შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ და ცხოვრება (თავი 18)


29-11-2020, 03:48
ავტორი duchi_duchi
ნანახია 1 919

სახლამდე მიყვა,დაელოდა როდის შევიდოდა სახლში.რამოდენიმე წუთში თავადაც უკან მიყვა, სახლში ჩუმად შევიდა, დაინახა როგორ ჩაძინებოდა დივანზე, ფრთხილად მიუახლოვდა, თმაზე ხელი ჩამოუსვა, სახეზე მიეფერა და ჩურჩულით უთხრა.
-ჩემო სიყვარულო,ჩემო ცხოვრების აზრო,როგორ დამეტანჯე ჩემო ანგელოზო,რომ იცოდე როგორ მიყვარხარ,რომ იცოდე რა ჯოჯოხეთი იყო შენს გარეშე ჩემი ცხოვრება,ალბათ არ შემიძულებდი.მაპატიე ყველა სიტყვა რაც იმ დღეს გითხარი,ყოველთვის მეყვარები ჩემო გადარეულო გოგო, ოღონდ შენ იყო ბედნიერი და ჩემი სიყვარულის დედაც მოვ..ან.
ფეხზე წამოდგა, პლედი აიღო,დააფარა და სახლიდან ისე ჩუმათ გამოვიდა როგორც შევიდა.

კაბინეტში იჯდა,საბუთებში იყო თავით გადაშვებული კარებზე, რომ დაუკაკუნეს.
-შემოდით.
-ბატონო ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის.
-გისმენ.
-ყიფიანი გამოვიდა წუხელ.
-გაიგო არა?ქალბატონი რომ დაბრუნდა?!
-დიახ სახლს ვუთვალთვალებდით,ტაქსით დაბრუნდა სახლში,ყიფიანიც მალევე მოყვა უკან მანქანით.
-ნახეს ერთმანეთი?
-არვიცით.-რამოდენიმე წუთის მერე გადავიდა მანქანიდან და სახლში შევიდა, ისე მალევე გამოვიდა,ხმაურის ხმა არ ყოფილა.
-რადაც არ უნდა დამიჯდეს გავანადგურებ.-უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა.
-რა გავაკეთოთ ბატონო?
-აი ეს კონვერტი წაიღეთ და კარებთან დაუდეთ ქალბატონს.-დღეიდან თამაში იწყება.

7 საათი იყო თვალი რომ გაახილა, აბაზანაში შევიდა, მოწერსრიგდა, შემდეგ შავი ჯინსის შარვალი,ბათინკები,შავი ზედა, ტყავის ქურთუკი ჩაიცვა, შავი სათვალე გაიკეთა, მანქანის გასაღებს ხელი მოკიდა და კიბეებზე დაეშვა.სულ სხვანაირად სუნთქავდა, თითქოს ყველაფერი ისე იყო,როგორც უნდა ყოფილიყო.არაფერზე ფიქრობდა,ის,ვინც სიცოცხლეს ერჩივნა მასთან ახლოს იყო,ერთ ჰაერს სუნთქავდნენ,როცა უნდოდა მაშინ დაინახავდა და შეეხებოდა.ხო რთული იყო მასთან შეხება მაგრამ,ყველაფერს გააკეთებდა რომ უკან დაებრუნებინა.
სახლის კარი გამოიხურა, მანქანაში ჩაჯდა და საბურავების ღრჭიალით მოწყვიტა ადგილს.სახლთან ახლოს დააყენა და დაელოდა, როდის გამოვიდოდა იქედან მისი სასურველი ადამიანი.მანამ ელოდა, სანამ ქუჩის ბოლოში,საეჭვოდ გაჩერებულმა მანქანამ არ მიიქცია მისი ყურადღება.დაინახა როგორ გადმოვიდა იქედან ახალგაზრდა მამაკაცი კონვერტით ხელში,როგორ მიუახლოვდა ეზოს კარს, როცა კარი ღია არ დახვდა კონვერტი გადააგდო ეზოში და იქედან, ისე მალე გაქრა თვალიც ვეღარ მოკრა.სასწრაფოდ გადმოვიდა მანქანიდან, ღობეზე გადაძვრა,კონვერტი აიღო,უკან დაბრუნდა მანქანაში და გახსნა.
გულზე მარწუხებივით მოუჭირა რაღაცამ და ძლივს ამოისუნთქა როცა წაიკითხა.
,, შენი შვილი ცოცხალია, თუ ჭკვიანად მოიქცევი დაიბრუნებ,,

შვილი? მის მიმის შვილი ყავს?რა ხდებოდა?რა გამოეპარა?
-ამის დედაც.-იღრიალა.
თავისთავს ლანძღავდა, რომ შეძლებოდა ცემდა კიდეც ალბათ.
-რა გეგონა, ყიფიანო რა გეგონა, რომ გამოიკეტე ამდენი წელი იქ.-ბავშვიო ტო!ბავშვი ყავს და მერე სად ყავს?რახდება?-გაოგნებული ესაუბრებოდა თავის თავს.
ბოლოს აზრზე მოვიდა,მანქანა დაქოქა და იკოს სახლისკენ აიღო გეზი.
20 წუთში გოგოლაძის სახლთან იყო და კარებზე ზარს რეკდა.
-მოვდივარ ხოო.-მოესმა მეგობრის ხმა კარს მიღმა და იგრძნო როგორ მონატრებია.
კარიც გაიღო და გამაფრთოებული თვალებით რომ დაინახა იკო,ღიმილი ვერ შეიკავა.
-ყიფიანო არ მჯერა შენ ხარ ტო?-როდის გამოხვედი ბიჭო?
-მე ვარ მეე.-სიცილით უთხრა და ძლიერად ჩაეხუტნენ ერთმანეთს.
-შემოდი ტო შემოდი-გზა გაუნთავისუფლა იკომ და ბეჭზე ხელის დარტყმით შეუძღვა მისაღებ ოთახში.
დივანზე დაჯდნენ და იკომ ნინის დაუძახა.
-ნინი!
-ჰო?
-ჩამო ძირს.
-იკო! ნინის რომ ვნახავ ცალკე მინდა შენთან საუბარი.
-ხო!ხო!მოიცა ჯერ მონატრება ჩავიხშო და მერე კარგად მოგდებ ყბაში ერთი,ორს.
-ჯერ შენს ცოლს ვნახავ და მერე სამიც იყოს.
-ვაიმე არ მჯერა ბათა!-ნინიმ დაიყვირა და კიბეებზე დაეშვა,ისე სწრაფად ჩაეხუტა ყიფიანს აზრზე ვერ მოვიდა.-როგორ მომენატრე ყიფიანო შენ ხო არ იცი?
-მეც ძალიან მომენატრეთ.
-როდის გამოხვედი?
-ორი დღის უკან-ღიმილს ვერ იკავებდა ბათა ნინის აღრფთოვანებაზე.
-ცოლო მიდი ყავა მაინც დაგვალევინე.
-კი კი ახლავე-ღიმილით უთხრა იკოს და სამზარეულოში გავიდა.
-ნინი კაბინეტში ვიქნებით სალაპარაკო გვაქვს და იქ შემოგვიტანე.
-კარგი საყვარელო.
კაბინეტის კარი როგორც კი შეაღეს ეგრევე აჯახა იკომ.
-მოყევი.
-რა მოვყვე?
-ყველაფერი თავიდან ბოლომდე-კბილებში გამოცრა იკომ.-ჯერ ისევ ვფიქრობ შენს ცემაზე.
ყიფიანი სავარძელზე დაჯდა, სიგარეტს წაუკიდა, იკოს თვალებში შეხედა და დაიწყო.
-ზღვიდან რომ ჩამოვედით,ლეპტოპში ვიდეო დამხვდა სადაც,დადა და მისი ცოლი ყავდა გატაცებული დავითს,ითხოვდა რომ მიმის ჩამოვშორებოდი და საბერძნეთში ჩავსულიყავი,რადგნად მის შვილს მიმი უყვარდა.მითხრა, რომ რაც თვითონ გამოცადა მის შვილს იმავეს არ გამოაცდევინებდა,მაგრამ ბოლოს რაც მოხდა, მივხვდი რომ მისი შვილის ბედნიერებაზე მეტად დადას გამწარება უნდოდა.
-ვერ გავიგე?
-მივალ მანდამდე და გაიგებ.-კაროჩე დამირეკა და მითხრა,რომ იქ უნდა ჩავსულიყავი როცა მეტყოდა,მე კიდევ მას ვერ დაველოდებოდი,უნდა დამესწრო და მასთან ჩავსულიყავი. მანამ უნდა მენახა, სანამ თვითონ დამირეკავდა.არვიცოდი იქედან ცოცხალი დავბრუნდებოდი თუ არა და მეც გადავწყვიტე მირას ჩამოვშორებოდი,ვერ ვეტყოდი დადა გაიტაცა ნაბი*ვარმა ნაკაშიძემ და მე უნდა დავასწროთქო.მთელი გზა იმას ვფიქრობდი როგორ მეთქვა ეს ყველაფერი და ჩამოვშორებოდი ისე,რომ გული არ ტკენოდა.-მაგრამ მაგარი სი*ი ვარ და გული ვატკინე კი არა,უკანასკნელი კა*პასავით მოვექეცი საყვარელ ქალს, რადგნა ეჭვიანობამ განმარისხა და იმან, რომ სიმართლე არ მითხრა.
-რა გააკეთე?-ძარღვებ დაბერილმა უთხრა იკომ.
-ყ*ეობა ყველაზე დიდი სისულელე.
-თქვი.-მოთბინების ძაფი უწყდებოდა იკოს.
-კიბეებზე ავდიოდი ტელეფონში ფოტო რომ მივიღე, სადაც ოთო მირას კოცნიდა მირას ბინაშივე.საშინლად გავცოფდი, კარი რომ გამიღო ანრევიულებული იყო,სამჯერ ვკითხე რა მოხდათქო, მან კი არაფერიო. სამჯერ მივეცი შანსი, რომ ეთქვა. მან კი მაინც არ გამიმხილა,არ მენდო იკო, ჩემი საყვარელი ქალი არ მენდო და იმ კოცნაზე მეტად, მაგან გამაცოფა.ერთი წუთითაც არ შემიტანია მასში ეჭვი, ვიცოდი რომ ის კოცნა მისი სურვილით არ მოხდებოდა და ისიც ვიცოდი,რომ დადგმული იყო,მაგრამ მაინც არ გამიმხილა და ამან ნაწილებად დამშალა.მერე ერთად ვიყავით, ბრაზმა დამაბრმავა და ისე ცუდად მოვექეცი ბო*ებსაც,რომ არ ექცევიან.
-რა გააკეთე?ნუთუ შენ ძალა იხმარე მასზე?-იკო გაცოფებული ეცა საყელოში.
-არა!-ძალა არ მიხმარია, მაგრამ ცუდად მოვექეცი და ბოლოს საშინელი სიტყვები ვუთხარი, საბაბიც მქონდა სურათის სახით,ჯობდა შევძულებოდი, ვიდრე ვყვარებოდი და დატანჯულიყო.ავდექი კარი გავიხურე და წავედი.
-მოახერხე კიდეც.-ვიცი რაც უთხარი,რომ ჩამოვიდა დაგვცოფა და ყველაფერი პირში მოგვახალა.
-ხო არა?-სიმწრით გაეცინა ბათას.
-მერე რა მოხდა?
-ჩავედი, იქ ბიჭები შევკრიბე და ორი დღის მერე ვიპოვე.-მირას დედა იქ არ იყო,აი დადას კი იარაღი ქონდა შუბლზე მიდებული,მოკვლას უპირებდა რომ შევედი, მეც ამოვიღე და დავუმიზნე, მაგრამ კარები გაიღო და მისი დამპალი შვილი შემოვიდა, ოთო ნაკაშიძე. წარმოიდგინე და ისიც იარაღით იყო,გამოიცანი ვის უმიზნებდა იარაღს?
-შეენ?
-არა! -მამამისს.
-რატო ტო?
-რატომ და მამამისს არასდროს ყვარებია დედამისი,მთელი ბავშვობა ხედავდა როგორ ტანჯავდა ქალს, ხოდა ესეც ადგა და მამამისს შუბლში ტყვია დაახალა რომელიც მე დამბრალდა,რადგან იმ ნაბი*ვარმა გამთიშა.გონზე რომ მოვედი პოლიცია მადგა თავზე და მე ორ გვამთან ვიყავი მარტო, დადას საფეთქელში ქონდა ნასროლი, დავითს კი შუბლში, დავითმა დადას ესროლა მე კი დავითს პოლიციის თქმით.ასე აღმოვჩნდი ციხეში,მალევე გამოჩნდა ჩემი უდანაშაულობის დამამტკიცებელი საბუთები, მაგრამ ეგოსიტურად არ გამოვდიოდი იქედან.გავიგე რომ ქალბატონი ამერიკაში წავიდა,ზუკაზე გათხოვდა და ბედნიერად ცხოვრობდა, ხომ იცი ჩავაკითხავდი, კიდეც მოვძებნიდი და ისევ დავისაკუთრებდი,მაგრამ უკვე სხვისი ცოლი და ქალი ერქვა, მე კიდე არ ვარ ისეთი არაკაცი სხვის ცოლს გავეკარო მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.
-და ახლა რა მოხდა ყიფიანო?გაიგე დაბრუნდაო და გამოხვედი?
-ჰო ეგრე იყო ზუსტად.-გავიგე!დაჟე ისიც გავიგე რომ ქმარს დაშორდა და თავისუფალი ქალია.-თვალები შეანათა გოგოლაძეს და ირონიულად ჩაიღიმა.
-არც გაბედო ყიფიანო.
-გავბედავ იკო და მერე როგორ გავბედავ.
-შეცვლილია ყელს გამოგიღებს.
-თანახმა ვარ.- შვილი ყავს ჰო?
-საიდან მოიტანე?
-ყაავს?
-არა მშობიარობის დროს დაეღუპა.
-ვახ აქ რაღაც ხდება და უნდა გავარკვიო.
-რა ხდება ბათა?
-დღეს მის სახლთან ვიყავი,კონვერტი დაუტოვეს სადაც ეუბნებიან,რომ მისი შვილი ცოცხალია და თუ ჭკვიანად მოიქცევა გაიგებს სადაც არის.
-ვახ ჩემი.-სახეზე ჩამოისვა იკომ ხელები.
-უნდა ვიპოვო ვინ დგას ამის უკან.
-ზუკა?
-შანსი არაა ზუკას რაში აწყობდა თავის შვილის დამალვა?
-ხო ეგეც მართალია.
-მგონი ვიცი ვინც დგას და დროა თამაშში ჩავერთო.
-ვინ?
-ნაკაშიძის ნაბი*ვარი.-ზუსტად ვიცი როგორ გამოვიყვან ბუნაგიდან.
-ყიფიანი ბრუნდება?
-უკვე დავბრუნდი.
-ვატყობა გადაიწვება ქალაქი.
-ჰოდა გადავწვათ.
-შენთან ვარ.-ბიჭებს დავურეკავ გაგიჟდებიან.
-აკო ისევ ისეთი ცანცარაა?-დათა ისევ ისე სერიოზული?
-კი ძმაო ისევ ისე არიან.
-თაკო?
-თაკოსაც დავურეკავ.-რა ვქნათ?როდის აპირებ მირასთან შეხვედრას?
-ჯერ უნდა გავაგიჟო და მერე.-ჩემი თხოვნა იქნება რომ არ უთხრათ.
-რა ჩაიფიქრე ყიფიანო?
-მალე გაიგებ.-კმაყოფილმა ჩაიღიმა, ფეხზე ადგა და კაბინეტიდან გავიდა.
ნინის ყავა მოედუღებინა უკვე,იკომ ყველას დაურეკა,მალევე მოვიდნენ.
აკომ როგორც ყოველთვის შემოგლიჯა კარები.
-ხალხნო რახდება?-სულ ასე სასწრაფოდ რატომ მიბარებთ?-ბოლოს რომ დამიბარეთ ნაკანი მელოდებოდა და ნუთუ ახლა ყიფიანი მელოდება? იცოდეთ...
მისაღებში რომ შევიდა სიტყვა შუაზე გაუწყდა.
-ვახ ტო მართლა ყიფიანია თუ მეჩვენება?-დათა შენც ხედავ თუ მელანდება.
ბათა ფეხზე ადგა და აკოს სიცილით გადაეხვია.
-ბიჭო 30 წელს მიუკაკუნე და კიდევ ვერ დასერიოზულდი?
-ვაიმე ტო არ მჯერა,მეხვევა და ლაპარაკობს კიდეც.
დათამ თავში ხელი წამოარტყა.
-იქნებ მოშორდე და ჩვენც მიგვიშვა.
-კი ძმაო კი რა პრობლემაა.-თავი მოიქექა და გვერდზე გადგა.
-დაბრუნებას გილოცავ ყიფიანო.
-მადლობა დათა.-მომენატრეთ ყველა.
-თაკო,ნია როგორ ხართ?-გოგოებს გადაეხვია, რომლებიც გათიშულები უყურებდნენ.
-რა გჭირთ ტო?ყველას რატო გიკვირთ ჩემი დანახვა, საიქიოდან ხომ არ დავბრუნებულვარ?
-ზუსტადაც იქედან დაბრუნდი!- 5 წელი მეგობარზე რომ არაფერი იცი, არ გირეკავს, ერთხელაც არ ახსენდები,ზუსტადაც საიქიოდან დაბრუნებას ნიშნავს.-თაკომ მიახალა და დივანზე ჩამოჯდა ისიც.
-გაუვლის?! ხომ იცი როგორი ფეთქებადი და წუწუნაა.-ღიმილით უთხრა ნიამ.-მიხარია რომ დაბრუნდი.
-მეც ნიაკო, მეც მიხარია ძალიან.
ყველა მისაღებში დასხდნენ ,ბიჭებს მოუყვა მოკლედ ყველაფერი და იკოს ტელეფონზეც გაისმა ზარის ხმა.
-გოგოლაძე რაშვებით?
-რავი სახლში ვართ მირა,ახლა ვაპირირებდი შენთან დარეკვას პატარავ.-ყველა ჩემთან ვართ.
-ნუთუ?-მე შენს ეზოში ვარ.
-ვა მართლა?-ახლავე გამოგხედავ.
ცივად გათიშა ტელეფონი.
-ბათა შედი საძინებელში დროზე მირაა კარებთან.-თქვენ კი კრინტი არ დაგცდეთ ყიფიანზე.
ხმა არ გაუღია არცერთს,ყველამ მაგას აგვიხსნის თვალებით შეხედეს იკოს, ბათა სასტუმრო საძინებელში შეაგდო იქვე და ცივად მიუკეტა კარები.-რაც არ უნდა მოხდეს გარეთ არ გამოხვიდე.
-თქვენ კი არ წამოგცდეთ აქ რომ ვარ.



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან, ძალიან აგვიანებ.

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

არ მეგონა თუ გააგრძელებდი, ძაან გამიხარდა. იმედია აღარ დაიკარგები დდ მიყვარს ეს ისტორია ძალიან ❤️ ❤️

 


№3 სტუმარი mari

ძალიან მომწონს და იმედია ახალ თავს მალე დადებ????????

 


№4 სტუმარი Nini

ეხლა წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მომეწონა, ძალიან საინტერესო ისტორიაა და გაგრძელებას სულმოუთქმელად ველი . ველოდები ახალ თავს რაც ჟეიძლება მალეე :)

 


№5 სტუმარი სტუმარი თეო

იმედია ისევ ერთი თვის მერე არ დადებ

 


№6  offline წევრი თათია-თათა

ერთი ამოსუნთქვით წავუკითხე ყველა თავი, ძალიან მონეწონა, მაგრამ რომ ვნახე ასე გვიან დებთ ახალ თავებს ეგ არ მომეწონა :( არ არის კარგი მკითხველის ამდენხანს ლოდინი...იმედია გაითვალისწინებთ :)

 


№7  offline წევრი S.მეგი

ძალიან კარგიაა ველოდები შემდეგს და თავები გაზარდე
❤❤❤

 


№8  offline წევრი duchi_duchi

S.მეგი
ძალიან კარგიაა ველოდები შემდეგს და თავები გაზარდე
❤❤❤

მიხარია რომ კითხულობთ და დაგვიანების მიუხედავად მაინც მომყვებით.❤️რაც შეეხება თავების გაზრდას ტელეფონით ვწერ და ვერ მიქაჩავს უფრო დიდ თავებს,მიჭედავს როცა უფრო დიდს ვწერ.

თათია-თათა
ერთი ამოსუნთქვით წავუკითხე ყველა თავი, ძალიან მონეწონა, მაგრამ რომ ვნახე ასე გვიან დებთ ახალ თავებს ეგ არ მომეწონა :( არ არის კარგი მკითხველის ამდენხანს ლოდინი...იმედია გაითვალისწინებთ :)

გეთანხმებით საერთოდ არ არის კარგი და სასიამოვნო მეც ვარ მკითხველი ამ საიტის და მეც ვბრაზდები როცა ისტორიებს არ ასრულებენ ან არ დებენ,ვეცდები მალე დავდო.

სტუმარი თეო
იმედია ისევ ერთი თვის მერე არ დადებ

გზაშია ახალი თავი და ვეცდები მალე დავდო კიდევ.მადლობა რომ კითხულობთ.

Nini
ეხლა წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მომეწონა, ძალიან საინტერესო ისტორიაა და გაგრძელებას სულმოუთქმელად ველი . ველოდები ახალ თავს რაც ჟეიძლება მალეე :)

მადლობა ძალიან დიდი.მიხარია თუ მოგეწონათ❤️

სტუმარი მანანა
ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან, ძალიან აგვიანებ.

ვიცი და მაპატიეთ????მადლობა რომ კითხულობთ.

სტუმარი მარი
არ მეგონა თუ გააგრძელებდი, ძაან გამიხარდა. იმედია აღარ დაიკარგები დდ მიყვარს ეს ისტორია ძალიან ❤️ ❤️

აუცილებლად დავამთავრებ ამ ისტორიას.მადლობა რომ კითხულობთ❤️

mari
ძალიან მომწონს და იმედია ახალ თავს მალე დადებ????????

გზაშია უკვე და აიტვირთება მალე.მადლობა რომ კითხულობთ.❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent