მოუწვდომელი სიყვარული ნაწილი-3.
მეი: ამდენი ყვირილის და ომის შემდეგ რაც ცოტახნის უკან ჩვენ ორს გვქონდა ,ისე შევედით სახლში თითქოს და არც არაფერი არ მომხდარიყო და ერთმანეთის ცემა არ დაგვიპირებია ცოტახნის უკან! ამის გამო კი თავისთავად მის გვერდით ძაალიან დაძაბული ვიყავი ,რადგან ხელი ჯერ კიდევ ჩემს წელზე ჰქონდა მოხვეული! ამას რატომ აკეთებს? რაში სჭირდება ! ახლა მოუნდა მაინც და მაინც სხვისი მოტყუება?! როგორც მახსოვს არ აინტერესებდა სხვა რას იფიქრებდა. -საყვარელო ,მეი! დედა ღიმილით შეგვეგება და ჩემი და მისი ასეთი “სიახლოვე”რომ დაინახა ადგილზე გაიყინა! ერთი...ორი...სამი! აი მისი ყველაზე გაბრწყინებული თვალებიც და ეს ბედნიერი და ნათელი ღიმილი. კი ,მიხარია რომ ბედნიერია,მაგრამ რასაც ხედავს ჩემი ნების წინააღმდეგ კეთდება და ერთი დიდი სიყალბეა. -ოუუ,ეს მშვენიერი ახალგაზრდა ქალიშვილია ჩვენი მეი?! უცხო ხმა მომესმა თუ არა ყურადღებაც გადავიტანე ამ ხმისკენ და ჩემსკენ მომავალი კაცის გარეგნობით აშკარად მივხვდი ვინც იყო. მაღალი,გამხდარი,შავ თმიანი ,ასევე შავი ჩამჯდარი თვალები და თეთრი კანით. -გამარჯობა,თქვენ როგორც ვხვდები ლუკასის მამა ბრძანდებით,ხო არ ვცდები? ძალით გავიღიმე და ხელი ამ ღიმილითვე გავუწოდე. არ მინდა ჩვენი უთანხმოების გამო ჩვენმა მშობლებმა ინერვიულონ,ალბათ მასაც იგივე სურვილი აქვს და ამიტომ დგავს ამ წარმოდგენას. -დიახ ,სწორედ რომ მამამისი ვარ. ძაალიან მიხარია შენი გაცნობა,ულამაზესი ხარ! ჩემს შვილს ნაკლები არც შეეფერება! ეს ნაძირალა იდეალისტია! ამის საფუძველზე კი უკვე დარწმუნებული ვარ რომ ჩემი შვილიშვილებიც გამორჩეულად ლამაზები იქნებიან . ეს რომ თქვა სიცილით ,მეც ძალით გავიცინე და ფერი მთლიანად დავკარგე ,რადგან რომ გამახსენდა ჩვენი ურთიერთობის ტიპი ,გული მილიონ ნაწილად გამიტყდა. შვილები...მომიწევს ახლო მომავალში მას შვილები გავუჩინო. -შვილებზე საუბარი ჯერ ადრეა, თავი შეიკავე უხერხული კომენტარებისგან. როგორც ჩანს მასაც არ ესიამოვნა მისი კომენტარი და მკაცრად სერიოზულად ამ სიტყვით გამოვიდა. ამის შემდეგ კი ყველა გაჩუმდა! უხერხული სიჩუმე იყო,მანამ მამაჩემმა არ ამოიღო ისევ ხმა. -აბა არ დავჯდეთ? ვისაუბროთ,განსახილველი ბევრია! ქორწილი დასაგეგმია,ოჯახებმაც სწორად უნდა გადავწყვიტოთ ყველა საკითხი. მამამ ყველას მშვიდად მოგვიგო და შემდეგ თვითონაც იქვე დედას გვერდით ჩამოჯდა. მე ჯერ ცოტახანს ვიდექი გაშეშებული და ცოტახნის უკან მოსმენილით ჯერ კიდევ შოკში ვიყავი! მანამ ლუკასის მწველი მზერა არ ვიგრძენი,რომელიც შეკრული შუბლით მიყურებდა და თავის გვერდით ადგილზე მანიშნებდა. მეც გვერდით მივუჯექი და მთელი დროის მანძილზე ზედაც არ ვუყურებდი! უხერხულად ვგრძნობდი თავს,რადგან მასთან ასეთი ახლოს ვიყავი. რამოდენიმეჯერ თვალი გაავაპარე მისკენ და პროფილში მჯდარი ზედმეტად არარეალურად მომეჩვენა. ხო ,სწორედ გაიგეთ! კი ცუდი ადამიანია,უხეში და ქედმაღალი, მაგრამ ძაალიან სიმპათიურია...მოწესრიგებულია, მოხდენილად აცვია,გამართულად დადის ,ჭკვიანია და წარმატებული! ასევე სულ მშვიდად ,მაგრამ "უხეშად"საუბრობს,ნუ ხშირ შემთხვევაში. ამაზე ვფიქრობდი და თან მისი მძაფრი და ძლიერი სუნამოს სუნი მცემდა ,რომელიც რატომღაც მის ხასიათს ნათლად აღწერდა . ასე მივაჩერდი ამ მომენტშიც,არც კი ვიცი რატომ,მაგრამ ცოტახანში ვიღაცის ბასრმა მზერამ მიიქცია ჩემი ყურადღება. ეს ვიგრძენი თუ არა თვალი დემეზე გადავიტანე ,რომელიც გაკვირვებული მიყურებდა და თვალებით მანიშნებდა,რას აკეთებო! ანუ ამ დროის მანძილზე მხედავდა ? ისე შემრცხვა უცბად რომ თვალი მასაც ავარიდე და უბრალოდ ჩემს ფეხებს მივაშტერდი. მთელი ერთი საათი საუბრობდნენ ჩვენი მშობლები და ლუკასი,მე ერთი ორჯერ ამოვიღე ხმა ,ეგეც ერთი ორი სიტყვა ვთქვი. ათას რაღაცაზე საუბრობდნენ,თუნდაც სირთულეებზე ,რომელიც შეიძლება ჩვენს ურთიერთობაში გამოჩენილიყო,მაგრამ რა იცოდნენ რომ ეს სირთულე უკვე არსებობდა! -ისე რამდენი შვილი გინდათ? უეცრად მამამისმა ეს კითხვა დასვა და მეც დავიძაბე. ეს ძაალიან უხერხული მომენტი იყო ჩემთვის! -ორი შვილი. მაგრამ მან ისეთი ჩვეულებრივად უპასუხა ვითომც და არაფერი! მეც უბრალოდ თავი დავაქნიე,შემდეგ კი გაწითლებულმა ისევ საკუთარ ფეხებს მივაშტერდი. საუბროს დასასრულს ყველა ერთმანეთს ისე მოწიწებით დაემშვიდობა,თითქოს და ერთმენთზე უკვე გიჟდებოდნენ! მეც ჩვეულებრივად დავემშვიდობე ყოველ მათგანს და დანარჩენებთან ერთად გასასვლელი კარისკენ გავემართე,მაგრამ გასვლამდე რატომღაც იუნგიმ გამაჩერა. -ცოტახანს გამომყევი ,რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო. ამის გაგებაზე უბრალოთ თვალები გაადავატრიალე და უკან გავყევი. რა უნდა? უბრალოდ შეირგოს ასეთი მშვიდობიანად რომ ჩაიარა ყველაფერმა! ამაზე ვფიქრობდი და თან უკან მივყვებოდი,მანამ ცოტახანში ერთ ოთახში გაჩერდა და ჩემს წინ იგივე ცივი მზერით არ დადგა,შემდეგ თვალებში შემომხედა და ძაალიან მშვიდად მითხრა . -იმის შემდეგ რაც მოვისმინე შენგან,ძაალიან დიდი ეჭვები გამიჩნდა შენს მიმართ. არ გეგონოს რომ შენ გიფრთხილდები და ამას ამიტომ ვაკეთებ,მე უბრალოდ არ მინდა იმ კაცის სახელით მიცნობდნენ,რომელსაც ცოლი გაექცა. სხვა დანარჩენი არ მაინტერსებს არაფერი,მთავარი მხოლოდ ჩემმი სახელია,რომელიც შენ არ უნდა შეარცხვილო. შენც ჩემმს გვარზე გადმოდიხარ და ეს უკვე დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებს. არც გაბედო იმის გაკეთება,რაც ცოტახნის უკან თქვი,ჩავთვალოთ რომ არც გითქვამს,ამას დავივიწყებ,მაგრამ ამიერიდან მინდა რომ ჩემს წინ იტრიალო ,ამიტომ შენს ოცნებას აგისრულებ და ნებას მოგცენ ჩემმს კომპანიაში იმუშავო. თავიდან ისე დაიწყო რომ ერთადერთი რაც მინდოდა მისთვის საკადრისი პასუხის გაცემა იყო! მაგრამ ასე რომ დაასრულა ,ცოტა დამშვიდდი...არ ვიცი რატომ ,მაგრამ იმის მიუხედავად რაც მოხდა,იქ მუშაობა მაინც ჩემი ოცნებაა...უბრალოდ ამ მხრივ არ მინდოდა! მხოლოდ იმიტომ რომ ის სულელი უპასუხისმგებლო ეჭვმიტანილივით დამაკვირდეს. -და რატომ ფიქრობ რომ ასე უბრალოდ დაგთანხმდები!? ყველაფრის მიუხედავად მშვიდად ვკითხე და შემდეგ აგდებული ტონით მივამატე. -ვალდებული ვარ შენი სურვილები გავითვალისწინო? ვბრაზობდი და ამ სიტყვებით ჩემი ადგილის და დამიკიდებულების დაფიქსირებას ვცდილობდი,თორემ ეს სამსახური მართლა ჩემი ოცნება იყო სულ! -ვალდებული ხარ. მან კი ასე უბრალოდ ვითომც და არაფერი მშვიდად მიპასუხა,რაზეც ერთიღა ჩავისუნთქე ჰაერი ღრმად და ამით ჩემი მრისხანების მითოკვა ვცადე! მეი,საფრთხე გემუქრება მისი სახით,თან არ გინდა რომ შენს ოჯახს გული ეტკინოს სიტუააცის საპირისპირო შემოტრიალებით,ამიტომ ვალდებული ხარ ეს გააკეთო...მოითმინე. -კიდევ რამე მოთხოვნა გაქვს? სააბოლოდ შევძელი და ძაალიან ცინიკურად ესღა ვიკითხე ,ამის გაგებაზე კი წარბის აწევით გამომხედა და მშვიდად მიპასუხა . -ყოველ სამ დღეში ერთხელ მინდა ერთმანეთს შევხვდეთ,რათა ერთმენეთი უკეთ გავიცნოთ. ამაზე სახე მომეჭყანა უნებურად...ამას მართლა არ მოველოდი! მას ასეთი ხშირად თუ ვნახავ ,ადრიანად დამარტყავს ინფაქტი! -ასეთი სახით ნუ მიყურებ,ეს მეც არ მინდა! უბრალოდ სხვა გზა არ არის,ამას პროგრამა მოითხოვს როგორც იცი. ჩემზე განსაკუთრებული დაკვირვება ხდება ამ მხრივ. მისი ბოლო სიტყვებით დავიბენი,რას გულისხმობს? მაგრამ ბოლოს, კითხვების დასმას ,უბრალოდ დათანხმება ვარჩიე -კარგი გავიგე! -კარგია თუ გაიგე ,ახლა_ დასრულებული არ ჰქონდა სიტყვა დემეს ხმამ რომ გააწყვეტინა. -მეი,რას აკეთებ? აღარ მოდიხარ? ზანტად მოგვიახლოვდა და ისე იკითხა ეს რომ მას ზედაც არ უყურებდა. -კი ,მოვდივარ. მშვიდად ვუპასუხე ,რაზეც დემემ ხელი ჩამკიდა და ჩემი წაყვანა დაიწყო,მაგრამ უეცრად ლუკასმა მომკიდა მეორე ხელზე ხელი და თავისკენ მიმქაჩა. -ჯერ ვერსად ვერ წამოვა,ვესაუბრები. უხეში ტონით უთხრა და შემდეგ ცოტახანს ორივე გაჩუმდა! უბრალოდ ერთმანეთს უყურებდნენ საშიში მზერით,მეც შუაში ვიდექი და ხან ერთს ვუყურებდი,ხან კი მეორეს! სააბოლოდ დემემ ხელი გამიშვა და ცივად და სახიფათოთ მიმართა ლუკასს. -კარგი ასე იყოს...მალე გამოუშვი,ველოდები. ეს თქვა და შემდეგ უკან მოუხედავად დაგვტოვა ორივე. დაბნეული ვიყავი მომხდარით და ხმას არ ვიღებდი,მანამ თვითონ ლუკსმა არ ამოიღო ხმა. -ამ ბიჭთან რაიმე გაკავშირებს? ვინნა? ისეთი სერიოზული სახით მკითხა რომ თავ გზა ამებნა რა პასუხი გამეცა! რა თქმა უნდა მეგობარიაა,რა კითხვაა ეს? -არა ,მხოლოდ მეგობრობა,რატომ მეკითხები? მაინც ბოლოში ის ვიკითხე რაც მაინტერსებდა! 1ისეთი არაფერი,უბრალოდ არ მომწონს როგორც იქცევა. მასზე ასე საუბრის უფლება არ აქვს! -მაინც როგორ იქცევა? გაღიზიანებულმა ვკითხე,მან კი ისე გამცა პასუხი რომ ზედაც არ შემოუხედავს. აზედმეტად გისაკუთრებს...იცის ხო რომ საქმრი გყავს? წარბის აწევით მითხრა,მე კი შუბლი შევკარი . -რას ნიშნავს შენი საუბარი? ხომ იცი რომ იცის,რას გულისხმობ ამ ნამიოკების ჩარტყმით? დემე ჩემი დიდი ხნის მეგობარია და მასზე ასე საუბარი აღარც გაბედო. ისეთი სერიოზულად ვუთხარი ეს ყოველივე რომ რაღაც უფრო ისეთ რეაქციას ველოდი,მაგრამ მან მხოლოდ ჩაიცინა და შემდეგ აგდებულად გამომხედა. -კარგი, ახლა დაგემშვიდობები. დანარჩენი შემდეგში გავარკვიოთ. უინტერესოდ მითხრა და შემდეგ დაუმშვიდობებლად ზურგი მაქცია. ნუ მისგან დამშვიდიბებას არც ველოდი. სახლში რომ მივედი გაუჩერებლად მასზე დავიწყე ფიქრი. არ ვიცი ეს რისი ბრალი იყო! მხოლოდ იმისი რომ ეს მამაკაცი ზედმეტად არა სასიამოვნო იყო,თუ მისი მისტიურობა...ვაღიარებ საინტერესო პიროვნებაა,ისეთი პიროვნებაა ,რომელსაც ვერასოდეს ვერ გაუგებ,ვერ გაიგებ რას ფიქრობ ან რას განიცდის! რას აპირებს,რატომ აკეთებს და რატომ არ აკეთებს! მასთან ურთიერთობა ძაალიან რთული იქნება. ღამე ისე მოვიდა რომ ვერც გავიგე. წამოწოლილი ვიყავი და ჩემს დას ვესაუბრებოდი დღევანდელ დღეზე. ყველაფერი მოვუყევი ,მაგრამ მაინც უფრო მეტს ითხოვდა,უფრო მეტი აინტერსებდა და ცნობისმოყვარეობა კლავდა ! ბოლოს მეც მხოლოდ ის ვუთხარი რომ თუ ასე აინტერსებდა ჩამოსულიყო და თავისი თვალით ენახა! ასე დაავასრულეთ საუბარი და შემდეგ მთელი დღის ნანერვიულებს ძილი მომერია,გადავტრიალდი და თვალები მოვხუჭე. უკვე დაძინებას ვაპირებდი ტელეფონი რომ აწკრიალდაა! -აჰჰჰ ,ახლა რა უნდა! წუწუნით ავიღე ტელეფონი იმის მოლოდინით რომ ისევ ჩემი დაა მირეკავდა,მაგრამ ჩემი დის მაგიერ სრულიად უცხო ნომერი დამხვდა! -ეს ვინნა? გაკვირვებულმა ვიკითხე და ცოტახანს დავფიქრდი გამეცა თუ არა პასუხი,ნუ რომ აღარ გაჩერდა გაადავწყვიტე მეპასუხა. -ალო,გისმენთ,ვინ ბრძანდებით? -ალო ,გამარჯობა მეი,მაპატიე რომ ასეთი გვიან გაწუხებ,უბრალოდ სასწრაფოთ მინდოდა შენთან საუბარი. -ვინ ბრძანდებით? კიდევ ერთხელ გავუმეორე ის კითხვა,რაც მაინტერსებდა. -მე ვილიამ დავისი გახლავართ,ლუკას დილენის ამხანაგი. შეიძლება ჩემი თქვენთან დაკავშირება სრულიად გასაკვირი იყოს თქვენთვის,მაგრამ მე თქვენთვის ძაალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს...მგონია რომ ვალდებული ხართ იცოდეთ ეს. -დიახ ,გისმენთ. -ეს ლუკასს ეხება,მას ძაალიან დიდი პრობლემა აქვს! ისეთი პრობლემა ,რომელზეც დღემდე გაგებული არ გექნებათ. ვიცი ამით შეიძლება გული გაგიტეხოთ,მაგრამ მხოლოდ ასე თუ დაგეხმარებით. -კი გასაგებია,ყურადღებით გისმენთ. -მეი,ლუკასს 15 წელია დაკარგული აქვს ყველანაირი შესაძლებლობა,რომელიც გრძნობების ქონას უკავშირდება! უფრო იოლად რომ გითხრათ,მას სიყვარული არ შეუძლია. მთავარ ლაბორატორია სადაც 15 წლის უკან გაჟონვა მოხდა ლუკასის სახლთან ძაალიან ახლოს მდებარეობდა,ამიტომ მისი ტვინზე ძაალიან დიდი დაზიანება მოხდა ამ მხრივ. ჯერ მარტო ნახევარ წელიწადზე მეტი გათიშული იყო და ძლივს გამოეღვიძა. ისეა დაზიანებული იმ ტვინის ნაწილი ,რომელიც ამ გრძნობებზეა პასუხისმგებელი რომ არც ვიცი თუ როდესმე შეძლებს შეიყვაროს. მამაჩემი მასზე დიდ დაკვირვებებს ატარებდა და პროცენტული მაჩვენებელიც ძაალიან დაბალია,მაგრამ სხვებთან შედარებით ,შენზე მეტად მაღალი შანსები არსებობს რომ ისევ იგრძნოს მან სიყვარული! -რა?! რას იძახით?! ანუ შეიძლება არ შევუყვარდე ხო? ასეც ვიცოდი! ასეც ვიცოდი რომ რაღაც რიგზე ვერ იყო! ეს პროგრამა სისულელეა,მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ,თუნდაც 5% მჯეროდა რომ ეს გაამართლებდა! მაგრამ ახლა უკვე ყველანაირი იმედი გამიქრა! -დამშვიდდი ,ეს იმიტომ არ მითქვამს რომ ანერვიულდე,არამედ იმიტომ რომ მინდა დაგეხმაროთ! -დაგვეხმარო? როგორ? -შეიძლება არ იცი,მაგრამ მეცნიერი ,რომელმაც ეს პროგრამა შექმნა მამაჩემია. საიდან უნდა ვიცოდე. -აამ...ძაალიან სასიამოვნოა ამის გაგება,რაიმე გეგმა გაქვთ? -კი გეგმა მაქვს,მაგრამ ჯერ მინდა გავიგო თქვენი აზრი ამასთან დააკავშირებით...დამეხმარებით თუ არა. -ჯერ გააჩნია რას მოიცავს ეს დახმარება. -აჰჰ,კარგით მართალი ხართ. მაშინ ახლა კარგად მომისმინეთ რასაც გეტყვით! ვიცი რომ რაღაც არარეალურს გთხოვთ,მაგრამ მინდა რომ ლუკასს გრძნობები დაუბრუნოთ,რომელიც დაკარგა! რომელსაც ვეღარ გრძნობს! -რა?!მე?! მე უნდა დავუბრუნო? ეს როგორ გავაკეთო? თან თქვენი პირით მითხარით ცოტახნის უკან რომ მას სიყვარული არ შეუძლია! ის უგულო რობოტია,შეუძლებელია მასთან რაიმის მოხერხება,ეს კი თქვენც კარგად იცით! -კი ,მართალია...ლუკასი ისე გამოიყურება თითქოს უგრძნობი იყოს,ნუ არის კიდეც,მაგრამ ვიცი რომ მას შეუძლია რაღაცები იგრძნოს,უბრალოდ მას სპეციალური მოპყრობა სჭირდება რომ ეს გრძნობები ისევ იგრძნოს. -აჰა,გავიგე! ანუ თქვენ მთხოვთ რომ ეს მე უნდა დავუბრუნო გრძნობები?! გაგიჟდით? ვეზიზღები! -ასე რატომ ლაპარაკობთ? თქვენ მას არ იცნობთ,მაგრამ გპირდებით როგორც კი გაიცნობთ თავდავიწყებით შეგიყვარდებათ! -ჰუჰ,ნუ მაცინებ,სისულელებს ნუ იძახით ბატონო ვილიამ! მის თავს პროგრამა კი არა,ღმერთებიც კი ვერ შემაყვარებენ. -ასე რატომ ფიქრობთ? თქვენმა შედეგებმა 83%-ით შედეგიანი ურთიერთობა აჩვენა მასთან,ამ პროცენტებით კი აშკარად ჩანს რომ ადრე თუ გვიან ის თავდავიწყებით შეგიყვარდებათ. -ჰაჰ! რაღაც არარეალურს ნუ მეუბნებით ,გთხოვთ! რაღაც უაზრო პროგრამის პროცენტები ვერ გადაწყვეტს ვინ შემიყვარდება და ვინ არა! ჯანდაბა,ჯანდაბა...მგონი ეს არ უნდა მეთქვა. რამენაირად უნდა გამოვასწორო ის რაც ვთქვი! -უფრო სწორედ_ შემაწყვეტინა. -აჰამ,ყველაფერი გასაგებია,ანუ თქვენ მამაჩემის შესანიშნავი გამოგონების არ გჯერათ და სისულელეთ თვლით ხო? ეს კი როგორც ვიცი კანონით ისჯება...გაგიგიათ კანონი 234? არ ისაუბროთ პროგრამაზე ნეგატიურად და არ გასვრცელოთ ეს ნეგატიური აზრი ხალხში. შესანიშნავია! ყოჩაღ მე. -მემუქრებით? -ასე გამოდის -რა გინდათ ჩემგან? -კარგად იცით რაც,უკვე გითხარით. -ამას არ გააკეთებთ,ასე ვერ გამწირავთ! -ჰაჰ,როგორი დარწმუნებული ხართ თქვენს სიტყვებში,თქვენ ხომ არც კი მიცნობთ. -ჯანდაბაა. -აბა რას იტყვით? -კარგით ,თანახმა ვარ,რა გინდათ გავაკეთო რომ მისი გრძნობები გამოვაღვიძო? -ჰუჰ,როგორი მარტივი ხართ...ეს მომწონს! ლუკასის ძმაკაცი სხვა რა იქნება,თუ არა ასევე არაკაცი. -ხო,ხო ძაალიან გისმენთ ახლა ! -თბილად მოექცევით,მასზე იზრუნებთ,თავს ისე მოაჩვენებთ თითქოს მისით დაინტერსებული ხართ,თუ საჭირო იქნება ეჭვიანობას გამოამჟღავნებთ მის მიმართ,ან თუნდაც ისე შეეხებით თითქოს გიზიდავთ და ძაალიან გინდათ მასთან ერთად ღამის გატარ_ -თქვენ გააგიჟდით საერთოდ!?დაუკვირდით რას იძახით! ყველაფერს საზღვარი აქვს ბატონო ვილიამ,ნამუსი იქონიეთ გთხოვთ! -ჰაჰ...კარგით მაპატიეთ,მაგრამ ამით იმას ვგულისხმობ რომ ისე უნდა მოიქცეთ თითქოს შეგიყვარდათ! -რა?! რა შემიყვარდა?! ამას როგორ მთხოვთ?! რაც გინდათ ქენით,ამაზე არასოდეს არ დაგთანხმდებით! -კარგით მაშინ თქვენს მოსაზრებას მამაჩემმს გადავცემ,შემდეგ კი მამაჩემმი ამ ინფორმაციას სახელწოფო ორგაანოებს გადასცემს და შენც კანონის დარღვევისთვის დაისჯები, გველი! დემონი! ბოროტება! როგორ ბედავს და მემუქრება! არამზადაა ! -ჩუმად რატომ ხარ? უი ,უი ის გითხარით რომ ჩვენი საუბარი ამ დროის მანძილზე იწერებოდა? მორჩა...ხელში ვყავარ. ამ არამზადამ ჭკვიანურად გამაბა თავის მახეში. სხვა რა გზაა? -კარგით,კარგით! გავაკეთებ რასაც ითხოვთ! გავაკეთებ! მაგრამ ერთი პირობით! -ოჰ,პირობებსაც მიყენებთ? -სწორედაც რომ გიყენებთ! ამას ვიმსახურებ,თქვენ ხომ ასეთი რაღაც მთხოვეთ? ხოდა მეც მაქვს ჩემმი პირობა. -კარგით სამართლიანია! გისმენთ მაშინ. -მე ამ ყველაფერს გავაკეთებ ისე როგორც თქვენ მითხარით,მაგრამ თუ ლუკასს სამ წელიწადში გრძნობები არ გაუჩნდება ჩემს მიმართ,მაშინ მე თავისუფალი ვიქნები! მამაშენი ხო ამ პროგრამის შემქმნელია? დარწმუნებული ვარ რაიმეს მოიფიქრებს და მისგან გამათავისუფლებს. მე მას ცოლად აღარ გავყვები და პროგრამისგანაც სამუდამოდ თავისუფალი ვიქნები! -რაა?! რა სისულელეს იძახი?! ხომ იცი რომ ეს შეუძლებელია! ეს ჩვენი დაუწერელი კანონია ! როგორ გგონია ჩემი სიტყვით ამ ვალდებულებას თავიდან აგარიდებ?! -ეს შენზეა დამოკიდებული,რამდენად ეცდები ამას,თან შენც ასევე შეუძლებელი მთხოვე ! გგონია ცივი და უგულო ლუკას დილენისთვის გრძნობების გამოღვიძება იოლია? -აჰ,კარგი გამჭრიახი გოგო ყოფილხარ ,ვაღიარებ არგუმენტები გამომილიე. -მართალია. -კარგი ასე იყოს,შენს თხოვნასაც გავითვალისწინებ...პირობა პირობაა. -ძაალიან კარგი,შევთანხმდით ბატონო მაშინ. -შევთანხმდით,ხვალიდან უკვე თქვენს აქტიურობას მოველი. -კარგით ,ხვალიდან დავიწყებ მუშაობას ამ საკითხზე. -კარგით. მშვენიერია,სრულიად არასასარგებლო ამბავი ,ჩემთვის სასარგებლოდ შემოვატრიალე! ძაალიან გამიმართლა,რადგან ზუსტად ვიცი რომ ლუკას დილენის გრძნობები არ გაუჩნდება,მე კი სამუდამოდ თავისუფალი ვიქნები. ლუკასი: უკვე შუა დღე იყო ,სამსახურში ვიყავი და ჩემს საქმებზე ორიენტირებულს ,ისიც კი არ მახსოვდა ვინ იყო მეი და რა გამოვიარე გუშინდელ დღეს. ნუ არა საჭირო ინფორმაცია როგორც წესი მავიწყდება,მაგრამ ეს იქამდე იყო ,მანამ მან თვითონ არ შემახსენა თავი! -ბატონო ლუკას,შეიძლება? ღიმილით შემოყო ჩემს თანაშემწემ მაიკმა თავი ,რაზეც მობეზრებული სახით დავეთანხმე. -შემოდი. მაიკიც შემოვიდა თუ არა ჩემს წინ პირველ კლასელივით დადგა და მომღიმარმა ისეთი რაღაც მითხრა ,რასაც საერთოდ არ მოველოდი. -ბატონო ლუკას ,აქ იმისთვის ვარ რომ დანაბარები გადმოგცეთ. თქვენთან ვიღაც მეიმ დარეკა და მითხრა რომ თქვენი მომავალი ცოლია და სასწრაფოთ უნდოდა თქვენთვის მისი დანაბარები გადმომეცა. თვალები გამიფართოვდა მოსმენილით და სასწრაფოთ მოვწყდი იმას რასაც ვაკეთებდი! ასე თავისუფლად და ღიაად საუბრობს ჩვენს მომავალ ურთიერთობაზე? მე კი კარგად მახსოვს რომ ამის გაგონებაც არ უნდოდა,რა შეიცვალა? -რა უნდოდა? მშვიდად ვკითხე,მაგრამ შინაგანად ბრაზისგან ვკანკალებდი ! სულ არ მინდა ჩვენს ქორწინებამდე ვინმემ იცოდეს, არც იმაზე მინდა იცოდნენ რომ ის ჩემი საცოლეა და პროგრამამ ის აირჩია ჩემთვის! ამის მომღიმარ სახეს შეხედეთ ერთი! რა უხარია ასე. -ისეთი არაფერი,მხოლოდ გადმოგცათ რომ როგორც კი მოიცლით დაუკავშირდეთ. რა უნდა! რატომ უნდა ჩემთან დაკავშირება! -აჰ,სულელი გოგო. ჩუმად ჩავილაპარაკე გაღიზიანებულმა და შემდეგ მაიკს მივუბრუნდი. -დაურეკე და მასთან დამაკავშირე ,ახლავე! ამის გაგებაზე ისიც სასწრაფოთ დამეთანხმა და კაბინეტი სირბილით დატოვა. სულ რაღაც ორიოდე წამში ჩემმი ტელეფონიც აწკრიალდა და მივხვდი რომ ის იყო. ყურმილი ავიღე და დუმილით მივესალმე,ანუ ხმა არ ამომიღია,თვითონაც არაფერს არ იძახდა და ცოტახანს ასე ვიყავით,მაგრამ ბოლოს თვითონ ამოიღო ხმა -ალო,გესმის? -კი. -ჩუმად რატომ იყავით? -ასე მომინდა და საერთოდაც ამაზე არ დამირეკავს თქვენთან,იმიტომ დაგირეკე რომ გავიგო რას აკეთებთ!? ცოტა მკაცრად მოვთხოვე პასუხი,რაზეც ცოტახანს არ მიპასუხა. -რას გულისხმობთ? -რატომ რეკავთ ჩემს კომპანიაში და მითუმეტეს რატომ აგებინებ ყველას ჩვენი ურთიერთობის სტატუს?! -რაა?! ამაზეც ბრაზდებით? ვერ ვიჯერებ,უბრალოდ ვერ ვიჯერებ. რა მოხდა? ჩვენ მაინც დაქორწინებას ვაპირებთ! -არ მინდა რომ ვინმემ იცოდეს! -არ შედის ჩემს ინტერესებში თქვენ რა გინდათ,მაპატიეთ. -იცოდე გაფრთხილებთ,ჯიბრში ნუ მიდგებით ,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! -ააჰ კარგით,მაგრამ რომ იცოდეთ ეს ჯიბრში ჩადგომა არაა და ამასთან არაფერ შუაში არა საერთოდ! მე უბრალოდ... მიკვირს დამნებდა და გაჩუმდა. -ხო ,მნიშვნელობა არ აქვს ამას,ახლა კი მთავარ საქმეზე გადავიდეთ. აქ რატომ რეკავდით? -ააა ამმ...ხო ,ეგ...ეგ... -პასუხს ველოდები ქალბატონო მეი. -მაცდიით ბატონო ლუკას?! დაკითხვაზე ვარ თუ რა ხდება? -თემას ნუ ცვლით და მიპასუხეთ,თქვენი დარეკვა აქ სრულიად არა საჭირო იყო,რაღაც მიზეზი უნდა არსებობდეს ამის. -კარგით მაშინ გეტყვით. დღეს ვიფიქრე და მაინტერესებს...როდის აპირებთ ჩემთან შეხვედრას? რა?! ეს რატო აინტერსებს? -არ ვიცი,ამ დღეებში გნახავთ,რამე ხდება? -ნუ ისეთი არაფერი,უბრალოდ თქვენი ნახვა მინდა. ჩემმი ნახვა უნდა? -რატომ? -მინდა უკეთ გაგიცნოთ. ჩვენი ურთიერთობა არასწორი გზის წარიმართა,მე კი მსურს ყველაფერი სულ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. ცოტახანს ამაზე პასუხი ვერ დავიბრუნე,რადგან მისგან ამას არ მოველოდი! გუშინ იგივე სიტყვები ვუთხარი და გაბრაზდა და გაუკვირდა თუ რატომ უნდა გაგვეცნო ერთმანეთი...ახლა რა მოუვიდა? რატომ მესაუბრება ასე?! -აჰა გასაგებია,ესაა რაც გინდათ? -კი. -კარგით,მაშინ დაგემშვიდობებით. -არა მოიც_ *გათიშვა" -რა მოუვიდა,მეტად უაზრო გახდა? უკმაყოფილომ ამ არა სასიამოვნო საუბრის შემდეგ ტელეფონი გვერძე გადავდე და ჩემმს თანაშემწეს მოვუხმე. -მაიკ,ახლავე აქ მოდი! მაიკიც სულ რაღაც ოც წამში ჩემს ოფისში გაჩნდა და თავის დახვრით მკითხა. -გისმენთ ბატონო! -სასწრაფოთ დაბლოკე ეს ნომერი ,ან წაშალე ან არ ვიცი ,რამე უქენი! თუნდაც შავ სიაში ჩაწერე ,რომ როდესაც დარეკავს არ უპასუხოთ. -კი ,მაგრამ რატომ სერ? -ზედმეტ კითხვებს ნუ სვავ,უბრალოდ გააკეთე რასაც გეუბნები! აქ მე გავცემ ბრძანებებს. -კარგით მაპატიეთ. დაბნეულმა მიპასუხა და ჩემმი კაბინეტიდან გავიდა. მეც დავრჩი მარტო ჩემმს ფიქრებთან და მინდოდა თუ არა ეს ,იმ გოგოს დღევანდელ საქცილზე ვფიქრობდი და მაინტერსებდა ასე უცბად რა ჯანდაბა მოუვიდა! იმედია მართლა არ შევუყვარდები და თავს არ მომაბეზრებს...ეს პროგრამა ჩემს შემთხვევაში ზუსტად ვიცი რომ არ გაამართლებს,მაგრამ მის შემთხვევაში არ ვიცი რა როგორ იქნება. არის იმის შანსი რომ ცალმხრივი სიყვარულით დაიტანჯოს? ამის გააზრება იყო და უნებურად ჩამეცინა! კარგი სანახავი იქნებოდა,ეს ამაყი და პრინციპული გოგო ჩემზე სიგიჟემდე შეყვარებული რომ მენახა. მეი: -არა,არა არააა! ეს არ გამომივა,თვალებში როგორ ჩავხედო!? ტელეფონი ისე მოვისროლე ოთახის ბოლოში რომ მეც ვერ გავიგე როგორ! ალბათ ეს პანიკის შემოტევის ბრალი იყო,რომელიც ლუკასთან საუბრის შემდეგ დამეწყო! ეს ყველაფერი,ეს თვალთმაქცობა და თავის ისე მოჩვენება თითქოს მისით დაინტერსებული ვარ...ეს ძაალიან რთულია! რადგან ის ქვის კაცია,უემოციო,უგრძნობი კაცი,რომელიც ჩემს ყოველ მცდელობას სასტიკად უგულველყოფს,ეს კი ზუსტად ვიცი,მაგრამ ჯერ ყველაფერი ხომ წინა?! -ეს გინდოდა მეი?! ჰაა!? შენ გელაპარაკები არანორმალურო! ჩემს თავს სარკეში ჩხუბი დავუწყე თუ არა და დავატორმუზე. -არა,ახლა ვერ გავგიჟდები,მთელი ცხოვრება წინ მაქვს. თავის დაწყნარება მჭირდება! ჩუმად ჩავილაპარაკე და სარკეს მოვშორდი. გეფიცებით ჩემს გონებაში ერთი დიდი აურზაური იყო! -მეი,მეი?!კარგად ხარ? დედას ხნა მომესმა კარს უკან,რაზეც თავი შევიმზადე რომ არაფერი შეეტყო ჩემთვის,შემდეგ კი კარი გავუღე. -გისმენ დედა. ყველაზე დიდი სულელივით ვიღიმოდი. -საყვარელო რაღაც შეტყობინება მოვიდა სახლის ტელეფონე,ვერ გავიგე,რაღაც კომპანიისგანაა. დედამ დაბნეულმა დაასრულა წინადადება,მე კი იმ წამსვე მივხვდი რაზე იყო საუბარი! -უკვე? ფიქრი ხმამაღლა მომივიდა და დედა რომ მეტად დაავაბნიე ,უბრალოდ პირდაპირ გვერდი ავუარე და პირველი სართულისკენ სირბილით გავემართე! გული გამალებით მიცემდა...ჩემს ცხოვრებაში საშინელი რაღაც მოხდა,მაგრამ ამავდროულად ასეთი დადებითი ცვლილებაც შემოიტანა თან,ეს კი საკმარისია იმისთვის რომ ცოტა გული გაადავაყოლო და ჩემს უბედურ მდგომარეობაზე აღარ ვიფიქრო! სასწრაფოთ ტელეფონს ვეცი და წარწერა რომ წავიკითხე მივხვდი რომ არც შევმცდარვარ და ეს ის იყო რაც მეგონა! -ვაიმე,ეს ისაა! ისაა რაც მგონია! დიდი მადლობაა! ღმერთო მადლობაა! აჰჰ, აჰჰ! სიხარულით დავიწყე ყვირილი და შემდეგ მოუთმენლად გავხსენი შეტყობინება. შეტყობინებაში პირველ წინადადებას ველოდი ,როგორც ასეთს: გილოცავთ თქვენ მიღებული ხართ სამსახურში ,რომელიც თქვენმა მომავალმა ბოროტმა ქმარმა ყველაფრის გარეშე მოგცათ,რათა კარგად გითვალთვალოთ...ნუ რაღაც ასეთს,რადგან ის ხომ ასეთი გულახდილი და პირდაპირი კაცია,მაგრამ ამის მაგივრად სრულიად სხვა რაღაც დამხვდა...ამას ერთ წამსაც კი ვერ ვიფიქრებდი! •მოგესალმებით ქალბატონო მელანი,სამწუხარო ინფორმააცით მინდა შეგატყობინოთ რომ ჩვენი კომპანიის გადაწყვეტილებით თქვენი ნომერი შავ სიაში მოხვდა. ამის შედეგად თქვენგან წამოსული მცდელობები,ზარისა თუ შეტყობინებისა,შემოუსვლელად იქნება დაბლოკილი ოპერატორების მიერ. ბოდიშს გიხდის მიღებული გადაწყვეტილების გამო,მეტი ინფორმააცისთვოს ეწვიეთ ჩვენი კომპაანის საიტს,გასაჩივრების შემთხვევაში კი დაუკავშირდით შესაბამის ორგანიზაციებს. მადლობას გიხდით ჩვენთან თანამშრომლობისთვის.• არ ვიცი ამის წაკითხვის შემდეგ რამდენხანს ვიდექი იგივე სახით,თან ისეთი სახით ,რომელიც თან არაფრის მთქმელია და თანაც ყველაფერს პირდაპირ გეუბნება...უემოციო,გადებილებული და გამასხარავებული! დამცირებულიც! -დამცინის? დამცინის ხო? სიმწრით ჩავილაპარაკე,ისე რომ უკვე თვალი მითამაშებდა ნერვებისგან ! -არამზადაა,ნაგავი,არარაობა!შეცდომით ჩასახული,ბოროტი ტროლი! როგორ მეზიზღები! მთელს ქალაქს ესმოდა ალბათ ჩემი ყვირილის ხმა,რადგან დამერწმუნეთ გაცეცხლებული ვიყავი ამ წამს. -ახლავე იმ თავის ოფისში მივადგები და პასუხს მოვთხოვ! რატომ დამბლოკა? რა დავაშავე? ჩემთვის ვჩხუბობდი და თან აქეთ-იქით დავიარებოდი. -არა ,არა ასე ვერ დავადგები თავზე. ამით დავუმტკიცებ რომ მისმა საქციელმა ჩემზე იმოქმედა! მეც ვერ გადამეწყვიტა რა გამეკეთებინა და ეს კიდევ ორჯერ უფრო მეტად მაღიზიანებდა ! -არა ,მელანი მოითმინე და როგორც კი ნახავ საკადრის პასუხს გასცემ. საბოლოდ ჩემი თავის დამშვიდება გამომივიდა და სავარძელში გადაწითლებული ჩავეშვი. მშვიდად ვუყურებდი ჭერს,მანამ უეცარმა წკრიალმა გული არ გამიხეთქა! ისევ ახალი შეტყობინება იყო,მაგრამ იცით ვისგან? იგივე კომპანისგაან! ახლა რა მოხდა? საერთოდ ამომწერეს ამ ქალაქიდან?! ამაზე წინასწარ გაბრაზებულმა გავხსენი შეტყობინება და ახლა კი საერთოდ გაადაჭარბა ჩემა მოლოდინებმა. •მოგესალმებით ქალბატონო მელანი! შეგახსენებთ რომ გავლილი გასაუბრების შედეგად თქვენ მიღებული ხართ მდივანის პოზიციაზე ! გილოცავთ და ხვალ გელოდებით დილით ცხრა საათზე კომპაანის მთავარ ოფისში. ჩვენ ძაალიან გვიხარია რომ გახდით ჩვენი ჯგუფის წევრი.• -მაინც მეზიზღება. ყველაფრის მიუხედავად ღიმილი გამეპარა და ჩემთვის დავიწყე სულელივით ბავშვივით ხითხითი! -ჩემი ოცნების სამსახურში ვიმუშავებ! ლუკასი: -გაუგზავნეთ უკვე ინფორმაცია,ქალბატონ მეის? მშვიდად ვკითხე ოთახში შემოსულ მაიკს,რაზეც მან ღიმილით დამიქნია თავი და შემდეგ ყავით სავსე ჭიქა მაგიდაზე დამიდო. -ალბათ გონია რომ ოცნება აუხდა,მაგრამ ვერც კი წარმოიდგენს წინ რა ელის. მომღიმარმა ჩავილაპარაკე და ფეხი ფეხზე გადადებულმა ყავა მოვსვი. მეორე დღეს: მეი: მოკლე მომდგარი ქვესა კაბა,თეთრი საროჩკა და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი. მკრთალი მაკიაჟი და კარგად დავარცხნილი შეკრული თმა. ისე გამოვეწყვე როგორც ბიზნეს ლედი! სწორედ ამაზე არ ვოცნებობდი ბავშვობიდან? ყოველთვის ასეთი წარმომედგინა ჩემი თავი ,და აი ახლა ვდგავარ სარკის წინ და ჩემს ანარეკლს გაბრწყინებული თვალებით ვუმზერ! -კარგი საქმე გააკეთე მეი,ყოჩაღი გოგო ხარ! რამის ცრემლები წამომივიდა,იმდენად დრამატული მომენტი იყო ეს! კომპანიამდეც იგივე განწყობით მივედი,ისე რომ მთელი გზა ვღიღინებდი და ცოტაც და ტაქსის მძღოლი ფსიქიატრიულთან მიმიჩერებდა. ნუ კარგ ხასიათზე დავიწყე დილა,მაგრამ შევხვდი თუ არა მას ,იმ წამიდან ყველაფერი საპირისპიროდ შემოტრიალდა. -ორი წუთით დააგვიანეთ მეი. როგორც ყოველთვის ფურცლებში იყო ჩამძვრალი და საუბრის დროს ზედაც არ მიყურებდა! -სულ რაღაც ორი წუთია ,მგონი არ წარმოადგენს ეს პრობლემას ბატონო ლუკას. ვეცადე ნერვებ მოშლილს სიმართლე ვითომ ხუმრობი მეთქვა,რომ მისი გააღზიანება არ გამომეწვია,მაგრამ აზრი? -შემი უფროსი რომ ვარ ეგ არ დაგავიწყდეს და თუ შენიშვნაას გეუბნები მიღეე და სხვათაშორის, სულ რაღაც ორ წუთში ყავასაც გამიკეთებდით და რამოდენიმე ზარსაც უპასუხებდით! გაღიზიანებულმა ინება და ამომხედა ,მაგრამ სჯობდა არ ამოეხედა ,ისეთი თვალებით მითხრა ეს რომ მეგონა ჩემს მოკვლაზე ფიქრები არ ასვენებდა! თავი ჩაწია თუ არა უხმოდ მუშტები მოვუღერე,იმის სურვილის დაწყნარებით რომ ამ წამს ძაალიან მინდოდა მისთვის დამერტყა,მაგრამ როგორც კი მოულოდნელად თავი ამოწია ,ისევ იგივე პოზა მივიღე. -ხო ,კიდე არ დამავიწყდეს თქმა. ჩემი მომავალი ცოლობა იმას არ ნიშნავს რომ აქ ვინმე განსხვავებულად მოგეპყრობა ,ან მეტი პრიორიტეტრბით ისარგებლებ,არა! შენ შენივე ძალებით შეასრულებ ყველა სამუშაოს,ზედმეტი დახმარების გარეშე და თუ ვერ შეასრულებ საქმეს საკმარისად კარგად,მაშინ დამლაგებლის პოზიციაზე გადახვალ. არც მჭირდება შენი ზედმეტი დახმარება! დამლაგებელიო? ვინაა ეს არამზადა ასეთი! -კარგით. ამხელა მრისხანების მიუხედავად ერთი სიტყვა ვუთხარი რომ ეს თემა დამეხურა მასთან,რადგან ჩხუბი ახლა ნამდვილად არ მინდა,მე ხომ მისთვის იმის დამტკიცება მევალება რომ მიყვარს! ასე ყველაფერს გავაფუჭებ . ემოციები უნდა აკონტროლო ამის მერე მეი,მსახიობი გახდი და ტკბილად და თბილას ესაუბრე. ამაზე ფიქრში ვიყავი და ადგილზე ვიდექი ის კი ისე ჩუმად იყო,მაგრამ რატომღაც უეცრად ისევ ამომხედა და მომაშტერდა ,ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა და ასე რატომ მიყურებდა. იმან კი საერთოდ დამაბნია ჩემსკენ რომ იგივე მზერით წამოვიდა. ჩემს წინ რომ გაჩერდა გეფიცებით სუნთქვა შემეკრა...ეს მომენტი რატომღაც ძაალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის,ის ჩემს წინ ძაალიან ახლოს იდგა. მაგრამ აღელვება და დაბნეულობა სულ დამავიწყდა ,სრულიად მოულოდნელად ხელები რომ წამოიღო ჩემი მკერდისკენ,ისე რომ მოქმედებაც ვერ მოვასწარი მან მკკერდთან შეხსნილი 'არაგამომწვევი"ღილები შემიკრა,მე კი ყველაზე დაშტერებული სახით ვიდექი და არ ვიცოდი რა მექნა,მომეთმინა და უკან მოუხედავად გავქცეულიყავი თუ პასუხი მომეთხოვა მის საქციელზე! -რა,რას აკეთებთ? სააბოლოდ გავბედე და ვკითხე,რაზეც ჩვეულებრივი სახით ამომხედა და მიპასუხა. -ჰუჰ? რას გულისხმობთ? რას ვგულისხმობ თურმე? არ იცის ბიჭმა! ნუ თუ ასეთი მიუხვედრელი იყო,სხვა გზა არ მქონდა და ხელით საროჩკაზე მივუთითე,რომელიც ახლახანს საგულდაგულოდ შემიკრა. -ააა...ეგ? და ისევ უდარდელი მზერა და ხმა,რომ შემეძლოს აქვე წიწილასავით დავახრჩობდი,მაგრამ უბრალოდ თავი დავუქნიე და ამით შემოვიფარგლე. -ღილები ზედმეტად გქონდათ შეხსნილი. ეს კი ძაალიან ბევრ წესს არღვევს. რაა?! რას ქვია წესს არღვევს?! ამ დილით იმისთვის ვიპრანჭე ამდენი რომ ეს მონესმინა? -მაინც რა წესს, იქნებ მითხრათ? გაღიზიანება ვეღარ დავმალე და პირდაპირ ვიკითხე. -პირველი:ჩვენს კომპანიაში რაღაც აკრძალვები არსებობს ჩაცმულობასთან დაკავშირებით,ეს აკრძალვები კი ჩემს მომავალ ცოლზე მეტარ მკაცრდება. ასე რომ თავი შეიკავეთ ასეთი ჩაცმულობისგან. ცოლი? აკრძალვა! შოკში ვარ. -რა? ვერ ვხვდები ასე_ -ზედმეტს ნუ ლაპარაკობთ და ეგ კაბაც გამოიცვალეთ. არაა საჭირო კაბით იმუშაოთ, ნელ-ნელა ყველა გაიგებს რომ პროგრამამ თქვენ ამოგირჩიათ,ეს ამბავი დიდხანს არ დაიმალება. ახლა მოიცააა! -მოიცა და ვერ გავიგე! ყველა მდივანი ქალი კაბით არ მუშაობს? ამით ვეცადე მისი "ბრძანები" თავიდან აცილება ,მაგრამ მან არ დათმო. -მათ სხვა განძრახვები ამოძრავებთ ძვირფასო მეი. შენც იგივე განძრახვა გამოძრავებს ჩემს მიმართ რაც მათ? ხელი უეცრად ჩემი თეძოსკენ წამოიღო და ზედ დამადო ,მე კი მისმა ამ საქციელმა სრუკიად ჭკუიდან გადამიყვანა და უკვე პანიკაში მყოფმა ვუყვირე! -გეყოფათ ! გავიგე ,გავიგე! არ მამოძრავებს იგივე განძრახვა და ახლავე გამოვიცვლი,უბრალოდ აღარ შემეხოთ ასე! შეიძლებოდა ეს ჩემი გეგმისთვის გამომეყენებინა,მაგრამ ამ სიტუაციაში თავის ჩაგდებას მერჩივნა ცეცხლში დამეწვა საკუთარი თავი! სზვა გზებით მოვახერხებ მისთვის გრძნობების გააღვიძებას,ასე არა! მაგრამ მე ჯერ კიდევ არ ვიცი წინ რა მელის და რას მოითხოვს ის ვიღაც ვილიამსი რომ მის უგულო მეგობარს გრძნობები გავუღვიძო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.