შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტეხასური ზღაპრები


10-11-2020, 03:24
ავტორი რენა
ნანახია 800

შორეულ ევროპაში ყავას ძალიან სასიამოვნოს ხარშავენ, მოხარშვა მაინც აზიურად აღიქმის, ალბათ ესპრესოს უფრო წურავენ რომელსაც წამებში გადაჰკრავენ.
ჩვენთან კოლორადოში ამერიკანო მეტი პოპულარულობით სარგებლობს რათქმაუნდა არა როგორც ტეკილა მაგრამ არც ამას ვუჩივით ამერიკელები.
მე ტეილორი ვარ ნაბოლარა გოგო მეოთხე შვილი ოჯახში. დედაჩემი ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა, მამაჩემი კი დაბადებიდან ვერ მიტანს...
ჩემი უფროსი ძმა კარლი ნამდვილი ნაბი$ვარია, დალაქი,რომელსაც მუდამ პირზე აკერია თუ როგორ ვჭამთ მის ნაყიდ საჭმელს, ნამდვილი ახვარია. შუათანა მაქსიც სუპერ კარლია, კვადრატში აყვანილი, გასულ წელს ისე მცემა ერთი კვირა სახლიდან არ გავსულვარ.მხოლოდ იმიტომ მომექცა ასე დაუნდობლად რომ თავლაში ბიძია ჯიმის შვილიშვილთან წამასწრო როგორ ვკოცნაობდი. სხვა ბიჭებზე რომ გაეგო ალბათ ნამდვილად დამახრჩობდა.
სემი ჩემი საყვარელი ძმაა, მან წარჩინებით დაამთავრა სკოლა,საფრანგეთში მიიღო უმაღლესი განათლება, ნამდვილი კლასიკაა...
ერთი სული მაქ სკოლა დავამთავრო რომ ამ ტირანებს მოვშორდე, სემი დამპირდა თუ კარგად ისწავლი თან წაგიყვანო.
ბონ, ბონ, ბონ... ასე მეკვიატება ბიჭი რომელიც სკეიტპარკში დავინახე, ნამდვილი ჯელტმენია, არა ეჭვიც არ მეპარება რომ ნამდვილი ჯელტმენია, რამდენჯერ მიცდია მისთვისაც მეკოცნა მაგრამ საშუალება არ მომეცა თუ არ მომცა ვერ გავიგე. არადა მეგობრებს დავენიზლავე ეს ბიჭი ჩემი გახდებათქო, დიახ, ასეც იქნება, ვისზეც მიოცნებია ყველა ჩემი გამხდარა, და ეს მახინჯი რა გახდა?
მის ვიწრო ტეხასურ თვალებში ვიძირები, მისი ღაჟღაჟა წითელი მიმხმარი ლოყები მიხმობს საკოცნელად, მისი აპრეხილი ტუჩები და დაბუშტული ცხვირი მთხოვენ ვეალერსო,გრძელი ქერა თმები მთხოვენ დავვარცხნო, ნამდვილი ბონ ჯოვია, ახალგაზრდა ბონ ჯოვი...
უკვე თვეებია არც კი მინახავს,არც კი გამოჩენილა, შეუძლებელია, არამგონია ჩემს მუწუკებს დაეფრთხო,არა!
უკვე აღარ შემიძლია იქნებ სჯობდეს მის მეგობრებს ვკითხო?
სკოლის შემდეგ გადავწყვიტე მივსულიყავი სკეიტპარკში,
-ჩარლი გამარჯობა.ბონ სკოტის ტელეფონის ნომერს ხომ ვერ მომცემთ? მის სახელზე ამანათი ჩვენს მისამართზე მოვიდა.
-გაგიმარჯოს, ტეილორ,შემიძლია გადავცე.
-ააამმმ- ტუჩზე ვიკბინე.
-მგონი არ გაბრაზდება, ჩაიწერე.
-მადლობა დიდი-შევიშმუშნე ძალიან ნაზად, ჩარლიმ ჩემი ნაზი შეშმუშვნა არაფრად ჩათთვალა, კარგად მიცნობდა, ალბათ ჩემზე ბონს ყველაფერი მოუყვა, ალბათ ჩემი მრავალფეროვანი ცხოვრების დეტალებიც გააცნო... აღარ მინდოდა არაფერზე ფიქრი, რაც ჩამიდენია არაფერს ვნანობ,ან იქნებ ვნანობ. ჩემზე ისეთი ჭორები დადიოდა,წესით ქუჩაში არ უნდა მევლო, მაგრამ ღმერთმა ხომ სიმართლე იცოდა? მე ცუდი არაფერი ჩამიდენია, მხოლოდ ვეალერსებოდი მეგობარ ბიჭებს ჩემს ქვეცნობიერს მუდამ სჯეროდა რომ ჩემზე იჭორავებდნენ მაგრამ მე ამას ვშვრებოდი, ნამდვილი ვით ვიქცეოდი, საქმე ს*ქსამდე რომ მიდიოდა გავრბოდი,წელს ქვემოთ ან წელს ზემოთ თუ შემახებდნენ კოცნის დროს ხელს, თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი, განა რამე ცუდს ვშვრებოდი? არაფერს, შინაგანად ვეძებდი ბიჭს რომელიც შემიყვარებდა და შევიყვარებდი...ვეძებდი კედელს, რომელსაც მივეყრდნობოდი.

-მე მაინც გავაფრთხილებ
-როგორც გინდა-ადგილი დავტოვე მალევე თითქოს წამართმევდა ნომერს...
ალბათ ბევრ გოგოს უოცნებია სასიყვარულო მესიჯებზე, მეც მიოცნებია მაგრამ ორმხრივი სასიყვარულო მესიჯები არასოდეს მქონია. ყოველ სამ წუტსჰი რომ მოდის და მარტო არასდროს გტოვებს, სახელად MY LOVE რომ აწერია, და უამრავი გუისა და კოცნების სმაილების შემცვლელი მესიჯები...
ერთადერთ ბიჭს ვუყვარდი რომელიც მომაბეზრებელ სასიყვარულო მესიჯებს მწერდა ერთხელ ვაკოცე, და შემდეგ მაშანტაჟებდა, თუ არ ვაკოცებდი ჩემს ძმას ეტყოდა ყველაფერს. ჩემი ბრალი იყო ბიჭს მივეცი მიზეზი ეფიქრა რომ მიყვარდა, ხმელი ხის ძირში მჯდარს შევახტი და კოცნა დავუწყე სწორედ ისე ცეცხლოვანი ქალები რომ შვრებიან, არასოდეს დამავიწყდება მისი გამჭოლი მზერა,დაბნეული სახე და აცახცახებული ხელები რომლებიც ვერც კი მეკარებოდნენ...
დრო იყო ახალი შეგრძნებებისთვის გამეღო გულის კარი
ამიტომაც დავიწყე გრძელი მესიჯი მიმეწერა მისთვის, ვიცოდი მიპასუხებდა.
- ,,ბონ, ტეილორი ვარ რომელი საათია?,,
-,, ტეილორი? ანუ შენ?
-მომენატრე, უფროსწორედ მოგვენატრე როდის უნდა გვნახო?ჩარლის მოტყუებით გამოვართვი ტელეფონის ნომერი.
-გამოგივლით ამ დღეებში, კარგი გიქნია ჩარლის მადლობას გადავუხდი.
-დღეს მოხვალ?
-სად?
-წისქვილთან-წისქვილთან ესე გვიან არავინაა,თან დღეს პარასკევია
-რომელზე?
-როცა გინდა.-დროის არჩევის საშუალება მივეცი, თავისი სურვილისამებრაც ხო უნდა ემოქმედა?უფროსწორედ მეც ხომ უნდა მეგრძნო, რაიმე?
-ერთ საათში.
-კარგი,- გავიყინე, უცებ ამერიკული სტატია გამახსენდა, ,,თუ არ გინდა მიქარო, ნუ გაიპარსავ ფეხებს,,

მე ერთ საათში ზუსტად წისქვილის წინ ვიდექი, ბონ სკოტი არსად ჩანდა, სტატია გამახსენდა ისევ ,,თავმოყვარე ქალის 10 მცნება,, სადაც 1 ცნებაში გარკვევთ წერია რომ ყველა თავმოყვარე ქალი აგვიანებს პაემანზე. და თავი უთავმოყვარეოდ ჩავთვალე, უკვე აშკარად გავუსვი ხაზი ჩემს უთავმოყვარეობას ბონ სკოტთან როცა პაემანზე მე დავპატიჟე.არცერთი შეგნებული ტეხასელი გოგო ასე არ მოიქცეოდა. ჩემი მანკიერებები წამით დავივიწყე, მეხერხებოდა და სხვანაირად არც შეიძლებოდა, ჩემი სევდაც დავივიწყე და მალევე დავემსგავსე მეტიჩარა ტეხასელ გამბედავ თინეიჯერს.გამბედავი თინეიჯერი ნამდვილად ვარ, აბა ვის შეუძლია 16 წლისას ოცზე მეტი ბიჭისთვის ნაკოცნი ჰქონდეს და მიგდებულიც?ათობით ბიჭი ნაცემი? თან ქუჩაში მშვიდად დადიოდეს?
მაიას ტომის შთამომავალმა ხელის გულზე მიმკითხავა, მომაშტერდა და დამლოცა ალბათ ხედავდა ჩემს, აწმყოს, ერთი კი გავიფიქრე თუ აფერისტი არაა და ყველაფერს ხედავს, ღმერთო რა სირცხვილიათქო.
მალევე ჩემი ტეხასელი ბიჭი მოვიდა წითელი პიკაპით, სიახლით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ არა უშავდა რა, მანქანიდან გადმოვიდა კარი გამიღო და ჯენტმენლურად ჩამისვა მანქანაში.
-რა ლამაზად გამოიყურები,არა თვალებზე ეტყობოდა რომ არ მატყუებდა, ბონ სკოტი იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა რომელიც მხოლოდ იმ გოგოებს ხვდებოდა რომელიც ესიმპათიურებოდა, და ყველას ეუბნებოდა კომპლიმენტს.
-მადლობა, იცი ? მინდა რაღაცეები გითხრა, და ვიცი უსიტყვოდ გამიგებ, შენი სურგლძელობის მჯერა.ვიცი მომისმენ.სულ ცოტა დროს წაგართმევ. ვიცი რომ ესე არ დამტოვებ უპასუხოდ, ისიც ვიცი რომ არეულად გესაუბრები მაგრამ ძალიან მომწონხარ.
-ხო მეც მომწონხარ, კარგი გოგო ხარ, კარგი გოგონა.-ამაში ეჭვი ეპარებოდა ,, კარგი გოგონა,, არასოდეს მატყუებს წინათგრძნობა რას ფიქრობს სხვა ჩემზე.
-ბონ შენ რომ მიყურებ მწველ გრძნობას განვიცდი, მინდა თან შეგეხო თან ვიწვი,თან არ შეგეხო გიყურო და ვიწვოდე შენი ცქერით, ღმერთო რეებს ვიძახი,არ მინდა არასწორად გამიგო, შენში კუთხეს ვხედავ, მხოლოდ შენი მჯერა.არაფერი მინდა შენგან მხოლოდ კუთხე, კუთხე სახელად ბონი რომელიც მიმიღებს მისად.ისე მომწონხარ აი ვერ აგიხსნი,
-ეს სიყვარულია,ტეილორ.-მიმიხუტა და ესე რამოდენიმე წუთი ვეხუტებოდით ერთმანეთს მხოლოდ ხელს მანქანის მუხრუჭი გვიშლიდა.
ჩვენი სულები ერთმანეთს უახლოვდებოდნენ, მხოლოდ სახლში მოსულს როცა ჩემი უფროსი ძმა დამხვდა კარებში მოვუბრუნდი რეალობას.



№1  offline წევრი melina

არასწორია-რათქმაუნდა
სწორია-რა თქმა უნდა. მის წინ მძიმე უნდა დაისვას.
აგრეთვე არასწორია ჯელტმენი, სწორი ფორმაა ჯენტლმენი...დანარჩენს აღარ ჩამოვთვლი,წარმატებები.

 


№2  offline მოდერი ჰოლანდიელი

გუისა რა არის?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent