შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი 21)


11-11-2020, 17:51
ავტორი Impermeable
ნანახია 2 168

ლეა

- გეყოფა ქარაგმები. ვერ ხვდები, რომ ასე თავსაც იტანჯავ და მეც მტანჯავ? ვიცი, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ ამით ცხოვრებას ინადგურებ. ყოველდღიურად შენივე ხელით კლავ იმ ალესანდროს, ოდესღაც რომ მიყვარდა.

- ჰმ, ოდესღაც- სიმწრით ჩაიცინა. შენ იმასაც მეტყვი, რომ მეგობრებად დავრჩეთ ხო?

- კი, იდეალური გამოსავალი ეგაა. ვიცი, რომ ახლა შენთვის სრულიად წარმოუდგენელ რაღაცას ვამბობ, სულ ცოტა ხნის წინ მეც ეგრე ვფიქრობდი. ვერ წარმომედგინა ცოლ-ქმარი რომ შორდებოდა და მეგობრებად რჩებოდნენ, მაგრამ შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ ალესანდრო, არ მინდა დაგკარგო, ისევე, როგორც არ მენდომება საუკეთესო მეგობრისა ან ოჯახის წევრის დაკარგვა,--- ჩემი აღსარება ჩემმავე ცრემლებმა გააფორმა.

- ესე იგი მეგობრებად არა?- სახეზე იმდენად ბევრი ემოცია აესახა ერთდროულად, რომ გულწრფელად ვერ ამოვიცანი მისი სიტყვების უკან რა იდგა.

- ჰო მეგობრებად.

- კეთილი, ვიფიქრებ შენს სიტყვებზე, მაგრამ ვერაფერს შეგპირდები. ახლა საჭმელს ამოგიტან და ჭამე, წამლის დალევის დროც მოგივიდა. - ბოლო სიტყვები ლამის მამა-შვილური ტონით მითხრა.

უსიტყვოდ დავასრულე ჭამა. ისიც მდუმარედ მელოდა, სანამ ბოლო ლუკმას გადავყლაპავდი. მერე თავისივე ხელით დამალევინა წამალი და სრულიად მოულოდნელად საუბარი დაიწყო.

- ყველაზე ნაკლებად ის მინდა, რომ დაიტანჯო. ხო იცი სიგიჟემდე მიყვარხარ. უბრალოდ მართლა გულწრფელად ვერ ვხვდები, სად დავუშვი შეცდომა. მე ხომ თავიდანვე სიფრთხილით გეკიდებოდი. სანამ თავად არ გამოიჩინე ინიცატივა, სექსიც კი არ გვქონია. შენ არ იყავი რომ მეუბნებოდი ქალად მაქცია და ნამდვილი ნეტარება განმაცდევინეო? ვერ ვხვდები, მართლა ვერ ხვდები, როგორ შეგიძლია ყველაფერს ხაზი გადაუსვა და გამოაცხადო, რომ აღარ გიყვარვარ. მეტიც, ის შეგიყვარდა, ვინც არ გაგიფრთხილდა, თაფლობისთვიდან გაგიტაცა და თავისუფლება აღგიკვეთა. მითხარი რა ვიფიქრო ლეა? შენ რას იზამდი ჩემს ადგილზე? შეძლებდი პატიებას და ცხოვრების გაგრძელებას? ხანდახან უეცარი ჟინი მიწევს შური ვიძიო და თითოეულ ტკივილზე პასუხი გაგებინო, შენც ისევე დაგიფლითო გული, როგორც ეს მე გამიკეთე. გიფიქრია, რა მოხდება შენი საქციელი თუ გაბაზრდება? არცერთი თავმოყვარე ქართველი კაცი ამას არ დაუშვებს ცოლი გაუბახდეს, თან ურჯულოსთან. არ მინდა ცოდვა დავიდვა კისერზე. მირჩიე, როგორ მოვიქცე? ლამისააა გავგიჟდე ლეა. ჭკუიდან გადავდივარ, ვერ ვუმკლავდები ამ ტკივილს. სული მტკივა, რომ მიღალატე.

- შენთვის არ მიღალატია ალესანდრო. ერთი წამითაც არ გაივლო ეგ გულში. სანამ შენი ცოლი მქვია ისეთს არაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შეგრცხვეს და იმ დიდ გრძნობას პატივი არ ვცე, რაც ოდესღაც გვაკავშირებდა. მაგრამ მეც გამიგე, გთხოვ. არ შემიძლია ახლა შენს გვერდით ისე გავაგრძელო ცხოვრება თითქოს არაფერი მომხდარა. ვერც შენ შეძლებ ჩემს პატიებას და ვერც მე საკუთარი თავისას. ძალიან ვნანობ, მაგრამ გული გონებას არ ემორჩილება. შემიყვარდა გესმის? პირველად ვიგრძენი ისეთი ცეცხლი, რომელმაც მთლიანად დამწვა და დამფერფლა. ღირსი ვარ დავიფერფლო, ღირსი ვარ დამსაჯო, მაგრამ ამით ვერცერთი მოვიპოვებთ სულის სიმშვიდეს.

- აბა რას მთავაზობ ლეა, გეკითხები, რას იზამდი ჩემს ადგილზე?

- უბრალოდ ნება მომეცი, წავიდე. გამიშვი ალესანდრო. ჯობია ეს ურთიერთობა ტოქსიკურობისგან გადავარჩინოთ. გამიშვი სანამ ერთმანეთს უარესად ვატკენთ. იქნებ მარტოობაში სხვა კუთხითაც გავიაზრო ყველაფერი. ერთადერთი გთხოვ დროს, რომ ორივე გავერკვეთ რა გვინდა.

- მე გარკვეული მაქვს ლეა. მე შენ მჭირდება. ჩემი სასიცოცხლო ძალა ხარ, ჩემი ჟანგბადი, გაგიშვებ, თუ მასწავლი, როგორ ვისუნთქო ჟანგბადის გარეშე.

- ვცადოთ. იმ სიყვარულის ხათრით, რასაც ჩემ მიმართ გრძნობ, გთხოვ, გულით გემუდარები არ გაბოროტდე. ვიცი ძნელია, მაგრამ შენ სწორედ იმით ხარ გამორჩეული, რომ დიდსულოვანი, მომთმენი და საოცარი ადამიანი ხარ.

- დავიღალე, ლეა. დავიღალე იმით, რომ ყველას ჩემ მიმართ აქვს მოლოდინები. ყველა ჩემგან ელის, რომ იდეალური ვიყო. შენც კი, ამდენი შეცდომის მერე მოდიხარ და კიდევ ჩემგან ითხოვ გაგიგო, მოვითმინო, გაგიშვა. მითხარი რატომ?

- იმიტომ, რომ არ დაიკარგო. იმიტომ, რომ იმად დარჩე ვინც ხარ.

- გაგიშვებ, ოღონდ ერთი პირობით. ნება მომეცი, ამაღამ უკანასკნელად დავიძინო შენთან. გპირდები, არაფერი მოხდება. როგორც კი წიგნის კითხვას დაასრულებ, ამ სახლის კარი გაიღება და თავად გადაწყვეტ, წახვალ თუ დარჩები.

- შენი მჯეროდა, ალესანდრო. სწორედ ამიტომ ხარ ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადამიანი. იცი რითი დგახარ დავუდზე მაღლა? მის მიმართ ლტოლვა მაქვს, ვნება, სიყვარული, რომელიც შეიძლება ადრე თუ გვიან დასრულდეს კიდეც და ეს ადამიანიც გაქრეს უკვალოდ ჩემი ცხოვრების გზიდან, აი შენ კი ჩემი თანამგზავრი ხარ, როგორც ოჯახის წევრი. ჩემს ცხოვრებაში ადამიანები მოვლენ და წავლენ. მაგრამ სულ იქნება შენი ადგილი, რომელსაც ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს. - თვალცრემლიანმა ჩავეხუტე. მომნატრებოდა. მომნატრებოდა როგორც მეგობარი, როგორც ჩემი აზრების თანამეინახე, როგორც ადამიანი, რომელსაც შეგიძლია ენდო და დაეყრდნო.


არ ვიცი, რამდენ ხანს ვიდექით ასე ჩახუტებულები. მხოლოდ ის ვიცით, რომ ვტიროდით. ორივე ვტიროდით. მხოლოდ ის ვიცი, რომ ამიერიდან აღარაფერი იქნებოდა ძველებურად. გარეთ შემოდგომა ქროდა. თითოეულ დაცვენილ ფოთოლს თან ვაყოლებდით არშემდგარ სურვილებსა და ოცნებებს. ამ ნახევრად ნირვანული მდგომარეობიდან ჭექა-ქუხილმა გამოგვაფხიზლა. ალესანდრომ კიდევ უფრო მიმიხუტა, იცოდა, რომ დღემდე მქონდა უსიამოვნო რეაქციები გრუხუნზე. მის ჩახუტებაში არაფერი იყო ზედმეტი, არაფერი იყო რაიმე ვნების მანიშნებელი. ეს იყო უბრალოდ ორი ერთმანეთისთვის ძვირფასი ადამიანის გულწრფელი ემოციების გაცვლა.

- ვიცი რა გამოგვიკეთებს ხასიათს - უცებ თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა.

კარიც პირველად დატოვა ღია. ეს ჟესტი იყო, რომლითაც მაგრძნობინებდა, რომ მენდობოდა. მენდობოდა და პატივს სცემდა ჩემს გადაწყვეტილებას. ყველაზე დიდი სულელური ნაბიჯი იქნებოდა ახლა, ამ წამს ჩემი მხრიდან, რომ გაქცევაზე მეფიქრა, ამიტომ სრულებითაც არ შევიმჩიე ღია კარი. ცოტა ხანში ორი ბოთლი წითელი ღვინით დაბრუნდა. თვალით მანიშნა ბოთლებზე, ჩემი აციმციმებული თვალები თანხმობად ჩათვალა, ხელი ჩამჭიდა და დაბლა კიბეებისკენ ჩამაქროლა.

- ფრთხილად, საან, ასე დავიმტვრევი. - პირველად გამეცინა ამდენი ხნის მანძილზე.

- მერე რა, აქ რისთვის ვარ, მე მოგივლი. - თავადაც ჩაიცინა.
ხის ფაქტურით გადაწყვეტილი თაფლისფერ-ჩალისფერი ტონები საოცარ სიმყუდროვეს ქმნიდა. ბუხარში უკვე გიზგიზებდა ცეცხლი. ბუხრის წინ მოთავსებულ დივანზე უწესრიგოდ მიეფარა ღუნღულა პლედები. ჟურნალის მაგიდაზე, ანთებული სანთლები, ყველის ასორტი, ხიზილალა და ზეთისხილი დაედო. სწორედ ის გარემო იყო, რომელიც იდეალურთან ყველაზე ახლოს იდგა.

- რას ვაპირებთ?- მორიდებით ჩავეკითხე.

- შენი არ ვიცი და მე ფილმის ყურებასა და ღვინოს დალევას ვაპირებ. გამოსამშვიდობებელი საღამო მოვიწყოთ. ცოლ-ქმრობის დასასრულსა და მეგობრობის დასაწყისს გაუმარჯოს- ბოთლით პირთან მიიტანა და მოწყვეტით გადაკრა რამდენიმე მოზრდილი ყლუპი.

- გაუმარჯოს. - ესღა გავიმეორე და მეც გადავკარი. - რას ვუყუროთ და სად? აქეთ-იქეთ მიმოვიხედე. წინ მხოლოდ პატარა ნოუთბუქი იყო, რომელშიც ფილმის ყურება და მინუს 2 ნომრით მხედველობის შემცირება გარანტირებული იქნებოდა.

- Keep Calm, Baby. როგორც ჩვეოდა, საყვარლად ჩაილაპარა და კრემისფერი სქელი ფარდები ფანჯრებზე ჩამოაფარა. - ესეც ასე, ეკრანი მზად არის.
ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა იქვე კარადიდან პროექტორი დააძვრინა და მინი სახლის კინოთეატრი ხუთიოდ წუთში მოაწყო.

- საან, შენ აღარ ხუმრობ, ხო იცი. - კმაყოფილმა ჩავილაპარაკე და დადებითი შეფასების ნიშნად ცერა თითი ავწიე. ახლა კი მხოლოდ ფილმის არჩევაღა დაგვრჩა.

- ჩემო ლეა, აქ სამწუხაროდ ინტერნეტი არ იჭერს. ლეპტოპშიც მწირი არჩევანი მაქვს. მოდი თვითონ შეარჩიე კარგი?

- კარგი საან. - გულმოდგინედ შევუდექი ძებნას. დიდი ვერაფერი არჩევანი. ბოლოს ისევ ტკბილი ნოემბრის ყურება ვარჩიეთ.

ვუყურებდი ფილმს და ცრემლებად ვიღვრებოდი. რომ გეკითხათ, ვერც გიპასუხებდით ფილმის სიუჟეტს დავტიროდი, პერსონაჟების განცდებს თუ საერთოდაც ჩემს ცხოვრებას. კარგად რომ დავფიქრდე, ყველაფერს ერთად. დარდს და წუხილს ორივე თან ვატანდით ღვინის წვეთებს. ალკოჰოლი იმდენი ხანი არ დამელია, რომ ვიგრძენი როგორ იჭრებოდა თითოეულ ძარღვში და საოცარ მოთენთილობას იწვევდა. ნელ-ნელა კი ყველაფერი მოიისფრო-მოშინდისფრო ნისლში იძირებოდა, ეკრანიც, პერსონაჟებიც, ეს სახლიც და ალესანდროც.



***


დავუდი



- დამპალი ნაბიჭ..ვარი. ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს.- არაადამიანურ ხმაზე ვღრიალებდი. ამაოდ ცდილობდნენ ჩემს დამშვიდებას.

- დავუდ, ძმაო, მემგონი არ ღირს ამ ეტაპზე თბილისში წასვლა. არჩევნები ახლოვდება, ხვალ ამერიკიდან დელეგაციასთან გაქვს შეხვედრა. იმ ვიღაც სანდროსაც ეგ უნდა რომ გამოგიწვიოს, ვერ ხვდები? დამიჯერე, ჯობს დამშვიდდე, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონო და ცხელ გულზე გადაწყვეტილება არ მიიღო. ალაჰის ნებით, ყველაფერს მოვაგვარებთ და შენს ქალსაც დაიბრუნებ.

- შენც რომ იგივე გენახა, რაც მე ცოტა ხნის წინ საკუთარი თვალებით ვნახე, დამიჯერე თავადვე გამიძღვებოდი წინ. ფეხებს ვერ მომჭამს, გესმის? ვერა. ჩავალ, ლეას ვიპოვი და იმ დამპალსაც პასუხს ვაგებინებ.

- მართლა რომ აგიყვანონ აეროპორტშივე?

- ხოდა ისე უნდა მოახერხო რომ დავუდი ბაღდადში დარჩეს, ხოლო თბილისში ვინმე ჰასანი ან ჯემალი ჩავიდეს. - თვალი ჩავუკარი და ვანიშნე საქმეს შედგომოდა.

- იქნებ ფატიმა ჯობია? - მანაც თვალი ჩამიკრა, რაზეც მუცელში მუჯლუგუნი მიიღო და სახე საცოდავად დაებრიცა.

- ოხუნჯობის დრო არაა. - მაშინვე სერიოზული სახე მივიღე. სანამ ჯემალი საბუთების და ბილეთების საქმეს აგვარებს, თქვენ მანამდე გაარკვიეთ მართლა არის თუ არა ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრული. ასევე ჩასვლის დღიდან სანდრო ურთმელიძის შესახებ სრული დოსიე, მოძრაობის ტრაექტორია მჭირდება, ისიც კი, ტუალეტში სად და როდის დადიოდა. სწრაფად, ბიჭებო , თქვენი და ალაჰის იმედიღა მაქვს და წინაპრის საფლავის წინაშე დადებული ფიცის.

- ინშალაჰ. ერთხმად დაიძახეს და საქმეს შუდგნენ.

საღამოს თეთრ არაბულ სამოსში გამოწყობილი დიპლომატით ხელში აეროპორტში გავდიოდი პასპორტ კონტროლს. შავ ჰიჯაბში გამოწყობილი ჯემალი კი ნამდვილად სასაცილო სანახავი იყო. ფატიმა არა? ახია შენზე.



№1 სტუმარი ანუ

ფატიმაააა :დ :დ :დ

 


№2  offline წევრი Impermeable

ანუ
ფატიმაააა :დ :დ :დ

დასაჯა სამაგალითოდ :დ :დ

 


№3  offline წევრი svien

auuu sul ise martav istoria rom shokur mdgomareobashi mtoveb..roca mgonia rom sitvacia ase waimarteba shemdeg tavshi virevi shen meshveobit????????????magari xar❤❤❤

 


№4  offline წევრი Impermeable

svien
auuu sul ise martav istoria rom shokur mdgomareobashi mtoveb..roca mgonia rom sitvacia ase waimarteba shemdeg tavshi virevi shen meshveobit????????????magari xar❤❤❤


ვაიმე ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის ❤❤❤ მეც ზუსტად ეგ მინდა, რომ არ იყოს მარტივი, ბანალურად გამოსაცნობი ისტორია

 


№5 სტუმარი Allamaria

კარგიააა. მიდი მოუთმენლად.ველით ????

 


№6  offline წევრი Impermeable

Allamaria
კარგიააა. მიდი მოუთმენლად.ველით ????

შემდეგ თავს შაბათ-კვირას ავტვირთავ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent