შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდვრის ყვავილები (ნაწილი VII)


18-11-2020, 01:11
ავტორი Maltuza71
ნანახია 1 256

საწოლზე ვიწექი და ტირილისგან დასიებულ თვალებს ვეღარ ვახელდი. მეოთხე კვირა სრულდებოდა რაც აქ ვიყავი გამოკეტილი. სულ სამჯერ გავედი ეზოში ისიც უცნობი ადამიანების მეთვალყურეობის ქვეშ. არ ვიცი ვინ იყვნენ და ჩემგან რა სურდათ. ან აქ რატომ მომიყვანეს. ერთი რეზიზე შემეძლო მეფიქრა, მაგრამ აქ არ მინახავს ამ კვირების განმავლობაში. სხეული დაუძლურებული მქონდა, საჭმელს ფაქტიურად არ ვჭამდი და წყალსაც იშვიათად ვსვამდი. თავის ტკივილებიც უფრო გამიძლიერდა. სიზმარს ჰგავდა ეს ყველაფერი. ჯერ გაგას სახლში მოხვედრა, ახლა აქ ამ უკაცრიელ ადგილას. მინდოდა ღრმად დამეძინა და უკან თბილისში გამღვიძებოდა. ყოველ წამს ერთ კითხვას ვუსვამდი საკუთარ თავს. რატომ დამემართა ეს ყველაფერი. რისთვის იყო საჭირო, მეგონა თუ მიზეზს მივაგნებდი ასე აღარ გამიჭირდებოდა. მაგრამ რაც მეტს ვფიქრობდი, მით უფრო მერეოდა გონება. ვცდილობდი გაგა არ გამხსენებოდა. ცოტა გაბრაზებული ვიყავი მასზე. როგორ დამტოვა აქ, რატომ არ მომძებნა. თუმცა რისთვის? მე ხომ მისთვის სრულიად უცხო ადამიანი ვიყავი, რომელიც ერთხელ იხსნა რეზის ხელებიდან და ვალდებული აღარ იყო მთელი ცხოვრება ჩემს დევნაში გაეტარებინა. ამასთან, ოთხი კვირა საკმარისი დრო იყო მოსაძებნად. მაგრამ ის არ ჩანდა და აღარც ველოდი რომ ის აქ ჩემს გამო მოვიდოდა. თუმცა მისი, სიყვარულით სავსე მზერის დავიწყება, იოლი როდი იყო. თითქოს რაღაცნაირად შევეჩვიე მას, იქ ყოფნის განმავლოობაში. ახლა ოდნავ მიჭირდა მის გარეშე, მაგრამ თავს ვარწმუნებდი რომ ასე იყო საჭირო. რა განსხავებაა, მანაც ძალით მიმიყვანა და არც აქ ვიყავი ჩემი ნებით.
გარედან ხმაური ისმოდა. კართან მივედი და თავი მივადე. ფეხზე ძლივს ვიდექი, სადაცაა ჩავიკეცებოდი. ხმადაბალი საუბარი მომესმა.
-ხვალ რეზი აპირებს მოსვლას, ყველაფერი მოამზადეთ.
-გასაგებია.ბორხასკენ მიმავალი გზა გახსნილია.
კანკალი ამივარდა. რას იგულისხმა "ყველაფრის მომზადებაში" იმ ადამიანმა. კარგი რომ არაფერი მელოდა გული მიგრძნობდა და ისეთ განცდებს ვყავდი ატანილი ამ წუთას, მეგონა ცოცხალი ვერ გავაღწევდი ამ ოთახიდან. ის ის იყო, უკან ფეხაკრეფით გამოპარვა დავაპირე, რომ ამ დროს ოთახის კარი შემოხსნა ვიღაცამ. საღამოს ბინდბუნდში კარგად ვერ გავარკვიე სახე, უცებ ხელი მკრა და მიღრიალა:
-შენ რა გვისმენდი? რა გაიგე აბა ყველაფერი მოყევი.
არვიცი რას დავეჯახე , მაგრამ ისეთი მტკივნეული აღმოჩნდა წავბარბაცდი და დაბლა დავეცი. ზურგზე სისველე ვიგრძენი, შემდეგ ფეხებზეც.
-რა გაიგეთქო! სადღაც ყრუდ ჩამესმა მისი ყვირილი, შემდეგ ხელი მომკიდა და კიდევ ერთხელ ვიგრძენი აუტანელი ტკივილი რომელსაც უკვე ვეღარ გავუძლებდი და სისველე, რომელიც სისხლი უნდა ყოფილიყო. სანამ გონებას დავკარგავდი , დავინახე როგორ შემოვარდა ოთახში სხვა.
-ხომ იცი რომ რეზი ამას არ გაპატიებს, ეს რა ჩაიდინე. უყვირა და მისი ხელებიდან გამომგლიჯა. მეტი აღარაფერი გამიგია. გონება დავკარგე.
მეორე დღეს, ზურგის აუტანელმა ტკივილმა გამაღვიძა. გადაბრუნება ვერ შევძელი. ტანსაცმელზე დავიხედე. ჩემი კაბა წითლად შეღებილიყო. როგორც სჩანს სისხლი კარგა ხანს მდიოდა. ხელიც მტკიოდა. ალბათ დაცემის დროს თუ ვიღრძე.ფანჯრისკენ მივატრიალე თავი, ჰაერი მჭირდებოდა. უკვე შებინდებულიყო. როგორც სჩანს აქამდე გონს არ მოვსულვარ.ჩემი თავი შემეცოდა, ასე უსუსურად უკვე მერამდენედ ვიგრძენი თავი აღარც მახსოვს. ტირილი ამივარდა. ჩემს თავს აღარ ვგავდი. გარედან ძაღლების ყეფა მოისმა. რომელსაც მალე მტვრევის ხმაც მოჰყვა. ალბათ რეზი მოვიდა. გავიფიქრე და უფრო ავტირდი. ამაზე მეტი რაღა უნდა დამმართნოდა. უცებ კარი გაიღო და ვიღაც შემოვიდა.
-ხელი არ მახლოთ, გთხოვთ. თავი პლედში ჩავმალე და ბედს მივენდე.
- მარიამ, ნუ გეშინია, ვერავინ ვეღარაფერს დაგიშავებს. მის ხმაში ათასი ემოციის ამოცნობა შეიძლებოდა, მაგრამ ამის თავი არ მქონდა. პლედი გადავწიე და მისი სახის დანახვაზე ტირილს უფრო ვუმატე.
-ადგომა შეგიძლია? მომაშორა რაც ზემოდან მეფარა და ჩემი სისხლიანი კაბის დანახვაზე შეკრთა. მისი თვალები უცნაურად ელავდა. შემდეგ ხელში ამიყვანა და სწრაფად გავიდა კარში. მის თბილ მკერდს მივადე თავი და თვალები დავხუჭე. მისი გულისცემა გახშირებულიყო, ისე ძალიან უცემდა გული, შემეშინდა რამე არ მოსვლოდა.
გზაში რამდენჯერმე კიდევ დავკარგე გონება, ტკივილი ცნობიერებაზე ყოფნის საშუალებას არ მაძლევდა.
საბოლოოდ, თვალები უკვე ნაცნობ გარემოში გავახილე. საათი დილის 8-ს უჩვენებდა. ვაზაში ნაცნობი ქრიზანთემები ელაგა. ადგომა მინდოდა, მაგრამ სხეულს ვერ ვიმორჩილებდი. ზურგი მეწვოდა. საწოლზე გაგა შევნიშნე, თავი ჩემს ხელთან დაედო და მშვიდად ეძინა. ეტყობა ღამე აქ გაათია. პირველად ვნახე ის ასეთ მდგომარეობაში. მომინდა თავზე შევხებოდი და თმა მომეჩეჩა. მაგრამ ვერ გავბედე. ცოტა ხანში თვალები გაახილა
და შემომხედა. ეტყობა არ ელოდა ჩემს ასე ადრიანად გაღვიძებას და შეკრთა. შემდეგ გამიღიმა ისე როგორც მხოლოდ მას სჩვეოდა. მის მწვანე თვალებში სითბო ირეკლებოდა, მაგრამ სახეზე ფერი თითქოს დაჰკარგვოდა. ოდნავ გამხდარი მომეჩვენა.
-ბოდიში მარიამ. სახე უცებ შეეცვალა. ჩემს გამო რისი გადატანა აღარ მოგიწია. ალბათ მთელი ცხოვრება არ მეყოფა რომ ამის გამო პატიება გთხოვო და ამისთვისაც ბოდიში.
შენს იარებს დრო დასჭირდება რომ მოშუშდეს, თუ რამე დაგჭირდეს დამიძახე კართან ვიქნები. ადგომა დააპირა რომ ხელი წავავლე.
-მადლობა რომ იქიდან წამომიყვანე , ვთქვი და თავი მივაბრუნე. არ მინდოდა ჩემი ცრემლიანი თვალები ენახა.
ხმის ამოუღებლად გავიდა ოთახიდან.
შემდეგი დღეები ტანჯვის ტოლფასი იყო. ზურგის ტკივილებს არაფერი ეშველა. აღარც გაგას აღარ ვეკონტაქტებოდი, მისი დანახვა რატომღაც იმ სახლში ყოფნას მახსენებდა და უსიამოვნო გრძნობებს მიღვიძებდა. მხოლოდ მაშინ მიწევდა მისი ნახვა როდესაც ჩემი ჭრილობების დასამუშავებლად შემოდიოდა. ჩუმად გადამიხვევდა ზურგს და გადიოდა. ეტყობა ძალიან განიცდიდა ჩემს ასეთ მდგომარეობას. ასე გავიდა დღეები...
ბოლოს მივაგენი ჩემი მასთან გაუცხოების საბოლოო მიზეზს და ცოტა გულს მომეშვა. ის ფაქტი, რომ ოთხი კვირა მან მე იქ დამტოვა, ეს არ მაძლევდა მოსვენებას. მაგრამ იქნებ მასაც რამე უჭირდა და ამიტომ ვერ მოვიდა დროულად, ამაზეც დავიქრდი , როდესაც გამოჯანმრთელება დავიწყე.
ჩაცმის დროს ისევ ვწვალობდი, ზურგი ბოლომდე მოშუშებული არ მქონდა და მტკიოდა თუ ძალას ვატანდი. ერთ დილას, კაბა, რომელსაც უკან ელვა შესაკრავი ჰქონდა, ვერაფრით ვერ შევიკარი. ტირილი დავიწყე და საწოლზე ჩამოვჯექი. გაგამ ჯერ მოაკაკუნა და შემდეგ შემოვიდა. ალბათ იფიქრა, რომ რაღაც დამემართა. როდესაც კაბის ამბავი მოვუყევი, გაეღიმა.
-ამის გამო ტიროდი მარიამ? იმხელა სიყვარული ჰქონდა ხმაში, გულმა აღარ მომითმინა.უცებ შევტრიალდი, ხელები კისერზე შემოვხვიე და ჩავეხუტე. შემდეგ უფრო ჩავეკარი.
-მაპატიე, ჩაიჩურჩულა და თავადაც მთელი ძალით მიმიხუტა. მის მკლავებში მოქცეული გავიტრუნე და ისეთი სითბო ვიგრძენი მის გულთან და სიმშვიდე, აღარც მიცდია თავის გათავისუფლება. ეს პირველად ხდებოდა, არავის არასდროს ჩავხუტებულვარ, თან გული მეუბნებოდა რომ ეს ის უნდა ყოფილიყო ვინც მე მჭირდებოდა. იშვიათად თუ მენახა, ასეთი გულწრფელი და მგრძნობიარე სულის ადამიანები, ვისაც შემეძლო დავყრდნობოდი.
საღამოს, ეზოში, ხის გრძელ სკამზე ჩამომჯდარი გაგა, მარიამის იარებზე ფიქრობდა. დანაშაულის გრძნობა ბიჭს სტანჯავდა და კიდევ უფრო უმძაფრებდა გულის პრობლემებს. საკუთარი თავისაც ვეღარ გაეგო, რაც საავადმყოფოდან გამოვიდა გული ხშირად სტკიოდა და ისეთი გრძნობა უჩნდებოდა რომ გონება უნდა დაეკარგა. თავის ასეთ მდგომარეობას ავარიას და საავადმყოფოს ადრე დატოვებას აბრალებდა. რამდენიმე დღით ადრე, ძალით გამოეწერა, რათა მარიამი მოეძებნა. მალე გაიგებდა, გზას როდის გახსნიდნენ და როდის შეძლებდა სააყვარელი ადამიანის უკან დაბრუნებას. მისთვის ამაზე ფიქრი მძიმე იყო. ამას ერთვოდა მარიამისგან ცივი დამოკიდებულებაც. თუმცა წინა საღამოს მოვლენებმა გუნება ოდნავ გამოუკეთა. მისი სხეულის სითბოს და თმის სურნელს ახლაც შეიგრძნობდა.
ამ ფიქრებში იყო გართული, რომ სწორედ ამ დროს ეზოში მარიამი გამოვიდა. სახე დამშვიდებოდა. თმა მხრებზე გადაეყარა და გაგას უცინოდა. მხოლოდ ახლა იცნო თავისი ტანისამოსი რომელიც მარიამს ჩაეცვა და ისეთი სასაცილოდ და საყვარლად გამოიყურებოდა, თავი ვეღარ შეიკავა, ადგა და მისკენ გაემართა. სურდა თავის გულთან ახლოს ჰყოლოდა, თავი მის მხრებში ჩაერგო და ცოტა ხანი გონება გაეთიშა.
რამდენიმე ნაბიჯი გადადგა თუ არა, გულის მწვავე ტკივილი იგრძნო, თითქოს მკერდს რაღაც უსერავდა, უცებ თვალთ დაუბნელდა და ადგილზე ჩაიკეცა.



№1  offline წევრი nisaka

ძალიან მომწონს ❤️ ორივე პერსონაჟი შემიყვარდა უკვე ???? მალე დადე რა შემდეგი თავი ???? ????

 


№2  offline წევრი Maltuza71

nisaka
ძალიან მომწონს ❤️ ორივე პერსონაჟი შემიყვარდა უკვე ???? მალე დადე რა შემდეგი თავი ???? ????

მადლობა რომ კითხულობ, ჩემო ძვირფასო ნისაკა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent