შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ხარ. ნაწილი 1.


20-11-2020, 00:51
ავტორი zia-maria
ნანახია 14 889

    წითელი აუდი A-4 გადამეტებული სიჩქარით მიჰქრის თითქმის ცარიელ ქუჩაზე და არავინ იცოდა თუ საჭესთან წითელ ღვინოსთან დამეგობრებული ახალგაზრდა გოგონა იჯდა,მხრებზე გრძელი ქერა თმები ეყარა და დიდი მწვანე წყლიანი თვალებით გარემოს ათვალიერებდა, რადგან პოლიციას არ უნდოდა გადაყროდა გზაზე,მაგრამ მუდამ ფხიზლად მყოფ პოლიციელებს შეუმჩნეველი არ დარჩენია დიდი სიჩარით მომავალი აუდი A-4 და სასტვენის ხმაც გაისმა.
-შენი სასტვენი და შენი............. საიდან გაჩნდი აქ ამ დროს,ჩასაფრებულები ხართ? ჩაილაპარაკა და მანქანა გზიდან გადააყენა. პოლიცილმა გოგონა შეათვალიერა და მკაცრად უთხრა.
-თქვენი საბუთები.
-დანაშაული ჩავიდინე პოლიციელო და არ ვიცი?
-პოლიციელმა შეხედა და უთხრა.
-ვფიქრობ შენი დანაშაული 5-8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
-ხოოოოო? ეს არ ვიცოდი და რა დანაშაული ჩავიდინე იმასაც ხომ არ შემახსენებთ? გოგონას წინ მდგარ პოლიცილეს მეორე პოლიციელი მიუახლოვდა და ჯერ გოგონას შეხედა,შემდეგ პოლიციელს და მკაცრი შეუვალი ხმით უთხრა.
-რა მოხდა,საბუთები წესრიგში არ არის?
-არ ვიცი ვნახავ ახლავე უფროსო,მაგრამ ნასვამია ან მოწეულშია.
-მე მიხვდეავ.უთხრა პოლიციელს და საბუთები თავად გადაიბარა,გოგონას მკაცრად შეხედა,გოგონა კი ჩუმად და ირონიულად უცქერდა პოლიციელს და შემდეგ კითხა.
-აქ როდემდე უნდა ვიდგე,არ გამიშვებთ?
-რას მივაწერო თქვენი დღევანდელი დანაშაული, შეყვარებულმა მიგატოვა? უმუშევარი დარჩი, სოციალური პრობლემები გაქვს თუ შპრიცებთან მეგობრობ და ასევე ყველაფერზე წამსვლელ ტიპებსაც იცნობ,ბოლოს კი ასეთ მდგომარეობაში ბრუნდები სახლში.შენს თავზე თუ არ ფიქრობ არ ფიქრობ ოჯახზე და არ ფიქრობ ახლობლებზე?
-პარდონ? გოგონამ პოლიციელს ჯერ უსმინა,შემდეგ შეხედა და თავი ვერ შეიკავა გულიანად გაიცინა და მის გულიან სიცილზე პოლიციელსაც გაეცინა,სიცილით რომ გული იჯერა პოლიციელს შეხედა და უთხრა.
-პოლიციელო ძალიან კარგად გამაცინე,მაგრამ ბოლო ჭიქა ბოლომდე დავცალე და იცი რატომ? ფუძის ანგელოზის სადღეგრძელო შევსვი და ვფიქრობ ახლა შენ ზედმეტი ხარ ჩემს ცხოვრებაში,მე ახლა მხოლოდ ჩემი საღამურები,ჩემი საწოლი და ჩემი ბალიში მინდა.
-იქნებ სცდები და დროულად გამოვჩნდი შენს ცხოვრებაში და ეს შენც ახლა გაიგე,მაგრამ არ მგონია დილამდე დაიმახსოვრო აქ რაც ისაუბრე.
-პოლიციელო ვაღიარებ ძალიან სიმპატიური ხარ და ახლა ალბად ფიქრობ და ვერ გადაგიწყვეტია შენთვის დამიტოვო თუ სახლში გამიშვა.პოლიციელმა გოგონას პირადობას დახედა და წარბაწეულმა შეხედა.
-მონიკა თათვიძე, ეს გვარი ძალიან ნაცნობია ჩემთვის.
-იქნებ ავთანდილ თათვიძეც ნაცნობია თქვენთვის სიმპატიურო პოლიციელო.
-არა,არ მითხრა რომ მისი ქალიშვილი ხარ.
-დიახ,ის ჩემი მამიკო გახლავთ და მე მისი ქალიშვილი ვარ
-მაგრამ მე არაფერს ვაშავებ კანონს ვიცავ და თვით კანონის დამცველი ბატონი კომისარიც დამეთანხმება.
-გინდა ყურში რაღაც გითხრათ?
-გისმენ.ახლოს მიიწია გოგონასთან პოლიციელი.
-უბედურება ისაა რომ დაკავებული თათვიძეც საჯარო მოხელეა და კანონის დამრღვევი,ვფიქრობ ნამდვილად არ უნდა აპატიოთ დანაშაული.
-კარგია რომ თავად აღიარეთ თქვენი დანაშაული და ახლა გადმოდით მანქანიდან მოქალაქე თათვიძე.პოლიციელი ცდილობდა მკაცრი ყოფილიყო,მაგრამ არ გამოსდიოდა.
-მართლა უნდა დამაკავოთ? პოლიციელმა ხელი მოკიდა მონიკას და პოლიციის მანქანაში ჩასვა,მეორე პოლიციელს კი უთხრა.
-უკან გამომყევი.მონიკა თავის მანქანაში ჩაისვა და წაიყვანა, დრო და დრო გადახედავდა და ეცინებოდა. გაახსენდა პატარა იყო ბოლოს რომ ნახა უფროსის ქალიშვილი,ახლა კი მას გვერდით ულამაზესი ქალი ჰყავდა და მისი სუნამოს სურნელი აბრუებდა.ღვინომ თავისი ქნა და მონიკა მოთენთა,მიუხედავად იმისა ცდილობდა არ ჩასძინებოდა მაინც სძლია ძილმა,პოლიცილმა მანქანა ერთ უზარმაზარ სახლათნ გააჩერა და პოლიციელს უთხრა.
-ეზოში შევიყვან მანქანას........................
-მე წავიდე უფროსო?
-რომ წახვიდე მე ფეხით გამოგეკიდო?
-ააა,დაგელოდოთ.
-დამელოდე,მივხედავ და მოვალ.
-ძალიან ლამაზი ქალია უფროსო.
-ლამაზია,მაგრამ ძალიან გათამამებულია ჩვენი უფროსის ქალიშვილი. გაჭირვებით გადმოიყვანა მანქანიდან და სახლში შესულმა ერთ-ერთი ოთახის კარი ფეხით შეაღო და მონიკა დიდ და უზარმაზარ საწოლზე დააწვინა.ჯერ იფიქრა ასე გადავაფარებ და გამოიძინოსო,მაგრამ გაეცინა და ყველაფერი გახადა ,მხოლოდ საცვლებით დატოვა და თხელი პლედი გადააფარა თავად კი პოლიციელთან ერთად დაბრუნდა პოსტზე.ცუდ ხასიათზე დადგა,ყველა გამვლელ მანქანას აჩერებდა,ყველას უბღვერდა და ყოველ 15 წუთში საათს დასჩერებოდა.როგორც იქნა მისი შეცვლის დროც მოვიდა და ამოისუნთქა,დიდი სიჩქარით მიდიოდა სახლისკენ და ქურდივით შეაღო მისივე სახლის კარი,მაგრამ სახლში სიმშვიდე და სიწყნარე იყო.ფრთხილად მოქმედებდა,შხაპი მიიღო და თავადაც სწორედ იმ საწოლზე დაწვა სადაც მონიკას მშვიდად ეძინა.უსმენდა მონიკას მშვიდ სუნთქვას,შუბლიდან თმებიც გადაუწია,თუმცა არც დაფიქრებულა რა რეაქცია ექნებოდა გამოღვიძებულს როცა უცხო სახლში უცხო მამაკაცის გვერდით რომ აღმოჩნდებოდა.მონიკამ ფეხის ქნევით გადაიძრო პლედი და მამაკაცისკენ გადაბრუნდა,ტკბებოდა მის თითქმის შიშველი სხეულით და ამ ფიქრებში ჩაეძინა,ახალი ჩაძინებული იყო როცა იგრძნო როგორ მოეხვია მონიკა და ცალი თვალი გაახილა,შეხედა ისევ ღმად ეძინა და თავი მის მკერდზე დაედო,ფეხი მის ფეხებში ახლართა,ხელი მუცელზე გადაადო და ერთიანად გაკოჭა ისე რომ განძრევის საშუალებაც არ ჰქონდა,მთელ ტანს ჟრუალი და ბჟუალი  გაჰქონდა,კანი დაეხორკლა,სუნთქვა?  სუნთქვა ჯერ უჭირდა მერე გაუხშირდა და გული ლამის ამოუვარდა საგულედან,თავადაც გადასწია ხელი წელზე შემოხვია და თითქოს ერთ სხეულად გადაიქცა ორი ადამიანი.როგორც იქნა თავს მოერია და ჩაეძინა,კარგად გათენებული იყო გაურკვეველი ცხოველის ღმუილი რომ შემოესმა და საწოლზე წამოჯდა,მაგრამ შეხედა მის გვერდით მონიკას პირზე აეფარებინა ხელი და ასე ღმუოდა,ისევ დაწვა და ასე დაუგდო ყური მონიკას ბურდღუნს.
-კიდევ მთვრალი ვარ თუ ჯერ კიდევ მძინავს ან ვისთან ვარ და ვის მკერდზე მეძინა,მგონი დათვის ბუნაგში ვარ,ასეთი ბანჯგვლიანი მხოლოდ დათვია.
-ფრთხილად იყავი დათვმა არ დაგგლიჯოს.მონიკამ გაოცებულმა თავი ასწია და პოლიციელს თვალებში ჩახედა,თითქოს ორივე ერთმანეთის თვალებში ჩაიძირა და წუთიერად ორივე გაითიშა,მაგრამ მოულოდნელად მონიკამ თავის ტანზე დაიხედა და იკივლა,მაგრამ პოლიციელმა პირზე ააფარა ხელი და მკაცრად უთხრა.
-კარგად ხარ,სახლში მარტოები არ ვართ.
-შენ,შენ,შენ კარგად ხარ? მე როგორ აღმოვჩნდი შენს სახლში და შენს საწოლში.
-და ნახევრად შიშველი არ დაგავიწყდეს.უთხრა გვერდი იბრუნდა და უნდოდა ძილი შეებრუნებინა,მაგრამ მონიკა გიჟს ჰგავდა და პოლიციელის სიმშვიდემ უფრო გააცოფა.
-როგორ შეგიძლია ასე მშვიდად იყო. უყვირა მონიკამ და პოლიცილმა ბრაზ მორეულმა შეხედა და მკაცრად უთხრა.
-ხომ გითხარი ნუ ხმაურობ სახლში მარტოები არ ვართმეთქი.
-შენს გარდა აქ კიდევ ცხოვრობს ვინმე?
-დედა,მამა,ჩემი სამი და,ბებია,ბაბუა და კიდევ დიდი ბებია რომელმაც დილით ყველას ოთახში უნდა შეიხედოს და ყველას მიესალმოს.
-ეს რა უბედურებაა რამდენი ყოფილხართ ამ სახლში, როგორ გავიდე ისე რომ არავინ დამინახოს,მაგრამ სად ვარ,შეგიძლია მითხრა სად ვარ? ვერ დაიძინა,გადმობრუნდა გულაღმა დაწვა და თავქვეშ ამოიდო ხელები,მონიკას შეხედა და ძალიან მშვიდად უპასუხა.
-ჩემს სახლში ხარ და ჩემს საწოლში.
-შენ ვინ ხარ და ან აქ რატომ ვარ.
-ბოლო ჭიქა რომ არ დაგელია ფუძის ანგელოზების სადღეგრძელო ახლა აქ არ იქნებოდი და არ წამოგიყვანდი.
-გაგეშვი და მივიდოდი სახლში,შენი დახმარებაც არ დამჭირდებოდა მართვის მოწმობაც მაქვს ახლახანს ავიღე,პირველი შემთხვევა არ ყოფილა დალევა ჩემთვის.
-ახლახანს აღებული მართვის მოწმობაზე უცნაურად არ გეჩვენება 2010წ გამოშვებული A-4,4 ცილინდრიანი,8 აისბერგით და 220 ცხენის ძალით?
-უცნაურს რას ხედავ,ეს მანქანა მინდოდა და ვიყიდე.
-არაფერს არ ვხედავ უცნაურს,მეც მანქანა გეგონე წუხელ რომ შემომაჯექი გამკოჭე და სუნთქვის საშუალებაც არ მომეცი.
-ტყუი,ტყუილს ამბობ.
-არა,არ გამიპროტესტებია,პირიქით სასიამოვნო იყო შენს გვერდით წოლა,გავიმეოროთ?
-უზრდელი ხარ და თავხედი.პოლიციელი ფეხზე წამოხტა მონიკას ხელი მოკიდა და სააბაზანოში გაიყვანა წყალი მოუშვა და ცივი წყლის ქვეშ დააყენა.
-რას აკეთებ თავხედო.
-ასე გამოფხიზლდები,რადგან ჯერ კიდევ მთვრალი ხარ.
-სველი საცვლებით როგორ წავიდე.
-ჩემს ტრუსის გათხოვებ,მაგრამ ლიფზე ბოდიშს გიხდი არ მაქვს,თუ რომელიმე ჩემს ნაშას დარჩა აქ სადმე უჯრებში იქნება და თუ ნახავ ჩაიცვი.მონიკა სიბრაზისგან გააფრთებული ეცა ზურგიდან და მთელი ზურგი დაუკაწრა.
-თავდასხმა ზურგიდან ეს არ ითვლება შემოვბრუნდები და მერე დამეტაკე.უთხრა პოლიციელმა და სიცილით შებრუნდა,მაგრამ მონიკამ უეცრად საწოლთან მივიდა და საწოლი აშალა.
-რას ეძებ,გინდა გაიგო მოხდა თუ არა რამე ჩვენს შორის?
-რა მოხდა წუხელ ჩვენს შორის, არაფერი მომხდარა, ხომ ასეა.
-ძალიან გაინტერესებს? მონიკამ საბრალო თვალებით შეხედა და პოლიცილს შეეცოდა,ახლოს მივიდა და უთხრა.
-თუ არ დაფარავ შენს სხეულს და არ ჩაიცმევ, გამორიცხული არ არის ახლაც არ მოხდეს რამე.მონიკა დაიბნა,ვერც რამე თქვა და ვერც უკან დაიხია, თითქოს ვნებამ იფეთქა და ვერ აკონტროლებდა მოზღვავებულ ვნებებს,ვერ იმორჩილებდა.პოლიციელი კი ისე ახლოს იყო მის ყურის ბიბილოს კბილებით შეეხო და შემდეგ ყურში უჩურჩულა.
-ნუ შეიკავებ თავს,მიეცი შენს თავს თავისუფლება.
-შენ? შენ თავად თავისუფლად ხარ?
-ძალიან,მინდა შენ დამშვიდდე და მომენდო.
-გინდა...............
-მინდა,ხო შენთან მინდა,შენ მიწვევ.შენმა სხეულმა ჭკუა დამაკარგვინა,მიხმობს და შენსკენ მიზიდავს.
-არა,არა,ეს შეუძლებელია.ეს,ეს,ეს.............
-შეიძლება,ზომიერების ფორმებში ყველაფერი შეიძლება.მოულოდნელად ძლიერი დარტყმა მიიღო და წუთიერად სუნთქვა შეეკრა,კისერში ძარღვები დაებერა და როგორც იქნა ამოისუნთქა,ეგონა საათები იყო ამ მდგომარეობაში,მაგრამ თვალი გაახილა და შეხედა მონიკა უკვე ჩაცმული იდგა მის წინ და ბრაზმორეული უყურებდა პოლიციელს რომელიც გაჭირვებით სუნთქავდა.
-ეს რა იყო,ხელი ჩამარტყი?
-რა გეგონა,ყველას საწოლში მივყავარ ვისაც მოესურვება და როცა მოესურვებათ?
-ეს დარტყმა აუცილებელი იყო?
-გონზე რომ მოსულიყავი, ვფიქრობ აუცილებელი იყო და გაამართლა.
-დარწმუნებული ხარ? მე შენზე არ მიძალადია,რაღაც არ მახსოვს ასეთი რამ.
-აქ რატომ მომიყვანე და შენს საწოლში რატომ ჩამაწვინე.
-პირველი,შევცდი რომ მამაშენთან არ მიგიყვანე ისეთ მდგომარეობაში და მეორე,რამე რომ მდომოდა ყველაფერს გავაკეთებდი,მაგრამ მკვდრებს არ ვხმარობ მე ცოცხალი ქალი მინდა მყავდეს გვერდით ენერგიით და ვნებით სავსე.მონიკა დაიბნა და ენის ბორძიკით უთხრა.
-მე,მე,მე შენი სახელიც არ ვიცი.
-უბრალოდ პოლიციელი არ არის საკმარისი?
-არა,უბრალოდ პოლიციელი არაფერს მეუბნება.ახლოს მივიდა მონიკასთან და უთხრა.
-გაბრიელი,გაბო რომელიც გინდოდეს ის დამიძახე. მონიკა გაითიშა და თავადაც ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა. ფეხის წვერებზე აიწია და ზედ ბაგეებზე უჩურჩულა გაბრიელს.
-გაბო.
-მონიკა მოქმედების დროა.
-ჩემი წასვლის დროა,უნდა წავიდე.
-ახლა? ასეთ მდგომარეობაში დამტოვებ და წახვალ?
-არ მინდა ისეთ ლაბირინთებში გავეხვიო,საიდანაც გამოსვლა რთული იქნება.
-ნუ ეწინააღმდეგები ვნებას მონიკა ეს უმართავი ემოციაა რომელსაც ვერ განსაზღვრავ,ვერ დაგეგმავ და ვერც შეეწინააღმდეგები.შენში ველური ვნებაა და დროა ის გარეთ გამოუშვა გასაქანი მისცე,დროა თავად შეიგრძნო შენში შენივე ვნების აფეთქება, შენ კი თოკავ მას და არ გინდა შეიგრძნო მისგან სიამოვნება.გაბრიელმა ფრთხილად და ნაზად შეეხო მონიკას ბაგეებზე,შემდეგ თმები გადაუწია და თავისი ცხელი ბაგეებით ყელში აკოცა რამაც მონიკა ააღელვა და ერთიანად თრთოდა.
-ნუ გრცხვენია,სექსი ეს ყველაზე საუკეთესო წამალია დაბერების წინააღმდეგ.
-შენი ნებაა ვისთან გექნება სექსი,ვისთან დაწვები და ვის გაჟიმავ,მაგრამ ჩემთან არა.გაბრიელმა კიდევ ერთხელ აკოცა და უკან დაიხია,ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო მისცა და უთხრა.
-ჩემი ნომერი ჩავწერე,წუხელ გამუდმებით რეკავდა ვერ გავთიშე მამაშენი იყო და შეტყობინება მივწერე რომ ერთ-ერთ სასტუმროში გაჩერდი,ეს იმიტომ რომ დამშვიდებულიყო.
-მადლობა,მაგრამ ახლა უნდა წავიდე.
-წადი მე არ გაკავებ,მხოლოდ მინდა იცოდე რომ შენ ჩემი ხარ.
-ეს არ მოხდება.
-ვნახავთ.
-ვნახავთ.მიუგო მონიკამ და ოთახიდან  ფეხაკრებით გაიარა,გაბრიელი კი იცინოდა რადგან სახლში მხოლოდ თავად და მონიკა იყო.
-ფრთხილად წადი ბებიას გაასწარი თორემ ყველაფერს გამოგკითხავს და ბოლოს შეგარცხვენს.
-გაბრიელ სად მომიყვანე უმჯობესი იყო სადმე სასტუმროში მიგეყვანე,გამიყვანე აქედან გთხოვ.
-ბებიააააააააა.
-რას აკეთებ,გინდა შემარცხვინო?
-ბებია გამოდი შენი შვილიშვილის გაუპატიურება სცადეს,ბებიაააააა.
-ცხოველო. მიაძახა და კართან მივიდა,თავად კი გულიანად იცინოდა და ბოლოს  სიცილით დაუძახა
-მონიკა.მონიკა მიუბრუნდა და გაბრაზებულმა უთხრა.
-უკან არ გამომყვე,მე იმ ქალებს არ ვგავარ ვინც ერთი ღამით მოგყავს და ერთობი.გაბრიელი მიხვდა მონიკა არ ჰგავდა სხვა ქალებს და ორივე ხელები მაღლა ასწია, გაბრაზებულმა კიდევ ერთხელ შეხედა და თითი მკერდზე დაარტყა.
-რაც იყო,რაც მოხდა ის აღარ განმეორდება თუნდაც ლამაზი წუთები და მას უკვე წარსული ჰქვია. წარსული კი არ მეორდება, არც უკან გვიბრინებს წარსული დაკარგულ ბედნიერ წუთებს.გზაზე აღარ გადამეყარო,არ გირჩევ.კარი გააღო და კარებში გასვლისას პოლიცილეს დაეტაკა, მანაც ხელი კრა დაუპატიჟებელ სტუმარს და წავიდა. სტუმარმა ჯერ იქვე მდგარ გაბრიელს შეხედა რომელიც იდგა და ღიმილით უცქერდა მიმავალ მონიკას და თავადაც
გააყოლა თვალი, გაბრიელმა კი სტუმარს მიუბრუნდა და უთხრა.
-შემოდი რა კარში დარჩი გაშეშებული. 
-ვინ იყო,ასეთი გიჟი სად ნახე.
-ეს გოგო ჩემი გახდება.
-გაგიჭირდება.
-მიყვარს სირთულეები, ისაუზმე?
-არა,ვერ მოვასწარი.
-იცი ყავის მომზადება თუ გარეთ მივირთვათ უკეთესია. ორივემ დატოვა სახლი და განყოფილებასთან ახლო კაფეში შევიდნენ სასაუზმოდ,მონიკა კი მიდიოდა და მისი მწვანე თვალები სევდიანი იყო,ფიქრებით კი სადღაც შორს იყო,იქნებ იქ სადაც წინა ღამით იძინა დილით კი მიმზიდველ და სიმპატიურ მამაკაცის გულზე თავდადებულს გაეღვიძა,გული საოცრად უღელავს და ხმამაღლა თქვა.
-საოცარი ხარ ცხოვრებავ,მაგრამ ეს აღარ განმეორდება ან იქნებ მინდა განმეორდეს. განმეორდება, მომძებნის? არა,საიდან და როგორ მე ხომ მას არ ვიცნობ და მხოლოდ ვიცი რომ გაბრიელი ჰქვია. გაბრიელი, გაბო.
-მხოლოდ ეს გადარდებს? გაიცნობ ახლოს და შეიყვარებ კიდეც. გაეღიმა ,,შევიყვარებ'' ისიც შემიყვარებს? იმდენად ესიამოვნა მასზე ფიქრი,რომ სასიამოვნოდ გათბა გული.
-ნუ აჩქარდები, როცა მას ისევ ნახავ და მისი ნახვისას არა მასთან დამშვიდობების დროს აგიჩქარდება გული,როცა მიხვდები რომ მასზე გამუდმებით ფიქრობ, როცა მისი თითოეული ნაბიჯი შენთვის მნიშვნელოვანი გახდება,როცა მასზე ლოცულობ, აი სწორედ ესაა სიყვარული და ეს ყველაფერი რომ განიცადო დრო არის საჭირო.ყველას გვაქვს ძვირფასო სულის საიდუმლოებანი რომლებსაც დრო გვინახავს და ისევ დრო გაამხელს,დრო კიდევ სიყვარულია.
-მორჩი,მორჩი,მორჩი გეყოს ამდენი ჭკუის დარიგება არ მიყვარს,არა.თავის ქვეცნობიერს შეუყვირა მონიკამ და განყოფილების სადგომზე გაბრაზებულმა დააყენა მანქანა,ასევე გაბრაზებული შევიდა კომისრის კაბინეტში.
-სად ბრძანდებოდი წუხელ,ასეთი დაკავებული იყავი რომ ერთი ზარი ვერ გაიმეტე ჩემთვის?
-სასტუმროში ვიყავი. იყო მოკლე პასუხი და მამას თვალს არიდებდა.
-სასტუმროში რა გინდოდა შვილო,როცა გაბრაზდები ყოველ ჯერზე სასტუმროში უნდა გაიქცე?
-დავლიე წუხელ და სასტუმროში დავრჩი,მაპატიე.
-შვილო,შვილო რაც დედაშენი გარდაიცვალა უცებ გაიზარდე და მას შემდეგ მიჭირს შენი ცნობა.გულში იხვევ ყველაფერს და არაფერს მეუბნები, მე მამა ვარ შენი და შენი კეთილდღეობისათვის გეუბნები დროა შენი გათხოვების.კარზე კაკუნი იყო და კარიც შემოაღეს კაბინეტში მონიკასთვის ნაცნობი სახე შემოვიდა, მაგრამ მონიკას გვერდი აუარა და პირდაპირ კომისართან მივიდა.
-მობრძანდით გურეშიძე.ფეხზე წამოდგა კომისარი და გაბრიელს ხელი ჩამოართვა.
-მითხრეს რომ მეძახდით უფროსო.
-დიახ,შენი ნახვა მინდოდა ეს ჩემი ქალიშვილია და დღეიდან ერთად იმუშავებთ.
-ჩვენ ორნი? გაოცებულმა შეხედა მონიკამ მამას და შემდეგ პოლიციელის კმაყოფილმა სახემ ლამის ჭკუიდან გადაიყვანა. კომისარმა ეჭვის თვალით შეხედა მონიკას და უთხრა.
-თქვენ ორნი დღეიდან ერთად იმუშავებთ,ერთად იმორიგევებთ და კიდევ ორნი დაგემატებათ.შენ წინააღმდეგი ხარ თუ მეჩვენება.
-არა,არა ვიმუშავებთ და ვფიქრობ გავუგებთ ერთმანეთს.
-კარგია.მონიკამ გაბრაზებულმა შეხედა გაბრიელს და ჩაილაპარაკა.
-კი კარგია ან სადმე მივგუდავ ან ის მიმგუდავს.
-რა თქვი ვერ გავიგე.
-კარგია მიხარიათქო,რა გჭირს.
-ჰოდა გაიცანით ერთმანეთი.გაბრიელმა მონიკას ხელი ჩამოართვა ხელზე ხელი მაგრად მოუჭირა და უთხრა.
-ცხოვრება გაცილებით რთულია ვიდრე წარმოგოდგენია,ბევრი ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო ვიდრე სათანადო არჩევანს გააკეთებ.მე გაბრიელ გურეშიძე ვარ,დეტექტივი.
-კეთილი იყოს ჩემს ჯოჯოხეთში მოსვლა დეტექტივო.
-თქვენ იცნობთ ერთმანეთს? ეჭვით ათვალიერებდა კომისარი ორივეს და გულში შვილს არჩევანი მოუწონა.
-თქვენს ქალიშვილს დიდი ხანია ვიცნობ კომისარო,ბოლოს რომ ვნახე  სტუდენტი იყო,მას შემდეგ წლები გავიდა და ახლა ისევ შევხვდით ერთმანეთს.
-ძალიან კარგი,შენ გარეთ დაელოდე  გურეშიძეს და მის ბრძანენეს შეასრულებ,ახლა კი მარტო დაგვტოვე.მონიკამ გაბრაზებულმა შეხედა გაბრიელის კმაყოფილებით სავსე სახეს და როგორ უნდოდა კისერში წაეჭირებინა ხელი და ადგილზე მიეხრჩო ეს თვითკმაყოფილება, მაგრამ გვერდი აუარა და გარეთ გავიდა.
-გაბრიელ შვილო,გთხოვ შენი ყურადღების ქვეშ გყავდეს მონიკა ის ძალიან ამაყი და თავნება გოგონაა,ასევე ძალიან ჯიუტი,მაგრამ საქმის მიმართ ერთგული.
-არ ინერვიულოთ კომისარო,ჩემს დაუკითხავად გარეთაც ვერ გავა.
-მპირდები?
-გპირდებით.
-წუხელ სახლში არ მოსულა,არც ტელეფონზე დამირეკა და დღეს აქ მოვიდა იგივე ტანისამოსით რაც ორი დღის წინ ჩაიცვა და გავიდა სახლიდან.სად იყო და ვის დაესხა თავს წუხელ არაფერი ვიცი,ვერაფერი გავიგე თავად კი არაფერს მეუბნება.
-წუხელ მე მივიყვანე სასტუმროში,არ ვიცოდი თუ არ იცოდით თორემ მე დაგირეკავდით ან მოგწერდით.
-ესე იგი, მართლა სასტუმროში იყო. მითხრა, მაგრამ არ დავიჯერე.
-კი სასტუმროში იყო, მე პირადად მივიყვანე.
-კარგია,გამოდის არც არავინ დაუჭრია,არც არავინ დაუჭერია და არც არავის დასხმია თავს მარტოდ მარტო. გაბრიელ გთხოვ ყველა მისი ნაბიჯი იცოდე და შიგა და შიგ მეც შემატყობინო, რომ მშვიდად ვიყო.
-მონიკას ქმედებებს ჩემს თავზე ავიღებ და ჩემს გვერდით იქნება, თუ არ მოეწონება და გააპროტესტებს სამსახურიდან გაგდებით დავემუქრები.
-ასე, ძალიან კარგია იქნებ შენი მაინც შეეშინდეს მაგ თავნებას.
-შეშინებით არ მინდა ეშინოდეს ჩემი შეხედვა ან დანახვა, მაგრამ იქნებ შევძლო და ცოტა დამიახლოვდეს და კარგი მეგობრები გავხდეთ.
-მარტო მეგობრები? სიმართლე გითხრა მე მეტს მოვინდომებდი, მაგრამ თავის ნებაა და ალბად მასავით გიჟს  და გადარეულს გამაცნობს ერთ დღეს. კარგი შვილო, შენი იმედი მაქვს და მიხედე საქმეს. გაბრიელი მხრებში გაშლილი გამოვიდა უფროსის კაბინეტიდან და იქვე მდგარ მონიკას სერიოზული და მკაცრი ხმით უთხრა.
-გამომყევი. მონიკა დააფიქრა, ნუთუ ეს პიროვნებაა რამდენიმე საათის წინ მის წინ რომ იდგა? კაბინეტში შევიდნენ და გაბრიელი მოულოდნელად მოუბრუნდა მონიკას ის არ ელოდა ასე უცებ მის შემობრუნებას და მის მკერდს შეეჯახა.
-ფრთხილად იარე და წინ იყურე,ის შენი მაგიდაა, მოწესრიგდი და საქმეს შეუდექი ხვალიდან ფორმით მოხვალ და იარაღსაც მოგცემენ თუმცა როგორც გავიგე საშიში ხარ იარაღთან.
-იქ შიგნით ჩემზე ჭორაობდით?
-მეტი საქმე არ მქონდა განყოფილებაში და შენზე ჭორაობით გავიყვანე დრო.მოწესრიგდი და საქმეს შეუდექი, დერეფნის ბოლოში კაფეტერიაა ყავა და ტოსტი მომიტანე.არც შეხედა მონიკას ისე უთხრა და თავის მაგიდასთან მისულმა მაგიდაზე ახალი დაწყობილი უამრავი ქაღალდები ნახა. მონიკამ ყური აარიდა, მაგრამ შემდეგ დაფიქრდა და მიხვდა გაბრიელმა მას უბრძანა ყავის მოტანა,შეხედა გაოცებულმა და უთხრა.
-უკაცრავად, მოსამსახურეს ვგავარ?
-შენი ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ,კი.
-აქ ამიტომ მოვედი რომ შენ მოგემსახურო?
-ჩემს გარდა კიდევ ვინმე არის კაბინეტში?
-მდივანს დაუძახე ეს მისი საქმეა და არა ჩემი, მას ევალება დილით ყავა მოგართვას.
-თათვიძე ამ განყოფილებაში შენი ყოფნა და არ ყოფნა ჩემზეა დამოკიდებული, ერთი ზარი უფროსთან რომ არ მიჯერებ  მე ხელის ქნევით დაგემშვიდობები შენ კი სამსახურს დაემშვიდობები. მონიკამ გაბრაზებულმა გაიჯახუნა კარი და გულმოსულმა დაულაგა მაგიდაზე ყავა,ტოსტი და სენდვიჩი.
-სენდვიჩი ჩემი არ არის, უკან წაიღე. უხმოდ ადგა და კაბინეტი დატოვა, არც დააკაკუნა ისე შევარდა უფროსის კაბინეტში რომელმაც სათვალეს ზემოდან გადმოხედა გაბრაზებულ და მის წინ მდგარ დოიჯებ შემოდებულ მონიკას და მის სიბრაზესთან შედარებით ძალიან მშვიდად თქვა.
-გგონია წუხელ სახლში არ მოსვლის გამო ასე დამსჯი?
-რა მოხდა, გხედავ გაბრაზებული ხარ და მეტყვი რამ გაგაბრაზა?
-გაბრიელი მომიჩინე ყარაულად თუ დაცვად და კიდევ მეკითხები რა მოხდა?
-შენი ამ სამსახურში დარჩენა სწორედ რომ გაბრიელით გადაწყდება,მის გვერდით იქნები და ყველა მის ბრძანებას შეასრულებ.
-შენ რა, გინდა გაბრიელის ხელქვეითი ვიყო?
-თუ საქმე ამას მოითხოვს იქნები კიდეც.
-მამა...............
-მონიკა შენ გინდა არ გინდა ეს ასე იქნება, აქ სახელმწიფო დაწესებულებაა და არა ცირკის მოედანი როცა გინდა იკლოუნო და როცა გინდა გაბღენძილმა იარო.წადი და საქმეს მიხედე, მეც საქმეები მაქვს და ასეთი სულელური აზრებით აღარ შემოხვიდე ჩემთან. აქ სამსახურია და მე კომისარი ვარ შენ კი თანამშრომელი, მამა-შვობა სახლში შვილო და არა აქ. მონიკა გაოცებული უცქერდა მამას, კაცს რომელსაც მისთვის ხმა არასოდეს აუწევია,ცრემლი მოერია და კიდევ შეეცადა დალაპარაკებოდა.
-მამა ყველაფერზე თანახმა ვარ,მხოლოდ იმ ურჩხულთან ნუ მამუშავებ.
-მონიკა გინდა კარიერა შექმნა? დაუჯერე გაბრიელს და ის დაგეხმარება კარიერის შექმნაში. მკაცრი და შეუვალი იყო მონიკას მიმართ კომისარი იმ წუთებში და კაბინეტი უკმაყოფილომ დატოვა, კომისარმა კი ღრმად ამოისუნთქა ორივე ხელები ერთმანეთს მიარტყა და კმაყოფილი ღიმილით თქვა.
-გაბრიელინაირი მამაკაცი გჭირდება შენ რომ მოგდრიკოოს და მოგალბოს,ჩემი შენ აღარ გესმის და აი შენი ჭკუის მომყვანი კურსები დაიწყო დღეიდან.
-კომისარო შეიძლება? კარი გაბრიელმა გააღო და კომისარს მნიშვნელოვანი საბუთები დაულაგა მაგიდაზე.კომისარმა შეხედა ქაღალდებს გვერძე გადადო ისინი და გაბრიელს ახედა.
-გაბრიელ რა უთხარი იმ თავხედს აქ რომ შემომივარდა.გაბრიელი დაიბნა,მაგრამ სიმართლე თქვა.
-ყავის მოტანა დავავალე უფროსო,ბოდიში ეს აღარ განმეორდება.
-დამშვიდდი არ გსაყვედურობ შვილო კარგად მოიქეცი,კარგია ასე გააგრძელე და იმ ჯიუტ რქებს მოამტვრევ.გაუკვირდა, მაგრამ გაეცინა გაბრიელს კომისარის გულუბრყვილობაზე და კაბინეტიდან კმაყოფილი სახით გავიდა. რამდენიმე დღე სიმშვიდე იყო განყოფილებაშიც და კაბინეტშიც,ერთ დილით კი გაბრიელი მონიკას მიუბრუნდა და უთხრა.
-ჩაიცვი საქმეზე გავდივართ.
-სად მივდივართ?
-საქმეზე.უთხრა მოკლედ და მკაცრად და წინ წავიდა, მონიკამ გაბრიელის ზურგს უკან ჩუმად დასცინა გაბრიელს და უკან გაყვა, გაბრიელმა იქვე მდგარ მეგობარს შეხედა რომ იცინოდა და ჩუმად ანიშნა არ დამელაპარაკოო და უეცრად მოუბრუნდა მონიკას უკან რომელიც ოთოს ყელზე ხელის მიდებით ემუქრებოდა.
-რიგითო რევიშვილო სასაცილო ვთქვი რამე?
-არა უფროსო,ახალი თანამშრომელი გავიცანი და...........
-საქმეს მიხედეთ,ორ საათში დავბრუნდები, შენ კი წინ იხედე როცა საქმეზე მომყვები. გაბრიელმა მის ახმაურებულ ტელეფონს დახედა და ღიმილით უპასუხა.
-გისმენ.
-თავს მომაკვლევინებ გაბრიელ მაგ გოგოს რომ აშინებ,შეშინებული კურღელივით მოგყვებოდა უკან.
-მე მასე ვერ შევხედე,თუმცა კარგია მიხარია თუ მასე შეამჩნიე. თქვა და ტელეფონი გათიშა, მონიკას გახედა და ჩაეცინა.მანქანასთან მისულს მონიკამ ისევ შეეკითხა.
-სად მივდივართ,არ უნდა ვიცოდე სად მივდივარ?
-იქ სადაც საჭიროა წასვლა, როცა მექნება სათქმელი გეტყვი.გაბრიელმა მანქანის კარი გააღო,ქამარი გადაიკრა და დაელოდა მონიკას როდის დაასრულებდა ბუზღუნს.
-ურჩხული,ვამპირი,პითონი. უფალო რა ცოდვა მაქვს ეს ურჩხული რომ მოავლინე ჩემს ცხოვრებაში. კარი დაკეტა თუ არა ადგილიდან მოწყდა გაბრიელი და დიდი სისწრაფით მიმავალმა მოულოდნელად გააჩერა, მონიკამ თავი ვერ დაიმაგრა და რომ არა ქამარი წინა მინას შეასკდებოდა, გაბრაზებულმა გახედა გაბრიელს და უყვირა.
-სულ გააფრინე? მე ჯერ არ მინდა მოვკვდე შენ კი ჯანდაბამდის გზა გქონია. უთხრა და ქამარი შეიხსნა,მანქანიდან უნდა გადასულიყო რომ გაბრიელის ხმა როგორ ცაზე გრუხუნი ისე გაისმა.
-ადგილზე დაჯექი მონიკა.
-არა,შენთან არ ვიუშავებ.
-შენ მითხარი კეთლი იყოს შენი ჩემს ჯოჯოხეთში მოსვლაო და ახლა ჩემი ჯერია, კეთილი იყოს თათვიძე შენი მოსვლა ჩემს ჯოჯოხეთში.
-მართალს ამბობ გეთანხმები,იმ დღიდან მაქვს ჯოჯოხეთი რა დღესაც შენ გადაგეყარე. თქვა და თავი გვერძე მიაბრუნა, გაბრიელმა კი კმაყოფილმა გააგრძელა გზა და თავის სახლთან მისვლამდე არც შეუხედია მონიკასთვის.
-აქ რა გვინდა, ესაა საქმეზე მივდივართო?
-აქაც საქმე მაქვს, უფრო სწორად გვაქვს.
-რა საქმე მაქვს მე შენს სახლში.
-იმ დღეს რაც ვერ დავასრულეთ, დღეს დავასრულებთ.
-რაააააააააა. ყბა ჩამოუვარდა მონიკას გაოცებისგან და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა როცა გაბრიელმა მონიკას რეაქციაზე გაიცინა.
-გადმოდი სახლში შევიდეთ და იქ გეტყვი რატომ მოვედით აქ. უთხრა სიცილით და მანქანის კარი გაუღო, გულის ფრიალით და მუხლების კანკალით შეყვა სახლში და შეშინებულმა შეხედა უკვე სხვა გაბრიელს.
-შენ ხომ თქვი რომ მე ურჩხული ვარ.
-ვთქვი. ამოკნავლა მონიკამ.
-ისიც თქვი რომ მანიაკი ვარ.
-ვთქვი.უკან უკან დაიხია.
-ისიც თქვი რომ მე პითონი ვარ. თვალები დახუჭა და არცერთი სიტყვა არ უარყო, ძალა მოიკრიბა და გაბედულად უთხრა.
-ვთქვი რადგან ყველა ერთადაა შენს სხეულში ჩასახლებული.
-არც უარყოფ რომ თქვი,ყოჩაღ გამბედავი ხარ.
-სიმართლეს ვამბობ.
-მერე?
-რა მერე.
-არ გეშინია ურჩხულმა რომ შეგაშინოს?
-შენისთანა ურჩხულის არ მეშინია.
-მანიაკმა რომ დაგიშავოს რამე?
-არც შენნაირი მანიაკის მეშინია.
-პითონი დაუნდობელია და თუ არ გინდა აქვე მოგგუდოს და სადმე პადვალში ჩაგმარხოს ჩემს ოთახში შედი და მიალაგე,მე საქმეები მაქვს.
-კიდე რა გინდა, სადილიც ხომ არ გავამზადო.
-ჯერ იქ ადი მიალაგე და სხვას შემდეგ გეტყვი ორი საათი გვაქვს დრო, ეს გაითვალისწინე. მონიკამ იქვე დადებულ საფერფლეს წაავლო ხელი და უნდა ესროლა,მაგრამ  გადაიფიქრა რადგან გაბრიელი მიუახლოვდა.
-დროზე  მომწყდი თვალიდან თორემ შედეგებზე პასუხს არ ვაგებ,აქ მარტოები ვართ გაითვალისწინე.
-იმ დღეს რომ ჩამომითვალე იმდენი ხალხი მომატყუე,ასეა?
-მონიკა საქმეს მიხედე.
-მაგრამ მე................. ახლოს მიიწია და მისმა სიახლოვემ მონიკა უფრო დააფრთხო და ააფორიაქა.
-და კიდევ.
-რა კიდევ.....
-სიბრაზე დაიოკე,არ გინდა შენთვის უარსსია რადგან მიწვევ შენი სიბრაზით. თვალდახუჭული უსმენდა და როცა თვალი გაახილა გაბრიელი იქ აღარ იყო. კისერზე ხელი მოისვა, ხელით ნიავი დაინიავა და არეული ნაბიჯებით წავიდა გაბრიელის საძინებლისკენ,იქ შესულს საოცარი სურათი დახვდა არეულ დარეული საწოლი და ყველაფერი ძირს ეყარა.ყველაფერი გაახსენდა და კიდევ უფრო აირია,საწოლზე ჩამოჯდა უღონოდ და რამდენიმე წამი ასე იყო,შემდეგ ძალა მოიკრიბა და დალაგებას მიყვა,საწოლის გასწორების დროს მოულოდნელად ბალიშის ქვეშ ქალის ლამაზი საყურე ნახა და გაბრაზებულმა გაბრიელთან მივიდა.
-ეს რა არის.
-რა არის.
-ხო რა არის.
-ვერ ხედავ რაც არის, საყურეა.
-მერე სად ვნახე არ მეკითხები?
-სად ნახე,საწოლში?
-დიახ,საწოლში.
-შენ დაგრჩა ალბად.
-არა,ჩემი არ არის მე ასეთ საყურეს არ ვხმარობ.
-არ ვიცი ვისია,ალბად მოაკითხავს პატრონი. გაბრიელი მშვიდად საუბრობდა,მონიკა კი სიბრაზისგან იხრჩობოდა.
-დაასრულე საქმე?
-დავასრულე და წასვლის დროა.
-სადილი მოამზადე ვჭამოთ და წავიდეთ. აზრი არ ჰქონდა შეკამათებას და უხმოდ შეტრიალდა, ბურდღუნით მიმავალს გაბრიელი უსმენდა და იცინოდა მას კი ეგონა  სამზარეულოში მარტო იყო,რაც კი ნახა ყველაფერი გამოალაგა და ყველაფერი ერთად ჩაყარა ქვაბში,იფიქრა მეორედ არაფერს არ  გამაკეთებინებსო,მაგრამ ისეთი სუნი დაატრიალა თავადაც გაოცებული დარჩა.
-თათვიძე რა გააკეთე ეს რა სუნია, სახლი ყარს.
-მართლა ყარს? მეგონა სუფი გამოვიდა და მაშინ უნდა გადავღვაროთ.
-დამისხი მაინც შევჭამ რომც მომწამლოს, ვიცი დიდი სიყვარული ჩააქსოვე ამ კერძის გაკეთებაში.
-აკი ყარსო და მაინც შეჭამ? 
-ეს ხომ შენი ხელოვნებაა, შენი შედევრი არ ვნახოთ რა გამოვიდა, შრომა არ უნდა დაგიფასო?
-გაბრიელ რატომ ხარ ასეთი სადისტი და ცინიკოსი.
-შენ მაიძულებ ვიყო ასეთი, დამისხი ვნახოთ რა გააკეთე. მონიკამ წვენი დაუსხა დიდ ღრმა თეფშზე და წინ დაუდგა.
-დაჯექი და ხვლიპე ხვალაც გეყოფა.
-ხორცი რომ გამოგეღო და გაგეკეთებინა შეგეცოდა სისხლი გამოუვიდოდა თუ მკვლელობას ჩაიდენდი.
-ხორცი გაყინულია და თუ გინდოდა დილით გამოგეღო, მაგრამ შენი ტვინიც გაინულია და ამდენს ვერ აზროვნებს ეს არც გამკვირვებია. თავად კარტოფილი ამოიღო,პურის მოსატანდ შებრუნდა რომ გაბრიელმა თეფში შეუცვალა და გემრიელად შეექცა ჭამას,მაგრამ მონიკას გახედა და უთხრა.
-მარილი მომიტანე. მოუტანა მარილი და უნდა დამჯდარიყო რომ უთხრა.
-წიწაკაც მომიტანე.
-წიწაკა თუ გინდა ენა ჩადე და გამწარდება.
-ეს შენ უნდა გააკეთო შენს თეფშში, მე წიწაკა მომიტანე.
კიდევ რა გინდა თქვი,მერე არ ავდგები. უცებ თავის თეფშს შეხედა და თქვა.
-არ მეგონა პითონს კარტოფილი თუ უყვარდა.გაბრიელს გაეცინა და კომენტარი უპასუხოდ დატოვა, უხმდ ისაუზმა ორივემ,გაბრიელმა მუცელზე დაისვა ხელი და ღიმილით თქვა.
-ბავშვობის მერე ასეთი წვნიანი აღარ მიჭამია, მადლობა თათვიძე. შეიფერა შექება და გაეღიმა.
-მადლობა, შეგერგოს.
-მიალაგე, აქაურობა უნდა ბზიალებდეს მე კი ცოტას დავისვენებ ჯერ კდევ გვაქვს დრო. გავიდა და მონიკამ იფიქრა წავიდაო ჩანგალი ესროლა და გაბრიელს ბეჭებში მოხვდა,ისიც შემობრუნფდა მონიკას მიუახლოვდა თვალებში ჩახედა და უთხრა.
-ხელში დანა რომ გჭეროდა იმასაც მესროდი?
-გესროდი,მაგრამ არა ზურგში შიგ გულში გესროდი რომ შენგან გავნთავისუფლდე.
-გულწრფელი უნდა იყო როცა რამეს ამბობ და დარწმუნებული რომ გამკეთებელი ხარ,ახლა კი შენის ნებართვით დავისვენებ თუ სურვილი გაქვს შემომიერთდი,არ წააგებ. გაბრიელმა ისევ ღიღინით გაიარა მანძილი თავის საძინებლამდე და კმაყოფილი საწოლზე გაგორდა, ტელეფონი აიღო და ოთოს დაურეკა.
-სად ხარ,გოგოს რა უქენი გინდა უარესად გააგიჟო და ნევროზი დამართო?
-სახლში ვარ.
-სახლში რას აკეთებ გაბრიელ.
-სახლი მიალაგა და სადილიც გაამზადა,ვისადილეთ კიდეც და ახლა ვისვენებ.
-ისიც ისვენებს შენს გვერდით წევს?
-არა აქ რა უნდა მე ურჩხული და მანიაკი ვარ ასევე პითონიც ვარ და ყველამ მიფრთხილდით.
-ღმერთო ამიტომ წაიყვანე და დასაჯე?
-სამზარეულოს ალაგებს,რაც დასვარა იმას ასუფთავებს.
-სადისტი ხარ,ასეთი უსისხლო როდის მერე გახდი.
-ამასთან ასეა საჭირო,ძალიან ამაყია.
-მალე მოხვალ?
-ალბად 2-3 საათში არ ვიცი, რა მოხდა.
-არაფერი მარტო ვარ და მოვიწყინე.
-შენ პოსტზე არ ხარ? არა,საღამოს ერთად გავდივართ.
-აააა,ხო დამავიწყდა. სხვები სად არიან,გაგო არ დაბრუნებულა?
-დილით დავინახე,შემდეგ სადღაც წავიდა.
-კარგი მალე დავბრუნდებით. გაბრიელი ჩაფიქრდა და ამ ფიქრებში ჩაეძინა,მონიკა დაიღალა ლოდინით და მის სანახავად წავიდა,კარი შეაღო და ფეხაკრებით წყნარად შევიდა.გაბრიელმა ძალიან ფრღხილი ძილი იცოდა და ოდნავ გაახილა ცალი თვალ, ისევ დახუჭა და თავი მოიმძინარა მონიკა კი იდგა და უცქერდა, შემდეგ კი ჩაილაპარაკა.
-მძინარე ადამიანს ჰგავს და მე რატომ მაჩვენებს თავს როგორც ცივსისხლიანი ვამპირი თუ მართლა ასეთი ცხოველია როგორსაც მე ვხედავ, არადა რა სიმპატურია და როგორ აფუჭებს მის შეხედულებას ამ უხასიათობით და უჟმურობით. გაიბადრა და კარადა გამოაღო იქ პლედი ნახა და გადააფარა,შებრუნდა უნდა წასულიყო,რომ ვერც გაიაზრა ისე მოხვდა გაბრიელის მკლავებში.
-ახლა რა უნდა გიყოს ამ ცივსისხლიანმა ვამპირმა თავად თქვი მე რომ არ დავიღალო ფიქრით.
-შენი ტვინს ამდენი შეუძლია რომ იფიქროს და დასკვნები გამოიტანოს?
-ააა,ესე იგი ისე უნდა ვიმოქმედო რომ არ უნდა ვიფიქრო.
-ჰაჰაჰა,სად გავიცინო?
-გაიხადე.
-რა ვქნა?
-მე ხომ ცხოველი ვარ გაიხადე და ისე დაწექი.
-ვფიქრობ შენმა ტვინმა ახლა გაჭედა. ორივე ხელები დაუკავა და მონიკას ზემოდან მოექცა რამაც მონიკა შეაშინა და შეკრთა.
-რას აპირებ,გაბრიელ რას მიპირებ.
-ჩემს ჯოჯოხეთში მოსვლა უნდა ავღნიშნოთ და ახლა მსხვერპლთ შეწირვას ჩავატარებ,მაგრამ შენ ჩემი მსხვერპლი ხარ.
-მანიაკი ხარ გამიშვი,გამიშვი ცხოველო. გაბრიელი მოეშვა ხელი შეუშვა მონიკას და სიცილით გადაგორდა  საწოლზე, მონიკა ადგა და ერთი კიდევ ჩაარტყა გაბრიელს.
-ეს ჩემი წვალებისთვის.
-ჯერ სად ხარ,ეს არაფერია იმასთან წინ რაც გელოდება.სამზარეულოში გავიდა და ჭიქა აავსო წყლით,უნდა დაელია რომ სიცილი აუტყდა და პირზე მიიფარა ხელი არ უნდოდა მისი სიცილის ხმა გაბრიელს გაეგონა. დაჯდა მაგიდასთან და გაბრიელს დაელოდა, მას კი აგვიანდებოდა და თავად ფიქრებში ჩაიძირა ვერც კი მიხვდა როდის ჩაეძინა და რამდენი ხანი ეძინა მაგიდაზე თავისივე მკლავზე თავჩამოდებულს როცა მხარზე ხელის შეხებამ შეაკრთო და ფეხზე წამოხტა გაბრიელს ხელი დაუკავა და უნდოდა დაერტყა,მაგრამ გაბრიელმა ორივე მკლავებში მოიმწყვდია მისი პატარა სხეული და ყურში უჩურჩულა.
-შუუუუუუუ,დაწყნარდი მე ვარ. მონიკამ თავის განთავისუფლება სცდა და უთხრა.
-მით უარესი შენ რომ ხარ.
-ასე გეშინია ჩემი?
-შენი არ მეშინია,შენში არსებული ცხოველი რომ ზის იმის მეშინია.
-კარგი დამშვიდდი,უკვე წასვლის დროა. უთხრა თავზე აკოცა და ხელი შეუშვა, მონიკამ კი გაბრაზებულმა შეხედა და თქვა.
-მოიფიქრა წასვლა,წასვლის დროს დიდი ხნის წინ გადაცილდა.
-ახლა წავალთ და ამ ღამეს ერთად ვიმორიგევებთ. პასუხიც არ დაუბრუნა კარი გააღო და გარეთ გავიდა,მანქანაში მოკალათდა როცა უკვე გზას დაადგნენ მონიკას ტელეფონი ამღერდა რომელსაც თვალებ გაბრწყინებულმა უპასუხა.
-გისმენ საყვარელო, ველოდებოდი შენს ზარს.
-???
-კი,კი არ გჭირდებოდა  მაგ შეკითხვის დასმა.
-რომ გამოვალ მოგწერ,ჩვენს ადგილზე დაგელოდები ან დამელოდე.გაბრიელს ვითომ არ აინტერესებდა ვის ელაპარაკებოდა მონიკა მაგრამ ყურადღებით უსმენდა და შემდეგ ხელით ანიშნა წავიდეთო,მონიკამ კი თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და საუბარი გააგრძელა.
-ერთი სული მაქვს როდის გნახავ,იმ ღამის შემდეგ დრო გავიდა და უკვე მომენატრე.
-???
-კარგი ჩემო სიცოცხლე,შეხვედრამდე. მონიკამ ტელეფონი გათიშა და კმაყოფილმა ღრმად ამოისუნთქა, გაბრიელმა წარბაწეული აკვირდებოდა სიხარულისგან აჟიტირებულ მონიკას და ბრაზმორეული ხმით უთხრა.
-როგორც მივხვდი შეხვედრა გაქვს დღეს.
-დიახ,როგორც იქნა და იმედი მაქვს ვინმე ან რამე არ შემაფერხებს.
-არა რატომ,წადი და შეხვდი მეგობარს.მონიკას გაუკვირდა, მაგრამ არ შეიმჩნია და გვერძე გაიხედა.
-მადლობა.
-ერთი პირობით. უცებ შებრუნდა და შეეკითხა.
-რა პირობით. მონიკა არ იმჩნევდა, მაგრამ მიხვდა რომ ათიანში გაარტყა, ცივსისხლიანმა მანიაკმა იეჭვიანა.
-შეხვედრაზე მე მიგიყვან და მე წამოგიყვან.
-ვაპროტესტებ.
-რატომ,რამის გეშინია?
-არა,არავის და არაფლის მეშინია, მაგრამ შენ არ გაქვს უფლება ჩემს პირად სივრცეში შემოიჭრე და ჩემი პირადი სივრცე რაც მე მეხება შენ აკონტროლო.
-შენი თავი მე ჩამაბარა მამაშენმა,ეს არ დაგავიწყდეს და ამიტომ შენი ყოველი ნაბიჯის შესახებ მე ვაგებ პასუხს.
-რატომ? ვინ ხარ შენ ჩემი შეყვარებული, საქმრო თუ ქმარი. გაბრიელმა მანქანა გააჩერა და მონიკას მიუბრუნდა.
-სიმართლე მითხარი, მონიკა რომელი გინდა მაგ სამი ჩამონათვალიდან რომ ვიყო, ვფიქრობ სამივე, გამოვიცანი?
-არასოდეს, შენნაირი მანიაკი  არასოდეს შემიყვარდება. გაბრიელმა სახე ახლოს მიუტანა მონიკას და გასაჯავრებლად ენა მოჩლექილად უთხრა.
-ვნახოთ,არ დაგავიწყდეს შენი სიტყვების.
-არ დამავიწყდება გქონდეს იმედი, მაგრამ შენ რა ეჭვიანობ?
-რატომ ან რისთვის უნდა ვიეჭვიანო?
-არ ვიცი ასე მომეჩვენა.
-შეცდი,ცუდად მოგეჩვენა, ვინ ხარ ჩემი რომ ვიეჭვიანო,შეყვარებული ხარ,ჩემი საცოლე ხარ თუ ჩემი ცოლი ხარ და მაქვს ეჭვიანობის მიზეზი. რომელი ხარ ამ სამიდან მონიკა.
-პირველი, ჩემს სიტყვებს ნუ იმეორებ და მეორე, არასოდეს არ ვიქნები არცერთ რანგში ამ სამიდან, გაქრი ჩემი ცხოვრებიდან როგორც გამოჩნდი.
-ეს უკვე შეუძლებელია ლამაზო, რადგან შენ უკვე შემოხვედი ჩემს ჯოჯოხეთში. მანქანა განყოფილების სადგომზე დააყენა გაბრიელმა და მონიკამ გაბრაზებულმა მიუჯახუნა კარი ფეხი კრა საბურავს და მიაძახა.
-ცხოველი. გაბრიელმა არ მიაქცია ყურადღება მონიკას იქვე მისი სამეგობრო იყო და თავად მათთან მივიდა, მონიკამ კი გვერდი აუარა ყველას და წავიდა.
-ისევ გაბრაზებულია, კიდევ რა უთხარი რომ გაბრაზდა.
-არაფერი მნიშვნელოვანი, დღეს განთავისუფლებ წადი და გამოიცვალე.
-რატომ, მე ხომ არ მითხოვია.
-მონიკას გაუშვებ და მას უთვალთვალე, მიყევი ფეხ და ფეხ და გაიგე ვის შეხვდება და თუ მოახერხო იქნებ როგორმე მოუსმინო რა თემაზე ექნებათ საუბარი
-ოთო რომ წავიდეს?
-ოთოს იცნობს, შენ ჯერ არ გიცნობს და წადი ახლავეს არ მინდა აქ დაგინახოს.
-დააგვიანე უკვე, ფანჯრიდან გვიყურებს.
-კარგი რამეს მოვახერხებ, წამოდით ასე ერთიანად როდის შევიკრიბებით და გაგაცნობთ ახალ თანამშრომელს.
-წადი შენ და მოვალთ ჩვენც მალე. გაბრიელი წავიდა და კაბინეტში შესულს რაღაც გაახსენდა და მდივანს მიუბრუნდა.
-დღეს ჩემთვის პაკეტი უნდა მოეტანათ,იყო ვინმე მოსული?
-არა უფროსო, მე არაფერი ამიღია.
-კარგი, თუ ვინმე მოვიდეს არ გაუშვა დამირეკე და ჩემთან გამოუშვი.
-გასაგებია.კაბინეტში შევიდა და ყველა ფეხ და ფეხ შემოყვა უკან, გაკვირვებული მიუბრუნდა მეგობრებს ვითომ არ იცოდა რატომ მოვიდნენ და იკითხა.
-რა მოხდა, ასე ერთიანად მიდიხართ სადმე?
-მოვედით რომ გაგიტაცოთ სამსახურიდან,სულ მალე სამუშაო საათებიც დასრულდება.
-რატომ, რა ხდება რამეს ავღნიშნავთ?
-გაუშვი დღეს ეს გოგო და ჩვენც გავიდეთ, დიდი ხანია ერთად არ შევკრებილვართ. მონიკას გაუხარდა  და გაბრიელს შეხედა, თითქოს თვალებით ეხვეწებოდა გაყევი შენს მეგობრებს და მეც მომეცი გასვლის დროო.
-კარგი წავიდეთ განტვირთვა არ გვაწყენდა, მაგრამ ასე ერთიანად ხართ შემოსული და გაგაცნობთ ახალ თანამშრომელს. ოთო მიუახლოვდა მონიკას და თავად გაეცნო.
-ჩვენ დილით ცოტა ვისაუბრეთ, მე ოთო ვარ რევიშვილი.
-პითონმ........................ დიახ,დრო არ გვქონდა ერთმანეთი კარგად გაგვეცნო.
-მე ლუკა დურიშვილი ვარ დაიკო.
-ნიკო უკლება და გაგო გაბრიჩიძე,გაგო ჩემი ბიძაშვილია.
-მე კი მონიკა ვარ თათვიძე.
-თათვიძე? გაიმეორეს ერთხმად ბიჭებმა და გაბრიელს შეხედეს.
-დიახ მეგობრებო, მონიკა თათვიძე არის ჩვენი უფროსის ქალიშვილი თავნება და ამპარტავანი.
-სულაც არა,ეს შენ გგონია ასე. რა მითხარი რა მქვიაო, გაგო ხომ?
-კი გაგო გაბრიჩიძე.
-იმედია შენც არ ხარ ცივსისხლიანი მანიაკი როგორც ჩვენი უფროსია. ხმამაღლა თქვა და შემდეგ აიკრა პირზე ხელი,გაგომ კი სიცილით გადახვია ხელი მონიკას და თქვა.
-მომწონს მე  ჩვენი საძმოს საერთო დაიკო და ვხედავ შემართებით გიტევს უფროსო.
-შენ რა გიხარია, რამდენიმე დღეა წასული ხარ რა გაარკვიე ან თუ გაარკვიე რამე.
-ვისაუბროთ საქმეზე თუ გავდივართ. თქვა გაგომ და ბიჭებს შეხედა.
-ზოგაგად გვითხარი რა ხდება და ვისთან გვაქვს საქმე, ჩვენ ერთი გუნდი ვართ.
-მაშ ასე, გვყავს ერთი ბიზნესმენი აი მისი ფოტოც და ეს არის ვინმე ივანე კარჩაიძე, მაგრამ მისი ნამდვილი გვარი რამდენიმე წლის წინ იყო კარჩაიანი.
-ესე იგი სომეხი იყო და გვარი აქვს შეცვლილი.
-ეს კარჩაიძე თუ კარჩაიანი წელიწადში ერთხელ მიდის ერთ ერთ პრესტიჟულ სასტუმროში და ხარჯავს უამრავ ფულს,გოგონებში ერთ ერთს ამოარჩევს და ერთი წლით მიჰყავს და ასე გრძელდება ყოველ წელიწადს,როგორც გავიგე იმ გოგონას  კარგად აჯილდოვებს და უკან უშვებს რომ ახალი წაიყვანოს,მაგრამ თქვეს რომ იმ გოგონებიდან მათ აღარავინ აღარ უნახავთ.
-ნარკოტიკი და რამე?
-პატიოსანი კლიენტია ასე ასაღებს თავს რაშიდაც ეჭვი მეპარება, მაგრამ გვყავს მეორე მურადი ბერაია ის 5 ამორჩეულ გოგონასთან ერთად ერთობა და ძირითადად ყველა ქერა გოგონებია, უზომოდ ერთობიან სასტუმროში და სვავენ ვისკს, შემდეგ კოკაინზე გადადიან და ზოგჯერ მათი საქციელი მომაბეზრებელიც კი არის, მაგრამ ყველა ერთად დგება და მეგობრის აგარაკზე აყავთ კოკაინით გაჟღენთილი გოგონები, დილით კი არცერთს არ ახსოვთ იქ როგორ მოხვდნენ  ან სად არის მათი ტანისამოსი.
-ვისია აგარაკი გაიგე?
-ბექა ნუცუბიძე, მაგრამ აგარაკი ბექას მამის ბაჩო ნუცუბიძის სახელზეა გაფორმებული
-კარგი ნამუშევარია, ყველაფერს გადავხედოთ და გეგმა შევადგინოთ როგორ ვიმოქმედებთ.
-გაბრიელ გავდივართ თუ ვრჩებით?
-გავდივართ, მონიკა თავისუფალი ხარ შენც და წადი. მონიკამ არ დაუჯერა და კითხვა გაუმეორა.
-მართლა მიშვებ? თვალები აუციმციმდა და ისეთი ბავშვური იყო იმ წუთში გაბრიელს მოუნდა მისულიყო და ის აციმციმებული თვალები დაეკოცნა, მაგრამ თავი ხელში აიყვანა და უთხრა.
-თუ წასვლა არ გინდა იმუშავე და თუ გინდა წახვიდე წამოდი, ერთად გავიდეთ გარეთ. მონიკამ ტაში შემოკრა, წამოხტა და გაბრიელს რამდენჯერმე მადლობა მოუხადა.
-მადლობა, მადლობა, მადლობა. უთხრა და ლოყაზე აკოცა ეს ისე მოულოდნელად მოხტა ორივე სახტად დარჩა, მონიკა დარცხვენილი შებრუნდა და გაიქცა, გაბრიელი კი რამდენიმე წამი გაშეშებული იდგა და თქვა.
-ნუთუ ასეთი მნიშვნელოვანია ის ვისაც უნდა შეხვდე, ნუთუ დავაგვიანე?
-გაბო რა დაგემართა, რამ გაგაშტერა. გაგოს ხმამ გამოაფხიზლა და კაბინეტიდან გავიდა.
-გავედით, მეც გამოვდივარ. თქვა და ლოყაზე ხელი მოისვა, მაგრამ მონიკას ნაკოცნი პომადად დააჩნდა მკრთალად, გაგომ შეხედა და უთხრა.
-რაო გოგომ მადლობის ნიშნად გაკოცა?
-ნუ ბოდიალობ, წამოდი.
-მონიკას ტუჩები ზედ ლოყაზე გახატია.
-რას ამბობ.
-თუ გინდა დაიტოვე, მაგრამ ტეხავს დეტექტივ კაცს კოცნისგან პომადა რომ დაგაჩნდა. თქვა გაგომ და გულიანად გაიცინა, რაზედაც გაბრიელსაც გაეცინა პომადა მოიშორა და გაგოსთან ერთად ღიმილით გავიდა განყოფილებიდან.



დავბრუნდი,ძალიან მომენატრეთ ჩემო ძვირფასებო.



№1  offline წევრი nisaka

საინტეროსოა ძალიან ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი მია15

როგორ გამიხარდა შენი ისტორია რომ დავინახე ძალიან მომეწონა.კარგი დასაწყისია და ველი ახალ თავს.❤

 


№3 სტუმარი სტუმარი თიკო

ძალიან კარგი და საყვარელი ისტორიაა.❤❤

 


№4  offline მოდერი zia-maria

heart_eyes მადლობა ჩემო ტკბილებო, მალე დავდებ მეორე ნაწილსაც. kissing_heart

 


№5 სტუმარი Marimari

Saintereso dasawyisia, momwons;-)

 


№6  offline წევრი OKI ME

როგორი საინტერესოააააა ❤️❤️❤️ შენი სხვა იატორიებიც წაკითხული მაქვს და მინდა გითხრა ყველა გამორჩეულად მიყვარს ❤️❤️ ეს ისტორიაც მიემატა უკვე ❣️❣️

მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ❤️❤️ ძაან არ გვალოდინო რაა ❤️❤️❤️❤️

 


№7  offline მოდერი zia-maria

Megioki
როგორი საინტერესოააააა ❤️❤️❤️ შენი სხვა იატორიებიც წაკითხული მაქვს და მინდა გითხრა ყველა გამორჩეულად მიყვარს ❤️❤️ ეს ისტორიაც მიემატა უკვე ❣️❣️

მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ❤️❤️ ძაან არ გვალოდინო რაა ❤️❤️❤️❤️

heart_eyes არ გალოდინებ, უკვე ვწერ და სავარაუდოდ ხვალ დაიდება. kissing_heart

 


№8 სტუმარი გულო

კარგია.კარგადაც ვიცინე და განვიტვირთე,მადლობა დიდი,დაგელოცოს მარჯვენა????

 


№9  offline მოდერი zia-maria

გულო
კარგია.კარგადაც ვიცინე და განვიტვირთე,მადლობა დიდი,დაგელოცოს მარჯვენა????

heart_eyes გაიხარეთ, მადლობა. ხვალ იქნება მეორე ნაწილი. kissing_heart

 


№10  offline წევრი თათია-თათა

რა კარგი ისტორიაა, მომეწონა ძალიან. წარმატებები :)

 


№11  offline მოდერი zia-maria

თათია-თათა
რა კარგი ისტორიაა, მომეწონა ძალიან. წარმატებები :)

heart_eyes მადლობააააა. kissing_heart

 


№12 სტუმარი Manana

Danarchenebi rogor vnaxo zalian momewonaò

 


№13  offline მოდერი zia-maria

Manana
Danarchenebi rogor vnaxo zalian momewonaò

heart_eyes ისევ ამ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ. kissing_heart

 


№14 სტუმარი სტუმარი თეა

მზიი დასაწყისი ძალიან საინტერესოა. ველი გაგრძელებას❤

 


№15  offline მოდერი zia-maria

სტუმარი თეა
მზიი დასაწყისი ძალიან საინტერესოა. ველი გაგრძელებას❤

heart_eyes დევს უკვე მეორე თავი საყვარელო. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent