უცნობი გოგოს დღიურები (თავი 3)
როდესაც ლადო ექიმისგან გამოვედი სულ მის სიტყვებზე ვფიქრობდი. ნუთუ, მართლა დარჩა ჩემში სიძულვილის გარდა რაიმე სხვა გრძნობა? ნუთუ, მართლა მახსოვს რას ნიშნავს ბედნიერება? კი ვფიქრობდი ამ ყველაფერზე მაგრამ, პასუხები არ მქონდა! ვფიქრობდი ისევ ბებიაჩემზე რა ბოროტი უნდა იყო ადამიანი ჯერ არ დაბადებული ბავშვი შენი სისხლი და ხორცი გაწირო მოსაკლავად, მე ხომ მისი ნაწილიც ვიყავი? ან როგორი ბოროტი უნდა იყო რომ, შენი შვილი ამხელა ტკივილისთვის გაიმეტო და შვილის მკვლელად აქციო! რა ბოროტი ყოფილხარ ადამიანო თურმე როდესაც სიკეთე არსებობს და სიკეთით ბედნიერსები შენ კი ბოროტი ხარ და ხალხის აზრს აქცევ ყურადღებას! თურმე, ხალხი რას იტყვისო უმამოდ რომ ბავშვს აჩენს ქალიო მაგრამ, ქალზე არ ფიქრობენ მას ისედაც უჭირს და გვერდში დადგომის მაგივრად ლანძღავენ. ამ ყველაფერზე ვფიქრობდი და როდის მივედი სახლში არც კი ვიცი, ეგრევე ლოგინში დავწექი და დავიძინე, ერთი კი ვიცოდი ლადო ექიმი დამეხმარებოდა გავრკვეულიყავი ყველაფერში, ამის იმედით დავიძინე რადგან ვიცოდი მეორე დღეს ლადოს ვნახავდი. მეორე დღეს როგორც კი გავიღვიძე მაკას ვთხოვე ლადოსთან წავეყვანე! -მაკა ლადო ექიმთან მინდა წასვლა -ჯერ ადრეა, საღამოს ხარ ჩაწერილი! -მე ახლა მინდა, იქ დაველოდები! -ჯერ ვჭამოთ და შემდეგ წავიდეთ. -არ მშია! წავიდეთ! -კარგი. დაახლოებით 4 საათით ადრე მივედით ლადოს ოფისში და იქ ველოდებოდი, ვუყურებდი ადამიანებს რომლებიც დაღვრემილი სახეებით შედიოდნენ ექიმის კაბინეტში იქედან კი ღიმილით გამოდიოდნენ, მკრთალი მაგრამ მაინც ღიმილით ეს ხომ იმედის ნიშანია? ნეტავ მეც თუ გამოვალ ერთ დღეს მისგან ღიმილიანი სახით? ვიჯექი 4 საათი გაუნძრევლად და იქ ყველა დეტალი შევისწავლე ამასობაში ჩემი დროც მოვიდა და თამამად შევაბიჯე მის კაბინეტში, არ მეშინოდა მისი განსხვავებით წინა დღისა პირველად რომ მასთან მივედი! -გამარჯობა ლადო ექიმო როგორ ბრძანდებით? -გამარჯობა პატარა ქალბატონო, მე კარგად ვარ აბა შენ როგორ ? გავიგე დღეს ადრე მოსულხარ. -დიახ, იცით მე სახლში ყოფნა არ მინდოდა და აქ მოვედი. -არაუშავს, კარგია ესეიგი ჩემთან ურთიერთობის სურვილი გაქვს ეს კი დაგვეხმარება! -დიახ, ალბათ.!? -აბა ანა დაიკავე შენი ადგილი და დავიწყოთ! -დიახ რათქმაუნდა. -მომიყევი გუშინ აქედან რომ წახვედი რა გააკეთე სახლში? -არაფერი, დავიძინე! -დაიძინე? ადრე ხომ არ იყო ძილისთვის? -იცით? მე არავისთან ლაპარაკი მინდა არც არავის დანახვა სახლში -ცუდად იქცევი ანა! -რატომ? მე ხომ ამის უფლება მაქვს? -კი გაქვს რათქმაუნდა მაგრამ უკვე ეგოისტობ. წარმოგიდგენია დედაშენი რა დღეშია შენ რომ ასეთს რომ გიყურებს? -ის ხომ დედაჩემი არ არის, სანერვიულოც არაფერი აქვს! -ახლაც კი ცდები. -ვცდები? აკი გითხარით დედაჩემი მოკვდათქო? -ვიცი ანა მახსოვს. იცი ანა დედობა მხოლოდ გაჩენა როდია? მესმის მას სხვა გზა არ ჰქონდა შენს გადასარჩენად და ჩვენ არ გვაქვს უფლება ის განვსაჯოთ რომელიც უკვე ამ ქვეყნად არ არის და მისგან ახსნას ვერ მოვისმენთ. შენ ერთი დედა დაკარგე ის ვინც გაგაჩინა მაგრამ, ახლა შენ მეორე დედას კარგავ რომელმაც გაგზარდა, ზრუნავდა შენზე, სითბოს გაძლევდა და არ გყოფდა მისი შვილებისგან, შემიძლია გითხრა რომ მაკას მეტადაც კი უყვარხარ ვიდრე მისი ნამდვილი შვილები რადგან, მისთვის პირველი ხარ! მისთვის არ აქვს მნიშვნელობა რომ მისი გაჩენილი არ ხარ, შენ მისი შვილი ხარ და ნუ იზავ ისე რომ ამ შენი გამოხტომებით მეორე დედაც დაკარგო! გავჩუმდი! მართალი იყო და ვერაფერი ვუპასუხე ან რა უნდა მეოასუხა არვიცოდი ამიტომ დუმული ვამჯობინე. -რატომ გაჩუმდი ანა? მიხვდი რომ მართალი ვარ და არ შეგიძლია შემეწინააღმდეგო ხო? არადა ეგ გინდა. გინდა რომ ჩემს სიტყვებში ერთი მარცვალი ტყუილი დაინახო და შემდეგ არგუმენტად მომიყვანო. ხომ მართალი ვარ? -დიახ მართალი ხართ. -ეგ იცი რატომ? -რატომ? -შენ ფიქრობ რომ დაკარგული ხარ, ფიქრობ რომ აღარ ზრუნავენ შენზე, ფიქრობ რომ მარტო დარჩი და გინდა სხვებს ანახო რომ მაგარი გოგო ხარ, გინდა რომ ანახო სხვებს რომ საკუთარი თავის დაცვა შეგიძლია მაგრამ ვისგან იცავ ანა? -არვიცი! -იცი? ადამიანის პირველი მტერი არა სხვა არამედ საკუთარი თავია. -ეგ როგორ? -სხვას არ შეუძლია გაგაკეთებინოს ის რაც შეიძლება საკუთარმა თავმა გაგაკეთებინოს! ახლა შენ ფოქრობ რომ ზიზღი რომელსაც გარშემომყოფებისგან გრძნობ ეს მათი ბრალია, ფიქრობ რომ იმ რეალობის ბრალია რაც შენ დაგატყდა თავს მაგრამ, ეს ყველაფერი შენი ბრალია! -თითქმის ყველაფერი გავიგე გარდა იმისა რომ ჩემი ბრალია! -შენი თვით ჩაკეტულიბა ოჯახის წევრების მიმართ იწვევს ბევრ ფიქრს მომხდარზე, შენი სიჩუმე იწვევს დიდ პროტესტს სხვების მიმართ, შენ არ თვლი საჭიროდ ესაუბრო შენს ოჯახის წევრებს და ფიქრობ რომ ამით მათ სჯი, მაგრამ, ამით საკუთარ თავს ვნებ შენი ფიქრებით რაც მაგ პატარა თავში გიტრიალებს! ანა იცი რატომ ვარ მე აქ შენს დასახმარებლად? -რატომ? -იმიტომ რომ ხარ პატარა, შენ რომ დიდი ჩამოყალიბებული ადამიანი იყო შესაძლოა ჩემი დახმარება არ დაგჭირვებოდა რადგან ჩამოყალიბებული ადამიანი აზროვნებს და აანალიზებს იმას თუ რა ხდება მის ირგვლივ, მაგრამ შენ არ შეგიძლია ეგ რადგან გაქვს გარდატეხის ასაკი, ეს ყველა ბავშვის თვის რთული პერიოდია შენ კი უფრო გაგირთულდა შენთან არსებული გარემოთი. მე კი ვცდილობ გასწავლო რა იქნება სწორი ახლა შენთვის, რა გამოსავალი უნდა ნახო შენი ამ მდგომარეობიდან რომლიდან გამოსვლა მარტოს არ შეგიძლია. მიმიხვდი ახლა? -დიახ! -ხარ მზად რომ შენც დამეხმარო რომ მალე გადავლახოთ ეს დაბრკოლება? -დიახ რათქმაუნდა! -კარგი, მაშინ დავუბრუნდეთ ჩვენს თემას! მიპასუხე ანა როდესაც მარტო რჩები რაზე ფიქრობ? ფიქრობ რომ გამოსავალი იპოვო შენი მდგომარეობიდან თუ ფოქრობ იმას რომ ზიზღი ერთადერთი რამ არის რაც გამოძრავებს? -დიახ მე ვფიქრობ რომ მხოლოდ ზიზღი მამოძრავებს. -რატომ არ ფიქრობ გამოსავლის პოვნაზე? -არვიცი! -მე ვიცი გაინტერესებს? -დიახ! -არ გეწყინება რასაც ახლა გეტყვი? -მეწყინება? -დიახ! -რატომ უნდა მეწყინოს? -იმიტომ რომ შესაძლოა არ მოგეწონოს რასაც გეტყვინ -არვიცი! მითხარით.! -იმიტომ არ ეძებ რომ მოგწონს შენი ეს მდგომარეობა. -როგორ შეიძლება მე ეს მომეწონოს? -იქნებ დამასრულებინო? -ბოდიში! -მოგწონს და ახლა შენ შენს თავს და მე მეწინააღმდეგები, მოგწონს იმიტომ რომ როგორც ავღნიშნე შენ ფიქრობ რომ შენი ამ გამოხტომებით სჯო შენს გარშემომყოფებს, ეგოისტურას გსიამოვნებს ის სიტუაცია რომლიდანაც ყველა შენზე ფიქრობს, დარდობს შენ კი არ აძლევ საშუალებას დაგეხმარონ ფიქრობ რომ, მეტს იმსახურებენ და გინდა უფრო დასაჯო! სწორედ ამიტომ რომ შენ ამ ყველაფერზე ფიქრობ, ან იქნებ არ ფიქრობ შენ მაგრამ შენი ღრმა ქვეცნობიერი გმართავს შენ და არ გაძლევს საშუალებას დაეხმარო შენს თავს და მიიღო სწორი გადაწყვეტილება! სწორედ ამიტომ გითხარი ანა რომ ადამიანის პირველი მტერი საკუთარი თავია! დავმუნჯდი, ყველა სიტყვა ტვინში მიდიოდა და წითელივით მენთებოდა. მართალი იყო ლადო ექიმი და მე არვიცი რა მეპასუხა, უკვე მეორედ გამაჩუმა! -აი ხედავ შენ ისევ ჩუმად ხარ რაც იმას ნიშნავს რომ მე კვლავ მართალი ვარ და ალბათ უკვე გაიაზრე თუ რატომ ხარ შენ ახლა აქ მაგრამ, ისიც ვიცი რომ, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ აღიქვამ ამ ყველაფერს რაც ახლა გითხარი და ამის გადასახარშად დრო გჭირდება! მე კი ვიცი რომ აქედან გასული სულ ამ სიტყვებზე იფიქრებ და ხვალ სხვა განწყობით მოხვალ ჩემთან ხომ ასეა? -დიახ! -ძალიან კარგი. მოდი დღეისთვის ეს საკმარისი იყოს და ხვალ გავაგრძელოთ. -კარგით! -მაგრამ ანა ერთი რამ მინდა გკითხო ხომ შეიძლება? -გისმენთ! -ჩიტმა ამბავი მომიტანა რომ გუშინდელი დღის შემდეგ არაფერი გიჭამია, ეს მართალია? -იცით -აღარ გააგრძელო რადგან შენ ახლა მიზეზს მეტყვი რის გამოც არ ჭამ მე კი დღეს საკმაოდ ბევრი პასუხი გაგეცი ხომ ასეა? -დიახ. - ეს კაცი ან მაგიჟებდა ან მეხმარებოდა, ასე ვფიქრობდი რადგან ასე მეგონა ვინც მესაუბრებოდა ჩემს სხეულში იჯდა და ყველაფერს გადმოსცემდა. -მოდი ახლა ჩვენ იცი რა ვქნათ? ჩემი ცოლი სრუნავს ჩემს კვებაზე და სულ გემრიელ კერძებს მატანს დილით მე კი იმდენი პაციენტი მყავდა დღეს არ მიჭამია და მეც მშია, მე კი იმედი მაქვს რომ გაითვალისწინებ იმას რომ, მარტო ჭამა არ მიყვარს და დამეწვევი. აბა რას იტყვი? და თან ცოტა კიდევ ვისაუბროთ. -არ მინდა გაწყენინოთ. -ძალიან კარგი. მოდი მაშინ მომეხმარე უცებ გავშალოთ აქ პატარა მაგიდა! მე და ლადო ექიმმა იქვე პატარა ჟურნალების მაგიდაზე გავშალეთ მაგიდა, გემრიელად მივირთვით ალაგებაშიც მივეხმარე, ამასობაში ბევრი ვისაუბრეთ ძირითადად ის მესაუბრებოდა მის ოჯახზე და ამით ცოტა გადამრთო ჩემი პრობლემებისგან! -ანა შენი საყვარელი კერძი რომელია? -რატომ მეკითხებით? -ვიცი რომ ეს შენი პროტესტის გრძნობა ჯერ არ გაქრება შენი ოჯახის წევრების მიმართ ამიტომ მინდა ვიცოდე შენი საყვარელი კერძი რომ ხვალაც დამეწვიო. -არ შეწუხდეთ. -იცი ახლა შენ რომ მე მაწყენინე? -ბოდიშით არ მინდოდა! -მაშინ გამოასწორე! -შემწვარი კარტოფილი და კატლეტი ძალიან მიყვარს! -ძალიან კარგი, ხვალ კარგი მენიუ გვაქვს ესეიგი. გამიღიმა, ეს კი ძალიან თბილი ღიმილი იყო რამაც მეც კი გამათბო. დავემშვიდობე ლადო ექიმს. მაკა გარეთ მელოდებოდა კვლავ უხმოთ მივედით სახლში მაგრამ, გუშინდელიდან განსხვავებით არ დავწოლილვარ ჩემს და და ძმებს ვეთამაშებოდი და მივხვდი თუ როგორ ძალიან მომენატრნენ ჩემი პატარები. მე დავაძინე პატარები შემდეგ კი ანდრეა მოვიდა ჩემთან და ძალიან მაგრად ჩამეხუტა, თვალები აცრემლილი ქონდა. -ანდრეა რა გჭირს რატომ ტირიხარ? -შენ მართლა არ ხარ ჩემი და? -რას ამბობ ეგ საიდან მოიტანე? -გავიგონე დედას და მამას საუბარი! -გასაგებია, მოდი აქ დაჯექი და რაღაცას გეტყვი ხო? მისმინე პატარა ჭინკა, რაც გაიგე სიმართლეა გარდა ერთისა მე შენი და ვარ შენ კი ჩემი ძმა და ის ფაქტი რომ ერთი მშობლები არ გვყავს ამას ვერ შეცვლის ხომ გაიგე? -მაინც ისევ ისე გეყვარები როგორც ადრე? -უფრო მეტადაც, რადგან შენ ჩემი ძმა ხარ და ყველაზე ძალიან მიყვარხარ ეს კი სულ ასე იქნება ხო? -შენ კი სულ ჩემი დაიკო იქნები და მეც ყველაზე ძალიან მიყვარხარ! ჩავეხუტე ჩემს ძმას და გვერდით მივიწვინე, ლადო ექიმის სიტყვებზე ვფიქრობდი და როდის დამეძინა არვიცი! ესეც მესამე თავი! მადლობა რომ კითხულობთ! რადგანაც ამ ისტორიას დავარქვი უცნობი გოგოს დღიურები ამიტომ გადავწყვიტე ყოველ თავში დამედო ერთი დღის საინტერესო დეტალები მომეყოლა რადგან სათაურში გვხდევა დღიურები ..! დროთა განმავლობაში თავები გაიზრდება რადგან მოსათხრობი უფრო ბევრია ვიდრე ვიქრობთ და განვითარებაც ისეთია რომელზეც ვერავინ იფიქრებთ! მადლობა კიდევ ერთხელ ვინც კითხულობთ და მიფასებთ! გრამატიკული შეცდომა ვიცი ბევრი მაქვს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.