შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ხარ. ნაწილი 2.


21-11-2020, 06:03
ავტორი zia-maria
ნანახია 10 600

-არ ინერვიულო იმედი ჯერ არ არის დაკარგული.
-ასე გგონია?
-ეს გოგო ძალიან მომწონს და შენც ძალიან გიხდება მის გვერდით  ყოფნა, ნუ ებრძვი შენს თავს,შენი გული არ დამძიმდება აუტანელი ტკივილით,არ უნდა დაიფშვნე და არც უიმედოდ არ გადგე განზე,არ განმარტოვდე. ახლა გტკივა, მაგრამ არ იცი რა ხდება და ამიტომ განიცდი. დამიჯერე, გაბრიელ ამ წუთებზე გავა დრო და გაგაეცინება. ხედავ, ახლაც გაგეცინა და ნუ ქანაობ აქეთ-იქეთ შენ ვერავინ დაგაფრთხობს.
-კარგი ძმაო გავითვალისწინებ შენს დარიგებას, მაგრამ ეს მონიკას ნომერია და დაადგინე სად იქნება ან რომელ რესტორანში გაჩერდება.
-ახლავეს?
-გვაქვს დრო დაველოდოთ, ალბად სახლში წავა გამოიცვლის.
-ჩვენ ყველას გვიცნობს და ვინ უნდა გაყვეს მონიკას.თქვა ლუკამ და გაბრიელს შეხედა.
-ახლავე მოვალ. თქვა ნიკომ და იქვე გზის მეორე მხარეს მდგარ ტაქსთან მივიდა,კარი გააღო და ასაკოვან მძღოლს მიესალმა.
-გამარჯობა ბაბუ.
-გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმარო პოლიციელო.
-საიდუმლო რომ გაგანდო შემინახავ?
-უცხო ადამიანს გაანდობ საიდუმლოს?
-მომისმინე, აი ეს მისამართი, ეს მანქანის ნომერი და ამ მანქანის მძღოლს უნდა გაყვე სად წავა და რომელ რესტორანში გაჩერდება, ეს კი ჩემი ნომერი და დამირეკე.
-კრიმინალია?
-კრიმინალია, კარგად ეხერხება გულის მოპარვა.
-აააა,სიყვარულის ამბავია? ჩაეცინა მოხუცს და ნიკოს გაცისკროვნებული თვალებით შეხედა.
-სიყვარულია და მოდი შეუწყოთ ხელი გულდამწვარ წყვილს, ეს კი გამომართვი ბაბუ თქვენი გასამრჯელოა.
-გოგო ჭირვეულობს ალბად, კარგია ახალგაზრდობა სიყვარულით ძგერს გული. დაგეხმარებით შვილო, მაგრამ ფული არ მინდა.
-რატომ ბაბუ შეიძლება საათობით მოგიწიოს ლოდინი და თქვენ ხომ ოჯახი გყავთ.
-ოჯახი? სადღა მყავს ოჯახი შვილო, ერთი შვილიშვილი დამრჩა მხოლოდ ჩემი შვილისგან და სამი წლის წინ ისიც მომიკლეს, სამართალს კი ვერ მივაგენი.ვის შევჩივლო, ისიც არ ვიცი ვისთან მივიდე, ყველა ტყუილს ამბობს აქედან იქით მდენიან და ნდობა დავკარგე შვილო.
-საინტერესო თემა ჩამოაგდე და ახლა რომ გითხრა უკვე მოსული ხარ სწორ მისამართზეთქო, მენდობი?
-გენდობი შენ? არა, შენ არ გენდობი, შენს სიტყვას ვენდობი შვილო.
-კარგი, დღეს ეს საქმე მოვაგვაროთ ბაბუ და ხვალ შეგახვედრებ ადამიანს ვინც ამ საქმეს მოკვდება და ბოლომდე  მიიყვანს, ის იპოვის მკვლელს.
-მპირდები?
-გპირდები, ჩემს სიტყვას ენდეთ.
-მაშინ გადადი და დავეხმაროთ შეყვარებულ წყვილს, დაელოდე ჩემს ზარს და სანამ შენისთანა ადამიანები არსებობენ ბაბუ ეს ქვეყანა ჯერ კიდევ იარსებებს. მოხუცი წავიდა, ნიკომ თვალი გააყოლა მანქანას და უხალისოდ დაბრუნდა მეგობრებთან.
-ნიკო რა მოხდა, ასე უცებ რამ შეგიცვალა ხასიათი.
-მოხუცია ტაქსის მძღოლი, სამი წლის წინ შვილიშვილი მომიკლეს და სამართალი ვერ ვიპოვე,მკვლელი დღესაც თავისუფალი დადისო.
-სად, როგორ.
-ეს არ ვიცი სად და როგორ, მაგრამ გაბო მოუსმინე იქნებ შევძლოთ მისი დახმარება.
-მოვიდეს და რა თქმა უნდა მოვუსმინოთ,განვიხილოთ და კომისარსაც უთხრათ.
-წავიდეთ?
-თქვენ წადით და მე და გაგოც მოვალთ.უთხრა ნიკოს და გაგოსთან ერთად წავიდა.რამდენიმე წუთში ნიკოს დაურეკა მოხუცმა და რსტორნის მისამართი უთხრა, ნიკომ კი მეორე დღისთვის მოხუცი განყოფილებაში დაიბარა.რესტორანში შესულ გაბრიელს მენეჯერმა შეხედა და უთხრა.
-ადგილები არ გვაქვს თავისუფალი ბატონო. 
-მფლობელს მინდა დაველაპარაკო.
-აქ არ არის. იყო მოკლე პასუხი, მაგრამ გაბრიელმა აჩვენა საბუთი ვინც იყო და შეშინებული წავიდა უფროსის დასაძახებლად.
-მე ნოდარი ვარ ბაქარაშვილი,რით შემიძლია ვემსახურო ჩვენს პოლიციას.
-პირველი, თქვენს მენეჯერს ასწავლეთ კლიენტის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოს და მეორე, რესტორანში კლიენტები რომ არ დავაფრთხოთ კარგად მომისმინე.
-გისმენთ ბატონო. შეეშინდა ნოდარის და გაბრიელს თვალებში უცქერდა.
-არ მინდა გამოვჩნდე,თქვენს რესტორანში საშიში დამნაშავეა.
-დამნაშავე?
-დიახ დამნაშავე და აქედან გაჩვენებთ, განაპირა მაგიდას ხედავთ.
-ვხედავ, გოგონა ზის განმარტოვებით. ის არის დამნაშავე?
-დიახ, ის დამნაშავეა და ვიღაც მის სიახლოვეს უნდა იყოს თქვენმა რომელიმე მიმტანმა უნდა შეძლოს და ეს მოსასმენი აპარატურა სადმე მიამაგროს შეუმჩნევლად.
-ეს როგორ უნდა გავაკეთოთ.
-არაფერია,აქ მას მაგნიტი აქვს და მაგიდას ქვემოდან ამოდებთ.
-შევძლებთ, აუცილებლად შევძლებთ, მხოლოდ გთხოვთ ხმაურის გარეშე.
-გპირდებით ხმაური არ იქნება თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ. შეშინებული და ფერწასული ნოდარი დაფიქრდა და ერთ მიმტანს დაუძახა.
-გისმენთ უფროსო.
-მომისმინე გიორგი და პანიკის გარეშე მიპასუხე.
-გისმენთ.
-გარეთ პოლიციაა,რესტორანში საშიში დამნაშავეა ანგელოზის სახით შემოსული და შენ მასთან უნდა მიხვიდე.
-მე,მე,მე როგორ, რომ მივიდე რა უთხრა.
-არაფერი, როგორც სხვა კლიენტებს მასაც მოემსახურე და კითხე რა უნდა მიართვა,საუბარში კი იქნებ ეს პატარა მოსასმენი სადმე მიამაგრო,მაგიდის ქვემოდან უფრო კარგი იქნება.
-ეს ადვილია უფროსო.
-შეძლებ?
-შევძლებ.
-დარწმუნებული ხარ, არ მინდა აქ ხმაური და პანიკა ეს კლიენტებზეც იმოქმედებს და მომსახურე პერსონალზეც.
-ახლავეს მოვალ.გიორგიმ ღრმად ჩაისუნთქა და მონიკას ღიმილით მიუახლოვდა.
-რით შემიძლია მოგემსახუროთ, რას მიირთმევთ.
-ჯერ ველოდები, მაგრამ ერთ ჭიქა წითელ ღვინოზე უარს არ ვიტყვი. თავაზიანად გაუღიმა მონიკამ,გიორგი შებრუნდა და ვითომ ძირს ხელთათმანი დაუარდა დაიხარა ბოდიშის მოხდით და მოსასმენიც მიამაგრა მაგიდას ქვემოდან, მაგრამ ეჭვი შეეპარა რაც უფროსთან არ დაუმალავს.
-უფროსო დარწმუნებული ხართ რომ ეს გოგონა არის დამნაშაავე?
-ის არის ის,დამნაშავე ანგელოზის სახით პირველად დაინახე? რაო რა მინდაო, რას მიირთმევს. შეშინებული ნოდარი ყოველ 5 წუთში ოფლს იწმინდავდა შუბლიდან და მონიკას თვალს არ აშორებდა.
-ელოდება მეგობარს,თავად კი ჭიქით წითელი ღვინო შეუკვეთა.
-ელოდება, ასე გითხრა ველოდებიო? ალბად მეორე დამნაშავე მოვა და ერთად უნდა აიყვანონ.გაბრიელის ტელეფონი აციმციმდა და მიხვდა რომ მიმტანმა დავალება კარგად შეასრულა და უკვე საუბარიც მოესმა.
-მონიკა როგორ ხარ ძვირფასო,მომენატრე.
-კარგად ვარ, ასეთი შეშინებული სახე რატომ გაქვს.
-გუშინ ტელეფონზე არეულად მელაპარაკე, მიყვარხარ და მენატრებიო.
-უკაცრავად, ეს თქვენი წითელი ღვინო, თქვენ რას მიირთმევთ?
-არაფერი შეუკვეთე?
-არა,გელოდებოდი და თან ძალიან მშია.
-კარგი, მეც მშია და ყველაფერი კარგი მოგვიტანე.
-რას დალევთ?
-მეც წითელი ღვინო, მაგრამ ჭიქით არა ბოთლი მოგვიტანე. მიმტანი წავიდა და იაკო მონიკას მიუბრუნდა.
-აბა ახლა მომიყევი რა მოხდა და სად ხარ ეს ორი კვირაა დამალული.
-განყოფილებაში დავიწყე მუშაობა.
-ხუმრობ ხომ?
-არა, კარიერა აქედან უნდა დაიწყოო, მამამ დამემუქრა ჩემგან ვერაფერს ვერ ეღირსებიო.
-ოოოოო, ძია ავთანდილი თუ გაბრაზდა ხომ იცი ის სიტყვას ასრულებს. იქ რა ხდება, რათ მუშაობ.
-პირდაპირ მაიორის სავარძელზე დამსვა, ასეთი გულუხვია მამაჩემი.
-შენ გაბრაზებული ხარ, რაღაც მოხდა.
-დაცვა გამომიყო და მეც მასთან ერთად ვმუშაობ.
-დაცვა? გულიანად გაიცინა იაკომ და გაბრაზებულ მონიკას შეხედა.
-მაპატიე მეგობარო, დაცვით დადიხარ ყველგან და ახლა სად დატოვე შენი დაცვა?
-იაკო ნუ იცინი, ისედაც ცუდად ვარ.
-კარგი არ ვიცინი, მხოლოდ მითხარი კარგი ტიპია?
-გაჩუქებ, შებანტული ყუთით გამოგიგზავნი.
-მონიკა კარგი ტიპია? 
-ცივსისხლიანი ვამპირია.
-მერე შენ როგორ შეეჩვიე,შენ ხომ არ გიყვარს როცა გეუფროსებიან და გეუხეშებიან.
-არ იცის წინ რა ჯოჯოხეთი ელოდება.
-კარგი ტიპია? არ მიპასუხე ამ კითხვაზე.
-პითონია, რომ დააღებს პირს პითონს კი არა უფრო სწორად ანაკონდას ჰგავს.
-მონიკა ტიპი როგორიამეთქი, მესამედ გეკითხები.
-ჩვეულებრივი ტიპია, განსაკუთრებული არაფერი უკეთესებიც მინახია და უკან მოუხედავად გამისტუმრებია, მაგრამ ეს ისეთი საზიზღარი და აუტანელია გეფიცები ნება რომ მქონდეს მკვლელიც გავხდები გზიდან რომ ჩამოვიშორო.
-ასეთი აუტანელია? ირონია გაურია ხმაში მეგობარმა და თან ეცინებოდა.
-არა, არც ასეთია, მისი საქციელია აუტანელი და მისი ირონიული გამოხედვა როგორ მინდა დავთხარო ის თვალები და დავტოვო თვალების გარეშე.
-შენ მეგობარო არ ვიცი როგორ მოახერხა შენი გულის მონადირება ამ ორ კვირაში, მაგრამ აშკარაა რომ უკვე ეს ტიპი გიყვარს.
-იაკო........................
-არ თქვა არაფერი,შეგიყვარდა მონიკა და თან ძალიან შეგიყვარდა.
-მეეეეე? იაკო რას ამბობ, მისი შეხედვაც არ მინდა.
-ვხედავ,ვხედავ. სად გაიცანი და როგორ.
-იმ ღამეს აქ რომ ვსვამდით ხომ გახსოვს.
-მახსოვს? იმ ღამეს რა დამავიწყებს,კიბეებზე ფორთხვით ავედი სახლში და ეგრევე კართან ჩამეძინა დილით კისრის ტკივილმა გამაღვიძა.
-ვაიმეეეეეეეე.მონიკას კისკისი მთელ დარბაზს მოედო და მის სიცილზე გაბრიელიც იცინოდა.
-მე კი ყველა დავარიგე სახლში და გამთენიის 4 სააათზე მარტო მივქროდი ცარიელ ქუჩაში და პოლიციამაც ჩაუბერა სასტვენს, აი სწორედ იქ დამერხა რადგან იქ გამეჩითა ბიჭი. მონიკამ ყველაფერი მოუყვა იაკოს და მის ემოციებზე გაბრიელი  იცინოდა,გაბომ კი შეხედა უთხრა.
-მომასმენინე რას ამბობს, რომ დამაჯინე აქ წავიდეთ მაინც მშია.
-რას ამბობ მონიკა მის საწოლში შიშველი იწექი?
-არა მარტო მის საწოლში მის გვერდით მეძინა, რომ გამოვიხედე მის  თმიან მკერდზე მედო თავი და მისი სურნელი შეერია ღვინოს და მგონი სიმთვრალე სწორედ მისმა სურნელმა შემიბრუნა.
-მონიკა.....................
-ისე ვიყავით ერთმანეთზე აკრულები მეგონა მთელი ცხოვრება ასე დავრჩებოდით.
-იყავით კიდეც ერთად?
-არა,არა, რას ამბობ დროზე წამოვედი თორემ ალბად მაგიც მოხდებოდა. თქვა მონიკამ და იაკოს საბრალო თვალებით შეხედა,იაკოს კი დაავიწყდა სად იყო და ქათამივით აკაკანდა.
-იაკო გაჩუმდი ყველა ჩვენ გვიყურებს,
-გეფიცები კიდევ მასეთი შემთხვევა მაგ ტიპთან და უკან ქალიშვილი აღარ დაბრუნდები.
-ნუ სულელობ, მამაკაცი უნდა შემიყვარდეს ეს პითონი კი რა შესაყვარებელია.
-გეთანხმები ასეთი აუტანელი თუ არის როგორც დაახასიათე, როგორ უნდა შეგიყვარდეს. მონიკა გინდა გამაგიჟო?
-რა გინდა, რა გაყვირებს.
-აღიარე რომ გყვარს უკვე.
-არ მიყვარს, მამაკაცი ვინც შემიყვარდება სულ ჩემთან უნდა იყოს ჩემს გვერდით და ჩემი უნდა იყოს, მე კი მისი ვიყო.
-მალე  ვნახავ შენს თვალებში ანთებულს სიყვარულის ალს.
-ასეთი ტიპები მე არ მიყვარს.
-როგორი, როგორია.
-მბრძანებლური, მედიდური და მკაცრი.
-კარგია, დავლიოთ? დავლიოთ, მაგრამ კიდევ რომ დამიჭიროს მთვრალი მართლა ვეღარ დავუძვრები ხელიდან და მგონი მე თავად გამოვიჩინო ინიციატივა მისი სუნი ისევ რომ შეუერთდება წითელი ღვინის სუნს. გოგოები იცინოდნენ ნოდარი კი რესტორნის მთავარ შესასვლელს თვალს არ აცილებდა, იმის შიშით პოლიცია ხმაურით შემოვა და კლიენტებს დამიფრთხობსო, გაბრიელმა  გაგოს შეხედა და თქვა.
-წავიდეთ გაგო მომშივდა კარგი გემრიელი ქაბაბი და ხინკალიც მივირთვათ.
-კარგ ხასიათზე ხარ, რაო რძალმა გაქო თუ გაგატანა მტკვარს.
-თუ რამე სალანძღავი სიტყვა იპოვა ყველა გამოიყენა,ისევ სვამს.
-ოჰო, ისევ მთვრალი უნდა აიყვანო?
-ჯერ დაველოდები. გაბრიელი და გაგო შეუერთდა მეგობრებს და გემრიელად ივახშმეს,გაბრიელს არ შეუწყვეტია გოგოების მოსმენა და ერთი საათის შემდეგ გაგოს გადახედა.
-წავიდეთ.
-უკვე დროა?
-დროა, ვიჩქაროთ.
-ჩვენ არ წამოვიდეთ?
-თქვენ რატომ, რესტორნანში მყოფ ხალხს ვაპატიმრებთ?
-კარგი და თუ საჭირო გავხდით დარეკე. უთხრა ლუკამ და მიმტანს კიდევ შეუკვეთა ხინკალი. გაგო მშვიდად მიდიოდა მანამ სანამ გაბრიელმა ნერვიულად შეჰყვირა.
-რა მოგივიდა, რა გაგიჟებს.
-რამდენჯერმე დაურეკე და ტელეფონს არ მიხსნის.
-იქნებ არ ესმის.
-ესმის, ნახე რას ამბობს. 
-ვისი სადღეგრძელო შევსვათ?
-მოდი ვისაც ჩვენ ვახსოვართ იმას გაუმარჯოს. თქვა მონიკამ და მისი ტელეფონის ნომერიც განათდა, ეკრანს კი პითონი დაეწერა. იაკომ დახედა მონიკას ტელეფონს და უთხრა.
-პითონი რეკავს.
-ჰო დარეკა,ხედავ მას ვახსოვართ და მოდი პითონის ხსოვნა იყოს, გაანათლოს მისი სული უფალმა. თქვა და ჭიქა ბოლომდე დაცალა. ასე გემრიელად არცერთი ჭიქა არ დამიცლია და პითონო დავიჯერო ეს შენს ხსოვნას უკავშირდება?
-პითონი ვარ და ზედ ჩემი მოგონების სადღეგრძელოც შესვა, ამას არ გაპატიებ მონიკა. თქვა გაბრიელმა და სიჩქარეს მოუმატა,გაგო კი იცინოდა და მონიკა უფრო და უფრო მოსწონდა.
-დაურეკე მათაც წამოვიდნენ, ესენი აქედან ნახე როგორ გავიყვანო.
-გაბო........................
-გაგო დაურეკე ოთოს.................
-კარგი ხო დაურეკავ. გაგომ დაურეკა ბიჭებს და აუხსნა რაც ხდებოდა,ისინიც სიცილით წამოიშალნენ და ოთომ თქვა.
-მთვრალი მონიკა და ფხიზელი გაბრიელი ეს ორი ისედაც ვერ ეწყობა ერთმანეთს.
-მე კი ფოტოები უნდა გადაუღო მათ.თქვა ლუკამ და სამივე რესტორნისკენ წავიდა, მონიკას ტელეფონი კი არ ჩერდებოდა ის კი ტელეფონს ყურადღებას არ აქცევდა და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა.
-არ უპასუხებ?
-ამ ჭიქით სიყვარულს გაუმარჯოს, იმედია ერთ დღეს ჩვენც ვნახავთ ვინმეს ვინც შეგვიყვარდება და შეგვიყვარებს.
-მონიკა უკვე მერამდენედ რეკავს,აიღე და დაელაპარაკე იქნებ რა უნდა გითხრას.
-იაკო რა უნდა მითხრას პითონმა რომ გამაოცოს, მხოლოდ ბრძანებების გაცემა იცის. თქვა და ჭიქა დაცალა, მაგრამ თვალები რომ გაახილა მის წინ გაბრაზებული გაბრიელი იდგა და ხველა აუტყდა.
-შენ, შენ, შენ აქ საიდან მომაგენი.
-გითხარი ყველგან მომაგნებ თუ ჩემგან დამალვას შეეცდებიმეთქი და დაგავიწყდა ისიც რომ პითონს ყველგან შეუძლია შესვლა, მათ დაკეტილი კარის არ ეშნიათ.
-რატომ მოდი.
-ტელეფონი აიღე ხელში.
-რატომ?
-ტელეფონი აიღე ხელშიმეთქი. უყვირა გაბრიელმა და ისედაც შეშინებული ნოდარი უფრო აკანკალდა.
-გაუძალიანდება, არ წაყვება და ხმაური იქნება. თქვა და გაბრიელთან მივიდა, მაგრამ გაბრაზებულ გაბრიელთან შორი ახლოს დადგა. მონიკამ შეამჩნია რომ ყველა მათ უცქერდა, ამიტომ მშვიდად აიღო ხელში ტელეფონი და გაბრიელს შეხედა.
-მე რას მიყურებ, ტელეფონი ნახე რამდენჯერ დაგირეკე. მონიკამ თვალი მოჭუტა და გაბრიელს შეხედა.
-ახლავეს ვნახავ.
-ნახე და შეხედე რამდენჯერ დაგირეკე.
-ოოოოო, 37. ჩემს ტელეფონში 37 ზარია უპასუხო.
-რატომ?
-არ მინდოდა და არ ვუპასუხე.
-შენ ნორმალური ხარ?
-მგონი კი რადგან აქამდე არანაირი ჯამრთელობის პრობლემა არ მქონია და ვფიქრობ არც აწი მექნება.
-აწი ყოველი დღე პრობლემებით სავსე გექნება, ამ 37 ზარის უპასუხოდ დატოვებისთვის ჯოჯოხეთს გამოივლი. იაკო გაბრიელს მიუბრუნდა და უნდოდა დალაპარაკებოდა, მაგრამ გაბრიელმა შეხედა და უთხრა.
-უკაც.......................
-თქვენც დაისჯებით. იაკო გაჩუმდა და მერე ისტერიკული სიცილი აუტყდა, გაბრიელმა ჯერ იაკოს უყურა, შემდეგ მონიკას მათ სიცილზე თავადაც უნდოდა გაცინება, მაგრამ თავი შეიკავა გაგო კი მოშორებით იდგა და იცინოდა, შემდეგ ტელეფონზე გადარეკა და სიცილით თქვა.
-სად ხართ აქამდე.
-მოვედით, მოვედით უკვე აქ ვართ. რესტორანში პოლიციის შემოსვლა შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ჩოჩქოლი შეიქნა, გაბრიელმა კი ხმამაღლა განაცხადა.
-ხელს არ შეგიშლით მეგობრებო, დღეს ამ რესტორანში ორი დამნაშავე შემოვიდა,საშიში დამნაშავე ანგელოზის სახით ჩვენ მათ უხმოდ გავიყვანთ რესტორნიდან თქვენ კი მშვიდად გააგრძელეთ ვახშმობა. მეზობელი მაგიდიდან გაგომ ახალგაზრდა მამაკაცის სიტყვები გაიგონა.
-მათზე ვიყავი ჩასაფრებული და ველოდებოდი როდის გავიდოდნენ რესტორნიდან, მათ კი პოლიციის ჯგუფი დაესხათ თავს.
-გაგვიმართლდა მათ რომ არ შევუერთდით.
-აქედან გაყვანა მომესწრო და მერე ვერავინ ვერ მოგვაგნებდა, ამაღამ კარგად გავერთობოდით. გაგომ ვეღარ მოითმინა და უკნიდან დაეტაკა უცნობ მამაკაცს.
-ვინ გგონია შენი თავი, განა ისინი მართლა დამნაშავეები არიან ის ქერა ჩემი დაა .
-შენ ვინ ხარ.
-ვინ ვარ? გაჩვენებ ვინც ვარ შენი.................... გაგომ  მამაკაცს თავში წაავლო ხელი და მაგიდაზე დაადებინა.
-ასე ესხმი თავს უსუსურ ქალებს, ამ წუთში გადაგიყვან განყოფილებაში და იქ აგაჭიკჭიკებ.
-არა,არა მაპატიე...................................
-შეეშვი. უთხრა გაბრიელმა გაგოს და თავად მონიკას ნაროშნიკები დაადო ხელებზე.მონიკამ იაკოს შეხედა და სიცილით უთხრა.
-დამაპატიმრა პითონმა და მივყავარ. იაკოს გაგომ დაადო ნაროშნიკები და მონიკას გვერდით ამოუყენა, ოთომ და ნიკომ თანხა გადაიხადა და ნოდარიმ მორიდებით შეეკითხა.
-ბიჭებო ის გოგონები მართლა დამნაშავეები არიან?
-სიყვარულმა იფეთქა ძია, სიყვარულმა. თქვა ნიკომ სიცილით და  რესტორანი დატოვა.
-გაგო განყფილებაში ორივე.
-კარგი რა მხოლოდ დალიეს და ამის გამო?
-მხოლოდ ამის გამო არა ძვირფასო, მთელი საღამო ჩემს ლანძღვაში იყო ორივე, ამიტომ ხვალ ორივეს პასუხს მოვთხოვ.
-მონიკა ერთ კამერაში ვიქნებით? უთხრა სიცილით იაკომ მონიკას და გაგოს მორჩილი ბავშვივით მიყვებოდა,მის სიცილზე კი ყველა იცინოდა. 
-არ ვიცი, ნაცნობობით იქნებ მოვხვდეთ ერთად.
-ფრთხილად იყავი კამერაშიც არ შემოსრიალდეს პითონი თორემ იქ ძალიან ძნელია თავი დაიცვა.
-ერთად ვიქნებით და ორივეს ვერ მოგვერევა,პითონს იქით დავგუდავთ.მონიკა და იაკო  პოლიციის ექსკორდით მიიყვანეს განყოფილებაში,ავთანდილი კი ნერვიულად გადი გამოდიოდა სახლში და საათზე იხედებოდა, მონიკა არ ბრუნდებოდა. დაიღალა,დივანზე დაჯდა და ფიქრებში წასულს ჩაეძინა,ძალიან გვიან იყო რომ გაეღვიძა ნახა და მონიკა ისევ არ იყო მოსული. ღრმა და ყრუ შუაღამე იყო უკვე დამდგარი,იდგა და ფიქრობდა.
-დრო, სად გამეპარა დრო. ფანჯარასთან მივიდა და  მძინარე ქალაქს გადახედა სიმაღლიდან, შემდეგ ძირს ჩაიხედა, მაგრამ მონიკას მანქანა იქ არ იყო, შუბლზე ხელი მოისვა და  ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.
-ბიჭი მაინც იყო შვილო ასე გვიან რომ ხარ გარეთ,სად ხარ ვიცოდე მაინც. სამყაროს ძინავს მშვიდად მე კი სულის სიღრმეში ტკივილი მაქვს, წივის სული რომ დედაშენმა ასე ადრე მიგვატოვა. თანდათან ნაცრისფერი გახდა ცა და ნელა-ნელა ინათა კიდეც, ვეღარ მოითმინა და გაბრიელს დაურეკა.
-გისმენთ კომისარო.
-გაბრიელ შვილო მონიკა არ დაბრუნებულა, ვნერვიულობ.
-მონიკა ჩემთან ერთად არის კომისარო, ხომ იცოდით ერთად ვმორიგეობდით.
-მორიგეობდით, პოსტზე იყავით წუხელ?
-დიახ კომისარო, მაგრამ მონიკას ჩაეძინა და აღარ გავაღვიძე.
-კარგი შვილო. დამშვიდდა კომისარი გაბრიელმა კი ტელეფონი გათიშა და მონიკას გაბრაზებულმა შეხედა.
-რას მიყურებ, გაბრაზებული ხარ? არ გიხდება პითონ გაბრაზება.
-ცხოვრებაში ტყუილი არ მითქვამს და შენს გამო დღეს ესეც გავაკეთე, ამიტომ დასჯილი ხარ და კომისარის მოსვლამდე აქ იქნები.
-მაგრამ მე.........
-არც იფიქრო თავი შემაცოდო და აქედან გაგიშვა. მონიკას ჩაეცინა ახლოს მივიდა გაბრიელთან და თვალებში ჩააშტერდა, გაბრიელმა კი წყნარად უთხრა.
-მონიკა კამერაში შედი.
-რაო დავიბენით და ხმა ჩაუწყდა პითონს?
-მონიკა................................................
-მონიკა,მონიკა,მონიკა. მონიკა ძალიან ახლოს დადგა გაბრიელთან ტუჩებზე მიადო თითი და უთხრა.
-შუუუუუუუუუ, სასჯელი? 
-რა სასჯელი. დაიბნა გაბრიელი.
-მოიფიქრე სასჯელი თუ როგორ უნდა დამსაჯოს პითონმა. გაბრიელმა ჩაიცინა ყურზე თმა გადაუწია და თან ყურში უჩურჩულა.
-ნუ იჩქარებ გაიგო ჩემი სასჯელი რა იქნება მაგის დროც მოვა, მაგრამ სანამ სასჯელს გამოგიტან ჯოჯოხეთი უნდა გაიარო, ჩემი ჯოჯოხეთი მონიკა.
-სსსსსსსს, როგორ ვერ ვიტან როცა პითონი სისინობს, რადგან სწორედ მაშინ ხდება ის საშიში. თქვა მონიკამ თავის თითს აკოცა და გაბრიელს ტუჩებზე მიადო, გაბრიელმა კი ხელი დაუჭირა და ნელა-ნელა კამერაშიც შეიყვანა, კარი გადაკეტა და წავიდა მონიკა და იაკო მარტო დარჩა, იაკომ შეხედა მონიკას და უთხრა.
-გიყვარს შენ შენი პითონი მონიკა.
-არ მიყვარს, ის ხომ პითონია და პითონი არავის უყვარს მისი ეშინიათ.
-გულში ჩაიხედე და გაზომე შენივე სულის სიღრმე, მაგრამ შენში დემონია ჩასახლებული, უნდა გამოუშვა დემონი და სულს ჰარმონიის საშუალება მისცე.
-ნუ გამოიტან ნაჩქარებ დასკვნებს, ჯერ ყველაფერი წინ არის და ბევრი რამე გასარკვევია. ორივეს ჩაეძინა ერთმანეთზე თავმიდებულებს და მათ გაგომ თხელი პლედი გადააფარა.
-აქ რას აკეთებ. უთხრა გაბრიელმა და ჩაძინებულებს შეხედა, თავი გააქნია და ჩაეცინა შემდეგ კი წავიდა და რამდენიმე წუთში ჩანთით დაბრუნდა რომელიც კამერაში შეიტანა, ოთოს პატარა მაგიდა მოატანინა და წიწაკის, კომბოსტოს და პრასის მწნილი ლამაზად დაალაგა მაგიდაზე, პურიც არ დავიწყებია და მინერალური წყალიც. კამერა დაკეტა და წავიდა, იაკო შეინძრა თვალი არც ჰქონდა გახელილი კამერაში დატრიალებული მწნილის სასიამოვნო სურნელი ღრმად რომ შეისუნთქა,თვალი გაახილა და გაწყობილ მაგიდას შეხედა ,თვალები დაჭყიტა და მონიკას ხელი კრა.
-რა არ გასვენებს, დამაძინე.
-რა დროს ძილია, მონიკა გაიღვიძე.
-5 წუთი კიდევ რა.
-გაიღვიძე გოგო სად ხარ შენს საწოლში გგონია თავი?
-მალე,სულ მალე..................
-მონიკა ნახე აქ რა არის
-რა არის, რა არის, რა არ გასვენებს. თქვა მონიკამ და გაშლილ მაგიდას შეხედა
-ეს ვინ მოიტანა ან სად ვართ, კამერაში? ვაიმე მამა, ჩემი ტელეფონი სად არის.
-ახლა გაგახსენდა მამა? მონიკას წინ კომისარი იდგა და შვილს სევდით სავსე თვალებით უყურებდა.
-მამა, მამიკო მე.........................
-დილა მშვიდობის ლოთებო, დილიდან გაშლილი გაქვთ მაგიდა და ეს როგორ შეიძლება მაგიდაზე ღვინო არ დევს. გაბრიელ, ოთო, ლუკა სირცხვილი სულ დაკარგეთ?
-ვინ უთხრა კომისარს რომ მონიკა კამერაში იყო. იკითხა გაბრიელმა და გაგოს შეხედა.
-არ ვიცი, მოვიდა თუ არა მონიკას სანახავად წავიდა, ვიფიქრე შენ თუ უთხარი.
-გაგიჟდი?  დავურეკავდი კომისარს და ვეტყოდი თქვენი ქალიშვილი კამერაში ჩავკეტეთქო?
-ვის უნდა ეთქვა. თქვა გაგომ და ყველას ეჭვის თვალით უყურებდა და შეხედა როგორ ირონიით იცინოდა მათი ერთი თანამშრომელი ნათია ბოკერია,რომელიც შეტრფოდა გაბრიელს მაგრამ გაბრიელი მას  ყურადღებას არც აქცევდა,დაინახა თუ არა მონიკაში კონკურენტი მტრად მოეკიდა. გაგომ გაბრიელს შეხედა და უთხრა.
-ნათია,...................
-რა ნათია, რას ამბობ.
-ბოკერიამ დაურეკა კომისარს.
-როგორ მიხვდი, დარწმუნებული ხარ? 
-მოვიდა თუ არა კომისარი თვითკმაყოფილება აესახა სახეზე და მას შემდეგ კარგ ხასიათზეა.
-კარგი მე მივხედავ მას, არაფერი შეიმჩნიო. უთხრა ბიძაშვილს და კომისართან მივიდა.
-ბატონო კომისარო ასე ადრე არ გელოდით.
-არც მე არ ველოდი აქ ჩემი შვილის ნახვას, მაგრამ ჩემი ადრე მოსვლის მიზეზიც ეს იყო მონიკა აქ მენახა.
-კომისარო..........................
-გაბრიელ ამ დილას ჩემს ტელეფონში შემოსულმა ზარმა და ჩემი შვილის ამ ადგილზე ნახვამ მე 10 წლის სიცოცხლე წამართვა.
-ბოდიში კომისარო,ცოტა ზედმეტი მოგვივიდა წუხელ ახალი თანამშრომლის მოსვლა ავღნიშნეთ და ყველამ აქ გავათენეთ ღამე, ხედავთ მაგიდაც არ აგვილაგებია.
-გაბრიელ შემომხედე იმ ასაკში ვარ რომ მოვტყუვდები? ბავშვი გგონივარ?
-არა, ეს არც მიფიქრია.
-დამშვიდდი არ გსაყვედურობ, კარგია რომ აქ გამოკეტე ორივე, იქნებ დაფიქრდნენ და ჭკუა აწი მაინც ისწავლონ. კომისარმა კამერა დატოვა და მონიკამ გაბრიელს ისეთი თვალებით შეხედა, გაბრიელს სიკვდილი ერჩია იმ გამოხედვას, მაგრამ უთხრა.
-ვიპოვი ვინც დაურეკა კომისარს და შენთან ერთად მოვთხოვ პასუხს, ახლა კი თქვენი ნებართვით დაგტოვებთ და ნაბახუსევზე მწნილი მიირთვით, გესიამოვნებათ. გაბრიელი შებრუნდა და მონიკამ შეაჩერა.
-ერთი პირობით გაპატიებ ჩემს აქ გამოკეტვას. გაბრიელს გაეცინა და მისმა სიცილმა მონიკა დააბნია, მაგრამ ამაყად იდგა გაბრიელის წინ.
-პირობებს შენ აქ არ აყენებ, მაგრამ მოგისმენ და თქვი რა პირობა გაქვს.
-მე და იაკო ერთად ვსწავლობდით,ისიც უმუშევარია და მინდა აქ იმუშაოს ჩემთან ერთად.
-ორი ლოთი ამხელა განყოფილებაში, არ ფიქრობ რომ ეს მეტისმეტია?
-არ უნდა მეთხოვა, ვიცოდი რომ არ გაითვალისწინებდი მაგრამ მაინც გითხარი.
-შევეცდები, თუ კადრი გვჭირდება ავიყვანთ თუ უახლეს დღეებში ან კვირეებში ვინმე წავა.............................
-მიდის ვინმე, გაქვს ინფორმაცია?
-ჯერ უნდა გადავამოწმო, უნდა დავრწმუნდე შემდეგ გეტყვი.
-ესე იგი იმედი მქონდეს?  ისევ აუციმციმდა მონიკას თვალებში ეშმაკები და ისევ ისე გამხიარულდა გაბრიელს რომ აჯადოებდა მისი ბავშურობით.
-მე წავალ, კომისარს უნდა დაველაპარაკო თქვენ მიირთვით, ღვინის ნასვამზე მჟავე მწნილი. გაბრიელი წავიდა კომისართან და გოგოებთან გაგო შევიდა.
-გამარჯობათ ძმებო.
-მოდი,მოდი ამ პუმარილზე რომ დასალევი არ გვაქვს აფსუს სად არის ახლა წითელი ღვინო? თქვა მონიკამ და იაკომ გაოცებულმა თქვა.
-მგელს სახარებას უკითხავდნენ და ის მაინც ცხვრისკენ გარბოდაო, სწორედ ასეა შენი საქმე. გაგოს გაეცინა და თქვა.
-თქვენზეა ნათქვამი ქეიფს ვიწყებ დილიდანო.
-მარტო მწნილს ვჭამ კუჭს ამატკივებს სადაა ღვინო რომ გაანეიტრალოს ეს სიმჟავე.
-ჩავარტყათ თითო-თითო? იკითხა გაგომ და პიჯაკიდან კონიაკის ბოთლი ამოაძვრინა.
-აუ ძმა ხარ, ჭიქა რომ არ გვაქვს?
-არ გვინდა ჭიქა ყველამ მოვსვათ და ყელში რაკრაკით ჩავა,საკაიფოა. თქვა გაგომ მაგრამ მონიკამ უთხრა.
-გაგო ნამდვილად დაგვხოცავს პითონი.
-დილეგშიც რომ ჩამაგდოს გავუძლებ, მაგრამ აქედან ახლა ასე მშრალი ვერ გავალთ. სამივე კარგ ხასიათზე დადგა, მაგრამ გაგო ხშირად იხედებოდა კამერიდან რომ გაბრიელი უცებ არ დადგომოდათ თავზე.
-ვიმღეროთ?
-არა,რა იმღერო გაგიჟდი? 
-მაშინ აქვე წამოვწვები და ძილს შევიბრუნებ. მონიკა იქვე მიწვა, იაკო გვერდით მიუწვა და გაგოც კარგ ხასიათზე დადგა, გაბრიელი და ნიკო კი კომისარის კაბინეტში იყვნენ და საუბრობდნენ.
-გაუშვი დაპატიმრებულები?
-ჯერ არა, აქედან გავალ და გავუშვებ.
-კარგი,გისმენთ რა მნიშვნელოვანი საქმეა რომ არ მოიცდის.
-კომისარო ერთი მოხუცია რომელსაც სამი წლის წინ მოუკლეს შვილიშვილი და მკვლელი დღემდე თავისუფალია, სამართალი ვერ იპოვა.
-მიმართა ვინმე კონპედენტურ პირს?
-მიმართა მაგრამ ყველასგან მხოლოდ დუმილია, სიმართლეს მოხუცს არავინ ეუბნება.
-გაბრიელ დაიბარე და დაელაპარაკე, მოვუსმინოთ და შემდეგ დავფიქრდეთ.
-გასაგებია დღეს დაველაპარაკები და შემდეგ თქვენთან ერთად განვიხილავთ საქმის დეტალებზე.
-წამოდი ახლა დაკავებულები ვნახოთ,იმედია უკვე გამოფხიზლებულები არიან. მონიკა და იაკო მარტო დარჩნენ და იაკომ გაუღიმა მონიკას.
-მონიკა ძალიან კარგი ტიპია გაბრიელი.
-ხოოოო, მოგეწონა?
-შენ კი თქვი ბევრი არაფერიო, მაგრამ სცდები.
-გაჩუქებ, გინდა გაჩუქო?
-მონიკა......................
-პითონი, ჩემი პითონი მე მას ვერ შეველევი.
-მონიკა ყველაზე კარგი ამ ქვეყნად ორთა ერთიანობაა და სიყვარუი აღტაცების გაუხუნარი სიმბოლოა. შენ ის გიყვარს და ძალან გიყვარს, არც კი გაბედო უარყოფა.
-არ ვუარყოფ, მაგრამ არც კი ვიცი როგორ მოხდა და ის ჩემში როდის შემოვიდფა.
-პირველივე შეხვედრისას, სწორედ ამას ჰქვია ერთი ნახვით შეყვარება.
-იაკო იცი რომ ახლა ცუდად ვარ?
-რატომ, რა გჭირს დავუძახო ვინმეს? შეშინებული უყურებდა იაკო მონიკას.
-ეს ტანისამოსი თუ არ გამოვიცვალე მგონია რომ ვყარვარ, ჩემი თავი მეზიზღება.
-წახვალ და გამოიცვლი, შემდეგ კი ისევ აქ დაბრუნდები.მოესმა ავთანდილის ხმა და ფეხზე წამოდგა, მაგრამ დაბორძიკდა და იაკოს ჩაეჭიდა.ავთანდილმა შეხედა მონიკას ფერი არ მოეწონა და შეშფოთებულმა კითხა.
-შვილო კარგად ხარ?
-კარგად ვარ, აქედან გავალ და უფრო კარგად ვიქნები.
-კარგი წადი, მაგრამ გაბრიელი წაგიყვანს და მოგიყვანს.
-მამა ზედმეტებში ხომ არ გადადიხარ.
-რატომ?
-რად მინდა გაბრიელის წაყვანა, უნდა დავიბანო და უნდა გამოვიცვალო.
-წადი, კიდევ თუ რამეს მეტყვი ხვალ დილამდე აქ იქნები და არსადაც არ წახვალ. იმის შიშით აქ არ დამტოვოსო გაბრიელს კრა ხელი და კამერა დატოვა, მაგრამ იაკო გაახსენდა და უკან მობრუნდა.
-მოგეწონა ეს ადგილი და ვერ ეთმობი თუ რატომ დაბრუნდი.
-იაკო,იაკოს არ უშვებთ?
-ორი ლოტი ერთმანეთს ვერ თმობს. ჩაილაპარაკა ავთანდილმა და უკან ხელებ-შემოწყობილმა დატოვა კამერა.იაკო გაგომ წაიყვანა, გაბრიელმა მონიკას შეხედა და უთხრა.
-სად გქონდათ დასალევი.
-რა დასალევი.
-დასალევი რომელიც კამერაში დალიეთ.
-სად გვქონდა, წუხანდელი სიმთვრალეა.
-კითხვას შევაბრუნებ, მონიკა დასალევი ვინ შემოგიტანათ.
-მოგელანდა და რაღაცას ბოდიალობ.
-მონიკა დილიდან დასპირტული ხარ, გგონია ვერ მივხვდი?
-როგორ მიხვდი.
-პირველი, სპირტის სუნათ ყარხარ და მეორე, თვალები ელამივით გაგირბის.
-იქნებ ვარ ელამი და ახლა შემამჩნიე.
-ვინ შემოგიტანათ დასალევი, ხომ იცი მაინც გავიგებ.
-ვერაფერსაც ვერ გაიგებ, დღეს როგორ დავლევდით წუხანდელია რატომ არ გესმის.
-ბოლო სადღეგრძელო რა დალიე,ეს ხომ არა ეს იმ დილას გაუმარჯოს დაღამებას რომ ვნატრობთ და იმ ღამეს გაუმარჯოს რომელიც არ გვინდა მალე გათენდესო? რატომ ხარ ჩუმად, პითონის სისინის გეშინია? გაბრიელი მონიკას ნერვებზე თამაშობდა, მონიკა კი ჩუმად იყო და ჩაეძინა, მაგრამ გაბრიელმა ხელი კრა და გააღვიძა.
-ცხოველო.
-ჩაგეძინა და მოვედით სახლში.მონიკა მანქანიდან გადახტა და გაბრიელს შეასწრო ბინაში, კარებთან მყოფ გაბრიელს მიუბრუნდა და უთხრა.
-სამზარეულოშია ყველაფერი და  ყავა თავად მოიმზადე.
-რა სტუმართ მოყვარეობაა. ჩაუსისინა გაბრიელმა და სამზარეულოში გავიდა, მაგრამ მონიკას მიაძახა.
-არ დააგვიანო, თორემ იცოდე არც დავფიქრდები ისე შემოვალ საძინებელში და იქ თუ არ იქნები არც სააბაზანოს ავუვლი გვერდს.
-ვიცი რომ მაგას გააკეთებ, ცივსისხლიანი მანიაკი ტყუილად გქვია? უთხრა და თავის საძინებელში შევიდა,საჩქაროდ გადმოალაგა ტანისამოსი, საცვლები, მაგრამ რაც უფრო ჩქარობდა მით უფრო აგვიანებდა და როცა ცხელი წყლის ქვეშ დადგა მოეშვა.
-აი ესაა ცხოვრება, იმდენად სასიამოვნო იყო ცხელი წყალი მისთვის გაითიშა  წუთიერად და თითქოს სულ სხვა სამყაროში გადავიდა, მაგრამ გამოფხიზლდა და სასწრაფოდ გავიდა სააბაზანოდან, საცვლები ჩაიცვა და საძინებვლის კარიც გაიღო.
-რას აკეთებ, რამდენიმე წუთი მოცდა არ შეგიძლია თუ ჯარში ვართ საათზე რომ იხედები. გაბრიელი მიუახლოვდა მონიკას წელზე ხელი შემოხვია და ჩურჩულით, მაგრამ ვნება მორეული ხმით უთხრა.
-რას დამალავ ისეთს რაც ნახული არ მაქვს, მაგრამ სიმართლე გითხრა შენზე დიდი ხანია რომ ვფიქრობ, გეძებდი და გიპოვე კიდეც. არ შემეკითხები რატომ გეძებდი? მენატრებოდი, მონიკა ძალიან მენატრებოდი.
-მე შენ ვერ გიტან, წუხელს შემდეგ უფრო ვერ გიტან და უფრო მძაფრად მძულხარ, იცი რატომ?
-რატომ, მითხარი რატომ გეზიზღები და გძულვარ ასე ძალიან.
-მეზიზღები რომ არსებობ, მეზიზღები რომ გადაკვეთე ჩემი გზა და წინ დამხვდი, მეზიზღები რომ კამერაში ჩამკეტე და მეზიზღები............................. გაბრიელმა ზედ ბაგეებზე დასჩურჩულა.
-გაჩუმდი აღარ გააგრძელო, რადგან შენს თვალებში სულ სხვა გრძნობას ვხედავ, მაგრამ ამაზე შემდეგ ახლა ჩაიცვი ასეთ მდგომარეობაში ორი კვირის წინაც გნახე. მონიკა ხმას ვერ იღებდა და ვერც ადგილიდან იძროდა და მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა გამოკვეთილად.
-მძულხარ.
-ვიცი და უნდა გითხრა მეც ისევე მძულხარ როგორც შენ გძულვარ.
-მე, მე, მე...................... გაბრიელმა მაგრად შემოხვია მკლავები და  მონიკას შიშველი სხეული თავის სხეულზე აიკრა და რომ მიხვდა მონიკა მის მკლავებში მოეშვა თავი ააწევინა ტუჩებზე თითქმის არც შეეხო ისე უთხრა.
-გამოფხიზლდი, შეხვედრა გვაქვს და ჩვენ გველოდებიან. ადგილზე გაიყინა,იქვე საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და თავი ჩაქინდრა, მიხვდა რომ არ სციოდა, მაგრამ ერთიანად ცახცახებდა მისი ყველა ნერვიული სისტემა უმაღლეს ძაბვს განიცდიდა და ხმას ვერ იღებდა იჯდა ჩუმად ჩაფიქრებული.რეალობას თვალებში ჩახედა და ცდილობდა ეს ყველაფერი თავის სულში დაემარხა. დამცირებულად და დამძიმებულად გრძნობდა თავს, წამი და წუთები უსასრულოდ გაიწელა,როგირც იქნა ჩაიცვა და სიტყვის უთქმელად და უხმოდ გაიარა გაბრიელის წინ რომელმაც თვალი გააყოლა და ღიმილით გაყვა უკან. უხმოდ გაიარეს გზა განყოფილებამდე მონიკას ჯერ კიდევ ყურში გაბრიელის ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები ესმოდა, მის ძლიერ ხელებს და გრძელ თითებს გრძნობდა მთელ ტანზე, სახეზე, თმაზე და ნერვებმა უმტყუნა თავი ვერ მოთოკა და თავის მაგიდაზე დადებული საქაღალდე კედელს მიანარცხა. მარტო იყო კაბინეტში და ნერვიულად გადი გამოდიოდა. ვერ მოთოკა ნერვები,ვერ აიტანა ის რომ მისი სუსტი წერტილი მიაგნო ვიღაცამ და მის მწვანე თვალებში ცრემლი გაჩნდა, არ უნდოდა ვინმეს ასეთი მონიკა ენახა და ჩურჩულით თქვა.
-დაღი უნდა დამედო შენთვის სარკეში ჩახედვისას ყოველ დღე რომ გაგხსენებოდა ვინ და რატომ დაგადო ეს დაღი.
-მონიკა მარტო ხარ? კაბინეტში გაგო შემოვიდა და გაოცებუი უყურებდა ძირს მიმობნეულ ფურცლებს,მონიკას მიუახლოვდა და მხარზე შეეხო.
-მონიკა მეგობარო შენ ტირი?
-არა,არა კარგად ვარ. გარეთ სამყარო ელავს და ბობოქრობს მე რატომ უნდა ვიტირო.
-შენ ცუდად ხარ,რამე გაწუხებს?
-კარგად ვარ გაგო.
-იმ ცხოველმა გაწყენინა? არ არის ცუდი,კარგი გული აქვს ეს შენთან არის ასეთი.
-ვიცი და ახლა რომ გავიცინო ალბად გიჟი გეგონები, არადა საფეთქლებში ვიღაც ისე ძლიერ მიჭერს ხელს,შემდეგ მიშვებს მაგრამ გულთან მიდის და სისხლის წვეთები გარეთ იწყებს დენას.გაგომ ხელი მიადო მონიკას შუბლზე და თქვა.
-შენ ცხელი ხარ,მონიკა მაღალი სიცხე გაქვს.
-უნდა ჩავაქრო, უნდა ჩავაქრო ამ ცეცხლმა არ უნდა დამწვას. ხელი შუბლზე მიიდო თავადაც და მიხვდა რომ მალე წაიქცეოდა, მეორე ხელით ფანჯრის რაფას დაეყრდნო მაგრამ თითქოს მიწა გამოეცალა ფეხებიდან, მუხლებმაც უმტყუნა და ძირს იწყო ვარდნა და გონება გათიშული კაბინეტში შემოსული გაბრიელის მკლავებში ჩავარდა რომელიც იმ წუთში შემოვიდა და გაოცებული უცქერდა გაგოს.
-რა მოხდა, რა მოუვიდა.
-სიცხე აქვს მაღალი და ბოდავს.უთხრა გაგომ და იქვე დივანზე დააწვინა.
-უნდა ჩავაქრო, ეს ცეცხლი უნდა ჩავაქრო გულს რომ მიწვავს სიგარეტის ალივით რომ ბჟუტავს.
-რა გაუკეთე, რა უთხარი ასე რომ ინერვიულა. რა გემართება, რატომ ხარ მონიკას მიმართ სასტიკი და დაუნდობელი. გაბრაზდა გაგო და გაბრიელს გაბრაზებული უყურებდა. ნელა-ნელა გონს მოვიდა, თვალებზე ბინდი გადაეწმინდა გაგოს გაუღიმა, მაგრამ გაბრიელის თვალებში შიში დაინახა და გულში გაიფიქრა.
-პითონს გული ჰქონია. გაბრიელმა კი მონიკასთან ჩაიმუხლა და მზრუნველი ხმით კითხა.
-როგორ ხარ.
-რა იფიქრე, კვდებაო?.
-ეს მეორედ არ გაიმეორო,ეს რა კითხვაა მონიკა.
-კარგად ვარ, მამამ გაიგო?
-არა, არაფერი იცის.
-კარგია. თქვა და ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
-მე გავალ და თქვენ არ დახოცოთ ერთმანეთი. გაგო გავიდა, გაბრიელი კი მონიკას ჩამოუჯდა და უთხრა.
-იცი როგორ შემაშინე?
-პითონებს არაფლის და არავის ეშინიათ.
-ეშინიათ, გული პითონსაც აქვს და სიყვარული დაკარგვის ეშინია.
-მაგრამ სიყვარუი არ იციან, უსისხლო და შეუცოდებელი არსებები არიან.
-ასე ფიქრობ?
-ასეთია სიმართლე რასაც მე ვხედავ. ეს იყო და ეს იმ დღეს მონიკა სიტყვა ვერ დააცდენინა ვერავინ, ჩუმად იყო გაბრიელი თუ რამეს დაავალებდა უსიტყვოდ და უხმოდ ასრულებდა. წერდა, რაღაცას გამალებით წერდა და დრო და დრო გაბრიელს გახედავდა. წითელი სქელ ყდიანი რვეული ჰქონდა გვერძე გადადო, როცა წერა დაასრულა და კაბინეტი დატოვა. გაბრიელი ადგა და რვეული გადაშალა, ჯერ მონიკას ხელით ნაწერს მოეფერა თავისი თითებით და თან კითხულობდა.
      ,, დრო როცა გინდა სწრაფად გავიდეს არ გადის და რაც უფრო ახლოს ხარ მასთან მით უფრო ღრმავდება გულის იარა. მოვუყვე ვინმეს და ვის, ვინ მომისმენს, ამიტომ ყველაზე საუკეთესო გამოსავალი გრძნობების გულში ჩაკლაა. ვიტირო?  არც ტირილს აქვს აზრი როცა ადამიანი უგრძნობია,უკეთესია ჩუმად იყო. მჯერა სულ მალე კარგად ვიქნები, დღეს ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება აქედან წავალ და ყველაფერს დავივიწყებ. ვიცი გული იკვნესებს, მაგრამ ყველასთვის და მით უფრო ჩემვის ასე აჯობებს.''
-მეგონა იბრძოლებდი, შენ კი სუსტი ყოფილხარ მონიკა. რვეული ისევ დააბრუნა ადგილზე და თავადაც დაუბრუნდა თავის ადგილს,არც გაუგია მონიკა როდის დაბრუნდა ისე იყო ფიქრებში ჩაძირული, ადგა სიგარეტს მოუკიდა და ვფანჯარასთან დადგა, შემდეგ კი თქვა.
-არ გავზრდილვარ ყინულის სასახლეში, არც გულია ჩემი გაყინული და არც უგრძნობი ვარ.
-ვიცი რაზე ფიქობ, შენ გეშინია. გაოცებული შებრუნდა მონიკასკენ და კითხა.
-მეშინია? ვისი ან რისი უნდა შემეშინდეს მონიკა.
-შენივე გულის გეშინია, არ გინდა აღიარო მაგრამ შენი ცივსისხლიანიბის მიღმა და ამ ცივი სხეულის ქვეშ შენი გული მაინც თბილად ფეთქავს, მაგრამ არც მე ვარ ყინულის ჩემშიდაც ფეთქავს გული, გული რომელიც შენ დღეს დაამსხვრიე. მეც დიდი ხანია გიცნობ და მახსოვს ყველა გოგო შემოგნატროდა, მათ შორის მეც. გამიხარდა კუდეც შენი ნახვა, მაგრამ წლების შემდეგ სულ სხვა გაბრიჩიძე ვნახე, ასეთ გაბრიელს მე არ ვიცნობდი. გაბრიელს გაეცინა და მონიკას თვალი თვალში გაუყარა.
-სულ მახსენდებოდა გაშლილი სწორი თმები, წლები გაინავა ჩვენს შორის და გაფრინდა. მე გავუშვი ის წლები უპასუხოდ მონიკა.
-რა,რა,რატომ უპასუხოდ.
-რაც უფრო წამოიზარდე შენამდე მოსასვლელი გზა ძალიან რთული გახდა, იცი რატომ? მონიკა მე შენს გაზრდას ველოდი და რაც უფრო დაგშორდი დროც ძალიან სწრაფად გავიდა. გაბრიელის გამჭოლი და ცოტათი მკაცრი მზერა, უზარმაზარ სიამაყეს აფრქვევდნენ იმ წუთებში და ამ მზერის მიღმა იყო რაღაც, მონიკა თვალებში არ უყურებდა, მაგრამ გრძნობდა რომ ამ კლდესავით ადამიანშიც შეეღწია სიყვარულს და ტანში გასცრა,ააცახცახა, მაგრამ ის გაბრიელის მიღმა ამაყად იდგა და კარზე კაკუნის ხმამ ორივე დააბრუნა რეალურ სამყაროში.








№1 სტუმარი სტუმარი მია15

კარგი იყო.მომეწონა.მართლაც კარგად წერ და შესანიშნავი ისტორია.ველი შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი სტუმარი Eteri

Dzalian sainteresoa mzia hemdegi rodisss velodebi

 


№3  offline წევრი თათია-თათა

როგორ მაინტერესებს რა იქნებაა:) მალე დადებ ხომ შემდეგს?

 


№4  offline მოდერი zia-maria

თათია-თათა
როგორ მაინტერესებს რა იქნებაა:) მალე დადებ ხომ შემდეგს?

heart_eyes დღეს ვერ მოვახერხებ საყვარელო, ხვალისთვის დავდებ აუცილებლად. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№5 სტუმარი სტუმარი ელისო

დახვეწა და დალაგება უნდა პერსონაჟებს თანაც როგორ პერსონაჟებს. პოლიციას ასეთი ცანცარა თანამშრომლები არ უხდება ზედაპირულია.წარმატებებს გიდურვებთ.

 


№6 სტუმარი სტუმარი ნათია

სტუმარი ელისო
დახვეწა და დალაგება უნდა პერსონაჟებს თანაც როგორ პერსონაჟებს. პოლიციას ასეთი ცანცარა თანამშრომლები არ უხდება ზედაპირულია.წარმატებებს გიდურვებთ.

????????????????

[quote=სტუმარი ნათია][quote=სტუმარი ელისო]დახვეწა და დალაგება უნდა პერსონაჟებს თანაც როგორ პერსონაჟებს. პოლიციას ასეთი ცანცარა [/quote]ნამდვილად

 


№7  offline წევრი naniko mindia

Kargad wer dzalian miyvars sheni istoriebi, veli shemdegs moutmenlat, warmatebebi ❤️❤️
--------------------
lomidze

 


№8 სტუმარი Life is beautiful

კარგი იყო... მაგრამ დამაკლდა ცოტა უნდა განავრცო კი არ უნდა გაწელო განაგჳრცო... არ ვიცი მაგვედრებ თუ არა რას ვგულისხმობ მაგრამ უნდა შთაბერო სული, ხორცი შეასხა და უფრო კარგი გამოვა.. თუმცა მე მაინც მომწონს<3

 


№9  offline წევრი თიკოია

მომწოონს <3 შემდეგ თავს როდის დადებ?

 


№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე საოცარი ემოციებით სავსე მადლობა წარტებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent