შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველი სიყვარული (სრულად)


20-11-2020, 12:59
ავტორი Aleksiii17
ნანახია 3 871

გვიან მივხვდი, რომ დამანგრია.
ახსოვს, იცის და დარწმუნებული ვარ ჯერ კიდევ გრძნობს...
არ იმჩნევს, თუმცა თუ არ მეტყვის ვერასდროს გავიგებ.
ადამიანების კითხვა ყოველთვის მეხერხებოდა, ოღონდ ისე არა 14 წლის გოგონები, რომ ამბობენ, ვინმეს რამე თუ სჭირს, მაშინვე ვხვდებიო. ყოველთვის ზუსტად ვიცოდი, ვინ რას გრძნობდა, ყოველთვის ზუსტად ვიცოდი, ვის რა სჭირდებოდა, მაგრამ არასდროს ამომიღია ხმა. მუდამ მჯეროდა, რომ სხვა მე არ მეხება. ადამიანები არ მიყვარდა.
ვიცი, მისმენს! კედლებს მიღმა, სადღაც სულ სხვა უბანში, სულ სხვა სახლში, სულ სხვა ბინაში, ისევ ისე წევს და მისმენს! ისევ ისე, ზურგზე წამოგორებული, ცალი ხელი საწოლიდან აქვს გადაგდებული, ცალი ფეხი მოკეცილი. მეორე ხელი მკერდზე უდევს, მეორე ფეხს კი - აქანავებს. ფიქრობს. ყოველთვის რაღაცაზე ფიქრობს.
ყოველთვის ვხვდებოდი, ცუდ ხასიათზე თუ იყო, რატომ იყო ისე, და გაღიმებულს რომ დავინახავდი, უკვე ვიცოდი, რაზე იღიმოდა. წამი არ გადიოდა მასთან ყოფნის სურვილი, რომ არ გამჩენოდა. როცა სტკიოდა, განსაკუთრებით ვახლოვდებოდით. იმდენად მაახლოვებდა მასთან მისი ტკივილი, რომ იმას აღარ ვხედავდი, რომ მას ჩემი არ ადარდებდა. მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ცუდად როცა ვიყავი, ცივი პასუხებით თავს მარიდებდა და ქრებოდა. ხან არ ეცალა, ხან თვითონ ხდებოდა ცუდად, ხან ეძინებოდა. მე კი ჩემს თავთან მარტო ვუმკლავდებოდი ყველაფერს.
მიხარია, რომ ყველაფერი მორჩა.
ვიტყუები, სულ არ მიხარია. ისევ მასთან მინდა. მასთან ლაპარაკი მინდა, მისი ჩახუტება მინდა, მისი ყველაფერი მინდა. თუმცა, ალბათ, მაინც მიხარია, სჯობდა ახლა, ვიდრე კიდევ უფრო შორს გასვლის შემდეგ. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ერთანირად დამანგრევდა. სასაცილო ისაა, რომ ვერც კი ვხვდები ვინგრევი, თუ პირიქით ვშენდები. ვიცი, რომ ცრემლები მომდის ყოველ ღამე უმიზეზოდ, პირველი რასაც ვხედავ, ყოველთვის მისი სახეა. ვიცი, რომ ყოველ ღამე ოთხად ვიკეცები და თითქოს მკერდიდან ტორსამდე ნაწილს ვერ ვგრძნობ, არ მაქვს. ვიცი, რომ ტვინის ყველა უჯრედში ზის და მიღიმის. ვიცი, რომ რაზეც არ უნდა დავიწყო ფიქრი, რაც არ უნდა შორს წავიდე, ბოლოს მაინც მასთან დავაკავშირებ.
ადრე მიყვარდა ღამე, ახლა მეზიზღება. ადრე იმდენად წმინდა და უსუსური ვიყავი, რომ მთელი ღამე შემეძლო ფანჯარასთან გამეტარებინა და პიტერ პენის ან კრისტოფერ რობინის ჯადოსნურ გამოჩენაზე მეოცნება, ყურებამდე აჭიმული ღიმილით სახეზე. ახლა კი - ისევ შემიძლია მთელი ღამე ფანჯარასთან გავათენო, მაგრამ ცრემლებისგან მთლიანად დასველებული მაისურის ზედა ნაწილით და ქვითინისგან დაქანცული ლოყები და ტუჩებით, თვალების სისხლისფერობაზე აღარ ვამბობ. ვზივარ ხოლმე ასე ფანჯარასთან და ხან მთვარეს ვესაუბრები, ხან ვარსკვლავებს. უმეტეს შემთხვევაში ვეჩხუბები და ყველაფერს მათ ვაბრალებ. სხვა არ ვიცი ვის დავაბრალო. ვიცი, რომ ჩემი ბრალია, ვიცი, რომ მანამდეც ბევრჯერ უნდა მივმხვდარიყავი. როცა მთვარესთან კამათს ვასრულებ, ბავშვობის ოცნებას ვუბრუნდები და ისევ პიტერს ან კრისტოფერს მივმართავ, თუმცა ამჯერად მათ გამოჩენაზე კი არ ვოცნებობ. ამჯერად ვეხვეწები და ვემუდარები, რომ გამოჩნდნენ და წამიყვანონ. ასეთი წმინდა და ცოცხალი სიტყვები, როოგრიცაა ''ვიცი, არსებობ! მოდი, წამიყვანე!'' ცრემლიან და დაჩაგრულ სახეზე სულ სხვანაირად ჟღერს. მუდამ სათამაშოსთან ერთად ვზივარ და მუდამ მას ვიხუტებ ძლიერად. ცოცხალი რომ იყოს, ალბათ, მოკვდებოდა...
ვიცი, გესმის და ვიცი მგრძნობ. ვიცი, ჯერ კიდევ გადარდებს, მაგრამ საუკუნეს დამსგავსებული 2 დღის შემდეგ მე თავიდან დავიწყებ ჩემი მყუდრო, პატარა სახლის შენებას. და რას იზამ შენ? ვიცი, გრძნობ და ამოგიტივტივდება. ყველა ჯაჭვი გაწყდება შენს თავში და ისევ ისე მღელვარედ გამომხედავ როგორც, მაშინ პირველად რომ დამინახე ზებრაზე. როგორც ჩანს, იმდენად აღელდი, რომ მთელი ურთიერთობა წამოიწყე. ნეტავ, იმ დღეს სახლში დავრჩენილიყავი.
თავიდან როცა მომიკითხავ, არ აქვს მნიშვნელობა ვინმესთან ვიქნები თუ მარტო, უკვე აღარ წამოვეგები. შენს სიტყვებზე კი არა სხვისაზეც არ მოვტყუვდები. მადლობა, რომ ყველაზე ლამაზი რაც შეიძლება მქონოდა, წამართვი. ადამიანები არსდროს მყვარებია და შენ მე ისინი შემაყვარე, მაგრამ შენითვე დამიმტკიცე, რომ შევცდი. ახლა ისევ გადავიყვარე.
ვიცი, გრძნობ, ვიცი გეხება ჩემი სიტყვები. როგორც აღმოჩნდა, არც ისე ლამაზი ყოფილა ეს პირველი გატაცება...



№1 სტუმარი Mariama

მეტკინა ეს გოგო, ვწუხვარ მომხდარის გამო. ბედნიერებას იმსახურებს!

 


№2 სტუმარი აკო

ბიჭის დაწერილია ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent