შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელი ანგელოზები. (13) დასასრული!


10-11-2020, 01:11
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 8 847

გუშინდელი ღამე და ყველაფერი რაც მოხდა ერთ მშვენიერ სიზმარს გავდა!
იმ მშვენიერ სიზმარს ,რომელსაც სულ ვხედავდი,მაგრამ ვიცოდი რომ არასოდეს არ იქნებოდა რეალობა!
მე არ ვგულისხმობ ფრედერიკთან ფიზიკურ კავშირს,არა!
მე ვგულისხმობ ემოციებს და გრძნობებს ,რომელიც გუშინ განვიცადე.
ეს იყო რაღაც აღუწერელი ეუფორია ,რომელიც მასთან ასეთმა სიახლოვემ მაგრძნობინა !
მისი შეხება ჩემს კანზე ყვავილებს იყვანდა,მისი კოცნა კი რომელიც მთელ ტანს გადასწვდა თითქოს იარებს მიშუშებდა და ყველაზე სასიამოვნო განცდას მიტოვებდა!
მე მხოლოდ მუცელში კი არა მთელ სხეულში ვგრძნობდი პეპლებს...ვგრძნობდი რომ უკვე მეც შევძლებდი მათან ერთად გაფრენას ამ ემოციების ზღვარზე!
როდესაც მე და ის ერთნი გავხდით ვიგრძენი როგორ დაიწყო მიწამ რხევა და კედლებმა ბზარვა,გარეთ საოცარი ქარი ამოვარდა და რაღაც საოცრება დაემართა გარემოს!
ეს კი ვიცი ფრედერიკის ემოციების და განცდების გამო მოხდა,რასაც ის გრძნობს ხშირ შემთხვევაში გარემოზეც აისახება,რადგან ის ხომ ასეთი ყოვლისშემძლეა!
მაგრამ მხოლოდ ერთი რაღაც!
ერთმა რაღაცამ გაგვიფუჭა ღამე.
ფრედერიკი ძლიერია,ძაალიან ძლიერი,ზედმეტათაც კი.
რა თქმა უნდა,ის ხომ დემონია და არა ადამიანი.
-როუს,მაპატიე...ეს რა დაგმართე.
არ მინდოდა.
ჩემს წინ ანერვიულებული იჯდა და სახეზე ნაზად მისმევდა თბილ ხელს, რომელზეც სილურჯეები მქონდა.
-ვიცი ფრედერიკ, მესმის.
არაუშავრს,კარგად ვარ და არაფერი არ მაწუხებს.
ვუპასუხე ღიმილით რათა აღარ ედარდა ამაზე,მაგრამ ამან ვერ დააწყნარა.
-რას ქვია კარგად ხარ?
შენს თავს შეხედე რა დღეში ჩაგაგდე! სულ დალურჯებული გაქვს მთელი სხეული.
როუს ,ვერ დავიჯერებ რომ არ გტკივა.
თავის თავზე ბრაზობდა თანაც ძაალიან ,რაზეც მეც არ ვიცოდი უკვე როგორ დაამეწყნარებინა!
-ფრედერიკ, გეყოფა.
რატომ ღელავ ,როდესაც აგიხსენი რომ კარგად ვარ?
უკვე რბილად და პირდაპირ მივუდექი და თან ნაზავ მოვეფერე ლოყაზე,მაგრამ მას მაინც იმედგაცრუებულს ჰქონდა თავი ჩახრილი და ზემოთაც კი ვერ წევდა რომ შემოეხედა ჩემთვის.
-ძაალიან მცხვენია ჩემმი საქციელის.
ვერ ვიჯერებდი რომ ასეთ ფრედერიკს ვხედავდი და ცოტა არ იყოს ცოტახანს დავმუნჯდი და ამაზე პასუხი ვერ გავეცი,მანამ სანამ არ მოვედი გგონს და არ მივხვდი რომ რაღაც უნდა მომემოქმედა რომ დამეწყნარებინა!
-რისი გრცხვენია? იმის რომ ყველაზე ბედნიერ ქალად მაქციე და ისეთი ღამე მაჩუქე რომელსაც ვერასოდეს ვერ დავივიწყებ?
უკვე მკაცრი ტონით ვკითხე,რაზეც ჯერ გაკვირვებულმა ამომხედა ჩემმი ტონის გაგებაზე,მაგრამ სათქმელს რომ მოვრჩი ღიმილი შეეპარა მის სახეს.
-ხო ,მაგრამ ტკივილი მოგაყენე.
ზედმეტად ძლიერი ვარ რომ შეგეხო...შეიძლება რაიმე დაგიშავდეს მე კი თავიც ვერ გავაკონტროლო რომ გავჩერდე.
ეს რომ თქვა უკვე დავნებდი და ღრმად ჩავიხვნეშე იმედ გაცრუებულმა რომ მაინც ვერ გავანეიტრალე ამ სიტყვებით მისი ნეგატიური აზრები ამ ყველაფერთან დაკავშირებით!
-მე მჯერა რომ შეძლებ გაჩერებას მართლა რომ მატკინო.
ეს რომ ვუთხარი უკვე ნაქვთები მოუდუნდა და ჩემმი ხელები თავისაში მოიქცია.
-როდესაც თავზე კონტროლს ვკარგავ სულ სხვა ვხდები როუს.
ურჩხული, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ის მიღოოს რაც უნდა და მაქსიმალური სარგებელი და სიამოვნება იმისგან რასაც აკეთებს.
მივხვდი რაზეც ლაპარაკობდა ,რადგან მისი ეს მხარე რამოდენიმეჯერ მეც მყავს ნანახი და ნამდვილად აღარ მსურს მასთან შეხვედრა!
მაგრამ როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე კარგად ვიცოდი რასაც ვაკეთებდი და იმასაც ვხვდებოდი,რომ უძლიერესი დემონის და ადამიანის ასეთი კავშირი ჩვეულებრივისგან საკმაოდ განსხვავებული იქნებოდა და აი შედეგიც,მაგრამ მე ხომ ვიცოდი ამ შედეგზე?
-ფრედერიკ, მე ვიცოდი ამას რომ ვაკეთებდი ვინც იყავი და რადაც შეგეძლო ქცეულიყავი ,მაგრამ როგორც ხედავ მოგენდე და შენც ყველაზე დაუვიწყარი წამები მაჩუქე.
საერთოდ არ ვნანობ ამას და კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ,მეტი რა გინდა? თავს რატომ იდანაშაულებ და რატომ სჯი ამ უადგილო ნეგატიური აზრებით?
თან ისიც გითხარი რომ თავს კარგად ვგრძნობ და არაფერი არ მტკივა!
და აი ეს რომ ვუთხარი ხელები ,რომლებიც ჩემსაში ეჭირა მეტად მომიჭირა ,ამით კი მივხვდი რომ ცოტა დავამშვიდე ჩემი გულახდილობით რასაც ვფიქრობდი.
რა თქმა უნდა ეს კარგი იყო,რადგან არ მინდოდა ასე ყოფილიყო!
სინანულით სავსე რომ რაღაც მატკინა ან მატკენს.
იმის შემდეგ რაც ამაზე ვისაუბრეთ ცოტა არ იყოს მოვითენთე და ძილი მომერია ,რადგან ძაალიან დაღლილი ვიყავი.
ისეთი დაღლილი და უენერგიო ვიყავი თითქოს ზურგით ქვები ვათრიე მთელი ღამე...ეს დაღლილობა კი კარგად ვიცოდი რისი ბრალიც იყო.
ამიტომ როგორც კი მოვითენთე ვერც გავიგე ისე ჩამეძინა ფრედერიკის მკლავებში მოქცეულს.
მისი ხელები მეხვია წელზე და თბილ გულმკერდზე მედო თავი,ვგრძნობდი როგორ მეფერებოდა თმაზე და როგორ მკოცნიდა დრო და დრო!
მესმოდა მისი გულის ცემა და ვგრძნობდი როგორ სუნთქავდა,ეს რეალობაა?
მართლა ხდება ეს?
თავს ისეთი მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ ,მგონია რომ ისევ სიზმარში ვარ!
შეგიყვარდეს მამაკაცი ასეთი ძლიერ ნამდვულად სასწაულია,არაა თვით სიყვარულია სასწაული და ყოველი ტკივილის და განსაცდელის მიუხედავად მაინც რაღაც ამოუწურავ და განსხვავებულ გრძნობებს გვჩუქნის!
ისეთს ,რომელიც ადამიანმა სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა გამოცადო რომ კმაყოფილი მოკვდე.
თუ სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მაინც  ვერ გამოცადე ,ჩათვალე რომ არც გიცხოვრია.

-როუს ,მიყვარხარ.


სიზმარი ვნახე...ძაალიან მშვენიერი და უცნაური სიზმარი.
მე ერთ დიდ ულამაზეს მწვანეში ჩაფლობილ მინდორში ვიწექი და გარშემო მხოლოდ ლამაზ ფერად ყვავილებს ვხედავდი.
მესმოდა როგორ ჭიკჭიკებდნენ ჩიტები და როგორ დაფრინავდნენ ჰაერში ფერადი პეპლები .
მე კი თვალები მეხუჭა და რაღაც გასაოცარს ვგრძნობდი მთელ სხეულზე რომ მედებოდა...სწორედ ამ განცდილის შედეგად თვალები გავახილე და ჩემს სხეულს დავხედე .
სწორედ ამ დროს დავინახე როგორ ეხვეოდა ჩემს სხეულს გარშემო ლამაზი ყვავილები,რომლებიც თითქოს მღეროდნენ რაღაც ახალზე და უცხოზე,გამეღიმა და ცას ავაპყრე თვალები,რომელზეც ულამაზესი ცისარტყელა იყო გადაჭიმული!
ცოტახანში ამ ხედს ნაცნობი სახე გადაეფარ!
ეს ფრედერიკი იყო და ზემოდან მომღიმარი დამყურებდა,ხელში კი ერთი ულსმაზესი ყვავილი ეჭირა ,დავიბენი და ვიკითხე!
-ფრედერიკ, აქ რა ხდება?
რა ადგილია ეს,სად ვართ?
გაოცებულმა ეს რომ ვიკითხე ფრედერიკმა ასეთი პასუხი დამიბრუნდა.
-როუს ,წვიმამ გადაიღო...მე კი მთელი სამყარო შემოვიარე რომ შენთვის რაღაც მომეტანა.
ხო ,მე ყველაზე ლამაზი ყვავილი ვიპოვე და ის შენია ,შენ მოგიტანე როუს.
უეცრად დავიბენი მის სიტყვებზე და ვერ მივხვდი რას გულისხმობდა ,მაგრამ ამის ფიქრის დროც არ დამცალდა უეცრად რომ ყველაფერი გაანათდა და თვალები გავახილე!
გავახილე და მივხვდი რომ ეს მშვენიერი სიზმარი დასრულდა.
ფრედერიკი გვერდით აღარ მეწვა და მის უდიდეს საწოლში მარტო ვიწექი .
ფეხზე წამოვდექი და სარკეს მივუახლოვდი ,ჩემს თავს დავაკვირდი და თვალებში ჩავაშტერდი!
არ ვიცოდი რას ვაკეთებდი,უბრალოდ ვამოწმებდი რამდენად ბედნიერი ვიყავი ამ წამს და იცით ჩემმა თვალებმა ისე გაიბრწყინა როგორც ცაზე მილიონმა ვარსკვლავმა!
ეს კი იმას ნიშნავს რომ ძაალიან ბედნიერი ვარ.

მშვიდი საღამო იყო და ფრედერიკის თხოვნით სახლიდან საკმაოდ შორს ვიყავით.
ვერ მივხვდი თავიდან სად მივყავდი ,სანამ არ მივედით დანიშნულების ადგილზე!
ეს იყო ადგილი სადაც სრულდებოდა ეს სამყარო და იწყებოდა ჩვენი!
მე კი ამის ნახვის საშუალება მომეცა,თქვენ გგონიათ არაფერს არ ვიგრძნობდი?
ცდებით!
იმდენი ემოციები მომაწვა და ისეთი ძლიერი რაღაც ვიგრძენი რომ ერთ წამს მეგონა მეც ამ მიწის და ცის ნაწილი ვიყავი.
-ფრედერიკ,ვუყურებ ამ ადგილს და რატომღაც იმაზე დავფიქრდი რა იქნება როდესაც დავბერდები და მოვკვდები...ჩემმი სული აქ მოხვდება შენთან?
თუ სხვაგან?
ბოლო წინადადება ჩუმად ვთქვი და მოწყენილმა ჩავხარე თავი,რაზეც ფრედერიკმა ნაზად მომკიდა ხელი და ისევ ამაწევინა თავი ,შემდეგ კი ღიმილით მიპასუხა.
-შენ აქ მოხვდები ჩემმს გვერდით,რადგან შენი სული მე მეკუთნის!
ეს იქნება შენი დასსასრული როუს.
ეს რომ მითხრა თვალები ამიცრემლიანდა.
-მაშინ მთელი გულით დაველოდები როდის მოვკვდები რომ შენთან მოვიდე და სამუდამოთ ერთად ვიყოთ!
სიცილით ვუთხარი,რაზეც მასაც გაეცინა და ლოყაზე მომეფერა.
-ესეგი შენც იცი უკვე რომ სულ აქ ვერ იქნები და მოგიწევს უკან დაბრუნება.
უხერხულად მოწყენილად მითხრა,რაზეც ასევე სევდინმა დავუქნიე თავი.
რა თქმა უნდა ვიცოდი ეს!
-ვიცი...ვიცი რომ უკან მომიწევს დაბრუნება,მაგრამ არა იქამდე სანამ რაღაცაში არ დავრწმუნდები.
ეს ვთქვი და ფრედერიკს თვალებში ჩავხედე,რაზეც დაბნეულმა პირი მოხურა და დამელოდა რას ვიტყოდი.
-ფრედერიკ,მინდა დავრწმუნდე რომ სხვას არ შეიყვარებ.
ეს სიტყვები რომ ამოვიდა ჩემმი პირიდან იმ წამსვე შეეცვალა გამომეტყველება!
ჯერ შუბლი შეკრა შემდეგ კი სიცილით გააქნია თავი.
-რა სულელი ხარ როუს.
შენ მართლა გგონია რომ ასე ხშირად უყვარდებათ ჩემნაირებს?
მე შენ აგირჩიე რაც იმას ნიშნავს რომ სხვა ქალი ჩემთვის აღარ არსებობს.
ეს სიტყვები ძაალიან მესიამოვნა,რადგან მართლა ვნერვიულობდი იმაზე რომ იმ დროის მანძილზე სანამ მე არ ვიქმები აქ,სხვას შეხვდება და შეიყვარებს!
-ნუ ფიქრობ იმაზე რაც არასოდეს არ მოხდება.
ცოტახანში ესეც მიამატა ხმა რომ არ ამოვიღე,რაზეც ღიმილით დავუქნიე თავი და მის თბილ მკერდს მივეხუტე,ხელები კი წელზე მთელი ძალით მოვხვიე.

ფრედერიკი:
-ფრედერიკ, ხომ ხშირად მნახავ როდესაც ჩემს სამყაროში დავბრუნდები?

-ძაალიან ხშირად!
მაპატიე როუს რომ გატყუებ,მაგრამ იქამდე ვერ მნახავ სანამ შენს ადამიანურ ცხოვრებას არ მორჩები.
მე შენს მეხსიერებას წავშლი რომ აღარ მომძებნო,შენს სამყაროში დაბრუნების შემდეგ.
მხოლოდ სიზმრებში მიხილავ ,შემდეგ კი როდესაც შენი სიცოცხლის დასასრული მოვა სამუდამოდ ჩემთან იქნები...იმედია მაპატიებ ამ გაადაწყვეტილებას.

ოთხი კვირის შემდეგ :
ყველაფერი მშვენივრად იყო,რაინას მოპირდაპირედ ვიჯექი და იმაზე ვესაუბრებოდი თუ რას ვაპირებდით და რა როგორ იქნებოდა.
რაინაც მშვიდად მისმენდა ნაღვლიანი თვალებით,სანამ ჩემს სათქმელს არ მოვრჩი და ბოლო სიტყვა არ თქვა.
-მეც აქ ვიქნები და რომ დაბრუნდები გპირდები უკეთესი მეგობარი ვიქნები.
მესიამოვნა მისი სიტყვები რაც მითხრა,მაგრამ ვერ მივხვდი კარგ მეგობრობაში რა იგულისხმა,ახლაც ხომ იდეალური მეგობარია!
-შენ ისედაც იდეალური მეგობარი ხარ რაინა,მეტად უკეთესი ვერ იქნები!
ეს რომ ვუთხარი აბრწყინებული თვალებით გამიღიმა და შემდეგ რატომღაც ჰაერი დიდი მოწიწებით შეისუნთქა,სწორედ ისე როდესაც რაღაცის თქმის წინ ემზადები!
მეც დაძაბული ველოდი რა ჰქონდა სათქმელი,რადგან ვიცოდი რომ რაღაც იყო.
-არ ვარ კარგი მეგობარი,რადგან ახლა ამას ვაკეთებ.
ეს თქვა ნაღვლიანმა,რაზეც მეტად დამაბნია.
-რას აკეთებ ვერ მივხვდი?
უხერხულად გავუცინე და გაკვირვებულმა შევათვალიერე ხომ ყველაფერი კარგად ჰქონდა.
-იმას რომ არ გეუბნები ახალ ამბავს.
ეს იყო და ეს საერთოდ რომ გამეთიშა გონება და ფიქრებში გადაეშვი!
ცნობისმოყვარეობა ჩამერთო და მივხვდი რომ არ გავჩერდებოდი მანამ არ მეტყოდა რას გულიისხმობდა.
-ახლავე მეტყვი რა ხდება!
ეს რომ ვუთხარი ჩაიცინა და ლამაზი თვალები მომანათა.
-ორი გულის ცემმა არ გესმის?
თუ ერთადერთი ვარ?
ეს რომ გავიგე მეტად დავიბენი ,ვერ ვხვდებოდი რას იძახდა,სანამ ჩემმი მუცლისაკენ არ წამოიღო ხელი და არ მომეფერა.
-გილოცავ საყვარელო,ძაალიან გამიხარდა ეს ამბავი.
შენ მალე დედა გახდები!
ამის გააგებაზე უკვე ყველაფერი გავიაზრე !
მე ორსულად ვარ?!
როგორ?!
ასე უცბად?
უკვე!?
უკვე?!
მე ფრედერიკს შვილს გავუჩენ?!
დაუჯერებელია,ვერ ვიჯერებ!
ეს რეალობაა!?
მე შვილი მეყოლება...დედა გავხდები!
ისეთი ბედნიერი და გახარებული ვარ,მაგრამ თან ძაალიან ვღელავ ,რადგან ვიცი რომ იმის შემდეგ რაც ბავშვი გაჩნდება ჩემს სამყაროში მომიწევს დაბრუნება,ჩემი შვილის და ფრედერიკისგან შორს!
ასე როგორ უნდა ვიცხოვრო?
-ეს იშვიათი შეემთხვევა არაა,როდესაც დემონისგან ფეხმძიმდება ქალი,მაგრამ მგონია რომ შენს შემთხვევაში რაღაც მაინც სხვანაირადაა,რადგან ასე უეცრად დაფეხმძიმდი.
ეს რომ მოვისმინე გამეღიმა და ხმის კანკალით ვუპასუხე აღელვებისაგან.
-რ_აინა,ვერ...ვერ ვიჯერებ.
ჯანდაბა,ძაალიან ბედნიერი ვარ!
არც კი ვიცი ეს ემოციები როგორ გამოვხატო,თან მეტირება და თან სიხარულისაგან ცეკვა მინდა,მაგრამ...ეს იმას ნიშნავს რომ მალე მომიწევს აქაურობის დატოვება.
ამაზე მან მოწყენილმა დამიქნია თავი და თან უცნაური გამომეტყველება მიღოო,მაგრამ მე რომ მივხვდი და გავიაზრე  რას გულისხმობდა ცოტანხნის უკან გიჟივით ვეცი!
-სულელო იმის გამო თვლიდი თავს ცუდ მეგობრად რომ ორსულობის შესახებ არ მეუბნებოდი?
დოინჯი შემოვიდე და ისე დავუწყე გაკიცხვა როგორც დედამ შვილი,ნუ რა თქმა უნდა ხუმრობით.
-ფრედერიკმა გვთხოვა რომ ეს შენთვის არ გვეთქვა ჯერ.
ელოდებოდა როდის გაიგებდი და იგრძნობდი შენით,თან მას არ უნდოდა ეს ბედნიერი დღეები იმით გაეფუჭებინა რომ გაგეგო იმის შესახებ რომ მალე აქედან წასვლა მოგიწევს.
ამაზე ცოტა სევდა შემეპარა და თავი მოწყენილმა ღიმილით ჩავხარე.
-ხომ ძაალიან ღელავს ჩემთან განშორებს...ისევე როგორც მე,მაგრამ სხვა გზა არაა,მჯერა რომ ხშირად ვინახულებთ ერთმანეთს.
და აი ისევ მას გამომეტყველება შეეცვალა,რაზეც ძაალიან დავიბენი და ვკითხე!
-რა გჭირს? რაღაცნაირ საახებს იღებ დრო და დრო.
სიცილით ვუთხარი ,რაზეც გამოფხიზლდა და უხერხული სიცილით გააქნია თავი.
-არა,არა...უბრალოდ მე და ფრენკლინზე ვფიქრობდი.
მე და მას არ მოგვეცა ჯერ შანსი რომ შვილი გვყავდეს.
თქვა და მხრები აიჩეჩა,რაზეც მისი ხელები ჩემმს ხელებში მოვიქციე და ღიმილით მივმართე.
-მოითმინე,მჯერა რომ ეს ბედნიერება თქვენც გეწვევათ!
ამაზე მან აბრწყინებული თვალებით დაამიქნია თავი.
-როუს,როდესმე რომ მოგატყუო და რაიმე დაგიმალო შეძლებ პატიებას?
მანამ ეს არ იკითხა და ისევ არ გამაკვირვა.
უკვე ეს უცნაური იყო,რამე ხდება და არ ვიცი?
-რა კითხვებია? რაინა რამეს  მიმალავ და მატყუებ?
სიცილით ვკითზე ,რაზეც ჩაიცინა და მიპასუხა.
-ჯერ არა.
ეს რომ თქვა თვალი გავუსწორე და უკვე სერიოზულად გავეცი კითხვაზე პასუხი.
-რა თქმა უნდა გაპატიებ.


ფრედერიკი:
-ბავშვი რა თქმა უნდა არ იქნება ნორმალური,მე დემონი ვარ როუსი კი ადამიანი,რაც იმას ნიშნავს რომ მალე განვითარდება მის მუცელში და სამყაროს მოევლინება.
ფრენკლინის წინ ვიჯექი და ჩემს გასაჭირზე მასთან ვშლიდი გულს.
-ხო ,ეს ვიცი,მაგრამ რას გულისხმობ ვერ მივხვდი.
-პირველად მტკენს გულს ის ფაქტი რომ დემონის ჩანასახი უფრო მალე ვითარდება,რადგან როუსის გაშვება მომიწევს...ისე მიჭირს ფრენკლინ.
-ხომ იცი ფრედერიკ შეგიძლია არ გაუშვა.
-არა ,ფრენკლინ ამას ვერ გავაკეთებ.
ვერ წავართმევ ჩვეულებრივად ცხოვრების უფლებას!
-კარგი ,მაგრამ შეძლებ მის გაშვებას?
-შევძლებ.


მომენატრა ღამის ცაა!
ვარსკვლავები,მთვარე,სიბნელეც კი...იმ დროს მახსენებს, როდესაც ჩვეულებრივად ვცხოვრობდი და წარმოდგენაც კი არ მქონდა წინ რა მელოდა.
ჩვეულებრივად ვხვდებოდი დილას და ღამეს,მზის ამოსვლას და მზის ჩასვლას!
ახლა კი ყველაფერი თითქოს სასწაულია ჩემს თვალში!
-როუს ,ხედავ ამ ცასს?
ღიმილით მეკითხებოდა ჩემმს უკან მდგარი ფრედერიკი ,რომელსაც ჩემს წელზე ეხვია ხელები და ნაზად მიკოცნიდა ყელს.
-ვხედავ.
პატარა სიცილით ვუპასუხე,რაზეც მასაც გაეცინა.
-მე ამ ცასს გაჩუქებ თუ მოვინდომებ.
ეს რომ თქვა უკან გაკვირვებული სახით გავხედე.
-სულ გაგიჟდი ხო?
ეს რომ ვიკითხე გაეცინა და ჩემმს კისერში ჩადო თავი,ხელები კი მუცლისკენ წამოიღო და მშვიდად ჩაიჩურჩულა.
-როუს ,ჩვენი შვილი რომ გაჩნდება მინდა შენ დაგემსგავსოს.
ეს რომ თქვა გამეღიმა და ნასიამოვნებმა მოსმენილით ვუპასუხე.
-რატომ? გინდა რომ ისე შეაყვარო თავი როგორც მე შემაყვარე?
ეს რომ ვთქვი გაეცინა,მაგრამ მე ჯერ კიდეც ახლა მქონდა დაწყებული!
-მე უფრო მეტად ვეყვარები,ასე რომ ტყუილად არ ეცადო!
ვთქვი და ენა პატარა ბავშვივით გამოვუყავი.
მან კი პატარა ბიჭივით დაიწყო სიცილი და ლოყაზე მაკოცა.
-არა,გპირდები მას შენ უფრო მეტად ეყვარები...ამაზე მე ვიმუშავებ.
ეს თქვა თუ არა უეცრად ბევრი კითხვა ამომიტივტივდა გონებაში!
სადამდე მომიწევს მათგან შორს ყოფნა?
როდის შევძლებ აქ დაბრუნებას?
რომ დრო შვილთან და ფრედერიკთან ერთად გავატარო.
-ფრედერიკ,ხშირად მექნება შანსი რომ თქვენს გვერდით ვიყო?
ნაღვლიანმა ვკითხე,რაზეც ცოტახანს გაჩუმდა შემდეგ კი მშვიდად მიპასუხა.
-კი,ხშირად როუს...ძაალიან ხშირად!
ეს რომ მოვისმინე კმაყოფილმა გავიღიმე და ფრედერიკის ხელებს მოვკიდე ხელი მეც ,შემდეგ კი ბედნიერმა ვთქვი.
-მადლობა ამხელა ბედნიერებისთვის.

ერთი თვის შემდეგ:
ზუსტად სამი თვის ვიყავი და იმის მიუხედავად რომ მუცელი საერთოდ არ უნდა მქონოდა ,უკვე საკმაოდ დიდი მქონდა!
რაინას ვკითხე და მითხრა რომ დემონის ნაყოფი მეტად მალე ვითარდება,ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის!
ნუ ეს უკვე გაასაგებიც იყო,რადგან თვალსა და ხელსშუა იმხელა მუცელი გამეზარდა თითქოს და შვიდი თვის ორსული ვიყავი.
ეს ფაქტი ცოტა უცნაირად მაგრძნობინებდა თავს,მაგრამ მაინც კარგი გრძნობა იყო თუ როგორ ვითარდებოდა ცოცხალი არსება ჩემში!რაც ყველაზე მთავარია ,ეს სიცოცხლე სწორედ რომ ფრედერიკის დამაახურებითა ჩემში!

მე და რაინა ჩემმს ოთახში ვიჯექით და იმაზე ვსაუბრობდით თუ როგორი იქნებოდა ჩემმი და ფრედერიკის შვილი.
-ალბათ შენსავით ტირილი ეყვარება და ფრედერიკივით ძლიერი იქნება.
ვაღიარებ უცნაური და იშვიათი კონბინაციაა!
ჩაცინებით თქვა რაინამ,რაზეც მეც გამეცინა მის ხუმრობაზე.
-კარგი რა,ესე ხშირადაც არ ვტირი!
ვუთხარი სიცილით,რაზეც თვითონაც ხმამაღლა გაეცინა.
-კარგი ,კარგი ვხუმრობ!
აბა შენ რას იტყვი?
როგორი გგონია შენი მომავალი შვილი?
ეს რომ მკითხა,რატომღაც გული ამიჩქარდა და ბედნიერებისგან უნებურად გამეღიმა!
თვალები ჭერს ავაპყრე და ოცნებებში გადავეშვი თითქოს.
-ის იქნება ძლიერი,მამაცი,ჭკვიანი და რაც ყველაზე მთავარია ექნება შესაძლებლობა რომ უყვარდეს.
ჩემმი აზ რით ესეც დიდი ცოდნა!
ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა რომ შეიყვაროს,ეს საჩუქარია.
მომღიმარმა გადავიტანე რაინას სახეზე მზერა,მაგრამ მისი ნაღვლიანი თვალები რომ დამხვდა ძაალიან დავიბენი.
-რაინა,კარგად ხარ?
ასეთი სახით რატომ ხარ?
პატარა უხერხული სიცილით დავასრულე,რაზეც უცბათ გამიღიმა და თავი გააქნია.
-არა,არაფერი ისეთი.
უბრალოდ რაღაცაზე დავფიქრდი...გთხოვ,ოღონთ არ მკითხო რაზე.
ეს რომ მითხრა ,მისი სურვილი გავითვალისწინე და აღარ ჩავეძიე,უბრალოდ თბილი ღიმილით დავეთანხმე და საუბარი გავნაგრძე.

უცნაური იყო,ძაალიან უცნაური.
ყველაფერი თითქოს იდეალურად იყო,ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენს მომავალზე,გეგმებზე,მიზნებზე,ჩვენს შვილზე ,ოჯახზე,მაგრამ თითქოს რაღაც მაინც არ იყო რიგზე.
დრო და დრო მათ თვალებში აშკარა სევდას ვხედავდი,საუბრის დროს ან თუნდაც ყურების დროს!
მე ეს ბევრჯერ შემიმჩნევია და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.
ფრედერიკმა მითხრა რომ ხშირად წამომიყვანს აქ,ისე რომ ჩემმს მშობლებს ისიც კი არ ახსოვდეთ თუ ქალიშვილი ჰყავთ და არ მეძებონ,არ ინერვიულონ.
შემდეგ კი ,როდესაც ჩემი იმ სამყაროდან წამოსვლის დრო დადგება, ფრედერიკთან იმ სახით დავბრუნდები ,რომლითაც მას მე სული მივყიდე,ანუ ოცი წლის მე.
ჩემი შვილი და ფრედერიკი ჩემს გვერდით იქნებიან,მაგრამ მაინც ვნერვიულობ რომ სულ ვერ ვიქნები მათან.
ყველაფრის მიუხედავად იმედიანად ვარ, ბოლოს ხომ ისე შევძლებ რომ ყოველი წამი მათან გავატარო!
ვიცი ამ დრომდე ძაალიან ბევრი მიკლია,თითქმის მთელი ცხოვრება,მაგრამ ფრედერიკი დამპირდა რომ ხშირად წამომიყვანს...ხომ ასე იქნება?
ხომ მართლა გააკეთებს ამას ჩემთვის?

დღე ,როდესაც ყველაფერი თავზე დამენგრა,დღე როდესაც მწარე სიმართლე გავიგე!
დღე ,რომელსაც მთელი არსებით ვწყევლი.
ჩვეულებრივი დილა გათენდა,როგორც ყოველთვის ფეხზე ავდექი თუ არა სარკესთან მივირბინე და ვნახე რომ მუცელი ორჯერ დიდი მქონდა!
სულ რაღაც ერთ ღამეში.
გამიხარდა და გაღიმებული დავიძარი მისაღებისკენ,მაგრამ კოლიდორში მიმავალმა ღიაა კარიდან მომესმა ფრედერიკის და ფრენკლინის საუბარი!
ვიცოდი რომ არ უნდა მომესმინა,მაგრამ ეს ყველაფერი უნებურად გავიგე!

-ფრენკლინ,ბავშვი დაახლოვებით ერთ კვირაში გაჩნდება,ბელკამ ასე გამოთვალა.
ყველაფერი მზადაა,მაგრამ ვნერვიულობ,მეშინია რომ ამას არ მაპატიებს.
ეს რომ მოვისმინე თავისთავად მეტის მოსმენის სურვილი გამიჩნდა...ჩემზე აქვს საუბარი?
რა ვერ უნდა ვაპატიო?

-ფრედერიკ, ამას ხომ მხოლოდ და მხოლოდ მისთვის აკეთებ?
ეს შენც არ გინდა,მაგრამ როუსი იმსახურებს რომ ჩვეულებრივად იცხოვროს!
რა? რა ჩვეულებრივად ცხოვრებაზეა აქ საუბარი?!
ერთიღა გავიფიქრე და პირზე ხელი ავიფარე ,რადგან ვატყობდი ჩემში ემოციები მეტად იზრდებოდა და ცოტახანში ბოლო ხმაზე ვიტირებდი!
არ მინდოდა დამეჯერებინა ის რაც გავიგონე!
მინდა რომ ვცდებოდე,ყველაფერი სხვანაირად იქნება,არასწორად გავიგე!
-გთხოვ,მოამზადე ყველა...როუსი ბავშვს გააჩენს თუ არა ყველაფერი უნდა დაავიწყდეს,სიზმრებშიც კი ვერ უნდა მნახოს!
სამუდამოდ უნდა ამოიშალოს მისი გონებიდან ჩემმი სახე.
ამის გაგება იყო ცრემლები რომ წამსკდა თვალებიდან...ვერ ვიჯერებდი გაგებულს.
ანუ,ანუ...ამ დროის მანძილზე ეს ყველამ იცოდა?
ფრედერიკს ეს გეგმები ჰქონდა ჩემთან დაკავშირებით?
მომატყუა ყველაფერ რაც მითხრა?
დამპირდა რომ ხშირად ვნახავდი მას და ჩემმს შვილს...ანუ სულ სხვა რაღაც ჰქონდა ამ დროის მანძილზე გეგმაში.
არა,ეს სიცრუეა...ის არ აპირებს ჩემმს უკან გაგზავნას!
არა,არა!
-ფრედერიკ,არც კი ვიცი რა ვთქვა,თან მინდა დაგეხმარო,მაგრამ თან თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
ყველა ვატყუებთ რომ აქ დარჩება,მე უბრალ_
გაწყვეტინა არც კი დასრულებინა,ყვირილით გააწყვეტინა!
ისეთი ყვირილით ,რომელიც არასოდეს არ გამიგია მისგან...სევდით და ტკივილით სავსე იყო ეს ხმა.
-ფრენკლინ,ან დამეხმარები ან კიდე სხვას ვთხოვ დახმარებას!
მე უკეთ ვიცი რა იქნება მისთვის უკეთესი და ის არ იმსახურებს ასე ცხოვრებას!
შენს გარეშე? შენს გარეშე ვიმსახურებ ცხოვრებას?
ეს ხომ ყველაზე დიდი სასჯელია!
ამას რატომ აკეთებს,რატომ ვერ აცნობიერებს იმას თუ რა მინდა სინამდვილეში!?
-ფრედერიკ,არ ვიცი...მე შემიძლია რომ დაგეხმარო,მაგრამ ეს ყველაფერი მოგვიწევს ბავშვის დაბადების პირველი წამიდანვე გავაკეთოთ,ისე რომ შეიძლება მან საკუთარი შვილი ვერც კი ნახოს.
გული გამიტყდა ეს რომ გავიგონე!
გული მილიონ ნაწილად დამემსხვრა,წინ თითქოს ყველაფერი დაიბზარა და გატყდა.
ჩემი სამყარო სიბნელებ მოიცვა და თავბრუს ხვევა დამეწყო ეს რომ გავიგონე.
თვალებიდან წამოსული ცრემლების გამო მიჭირდა უკვე წინ რაიმის დანახვა და კბილებს ვაჭერდი ერთმანეთს რომ ხმამაღლა არ მეტირა.
-კარგი,ასე იყოს.
ის კი დაეთანხმა,გესმით?!
უბრალოდ დაეთანხმა!
ვერ ვიჯერებდი რომ ამას მიკეთებდა!
ვეღარ ვითმენდი მინდოდა შევსულიყავი და მეთქვა თუ რამხელა ტკივილს მაყენებდა თავისი გაადააწყვეტილებით.
ასეც ვქენი და უეცრად გადავწყვიტე და ფეხი შევაბიჯე ოთახში.
ეს იყო და ეს ორივე რომ ადგილზე გაშეშდა,თვალები გაეყინათ და მზერა ჩემს თვალებზე შერჩათ,რომელიც ცრემლებით იყო სველი,ეს კი უკვე ახვედრებდათ რომ ყველაფერი გავიგონე!
-როგორ შეგიძლია ასეთი გადაწყვეტილების მიღება ჩემს გარეშე?!
როგორ შეგიძლია გადაწყვიტო ჩემმი ბედი ჩემი თანხმობის გარეშე?!
ამას როგორ აკეთებ?!
თვალებში მიყურებდი და ისე მატყუებდი,რატომ ფრედერიკ,რატომ?!
მითხარი რატომ არ შეიძლება რომ შენს გვერდით ვიყო აქ?
რატომ მაიძულებ შენგან შორს ვიყო,გონება გამორეცხილი ,როდესაც გულის სიღმეში შენი სახე ვიცი ყველგან ჩრდილად დამედევნება,დავიტანჯები შენს გარეშე, შენგან შორს!
ესაა შენი აზრით სწორი გაადაწყვეტილება!?
არჩევანის უფლება წამართვი,გული იცი როგორ მტკივა ახლა?
იციი?!
ბოლო ხმაზე ვყვიროდი და თან ცრემლები გაუჩერებლად მდიოდა,უკვე ისე ვიყავი რომ პანიკური კანკალი დამეწყო და სულ გავფითრდი,მეშინოდა.
მეშინოდა რომ ფრედერიკი ისეთ პასუხს გამცემდა რაც საერთოდ დაამაკარგვინებდა კონტროლს საკუთარ თავზე.
-როუს ,გთხოვ...მომისმინ_
არც კი დავაცადე,რადგან გავბრაზდი...ისევ იგივე!
მომისმინე,მომისმინე!
რატომ!?
-გინდა რომ მოგისმინო ფრედერიკ?! რა ახსნა გაქვს?! მითხარი თავს რით გაიმართლებ?
ისევ უნდა მომატყუო? მოგისმინო?!მოგისმინო ხო?!
მისკენ წავედი და ხელი ვკარი !
მეც კი არ ვიცოდი უკვე რას ვაკეთებდი, ფრედერიკი კი უკვე ჩემგან შედარებით მოშორებით სრულიად უემოციო და არაფრის მთქმელი თვალებით მიყურებდა,არაფერს არ აკეთებდა.
არც ბრაზობდა,არც ყვიროდა,არც ჩხუბობდა,არც თავს იცავდა,არაფერი!
-როუს, გთხოვ დამშვიდდი ,ყველაფერს თავისი ახსნა აქვს.
ფრენკლინის ხმა მომესმა უკნიდან ,რაზეც მისკენ განრისხებული მივტრიალდი.
-შენც,რაინამაც!
ყველამ ასე უბრალოდ მისი მხარი დაიჭირეთ? ფრენკლინ შენც გინდა რომ წავიდე?
სევდიანი თვალებით მივაჩერდი,რაზეც სულ აებნა თავ გზა და პირი რამოდენიმეჯერ გააღო ,მაგრამ ვერაფერი ვერ მითხრა.
-ფრენკლინი არაფერ შუაში არაა,არც რაინა.
ეს მე ვაიძულე მათ რომ შენთვის ტყუილი ეთქვათ.
ფრედერიკი მშვიდი ნათქვამმი რომ გავიგონე,სევდიანი თვალები ისევ მრისხანებით ამევსო და მისკენ მივტრიალდი.
-მაშინ როდესაც შენგან წასვლა მინდოდა არ გამიშვი და იმდენი გააკეთე რომ თავი სიგიჟემდე შემაყვარე და იმის შემდეგ რაც შენს გამო თავი დავკარგე და ბოლომდე მოგიძღვენი საკუთარი თავი, შენ ამას მიკეთებ და ასე უბრალოდ იქ მაბრუნებ სადაც შენ არ იქნები?
ბოლო წინადადებაზე ისევ ცრემლები გადმომცვივდა თვალებიდან,რაზეც ფრედერიკმა თვალი ამარიდა და თავი დახარა.
მე კი უკვე ცოტა თავის დამშვიდება ვეცადე და მშვიდად წავედი მისკენ.
-მე მინდოდა რომ შენთან და ჩვენს შვილთან ერთად აქ ვყოფილიყავი.
ამაზე სწორი არაფერი არ იქნება ჩემმს ცხოვრებაში ფრედერიკ.
გთხოვ, ამას ნუ გამიკეთებ!
ვთქვი და უნებურად ჩავეხუტე.
ჩავეხუტე ისე რომ ის გაუნძრევლად თავ ჩახრილი იდგა,მე კი მის წელზე მქონდა ხელები მოხვეული და მის მკერდზე მედო თავი ,ჩემი ცრემლები კი მის მაისურს ასველებდნენ.
-ჩემი პირობა უნდა შევასრულო როუს.
მე შენ ახალ ცხოვრებას დაგპირდი და არა სიკვდილთან ცხოვრებას,მაშინ როდესაც შეგიძლია შენს ოჯახთან ერთად გაატარო შენი ძვირფასი სიცოცხლის წამები,
ეს რომ მითხრა ხმამაღლა ავტირდი,რადგან ჩემმი მშობლები და ძმა გამახსენდა.
კი ,ისინი ძლიერ მიყვარს,მინდა რომ მათ გვერდით ვიყო,მაგრამ თან ფრედერიკის გვერდითაც მინდა...ვეღარ გავერკვიე რა მეგრძნო და უკვე უკონტროლოდ ვტიროდი ბოლო ხმაზე!
იქნებ ფრედერიკი მართალიც იყო,იქნებ ამას მართლა სწორედ ამიტომ აკეთებს?
-რა ხდება აქ ,ყველ_
უეცარ ხმაურზე ცრემლიანი თვალები კარისაკენ გადავიტანე სადაც უკვე დაბნეული რაინა იდგა და შეძრწუნებული მზერით მიყურებდა.
პირზე ხელები აიფარა და კარგად შევნიშნე როგორ აევსო თვალები ცრემლებით,შემდეგ კი ნელა ჩამოწია ორივე ხელი და ისე იკითხა რომ თვალები ძირს ქონდა დახრილი.
-გაიგო?
ამაზე ფრენკლინმა თავი დაუქნია,რაზეც რაინას ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან და ჩემსკენ წამოვიდა.
-როუს,ვიცი ახლა ძაალიან გაბრაზებული და გულ ნატკენი იქნები,მაგრამ გეფიცები ამას მხოლოდ შენთვის ვაკეთებდით!
ისე მითხრა რომ ტირილს ვერ წყვეტდა,მე კი უკვე შედარებით დამშვიდებული ნამიანი თვალებით ვუყურებდი და ფრედერიკის მკერდზე მედო ისევ თავი.
-არა_უშავრს,მესმის.
ხმის კანკალით გავეცი პასუხი,რაზეც უეცრად გაოცდა,არა მარტო რაინა ,არამედ ფრედერიკიც და ფრენკლინიც.
-გე_სმის?
ენის ბორძიკით მკითხა,რაზეც თავი დავუქნიე და მკრთალად გავუღიმე.
-გთხოვთ ?აღარაფერის ახსნა აღარ სცადოთ.
უბრალოდ ჩემს გვერდით იყავით .
მინდა ბოლო დღეები თქვენს გვერდით გავატარო სულ...შემდეგ კი ვინ იცის როდის გინახულებთ.
მშვიდად ვთქვი ნაღვლიანი ღიმილით,რაზეც რაინასაც სევდით აევსო თვალები და ჩემსკენ წამოვიდა,მეც ფრედერიკს ხელი ვუშვი და რაინას მთელი ძალით ჩავეხუტე.

ფრედერიკ,მითხარი როდესაც შენი მეხსიერების რაღაც ძაალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი ნაწილი მკვდარია...მაინც ცოცხლად ითვლები?


ავტორი:
ყოველ წამს და წუთს იბეჭდავდა გონებაში როგორც რაღაც ისეთ მოგონებას ,რომელსაც იცის მოგვიანებით დაკარგავს,მაგრამ დიდიხნის შემდეგ ისევ გაახსენდება.
ყოველ დღეს ფრედერიკის მკლავებში იღვიძებდა და იძინებდა,ჩაძინებამდე კი ვინ იცის რამდენხანს უყურებდა ფრედერიკი როუსს...მთელი ღამე?
კი,მას ძილი არ სჭირდებოდა,ამიტომ უბრალოდ მთელი ღამე მის გვერდით იწვა და უყურებდა როგორი მშვიდად ეძინა,ერთი გულის მაგივრად კი უკვე ორი გულის ფეთქვის ხმა ესმოდა.
გვერდიდან არ შორდებოდა და იცოდა რამხელა ტკივილის გადატანა მოუწევდა მის გარეშე.
სტკიოდა ,ძლიერ სტკიოდა,მაგრამ იმდენს ვერ აკეთებდა რომ ყველაზე დიდი ეგოისტვით მისთვის ჩვეულებრივად ცხოვრების შანსი წაერთმია!
იქ სადაც ფრედერიკის უდიდესი სასახლე იყო ყველაფერი არ იყო ჩვეულებრივად,მაგრამ ხანდახან მიამსგავსებდი იმ სამყაროს სადაც როუსი ცხოვრობდა!
მაგრამ არავის არ ენახა ასეთი ცაა...წითლად იყო შეღებილი ნახევარი ცაა,ხოლო მეორე ნახევარი მუქი ლურჯი იყო.
ვინც კი დაინახავდა ამ ცასს თვალს ვეღარ სწყვეტდა!
ეს ის დღე იყო ,როდესაც როუს მუცელი ასტკივდა და მიხვდა რომ ბავშვი მალე გაჩნდებოდა.
სიხარული და სევდა ერთმანეთში არეოდა და უკვე ვეღარ ხვდებოდა რა უნდა ეგრძნო.
არეული იყო ამდენი ემოციით და უბრალოდ თითქოს და ცარიელი თვალებით მისჩერებოდა იმ ხალხს რომლებიც მის მშობიარობაზე წინასწარ ზრუნავდნენ და მაინც როგორი იქნებოდა ადამიანის და დემონის შვილის მოვლენა ამ ქვეყნად?
-ძაალიან რთული დღეები გელის წინ როუს,გთხოვ ბევრი წყალი დალიე და რასაც მოგიტანენ ყველაფერი უკლებლივ ჭამე.
გოგონამ რომ სიტყვა დღეები გაიგო უკვე დაიბნა და აღელვდა,რადგან მიხვდა რაზე იყო საუბარი.
მის წინ მჯდარი ანერვიულებული რაინა კი სულ თავს დასტრიალებდა და თავს არ ანებებდა... ფრედერიკი?
სად იყო ამ დროს ფრედერიკი?
ვინ იცის...ის ემზადებოდა იმ რიტუალისთვის ,რომელითაც მოუწევდა მისი უკან გაშვება და მისი მეხსიერებიდან საკუთარი თავის ამოშლა.

-თუ საჭიროა ვაიძულებ ჩემმს მიმართ აღარაფერი აღარ იგრძნოს.
თავდაჯერებული საკუთარი გადწყვეტილებით ერთი და იგივეს იმეორებდა და ერთ ადგილას ვერ ისვენებდა!
რამოდენიმე დღეში სევდა და სიხარული ერთად დაატყდებოდა თავს...ეშინოდა,არ იცოდა როგორ გაუმკლავდებოდა ამ ყველაფერს,მაგრამ მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ,რომ როუს სხვა სიცოცხლის შანს რომელიც დაჰპირდა ყველა შემთვევაში მისცემდა.
-რამდენი დღე დასჭირდება მშობიარობას?
ვეღარ მოითმინა როუსმა და გაუბედავად იკითხა,რაზეც უეცრად რაინა დაიძაბა და ცივმა ოფლმა დაასხა,ნერწვი სიმწრით გადაყლაპა და გაუბედავად უპასუხა.
-დაახლოვებით ოთხიდამ შვიდ დღემდე.
ეს რომ თქვა როუს თვალები გააუფართოვდა!
იცოდა რომ ეს არ იქნებიდა ნორმალური მშობიარობა,მაგრამ ამასაც არ მოელოდა.
-ვწუხვარ როუს,ნეტავი შემეძლოს რამით შენი დახმარება.
დამწუხრებულმა როუსის მზერით მისი გამხნევება სცადა,რაზეც როუსმა მკრთალად გაუღიმა და მიუგო.
-ნუ ღელავ რაინა საკმარის აკეთებ,მხოლოდ იმით რომ ჩემმს გვერდით ხარ...ყველაფერს თავს გავართმევ.
თქვა და კიდევ ერთი საშინელი ტკივილი რომ იგრძნო,ღიმილით ეცადა გადაფარვას.

მეორე დღე:
უკვე მეორე დილა გათენდა,როუსი ისევ საწოლზე წევს და გარშემო რამოდენიმე პიროვნება ადგას თავს,ისინი სპეციალისტები არიან ამ საქმეში!
არ არიან ადამიანები,მაგრამ იქ სადაც ცხოვრობენ კარგად იციან დემონის დაბადების შესახებ ყველაფერი.
ისინი ეხმარებიან როუსს მშობიარობაში როგორც ჩვეულებრივ სამყაროში ექიმმები .
როუს სულ ოფლი სდის მთლიან სახეზე,მძიმედ სუნთქავს და ხელი მჭიდროდ უკიდია ფრედერიკის ხელზე,აქეთ მხრიდან კი აღელვებული რაინა ადგას თავს და შუბლიდან ოფლს წმენდს...გარშემო სრული სიჩუმეა,მხოლოდ როუსის ხმა ისმის .
ფრედერიკი კი ისევ ფიქრებშია ჩაძირული და უბრალოდ ტკივილისგან დატანჯულ როუსს დაყურებს შეწუხებული მზერით ,არც კი იცის როგორ დაეხმაროს...შეუძლია,მაგრამ ეშინია ბავშვს რაიმე არ ავნოს!
-როუს მაპატიე რომ ამის გადატანა გიწევს.
ვეღარ მოითმინა მისი ცქერით და მშვიდად უთხრა ეს ყველაფერი!
როუსმა ამის გაგებაზე ტკივილით სავსე თვალებით შეხედა და ასეთ მდგომარეობაშიც კი თბილად გაუღიმა.
-ვიცი რომ ჩვენი შვილი ამ ტკივილად ღირს ფრედრიკ.
ეს რომ თქვა ფრედრიკსაც გაეღიმა და მეტად მოუჭირა მის პატარა ხელს თავისი ძლიერი ხელი.


მესამე დღე:
მესამე დღეა იგივე ოთახში წევს საბრალო როუსი...ვერც დგება,ვერც სძინავს,ვერც ჭამს და ვერც სვამს!
მის სხეულს რაღაც ზებუნებრივი ძალები აკონტროლებენ!
არც წყალი სჭირდება და არც საკვები,არც ძილი და საერთოდ არაფერი რაც ნორმალურ მოკვდავს სჭირდება,რადგან ეს ის პროცესია როდესაც სხეულს ერთადერთი რაც უნდა და სჭირდება ბავშვის მოვლინებაა ამ ქვეყნად.
ფრედრიკი კი უკვე ზედმეტად დამწუხრებულია ამ სიტუაციით,უყურებს როუს და ვერ ისვენებს,რადგან არ მოსწონს ის ტკივილი ,რომელსაც მის სახეზე ხედავს და მის ხმაში ამჩნევს!
არ უნდა რომ ამ ტკივილს განიცდიდეს,არ უნდა რომ იტანჯებოდეს,მაგრამ ყველაზე მეტად ის აგიჟებს რომ ვერ ეხმარება საყვარელ ქალს,მაშინ როდესაც შეუძლია ეს!
-ფრენკლინ, მეტს ვეღად გავუძლებ!
რამით უნდა შევუმსუბუქო ტკივილი.
ნერვიულობით გაიწია ოთახის კარისაკენ ფრედრიკი,რაზეც ფრენკლინმა ბოლო წამს შეაჩერა და თავისკენ მიატრიალა.
-ფრედრიკ,ბავშვისთვის საშიშია ის ზებუნებრივი ძალა ,რომელიც როუსის სხეულიდან შეიძლება მასზეც გადავიდეს.
ის ნახევრად ადამიანი იქნება,არ იცი რა რეაქცია ექნება ამ ძალას მის სხეულზე.


მშვიდად აუხსნა ფრენკლინმა ის რაც ფრედრიკმა თვითონაც კარგად იცოდა,მაგრამ უკვე გაგიჟებული ამ ყველაფრით იმას ფიქრობდა იქნებ ეცადა,მაგრამ ფრენკლინის ნათქვამზე თავიდან რომ გაიაზრა ყველაფრი თავისი გაადაწყვეტილებაც კი ინანა.
-ბავშვს რომ რამე დაემართოს ჩემმს თავს ვერ ვაპატიებ,მაგრამ როუსი...
თქვა და თავი ჩახარა,რადგან უძლური იყო,მითუმეტეს იცოდა წინ კიდევ იყო რამოდენიმე დღე!
მან კი არ იცოდა მის ამ მდგომარეობაში ყურებას სადამდე გაადაიტანდა.

მეხუთე დღე:
-გოგოა!

-გოგოა.

-გოგონა დაიბადა!

-ფრედრიკ, გოგო გეყოლა!

აქეთ იქიდან ბედნიერი წამოძახილები ისმოდა, ფრედრიკს კი უკვე ხელში ატირებული პატარა ჩვილი ეჭირა, თავზე კი უგონო მდგომარეობაში მყოფ როუს დაჰყურებდა.
უბედნიერესი იყო ,რადგან იცოდა რომ ეს ჩვილი მისი და როუსი ნაწილი იყო,მათი მშვენიერი სიყვარულის ნაყოფი,მაგრამ თან გული სტკიოდა,რადგან როუსს თვალები დაეხუჭა...ეს იყო სწორედ გეგმაში.
ის დახუჭავს თვალებს როგორც კი ბავშვი გაჩნდება,ისე რომ ვერც კი იხილავს საკუთარ შვილს პირველად !
დახუჭავს და გაღვიძებისას სრულიად სხვა გონებით და მეხსიერებით გააგრძელებს ცხოვრებას,ისე როგორც ჩვეულებრივი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ადრე იყო.

-როუს ,ვერ ხედავ ჩვენ შვილს,მაგრამ იცი შენი თვალებით მიყურებს ამ წამს,როუს მშვენირია ჩვენი შვილი.
ნაღვლიანად ელაპარაკებოდა უგონოდ მყოფ სხეულს,იმის მიუხედავად რომ იცოდა მას მისი არ ესმოდა.
-ფრედრიკ,დროა.
კარის უკნიდან ხმამ მიქციაა მისი ყურადღება და ფრენკლინის ნაღვლიანი მზერა რომ დაინახა მიხვდა რასაც გულისხმობდა,მომტირალი რაინასკენ გაემართა მშვენიერი ჩვილი ხელში გადასცა და აჩქარებული გულის ცემით გაემართა როუსისკენ.
-რაინა ,ბავშვი გაიყვანე.
უემოციოდ ბრძანა,რაზეც რაინამ ტირილს უმატა და ძლივს გაადაბა სიტყვები ერთმანეთს.
-გთხოვ ,ჯერ დავემშვიდობები!
ეს რომ თქვა ფრედრიკს აშკარად დაეტყო სახეზე როგორ იკავებდა თავს რომ მისი თვალებიდან ცრემლები არ გამოპარულიყვნენ.
რაინა ანგელოზივით როუს მიუახლოვდა ბავშვთან ერთად ჩამოჯდა მის საწოლზე და ერთი ხელით მოეფერა მის ფერკმთალ სახეს.
-როუს,დამპირდი რომ როდესაც დაბრუნდები მეც გამიხსენებ.
მე შენ დაგელოდები,გპირდები სამაგალითო შვილს გაგიზრდი,ყოველ დღე ვუამბობ შენზე ,ისე რომ იცოდეს ვინნა მისი დედა.
ტირილით ელაპარაკებოდა და თან სახეზე და თმებზე ეფერებოდა.
ჩვილს კი ჩასძინებოდა ,დაბადებისას არც კი უტირია,რაც იმას ხსნიდა რომ ნახევრად დემონი იყო...ის არ გავდა სხვა ჩვილ ბავშვებს,მისი გარეგნობა სხვანაირი იყო,ქცევა,სუნთქვა და სურნელიც კი!
ერთხელ რომ შეხედავდი უკვე მის მიმართ რაღაც მიჯაჭვულობას გრძნობდი.
-მომენატრები როუს.
ბოლოს ასე დაასრულა რაინამ სიტყვა და შემდეგ მდუმარედ მომტირალმა ბავშვთან ერთად დატოვა ოთახი.

ოთახში მხოლოდ ფრენკლინი და ფრედრიკი დარჩნენ.
ფრენკლინი კი ჯერ ვერ ბედავდა გასვლას,კიდევ ფიქრობდა რომ ბოლო წამს ფრედრიკი გაადაწყვეტილებას შეიცვლიდა,ამიტომ გასვლამდე მხარზე ჩამოდო ხელი ფრედრიკს და პირდაპირ ჰკითხა.
-ისევ გინდა ფრედრიკ ამის გააკეთება?
ამ კითხვაზე ფრედრიკს არც კი მიუხედავს ფრენკლინისთვის,ისევ როუსზე იყო მიშტერებული ცოტახანს და პასუხს არ სცემდა მას,სანამ ცოტახნის შემდეგ ხმა არ ამოიღო.
-მინდა,

ყველაფერი გაანადგურა...ყოველი გრძნობა,ყოველი ემოცია,ყოველი განცდა,გამოხედვა,შეხება,კოცნა!
ყველაფერი წაუშალა გონებიდან,საკუთარი სახე კი ყველაზე დიდი დაკვირვებით,რათა არასოდეს არ გახსენებოდა...არ გახსენებოდა რომ ერთ დროს ,ძაალიან შორს,სრულიად სხვა სამყაროში ვიღაც ძლიერ უყვარდა.
-როუს, მე გაძლევ იმ თავისუფლებას რომელსაც დაგპირდი.
გაძლევ შანს რომ იცხოვრო მეორედ,სიცოცხლით დატკბე და შენი შანსები გამოიყენო.
გთხოვ ,ბედნიერი იყავი!
მე შენ დაგელოდები.
კარი მოხურა და გააცნობიერა რაც გააკეთა...მიხვდა რომ ამ წამს საკუთარი ხელით გაუშვა საკუთარი ბედნიერება,ახლა კი ძაალიან ძაალიან დიდხანს მოუწევს მოცდა...სუნთქვა დაუმძიმდა,გული აუჩქარდა ,გარშემო კი ყველაფერზე აისახა მისი განცდები,კედლები დაიბზარა და გარეთ კი საშინელი ქარი ამოვარდა!

მზე და მთვარე ერთად აღარ იქნებიან, ხოლო ცაა და მიწა ერთმანეთს ზურგს აქცევენ.
ყველაფერი საპირისპიროდ იქნება!
სამყარო თავდაყირა დადგება, ხოლო ყოველი დღე შავ თეთრ ფერებში გათენდება...ასეთი იქნება როუს
შენს გარეშე ცხოვრება.
ამასხა ფიქრობდა საბრალო და ვერ ხვდებოდა როგორ შეცვალა ასე ძლიერ ერთმა ქალმა ის...ადრეც ყვარებია,მაგრამ სულელმა არც კი იცოდა ნამდვილი სიყვარული რა იყო!
სრულებით გაადატრიალა მისი გონება ამ გრძნობამ და ისეთი რაღაც გააკეთებინა რასაც ადრე თავისი ნებით არასოდეს არ გააკეთებდა!
შორიდან უყურებდა ძველი მეგობარი ფრედრიკს და თვითონაც ვერ იჯერებდა რომ ეს ის ფრედრიკი იყო რომელსაც იცნობდა.
ასეთი პირველად ენახა!
დაბნეული და გაკვირვებული იყო და ეშინოდა რომ თავი არ დაეკარგა დანაკარგის გამო.
-მე შენ გაფრთხილებდი ფრედრიკ.
მშვიდდად მიუახლოვდა და ნაღვლიანად უთხრა ეს სიტყვები,რაზეც ფრედრიკმა ზედ არც კი შეხედა ისე უპასუხა.
-კარგად ვარ ფრენკლინ.
-თუ კარგად ხარ შემოხედე.
მკაცრად უთხრა წინ მდგარს,რომელსაც თავი რატომღაც ისევ ჩახრილი ჰქონდა.
-რატომ არ სწევს თავს?
არ ჩუმდებოდა,მაგრამ ფრედერიკი უკვე პასუხსაც აღარ უბრუნებდა და უბრალოდ დუმდა.
-ფრედერიკ...
უკვე შეწუხებული და შეშინებული მისი საქციელით მიუხლოვდა და თავი თვითონვე ააწევინა თავი და მერეღა დაინახა ბიჭი ,რომელიც მის წინ ნამდვილი ცრემლებით ტიროდა!
ისეთი ცრემლებით ,რომლითაც მხოლოდ ადამიანი თუ იტირებს.
ამ წამს ფრედერიკი ჩვეულებრივი ბიჭი იყო ,რომელსაც გული გაუტყდა და არა დემონი ,რომელსაც სიკვდილი მოაქვს,ამას კი კარგად ხედავდა ფრენკლინი .

-უკვე ძაალიან მენატრება.


ხუთი წლის შემდეგ:
დიდი დრო იყო უკვე გასული მომხდარის შემდეგ...საკმაოდ დიდი დრო.
როუსის და ფრედერიკის შვილი კი ძაალიან ნელა იზრდებოდა!
ამ ხუთ წელიწადში ისე გამოყურებოდა როგორც ხუთი თვის ბავშვი!
მას კი რაინა ზრდიდა როგორც საკუთარ შვილს.
სითბოს და სიყვარულს არ აკლებდა და ერთი დღე არ გავიდოდა რომ როუსზე არ ეამბო.
უყვებოდა თუ როგორი იყო მისი დედა,როგორ გამოიყურებოდა და რა ძლიერ უყვარდა იგი!
ხანდახან თავის თავზეც კი ეცინებოდა,რადგან საათობით შეეძლო მასზე ელაპარაკა ხუთი თვის ბავშვთან ,რომელიც მხოლოდ ლამაზი თვალებით უყურებდა და ხმას არ იღებდა,მაგრამ იქნებ ესმოდა კიდეც ყველაფერი?


ათი წლის შემდეგ :

როუსი:
სამსახურიდან დაღლილი მოვედი ,კარში ფეხი შემოვდგი თუ არა პიჯაკი გავიხადე და ფეხსაცმელებიც მოვიშორე თავიდან!
სამზარეულოსკენ დავიძარი მთქნარებით და მაცივრამდე მისულს ზედ მიკრული წერილი დამხვდა მხოლოდ.
*როუს ,საყვარელო შენთვის საჭმლის მომზადება ვერ მოვასწარი,მაპატიე! სიყვარულით დედა.*
ეს რომ წავიკითხე უეცრად პატარა ბავშვივით დავიწყე წუწუნი ,რადგან ძაალიან მშიოდა და იმის თავიც კი არ მქონდა რომ რაიმე მომემზადებინა.

გულ გატეხილმა ახალი ამბავით საძინებლისკენ გავეშურე და ისე დავეგდე საწოლზე თითქოს საწოლიანად ჩავიტანდი მალე იატაკს!
მუცელზე ვიწექი და ჩემთვის ვბუზღუნებდი,თან იმაზე ვფიქრობდი რა შეიძლებოდა მეჭამა,უეცრად რომ კარზე ზარის ხმამ წამომახტუნა!
ფეხზე დაბნეულმა დავიწყე წამოდგომა და კარებისკენ მშვიდად გავემართე,მაგრამ კარი რომ გავაღე საერთოდ არავინ არ დამხვდა,მხოლოდ და მხოლოდ რაღაც კალათა !
-ეს რა ჯანდაბაა?
დაბნეულმა ვიკითხე ჩემთვის და
აქეთ-იქით მიმოვიხედე ,მაგრამ გარშემო არვინ არ ჩანდა...მეც მხრები ავიჩეჩე და ოთახში შევიტანე კალათი.
-ალბათ რომელიმე თაყვანის მცემლისგანაა.
ჩავილაპარაკე თან და კალათას ზემოდან წითელი ნაჭერი გადავაძრე,შიგნით კი რა დამხვდა?!
უგემრიელესი საჭმელები!
ხორცი,ხილი,ბოსტნეული!
არც ისეთი დიდი კალათი იყო,მაგრამ ყველაფერი ცოტა-ცოტა იყო ჩატეული!
უეცრად სიხარულისგან ხტუნაობა თავიწყე და თან ღმერთს მადლობები ვუხადე რომ ასე გამიმართლა!
-ვინც არ უნდა იყო,იცოდე ჩემგან ერთი პლიუსი დაგეწერა!
მშვიდად ჩავილაპარაკე და გემრიელ საჭმელს დავეწაფე.

-რაინა,დედას ჩვენი საჩუქარი მგონი ძაალიან მოეწონა ხომ?

-კი ჩემმო საყვარელო,ვერ დაინახე როგორი გაღიმებული მირთმევდა?

-მიხარია რომ გავაღიმე.


ჩვიდმეტი წლის შემდეგ:
ფრედერიკი:
შორიდან გიყურებ ჩემმო სიყვარული,ვხედავ როგორ მიდიხარ
ნელ-ნელა წინ,როგორ ძლიერდები უფრო და უფრო ,როგორი წარმატებული და საამაყო ხდები,მაგრამ შენი კეთილი გული იგივე დარჩა.
როგორ ლამაზდები დღითი დღე,ისეთი მომხიბვლელი ხარ რომ ვერავინ ვერ გარიდებს თვალს !
ვხედავ როგორ გიჭირს ზოგჯერ,გიყურებ ხოლმე ძილის წინ რომ ტირი...ვიცი ცხოვრება რთულია,მაგრამ იმ ბედნიერ მომენტებზე რას იტყვი რომლებიც ამ 17 წელიწადში გამოიარე?
ყოველი განსაცდელის დროს შენს გვერდით ვარ და გეხმარები,ხოლო როდესაც ბედნიერი ხარ მეც შენთან ერთად განვიცდი ამ ბედნიერებას.
ჩვენი შვილი კი იზრდება და უფრო და უფრო მაოცებს!
ახლა ის სულ რაღაც შვიდი წლისაა,წარმოგიდგენია?
ჩვიდმეტ წელიწადში დემონის და ადამიანის შვილი მხოლოდ და მხოლოდ შვიდი წლისაა!
ნეტავი რამდენი წლის იქნება როდესაც დაბრუნდები?
იცი როუს მას ძაალიან უყვარხარ,არ გიცნობს ,მაგრამ ყოველდღე უსმენს რაინას როდესაც შენზე ყვება,ასევე უყვარს როდესაც შენთან მომყავს!
ერთად გიყურებთ როგორ იღიმი ,როგორ იცინი და როგორ ტირი,ყოველ დაბადების დღეს შენთან ერთად ვხვდებით,უბრალოდ შენ არ იცი რომ იქ ვართ .
როუს იცი როგორ მაოცებ?
ამდენიხანი გავიდა 37 წლის ხარ ,მაგრამ ჯერ კიდევ არ აძლევ არავის უფლებას რომ შენ გულში შემოვიდეს!
მე კი ვიცი რატომ ,მაგრამ იმას ვერ ვხვდები დღემდე რატომ არ ღელავ ამაზე...დაბნეული ვარ.
ნუთუ იცი სადღაც გულის სიღმეში რომ უკვე ვიღაც გიყვარს,ძლიერ გიყვარს!
ვიცი ასეა და სწორედ ამიტომ ვერ შეძელი დღემდე ვერავის შეყვარება.
იცი როუს ძაალიან მენატრები...ძაალიან.
ხშირად გამჩენია სურვილი რომ დაგენახე და მე კი ყველაფერი გამემხილა შენთვის თუ ვინ ვიყავით ჩვენ ორნი ერთმანეთისთვის,მაგრამ როუს
შენ ამ დროისთვის ჩემთვის ის აღელვებულ ზღვა ხარ,რომელიც თან ძაალიან მშვენიერია და თანაც ძაალიან სახიფათო...მინდა მოგიახლოვდე და გულში ჩაგიკრა ,გითხრა მიყვარხარ,მჭირდები ,მომენატრე,მაგრამ ვერ ვბედავ,რადგან მეშინია ,მეშინია რომ  ეს ტალღები მშთანთქავენ და სუნთქვის საშუალებას აღარ მომცემენ.

65 წლის შემდეგ:
ავტორი:
დამჭკნარი ხელებით ჩაუკრავს მშვენიერ როუს ძმის მოტანილი ყვავილები გულში...საწოლზე მისი გაყინული სხეული დევს და ბოლო გულის ამოფეთქვისთვის იბრძვის !სისხლი ტვინს უკვე სუსტად მუეწოდება რის შედეგათაც უკვე უჭირს მოსმენა და დანახვა...არავინ არ ჰყავს,არც შვილი,არც შვილიშვილები,არც დედა ,არც მამმა...მხოლოდ მოხუცი ძმა ,რომელიც თავზე ადგას და მშვიდად დასცქერის.
იცის რომ ეს მისი ბოლო წამებია,მაგრამ არ ღელავს,რადგან გულის სიღრმეში თითქოს გული უგრძნობს რომ იქ უკეთ იქნება.

-სამწუხაროდ პაციენტს უკვე გული გაუჩერდა...ვეღარ გადავარჩენთ ბატონო ივან...ვიზირებ დანაკარგს.



როუსი:
მოგონებები,ჩემთვის სრულიად უცხო მოგონებები რატომღაც ჩემმს გონებაში ახლა ბრუნდებიან...რატომ ახლა?
მაშინ როდესაც ვკვდები!
ფრედერიკი...როგორ ძლიერ მყვარებია,ვინნა ის?
სად გავიცანი,მის სახეს ახლა ვხედავ?
რატომ ახლა?
აქამდე რომ გამეხსენებინა ხომ მოვძებნიდი...ფრედერიკ დორმერის,რამხელა სიყვარული გისწავლებია ჩემთვის.
მაგრამ როგორ დამავიწყდი?
როგორ დამავიწყდა ეს ლამაზი თვალები?
ნუთუ შესაძლებელია ასეთი რაღაცის დავიწყება!
გული უკვე ძაალიან სუსტად მიცემს,ვიცი რომ ცოტახანში ჩემმს ბოლო გულის ფეთქვას გავიგებ,მაგრამ ბედნიერი ვარ რომ ამ ბოლო წამს მაინც მექნება შანსი ის განვიცადო რაც ჩემმი მთელი ცხოვრება ვერ შევძელი...სიყვარული.

-პაციენტს გული უჩერდება!
და აი ესეც ჩემმი ბოლო ამოსუნთქვა...გულმა ბოლოჯერ იფეთქა და მეც დავასრულე ჩემმი თავგადასავალი ამ სამყაროში.
სად წავალ ახლა?
ნუთუ არის ადგილი სადაც სიკვდილის შემდეგ მივდივართ?

თვალები გავახილე და გარშემო ისეთი სინათლე დავინახე რომ მეგონა ცოტახანში დავბრმავდებოდი...რა ადგილი იყო ეს?
ვისი ხმა ჩამესმის?
თეთრებში გამოწყობილი მამაკაცი მიახლოვდება,რომელიც ხელს მიწვდის!
მის სახეს ვერ ვხედავ,მაგრამ უცნაური მოგონებები მიტევენ ისევ!
კი ,მაგრამ რატომ ახლა?
მაშინ როდესაც მოვკვდი?
ვხედავ სიბნელეს...იმას თუ როგორ ვტირი!
ფრედერიკი,ის მთავაზობს რომ სული მივყიდო მეორე სიცოცხლის სანაცვლოდ...ის დემონია?!!
მოგონებები,მოგონებები,მოგონებები!
მე მომკლეს,მან კი მეორე შანსი მომცა...მეორედ მოვკვდი?
მაგრამ ამჯერად იმ სიბნელეში აღარ ვარ ,ახლა სინათლეა ჩემმს გარშემო.
-როუს,ხელი მომკიდე.
ეს ხმა...ეს ხმა!
-ფრედერიკ?
ეს ისაა, ფრედერიკია!
ჩემმი ხმა...რატომ მაქვს ახალგაზრდა გოგონას ხმა?
ხელებზე დავიხედე უნებურად და მივხვდი რომ ის დამჭკნარი ხელები სადღაც გამქრალიყო.
-გამიხსენე?
განსაცდელი.
ჩრდილები.
ფრენკლინი.
რაინა.
მეორე სამყარო.
ანდრეი.
ალდენი.
სისხლი.
ტკივილი.
განშორება.
შეთანხმება.
ფეხმძიმობა.
სიყვარული.
ფრედერიკი.

-ფრედერიკ.
თვალები ცრემლებით ამევსო და მის ხელს მთელი ძალით ჩავეჭიდე,შემდეგ კი სინათლემ მოიცვა ყველაფერი,თვალები ისევ დამეხუჭა და თითქოს სხვა ადგილას გადავედი და ბოლოს თვალები სულ სხვა ადგილას გავახილე.
-მამა დედამ გაიღვიძა,

/::::: /::::: /::::: /::::: /::::: /::::: /::::: /::::: /::::: /:::::/
ესეც დასასრული!
ვაიმეე,მოვრჩი და არ მჯერაა!
ყველას დიდ მადლობას გიხდით ვინც კითხულობდით!
მიხარია თუ რაღაც სიამოვნება მაინც მოგანიჭათ ამ ისტორიის წაკითხვამ და კმაყოფილი ხართ დასსასრულით^^



№1  offline წევრი ოცნება

კიდევ მინდაააა. აქამდე სულ უწერდი ხოლმე გაგრძელებას როგორი ცხოვრება ჰქონდათ. ლამაზი დასასრული ჰქონდა. მაგრამ საშინლად მაინტერესებს მერე რა ხდება. ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️გოგონააა. როგორია ნეტავ. შეგიძლია აღწერილობა დამიწერო?
❤️❤️❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

ღმერთო ჩემო სანამ წაკითხვას არ მოვრჩი გეფიცები ვტიროდი ისეთი მომენტები იყო ისე ეხლა რამდენი წლის არის ნეტა მათი შვილი მოკლედ გულიც დამწყდა რომ მორჩა თავს რაღაცნაირად ვგრძნობ ასე მგონია რომ ყველაფერმა ფერები დაკარგა ამ ისტორიამ რაღაცნაირად იმოქმედა ჩემზე (ნუ ამას ისიც ემატება რომ საშინლად ვარ შეყვარებული ზებუნებრივ არსებებზე) მალე დაგვიბრუნდები ხომ ისე საინტერესოოო ისტორითთ ( შემდეგი ისტორია მაინტერესებს ძალიან!) <3 ♥️♥️

 


№3  offline წევრი sandlena

ძააალიან მაგარი იყო... მაგრამ ფრედერიკი ღმერთო რა უნამუსოდ მოექცა როუსსს რატო გაუშვა როცა როუსს არ უნდოდა ეს როუსის ადგილას რომ, ვიყო არ ვაპატიებდი????????????

 


№4  offline წევრი Butterfly122334455

sandlena
ძააალიან მაგარი იყო... მაგრამ ფრედერიკი ღმერთო რა უნამუსოდ მოექცა როუსსს რატო გაუშვა როცა როუსს არ უნდოდა ეს როუსის ადგილას რომ, ვიყო არ ვაპატიებდი????????????

ასე უფრო როუსის გამო მოიქცა,რადგან როგორც იცი რაც უფრო უკეთესია შენი საყვარელი ადამიანისთვის ის გემეტება,თუნდაც ეს მას არ უნდოდეს ^^❤️
სამუდამოდ ხოარ გაუშვა არა?
უბრალოდ თავის ოჯახთან ერთად ჩვეულებრივად რომ ეცხოვრა და თავიდან რა სურვილიც ჰქონდა ეგ რომ აესრულებინა ამიტომ გააკეთა მისთვის ასეთი რაღაც❤️
რთულია ამ მხრიდან შეხედო სიტუაციას,მაგრამ ფრედერიკი არასწორი იმ შემთხვევაში უფრო იქნებოდა ეგოისტივით რომ მოქცეულიყო და დაეტოვებინა პირდაპირ...სააბოლოდ მთელი უსასრულობა ხო წინ აქვთ არა? ^^❤️
იმედია ამ ხრიდანაც შეხედავ და გაიგებ❤️
დიდი მადლობა რომ წაიკითხე❤️❤️❤️

ოცნება
კიდევ მინდაააა. აქამდე სულ უწერდი ხოლმე გაგრძელებას როგორი ცხოვრება ჰქონდათ. ლამაზი დასასრული ჰქონდა. მაგრამ საშინლად მაინტერესებს მერე რა ხდება. ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️გოგონააა. როგორია ნეტავ. შეგიძლია აღწერილობა დამიწერო?
❤️❤️❤️❤️❤️

მაპატიე ,მაგრამ ვეღარ გავნაგრძობდი :(
ყველაფრის მიუხედავად შენი მესმის ნამდვილად❤️❤️❤️❤️
დიდი მადლობა რომ წაიკითხე და ძაალიან მიხარია რომ მოგეწონა და ისიამოვნე❤️
გოგონა როგორც თავიდან ერთ მომენტში ვახსენე არ ჰგავდა ადამიანს იმდენად ლამაზი იყო❤️
ანუ ჰქონდა არაამქვეყნიურად ლამაზი ნაქვთები და გამოირჩეოდა ყველა სხვა ბავშვისაგან^^
ზუსტად არ დამიგეგმავს როგორი იქნებოდა ,მაგრამ ჩემი წარმოსახვით ალბათ ექნებოდა გრძელი ლამაზი უჩვეულო ფერის თმა ,თეთრი ფითქინა სახის კანი,ლამაზი თვალის ჭრილი და უჩველოდ დიდი და ლამაზი ფერის თვალები(ზუსტად არ ვიცი რა ფერის)
მოკლედ წარმოიდგინე ძაალიან ლამაზი და განსხვავებული გარეგნობის გოგონა და ასეთი იქნებოდა ჩემი აზრით მათი შვილი❤️
იმედია კარგად ავღწერე და არ ვიბოდიალე :( :დ❤️❤️

《Sunshine》
ღმერთო ჩემო სანამ წაკითხვას არ მოვრჩი გეფიცები ვტიროდი ისეთი მომენტები იყო ისე ეხლა რამდენი წლის არის ნეტა მათი შვილი მოკლედ გულიც დამწყდა რომ მორჩა თავს რაღაცნაირად ვგრძნობ ასე მგონია რომ ყველაფერმა ფერები დაკარგა ამ ისტორიამ რაღაცნაირად იმოქმედა ჩემზე (ნუ ამას ისიც ემატება რომ საშინლად ვარ შეყვარებული ზებუნებრივ არსებებზე) მალე დაგვიბრუნდები ხომ ისე საინტერესოოო ისტორითთ ( შემდეგი ისტორია მაინტერესებს ძალიან!) <3 ♥️♥️

ძაალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო❤️❤️❤️❤️❤️
სულ ყველა თავზე შენს კომენტარს ველოდებოდი ხოლნე,რადგან ვიცოდი სულ დამიწერდი ყველა თავის ბოლოს თუ როგორ მოგეწონა და სიმართლე რომ გითხრა დიდ სტიმულს მაძლევდი ხოლმე❤️❤️❤️
ძაალიან მიხარია რომ ამდენად მოიხიბლე ამ ისტორიით და ასე ისიამოვნე❤️❤️❤️❤️
ვეცდები მალე დავბრუნდე და კიდევ დავწერ ზებუნებრივ არსებებზე!
აუცილებლად❤️❤️❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი ატბ

ცოტა კიდევ განგევრცო....

ცოტა კიდევ განგევრცო....

 


№6  offline წევრი Butterfly122334455

ატბ
ცოტა კიდევ განგევრცო....

ცოტა კიდევ განგევრცო....

მგონი რაც არის საკმარისია ,ამაზე მეტი ზედმეტად მოსაბეზრებელი იქნებოდა❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინია

ამდენი რატომ მატირე , აღარ ვიცოდი ბედნიერებისგან მეტირა თუ სევდისგან . შესანიშნავი მოთხრობა გამოგივიდა , N 1 ჩემს საყვარელ ისტორიებში . უბრალოდ სასწაულია ეს ისტრია ,, თავის სიუჟეტიანად , პერსონაჟიანად , ყველაფრიანად . ფენტეზის უბადრო ნამუშავერი <3 . მეტი და მეტი ასეთი ისტორია , მეტი და მეტი და მადლობა შენ ამ დაუვიწყარი წუთების და ბედნიერი ღიმილისთვის რაც შენმა ისტროიამ მაჩუქა <3
<3

 


№8 სტუმარი სტტ

მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით რაა <33

 


№9  offline წევრი Butterfly122334455

სტუმარი ნინია
ამდენი რატომ მატირე , აღარ ვიცოდი ბედნიერებისგან მეტირა თუ სევდისგან . შესანიშნავი მოთხრობა გამოგივიდა , N 1 ჩემს საყვარელ ისტორიებში . უბრალოდ სასწაულია ეს ისტრია ,, თავის სიუჟეტიანად , პერსონაჟიანად , ყველაფრიანად . ფენტეზის უბადრო ნამუშავერი <3 . მეტი და მეტი ასეთი ისტორია , მეტი და მეტი და მადლობა შენ ამ დაუვიწყარი წუთების და ბედნიერი ღიმილისთვის რაც შენმა ისტროიამ მაჩუქა <3
<3

ძაალიან დიდი მადლობა ❤️❤️❤️
ბედნიერი ვარ რომ ასე ისიამოვნე საყვარელო❤️❤️❤️❤️
აუცილებლად დავბრუნდები❤️

სტტ
მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით რაა <33

კი,აუცილებლად❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent