შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირობა


23-11-2020, 16:17
ავტორი ansssssss
ნანახია 787

(1)
ორშაბათს პირველის ნახევარზე გამეღვიძა. საშინელი თავის ტკივილი მქონდა,რაც სრულიად ნორმალური იყო გუშინდელი ღამის შემდეგ. დედაჩემს თავაუწევლად ვუღრიალე გაზიანი სასმელი შემოეტანა. ისიც რვა წამში ჩემს საწოლთან გაჩნდა, ხელში "ნაბეღლავი"-ს ბოთლით.
რაღაც მითხრა კიდეც, მგონი, მაგრამ არაფერი მესმოდა ან უბრალოდ არ მინდოდა რამე გამეგო. ბალიშის ქვეშ შევყავი თავი და ძილის გაგრძელება დავაპირე. ხელი შემეშალა.
ფეხთან ვიგრძენი,როგორ ჩამოჯდა ჩემს საწოლზე. რატომღაც ხელს ზურგზე მისვამდა და რაღაცას ბუტბუტებდა. ელვის სისწრაფით ამოვყავი თავი ბალიშიდან და წამოვჯექი. რა ჯანდაბა ხდება მეთქი ვკითხე და ისეთი სახე მიიღო თითქოს იმ ფაქტით,რომ ეს კითხვა დავუსვი, სამუდამოდ შევარცხვინე ან ის ან უარეს შემთხვევაში მთელი სამყარო.
-ახლა ყვირილი არ დაიწყო. არც ტრაგედია მოაწყო, დედა...-სამას სამოცი გრადუსით შემოუარა მთავარ სათქმელს,რაც იმას ნიშნავდა,რომ უეჭველი ტრაკში ვიყავი.
1. ან კიბო მქონდა და არ ვიცოდი.
2.ან მოსაწევი იპოვა კურტკაში.
3.ან ძაღლები დამადგნენ გუშინდელი ღამის გამო,რომლიდანაც თითქმის არაფერი მახსოვს.
მივხვდი,რომ საერთოდ არ მინდოდა სათქმელი ბოლომდე მიეყვანა. სახე მოვღუშე და ახლა უფრო ვიგრძენი გულის რევის შეგრძნება. ბოთლი მოვიყუდე და სანამ მინერალურ წყალს ჩავცლიდი, შიგნით მოცურავე ბურთებივით დამაწია დედაჩემმა სათქმელი,პირისკენ რომ მიისწრაფვიან.
-ვიღაც გოგოს მშობლები არიან მოსულები. ორსულად არის ის გოგო. ცოლად უნდა მოიყვანო თორემ გიჩივლებენ, არასრულწლოვანია შენი კუბო დავიდგი მე!
ბოთლი საწოლზევე მივაგდე,მიუხედავად იმისა,რომ წყალი ისევ შიგნით იყო. გონება მაშინვე ეძებდა არასრულწლოვან გოგოს მეხსიერებაში,მაგრამ ვერავის პოულობდა. სასმელი და წამალი თავისას მაინც აკეთებდა.
ამ მომენტში მართლა ის შეგრძნება მქონდა,რომელიც ტყუილში გამოჭერისას მემართებოდა ხოლმე ბავშვობაში. მუცლის დაჭიმვა, არასასიამოვნო გვრემა მუცლის არეში, ჰაერის უკმარისობა, დაბნეულობა, სიტყვების უკმარისობა, სალაპარაკოდ.
ახლა ვერაფერს ვიტყოდი. მთლიანად ნეხვში რომ ვიყავი ვგრძნობდი,მაგრამ ხომ უნდა მენახა მაინც კერძოდ რა ერქვა და ვინ იყო ეს ნეხვი,ჩემი ფეხსაცმლიდან მოშორებას,რომ აღარ აპირებდა.
ავდექი და ოთახიდან გავედი. მისაღებში ორი შუახნის ქალი იჯდა. გოგო არსად ჩანდა. ჩემს დანახვაზე ორივე ფეხზე წამოდგა და "მამის მკვლელი"სახეები შემომანათეს.
-მე ანიტას დედა ვარ, ეს დეიდამისია. იმედია ხვდები,რაც გააკეთე.
ისევ არსად ჩანდნენ ჩემი გადამრჩენელი სიტყვები. დედაჩემი ჩემს გვერდზე დადგა და ჩემს მაგივრად ალაპარაკდა.
-თქვენი შვილი 18წლის არ არის? -იკითხა დედაჩემმა.
-რამდენიმე თვის წინ გადავიდა მეჩვიდმეტეში.-მკაცრად მიუგო უფრო მსუქანმა.
-და სად ნახე არასრულწლოვანი გოგო ლაზარე?
-აზრზე არ ვარ რომელ ანიტაზე მელაპარაკებით.-სიმართლეს ვიძახდი. მართლა ჩვილი ბავშვივით დაუცველად ვგრძნობდი თავს. რ ა უნდა მექნა?
-ეგ თავის გასულელება უკვე ვეღარაფერს გიშველის. ანიტა ერთი კვირის ორსულია, სანამ მუცელი გაეზრდება ხელი უნდა მოაწეროთ.
-ცოლის მოყვანას არ ვაპირებ.-ვთქვი ნერვიული სიცილით.
-მაგაზე მანამდე უნდა გეფიქრა, სანამ ჩვენს გოგოს გააუბედურებდი!-პირველად ამოიღო დეიდამისმა ხმა.
-აი ანიტა. კარგად დააკვირდი და დაიმახსოვრე იმ ადამიანის სახე ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარება მოგიწევს.
ფოტო მაგიდაზე დადო და ორივე კარისკენ წავიდნენ. დედაჩემი მათ გაჰყვა. მე სურათისკენ დავიხარე. ხელში ის გოგო შემომრჩა,რომელიც ბუნდოვნად მახსოვდა ნიკას დაბადების დღიდან. ღიმილი,ფოტოში რომ იყურებოდა,ზუსტად ის ღიმილი იყო რომელიც იმ ღამიდან ჩარჩა ჩემს მეხსიერებას. თაფლისფერი თვალები, საშუალო სიგრძის უხეში, ყავისფერი თმა,დიდი ვარდისფერი ტუჩები და სწორი ცხვირი. მერე ნელნელა მთლიანი სურათი აღდგა.
მე და ანიტა ვცეკვავთ. ტოპი და მაღალწელიანი ჯინსი აცვია. ძალიან მთვრალია, მგონი კაიფშიც არის. თვალებს უცნაურად აელამებს მომენტებში. მეც მთვრალი ვარ.მერე თუ არ ვცდები გოგოების ტუალეტამდე ვაცილებ...ვაცილებ კი არა...
ფუ შენი!

ერთადერთი რაც ზუსტად ვიცოდი და რასაც დედაჩემს მთელი ოცდაოთხი საათი ვუმეორებდი ის იყო,რომ ეხლა ცოლს ვერ მოვიყვანდი,გამორიცხული ამბავი იყო. აბორტის გაკეთებას გავიძახოდი როცა ბავშვს მიხსენებდა,მაგრამ საქმე უფრო ცუდად ყოფილა.ამ გოგოს ბაბუა ვიღაც თავადის შთამომავალი ყოფილა და მათი ოჯახისთვის მიუღებელი და ტრაგედიული ამბავი იყო არა დაფეხძიმება ამ ასაკში, არამედ "აბორტი"რომელიც ოჯახის შთამომავლის სიკვდილს ნიშნავდა.
-თავს მოვიკლავ და ცოლად არ მოვიყვან. არ მევასება ეგ გოგო. რა მამობა მეღადავებით? წესიერ სამსახურსაც ვერსად ვნახავ.
ყველაზე ცუდი ის იყო,რომ მეორე დღეს დედაჩემი ისევ უკან მიფრინავდა საბერძნეთში. იქ მუშაობდა და ცხოვრობდა. ყველაფერი ჩემი თ უნდა გამეკეთებინა. მაგრამ რა ყველაფერზე იყო ლაპარაკი როცა საერთოდ ვერ მოვდიოდი აზრზე რა უნდა მექნა.
ბოლოს რაც მოხდა იმაზე გადავალ. დედაჩემმა მეორე დილით კოცნით გამაღვიძა. მაგრამ არ გამიხელია თვალები,ჯობდა ისევ მძინარე ვგონებოდი წასვლისას. კარის ხმა გავიგე თუ არა წამოვჯექი და პირველი რაც დავინახე ჩემი საწოლის ბოლოში მდგარი სკამის საზურგეზე გადაკიდებული საროჩკა და შარვალი იყო. იქვე წერილი ეგდო. ძლივს ავიზუზე,რომ წერილი მენახა.
დედაჩემი მწერდა რომ თორმეტ საათზე იმ მისამართზე უნდა მივსულიყავი რასაც ის მიწერდა, ხელის მოწერის შემდეგ კი ანიტას სახლში უნდა გადავსულიყავი საცხოვრებლად.
ჯერ ფურცელი დავკუწე ნაკუწებად, მერე სკამი დავამტვრიე და ტანსაცმელი სადღაც მოვისროლე. მერე კარები მაგრად ჩავკეტე და დავწექი. არსად წასვლას არ ვაპირებდი თუ საჭირო იქნებოდა ამ ოთახში ამოვლპებოდი. ყოველშემთხვევაში მანამ სანამ სიგარეტი და მოსაწევი მეყოფოდა.



№1 სტუმარი სსა

ჰოოოოო საინტერესოააა...ახალს ველოდები
მალე ოღონდ რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent