შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდვრის ყვავილები (ნაწილი IV)


16-10-2020, 00:13
ავტორი Maltuza71
ნანახია 9 593

ნაწილი IV
გაგა წავიდა თუ არა, იმ წამიდან თავში რამდენიმე გეგმის მოფიქრებას შევუდექი. სახლში მხოლოდ მე და ეს ხანშიშესული ქალბატონი ვრჩებოდით და ვფიქრობდი პროლემა არ უნდა ყოფილიყო ჩემი აქედან გასვლა. პირველი გეგმა ასეთი იყო: გულწრფელად უნდა დავლაპარაკებოდი მასპინძელს, რატომ მომიყვანეს აქ და ნამდვილი მიზეზი ამომეხსნა, სხვა შემთხვევაში ფანჯრიდან მაინც ვცდიდი გადასვლას და ყვირილს, რადგან ახლოს მეზობლები ცხოვრობდნენ და ისინი ჩემს ხმას აუცილებლად გაიგებდნენ.
მეორე დღეს მზიანი დილა გათენდა, სახლში საოცარი სიმშვიდე იდგა რაც ისე ძალიან მსიამოვნებდა, თუმცა ახსნას ვერ ვპოულობდი. მაგიდაზე, ლარნაკში ახალი ქრიზანთემები დამხვდა,ერთი მხრივ გულს მტკენდა მოწყვეტილი ყვავილები, ხოლო მეორე ხრივ ძალიან მსიამოვნებდა მათი ყურება. ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული, რომ გარედან ხმა შემომესმა- "მარიამ საუზმე მზადაა, გელოდები". გავედი და მაგიდას მივუჯექი.
-გთხოვთ ამიხსენით, აქ როგორ მოვხვდი? მუდარის თვალებით შევხედე.
როგორც სჩანს ელოდა ამ კითხვას, თვალებში ნაღველი ჩაუდგა.
-გაგას პირობა მივეცი, რომ ჩუმად ვიქნებოდი თუ რამეს მკითხავდი, თუმცა აღარც შენი მწუხარების ატანა შემიძლია. ბევრი რამ მეც არვიცი, ჩემი შვილი თავის გრძნობებს არავის უმხელს, მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ მან შენ რეზის გამოგარიდა.
-რას ნიშნავს გამომარიდა? ავფეთქდი. მას როგორ შეუძლია, სხვა ადამიანს თავისუფლება მისი ნებართვის გარეშე შეუზღუდოს? ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ ამიხსნა რამე? კითხვას კითხვაზე ვაყრიდი, თუმცა ვგრძნობდი რომ მას არ შეეძლო ამაზე პასუხის გაცემა.
-მე მივდივარ! თუ ვინმე ჩემს შეკავებას ძალით შეეცდება, ვიკივლებ და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. გამოვაცხადე და კარისკენ გავემართე.
-მე მხოლოდ ის ვიცი, რომ რეზი თავს არ დაგანებებს და შესაძლოა შენი მოტაცება გადაწყვიტოს, მომესმა მისი ნაღვლიანი ხმა.
ადგილზე გავშეშდი, ეს ამბავი კიდევ უფრო უარესად ჟღერდა, ჩემს ახლანდელ მდგომარეობასთან შედარებით. თავზარი დამეცა. მუხლებში სისუსტე ვიგრძენი, ადგილზე ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე, მეტი აღარ შემეძლო. ეს ამდენი უცხო ხალხი, უცხო ადგილი, ისეთი გრძნობა გამიჩნდა თითქოს ჩემი სიამაყე ვიღაცამ ერთ წუთში, ფეხქვეშ გათელა.
-მე ზიზი მქვია შვილო, მისი თბილი ხელი ვიგრძენი თმაზე, მესმის რთულია ამ ყველაფრის აღქმა და გადატანა, მაგრამ შენნი უსაფრთხოებისთვისაა ეს ყველაფერი.დარჩი. ახლა მაინც ვერ მოახერხებ უკან დაბრუნებას, მეორე სოფელში თოვლი მოვიდა და გზა ჩაიკეტა, გაზაფხულამდე ალბათ აღარ გაიხსნება, იქამდე უსაფრთხოდ იქნები აქ, მერე შენ თავად გადაწყვიტე.
შემზარავად ჟღერდა ეს ყველაფერი, მაგრამ დავუჯერე. ავდექი და უკან ოთახში დავბრუნდი, ერთი ესღა ვუთხარი:" გთხოვთ თქვენს შვილს უთხრათ, რომ მისი ნახვა ნაკლებად მსურს და მასთან კომუნიკაცია არ შემიძლია. რამდენიმე თვეში აქედან სამუდამოდ წავალ" თუმცა რას წარმოვიდგენდი რომ ეს რამდენიმე თვე ასე გახანგრძლივდებოდა...
"სოფელი ბარხო"
სოფელ ბარხოში, გაგა და მისი უფროსი კოლეგა, მისი საუკეთესო მეგობარი კოცონს მიმსხდარიყვნენ და ცეცხლის შუქზე სამედიცინო ინსტრუმენტებს ახარისხებდნენ.
-გაგა შვილო, დღეს რაღაც მოწყენილი მეჩვენები, რა ხდება შენს თავს, ვეღარ მოითმინა პეტრე ექიმმა.
- არვიცი რა ხდება ჩემს თავს, თითქოს ვეღარ ვცნობ საკუთარ პიროვნებას. არასწორად მოვიქეცი და გამოსწორებაც არ შემიძლია. უხასიათოდ მიუგო. თქვენ ყველაზე მეტად გენდობით და მინდა ამაზე ვილაპარაკო. ჩემთან სახლში ახლა ერთი ახალგაზრდა გოგონაა რომელიც მისი ნებართვის გარეშე მოვიყვანე და მას ახლა ვძულვარ და ის მართალია.
-ალბათ ამას ახსნაც ექნება ხომ? თბილად გაუღიმა ექიმმა.
-კი, ჩვენს სოფელში რეზის ხომ იცნობთ? მის გამო რამდენი უბედურება მომხდარა. რამდენიმე კვირის წინ გავიგე რის გაკეტებასაც გეგმავდა და რას უპირებდა მარიამს, დავასწარი და ის ახლა უსაფრთხოდაა. თუმცა მან არაფერი იცის ამის შესახებ და ისე გაემგზავრება აქედან მხოლოდ ჩემს სიძულვილს წაიღებს.
-შენ ის მოგწონს? პეტრე სწორედ იქ შეეხო გაგას, სადაც ყველაზე მეტად უმძიმდა.
-მისი აქ ჩამოსვლის პირველ დღეს, როდესაც ის ყვავილებთან მოალერსე დავინახე, ჩემს სულს რაღაც შეეხო. შენ კარგად იცი, რა დამოკიდებულება მაქვს ამ გრძნობასთან და რა სათუთია ის ჩემთვის. ამაზე არასდროს მილაპარაკია ასე ღიად არავისთან. თუმცა მეტად აღარ შემიძლია. ჩემთვის ის მშვენიერია, თავისი ღრმა ბუნებით, რაც მე მასში დავინახე იმ წამს, თავისი დამოკიდებულებით გარესამყაროსთან და ადამიანებთან მიმართებაში. არც რაიმეს თქმა შემიძლია მისთვის, არ მინდა გავხდე ადამიანი, რომელსაც გმირს დაარქმევს და გააღმერთებს. მე დამნაშავე ვარ მის წინაშე და ეს ტანჯვა უნდა ვატარო გულით მთელი ცხოვრება, სანამ ის აქ იქნება და მას შემდეგ რაც აქედან წავა.
პეტრე გულისყურით უსმენდა და აცდიდა ბოლომდე ამოეთქვა სათქმელი, დაცლილიყო ამ განცდებისგან და მხოლოდ მას შემდეგ ამოიღო ხმა, როდესაც მიხვდა რომ დრო იყო.
-შენ ყველაზე უკეთ იცი შენი სულის მხარეები, ჩვენ ამაზე ბევრი გვისაუბრია, მე ვიცი რომ შენ ცუდად არასდროს მოექცევი ადამიანებს და ვფიქრობ მარიამიც დაინახავს ამას. ეს ალბათ ორივეს გჭირდებათ, ორივემ უნდა გადაიტანოთ განსაცდელები და ახლებურად შეხედოთ სამყაროს. ცხოვრება ხანგრძლივი და ზოგჯერ ტკივილებით აღსავსეა. ის ვინც არ აღიარებს თავის შეცდომებს, საკუთარ ნაჭუჭში ხდება გამოკეტილი მთელი ცხოვრება და ძალა აღარ ყოფნის სიცოცხლის გასაგრძელებლად. შენ ძალიან თავმდაბალი ხარ და ეს უკვე შენი გმირობაა. გმირი ხარ სწორედ ამ გულწრფელობისთვის და ადამიანებთან ასეთი დამოკიდებულებისთვის. ალბათ სწორედ ამიტომ ხარ ექიმი და ამიტომ ხარ აქ ჩვენთან. 31 წლის ასაკში ჩამოხვიდე ამ მიყრუებულ სოფელში, როდესაც 7 წელი საზღვარგარეთ ყველასთვის საოცნებო უნივერსიტეტში, სწავლაში გაატარე, გმირობაა და რაც მოვიდა შენც ცხოვრებაში , მიიღე და ხელი გაუწოდე. რაც არ მოგწონს იბრძოლე, შეცვალე მაგრამ არ დანებდე. შენი შრომა შენ სარგებელს აუცილებლად მოგიტანს დღეს თუ არა ხვალ მაინც.
ასეთმა სიტყვებმა გაგაზე ძლიერ იმოქმედა. გადაწყვიტა დაბრუნდებოდა თუ არა, ისე აეხსნა მარიამისთვის ყველაფერი, რომ საკუთარი თავი ძალიან არ წარმოეჩინა გადამრჩენლის როლში.



№1  offline წევრი Maltuza71

"მინდვრის ყვავილების" მკითხველნო, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩემგან, ასეთი დაინტერესებისთვის. არ ველოდი ამ თავს ამდენი ადამიანი თუ წაიკითხავდა.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის თითოეული თქვენგანის შეტყობინებები. თუ გამიზიარებთ თქვენს შეხედულებებს ამ ისტორიასთან დაკავშირებით, ძალიან გამახარებთ.
პატივისცემით,
ავტორი :)

 


№2 სტუმარი Life is beautiful

ახლა დავიწყე კითხვა თორე აქამდე მოგაბეზრებდი თავს ძვირფასო...

 


№3  offline წევრი Maltuza71

Life is beautiful
ახლა დავიწყე კითხვა თორე აქამდე მოგაბეზრებდი თავს ძვირფასო...


დაე, მომაბეზრე :) <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent