შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიპოლარული აშლილობა


20-10-2018, 14:59
ავტორი GirlWhoWritesBcsSheNeedsBreathe
ნანახია 1 588

დედაჩემს ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა.
ალბათ ზოგს გაგიჩნდათ კითხვა: „რა არის ბიპოლარული აშლილობა?“
ეს ძალიან საშიში დაავადებაა, რომელმაც შეიძლება ოჯახებიც კი დაანგრიოს.
მისი ძირითადი განმსაზღვრელი კლინიკური მახასიათებელი კლინიკური დეპრესიისა და მანიაკალურის ეპიზოდების მონაცვლეობაა, როდესაც ადამიანი აღმაფრენისა და აღტაცების მწვერვალებიდან უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ეშვება.
5 წლის ვიყავი, როდესაც მას ბიპოლარული აშლილობა დაუდგინეს და ბევრი წამლები გამოუწერეს, რომელთა მიუღებლობის შემთხვევაში მას შეიძლება ისეთი რაღაცები ჩაედინა, რასაც საღ გონებაზე მყოფი ადამიანი არასდროს გააკეთებდა.
ზედმეტად პატარა ვიყავი იმისთვის, რომ გამეგო რას ნიშნავდა ეს ყოველივე. რატომ ტიროდა მამა ჩუმად და რატომ აღარ მეხუტებოდა დედა ძილის წინ.
იმასაც ვერ ვხვდებოდი რატომ მოუხშირეს კამათს, რომელიც დღითი-დღე მწვავე ხელ-ჩართულ ბრძოლაში გადადიოდა.
ერთადერთი რამ, რასაც მაშინ ვგრძნობდი ტკივილი იყო. ჩემთვის საბნის ქვეშ შევიმალებოდი და უხმოდ ვტიროდი.
როდესაც 7 წლის გავხდი, დედამ ჩემი მოკვლა სცადა სამზარეულოს დანით. შუაღამისას გამეღვიძა და წყლის დასალევად გავედი, ოთახში უკან დაბრუნებულს კი დედა ლოგინზე ჩამომჯდარი დამხვდა დანით ხელში.
შემეშინდა კედელს ავეკარი, ვეღარ ვსუნთქავდი, ვეღარ ვმოძრაობდი...
მომიახლოვდა და ის-ის იყო ხელს წევდა, რომ ვიყვირე და ოთახში მამა შემოვარდა. დედა ოთახიდან გაიყვანა და წამლები ძალით დაალევინა, შემდეგ კი ის დააძინა.
მე გაოგნებული ვიჯექი ძირს და დედაჩემის მანიაკალური ღიმილი თვალებიდან არ ამომდიოდა... ამის შემდეგ ის ყველგან მელანდებოდა.
მამამ ამიხსნა, რომ დედა ავად იყო და რომ არა ბიპოლარული აშლილობა, ის მე დანას არასდროს მომიღერებდა. მე თავი დავუქნიე, მაგრამ ვერ გავიგე...
როდესაც 10 წლის ვიყავი, დედამ თავი მოიკლა.
მამა კი გალოთდა და სახლიდან წავიდა.
მე მამიდამ წამიყვანა და 10 წლიდან მასთან ვიზრდებოდი.
დედაჩემის თვითმკვლელობიდან 14 წელი გავიდა და მე ჯერ კიდევ მახსოვს მისი მანიაკალური სახე, მახსოვს, როგორ იპუტავდა თმებს ღერა-ღერა და მთელ ხმაზე მოთქვამდა, მახსოვს, როგორ ურტყავდა ხოლმე მუშტებს კედელს სისხლის დენამდე...
ამან სამუდამო დაღი დამასვა, რომელსაც ვერასდროს მოვიშორებდი.
მე გავიზარდე, ჩამოვყალიბდი, როგორც ქალი და გავაანალიზე რა რთულია იყო ქალი და კიდევ უფრო რთული იყო დედა.
თითქმის დედის გარეშე გავიზარდე და ძალიან მეშინოდა დედობის. იქნებ ბავშვი სათანადოდ არ გამეზარდა?
საოცარი გრძნობაა, როდესაც იცი, რომ შენ სხეულში ცოცხალი არსებაა, რომელიც ყოველ შენ ნაბიჯზეა დამოკიდებული და ერთიც რომ არასწორად გადადგა, ის დაიღუპება.
მშობიარობის წინა ღამეს დედა დამესიზმრა, არა ისეთი როგორიც ბოლოს იყო, არამედ ისეთი, როდესაც ეს დაავადება არ ჭამდა და კარგად გრძნობდა თავს. ის მომიახლოვდა, ჩამეხუტა და თვალცრემლიანმა მითხრა, რომ მისთვის მეპატიებინა და ჩემი ბიჭისთვის იაკობი დამერქმია, რადგან ყოველთვის უნდოდა ჰყოლოდა ბიჭი, სახელად იაკობი.
სიზმრების და ზოგადად, ასეთი რაღაცების არასდროს მჯეროდა, მაგრამ როდესაც გავიღვიძე თავი ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვიგრძენი მშვიდად.
როდესაც ჩემ შვილს იაკობი დავარქვი, ვიგრძენი, რომ დედაჩემის მანიაკალურმა სახემ საბოლოოდ დატოვა ჩემი გონება.
იაკობს ისეთი ბავშვობა აქვს, როგორიც მე მინდოდა რომ მქონოდა და როგორსაც ყველა ბავშვი იმსახურებს.
აი რამდენად მნიშვნელოვანია მშობელი...
მაგრამ ცხოვრებას ადამიანისთვის განსაცდელი ყოველთვის მზად აქვს.
ჩემ ოჯახთან ბედნიერად ვცხოვრობდი, სანამ აღმოვაჩინე, რომ ბიპოლარული აშლილობა მქონდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent