შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტანგო


13-04-2018, 11:35
ავტორი jako
ნანახია 1 302

ეს იყო ტანგო..ცხოვრების ცეკვა, ცხოვრებაში ასე ალბათ ერთხელ ყველამ უნდა იცეკვოს, რომ მიხვდეს ბედნიერებას, ემოციას, სილამაზეს.... ეს იყო უბრალო ცეკვა სახლში რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით, მაგრამ ეს იყო ცხოვრების ცეკვა, ემოციების ზღვა.... ვცეკვავდით და ვგრძნობდი რომ ფეხქვეშ იატაკი არ იყო , რაღაცა ზებუნებრივად გამოდიოდა ყველაფერი, ცეკვა არ ვიცი, მაგრამ ამ შემთხვევაში არცერთი ნაბიჯი არ შემშლია, არცერთ ტრიალი, იმიტომ რომ ვგრძნობდი ჩემი პარტნიორის გულის ხმას, ვიცოდი ერთნაირად ვფიქრობდით, ვიცოდი რა სვლის მერე რას გააკეთებდა, ამას ვგრძნობდი და მიხაროდა. იყო წამები როცა გულთან ახლოს მიმიხუტა და ამ დროს ვიგრძენი , რომ ძალა წამერთვა, მუხლებს ვეღარ ვიმორჩილებდი , ვფიქრობდი გული არ წამსვლოდა ასეთი ძლიერი ემოციისგან, ვგრძნობდი მის გამალებულ გულისფეთქვასაც, ისიც ემოციისგან იწვოდა, ხოდა მის ემოციას მივენდე, თავი კისერთან მივადე და მელოდიას მივყევი, მთელი სხეული მიკანკალკებდა, ვგრძნობდი მის სურნელს , რომელიც ჩემდა გასაკვირად პირველად ვიგრძენი, საოცარი სურნელი ჰქონდა , რაღაც მკრთალი ისეთი როგორიც უნდა ჰქონოდა,, ჩემ ბიჭს’’, ვცეკვავდით ასე ჩახუტებულები და ეს პირველი შემთხვევა იყო როდესაც ასე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან მინდოდა გავქცეულიყავი და საერთოდ არასდროს დავბრუნებულიყავი მაგრამ ძალა არ მყოფნიდა ....ვცეკვავდით და ამ ცეკვაში ერთდროულად იყო ჩვენი ბავშვობა უდარდელი და ლაღი, თინეიჯერობის სიკეკლუცე და ანცობა, ახალგაზრდობის ფლირტი, გარდამავალი ასაკის სიდინჯე და სიბერის მზე შემოდგომისა..... თავი მის კისერში მქონდა ჩაფლული და ვფიქრობდი როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ერთი წუთით მაინც რომ ვყვარებოდი ისე გაგიჟებით როგორც მე მიყვარდა, ალბათ ეს სიყვარულის დაუჯერებელი ზღაპარი იქნებოდა , ორი გიჟის რომლებმაც სხვანაირი სიყვარული, სევდა, მონატრება და ყველაფერი განსხვავებული იციან ......ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც თავზე მისი კოცნა ვიგრძენი, მელოდია დამთავრებულიყო და ასე მემშვიდობებოდა , თავზე კოცნიან ადამიანს ვინც ძალიან ძვირფასია , მე ვიცოდი მისთვის ძვრფასი ვიყავი, მაგრამ არ ვუყვარდი ერთი მარტივი მიზეზის გამო მას ერთხელ უკვე უყვარდა ..............................
ტანგო




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent