შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიუწდომელი სიყვარული ნაწილი-1.


18-11-2020, 00:56
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 10 597

ავტორი:
ოთახში სიჩუმეა,მხოლოდ და მხოლოდ განათებული ტელევიზორიდან მოისმის უცხო მამაკაცის ხმა და გაბატონებულ სიჩუმეს არღვევს.

-პროგრამა"შენი მეორე ნახევარი"ახალი შემოთავაზებებით გიბრუნდებათ და უკეთეს შედეგებს გპირდებათ!
პროგრამა მოგიძებნით თქვენთვის იდეალურ მეორე ნახევარს და თქვენ კი მასთან ურთიერთობისას მალევე აღმოაჩენს ,რომ ისაა სწორედ ის ერთადერთი  ვინც ამ დროის მანძილზე გაკლდათ.
აღარცერთი დანგრეული ოჯახი და უდედ მამოდ დარჩენილი ბავშვები.
ამ პროგრამამ მხოლოდ კი არ შეამცირა,არამედ სრულიად გამორიცხა ურთიერთობების დანგრევა !
პროცენტული მაჩვენებელი კი ასეთია:

99.8%-იდეალური ქორწინება ამ ბოლო 15 წლის განმავლობაში .
99.5%-ბედნიერი და კმაყოფილი მომხმარებელი.
100%-შედეგიანობა .
და სულ რაღაც 3%-ურთიერთობისა, რომლებიც იდეალურად არ შედგა.

თქვენ შეგიძლიათ 100% გვენდოთ,გიყვარდეთ ეს არაა შეუძლებელი,ენდობოდეთ ეს არაა  დანაშაული!
გთხოვთ ნუ გააექცევით თქვენს ბედს და ნუ გაართულებთ სიტუაციას.
რადგან ყოველი პირი ,რომელიც ეცდება გაექცეს თავის ბედს და აარიდოს თავი თავის პასუხისმგებლობას ,მწარედ დაისჯება!
ბოლო ხუთი წლის მონაცემებით კი სულ სამმა პიროვნებამ სცადა ამ კანონთან შეწინაღმდეგება და დაანგრია განძრახ ოჯახი!
დღეს დღეობით კი ისინი იხდიან სამოქალაქო ვალდებულებას ციხეში.

2*** წელს შემოიღო ჩვენმა მეთხუთმეტე პრეზიდენტმა  პარკ ბიუონგ ჰომ კანონი ,რომლის მიხედვითაც ყოველი მოქალაქე ქალი, რომელსაც 28 წელი შეუსრულდება და მამაკაცი, რომელიც გახდება 30 წლის ,ევალება პროგრამაში ჩართვა და ოჯახის შექმნა!
რადგან ჩვენი სამყაროს გადარჩენა ჩვენი ვალია.

2*** წელი,ქალაქის ცენტრში  რადიოაქტიური აფეთქების შემდეგ დედამიწის ნახევარზე მეტი განადგურდა.
დაშავდნენ ადამიანები და დაკარგეს სახლები და სამწუხაროდ ზოგიერთმა მათგანმა ოჯახის წევრებიც.
ყველაზე საშინელება კი ის იყო რომ გაჟონვის საფუძველზე ადამიანებზე მოხდა უდიდესი რადიოაქტიური დასხივება .
ეს ზემოქმედება ყველაზე მეტად აისახა
ტვინზე ,მეტ წილად კი იმ ნაწილზე, რომელიც ბევრ გრძნობაზე და ემოციებზე აგებდა პასუხს!
სიყვარულის ჰორმონებმა წარმოება შეწყვიტეს,რის შედეგათაც ადამიანებს დაეკარგად შესაძლებლობა ეგრძნოთ სიყვარული და ამ სიყვარულისგან შემდგარი ნდობა.


ამის შედეგათ კი ყოველმა ჩვენგანმა ერთმანეთს ზურგი ვაქციეთ,რადგან აღარ გვაკვაშირებდა ერთმანეთან გრძნობები და აღარ  გვიყვარდებოდა ერთმანეთი!
ამის შედეგად კი აღარც ოჯახები იქმნებოდნენ და ადამიანთა გამრავლებაც შეწყდა!
იმ დროის მონაცემებით ადამიანთა რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა,გამრავლების შეწყვეტამ კი მეტად გააუარესა არსებული სიტუაცია!
დაცარიელდა ქვეყნები და შეწყდა ყოველი პროდუქტის წარმოება ,ხალხის უკმარისობის
გამო ,რომლებიც ამ საქმეს მისდევდნენ,აღარ არსებობდნენ!
საკვების და პროდუქტების უკმარისობამ კი მეტი პანიკა გამოწვია ,გროძნებების გარეშე დატოვებულ ხალხზე!
ბოლომდე გვეგონა ყველას რომ ვეღარ გავნაგრძობდით ცხოვრებას ისე როგორც ვიყავით, რომ არა ერთი შესანიშმავი მეცნიერი, რომელმაც შესანიშნავი პროგრამა შექმნა არსებული სიტუააცის გათვალისწინებით და ამ პროგრამით მთელი სამყარო იხსნა.

პროგრამამ აჩვენა რომ ადამიანებს აღარ შეუძლიათ იგრძნონ ერთჯერადი გრძნობები,მაგრამ ჯერ კიდევ შეუძლიათ იგრძნონ სიყვარული,მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ ცხოვრების მანძილზე!
მთავარი კი მხოლოდ ისაა რომ იცოდნენ ვინაა მათი მეორე ნახევარი,ადამიანი რომელიც მათვის იდეალურია!
პროგრამის საშუალებით ჩვენ ვიგებთ,თქვენი და თქვენი იდეალური პარტნიორს შორის სიყვარულის წარმოქმნის პროცენტულ მაჩვენებელს.
ხო ,სწორია!
მხოლოდ ამ მეორე ნახევარს შეუძლია გააღვიძოს თქვენში ის გრძნობა,რომელის გამოცდის შანსიც  დიდი ხნის უკან წააგერთვათ!
ახლა კი თქვენი ჯერია შეიტანოთ რაღაც წვლილი ამ პროგრამის საშუალებით და დაეხმაროთ თქვენს სამყაროს.
ჩვენ ამას ერთად შევძლებთ!
ჩვენ ვიხსნის დედამიწას განადგურებისგან.


-გესმის  შვილო ? ეს მართლაც რომ სასწაულია,სწორედ ამ წელს გაუმჯობესდება პროგრამა,როგორ მიხარია,ახლა ზუსტად მეცოდინება რომ კარგ ხელში ჩავარდები.
ღიმილით მიუახლოვდა მომღიმარი მშობელი ახალგაზრდა გოგონას,რომელიც მშვიდი მზერით უცქერდა ჭიქას და ცხელ ჩაის სულს უბერავდა.
დუმდა და უაზროდ ბედნიერ დედას არაფერს განძრახ არ პასუხობდა.
-ყოველ წელს ვნერვიულობდი რომ იქამდე სანამ 28 წელი შეგისრულდებოდა პროგრამა უარესობისკენ შეიცვლებოდა .
რაღაც აღარ ამართლებდა ბოლო პერიოდი.
საწყალი ლილი ხო გახსოვს?
მაგისი საქმრო ნარკომანი აღმოჩნდა და ბოლოს მაგასვე შემოაკვდა!
იმედია ასეთ შეცდომებს აღარ დაუშვებენ ,რადგან შვილო ,ჩემმო ლამაზო ,მე ძაალიან მინდა ბედნიერი იყო!
თუ ნორმალური ქმარი გეყოლება,მეც მშვიდად მოვკვდები.
ამის მოსმენა იყო და გოგონას მზერა ბასრი გახდა !
ვეღარ მოითმინა თითქოს მეტის მოსმენა და ერთი სიტყვით გამოაცხადა უკმაყოფილება.
-საკმარისია.
მშვიდად ,მაგრამ მკაცრად გამოუცხადა და ჭიქა ხმაურიანად დადო მაგიდაზე .
ისე მობეზრებოდა უკვე ეს ყველაფერი რომ გაგიჟებას იყო!
-რა გემართება მეი?
რა არის ამაში გასაბრაზებელი?
ყველა შენს ასაკში ამას აკეთებს,ეს ჩვენი მოვალეობაა!
რამდენჯერ გელაპარაკოთ ამაზე მე და მამა?
დედამ ნაწყენი მზერა მიაპყრო და იმის შემდეგ რაც გოგონამ პასუხი არ გასცა,სიჩუმე ჩამოვარდა.

მეი:
ვიცოდი აზრი არ ჰქონდა შეპასუხებას და იმის ახსნას თუ რა არ მსიამოვნებდა ასე
ძლიერ ,რადგან ამაზე უკვე იმდენჯერ ვიკამათეთ!
აღარ მინდა დედას გული ვატკინო ჩემი აზრით ,რომელიც ამ ყველაფერთად დაკავშირებით მაქვს.
სისულელეა ეს პროგრამა და საერთოდ არ მინდა ჯერ დაოჯახება,მაგრამ სამწუხარო იცით რა არის?
ეს ჩემმი არჩევანი არაა!
ეს მოვალეობა ,რომელიც უნდა მოვიხადო ჩემი ხალხის წინაშე,იმის მიუხედავად რომ ძალიან არ მინდა ეს ყოველივე.
ოჯახი?
ამაზე არასოდეს არ მიფიქრია!
სიყვარული?
არც ამაზე...არასოდეს არ იყო ეს ორი საკითხი ჩემმს ცხოვრებაში პირველ ადგილას,მე მეტ ყურადღებას სწავლას და სამსახურს ვუთმობ!
მე მინდა მეტი ვისწავლო,მეტი გავიგო ამ სამყაროზე და მის მუშაობაზე,მაგრამ ამის საშუალება ცოტახანში აღარ მექნება!
წარმოიდგინეთ ისიც კი არ ვიცი ვის ამირჩევს პროგრამა.
ძაალიან მეშინია იმ შედეგების, რომელიც შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს.

სარკის წინ მშვიდად ვიდექი და ნაზად ვისვამდი ატმისფერ მკრთალ ტუჩსაცხს ,რომელიც ოთახში შემოჭრილი მზის სხივებისგან ბრწყინავდა.
დღეს გასაუბრება მაქვს სამსახურში,რომელიც ჩემს საოცნებო საქმეს მოიცავს!
ეს ბოლო რამოდენიმე წელიწადია ამ სამსახურზე ვოცნებობ და დიდი იმედი მაქვს რომ გამიმართლებს და ამ კომპაანის იდეალისტ უფროს თავს მოვაწონებ ჩემმი შესაძლებლობებით.

-მეი ძვირფასო ,უკვე მიდიხარ?
სამზარეულოდან გამომძახა დედამ,რაზეც ერთი სიტყვით გავძახე.
-კი ,დედა!
და შემდეგ კრემისფერი პალტო მოვიცვი ნაზ აბრეშუმის საროჩკაზე.

ქუჩაში ნაზი სიო ქროდა და ადრიანად მოსული გაზაფხულის ხის კვიტებს
აქეთ-იქით ფანტავდა.
ყვავილების სუნი იდგა გარშემო და უნებურად გამშვიდებდა !
ვაღიარებ რომ ასე უფრო მომწონს ცხოვრება,სამყაროში სადაც ხალხით არაა გადაჭედილი ყოველი ქუჩა,სადაც ხმაური შემაწუხებელი არა და ჰაერი კი მომწამვლელი.
ბევრ წიგნში მაქვს წაკითხული თუ როგორი იყო კატასტროფამდე სამყარო.
მე კი ასეთ სამყაროში ცხოვრება ვერ წარმომიდგენია,ალბათ ძაალიან გამიჭირდებოდა.
არ ვიცი ეს იმის ბრალია,რომ ასეთ გარემოში ვიზრდებით,თუ რაიმე სხვისი,მაგრამ ვფიქრობ იმ აფეთქებამ ბევრი ცუდი ჩვევა დაავიწყდა ადამიანებს.
მე კი ყოველთვის მჯეროდა რომ რაღაც ისეთ საქმეს გავაკეთებდი ამ სამყაროსთვის,რაც აქამდე არავის არ გაუკეთებია.
მინდოდა ჩემი სახელი დამეტოვა არა როგორც ცოლი, რომელმაც შვილები გააჩინა და ამის სამყაროს პოპულაციის ზრდას დაეხმარა,არამედ ძლიერი ქალი ,რომელმაც სხვა გზა მოიფიქრა ჩვენი სამყაროს გადასარჩენად!
მაგრამ აი უკვე ახლა ვფიქრობ,შევძლებ განა ამას?
მეყოფა ძალა დავუპირისპირდე კანონს?
ხალხი ცოცხლად შემჭამს ამ წესს რომ არ დავემორჩილო.
რამდენი ხანი დამრჩა?
ხო ,სულ რაღაც ორი თვე!
ორ თვეში 28 წლის გავხდები და პროგრამაში მივიღებ მონაწილეობას.
არ ვიცი ეს დრო თუ მეყოფა ამ მიზნის აღსრულებაში,მაგრამ ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული თუ ამიყვანენ დღეს სამსახურში.

ერთი საათის შემდეგ:
მაღალ ჭერიან კოლიდორში გრძელი მოოქროვილი სკაამები იდგა ,რომელზეც ჩამწკრივებულად იჯდნენ ახალგაზრდა მამაკაცები და სულ რაღაც სამი ქალი ჩემი ჩათვლით.
საათს მოუთმენლად ვუყურებდი და ვხვდებოდი ,რომ ამ უდიდეს რიგში დგომა კიდევ დიდხანს მომიწევდა!
ეს კი უკვე იმედებს მიწურავდა.
ამდენი ადამიანისგან ნუთუ მე მერგება შესაძლებლობა რომ აქ ვიმუშაო?
ვნერვიულობდი და ფეხებს
ვაბაკუნებდი ,გაპრიალებულ მეტლახზე,რომელიც ისეთი იდეალურად იყო მოწმენდილი რომ ჭერს ირეკლავდა.
მსმენია რომ ამ კომპაანის მეპატრონე იდეალისტია და ყველაფერი იდეალურად უყვარს.
ინტერიერი იდეალური წყობით და ფერებითაა მოწყობილი,ეს სკამები კი ზუსტად ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული,ყველაფერი ისე გამოიყურება თითქოს და რაღაც
არარეალურ ადგილას ვიყო ამ წამს.
ასევე ჩემმა ერთმა ნაცნობმა მომიყვა თუ როგორი რთულია ჯერ მარტო გასაუბრების გავლა!
რადგან ეს მამაკაცი ძაალიან უხეში და პირდაპირია!
ასე რომ რთული იქნება ასეთ მკაცრ მამაკაცთან თავის შეკავება,რომ ჩემი თავმოყვარეობა არ შემელახოს მისი სიტყვებით!
ისეთი დაკვირვებით ვათვალიერებდი ყოველ კუთხეს ,რომ ვერ გავიგე ჩემმი დრო როგორ მოვიდა და აი გამოაცხადეს ჩემმი ნომერი!
-ნომერი 55 ,ქალბატონი მელანი!
გთხოვთ ,აქეთ მობრძანდით.
მშვიდი მზერით მიცქერდა კარებში მდგარი მაღალი მამაკაცი,რომელის საათვალებიც მზის სხივებს ისხლეტავდა და ისე მანათებდა თვალებში მეგონა დავბრმავდებოდი.
-დიახ ,მოვდივარ.
ცოტა გაწვალებულმა ამ ყოველივეთი ძლივს ამოვთქვი ეს წინადადება და თავ აწეული და წელში გამართული გავემართე კარისკენ,გარშემო კი ისეთი სუჩუმე იყო,მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა ისმოდა.

-მომყევით.
მამაკაცმა უემოციოდ მითხრა და წინ გამიძღვა.
აჰა,ესეც ბატონი პრეზიდენტის მთავარი ოფისი!
შესასვლელი, რომელიც ხელოვნური ყვავილებითაა მორთული,დიდი მოქროვილი ძვირფასი ვაზები,პორტრეტები ,რომლებიც კედელზე გაყოლებით ეკიდა და მისი მდივანი.
მდივანიც კი მამაკაცია,ასეთი არაფერი არ მინახავს.
ამის გააზრება იყო და გარემოს თვალი მოვავლე!
ნუ ,აქაურობა მამაკაცებით იყო სავსე!
როგორც ჩანს ქალები დიდათ გულზე არ ეხატება.
-წარმატებები.
იგივე სახით მომიგო და კარს მოერიდა.
მეც მშვიდად შევდგი ფეხი და პირველი რაც თვალში მომხდა უდიდესი ხის მაგიდა იყო,რომელიც ფურცლებით იყო გადაფარული,ამ მაგიდასთან კი შავ თმიანი ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა,რომელსაც ასევე შავი სმოკინგი ეცვა.
-გამარჯობა.
ზრდილობიანად მივესალმე და მკრთალი ღიმილიც მივაყოლე,მაგრამ მას ისევ
თავი ჩახრილი და რაღაც ფურცლებს დასცქეროდა მთელი ინტერესით.
მე კი უკვე თავს ძაალიან უხერხულად ვგრძნობდი,კიდევ სადამდე არ მომაქცევს ყურადღებას?
სხვა გზა რომ არ მქონდა პატარათი ჩავახველე,იმ მიზნით რომ მისი ყურადღება მიმექცია,მაგრამ აშკარად არ გამომივიდა,რადგან არანაირი რეაქცია არ ჰქონია.
იგივე მდგომარეობაში დარჩა!
ყრუა?
კიდევ ერთხელ ჩავახველე,ამჯერად საკმაოდ ხმამაღლა!
აი ამან უკვე მისი ყურადღება მიიქცია
მგონი ,რადგან კარგად დავინახე როგორ ამომხედა ცალი თვალით,მაგრამ მეორე წამს იგივე მდგომარეობას დაუბრუნდა!
უკვე მოთმინებას ვკარგავდი,უეცრად ხმა რომ არ ამოეღო.
-დიდხანს იდგებით ასე?
კი არ გხატავთ.
ნურაფერს ნუღარ ელოდებით,დაიწყეთ!
უინტერესო სახით მითხრა,ისე რომ იგივე ფურცლებს დაჰყურებდა .
თუ ასე აპირებს დარჩენას როგორ მომისმენს?
ასეთი უზრდელი ჩემს ცხოვრებაში არავინ არ მინახავს !
ნუ სხვა გზა რომ არ მქონდა საუბარი დავიწყე!
-ჩემმი სახელ_
გამაწყვეტინა...თავი ცივი გამომეტყველებით ამოწია და სათვალე ჩამოიწია.
_მისს,ასე აპირებთ ჩემს დაინტერესებას?
თქვენი სახელი?
ეს რომ თქვა ენა ჩამივარდა უეცრად!
რა კულტურაა ეს ?
რატომ მესაუბრება ასე აგდებულად!
-იცით მაინც თქვენამდე რამდენი ადამიანი იყო აქ?
თანაც ძაალიან განათლებულები და ინტელიგენტურები.
წარბის აწევით მითხრა,რაზეც უკვე სახის გამომეტყველება დამეძაბა!
მუშტებს ვუჭერდი უკვე ბრაზისგან!
-იქიდან ყოველ მათგანს აქ მუშაობა უნდა.
თქვენ კი ასე იწყებთ თქვენს გასაუბრებას?
ისეთი რა ვთქვი? არც კი დამაცადა!
-მაპატიეთ ,მაგრამ ნუთუ არ წარმოადგენს თქვენთვის საჭიროებას ჩემმი სახელის ცოდნა? მშვიდად ,მაგრამ მკაცრად ვიკითხე,რადგან არავის არ მოვუთმენდი ასე აგდებულად საუბარს,მითუმეტეს მაშინ როდესაც არაფერი არ დამიშავებია!
-არა,საერთოდ არა.
ისეთი უდარდელად მიპასუხა,ვერანაირად ვერ ვიფიქრებდი რომ ამას სერიოზულად არ იძახდა,მაგრამ ეს იყო სიმართლე,ის მართლაც ასე ფიქრობს!
-კარგით,ასე იყოს.
მაინც დავთანხმდი და კიდევ ერთხელ ვცადე ბედი.
ეს ხომ ჩემმი ოცნების სამსახურია?
მგონი ღირს რაღაცის ატანა.
-თქვენ როგორ მოგმართოთ მაშინ?
ზრდილობიანად მივმართე,იმ იმედით რომ ეს ურთიერთობა რაღაცნაირად შემდგარიყო,იმის მიუხედავად რომ აშკარად ეწერა შუბლე დიდი ასოებით
•ნააბიჭვარი•
-ლუკასი.
ცივი გამომეტყველებით მიპასუხა,რაზეც უბრალოდ ჩავიხვნეშე და შემდეგ ძალა მოვიკრიბე ,რათა დამეწყო ჩემი თავის წარმოჩენა მის წინაშე.

ჯერ რა თქმა უნდა ჩემმი განათლებით დავიწყე,შემდეგ გამოცდილებით ,რომელიც ამ წლების განმავლობაში სხვა და სხვა სამსახურებში მოვიპოვე!
ამის შემდეგ დიდი სიტყვით გამოვედი იმის შესახებ თუ როგორი ძლიერ მინდა ეს სამსახური და როგორი მონდომებით ვეცდები იდეალურად შევასრულო ჩემი მოვალეობა!
მაგრამ ამ დროის მანძილზე მას წარბიც არ შეუხრია,იგივე გამომეტყველებით მიყურებდა!
არანაირი ცვლილება არ ჩანდა მის გამომეტყველებაში,არანაირი.
ეს კი უკვე მაღიზიანებდა,მაგრამ მაინც ვცდილობდი ყურადღება ჩემი თავის წარმოჩენაზე მომეხდინა!
ასეც მოხდა და ისე დაავასრულე ყველაფერი რომ არც ერთ წამს არ დავბნეულვარ და არ გავჩერებულვარ.
აი ახლა კი მის წინ ვდგავარ მკრთალი ღიმილით და მის სიტყვას ველოდები...
-კარგით,ყველაფერი გასაგებია,მაგრამ ერთი რაღაც მაინტერესებს.
მისი მშვიდი ხმა გაისმა როგორც იქნა და მეც დავიძაბე.
-გისმენთ.
-რატომ გგონიათ რომ ამ სამსახურში აგიყვანთ?
რა?
ამდენი საუბრის შემდეგ ამას რატომ მეკითხება?
მართლა არ ვიცი სადამდე გავაკონტროლებ თავს რომ ამ ხის მაგიდაზე არ ვარტყმევინო თავი!
ენა დამება უეცრად,არ ვიცოდი რა პასუხი გამეცა...მართლა არ ვიცოდი!
ცხოვრებაში პირველად არ ვიცოდი!
-რატომაც არა? ნუთუ არ მაქვს შანსები?
უკვე ზედმეტი მიხვევ მოხვევის გარეშე პირდაპირ ვკითხე ,რაზეც რატომღაც ჩაეცინა.
-შანსები?
-დიახ.
ამაზე ის ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ ნელა და მშვიდად წამოვიდა,მისი ფიგურა კი რატომღაც მძაბავდა.
საშუალო სიმაღლის იყო,გამხდარი და მოხდენილი ჩაცმულობის,რძის ფერი კანი ჰქონდა და ბასრი შავი თვალები.
-ჩემს კომპანიაში შანსებით არავინ არ მუშაობს.
მანამ აქ მოხვიდოდით და დროს დამაკარგვინებდით ეს უნდა გცოდნოდათ.
ან იდეალური უნდა იყო ამ საქმეში ,ან კი საერთოდ არ უნდა მოხვიდე.
ახლა კი ერთ რაღაცას გეტყვი.
ეს თქვა და ცოტახანს გაჩერდა,ხელი აწია და მაჯის საათს დახედა.
-შენ ახლახანს არც მეტი, არც ნაკლები 15 წუთი დამაკარგვინე.
იცი მაინც ამ 15 წუთში რამდენი რაღაცის გააკეთება შემეძლო?
ეს საბოლოო წვეთი იყო...ამ არაკაცს აღარც ერთ სიტყვას აღარ მოვუთმენდი!
-მაგალითად რის გაკეთებას ბატონო იუნგი?
ეს რომ ვკითხე ცოტა გაუკვირდა,არ მოელოდა რომ ხმას ამოვიღებდი,იქამდე კი სანამ რაიმეს მეტყოდა მე გავაგრძელე.
-მდიდარი ბიზმესმენევისთვის თავის მოწონებას და მათან თავის კარგ ადამიანად გასაღებას ?
მაშინ ,როდესაც ჩვარადაც არ ღირხართ რომ ვინმე თქვენზე ფეხი გაიწმინდოს!
ან იქნებ ხალხის მოტყუებას,ფულის მოპარვას,შეიძლება თქვენი უაზრო ფურცლების თვარიელებას,რომლის დროსაც ყველაზე იდიოტი გამომეტყველება გაქვთ რაც კი ოდესმე მინახავს.
თქვენ თვლით რომ ეს შესაძლებლობები დაკარგეთ..ჰაჰ!
სწორად ვერ გამიგეთ,მე ყველაფერი გავარკვიე თქვენზე მანამ აქამდე მოვიდოდი.
მაგრამ ასეთი ხეპრე და გაუგონარიც არ მეგონეთ!
ვიცოდი რომ ზედმეტი მომდიოდა და ამ დროს მართლაც ბოლომდე ავყევი ემოციებს,მაგრამ არ მანაღვლებდა.
ეს მამაკაცი დღეს თავისას მიღეებს!
-როგორ ბედ_
არც დავასრულებინე და მაგიდაზე ხელები მთელი ძალით დავურტყი!
-შეგიძლიათ სხვა დანარჩენი დაამციროთ და ზემოდან უყუროთ,შეურაცხყოფა მიაყენოთ,მაგრამ ჩემთან ეს არ გამოგივათ,რადგან ამ მაგიდაზე მოთავსებულ ყველა ფურცელს დავხევ და ძალით
გაჭმევთ ,იქამდე სანამ ნორმალურად საუბარს არ ისწავლით ჩვეულებრივ მოქალაქეებთან!
გაოცებული მიყურებდა...აშკარად ვერ ხვდებოდა ამ წამს რომ მას ვესაუბრებოდი,ალბათ მას ასე არავინ არ დალაპარაკებია,ძაალიან კარგი!
პირველი ადგილი მე მერგო !
-ან ეს ხელოვნური ყვავილები რათ გინდოდათ?! მარტო რომ არ გეგრძნოთ თავი?
ჯანდაბა,შემოსვლის თანავე გამაღიზიანეს.
ბოლო სიტყვები ჩუმად ჩავილაპარაკე და იქვე მოთავაებული ხელოვნური ყვავილები წყობიდან გამოსულმა ვაზიდან ქაჯივიგ გადმოვყარე!
ის სულელი კი ისე გაფართოვებული თვალებით მიცქერდა...შოკშია?
ჰუჰ,დამაცადოს და მეტად დიდ შოკს მიღეებს.
-კიდევ იცით რა?!
უკვე მისკენ გავემართე,რაზეც ძაალიან მშვიდად დაჯდა თავის მაგიდასთან და ფეხი ფეხზე გადაიდო.
ისეთი მშვიდად მიყურებდა რომ გავცოფდი და ცოტახანს ადგილზეც კი გავჩერდი!
-კიდევ როსი თქმა გინდათ?
რამდენად იფასაიანიც ხართ ცხადია.
აღარაა საჭირო მეტად თავის დამცირება.
ამის გაგებაზე უკვე მუშტებ მოღერებული გავემართე მისკენ,მაგრამ მოულოდნელად ვიღააცები მწვდნენ უკნიდან!
ესენი საიდან გაჩნდნენ?!
-შენობიდან გაათრიეთ და მისნაირი მდაბიო მეორედ აქ აღარ შემოუშვათ.
ზიზღით უბრძანა წინ მდგარ ორ მამაკაცს,რომლებსაც ხელით ვეკავე!
ამაზე კი უკვე წიხლების ქნევა დავიწყე!
ისედაც საკმარისად დავიმცირე თავი და გულს მაინც მოვიფხანდი!
-რას აკეთებ შეშლილო!?
ესღა იყვირა,მანამ არარეალური სიჩქარით გამაქამებდნენ მამაკაცები კაბინეტიდან!
საბედნიეროდ კი ვერ დავინახე იმ ხალხის საახები,რომლებმაც სავარაუდოდ ჩემი წარმოდგენა მოისმინეს და შეიძლება დაინახეს კიდევაც!

-დიდი მადლობა რომ გასასვლელამდე მომაცილეთ ბიჭებო!
სააბოლოდ კი ცინიკურად და ამაყად მომღიმარმა ვუთხარი ორ მამაკაცს,რომლებმაც შენობიდან
“გამომაძევეს"იმ არაადამიანის ბრძანებით!
შემდეგ კი თავ აწეული გავემართე წინ და   ისე დავტოვე ის არაკაცი  და კომპაანის შენობა რომ უკან არც მომიხედავს.
ღიმილით მივაბიჯებდი წინ და ყველაფრის მიიუხედავად ჩემი თავით კმაყოფილი ვიყავი,ასევე ჩემმი საქციელითაც ვამაყობდი.
კი სამსახური ვერ ვიშოვე,ჩემი ოცნებებიც ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშაა,მაგრამ ჩემმი სინდისი შევინარჩუნე.
ეს კომპანიაა პირველია სხვა დანარჩენს შორის და მსმენია რომ ხელფასიც საოცარი აქვთ !
მაგრამ გაინტერესებს რა ღირს ჩემი სინდისი?
მას ფასი არ აქვს!
სწორედ ამიტომ არ მწყდება გული.
მე მის დამცირებას არასდროს არ ავიტანდი.

ლუკას დილენის.

ნეტავი ვინ  გგონია საკუთარი  თავი?

სახლამდე მისულმა კარი გაცეცხლებულმა
შევაღე ,რადგან გზა და გზა მეტად მახსენდებოდა მისი სიტყვები და ისიც თუ როგორ გამომაგდო ოფისიდან თავისი დაცვების დახმარებით,ამაზე ფიქრში კი უფრო და უფრო ვბრაზობდი!
როგორ გამიბედა ეს?
რა არ გავაკეთე სწორად?
მე ქალი ვარ,პრონციპული და ამაყი ქალი,მან კი ისე მომისროლა თავისი სულელური ოფისიდან ,როგორც გამოუსადეგარი ნაგავი!
-გულის ამრევია,ამაზრზენია!
საკიდზე პალტო მივკიდე და უხეშად მოვიცილე ფეხებიდან ფეხსაცმელები.
-არამზადაა ,როგორ გაბედა ასე საუბარი ?!ვინ გგონია თავი,ღმერთი? თან ჩემთვის ვბუტბუტებდი და
აქეთ-იქით გაცეცხლებული ვაცეცებდი თვალებს.
ცოტახანში კი დედა შემომეგება ჯერ კიდევ კარში მდგარს.
-მეი საყვარელო უკვე დაბრუნდი? როგორ ჩაიარ_
აღარც დავასრულებინე!
-არ მკითხო,უბრალოდ არაფერი არ მკითხო იმ ნაგავის კომპანიაზე!
უნებურად ისეთი ხმამაღლა მომივიდა რომ დედა ადგილზე გაიყინა და გამომეტყველებაც შეშინებულით შეეცვალა!
-შვილო,რა მოხდა?
არ მოეწონე?
ცოტახანში დამწუხრებული გამომეტყველებით გააგრძელა ,რაზეც თავის ქნევით გავიჭერი მისაღებში.
-აჰ! მაგას არ მოვეწონე??
მაგას კი არა მე არ მომეწონა,მათხოვარი !
მდიდრებს გონიათ რომ ყველა კისერზე ჩამოეკიდებათ და ყველაფერს მოუთმენს ,მხოლოდ იმის გამო რომ ფული აქვთ...ვერ მივართვი!
ჩხუბით დავდიოდი ოთახიდან ოთახში და დედაც ანერვიულებული და დაბნეული უკან მომყვებოდა,აშკარად გაუგებრობაში იყო!
-შვილო რა მოხდა? კარგად ხარ?
ამ კითხვებით ვინ იცის რამდენხანს მდია,ბოლოს კი თავი ვალდებულად ჩავთვალე რომ მეამბო რაც მოხდა!
განცვიფრდა გაგონილით,გაბრაზდა და შემდეგ იმის ყვირილით დაიწყო სირბილი რომ მისი კომპაანის მისამართი მიმეცა!
-მომეცი მაგისი მისამართიი!
მომეცი,მაგას ვანახებ მე!
არა...უკეთესი!
დედამისის ნომერი მომეცი,მოვახსენებ როგორი უმსგავსოა მისი ვაჟი!
ბოლო ხმაზე ჩხუბობდა და თან ამ თხოვნებით უკან დამდევდა.
-გეყოფა დედა! სად უნდა დარეკო?
რა დედამის დაურეკავ,გაგიჟდიი?
რვა წლის ბიჭი კი არაა!
-ასაკს მნიშვნელობა არ აქვს დედის სიტყვა დედის სიტყვაა!
-უბრალოდ დავხუროთ ეს თემა გთხოვ.
მე მას საკმარისად კარგი პასუხი გავეცი,ახლა კი ერთადერთი რაც მინდა ამ ამბის დავიწყებაა.
ესღა ვთქვი და უბრალოდ ჩემი ოთახისკენ გავემართე.
საწოლზე ისე დავეგდე როგორც მწიფე ლეღვი მიწაზე,შემდეგ კი საკუთარ თავთან დავიწყე ლაპარაკი.
-აბა მეი დაიწყე უკვე დამჯერი ცოლის თამაში.
სხვა გზა მგონი აღარც გაქვს.
იმდენად უიმედოდ ვიყავი,რომ ვოცნებობდი მართლა საერთოდ გავმქრალიყავი,ვიდრე ასეთ უსამართლო სამყაროში მეარსება.
-არ მინდა გათხოვება.
სააბოლოდ კი ესღა ჩავილაპარაკე და ამდენი ემოციებით გადატვირთულს ტირილი ამიტყდა.
შევეგუე თუ არა ჩემს ბედს?
კი,სხვა გზა მაინც არ მქონდა!
ამრიგად  კი გავიდა რამოდენიმე კვირა და ეს ამბავი წარსულში დარჩა !
ამის ნაცვლად კი დედაჩემმი და მთელი ჩემი ოჯახი სრულიად სხვა საქმეზე გადაერთო!
ეს საქმე მზადება იყო.
მზადება ჩემი დაბადების დღისთვის,თანაც ერთი თვით ადრე და ასევე მზადება ჩემი პროგრამაში ჩართვისთვის.
იმის შემდეგ რაც ჩემი პარტნიორის სახელს და გვარს გავიგებ,სახლში უდიდესი წვეულება გაიმართება!
ეგრედწოდებული "აღნიშვნა"
ხო ,დღეს დღეობით ყველა ოჯახში ასე ხდება.
დაბადების დღის მეორე დღეს რეგისტრაციას გადიხარ ,შემდეგ კი მეორე დღის მეორე ნახევარში მიდიხარ და შენი შეერთებაც ამ დღეს ხდება მექანიზმთან ,რომელიც იდეალურ პარტნიორთან შეგაწყვილებს.
ხო ,ეს სულელი მექანიზმია ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე გადამწყვეტი!
ამის შემდეგ რა?
ხო,შემდეგ დღეს კი ყველა მოუთმენლად ელოდება პასუხებს და სწორედ ამ დღეს მოდის შეტყობინება სადაც შენი პარტნიორი სახელი და გვარი წერია,ასევე ფოტოსურათი და მოკლე ინფორმაცია მის შესახებ.
ალბათ გაინტერესებთ ასე დაწვრილებით ყველაფერი საიდან ვიცი!
მე შევესწარი ჩემმი მეგობრების ,ნათესავების და ასევე საკუთარი დის ამ პროგრამაში ჩართვას ,ამასთან ერთად კი იქამდე სანამ პროგრამაში ჩართვის დრო მომივა ,მევალება ამაზე ინფორმააცის ქონა .
ამისთვის სპეციალური ტრენინგებიც კია...სისულელე.

დროის უაზროდ ფლანგვა.

ეს ყველაფერი ერთი დიდი სუსულელეა ჩემთვის!

ეს ჩემი გადაწყვეტილება არაა,ეს ჩემი არჩეული გზა არაა!
ასე რატომ ხდება?

ერთი თვის შემდეგ :

19.05.1***

-მეი ,საყვარელო შენ არაფერს არ შეეხო უბრალოდ წადი და კაბა მოირგე, რომელიც დეიდამ ჩამოგიტანა.
დედა თასებით ხელში დარბოდა და თან სამზარეულოდან მითითებებს მაძლევდა,რომელსაც არ ვასრულებდი.
-დედა 15 წლის გოგონა აღარ ვარ რომ რაღააცებზე მიმითითო!
ჯერ მეგობარს ვესაუბრები და უაზრო
კაბების ჩაცმისთვის არ მცალია!
მისაღებიდან გავძახე და შემდეგ გრძელ კიბეს ავუყევი,ისე რომ ყურმილი არ დამიკიდავს.
-გთხოვ დემე შენს გარეშე თავს ვერ გავართმევ!
ჩემს დაბადების დღეზე მაინც მოდი და ბოლოჯერ იხილე შენი ბედისგან განწირული მეგობარი.
დრამატული მიხვრა მოხვრებით სპეციალურად ვესაუბრებოდი ასე დემეს და თავს ვაცოდებდი რომ მეორე ქალაქიდან ჩვენს ქალაქამდე რამენაირად ფეხი გადმოედგა!
-ჰეი ,დრამის დედოფალო!
ნუ იქცევი ისე თითქოს ერთადერთი იყო ვისაც 28 წელი უსრულდება და გათხოვება უწევს!
-კაი რა დემე!
თავი გასაყიდად მომზადებული საქონელი მგონია!
-ჰუჰ,საქონელი?
-მეი ის ჩაიცვი,მეი ის თქვი,მეი ის გააკეთე!
-ნუ გონებრივად უტოლდები კიდეც საქონელს.
-გამამხნევე მაინც!
-კარგი ჰაა!
ორ წელიწადში მეც მიწევს იგივეს გააკეთება...კმაყოფილი ხარ?
-არა,არ ვარ,რადგან ქალები ვიჩაგრებით!
რატომ უნდა მიიღოს ქალმა პროგრამაში მონაწილეობა 28 წლის ასაკში და რატომ უნდა მიღოოს კაცმა 30 წლის ასაკშიი ,ჰააა?!
-მე რა ვიცი...წადი და ჰკითხე იმას ვისაც ეცოდინება ეს სრულებით არასაჭირო ინფორმაცია.
-არასაჭირო ხო?
როგორი არასერიოზულად უდგები ყველაფერს!
იცი,ზოგჯერ მეზიზღები ამის გამო.

დემე ჩემმი კლასელია...მასთან ერთად გავიზარდე და იქამდე ვატარებდით ყოველ დღეს ერთად ,მანამ 18 წლის ასაკში ამ ქალაქის დატოვება არ მოუწია.
ნუ ურთიერთობა გაავაგრძელეთ ყველაფრის მიუხედავად და აი ამდენი ხნის შემდეგაც კი ისევ ვმეგობრობთ!
იმის მიუხედავად რომ ხშირად ვერ ვნახულობ,ტელეფონით მაინც ყოველ დღიური კონტაქტი გვაქვს.
ის ჩემი მრჩეველია,მე კი როგორც ის იძახის მისი პატარა დაიკო ვარ,იმის მიუხედავად რომ მე მასზე ერთი თვით დიდი ვარ!

მოვიდა იდუმალი ღამე და ყოველ საიდუმლოს თითქოს ფარდა ახადა.
ყოველ ტყუილს,ყოველ დარდს,ყოველ ცრემლს,ყოველ სახეს.
მთელი დღე ვიღიმოდი და ისე ვიქცეოდი როგორც სხვა დაანარჩენ დღეებს,მაგრამ სიმართლე ისაა რომ ძაალიან მეშინია.
მეშინია ისე როგორც პატარა დაუცველ გოგოს!
ხო დაუცველი ვარ ამ შემთხვევაში,რადგან სხვისი მოთხოვნების მსხვერპლი ვხდები.
მსხვერპლი ვარ სასტიკი სამყაროს წესების!
ახლაც ვუყურებ ჩემს თავს სარკეში და მძულს ის სიტუაცია ,რომელშიც იძულებით აღმოვჩნდი.
იმაზეც კი ვოცნებობდი რომ ეს დღე არ დამდგარიყო!
ჩემი დაბადების დღე.

ცაზე მთვარე ისე ბზინავს როგორც შავ ოკეანეში ჩაძირული მარგალიტი,ბზინავს და თითქოს ყოველ ბნელ კუთხეს ანათებს.
სახლში მუსიკების ხმა ისმის,გარშემო კი ხალხი ირევა!
ამ ხალხში კი ადვილად გამოარჩევთ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებს,
მაგალითად მეზობლებს ,რომლებიც მხოლოდ ვალდებულების გამო არიან ჩემი დაბადების დღის წვეულებაზე,რადგან ეს ჩემი ბოლო დაბადების დღეა ჩემმს სახლში,ჩემს ოჯახთან ერთად.

-გილოცავ მეი დაბადების დღეს!
ვერ ვიჯერებ რომ უკვე 28 წლის ხარ,უკვე ამხელა გოგო გაგვეზარდე.
ცოტახანში კი ოჯახიც გეყოლება და შვილებიც,დრო რა უცბათ გარბის!
ჩემმს წინ მჯდარი მოხუცი ქალბატონი მესაუბრებოდა და მუსიკის ფონზე ძლივს ვარჩევდი მის სიტყვებს ,გააზრების შემდეგ კი მხოლოდ თავს ვუქნევდი.
-ნეტავი ვინმე მდიდარი იყოს შენი მეორე ნახევარი ,ვლოცულობ ჩემმო მეი!
მხოლოდ და მხოლოდ ღიმილი შემეძლო და თანაც მთელი ძალდატანებით,რადგან სულ არ მეღიმებოდა ამ წამს!
-ცოტახანს დაგტოვებთ ,მაპატიეთ.
მშვიდად მივუგე ბოლოს და მოუთმენლად გავიქეცი გასასვლელი კარისაკენ ,შემდეგ ეზოც სწრაფი ნაბიჯით გავიარე და ბოლოს სახლის უკანა მხარეს მდგარ  ორ საქანელას შორიდან მივაჩერდი.
-ნუთუ დრო ასეთი უცბად გავიდა?
ჩავილაპარაკე და უკვე ნელა გავუყევი ბილიკს.
ბილიკის ბოლოს კი მალევე მივახწიე სააქანელებამდე.

პატარა რომ ვიყავი მთელ დღეს ამ ადგილას ვატარებდი,საქანელაზე ვკატაობდი,მეგობრევთან ერთად ვხტუნაობდი და ვთამაშობდი!
მე და დემეს ამოჩემებული გვქონდა ერთი და იგივე საქანელაზე დაჯდომა,მე მარცხნივ ვჯდებოდი ის კი მარჯვნივ.
ნუთუ ასე უცბად გავიზარდე?
მალე ოჯახი მეყოლება,მამაკაცთან რომელიც ზუსტად ვიცი არ მეყვარება.
ეს პროგრამა სიცრუეა!
-მე ჯერ მზად არ ვარ.
ვთქვი და მოწყენილი ჩამოვჯექი
ერთ-ერთ საქანელაზე.
თავი ჩახრილი მქონდა და ნელა ვარწევდი საქანელას,ფეხებს დავყურებდი და საკუთარ ნეგატიურ ფიქრებში ვიყავი ჩაძირული,მანამ
ბოხ ხმაზე უეცრად არ შევხტი!
-ჩემს გარეშე ერთობი?
თავი ნელა ავწიე და ნაცნობი და საყვარელი სახე რომ დავინახე პირდაპირ ზედ შევახტი და მთელი ძალით ჩავეხუტე!
-დემე!
-ხო,ხო მე ვარ,არ დამახრჩო!
-მოხვედი? ვერ ვიჯერებ რომ მოხვედი!
-თუ კიდევ ერთხელ დამისვამ ამ
ალოგიკურ კითხვას ,მოვედი თუ არა ,დამიჯერე უკან დავბუნდები.
-სულელო,მომენატრე!
-მეც მომენატრე...საქონელო.

ამის გაგონება იყო სიცილით ჩაოსებულმა რომ დავარტყი ხელი მხარზე,რაზეც თვითონაც სიცილი აუტყდა!
შემდეგ კი ცოტა დავმშვიდით და ერთმანეთის გვერდი გვერდ ჩვეულ ადგილას დავჯექით.
-რას აპირებ მითხარი?
აი ამ სიჩუმეში კი მისი კითხვაც გაისმა.
-რასთან დაკავშირებით?
ისე ვიკითხე რომ არც ამიწევია თავი,ჩემს ფეხებს მივჩერებოდი.
-რა ვიცი,სახე ჩამოგტირის მე კი ასეთი არასდროს არ მინახიხარ.
დემემაც გულახდილად მიპასუხა და რომ გავაცნობიერე ეს,სასწრაფოდ თავი ავწიე.
-გთხოვ მეი მიეცი შანსი ,რა იცი იქნებ გიყვარდება?
მიეცი თავს უფლება ისევ ბედნიერი იყო ,სახე ნუ ჩამოგტირის და გაიღიმე.
დემემ კი მშვიდად სერიოზული ტონით მითხრა ეს ყოველივე და ხელი სახეზე ნაზად მომკიდა.
-კარგი.
მეც უეცრად უნებურად გამეღიმა და თვალები ჩამიწყლიანდა.
-მპირდები?
-კი.

მე და დემე ამის შემდეგ დიდხანს ვიჯექით ეზოში და ცას ვუყურებდით,თან ათას რაღაცაზე ვსაუბრობდით და ბოლო ხმაზე ვიცინოდით.
ეს ჩემმი ბოლო მოგონებები იქნება ამ სახლში...მე კი მინდა ეს მოგონებები საგულდაგულოდ შევინახო ჩემში.

მეორე დღე:
მეორე დღეს მაღვიძარამ მთელ სახლში ბოლო ხმაზე დარეკა!
დარეკა და ყველა ფეხზე წამოხტა,
აქეთ- იქით სირბილი დაიწყეს,ყვირილი და წუწუნი!
ზოგი ფეხსაცმელს ეხებდა,ზოგი წინდად და ზოგიც...
-ჩემმი მწვანე საცვალი არ გინახავთ?
ამ კითხვით გამოვიდა სამზარეულოში მამა,რაზეც მაგიდასთან მჯდარმა ყველა პიროვნებამ შოკი სახით შევხედეთ.
-მამა!
ამაზე კი მან უცოდველად გაგვიღიმა.
-მაპატიეთ,უბრალოდ ჩემმი საყვარელი საცვალია.
იღბალი მოაქვს.
-საცვალზე რომ ამყარებ იმედებს,მაგიტომ მიდის ჩვენი საქმე უკეთესიბისკენ!
ამაზე უკვე დედა აჰყვა,რაზეც თვალები გადავატრიალე და თავი პირდაპირ მაგიდაზე დავაგდე.
-რატომ ვარ ჯერ კიდევ ცოცხალი.

სასბოლოდ მოხდა სასწაული და ყველა გაემზადა!
შემდეგ კი მთელი სანათესაო ორ მანქანაში გადავნაწილდით  და დაწყევლილი გზისკენ გავემართეთ!
ვაღიარებ ,ეს პირველი შემთხვევა იყო ,როდესაც გზაში ავარიას ვნატრობდი!

უდიდეს შენობას მალევე მივუახლოვდით და მანქანა გაჩერდა თუ არა ციევცხელება დამეწყო!
ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს და სულიერად ცეცხლი მეკიდა.
რეკლამებით იყო აჭრელებული მთელი შენობა,რეკლამები იმ სახელ განთქმულ პროგრამაზე ,რომელშიც ჩვენი მონაწილეობა სავალდებულოა.
-დღეს რიგეები არაა,გაგვიმართლა საყვარელო!
მომღიმარმა დედამ მშვიდად გადმომილაპარაკა და წინ გამიძღვა,მეც მოწყენილი გავყევი უკან და ცოტახანში,ვიღაც ახალგაზრდა ქალიც გამოვიდა ,რომელიც ღიმილით შეგვეგება.
-გთხოვთ მემ აქ დაბრძანდით.
ახალგაზრდა ქალმა წითელ რბილ სკამზე მიმითითა და თვითონ ოქროსფერი კარისაკენ დაიძრა!
მეც მშვიდად ჩავჯექი და აქეთ-იქით ყურება დავიწყე...მართლაც გაოცებული ვიყავი ამ ოთახის ინტერიერით,რადგან ყველაფერი მაღალ დონეზე იყო გაკეთებული,ოთახის ფერი კი რატომღაც გაწყნარებდა.
გოგონა მშვიდად მომიახლოვდა და მითხრა რომ თვალები დამეხუჭა,შემდეგ თავზე რაღაც გამიკეთა ქუდივით,მაგრამ ქუდისთვის ზედმეტად მძიმე იყო!
-ჩართეთ!
გოგონამ ეს ბრძანა თუ არა და უცნაური ხმებით გამიბრუვდა თავი!
ეს ხმები სრულიად არა სასიამოვნო შეგრძნებებს მაძლევდა,მაგრამ მიწევდა მომეთმინდა!
-საკმარისია!
სააბოლოდ ძლივს თქვა სიტყვა, რომელსაც
მთელი გულით ველოდი და აპარატით დაწყნარდა,არა სასიამოვნო ხმები კი თავისთავად გაქრა!
-აბა თავს როგორ გრძნობთ?
გოგონა ნათელი ღიმილით დაიხარა ჩემსკენ,რაზეც აწეწილ თმებში გადამალული ბასრი მზერა მივაპყრე და უკმაყოფილომ ამოვიღრინე.
-ცუდად.
ამ პასუხზე გოგონამ უხერხულად დაიწყო სიცილი და შემდეგ ადგომაში მომეხმარა,რასგან ამ რაღაცამ მგონი დენი დამარტყა და ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი!
-დებილი რობოტი..როგორ მინდა დავამტვრიო!
ჩემთვის ვემუქრებოდი დაბალ ხმაზე მოწყობილობას ,რომელსაც ჩემგან არც ისეთი მოშორებით ვხედავდი და თან მუშტებს  და წიხლებს უაზროდ ვუღერებდი.
ანერვიულებული დედა კი უხერხული ღიმილით შორიდან მაფრთხილებდა მიმიკებით რომ შემეწყვიტა ის ,რასაც ვაკეთებდი !
-გთხოვთ მემ შეწყვიტეთ ფეხების ქნევა და აქეთ წამობრძანდით.
სააბოლოდ დაღლილმა გოგონამ თვითონ ამოიღო ხმა და მეტად გაღიზიანებული ,გასასვლელ კარამდე მიმაცილა.

ეს იყო და ეს!
ეს დღე კი ისე გავიდა ვერც გავიგე,რადგან მთელი დროის მანძილზე გამოდებილებული ვიყავი და მეძინენოდა,ვერაფერს ვერ აღვიქვამდი ნორმალურად!
მეგონა რომ მთვრალი ვიყავი ისე ვგრძნობდი თავს.
ეს ჩემმი თავისუფლების ბოლო დღეა და ასე უნდა ვიყო?!

მეორე დილა:

მეორე დილით თავის ტკივილებით გავიღვიძე,სწორედ ისე როგორც დალევის შემდეგ ეღვიძებათ მეორე დღეს.
ეს მართლაც ნაბახუსებს გავდა,საშინელ და მტანჯველ ნაბახუსებს!
-ვკვდები,სასწრაფოს გამოუძახეთ!
მგონი სჯობს კომაში ჩავარდე და ერთი 50-70 წელი არ გამომეღვიძოს!საწოლზე ვეგდე და დედას ხელი მეჭირა ხელში,შიგადაში კი თავს ვაკანტურებდი თითქოს და ცუდად ვიყავი!
-გეყოფა მეი ,დროა ადგე და გაემზადო ,შენს ადგილას ყველა გოგო ფოსტანსთან დგას ხოლმე და წერილს მოუთმენლად ელოდებიან,გაგიმართლა და პროგრამა გაუმჯობესდა .
გასაგებად გვითხრეს რომ პასუხები დღეს იქნება..ადრე კი ისიც არ იცოდნენ როდის უპოვიდა პროგრამა მეორე ნახევარს!

-ააჰ,თავი მეტად ამტკივდა,მიშვეელეთ!
ვიღაც ქალი რაღაც საშინელებაზე მესაუბრება დილიდან!

-მეი ,ნუ გამაგიჟებ!
შენი მეორე ნახევარი მაინც არ გაინტერსსებს?

-არ მანაღვლებს მეორე ნახევარი ,მე მთელი დავიბადე!

-აჰ ,ამ გოგოს საშველი არ იქნება.
თავში შემოირტყა დედამ ხელი და შემდეგ ფეხზე წამოდგა.
მეც ისევ იგივე მდგომარეობაში გვერძე გადავტრიალდი და წუწუნი გავაგრძელე,თითქოს და ეს რაიმეს შეცვლიდა!
მიშველეთ ბნელო სულებო!
თქვენთან წამიყვანეთ!
გთხოვთ არ დამტოვოთ ამ უსამართლო სამყაროში!

*ზარი კარზე *

-ვაიმე,კარზე ზარია!
დედამ ბოლო ხმაზე იყვირა და ჰაერში ახტა ,რაზეც მე შეშინებულმა წამოვყავი თავი!
-კარზე ზარია?
იგივე გავიმეორე და დაბნეული მზერა დედას მივაპყრე,რომელიც ბედნიერებისგან ცეკვავდა!
-მოვიდა,წერილი მოვიდოდა!
აი თურმე რატომ.
-ჯანდაბა,მეგონა ის ზარი კარგად გადავწვი.
პირდაპირ თავით დავეგდე საწოლზე და შემდეგ საგულდაგულოდ გადავიფარე დიდი ბალიში ,იმ იმედით რომ ამ სამყაროდან გავქრებოდი ,მაგრამ როგორც ჩანს ვერ გავქრი!
დედას ხმა რომ მომესმა ცოტახანში,მივხვდი რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი...რატომ?
-აააჰ!
ისეთი აღელვებული ჩანდა,ჯერ კიდევ კიბებზე ამოდიოდა და უკვე მზად ვიყავი თავი ამ ბალიშით გამეგუდა!
ასე მალე მაინც როგორ ამოიტანა?
-შვილო,მეიი!
აწიე თავი!
წერილი გახსენი საყვარელოო!
აქ შენი მომავალი ქმრის სახელი და გვარი წერია!
დედა გიჟივით ყვიროდა და საყელოში მეჭიდებოდა რომ საწოლიდან ავეფხიკე,მაგრამ მე პოზიციას ჯიუტად არ ვთმობდი და საწოლს მეტად ვეკროდი!
-მეი,კარგი რა!

-მარტო დამტოვე რომ მოვკვდე!
გაგუდული ხმით ამოვძახე,რაზეც მისი უდიდესი და ხმამაღალი ჩახვნეშა მომესმა და შემდეგ ფურცლის ხმა მოყვა ამას.
-კარგი ჩემით გავხსნი მაშინ.
იმის მიუხედავად რომ არ მაინტერეებდა ეს პროგრამა და არც დაოჯახება,მაინც ცნობისმოყვარეობა მკლავდა თუ ვის ჩათვლიდა პროგრამა ჩემს მეორე ნახევრად!
თან დემეს სიტყვები მახსენდებოდა სულ...იქნებ მართლა გამოვიდეს რამე?
-აბა ვინ ჯანდაბაა?
უინტერესოდ მობეზრებული სახით ვიკითხე ,რაზეც დედამ აღტაცებით მიპასუხა.
-ოუ,რა მშვენიერი სახელი და გვარია...ლუკას დილენი.
ბოლი სიტყვები სუსტად მომესმა,მაგრამ ვაი რომ რატომღაც მეცნო...რატომ ?
ვინაა??
ლუკას დილენი...თავი გიჟივით წამოყავი,ისე რომ ბალიში რამის კალიდორში აღმოჩნდა,დედა კი ჩემი ამ მოულოდნელი წამოფრენით შეხტა!
-რ_ა ხდება?

-გაიმეორეე სახელი !

-ლუკასი.... ლუკას დილენი.

ოღონთ ეს არა.



№1 სტუმარი სტტ

აააა! :დდ ძაან კარგი დასაწყისია ხემი კარგოო. ველი მოუთმენლად შემდეგსს <3

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

კარგი თავია მაგრამ ეს ისტორია ვიცი Wattpad,იდან ეჰ სამწუხაროდ

 


№3  offline წევრი ოცნება

ძალიან მომწონს❤️❤️❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი ანუ

აუ კარგად ვიხალისე :დ

 


№5 სტუმარი )))

როდის დადებ შემდეგგგს?

 


№6  offline წევრი Butterfly122334455

სტტ
აააა! :დდ ძაან კარგი დასაწყისია ხემი კარგოო. ველი მოუთმენლად შემდეგსს <3

მიხარია რომ უკვე მოგეწონა ❤️❤️

《Sunshine》
კარგი თავია მაგრამ ეს ისტორია ვიცი Wattpad,იდან ეჰ სამწუხაროდ

ეჰ ,არაუშავრს არაუშავრს :(

ოცნება
ძალიან მომწონს❤️❤️❤️❤️❤️

ძაალიან კარგი!❤️❤️❤️

ანუ
აუ კარგად ვიხალისე :დ

მიხარია თუ ასეა ❤️

)))
როდის დადებ შემდეგგგს?

მალე დავდებ ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent