შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

... რომ არ უნდა გიყვარდეს


13-11-2020, 23:47
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 23 369

არ ვიცი, სად გადის ზღვარი, შემთხვევითობასა და ბედისწერას შორის. მაგრამ ზუსტად ვიც, რომ ეს ორი მოვლენა ქმნის და წყვეტს, ჩვენს ცხოვრებას... ახლაც, რომ მკითხოთ, მაინც ვერ გიპასუხებთ ჩემს შემთხვევაში, რომელი უფრო გადამწყვეტი იყო. ბებია ამბობდა: – შემთხვევით არაფერი ხდება ამ ქვეყნადო. იქნებ მართლაც ასეა. იქნებ შემთხვევაც ბედისწერის ნაწილია. ან სულაც, იქნებ ეს ყველაფერი იქ, ზემოთ წყდება და მერე ჩვენ, ადამიანები ვარქმევთ სახელებს... დავარქვათ ! მთავარია, წინასწარ ნუ გვეცოდინება, თორემ ძალიან მოსაწყენი და უფერული იქნება ადამიანთა ცხოვრება...

ჩემი ისტორიაც, როგორც ყველასი, ასე დაიწყო, დავიბადე. ბედნიერი ბავშვობა მქონდა, მაგრამ დაუმორჩილებელი, რთული ხასიათით გამოვირჩეოდი, ყველაფრის მიმართ, ჩემი შეხედულებები და წესები მქონდა. შემეძლო ყველასა და ყველაფრის წინააღმდეგ წავსულიავი, თუ ჩემი ქმედებისა და აზრის სისწორეში ვიყავი დარწმუნებული. ვიღებდი რჩევას, თუ ის, მბრძანებლური ტონით არ იქნებოდა ნათქვამი. ბრძანება, ეს ერდადერთია,რასაც შეეძლო ვირივით ჯიუტი გავეხადე და წყობიდან გამოვეყვანე. სხვა შემთხვევაში, ჩემი აღელვება, ძალიან რთული იყო. კარგად გამომდიოდა საკუთარი თავის კონტროლი.
პროფესიაც ხასიათიდან გამომდინარე შევარჩიე, იურიდიულის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. სტუდენტობა ეს, დაუვიწყარი და შეუცვლელი წლები წარმატებით გავიარე. სამსახურიც მალე ვიშოვე.ერთ პატარა ოფისში, იურისტად დავიწყე მუშაობა. კომპანიის ფორმალური მხარეების მოგვარება მიწევდა. არ არის უბრალო და იოლი სამსახური, მაგრამ მე არ მაკმაყოფილებდა. რაღაც უფრო მეტი და უფრო რთული მინდოდა მეკეთებია. თანაც, ანაზრაურება კი მქონდა კარგი, მაგრამ რახან სწავლის გაგრძელებას ვგეგმავდი, ფულის დასაგროვებლად მეტი შემოსავალი მჭირდებოდა. არ მინდოდა ჩემი მშობლებისთვის მეთხოვა, ისედაც არაფერს იშურებდნენ ჩემთვის. შანსს ველოდი, რომ სამსახური შემეცვალა. თუმცა, ამის მიუხედავად ძალინ კარგად ვგრძნობდი თავს, თბილი გარემო და სასიამოვნო თანამშრომლები მყავდა. განსაკუთრებით უფროსი, ბატონი ნიკა, რომელსაც ძალიან არ მოსწონდა ბატონოთი, რომ მოვმართავდი და რომელიც შანსს არ უშვებდა ხელიდან, ჩემს მიმართ ყურადღება გამოეჩინა. უნდა ვაღიარო, მეც მომწონდა, მისი ყურადღება და კომპლიმენტები. განსაკუთრებით, როდესაც ჩემს ნიჭს უსვამდა ხაზსს. თანაც სიმპატიური და კარგი ადამიანი იყო. ჩვენი ურთიერთობა, ასე თუ ისე აეწყო, მეგობრობის დონეზე. თუმცა, ის, ჩემგან უფო მეტს მოითხოვდა. მე კი არსად მეჩქარებოდა. მასთან მეგობრობაც საკმარისი იყო. ისიც ვიცოდი, რომ მომენდომებია ხელფასსაც მომიმატებდა, მაგრამ ამ კატეგორიას არასოდეს ვეკუთვნოდი. პირიქით მძულდა კიდეც.

შვებულება ავიღე. დასასვენებლად და ახალი სამსახურის საძებნელად, დრო მჭირდებოდა. ისე მინდოდა სამსახური, სადაც მთელი ჩემი პროფესიის სირთულით გადავეშვებოდი, რომ ამის გამო აღებულ შვებულებაში, თურმე ბედისწერა ცხოვრების სირთულეებს მიმზადებდა. არც იმაზე მიფიქრია ნიკას, რომ ვაწყენინებდი და არც ჩემი გეგმები გამიმხელია.


მშობლებთან წავედი. მინდოდა მათ მზრუნველობასა და სიყვარულს ბავშვობში დავებრუნებინე. კარგი მშობლები მყავს ,კეთილი და პატიოსანი ადამინები.მათი დამსახურებაა, ჩემში, რაც კარგია. ყოველთვის სწორად გვზრდიდნენ მე და ჩემს ძმას, რომელიც ბედის საძებნელად ინგლისში გაგვექცა. არჩევანში არასდროს შევუზღუდივართ. დილით საუზმე. თბილი და სიყვარულით გაჯერებული დიალოგები, რომლებიც ზომიერად შეიცავდა დამრიგებლურ ფრაზებს. დედის კალთაში მოკალათება და მისი სურნელი(ასაკი არ მიშლიდა ხელს ხან დედის და ხანაც მამის კალთაში მოვკალათებულიყავი). მამის, ჩემი, იქ ყოფნით გამოწვეული ბედნიერებით სავსე მზერა. გაორმაგებული იყო ეს ყველაფერი, რადგან ჩემი ძმა სანდრო, აქ არ ჰყავდათ. მის წილსაც მე დამფოფინებდნენ. ღმერთო რა ბედნიერებაა! ეს, ის იყო, რაც ყველაზე მეტად მაკლდა და რასაც არასდროს არაფერში გავცვლიდი.მათთვის ცეცხლშიც ჩავვარდებოდი. თითეული ჩემი ნაბიჯი ისე მქონდა გათვლილი,რომ რაც შეიძლებოდა ნაკლებად დამეშვა შეცდომა. მათი ღირსება არ შემელახა და გული არ მეტკინა. დღემდე ასე ვცხოვრობ. ჩემი სუსტი წერტილია ჩემი ოჯახი.
მშობლებთან და ახლობლებთან გატარებული დეებით ისე ვიყავი აღვსილი, მეგონა მთელი ცხოვრება მეყოფოდა ეს ემოცია. მინდოდა გამეხანგრძლივებინა ლაღი, უდარდელი დღეები. ამიტომ უარი არ მითქვამს,როდესაც თანამშრომლებმა ბაკურიანში, დასასვენებლად წასვლა შემომთავაზეს. თან ნიკაც მოდიოდა და შანსი მექნებოდა, ჩემს გადაწყვეტილებაზე მეთქვა.დავფიქრდი და მივხვდი, არ იქნებოდა სწორი ბოლოს, რომ გაეგო. ჩემი საუკეთესო მეგობარი ლილეც, თან გავიყოლე.

მიყვარს ბაკურიანისკენ მიმავალი გზა,განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს. სიმწვანე,ხის პატარა სახლები, ჰაერში დატრიალებული არომატები და ამას თან დართული, ჩემი ბავშვობის, მოგონებათა არომატები. სუნების მიმართ, განსაკუთრებით მგრძნობიარე ვარ. ნაცნობ სურნელს, წლების მიძინებული მოგონებები შეუძლია გააღვიძოს ჩემში. მთელი გზა მხიარულად გავიარეთ. ჩვენი ავტომობილი, ლამაზი და მდიდრული სასტუმროს წინ გაჩერდა(ნიკამ წინასწარ იზრუნა ჩვენს თუ ჩემს კომფორტზე). ჩანთები ნომრებში ავიტანეთ და გადავწყვიტეთ ცოტა დაგვესვენა.მგზავრობამ ძალიან დაგვღალა. ვერანდის კარები გამოვაღე და გრილი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. მინდოდა გული და გონება იმ უცნაური გრძნობისგან გამეთავისუფლებინა დილიდან, რომ მაწუხებდა.ვერ ვხვდებოდი რა იყო, მაგრამ სულს ძალიან მიფორიაქებდა.თითქოს, რაღაც უნდა
მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში. რაღაც ისეთი, ერთიანად ყველაფერს, რომ შეცვლიდა. ლილეც გრძნობდა ჩემს გაურკვევლობას და კითხვების კორიანტელი დამაყარა:

–რა გჭირს? რას ფორიაქობ ? რამე მოხდა და მე, არ ვიცი? არა რა, მარტო არსად არ უნდა გაგიშვა! ცოტახნით ჩავაბარე, მშობლებს შენი თავი და როგორი კაეშანით დამიბრუნდი. - თქვა და სიცილით საწოლზე აყირავდა. ვუყურებდი და უნებურად მეც, მეცინებოდა. -ეხლა არ მითხრა ნიკა შემიყვარდაო, თორემ ჩავთვლი, რომ საერთოდ არ გიცნობ !


– მაგ კითხვას შენ არ უნდა მისვამდე ! პასუხი ისედაც იცი და მორჩი ახლა ცანცარს თორემ თმებს შეგილამაზებ. – ჩვენი ასეთი დიალოგი ძირითადა, მართლაც ასე მთავრდებოდა

–რას ამბობ! ძლივს საგულდაგულოდ დავილაგე. ისე, არ გინდა დაელაპარაკო იმ ბიჭს და იმედები გაუქარწყლო? არ ხარ შენ, მაგის შემყვარებელი და საერთოდ ნეტა ოდესმე თუ შეგიყვრდება ვინმე?!
–რომელი იმედი გავუქარწყლო ლილე, რომელიც არ მიმიცია? მშვენივრად იცის ყველაფერი, რასაც უნდა ელოდოს ჩემგან. თავად აწყობს ეს სიტოაცია და არც მე ვარ წინააღმდეგი.

–ნწ ნწ ... არადა როგორი დასვენება მოგიწყო. – ვითომ დიდ სინანულით წარმოთქვა.

– ძალიან ცდება, თუ ჰგონია, ჩემს ხარჯებს მაგას დავაფარინებ!

– ნეტავ იცოდნენ შენმა თაყვანისმცემლებმა, ამ, ბავშვური და თვალწარმტაცი გარეგნობის უკან, რა უჟმური ქალი იმალება.ზედაც არ შემოგხედავენ . – აშკარად მხიარულობდა ჩემს ხარჯზე.

–შეიძლება შემოვიდე? – კარზე კაკუნის ხმამ, დაასერიოზულა ლილე.

–შემოდი ნიკა !

– ისეთი მხიარული ხმები ისმის, ოთახში კლოუნი მეგონა. – გაღიმებული სახით მოათვალიერა ოთახი.

– შენს წინ დგას! – ლილეზე ვანიშნე.

– არ მოგშივდათ? ჩავიდეთ, ვივახშმოთ .

–კი, კი, ძალიან ! იმდენი ვიკლოუნე მომშივდა. – არ ჩამოგვრაჩა ხუმრობაში ლილე.

–დახურე პირი! იფიქრებს მას დასცინი,უხერხულია.– გზაში ლამის გვერდები დავულურჯე ჩქმეტით.

მეგობრები უკვე მაგიდასთან გველოდნენ . გემრიელად ვივახშმეთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის უცნაური გრძნობა არ მომშორებია.პირიქით უფრო მიმძაფრდებოდა,როდესაც გვერდით მაგიდიდან, სადაც ბიჭები ისხდნენ,ვიღაც დრო და დრო ჩემსკენ მზერას გამოაპარებდა ხოლმე . შეგნებულად არ გავიხედე. არ მინდოდა დამენახა ვინ იყო,მხოლოდ მის დიდ, შავ სილუეტს ვამჩნევდი და ვგრძნობდი მის უცნაურ მზერას, რომელიც სხეულს ეკალივით მიჩხვლეტდა. როგორც ჩანს, ნიკასაც არ გამოპარვია. განსაკუთრებით აქტიურობდა ჩემს მიმართ,სახეზე სიბრაზეც ეტყობოდა. ბიჭები ცოტახანში ადგნენ, ნიკას მიესალმენ და გავიდნენ. შვებით ამოვისუნთქე. თან გულში ვფიქრობდი ვინ იყო, ან უფრო მეტად, რატომ ამიშალა ფორიაქი.

–ოჰო ! მგონი, ჩვენ თაკოს, ვიღაცამ თვალი დაადგა. თან, რომ იცოდეთ ეს ვიღაც, ვინ არის?! სხვა სიკეთეებთაბ ერთად, გემოვნებასაც არ უჩივის ბიჭი. – თქვა სიცილით ტასომ.

–ხო მეც შევამჩნიე. ვინ არის? – ჰკითხა ინტერესით ლილემ და სახეგაბადრულმა გადმოგვხედა მე და ნიკას. ( ჩემი და ნიკას „მეგობრობის“ შესახებ, არაფერი იცოდნენ თანამშრომლებმა)

–ეგ ბიჭი როგორ არ იცი ლილე ?! მთელი თბილისი ცნობს. გავლენიანი და პატივსაცემი ბიზნესმენის, გოგი აბაშიძის, არანაკლებ გავლენიანი ვაჟი, თვით დიმა აბაშიძე.

–მე და თაკო, თბილისის ელიტით, დიდად არ ვინტერესდებით ხოლმე. ისე, კი გამიგია და ამბობენ ცოტათი უცნაური ტიპიაო. სიმპატიურიც ყოფილა. – გოგონების საუბარს ყურს არ ვუგდებდი. ისე, თითქოს არაფერი მესმოდა.

–ჭორაობას თუ მორჩით ვერანდაზე გავიდეთ! – თქვა სიმკაცრე შეპარული ტონით ნიკამ.

–კარგი აზრია. გავიდეთ. – ვთქვი და წამოვხტი, ვიფიქრე ჰაერი მიშველიდა. გარეთ ციოდა. ამიტომ ოთაში ავირბინე, ფეხზე ბაჭია „ღუნღულები“ ჩავიცვი და ტანზეც, ბაჭიებით მოხატული, თბილი ჟაკეტი შემოვიცვი.მოკლედ საკურდღლედან გამოქცეულს ვგავდი. ჩემი პროფესია მუდმივად სოლიდურ სტილს მოითხოვს, მე კი ძალიან მიყვარს, ბავშვური აქსესუარები და ტანსაცმელი. ამიტომ შანსს არ ვუშვებდი ხელიდან. 22 წლის ასაკშიც, ვერ ველეოდი ბავშვობას. საახლობლოშიც ყველმ იცოდა, რა მაბედნიერებდა და მანებივრებდნენ მსგავსი საჩუქრებით. ეს ბაჭიებიც, სანდროს გამოგზავნილი იყო.

როგორც კი, ვერანდის ზღურბლზე გადავაბიჯე, მსუბუქმა ქარმა, ჩემი გაშლილი თმები,სახეზე მომაფინა. მალე მოვიწესრიგე და როდესაც თვალებიდან გამოვიხედე, ახოვანი, სიმპატიური მამაკაცის სილუეტს გადავაწყდი. ვერანდის კიდესთან იჯდა,ოდნავ მოხრილი.იდაყვები მუხლებზე დაეყრდნო, თითები გადაეჭდო და მუქი შავი თვალებით, ინტერესით მაკვირდებოდა. მზერა გავუსწორე. წელში გაიმართა, შავ თმებში თითები შეიცურა გასასწორებლად, საზურგეს მიეყრდნო და ისე ამათვალიერა, მეგონა თვალების ნაცვლად , რენდგენით მიყურებდა. გაეღიმა.ისეთი მომხიბლავი ღიმილი ჰქონდა, უეცრად ამ სუფთა და უხვ ჰაერზე, უჰაერობა ვიგრძენი.თვალები სწრაფად მოვაშორე და ჩემებისკენ გავიქეცი. სავარძელში მოწყვეტიტ ჩავეშვი. ღრმად ჩავისუნთქე და ერთი ჭიქა წყალი, ერთ ყლუპზე გამოვცალე.ყველა გაოგნებული მიყურებდა. მთელი საღამო ხმა არ ამომიღია, ზოგჯერ ხათრის გამო თუ გავცემდი პასუხს. ჩემს სხეულში ცივი ქარიშხალი დათარეშობდა.არ მინდოდა, არ შემეძლო რამეზე მეფიქრა. უფრო სწორად, ფიქრს გავურბოდი. ფიქრს იმაზე, თუ, როგორ მოახერხა, არსაიდან მოსულმა განცდამ, ჩემს გონებაზე კონტროლი. რა მემართებოდა? ან ეს ბიჭი რა შუაში იყო ამ ყველაფერთან?– თავში, აზრები, განცდები და ფიქრები, ქაოსურად მოძრაობდნენ.მისკენ აღარ გამიხედავს. არ მინდოდა მის თვალებს, კიდევ გადავყროდი. ლილემ დაეჭვებით შემომხედა და დააპირა კითხვის დასმა, მაგრამ ისეთი საცოდავი თვალები შევანათე, მიხვდა რომ პასუხი არ მქონდა და გადაიფიქრა. შემდეგისთვის გადადო. რამდენიმე დღე ასეთ ფორიაქში გავიდა. მიუხედავად ამისა, დრო მხირულად გავატარე. ამ ხნის განმავლობაში, ჩემს უცნობს, რამდენჯერმე მოვკარი თვალი. უფროს სწორად თითქოს, თავად სურდა ასე.მოჩვენებასავით არსაიდან გამოჩნდებოდა, დამენახვებოდა, სიმშვიდეს ამიშლიდა და მერე ისევ გაქრებოდა.

ერთ საღამოს, გამახსენდა ნიკასთან, სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით, რომ არ მისაუბრია და ნახვა გადავწყვიტე. ჩემი „ბაჭიები“ შემოვიცვი და მისი ოთახისკენ გავეშურე. ნიკა ოთახში არ დამხვდა. ტელეფონზეც არ მიპასუხა. გამიკვირდა, რადგან სულ რაღაც 10 წუთის წინ ნომრებამდე მიგვაცილა და თავადაც დასაძინებლად წავიდა. რამდენიმე უპასუხო ზარის შემდეგ, სასტუმროში დავუწყე ძებნა. თითქმის, ყველა სავარაუდო ადგილი შევამოწმე, მაგრამ არსად არ იყო. ვიფიქრე, ალბათ გარეთ გავიდა სასეირნოდ და ტელეფონიც უხმოზე აქვსთქო. ჩემს ნომერში ვბრუნდებოდი. პირველ სართულზე, ბოლოში , ბილიარდის ოთახიდან ხმაური გავიგონე. გულმა არ მომითმინა და კიბეებზე ნახევრად ასული უკან დავბრუნდი. კარებთან მისულმა, შესვლა გადავიფიქრე. რაღაც მაკავებდა. ჩემმა ხელმა ინსტიქტურად ჩამოსწია სახელური და ოთახში აღმოვჩნდი. ლამის თვალებში დამიბნელდა. ნიკა, ჩემგან ზურგით იდგა და არ დაუნახივარ. ჩემმა უცნობმა, რომელსაც ნიკას საფეთქელთან იარაღი ჰქონდა მიბჯენილი, გაოცებული და გაცოფებული თვალებით შემომხედა. გავშეშდი. მივხვდი და თანაც ვერ მივხვდი, რა ხდებოდა.მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, როცა ნიკა მოწყვეტით დაეშვა იატაკზე და საკუთარმა კივილმა გამაყრუა. მერე აღარაფერი მახსოვს. გონს ოთახში მოვედი. ჩემს წინ, მჯდარი მკვლელი რომ დავინახე, ყველაფერი გამახსენდა.საწოლიდან წამოვიჭერი, მასთან მივვარდი და საყელოში ჩავაფრინდი.

–სად არის, რა გაუკეთე, მოკალი? – ვკიოდი და ვკანკალებდი. ის დუმდა. –მითხარი რომ ცოცხალია, არ მოგიკლავს ხო? – მან ხელები გამაშვებინა და წამოდგა. ჩემს კივილზე ორი ბიჭი შემოვიდა ოთახში .

–ოჰ! არა მკითხე მოამბე ქალბატონი, გონს მოსულა. დიმა რას ვუპირებთ? – ჰკითხა პირველმა შემოსულმა ისე, თითქოს გატეხილი ნივთი ვიყავი და ვერ გაეგოთ, გადაეგდოთ თუ შეეკეთებიათ.

–უკვე იცი !

–კაი რა ტო, სისულელეს აკეთებ. ჩვენებურად მოვაგვარებთ.

–მე ასე გადავწყვიტე !. რაც გითხარი გააკეთე?

–კი მოგვარებულია. ყველაფერი სწორად გაიგო, დამჯერეა.– თქვა და გაეცინა .

–სად არის მოკალით?იცოდეთ ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, ყველას პასუხს გაგებინებთ! – ვთქვი და თვალები ამემღვრა.

–ეჭვიც არ გვეპარება ადვოკატო. – მოვიდა, ხელით მკლავები დამიჭირა, თვალებში ჩამაჩერდა და მკაცრად მითხრა: –ახლა კარგად მომისმინე! დავიწყებ იმით, რომ ის იდიოტი არ მომიკლავს. უბრალოდ არ იყო აუცილებელი, მასაც დაენახე დაუკითხავად, რომ შემობრძანდი ოთახში. ინერვიულებდა შარში, რომ გაეხვიე. მასზე ვიზრუნე და გავთიშე. შენ კი, ის დაინახე,რაც არ უნდა დაგენახა.კარგად ვიცნობ შენისთანა ცნობისმოყვარე ახალგაზრდებს „გამომძიებლობანას“ თამაში და ჭიანჭველას, სპილოდ გადაქცევა გიყვართ. მე კი ზედმეტი თავის ტკივილი არ მჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ამის მოგვარება შემიძლია.ოღონდ, მერე შენ გექნება თავის ტკივილები. ამიტომ ორივეს სასარგებლოდ გადავწყვიტე , შენ ჩემი დაზღვევა იქნები! – სიტყვა დაასრულა და მომშორდა.

–რა... რა ვიქნები?

–ჩემი დაზღვევა.

–ვერ მივხვდი რას გულისხმობ. –ვუთხარი და პასუხს განაჩენივით დაველოდე.

– ცოლად უნდა გამომყვე პატარა ქალბატონო!

–შენ რა, თავი კედელს მიარტყი? _ვცადე ირონიით დამეფარა შიში. მივხვდი, რომ არ ხუმრობდა.

–არა ! – ძალაინ ცივად მიპასუხა. კლდესავით შეუვალი ჩანდა.

–აბა ისე, როგორ იფიქრე, რომ შენნაირ ნაძირალას ცოლად გავყვებოდი?

–სხვა გზა არ გაქვს!

–ვინ გადაწყვიტა,რომ სხვა გზა არ მაქვს?

–იმ წამმა, როცა ოთახში შემოხვედი და ჩემს საქმეში ცხვირი ჩაყავი. წესით შენი ასაკის გოგოს, ამ დროს უნდა ეძინოს. შენ კი დადიხარ და ხიფათებს ეძებ. შედეგმაც არ დააყოვნა, ასე რომ შენ თავს დააბრალე. – ჩემგან ზურგით იდგა და ისე მცემდა პასუხებს.

–თუ ნიკას არაფერი სჭირს, არავისთან არაფრის მოყოლას არ ვაპირებ და არც „გამომძიებლობანას“ ვითამაშებ. ასე რომ ეგ აზრი, თავიდან ამოიგდე. –ვცადე დამაჯერებლად მეთქვა და როგორმე ამ ოთახიდან გამეღწია, მერე მოვიფიქრებდი, როგორ გავამწარებდი.

–ჭკვიანი გოგო ხარ! მაგრამ არა იმდენად, რომ ჩემი მოტყუება შეძლო.

–და შენ ვინ ხარ ასეთი? _ დამცინავი და ზიზღნარევი ტონით ვკითხე.

–ვინ? არ იცი?

–უნდა ვიცოდე?

–იცი!– მიპასუხა დაბალი, მედიდური ტონით.

–ეგ არაფერს ცვლის. შენ, ჩემთვის თვითდაჯერებული ნაძირალა ხარ ! აღარ მინდა შენთან ერთად აქ ყოფნა.

–აბა სად გირჩევნია, პირდაპირ საწოლში ხომ არა ?–ბიჭებისკენ გავიხედე, გასულიყვნენ. გამიხარდა. ვერ გაიგებდნენ რაც მაკადრა. მასთან მივვარდი და ისეთი სილა გავაწანი ხელი მეტკინა. არც შეტოკებულა. ან რას ვუზავდი,ჩემზე გაცილებით მაღალი და კუნთიანი იყო. აშკარად არ ელოდა.

–როგორ გაბედე ჩემთან ასეთი საუბარი?! ამჯერად მისკენ წაღებული , მეორედ გასარტყმელი ხელი, ჰაერში დამიჭირა და შემაჯანჯღარა .

–იცოდე, შენ აღარ გაბედო თორე,მეორედ ასეთი შემწყნარებელი არ ვიქნები..და თავს ნუ იფასებ, ამ შუაღამეს იმ ბიჭის საძებნელად რომ დადიოდი რა ცეკვაზე ეპატიჟებოდი? – მისი სიტვები ხანჯალივით მომხვდა.საშინლად მეწყინა. ბრაზითა და სიძულვილით სავსე თვალებით შევხედე. ვერ ვიჯერებდი, ჩემს წინ მდგარი, ასეთი კარგი გარეგნობის ადამიანი, როგორ შეიძლებოდა ამდენად უგულო ყოფილიყო.

–შენ ახლა ჩემს ღირსებას შეეხე! უნამუსო ადამიანი ხარ!

–როგორმე გადაიტან. წადი შენი ნივთები აიღე, მივდივართ!

–შენ რა მართლა გგონია, ჩემს მეგობრებს გამოვეპარები და სადმე გამოგყვები?

–არ მგონია დარწმუნებული ვარ!

–რატომ?

–შენი ოჯახი ძალინ გიყვარს.

–ვერ გავიგე... რა ჩემი ოჯა.... რაააა? იცოდე მათ არაფერი დაუშავო თორემ ჩემი ხელით გამოგჭრი ყელს! –მუხლები ამიკანკალდა და საწოლზე დავეცი .

– ეგ შენზეა დამოკიდებული, ჭკვიანად მოიქცევი, თუ არა. შენი მშობლებისა და ძმის ბედს თავად გადაწყვეტ.

–რატომ აკეთებ ამას, რაში გჭირდება ეს ყველაფერი? – ვკითხე აქვითინებული ხმით.

–მჭირდება! რაც გითხარი ის გააკეთე. არავის არაფერი უთხრა. მოგვიანებით მოვიფიქრებთ რამეს. ათ წუთში მისაღებში გელოდები..– მან ჩემზე ყველაფერი იცოდა , სხვა გზა არ მქონდა,დავნებდი. ვერ გავრისკავდი, ერთი წამითაც ვერ დავუშვებდი, ჩემს ოჯახს რამე, რომ დამართნოდა. მოკლედ სუსტი წერტილი მიპოვა.

–სასტიკი და უგულო ადამიანი ხარ! – ვუთხარი და ოთახიდან გავედი.კართან მისი მეგობრები მელოდნენ. ბადრაგებივით მიმაცილეს ნომრამდე. ისე, სასჯელ მისჯილი რომ მიჰყავთ ხოლმე. ჩემი ნივთები ავიღე და მისაღებში ჩავედი. სასტუმროს ანგარიში მოვითხოვე.

–ქალბატონო თქვენი უკვე გადაიხადეს. – მითხრა და დიმასკენ მიმანიშნა, რომელიც კართან მიცდიდა. ბრაზი ძლივს შევიკავე.

–თუ შეიძლება, ლილე ამაღლობელის ანგარიში !

–მისი ანგარიშიც ეხლახანს გადაიხადეს.

ეს უკვე მეტისსმეტი იყო. ჩემი სიჩუმის ყიდვა უნდა. მისკენ ჩქარი ნაბიჯებით გავემართე.მიხვდა ჩემს რეაქციას. ახლოს რომ მივედი ხელი დამავლო, გულზე ამიკრა და გარეთ სწრაფად გამიყვანა. სწორედ მაშინ ვიგრძენი პირველად მისი საოცარი, თავბრუდამხვევი კედარისა და ჟასმინი ერთდროულად, მკაცრი და ნაზი სურნელი . არომატებს ხარბად ვისუნთქავდი და ვბრაზობდი, რატომ მქონდა ასეთი დამოკიდებულება , კაცის მიმართ, რომელიც ცხოვრებას მპარავდა. დამსვა და რამდენიმე წამი დამჭირდა გონზე მოსასვლელად. ის დაჟინებით მიყურებდა შავი, გიშრის თვალებით. ალბათ უკვირდა ხმას, რომ არ ვიღებდი. დამავიწყდა რა უნდა მეთქვა.

–შენი ბინძური ფული არ მჭირდება ! –ძლივს ამოვღერღე.

მანქანის კარი გააღო. ადგილიდან არ ვიძროდი. მართალია იმ წუთას, ჩემი ოჯახის გამო უფრო მეშინოდა, ვიდრე ჩემს გამო, მაგრამ მაინც მზარავდა იმის გაფიქრება, მანქანის კარს რომ დახურავდა და წავიდოდით, მერე რა მოხდებოდა. რისი გადატანა მომიწევდა ამ მონსტრთან, როგორ დატრიალდებოდა ჩემი ბედის ბორბალი...



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

დასაწყისი მომეწონაა კარგი იყოო, შემდეგ თავებშიი უფრო ვრცლად დაგიწერ კომენტარებს პერსონაჟებზეც, აბა შენ იცი წარმატებები და შემდეგი თავით გელოდები.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან განსხვავებული ნაწარმოებია რომელიც ძალიან მომეწონა საინტერესო ჩანს,ვნახოთ შემდეგ თავებში რა იქნება მადლობა წარმატებები ????????????

 


№3  offline წევრი irinaa192

სადაა შემდეგი თავები?

 


№4 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან მომეწონა ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.კიდე მინდოდა გაგრძელებულიყო საინტერესო იქნებოდა კიდე.დიდი მადლობა????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent