევს- გაოგნება ეჭვის მზერამ ჩაანაცვლა
-საინტერესოა...- წამოვდექი და ოთახისკენ წავედი
-საუბარი არ დამისრულებია!
-არც დაგვიწყია - ვუპასუხე ხმამაღლა და კარი მივიხურე.
მისი ლაპარაკი წამებში ამომივარდა თავიდან, ტანსაცმელი გავიხადე ფეხები ისე მტკიოდა მეგონა ვიღაცას ძალით მოექცია ხელებში და მათ მოგლეჯას ცდილობდა. სიზმრის ნაცვლად კი კიდევ ერთი, წამიერი სიბნელე მივიღე ძილისგან საჩუქრად...
-სესილი- დედაჩემის ხმამ სიბნელიდან გამომათრია
-რახდება?
-უკეთ ხარ?- მკითხა შეშფოთებულმა
-რას გულისხმობ?
-ჩვენს გუშინდელ საუბარზე ვამბობ
-რა საუბარზე? შენ ხომ სახლში არ იყავი?
-კი ,აგრამ, რომ მოვედი...
-რაა?
-ხო, გუშინ ძალიან უცნაურად იქცეოდი. ისე მიყურებდი...
-გუშინ? რაღაც გეშლება მე მეძინა
-არა რომ მოვედი სამზარეულოში იჯექი, ნუ მაშინებ
-დედა რაღაც დაგესიზმრა ალბათ, რომელი საათია?
-არ დამსიზმრებია! შენ ისე მიყურებდი, მერე ადექი და უბრალოდ ოთახში შეიკეტე
-მე... არ ვიცი ალბათ მეძინებოდა და გონზე არ ვიყავი- ვერ ვხვდებოდი რაზე მელაპარაკებოდა, გონება დავძაბე მაგრამ მსგავსი ვერაფერი გავიხსენე
-კარგი, კარგი... მე უბრალოდ, მაინტერესებდა როგორ იყავი
-მშვენივრად ვარ, ნუ ღელავ - გავუღიმე და წამოვდექი
-საუზმობას მოასწრებ
-იყოს გზად წავიხემსებ სადმე...
წყალი გადავივლე, რაზე მელაპარაკებოდა? მე რა მთვარეულიც ვიყავი ყველაფერთან ერთად?! ან ყველა ერთად შეიშალა, ან მე!
სამსახურში დღე ისევ გაიწელა, ოთარიც არსად ჩანდა
-სესილი რა დაღლილი სახე გაქვს, რამე ხდება?
- ვერ გამოვიძინე - მომაბეზრებელი თანამშრომელი ჩემს თითოეულ ნაბიჯს აკვირდებოდა. თვალი მისი დამწვარი თმისკენ გამექცა, რატომ ინადგურებენ ასე თმას?!
-იცი? მეც ეგ პრობლემა მქონდა
-მართლა? რას ამბობ! - შევიცხადე
-ხო... მერე ცურვა დავიწყე და იმხელა ენერგიას ვხარჯავ მკვდარივით მძინავს მეორე დილამდე
-ცურვა?
-კი, მართლა კარგია. გირჩევ სცადო- მისი რჩევა გონებაში ჩამიჯდა. თუ დავიღლებოდი მალეც ჩამეძინებოდა, მალე ძილს კი სიზმრები მოსდევს უკან! გადავწყვიტე საღამოს აუზზე შემევლო. საცურაო კოსტუმი ვიყიდე და თავით გადავეშვი წყალში. ვცურავდი იქამდე სანამ ჩემს სხეულს შეეძლო. ტელეფონის ზარმა მაიძულა წყლიდან ამოვსულიყავი
-ოთარ
-როგორ ხარ?
-კარგად... შენ?
-მეც, სად ხარ?
-აუზზე
-ამ დროს?
-კი, ენერგიას ვხარჯავ
-მალე გამოხვალ?
-რამე ხდება?
-უბრალოდ შენი ნახვა მინდა-გამეღიმა, სიხარულით წამოვფრინდი და საშხაპისკენ გავეშურე
-ოც წუთში გამოვალ
-კარგი, მისამართი მომწერე და გამოგივლისი
-კარგი, შეხვედრამდე- ვუთხარი მხიარულად და გავუთიშე. შხაპი სწრაფად გადავივლე, თვალები წყლისგან ჩამწითლებოდა. სარკეში ვიყურებოდი და ვცდილობდი თმა მალე გამეშრო. წინ გადმოვიყარე და გაშრობას შევუდექი. ვიღაცამ ხელი მაგრად შემომმხვია წელზე, სიხარულით გადავიწიე თმა, ვიცოდი ოთარი მოვიდა. მისკენ შებრუნება ვცადე მაგრამ ამის უფლება არ მომცა. მკლავს დავხედე და შიშისგან ადგილზე გავიყინე, სარკეს შევხედე, პირი დავაღე რომ მეყვირა მაგრამ ხელი ტუჩებზე ამაფარა
-მეძებდი? - ნაცნობი ხმა ჩამესმა ყურში, სარკესი კი ცივ მზერას ვხედავდი. ის აქ იყო! ყველაფერი ისე იყო როგორც სიზმარში, თუმცა ამჯერად ეს რეალურად ხდებოდა. ცრემლები ღაპაღუპით ჩამომივიდა, სხეული მიკანკალებდა. გაბრძოლების თავი არ მქონდა, შიშმა გულისრევამდე მიმიყვანა, თვალები დავხუჭე იმის იმედით რომ ეს ყველაფერი გაქრებოდა
-თვალები გაახილე და ყურადღებით მისმინე! - მის ნებას დავყევი. მისი მზერა წყვდიადივით ბნელი იყო
-შეწყვიტე ჩემი ძებნა, იცოდე ეს კარგად არ დასრულდება! ვიცი სად ცხოვრობ, სად მუშაობ. თუ გინდა ეგ ლამაზი თავი მხრებზე შეგრჩეს და შენი გამომძიებელი ოდნავ მაინც გადარდებს, ენას კბილს დააჭერ! თავი დამიქნიე თუ ყველაფერი გაიგე! - სწრაფად დავუქნიე თავი, ყველაფერზე დავთანხმდებოდი ოღონდ მომშორებოდა და გამქრალიყო
-ეს პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა, გასაგებია?!- ისევ დავუქნიე თავი თანხმობის ნიშნად
-კარგი გოგო ხარ!- ნაზად მაკოცა ლოყაზე ხელი გამიშვა და გაუჩინარდა.
იატაკზე უღონოდ ჩამოვჯექი, ეს რა ხდებოდა?! მან ყველაფერი იცოდა, იცოდა რომ ვეძებდით. ის სულ ჩემს გვერდით ტრიალებდა, ჩემი ტითოეული ნაბიჯი იცოდა! თითქოს ჩემი აჩრდილი იყო რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა. ვინ იყო?! ამას რატომ აკეთებდა? ჩემგან რა უნდოდა?! ოთარი! მან ოთარზეც იცოდა, ის მას დაემუქრა. ნუთუ მოგვკლავდა? ეს არ გაუჭირდებოდა, მის გამო ვიწექი სიკვდილის პირას საავადმყოფოში! ახლა რა უნდოდა? რომ მასზე ფიქრს და შიშს გავეგიჟებინე? ფიქრებისგან, გადატანილი შიშისგან ეს სრულიად შესაძლებელი იყო. სწრაფად გამოვვარდი გარეთ, არც ოთარი და არც ის არსად ჩანდნენ, ტაქსი გავაჩერე და პირდაპირ სახლისკენ წავედი. ოთარი რეკავდა მე კი მას ასეთ მდგომარეობაში ვერ დავენახებოდი. რამე უნდა მომეფიქრებინა, ვეცადე აკანკალებული ხმა როგორმე დამეფარა
-სად ხარ? გელოდები
-ოთარ... მე წამოვედი, დედა არის ცუდად და სახლში უნდა მივიდე
-რა სჭირს? - მკითხა დაეჭვებულმა
-არ ვიცი... მაპატიე დღეს ვეღარ გნახავ.
-დამლოდებოდი, მე წაგიყვანდი
-არა, იყოს არ მინდა მშობლემა ერთად გვნახონ- მოვიმიზეზე უცებ
-კარგი, გასაგებია.
-დროებით... მაპატიე
-სახლში რომ მიხვალ მითხარი, კარგი?
-კარგი...
ვიცოდი ჩემი ტყუილი არ დაიჯერა, ალბათ ათას რამეს ფიქრობდა. მიზეზებს ეძებდა რატომ არ ვნახე, ამას რამეს მოვუხერხებდი... ძველი ყუთი კარადიდან გადმოვიღე, ძილის წამლები მოვძებნე და სამი ცალი ერთად გადავყლაპე. ამ ყველაფერს უნდა გავქცეოდი! ცოტა ხნით ყველას უნდა გავქცეოდი...
***
ოთარი გაუნძრევლად იჯდა მანქანაში, რატომ არ დაელოდა მას? რა მოხდა რამოდენიმე წუთში? იქნებ მართლა დედამისი იყო ცუდად?! რატომ ეძებდა სხვა მიზეზებს?
-რაღაც ხდება! - ოთარს ალღო არასდროს ღალატობდა, იცოდა რაღაც მოხდა ისეთი რასაც სესილი არ ეუბნებოდა. ცოტახანი ქალაქში იხეტიალა, ბოლოს გადაწყვიტა მასთან მისულიყო და გაერკვია რაში იყო საქმე. ზარი დარეკა, ნაბიჯების ხმა მალევე მოესმა და კარი წამებში გაიღო. მის წინ სესილის დედა იდგა, სრულიად ჯანმრთელი და უვნებელი
-ბატონო ოთარ?- გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა ქალს, ამ დროს ძალიან მიამსგავსა სესილის
-ეე... გამარჯობათ, როგორ ხართ?- იკითხა ხმამაღლა
-კარგად, მადლობთ... აქ რამ მოგიყვანათ?
-სესილისთან მაქვს საქმე
-იცით მას ძინავს, ასეთი საჩქაროა?
-დიახ. - მოუჭრა მოკლედ
-რამე ხდება?- შეშფოთდა
-არა, რაღაცაზე უნდა ველაპარაკო.- დაამშვიდა თავისმხრივ
-კარგი, მობრძანდით- შეიპატიჟა შინ, თვითონ კი სესილის გასაღვიძებლად წავიდა.
ოთარმა სახლი მოათვალიერა, ყველაფერი ისე მყუდროდ იყო მოწყობილი, მაგრამ დაძაბულობის სუნი მაინც ყველა ოთახიდან იგრძნობოდა. კედელზე დაკიდებულ სესილის პატარაობის ფოტოს ღიმილით შეავლო თვალი.ისეთი უდარდელი ღიმილი ჰქონდა, ახლა კი პირიქით ჯანელიძეს ყოველთვის ჭამდა ის აზრი რომ მისი ღიმილის უკან ათასი უთქმელი სიტყვა და იმედგაცრუება იმალებოდა. ოთახიდან შეშფოთებული ქალის ყვილირი გაისმა
-სესილი! გაიღვიძ! გესმის?! - ყვიროდა ქალი, ოთარს გული თითქოს ამოაცალეს, სწრაფად მიჰყვა განწირული ყვირილის ხმას და შიგნით შევარდა. ადგილზე გაქვავდა, სესილი გაუნძრევლად იწვა, დედამისი ძლიერად აჯანჯღარებდა რომ გამოეფხიზლებინა, მაგრამ ამაოდ.
-ჯანდაბა! - წამოიყვირა მანაც და გათიშულ გოგოს მივარდა
-გაჩუმდით- უყვირა ქალს და მის სახესთან ახლოს მიიწია. არა! სესილი სუნთქავდა მაგრამ ძალიან სუსტად, ხელში აიყვანა
-კარი გამიღეთ- ქალი შეშინებული გავარდა წინ და ოთარს ფეხ და ფეხ მიჰყვა. მანქანას ელვისისწრაფით მიაქროლებდა, ნაცნობი შიში... შიში საყვარელი ადამიანის სიკვდილისა ზვალ-რბილში გაჯდომოდა.
-სუნთქავს?!- ყოველწამს ეკითხებოდა დაბნეულ ქალს, ისიც შიშით უქნევდა თავს და ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა...
***
წუთი დღედ ეჩვენებოდა ოთარს, აგიჟებდა ის აზრი რომ შეიძლებოდა დაეკარგა ქალი რომელიც სიგიჟემდე უყვარდა. რატომ არ გაჰყვა უკან?! რატომ არ უთხრა რომ მისი მოგონილი არ დაიჯერა?! რატომ არ დააძალა დალოდებოდა და სიმართლე ეთქვა?! რატომ დაეხეტებოდა ამდენი ხანი ქუჩებში?! ეს ყველაფერი ხომ აღარ მოხდებოდა?! საკუთარ თავს წყევლიდა ამის გამო.
თვითგვემიდან თეთრხალათიანმა ექიმმა გამოაფხიზლა, ყველანი მას მივარდნენ ოთარი კი შორიდან უსმენდა, სიკვდილამდე ეშინოდა იმის რასაც გაიგონებდა
-თქვენი შვილი კარგადაა, უბრალოდ ძილის წამლები დალია და ამიტომაც ვერ მოახერხეთ მისი გამოფხიზლება...
-ღმერთო! ძილის წამლები? ეს რატომ გააკეთა?! - სახეზე ხელები აიფარა ქალმა
-სასკვდილო დოზა ნამდვილად არ მიუღია, სავარაუდოდ, რამოდენიმე ერთად მიიღო რამაც ძლიერი ძილიანობა გამოიწვია.
-ღმერთს მადლობა რომ კარგადაა!
-შეგვიძლია ვნახოთ?
-პაციენტს დასვენება სჭირდება, რამოდენიმე წუთი შებრძანდით, თუმცა გაფრთხილებთ გონზე დილამდე ვერ მოვა
-კარგი...
მშობლები პალატაში შევიდნენ, ოთარი კი ისევ იმავე ადგილას იდგა გაუნძრევლად. ძილის წამლები? ეს რატომ გააკეთა? რა მოხდა აუზზე?!
ცოტახანში ისევ იმ ადგილას აღმოჩნდა სადაც რამოდენიმე საათის წინ სესილის ელოდებოდა, იქაურობა დაკეტილი დახვდა ხან საიდან მიუდგა, ხანაც საიდან და ბოლოს დალანდა დაცვის თანამშრომელი რომელიც უსაქმურობისგან იქით-აქეთ დაეხეტებოდა
-გამარჯობა! - მიესალმა შორიდან, დაცვამ თვალებმოჭუტულმა გამოხედა და მისკენ დაიძრა
-აუზი დაკეტილია!
ოთარმა საბუთი აჩვენა და თან დააყოლა
-გამომძიებელი ოთარ ჯანელიძე.
-რა ხდება? - იკითხა დაკვირვებულმა, ჯმუხმა ბიჭმა
-აქაურობა უნდა მოვათვალიერო, რაღაც საქმეს ვიძიებ
-არ ვიცი... ეს აკრძალული მაქვს, უფროსს უნდა ვკითხო
-ახლა კარგად მომისმინე, თუ არ გინდა ხვალ აქ ჩხრეკის ორდერით დავბრუნდე და შენი უფროსის საწინააღმდეგოდ უამრავი რამ ვიპოვო, რასაც დარწმუნებული ვარ აქაურობის დახურვა მოყვება კარი გააღე! პირადსაქმეზე ვარ, რომელიც სრულიად არ ეხება დაწესებულებას, მაგრამ ხვალ რომ მოვიდე ნამდვილად შეეხება
-კარგი, კარგი! მე უბრალოდ დაცვა ვარ, არაფერი დამიშავებია! - შეშინდა ჯმუხი
-გააღე!
წამებში კარი გაიღო და ოთარი შიგნით აღმოჩნდა. „იდიოტი! მე ვინ მომცემს უბრალოდ ჩხრეკის ორდერს?“ ოდნავ ჩაეღიმა ჯანელიძეს და თვითონაც ვერ მიხვდა ისე მიიყვანა ფეხებმა გასახდელთან
-ქალების გასახდელია - უთხრა დაცვამ
-ქალები არ არიან.- მოუჭრა მოკლედ და შიგნით შეაბიჯა
დაკვირვებულმა თვალმა მაშინვე მოკრა თვალი ძირს დაკიდებულ, გატეხილ საშრობს.
-ეს საშრობი ასე იყო?
-არა, ახლებია. ალბათ ვინმემ დღეს საღამოს გატეხა- ჩაიბუზღუნა უკმაყოფილოდ დაცვამ, ისე თითქოს გატეხილი ნივთების ფულს თვითონ იხდიდა
-საღამოს აქ იყავი?
-დიახ
-რომელი საათიდან?
-ექვსიდან ამ დრომდე...
-ეს გოგონა აქ იყო არა?- ტელეფონში სესილის სურათი მოძებნა, რომელიც საიდუმლოდ ჰქონდა შენახული
-დიახ, მახსოვს. აქ იყო, რამე შეემთხვა?
-არა.- ოთარს უცნაურმა აზრმა გაჰქრა თავში. ჯიბეები მოიჩხრიკა და დაკუჭული შავ-თეთრი სურათი ამოიღო.
-და ეს ბიჭი?
-არა, პირველად ვხედავ.- უპასუხა გულწრფელად ბიჭმა
-იქნებ ისევე, როგორც წინა შემთხვევებში ის აქ იყო, მაგრამ ვერავინ დაინახა? იქნებ სესილი ელაპარაკა კიდეც და ისეთი რამ გაიგო რამაც ასე გააგიჟა? სხვა მიზეზს ვერ პოულობდა, თითქმის დარწმუნებული იყო იმაში, რომ სესილის კოშმარი იმ საღამოს ცხადად წარუდგა წინ.
-!
-უკაცრავად?-განრისხდა დაცვა
-თქვენზე არ მითქვამს, მადლობა დახმარებისთვის.
-ანუ ხვალ არ მოხვალთ?
-არა, არ მოვალ
ასეთი დაცვის ხელში საერთოდ როგორ ფუნქციონირებდა იქაურობა უკვირდა. ისევ საავადმყოფოში დაბრუნდა, დილამდე ბოლთას სცემდა, ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა გოგოს და როდის გაარკვევდა რა მოხდა სინამდვილეში.
საავადმყოფოს მოსაცდელში ჩასძინებოდა, თვალი რომ გაახილა უცებ ვერ მიხვდა სად იყო და დაბნეულმა მოავლო მზერა იქაურობას. როდესაც წინა ღამინდელი ამბები გაახსენდა, მიმღებს მივარდა
-სესილი არჩვაძე, მისი ნახვა მინდა.
პალატის კარი ნელა შეაღო, სესილი უღონოდ იწვა და სადღაც შორს იყურებოდა
-სესო.. - გოგომ უემოციოდ შეხედა, პასუხი არ გასცა. ოთარი მის საწოლს მიუახლოვდა, იქვე მდგარი სკამი მიაჩოჩა და სესილის თვალებში ჩახედა
-როგორ ხარ? - კითხვა ფრთხილად დაუსვა, ამჯერად სესილიმ დიდი თვალები მიანათა, მისი დანახვა თითქოს გაუხარდაო სიცოცხლის კვალი მაშინვე სახეზე დაეტყო
-მე უბრალოდ ძილი მინდოდა - ჩაილაპარაკა ხმადაბლა
-ვიცი...
-მე სიკვდილი არ მინდოდა, მეშინია. ხომ იცი?
-ვიცი. - ოთარმა მისი ხელები თავისაში მოიქცია.
-დიდხანს მეძინა?
-არც ისე...
-იცი? ვერც ერთი სიზმარი ვერ ვნახე
-მომენატრე- გულწრფელად უთხრა ოთარმა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს საუკუნე არ ენახა. როცა პალატაში შევიდა და იქ მწოლიარეს შეხედა ყველანაირი კითხვა ამოუფრინდა თავიდან, ერთადერთი რაც სურდა მასთან ყოფნა იყო.
-მოდი ჩემთან, დაეტევი- ნაზად ჩამოუსვა სახეზე ხელი, გვერდით მიიწია და კაცს ადგილი გაუნთავისუფლა. ოთარმა ხელები მოხვია და მისი თმის სურნელში ჩაიძირა. წამის შემდეგ სესილიმ ისევ ჩაიძინა...
***
მზის ცივი სხივები ღია ფანჯრიდან კანზე მეფინებოდა, მტვრის წვრილი ნაწილაკები ისე ლამაზად დაქროდნენ ჰაერში მტვერი სულაც არ გეგონებოდათ. საათის წიკციკი და საყვარელი კაცის გახშირებული სუნთქვა ერთმანეთს ერწყმოდა. თვალებოხუჭული ვიწექი და ვგრძნობდი როგორ იყო ჰაერი სუფთა, უანგარო, ლამაზი გრძნობით გაჟღენთილი. ისეტი გრძნობით რომელიც აქამდე არასოდეს გამომეცადა და რომელიც მივსებდა ბნელ ადგილებს. თითქოს ეს სიყვარული მაღალ უხილავ კლდედ გადაქცეულიყო ჩემს სულში და წყვდიადს უფლებას არ აძლევდა დამპატრონებოდა. ოთარის თმებში ფრთხილად შევაცურე ხელი და ნაზად მოვეფერე
-რაზე ფიქრობ?- მკითხა უეცრად
- ზოგჯერ, როდესაც მძინავს და შუაღამე მეღვიძება, ან ვლაპარაკობ ხალხთან, ან თუნდაც ჩემთვის ვზივარ და აქეთ-იქეთ ვიყურები. უცებ ვიაც, თითქოს უხილავ ღილაკს ხელს აჭერს და მეც ვითიშები. კიდურები მეკვეთება, გონებას, აზრებს, ფიქრებს ვკარგავ. თითქოს, სული სხეულიდან გადის და ღმერთმა იცის, სად მიქრის- ოთარი ჩუმად იწვა, ჩემს მუცელზე თავი ედო და დაზაფრული მისმენდა. ნეტავ მას თუ ემართებოდა იგივე? თუმცა... ის ისეთი განსხვავებული იყო ჩემგან, დაკვირვებული და ძლიერი ეს პრობლემა მას ალბათ არ ჰქონდა. ჩემსკენ მობრუნდა და შავი თვალები ინტერესით მომაპყრო
-ამას როგორ აკეთებ?
-რას?
-როგორ შეგიძლია ასეთი იყო- თითქოს საკუთარ თავს უსვამდა ამ კითხვებს და არა მე
-როგორი..
-შენში თითქოს მრავალი ადამიანი ცხოვრობს ერთად. მორცხვი, ბავშვური, დაბნეული ხარ ზოგჯერ კი პირიქით, იმდენად ცბიერი, მიმზიდველი და მხიარული ხარ...
-რომელი უფრო მოგწონს?
-როგორ შეგიძლია წამებში ასე იცვლებოდე? - თითქოს ჩემი შეკითხვა ვერ გაიგოისევ კითხვითვე მიპასუხა. მის დასმულ კითხვაზე პასუხი არ მქონდა.
-ზოგჯერ მგონია შენი შეცნობა ჩემს ძალებს აღემატება.
-საკუთარ თავს თვითონვე არ ვიცნობ... თუმცა, დარწმუნებული ვარ სწორედ ამიტომ მოგწონვარ ასე
-ეს მოწონება არაა- და აი ისევ გაჩუმდა, არ დაასრულა ის რისი თქმაც ასე ძალიან უნდოდა.
-შენი აზრით რამდენ ხანს ვიქნებით ერთად? - უცნაურად შემომხედა
-ვიმედოვნებ რომ დიდხანს. - მისი ტუჩები ჩემსას შეეხო, ხელი ძიერად შემომხვია ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შეაძრწუნა იმ აზრმა რომ „დიდიხანი“ ძალიან ცოტახანს გასტანდა.

-უნდა წავიდე, მშობლები მოსვენებას არ მაძლევენ იმ დღის შემდეგ
-მატი მესმის. მართლა არაფერი მომხდარა?
-ხომ გითხარი? უბრალოდ ძილი მინდოდა არ მეგონა ასეთი შედეგი თუ მოჰყვებოდა..- ვიცრუე
-თუ რამე მოხდა და არ მეუბნები...- დაიწყო ოთარმა თავიდან
-არა, მართლა არაფერს გიმალავ-ვეცადე ჩემი პასუხი ამჯერადაც დამარწმუნებელი ყოფილიყო. სწრაფად წამოვდექი ოთარიც მომყვა და თბილად დამემშვიდობა
ქუჩაში მივდიოდი და შეგრძნება, რომ ვიღაც გამუდმებით მითვალთვალებდა არ მცილდებოდა. მოსაწყენ ლექციაზე საათობით ვიჯექი და ლექტორის ლაპარაკს ყურს ძალით ვუგდებდი. ერთი დღეს ჩავამთავრე და სახლში დავბრუნდი.
მთელი საღამო საყვარელი სერიალის ყურებაში გავატარე, უცნაური ის იყო რომ ოთარის ნახვაც კი არ მსურდა, არ ვიცი ეს მისი დაუღალავი კითხვებისგან იყო გამოწვეული თუ ჩემი მისდამი მიჯაჭვულობის შიშისგან.
ტელეფონის ზარის ხმამ ძილბურანში გახვეული გამომაღვიძა, დაფარული ნომერი როგორც კი დავინახე, მივხვდი რაღაც რიგზზე ვერ იყო
-გისმენთ- ხმა არავინ გამცა
-ვიცი რომ შენ ხარ,ხმა გამეცი- ვუთხარი გაღიზიანებულმა
-ახლოს ვართ-მხოლოდ ორისიტყვა მითხრა ნაცნობმა ხმამ
-ვიცოდი რომ შენ იყავი! რასთან? ან ვისთან?! - პასუხი ისევ არ გამცა
-მიპასუხე!! -თავი ვეღარ შევიკავე, ხმამაღლა ვუყვირე მაგრამ ზარი უკვე დაესრულებინა
გული საგულედან ამომვარდნოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ცოტაც და მოვკვდებოდი. მე ვიქნებოდი პირველი ადამიანი რომლებიც გაურკვევლობისა და ფიქრისგან გარდაიცვალა.
-სესილი რა ხდება! გაიხსენე! - ვევედრებოდი უკვე საკუთარ თავს. მეგონა თუ მისი ვიზიტის შესახებ არ ვიტყოდი, გაქრებოდა. შევცდი, ის ისევ აქ იყო და რაღაცას გეგმავდა მე კი, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. სწრაფად წამოვდექი, წამებში გადავწყვიტე ოთარისთვის ყველაფერი მომეყოლა, გაურკვევლობას უკვე ვეღარ ვუძლებდი, ყველაფერს ვეტყოდი და უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ეს კარგად დასრულდებოდა თუ ცუდად.
კარებზე ძლიერად დავაბრახუნე, ნაბიჯების ხმა მომესმა და შვებით ამოვისუნთქე
-მარტო ხარ? - ვიცოდი უაზრო კითხვა დავსვი
-დილის შვიდი საათია, ვისთან ერთად უნდა ვიყო?-მკითხა ღიმილით
-არ გეძინა?
-ვერ დავიძინე, შემოდი
კარებში მდგარ ჯანელიძეს მივეხუტე, ყოველი ჩახუტებისას ვგრძნობდი როგორ ებრძოდა საკუთარ თავს.
-რა გჭირს?- მკითხა ხმადაბლა და ლოყაზე მაკოცა
-მომენატრე- ტყუილი თითქოს სისხლში მქონდა გამჯდარი, ნაბიჯის შემოდგმამდე დაზუსტებით ვიცოდი რომ ყვეკლაფერს ვიტყოდი! ახლა კი ისევ გავჩუმდი, ისევ შიშმა მძლია, ისევ სისუსტე გამოვიჩინე
სავარძელში ჩაჯდა, კალთაში ჩავუჯექი. ხელები კისერზე მოვხვიე და კნუტივით გავიტრუნე
-მეც მომენატრე
მის კალთაში მოთავსებულს ჩამთვლიმა, სიმშვიდემ დაისადგურა გონებაში...თვალები რომ გავახილე მის საწოლში ვიწექი, თვითონაც გვერდით იწვა და დაკვირვებით მიყურებდა
-ძილშიც კი ლამაზი ხარ - მითხრა ღიმილით
-ზედმეტად მაიდიალურებ
-ოთარ
-გისმენ- უფრო ახლოს მოიწია
-სამსახურში არ წახვიდე, არც მე წავალ არსად, გავთიშოთ ტელეფონები და მხოლოდ ერთმანეთისთვის ვიცხოვროთ, მხოლოდ დღეს.
-ძალიან კარგი იდეაა!
მხიარული ხმით მიპასუხა ხელები ძლიერად მომხვია.
***
დღეები გადიოდა, ჩემი შიშები ოთარის გვერდით გაქრა. თავს ასე კომფორტულად, თავისუფლად, საინტერესოდ და ბედნიერად პირველად ვგრძნობდი ცხოვრებაში. სამსახურიდან ახალი დაბრუნებული პირდაპირ ოთარის სახლისკენ გავეშურე, ვიწექი შავ დივანზე და ფურცლებში ინტერესით ჩამძვრალ კაცს სიამოვნებით ვაკვირდებოდი
-ძალიან სიმპათიური ხარ იცი?- ოდნავ ჩაეღიმა თვალი ჩემსკენ გამოაპარა
-ვიცი რასაც აკეთებ- ისევ ფურცლებს დახედა
-რას?- ვკითხე გაოცებულმა, ანგელოზის სახით
-გინდა საქმეს შევეშვა და ყურადღება მთლიანად შენზე გადმოვიტანო
-არა, პირიქით, ძალიან ს*ქსუალურად გამოიყურები ასე- გავუცინე, ისევ გაეღიმა
-მე კი ვიცი ახლა რასაც ფიქრობ- გავაგრძელე ისევ
-რას?- წარბი ასწია და ინტერესით შემათვალიერა
-რომ ეს ყველაფერი არასწორია
-ასეა- მიპასუხა გულწრფელად, არ მწყენია ეს ხომ მეც ვიცოდი?
-და კარგს არაფერს მოგვიტანს
-შეიძლება... თუმცა ცუდიც არაფერი მოუტანია
-ხო ასეა - დავეთანხმე ღიმილით, მანაც გამიცინა მერე თითქოს რაღაც უცნაურმა ფიქრმა გაიელვა მის გონებაში
-ახლა შენხელა შვილები უნდა მყავდეს!- იმდენად სერიოზულად თქვა ეს ყველაფერი სიცილი ვეღარ შევიკავე
-აუჰ! კარგი ეს უკვე ზედმეტია- ისევ გულიანად მეცინებოდა ოთარი კი წარბშეკრული მიმზერდა
-ნუ თუ 12 წლის ასაკში დააორსულებდი ვინმეს, მაგ შემთხვევაში ნამდვილად გეყოლებოდა!-ჩემს სიცილზე ვეღარც თვითონ შეიკავა თავი, ფურცლებს თავი მიანება და ჩემსკენ წამოიწია
-დღეს გაქვს ლექციები? თუ მთლიანად ჩემი ხარ?
-მმ შენ როგორ გინდა?
-მე , ასე... - მთლიანი სხეულით შემომეხვია.
****
კიბეები სწრაფად ავირბინე, კარებზე ოდნავ დავაკაკუნე და შევაღე. კაბინეტში ობა დამხვდა
-ეე.. გამარჯობა- გავუღიმე უხერხულად
-გამარჯიბა, სესილია ხო?
-დიახ, ოთარი აქ არ არის?
-აქ ვარ, ზურგს უკნიდან მომესმა მისი ხმა. თინეიჯერი გოგოსავით გავწითლდი და დავიბენი. ჩვეულებრივ ერთმანეთს სულ მარტო ვნახულობდი, არ ვიცოდი სხვებთან ერთად როგორ უნდა მოვქცეულიყავი
-წავედით? - მკითხა ღიმილითოთარმა და გადამეხვია
„ოჰოო! მე მეგონა დამმალავდა“ - გავიფიქრე გულში და კობასკენ მზერა გავაპარე, თვითონაც დაბნეული ჩანდა ოთარის საქციელით
-წ..წავედით- გავუღიმე
კიბეებზე ხმაამოუღებლად ჩავდიოდი
-რა საქმეზე მუშაობთ?
-ისევ იმაზე.
-ახალი რა არის?
-ბოლოში ვართ გასულები, ცოლმა და გერმა მოკლეს ფულის გამოძალვის მიზნით
-ოჰო! ასეთები სინამდვილეშიც ხდება? - ენაზე ვიკბინე, სადაც ჩემი ამბავი მოხდა ეს არ უნდა გამკვირვებოდა
-დამიჯერეძალიან ბევრი არარეალური რამე ხდება
-დღეს რაღაც დაღლილი ჩანხარ - დაეჭვებული მაკვირდებოდა
-არადა კარგად მეძინა... - მხრები ავიჩეჩე
-გინდაგარეთ ვჭამოთ? სადმე წავიდეთ
-იცი რას დავაკვირდი? გარეთ რომ ვარ არ ვჭამ და შენს სახლში სულ მშია - ხმამაღლა გაეცინა
-მე კიდევ შენს გვერდით არ მეზარება ჭამა, ისეგემრიელად ილუკმები
-ჰა ჰა! ძალიან სასაცილოა
-სხვათაშორის კარგი იუმორი მაქვს, ნელ-ნელა დაუმუღამებ
-ოჰო! საინტერესოა
მისი სამზარეულოსაკენ გავეშურე, ყველაფერი ისე სუფთად ჰქონდა ცოლიან კაცს შეშურდებოდ მისი. მაკარონი მოვხარშე ზემოდან ყველი დავაყარე. მაგიდაზე ორი თეფში დავდე. გაბადრული დავყურებდი ჩემს ნახელავს, ალბათ ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავი არის სხვებისთვის, მაგრამ ჩემთვის რაღაც ახალი და უცხო იყო. „ზრუნვა“ ყველაზე საყვარელი სიტყვა იმ დროისთვის ჩემთვის.
-რა გემრიელად გამოიყურება- მოუთმენლად მიუჯდა მაგიდას, პატარა ბავშვს გავდა რომელიც დედის მიერ გაკეთებულ საჭმელს ნერწყვმორეული ელოდებოდა. მას გვერდით მივუჯექი.
თეფში ბოლომდე მოასუფთავა, საკუთარი კულინარიული შესაძლებობებით კმაყოფილი დავრჩი
-ამაზე მაგარი მაკარონი არასდროს მიჭამია- დაამატა ბოლოს
-ძალიანაც კარგი!
-შენ კვერცხის შეწვაც გეცოდინება- გამიცინა
-აა ეს უკვე მეორე ხუმრობაა დღეისთვის? - ჩემსკენ მოიწია და სიცილით მაკოცა
-მითხარი რატომ არ გყავდა აქამდე არავინ?
-პასუხი მარტივი მისახვედრია, არ შემყვარებია არავინ
-არც მოგწონებია? - გულში გამიხარდა, სიყვარული ახსენა. ნუთუ მე ვუყვარვარ?
-მოწონებით მითუმეტეს არავინ მომწონებია
-მითუმეტეს?
-ადამიანის მოწონება, შეყვარებაზე უფრო ძნელია
-ხომ მიხვდი რა მოწონებაზე ვიკითხე? - თვალები გადავატრიალე
-აა ეგრე?- გაეცინა
-ერთი დღით მოწონებას თუ გულისხმობ ან ნახევარი საათით ეგეთები მქონია რა თქმა უნდა, მაგრამ ეს თუ დაგაინტერესებდა არ მეგონა
-საერთოდ სხვაგან წაიყვანე საუბარი! რანაირი გამომძიებელი ხარ - გავიბუსხე, თვითონ გამხიარულებული ჩანდა
-აი ახლა ბავშვური ხარ- შემომხედა აციმციმებული თვალებით
-ჩაი?
-სიამოვნებით
ჩაიდანი ჩავრთე, თითის წვერებზე ავიწიე ჭიქებს რომ მივწვდომოდი. ოთარს ყველაფერი მის სიმაღლეზე ჰქონდა განლაგებული, რაც სრულიად გამორიცხავდა სახლში მეორე პირის არსებობის შესაძლებლობას. უცებ ისევ ის ზარი გამახსენდა, ოთარს ისე სასხვათაშორისოდ ვუხსენე, თითქოს არც მადარდებდა
-იცი?ვიღაცამ დამირეკა - ჩაიდნიდან მდუღარე წყალი ჭიქებში გადავანაწილე
-ვინ?
-არ ვიცი, დაფარული ნომერი იყო...
რა გითხრა? - ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა
-ისეთი არაფერი, მგონი სხვაგან მოხვდა
-სესილი! - შემომიბღვირა, მის მზერას გვერდულად ვგრძნობდი
-მითხრა, რომ ახლოს ვართ... რაღაცასთან ან ვიღაცასთან
-ახლოს ხართ? შენ და ის?
-ხო მგონი ეს იგულისხმა.
-კიდევ რა თქვა? - არაღ მეშვებოდა
-მხოლოდ ეს, შემდეგ ყურმილი დაკიდა
-ეს როდის მოხდა?
-არ მახსოვს, რამდენიმე დღის წინ
-გაიხსენე.
-ოთარ! ამხელა მნიშვნელობას რატომ ანიჭებ, უცებ გამახსენდა არც კი ვიცი როდის მოხდა
-ასეთი რამ აღარ დამიმალო, როგორც კი რამე საეჭვო მოხდება ეგრევე მეტყვი
-კარგი რა...
-გაიგე რაც გითხარი?! - პირველად ვნახე მწყობრიდან გამოსული, თვალები უფრო ჩაშავებოდა და ცივი მზერით გამყინავად მიყურებდა
-კარგი..
-მაპატიე... უბრალოდ არ მინდა რამე დამიმალო, კარგი? - ხელები მომხვია და კისერზე ნაზად მაკოცა
-კარგი.
მადა ისე წაუხდა ჩაიც კი ვეღარ დალია, ჩუმად ვისხედით და ორთქლს დავშტერებოდით. ჯანელიძე იმდენად იყო ფიქრებში გადაშვებული, ჩემი არსებობა აღარც კი ახსოვდა
-გინდა რამეს ვუყუროთ?- ვკითხე იმის იმედით, რომ ხასიათზე მოვიდოდა. არაფერი მიპასუხა, უხმაუროდ წამოვდექი და მივუახლოვდი, თმაზე ნაზად მოვეფერე, მეორე მხელი მხარზე დავადე, მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა, წელზე ნაზად მომხვია გრძელი ხელები
-მინდა რაღაც იცოდე -ამომხედა დაბლიდან
-რა? - ვკითხე ხმაჩამწყდარმა
-რამე რომც გაგახსენდეს, რაც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყო... ჩემი იმედი არასდროს დაკარგო, ყოველთვის შენთან ვიქნები და ვიზრუნებ შენზე ეს რადაც არ უნდა დამიჯდეს. -მისი სიტყვები მალამოდ მოეცხო ჩემს გულს
-მე არ მოვითხოვ ამას შენგან.
-ამის მოთხოვნა არც გჭირდება. შენ... შენ იმდენი რამ გადაიტანე, ყველაფერი კარგის ღირსი ხარ და სრულებით არ მადარდებს შენს კარგ მდგომარეობას როგორ და რა გზით მიაღწევ.
ვერაფერი ვუპასუხე, ვუმზერდი მადლიერი. „ზრუნვა“ როგორი უცხო იყო ეს სიტყვა ჩემთვის! ეს იყო ერთადერთი რამ ყოველთვის, რაც მინდოდა ვინმესგან მეგრძნო. გვერდით მყავდა კაცი, რომელიც ჩემს გამო მის შეხედულებებზე, პრინციპებზე და ინტერესებზე ამბობდა უარს. მადლიერება, სიყვარული, მისდამი აღფრთოვანება ერთმანეთს ერწყმოდა და არაამქვეყნიურ გრძნობას მიჩენდა გულში.
-კარგი, მოდი ვუყუროთ რამეს - სწრაფად მაკოცა და მისაღებში გავიდა
-საუზმე ტიფანისთან! - გავეკიდე უკან ბავშვიით აღტაცებული
-ღმერთო რას მიკეთებს ეს გოგო! - თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ფილმი წუწუნით ჩართო.
შავ-თეთრ ფილმს სიბნელეში ვუყურებთ, ოთარი ჩემზე მთელი ძალით მოხუტებული იწვა, ხელი ჩემს ფეხს ჩაფრენოდა მეორე კი, მუცელზე ედო. ჩემზე ინტერესით თვითონ შეჰყურებდა ფილმს, მე კი მას. თმაზე ნაზად ვეფერებოდი, მეღიმებოდა, კმაყოფილი ვათვალიერებდი საყვარელი კაცის ნაკვთებს და გონებაში ღრმად ვიბეჭდავდი თითოეულ მზერას, ღიმილს, სუნთქვასაც კი მისას.
დღეები მიდიოდა, ვცხოვრობდი დღევანდელი დღით და არ ვფიქრობდი რა იქნებოდა ხვალ. არ ვფიქრობდი არც წარსულზე, არც აწმყოსა და მომავალზე... თუმცა ზოგჯერ გამკრავდა უცნაური შეგრძნება ჩემი სხეული მოლოდინის რეჟიმში იყო, ქარიშხლის მოახლოებას მთელი არსებით ვგრძნობდი.
ერთხელად, როდესაც მე და ოთარი გარეთ გავედით და ერთ-ერთ კაფეს მივაშურეთ, ოფიციანტმა უნებურად დასვა კითხვა რომელმაც თითქოს ორივე რეალობაში დაგვაბრუნა
-„რა სურს ბიძათქვენს?“ ჯანელიძეს შიშით გავხედე და მასში რადიკალური ცვლილება ამოვიკითხე
-ყურადღებას ნუ მიაქცევ- ხელზე შევეხე, შავი თვალები მომაპყრო და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. ყავა უსიტყვოდ დავლიეთ. გული ცუდს მიგრძნობდა, ხმაურიან ნაწვიმარ ქუჩას ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდით. ოთარი არც ერთხელ შემხებია, თითქოს დისტანციას იჭერდა ჩემთან. მთელი ხელისგული მეწვოდა ისე მინდოდა მას შევხებოდი. სიმწრისგან გულისრევის შეგრძნებაც კი დამეუფლა, სადარბაზოსთან შევჩერდით. დროს ვწელავდი, თვალებში ჩავხედე, იმედი მქონდა ხელზე მაინც შემეხებოდა
-კარგი, მე წავალ- მითხრა მშრალად
-არ მინდა წახვიდე- ხმაში ვედრება შემეპარა, უცებ მივხვდი რა სუსტი ვიყავი მის წინაშე
-წასვლა არ მე მინდა...
-იქნებ შენთან მოვიდე და დავრჩე?- ისე გამომივიდა თითქოს თავი შევთავაზე, თუმცა ასეც იყო
-სესილი, მგონი ეს ყველაფერი უნდა მორჩეს
-რაა? ვიღაც მიმტანის გამო..!
-არა, ეს არაფერ შუაშია, არც ერთი არ ვართ ისეთი ადამიანები რომლებიც თავს იტყუებენ და ოცნებებით ცხოვრობენ
-გაჩუმდი! - ხელი ჩავავლე
-დამიჯერე, ეს შენზე მეტად მე გამიჭირდება
-ნუთუ შენც? - ვკითხე იმედგაცრუებულმა
-შენც მათ გავხარ?! შენც მარტო მტოვებ?! - ვუყვირე ხმამაღლა ხელი ვკარი,მრისხანებამ მოულოდნელად დამიარა სხეულში, ჩემმა რეაქციამ საშინლად დააბნია
-ჯანდაბაშიც წასულხარ - არ ვრცხრებოდი მე. ხმამაღლა მივახალე გაბრაზებულმა და ზურგი ვაქციე
-სესილი! - რამდენჯერმე დამიძახა, მისკენ არ მივბრუნებულვარ.
საწოლზე ვიწექი და მიკვირდა, ვერ ვხვდებოდი ასე რამ გამიცრუა იმედი? მე ხომ ვიცოდი, რომ ყველაფერი ასე იქნებოდა? გულის სიღრმეში ისიც ვიცოდი, რომ მართალი იყო. მაშინ რაღაზე ვბრაზობდი მასზე? პასუხიც მარტივად გავეცი დასმულ კითხვას. ეს ხომ ასეთიმარტივია? ეს ყველა ქალის ბუნებაში დევს, თითქოს დაპროგრამებულები ვართ. ყოველთვის წინასწარ ვიცით, ვხვდებით რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს ესა თუ ის ურთიერთობა, მაგრამ ამას არასდროს ვაღიარებთ საკუთარ თავთან, დასრულების შემდეგაც კი.სწორედ ესაა! ესაა რაც სუსტსა და დაუცველს გვხდის, ჩვენივე თავი.
სიმართლე კი ერთი იყო, მე მასზე პატარა ვიყავი, ერთმანეთისგან სრულიად განვსხვავდებოდით, ისევე როგორც ცა და დედამიწა. თუმცა, რომელი, რომელი ვიყავით ამას ვერ ვხვდებოდი. მე არც ცაში დავფრინავდი და არც მთლად დედამიწაზე დავიარებოდი. გრძელი, უძილო ღამის შემდეგ მივხვდი, როგორც ყოველთვის საკუთარი თავი მევე გავაბი მახეში და ამის შესახებ იმ დრომდე წარმოდგენაც კი არ მქონდა.
***
ოთარი დამძიმებული სულით დაბრუნდა შინ. შუქი აანთო, სამზარეულოში შევიდა და ბუნდოვნად დაინახა ჭრელი მოკლეკაბიანი ქალის ზმანება, რომელიც ფეხისწვერებზე დამდგარი ეძებდა რაღაცას სამზარეულოს კარადაში. მოძრაობდა ფრთხილად და ნაზად. კარადას მიუახლოვდა და ყველაფერი რაც მაღლა ელაგა ქვემოთ ჩამოალაგა, სესილის ასე უფრო გაუადვილდებოდა, თუმცა იმ დღის შემდეგ მას ისევ აქ დაინახავდა თუ არა, არ იცოდა. იმის იმედით, რომ მასზე ფიქრს გაექცეოდა, მისაღებში გადაინაცვლა. სამუშაო მაგიდაზე გოგოს თმის სამაგრს მოჰკრა თვალი, მეორე მხარეს კი ცარიელი ჭიქას, რომლითაც ჯერ კიდევ დილას, ყავას სვამდა. ოთახი თითქოს გაიყინა, დრო გაჩერდა.
-რა გავაკეთე?-ჰკითხა ჩუმად საკუთარ თავს მარტო დარჩენილმა. მას ხომ ის უყვარდა? სინანული შიგნიდან ღრღნიდა. ის იყო პირველი, რომელმაც თავი ასე დააკარგვინა, მსგავსი რამ მიცვალებული საცოლის მიმართაც კი არ უგრძვნია, ამის გამო სინდისი ქენჯნიდა. სიყვარული იყო ეს თუ რამე სხვა? უფრო შეპყრობილად გრძნობდა მისით თავს. თვალები დახუჭა და გაიხსენა, როდესაც პირველად მოჰკრა ყური გოგოს გაუჩინარების ამბავს, თავში თითქოს რაღაც გადაუტრიალდა ვერ მოისვენა სანამ საქმეში თვითონ არ ჩაერთო. იმ პერიოდში იმდენად ახლოს გაეცნო სესილიოს ხასიათს, იმდენად ახლობელი გახდა მისთვის. ისე ჰქონდა იმედი გადაწურული რომ როდესმე ამ ადამიანს პირისპირ ნახავდა და როდესაც პირველად შეხვდა... ოთარს უცნაურმა გრძნობამ დაუარა სხეულში, მიხვდა სანამ სესილის ნახავდა მანამდეც უყვარდა. იმდენად ახლობელი ეჩვენა მაშინ, უხეშობით დაფარა საკუთარი შიში.
-რა გავაკეთე... - ჩაიჩურჩულა ისევ თავისთვის
არა! სისულელე ჩაიდინა! არ შეეძლო მისგან შორს ყოფნა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მის გამოჩენამდე არც კი უცხოვრია. ტელეფონს ხელი დასტაცა, უნდოდა მისი ხმა გაეგო, რომ დარწმუნებულიყო მის არსებობაში. ზარი გავიდა პასუხი კი არავინ გასცა. გული საშინლად უცემდა, იცოდა გოგო ერთადერთ ადამიანად თვლიდა მას, რომელსაც მისთვის იმედი არ გაეცრუებინა. ახლა კი... ახლა ისიც ერთ-ერთი მათგანი იყო! მანაც იგივე გააკეთა რაც ყველამ. „შენც“? ჩაესმოდა გოგოს იმედგაცრუებული ხმა ყურებში.
არა! მეტს ვეღარ მოიცდიდა, კარის სახელური სწრაფად ჩამოსწია და ზღურბლზე გაშეშდა. თითქოს ბნელი ღამე ნათელმა დღემ შეცვალა. ის იქ იყო! შავი გრძელმკლავიანი, მოკლე კაბა ჩაეცვა, გრძელი ხვეული თმა ჩამოეშალა, თეთრი კანი ლამაზად უბზინავდა, თვალები უციმციმებდა
-სადმე მიდიოდი?- ჰკითხა დაეჭვებულმა და ოთარი ინტერესით შეათვალიერა
-შენთან- უპასუხა ღიმილით, სესილის მისი პასუხი ესიამოვნა. ამ პასუხმა თითქოს უფრო გაალამაზა, თვალები აუციმციმდა. ჯანელიძეს ამ სანახაობის დანახვისას ყვავილებით სავსე ბაღი წარმოუდგა თვალწინ, რომლებიც მზის ერთი სხივით მთლიანად გაიფურჩქნენ.
-მაპატიე- უთხრა ხმადაბლა
-გპატიობ-გაუღიმა სესილიმ და ხელები კისერზე შემოხვია. მანაც საპასუხოდ ძლიერად შემოხვია წელზე ხელები და სანატრელ ტუჩებს დააცხრა. შავი კაბა წამებში, იატაკზე შრიალით დავარდა...
სესილის მშვიდად და უშფოთველად ეძინა, ოთარმა კი წამითაც ვერ მოხუჭა თვალები. ფერმკრთალ სხეულს ინტერესით ათვალიერებდა. ფიქრობდა საუკუნეც რომ წოლილიყო ასე მის გვერდით, გოგოს ყურებით მაინც არ დაირლებოდა. მის სახეს დააკვირდა, ნეტა რამე ესიზმრებოდა? თუ უსასრულო სივრცეში ლივლივებდა ახლა? ვეღარ ითმენდა, უნდოდა თვალები მალე გაეხილა და მასთან დაბრუნებულიყო. თავი ვეღარ შეიკავა, ნაზად აკოცა, სესილის გაეღიმა და ხელები მოხვია
-რატომ ვერ ისვენებ?
-რატომ გძინავს?!- კითხვაზე გაეცინა, ჯერ ერთი თვალი გაახილა მერე მეორე, გრძელი წამწამები ააფახუნა
-რამე გესიზმრებოდა?
-საერთოდ არაფერი!- უპასუხა კმაყოფილმა
-რა ფხიზელი ძილი გაქვს
-აქამდე ასე არ ვიყავი...- სესილი წამოიწია, ოთარის ზედა გადაიცვა და წამოდგა
-სად მიდიხარ?
-მწყურია
-მეც მინდა
უკან სავსე ჭიქით ხელში დაბრუნდა.
-იცი რა? ასეტი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ- განაგრძო ლაპარაკი სესილიმ
-ჰო, მაგრამ ერთი პრობლემა გვაქვს- დასერიოზულდა ჯანელიძე, გოგომ ინტერესით მიაყრო მზერა, თვალებით ჰკითხა რა პრობლემას გულისხმობო
-მე სიცივე არ მიყვარს, ალასკაზე ვერ წამოგყვები- სესილის გულიანად გაეცინა
-გული გამისკდა! არაუშავს ამას როგორმე მოვაგვარებთ
-მაგალითად როგორ? იქნებ ნეიტრალური ქვეყანა გვეპოვნა?
-ან შეგვიძლია გავიყოთ, ორი თვე სადმე ტროპიკულ ადგილას დავისვენოთ და ათი ალასკაზე გავატაროთ
-ვიცოდი რომ ჭკვიანი იყავი!
-კარგი, მაშინ იქ ვიცხოვრებ და ზოგჯერ ჩამოგაკითხავ ხოლმე როცა ძალიან მოგენატრები!
-ანუ ალასკას არცერთ შემთხვევაში არ თმობ არა?!
-არა! - უპასუხა მტკიცედ
-კარგი მაშინ სანამ წახვალ ნება მომეცი შენით გავძღე! თუმცა ეჭვი მეპარება ეს როდესმე მოხდეს.
***
ბედნიერებისა და უბედურების ჟამს
დაკვირვებიხართ? დაკვირვებიხართ როგორ სწრაფად მიქრის დრო ბედნიერების ჟამს? იღვიძებ და უკვე ღამდება, გული სიხარულით გიცემს, არ გადარდებს რა ამინდია გარეთ, არ გადარდებს რა დღეა, რომელი საათი, რომელი საუკუნე! არ გადარდების სხვების ნასროლი სიტყვები, არ გადარდებს წარსული იმედგაცრუებები. გრძნობების კორიანტელში მდენად ხარ თავით გადაშვებული, შენთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა გარდა ერთისა. გარდა ერთი ადამიანისა რომელიც გიყვარს და გაბედნიერებს. რა უცნაურია ცხოვრება არა? წლებით ნამყოფ უბედურებას ბედნიერების რამდენიმე წამი სრულიად შთანთქავს და ანადგურებს და შენ თანახმა ხარ! თანახმა ხარ თუნდაც ამ წამების გამო მთელი დანარჩენი დრო ისევ ტანჯვაში გაატარო...
ლამაზი დღეები ერთმანეთს ენაცვლებოდა, ერთ-ერთ წვიმიან შუადღეს, ლექციაზე მყოფი მოუთმენლად ვცქმუტავდი
-სესილია! - მომმართავს ლექტორი და ფიქრებიდან მაფხიზლებს
-დიახ
-რას ასახელებს ებრაჰამ ლინკოლნი დემოკრატიის უმთავრეს ღირსებად? - მეკითხება წარბაწეული, მთელი აუდიტორია მიყურებს მე კი, როგორც ყოვლთვის ენა მებმის
-ეე... ხალხის მმართველობა, ხალხისვე მიერ, და ისევ ხალხის საკეთილდღეოდ - წარმოვთქვი და შეშინებულმა გავხედე. ღიმილით დამიქნია თავი და შვებით ამოვისუნთქე, კიდევ კარგი თვალი მაინც გადავავლე საკითხს!
გარეთ გამოსულმა მაშინვე მოვავლე თვალი არემარეს, ოთარი ქუჩის კუთხეში იდგა და ღიმილით შემომცქეროდა. ნაბიჯებს სწრაფად ვადგამდი რომ რაც შეიძლება მალე ჩავფრენოდი მის ხელს
-ოთარ!- ვიღაცამ ხმამაღლა დაუძახა, ხმის პატრონს შევხედე.
-ჯანდაბა!- წამომცდა და ენაზე ვიკბინე, მამაჩემის ბავშვობის მეგობარმა ოთარს ხელი ჩამოართვა და გადაეხვია. ამასობაში მეც მათ გვერდით აღმოვჩნდი, დაეჭვებულმა შემომხედა
-სესო? როგორ ხარ? - ჩემსკენ გამოიწია და გადამკოცნა
-ერთმანეთს იცნობთ?- ჩაეკითხა ჯანელიძე, სამმაგი უხერხულობა, სამივე ეჭვნარევ მზერებს ვცვლით ერთმანეთში
-სესილიას პატარაობიდან ვიცნობ, მე და მამამისი ბავშვობის მეგობრები ვართ. ოთარ შენ საიდან იცნობ? - ახლა თვითონ შეუბრუნა კითხვა მას
- მე და სესილი... -თვალები გამიფართოვდა, მასინვე შევაწყვეტინე არ ვაცადე დასრულება
-ბატონი ოთარი ჩემს საქმეს იძიებს... -მის განრისხებულ მზერას ჩემი მავედრებელი შევაგებე, აშკარად ებრძოდა თავს, ფიქრობდა ტყუილის თმის უფლემა მოეცა თუ არა. (თუმცა ეს ტყუილი არ იყო, ის ხომ მართლაც ჩემს საქმეს იძიებდა!)
-აჰ! გასაგებია, აი მე და ოთარი კი ერთ სკოლაში ვსწავლობდით - რაო? აი რეალობის კიდევ ერთი დაუნდობელი შეჯახება, გავაანალიზე რომ კაცს, რომელსაც „ბიძას“ ვეძახდი დაახლოებით იგივე ასაკი ჰქონდა, რაც ჩემს საყვარელ ადამიანს.
-ჰო? კლასელები? - ვეცადე მხიარულად მეკითხა
-არა, ჩემზე რამდენი წლით ხარ პატარა?
-სამით - უპასუხა მშვიდად, თუმცა ვგრძნობდი როგორ ბრაზობდა ჩემზე
-ხო სამით! სესილი შენ აქ სწავლობ?
-კი დათო ბიძია - ოთარს ეშმაკურად ჩაეღიმა, სიტყვა „ბიძიამ“ მოულოდნელად გაამხიარულა.
-აბა? გამოძიება როგორ მიდის? სესილი შენ ხომ კარგად ხარ? - არ წყვეტდა კითხვების დასმას
-კი, კი მადლობა
-დათო, სწორედ ამ საქმეზე მიგვეჩქარება ახლა... არ გეწყინება იმედია
-არა, რას ამბობთ!
-სესილი, დაემშვიდობე დათო „ბიძიას“ - წამკბინა ისევ.
-გამიხარდა თქვენი ნახვა, აღარ მოგაცდენთ! სესილი მამა მომიკითხე - გადამეხვია, ოთარს დაემშვიდობა და თავის გზაზე წავიდა.
-აბა? - წარბაწეულმა შემომხედა და მანქანისკენ წავიდა
-რა აბა... - ისე მოვიქეცი თითქოს ვერ მივხვდი რაზე გაბრაზდა
-რატომ არ მათქმევინე? - წნ მიდიოდა არც მიყურებდა
-ხომ გაიგე?! მამაჩემის მეგობარია
-მერე? როდესმე ხომ უნდა გაიგოს?
-ოჰ არა! რა საჭიროა ამას დიდი ამბები მოჰყვება
-რა საჭიროა? - გულწრფელად გაოგნებული შემომიბრუნდა
-ეე... ხო რა აუცილებელია? ისინი ვერ გაიგებენ, შენ ზედმეტად დიდი ხარ ჩემთვის... ამას ხომ იცი დიდი ამბები მოყვება
-ვერ გავიგე, როცა მე ვთქვი დიდი ასაკობრივი სხვაობა გვაქვს და ერთად ვე ვიქნებით-მეთქი, მე გამომიყვანე ცუდი. თითქოს მე არ მინდოდა შენთან და ახლა თვითონვე აღიარებ რომ დიდი ვარ? ვფიქრობდი ეს შენთვის პრობლემას არ წარმოადგენდა
-ჩემთვის ეს პრობლემა არაა! მაგრამ სხვები ამას ვერ გაიგებენ
-ანუ? რას მთავაზობ, დავიმალოთ?
-ცოტა ხნით მაინც, სანამ რამე უკეთესს მოვიფიქრებთ
-უკეთესი ყველასთვის თქმა და ერთად ყოფნაა, თავისუფლად.
-ჯერ ადრეა. – (ვცდილობდი.. მეც არ ვიცი რას ვცდილობდი)!
-როდემდე? რამდენი ხნით შეძლებ დამმალო? - სახეზე სიმწრის ღიმილი გადაეფინა. ისეთივე ირონიული მზერა ჰქონდა, როგორიც ადრე, საავადმყოფოში, პირველი შეხვედრისას.
-არ გმალავ! უბრალოდ სანამ საკუთარ თავებში გავერკვევით..
-გინდა თქვა, გარკვეული არ გაქვს რა გინდა?- ჩამეკითხა მშვიდად
-ღმერთო! არა ამას არ ვგულისხმობ-მოთმინება გამომელია
-აბა რას გულისხმობ?-ენა ჩამივარდა, სინამდვილეში მართალი იყო. მე თვითონაც არ ვიცოდი რას ვგულისხმობდი, ან რას ვაპირებდი. მოთმინებით ელოდა პასუხს, წვიმის წვრილი წვეთები ნელ-ნელა მსხვილდებოდა
-კარგი, ჩაჯექი - სახლამდე მიმიყვანა, გაბრაზებულიც ვერ წყვეტდა ჩემზე ზრუნვას, რამაც უფრო მეტად გამიძლიერა სინანულის შეგრძნება
-შენთან არ მივდივართ? - ვკითხე ხმადაბლა
-არ მინდა გაწყენინო, მაგრამ დღეს მარტო მირჩევნია ყოფნა.
-ოთარ... - სანამ რამეს ვეტყოდი კარი გამიღო, სხვა გზა აღარ მქონდა უსიტყვოდ დავემორჩილე და გულდამძიმებული ავემართე სახლისკენ. ფეხები უკან მრჩებოდა, მინდოდა გავკიდებოდი, დამეძახა რამე ისეთი მეთქვა რითაც უკან მოვაბრუნებდი, მაგრამ სათქმელი ვერაფერი გამოვნახე.
წყლით სავსე აბაზანაში ვიდექი და ვცდილობდი მისი იმედგაცრუებული მზერა დამევიწყებინა
-სესილი! - სწრაფად შემომიღო დედაჩემმა კარი
-დედა! შიშველი ვარ რას აკეთებ?! - უცებ მის არაადეკვატურ საქციელზე გამეცინა
-ამიტომ კარი უნდა ჩაკეტო- მითხრა ღიმილით და წინ დამიდგა
-საქმე მაქვს -განაგრძო სერიოზულად
-ეს საქმე ვერ მოიცდიდა? თუ მაინც და მაინც, შიშველს უნდა მელაპარაკო?
-ვერ მოვიცდიდი
-კარგი, პირსახოცი მომაწოდე- წამოვდექი და ტანზე შემოვიხვიე
-აბა? რა ხდება?
-გავიგე, გამომძიებელთან დიდ დროს ატარებ
-მერე?
-მერე? ხვდები რომ ეს არასწორია?
-შენ არასწორ საქციელებზე არ უნდა ლაპარაკობდე - ამით გაჩუმდა მერე ისე განაგრძო თითქოს არც გაუგია
-შენთვის გეუბნები! შენ ჩემი შვილი ხარ ნუთუ არ მაქვს უფლება?
-უკვე აღარ.
-სესილი! ის ხომ თითქმის მამაშენის ტოლაა!
-ჯერ ეგ ერთიც ძალიან ახალგაზრდებმა გადაწყვიტეთ შვილის ყოლა, მეორეც მამაჩემზე ბევრად პატარაა
-რამდენით? ხუთი წლით?!
-ეს ხომ რამდენიმეწლიანი სხვაობაა და მეტი არაფერი?! მერე რა მოხდა?!
-საყვარელო, შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ? ჩემზეც, შენს მეგობრებზეც ბევრად უფრო გონიერი... ნებისმიერ დიდ ადამიანზე მეტი გესმის, ვიცი შენ თვითონაც ხვდები რამდენად არასწორია ეს-ტკივილი შიგნიდან მღრღნიდა, ვხვდებოდი სადღაც სიმართლის მარცვალი ერია მის სიტყვებში.
-აქამდე, ყოველთვის სწორად ვიქცეოდი და სწორედ ამიტომაც არ ვიყავი ბედნიერი. შეიძლება მართლაც არასწორია, მაგრამ ამ „ცუდმა“ ქმედებამ მომიტანა ბედნიერება.
-სესილი! - უნდოდა კიდევ რაღაც ეთქვა, მაგრამ არ დავაცადე
-შენგან განსხვავებით, მე თავისუფალი ადამიანი ვარ. ჩემი ქმედებით არც არავის ვაზიანებ და არც ვინმეს ვღალატობ- მივახალე მწარედ, ვიცოდი ამას მერე ვინანებდი. „სწორი“ და „არასწორი“ საქციელი? არც ერთ ჩემს გარშემომყოფთაგანს არ ჰქონდა უფლება ამაზე ჩემთან ელაპარაკა.
მისმა შემოვარდნამ საბოლოოდ დამაღონა, იმის სურვილიც კი არ მქონდა ოთართან თავქუდმოგლეჯილი გავქცეულიყავი,კიდევ ერთ კამათს ვეღარ ავიტანდი. ფრუტუნით ჩავესვენე ჩემს ცივ საწოლში, შეგრძნება თითქოს კილომეტრები ვირბინე წინა ღამით, იმწამსვე შემომიჩნდა... ღრმად ამოვიოხრე და ძილს მივეცი თავი.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია ბრავო

 


№2  offline წევრი keti_one

《Sunshine》
ძალიან მაგარია ბრავო

მადლობაა heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერესოდ წერ,ისტორიაც განსხვავებულია.,რა ლამაზად გამოხატავენ ერთად ყოფნის სურვოლს,რომელსაც სიყვარული ჰქვია,ვინაა ნეტავ ის იდუმალი ადამიანი,ან საერთოდ არის კია?

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო აღწერილი ყოველი წვრილმანი რაღაც განსხვავებული ნაწარმოებია,მაგრამ ბინა ის ადამიანი მეც მაინტერესებდა თუ თვითონ სესილია უცნაური????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent