შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“მოდი ვითამაშოთ” 4 თავი


11-11-2020, 22:33
ავტორი mancho1
ნანახია 1 000

ერთი კვირა მე და სანდრო ერთმანეთს ყოველ საღამოს ვხვდებოდით. რატომღაც ძალიან მივეჯაჭვე, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. რატომღაც ჩვენს შორის პატარა ზღვარი ისევ არსებობს, უხერხულობის მომენტებიც და რა თქმა უნდა გაწითლებებიც. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ის ჩემთვის უსაფრთხო წერტილად იქცა, რადგან მასთან ყოფნის დროს, ჩემს ნომერზე უცნობი ადამიანის ესემესები აღარ მოდიოდა.
ცოტა უცნაურია, მაგრამ უცნობმა “მენტორმა” ყველა ჩემი ნაბიჯი იცის, სანდროსთან ყოფნა კი ვერ დააფიქსირა.
ყოველ დღე, ყოველ წუთას ცდილობს ის ჩემი ადგილსამყოფელის დადგენას, ჩემს ფსიქოლოგიაზე იდეალურად თამაშობს, ცდილობს მათქმევინოს რომ სიცოცხლე აღარ მინდა, რომ დავიღალე. ხშირად მეკითხება მომწონს თუ არა ჩემი მარტოსულობა, ის რომ არ მყავს გვერდით ოჯახი და საყვარელი ადამიანი. იმასაც ხშირად მეუბნება, რომ ჩემს ადგილას აქამდე მილიონჯერ მოიკლავდა თავს. ვიცი, და ალბათ მართლაც რომ ჩემს ადგილას ყოფილიყო უფრო მეტჯერ ეცდებოდა სიცოცხლის მოსპობას. რატომ? იმიტომ რომ არც ისე ძლიერი ვარ როგორიც ვჩანვარ. მარტოობა მიყვარს, ჩემი რუტინა ანუკის გადმოსვლამდე, სანდროს გამოჩენამდე და რომში მოგზაურობამდე ბევრად დალაგებული და სხვანაირი იყო. მთელს დღეს მუშაობაში ვატარებდი, ხშირად ღამეებიც გამითენებია ოფისში, რადგან წარმატებული ყოფილიყო ჩემი პროექტი. სახლში გვიან, ძალიან დაღლილი ვბრუნდებოდი, ვწესრიგდებოდი, ყავას ვაკეთებდი და აივანზე, ჩემს მყუდრო სავარძელში ვჯდებოდი და ცას ვუყურებდი. თუ ძალიან გვიანი არ იყო დედას ვეხმიანებოდი, და შემდეგ ვიძინებდი.დილით კი ისევ იგივე მეორდებოდა, ხანდახან დაქალებთან ერთად კაფეში ან გასართობად თუ გავიდოდი, დანარჩენი ჩემი ცხოვრება სწავლას და კარიერას ეკუთვნოდა.
ახლა ყველაფერი სხვანაირადაა.

დილით შიშით ვიღვიძებ, ასევე შიშით ვათვალიერებ ანუკის ოთახს, რადგან “მენტორმა” ანუკის შესახებ გაიგო, იცის რომ ანუკი ჩემი ყველაზე ახლო მეგიბარია და რა თქმა უნდა მისით მანიპულირებას შეეცდება. სხვა მეგობრების შესახებ არაფერი იცის, რადგან თამაშის დაწყებისთანავე ყველა მეგობარს და ახლობელს ჩამოვცილდი, რადგან მათთვის ზიანი არ მიმეყენებინა.
სამსახურშიც ძველებურად ბედნიერი და აღფრთოვანებული ვეღარ მივდივარ. ეკას ვუთხარი რომ იტალიაში გამოკითხვის ჩატარებამ შედეგი ვერ გამოიღო და ეს კვლევა გაგვეუქმებინა. რა თქმა უნდა საუკეთესო თანამშრომლის ტიტულიც ფეხქვეშ გავთელე. ახლა დასაკარგი ძალიან ცოტა მაქვს. საბედნიეროდ მან არ იცის დედას შესახებ არაფერი, ვცდილობ ნინას(დედას) იშვიათად ვეკონტაქტო, ვუთხარი რომ ტელეფონი გამიფუჭდა და ანუკის ტელეფონით ველაპაფაკები, რა თქმა უნდა ანუკისთანაც მიწევდა ბევრი ტყუილის მოფიქრება.

თამაშის დაწყებიდან ათი დღე გავიდა, დილით ავდექი, მოვემზადე და სამსახურში წავედი. ანუკი არ გავაღვიძე, რადგან გვიან აპირებდა მოსვლას.
მეტრომდე მისასვლელი გზა კანკალით გავიარე, ეს მდგომარეობა უკვე ჩვეული და ნორმალური გახდა ჩემთვის. ნაბიჯებს ვითვლიდი, რადგან შიშს ჩემი გონება და გული არ დაეხშო. ვაგონში შევედი და ყურსასმენები გავიკეთე. ერთი, ორი, სამი... თვალებს ქვემოთ ვხრი და ვცდილობ არაფერზე ვიფიქრო. ისევ გზა...ვეღარ დამთავრდა... და ისევ უცნობის ესემესი.
“-იცი რა მარტივია სიკვდილი? როცა კვდები უკვე ყველა პრობლემა ბათილდება და შენი გონებაც წყვეტს ფუნქციონირებას.”
უკვე ძალიან მეშინია, სუნთქვა მიხშირდება
“-აქეთ-იქით რომ იყურები გგონია მიპოვი?”
“-ხო მართლა, არ ვიცოდი კვლევითი ცენტრი თუ გაყიდვების კომპანიამ ჩაანაცვლა”
მან უკვე ჩემი სამუშაო ადგილიც იცის.

“-აგრესიულო ქალბატონო, ცდილობ უშიშარი იყო, მაგრამ შენი სახე და ხელების მოძრაობა სხვა რამეს ამბობს”
თავს ძლივს ვიკავებდი რომ აქეთ-იქით ყურება არ დამეწყო, ვცდილობდი უდარდელი და მშვიდი ნაბიჯებით მევლო, თუმცა კისრის არეში დაძაბულიბის შეგრძნება და წვა ამის საშუალებას არ მაძლევდა, მძიმედ ვადგამდი ნაბიჯებს და გონებაში ვითვლიდი.
გული ამოვარდნას მქონდა, ტელეფონი გავხსენი და სანდროს მივწერე.
“-სანდრო, ძალიან მჭირდები”
ტელეფონი გავთიშე. თუმცა ვხვდებოდი, რომ სანდროსთვის ამის მიწერა დიდი სისულელე იყო.
ახლა რას ვიზამ არ ვიცი. მან თითქმის ყველაფერი გაარკვია. მანამდე უნდა დავამთავრო ეს ყველაფერი, სანამ დედას ვინაობას გაიგებს.
დღე საშინლად დასრულდა, არანაირი კონცენტრაციის უნარი არ გამაჩნდა, ვერაფერზე ვფიქრობდი,გარდა პრობლემის გადაჭრისა. ჩემი თანამშრომელი და მეგობარი საბა დიდხანს აკვირდებოდა ჩემს უცნაურ ქცევებს, ბოლოს კი თავი ვერ შეიკავა და ეცადა რაიმე გაეგო.
-სესი, ყველაფერი რიგზეა? ბოლო დროს უცნაურად იქცევი
გაუცხოვდი, არავის გველაპარაკები და სულ შენს ფიქრებში ხარ ჩაძირული.
-არაფერია, კარგად ვარ... ხელი ჩავიქნიე და ადგილიდან სწრაფად წამოვდექი კითხვები რომ ამერიდებინა.
საკმაოდ გვიან მოვრჩი მუშაობას. საბა ისევ ცდილობდა ჩემთან კონტაქტს, თუმცა უშედეგოდ.
-სესილია, მეც გავდივარ და წაგიყვან თუ გინდა.
ცოტახანს გადავწყვიტე გავყოლოდი, რადგან ფეხით მგზავრობა საშინელ შიშს იწვევდა ჩემში, თუმცა ისევ უკან დავიხიე, რადგან ეს საბას უბედურებაში ჩათრევის მცდელობა იქნებოდა.
-მადლობა, მირჩევია ფეხით გავისეირნო.
თან ჩემს თავს დავცინი “-აბა კიი, გაისეირნებს გოგო, ჰაჰ”

ტელეფონი ჩავრთე და უამრავი ესემესი ერთად მოვიდა ნომერზე. ჩემი შინაგანი მე მკარნახობდა რომ არ გამეხსნა. ნარეკებიც იყო, ოღონთ სანდროსგან.
მივხვდი რომ ძალიან ვანერვიულე, გადავწყვიტე დამერეკა, თუმცა ქუჩაში ამის გაკეთება დიდი სისულელე იყო.
როგორც იქნა სახლში შევაღწიე.
ანუკი ჯერ არ იყო მოსული. ჩაბნელებულ სახლში ფეხაკრეფით შევედი და საწოლთან, იატაკზე ჩამოვჯექი.
-ესემესი უნდა გავხსნა, ვეუბნები ჩემს თავს და ვცდილობ ტელეფონს მივუახლოვდე, თუმცა ჩემი ქვეცნობიერი ისევ მეწინააღმდეგება, ბოლოს ისევ საშინელი ინტერესი იმარჯვებს შიშზე და ესემესს ვხსნი.
“-მგონი საკმარისად გავიცანით ერთმანეთი და დავალების შესრულების დროც მოვიდა”
არ მიმდა მასთან კონტაქტი, ისტერიკა მემართება ვხვდები. მაგრამ ვცდილობ არ მეშინოდეს, ამ დროს მხოლოდ სანდროს სიტყვები ჩამესმის, რომ შიში ადამიანს დროზე ადრე კლავს, ამიტომ სანამ სიცოცხლის უფლება მაქვს, უშიშრად ვიბრძოლებ მკვლელების წინააღმდეგ და მაინც გავიგებ მათ მიზანს.
“-შენ როგორც ყოველთვის, გაცნობა ჩემზე ინფორმაციის მოგროვება გგონია, და როგორც ყოველთვის, შეგახსენებ, რომ გაცნობა ორმხრივია და მე შენ არ გიცნობ”
ესემესმა არ დააყოვნა და უცნობმა მალე მიპასუხა, ამჯერად ხმოვანი შეტყობინება მოვიდა, სადაც მისი შემზარავი სიცილი ისმოდა. მთელს ტანში საშინელმა ჟრუანტელმა დამიარა, წამში გავიყინე.
ძალა მოვიკრიბე და კითხვა, რომელიც ყველზე მეტად მაწუხებდა ავკრიფე:
“-რა არის შენი მიზანი?”
“-იგივე, რაც შენი”
“-ჩემი მიზანი მატერიალური უზრუნველყოფაა საკუთარი თავის და ჩემი საქმისგან სიამოვნების მიღებაა”
“-მეც იგივეს ვიტყოდი”
“-ანუ შენ ადამიანების ცხოვრებით თამაშისთვის ფულს იღებ და თან გსიამოვნებს”
“-ეს უკვე შენ არ გეხება, დრო მოვიდა უკვე პირველი დავალება შეასრულო”
საშინელებაა, თავს ვერ დავაღწევ, უნდა ავყვე, თორემ ცუდად დამთავრდება.


დავალება1
ღამის პირველის ნახევარი.

“-ძალიან მშიშარა ხარ, მეეჭვება ამის გაკეთება შეძლო, თუმცა მოგიწევს”მენტორი ცოტახანს აყოვნებს ესემესის მოწერას...
“-ახლა, გახვალ სახლიდან! და მიჰყვები ჩემს მითითებეს. დაელოდე მომდევნო ესემესს!”
მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალდებს თავში, გადავხტე მეცხრე სართულიდან და ჯერ ახლა დაწყებული კოშმარი, სწრაფად დავასრულო. კიბეები ჩავირბინე. ინტუიცია მკარნახობდა რომ ქალაქგარეთ გამიყვანდა მანიაკი.
ქუჩაში დავდექი და ესემესს დაველოდე.
უცნაურია, თუმცა მან ლოკაცია გამომიგზავნა წარწერით “-ამ ლოკაციაზე მიხვალ. ორ კორპუსს დაინახავ, გზის პირას რომელიც დგას, მის კედელს წითელი საღებავით დასვრი.”
ღამის სიბნელეს მხოლოდ ლამპიონების შუქი ტეხდა. ქუჩა გადავკვეთე და მომდინარე ტაქსი გავაჩერე. ადგილი დავუსახელე, რომელიც ცხოვრებაში თვალით არ მქონდა ნანახი. როგორც ჩანს ინტუიციამ არ მიღალატა და გრძელი გზის დასრულების შემდეგ ქალაქ გარეთ მიყრუებულ ადგილას აღმოვჩნდი. ნელი ნაბიჯებით გავიარე გზა კორპუსებს შორის და ჩიხში გავჩერდი. გული საშინლად მიკანკალებდა. სუნთქვა გამიხშირდა და საფეთქლები დამეწვა. წამით გავშეშდი და კედელს მივაშტერდი, სადაც თითქოს ადამიანის ჩრდილი ჩანდა.
ის აქ არის, გავიფიქრე და ღრმად ჩავისუნთქე.
“-გელოდები”
მისმა ესემესმა საშინლად დამძაბა, მხედავს, ამას ვგრძნობ.
საღებავი მოვიმარჯვე, სახეზე პირბადე ავიფარე და კედელზე დიდი ასოებით დავწერე
“შენი არ მეშინია”
ამის დაწერისას ვგრძნობდი რომ ახლა ძალიან გამბედავი ვიყავი, მინდოდა ერთი ამოსუნთქვით შემესუთქვა ქალაქის ბინძური ჰაერი და გული დამემშვიდებინა.
გარშემო სიბნელეა, თითქოს ლამპიონებიც ვეღარ ანათებენ უწინდებურად, არც მთვარე ჩანს. მხოლოდ სიბნელე და ჩემს წინ აღმართული უშველებელი კედელი, წარწერით “შენი არ მეშინია”
უცებ ზურგში საშინელი წვა ვიგრძენი, ვიღაც აუცილებლად მიყურებდა. ვეცადე შებრუნება, თუმცა ამისთვის გამბედაობა არ მკმაროდა. ახლა სმენაც დამეძაბა, ქალაქის ბოლოში უჩვეულო სიჩუმე ჩამოვარდა. ეს სიჩუმე კი ყველაზე დიდი ხმაური იყო ახლა ჩემთვის. თვალის გუგებიც უსაშველოდ გამიფართოვდა, მინდოდა ყველაფერი ერთად დამენახა. ზურგი ისევ უწინდებურად საშინლად მეწვოდა, უსასრულო სიჩუმეში გარკვევით ვიგებდი თუ როგორ მიახლოვდებოდა უკნიდან ვიღაც. ყოველი ნაბიჯის შემდეგ მუხლებში ძალას ვკარგავდი და თვალებში სიბნელე ჭარბობდა. ნაბიჯების ხმა შეწყდა, ვგრძნობდი ის ჩემს უკან იდგა. სრულიად მოულოდნელად კისერზე, საშინელი სიცივე ვიგრძენი... მისკენ გახედვა ვერ გავბედე, თვალებს მაგრად ვხუჭავდი იმის მოლოდინით, რომ მალე სიცოცხლეს გამომასალმებდა ეს მანიაკი. სხეული საშინლად ამიკანკალდა, დამშვიდებას უკვე აღარც ვცდილობდი. ზუსტად მაშინ, როცა საბოლოოდ გადავწყვიტე მკვლელისთვის თვალის გასწორება, ჩემი კისრიდან მძიმე სიცივე გაქრა, ის მანიაკი ხელით შემეხო. ამის ბოლომდე გააზრება და მითუმეტეს ხელმეორედ წარმოდგენა უფრო მეტად მთრგუნავდა. ესემესი მოვიდა. ელვისებური სისწრაფით გავხსენი ტელეფონი და გადიდებული თვალებით ამოუსუნთქავად წავიკითხე
“-და შენ ამბობ რომ არ გეშინია?”
ამ დროს პატრულის მანქანის ხმამ გამომაფხიზლა, რომელიც სავარაუდოდ ჩემსკენ მოდიოდა. საშინლად დავიბენი, გზაზე ვერ გავიდოდი, რადგან მაშინვე დამიჭერდნენ, ამიტომ გადავწყვიტე სიბნელეში შევსულიყავი, სადაც არც ერთი ლამპიონი და სინათლის ნიშან წყალი არ იყო.
უსასრულო სიბნელეში გავრბოდი და ვგრძნობდი როგორ ზღვავდებოდა ჩემში ადრენალინის შეგრძნება, რომელიც თითქოს მომწონდა კიდეც. არ ვიცი რამდენი კილომეტრი გავირბინე ფეხით თუმცა მივხვდი რომ ძალიან, ძალიან ბევრი ვირბინე. ჩემს ქუჩას რომ მივუახლოვდი უკვე თენდებოდა. ნუთუ ამდენ ხანს ვიყავი გარეთ? ეს მე გავაკეთე? ვეკითხები საკუთარ თავს და ვცდილობ გამოვიღვიძო, თუმცა ვაანალიზებ რომ ეს სიზმარი კი არა ჩემი კოშმარული რეალობაა.
მაქსიმალურად ჩუმად გავაღე შესასვლელი კარი და ტანსაცმლიანი დავეშვი ჩემს საწოლზე.
ესემესი ისევ მოვიდა:
“-როგორ მოგეწონა პირველი დავალება?!”
ჩემი თავით აღფრთოვანებული, გავთამამდი და მივწერე:
“-სულ ეს ხარ?”
ძალიან დავიღალე, მინდოდა დამეძინა მაგრამ სანდროს ესემესების კითხვამ ბოლომდე წაიღო ჩემი ძილის სურვილი. მილიონი ნარეკი და ესემესი მისგან. ჩემგან კი არანაირი პასუხი.
ტელეფონი ტუმბოზე გადავდე და თვალები დავხუჭე.

****
ზარის ხმამ ძალიან მალე გამაღვიძა. საათს შევხედე.
-ღმერთო არააა მთელი დღე გასულა....წუწუნით წამოვდექი საწოლიდან, ტელეფონი ისევ დაჟიმებით რეკავდა.
ისე თითქოს არაფერი მომხდარა, ჩვეული ტონით ვუპასუხე სანდროს.
-ხო სანდრო...
-ვაიმე სესილია, გული გამისკდა, სად ხარ მითხარი... გულამოვარდნილი სანდრო ერთნაირად მაყრის კითხვებს, მე კი ჯერ ისევ ვერ მოვდივარ აზრზე და გაოცებული ვატრიალებ ოთახის გარშემო თვალებს.
-სახლში ვარ, რა მოხდა სან?
-მაგიჟებ? მომწერე ცუდად ვარ, მჭირდებიო... გუშინ დილიდან გირეკავ, გწერ, გეძებ ყველგან და ვერსად გიპოვე, ვერც დაგიკავშირდი. როგორ ხარ, რა მოხდა მითხარი.
სანდროს ხმა უკანკალებდა და ცდილობდა ჩემგან რაიმე გაეგო.
-ბოდიში რომ შეგაშინე, არ მინდოდა,მართლა
-კარგად ხარ? ვინმემ ხომ არ შეგაშინა, რა მოხდა მითხარი.
დავიბენი, ეს ბიჭი ჩემს სულში ხელებს აფათურებს და მგონი ვღელავ.
-ვის უნდა შევეშინებინე? ხმა მიმკაცრდება
-არ ვიცი, რა აღარ ვიფიქრე. სად ხარ ახლა, მოვალ რა... ისეთი თბილად მთხოვა, ყველა უარყოფითი შეგრძნება ერთად დავკარგე და ჩემ და უნებურად დავთანხმდი. თუმცა მალევე გამახსენდა რომ ის მანიაკი გამუდმებით მითვალთვალებს და შიძლება სანდროს მოსვლაც შენიშნოს.
-სან, ცოტა უხერხულია, მაგრამ იქნებ ეცადო რომ შეუმჩნევლად მოხვიდე. უბრალოდ ძალიან ინტერესიანი მეზობლები მყავს და არ მინდა შეგამჩნიონ... ოჰ სესილია, უკვე იმდენს იტყუები, რომ მალე შენც დაგეჯერება, ვეუბნები საკუთარ თავს და აწეწილ კულულებს სახიდან ვიშორებ.
სანდროს მობილური გავუთიშე და შემდეგ ანუკისთან დავრეკე, რომელსგანაც არანაკლები ზარი იყო ჩემს მობილურში.
-სესილია სად ჯანდაბაში ხარ ამიხსნი? ისე იწყებს ჩხუბს, რომ სიტყვის თქმას არ მაცლის.
-გამარჯობა ანუკი, მეც კარგად ვარ... დავცინი მეგობარს და ვცდილობ სიტუაცია განვმუხტო.
-შენ სულ გაგიჟდი ხო? სად იყავი მთელი ღამე, რატო არ მპასუხობდი. გეთქვა მაინც რომ მოსვლას არ აპირებდი, გამისკდა გული იცი?
-კარგი რა, დამშვიდდი, არაფერია კარგად ვარ.
-იმ ბიჭთან იყავი? სად გაქრი მთელი ღამე?
-ვინ ბიჭთან, ნუ სულელობ. ვსეირნობდი უბრალოდ... ვცდილობ მშვიდად და დამაჯერებლად ავუხსნა
-შენ მართლა გაგიჟდი, მორჩა, საშველი არ არის.
ამის გაგონებაზე გულიანად მეცინება და ვემშვიდობები.
რა მაგარია, უცნობმა კარგად გათვალა დავალების შესრულების დრო... ახლა დასვენების დღე რომ არ მქონდეს, ნამდვილად შევიშლებოდი.
ზლაზვნით ავდექი და ვეცადე ცოტა მოვწესრიგებულიყავი სანამ სამდრო მოვიდოდა. მოკლე შორტზე გრძელი ჰუდი გადავიცვი და და ოთახის მილაგება დავიწყე. მალე კარზე ზარის ხმა გაისმა. უჩვეულოდ ბედნიერი მივედი კართან, თუმცა უსაფრთხოების მიზნით მაინც გადავამოწმე ვინ იყო და სანდროს ხმა რომ გავიგე კარი მაშინვე გავაღე.
-სხვას ხომ არ ელოდი? მიყურებს გაბრწყინებული და ჩემსკენ იხრება რომ მაკოცოს.
-არა, შემოვედი... ვეუბნები და მისაღებისკენ ვუთითებ.
-შემაშინე იცი?
-ვიცი... ცივად ვპასუხობ და ვცდილობ თემა შევცვალო.
ტანზე მომდგარი ქურთუკი გაიხადა და სავარძელზე დადო.
-ყავას დალევ? ვეკითხები ისე, რომ არც ვუყურებ
-კი, დავლევ.
ელექტრო ჩაიდანში წყალს ვასხამ და დენზე ვაერთებ. შემდეგ ისევ მისაღებში, სანდროსთან ვბრუნდები.
-არ მეტყვი რა მოხდა? ინტერესით მიყურებს და ჩემგან რაიმეს თქმას ელის.
-არაფერი სანდრო, მართლა კარგად ვარ. ცოტახნის პაუზის შემდეგ ვაგრძელებ. -აღარ გვინდა ამ თემაზე საუბარი, შენთან რა ხდება მომიყევი. დღეს არ მუშაობ?
ვეცადე მხიარულად მესაუბრა, თან ავდექი და ყავის მომზადება დავიწყე.
-დღეს ღამით მაქვს ფრენა, ათზე.
-სად მიფრინავ?
-იქ სადაც შენ ძალიან გინდა წასვლა... მაცდურად მიყურებს და თვალები მობრჭყვიალე ვარსკვლავებით ევსება.
-გერმანიაში? მეც გადმომედო მისი საოცარი მუხტი და პატარა ბავშვივით, გაოცებით ვკითხე
-კი, გერმანიაში.
-აუ რა მაგარია...თითქოს გულდაწყვეტით წამომცდა
-გინდა წაგიყვანო? მაცდური ღიმილით მეკითხება
-ჰმმ, თუ პილოტის გვერდით ვიჯდები, მინდა... მეც არანაკლებ მაცდურად გავუღიმე და თვალები მის მზერას გავუსწორე.
ცოტა უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მის გვერდით თითქოს არაფრის მეშინოდა, ყველაზე უსაფრთხო ის ადგილი იყო, სადაც სანდრო მეგულებოდა. ფიქრებში ჩაძირული მადუღარის ხმამ გამომაფხიზლა. (ჩემთვის) ძალიან მოულოდნელად დაიწკაპუნა, იმის ნიშნად რომ წყალი ადუღდა. მადუღარის ხმაზე საშინლად შევკრთი, ხელში საშაქრე მეჭირა, რომელიც შიშიგან ხელიდან გამვარდა და შაქარი მაგიდაზე მიმოიფანტა. სასწრაფოდ დავიწყე ხელსახოცის ძებნა.
სანდრო მაშინვე ჩემს წინ გაჩმდა, საკმაოდ აღელვებული სახით.
-კარგად ხარ? რა დაგემართა, ფერი არ გადევს. მოდი ჩამოჯექი.
სკამთან მივყავარ და ელვისებური სისწრაფით მსვამს. შემდეგ გაფაციცებით ეძებს ჭიქას და აღელვებული, ათრთოლებული ხელით მაწვდის წყალს.
-არაფერია დამშვიდდი. ვეუბნები წყნარად. ვცდილობ რაც შეიძლება მალე დვიმშვიდო აჩქარებული გული.
-დალიე მიდი. ტუჩებთან მოაქვს წყლით სავსე ჭიქა და ცდილობს “მომასულიეროს” შემდეგ ფეხზე მაყენებს და სააბაზანოში შევყავარ, ონკანიდან ცივ წყალს უშვებს, გრძელ, ლამაზ თითებს წყლით ისველებს და შემდეგ ჩემს კისერს ეფერება ნაზი მოძრაობით, ვგრძნობ როგორ ვდუნდები და ვითიშები მისი შეხებისას. წელზე მჭიდროდ მხვებს დაკუნთულ მკლავს და ახლა სახეზე მითათუნებს გაყინულ ხელებს.
-კარგად ხარ? შემომხედე
-კიი,კი კარგად ვარ დაწყნარდი. არაფერია, მართლა. ვცდილობ მისი მკლავებისგან განვთავისუფლდე და უკან ვიწევი.
მისაღებში გავდივართ და სავარძელში ვსხდებით. დიდი ხნის სიჩუმე სამდრომ დაარღვია.
-სესილია, რაღაცას მიმალავ
-რას სანდრო... მაქსიმალურად მკაცრი ტონით ვეუბნები და განრისხებულ თვალებს ვაგებებ.
-არ ვიცი, რაღაც გაწუხებს. არ არსებობს ადამიანი მადუღარის ხმაზე ასე ცუდად გახდეს თუ რაღაც საშინლად არ აწუხებს და თრგუნავს.
სახე ხელებში ჩავრგე და მუხლებს იდაყვებით დავეყრდენი, მინდოდა ყველაფერი მეთქვა მისთვის.
მეთქვა როგორ მიჭირდა, როგორ მინდოდა ვინმეს დახმარება, რამხელა სისულელე ჩავიდინე და როგრ ვისპობ არა მარტო ჩემ, არამედ ჩემი საყვარელი ადამიანების სიცოცხლეს.
-სიგარეტი გაქვს? ისე ვეკითხები რომ სახეში არ ვუყურებ
-არა არ ვეწევი, თუ გინდა ჩავალ და ამოვიტან.
-არაა, არა არ წახვიდე. ვუთხარი და წასასვლელად მომზადებულს ხელზე დავეჭიდე.
-მალე მოვალ, აქვე არაა მაღაზია?
-არა სანდრო, არ ვეწევი, უბრალოდ ახლა მომინდა, რაიმე მჭირდება რაც დამამშვიდებს.
მისი თითები მჭიდროდ ეხვევა ჩემს თითებს და ცდილობს არ გამიშვას. ინსტინქტურად ფეხზე წამოვდექი და მის მზერას ჩემი თვალები გავუსწორე. ძალიან ნაზად თავისკენ მიმიზიდა და გულზე მაგრად მიმიკრა. აი ახლა ნამდვილად ცუდად ვარ. გაწეწილ კულებზე ნაზად მისვამდა გაყინულ თითებს, შემდეგ სახეზე გადმოვიდა, თვალებზე, ბოლოს კი ნელი სუნთქვით ჩემს სახესთან ძალიან ახლოს მოიწია და ცხელი ტუჩებით ყელსა და ყურს შორის,”დელიკატურ” ხაზზე მაკოცა.
ტანში საოცარმა შეგრძნებამ დამიარა და გული უჩვეულოდ ამიჩქარდა. გაბრუებული უფრო ახლოს მივიწიე და მის ყელში ჩავრგე სახე. ასეთი შეგრძნება არასდროს მქონია, მის სურნელს ხარბად ვიზიდავდი, რადგან არასდროს დამვიწყებოდა, ეს სურნელი ყველაფერს მავიწყებდა.
ასე ერთმანეთზე გადაჯაჭვულები დიდხანს ვიდექით, ვეცადე მისი მკლავებისგან თავის განთავისუფლება, სახე მის ყელს მოვაცილე და ხელებიც ქვემოთ დავუშვი.
-დამშვიდდი? მეკითხება ჯერ ისევ ჩემს სხეულზე მოკრული
-კი, კარგად ვარ... გავუღიმე და თვალები ქვემოთ დავხარე.
არეულ თმაზე ხელებით მომეფერა და ჩემი სახე ცივი თითებით თავის სახეს გაუსწორა.
-შენ ყველაზე დიდი სასწაული ხარ ჩემს ცხოვრებაში.
იმდენად მოულოდნელი იყო ამის გაგონება ჩემთვის რომ გაოცებისგან ხმა ჩამიწყდა.
-ყავას მე გავაკეთებ. მითხრა და გაშეშებული დამტოვა.
ჯერ ისევ შოკირებული დავეშვი სავარძელში და მის მანერებს მზერა გავუშტერე.


გიბრუნდებით ცოტა დაძაბული მომემტებით ^_^



№1  offline წევრი nisaka

საინტერესოა ძალიან❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი mancho1

nisaka
საინტერესოა ძალიან❤️❤️❤️


მადლობა ^_^ ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

კი დაძაბული ნმადვილად იყო.სუნთქვა შემეკრა კოთხვის დროს,

 


№4  offline წევრი mancho1

სტუმარი nancho
კი დაძაბული ნმადვილად იყო.სუნთქვა შემეკრა კოთხვის დროს,


^_^ ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent