... რომ არ უნდა გიყვარდეს (2 თავი)
მანქანის კარი გააღო. ადგილიდან არ ვიძროდი, მართალია იმ წუთას, ჩემი ოჯახის გამო უფრო მეშინოდა, ვიდრე ჩემს გამო, მაგრამ მაინც მზარავდა იმის გაფიქრება, მანქანის კარს რომ დახურავდა და წავიდოდით, მერე რა მოხდებოდა. რისი გადატანა მომიწევდა, როგორ დატრიალდებოდა ჩემი ბედის ბორბალი. –ჩაჯდები თუ დაგეხმარო?! - თავის მოძრაობით, ღია კარისკენ მანიშნა. –ძალიან დიდ შეცდომას უშვებ. იცოდე, მე, არ ვარ ის ქალი, ვის გვერდითაც სიმშვიდეს ეღირსები! –მაგას უკვე მივხვდი, მაგრამ არ მაქვს პრობლემა. ისედაც არ ვიცი სიმშვიდე რას ნიშნავს. –ადამიანის მკვლელობის მცდელობა, შანტაჟი, მოტაცება. იცი მაინც ამ ყველაფრისთვის, რა სასჯელი გელის? –ვიცი ! –არ გეშინია? –არა! –რატომ? –ჩემი მომავალი ცოლი ადვოკატია და დამიცავს. – თქვა და თვალი ჩამიკრა. –თუ სამართალს მამიკოს ფულით იყიდი? –არ მიყვარს მამიკოს ფულის ხარჯვა. დაჯექი მანქანაში დრო ნუ გაგყავს, მაინც არაფერი შეიცვლება.ვერ გადამარწმუნებ. – აშკარათ გავაბრაზე. –არ მინდა! გთხოვ სხვა გამოსავალი ვიპოვოთ, ხომ ხედავ ვერცერთი ვერ ვიტანთ ერთმანს. –უცნაურად შემომხედა. ახლოს მოვიდა, წყნარი და ოდნავ მკაცრი ტონით მითხრა: –ნუ მაიძულებ უხეშად მოგექცე, იცოდე არ გამიჭირდება ! დაჯექი თორემ ძალით ჩაგტენი მანქანაში! –არ შემეხო, გაიწიე, შენ თვითონ ნუ მაიძულებ იმის გაკეთებას რაც არ მინდა! – ჩაჯექი მანქანაში! –ისე დაიღრიალა შიშისგან შევხტი. კარები მთელი ძალით მომიჯახუნა. მეგონა ჩამოიღო. თავადაც დაჯდა და მოწყვეტით დაძრა მანქანა ადგილიდან. მინები ჩამოწია და ქარისგან ჩემი თმები, ჰაერში, ერთმანეთში გაიხლართა. უფრო და უფრო უმატებდა სიჩქარეს და თმებიც ჰაერის წნევის შესაბამისად ტრიალებდნენ. უკვე აუტანელი ხდებოდა, შემცივდა კიდეც, მაგრამ არაფერი მითქვამს. ვიფიქრე, ეს ალბათ რა მარტივი ასატანი იქნებოდა იმასთან შედარებით, რისი ატანააც ამ, უსისხლოს ხელში მომიწევდა. საჭეზე ისე ძლიერად უჭერდა ხელებს,თითები სულ გათეთრებული ჰქონდა. მანქანას ადამიანი კი არა, გამძვინვარებული მხეცი მართავდა. სიჩქარის მაქსიმუმი აკრიფა, ძალაინ შემეშინდა. თვითონ ვერც ამჩნევდა, მანქანა ლამის ცაში, რომ მიაპობდა ქარის ტაღებს. –შეგიძლია შეანელო? სიჩქარის მეშინია. – ყურადღება არ მოუქცევია.–დიმა გააჩერე,მეშინია! – ხმამაღლა დავუყვირე. უეცრად ისე დაამუხრუჭა, უსაფრთხოების ღვედი, რომ არა ნამდვილად მინიდან გამისვრიდა. –გაგიჟდი? ჩემი მოკვლა გინდა? – შემომხედა და დარწმუნდა რომ არაფერი მჭირდა. –ცოცხალი და უვნებელი ხარ, ესეიგი არ მინდა. თანაც, მგონი ცუდისგან შენი ბაჭიის ბაჩუჩები გიცავენ. –დაცინვაღა მაკლდა შენგან. –დაცინვა რა მოსატანია. უბრალოთ იშვიათი ეგზემპლარი ხარ.იურისტის პროფესია და ბაჭიების სიყვარული, ვერაფერს იტყვი. –რომც თქვა ვინ მოგისმენს... –დღეიდან, ყოველთვის მოგიწევს ჩემი მოსმენა! –არც კი იოცნებო! შეიძლება ახლა იძულებული ვარ დაგემორჩილო, მაგრამ შენი საკუთრება და შენი მონა არასდროს გავხდები. აუცილებლად დაგაღწევ თავს, ეს არ დაგავიწყდეს! –ჩემთან საბრძოლველად ძალა არ გეყოფა ! –მაგასაც ვნახავთ. მთელი დღის ემოციებისა და შიშისგან ისე ვიყავი დაღლილი,თვალებს ძლივს ვახელდი. ვთხოვე მინები აეწია და ნელა ევლო. მინდოდა დამეძინა, ცოტახანს ყველაფერი დამევიწყებინა და არაფერზე არ მეფიქრა. მაგიჟებდა მისი მბრძანებლური ტონი და ჩემი თავის იძულება, დავმორჩილებოდი. რა უსუსური ვიყავი, როგორ ვკარგავდი საკუთარი ცხოვრების კონტროლს... როგორ მინდოდა სიზმარი ყოფილიყო... არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა. ის, ისევ ჩემს გვერდით იჯდა. არსად არ გამქრალა. მცდელობა იმის, რომ ნანახი სიზმრად მექცია, რათქმაუნდა ამაო იყო.კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რეალობა იყო ის, რაც ჩემს თავს ხდებოდა. მივხვდი და სიმწრის ცეცხლმა დამიარა მთელს სხეულში. ჩემი ბედის სასჯელი იჯდა და ჩემს გაღვიძებას ელოდა. –სახლში შევიდეთ! – შედარებით მშვიდი ჩანდა. –ჩემს სახლში მინდა, გთხოვ! _უკვე ცრემლებს ვეღარ მოვერიე, თუ ეხლა, მის სახლში, მასთან ერთად შევიდოდი, უკან გამოსასვლელი გზის პოვნა გამიჭირდებოდა. –შენი სახლი იქ არის, სადაც მე ვარ! – ვაიმე ეს რა სასჯელია, გავგიჟდები ...არ მინდა, არ წამოვალ, გამიშვი გთხოვ! უსიყვარულოდ შენთან ერთად ვერ ვიცხოვრებ, არ შემიძლია.ან შენ რაში გჭირდება ჩემნაირი ცოლი. შენც ხომ იცი, რომ არ გჭირდები. დარწმუნებული ვარ, ჩემზე ბევრად უკეთესის პოვნა შეგიძლია. მე თავი დამანებე ... გეფიცები არავის არაფერს ვეტყვი , ყველაფერს გეფიცები შენს არსებობას და გუშინდელ დღეს საერთოდ დავივიწყებ ოღონდ გამიშვი გთხოვ... გთხოვ ... –ნუ ტირიხარ და ჩემს მაგივრად ნუ საუბრობ! ვატყობ შენი ფეხით არ გადმოხვალ, ამიტომ მე დაგეხმარები. გადავიდა, სწრაფად გაჩნდა ჩემს კართან, გამოაღო, ხელი დამავლო და წამში მომიქცია მკლავებში. ძალაინაც კი ვცდილობდი დავესვი, მაგრამ მე რას მოვერეოდი. მის დაკუნთულ მხარ–ბეჭში ალბათ წიწილასავით ვჩანდი. ამ ჩხუბში ისე შევედით სახლში, ისე აიარა მეორე სართულის კიბეები და ისე დამსვა საწოლზე გააზრებაც ვერ მოვასწარი. –აქ ყველაფერია რაც დაგჭირდება. შენს ნივთებს ამოგიტან და შეგიძლია მოწესრიგდე. –არაფერი არ მჭირდება შენგან. გადი ოთახიდან! –სჯობს შენს ახალ ცხორებას შეეგუო. შენთვისვე იქნება უკეთესი. ოთახიდან როგორც კი გავიდა შვებით ამოვისუნთქე. უკვე ვეღარ ვუძლებდი, ისე მინდოდა ხმამაღლა მეტირა. ბრაზისა და ტკივილისგან ცოტათი მაინც გავთავისუფლებულიყავი. საწოლზე დავემხე, ჩემი გულიდან და სულიდან ამოსულ სიმწრით სავსე ბგერებს ბალიშში ვახშობდი. ვტიროდი ყველაფერს, რაც გავიარე და რაც, აწი უნდა გამევლო. ვტიროდი საკუთარ თავს, ჩემს ოჯახს და ერთ წუთში შეცვლილ ცხოვრებას. ტირილიც აღარ შემეძლო, ერთმა დღემ მთელი ცხოვრების ენერგია წამართვა და ემოციებით გამომფიტა. ოთახში სარკე იდგა, მასში ჩავიხედე და იქედან სხვა ადამიანი მიმზერდა. მე არ ვიყავი. ჩემი თავი ასეთი, არასდროს მენახა, შემეშინდა.... სკამზე ჩამოვჯექი და ისევ განვაგრძე სარკეში ჩემი თავის თვალიერება. უეცრად თავში, რაღაც აზრმა გამიელვა. – ღმერთო ჩემო! უარესი სადარდელი გამომიჩნდა. ჩვენ ხომ... ჩვენ აქ მარტო ვართ.... გამახსენდა, როდესაც შემოვედიოდით კარი გასაღებით თავად გააღო, სახლშიც არავინ დამინახავს. მარტო ვართ... არააა! არააა!... რამდენმა აზრმა გამიარა. მას შეუძლია რამე დამიშავოს, ხელს კი ვერ შევუშლი, წინააღმდეგობას ვერ გავუწევ. ღმერთო დამეხმარე! არ მჯერა, რომ ეს ჩემ თავს ხდება. რისვის ვისჯებიი?! – ფეხის ხმა გავიგონე, კარებს მივვარდი და გადავკეტე. ვკაანკალებდი მუხლებს ვერ ვიმორჩილებდი. დააკაკუნა და შემდეგ სახელურს ჩამოსწია. –შენი ნივთები მოგიტანე. –მანდ დატოვე და წადი ოთახში არ შემოგიშვებ! –არ ვიკბინები. –დიმა წადი! –როდემდე იქნები მად ჩაკეტლი? –თუ საჭირო იქნება მთელი ცხოვრება არ გამოვალ. –გააღე კარი და ამიხსენნი რა გეტაკა! –არაააა ! –იცოდე შემოვამტვრევ! –გთხოვ წადი! წავიდა. ცოტა დავმშვიდდი. უცებ გასაღები გადატრიალდა და კარი გაიღო. რათქმაუნდა გასაღები ექნებოდა, ეს ხომ მისი სახლია. ოთახში შემოვიდა, კედელზე აკრული და დამფრთხალი რომ დამინახა ნაბიჯი აღარ გადმოუდგამს. –რა გჭირს, ცუდად ხარ? ექიმს მოვიყვან თუ გინდა. ხმა არ გამიცია, მთელი სხეული მითთრდოდა. ჩავიკეცე, მუხლებში ჩავრგე თავი და კედელზე უფრო მეტად მივეკარი. – რა გჭირს–მეთქი გკითხე! – ჩვენ აქ მარტო ვართ? –ნიკაპი ისე მიკანკალებდა ძლივს ამოვთქვი. –კი.ეს ჩემი სახლია და სხვა ვინ უნდა იყოს?! –არ მინდა ამ სახლში შენთან მარტო ყოფნა! –რატომ, რისი გეშინია? –ისე მკითხა თითქოს იცოდა რას ვეტოდი. –არ გენდობი! შენ ..... შიშის მიზეზს მიმიხვდა. რამდენიმე წამი იდგა და მიყურებდა, მერე კარისკენ წავიდა, სანამ გავიდოდა შეჩერდა და არც მობრუნებულა ისე მითხრა: – შეიძლება უხეში ვიყო, უგულო და ნაძირალაც კი, მაგრამ ცხოველი ნამდვილად არ ვარ. თითსაც არ დაგაკარებ. არ ვიცი როგორ მოახერხა მაგრამ დავიჯერე. მის ხმაში ისეთი სიმართლე იყო, შემრცხვა კიდეც ჩემი აზრების. არ გავდა იმ კაცს რომელიც სიტყვებს ტყუილად ისვრის . მაგრამ მისი სასტუმროში ნათქვამი სიტყვები : თავს ნუ იფასებ – ისევ ამერია გონება. ისევ დავკარგე ცოტა ხნით მოპოვებული სიმშვიდე თუ მას, რათქმაუნდა საერთოდ სიმშვიდეს დავარქმევდი . ამ ფიქრებში გართულს, კარის ძლიერი ბრახუნის ხმა მომესმა. გარეთ გავიდა და ალბათ სადმე წავიდოდა. იმის გააზრებამ, რომ ცოტახნით მთაინც მარტო დავრჩებოდი, დასვენების და ამ მდგომარეობიდან გამოსავალზე მშვიდად ფიქის საშვალება მექნებოდა, გუნებაზე მომიყვანა. ფანჯარასთან მივედი და გავხედე. მანქანისკენ მიდიოდა ნელი, მოზომილი ნაბიჯებით. ახლა შევამჩნიე, რომ მოხდენილად ეცვა. თეთრი კედები, ჯინსის შარვალი და ლურჯი პერანგი, სინქრონულად ეწყობოდნენ ჯერ ერთმანეთს და მერე მის, მაღალ დაკუნთულ სხეულს. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, ვიღაცას დაურეკა და დიდხანს ესაუბრა. თვალს არ ვაშორებდი. მომწონდა მისი მანერები, საუბრის სტილი, მისი შავი თმა, დროდადრო თითებით, რომ შეისწორებდა ხოლმე. ოდნავ მუქი კანი, რომელიც განსაკუთრებით მამაკაცურ იერს ანიჭებდა. სწორი ცხვირი, ზომიერი ტუჩები და განსაკუთრებით მისი შავი თვალები „გიშრები“, იყო მათში რაღაც ძალიან სევდიანი და სანდო. სწორედ ამ თვალების გამო ვერ გამეგო, ამ კაცის მიმართ, რა გრძნობები მქონდა. გულის სიღრმეში ვენდობოდი მას. საუბარი დაასრულა და სადღაც წავიდა. სასწრაფოდ მოვძებნე ჩემი ტელეფონი. ჯერ ლილესთან და შემდეგ ნიკასთან დარეკვას ვაპირებდი, ყველაფრის მოყოლა მინდოდა. იმწუთას არ მიფიქრია შედეგებზე, სამაგიეროთ ისევ მან იზრუნა გონზე, რომ მოვეყვანე.ტექსტური შეტყობინება დამხვდა: „ შენი ტელეფონი არ მიმაქვს და არც სხვა დროს ვაპირებ ჩამოგართვა. ჭკვიანი გოგო ხარ და იცი, თუ შეცდომას დაუშვებ, შემდეგ რაც მოხდება. შეგიძლია შენს მეგობარს დაურეკო და აუხსნა წასვლის მიზეზი, გენდობი რამეს მოიფიქრებ.“ მეორე შეტყობინება: „ ხო მართლა, ცნობისთვის, შენს ტელეფონს და სოციალური ქსელებს ვაკონტროლებ. არ მოიწყინო, მალე დავბრუნდები. თუ რამე გინდა დამირეკე და წამოგიღებ“. –ცინიკოსი ! –ბრაზი მომაწვა, ყელში სიმწრის ბურთი გამეჩხირა, საკუთარი უსუსურობის გამო ვიხრჩობოდი. მართალი იყო როცა მითხრა, შენ თავს დააბრალეო, დავტეულიყავი ოთახში. ჩემი „არამკითხე მოამბეობის“ გამო, ის ჩემი ცხოვრების მმართველი გახდა. ვგიჟდებოდი, ვერ ვეგუებოდი იმ აზრს, რომ ვიღაც ჩემს მაგივრად იღებდა გადაწყვეტილებებს და ჩემ თავს „ცოლის სტატუსით“, საკუთრებაში იფორმებდა. ნუთუ ასე ძვირად უნდა დამჯდომოდა უკეთესი სამსახურის სურვილი. ნუთუ უმადურობის გამო ვისჯები. რაღაც რთულს ვეძებდი და ჰოი საოცრებავ, უკეთესს ვერც ვინატრე, პირდაპირ ცხოვრების სირთულეში გამიშინა ბედმა. –სასჯელი ნამდვილად, დამსახურებულად დიდია ! – გაცოფებული ვუმეორებდი ჩემ თავს. დაღლა ვიგრძენი, ხელები დამძიმებული მქონდა ოთახს თვალი მოვავლე და რას ვხედავ, თავდაყირა დამიყენებია. საწოლი ოდნვ შევასწორე და დავჯექი. ლილესთან მისაწერ ტექსტზე ბევრი არ მიფიქრია: „ვიცი გამიბრაზდები, მაგრამ ისიც ვიცი გამიგებ. მაპატიე, რომ გაუფრთხილებლად წავედი. გვიანი იყო და აღარ გაგაღვიძე. გაჩერება არ მინდოდა, თავს უცნაურად და უხასიათოდ ვგრძნობდი, ალბათ შენც შემამჩნიე. ჩემს მშობლებთან ვარ, ცოტას კიდევ იზრუნებენ ჩემზე და უკეთ გავხდები. სხვებსაც უთხარი რა! ჩემს მაგივრადაც შენ გაერთე. მზად რომ ვიქნები თავად მოგწერ. საუკეთესო ხარ!“ პირველად მოვატყუე მეგობარს. საწოლზე მივწექი და ემოციებით დაღლილს მალე ჩამეძინა. თვალი რომ გავახილე ჩემს წინ სასიამოვნო გარეგნობის ქალი იდგა და ღიმილით მიყურებდა. შეშინებული წამოვხტი. –ნუ გეშინია ჩემო გოგო, ბოდიში ! არ მინდოდა შენი გაღვიძება, უბრალოთ ოთახი არეული დავინახე და შემეშინდა. დავრწმუნდი, რომ კარგად იყავი. –აქ ქარიშხალის ნაკვალებს ვხედავ. უკვე გადაიარა? შეიძლება შემოვიდე? – ოხ დიმა ! არ ვიცი რა გიყო. თქვენ ქვემოთ ჩადით, ისაუზმეთ, მე აქაურობას დავალაგებ. – არა! თქვენ რატომ უნდა დაალაგოთ, მე ავურიე და მე მივხედავ. – ძალინ მომეწონა ეს ქალი თბილად, სიყვარულით მიყურებდა, თან მიხაროდა ამ სახლში მარტო აღარ ვიყავით. _ჩემო ბიჭო, ეს რა კარგი გოგო მომიყვანე, თან როგორი ლამაზია. –გემოვნებას არ ვუჩივი. – ღიმილით უპასუხა –შვილო თუ გინდა მოწესრიგდი და მერე ქვემოთ ჩადით, საუზმე უკვე მზადაა. –არ მინდა !მეც დაგეხმარებით. –წავიდეთ, მასთან კამათს აზრი არ აქვს, მითუმეტეს თუ საქმე ჭამას ეხება. სხვა რა გზა იყო, გავყევი. თან არ მინდოდა ამ ქალსთვის მეწყენინებია. ალბათ ყველაფერი იცოდა ჩვენზე. არ გაკვირვებია არეული ოთახი, არც ზედმეტი კითხვა დაუსვამს. დიმასაც კარგი დამოკიდებულება ჰქონდა მასთან, მისი უგულობიდან გამომდინარე მიკვირდა ასეთი თბილი როგორ იყო. ნამდვილად ძალიან ახლობელია. –იქნებ დედა? –ვინ არის? –ლალი? მან გამზარდა. –რატო დედა არ გყავს? – გაოცებულმა ვკითხე. –მყავს. ლალი ჩემი ძიძა იყო. გულში გავიფიქრე, ალბათ როგორ უყვარს ამდენი წლისაა და მაინც გვერდით ყავს. მაგრამ დედა თუ ყავს, ლალიმ რატო გაზარდა? ისე თქვა დედაზე მყავსო თითქოს მოვალეობა მოიხადა. სუფრასთან დავჯექით. –შენი მშობლები, რატომ არ არიან აქ? – რაიყო, გეჩქარება მათი გაცნობა? –ეგ რა შუაშია?! – ეს ჩემი სახლია, ისინი თბილისში ცხოვრობენ. უფრო სწორად მეც იქ ვცხოვრობ და ამის შემდეგ შენც. ანუ ერთი დიდი ოჯახი ვიქნებით. – ეს ბოლო სიტყვები ისე ცინიკურად და თან ნაღვლიანად წარმოთქვა, გულზე მომხვდა, თუმცა ამის მიზეზი მე ნამდვილად არ ვიყავი. მის გიშრებში სევდა ჩადგა. –ეხლა სად ვართ? არც კი ვიცი სად მომიყვანე. –საგურამოში. ამ სახლში გავიზარდე. –ლამაზი სახლია! –შენც ლამაზი ხარ! – გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა.– რაიყო პირველად გაიგონე? შენს ბიჭს არასდროს უთქვამს? – თითქოს უხეშობით უნდოდა გადაეფარა, რაც წამოცდა. –არა ხშირად მეუბნებიან და მითუმეტეს „ჩემი ბიჭი“. უბრალოდ შენგან გამიკვირდა. არ მეგონა სილამაზის აღქმა თუ გქონდა. –სამაგიერო გადავუხადე. ვიცოდი, რომ გაბრაზდებოდა. არც შევმცდარვარ. ჩანგალი თეფშზე ხმაურიანად დააგდო, მხრებში გასწორდა და ცეცხლიანი გიშრებით შემომხედა. –დღეიდან თუ ვინმე გაბედავს და მსგავს სიტყვებს გეტყვის ყელს გამოვჭრი! შენ ჩემი ცოლი და ჩემი ღირსება ხარ. ეს, არ დაგავიწყდეს არც შენ და არც სხვას. ისე უნდა მოიქცე, როგორც ჩემ ცოლს შეეფერება. სამუდამოდ ამოიგდე თავიდან ვინც აქამდე ყოფილა შენ ცხოვრებაში! გასაგებია? –არააა! –რა არა? –არ არის გასაგები! მე შენი საკუთრება არ ვარ! ისე საუბრობ თითქოს მთელი ცხოვრების გატარებას შენ გვერით ვაპირებ. ეს მდგომარეობა დროებითია, მოგიწევს ჩემი გაშვება. –არასოდეს! უნდა მოვკვდე შენ, რომ შეძლო წასვლა! –ხოდა მოკვდი! ვიყვირე დაუფიქრებლად და წამოვხტი. ადგა, ჩემთან მოვიდა, მარჯვენა ხელი ამაწევინა და იარაღი ჩამიდო. –მიდი,მესროლე! –რას აკეთებ გაგიჟდი? –ხომ გინდა წასვლა, ხოდა შანსს გაძლევ. მესროლე! –იარაღის ლულას ხელი მოკიდა და პირდაპირ გულზე მიიდო. შიშით ცივმა ოფლმა დამასხა. –გამიშვი გთხოვ, მეშინია! შემთხვევით ტყვია მართლა რომ გავარდეს? –შენც ეგ არ გინდა? მე მოვკვდები, შენ თავისუფალი იქნები. –არ მინდა! გამომართვი იარაღი გთხოვ... –იცოდე ჩემგან თავის დაღწევის უკანასკნელი შანსი გაუშვი ხელიდან! –შენნაირი გგონივარ? გგონია საკუთარი სარგებლის და მიზნებისთვის შენი მოკვლა შემიძლია? –შენნაირში რას გულისხმობ?–მკითხა და იარაღი გამომართვა, მაგრამ ხელი არ გამიშვა, მომქაჩა და ახლოს მიმიწია თავისთან. –უგულო მკვლელი. –მკვლელი? მაშინ შენ ცოცხალი რატომ ხარ? მკვდარი უფრო სასარგებლო იქნებოდი ხომ ასეა? –არ ვიცი, მაგრამ შენ იარაღი გაქვს და გუშინ ნიკას უმიზნებდი. –მაგრამ ის ცოცხალია. იარაღი კი ნახევარ მსოფლიოს აქვს. ანუ, ყველა ვისაც იარაღი აქვს მკვლელია? –არა! –აბა –მე რატომ? –არ ვიცი. –ბევრი „არ ვიცი“ დაგიგროვდა უკვე.თანაც, უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევ ადვოკატო. არ გეკადრება. –ვიცი. გამიშვი ხელი! –უკვე ისადილეთ ბავშვებო? ვნახო ერთი რა ჭამეთ.– გვითხრა და ინტერესით გადახედა სუფრას ლალიკომ.– დიმა შენი საყვარელი კატლეტები გავაკეთე და შენ ერთიც არ შეჭამე ბოლომდე? მეწყინა. –კარგი რა ლალიკო, არ მინდოდა მეტი. გპირდები საღამოს შევჭამ.– უთხრა და მოეხვია. –როგორ სარგებლობ ჩემი სიყვარულით საძაგელო ბიჭო! – ხო მართლა ჩემო გოგო, შენს ოთახში დაძინება არ შეიძლება, ფანჯარაც ჩამსხვრეულია. ამიტომ დიმას საძინებელში გადახვალ, უკვე მოვამზადე. – დიდი ბოდიში ! ცუდად გამომივიდა. –ისე შემრცხვა ჩემი საქციელის, დიმას ოთახი, რომ ახსენა ყურადღება არ მიმიქცევია. –არაუშავს შვილო , ალბათ ძალაინ გაგაბრაზა ამ ვაჟბატონმა. წამოდი შენი ნივთები გადავიტანოთ. –შენ დაისვენე,მე დავეხმარები. ახლა დავფიქრდი. ამ სახლში უამრავი ოთახია და მაინდამაინც მისი რატომ მომიმზადა, მითუმეტეს იცოდა ჩვენი მდგიმარეობა? მაგრამ უკვე მოამზადა და მომერიდა მეთქვა, იქ არ დავიძინებთქო. ოთახში ავედით. –შენს ოთახში დაძინება არ მინა! – ლალიმ უკვე მოგიმზადა. –არაუშავს, მე მოვიმზადებ სხვა ოთახს. – შენ აქ დაიძინებ ! – მითხრა და გავიდა. ახლაც ვერ შევეწინააღმდეგე რათქმაუნდა. რა აზრი ჰქონდა თორემ, კი. რამდენიმე დღე ოთახიდან არ გამოვსულვარ. მხოლოდ საჭმელად თუ ჩავიდოდი. ისიც, ისეთ დროს, ის ტირანი, რომ არ იყო სახლში. საერთოდ არ ვეკონტაქტებოდით ერთმანთს, არც თავად მაძალებდა. სულ სადღააც გადიოდა საქმეზე. დამამშვიდებლებს ვსავდი და ძირითადად მეძინა. ერთ დილას დააკაკუნა და ნებართვა მთხოვა შემოსვლაზე. ტანსაცმელი ჭირდებოდა, რომელიც რათქმაუნდა მის კარადაში ელაგა. –არ მინდა ამ ოთახში მეძინოს!–მკაცრად ვუთხარი –ოთახთან რა პრობლემა გაქ, არ მოგწონს? – ის შენია და იქნებ თავად გინდა დაიძინო. –ჩემთვის არ არის პრობლემა. თან თუ მომინდება დიდია, ორივე დავეტევით. –არ ვარ ხუმრობის ხასიათზე. შენ გვერით დაწოლას მირჩევნია სააბაზანოში გავათენო. –მერე ვინ გიშლის–.მითხრა და გაეცინა –დიმა, როგორი ადამიანი ხარ ვერ გავიგე. ხან მემუქრენი, ხან მეჩხუბები, ხან დამცინი ,ხან რა და ხან რა. რის მიღწევას ცდილობ? –ხან რა და ხან რაში, რას გულისხმობ? –ეგ შენ უკეთ გეცოდინება. – მე ვიცი, მაგრამ შენგან მაინტერესებს. –ვაიმე, ისევ ! –ყველაფერზე ნუ ფსიხდები. სადაც მეძინა ისევ იქ დავრჩები, დამშვიდდი. კიდევ დიდხანს ვიჩხუბებდით ალბათ ლალის რომ არ დაეძახა სტუმრები გვყავსო. დიმა მისაღებში ჩავიდა, მე არ გავყევი არ ვაპირებდი მისი სტუმრების გაცნობას და მითუმეტეს ბედნიერი სახით ჯდომა არ შემეძლო. თუმცა კარი ღია მქონდა და მისაღებიდან ხმა მშვენივრად მესმოდა. –ლალიკო შენც აქ ხარ?– ჰკითხა ერთ–ერთმა სტუმარმა. – ხო, იმ დილით მომაკითხა და წამომიყვანა. არც კი უკითხავს მოვყვებოდი თუარა. –უპასუხა ქალმა სიცილით. –შენი გაფუჭებულია ეს! –ვიცი, ვიცი, მაგრამ მის მეტი ვინ მყავს. გზაში მიზეზი, რომ მითხრა უარს როგორ ვეტყოდი, ან როდის მითქვამს. ისე ძალიან ცუდად მოიქეცით , ძალიან გაბრაზებული ვარ თქვენზე. სასჯელს ცოტახნით გადავდებ. თანაც გოგო ისე მომეწონა ცოტა გადამიარა, მარტო მაგ თუ გიშველთ. ისეთია, ჩემ ბიჭს,რომ ეკადრება. –ესეიგი უკვე იცი რა შარშიც გაყო თავი. –შარი შენთვის არ ვიქცე ახლა. სად ხართ ამდენხანს ? –გვეძინა ძმაო. ქანცი გვქონდა გაწყვეტილი. მთელი თბილისი, რომ მოგვატარე წუხელ, დაგავიწყდა ტო? –არ მინდა ცოლის მოყვანა, ძაან საშარო საქმეა რა.– დაუმატა მეორემ. –აშკარად ცუდად ხართ, ისაუზმეთ? გინდა კატლეტები გაჭამოთ?– საუბარში ჩაერთო ლალი. –აუ რა ჯიგარიხარ, მგელივით მშია. ისევ შენ თუ არა ამ, ჩემს დეიდაშვილს მაგრად ვკიდივართ. თან როგორ მიყვარს შენი კატლეტები! –წამოდით, თქვენ მაინც ჭამეთ. მაგ ვაჟბატონი საერთოდ აღარ ჭამს. –კატლეტი არ ჭამა? ვახ! ცუდადაა საქმე ტო, უკვე შეიცვალა. –ხომ ვთქვი ცოლი შარიათქო. დღეს კატლეტი არ ჭამა, ხვალ აღარ დალევს, ზეგ ჩვენც დაგვივიწყებს. არადა რამდენი ვებაზრეთ ჯერ ადრეათქო. –მორჩით ღადავს ახლა თორემ... –კაი დიმა დამშვიდდი, ნერვებს გაუფრთხილდი, დაგჭირდება. –დავაი ახლა, დროზე ჭამეთ და მერე ჩემთან გამოცხადდით! –არის უფროსო! – უპასუხეს და სიცილ–ხარხარით გავიდნენ სამზარეულოში. მე რათქმაუნდა სტუმრების ვინაობას მივხვდი, ჩემი სასტუმროს ბადრაგები. ალბათ დიმამ დაიბარა ახალი გეგმების დასაწყობად. გადავწყვიტე მათი საუბრისთვის ყური დამეგდო. აქამდე, მსგავს უკადრის საქციელს არც კი გავიფიქრებდი, მაგრამ ეს სხვა შემთხვევა იყო. ეს თავის გადარჩენის მიზნით გამართლებული, ცუდი საქციელი, უფრო სწორად, პრინციპის ღალატი იყო. ჭამას მორჩნენ და კაბინეტში შევიდნენ.მისაღებში ჩუმად ჩავედი. კარი დახურული ჰქონდათ, ამიტომ სიტყვებს ვერ ვარჩევდი. რამდენიმე წუთი გავიდა ასე. სამზარეულოდან ფეხის ხმა შემომესმა, იქვე მუქ, სქელ ფარდას ამოვეფარე. თან მეშინოდა ფაქტზე არ დავეჭირე, მართალია მიზეზი მქონდა, მაგრამ მაინც ძალიან შემრცხვებოდა. ლალიმ სასმელი შეუტანა და გამობრუნებისას კარი, ოდნავ ღია დარჩა. ახლა შემეძლო სიტყვების გარჩევა. ახლოს მივედი და მივაყურადე. –აუ დიმა მართლა არაფერში გჭირდებოდა ეგ ამბავი რა. ისეთები მოგვიგვარებია ეგ რა პრობლემა იყო. –გუგა მგონი გავიწყდება რომ ეგ ქალია თანაც იურისტი. შენი აზრით ჩემისთანა თევზი ყოველდღე წამოეგებოდა მის ანკესს? თან ის ტიპი მისი მეგობარია და მოკლედ ბევრი მიზეზი ჰქონდა რა.. –შენ არ ხარ ის კაცი 22 წლის, დამწყები იურისტი ქალის, რომ შეეშინდეს. იმდროს როცა მოსამართლის მოჯენაც შეგვიძლია რაზე მებაზრები ტო? –მოსამართლეს კიარა მინისტრსაც მოვაჯენ, მაგრამ ქალიათქო რომ გეუბნები არ გესმის? შენი აზრით რამე არასწორს გავაკეთებ ქალთაან? –მესმის მარა, ახლა სწორად იქცევი? –სხვა გამოსავალი არ მქონდა. ჩემი ცოლია ვერავინ გაბედავს მის წყენინებას დედამიწის ზურგზე. უზრუნველყოფილი და დაცული იქნება. –გქონდა. ცოტა შეგვეშინებია, სულ ცოტა,ეგეც ეყოფოდა. ან ფული .... რავიცი იქნებ გაჩუმებულიყო. –ფული არა ! არ გაიყიდებოდა, არც შეეშინდებოდა და ისევ მე უნდა მედევნა კუდში. ასე რომ კუდში დევნას, სახლში მეყოლება და გავაკონტროლებ. –შევეშვათ გუგა, ხოცი აზრი არ აქვს . ისე მაინც მგონია სხვა მიზეზი გაქ.–უთხრა მეორემ და გაეცინა. – ზურა მგონი დიმას მიზეზი ყველაზე მეტად იმ ნიკაა თუ ვიღაც ჩემი ს**ი, მისი სიტვებია. გამოიწვია ბიჭმა ეგ გოგო ჩემია და შენ არ გჭირდებაო. ახლა ნახოს ვისიცაა, ხო ? არ გიცნობდე მაინც... –მოკეტე! ისე მაგრად გადამირჩა მაგ ნაბ*****ი.რამე რომ გაბედოს, ამჯერად მართლა გავუხვრიტავ შუბლს. –დამშვიდდი, ისე დავამუშავეთ ვერაფერს გაბედავს. სხეული გამეყინა, არაფრის მოსმენა აღარ მინდოდა, კარებს მოვშორდი და დივანზე დავჯექი. ვერ გავიაზრე მოსმენილი. ხელებს, სახეზე უმისამართოდ ვისვამდი. ვერ გამოვერკვიე საერთოდ, რატომ აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში. იმიტომ, რომ იმ ღამით შემთხვევით, დიმა დავინახე იარაღით ხელში თუ, ეს ისედაც დაგეგმილი ჰქონდა. ხელახალი ფიქრთა ომი დაიწყო ჩემს ტვინში.მომენტებს და ფაქტებს ვიხსენებდი, ვაჯამებდი, მაგრამ ვერ მივხვდი მართლა რა მიზეზი ამოზრავებდა დიმა აბაშიძეს. ან, ახლა რაღა აზრი ჰქონდა ამ მიზეზს. შედეგი უტყუარი იყო, მე მისი ნების ტყვე ვიყავი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.