ჩემი გონების 100 % (სრულად)
გონებაში თავმოყრილი ტკივილებიდან ,ყველაზე დიდ დარტყმას მაინც ის მაყენებს,რომლის გამოც ბედნიერების მხარე მცირე დროით,სავსე იყო.. ხურჯინზე მოწყობილი მოგონებები წვეთწვეთ იღვრება გულის ფსკერზე და იმდენ დაღს მასობს,ვეღარ ვამრთელებ... ნაპრალებში გამოჟონილი ცრემლები მთელ ტანს ეხვევა და სასუნთქ სივრცეს მივიწროვებს... მერე,თითქოს,ის სულ მცირე წიგნაკი იშლება და, უღმერთო მონატრებაში უფრო მეტად ვწამდები,ვიდრე,დაგროვილ ჭრილობებთან... მთელი გონება,ა დან ჰ ზე გაუფრთხილებლად გადადის და, ისეთ წნეხში მაგდებს,სუნთქვა მეკვრის.. მისი თოთქოს მივიწყებული ყოველი ნაკვთი ხელახლა ჩნდება გონებაში და მის 100% იკავებს... მენატრება... მთელ სხეულში ერთი სიტყვა კუნჭულკუნჭულ იბუდებს და,იქ ცხოვრებას იწყებს.. გაუსაძლისობისგან, შეუგუებლობისგან, არსებობას დროების ვივიწყებ... ___ საუკეთესო მეგობრის ქორწილი! ვფიქრობ და, ვერ ვიხსენებ,სხვა რომელი სიტყვით გადმოვცე ემოცია,რომელსაც ეს ოცდაოთხი ასოთწყობა იწვევს ჩვენში! ბაღის ზეიმიდან სკოლის ბანკეტამდე განვლილი გზა და,პლუს ოთხი წელი გვაძლევდა იმ ძალას, სამ კაცს თავდაუზოგადავ გვებრძოლა, ნინუცა ოცხელის ქორწილი ყოფილიყო ისეთი,მთელი წელი მხოლოდ მასზე რომ ელაპარაკათ! ასეთი იყო მოთხოვნაც მისი და მიზანიც,რომელსაც ისე მივაღწიეთ,20 დეკემბერს მთელი სამეგობრო,ათობით ნათესავითა და თავად სიძეც-გიორგი გიორგაძეც კი სახეშეერყეული ვუყურებდით თეთრ ატლასის კაბაში დამშვენებულ ნინუცას. დიკა ოფიციალურად ტიროდა,სადღაც კუთხეში მისი მეიქაფარტისტიც ღვრიდა ცრემლებს,შავი ტუში ლოყებზე რომ ჩამოუვიდა გალანტურად. ისეთი ცხელი აღელვება გვივლიდა სხეულში,ცოტა მაკლდა,დიკას ავყვებოდი. -შურით გავსკდი,ისეთი ლამაზი ხარ!-ყურში ისეთი ტემბრით უჩურჩულა დიკამ,მთელმა ოთახმა გაიგო და საერთო სიტუაციაც განიმუხტა. დღის განმავლობაში იმდენად თავბრუდახვეული ვიყავით ყველა,მხოლოდ მანქანაში თუ ვისვენებდით,ერთი პუნქტიდან მეორეში გადაადგილებისას. -სახე გამძვრა!-დიტო მთელ ბოთლ წყალს ცლის და მანქანიდან გადმოდის.ნინუცა ენერგიაგამოცლილ გიორგის მიათრევს სიყვარულის ხესთან ფოტოგრაფების ჯართან ერთად და,თან ჩვენ სახელებს ყვირის. -შანსი არაა ოცხელიი! აქ და ახლა მთავრდება შენი ცეკვა ჩვენს ნერვებზე!-აღმართზე დიკა მოხოხავს თხუთმეტსანტიმეტრიანებით. სულის მოთქმას ვცდილობთ ნახევარი საათის შემდეგ,რესტორნისკენ დაძრულები,დიტოს ტელეფონი რომ ამღერდა და,ფერდაკარგულმა მანქანა გზიდან გადაიყვანა. უსიამოვნოდ გამცრა.. სამი წუთი იყო მანქანიდან გადასული.. საქარე მინიდან ვატყობდი მისი ემოციის ცვლილებებს და მცდელობებს,სიხარული როგორმე დაეფარა. გავცივდი.. თითქოს რაღაცას მივხვდი და ყველაფერს გავიღებდი, ოღონდ კი ჩემი ფიქრები არ ამხდარიყო.. არც მას დაუდასტურებია რამე, მაგრამ, ვგრძნობდი.. მთელი სხეული განგაშის ზარებს სცემდა და ამის შესაჩერებლად ვერაფერს გავაკეთებდი.. -სახეხე ფერი არ გადევს! -დიკა გამაფრთხილებელ ტონს ჩემკენ მართავს და თვალებს მიბრიალებს.. ულამაზეს სივრცეს ნინუცას მშვენიერება უფრო მეტ ბრწყინვალებას სძენდა.. ხალხის ემოციებმა ჩემი დაძაბულობა ოდნავ მოხსნა და,შედარებით,ამოვისუნთქე. დიტო ვერ დავიმარტოხელე, თითქოს თავსაც მარიდებდა.. მთელი საღამო ისეთ განცდებში გავატარე, ბრძოლის ენერგიაც კი გამომეცალა, ნინუცას რომ არაფერი ეგრძნო.. -მთელი საღამოა კარებს თვალს არ აცილებ, თვალებიდან იმდენ ნაღველს ღვრი,მხოლოდ შენს ჯავრზე ვდიქრობ ანიკო..-სცენიდან დაბრუნებული ნინუცა გვერდით მიჯდება და,თვალს არ მაცილებს.. არ მინდა დღე გავუუფერულო,რაც შემიძლია ფართოდ ვიღიმი და ვცდილობ, ეჭვები გავუფანტო... -შენ რომ სულ ჩვენთან ვეღარიქნები, მხოლოდ მაგაზე ვდარდობ ნი.-თბილად ვუღიმი,მის ბედნიერ ვარსკვლავებს თვალებში ვიჭერ და აღარ ვუშვებ..-ამაზე სხვა დროს.. ეს ყველაზე ბედნიერი, გასაოცარი,ლამაზი და, სიურპრიზებით სავსე დღეა ნი და უბედნიერესი ვარ,რომ შემიძლია მისი ნაწილი ვიყო! კიდევ უამრავი რამის თქმა მსურდა, მაგრამ, ერთიანმა აღელვებამ სიტყვა შემაჩერებონა და, ნინუცას ყურადღებას მთლიანად ცენტრისკენ გადავიდა. სხეულში მოძრავმა თითოეულმა ელექტროდმა მწარედ გაიარა უჯრედები.. გავიყინე.. ვიგრძენი როგორ დატოვა სულმა სხეული.. ვიგრძენი როგორ მომეწურა გული ტკივილისგან და, სუნთქვა გამოვტოვე.. ერთიდან ათამდე.. ის აქ იყო.. სცენის შუა წერტილში და მისი გამოჩენა იმდენად დამანგრეველი იყო,სხეულის ვერცერთ ფუნქციას ვეღარ ვასრულებდი.. -ის აქ არის..-იმდენად ჩაიკარგა საერთო ხმაურში ჩემი სუსტი ხმა, სულ მთლიანად დავპატარავდი.. მხოლოდ თვალი აღიქვამდა ნინუცას ცრემლებს,დიტოს სიხარულს,დიკას აღტაცებას.. მხოლოდ მზერა აფიქსირებდა გარშემომყოფების სრულ ბედნიერებას და,მისი გამოჩენის სიდიადეს.. მხოლოდ თვალი და,მეტი ვერაფერი.. ვგრძნობდი, იქ საერთოდ ვეღარ ვიყავი,ამავე დროს კი, მის ყველა ნაბიჯს გონებაში ვნიშნავდი.. ვინ იცის, გულის სიღრმეში რა სიმწარით ველოდი მის თვალებს,მაგრამ.. ვიცოდი,ვერ გავუძლებდი და ეს, ჩემზე უკეთ მან იცოდა.. არც შემოუხედავს.. ვერც ერთი წამით ვერ დავიჭირე აურზაურში მისი თუნდაც ქურდული მზერა.. -მე აქ ვარ! -სუსტად დიკოს ხმა მომწვდა, მკლავებზე მაგრად მიჭერდა თითებს და ჩემს დაბრუნებას ცდილობდა. -ანიკო,მაპატიე!-დიტომ წამით გამომხედა სევდიანი თვალებით, თითქოს ჩემთვის თვალის გასწორებაც კი ერიდებოდა.. -დი,ილია დაბრუნდა..-არ ვიცი,საიდან ვიპოვე სიტყვების ძალა,მთლიანად დამსხვრეულს ,ნაბიჯის გადადმაც კიარ შემეძლო.. იქ და იმ წამს მხოლოდ ის მინდოდა,ჯარებად დაწყობილი მოგონებები ერთიანად წამეშალა, მაგრამ, ვერა, ჩემი გონების ასი პროცენტი იყო ილია ოცხელი. ___ **** -ვერ ვიფიქრებდი,ასეთი სიყვარული თუ შეგეძლო..-მკერდიდად რიტმული ბიძგები მთელ სხეულს თბილ საბურველში ხვევდა და იდილიას ქმნიდა.. გრილი ციტრუსის არომატი ჟანგბადს ერთვოდა და თავბრუს მახვევდა. მისით მოცულს წამითაც არ მინდოდა მელოდიურ მკერდს მოვცილებოდი.. მთელი არსებით მასში ვიყავი გამოკრული... -ერთი პატარა კაფანდარა გოგო გონების დაკარგვამდე შემიყვარდი ...-იმდენ სითბოს გასცემდა,მთლიანად მავსებდა... იყო მასში უზომო სიკეთე და სითბოს გაცემის მოთხოვნილება.. აბსოლუტურად ყველას იმედი იყო, სხვისთვის უკან არაფერზე იხევდა და მისი უზომო ყურადღება იყო, 17 წლის არეულს,მთელი გრძნობები სრულიად მოულოდნელად თავდაყირა რომ დამიყენა... თან ისე,აგერ უკვე წლებია,მისი ზეგავლენისგან ვეღარ გამოვედი.. -არ ვიცი რა უნდა მოხდეს,ამ სამყაროში ჩემად აღარ მეგულებოდე...-სითბოში მისი სიტყვები ლამაზად ეკიდა ჰაერში და თავისუფლებას მანიჭებდა.. მის თითოეულ სიტყვას ყოველთვის შეეძლო ჩემი რადიკალურად შეცვლა.. -ილი,შენ არც კი იცი,რა ხარ ჩემთვის!.. *** ___ ელვა მივლის ისეთი ნოემბრის სუსხია.. სიცივე ისეთ არომატებს ატრიალებს ჰაერში,კანზე მამცივნებს და ვცდილობ, მინელებული გულისცემა ღრმა სუნთქვით დავირეგულირო.. ტკივილი იმდენად გამჭოლია,მგონია სხეული დასერილია.. აივნის თეთრ მოაჯირს სუსტად ვეჭიდები და გაყინულ იატაკზე ვცურდები.. სიცივე კიდურებს სრულად ყინავს და,მგრძნობელობა მიქრება.. ვიცი,ვკანკალებ,მაგრამ,ვეღარ აღვიქვამ.. თითქოს ვდუნდები,თითქოს ვსუსტდები,თითქოს აქ აღარ ვარ,მაგრამ,მაინც.. მაინც მთელი სხეულით ვგრძნობ,რომ ეს წამია,ჰაერი უღმერთოდ დამძიმდა.. "ის აქ არის" სხეულმა ჩემი შეფხიზლება სცადა,თუმცა პირიქით.. ნაცნობმა არომატმა ასე ახლოს თავზარი დამცა.. თვალებს ისე მწარედ ვაჭერდი ერთმანეთს,მოწოლილი ცრემლები ჯებირებს ვერ სცდებოდნენ... ის რომ დამენახა,მისი ერთი სიტყვაც რომ გამეგო,მისი თუნდაც მცირები შეხება რომ ეგრძნო სხეულს,სრულიად გავნადგურდებოდი.. ეს ჩემზე უკეთ იცოდა და,იმაშიც დაწმუნებული ვიყავი,მხოლოდ ჩემი უსაფრთხოების გარანტიისთვის გამოვიდა აქ.. მასზე მეტად არავინ იცოდა,არაფერს აზრი აღარ ჰქონდა.. სულ წამების მერე,ჰაერი ისევ განიმუხტა.. აივანზეისევ მარტო დავრჩი და თვალები ზუსტად იმ წერტილს დავასვე,სადაც წამების წინიდგა... მზერით ვხაზავდი მის კონტურებს და ცხელ ცრემლებს სამოსად ვახურავდი.. მასთან ერთად ჩემმა სხეულმაც გალღობა იწყო და,შედარებით დავბრუნდი... -შენთან გამომიშვა..-თავზე დიკა წამომდგომოდა,თავისი პიჯაკი გაეძრო და მხრევზე ძლიერად მხვევდა.. -სახლში წავიდეთ ანიკო... ___ **** იყო დადებითი და, იყო ის,რაც მარტო ჩვენ გვეხებოდა და მის ყველა დადებითს ფანტავდა.. ბოლო პერიოდში,როცა ყველაფერი ყველაზე კარგად უნდა ყოფილიყო,იმდენ ნაწილად ვიმსხვრეოდით ორივე,საბოლოოდ,ვეღარ შევიკარით.. მისი ეგოიზმი იმდენად აიხლართა ჩვენს ცხოვრებაში,საწყისს ვეღარ დავუბრუნდით.. კომპრომისებს ერთმანეთისთვის ვეღარ ვთმობდით.. საერთოდ რომ ავცდით ერთმანეთს, ლოგიკურად დავცილდით და, დღემდე, წელიწადი და შვიდი თვეა,ჩუმად,მაგრამ მაინც,ნანუკა მე მადანაშაულებს მისი ძმის საზღვრების გაცდომას... **** ___ თავს ვერ ვწევ.. ქუთუთოები ისე მაქვს დამძიმებული,თვალებს ვერ ვახელ.. მეშინია რეალობაში დაბრუნება.. გონება გუშინდელ სცენებს ბლოკავს და ჩემამდე არუშვებს.. არ ვიცი შემდეგში რა იქნება.. გაურკვევლობა სულს მიხუთავს და მოდუნების საშუალებას არ მაძლევს.. ძალას ვერ ვპოულობ მისი ახლოს ყოფნა რომ ავიტანო.. მეშინია.. საკუთარი უსუსურობა ფრთებს მტეხს და, თავისუფლებას მართმევს.. მეშინია ვერ გავუძლო და თავიდან გავიარო საფეხურები.. ვიცი როგორ იმოქმედებს მისი შემოხედვა.. -ნანუსთან უნდა გავიდეთ ხომ იცი..-გვერდიდან დიკოს ჩუმი ხმა მესმის.. ვიცი,იცის მღვიძავს და,თავს ვერ ვიფხიზლებ. თავს სუსტად ვაქნევ და გამოპარულ ცრემლს ვიმშრალებ. -მისთვისორი მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ და, უნდა ეცადო,ნანუსთვის,რომ თავი ცუდად არიგრძნოს..-ხელს მჭიდებს და ამღვრეულ თვალებში ჩამცქერის, ალბათ იქ ძალას ეძებს,თუმცა,ვერ პოულობს. თავს სუსტად აქნევს და ოთახში მარტო მტოვებს.. დიდი ხანი ვცდილობ საკუთარ თავში ძალა ვიპოვო.. დიკო მართალია,მის გვერდით უნდა ვიყო.. ნანუს არასდროს გავუკიცხივარ მომხდარის გამო.. იყო მომენტები,ზედმეტი მონატრებისგან მწყრალად გადმომხედავდა,მაგრამ,თვითონაც ესმოდა რა მძიმედ ვიქნებოდით,რომ არ წასულიყო... მისმა ზარმა კიდევ უფრო დამარწმუნა აზრის სისწორეში.. ხმაში ორჭოფობა ერია,მასთან მისვლას მთხოვდა.. დიდხანს აღარ მიფიქრია, ჩავიცვი,დიკოს ჯუკში ჩავსხედით დიტოსთან ერთად და, წავედით. ____ ყოველ კუთხეში მისი ძებნა იმ წამიდან დავიწყე,როგორც კი შევედით. საკუთარი თავი მოლოდინში რომ გამოვიჭირე,ჩამეცინა.. ყოველ მცირე ხმაურზეც კი დამფრთხალი კარებისკენ ვიყურებოდი და ველოდი,როდის შემოვიდოდა.. თუმცა,ისე მოსაღამოვდა,დღის ბოლოს მხოლოდ ენერგიაგამოცლილი,დასუსტებული,შეშინებული უფრთო არსება ვიყავი.. საკუთარი თავი მეცოდებოდა... ნანუ თანაგრძნობით მიყურებდა,დროდადრო თბილად მეხუტებოდა და მის ენერგიას მინაწილებდა.. მიუხედავად ღელვისა,დღე სასიამოვნოდ გავატარეთ და,გვიანი იყო,რომ დავიშალეთ.. საჭესთან ვეღარ დავჯდებოდით,ტაქსის გამოძახებას ვაპირებდით,კარზე ზარი რომ დაირეკა და, ყველამ გაუცნობიერებლად მე შემომხედა.. ტელეფონში აპლიკაციას ვეძებდი,აბსოლუტურად ყველა ნაკვეთი რომ ამეწვა და,ენერგიის წყაროსკენ გავიხედე.. გავიყინე.. კარებში სამყაროშიყველაზე ძვირფასი სხეული იდგა დაც მზერას ქურდულად მაპარებდა.. ისიც გატყდა.. ეცადა,მაგრამ,ვეღარ ამარიდა თვალი.. პირისპირ მდგომს თვალები ისე ამემღვრა,ვერ გავაკონტროლე.. მზერიდან იმდენი ბოდიშები ეღვრებოდა,თითო მწარედ მხვდებოდა გულზე და ჩემს პირად ტკივილს მიღვივებდა... მთელი სხეული მტეხდა,ისე მინდოდა კისერზე რზე ხელები შემომეხვია და ის არომატი მეგრძნო, უღმერთოდ რომ მენატრებოდა.. მინდოდა თვალებში ღრმად ჩამეხედა და იქ ისევ ის გრძნობები დამენახა,სინანულის გარდა.. მინდოდა შესამჩნევად ათრთოლებულ ტუჩებს მანამდე მივკროდი,სანამ მისგან მთელ ენერგიას არ გამოვისრუტავდი.. კანი მეწვოდა ისე მიზიდავდა მისი თითო ამოსუნთქვა, მაგრამ, ვეღარ.. ვეღარ გადავედი ვერც პრინციპებს და , ვერც ტკივილიან წლებს.. ელოდა, მისი მთელი სული ხელგაწვდენილი მიყურებდა და,სუნთქვებს ითვლიდა, მაგრამ.. ვერ ვაჯობე საკუთარ თავს.. გვერდი ნახევრად მკვდარმა ჩავუარე და სიკვდილი გავათავე,უკან რომ გამომყვა.. მთელი გზა, ნანუდან ჩემამდე, ქუჩას ორი სხეული, მეტრიანი დისტანციით ისე მივუყვებოდით, თითო ნაბიჯზე თითო სიცოცხლეს ვტოვებდით.. მერე,მე ცოცხალმკვდარმა,ძლივსძლვს ავიარე კიბეები,ის კი, უთქმელად, წავიდა... ___ **** -მივდივარ ანუკა..-ისე მითხრა,მთელი სამი წელი ამოაყოლა.. სხეული ერთიანად გამეთიშა... სიტყვაც ვერ დავძარი... კარებიდან რომ გადიოდა,მომლოდინე თვალები ნაბიჯებს მისდევდა. ხელები შესამჩნევად უთრთოდა და თვალები ისე ჰქონდა აწყლიანებული,მასში ჩემს განადგურებულ ანარეკლს ვხედავდი... გული ჩამეკეტა,კარი რომ გაიხურა დამძიმებულმა.. ერთმანეთი ისე ამოვწურეთ,ვერც მე ვერ ვთქვი ვერაფერი და,ვერც ის დაბრუნდა... გული გასკდომას მქონდა,დიკამ ვიდეო რომ გამომიგზავნა,ტრაპზე როგორ ადიოდა.. სულამომჯდარმა გავათენე ის და დანარჩენი მთელი თვე,სანამ უძალობისგან ლოგინიდანაც ვეღარ ავდექი.. მონატრებისგან ყველა. ნაკვთი უსაშველოდ მეწვოდა და დასუსტებულს,სუნთქვა აღარ შემეძლო.. მისი სურნელი ყველა კუთხეში ისეიყო გამჯდარი,მის კონტურებს ქმნიდა და გულს მიკლავდა.. მისი წასვლიდან დაბრუნებამდე,არ ყოფილა არცერთი დრე,კისერში ძალიან დიდი ლოდი არ მომწოლოდა.. ის არიყო ამქვეყნიური გრძნობა, ძაფი რომელიც ჩვენს სულებს ერთვოდა,ყველა საზღვარს სცდებოდა და,იმ განზომილებაში გადავყავდით,სხვა რომ ვერგვეწეოდა.. საკუთარ სხეულს რომ ვეღარ ვმართავდი და,სარკეს თვალს ვარიდებდი, მერე მომივიდა ილიასგან იმ დღის მერე პირველი და ბოლო შეტყობინა.. "თუ გიყვარდე, შენთვის და ჩემთვის, შენი და ჩემი, ჩვენი ტკივილი უნდა გადაიტანო ანუკა რომ სუნთქვა შევძლო.." და , ავდექი, გაჭირვებით,თუმცა, იმდენი სუნთქვა შევძელი, რომ სიცოცხლეს ყოფნოდა.. ____ ქუჩაში ნაწილნაწილ დატოვებულმა სუნთქვებმა თავისი გაიტანეს და,მეორე დღეს,ტკივილით გავიღვიძე.. მარჯვენა მხარე უსაშველოდ მეწვოდა და სუნთქვაც გაძნელდა.. ღამის ფორიაქი დილითაც გამომყვა და დამასუსტა.. მთელი ღამე ბორგვას განცდა ემატებოდა,რომ ოთახში მარტო არ ვიყავი.. თავი ვერ ავწიე,ცხადს სიზმრისგან ვერ ვანსხვავებდი,თუმცა,ჰაერი იმდენად მძიმე იყო,მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა.. მხოლოდ გამთენიისას გადავეშვი ღრმა ძილში და,ფიქრებიც უკუვაგდე.. -გამიღე,მოვედი..-ზარმა გონს მომიყვანა და კარებში წინაღამით ნაბახუსევ დიკას გავუღიმე. -სახლის კარებს როდის მერე ვეღარ აგნებ?!-სვაყვედურობ და თბილ ხალათში ვეხვევი,დიკა უკვე სამზარეულოშია და მაგარ ყავას ამზადებს ორისთვის. თამბაქო მოიმარჯვა და ბარის სკამზე ჩამომჯდარი,გამომცდელად მიყურებს. ვხვდები,ისეთი რამის თქმა სურს,რაც არ მესიამოვნება.. -ჩვეულება ხომ გახსოვს ანუკა?! ორი წელია ჩაგვივარდა და,ყველა შენ გელოდებით.. უშენოდ არ აქვს აზრი და არც წავალთ ხომ იცი, ილიაც აქ არის და ძველი დროის დაბრუნება გვინდა ყველას.. -დარცხვენილი მიყურებს და იმდენ თხოვნებს გზავნის თვალებიდან,ვიძაბები.. -ძველებურად ვეღარაფერი იქნება დიანა..-პასუხს რომ ვეღარ ვცემ,ხავსებს ვეჭიდები.. თვალები ისე ემღვრევა,საკუთარი თავის მცხვენია.. ვგრძნობ რამდენად ეგოისტურად ვიქცევი.. მესმის მიისც და,სხვების დალაგებული ფიქრებიც.. ვიცი როგორ უნდათ და, იმასაც ვხვდები,მეორე წელია ჩემს გამო რომ ვრჩებით ახალ წელს ქალაქში.. -მე გაგაძლებინებ ანიკო.. უბრალიდ ჩვენთან იყავი,ისე როგორც ადრე.. ჩვენ და ბაკურიანი.. -ათრთოლებულ თითებს მისაში ხლართავსდა თბილ გულში მიკრავს.. დიკოს ენერგია თითქოს მმუხტავს და დასუსტწბულს ენერგიით მავსებს.. ძალიან ბევრი გასული დღის შემდეგ.. ძალიან ბევრი თეთრად გათენებული ღამის შემდეგ ჩემი ჯერი იყო მათი გვერდში დგომა დამეფასებინა.. უთქმელად ჩავალაგე.. თითო წუთს თითო საახალწლო მომენტები ტრიალებდა გონებაში და ყველაფერს თავდაყირა მიყენებდა.. ილია ოცხელის არაადეკვატური ხასიათის გამო ყოველი დეტალიიმდენად ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი იყო, მთელი წელი გვყოფნიდა ჩვენიწილი ბედნიერება რომ გვეგრძნო.. ვიცი,გამიჭირდება პატარა სივრცეში იდენტურ გარემოში,არაიდენტური გრძნობებით გაძლება.. ვიცი სადღაც გადავიკვეთებით.. ვიცი სადღაც შევეხებით.. ვიცი სმენას მისი ხმა მოსწვდება და.. სული ამეწვება.. მაგრამ საკუთარ თავთან პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ.. უკვე დროიყო, მესწავლა,როგორ მეცხოვრა მასთან ისე,თითქოს ის აქ არ არის.. -მოვედით ანიკო-დიტო მხიარულად ჩამძახის ტელეფონში და მომენტალურად მითიშავს. დიკას ორი დიდი ბარგი და ჩემი ცალი ზურგჩანთა გვერდიგვერდ სასაცილოდ ჩანდა. ავტომობილში მხოლოდ ჩვენ სამი ვისხედით, ხოლო უკან ადევნებულ ყველგანმავალში ნინუცა,გიორგი და ილია ისხდნენ. გზა იმდენად გაიწელა,მე და დიტოს დიკას გაუთავებელი საუბარი უკვე ყელში გვქონდა. -გადაგსვამ თუარ გაჩერდები!-თავმობეზრებულმა გახედა საჭესთან მჯდომმა დიტომ და დათოვლილ დაბრკოლებას სხარტად შემოუარა. -აი ორი წუთიც და,მე თვითონ ჩავალ რა!-ცხვირს გვიბზუებს და ჩამოწეულ ფანჯარაში მდევარს გაჰყვირის. მისი თქმის არიყოს,ორ წუთში ყველაძე ნაცმობ ლოკაციას ვუახლოვდებით და გული ისეთ რიტმში იწყებს ცემას,მომენტალურად თავბრუ მეხვევა. თავს შეძლებისდაგვარად ვამხნევებ,მთელი გულით მინდა ჩემმა სევდამ სხვა არ შეაწუხოს.. მინდა მცირედი ხალისი მაინც დავუბრუნო ყველას ჩვენი ერთად ყოფნით.. როგორც კი ხელებში ძალა მიბრუნდება მანქანიდან გადავდივარ და პირველ წუთს ზუსტად იმ იდიალურობის გაცნობიერებას ვანდომებ,რაც ჰაერში საგრძნობლად ტრიალებდა. ზამთრის სუსხის სუნი სამყაროში ყველაზე მყუდრო რამაა,რაც დაუკითხავად გიძვრება მოყინულ სულში და თბილად იბუდებს ადგილს. ირგვლივ იმდენად თეთრი იყო ყველაფერი,დიდ დისბალანსს და ქაოსს ვქმნიდით ჩვენი ჭრელა-ჭრულებით.. დიკას წითელი ქურთუკი ისე ანათებდა მოფიფქულ ჰორიზონტს,ხასიათი გამომიკეთა და,სანამ მეორე მანქანა შემოვიდოდა ეზოში,საკუთარი ბარგი,ჩემად დათქმულ დამტვერილ ოთახში შევიტანე და ამჯერად,სამკუთხა სარკმელიდან ავადევნე ნაბიჯებს თვალი.. გული ისევ მას ელოდა.. წამებს ვითვლიდი.. ნინუსა და გიოს მერე ავტომობილიდან ლაშა ღლონტი რომ გადმოვიდა იმდენად დიდმა იმედგაცრუებამ დამიარა,გული შემეკუმშა. ის აქ არ იყო.. შემეშინდა.. ისე შემეშინდა ჩემი თავის და ფიქრის,რომ მას აქ ვერ ვნახავდი, ცხელი ცრემლი უკითხავად გამომეპარა და, დღე საერთოდ გამიფუჭა.. ისე მეგონა, ისე ველოდი, მეც ხომ მესმოდა ჩემი გულის ჩუმი ჩურჩული როგორ სურდა მისი დანახვა, მაგრამ.. ოცხელი აქ არ იყო.. -ან,ერთ საათში გავდივართ..-დიკომ შემომძახა და მის ოთახში შევიდა.. იმდენადარ მინდოდა ამ წამს სიმყუდროვედან გასვლა, არეულობა მოვიმიზეზე და, თხილამურებით შეიარაღებულები უჩემოდ გავუყენე გზას.. სულ ერთ საათში მოვრჩი სახლშის ფორმაში მოყვანას და,ოდნაც დაღლილმა და,შემცივნებულმა, დიტოს დანთებულ ცეცხლთან ჩამოვჯექი.. ვიცოდი დიდხანს დააგვიანებდნენ, მარაგიდან ერთი ჭიქა მშრალი ღვინო მოვიპარე და თბილ მოსახურში გავეხვიე. ყურსასმენებში დაბალზე ჩართულმა მასეკელამ სრული ვაკუუმი შექმნა და, სულთან ჰარმონიის დრო მომცა.. მის ჩუმ მელოდიებს,დროდადრო აღტაცებებს იმდენად გავყევი, სახლში სხვა პირის ყოფნა ვეღარ აღვიქვი.. თვალდახუჭულს,ხელებში მჭიდროდ მოქცეული ბოკალით,ისე მინდოდა გავმქრალიყავი ჩემი ტკივილებით,რომ სუნთქვაც გამოვტოვე. სტიმელა დასასრულის აკორდებსიღებდა,მოულოდნელმა შეხებამ თავზარი რომ დამცა.. სხარტად გახელილ თვალებს პირისპირ მუქი ლურჯი ცისკამარები აღმართოდა.. კრიალა სარკეებში ჩემს უკიდეგანოდ შეშინებულ სახეს ვხედავდი.. თვალის კიდეებიდან გადმოღვრილი სითხეები მისი ხელის თითებზე წვეთწვეთ ტოვებდა თითო იარას.. ხელისგულებში მოქცეული ჩემი სახენიმდენად დაპატარავდა, რომ მეგონა გავუცურდი და მთელი სიმწარით დავენარცხე ყინვიან ზედაპირს.. შიშმა წამის სვლასთან ერთად,ფერები იცვალა.. მთელი სახე ერთბაშად ცეცხლის ალში მოექცა და ამაკანკალა.. ჩემს წინ,ჩემსავე პოზაში მჯდომ ილიას იდენტურად გადავეწერე და,გეფიცებით ყველაზე წმიდას,მასში ჩემ თავს ვხედავდი.. გრილ თითებს ააალებულ სახეზე ისე დაატარებდა,თითქოს მისგან ყველა სითბოს გამოდევნა სურდა.. საერთოდ აღარ ვსუნთქავდი.. საერთოდ აღარ ვტოკდებოდი.. მილიმეტრითაც კი ვეერ მოვიცილე, იმიტომ, რომ მთელი სულით მჭირდებოდა მისი მცირე შეხებაც ამდენი ხნის შემდეგ.. მთელი სხეული მისკენ მიბიძგებდა.. ისე მინდოდა მკლავებში ჩავკროდი და არასდროს დავხსნოდი.. მთელ სიცოცხლეს დავთმობდი,ოღონდ მის ტუჩებს შევხებოდი, ყველაფერს დავივიწყებდი,ოღონდ მის ხმას ვერა,აქამდე რომ ვერ გამეგონა.. მაგრამ,ამ წამს, ეს შეხებაიმდენად მიღმიური იყო,რომ აბსოლუტურად ყველა სურვილს მიბლოკავდა და,ყველა მცირე კავშირითაც კი სულს მიცოცხლებდა.. ეს ისედაც ვიცოდი, ჩვენი პირველი დღიდან, უკანასკნელამდე, გაცნობიერებულად ვიცოდი,რომ მთელი ჩემი გონების 100% იყო ილია ოცხელი.. სულ მწამდა და ცხადიც იყო,რომ ერთადერთი,ვისაც ერთდროულად ჩემი გაცოცხლება და ამავდროულად,უღმერთო სიკვდილი შეეძლო,ის იყო.. მისი ღრმა ცისკრებით.. -ანიკო..!-ვიგრძენი,როგორ დატოვა ყველა ყოფიერი სხეულმა. ეს ხმა.. ყველაზე თბილი.. ყველა გრძნობის ერთდროულად მატარებელი.. ინტონაციებში ჩაქსოვილი ძალიან ბევრი ბოდიში და მენატრები.. ერთ "ანიკოში" გადმოცემული მთელი ცხოვრების აზრი.. ღმერთო,რამდენი ხანი ველოდი ამ ხმას.. ღმერთო,როგორი მომლოდინეა.. ვიგრძენი,ლოლოებად როგორ დაეკიდა თითო კუთხეს თითო ასო.. ა ნ ი კ ო.. მეძახდა.. ალბათ კიდევ რამდენ სიტყვასიტევდა ჩემი სახელი, მაგრამ, ვერც მე და,ვერც ის ვერ ამბობდა მეტს,რაც ერთმა ანიკომ და, თვალებიდან ნიაღვარად წამოსულმა ცრემლებმა თქვეს.. თუ ამწამს სიკვდილი დადგებოდა,ესნიქნებოდა ყველაზე ჰარმონიული განცალკევება, რადგან ,ზუსტად ამ წამებში ვგრძნობდი ჩემ თავს მის ხელებში.. არცერთი სიტყვის,ამოსუნთქვის,არცერთი წამით ზედმეტი არიყო მეტი.. ალბათ წუთების მერე,ხმაურმა დაგვშალა, არადა,მთელი გულით მსურა საუკუნეებს გაგვეძლო ასე.. ____ **** -ილია,კონტროლს ვკარგავთ უკვე! -კონტროლი და ჩარჩოები როდის მერე დაგვიწესდა ანუკა ?!-გაღიზიანებულმა შემომძახა და მანქანის გასაღებს დასტაცა ხელი,სულ ხუთი წუთის მოსული იყო.. -თუ კალაპოტს არ დავუბრუნდით ეგოიზმი დაგვშლის ილიაა!-მერამდენედ ვამბობდი ერთსადა იმავეს ვეღარც ვითვლიდი.. დანაშაული თანაბრად ნაწილდებოდა ჩვენში... არიყო მარტო არც მისი და,არც ჩემი ბრალი.. ორივე იმდენად მესაკუთრე ვიყავით,რომ საკუთარი ემოციებით ერთმანეთს ვფიტავდით.. ზოგჯერ არც ღალატია ურთიერთობაში, არც სიცივე.. მასში იმდენად ვიყავი დარწმუნებული,როგორც სიცხადეში.. მაგრამ, იყო წვრილმანები,რასაც ვერ ვიყოფდით.. იყო ფიქრები,რომლევსაც ჩარჩოში ვერ ვაქცევდით და ილუზიებს იმდენად ვარეალიზებდით, რომ ირგვლივ ვწამლავდით ყველაფერს.. -რა ვქნა ანუკა?! ეგოისტურად მიყვარხარ და თუ სხვას შენ თავს ვერ ვუნაწილებ ბევრს ვაშავებ?! რა ვქნა თუ ჭიანჭველები დამდიან შენ რომ გხედავ და ცოტა სიბრაზე მაჩხოვს სხვაც რომ გიყურებს?! რა ვქნა რომ იმდენად არ მყოფნის შენი ყურება,რომ სულ მინდა წინ მყავდე?! რა გავაკეთო თავს როგორ მოვერიო?! თუ სიყვარული კონტროლს გვაკარგვინებს გამოსავალს რაში ხედავ?!-ყველა სიტყვაში სიბრაზეს ატევს, მაგრამ მისი თვალები მახვედრებს,რომიცის რასაც ვამბობ.. ვეღარ ვპასუხობ.. მისი ენერგია მთლიანად მბოჭავს და, ჩემივე სახლიდან მივდივარ.. ის ალბათ ჯერ კიდევ მოსაცდელში დგას გასაღებით ხელში და მომხდარზე ფიქრობს.. მისმა ელექტროდებმა ჩემი ჩაყლაპეს და სიბრაზიზგან ყელში უზარნაზარი ბურთი მაწვება.. გამოსავალს ვერ ვძებნი.. დაბნეულობა და გაურკვევლობა გონებას მიკეტავს და უკვე აღარ ვიცი, რა უფრო მეტია ჩემში, სიყვარული მისი თუ, სიყვარულის შიში.. ავირიე.. მთელი სული ნაწილნაწილ დაიშალა გზის ძებნაში და ყველა იმ ბილიკს დაადგა,რომელსაც კლდის ქიმზე მივყავდი.. არ მინდოდა გადაჩეხვა.. თავს ვიჭერდი, მაგრამ, ისე გადავეშვი გაუგებრობაში, ვეღარც შევჩერდი.. კლდის ქიმზე,უსასრულო ფსკერზე მივექანებოდით მთელი სიძლიერით.. ___ ხის ჭერის ცენტრში ჩამოკიდებულ ჭაღს ყველა ბროლი დავუთვალე.. სახლში იმდენად დიდი სიჩუმე იდგა,ფიფქების დაცემაც კი ისმოდა ოთახში.. საკუთარი გული ისე ჩუმად ცემდა,სიჩუმეც კი უფრო ხმაურობდა.. სიცივისგან თუ,შიშისგან ისე მაკანკალებდა, სხვა ყველაფერს სხეულის ცახცახი ფარავდა.. სულ ოთხიოდე საათის რეალობა მხოლოდ ახლახანს გავიაზრე ცხადად და ოსე ამიტანა ღელვამ, საერთო ხმაურში ვეღარ გავჩერდი და გამოვიკეტე.. იმ წამს ბედნიერებამ ისე გამახვია საბურველში, იმ წამს ისე დამახვია თავბრუ ილიასგან წამოსულმა ენერგიამ,რომ ორი წლის ძლივსძლივს ნაშენები კედელი სულ ნაწილ ნაწილ ჩამომინგრია.. ილუზია,რომ გავუძლებდი მის შეხებას,ხმასა და,მონატრებულ თვალებს,იმდენად სასაცილოდ მომეჩვენა მას შემდეგ,რომ საკუთარი თავის მიმართაც კი გამიჩნდა სიბრალული.. ამას გაუგებრობაც ემატება და უაზრო თვითგვემა,რომელიც ისე მჭამს ახლა,როგორც არასდროს.. მისმა ერთმა "ანიკომ",ერთმა ხელის შეხებამ უკვე მეორედ ისე მწარედ ჩამომანგრია,რომ ვგრძნობრი, მთელი სიცხადიდ ვიცოდი, თუ ასე გაგრძელდებოდა,ვეღარ გავუძლებდი.. ___ **** -ვიცი რომ მართალი ხარ.. თავჩახრილი იდგა ბოდიშებით და ერთი კონა გვირილებით... პირველ კურსს ვხურავდი იმ საღამოს და გული ისე მქონდა ნატკენი,არაფრის ხალისი მქონდა.. პირველმა ყველაზე მნიშვნელოვანმა კამათმა ისე გამომაცალა ენერგია პასუხიც ვერ გავეცი.. -ზედმეტი სიყვარულის ბრალია ალბათ ანიკო მე რაც მემართება,თორემ, ხომ იცი,არ ვარ ასეთი ადამიანი.. შენი წვრილი,სუსტი,ფითქინა თითებით მიცნობ და ალბათ ხვდები რა რთულია ჩემთვის შენი ნატკენი გულის ყურება და,იმის გააზრება,ამაში ლომის წილი რომ ჩემია.. სხვას?! სხვას ხომ გავაქრობდი ამის გამო და საკუთარ თავს რა გავუკეთო ანიკო დანაშაულები რომ გამოვისყიდო?! ეს გვირილები რომ საქმეს ვერუშველის,ეს ხომ ისედაც ვიცი.. -დამნაშავე თვალებს უგზოუკვლოდ აცეცებდა.. გამტყდარ გულში მისი გულწრფელი სიტყვები ისე თბილად მეღვრებოდა,ნელნელა ვლღვებოდი.. -ძალიან ვცდები ხოლმე რაღაცებში ანიკო,არ ვიცი და არ გამომდის ისე,როგორც ჩვენ შეგვეფერება მაგრამ, იმდენად უღმერთოდ დიდია გულში შენი სიყვარული,ვერც კი წარმოიდგენ.. ყელში რომ მაწვება შენი მონატრება და სულში წვეთ წვეთ ჟონავს,ისე ცუდად ვხდები,აღარც თამბაქო მშველის და უკვე ისე შევაჯექი,თუ სულ გვერდით არ მეყოლე, რამეს დავიმართებ..-ხმაში ღიმილები ეპარება და თაიგულს შემოსასვლელის სტილაჟზე დებს. სულ მცირე ვარსკვლავები ისე მკაფიოდ აუციმციმდა ცისკრებში, გავთბი.. საღეზე ჩემთვის ყველაზე საყვარელი ღიმილი აიკრა და ხელები ფართოდ გაშალა.. ამ მომენტში ისეთი ახლო, ჩემი,ჩვენი,მშვიდი და მონატრებული იყო როგორც არასდროს.. -ჩამეხუტე რა ანიკო,აი ისე მაგრად ჩამეხუტე,მთელი სიბრაზე ამ ჩახუტებაში რომ გადმოიტანო და მერე იმდენი მაკოცე,სანამ უკანასკნელ სუნთქვას არ დამიტოვებ.. იქამდე მომეკარი,სანამ სრულად არ მაპატიებ და მერე გამეპრანჭე,ისე უნდა მიგიყვანო უნივერსიტეტში, მთელი კურსი მარტო ილია ოცხელზე და ანიკოზე საუბრობდეს.. ____ -ანუკა,გაიღვიძე!-თავზე დიკო მადგას ფუმფულა საღამურებით და ჩემს საბანში შემოძრომას ლამობს.. ორი თუ სამი საათის ჩაძინებული ვიყავი,თავი ისე მიბრუოდა,ვერც გავანძრიე. თეთრ ღამეს თოვლი და დილის რიჟრაჟი ნელნელა ფანტავდა და ახალ დღეს იწყებდა. გამთენიის შვიდი იყო.. დიკას ისე გავხედე,მარტივად მიხვდა რასაც ვამბობდი მზერით და პასუხად ძლიეერად ჩამეხუტა. -ან,გუშინ ჩვენ რომ მოვედით,შენ რომ შენ თავსარ გავდი გინდა მაგაზე ვისაუბროთ?!-ჩუმად ამოილაპარაკა და ამომხედა.. გული მომენტალურად ამიჩქარდა,გაყინული ხელი მკერდზე დავიდე და ღრმად ამოვისუნთქე.. მხოლოდ უარის ნიშნად თავი გავუქნიე.. ეს იმდენად მხოლოდ ჩვენ ორის იყო, ვერ გავუნაწილე დიკოსაც კი... გამიგო.. -იცი ანიკო?! მეორე წელია თითქმის ყველა ამაზე ვდუმვართ და ახლა თავს იმაზე მტად დამნაშავედ ვგრძნობ, როგორც არასდროს.. თქვენ რომ ერთმანეთი გიყვარდათ მე ისეთი გრძნობა ნანახიც არ მაქვს ან განცდილი მითუმეტეს.. ხანდახან ვფიქრობ და , გულწრფელად ვერ ვიჯერებ რა მოხდა მაშინ ისეთი, თქვენ რომ დაიშალეთ... ზოგჯერ თითქოს გამართლებთ კიდეც,ჩვენც ვხედავდით და ვამჩნევდით,მაგრამ,ისე გვჯეროდა სიძლიერის,რომ ვერც ვერავნ გამოვედით კარგა ხანი თავზარისგან.. შენ არც კი იცი რას და როგორს ლაპარაკობდნენ.. შენამდე არც კი მოსულა უამრავი ლაფი რასაც თქვენი მიმართულებით ისროდნენ.. ალბათ ძალიან გვიანიცაა ამის ახლა მოყოლა.. ფარივით გედგა მთელი თვეეები ილია გერმანიიდან სანამ შენ მოძლიერდებოდი.. მას სისუსტის გამოვლენის საშუალებაც კი ვერ ჰქონდა, კბილებით გიცავდა და ყველა გამოშვერილ ხელს ხმალივით ეღობებოდა ძალიან შორიდან,რომ უფრო არ გაგჭირვებოდა... ილია ოცხელს ანუკა დღეც არ გაუტარებია ისე,შენ სადმე უმეთვალყუროდ ყოფილიყავი.. ჯარებად დააწყო უამრავი ხალხი შენს ირგვლივ რომ ნებისმიერ დროს ,როცა რამე დაგჭირდებოდა,ყველაფერი გქონოდა... შენ არციცი, თვალებამოღამებული ილია საათობით ინტერნეტთან როგორ გდარაჯობდა,როგორ შორიდან გისრუტავდა და თავის გულში გინახავდა... ანიკო,შენ რომ მას უყვარდი,წლები გავა,ათლწლეული.. საუკუნეეები გაიძარცვება და ვერავინ, მე მჯერა,ვერავინ ვერ შეგიყვარებს მსგავსად.. თქვენ იმდენად სხვა სამყარო იყავით,ყველას გვეამაყებოდა თქვენი სიყვარული და,ასე რო დაიშალეთ,ჩვენც ძალიან დიდი დაღი დაგვესვა ან... ჩვენც ანალოგიურად გვეტკინა შენი და მისი იარები და,ანალოგიურად მოვიშუშეთ დროდადრო მცირედ... -აწყლიანებულ თვალებში იმდენად დიდი სითბო,თანაგრძობა,გულწრფელობა ჰქონდა დიკოს,მთელ ოთახში მოიფანტა და ირგვლივ სიმშვიდე შექმნა.. წვრილწვრილად მოსმენილი მისი თითო აღსარება გულს მიხუთავდა.. განა მეც არ ვიცოდი მასაც როგორ უჭირდა?! განა მე, ძალიან შორიდან არ მტკიოდა მისი ტკივილი?! გავიყინე... გული ძალიანცუდად მქონდა.. ყველა ის მონატრებაორმაგას მეტკინა,რასაც აქამდე განვიცდიდი.. -დიკო,გავიდეთ რა გარეთ.. აქ ვეღარ ვსუნთქავ..-სრულიად არალოგიკურ პასუხსალბათ ელოდა.. არც ვიცოდი რამე თუ იყო სათქმელი.. იმისთვის,რომ დავცლილიყავი,სუფთა ჰაერი მჭირდებოდა... -ეგრე ერთ საათში ჩამაკვდები ანუკა!-საღამურებზე,თხელი მოსახურის ამარა რომ გავედი გარეთ,მხოლოდ თბილი ფეხსაცმლით,გაბრაზებულმა გამომხედა ყელამდე ეეფუთულმა დიკომ... ყური არ ვუგდე.. კოტეჯიდან 500 ნაბიჯი ისე გავითვალეთ,ალმოდებულ კანზე სიცივე ვერც კი ვიგრძენი... შემდეგ ხუთასზე ჩვენს მყუდროებას საკმაოდ ვიყავით მოშორებული და ტრიალ მინდორზე,გაუკვალავში,ჩვენ ნაბიჯებს ვკვალავდით... დიკო გაუთავებლად საუბრობდა, მთაზე, ბარზე, თუმცა,ერთადერთი,რასაც ჩემი გონების 100% ეჭირა,ოცხელზე ფიქრები იყო... უკვე მზის კარი იღებოდა,სიმაღლის გამო სუნთქვა რომ დაგვიმძიმდა და შევჩერდით... დიკოს ლოყები ასწითლებოდა და შემცივნებულ ხელებს იორთქლავდა.. უკან რომ გამოვიხედე,იმდენად ღვთიურ სილამაზეს წავაწყდი,დავმუნჯდი... ხელის გულზე მოჩანდა თეთრ საბურველში გახვეული ჭიანჭველებივით გაბნეული კოტეჯები.. სულში იმდენად დიდი ჰარმონია დამიტრიალდა,ერთიანად მომაწვა ემოციები და მთელი განცდით, სულში ნაგროვები ცრემლებით, მთელი ენერგიით კლდები შევძარი გულიდან ამოძახილი ყვირილით... ხელგაშლილი,სახით ცისკწენ,თითქოს საკუთარ ბნელ მხარეს ფერმრკრთალ ფიფქებს მივაყოლებდი... თავისუფლება,რომელიც იმწამს მთელ ტანში შემომიძვრა,დიდი ხანი იყო ძალიან შორს მიმალული და ვერც კი ვიცანი,ისე დამესტუმრა... სადღაც ძალიან ახლოდან მეორე ხმაც მესმოდა და, გვერდით გახედილს,თოვლში გულაღმა მწოლიარე დიკოს რომ წამაწყდი, ისე გულიანად გამეღიმა,ვერც ავაროდე თვალი.. ასე მოულოდნელად, ძალიან მაღლა, უზარმაზარ თოვლში და ყინულივით ცივ ჰაერზე, მე და დიკომ ჩვენი წილი ბნელი მხარე მთებს შევატოვეთ და , თითქოს,უთქმელი პატიებები გავცვალეთ... სახლში დაბრუნებულს,კარებში შესვლისთანავე,ოთახის ტემპერატურაზე ცეცხლი რომ წამეკიდა ტანზე, მხოლოდ მერე გავიაზრე,რომ ხანდახან დიკოსთვისაც უნდა დამეჯერებინა... სიცხე როგორც გავისინჯე,39 ჯერ შემოიკრა დიკომ შუბლზე ხელი და მთელი კოტეჯი ფეხზე დააყენა,ანიკო გვეცლება ხელიდანო... ___ **** მთელი ორი კვირის უნახავი,უნივერსიტეტთან რომ დამხვდა გასასვლელში,უზარმაზარი ვარდებით,იმდენი ვიტირე,სანამ ხუთასმა კაცმა სათითაოდ არ მკითხა,ხომ კარგად ვიყავი... ტირილით რომ გული ვიჯერე,ხელგაშლილს ისეთი სიძლიერით ჩავეკარი,რომარა მისი ტორსი,დავენარცხებოდით.. მისი კანი,მისი თმა,მისი სუნამოს სურნელი,მისი ყველა ნაკვთი სახეზე და მლიანადოცხელი ისემომნატრებოდა,თავს თუ ასე დავკარგავდი,ვერ წარმომედგინა.. ისე თბილად ვყავდი მიკრული, ისე ძლიერად ვეჭირე და, ისეთი თბილი,მონატრებული ხმით მეალერსებოდა,გული საგულეს აღარ მქონდა და სიხარულისგან გაასმაგებულად მიცემდა... იმდენად არააორდინალური,სიურპრიზებით სავსე და სულ ციტათი გიჟი იყო,არც გამკვირვებია,მოულოდნელად რომ გამოჩნდა და,ამრია.. -კიდევ ორი კვირა არ გელოდი ილი..-სხეულიდან რომ ჩამომხსნა და ფეხები მიწას შევახე,კიდევ ერთხელ მივეკარი.. -აი მოლოდინისას ასეთი ეფექტი აღარ მექნებოდა და მაგრად გავბანძდებოდი ანიკო.-ეცინება და მაღალი სიჩქარით ვწყდებით ადგილს. მის სახეს მთელი გზა წამითაც ვერ მოვაცილე მზერა.. იმდენად ვიყავი მასზე მიჯაჭვული, თიო წამის დაკარგვაც კი არ მინდოდა.. ვგრძნობდი,იმდენად ავადმყოფული სიყვარული მქონდა მის მიმართ,რომ ხანდახან გადაჭარბებული ემოციებისგან ვერ ვზომავდი საკუთარ თავს... -შენ რომ გიყვარდე არცორი კვირით წახვიდოდი მივლინებაში!-მაინც დამცდა საყვედური და გაბუსხულმა საქარე მინაზე გადავიტანე მზერა. მისი ჩაცინება ისე მომნატროდა,დიდხანსვერ გავუძელი.. -აი,სულ ერთი წამით მაინც წარმოგიდგენია ჩვენი ურთიერთობა მშვიდი,წყნარი,დალაგებული?!იმაზე გიფიქრია,ჩვენ რომ თუნდაც ერთი თვისება გვქონოდა განსხვავებული,როგორ გავუგებდით ერთმანეთს?!-ალმაცერად მიყურებდა და აციმციმებულ ეშმაკებს აკვესებდა თვალებიდან.. -აი ზუსტად ვიცი ღმერთს უზარმაზარი გეგმებიაქ ჩვენზე და,მე მის წინააღმდეგ ვერ წავალ.. ჩვენ რომ ერთმანეთის ეგოისტურ სიყვარულში უნდა გავიხარჯოთ,ეგ ისეთი 100%ია , ვერაფერი ჭრის. აი,შენს სიყვარულს გეიცები, ხომ იცი,მთელი ცხოვრება ვერ მომიცილებ,მაგრამ, თუ შევატვე,რომ დაგღალე,გამიჭირდება,მოვკვდები,მაგრამ,მაინც წავალ!! ____ -ჩაის ხომ დალევ?!-თავთან ნინუცა მეჯდა და შუბლიდან ხელს არ მაცილებდა. მართლა ვიწვოდი,სხეულს ვერ ვიმორჩილებდი და ცოტა მეშინოდა კიდეც.. -ვინ დადის დეკემბრის ბოლოს ფაარატნა მოსახურით?!-დიტო გაბრაზებული მიყრდნობია კარის ჩარჩოს და თან თერმომეტრს რეკდა. ოთახში ვინც კი იყო ყველა მკიცხავდა და დაუდევრობაში მადანაშაულებდნენ,არადა,არც არასდროს მახსოვს სეზონი,შესაბამისად მცმოდეს.. ამიტომ იყო, ილიას ავტომობილში ერთი თბილი მოსასხამი სულ რომ ჰქონდა ჩემთვის და,დათვლილი მაქვს,ყველა ნაწიბურიც კი ვიცი მათი,ოცხელის 7 მოსაცმელი დღემდე მეკიდა გარდერობში... -გადაიწვები წამალს თუარ დალევ! -ვერცხლის წყალს გაფართოებული თვალებით დაჰყურებს დიკა და შეშინებულ მზერას ავლებს ყველას. თავს ცუდად ვგრძნობდი,მაგრამ,ერთადერთი,რასაც არასდროს ვსვამდი,ეს მედიკამენტები იყო.. ვატარებდი პერსონალურ უდიდეს ტკივილს,რომლის გამოც, წლებია წამალს,სულ რომ ვკვდებოდე,ვერ ვეკარები. ყველამ კარგად იცოდა ჩემი დამოკიდებულება.. ამიტომ იყვნენ დაბნეულები და არიცოდნენ რა მოემოქმედებინათ.. -ანუკა..-შემპარავად გამომხედა ნინუცამ,თუმცა,გამისწორა თუარა თვალი,სიტყვები უკან წაიღო და ცოტა ხანში,ყველა რგრიგობით გაიკრიფნენ ოთახიდან... მტეხდა მთელი სხეული.. საბანში გახვეულს სუნთქვაც მიჭირდა და თავს ისე სუსტად ვგრძნობდი,თვალები მელულებოდა.. დილის მერე უამრავმა ხმამ გაიჟღერა,მაგრამ,მისი ვერ გამეგონა.. არ ვიცი სად,მაგრამ,ის აქისევ არ იყო.. გული ჩამიწყდა.. უფრო მოვდუნდი, სანამ სისუსტე საბოლოოდ წამართმევდა თავს, კარებთან მიყრდნობილი ოცხელი ალბათ მომეჩვენა... მთელი საათები ვბორგავდი... ძილი არ მინდოდა,მაგრამ სისუსტეს თავს ვერ ვართმევდი... მინდოდა ავმდგარიყავი,ფანჯარა გამეღო და სუფთა ჰაერი მესუნთქა... დროდადროდიკოსა და ნინის წვრილი და მზრუნველი თითების შეხებას ვგრძნობდი შუბლზე.. მაგრამ,ჰაერი მაკლდა.. ვგრძნობდი სუნთქვა მეკვროდა და... ბევრი ხნის მერე, როგორც იქნა, ამოვისუნთქე... ოთახში ერთიანად შემოიჭრა სუფთა ჰაერი და თან ფიფქის სუსხი შემოიყოლა... ჟანგბადით გავსებულმა ოთახმა სულ მცირედით შემაფხიზლა და, უკვემეორედ,ძალიან ცხადად დავინახე მისი სახე... ილის ზმანებას ხელში ჭიქა წყალი და ხელისგულზე დადებული თეთრი მედიკამენტი ჰქონდა.. შემეშინდა.. უცებ ისეთი სასოწარკვეთა შემომაწვა, მთლიანად გამომაფხიზლა და,უიმედოთ დარჩენილმა,ნიაღვარად წამოსულ ცრემლებს ხელებიც ვერ შევაშველე.. წარმოუდგენელმა ტკივილმა წამომჯდარი ისევ ლოგინს დამაბრუნა და დაბეჩავებულმა,ძლიერად შემოვაჭდე ხელები მოხრილ მუხლებს.. თავს ვერ ვიკავებდი.. კადრებად დაწყობილი წარსული თავში ერთიანად დამიტრიალდა და სული გამიყინა.. უსუსურობა ალბათ სულ დამასუსტებდა,რაღაც ძალიან ძლიერი,ნაცნობი,ჩემი,სულის ნაწილი ემოციები რომ არ დამბრუნებოდა.. რომ გავიაზრე,ილიას ძლიერად ვყავდი მკერდზე აკრული და ისე მიჭერდა მკლავებს,მცირედ მზღუდავდა.. მთელ სხეულში დავლილმა ელვამ ძალიან ძლიერად დამანარცხა ფსკერს და ისე გამყინა,ოდნავადაც ვერ გავტოკდი... ილიას ძლიერ ფრთებში საიმედოდ შევეხიზნე და პატარა ბუდეში ისე გამომაკრო,ნელნელა,თითოთითოდ შემომაძარცვა ადრეული ტკივილი... თავს საკუთარ სივრცეში ვგრძნობდი.. საკუთარ სახლში,თბილ არეალში,ბედნიერების არომატში თავდაყირა დაყენებული შინაგანი სამყარო ნელნელა, წუთი წუთით, შესამჩნევად დამისუსტდა... რომ მიხვდა,მსუბუქად ვსუნთქავდი, როგორც ყოველთვის,მანამდეცდა,ახლაც,კალთაში გადმომისვა და,მკლავები შემომხვია.. გული ისე ჰქონდა აჩქარებული,როგორცმაშინ,როცა ყველაფერი ჯერ კიდევ კარგად იყო... ისევ ისე,ჩემს თმებში თითებს ხლართავდა და მადუნებდა.. გული თითქოს გაჩუმდა, საერთოდ ფეთქვა შეწყვიტა,სახე კისერთან რომ მივუტანე და ზუსტად ის არომატი შევიგრძენი,ახლა წამლად რომ მირჩევნოდა... გამაჟრჟოლა... ერთ წამში ერთდროულად იმდენად ბევრი ემოცია მომეჭარბა,ვერცერთზე ვკონცეტრირდი.. მისი გახშირებული სუნთქვა და აძგერებული გული თავბრუს მახვევდა და ზღაპრულ სამყაროში მგზავნიდა... ვლოცულობდი, ყველაფერი იმდენად მიღმიური იყო, ვერ ვიჯერებდი და, ვლოცულობდი ეს უბრალო ზმანება არ ყოფილიყო... ყველაფერს, მთელ დარჩენილ სიცოცხლეს დავთმობდი,ოღონდ ეს წამი მირაჟი არ ყოფილიყო და,ის, ჩემი მთელი შეგნებული სიცოცხლის სიყვარული, აქ ყოფილიყო... -გთხოვ,არ გაქრე..-საკუთარი სასოწარკვეთილი ხმა ძლივს გავიგე.. ილია პასუხად თბილად მიღიმის და თითქმის შწუმჩნევლად,მკლავებში მარწევს.. ჩვენ,ამწამს იმდენად გაუჯერებლები ვიყავით,რომ ვერც კი ვარჩევდი რა ხდებოდა რეალურად... -ანიკო,წამლის გარეშე ვერ გამოძვრები..-რბილი ტუჩები შუბლზე მზრუნველად მომაკრო და თხოვნით გამომხედა... მისმა ხმამ,ამბორმა,სითბომ და,ლურჯმა სფეროებმა სულში დიდი გადატრიალება დაიწყო... -თუ არ გაქრები ილი,კარგად ვიქნები...-თუმცა,ისევ ალოგიკურ პასუხს ვცემ და,მის მკლავებში,ჩვენს საკუთარ სახლში,საყვარელ სურნელში გახვეულმა,ძლივს, ამდენი ხნის მერე,მშვიდად დავიძინე... ___ **** -ილია,ანუკასთან უნდა ამოხვიდე,ძალიანცუდი რამ მოხდა...-ტელეფონში აკანკალებულმა ხმამ ცივი წყალი გადამავლომთელ სხეულზე.. ქალაქის ბოლოდან მასთან როგორ გავჩნდი ძალიან მცირე დროში ვერ გავიაზრე, ყველაზე ცუდის ფიქრში გული ყელში მიცემდა და წამებს ვითვლიდი,სანამ მას საღსალამათს დავინახავდი... კარებთან რომ ხალხი დამხვდა შეკრებილი,ნახევარი სიცოცხლე გავათავე... ბინის სიღრმიდან სულწასული ტირილი გამოდიოდა და შველას გაუთავებლად ითხოვდა... ყურები დამიბუგდა.. მარტო მისი განწირული კივილი მესმოდა და ფეხებში ძალას მართმევდა... ოთახში შესულს,კედლის კუთხეში მიმალული ანიკო არაადამიანური ტკივილით ივედრებოდა დახმარებას.. ირგვლივ უამრავი ხალხი დახვეოდა და მის წამოყენებას სცდილობდნენ.. გული მომიკვდა, ცენტრად მხოლოდ ის მყავდა, მხოლოდ დროდადრო ვგებულობდი მოსული ხმებით რაც ხდებოდა.. -მის ოთახში იპოვა მთლიანად გაყინული... ექსპერტიზამ დოზის გადაჭარბებაო...-ნინუცამ სულ ერთი წამით შემაჩერა,სანამ მივუახლოვდებოდი.. მეტკინა.. უფრო იმისთვის,რომ პატარა,17 წლის გოგო ამას მარტივად ვერ გაიგებდა... ჩავიმუხლე... რომ დამინახა,სულ წამით გაჩნდა მის თვალებში შვება... ცრემლები უწყვეტად მოსდიოდა და იმდენ ტკივილს მიზიარებდა,გული ამეწვა.. -ანიკო!-სახეზე ფრთხილად შევეხე და ცრემლი შევუშვრე... დაჩოქილმა მკლავებში ავიყვანე დასუსტებული და მოშორებით,სადაც ქილიკს,ჭორს,ლაპარაკს ვერ მოისმენდა,შევიყვანე... პატარა,სუსტი,ფარატინა სხეული ისე უცახცახებდა,შემეშინდა... კალთაში ჩასმული გულზე მყავდა მძლავრად მიკრული და ძალიან მცირედ,შეუმჩნევლად ვარწევდი... ნელნელა დამშვიდდა.. ცრემლები შეუჩერდა და ტკივილიანი,ყველაზე ლამაზი,სევდიანი თვალები შეშინებულმა ამომანათა.. დიდხანს ვუყურებდი მის თვალებს... სხეულში ყველა ემოცია მომეჭარბა.. მისი ტკივილი ისე გავითავისე,მეც მეტკინა მისი ყველა მძიმე ამოსუნთქვა.. ისეთი მომლოდინე თვალები ჰქონდა, მხოლოდ იმაზე მეფიქრებოდა,გულის ნადები,რომელსაც კლიტეს ვეღარ ვადებდი,შეუმსუბუქებდა თუ არა მას ტკივილს... -ანიკო..-სახე დაუმშვიდდა.. მისგანაც რომ არ მეგრძნო იმპულსები, არც ახლა და,არც არასდროს,არ გავახმაურებდი იმას,რაც ძალიან დიდი ხანია გულით დამაქვს.. -მიყვარხარ..-თვალები გაუნათდა.. სულ რაოდენიმე წამით გადაეყარა ტკივილი და ბრიალა თვალები შემომანათა ... მისგან საპასუხოს არც ველოდი,უბრალოდ ზუსტად ვიცოდი,ასე და ამგვარად უფრო დავეხმარებოდი.. უფრო დავაძლევინებდი... -ამ სიყვარულისთვის გთხოვ.. მთელი გულით.. ძალიან დიდი გრძნობით... მომავლისთვის.. შენთვის.. ჩემთვის.. ესეც გაუძელი... ____ თვალები როგორც გავახილე,ირგვლივ სითბოს დავუწყე ძებნა... აღარ იყო... გული მეტკინა.. მთელი გულით მეგონა ცხადი იყო,თუმცა... -დღეს როგორ ხარ ან?!-ორ წამში დიკომ შემოყო თავი.. ფეხდაფეხ ნინუცაც მოჰყვა. -მგონი უკეთ. ტემპერაურას ახლა ვისინჯავ.-ხმაში ცვლილებას მაჩნევენ,თუმცა,არ ამახვილებენ ყურადღებას... ისეთ ზოგად თემებზე მესაუბრებიან,ეჭვები მღრღნის და ვერ ვისვენებ ერთ ადგილას... შუა საუბარში გიო და დიტოც გვერთვება დაისე ივსება ოთახი სასიამოვნო გარემოთი,ჩემი ეჭვებიც მეყრება გულიდან. -37 აკლია ბევრი ხაზი.-აღტაცებით ვხტები ლოგინიდან და დიკოს გაშლილ ხელებში ვუვარდები. -რა საინტერესოა ,რომელმა ანტიბიოტიკმა იმოქმედა?!-ყურში ეშმაკურად ჩამიჩურჩულა და თვალი ჩამიკრა მისებურად. ცოტა გაოცებულ სახეს რომ ვიღებ,გაშლილ ხელისგულს კიდევ ერთხელ მადებს შუბლზე და თავს საცოდავი სახით აქნევს. არ ვართ არცერთი კარგად. -რაღამც კარგად ხარ,ხვალ განთიადია და,დღეს ისე უნდა მოვაწყოთ სახლი,პატარა ლაპლანდია გამოვიდეს და სანტაპირდაპირ ჩვენს ბუხარში ჩამოძვრეს.-აციმციმებული ნინუცა საკუჭნაოში მირბის გიორგისთან ერთად და უკვე ერთ საათში სახლი ისეთ მდგომარეობაშია,ჩვენთან ერთად,საერთოდ ვერაფერს ვცნობთ. დიკას ყველა სათამაშო თითებზე აუსხამს და გიჟივით დარბოდაოთახიდან ოთახში. დიტო და გიორგი ნაძვს შლიდნენ და ისეთი საქმიანი სახე ჰქონდათ,სიცილს ვერ ვიკავებდით. ნინუცა გაბადრული უყურებდა გიორგის და ბოლო ერთი საათი ერთ სათამაშოს უკეთებდა ყუნწს. ერთადერთი,ვინც მთლიანად ჩაბმული იყო საქმეში,მე ვიყავი. სახლის ყველა კუთხეში დეკორს ვდებდი და აღტაცებული პარალელურად,ცხელ შოკოლადს ვაკეთებდი. დროდადრო გუშინდელი სიზმრები მიტივტივდებოდა გონებაში და ვიყინებოდი ადგილზე. სითბო მთლიანად მივლიდა მთელ სხეულზე და ისე ვთბებოდი,მთელი სახით მეღიმებოდა. -ანუკა დარჩები ეგრე!-დიკა ყოველ ჯერზე ჩამიქროლებდა და შემაფხიზლებდა. დღის ბოლოს,სახლი მართლაც ზღაპრულად იყო მოწყობილი და ისეთი დაქანცულები ვიყავით,ზედმეტის თავი აღარ გვქონდა... თუმცა,მსხვილმა ფიფქებმა მაინც გაგვიტყუეს გარეთ და ღამის ორზე ფორთხვით შემოვლაგდით გაყინულები. არ ვიმჩნევდი აქამდე,თუმცა,გულში ისეთი დანაკლისი მქონდა,მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე.. ფანჯრიდან იქამდე ვიყურებოდი,სანამ დიკა საბოლოოდ არ გაიცრიცა და მოლოდინში არ დამათენდა.. მისი წასვლა და მოულოდნელი დაბრუნებები ამ მცირე დროში ისე დამარდებდა,ვერ აღვწერდი... არაფერი არ მინდოდა მისი დანახვის გარდა... მხოლოდ მისი თვალები მეყოფოდა ახალი წლის ბედნიერი დასაწყისისთვის.... ___ *** _ახალ წელს გილოცავ ანიკო..-აციმციმებული თვალებიდან სიყვარულებს მიგზავნიდა უწყვეტად და ერთი სული ჰქონდა,როდის გათორმეტდებოდა... წესი,რომელიც სამი დღის წინ დავთქვით ყველამ,იმდენად გრანდიოზული,ურთიერთობრივი და სიყვარულით სავსე იყო,ზუსტად ვიცოდით,არცერთ წელს გამოვტოვებდით... ნინუცა ტელეფონის ეკრანს გაფაციცებით დასცქეროდა და ერთი სლი ჰქონდა როდის მისწერდა ვუღაც,ვისაც ცოცხალი თავით არ გვიმხელდა არცერთს. არადა,იმდენჯერ გავშიფრეთ გიორგაძე გიორგისთან,თავს დავდებდით,ის იყო მისი ზარიც,შეტყობინებაც,ბედნიერების და სიხარულის სათავეც. დიკო და დიტო ეზოში უზარმაზად ფეიერვერკს დგამდნენ და ბოლო ხმით გვიყვიროდნენ,სანამ დაგვათენდა,გამოდითო... -პირველი ახალი წელი ჩვენიდა,პირველი წამი ახალი ცხოვრების.-გაისმა თუარა პირველი ასაფეთქებლის ხმა,კარებში გასასვლელად გამზადებული გამაჩერა და,მკლავებში მომიქცია.. სულ რამოდენიმე თვის დაწყებულები ვიყავით... სულ რამოდენიმე მიყვარხარ გაგვეცვალა ერთმანეთში და ეს წამი ახლა,ჩვენთვის,იმდენად ბევრი მნიშვნელობის იყო,ბედნიერებით მავსებდა... -თუ სამყაროში ბოლო წერტილი ჩვენი განშორების იქნება,ღმერთს მხოლოდ ამ ერთ დღეს შევთხოვ,რომ ახალი წუთისთვის ერთმანეთი გვეჩუქებინა...-გრილ ხელებში მოექცია ჩემი სახე და ისეთი სიყვარულით დამცქეროდა,თვალს ვერ ვაცილებდი... -შენ ვერც წარმოიდგენ ამ გულში რამდენი სიყვარული ტრიალებს შენი.. შენი მონატრება და ფიქრი,რომ მუდამ გვერდით მინდა მყავდე.... -ფრთხილად მიახლოვდება და იმ ახალ წამს მიხანგძლივებს... მისი გრილი არომატი თავბრუს მახვევს და ისე მადუნებს,მთლიანად ვმშვიდდები და მოგრძო თმებში თითებს ვხლართავ.. ისეთი იდეალური მომენტია,სიმყუდროვეს ხმაურიც კი ვერ არღვევს. -მიყვარხარ ანიკო...-ისეთი ხმით მიჩურჩულა,მთელ სხეულზე ეკლებმა დამაყარეს.. პასუხის მოლოდინში ახალი წელი თბილი,მთელი გრძნობით სავსე ამბორით დაიწყო და სხეულში ისეთი იმპულსები გამოგზავნა,რომ მეუცხოვა... ბედნიერების წერტილმა მთელი ორგანიზმი გაიარა და გულის კოვზთან თავმოყრილი სიხარულით გაიტრუნა... -ჩემი მთელი ცხოვრების ყველა პროცენტი ხარ,ილი... ____ ყველა ენაზე მოვისმინე დილის ათზე საახალწლო სიმღერა.. უძილობისგან ისედაც კატასტროფულ ხასიათზე ვიყავი და გათენებისთანავე დიკამ რომ ბოლო ხმაზე აუწია დინამიკს,საბოლოოდ გავგიჟდი. -დიანააა დავყრუვდიიით!-კიბეებიდანვე ბოლო ხმაზე ვყვირი რომ ხმა მივაწვდინო.. ფეხდაფეხ მომყვა იმწამს გაღვიძებული ნინუცადა თმა არეული დიტო. გიო პოსტზე არიყო. -ჩემი რა ბრალია თუსიძემ გამაღვიძა?! -წარბები შეგვყარა დასულ ოდნავ ჩაუწია ხმას.-ილიას მანქანა გაუფუჭდა შუა გზაზე და დილაუთენია ჩააკითხა გიორგიმ. ჯერ კიდევ არ დაძრულან ჩვენკენ და სავარაუდოდ დაგვაგვიანდებაო,ველაპარაკეუკვე.-სახეზე ფერები რომ გადაუვიდა ნინუცას,ესეც მომენტალურად დააყოლა. ახალმა ინფორმაციამ დღის განწყობა სამუდამოდ დამისამარადა ყველამ ისეთი სახე მივიღეთ,რა ჯობდა ჩვენს შეხედვას. კიდევ დიდხანს რომ აღარ მოგვეშვა დიკა და ყველა სათითაოდ დაგვასაქმა კერძების მზადებაში, ხასიათი თითქოს ოდნავ გამოგვიკეთდა და მოსაღამოვებულზე დიკოს თოვლით გავსებაც მოვასწარით. სიბნელე რომ ჩამოწვა და ყველამ საათზე ყურება დავიწყეთ,ნინუცა ამ დროს უკვე დასაბმელი გაგვიხდა.. ვერ ვაჩერებდით. მასთან ერთად მეც ვნერვიულობდი,თუმცა იმდონეზე არ ვიმჩნევდი,სხვას რომ შეეტყო.. არადა ისე მაკლდა.. ისე მიჭირდა.. ისე მინდოდა ახალი წლის ახალი წუთი მისი თვალებით დაწყებულიყო... დღეს და ამწამს,მზად ვიყავი ყველა ტკივილი ამ წლისთვის ჩამებარებინა და,მასთან,მის ცისკრებთან,მის სითბოსთან ის საწყისი დამეწყო,ვერასდროს რო ვიფიქრებდი-დადგებოდა... -ძალიან არ მინდა ძმა და ქმარი შევწირო ამ ახალ წელს-გაბრაზებული ნინუცა ტელეფონს მდივანზე აგდებს და ფანჯარასთან მიდის.-ოცი წუთი აკლია უკვე,რა უნდა აქ ამოსვლას ღმერთო აქამდე ცხრა მთას და ცხრა ბარს გადავივლიდი სულ მცირე ,ფეხით.-ლაპარაკს არ წყვეტს,ისეა აღელვებული,ხელში მოქცეულ ალკოჰოლს მთლიანად სვამს და მერე ჰორიზონტს ისეუშტერებს თვალს,მთელი სხეულით ვიძაბები.. არ გადის წამი,კარებში სიცივისგან აბუზული გიო შემოდის ძალიანლამაზი თაიგულით და პირდაპირ ნინუცასთან მიდის ბევრი ბოდიშებით,თუმცა,ქალბატონის მოლბობას ამდენი დროც არ სჭირდებოდა,უკვე კისერზე ეკიდა და ხმაურით კოცნიდა. რომ ვეღარ მოიშორა მისი სხეული გიომ,ერთიანად გაყინლსა და მომლოდინეს გადმომხედა. -გარეთ გელოდება ან... ___ ერთი ორი სამი ოთხი ხუთი ექვსი შვიდი რვა ცხრა ათი და კიდევ ექვსი ნაბიჯის შემდეგ მუხლამდე თოვლში ვიდექი ჩემი პირადი სასწაულის პირისპირ.. შემცივნებული,მოცახცახე მხრებით,გაფითრებული სახით,თუმცა,უღმერთოდ თბილი თვალებით მზერას არ მაცილებდა და ჩემს ყველა ემოციას კვალდაკვალ მისდევდა... იმდენად იდუმალი,აბსოლუტურად ყველაფრის მთქმელი მზერა ჰქონდა,გააზრების უნარს მიკარგავდა... მოზრდილ თმებზე თეთრი ფიფქები სუსტალ ალღვებოდა და სველი ღერები აბურდულად ეყარა შუბლზე.. მთელი სული მეწვოდა ისე მინდოდა მათ შევხებოდი და,თვალებისთვის გამეთავისუფლებინა საწიერი... ტუჩები სიცივისგან გაფერმკრთალებოდა და იმ წამს,მხოლოდ ის მსურდა,ამბორით გამეთბო და მასში ისე გავხვეულიყავი,სუსხს ვერ შევემოსე... -ანიკო..-ისევ ისე,მთელი ემოციით დაარღვია ზამთრის სიჩუმე და ჩემკენ სულ ერთი ნაბიჯი გადმოდგა.. მაკნკალებდა,ისე ველოდი,როდის გადმოდგამდა კიდევ ორს რომ მისი სუნამოს სურნელი მეგრძნო... -აღარ შემიძლია შორს ყოფნა ანიკო..-სახე ულბება და ამავდროულად სიმტკიცისგან სიცივე დაჰკრავდა...-ერთხელ დაგთმე და ეს დრო საკმარისზე მეტი იყო,ჩვენი მცირე მრუდეები გაგვესწორებინა...-შემფასებლურად მათვალიერებს და ვგრძნობ,როგორ ცდილობს ზუსტი სიტყვები იპოვნოს...-მე შენ არ მყვარებიხარ ისე,ორ წელს გადაეყვარეე და აქ თავისუფლად ჩამოვსულიყავი... ნუ გეგონება,სულ მცირედაც გამნელებოდეს ის,რამაც აქედან წამიყვანა და,შემდეგ,დამაბრუნა... მიცნობ და იცი,აქ და ამწამს ამ ადგილას არ ვიქნებოდი,მთავარი ჩვენი ხერგილის ამოვსების ძალა რომ არ მქონოდა... იცი,არ დავბრუნდებოდი მანამ,სანამ საკუთარი თავისიმედი არ მექნებოდა... ანიკო- ხმაში იმდენი ლიტონი გარეოდა,აბსოლუტურად ყველაფერი გაჩერდა ირგვლივ და მარტო მისი ხმა დადიოდა სხეულის კონტურებზე... -უნდა მაპატიო ის სამი წელი,სამის მერე განვლილი ორი და... ჩამოსვლიდან შვიდი დღე.. უნდა მაპატიო იმიტომ,რომ შენს იქით სხვა გზა ვერ მაქვს.. უნდა მაპატიო,რომ სიცოცხლე განვაგრძო და,იმაზე ვიფიქრო,როგორ გაგხადო ის,რაც აქამდე უნდა მყოლოდი...-სინანული ისე გადმოეღვარა ცისკრებიდან,გული დამემსხვრა.. მისი თითოსიტყვა სულს ძალიან მწარედ ხვდებოდა და,პარალელურად,ძველ ჭრილობებს სითბოდ ედებოდა... -შენრომ მონატრება გცოდნია,იგივეს მეორედ ვერ გავივლი ანიკო... მე რომ შენს მიმართ სიყვარულს ვატარებ,იმაზე მეტი ღვთიური ვეღარაფერი იქნება და მინდა, მთელი გულით, უღმერთიდ, მთელი სიცხადით მინდა ისევ გითხრა... მიყვარხარ!-მთელი სხეული ისე მომიდუნდა, ვეღარ დავმორჩილდი და, ისე ჩავიკეცე შუა თოვლში,მისმა სუსხმაც კი ვერ დამაბრუნა... ამაკანკალა,ხელები მუხლებს მთელი სიძლიერით შემოვაჭდე და ნიაღვარად წამოსული ცრემლები თითო თითოდ შევიგროვე გაყინულ ღაწვებზე... ღმერთო,მისი ხმით ნათქვამი გრძნობები იმდენად მიღმიური,არარეალური,ჩვენებური იყო,ვეღარ ვჩერდებოდი... ისე შევიზიზღე ის ორი წელი მისი გაშვების და,ჩემი არ შეჩერების გამო,მთელი სიმწარით მომინდა უკანასკნელად ამომეშალა გონებიდან... პირისპირ ჩამუხლული ილი კიდევ უამრავს მეუბნებოდა,მაგრამ,ყურში მძიმედ ჩამახსოვრებული ბოლო "მიყვარხარ"ვეღარ გადავაგორე... -ნუღა გავიმეტებთ ანიკო ერთმანეთს... მე უშენობა ვეღარ შემიძლია...-უკვე მერამდენედ,უკვე ბოლო იმედად დასუსტებული მტკიცებდ წამომაყენა და ,იმ მკლავებში გამახვია,მთელ სამყაროდ რომ მიღირდა... მისი სურნელი მთელ გრძნობებს სახლად მოედო და სიმყუდროვეში,სითბოში ჰარმონიულად გამომახვია... მაინც ისე უღმერთოდ მენატრებოდა ესსიტყვა,ყელიდანაც ვერ გამოვუშვი და,მომლოდინე თვალებს ის ამბორი დავუბრუნე, ახალი წლის პირველ წუთს პირველი რომ გამომტაცა ოთხი წლისწინ... საპასუხოდ შემოხვეულმა მძლავრმა მკლავებმა ხელში ამიტაცეს და ბედნიერების იმ ბილიკზედამაყენეს,ხელჩაკიდებულებს რომ უნდა გაგვევლო დიდი ხანი... მე რომ მის ტუჩებს მოვწყდი, ზუსტად მაშინ გაისმა ფეიერვერკის ხმა და,ოთახიდან გამოვარდნილმა ხმაურმა ზღაპრიდან სულ მცირედ მომწყვიტა.. ცისკრებში ჩემი პირადი ვარსკვლავები თვალის მომჭრელად კიაფობდნენ და მასში გაფერადებულ საკუთარ ანარეკლს რომ ვხედავდი,სიამაყე ეკლებად მივლიდა... ისე მინდოდა არასდროს გავცლოდი, არასდროს გამგრილებოდა მხრები მისი სიშორით.. მაგრამ, კარების ჩარჩოში ჩამომდგარი დიკა შამპანურით ხელში ისე მწარედ მანარცხებდა იატაკს,ყურთასმენა აღარ იყო.. -ახალ წელს,ახალი სიტყვით,ახალი ცხოვრებით და,ძველი სიყვარულით გაუმარჯოს!-ბოლოხმაზე გვიყვიროდა და ის თბილი რომანტიკაც ზედ მიაყოლა... სანამ იქ დავბრუნდებოდით,სადაც გავჩერდით,მივუბრუბდი... ახალი წუთის იმ წამს,იმ სიტყვებით დავიწყე,მთელი ცზვრება რომ გამყვებოდა ... -მთელი ჩემი არსებობა ხარ ილი.. ____ ***** -ანიკო, ჩვენ რომ შვილი გვეყოლება,მას ხომ ნენეს დავარქმევთ?! -ჩვენ შვილი მაშინ გვეყოლება,მე რომ უნივერსიტეტს მოვრჩები და ნინუცა გათხოვდება.. -ოო,მაქამდე რა მოითმენს,შენ ისე ძალიან მიყვარხარ,დიდხანს არ მეყოლები ნახევრის გარეშე... -წინასწარ ნურაფერს იტყვი,არავინ იცის რა სად არის ჩასაფრებული... -მე ხომ გითხარი ერთხელ,მაშინ წავალ,როცა მეტყვი, მაგრამ ,დაბრუნება ,უკვე ჩემზე იქნება! ____ ნენე ოცხელი! ___ ამას მონატრებაც აღარ ჰქვია... ისე დამაკლდა ეს ყველაფერი,რა გამოვიდა,ვეღარც ვიცი... თქვენ ისე გელით,როგორც არასდროს... ისეთი ვაკუუმი გადავლახე ამ მცირე ნაწარმოებით,ვერ აღვწერ... უღმერთოდ რთულია,წერა გინდოდეს,სული გელეოდეს და სიტყვაც ვერ გადმოგქონდეს... იმედია,სულ ცოტათი მაინც გამოვია.. მიყვარხართ მთელი გულწრფელობით. თქვენი:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.