შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“მოდი ვითამაშოთ” 6 თავი


17-11-2020, 21:55
ავტორი mancho1
ნანახია 919

დილით ოთახში შემოჭრილმა მზის სხივებმა გამაღვიძა, თვალები ზლაზვნით გავახილე და ჩემს გვერდით მძინარე სადროს გადავხედე. -ღმერთო რა ლამაზია, ვფიქრობ ჩემთვის და მის ლამაზ სახეს ვაკვირდები. როგორ ეფერება მზე ხორბლისფერ თმაზე და ფუმფულა ტუჩებზე, ისე მინდა ახლა ნაზად შევეხო მის თმას, თუმცა ამისთვის გამბედაობა არ მყოფნის და მზეს ვუთმობ მის სახეს მოსაფერებლად.
მისი თვლები ჩემი დაჟინებული მზერისგან მოიშმუშნა და მალე ზლაზვნით გაახილა კიდეც. ერთმანეთის პირისპირ, ერთმანეთის სუნთქვასთან ახლოს ორივეს ღიმილი გადაგვეფინა სახეზე. ახლა პირველად დავაკვირდი მის თვალებს. ღმერთო რა ლამაზი თვალები აქვს, ისევ ჩემს თავს ველაპარაკები და ოკეანისფერ თვალებში ვაკვირდები.
-როგორ ხარ? მეკითხება და ხელის გულებით ლამაზ თვალებს ისრესს
-კარგად... ვუღიმი და თავს ზემოთ ვწევ. გაწეწილ თმაზე მეხება და ჩემს სახეს ხელებში იქცევს, ისე მიყურებს მგონია ახლა ცეცხლი წამეკიდება და აქვე დავდნები.
-როგორ გიხდება გაღვიძება... არაამქვეყნიური ღიმილი მაჩუქა.
მისკენ ნაზად გადავიხარე და ნელი მოძრაობით, ძალიან ფრთხილად ღიმილის კუთხესთან ახლოს ვაკოცე. საწოლიდან სასწრაფოდ წამოვხტი და სუნთქვაშეკრული, გაშეშებული სანდრო ადგილზე დავტოვე.
სააბაზანოში შევედი და ტანისამოსი გამოვიცვალე. მხოლოდ ახლა მახსენდება რომ ანუკისთვის არაფერი მითქვამს, ძალიან ავნერვიულდი. სააბაზანოდან გამოვედი, სანდროს ვერდით საწოლზე ჩამოვჯექი და ფეხსაცმის შეკვრა დავიწყე.
-დაგეხმარო? მიყურებს ისევ შოკირებული
-არა იყოს, ჩემით ვიზამ... ვეუბნები და გაჭირვებით ვატოკებ მარჯვენა მხარს.
-რა დაგემართა? ასე უცებ რატომ შეგეცვალა ხასიათი
-არაფერია, გამახსენდა რომ ანუკისთვის არ მითქვამს ღამით რომ არ მივიდოდი და ალბათ ინერვიულა... ტელეფონი ჩავრთე და ზუსტად გამართლდა მოლოდინები, ანუკისგან, დედასგან და იმ მანიაკისგან მილიონი შეტყობინება და გამოტოვებული ზარი დამხვდა.
-ჯანდაბა, მგონი როგორ ინერვიულეს, ეს მანიაკი ხო ვერ მოვიშორე... ჩავიბიტბუტე და ტელეფონი საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე დავდე.
-ამ ტელეფონით აღარ იკონტაქტო... სანდროს ხმა უმკაცრდება და ვხედავ როგორ ეღუშება სახე
-და რავქნა, გადავაგდო?
-არ ვიცი ცოტახანს არ იკონტაქტო, გამოსავალს ვიპოვი.
-ვერ იპოვი სანდრო, ასე მარტივი არ არის.
-სესილია ვიპოვი! თქვა და გაძეგლებული სახე მეტად დაეჭიმა..
-სანდრო, რაღაც კითხვა მაქვს, არ ვიცი, შეიძლება არც უნდა გეკითხებიდე, მაგრამ...
-გისმენ! მკაცრად შემომხედა ისევ
-“მენტორი” შენს შესახებ რატომ ვერ იგებს? დედაზეც არ იცის მაგრამ მას ამ მობილურით არ ვუკავშირდები, შენ კი გწერ, გელაპღაკები და არაფერი იცის? ცოტა უცნაურია
-რის თქმას ცდილობ... სახეზე კითვის ნიშნები გაუჩნდა და დაბნეულად შემომხედა...-ნუ გეშინია, მანიაკი არ ვარ. უბრალოდ ჩემი ნომერი, ექაუნთი და საერთოდ ყველაფერი, რითიც ვსარგებლობ დახურულია და ისინი ჩემს ვინაობას ვერ დაადგენენ ზარებით ან ესემესებით... ირონიულად ჩაიცინა და თავი გვერდით მიაბრუნა
-როგორ დახურე? ლოგიკური კითხვა წამოვიდა ჩემს თავში
-ჰაკერული მეთოდებით... მისმა სხარტმა პასუხმაც არ დააყოვნა
-ჰაკერი ხარ? ახლა მართლა გაიცებული სახით ვუყურებ და ვცდილობ გავერკვე
-ასე გამოდის... ხელებს აჯვარედინებს და გამომცდელად მიყურებს
-და მე ახლა რატომ ვიგებ ამას?
-უბრალოდ გატაცება იყო, მალე შევეშვი. ისეთი არაფერი... თავიდან მოშორების მცდელობა გამოუვიდა. ჩემთან ახლოს მოვიდა და სწრაფი მოძრაობით მის ძლიერ მკერდზე მიმიკრა. საოცარმა შეგრძნებამ დამიარა სხეულში, ასე მოულოდნელად არ ველოდი მისგან ჩახუტებას.
-ჩემო... ჩუმად ჩამჩურჩულა ყურთან და ხარბად მიიზიდა ჩემი თმების სურნელი. რამდენიმე წუთს გაუნძრევლად ვიდექით ერთმანეთზე მიწებებული. იდეალური მდგომარეობა ჩემი ტელეფონის ხმამ დაგვირღვია.
სანდრო წამსვე მოსწყდა ჩემს მხრებს და ტელეფონი სწრაფად აიღო.
-სანდრო, მომეცი მობილური... მისკენ სწრაფი ნაბიჯით მივდივარ და ვცდილობ გამოვართვა.
-არა! ცდილობს ესემესი გახსნას, თუმცა პასვორდის გამო ვერ ხსნის.
-სანდრო დამიბრუნე მობილური! ხმა მიმკაცრდება
-პაროლი მითხარი! მეუბნება თითქმის ყვირილით
-არა!
-მაინც გავიგებ, მითხარი!
-არ გეტყვი! არ გაქვს უფლება ჩემს ტელეფონში იქექო... ვხვდები რომ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ თავს დამნაშავეს არ ვთვლი და ამაყად ვუყურებ
-კარგი, თვითინ ვიზამ! ამბობს და წამებში პასვორდს რაღაც “მაგიით” ხსნის.
-სანდრო დამიბრუნე! ვუყვირე და ხელიდან მთელი ძალით გამოვგლიჯე მობილური.
-გინდა მაგ მანიაკთან კონტაქტი? ისიც ყვირილით მიბრუნდება
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? შენ მიშველი?
-უნდა შეწყვიტო მასთან კონტაქტი!
-არა! ვერ შევწყვეტ, ბევრი იცის ჩემზე და დამაშანტაჟებს, ეს ხომ აგიხსენი.
-შენც ბევრი იცი მასზე
-ჩემი ინფორმაცია ზღვაში წვეთია, იმასთან შედარებით რაც მან იცის. შენ ვერ იაზრებ რამხელა საფრთხეში აყენებ შენს თავს ჩემთან ურთიერთობით.
ხმა მებზარება, ვცდილობ თვალებზე მოწოლილი ცრემლები შევიკავო, თუმცა ვერ ვახერხებ. ჩემსკენ მოდის და ცდილობს მომეხვიოს.
-ნუ მეხები, შემეშვი... მის ხელებს ვიშორებ და ტირილს ვიწყებ...-არ მინდა ვინმე შემეწიროს, გესმის? მე არავინ ვარ შენთვის, საერთოდ არ მიცნობ, თუ ეცდები გადამარჩინო თავს დაიღუპავ ამით. უბრალოდ შემეშვი...
ქურთუკი ავიღე და ოთახიდან გავიქეცი. გასასვლელი კარი მაგრად მივიჯახუნე. დაბლა ჩავედი და ქუჩა გადავკვეთე. მთელი სხეული მიკანკალებდა. მეგონა სანდრო უკან გამომყვებოდა, თუმცა შევცდი. ალბათ არ ვარ იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩემს ნაბიჯებს აედევნოს, ჩემი სურვილის მიუხედავად. შუქნიშანთან გავჩერდი და ველოდი როდის აინთებოდა მწვანე. ისევ ესემესი მოვიდა, მომაკვდინებელი მზერით გავხსენი და ვევადე დაბინდული თვალებით გამერკვია რას მწერდა მანიაკი.
“-არ მომწონს ასე რომ უჩინარდები!”
“-კარგი, რადგან მორჩილება არ შეგიძლია, პატარა სასჯელს მიიღებ. ჩათვალე გაკვეთილია, ამაღამ გამოგადგება მიღებული გამოცდილება”
სხეული საშინლდ დამეძაბა. გარშემო მდგარ ადამიანებს შევხედე, თუმცა მათგან არცერთი გავდა მანიაკს. ესემესი ისევ მოვიდა
“-მიდი, წითელზე გაიარე.”
უფრო დაძაბულმა მოვათვალიერე გარშემო ყველაფერი. თვალებში ჩამდგარი ბურუსი მხედვობას მიზღუდავდა და თავს მატკიებდა
“-იცოდე გხედავ!”
აკანკალებულმა გადავდგი პირველი ნაბიჯი, ვგრძნობდი როგორ მიწვავდა გაოცებული ხალხის მზერა ზურგს. ბუნდოვნად მესმის, -რას აკეთებს? ხომ არ შეიშალა... დიახ, შევიშალე, ვამბობ ჩემს თავში და უკან მოუხედავად ვკვეთ გზას ათასიბით მიმავალ მანქანებში. ყურები ისე გამებერა, რომ სმენა თითქმის დავკარგე, თუმცა მანქანების სიგნალი სადღაც შორიდან მაინც აღწევდა ჩემს გონებაში.
როგორც იქნა, გზის მეორე მხარეს აღმოვჩნდი. ტაქსი გავაჩერე და ჩავჯექი. შინაგად ვიწვოდი, თუმცა სხეული ერთიანად მიაკნაკალებდა, სიცივისაგან თუ შიშისგან, ვერ გავარკვიე. საათს შევხედე, ხუთი საათი ხდებოდა, შეიძლება უკვე სახლშია ანუკი და მელოდება.
ტაქსიდან ჩამოვედი და კორპუსის კიებეები სწრაფად ავირბინე. კარი ანუკიმ გამიღო. ნაწყენი თვალები შემომაგება და მისაღებში ფეხდაფეხ შემომყვა.
-წუხელ სად იყავი? მეკითხება მკაცრი ტონით
-სანდროსთან. სახეში არ ვუყურებ და ვცდილობ ძალები აღვიდგინო
-გაგიჟდი?
-რატო?
-სესილია შენს თავს შეხედე. კიდევ მე მეკითხები რატო? ლამის ყვრილით მელაპარაკება...-რა გჭირს ბოლო დროს, საერთოდ აღარ მეკონტაქტები, იმდენად გაუცხოვდი რომ ვეღარ გცნობ. რაც შენთან გადმოვედი ერთხელ არ გვისაუბრია ძველებურად, არც კი იმჩნევ ჩემს არსებობას. სახლშიც კი აღარ მოდიხარ. თან შეყვარებულიც გაიჩინე და მე ახლა ვიგებ. გასაგებია, თავისუფალი პიროვნება ხარ სადაც გინდა იქ დარჩები მაგრამ შეგეძლო ერთი ესემესით მოგეწერა რომ კარგად ხარ და სხვაგან რჩებოდი. მოვკვდი ნერვიულობით საავადმყოფოებში დავრეკე, არ ვიცოდი სად მომეძებნე. ცალკე დედაშენი იყო გაგიჟებას... ვერ გცნობ სესილია, თუ ჩემი აქ ცხოვრება ასეთ დისკომფორტს გიქმნის რომ სახლში მოსვლა და ადამინებთან კონტაქტი აღარ გინდა, წავალ. მაპატიე კომფორტი რომ დაგირღვიე, მოვძებნი ბინას და უახლოეს დღეებში გადავალ... ცრემლმორეული თვაებით ვუყურებდი მეგობარს, რომელმაც არც კი იცის რა საგიჟეთში მიწევს ცხოვრება. ვერაფრის თქმა შევძელი, იქნებ უკეთესიც არის რომ წავიდეს, იქნებ მას საფრთხე ავარიდო.
სავარძელიდან წამოვდექი და უსიტყვოდ გავედი სახლიდან. ქუჩას ფეხით მივუყვები და ათასი აზრი ერთად მიტრიალებს თავში, დეკემბრის სუსხი სახეს მიყინავს და მაიძულებს გამოვფხიზლდე. ტაქსი გავა ჩერე და სამსახურში მივედი.
ოფისში ჩემი თანამშრომელი სალი დამხვდა.
-სალ, ეკა თავის კაბინეტშია?
-კი, წასვლას აპირებს, თუ საქმე გაქვს სწრაფად ადი.
ლამის სირბილით წავედი კიბეებისაკენ, გარშემო არ ვიყურებოდი, ახლა მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში, “-უნდა დავამთავრო ეს თამაში” კიბეზე ასულს საბა შემეჩეხა, რაღაც მითხრა, თუმცა ვერ გავიგე ისე სწრაფად გავცდი.
ეკას კაბინეტთან წამით შევჩერდი და ღრმად ამოვისუნთქე.
-მობრძანდით... იძახის უფროსი შიგნიდან... -ვაუ, სესილია, შენ ხარ? აბა როგორ არის საქმე, გამოკეთდი? ირონიანარევი ღიმით მაყრის კითხვებს და სკამისკენ მანიშნებს რომ დავჯდე.
-ქალბატონო ეკა, რაღაც საქმე მაქვს... აზრის დასრულება არ მაცალა ისე გააგრძელა საუბარი
-ოოპ, ოოპ ახლა არ მითხრა შვებულება მინდაო, თორემ თავსაც მოვიკლავ. არ ვიცი, რაღაც გჭირს შენ, საერთოდ აღარ მუშაობ, კვლევა შუა გზაზე მიატივე, იმის მიუხედავად რომ საზღვარგარეთ გაგგზავნე საუკეთესო თანამშრომლის სტატუსით, დაწინაურებას ვაპირებდი, ვფიქრობდი დრო მოვა და ამ გოგოს ჩემს ადგილს დავუთმობ მეთქი, მაგრამ რაღაც საშინლად შეიცვალა. შენი გონება სულ სხვაგანაა, გაცდენები, დაგვიანებები, დაუსრულებელი კვლევები, ხომ არ ჯობია გამოფხიზლდე?
ვუყურებ და სახეზე ცეცხლი მეკიდება, რადგან არც მან იცის როგორ ვკვდები დღითიდღე შიგნიდან და როგორ მანგრევს ვერნათქვამი შიშები.
-ამიტომ ვარ აქ, მინდა განცხადება დავწერო წასვლის შესახებ. მტკიცედ ვეუბნები და სახეს მის მზერას ვუსწორებ
-რა სისულელეს ამბობ, იაზრებ? ისე მიყურებს, თითქოს ვიღაც შეშლილს ესაუბრებოდეს
-აბსოლუტურად!
-ხომ არ დაფიქრდებოდი? იქნებ დასვენება გჭირდება, ასე მარტივად როგორ შეიძლება, ასეთმა წარმატებულმა მკვლევარმა სამსახური უბრალოდ ადგე და მიატოვო?
-რამდემინე წუთის წინ თვითონ მითხარით, რომ თუ შვებულებას მოვითხოვდი თავს მოიკლავდით, ამიტომ თქვენს სიცოცხლეს ვუფრთხილდები... ვუღიმი და ვცდილობ ცინიზმი არ შემეტყოს.
-ხუმრობა იქით იყოს, ვერსად ვერ გავუშვებ შენნაირ თამაშრომელს
-თქვენ უკვე ყველა მიზეზი ჩამოთვალეთ რის გამოც აქ ვეღარ დავრჩები, ამიტომ გთხოვთ, მომცეთ უფლება დავწერო განცხადება.
ვგრძნობდი შიგნით როგორ მენგრეოდა სამყარო და გარეთ ცხოვრება, ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ჩემს საყვარელ საქმიანობას ასე წამებში დავთმობდი.
ქვედა სართულზე, მენეჯერთან განცხადება მოვამზადე და ეკას ხელი მოვაწერინე, შედეგ ჩემი ნივთების აკრეფა დავიწყე, ამის დანახვისას საბა დენდარტყმულივით წამოხტა და ჩემს მაგიდასთან გაჩნდა.
-რას აკეთებ? გაოცებული მეკითხება
-მივდივარ!
-სად?
-სამსახურიდან მივივდივარ! განვუმარტე და გაქვავებული მზერა მის სახეს შევაჩერე.
-გაგიჟდი? რატო მიდიხარ, რა გჭირს ბოლოსდაბოლოს ამიხსენი. რატო გაცივდი ასე, ახლა უნდა ვიგებდე რომ სამსახურს ტოვებ? ჩვენ ასეთი მეგობრობა გვქონდა? ისე მიყურებს ვხვდები მასაც ძალიან გავუცრუე იმედები. გადავეხვიე და რამდენიმე წუთს მასთან ერთად ჩახუტებული ვიდექი.
-წარმატებები საბუნია... საყვარლად გავუღიმე
-სხვა არაფერს მეტყვი?
-რას ვიზამთ, ოდესღაც ხომ ყველაფერი მთავრდება, მთელი ცხოვრება აქ ხომ არ ვიმუშავებ? წავალ, სხვა სფეროში ვცდი საკუთარ თავს, იქნებ ბევრად მეტი შემიძლია
-შენი გადასაწყვეტია, მაგრამ არ მინდა ჩვენი მეგობრობაც ა დამთავრდეს, როგორც თანამშრომლობა.
პასუხად გავუღიმე და კიდევ ერთხელ ჩავეხუტე, რადგან ვიცოდი მასთან მეგიბრიბას ვეღარასდროს შევძლებდი, ისევ მის საკეთილდღეოდ.
ნივთები ჩავალაგე და სხვა თანამშრომლებსაც დავემშვიდობე, მიმღებში სალისთან გავჩერდი, ერთმანეთს საცოდავად შევხედეთ და მაგრად ჩავეხუტეთ, დამშვიდობების მომენტი ტელეფონის ზარმა შეგვაწყვეტინა. ეკრანს დავხედე და ტელეფინი სასწრაფოდ გავთიშე.სალის ვთხოვე თავისი მობილური ეთხოვებინა.
საპირფარეშოში შევედი და დედასთან დავრეკე, რომელიც გუშინდელის შემდეგ ვერ მიკავშირდებოდა.
-დედა მე ვარ...ვუპასუხე საკმაოდ მშვიდი ხმით.
-სად ხარ ამდენ ხანს რომ გირეკავ? გამისკდა გული. ლამის მოვკვდი ნერვიულობით, რა გჭირს შვილო, სხვისი ნომრით რატო მირეკავ, არ შეგიძლია მიპასუხო როცა შენთან ვრეკავ?
-კარგად ვარ დედა ყველაფერი რიგზეა.
-შენ ჩემზე საერთიდ არ ფიქრიბ, ვინ მყავს მე შენს მეტი, ვისთვის ვარ აქ გადახვეწილი, ვისთვის ვიკლავ თავს შრომაში, როდის გახდი ასეთი უგრძნობი, რა დაგაკელი, ყველაფერს გისრულებდი, შენს ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემდი მომწონდა თუ არა, შენ როგორ იქცევი? არაფრად მთვლი, ისიც კი აღარ გინდა კვირაში ერთხელ დამირეკო და მკითხო ცოცხალი ვარ თუ არა.
თვალებში მოწოლილ ცრემლებს უკან ვაბრუნდები, ღმერთმა იცის დღეს მერამდენედ გადავყლაპე სიმწრის ცრემლები. ჩუმად მაგრამ გასაგონად ვეუბნები
-ვთიშავ დეე.
ვიცი რომ ძალიან ვაწყენინე, გული ვატკინე და იმედები დავუმსხვრიე, თუმცა იმაზე რთული გადასატანი არაფერია,ვიდრე სარკის წინ იდგე და უყურებდე შენს განადგურებულ სახეს.იდგე სარკის წინ და ვერ ცნობდე საკუთარ თავს.უყურებდე ცრემლებშეკავებულ შენს თვალებს,გაქვავებულ სახეს და საკუთარ თავს უმეორებდე “-შენ ჩემი არ გესმის,შენ მე ვერმიგებ” თითქოს სხვა ადამიანს ელაპარაკები და ცდილობ მიახვედრო რა გადმოუცემელი რამ გტკივა,გტკივა კიარა გღრღნის.შინაგან ორგანოებს გიწვავს და არაფერი შეგიძლია.
დგახარ სარკის წინ და სხვა კიარა,საკუთარი თავიც ვერ გიგებს,თუ როგორ ხარ.
საპირფარეშოდან გამოვედი და მობილური სალის დავუბრუნე. ოფისიდან გამოვედი, თუმცა ახლა წასასვლელი აღარსად მქონდა. დეკემრის სუსხიან დღეს, როცა ქარებს მიწის სურნელი აქეთ-იქით დაჰქონდათ მე ვიდექი მარტო და არ მქონდა გზა, რომელიც სადმე, უსაფრთხო ადგილას მიმიყვანდა.
ქუჩის ბოლოს, პატარა სკერში, სკამზე მოვკალათდი, ერთ წერტილს მივაშტერდი და ჩემი ფიქრების უსაზღვრო მორევში თავით გადავეშვი. არ ვიცი რამდენხანს ვიყავი ასეთ მდგომარეობაში, თუმცა გონს რომ მოვედი უკვე ბნელოდა. ხალხი ირეოდა ქუჩაში, ყველა სადღაც მიიჩქაროდა. ყინვამ იმატა და ჩემი სხეულიც ისევ აკანკალდა.
გონებაში ყველა განვლილ მოვლენას ფილმის კადრებივით ვახვევდი. ვფიქრობდი ახალ წელზე, როგორ ვრთავდით ერთად სახლს მე დედა და მამა, როგორ მისვამდა მამა კალთაში და მარიგებდა.
ღამე როცა მარტო ძილის შემეშინდებოდა მამა გვერდით მომიწვებოდა და მეუბნებოდა რომ შიში შენ უნდა შეაშინო, ისეთი ძლიერი უნდა იყოვო. ხო, აი ასე, იმდენად ძლიერი უნდა ვიყო, რომ შიშს ვაჯობო და აქეთ შევაშინო. თუმცა ახლა ეს სიტყვები ვერ მამხნევებს. რადგან მარტო სიკვდილის კი არა, საყვარელი ადამიანების დაკვარგვაც მაშინებს.
მილიონი მოგონება მიდიოდა ჩემს თვალებში ფილმის კადრებივით, ხან მეღიმებოდა, ხან ტირილი მინდებოდა, ხან ვბრაზდებოდი და ასე დაუსრულებლად.
ჩემი ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომიყვანა
“-როგორც ჩანს წასასვლელი არსად გაქვს, ყველამ მიგატოვა ხო?”
უცნობის ესემესმმა უარესად დამძაბა, ჩემს ფსიქოლოგიაზე იდეალურად თამაშობს.
მისთვის პასუხი არ დამიბრუნებია, მხოლოდ გაფაციცებით ვათვალიერებდი ჩაწყნარებულ ქუჩას, რომლის სიჩუმეს ათასში ერთხელ მანქანის გავლის ხმა თუ დაარღვევდა.
-აშკარად უკვე გვიანია... გავიფიქრე და საათს დავაშტერდი. ღამის ორი საათი ხდებოდა. როგორ ვერ შევამჩნიე, ახლა უფრო დავიძაბე. ფეხზე წამოვდექი, ნამძინარევივით მოვისრისე თვალები და ქუჩას გავუყევი. ცოტახანში ესემესი მოდის

ღამის სამის ნახევარი
დავალება 3
“-ლოკაციას მიყევი”
მენტორი მისამართს მიგზავნის, მგონი შიშის შეგრძებაც დავკარგხე სხვა გრძნობებთან ერთად. ლოკაციას მივყვებოდი და თან გაჩუმებულ ქალაქვს მზერას ვაყოლებდი და ვიმახსოვრებდი.
რუკა მიჩვებს რომ მივედი, სადღაც მაღალ ადგილას ვარ, გარშემო ხეები და ვიწრო ტროტუარია, მგონი ქვემოთ ხევი უნდა იყოს, ტელეფონს ვანათებ და ვცდილობ დავინახო რა ხდება.
ესემესი მოდის
“-ქვემოთ ჩადი”
უსიტყვოდ დავემორჩილე და ხევში ჩავედი. გული გაგიჟებით მიცემდა, ქალაქიდან წამოსული შუქიც ნელ-ნელა ქრებოდა და ბოლოს უკუნეთ სიბნელეში ამოვყავი თავი
“-აქ იჯდები მთელი ღამე”
ბრძანება მივიღე, მაგრამ აქ თუ გავჩერდრდები თუნდაც ცოტახანს ნამდვილად შევიშლები
“-მანიაკო, ცდილობ გამაგიჟო?”
“-ვცდილობ დაგაფიქრო შენს უაზრო ცხოვრებაზე”
“-არ ვარ ვალდებული დაგემორჩილო, არც შენს მუქარას აქვს აზრი, რადგან ჩემზე თითქმის არაფერი იცი, ამიტომ მივდივარ!”
შეტყობინება ძალიან მალე მოდის, ხმოვანი ესემესი გავხსენი და ისევ გავიგონე მისი შემზარავი სიცილი, რაც უკუნეთ ღამეს უფრო საშინელს ხდიდა.
“-მე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე შენ წარმოიდგენ. რომელი... აირჩიე? ანუკი, საბა თუ სალი? თუ ეკა? რომელს შეიწირავ მსხვერპლად.”
არ მიკვირს, დიდი მცდელობის მიუხედავად მაინც გაიგო საბას და სალის შესახებ. ნელ ნელა ყველაფერს გაიგებს, მართლა ვერ გადავრჩები.
მოკეცით დავეშვი მიწაზე და ხეს მივეყუდე, ყველა ფიქრი ერთად წამოვიდა თავში. ჩემს თავს ვეკითხები -რა დავაშავე? მხოლოდ ახლა ვიაზრებ რომ არავინ მყავს, სამყაროში ყველაზე მარტო ვარ, ყველაზე უსუსური. ყველამ ვინც დღეს პასუხი ჩემს სიჩუმეზე და გაუცხოებაზე მომთხივა, ვინც ჩემს პასუხს არ დაელოდა ისე გამომიტანა განაჩენი შეშლილობის, ისე გადამიარეს რომ ჩემს თვალებს არც კი შეხედეს რამხელა ტკივილს ვატარებდი. არადა როგორ მჯეროდა რომ მათ ყოველთვის ყველანაირი ვეყვარებოდი, გამიგებდნენ და მიმიღებდნენ. მათ კი უბრალოდ არც დაუშვეს არც ერთი მიზეზი, რაც ჩემს შეცვას გაამართლებდა. საფეთქლების გასკდომამდე ვფიქობ და ჯერ ვერ მიმიღწევია დასკვნამდე,ნუთუ ნდობა ერთი დიდი უფსკრულია სადაც ჩვენი ნებით ვეშვებით.ნუთუ შეუძლებელია ერთ ადამიანს მაინც მოუყვე როგორ ხარ,რატომ ხარ,რისთვის ხარ და საერთოდ რანაირად ხარ აქ,ამ პლანეტაზე.ნუთუ შეუძლებელია დაჯდე და მოყვე,რომ ყველაფერმა ერთად საფეთქლები გაგიბერა და ახლა შენი აზრები გასკდომას ითმენს.
და ეს ყველაფერი რისთვის? რისთვის დავთმე მშვიდი ცხოვრება, სამსახურისთვის? კარიერისთვის? ხოდა მიმიფურთხებია ასეთი წარმატებისთვის რომელიც მარტო საყვარელ ადამიანებს კი არა საკუთარ თავსაც გაკარგვინებს. თვითონაც არ მესმის საკუთარი თავის, როგორ მივედი ასეთ მდგომარეობამდე და სხვას როგორ მოვთხოვო პასუხი? ახლა რომ შემეძლოს უბრალოდ წასვლა, წავიდოდი და ყველას სათითაოდ ჩავეხუტებოდი ვინც მიყვარს. მებრაზება, გული მტკივა, მაგრამ ეს ხომ იმ მანიაკის გამო ხდება, ის მაიძულებს ვიყო სხვა, ჩემი თავისგან განხავავებული ადამიანი...
ფიქრებში ჩაფლულს თავზე დამათენდა. ირიჟრაჟა თუ არა წამოვხტი და ხევიდან ასასვლელ გზას გავუყევი. როგორც კი ცივილიზებული სამყარო დავინახე ბედნიერებამ იფეთქა ჩემში და თითქოს თავისუფლების შეგრძნება დამეუფლა. დღეს ყველას დავანახებ სიყვარულს, ისინი არ იმსახურებენ მხედავდნენ ისეთს, როგორსაც მანიაკი მქმნის. დიდი გზის შემდეგ როგორც იქნა პირველი ტაქსი ჩნდება ჰორიზონტზე. რამდენიმე მეტრის დაშორებით ვიქნევ ხელებს და ვაჩერებ, მისამართს ვეუბენბი და სახლში ვბრუნდები.
კარი ჩუმად გავაღე, ფეხაკრეფით შევაბიჯე და ჭუჭყიანი ქურთუკი მისაღებში გავიხადე. ანუკის ოთახში შევედი, მშვიდად ეძინა, კარის ხმაზე შეიშმუშნა, მივუახლოვდი და ჩუმად ვკითხე
-შენთან დავწვები, გთხოვ..
გვერდით მიიწია და ადგილი დამითმო, ტანსაცმლიანი მივუწექი მეგობარს გვერდით, უსიტყვოდ მომიახლოვდა და მაგრად, ძალიან მაგრად ჩამეხუტა. თავზე მაკოცა და თმებზე ნაზი მოფერებით პატარა ბავშვივით მიმეძინა.
თვალები ძლივს გავახილე, მეგონა ქუთუთოებზე მძიმე საგნები მელაგა. გვერდით გადავბრუბდი და საწოლში ანუკი რომ ვერ ვიპოვე გული საშინლად ამიჩქარდა და გიჟივით წამოვხტი საწოლიდან. ახლა ვაკვირდები რომ შიშები დამჩემდა ბოლოდროს.
ჩემდა საბედნიეროდ ოთახში მალე შემოვიდა.
-გაიღვიძე მძინარა მზეთუნახავო? თბილად მომესალმა და ღამის ფარდები გადაწია
-რომელი საათია? საათს დავხედე და უკვე სამი საათი იყო.
-ღმერთო, გასულა მთელი დღე...უკმაყოფილოდ ჩავიბუტბუტე
-აღარ გაგაღვიძე, ისე გვიან მოხვედი... უკმაყოფილოდ დახარა სახე და განაგრძო.. -მაპატიე, გუშინ ზედმეტი მომივიდა, არ მინდოდა შენთვის გული მეტკინა.
საწოლიდან ზლაზვნით წამოვჯექი და ძალიან მაგრად ჩავეხუტე.
-უზომოდ მიყვარხარ, ეს იცი ხო? ვუთხარი და გავუღიმე
-მეც უზომოდ, მიდი ახლა ადექი და წყალი გადაივლე, საჭმელი ვჭამოთ.
საჭმლის ხსენებაზე ერთიანად გამომფხიზლდა და სასწრაფოდ აბაზანისკენ გავიქეცი
-ხო მართლა, სანდრო ნერვიულობს, დაურეკე... მაცდურად გამიღიმა და ოთახიდან გავიდა
-სანდრო ნერვიულობს? ამან საიდან იცის... გაოცებული ვუსვამ ჩემს თავს კითხვებს და ვცდილობ მთელი ღამის კოშმარი წყალს გავატანო.
გემრიელად მივირთვით, ყავა მოვიმზადეთ და აივანზე გავედით. მზიანი ამინდი მოწყენის უფლებას არ მაძლევდა.
-სამსახურიდან წამოვედი... მოულოდნელად მივახალე მეგობარს ახალი ამბავი და მისგან ისტერიკების მოსმენას დაველოდე. ჯერ მშვიდად მოსვა ყავა, აუღელვებლად მოათავსა პატარა მაგიდაზე ჭიქა და ჩემსკენ შემობრუნდა
-ვიცი რომ შენს უცნაურ ქცევებს ახსნა აქვს, მომიყევი გთხოვ. განთავისუფლდი, ამოუშვი რაც გაწუხებს, თავს გაინადგურებ ასე
-არაფერია, უბრალოდ წამოვედი
-სესილია, შენნაირი შრომისმოყვარე და საქმეზე შეყვარებული ადამიანი მიმტკიცებს რომ უბრალოდ წამოვიდა სამსახურიდან? რას ნიშნავს უბრალოდ? ვგრძნობ რომ მაგ სიტყვის მიღმა უდიდესი პრობლემა იმალება. იქნებ შევძლოთ ერთად მოგვარება, რატომ იკეტები საკუთარ თავში.
-ვერ მოვაგვარებთ, უბრალოდ ზედმეტი ტვირთი იქნება შენთვის ამის ცოდნა. დავხუროთ თემა გთხოვ.
სავარძლიდან იწევა და მკვლელის სახით მიყურებს
-ან მომიყვები ან გისვრი ახლა აივნიდან
-შენც მემუქრები? სიცილით ვუთხარი და ჰორიზონტს გავხედე
-მეც გემუქრები? რას ნისნავს, კიდევ გემუქრება ვინმე?
მივხვდი ანუკი არ მომეშვებოდა, ამიტომ გადავწყვიტე მომეყოლა ყველაფერი დეტალებში. ავუხსენი ჩემი გარდასახვის მიზეზი, ვუთხარი რატომ არ მივდიოდი ღამით სახლში, ისიც ვუთხარი რომ სანდრომ ყველაფერი იცოდა და ჩემი გადარჩენა მოინდომა. ბოლოს კი წუხანდელი ღამის კოშმარიც გავანდე და ვიგრძენი როგორ დაიცალა ჩემი სული უარყოფითი ენერგიისგან.
თვალებზე ცრემლი მოაწვა, ჩემთან მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა.
-მაპატიე გთხოვ, მე მართლა ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთ მდგომარეობაში იყავი, მაპატიე აქამდე რომ ვერ მივხვდი როგორ გიჭირდა.
-არაუშავს, ხანდახან თვითონაც არ მესმის საკუთარი თავის.
-რა ვქნათ? მეკითხება საქმიანი იერით და გამომცდელად მიყურებს...-რაღაც გეგმა გექნება, შენ ასე უბრალოდ სხვის ჭკუაზე არ ითამაშებ.
-ოჰ როგორ მიცნობს... ყურებამდე გამეღიმა და თვალები დამიწვრილდა...-გეგმა ჯერ არ მაქვს, თუმცა რაღაც ინფორმაცია მოვაგროვე. ერთი რამ ზუსტად ვიცი, ის მარტო არ არის.
-ანუ კვლევა არ შეგიწყვეტავს?
-არა რათქმაუნდა, ყველაფერს ვაკვირდები, მას გონია რომ უბრალოდ ჩავერთე ამ თამაშში. მაგრამ შეიძლება ჩემი სამსახურიდან გამომდინარე მიხვდეს რომ ვიკვლევ.
-არა, მაგას ვერ მიხვდება, კვლევა ხომ ექაუნთზე არ გაქვს.
-არა, არც მეილზე გამიგზავნია. ბარათში მაქვს შენახული
-ასე აჯობებს, ლეპტოპზე არ გადაიყვანო, შეიძლება მიხვდეს რამეს.
უცებ გონებაში მარტყამს ანუკის სიტყვები სანდროს შესახებ და გამომცდელად ვუსვამ კითხვას.
-ანუკი, საიდან გაიგე რომ სანდრო ჩემზე ნერვიულობდა?
-დამირეკა.
-რაა? გაოცებისგან პირი გამეღო
-ხოო, დამირეკა და მკითხა, სესილია სახლშიაო? ვუთხარი დღეს მოვიდა და მალევე წავიდათქო.
-მერე?
-მერე მკითხა როგორ იყოვო, მე ვუთხარი ვიჩხუბეთ და აღარ მოსულათქო. თუ გამოჩნდა უთხარი რომ დამირეკოს ძალიან ვნერვიულობო. მერე გვიან დარეკა, პირველი საათი ხდებოდა, ყველგან მოვძებნე მაგრამ ვერ ვპოულობო. ძალიან რომ ავღელვდი შენი ტელეფონის “მაპი” გატეხა და გავიგეთ სადაც იყავი. წამოსვლას აპირებდა, მაგრამ არ გამოვუშვი, ვიფიქრე მარტო ყოფნა გჭირდებოდა.
-კარგად მოიქეცი, რომ არ გამოუშვი. არ მინდა სანდროს შესახებ გაიგონ...-აქ იყო მოსული?
-კიი სახლში ამოვიდა, მკითხა შენთან ოდესმე თუ მქონდა რაიმე ლოკაცია გამოგზავნილი, გამახსენდა რომ კაფის მისამართი გამოგიგზავნე ბოლოს, ხოდა ჩემი მობილურიდან გატეხა და ასე გიპოვეთ სკვერში.
-ძალიან ინერვიულა? სითბო ჩამეღვარა გულში და ხმა საგრძნიბლად გამითბა.
-სულ კანკალებდა. ერთ ადგილას წამითაც ვერ გაჩერდა. მგონი უყვარხარ... ეშმაკურად გამიღიმა და გვერდში მხარი გამკრა
-რა სისულელეა... უაზროდ შევიცხახდე და ვიგრძენი რომ გავწითლდი
-სხვათაშორის, ძალიან სიმპათიურია, მოუხდებით... ისევ მაცდურად მიღიმის
-კარგი მაშინ წავალ მასთან, ხომ იცი ვიჩხუბეთ და მგონი უსამართლოდ მოვექეცი, დანაშაული უნდა გამოვისყიდო.
-სამსახურში რომ იყოს?
-არ იქნება, ამაღამ მიფრინავს წესით.

არ შევატყობინე, ისე წავედი მის სანახავად. გზა შიშით გავიარე, მანიაკს რომ არ დავენახე სადმე. კარზე დიდხანს ვაკაკუნე, ზარიც დავრეკე, თუმცა უშედეგოდ. უკან მობრუნება რომ გადავწყვიტე შორიდან მისი ხმა გავიგე, მოვდივარო იძახდა. კართან დასჯილი ბავშვივით ჩამოვდექი და მისი სახის დანახვას დაველოდე.
-სესი? გაოცებული მიყურებდა... მოდი, შემოდი.
ჩუმად შევაბიჯე სახლში და კართან დავდექი.
-კარგად ხარ? მეკითხება შეშფოთებული და მისაღებისკენ მივყავარ.
-გთხოვ, ამ კითხვას ნუღარ მისვამ. გუშინ ცუდად მოვიქეცი, ზედმეტი მომივიდა ვიცი, არ მინდოდა რამე გწყენოდა, მაგრამ ხო იცი, მთლად არც მე ვტყუოდი, ჩემს პრობლემებთან ყოველთვის მარტო ვარ და ახლაც ასე იქნება.... ერთნაირად მივაყარე ჩემი სათქმელი და კრავის თვალები გავუსწორე მის ოკეანის თვალებს.
-გუშინ ღამით სად იყავი?
-ჯერ სამსახურში შევიარე, განცხადება დავწერე წამოსვლაზე და მერე სკვერში გავჩერდი.
-მთელი ღამე?
-არა... დავალება შევასრულე.
სახე ხელებში ჩარგო და თმა ნერვიულად აიჩეჩა
-რა დავალება იყო
ცოტახნის ყოყმანის შემდეგ ვუთხარი
-ხევში გამათენებინა ღამე, სიბნელეში..
თავი დავხარე და ვეცადე მზერა ამერიდებინა მისი თვალებისთვის.
-უნდა რომ შეგშალოს... ლამის ყვირილით მეუბნება
-ვიცი, მაგრამ არ შევიშლები.
-ნუღარ ასრულებ დავალებებს, გთხოვ.
მოვიშორებთ, შემიძლია დაგეხმარო, უბრალოდ მენდე, მომეცი უფლება შენს გვერდით ვიყო. მოდი ჩვენ ვეთამაშოთ მენტორს არ გინდა? ის ვაკეთებინოთ რაც ჩვენ გვენდომება.
-მაგას როგორ გავაკეთებთ
-მარტივად, ჯერ უნდა გავიგოთ ლოკაცია, საიდან გწერს.
-კარგი, თუ ასეა ვეთამაშოთ... გავუღიმე და თითქის იმედი ჩამესახა გულში
-სამსახური რატო მიატოვე
-აზრი აღარ ქონდა ჩემს მუშაობას, სხვა კვლევას გულს ვეღარ ვუდებ, სულ ამ საკითხზე ვფიქრობ. თან არც მინდა მეგობრებს საფრთხე შევუქმნა.
-კარგია რომ წამოხვედი. შენნაირ თანამშრომელს ნებისმიერ დროს დააბრუნებენ, ახლა ჯობს ეს პრობლემა მოვაგვაროთ...-მთავარია მენდო...
-მჯერა შენი... ისევ გავუღიმე და მზერა მის თვალებს გავუსწორე.
ჩემს გვერდით მოიწია და თავი კალთაში ჩამიდო, ერთი ხელი კი წელზე მომხვია. გავშეშდი, ეს ბიჭი მართლა მაგიჟებს, ვგრძნობდი როგორ დაძვრებიდნენ ჩემს სხეულზე უჩვეულო ჟრუანტელის ჭიები.
-როდის მიფრინავ?
-ამაღამ... გადაჭრით მიპასუხა და თვალები დახუჭა.
-მომენატრები... ძალიან ჩუმად ჩავჩურჩულე.
-მეც... მითხრა და უფრო მაგრად მომეკრა მკლავებით წელზე.



გიბრუნდებით ახალი თავით ^_^



№1  offline წევრი დარინა

ისევ თავისმა სიჯიუტემ სძლია, იმედია ისევ ისე არ მოიქცევა და სანდროს მისცემს დახმარების უფლებას რადგან ასეთ შემთხვევაში ან თავი უნდა მოიკლა ან გადარჩენისთვის უნდა იბრძოლოო ხოდა სესილიმ სანდროსთან ერთად გადარჩენისთვის უნდა იბრძოლოს, საინტერესოა მასეთ ფსიქოპატებს რატომ სიამოვნებთ ადამიანის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება და მერე თვითმკვლელობამდე მიყვანაა, ისტორია ძალიან მომწონს და სულ გელოდებიი რადგან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენებიი, ხო სანდროს მგონი რაღაც შეხება აქვს მაგ მენტორთან.

 


№2  offline წევრი mancho1

დარინა
ისევ თავისმა სიჯიუტემ სძლია, იმედია ისევ ისე არ მოიქცევა და სანდროს მისცემს დახმარების უფლებას რადგან ასეთ შემთხვევაში ან თავი უნდა მოიკლა ან გადარჩენისთვის უნდა იბრძოლოო ხოდა სესილიმ სანდროსთან ერთად გადარჩენისთვის უნდა იბრძოლოს, საინტერესოა მასეთ ფსიქოპატებს რატომ სიამოვნებთ ადამიანის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება და მერე თვითმკვლელობამდე მიყვანაა, ისტორია ძალიან მომწონს და სულ გელოდებიი რადგან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენებიი, ხო სანდროს მგონი რაღაც შეხება აქვს მაგ მენტორთან.


იმედია ისწავლის სხვებთან ერთად ცხოვრებას სესილია ^_^ თუმცა მიზეზი აქვს რომ სანდროს დახმარება არ მიიღოს, მას ხომ არ იცნობს.
პ.ს
ძალიან მიხარია რომ გაინტერესებთ ^_^

 


№3  offline წევრი nisaka

საინტერესოა ძალიან ❤️ ❤️

 


№4  offline წევრი mancho1

nisaka
საინტერესოა ძალიან ❤️ ❤️


მადლობა დიდი ^_^ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent