სასრულეთი (თავი 22) +18
„არ არის სწორი - მარტო სული ელტოდეს სხეულს, არიან ხორცნიც სულებიდან გამოქცეულნი!„ შალვა ამირეჯიბი *** დავუდი საღამოს თეთრ არაბულ სამოსში გამოწყობილი დიპლომატით ხელში აეროპორტში გავდიოდი პასპორტ კონტროლს. შავ ჰიჯაბში გამოწყობილი ჯემალი კი ნამდვილად სასაცილო სანახავი იყო. ფატიმა არა? ახია შენზე. გზა თბილისისკენ უსასრულოდ გაიწელა. ადგილზე ვცქმუტავდი პატარა ბავშვივით და ვერ ვისვენებდი, აი ზუსტად ის შეგრძნება მქონდა, პატარა ბიჭს წინადაცვეთისთვის რომ ამზადებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიტუალი ალაჰის რწმენით ვაჯიბია (სავალდებულო), არ მეგულება ბავშვი, რომელიც არ ღელავდეს, არ ეშინოდეს, მაგრამ ამ აღელვდებას აუცილებლად გადაწონის ხოლმე მოსალოდნელი ჯილდო, როგორიცაა ჭეშმარიტ მუსლიმანად ქცევა, ყმაწვილკაცობაში ფეხის შედგმა, ოჯახის წევრებისა და ნაცნობ-მეგობრების მოლოცვები და საჩუქრები. მართალია, ვიცი, რომ არც ისეთი მარტივი იქნება ჩემთვის ლეამდე მიმავალი ეკალ-ბარდიანი გზის გაკვლევა, მაგრამ მზად ვარ დავითმინო ყოველივე და ისევე მოვიცილო დაბრკოლებები, როგორც ჩუჩის უსარგებლო ნაგლეჯი. უარყოფით ფიქრებს უმალვე ფანტავდა ჯემალის შავ ჰიჯაბში ხილვა. ხანდახან უკბილო ხუმრობებსაც ვესროდი. აბა როგორ გრძნობს თავს ჩემი ფატიმა, ჟანგბადი ხომ კარგად მოგეწოდებათქო. ვერც ხმას იღებდა და სიბრაზისგან შეკრული მუჭები ბურკაშიც კი საგრძნობლად ამობერვოდა. როგორც იქნა თბილისში ჩავედით. აეროპორტთან კობა დაგვხვდა. ჩემი თბილისელი თვალები და ყურები. არ არსებობს საქართველოში არც ერთი მისხალი, მან რომ არ იცოდეს. მთავარია კარგად გადაუხადო და თუ საჭიროა ქვესკნელშიც ჩავა, რომ იქედან დედამიწას გული ამოგლიჯოს და ამოიტანოს. ამიტომაც ვარ იმედიანად. მზად ვარ კობას მთელი ჩემი ქონებაც კი დავუთმო, ოღონდ ლეა მაპოვნინოს. ავტომობილში ჩაჯდომისთანავე ჯემალმა ბურქის გახდა დაიწყო და რაც უფრო ცდილობდა, უფრო იბლანდებოდა შიგნით. ჯერ კარგა ხანს ვუყურდე და ვიცინოდი გულიანად, ბოლოს კი ისევ მე შემეცოდა და გახდაში დავეხმარე. ერთი საცოდავად ამოიზმულვა და ფანჯარა ბოლომდე ჩაწია, რომ გზიდან მონაბერი ქარისთვის სახე მიეშვირა. - ახია ჩემზე, ალაჰსა ვფიცავ, თუ მისი მადლით ცოლის შერთვას მოვესწარი, არც ჰიჯაბს მოვსთხოვ და მითუმეტეს არც ბურქის ტარებას, საბრალო ქალები, ეს რა დღეში ყოფილანო. დედაჩემსაც და ჩემს დებსაც ავუკრძალავ და მათ ქმრებსაც დაველაპარაკები, რომ ამ სულთამხუთავი ტომრის ტარება არ უწევდეთო. - ალაჰ, ინშალაჰ, დიდება შენს სახელს. როგორც იქნდა ჯემალსაც გაუხსენი ვიწრო გონება. - კმაყოფილმა ჩავილაპარაკე. მიუხედავად იმისა, რომ ჯემალი ძალიან ერთგული და კარგი მეგობარი იყო, ხშირად რწმენისადმი ერთგულება ფანატიზმში გადადიოდა და პატარა გაკვეთილი კი მიიღო, ოღონდ ცხოვრებისგან თუ ექსკლუზივი მე მეკუთვნოდა, ეს ჯერ კიდევ საკითხავი იყო. ახლაღა გადავიტანე ყურადღება კობაზე, რომელიც საჭეს ნერვიულად და მოუთმენლად მართავდა. სჩანს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ არ სურდა ამაზე საუბარი ავტომობილში დაგვეწყო. კობა ის კაცია, ორი ყლუპი ვისკის გადაკვრის გარეშე სუნთქვაც რომ უძნელდებათ ხოლმე. მალევე მივუახლოვდით საგურამოს და მისი აგარაკის ჭიშკარს. სანამ ეს უკანასკნელი პულტით გაიღო, ჩვენ გადმოვედით და გეზი მისი კაბინეტისკენ ავიღეთ. *** ლეა ალისფერ ნისლში ათინათებად ბრჭყვიალებდა მოციმციმე ლედ განათებები ათას ერთი ღამის სასახლის თავზე. სცენაზეც საუცხოო განათება დაემონტაჟებინათ. ჰაშიშისგან გაბრუებულ სხეულს ვაყოლებდი ტამტამების რითმულ დარტყმებს. ჩემს წინ მოცეკვავე დერვიშს ცალი ხელი ზეცისკენ აღემართა, მეორე დედამიწისკენ და ასე ორ სამყაროს გასაყარზე აკეთებდა ღვთაებრივ ბრუნებს. დერვიშის ცეკვაზე ჩემს ირგვლივაც ტრიალებდა სამყარო და ნელ-ნელა მცირდებოდა ჩემსა და მოცეკვავეს შორის მანძილიც. მალე მოცეკვავემ თავისკენ მიმიზიდა და ჩემი სხეულიც მისდაუნებურად ზედ აეკრო. ნაცნობი მაროკოული ყავის არომატი ჰქონდა სხეულს და ასე ერთ არსად ქცეულმა ერთმანეთში შერწყმულმა სხეულებმა გავაგრძელეთ ტრიალი ერთ დერვიშისეულ კაბაში, რომლის ფერადი კალთებიც ლედ განათებებით ციმციმებდა და ენით აღუწერელ შეუცნობელ სანახაობას ქმნიდა. თითოულ ტრიალზე ზეცისკენ აღპყრობილ ხელს თითქოს ჰაერში ავყავდით. ტამტამების ხმაც სულ უფრო შორიდან ჩაგვესმოდა და მის ადგილს დერვიშის აჩქარებული გულისფეთქვა იკავებდა. ის იყო, მომნუსხველი მწვანე თვალები, სწორი ცხვირი და მხურვალე ტუჩები. ის იყო და გამომწვევად დამცქეროდა. ვერ გავუძელი მონატრებული თვალების ცქერას, ვერც მის გახშირებულ სუნთქვას და თავად დავეწაფე ცხელ ტუჩებს, რომელიც მწვავდა და ფენიქსივით ცეცხლში ჩაფერფლილს ისე საციცოცხლო ძალებით მავსებდა. დერვიშის კაბა სადღაც გაქრა. მხოლოდ ჩვენ დავრჩით, მე და დავუდი, და ვნებისგან ათრთოლებული შიშველი სხეულები, სხეულები, რომლებიც ერთმანეთში ისე გადახლართულიყვნენ, რომ არ ფერთა კონტრასტი ქალის თეთრი და მამაკაცის ხორბლისფერი კანისა, ვერც გაარჩევდით, სხეულის რომელი ნაწილი რომელ თავს ეკუთვნოდა. ის ჩემში იყო, ვგრძნობდი მკვრივ და მაგარ ორგანოს, რომელიც არ იშურებდა მკვეთრ დარტყმებს და მე სრულიად მთელი არსებით მისი ვიყავი და ვტკბებოდი აქამდე განუცდელი შეგრძენებებით, რომელზეც სხვა არაფერი ითქმოდა, თუ არა ნეტარება. თითქოს ღმერთმა ჩვენ ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული არსება მიტომ შეგვქმნა, რომ ერთი სულისგან ვყოფილიყავით სხვადასხვა სხეულებში გადმოღვრილები და ახლა ისევ ერთნი ვქცეულიყავით. ეს არ იყო ჩვეულებრივი სექსი შეყვარებული წყვილის, არ იყო აქამდე განცდილთან ახლოს მდგომიც კი, არამედ რაღაც ზეადამიანური, ზეხორციელი. ის იყო სიამოვნების პიკს ჯერ კიდევ გაუხსნელი გრძნობების ყუთი უნდა გაეღო, რომ ერთ არსად ქცეულ სხეულებს ზემოდან უზარმზარმა ყინულივით ცივმა ტალღამ გადაგვიარა და წაგვლეკა. ვერ მივხვდი რა მოხდა. შეშფოთებული წამოვხტი და აქეთ-იქეთ თვალებს ვაცეცებდი. ვერ გავაცნობიერე, სად ვიყავი: სიზმარში თუ ცხადში. ალესანდროს სიტყვებმა კი ბოლო მოუღო დაბნეულობას. - ისე ღრმად გეძინა, ვერაფრით გაგაღვიძე, ბოლოს შემეშინდა, მეთქი ძილში ხომ არ გაიპარა და ცოტა წყალი შეგასხი გამოსაფხილებლად. - სანდრო ურთმელიძე, მოგკლავ. ხომ იცი, ვერ ვიტან, რომ ძალით მაღვიძებ. ბალიში ვესროლე, რომელიც ოსტატურად აირიდა. საკუთარ მდგომარეობაზე სიმწრისგან მეცინებოდა. სიზმარში ერთთან სექსს ვხედავდი, ხოლო რეალობაში ჯერ მეორესთანაც არ მქონდა დასრულებული ყველაფერი. ამ სიტუაციაში კი ალესანდრო სხვა არაფერი იყო, თუ არა მურმანის ეკალი, რომელიც სიზმრებშიც კი არ მაძლევდა მონატრებულ დავუდთან მიახლოების უფლებას. გვერდები საშინლად მტკიოდა, რომელსაც თან ერთვოდა ნაბახუსევის საშინელი შეგრძნებები. აი, ალბათ, ზუსტად ასეთი შეგრძნებები აქვთ ხოლმე ორსულებს ტოქსიკოზის დროს. ყველა და ყველაფერი რომ გეზიზღება, და თავ-ბედს აწყევლინებ ყველას, ვინც ძილის სანუკვარ წამებს წაგართმევს. აქვე დივანზე ჩამძინებოდა და მიუხედავად უამრავი ბალიშისა, მაინც დაბეჟილი მქონდა გვერდები. - ტყუილად მეჩხუბები, გუშინ ისე გამოთვერი და დამძიმდი, რომ ვეღარ აგიტანე ოთახში. საკუთარ თავს დააბრალე. მოჰიტოს გიკეთებ, უალკოჰოლოს, უცებ გიშველის. - უალკოჰოლოს მკვეთრად გაუსვა ხაზი. ამით გამოკვეთა, რომ როგორც ამბობდა, ორ ჭიქიანი ვარ. სხვა დროს გავებუსხებოდი და მთელი დღე აღარ გავცემდი ხმას, მაგრამ ახლა შინაგანი დანაშაულის განცდა გაბრაზების უფლებას არ მაძლევდა. მართალია გუშინ ყველაფერი გავარკვიეთ, მაგრამ მაინც განვიცდიდი, რომ სიზმარში საკუთარ ვნებებს უფლება მივეცი თავის ჭკუაზე წავეყვანე. მე არ ვიმსახურებდი ალესანდროსნაირ მზრუნველ ადამიანს. ყველაფრის მერე, რაც ვუარყავი, უარი ვთქვი მასზე. ხელი მაინც არ მკრა. პირიქით, ჩემზე ზრუნავს. მიფრთხილდება. თავი ვერ შევიკავე და ავტირდი. ალესანდრო შეშეფოთებული მომიახლოვდა. - მაპატიე, ლეა, შენი წყენინება არ მინდოდა. უბრალოდ გეხუმრე. - არა, არც მწყენია. უბრალოდ საკუთარ თავზე ვარ გამწარებული. შენ ისეთი საოცარი ადამიანი ხარ. ნამდვილად არ იმსახურებდი გრძნობის გამო დატანჯულიყავი, არც ჩემნაირს იმსახურებდი. - სუ, ეგ მეორედ არ თქვა. ამ ცხოვრებაში ყველა იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ და რის მოლოდინსაც თავად ვუქმნით ჩვენს თავს. - ტუჩებზე ხელი მომადო გაჩუმების ნიშნად და თავისკენ ჩამიხუტა. - ლეა, იცოდე მე შენს გვერდით ვარ, რაც არ უნდა გადაწყვიტო. ისევ აქ ვიქნები, თუ დაბრუნებას გადაწყვეტ. მე გაქციე ქალად და მევე შემიძლია შევეხო შენი შინაგანი სამყაროს იმ ხვეულებს, რომლებიც შენთვისაც კი უცნობია. შენ ახლა იმ პატარა ფეხადგმულ ბავშვს ჰგავხარ, ჯერ რომ არ გადაუწყვეტია პირველი ნაბიჯები საით გადადგას, ერთი მხრიდან დედა ეძახის, ჩემთან მოდიო, მეორე მხრიდან საყვარელი სათამაშო დათუნია. უბრალოდ დაფიქრდი. კარგად დაფიქრდი და იცოდე, რომ თითოეულ შენს ნაბიჯს თავისი ლოგიკური შედეგები მოჰყვება, რომელსაც მარტივად ვეღარ შეცვლი და ვეღარც გადაახვევ, რომ თავიდან გაიმეორო. - საან, როგორც ყოველთვის მხოლოდ შენ შეგიძლია ფიქრების ტალღებში მიმართულება მომცე და ჰორიზონტი დამანახო. ჰო, მართლა, მოჰიტოსთვის მადლობა. სუნიც კი მშველის მგონი.- საუბარი დავასრულე თუ არა, ნება-ნება მოვყევი მოჰიტოს წრუპვას. ალესანდრომ ბუხარს ცეცხლი შეუნთო. გარეთ ნოემბრის ქარი ჰქროდა და ჰაერში აცეკვებდა ყვითელ ფოთლებს, თუმცა ეს ფოთლების ცეკვა კი არა, ქაოტური როკვა იყო და ეს უკანასკნელნიც დროდადრო ურცხვად ეხეთქებოდნენ ფანჯრებს. ხეებს ზემოთ ცა ავისმომასწავებლად დაბურულიყო, თითქოს მის სუსხსაც სურდა ფანჯრებში შემოღწევა. არ მომეწონა შემოდგომის ცა. კარგს არაფერს გვიქადდა. ფანჯარას მოვშორდი და ალესანდროს გავხედე, რომელიც ბუხარს ეფიცხებოდა და თან წიგნს კითხულობდა. - რას კითხულობ? - ინტერესით ჩავაჩერდი. - ისეთს არაფერს. კურიკულუმისთვის დამხმარე ლიტერატურას ვარჩევ. - წიგნი სწრაფად დახურა. - რამე მოიცვი, გაცივდები. ხო გახსოვს ჩვენი შეთანხმება? წიგნი გაქვს დასამთავრებელი. თუ გინდა აქ ჩამოიტანე და წაიკითხე, მანამდე კი გამახარებ, თუ აქაურობის დალაგებაში მომეხმარები. მართლაც გეგონება 20 კაციანი წვეულება გამართესო, ისეთ დღეში ჩაგვეგდო ოთახი. უწესრიგოდ მიმოყრილი ბალიშები და პლედები, ღვინის ბოთლები, ზოგი ნახევრად სავსე, ზოგი დაცლილი. საჭმლის ნარჩენები. თავი უხერხულად ვიგრძენი. - შენ დაისვენე, მე მივხედავ, - თბილად გავუღიმე. მანაც მადლიერი მზერა მესროლა. - კარგი მაშინ, მე ცოტას დავიძინებ, თორემ შენ გდარაჯობდი ღამე, ღვინოს არ ეწყინა. ოხ ეს აუტანელი უხერხულობის განცდა. თვალი ავარიდე ოთახისკენ მიმავალს და არეული გარემოს მოწესრიგებას შევუდექი. მალევე ვიპოვე დიდი ნაგვის პარკები, ცოცხი და აქანდაზი. ვიფიქრე ფონად მუსიკებს ჩავრთავმეთქი. საშინლად მეზარება ხოლმე დალაგების პროცესი თუ აქტიური რიტმები არ მაძლევენ მოტივაციას. თავიდან ვიფიქრე ლეპტოპში ჩავრთავმეთქი, მაგრამ ალესანდროს ოთახში აეტანა. სწორედ ამ დროს მოვკარი თვალი დივანზე მიგდებულ ტელეფონს. - საან, შენს ტელეფონს ავიღებ რა და მუსიკებს ჩავრთავ, კარგი? - ხმამაღლა დავიძახე, თუმცა ხმა არ გაუცია. მეც მორიდებით ავიღე ტელეფონი. ის ის იყო youtube-ში sway-ს ვრთავდი, რომ უცხო ქვეყნის ნომრიდან შეტყობინება მოვიდა. შეტყობინება რუსულად იყო. „დღეს ოფისში არ მისულა. არც სახლშია. შეიძლება საქართველოში წამოვიდა. ფრთხილად იყავი“. დავიძაბე. ისე დავიძაბე, რომ ლამის ტელეფონი შემომატყდა, ისე მჭიდროდ მოვუჭირე ხელი. ნეტავ ვინ არის, ვის გულისხმობს, საიდან წერს? რატომღაც გული მეუბნებოდა, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ ან ირიბად დავუდსაც ეხებოდა. ვეღარ მოვისვენებდი. ვიცოდი, რომ საშინლად ვიქცეოდი, მაგრამ ტელეფონის შემოწმება დავიწყე. სმსებში საეჭვო არაფერი იყო. ამ ნომრიდანაც აშკარად არ იყო ადრე მონაწერი, როგორც ჩანს სანის უკვე მოესწრო წაშლა. ვაიბერის შემოწმება დავიწყე და ყურადღება მიიქცია იმავე კოდით +964-ით დაწყებულმა ნომერმა. შეტყობინება გავხსენი და თვალებს არ დავუჯერე, ალესანდროსგან გაგზავნილი იყო შეყვარებულობის დროს საწოლში გადაღებული სელფი, სადაც ერთმანეთში გადახლართულიყო ჩვენი შიშველი სხეულები, მის გულზე მეძინა და შიშველ ზურგს ალაგ-ალაგ ჩამოყრილი თმები მიფარავდა და შემდგომ ადრესატის ნომრის დაბლოკვის აღმნიშვნელი შეტყობინება. არ მჯერა... არ მჯერა რასაც ვხედავდი... ეს რატომ გააკეთა.... ვის გაუგზავნა.... რა მიზნით.... ტვინი განგაშის სიგნალს სცემდა, მე კი წარმოდგენაც არ მინდოდა იმის, ვინ შეიძლება ყოფილიყო ადრესატი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.