უკანასკნელი კოცნა (8 თავი)
Ოთახში შევედი, ჩემოდანი გამოვიღე კარადიდან და ჩემი ნივთების ჩალაგება დავიწყე, გაცოფებული დედაჩემი შემომივარდა ოთახში და ნივთები ამომიყარა -რას აკეთებ?-მიყვირა გაცეცხლებულმა -ჩემს ნივთებს ვალაგებ-ვუთხარი მშვიდად -ვხედავ რომ ალაგებ -თიკასთან მივდივარ ქუთაისში, ცოტახანს მარტოყოფნა მჭირდება-ვუთხარი მშვიდად და დედაჩემის მიერ ამოყრილი ნივთები ისევ ჩემოდანში ჩავტენე -მაინც იმას აკეთებ რაც გინდა! -დედა თავი დამანებე -ვახოს დანახვისას ასეთი თავდაჯერებული არ იყავი-ამის გაგონებაზე საერთოდ გავგიჟდი, სასწრაფოდ შევკარი ჩემოდანი, ჩანთას დავავლე ხელი და სახლიდან გამოვიქეცი. ბევრი ვიფიქრე მივსულიყავი თუ არა მამაჩემთან ანას სანახავად, მაგრამ საბოლოოდ გადავყვიტე რომ ჯობდა დაუმშვიდობებლად წავსულიყავი ასე უფრო მშვიდად იქნებოდა ანა, ამიტომ პირდაპირ ქუთაისისაკენ ავიღე გეზი. -მარიამ-იკივლა თიკამ კარის გაღებისას და ისე ძლიერად ჩამეხუტა მეგონა დამახრჩობდა -როგორც იქნა ჩამოხვედი-მითხრა აღფრთოვანებულმა და სახლში შემიყვანა -ძალიან მომენატრე-ვუთხარი მოწყენილმა -მეც ძალიან მომენატრე-კიდევ ჩამეხუტა და მეც მაგრად ჩავეხუტე თან ცრემლები მომეძალა-არ გაბედო და არ იტირო!-მითხრა მკაცრად -კარგი კარგი-დამშვიდება ვცადე -მოდი დაჯექი-სკამი გამომიწია და მაგიდასთან დამსვა, შემდეგ კონიაკი და ორი ჭიქა გამოიღო კარადიდან, ჭიქებში დაასხა და გამომიწოდა -ახლა შენ მარტო ეს თუ გიშველის-მითხრა სიცილით და ერთი მოყუდებით დალია პირამდე სავსე ჭიქიდან მჟავე სითხე, არც მე ჩამოვრჩი და ლოთივით გადავკარი -თელავი არ გენატრება ხოლმე?-ვუთხარი ჩაფიქრებულმა -მენატრება, როგორ არ მენატრება, იქ გავიზარდეთ ბიძაშვილები, ერთი ოჯახი ვიყავით... -მერე მამა მიგვატოვა...-ამოვთქვი მე და ცრემლები მომეძალა -ბედის ირონიაა არა? ბიძაჩემმა ქალის გამო თქვენ მიგატოვათ, მამაჩემმა ჩვენ ფულის გამო მიგვატოვა... -რომ კითხო ძმებს არ მიუტოვებივართ-ვთქვი გაბრაზებულმა -მათ რა იციან რას ნიშნავს როცა მიტოვებული ბავშვი ხარ! ისინი ბედნიერ ოჯახში გაიზარდნენ! -თიკა დღემდე ვერ ვიჯერებ რომ ეს ყველაფერი რეალობაა, რომ ჩვენ ყველას ამის გადატანა მოგვიხდᲐ -გახსოვს რამდენს ვტიროდით მე შენ და ნათია დედაჩემმა რომ გადაწყვიტა ქუთაისში დაბრუნება? -როგორ არ მახსოვს-გამეცინა მე-როგორ ვეხვეწებოდით დედაშენს რომ არ წამოსულიყავით ქუთაისში -დედამ დღემდე ვერ აპატია მამას რუსეთში წასვლა და ჩვენი მიტოვება, მაგრამ არ იმჩნევს, როცა გვეხმიანება ხოლმე მამა, დედა ისე ელაპარაკება თითქოს კარგ ძველ ნაცნობს ელაპარაკება -დედაშენი ძლიერი ქალია, ძალიან ძლიერი ყველაფრის მიუხედავად ფეხზე მყარად იდგა და ცხოვრებას განაგრძობდა, შენც ყოველთვის გვერდით გედგა -ხო ასეა, დედას დამსახურებაა რომ მე შემდგარი ქალი ვარ, მაგრამ დედას მშობლები და ძმა გვერდით ედგნენ... დედაშენს კი თქვენსმეტი არავინ ჰყავდა! დედაშენს ნუ განსჯი გთხოვ, მას ბევრად მეტის გადატანა მოუწია ვიდრე დედაჩემს -არ განვსჯი და არც არაფერში ვადანაშაულებ, უბრალოდ მინდა ჩემი ესმოდეს და მხარი დამიჭიროს, მეტი არაფერი... მაგრამ ჩემი საერთოდ არ ესმის, საერთო არ უნდა რომ გამიგოს, ამიტომ სულ პრობლემები გვაქვს... -მახსოვს რა დაემართა როცა გაიგო მოწევა დაიწყე-თიკას სიცილი აუტყდა და მეც გამეცინა -როგორ დაგვალეწა თავზე მთელი სახლი -კიდევ კარგი იქ იყავი თორემ არვიცი რას მიზავდა -მოდი კიდევ დავლიოთ!-მეუბნება სიცილით და კიდევს ასხავს ჭიქებში კონიაკს -რამე ხომარ გვეჭამა? ასე მალე დავთვრებით-მეუბნება სიცილით -არა არ მშია-ვუარობ სასწრაფოდ და სიგარეტს ვიღებ და ვუკიდებ -საჭმელს ოდესმე ჭაამ?-მეკითხება სერიოზული ტონით, მე თავს უარტოფის ნიშნად ვაქნევ აქეთ-იქით-მართლა ვერ ვხვდები სიგარეტით და ჰაერით როგორ ცოცხლობ-უკვირს და ჭიქას იყუდებს -დიდი ხანია მოწევას თავი დაანებე?-ვბრაზდები მე -უკვე ხუთი თვეა-მეუბნება ამაყად -ისევ უნდა მიგაჩვიო-გამომწვევად ვუყურებ თვალებში -შურიანო ბოროტო!-ბრაზდება თიკა მერე კი გიჟივით იცინის და მეორე ჭიქას ავლებს ხელს -თელავს გაუმარჯოს-მეც ვავლებ ჭიქას ხელს, თიკას ვუჭახუნებ და სანამ რამეს იტყვის ვსვავ -აი ეგ არუნდა გექნა-მეუბნება მკაცრი ტონით და პირდაპირ თვალებში მიყურებს -ქუთაისში ვართ ჩვენ! სიყვაეულის და ჩახუტების ქალაქში! აქანა Ქუთაისზე წინ სხვა ქალაქის სადღეგრძელო არ ისმევა! ამიტომ ორჯერ დალევ ქუთაისის სადღეგრძელოს! -მეუბნება კისკისით -არ ვარ წინააღმდეგი-ვიცინი მეც და ჭიქას ვუწვდი, ისიც ბოლომდე მივსევს და ზედიზედ როჯერ ვსვავთ ქუთეისის სადღეგრძელოს -Ისევ ისეთი გადარეული ხარ-ვუთხარი სიცილით -შენ კიდევ, ისევ ისეთი დეპრესიული-მეუბნება გაბრაზებული ტონით -რავქნა თავს არ მანებებს წარსული -იქნებ შენი ბრალია ეს ყველაფერი ამაზე არ გიფიქრია?-მითხრა მკაცრი ტონით -ანუ შენც ფიქრობ რომ ყველაფერი ჩემი ბრალია?-მეწყინა მე და მაშინვე ცრემლები მომაწვა -მარიამ იქნებ დაჯდე მშვიდად და თორნიკეს ყველაფერი აუხსნა? მოუყევი თავიდან ბოლომდე ყველაფერი, თუ დაგიჯერა დაგიჯერა, თუ არ დაგიჯერა ესეიგი არც ღირს მასთან საქმის დაჭერა -ასე მარტივი არაა იმის მოყოლა რაც მე გადავიტანე, მითუმეტეს იმ ბიჭთან ვინც ძალიან მომწონს... მითუმეტეს რომ ეს ყველაფერი მისი საუკეთესო მეგობრის გამო გადავიტანე... -აბა რას აპირებ? უნდა დაუმალო სიმართლე? როდემდე შეძლებ ამას? როდემდე შეძლებ ასე ტყუილში ცხოვრებას? -უბრალოდ ძალა არ მყოფნის... -მარიამ სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! შენ არაფერი დაგიშავებია! -ხო მაგრამ არამგონი რამდენიმე დღის გაცნობილს დამიჯეროს, მითუმეტეს რომ ის ნაგავი მისი საუკეთესო მეგობარია, მისგამო ტყვიასაც კი გადაეფარა ვახო -მარიამ მასთან ურთიერთობა გინდა თუ არა? -მინდა, მაგრამ ჯერ მზად არ ვარ რომ ყველაფერი ავუხსნა -მომისმინე დეპრესიულო ქალბატონი -ბრაზდება თიკა Და შავ თვალებს მიბრიალებს- თუ ურთიერთობა გინდა მასთან ყველაფერი მოუყევი, თუ არ შეგიძლია სიმართლის თქმა მაშინ დაშორდი! ორი არჩევანი გაქ ან ეტყვი და ურთიერთობას გააგრძელწბთ თუ ის მოისურვებს ან არ ეტყვი და ყველაფერს დაასრულებ მასთან! -მისი დაკარგვა არ მინდა -თუ არ გინდა მოუყევი ყველაფერი -დავკარგავ, არ მაპატიებს! რადგან უკვე მითხრა თუ მომატყუებ არ გაპატიებო -და ასე აპირებ მასთან ურთიერთობის გაგრძელებას? ასე უნდა დაუმალო ყველაფერი შენზე? იქამდე სანამ თავად არ გაიგებს ან რამე არ მოხდება? მერე უფრო არ გეტკინება? მერე უფრო არ გაგიჭირდება მისი დაკარგვა? მერე ხომ იცი რომ მართალ აღარ გაპატიებს! -ტვინს უარესად ნუ მირევ ისედაც თავგზა მაქ აბნეული -მარიამ ძალიან ცუდად იქცევი! ეს უკვე ეგოისტობაა! მისი დაკარგვა არ გინდა და ატყუებ! -ასე არაა! -ასეა! როგორ შეძლებ მასთან ყოფნას როცა შენს უკან ასეთი მწარე რეალობაა, ასეთი მძიმე წარსულია? -არვიცი არაფერი არ ვიცი -ის ნაგავი რადგან არაფერს უყვება ალბათ არუნდა თორნიკემ რომ მისი საქციელის შესახებ რამე გაიგოს, შენ უნდა გაბედო, დაასწრო და მოუყვე, თორემ ვახო თუ გაბედავს და შენზე პირველი ამოიღებს ხმას იცი რას იზავს? შენ დაგადანაშაულებს! ხელებს შენ შეგაწმენდს ეგ არაკაცი! მისგან არაფერი გაგიკვირდეს -ვიცი რა არაკაციცაა -ხოდა მითუმეტეს! გაბედე და ხმა ამოიღე! ეს ყველაფერი უსასრულოდ მაინც ვერ გაგრძელდება ხომ იცი არა? -ვიცი ვიცი-კონიაკის ბოთლი ავიღე და ჭიქაში დავსხი მჟავე სასმელი -ხოდა თუ იცი გაბედე! ის ნაბიჭვა.ი სახლში შემოგეჭრათ, ჩანს ეშინია, არუნდა თორნიკემ სიმართლე გაიგოს თქვენზე, არუნდა გაიგოს რა ნაძირა არაკაცია ჰყავს მეგობრად, მაგიტომ გიჟდება! მაგიტომ გამოჩნდა ისევ შენს ცხოვრებაში! სინამდვილეში არასდეოს არ ჰყვარებიხარ! რომ ჰყვარებოდი ასე არ მოგექცეოდა და მერე ასე მარტივად შენზე უარს არ უტყოდა! მამაშენი ჩივილით დაემუქრა და მაშინვე უკან დაიხია, არც კი სცადა შენთან მოსვლა, ლაპარაკი! -ახლა ასე იმიტომ იქცევა რომ ჩემი შეშინება უნდა, თითქოს ისევ აქვს ჩემს მიმართ გრძნობები და ინტერესი -ზუსტადა! უნდა რომ გეშინოდეს მისი სიყვარულის და თორნიკესთან ხმის ამოღება ვერ გაბედო! -თორნიკე მაინც მგონია რომ არ დამიჯერებს, მე ხომ ვახოსთვის არ მიჩივლია, საერთოდ არაფერი გამიკეთებია! ორჯერ მოგვადგა სახლში, მარიამი ჩემო ცოლი უნდა გახდესო, მამა დაემუქრა და მაშინვე გაჩუმდა -იმიტომ რომ ნაბიჭვა.ი არაკაცია, იმიტომ გაჩუმდა რომ შეეშინდა, იცოდა ეს ამბავი რომ გაეგო ხალხს მის ახლობლებს არ აპატიებდნენ! რადგან ცოლობაზე ვერ დაგიყოლია მოკეტა, უკან დაიხია, გაჩუმდა! -ჩემებმაც ვინმემ რამე არ გაიგოს გაჩუმება არჩიეს -სწორად მოიქეცი რომ ცოლად არ გაყევი და წინააღმდეგობა გაუწიე მასაც და ოჯახსაც -ჰო მაგრამ ხედავ? დღემდე ის გულისამრევი წარსული თავს არ მანებებს -სიმართლე მოუყევი თორნიკეს სანამ ძალიან გვიანი არაა! თუ არ დაგიჯერა და დაგშორდა ესეგი არც ყოფილა შენი ღირსი და ისისც ისეთივე ნაგავია როგორც მისი მეგობარი აწი უკვე ვაჩედ ქცეული ვახუნა! თიკას ლაპარაკმა შედეგი გამოიღო შიშები დავძლიე და გადავწყვიტე თორნიკესთვის სიმართლის თქმა! Ყველაფრის მოყოლა თავიდან ბოლომდე! Მართალია მისი დაკარგვის მეშინოდა და დარწმუნებული ვიყავი რომ დავკარგავდი მაგრამ თიკა მართალი იყო თუ არ დამიჯერებდა ჯობდა დავშორებულიყავᲘთ ახლავე, ასე უფრო ნაკლებად ვგეტკინებოდა ორივეს, ასე უფრო სწორი იქნებოდა... ჩემი გაჩუმებით და შიშებით უᲤრო გავართულებდი ყველაფერს და უფრო აიხლართებოდა ეს სიტუაცია, უᲤრო დავიტანჯებოდი და თორნიკესაც მეტად ვატკენდი გულს... მეტად გავუცრუებდი იმედებს...ეს ორი დღე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ ძალა მომეკრიბა და სიმართლე მეთქვა მისთვის! ამიტომ როცა წამოვედი ქუთაისიდან გზიდანვე თორნიკეს დავურეკე და ვუთხარი რომ თბილისში ვბრუნდებოდი, სახლში მივიდოდი მოვწესრიგდებოდი და შევხვდებოდი, ვუთხარი რომ აუცილებლად უნდა მენახა და რᲐღაც მნიშვნელოვანი მეთქვა მისთვის, ძალიან გაუხარდა რომ როგორც იქნა ვბრუნდებოდი თბილისში, მითხრა რომ მოუთმენლად ელოდა ჩემთან შეხვედრას და ახსნა-განმარტებებს, რატომ გავიქეცი ქუთაისში, სამსახურიდან რომ წამოვედი რატომ დავუმალე და მოკლედ ყველაფრი აინტერესებდა ხოდა მეც უფრო მეტი მიზეზი მქონდა რომ ძალა მომეკრიბა და მომეყოლა მისთვის ჩემი მახინჯი წარსული. ჩემს კორპუსთან მისულმა თორნიკეს მანქანა რომ დავინახე, გული შემეკუმშა შიშისა და სიხარულისგან, ყველა გრძნობა და ემოცია ერთად მომაწვა, როცა თავად თორნიკე დავინახა მანქანაზე მიყდნობილი, მაშინვე გავაჩერე მანქანა გადავედი და მისკენ გავიქეცი, თავადაც ჩემსკენ წამოვიდა და მაშინვე კისერზე ჩამოვეკონწიალე, მან წელზე შემომხვია ხელები დამატრიალა და დამსვა, მაგრამ ისევ ჩახუტებული ვყავდი -ძაან მომენატრე-დამიჩურჩულა ყურში და თავზე მაკოცა -მეც-ავხედე დაბნეულმა -დედა-მომემა ანას ხმა და ადგილზე გავიყინე, თორნიკეს ხელები გავუშვი და უკან მივიხედე, ანა მომვარდა და Მომეხვია -დედიკო ძალიან მომენატრე-ამომხედა ანამ, მე ისე დავიბენი და დავიძაბე რომ ხმის ამოღება ვერ შევძელი ერთადერთი ის მოვახერხე რომ თორნიკესკენ შევტრიალდი რომელიც სახე გაფითრებული იდგა ერთადგილას მიყინულივით და მკვლელი მზერით მიყურებდა -დედა თიკა დეიდა როგორაა? მომენატრა-ანას ისევ ჩემს წელზე აქვს ხელები შემოხვეული და ისე მელაპარაკება, მე ანას დავხედე მერე სახე წალშლილ თორნიკეს შევხედე რომელმაც ხელები მომუშტა და ტუჩები დაბრიცა მრისხანებისგან სახე ალეწილმა, -თორნიკე-ხმა ჩამიწყდა მისი სახელი რომ ვთქვი და ცრემლები მომეძალა, მან არაფერი მითხრა, უსიტყვოდ შეტრიალდა და მანქანაში ჩაჯდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.