მდიდარი'ც ადამიანია (თავი 4)
სანამ კარზე ზარს მივცემდი, რამდენჯერმე უკან დავიხიე, მაგრამ საბოლოოდ დავაზარე და კარის გაღებამაც არ დააყოვნა. ჯორჯი მომესალმა და დიდი პატივით შემიპატიჟა სახლში. ანა იქვე სავარძელზე იყო ჩამომჯდარი, დასჯილი ბავშვივით და სახე შეშლილს უგავდა. ალბათ იკამათეს და ცუდ დროს მოვედი... იმ წამს გამობრუნებაც ვიფიქრე, მაგრამ შემრცხვა. არ მინდოდა მიმხვდარიყვნენ, რომ მე ანას ეს მდგომარეობა შევნიშნე. სახლში ნივთები ისე იყო განლაგებული, რომ გესიამოვნებოდა... თითქოს ყველა ნივთი თავის ადგილას იდო. მათი გადაადგილება კი ქაოსს გამოიწვევდა... მომეწონა მათი ძველებური ჭაღი.. სარწეველა და ასევე მაგიდა, რომელსაც ალბათ საწერ მაგიდად იყენებდნენ. სანამ მე ამ ყველაფერს გაფაციცებით ვათვალიერებდი, ანა და ჯორჯი სამზარეულოში ტრიალებდნენ. თან იქიდან მეკითხებობდნენ რაღაცეებს. მაგალითად იმას : მარტო ვცხოვრობდი თუ ოჯახთან ერთად, დიდი ხანია თუ არა აქეთ ვარ თუ მეც ახლად დავსახლდი და აინტერესებდათ როგორი სიცივეები იყო ზამთარში. ყველა კითხვაზე პასუხი ისე გავეცი, თითქოს პასუხის გაცემაში მანამდე ვვარჯიშობდი... რაც მათთან ვიყავი, ჯორჯს სახიდან ღიმილი არ მოუშლია. არ ჰქონდა მნიშვნელობა კარგს ამბობდა თუ ცუდს. ის მაინც იღიმოდა... რაც შეეხება ანას, ის ბევრად განსხვავდებოდა იმ ანასგან, რომელიც თხუთმეტი წუთის წინ იჯდა სავარძელში. პატარა ბავშვივით პირში გვეჩრებოდა და თითქოს ამით იმის თქმა უნდოდა, მხოლოდ მე მომისმინეთო.... არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან დამაინტერესა ანას მდგომარეობამ. გადავწყვიტე მათთან ხშირად მივსულიყავი. ასეც მოვიქეცი... ყოველი სტუმრობის დროს, ვრწმუნდებოდი იმაში, რომ მათ რაღაც აწუხებდათ, ურთიერთობა კი, ნამდვილად არ იყო იდეალური, როგორც უწინ ვფიქრობდი. ერთ დღესაც, სოფლის მახლობლად, ბარში წავედით და სამივემ ზომაზე მეტი დავლიეთ. შემოდგომის მიწურული იყო და კარგად ციოდა. როგორც ყოველთვის, ანა ახლაც პანიკებში ჩავარდა გა გადავწყვიტეთ სახლში წავსულიყავით. მივედით თუ არა, ის თავის სავარძელში ჩაჯდა და გაითიშა. მე არაფერი მითქვამს და დაუმშვიდობებლად წამოვედი სახლში. რამდენიმე წუთში, კარზე კაკუნის ხმა შემომესმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.