მიუწდომელი სიყვარული ნაწილი-2.
ლუკას დილენი?! თავში ავარდნილი,უზრდელი,უხეში,უტაქტო და უემოციო ლუკას დილენი?! არა,ვერ ვიჯერებ! მეშლება ხო? იქნებ სხვაც არის ვინმე იგივე სახელით და გვარით? ან იქნებ ის ლუკას დილენილი იყო,ან ლუკას დილენუსი,ან დილენისე! გამორიცხულია. -არა ,დედა არა არაა! გიჟივით ვხტუნაობდი ადგილზე და თან ფურცელს შეშლილი თვალებით ვუყურებდი! -რა ხდება? დედა კი დაბნეული იყო და ერთი და იგივე კითხვით შემოიფარგლებოდა. -დედა შეცდომაა! შეცდომა დაუშვა პროგრამამ! ის ვერ იქნება ჩემმი იდეალური მეორე ნახევარი,ნახევარი კი არა ნაწილაკიც კი ვერ იქნება ჩემმი! იმიტომ რომ ბოროტებაა! ბოროტი რობოტია! გიჟივით ვღრიალებდი და თან ფურცელს შეშლილივით ჰაერში ვაფრიალებდი! -შვილო,მეი! დამშვიდდი და ამიხსენი რა ხდება! ბოლოს როგორც ჩანს დედას ყელში ამოუვიდა და უბრალოდ ხელებით გამაჩერა და ეს კითხვა დამისვა,რაზეც მეც გავჩუმდი! არ ვიცოდი როგორ მეთქვა რომ ეს ის არაკაცი და არამზადა იყო რომლის მშობლის ნომერსაც ერთი თვე მაინც მთხოვდა...ეს როგორ ვუთხრა? გული ეტკინება რომ გაიგოს რომ ის გამოშტერებული ჩემმი ქმარი იქნება...ქმარი...ქმარი! -ქმარი! გიჟივით ვიყვირე და ისევ საწოლზე დავეცი მთელი ძალით,ისე რომ კინაღამ ჩავამტვრიე! ცოტახანში კი დედა მომიახლოვდა ისე როგორც მშიერ მტაცებელს და ძაალიან შორიდან ხელი დამადო. -კარგად ხარ მეი? მას იცნობ საყვარელო? რა დაგემართა? აშკარად ნერვიულობდა,ეს კი ჩემმი ბრალი იყო! მომიწევს გამოვასწორო...მოვატყუებ,მაგრამ სამაგიეროდ ჩემზე სანერვიულო არ ექნება. -კი ,ვიცნობ. მშვიდად ვუპასუხე და ნელ-ნელა საწოლიდან თავი ავწიე რომ ნორმალურად გაეგო ჩემი ნათქვამი. -ვინაა? ამაზე პასუხი უნდა გავცე,მაგრამ კბილები მიკრაჭუნებს ისე მინდა ვიყვირო რომ უბრალოდ არარაობა ,რომელსაც საკუთარი თავი სამყაროს მმართველი გონია! -ნუ ნაცნობია ერთი,დიდი არაფერი...ერთი ორჯერ ვნახე. ეს რომ ვუპასუხე დაბნეულმა ,მის ღრიალზე შევხტი! -რაა?!ვაიმეე! ეს ბედია მეი,ეს ბედია! ანუ მას იცნობდი! ხო აშკარად ბედია...მიჭირს ვაღიარო,მაგრამ მგონი ჩემმი სიცოცხლის ბოლო წამეს ციხეში გავატარებ,რადგან მე ამ ადამიანის მოკვლა იმ დღის შემდეგ მინდა. -კი ,აშკარად ბედია. დაბღვერილმა ვუპასუხე და შემდეგ ისევ ბალიშზე დავემხე თავით...მორჩა ,ეს ჩემმი აღსასრულია! ლუკასი: -ბატონო ლუკას მნიშვნელოვანი შეტყობინება მოგივიდათ მთავრობისგან. მთავრობისგან? უი,უაზრო პროგრამა...პასუხებმა ორი თვე დააგვიანეს. ანუ იპოვეს ჩემი მეორე ნახევარი? ჰუჰ,ვნახოთ. -მოიტანე. მშვიდად ვუპასუხე და თან მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწერა გავნაგრძე. -ინებეთ და წარმატებები! ისეთი ბედნიერი სახით მითხრა ,რომ უნებურად მკვლელი გამომეტყველებით შევხედე და მგონი ცოტა შეეშინდა. -შენ გახსენი და სახელი და გვარი ხმამაღლა ამოიკითხე. მშვიდად მივუგე ისე რომ ფურცლებისთვის თვალი არ მომიშორებია. -კიბატონო,დიდი პატივია! ასევე მშვიდად მომიგო და კონვერტის გახსნა დაიწყო,ცოტახანში კი ჩემმს სმენას მისი ხმაც მისწვდა. -მელანი ***** ზედმეტ სახელად მეი. -აჰა ანუ მეი ****? კარგით,მისამართი ამოიწერე და ყველაზე ძვირფასი თაიგული გაუგზავნე მოსაწვევთან ერთად. -მოსაწვევში რა დავწეროთ ბატონი? -მოსაწვევში მინდა დაწერო რომ ჩემმს სახლში ვეპატიჟები მას და მის მთელ ოჯახს,რათა ჩვენი მომავალი ურთიერთობა განვიხილოთ. -აღნიშვნას არ აპირებთ? -არა. -კარგით ,გასაგებია. დაბნეულმა მიპასუხა და შემდეგ ოთახი უხმოთ დატოვა. აშკარად ის გაუკვირდა რომ ამ ყველაფერს ასე უემოციოთ შევხვდი. ხო ,ვიცი წესით ან უნდა მიხაროდეს ან და პირიქით,მაგრამ მე არც ერთს არ ვგრძნობ. დიდიხანი ემოციები არ განმიცდია და არაფერი არ მიგრძვნია,არც ახლა არ მგონია რაიმე ვიგრძნო. მე მხოლოდ ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობას ვასრულებ! იმ გოგონას შევხვდები ,გავიცნობ და ვეცდები ავიტანო ,მაგრამ როგორც პროგრამის წესები მოითხოვს სამი თვე ერთმანეთან დიდი დროის გადატარება მოგვიწევს ,რათა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ! მე კი ამის დრო ნამდვილად არ მაქვს ,ამიტომ რაიმე სხვა უნდა მოვიფიქრო. ყველაფერი ჩემმს სასარგებლოდ მინდა შემოვატრიალო. მეი: იმის შემდეგ რაც გავიგე რომ სულელურმა პროგრამამ ყველაზე არა სასურველი პიროვნება ამირჩია ,ოთახში მდუმარე ვზივარ და არ ვმოძრაობ,თითქოს და გავიყინე! უკვე ყველაფერი უაზრო მეჩვენება,რა აზრი აქვს ამ ყოველივეს? რატომ მიწევს ამის ატანა? ნუთუ არ შემიძლია ვიყო ის "ქალი" რომელიც ამ წესების გარეშე იცხოვრებს...ქალი ,რომელიც არ გათხოვდება. -იტირე სულელო,ვერ ხედავ რომ ცრემლებს ვეღარ იკავებ. ჩემს გონებაში თითქოს მეორე "მე " გამოჩნდა ,რომელიც დიდი კრიტიკით მიდგებოდა. -არა,ვერ ვიტირებ! ამით დავამტკიცებ რომ უბრალოდ მტირალა ბავშვი ვარ და არა ძლიერი ქალი. ხმამაღლა ვთქვი მოწყენილმა და შემდეგ ფეხზე წამოვდექი. ყველაფრის ხალისი დამეკარგა ,აღარც მიზნები მქონდა და აღარც ოცნებები,თითქოს ამ ახალმა ამბავმა მთელი ჩემი ცხოვრება მისააკუთრაა! საწოლზე წამოვწექი და ნაზი მატერია გადავიფარე გაფითრებულ სხეულზე,შემდეგ კი ერთი კინკილა ცრემლი ჩამომივარდა თვალიდან . თავს უსუსურად ვგრძნობდი ამ სიტუაციაში! სიტუაციაში, რომელშიც თავს ვერ ვიცავდი. როგორც ჩანს ამ ფიქრებში მალევე ჩამეძინა,რადგან გამოღვიძებულმა აღმოვაჩინე ,რომ უკვე მზე ჩასულიყო! -ამდენხანს მეძინა? ამ კითხვით წამოდექი ფეხზე და დედასკენ გავემართე ,რომელიც ჩემმს წინ მომღიმარი იდგა და რატომღაც ხმას არ იღებდა. -რა ხდება? რამე გჭირდება? დაბნეულმა ვეღარ მოვითმინე და მშვიდად ვკითხე,რაზეც მას ღიმილი გაუფართოვდა და მალევე მარგალიტის კბილებიც გამოუჩნდა. -შენმა საქმრომ მოგწერა! ამის გაგებაზე თვალები გამიფართოვდა...მან მომწერა?! რა მომწერა? რა უნდა...თავი დამანებოს! -რა მოგწერა? ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთს და ყველანაირად ვეცადე ნერვიულობა არ შემტყობოდა. -საყვარელო ის ხვალ თავის სახლში გვეპატიჟება მთელ ოჯახს! ბედნიერმა წამოიძახა,თან ისეთი სახით თითქოს და ყველაზე კარგ ამბავს მეუბნებოდა ამ წამს,მე კი ამის მოსმენას ყველაფერი მერჩია! ყველაფერი! მასთან სახლში რომ მივიდე იმ წამსვმე მიცნობს ვინ ვარ და შემდეგ ჩემთვის შეურაცხმყოფელ სიტყვებს მეტყვის ,მე ვერ მოვუთმენ და შემდეგ ყველაფერი ასე დასრულდება,თავს ციხეში ამოვყოფ! -კარგია. რობოტივით ვთქვი ,ისე რომ არანაირი ემოცია არ მეტყობოდა! დედამ ამაზე ღიმილით დამიქნია თავი და შემდეგ ფეხზე წამოხტა. -ნახევარი საათია შენს ოთახში ვარ და ტანსაცმელს გირჩევ რასაც ხვალ ჩაიცმევ. მინდა რომ ულამაზესი იყო! ამის გაგებაზე თვალები გამიფართოვდა. -ანუ ამ დროის მანძილზე სანამ მეძინა აქ იყავი? უკმაყოფილო და განცვიფრებული სახით ვკითხე,რაზეც თავი დამიქნია მხოლოდ. -დედა,მე პატარა გოგო აღარ ვარ ,გთხოვ ნება მომეცი ეს მაინც გადავწყვიტო ჩემმი სურვილით! შენ რატომ უნდა ამირჩიო რა ჩავიცვა?! უეცრად ყველაფერი ერთად მომაწვა და მთელი ბრაზი დედაჩემზე გადავიტანე,რაც რა თქმა უნდა არასწორი იყო. დედას მომღიმარი სახე მოწყენილით შეეცვალა თუ არა ჩემმს დანაშაულს მივხვდი. -მინდოდა დაგხმარებოდი. ნაწყენმა ჩუმად ჩაილაპარაკა და თავი ჩახარა,რაზეც სასწრაფოთ მოქმედება დავიწყე. -არა,არა! დედა ,გთხოვ მაპატიე,არ მოიწყინო გთხოვ. უბრალოდ ,აჰ ძაალიან ვნერვიულობ! მართლა მეშინია დედა ჩემმი მომავლის,გეფიცები ასეთი შეშინებული არასოდეს არ ვყოფილვარ. გულახდილად ვუთხარი ყველაფერი და უნებლიეთ თვალები ჩამიცრემლიანდა,რაზეც დედამ აღარ მოიცადა მეტად და გულში თბილად ჩამიკრა. მისმა ჩახუტებამ კი აშკარად ცოტა დამამშვიდდა! -დამშვიდდი ჩემო ლამაზო გოგონა!ყველაფერი კარგად იქნება,ბედნიერი იქნები. იცი რა მშვენიერი გრძნობაა ,როდესაც გიყვარდება? შენ ამას იგრძნობ თუ არა მიხვდები როგორი მშვენიერია ცხოვრება. განა ვიგრძნობ რომ ამ "სიყვარულს?" არამგონია ...სწორედ ამიტომ მეშინია. დრო ძაალიან სწრაფათ გადიოდაა,საათებმა ისე უცბად გაირბინეს როგორც წამებმა! მე კი ვიცოდი რომ ხვალინდელ დღეს მისი ნახვა მომიწევდა,რაც ძაალიან არ მინდოდა. ღამის 12 საათი იყო ჩემმა დამ რომ დამირეკა! თავიდან ვერ მივხვდი ასეთი გვიან რატომ მირეკავდა,მანამ საუბარი არ დაიწყო ,იმ თემაზე, რომელიც ეს ორი დღეა მაწუხებს. -გავიგე რომ შენს მომავალ ურთიერთობაზე ნერვიულობ,ამიტომ დაგირეკე. ახლა კი მომისმინე კარგად და გაითვალისწინე რასაც გეტყვი. ეს პროგრამა მუშაობს! გეფიცე მართლა მუშაობს,სულ პირველად ლეო რომ ვნახე ვერც წარმოვიდგენდი რომ მის შეყვარებას შევძლებდი,მაგრამ ახლა შემომხედე! მე და ლეოს თავდავიწყებით გვიყვარს ერთმანეთი და უკვე ჩვენს მესამე შვილსაც ველოდებით! ასე რომ მეი რაც არ უნდა გაწუხებდეს ,იცოდე რომ ყველაფერი მოგვარდება. შენ მას შეიყვარებ ,ამის პირობას გაძლევ! -დედამ გიამბო ხო? -რა? -დედამ გითხრა ხო რომ ვნერვიულობდი? -კი ,სწორედ რომ დედამ მითხრა,მე კი ძაალიან მეწყინა ,რომ ეს მისგან გავიგე და არა შენგან. -მაპატიე,უბრალოდ ვერც კი წარმოიდგენ ვინ ამომირჩია პროგრამამ. -შენ რა მას იცნობ? -ნეტავი არ ვიცნობდე. -მითხარი,სასწრაფოდ მითხარი! -კარგი ,მაგრამ იცოდე რომ შენ ერთადერთი იქნები ვისაც ეს ეცოდინება,შენ გარდა ეს არავინ არ იცის! გთხოვ ,დამპირდი რომ არავის არ ეტყვი. -გპირდები რომ ეს ჩვენს შორის დარჩება! -კარგი მაშინ. გახსოვს ორი თვის უკან გასაუბრებაზე რომ ვიყავი და უფროსთან ვიკამათე? -კი მახსოვს,იმ კომპანიაში მუშაობს? -ნეტა მხოლოდ მუშაობდეს. -ვინნაა ?! ნუ მაწვალებ მეტად,ორსულად ვარ და ცოტახანში ადრიანად გახდები დეიდა! -ამ მომპაანის მმართველი პრეზიდენტი. ყველაზე ამაყი და თავში ავარდნილი პიროვნება, ლუკას დილენი! სწორედ ის ვისთანაც ვიჩხუბე,ის აირჩია პროგრამამ,მაინც და მაინც ის! -რააა?! ეგ ნაბიჭვ_უფრო სწორედ ეგ არა ადამიანი? -ხო,სწორედ ეგ! -რას იძახი!? ეს შეუძლებელია! პროგრამის შემქმნელი მეცნიერი ყოველ ჯერზე იმას იძახის რომ პროგრამაში შერჩეული ორი ადამიანი ერთმანეთის მიმართ პირველ შეხვედრისასვე გრძნობენ რაღაც მიზიდულონას! დავიჯერო ეს სიცრუეა?! არა ,არა მეი ,ამას ვერ დავიჯერებ! -ასეა! და ეგ სულელური პროგრამა ტყუის ,გესმის?? ის ჩემმი მეორე ნახევარი არაა,მე ის არასოდეს არ შემიყვარდება! მითუმეტეს იმის შემდეგ რაც იმ დღეს მოხდა. თვალთმაქცობასაც ვერ შევძლებ! -ახლა რა უნდა ქნა?! დედას რომ უთხრა? ან ვინმეს ,არ ვიციი! -რა დედას ვუთხრა! ხომ იცი რომ შეიძლება ნერვიულობას გადაყვეს...ამას ვერ ვეტყვი. -ჯანდაბა,ანუ ისეთ კაცზე მოგიწევს იქორწინო ,რომელსაც ვერასოდეს ვერ შეიყვარებ. რატომ მაინც და მაინც შენ?! რატომ შეცდა პროგრამა შენზე! -არ ვიცი. -ახლა უკვე ძაალიან ვნერვიულობ შენზე მეი...მართლა არ მინდა ასე იცხოვრო. -დაწყნარდი...რამეს ვიზავ. -აჰ...მე კი წყნარად ვარ,მაგრამ შენ ვერ იქნები წყნარად. ზუსტად ვიცი რომ ყოველ დღე იჩხუბებ მასთან! ასეთი ადამიანის გვერდით ვერ იცხოვრებ. -ასეა. -მაგრამ ციხეში ცხოვრება უფრო გაგიჭირდება. -სწორია. -სხვა გზა არ გაქვს მეი,მოგიწევს მის გვერდით იცხოვრო! იმ იმედით რომ როდესმე პროგრამის არჩევანი გაამართლებს და მისნაირს შეიყვარებ,რადგან უარი რომ განაცხადო ან თუნდაც უკმაყოფილება რომ გამოხატო პროგრამის არჩევანზე,იმ წამსვე დაგაპატიმრებენ და სამყაროს მტრის იარლიყს მოგაწებებენ. -ვიცი. -იქნებ სცადო მაინც...იქნებ ეს პირველი შეხვედრა არასწორად წარიმართა! იქნებ შეძლო მისი შეყვარება. -არა ანიტა,არა...ეს დღე ზუსტად ვიცი,არასოდეს არ დადგება,სწორედ ამიტომ მეშინია ასე. ლუკასი: ჩემი დილა როგორც ყოველთვის ზარებით დაიწყო. ჯერ პირველი ზარი ჩემმი მდივნისგან იყო,მეორე ზარი ჩემს კომპანიასთან მთანამშრომელი პირისგან,მესამე ზარი ერთ-ერთი ჟურნალიდან,ბოლო ზარი კი მამასგან. მამამ გამახსენა რომ დღეს ჩემმი მომავალი ცოლის სანახავად შუა დღისთვის თავის ცოლთან ერთად მოდიოდა. მხოლოდ ეს კი არა,პლიუს მეჩხუბა კიდეც ,რადგან არ გაავაგებინე ეს მნიშვნელოვანი ამბავი...მნიშვნელოვანი? ეს საკითხი ჩემთვის ბოლო ადგილას დგან,ერთადერთი რაც მაინტერსებს ჩემი კომპანია და სამსახურია. ამ სისულელისთვის არ მცალია და არც ვაპირებ არაფერს! უბრალოდ ამ გოგონას გავიცნობ და იმის შემდეგ რაც ცოლად მოვიყვან სახლში დიასახლისად მეყოლება,შემდეგ კი ვეცდები დრო გამოვნახო და დავაფრხმძიმო...ამ პროგრამის მიზანიც ხომ ესაა?! გაავამრავლოთ ადამიანთა მოდგმა! -ბატონო ლუკას უკვე 12 საათია,ვინც დაიბარეთ ყველა უკვე თავის საქმეს აკეთებს,მაგრამ მგონი თქვენი დაქირავებული მუსიკოსები ვერ მოდიან. კარში მოწიწებით იდგა ჩემმი თანაშემზე მაიკი ,რომელიც მშვიდად მიცქერდა შორიდან . -რატომ? ვიკითხე გაგებულით უკმაყოფილომ. -არ ვიცი ,მითხრეს რომ მთავარი ვოკალისტი თავს შეუძლოდ გრძნობს. მიპასუხა დაბნეულმა და შემდეგ ჩემსკენ წამოვიდა და საწოლზე ჩემმი სმოკინგი ფრთხილად მოათავსა. -არ მაინტერსებს,კიდევ ერთხელ დაურეკეთ და უთხარით რომ ორმაგ თანხას გადავიხდი თუ შუა დღისთვის აქ იქნებიან. მე ყველაფერი საუკეთესო მინდა იყოს! ყველაფერში კი უკლებლივ ყველაფრი იგულისხმება! მე ასეთი კაცი ვარ და მინდა რომ ეს ჩემმა მომავალმა ცოლმა და მისმა ოჯახმა გასარკვევად შენიშნონ. -კიბატონო ,როგორც ინებებთ ბატონო ლუკას,მაგრამ ჩემი აზრით სჯობს სხვა მუსიკოსები დაიქირაოთ,რატომ მაინც და მაინც ესენი? მკრთალი ღიმილით შემომთავაზა ის რაც თავისთავად მეორე ვარიანტი იქნებოდა ყოველ შემთხვევაში,მაგრამ მე პირველ ვარიანტს დავჯერდები,მისი რჩევები კი არ მჭირდება, იმის შესახებ თუ რა გავაკეთო! -რა კითხვებია? ჩემმს გადაწყვეტილებაში ეჭვი გეპარებაა? ისინი საუკეთესოები არიან ცოცხალი მუსიკის შესრულებაში. ამაზე ნუღარ მელაპარაკები და ის გააკეთე რასაც გეუბნები. ცოტა უხეშად ვუპასუხე,რადგან გავღიზიანდი. -კარგით გასაგებიაა,ბოდიშს გიხდით. ამაზე მან შერცხვენით მიპასუხა და იმის შემდეგ რაც წინადადება დაასრულა ,ჩემი ოთახი მშვიდად დატოვა. სმოკინგი როგორც ყოველთვის იდეალურად მონერგო და ერთადერთი რაც დამრჩა ჩემმი სახლის შემოწმება იყო,რათა ყველაფერი იდეალურად იყოს! პირველ სართულზე ვიყავი და ყველა დეტალს ვუკვირდებოდი,ფერებს,სურნელს და სხვა დანარჩენს,მაგრამ ამ პროცესში ერთმა პიროვნებამ შემიშალა ხელი. -ვხედავ ისევ არ შეცვლილხარ. ხმის გაგებაზე უკან მივიხედე და წინ მიახლოვებით ნახევარი წლის უნახავი მამა დამხვდა. -მამა,ასე ადრიანად აქ რა გინდა? ცივი მზერით მივუგე და მისკენ მშვიდად გავემართე. -მინდოდა წინასწარ მენახა შენი მზადება და არც ვცდებოდი! ისევ ყველაფერი იდეალურად გიყვარს ხო შვილო? მკრთალი ღიმილით მკითხა და ხელი ჩამომართვა. ეს იყო ჩვენი მისალმება ამდენი ხნის შემდეგ. -რა თქმა უნდა. ისე ვუპასუხე რომ გამომეტყველენა წამითაც არ შემცვლია. -და რას იზავ შენი ცოლი რომ იდეალური არ იყოს? ჩაცინებით მკითხა და წარბის აწევით თვალებზე მომაჩერდა. -მე ვაიძულებ რომ იდეალური იყოს. -ისევ შენს თავში დარწმუნებული ნაძირალა ხარ! ისეთი როგორიც უწინ იყავი. -მამას დავემსგავსე. მამამ დედას სიკვდილის შემდეგ ხუთი ცოლი მაინც გამოიცვალა და ამის შედეგად გავხდი ასეთი,რადგან ჩემი ბავშვობა ერთი დიდი აურზაური იყო! მეზიზღება ამის გაახსენება,მაგრამ მის დანახვაზე უნებურად ამომიტივტივდა მოგონებები. არ მინდა ეს ვაღიარო,მაგრამ მას მე დღემდე ვერ ვაპატიე ის რაც გამიკეთა. ნუთუ ვერ ხვდებოდა რომ სიყვარულის შესაძლებლობა აღარ ჰქონდა! მას ხომ უკვე ერთხელ უყვარდა. მეტად ვეღარ შეიყვარებდა,ეს მან ზუსტად იცოდა,მაგრამ გაუჩერებლად ატარებდა ჩვენს ოჯახში ექსპერიმენტებს,ახალ-ახალი ცოლების მოყვანით. ალბათ ამის შემდეგ მძულს ყოველი ქალი,რომლის სახითაც მამაჩემის ცოლებს ვხედავ ,რომლებმაც მთელი ბავშვობა ჯოჯოხეთად მიქციეს. მეის: სარკის წინ ვიჯექი და ჩემს ანარეკლს მივშტერებოდი,ჩემს თვალებში კი არანაირი ემოცია არ ჩანდა,მხოლოდ და მხოლოდ სიბრალული! ალბათ სიბრალული საკუთარი თავისა. ასეთი რამ კი აქამდე არასოდეს არ მიგრძვნია,მითუმეტეს საკუთარი თავის მიმართს. მე ყოველთვის ძლიერი ქალის იმიჯით ვცხოვრობდი დღემდე,მაგრამ ამის შემდეგ ვინ გავხდები არ ვიცი,ნუთუ მის გვერდით უსუსურად მომიწევს ცხოვრება? ეს სრულიად არა სასიამოვნო გრძნობა მომიწევს მთელი ჩემმი ცხოვრება ვიგრძნო! მაგრამ იქნებ ...იქნებ ვცადო ...ვცადო და... მოგონება ორი საათის წინ: -მაგრამ იქნებ ...იქნებ ვცადო ...ვცადო და... -სულელო,გაგიჟდიი?! სულ დაკარგე ჭკუა!? გინდა რომ მთელმა სამყარომ შენზე ცუდად ისაუბროს? გინდა ციხის კედლებში გამომწყვდეულმა გაატარო მთელი შენი ცხოვრება! მათ ვერ მოერევი მეი,უბრალოდ დაივიწყე! გთხოვ ,დაივიწყე და ასეთი რაღაც აზრათაც კი არ გაივლო არასდროს. -კი ,მაგრამ დემე შენ ყოველთვის მეუბნებოდი რომ ბედნიერი მხოლოდ მაშინ ვიქნებით,როდესაც საკუთარი სურვილების წინააღმდეგ არ წავალთ. -ეს სიტუაცია სრულიად უძლურს გვხდის შენც და მეც! განა მე მინდა ეს? მეც არ მინდა,მაგრამ არც ციხისთვის არ მემეტება ჩემმი თავი ან თუნდაც შენ! -არა,დემრ სხვაგვარად როგორ ვიცხოვრო? არა,მირჩევნია ვცადო! გავიქცევი და ისეთ ადგილას დავიმალები რომ ვერ მიპოვონ,მხოლოდ ჩემს ოჯახის წევრებს ეცოდინებათ სად ვარ. -ანუ გაადაწყვიტე რომ მთელი ცხოვრება მალულად გინდა იარსებო ? -მირჩევნია... -გგონია ვერ მოგაგნებენ? ყველგან გიპოვიან მეი! კანონს ვერსად ვერ გაექცევი! ეს ჩვენი არჩევანი არაა,ჩვენ მხოლოდ გვევალება რომ ამ წესს დავემორჩილოთ,სხვა არაფერი. -ვიცი. -მაშინ შეწყვიტე ამ სისულელებზე ფიქრი და უბრალოდ გააკეთე ის რასაც მოითხოვენ. არსად არ გაბედო გაქცევა,თორემ შემდეგ მეც ვეღარ დაგეხმარები,გთხოვ დამიჯერე,შენი თავისთვის მაინც. -კარგი...ასე იყოს. მოგონების დასასრული. თმა იდეალურად დავიყენე,მაკიაჟიც,ტანისამოსიც ასევე ძვირადღირებული და იდეალური იყო. ყველანაირად მზად ვიყავი გარეგნულად ,მაგრამ ფსიქიკურად არა. -პროგრამა მეორე ნახევარი ,იდეალურ კავშირს გპირდებათ? ჰაჰ,რა სისულელეა. სიმწრით ჩუმად ჩავილაპარაკე და სახეზე ჩამოსული ცრემლი სასწრაფოთ მოვიწმინდე. -მორჩა,მზად ვარ. ხმამაღლა გავძახე დედას ,რომელიც ოთახის კარს უკან მელოდებოდა და ფეხზე წამოვდექი . დროა წავიდე და ჩემმს საქმროს შევხვდე. ლუკასი: ყველაფერი ისეთი იდეალურად იყო როგორც მინდოდა! გარშემო სისუფთავისგან ყველაფერი მზინავდა,ჰაერში კი ყვავილების სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა ,მეც უკვე სმოკინგში გამოწყობილი სავარძელში ვიჯექი და ფეხი ფეხზე მქონდა გადადებული,ხელში კი ვისკით სავსე ჭიქა მეჭირა. დაკევა არ მიყვარს,მაგრამ ახლა თუ ცოტა არ დავლიე,შეიძლება ჭკუიდან გადავიდე! -აქამდე სად არიან? ჩუმად ჩავილაპარაკე და უკმაყოფილომ შევხედე საათს,რომელიც 3:07 საათს აჩვენებდა. -მაიკ,ნუთუ გასაგებად არ ეწერა წერილში რომ აქ შუადღის სამ საათზე უნდა ყოფილიყვნენ. გაღიზიანებულმა ვუთხარი ჩემს გვერდით მდგარს და შემდეგ კიდევ ერთხელ მოვსვი ჭიქიდან. -დიახ ,ბატონო! როგორც ჩანს შვიდი წუთით აგვიანებენ. -ამას მეც ვხედავ. -რა სამწუხაროა,მაგრამ როგორც ჩანს ცოტა უპასუხისმგებლოა შენი მომავალი საცოლე. მამას გამაღიზიანებელი ხმა მომესმა თუ არა და სახე დამეძაბა! ვიცოდი ამით ჩემს გაღიზიანებას ცდილობდა და გამოსდიოდა კიდეც. -დისწიპლინას შევასწავლი მამა,ამაზე არ ინერვიულო. როგორი მშვიდათაც შემეძლო ვუპასუხე და შემდეგ თვალი განძრახ ავარიდე. ზუსტად ოცი წუთით გადასცდა სამ საათს,მაგრამ ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ ადგილზე! მე ყველაფრის გეგმის მიხედვით განხორციელება მიყვარს! ვერ ვიტან ,როდესაც აგვიანებენ და მალოდინებენ! თავი ვინ გონიათ!? -ბატონო ლუკას ,მოვიდნენ! მოსამსახურე ქალი ანერვიულებული შემოვიდა ოთახში,რაზეც მკაცრად მუვუგე. -სად არიან? -მისაღებში გელოდებიან. ფეხზე გამწარებული წამოვდექი და სწრაფი ნაბიჯით დავიძარი მისაღებისკენ! აუცილებლად მოვახსენებ თუ რამდენად უმსგავსოდ მოიქცნენ ,როდესაც დაგეგმილ დროს აქ არ გამოცხადდნენ! ხმაურიანად შევდგი მისაღებში ფეხი და პირდაპირ ამ სიტყვით მივეგებე სტუმრებს. -იქნებ გამაგებინოთ ასე რატომ დაგაგვიანდათ? ოცი წუთია გელოდებით. ეს ვთქვი თუ არა და წინ მზერა სამ ადამიანზე შევაჩერე. ერთი ქალბატონი და ერთი მამაკაცი,სავარაუდოდ მისი მშობლები და ეს ვინაა...ასეთი თვალებით რომ მიმზერს,მისი ძმა? არ მახსენდება რომ ჩემს თანაშემწეს ინფორმაციის წაკითხვის დროს რაიმე მის ძმის შესახებ ეხსენებინა. ალბათ არასწორედ წაიკითხა რაღაც,სჯობდა მე მენახა ეს ინფორმაცია! მაგიდა სამ ადამიანზე გავთვალე...ახლა მეოთხე ადამიანის დამატებით ყველაფერი იდეალური აღარ იქნება. -მოგესალმებით ბატონო ლუკას! ძაალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა ,მართლაც შესანიშნავად გამოიყურებით! ეს სიტყვები მითხრა და მომღიმარი ჩემსკენ წამოვიდა,რაზეც უეცრად დავიბენი. -დიდი მადლობა ,თქვენი სახელი? -ბელი ,მეის დედა. მშვიდად მომიგო და ხელი თბილი ღიმილით ჩამომართვა,მეც თავი დავუხარე და მამამისთანაც იგივე გავაკეთე...შემდეგ კი ამ უცნაურად უკმაყოფილო ბიჭთან გავჩერდი. -თუ უზრდელობაში არ ჩამომართმევთ თქვენ ვინ ბრძანდებით? ჩემს წინ მდგარ მამაკაცს მშვიდად ვკითხე ,რაზეც მან რატომღაც მეტად დაბღვერილი სახე მიღოო და მიპასუხა. -მისი ოჯახის წევრი ვარ. გამაღიზიანებლად მიპასუხა და ხელი ხელზე მომიჭირა! მე მაინც არ შევიმჩნიე ეს ყოველივე და ხელი ჩამოვართვი. შემდეგ კი მზერა იმ იმედით გადავიტანე მის გვერდით ,რომ ჩემი მომავალი ცოლი მენახა,მაგრამ არავინ არ დამხვდა! საერთოდ არავინ! უეცრად ძაალიან დავიბენი და ვერ მივხვდი რა ხდებოდა...გოგო სადაა?!! -უკაცრავად,თქვენს შორის რომელიმე ხართ მეი ? თუ რაიმე მეშლება და ახლა მეჩვენება რომ აქ არავინ არაა? ცოტა გავღიზიანდი ,რადგან ამდენხანს ლოდინის შემდეგ გოგო აქ მაინც არაა! -აჰ,დიდი ბოდიში არც კი ვიცი როგორ გითხრათ,მაგრამ მეი სახლში არ შემოგვყვა. უხერხული ღიმილით მიპასუხა დედამისმა და შემდეგ ნერწყვი სიმწრით ჩაყლაპა. -რას ქვია არ შემოგყვათ? ეს რა საქციელია საერთოდ? მრისხანება ვეღარ დავმალე და ცოტა ხმას ავუწიე,მე მეზიზღებიან ასეთი ადამიანები! ჯერ დააგვიანა,ახლა კი საერთოდ არც შემოსვლა იკადრა! -არა,არა ცუდად არ გაიგოთ! მას უბრალოდ თქვენთან მარტო შეხვედრა უნდა! ალბათ უნდა რომ თქვენი პირველი შეხვედრისას სულ მარტონი იყოთ. უაზროდ ბედნიერმა ისე მითხრა ეს,თითქოს და უნდა გამხარებოდა! სულელი გოგო! -სადაა? მხოლოდ ეს ვიკითხე და გაღიზიანებულმა ამ სიტუააცით თავის დამშვიდება ვეცადე. -უკანა ეზოში გელოდებათ. ამ კითხვაზე ჩემა მოსამსახურე ქალმა მიპასუხა,მეც აღარ მომიცდია ზედმეტი და პირდაპირ გასასვლელი კარისაკენ დავიძარი ! მაგრამ უკვე კართან მისულმა უცბათ რაღაცამ შემაჩერა,დავიბენი და უკან გავიხედე...უკან კი ის ბიჭი დამხვდა,ოჯახის წევრით რომ გამეცნო მხოლოდ! -რა ხდება? უხეშად ვიკითხე ,რადგან მისი საქციელი გაუმართლებელი და მოულოდნელი იყო. -იცოდე,არ აწყენინო და ნორმალურად დაელაპარაკე. ეს რომ მითხრა ,თანაც ყველაზე სახიფათო გამოხედვით ,თან დავიბენი და თანაც გავბრაზდი. -არ ინერვიულოთ,მე უკეთ ვიცი როგორ ვესაუბრო ჩემს მომავალ ცოლს. გაღიზიანებულმა ვუპასუხე და ზურგი ისე ვაქციე რომ ზედაც არ შემიხედავს მისთვის. სანამ უკანა ეზომდე მივედი ათასი აზრი მიტრიალებდა! მაგალითად იმის შესახებ თუ რატომ მითხრა ამ უცნაურმა ბიჭმა ასეთი რაღაც! რატომ უნდა ვუთხრა რაიმე ცუდად,თუ არაფერი არ დაუშავევია...რამე დაშაავა? თუ დააშავა ,ამისთვის პასუხსაც მიღეებს,მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ ვცდები. ზურგით მდგარი ახალგაზრდა გოგონა მალევე შევნიშნე სულ მარტო მდგარი. საშუალო სიმაღლის იყო,გამხდარი და სასიამოვნოდ მოხდენილად ეცვა,თმაც იდეალურად უბრწყინავდა მზეზე,წელში გამართულად იდგა და აშკარად ლამაზი იყო. ჩუმად მივუახლოვდი ,ისე რომ ზედმეტი ხმაური არ გამომიწვევია,მხარზე ხელი დავდე და ხმა ამოვიღე. -მეი. ეს ვთქვი თუ არა და შეხტა! ჩემს ხელს კი მოშორდა და ჩემსკენ შემოტრიალდა. ეს... გოგონა... მე ის ვიცანი... მე ის სახეზე ვიცანი! ეს იქნება ჩემმი ცოლი?! ეს უზრდელი და სულელი გოგო?! თუ არა აქ რა უნდა?! ვერ ვიჯერებ,უბრალოდ ვერ ვიჯერებ! -რაა?! შეენ?! შენ აქ რას აკეთებ?! გაგიჟებულმა ნახულით ,მეც არ ვიცოდი ისეთი რაღაცებიი ვიკითხე! თავისთავად ის მეიაა და ამიტომაა აქ,მაგრამ დაჯერება მაინც არ მინდა! -დავიჯერო ვერ მიხვდით? უემოციოდ მკითხა და აგდებულად ამომხედა ზემოთ. -შენ ხარ ჩემი მეორე ნახევარი?! უკვე ბოლო ხმაზე ვუღრიალე,რაზეც შევატყე როგორ დაიხია უკან ერთი ნაბიჯით,როგორც ჩანს შეეშინდა. -სავარაუდოდ მე ვარ. თამამად მიპასუხა ყველაფრის მიუხედავად,რაზეც მისკენ გაცეცხლებული გავემართე,შემდეგ კი მაჯაზე ვწვდი ხელით და ჩემსკენ უხეშად მოვწიე. -არ მჯერა,შენი არ მჯერა! მითხარი აქ რა ხდება? რამე მოაწყე? უფრო სწორედ არ მინდა დაგიჯერო. -რა მოვაწყე? სულ გაგიჟდით? როგორც გინდათ ისე იფიქრეთ! მე არაფერში არ მჭირდება თქვენი მოტყუება! ასევე უხეშად მიპასუხა და ჩემი ხელი უხეშად მოიცილა მაჯიდან . მე კი უცბად ადგილზე გავიყინე! ფეხებზე მეკიდა აქამდე ვის ამირჩევდა პროგრამა,მაგრამ იმის შემდეგ რაც ეს გოგო დავინახე ჩემი საცოლის ადგილას,მივხვდი რომ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებდი რომ მის გვერდით გამეტარებინა ჩემმი დარჩენილი ცხოვრება! -სულელი პროგრამა! ბოლო ხმაზე ვიყვირე უეცრად და სიბრაზისგან იქვე მდგარ სკამს წიხლი დავარტყი! შემდეგ კი ისევ სახეზე გაფითრებულ გოგოს მივუბრუნდი. -მითხარი,ახლავე მითხარი როგორ ფიქრობ შენი დარჩენილი ცხოვრების ჩემს გვერდით გატარებას!? ვერ ხვდები მაინც რომ ეს ურთიერთობა ვერ შედგება,ვერანაირად! ამაზე მან არაფერი არ მიპასუხა და უბრალოდ თავი ჩახარა. -მე ვიცი როგორ მოგიწევს ცხოვრების გაგრძელება,თუ ჩემს გვერდით იქნები! რაზეც მე ამოვიღე მის მაგივრად ხმა და მასთან სახიფათოთ ახლოს მივედი. -თუ ისეთი არ იქნები და ისე არ მოიქცევი როგორც მე მინდა ,ყველაზე უბედურ ქალად გაქცევ ,ცხარე ცრემლით გატირებ და შენს საკუთარ ბედს გაწყევლინებ! რას იტყვი?!გასაგებია შენთვის ეს? არ გეგონოს იმის უფლებას მოგცემ რაც იმ დღეს გაბედე ჩემს კონპანიაში! ამის თქმა იყო და მან ხელი მკრა,ისე რომ მისგან საკმაოდ შორს აღმოვჩნდი. -არა და არც არასოდეს არ იქნება გასაგები! არ ვაპირებ შენს გვერდით ცხოვრებას! გავიქცევი,ამ წესს არ დავემორჩილები,გგონია მინდა შენი მეორე ნახევრობა? მე არ მჯერა სულელი პროგრამის! კონტროლი ისე დაკარგა თავის თავზე რომ აშკარად ისეთი რაღაც თქვა ,რის თქმასაც არ აპირებდა,რადგან დაასრულა თუ არა წინადადება ,პირზე ხელი გაფართოვებული თვალებით აიფარა. -რას აპირებ ?! ჰაჰ...სულელო გინდა ციხეში ამოგხდეს სული? ამის გაგებაზე გაბრაზებულმა ვტაცე ხელი მკლავზე და პირდაპირ თვალებში ჩავხედე. -ხელი გამიშვი,არ მაინტერესებს!მირჩევნია ციხეში გავატარო დარჩენილი ცხოვრება,ვიდრე შენაირი მამაკაცის გვერდით! თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და უკვე საკმაოდ შორს მდგარი ,შორიდან ზიზღით მიყურებდა. -სიტყვებს და ტონს დაუკვირდი. -ვუკვირდები და სწორედ ამიტომ ჟღერს ასე! -ანუ ასე გადაწყვიტე რომ აგდებულად მესაუბრო? ასე გინდა ჩვენი ურთიერთობის დაწყება? უკვე ბრაზისგან კბილებს ვაჭერდი ერთმანეთს. ამ თავხედ გოგოს იმის უფლებას არ მივცემ რომ ასე მესაუბროს,ამ ტონით! ჭკუას ვასწავლი! -დიახ,ჩვენი ურთიერთობა იმ დღეს დასრულდა, როდესაც გასაუბრებაზე შეგხვდით! -კარგი,კარგი! ასე იყოს,მაგრამ შედეგებზე შენვე მოგიწევს პასუხი აგო. მხოლოდ ეს ვუთხარი და ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან! თუ ასე უნდა ,მაშინ ასეც იქნება...სურვილს ავუსრულებ. -ყველაფერზე თანახმა ვარ. -ანუ ჯიბრში მიდგები? სახიფათოთ ვკითხე და შემდეგ მისკენ ნელი ნაბიჯით წავედი. -რატომ იფიქრეთ ასე ბატონო ლუკას? გამაღიზიანებლად და ცინიკურად დამიბრუნდა პასუზუ. -იმიტომ რომ შენი საუბროს მანერა არ მომწონს. -მაშინ ეცადეთ გამოასწოროთ ეს. -აუცილებლად გამოვასწორებ! მხოლოდ ეს ვუთხარი და ტელეფონზე აკრეფილ ნომერს დავურეკე. დაიბნა და ვერ მიხვდა შუა საუბრის დროს ვისთან ვრეკავდი...მანამ ჩემმი ხმა არ გაიგო. -გამარჯობა ,თუ შეიძლება პროგრამის მთავარ რედაქტორთან დამაკავშირეთ. რაღაც დარღვევაზე მინდა განვაცხადო. -ახლავე. გადმომცა ყურმილის უკან მდგარმა ქალმა,რაზეც კმაყოფილმა ღიმილით გავხედე ჩემს წინ მდგარ შეშინებულ მეის. ხვდებოდა რასაც ვაკეთებდი და ეს ძაალიან აშინებდა. -სულ რაღაც რამოდენიმე წამში პროგრამის რედაქტორს ყველაფერს მოვახსენებ და ნახავ რაც მოგელის. კანონის წინაშე შენი ვალდებულება გინდა რომ დაარღვიო ხო? ასე იყოს,ამ შეურაცხყოფას შენგან არ ავიტან. ეს არ იყო მუქარა,ეს იყო გადაწყვეტილება ,რომელიც მე მივიღე! მე არაფერი არ დამიშავებია...იმის მიუხედავად რომ ეს გოგო სულელია,მე მაინც თანახმა ვარ რომ ჩემი ვალი მოვიხადო და ცოლად მოვიყვანო! მაგრამ მან როგორც მითხრა გაქცევას აპირებს...მე ეს ნამდვილად მნიშვნელოვან ინფორმაციათ ჩავთვალე ,რომელიც პროგრამის რედაქქტორმა უნდა იცოდეს! ეს გოგო იმას მიღეებს რაც უნდა. ციხეში მოხვდება. -რას აკეთებ? შეშინებული თვალები მომანათა,რაზეც კმაყოფილმა ჩემმი გადაწყვეტილებით ვუპასუხე. -ყველაფერს ვეტყვი მათ რაც ცოტახნის უკან მითხარი. შენი სურვული ახდება და ციხეში ამოყოფ თავს...შენც ეს არ გინდოდა? მეი: ამის გაგებაზე სასწრაფოთ თავდაცვის მექანიზმი ჩამერთო და პანიკაში მყოფი მივვარდი! პირდაპირ ხელიდან ტელეფონი გამოვგლიჯე,ისე რომ ამას არც მოელოდა. ამის შემდეგ კი მთელი ძალით ვუყვირე,ბოლო ხმაზე! -თქვენ რა მართლა გინდათ რომ დამიჭირონ?! რას აკეთებთ!? ტელეფონი გათიშეთ! რამის კრუნჩხვებში ჩავვარდი ისე გავნერვიულდი,მან კი ამაზე უბრალოდ მშვიდად მიპასუხა ! -ნუ ყვირიხარ! -ნუ ვყვირივარ?! თქვენ რა მეუბნებით რომ არ ვიყვირო?! რას აკეთებთ ხვდებით მაინც?! როგორ შეგიძლიათ ასე ერთი ხელის მოსმით დამინგრიოთ ცხოვრება? -ეს ჩემმი გადაწყვეტილება არაა,ეს შენი სურვილია. -ეს არ გააკეთო. არ მინდოდა...არ ვაპირებდი,მაგრამ რომ შევატყე რომ ამას მართლა გააკეთებდა,ეს მივამატე. -გთხოვ. ამაზე მან წარბის აწევით გამომხედა. -ახლა უკვე მოითხოვ რომ შენი სირვულები გავითვალისწინო? -არა... -აბა რა გინდა? ვალდებულებებს ასე ვერ არიდებ თავს,შენზე ნაკლებად ეს მეც არ მინდა! ეს თავში ავარდნილი ხეპრეე! როგორ მეზიზღება უკვე! -ეს ჩემმი ადამიანური უფლებაა გავაკეთო ის რაც მე მინდა,მაგრამ ეს_ -მე კი მგონია რომ არა. -ვინ ხარ ასეთი,გული არ გაქვს? -მგონი დღეიდან შენს მომავალ ქმართან ნორმალურად საუბარი მოგიწევს, კარგად შეისწავლო,რადგან შენი საუბარი და ტონი იმ დღიდან მოყოლებული არ მომწონს. ამის მოსმენაზე ძაალიან გავბრაზდი,მაგრამ ხმა აღარ ამოვიღე,არაფერი აღარ ვუპასუხე! რა მეთქვა? ახლა რომ რამე ვუთხრა,მართლა ეტყვის ყველას იმას რაც ვუთხარი. შემდეგ მართლა აღარაფერი არ მეშველება. -აბა,დაწყნარდი უკვე? ძაალიან კარგი,ახლა წამოდი შევიდეთ,ჩვენი მშობლები გველოდებიან. დროა ჩვენი მომავალი ურთიერთობა განვიხილოთ. ეს თქვა და რატომღაც ხელი წელზე შემომხვია! ამაზე მე თვალები გამიფართოვდა,მაგრამ არაფერი არ გავაკეთე და შოკში მყოფი უბრალოდ მის ნაბიჯებს ავყევი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.