შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

... რომ არ უნდა გიყვარდეს (9 თავი)


1-12-2020, 23:34
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 5 913

– ნანა შეგიძლია რაღაც მომიყვე?

– გაიგონე? თინას გაჩუმება შეუძლებელია. თაკო, ამის გამო არ მინდა უსიამოვნება გქონდეთ.

– ეს ამბები აქამდეც ვიცოდი და არ ვაპირებ მის წარსულზე ჩავიციკლო. არ ჩხუბებთ დამშვიდდი. _ ღიმილით ვუპასუხე. არაფერიც არ ვიცოდი, მაგრამ მოვატყუე ხომ არ ვანერვიულებდი. – უბრალოდ მაინტერესებს რა ურთიერთობა ქონდა ნინასთან.

– მხოლოდ ის ვიცი რაც სხვამ მითხრა. დაახლოებთ სამი თვის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. ზუსტად ვერ გეტყვი რა ურთიერთობა ქონდათ. ნინა რამდენჯერმე ჩემთანაც იყო მოსული საყვედურებით, მღალატობს და არ ვუყვარვარო. დიმას ბევრი გახმაურებული რომანის შემდეგ ესეც დროებით ურთიერთობად ჩავთვალე. არც შევმცდარვარ. თან ნინას ბავშვობიდან ვიცნობ და არასდროს არ მომწონდა მისი ჩვევები, გათამამებული და განებივრებული გოგოა. არც დიმას, მაგრამ არ ვიცი რა მიზეზით იყო მასთან ან რა მიზეზით დაშორდა. მართალია ჩემი შვილი მის ცხოვრებაში არ მიშვებს, მაგრამ ზუსტად ვიცი რა მოსწონს, რა უყვარს, რა აბრაზებს და რა უხარია. შენ სრულად ჯდები მის გემოვნებაში ! – გამიღიმა და ხელზე ხელი დამადო.

- ანუ მის ცხოვრებაში სერიოზული არავინ ყოფილა?! – მეტი დარწმუნებისთვის ვკითხე.

– არა და აღარც კი მქონდა იმედი მისი დაოჯახების. მიუხედავად იმისა, რომ მსურველი ბევრი იყო. დიმა ვერ იტანს, როცა ინიციატივა ქალისგან მოდის.

– თქვენი ურთიერთობის მიუხედავად მასზე ყველაფერი იცი. საოცარი ქალი ხარ ნანა ! – ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.

– მე კიდევ ბევრი რამე ვიცი, მაგრამ შენ გელოდები როდის მომიყვები.– მითხრა და კითხვის თვალებით გადმომხედა. –არ ვაპირებ თქვენს ურთიერთობაში ჩარევას, მგრამ ხომ იცი ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს. – მივხვდი რასაც გულისხმობდა და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. – მას ძალიან უყვარხარ თაკო !


ბოლო სიტყვები სასიამოვნოდ მოედო სმენას. საუბრის გაგრძელება აღარ მიცდია. საკმარისზე მეტი მოვისმინე მისგან. როგორც წესი რძალ–დედამთილს შორის ასეთი დიალოგებია არ იმართება ხოლმე. რატომღაც დედები, შვილის ასეთ ისტორიებს რძალთან ისე მალავენ თითქოს, სახელმწიფო საიდუმლოება იყოს, მაგრამ ნანა განვითარების სხვა საფეხურზე იდგა... ნინასთან დაკავშირებით ვეთანხმებოდი, ნამდვილად გატუტუცებული და თავხედი გოგო ჩანდა. ისიც ნათელი იყო, რომ ადვილად არ გაქრებოდა ჩვენი ცხოვრებიდან და ბევრჯერ შეგვიქმნიდა უსიამოვნო მომენტებს. ისიც ვიფიქრე ფოტოებს ის ხომ არ მიგზავნიდა.
ხუთი საათი სრულდებოდა სახლში, რომ დავბრუნდით. დიმაც მალე მოვიდა ჩემს წასაყვანად. თვად უკვე მზად იყო. თამამდ შემიძლია ვთვქვა, ასეთ სიმპატიურ მამაკაც პირველად ვხედავდი.საოცრად მოხდენილად ეცვა. ჩემთვის რათქმაუნდა არ უთქვამს, მაგრამ ისე შემათვალიერა მივხვდი, ტანზე მომდგარ გრძელ, ზურგზე ღრმა ჭრითა და ზომიერი დეკოლტით ვერცხლისფერ კაბაში, ზედმეტად კარგად გამოვიყურებოდი. მერე, ერთმანეთს რომ ვუხდებოდით ამას ნანს და გოგის ბედნიერი სახეც მოწმობდა. ვიდრე კარებში გავიდოდით ნანამ ჩუმად მითხრა, რომ ნინაც იქ იქნებოდა. ეს გოგო, ნამდვილი მოუშორებელი ჭირი გახდა. მთელი გზა დაძაბული ვიყავი, ვინ იცის რა გამოხტომა მოუვიდოდა აზრად. არ მინდოდა უცხო გარემოში, უხერხულ მდგომარეობაში არმოვჩენილიყავი. მერე კი ჯავრი მეუღლეზე უნდა მეყარა... როგორც იქნა მივედით. ავტომობილიდან გადმოსვლაში დამეხმარა და ხელი ისე ჩამჭიდა, გეგონებოდათ სადმე გაქცევას ვაპირებდი. ზურა და გუგაც იქ იყვნენ. კიდევ რამდენიმე მეგობარი გამაცნო. ძალიან სასიამოვნო ხალხი აღმოჩნდა, საერთო ენა მალე გამოვნახეთ და დაძაბულობაც მომეხსნა. საკმაოდ მაღალი დონის წვეულება იყო. მედიის, რამდენიმე წარმომადგენელიც შევნიშნე. ნინა არსად ჩანდა და ვიფიქრე მოსვლას საერთოდ არ აპირებდა. ვეჭვიანობდი. ჩემი სიხარული დიდხნს არ გაგრძელდა და პირიქით თვალებში დამიბნელდა, როდესაც ნინა და ჩემი ყოფილი უფროსი ნიკა, მეგობრებთან ერთად მოვიდნენ. ასე მაშინაც კი არ შემშინებია დიმა, რომ ოჯახით დამემუქრა. ვინ იცის რა საშინელებას დაატრიალებდა ... აღელვებულმა შევხედე და თვალებით შევემუდარე თავი შეეკავებინა. ჩვენთან მოვიდნენ, რადგან იუბილარიც ჩვენს მაგიდასთან იჯდა. ნინამ ყველა, ჩევული თავხედურობით მოგვიკითხა თუმცა, იმ წუთას საერთოდ არ მადარდებდა ის რას გააკეთებდა. მთელი ჩემი ყურადღება დიმაზე იყო გადატანილი. ნიკამ იუბილარს მიულოცა და დანარჩენებს ხელის ჩამორთმევით მიესალმა. როცა ჩემი ჯერიც დადგა პირდაპირ თავლებში შემომხედა და ხელი გამომიწოდა. მთელი სხეულით ავკანკალდი. დავინახე დიმას, როგორ შეეცვალა სახე თავლებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. ხელს ვერ ჩამოვართმევდი, მაგრამ როგორ გაიგებდნენ ამას სხვები?! – წაღებული ხელი უკან დავაბრუნე და ჩემს ქმრის ხელს ჩავებღაუჭე. შევატყე ესიამოვნა და უხერხულობისგან, რომ ვეხსენი თვად შეაგება და ისე მოუჭირა ლამის ძვლების ხმა გავიგონე. მალე მოგვშორდნენ. წვეულება ჩვეულებრივად გაგრძელდა. ვისაც ხალისი ჰქონდა ერთობოდა. მე კი გართობას რას დავეძებდი ოღონდ, ყველაფერი მშვიდობით დამთავრებულიყო. დიმამ გადმომხედა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ამ დროს მეგობრებმა სთხოვეს ცოტახნით გაჰყოლოდა. შევატყე წასვლა არ უნდოდა, მაგრამ უარიც ვერ უთხრა. ცოტა შეაგვიანდა. ნიკაც ისეთი დაჟინებით მიმზერდა სული მეხუთებოდა. სუფრასთან ბოდიში მოვიხადე და ვერანდაზე გავედი.

– მოგილოცავდი, გეტყოდი ბედნიერები იყავითთქო, მაგრამ არ შემიძლია ! –მომესმა ნაცნობი ხმა და მუხლები მომეკვეთა. ძლივს შემობრუნდი. ვერანდის კედელი მთლიანად მინის იყო და ადვილად შემეძლო დამენახა თუ დიმა გამოჩნდებოდა.

– ნიკა ძალიან გთხოვ, ახლა მაგის დრო არ არის, სხვა დროს ვისაუბროთ !

– სხვა დროს? ისეთი დაცვა გყავს საერთოდ გარეთ მარტოს გიშვებს? სიმართლე გითხრა, მის ადგილზე მეც ვერ გაგიშვებდი. – მითხრა და ვნებით ამათვალიერა. ზიზღი დამეუფლა.

– შენ მის ადგილზ არ ხარ და ახლა მაგ დაცვამ თუ დაგვინახა კაცმა არ იცის რა მოხდება. გთხოვ წადი !

– წავალ, თუ მეტყვი რატომ გააკეთე ეს ! მგონი არ ვიმსახურებდი.

– ნიკა გთხოვ, არ მინდა ამაზე საუბარი.

– მოგვიწევს და შენც მოგიწევს სიმართლის მოსმენა.

გული ამომივარდა დარბაზში შემოსული დიმა, რომ დავინახე. ნინაც თან ახლდა, მაგრამ ამაზე გასაბრაზებლად ნამდვილად არ მეცალა. მაგიდასთან რომ არ ვიჯექი, ვერანდაზე გამოიხედა და ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა. მეც სასწრაფოდ წავედი მისკენ კარებში გადავუდექი და ხელებით შევაჩერე. მის უკან გავიხედე, კიდევ კარგი ზურა და გუგა არ ჩანდნენ თორემ, სამ არანორმალურს ნამდვილად ვერ შევაჩერებდი.

– გთხოვ ... გთხოვ ... გთხოვ ... – შემომხედა. ეტყობა ძალიან შეშინებული სახე მქონდა. ხელი მომკიდა და წამიყვანა. უკან მოხედვა მოვასწარი. ნიკას, ორივე ხელი ჯიბეში ჰქონდა ჩაწობილი, მოაჯირზე იყო მიყრდნობილი და ირონიულად იცინოდა. მგონი სპეციალურად მოიქცა ასე. იცოდა, დიმა დაგვინახავდა და ცუდი რეაქცია ექნებოდა. გავბრაზდი. უცებ მოცეკვავე წყვილებს შორის არმოვჩნდით. დამატრიალა, ხელზე და წელზე ისე მომიჭირა მეგონა ძვლებში გადამტეხდა. მუსიკას ავყევით.

– რა გინდა, ორივე მოგკლათ? – ჩუმად, მკაცრი ხმით მკითხა.

– არ მინდა !

– ნამდვილად გინდა ! ისე ვერ გაბედავდი მაგ კაცთან ლაპარაკს.

– უბრალოთ ვერანდაზე ერათად აღმოვჩნდით და მომილოცა !

– შენ გგონია მაგ სისულელს დავიჯერებ?

– თუ გინდა ნუ დაიჯერებ ოღონდ ახლა აქედან წამიყვანე. სახლში ვისაუბროთ.

– სანამ ძვლებს არ დავუმტვრევ მანამდე არსად არ წავალ. როგორც ჩანს კარგად ვერ ავუხსენი. მერე შენ მოგხედავ ! – მისკენ წასვლა დააპირა. ისე ძლიერად მოვეჭიდე მეც გამიკვირდა, სად მქონდა ამხელა ძალა.

– იცოდე, ახლა თუ წახვალ მოვკვდები. მედიაც აქ არის. მათ როგორ ავუხსნით? ამ სირცხვილს ვერ გავუძლებ ! სადაც გინდა იქ წავიდეთ, რაც გინდა ის გამიკეთე ოღონდ ახლა აქედან წამიყვანე...

– მაინც ვერ გადამირჩება.

დამიჯერა. ყველას დავემშვიდობეთ. ნინა ზედმეტად ნაწყენი ჩანდა ჩვენი წასვლის გამო. რატომღაც თავში გამიელვა, ეს ყველაფერი მან და ნიკამ ხომ არ დაგეგმათქო. ალბათ უნდოდათ სკანდალში გავხვეულიყავით და მერე ვინ იცის რას მოიფიქრებდნენ მიზეზად... უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი ჩემი აზრის სისწორეში. ნიკას ამ წრეში კარგად იცნობდნენ. მანქანას,როგროც ყოველი ჩხუბის შემდეგ ახლაც გიჟივით მიაქროლებდა. უკვე გვიანი იყო. სახლში ყველას ეძინა.ხელი მომკიდა და კიბეებზე ძალით წამათრია. ოთახში რომ შევედით პირდაპირ საწოლზე დამაგდო, ჩემს ზემოდან მოექცა, ხელი ყელზე მომიჭირა მიღრიალა:

– მითხარი რა გაგიკეთო ახლა?!

– მომკალი ... მომკალი და დამასვენე !– ატირებულმა ვუყვირე.– აღარ შემიძლია უკვე
შენი შიშით ცხოვრება! სულ ასე უნდა იყოს? ყოველას ცემ ან მოკლავ ვინც დამელაპარაკება და შემომხედავს?

– კი, ყველას. განსაკუთრებით კი იმ ნ*******ს.

– რატომ ? რატომ? – ხელის კვრით მოვიშორე და საწოლიდან წამოვხტი.

– იმიტომ, რომ ჩემს გარდა არავის აქვს უფლება გიყუროს !

– ვაიმე... მიყურონ მერე ამით ჩვენ რა გვაკლდება, მაგრამ მაინცდამაინც ყველაზე მეტად მას, რატომ ერჩი?

– შენ რატომ იცავ, რატომ არ მომეცი უფლება მეცემა? გიყვარს? ბოლოს და ბოლოს იტყვი რა ურთიერთობა გაქვ მაგ კაცთან? – უკვე გიჟს გავდა.

– რა ურთიერთობა მაქვს? მაქვს?... შენ საერთოდ ჭკუაზე ხარ? რაც შენთან ვარ გარეთ მარტო არ გავსულვარ, ჩემს ტელეფონს სრულიად აკონტროლებ და ზუსტად იცი ვის ვეკონტაქტები. ყველა ახლობელ ადამიანს ჩამომაშორე და ახლა, როგორ ბედავ და ნიკასთან რამე ურთიერთობას მაბრალებ! თუ ადამინის ცემა და მოკვლა არ მინდოდა, მაინცდამაინც აქ სხვა მიზნები უნდა მქონდეს? საერთოდ არ მენდობი?

– ახლა ვეღარ გექნება, მაგრამ აქამდე რა ურთიერთობა გქონდა მასთან? – დამარცვლით გამიმეორა

– მე შენ წარსულში ვიქექები ? გეკითხები ნინაზე ახლაც შანსს, რომ არ უშვებს კუდში გდიოს. გგონია ვერ დავინახე ერთად რომ შემოხვედით?.. გეკითხები რამდენი ქალი ყოფილა შენს ცხოვრებაში?

– მე კაცი ვარ და ჩემი „სოჩიკი“ არ წერს, გესმის? კითხვაზე მიპასუხე !

– რა გაინტერესებ რა?... მკითხე პირდაპირ! გაინტერესებს დაწერა თუ არა ჩემმა „სოჩიკმა“ ? – გული ყელში მომებჯინა.– არ დაუწერია ... ნიკასთან არ ვწოლილვარ ... ჩემთვის არაფერს წარმოადგენს... მასთან არ ვწოლილვარ გესმის? ... და თუ შენი მამაკაცური ღირსება დამშვიდდება მოდი და თავადა შეამოწმე იქნებ, ამის შემდეგ მაინც შეწყვიტო ჩემი დადანაშაულება და ტანჯვა. – ვუყვიროდი და ტანზე კაბას ვიგლეჯდი.

– თაკო რას აკეთებ ?! – მომვარდა და გამაჩერა.

– ვიხდი დიმა, ვიხდი ! ჩემი თავი ლანგარით უნდა მოგართვა. იქნებ ამის შემდეგ მაინც დაწყნარდე.

– გაჩერდი , გაჩერდი–მეთქი ! – ერთიანად შემბოჭა, კაბის სალტეები ადგილზე დააბრუნა, ჩემი აცხცახებული ნიკაპი ხელში დაიჭირა და პირდაპირ თვალებში ჩამაჩერდა. – გიჟივით მინდა ჩემს მკლავებში მოგაქციო, გიჟივით მინდა მაგ ტუჩების, მაგ თვალებისა და შენი სხეულის ალერსით გული ვიჯერო, მაგრამ ახლა არა და ასე არა ! მოვა დრო შენი სურვილით, შენი სხეულის ყველა სანტიმეტრს შევიგრძნობ... და ეს დრო, რომ მოვა შენ თავს ვერაფრით დაიხსნი ჩემი მკლავებიდან, მანამდე კი ამას დავჯერდები. – ცხოველივით დამაცხრა და ისე მაკოცა, ტუჩები მეტკინა. მერე გაიწია, თავისაზე ენა მოიტარა. აი, ისე რაღაც ძალიან რომ გეგემრიელა და გრამის დაკარგვა, რომ არ გინდა. დიდი თვალებით ვუყურებდი და ღია პირით ღრმად ვსუნთქავდი. ადამინას არ გავდა. მერე გაიქცა და ამ მდგომარეობაში მარტო დამტოვა.


ძალაგამოცლილ, განაწყენებული, შეურაცხყოფილი და თითქმის განადგურებული დამტოვა... ყველაზე უადგილო, ყველაზე შეუფერებელი და საერთოდ წარმოუდგენელიც კი იყო იმ წუთას ჩემ თავთან გამოტყდომა, მაგრამ ვეღარ დავმალე, მივხვდი, რომ მართლა გიჟივით მიყვარდა ეს კაცი . მთელი გულით და სხეულის ყველა უჯრედით მიყვარდა. ამიტომ მწყინდა მისგან ყველაფერი. გულს უყვარდა, მაგრამ გონება ამის უფლებას არ მაძლევდა. ამიტომ ვიყავი მასთან შეშლილი არანორმალური და დაუმორჩილებელი . ეს ის მომენტია, რომ არ უნდა გიყვარდეს, მაგრამ მაინც რომ გიყვარს...

მეორე დრეს ოთახიდან არ გამოვსულვარ. ნანაც სამსახურს დაუბრუნდა და გამიმართლა, სახლში მარტო ვიყავი. არავისთან საუბარი არ მინდოდა. მთელი დღე ვტიროდი. ვტიროდი ტკივილზე, იმედგაცრუებაზე, იმ გრძნობებზე რომლებიც მის მიმართ მქონდა და ის, ასე მონდომებით ანადგურებდა. ვტიროდი იმაზეც, რომ ამ ტირილს აზრი არ ჰქონდა, რომ ყველას წინაშე მაინც მომიწევდა ბედნიერების თამაში. განსაკუთრებით ახლა, როდესაც რამდენიმე დღეში ჩემი მშობლები უნდა ჩამოსულიყვნენ. მათთან განსაკუთრებით უნდა მებრწყინა, რომ უკან დამშვიდებულები წასულიყვნენ. ... და კაცი, რომელმაც წინ დღით თითქმის სიყვარული ამისხნა და გაიქცა, რომელიც ასე მიყვარდა ახლა, ჩემს გვერდით არ იყო და ჩემს გამხნევებას არ ცდილობდა...

ოთახის კარი შემოაღო. ზურგი ვაქციე, არ მინდოდა მისი დანახვა და არც ის მინდოდა ჩემი დაწითლებული თვალები დაენახა... წყალი გადაივლო და გამოიცვალა. გული მიცემდა მის ახლოს ყოფნას, რომ ვაცნობიერებდი. ისევ ზურგით ვიჯექი. კარებთან მისული უკან მობრუნდა ჩემს წინ აღიმართა და მითხრა :

– შენთვის შეურაცხყოფი მოყენება არც კი მიფიქრია, მაგრამ თუ უნებურად გამომივიდა ბოდიშს გიხდი !


ისე მტკიოდა მისი ბოდიშიც კი უპასუხოდ დავტოვე. მისაღებში ჩავიდა. რადგან ვახშმის დრო იყო მეც მოვწესრიგდი და ჩავედი. მომიკითხავდნენ და ზედმეტ კითხვებს ავარიდე თავი. თანაც, მათ რას ვერჩოდი. შუა სუფრაზე ვუთხარი რაღაც მინდა გითხრათთქო. დიმამ ისე შემომხედა ვინ იცის რა იფიქრა.

– გისმენთ შვილო ! – მზრუნველი ხმა მომაგება გოგიმ.

– პირველ რიგში მინდა იცოდეთ, რომ მე ძალიან ვამაყობ ჩემი ოჯახით. ისინი უბრალო, მშრომელი ადამიანები არაიან. ცხოვრების პირობების მოწყობა ყოველდღიური შრომით უწევთ. არ არიან შეჩვეული ასეთ სასახლეებს და ასეთ ცხოვრების სტილს. ამიტომ მინდა გთხოვოთ, მათ დასახვედრად რაიმე განსაკუთრებულს ნუ გავაკეთებთ თავი უხერხულად, რომ არ იგრძნონ. თუ თქვენთვის საწყენი არ იქნება აქ გავუმასპინძლდეთ, უბრალო ოჯახური ვახშმით.

– მე მეგონა ასე უფრო გავახარებდით, მაგრამ როგორც შენ გინდა თაკო ისე გავაკეთოთ. მთავარია შენ იყო კმაყოფილი შვილო .მიხარია ასე რომ ფიქრობ მშობლებზე. – მითხრა ნანამ და ჩემთან ჩასახუტებლად წამოვიდა. დიმამ ისეთი ნაღვლიანი თავლებთ შემოგვხედა გული შემეკუმშა.

– გადაწყვეტილია, ხვალ აქ ვეპატიჟებით შენს მშობლებს. დაურეკე და უთხარი შვილო. – ომახიანი ხმით მითხრა გოგიმ.

ცოტა კიდევ ვისაუბრეთ და მერე ყველანი დასაძინებლად წავიდნენ. მხოლოდ მე და დიმა დავრჩით. მგონი არცერთს არ გვინდოდა ოთახში ასვლა. იქ სულ დაძაბული ატმოსფერო იყო და რაღაცნაირად ჩვენზეც მოქმედებდა. ორივე ერთდროულად ავდექით. ის გასასვლელი კარისკენ წავიდა.

– სად მიდიხარ ? – ცოტა უხეშად ვკითხე.

– ჩემს სახლში. არ მინდა შეგაწუხო.

– ჯერ ოთაში ავიდეთ საქმე მაქვს . – უსიტყვოდ გამომყვა. – მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თხოვნა არასდროს გესმის მაინც იძულებული ვარ რაღაც გთხოვო. ხვალ, როცა ჩემი მშობლები მოვლენ დამეხმარე. ცოტახნით მაინც იყავი სხვანაირი. პატივისცემა, ყურადღება და ცოტაოდენი სითბო გამოხატე. არ მინდა დარდი გაყვეთ.

– კარგი ! – ცოტახნის დუმილის შემდეგ – თაკო ძალაინ ნაწყენი ხარ ხო?

– შენ როგორ ფიქრობ არ მაქვს მიზეზი ?

– კარგი, გასაგებია. მე წავალ !

– დარჩი ! – გაკვირვებულმა შემომხედა.– როცა ვიჩხუბებთ, ყოველ ჯერზე თუ წახვალ ეჭვებს გამოიწვევს. – კიდევ რომ გაქცეულიყო და მარტო დავეტოვებინე ვერ გავუძლებდი.

ჩემს გვერით, რომ დავიგულე დავმშვიდდი. მერე ტელეფონი ავიღე და ლილესთან გასაგზავნი ტექსტი ასჯერ დავწერე და წავშალე. კიდევ ბოდიშების ხდას აზრი არ ქონდა . არც უნდოდა მას ჩემგან ბოდიში. მას დრო სჭირდებოდა წყენის დასავიწყებლად. მე კი ყველაზე მეტად მჭირდებოდა მისი, გვერით ყოფნა.ხოდა ზუსტად ეს მივწერე:

–„ არ ვიცი შენს ადგილას მე, ამ დროში თუ გაპატიებდი. ისიც არ ვიცი საერთოდ გაპატიებდი თუ, არა. ამას არც შენგან ვითხოვ. უბრალოთ ხვალ ძალიან მჭირდები ! ყველაზე მეტად მინდა ჩემს გვერდით იყო“. – პასუხმა საკმაოდ დიდხანს დააგვიანა, იმედიც კი გადამეწურა, რომ მომწერდა. შეტყობინება მოვიდა.

– „ მისამართი ? დრო?“ ... ეს ორი სიტყვა ჩემთვის, მის ათას უთქმელ სიტყვას ნიშნავდა. გადააბიჯა ძალიან დიდ წყენას, რომელსაც ის გრძნობდა და მარტო არ დამტოვა. ეს მხოლოდ ერთგულ, ნამდვილ მეგობრებს შეუძლიათ! – იმ ღამით ორმაგად მშვიდად დავიძინე.

მთელმა დღემ ფუსფუსში შეუმჩნევლად გაიარა. გოგი შუადღისას თავის მეგობარ დავითთან ერთად დაბრუნდა და პირდაპირ მარანში გაემართნენ, ღვინის საკითხი უნდა გადავჭრათ იმერელი სტუმრები გვყავს და თავს ხომ არ შევირცხვენთო. გამეხარდა კიდეც ვინაიდან დავითის ხუმრობებს კარგად ვიცნობდი, ვინ იცის რას იტყოდა. გოგიმ მძღოლს სთხოვა სტუმრებს დახვდი და სახლამდე მოაცილეო. ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა. დავხედე, ლილე.

„ ამ რეზიდენციაში შემოსასვლელად საშვი მჭირდება ? თუ კავშირები გამოვიყენო ! “
გახარებული გავვარდი ეზოში და დაცვას ვთხოვე კარი გაეღოთ. ლილეს მანქანიდა წესიერად გადმოსვლა არც ვაცადე, დავეტაკე და ჩავეხუტე.

_ მადლობა, რომ მოხვედი !

– საკმარისზე დიდხანს გაძელი უჩემოდ, ახლა ცოტახანს გაპატიებ. სიძე გვიყურებს. – გავიხედე და ჩვენს უკან იდგა.

– გაიცანი ეს ჩემი...

– მეთვითონ. ლილე. – ხელი გაუწოდა.– გილოცავთ !

– სასიამოვნოა , დიმა , მადლობა ! – მანაც შეაგება ხელი და გაუღიმა. – სახლში შევიდეთ !

– თაკო რა სიმპატიურია. ახლა მესმის შენი, მაგრამ ძაან სერიოზულია ხო? – ეგონა ისე მითხრა ვერ გაიგონებდა, მაგრამ მის მახვილ ყურს რას გამოპარებდი. ჩვენსკენ თითქმის შეუმჩნეველი ღიმილით მოიხედა.

– შენ რა შეგცვლის ! – ღიმილით ვუთხარი და ხელი ვკარი.

ლილეს მოსვლამ მხიარულება შემოიტანა. ზედმეტად კარგი კომუნიკაბელურობის გამო ადვილად მოერგო სიტოაციას. თქვენ წარმოიდგინეთ დიმას გაღიმებაც კი შეძლო. გვერდით დაუსკუპტა და დარწმუნებული ვარ ჩემზე „ეჭორავებოდა“, რადგან შიგა და შიგ მიყურებდნენ და ეცინებოდათ. მე კი თვალებით ვემუქრებოდი ლილეს, მისი საპასუხო მზერა კი დაახლოებით ასეთ ტექსტს შეიცავდა : „ დაიცადე, ჯერ საკმარისად არ დამისჯიხარო.“ ამასობაში ზურაც შემოგვიერთდა. გაცნობის წამიდან გაუგეს მან და ლილემ ერთმანეთს, სასიამოვნოდ ჟღურტულებდნენ. „წყვილის“ აზრმა საეჭვოდ გამიელვა თავში და ჩემს აზრზე თავადვე გამეცინა. ერთად ნამდვილი მძიმე არტილერია იქნებოდნენ. გარეგნობაშო ოდნავი შტრიხები უნდა შემეტანა და ამიტომ ლილეც გავიყოლე საძინებელში.

– აბა მოყევი, როგორია ამ სასახლეში ცხოვრება ასეთ მეფესთან ერთად? – კიბეებიდან მოჰყვა კითხვებს.

– ნეტავ იცოდე, როგორ მენატრებოდით შენ და შენი სიგიჟეები.

– მეეც, მაგრამ პასუხი არ გაგიცია.

– კარგი რა... არაფერი განსაკუთრებული ვცხოვრობ ჩვეულებრივად.

– შენ არ ხარ ნორმალურითქო ტყულად კიარ გეძახი. ასეთი კაცის გვერდით ჩვეულებრივად იცხოვრებს ადამიანი?!

– ლილე ხომ მიცნობ !

– ხო გიცნობ და ახლა იმასაც კი ვფიქრობ, რომ ჯერ არ გქონიათ პირველი ღამე. – საკუთარ ხუმრობაზე გულიანად გაეცინა, მაგრამ ჩემი სახის გამომეტყველებით მალე მიხვა, რომ სულა არ იყო ხუმრობა. – ახლა შეიძლება გავგიჯდე ! თაკო მართლა?

– სულ ნუ მიხუთავ გთხოვ !

– რაღაც რიგზე, რომ არ არის მაგას თავიდანვე ვხვდებოდი და გელოდები როდის მოყვები, მაგრამ მთალად ასე? რას მალავ ?

– არაფერს არ გიმალავ. უბრალოდ არის რაღაცეები რაზეც ახლა არ შემიძლია საუბარი, მაგრამ აუცილებლად მოგიყვები მერე. – აღარ შემეძლო მისი ნდობიდს ღალატი.

– კარგი, ვიცი რომ ამ დგომარეობაში არაფრის კითხვას ზრი არ აქვს შენთვის. მაგრამ ისიც ვიცი რომ ეს კაცი გიყვარს ! შენ თვალებს კარგად ვიცნობ და ის გამოხედვა როგორითაც დიმას უყურებ აქამდე არასდროს შემიმჩნევია.

– არ ვიცი ლილე არ ვიცი! ზოგჯერ მინდა, რომ საერთოდ არაფერს ვგრძნობდე.

– აი, შესაშური კაცია რა ! ამდენი ხანი, როგორ გიცდის და გითმენს პირდაპირ გასაოგნებელია. აზრზე მოდი თაკო თორე, გაგექცევა იცოდე. მთელი მისი ბიოგრაფია გადავქექე და ზუსტად ვიცი მსურველების ჯარი ეყოლება. საცოდავი შენ ხელში. – თავის ქნევით მითხრა.

– არ შემიძლია ლილე და შეეშვი ამ თემას ახლა !

– კარგი, მაგრამ ჩემთან ატირებული, რომ მოირბენ იცოდე დაგიმატებ.

– გოგონობო უკაცრავად ხელი თუ შეგიშალეთ, მაგრამ სტუმრები მოვიდნენ. – მოისმა კარებიდან, ნაცნობი ბოხი ტემბრი და სხეულში გამცრა, ვაი თუ ჩვენი სუბარი მოისმინათქო.

– მოვდივართ სიძე. –ლილე წინ გაიჭრა, მე დაძაბული ნაბიჯებით გავყევი. ისევ კარში იდგა, რომ გავუსწორდი ისე უცნაურად გადმომხედა გული ამიფრიალდა.

– კარგი მეგობარი გყავს ! – მესიამოვნა გაგონილი, მაგრამ თან ისევ დავეჭვდი.


კიბეები ხელ–ფეხ აკანკალებულმა ჩავიარე, ძალიან განვიცდიდი მათთან შეხვედრას. ლილე მიხვდა ჩემს ნერვიულობას, მოვიდა ჩუმად გამამხნევა:

– დამშვიდდი , რაც არ უნდა ნაწყენი იყვნენ შენზე, პირველ რიგში მშობლებარაინ. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მეც შენს გვერდით ვარ.

– მადლობა, საუკეთესო ხარ !

პირველი მამა შემოვიდა და ყველას მოგვესალმა. უკან დედა, ბებია, მამიდა და ბიძა შემოყვნენ. დედამ ჯერ მე შემხედა და მერე დიმას. თვალები ნელ– ნელა ცრემლებით ევსებოდა. ვეღარ მოვითმინე, მათთან მივედი და ორივეს ერთად ჩავეხუტე.

– ძალიან მომენატრეთ ! – არეული ხმით ვუთხარი.

– ჩვენც. გილოცავ ჩემო კუდრაჭა ! მთავარია შენ იყო ბედნიერი. – დაბალი თბილი ტონით მითხრა მამამ.

შვებით ამოვისუნთქე. მხრებზე უზარმაზარი ტვირთი მომეხსნა. როგროც იქნა მაპატიეს. ამასობაში დიმა ნელი ნაბიჯებით მოგვიახლოვდა დამელოდა, ყველასთან ჩახუტებას როდის მოვრჩებოდი. მერე გვერდით ამომიდგა, მარცხენა ხელი მხრებზე მომხვია და ყველას ხელის ჩამორთმევით მიესალმა. მათაც მოგვილოცეს რათქმაუნდა, ბედნიერება და გამრავლებაც გვისურვეს. ერთმანეთის გაცნობის პროცესმა ძალიან თბილად ჩაიარა ყველა კმაყოფილი ჩანდა. სასაცილო იცით რა იყო? ამ შეხვედრებისა და ურთიერთობების მთავარი გმირები, რომ ვტანჯავდით და ლამის ვხოცავდით ერთმანთს, თორემ სხვა დანარჩენთან ყველაფერი იდეალურად იყო. საღამომ ისე კარგად ჩაიარა, იმხელა სითბოსა და პატივისცემა გამოხატავდნენ, ისე უფრთხილდებოდნენ ერთმანეთს , რომ ვერც კი ვიოცნებებდი. მე და დიმაც ისე შევედით როლში, ყველაფერი ბუნებრივად გამოგვდიოდა. როგორც ვთხოვე, მათ წინაშე მართლაც სულ სხვანაირი იყო. შანსს არ უშვებდა ხელიდან, მოსიყვარულე ქმარი ეთამაშა. რამდენჯერმე ხელი ვკარი ასე ძალიანაც ნუ მოინდომებთქო. დიდი თხოვნის მიუხედავად დარჩენილიყვნენ, მამამ დაჟინა უნდა წავიდეთო. ლილემაც დილით ადრე უნდა მივიდე სამსახურში, არ გეწყინოს სხვა დროს გესტუმრებიო. ყველანი ეზოში გავედით მათ გასაცილებლად. როგორც ვხედავდი სიძე ყველას მოეწონა. განსაკუთრებით ბებო გამოხატავდა, როგორც ჩვევიათ ხოლმე. შუა სუფრაზე ვითომ ჩურჩულით მითხრა :– ბებო ეს კინო ვარსკვლავი სად იპოვეო. მამა უკვე გვარიანად იყო ნასვამი, გახარებული სახით მოგვიბრუნდა და გვითხრა :–შვილებო ახლა თქვენი ბედნიერების ყურებისა და შვილიშვილის მეტი არაფერი მინდა, აბა თქვენ იცით, მალე გამახარეთო. – სახეზე ხელოვნური ღიმილი მომეფინა და ეს ღიმილი სულ შემაშეშდა დიმა, რომ უპასუხა ვეცდებითო. ყველანი დამშვიდებული წავიდნენ, რადგან მათი აზრით, საიმედო ხელში დამტოვეს. მეც მათი სიმშვიდით დამშვიდებული შემოვბრუნდი სახლში და პირდაპირ საძინებლისკენ წავედი. დიმა კიბეებზე დამეწია და ხელი მომხვია.

– აღარავინ გვიყურებს, შეგიძლია ხელი ჩაწიო.

– მარტო ვინმეს დასანახათ უნდა ჩავეხუტო, ჩემს ცოლს ? – ოთახის კარი გამიღო და ხელით მანიშნა შებრძანდიო.

– ზედმეტად ხომ არ შეიჭერი როლში? ჩემთან მაინც ნუ თამაშობ კარგ ბიჭს, გთხოვ!

– რატომ გინდა ყოველთვის ცუდი დაინახო ჩემ ქცევებში ?

– იმიტომ, რომ შენი ქცევები ცუდია ! ყოველ შემთხვევაში ჩემს მიმართ. – მივხვდი, ზედმეტი მომივიდა და მეთვითონ მეწყინა ჩემი ნათქვამი.

– ჯობია მე წავიდე ! გატყობ ჩხუბს აპირებ.

– შენს ქალებთან გაიქეცი დაგამშვიდებენ ! – გაბრაზებულზე, ენაზე კბილის დაჭერა არ გამომდის.

– მადლობა რჩევისთვის ! – ცინიკურად ჩამიკრა თვალი და კარები გაიჯახუნა.

მოსვენება დავკარგე. ძალიან ვინანე რაც ვუთხარი. ნაწყენი იყო და ვერ მოვითმენდი,
რომ არ მენახა. თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და ჩემს ოჯახთან რადიკალურად სხვანაირი იყო. ალბათ არ იყოს ეს მისთვის მარტივი. ყველაფერს ხომ ვერ დაუკარგავ ადამიანს. რა მოხდებოდა დღეს მაინც, რომ არ გადმომენთხია შხამი.– არა უნდა ვნახო ! – ვუთხარი ჩემ თავს და ტელეფონნი ავიღე. არ მიპასუხა. ისარი შუაღამის სამ საათს უჩვენებდა. ძალიანაც კი მომერიდა მაგრამ ზურასთან მაინც დავრეკე.


– გისმენ თაკო, რა იყო ხომ შვიდობაა?

– ზურა ბოდიში ვიცი გვიანაი, მაგრამ დიმა სახლსი არ მოსულა არც ტელეფონს იღებს და შენთან ხომ არ არის?

– რა ბოდიში ნუ სულელობ. დაახლოებით ორი საათის წინ წამოვიდა სახლში.

– ნასვამი იყო?

– ცოტათი, მაგრამ ნუ გეშინია რულთან გაიზარდა. მაგაზე ბევრად ნასვამიც მჯდარა საჭესთან. დამშვიდდი მე მოვძებნი.

– იყოს მე თვითონ მოვძებნი.

– იჩხუბეთ ? ცოტა სევდიანი იყო ჩემი ბიჭი.

– ოხ ზურა ! ძილშიც კი საღადაოს ეძებ.

– თაკო, როცა მარტო დარჩენა უნდა საგურამოში მიდის ხოლმე.

– მადლობა ! მიდი დაიძინე.

– რაღა დამაძინებს დარდით, გამიგიჟებ დეიდაშვილს ! ისე მაგას კიდე გაგიჟება უნდა?

– მართალი ხარ !

– თაკო !

– რა დაგავიწყდა ? – სიცილით ვუთხარი.

– ლილეს ნომერს მომცემ? ხომ იცი მაინც გავიგებ, უბრალოთ მინდა შენ მითხრა.

– იმას მიხედე ვინც გყავს.

– ის, რომ მინდოდეს ნომერს არ გთხოვდი. კარგა ხანია წავიდა.

– არ ვიცი დავფიქრედბი. დაიძინე ახლა.

ავტომობილის გასღები ავიღე და წავედი. ძალიან კი მეშინოდა საჭესთან მარტო დაჯდომის, მაგრამ მისი ნახვა უფრო მეტად მინდოდა. მთელი გზა კანკალით გავიარე, თან ნაპირებს ვათვალიერებდი, ხომ არსად დაიმტვრათქო. როგორც იქნა მივედი. სახლში, სინათლე რომ დავინახე ცოტა დავმშვიდდი. ზარის დარეკვა არც დამჭირდა, კარი შორტებში და წელს ზემოთ შიშველმა გამიღო. ჯერ კიდევ ნახევრად ეძინა და თვალებს იფშვნეტდა. ცოტა კი ავღელვდი, მისი ნავარჯიშები სხეულის დანახვაზე, მაგრამ არ შევიმჩნიე. გვერდი ავუარე და სახლში შევედი. მისაღებში მდივანზე დავჯექი და თავი საზურგეზე მივაყრდენი. ისევ მიკანკალებდა სხეული და მიკვირდა სადმე, რომ არ გადავიჩეხე. ჩემს წინ დაჯდა...



№1  offline წევრი OKI ME

ოჰ, როგორ იცი ხოლმე საინტერესო მომენტებში გაჩერება რაა. :დდ

მგონი, არ მითქვამს და ახლა უნდა გითხრა, რომ მე ეს ისტორია მიყვარს ❤️❤️

სულ თავიდან, ორივე დიმაც და თაკოც მაბრაზებდნენ :დდ ახლა უბრალოდ ვხალისობ და ძაან მაინტერესებს როდემდე გასტან მათი სიჯიუტე. ნუ, პრინციპში დიმა უკვე აღარც ჯიუტობს. სიყვარულიც აუხსნა ისეთი სიტყვები უთხრა :დდ მეტი რაღა ქნას? :დდ თაკოს ტვინის ბრალია რომ გულს არ აძლევს საშუალებას იმოქმედოს :დდ

ყოჩაღ, თაკოს გამბედაობას. მომეწონა მისი გადადგმული ნაბიჯი. თუმცა ეს საინტერესო მომენტში დასრულება მაინც არ მომეწონა. ახლა უნდა ვამოწმო როდის დაიდება ახალი თავი :D ❣️❣️

 


№2 სტუმარი ანუ

ძალიან კარგიააა რაა.. ძალიან ემოციური ისტორიაა სულ გაღიმებული ვკითხულობ ხოლმე.
მალე დადე შემდეგი

 


№3  offline წევრი დარინა

დაჯდეს დარლაპარაკოს ადამიანურად და ასეთი სისულელეები არ აბრეხვოს ჯობია, ლილესი არ იყოს ატირებული რომ მოხვალ დაგიმატებოო და იმედია რამე სისულელეს არ ჩაიდენს რომ ლილეს ნათქვამი გამართლდეს, თაკოს ჭირდება ჯერ საკუთარ თავში დარწმუნება, უნდა დაწყნარდეს და რაც ენაზე მოადგება არ უნდა იძახოს ასე ურთიერთობას ვერ შეძლებს, დიმა ასე თუ ისე დამშვიდდა და ცდილობს უფრო ახლოს მივიდეს მასთან ამის ნებას კი თაკო არ აძლევს, იმედია ახლა მაინც დაელაპარაკება და ეტყვის რას გრძნობს და განიცდის, უნდა ილაპარაკონ და ასე დაიწყებენ ურთიერთობის მოგვარებსას.

 


№4 სტუმარი სტუმარი Kkk

Auuu mikvarss es istoriaa????????

 


№5  offline მოდერი თამარი აჩბა

Megioki
ოჰ, როგორ იცი ხოლმე საინტერესო მომენტებში გაჩერება რაა. :დდ

მგონი, არ მითქვამს და ახლა უნდა გითხრა, რომ მე ეს ისტორია მიყვარს ❤️❤️

სულ თავიდან, ორივე დიმაც და თაკოც მაბრაზებდნენ :დდ ახლა უბრალოდ ვხალისობ და ძაან მაინტერესებს როდემდე გასტან მათი სიჯიუტე. ნუ, პრინციპში დიმა უკვე აღარც ჯიუტობს. სიყვარულიც აუხსნა ისეთი სიტყვები უთხრა :დდ მეტი რაღა ქნას? :დდ თაკოს ტვინის ბრალია რომ გულს არ აძლევს საშუალებას იმოქმედოს :დდ

ყოჩაღ, თაკოს გამბედაობას. მომეწონა მისი გადადგმული ნაბიჯი. თუმცა ეს საინტერესო მომენტში დასრულება მაინც არ მომეწონა. ახლა უნდა ვამოწმო როდის დაიდება ახალი თავი :D ❣️❣️

მადლობა ♥️♥️♥️

სტუმარი Kkk
Auuu mikvarss es istoriaa????????

♥️♥️♥️

დარინა
დაჯდეს დარლაპარაკოს ადამიანურად და ასეთი სისულელეები არ აბრეხვოს ჯობია, ლილესი არ იყოს ატირებული რომ მოხვალ დაგიმატებოო და იმედია რამე სისულელეს არ ჩაიდენს რომ ლილეს ნათქვამი გამართლდეს, თაკოს ჭირდება ჯერ საკუთარ თავში დარწმუნება, უნდა დაწყნარდეს და რაც ენაზე მოადგება არ უნდა იძახოს ასე ურთიერთობას ვერ შეძლებს, დიმა ასე თუ ისე დამშვიდდა და ცდილობს უფრო ახლოს მივიდეს მასთან ამის ნებას კი თაკო არ აძლევს, იმედია ახლა მაინც დაელაპარაკება და ეტყვის რას გრძნობს და განიცდის, უნდა ილაპარაკონ და ასე დაიწყებენ ურთიერთობის მოგვარებსას.

♥️♥️

ანუ
ძალიან კარგიააა რაა.. ძალიან ემოციური ისტორიაა სულ გაღიმებული ვკითხულობ ხოლმე.
მალე დადე შემდეგი

♥️♥️♥️

 


№6  offline წევრი თათია-თათა

დღეს წავიკითხე ყველა თავი ერთად და ძალიან მომეწონა. წარმატებები. იმედია მალე დადებთ ახალ
თავს...

 


№7  offline წევრი თიკოია

ძალიან მაგარიაა და რა ცუდ დროს ჩერდებიხოლმეე <3

 


№8 სტუმარი Life is beautiful

ეს მართლა ბოროტებაა გოო... ასეთ დროს? სისხლი დამიწდება კაპილარებიდან მანამდე სანამ დადებ... ისე ძაან რო მომეწონა მოსიყვარულე და თან მაინც თავხედი დიმააააა..... აი თაკო კი მიყვარს თავისი არეული და კეთილი გრძნობებით♥️♥️♥️
წარმატებები♥️♥️♥️

 


№9  offline მოდერი თამარი აჩბა

Life is beautiful
ეს მართლა ბოროტებაა გოო... ასეთ დროს? სისხლი დამიწდება კაპილარებიდან მანამდე სანამ დადებ... ისე ძაან რო მომეწონა მოსიყვარულე და თან მაინც თავხედი დიმააააა..... აი თაკო კი მიყვარს თავისი არეული და კეთილი გრძნობებით♥️♥️♥️
წარმატებები♥️♥️♥️

ჩვევად მექცა თქვენი მოთმინების გამოცდა მგონი :):) ვეცდები მალე დავდო. სხვა საქმეებიც ხომ მაქვს და ამიტომ ვერ ვახერხებ მალე ... მომიტევეთ ! ♥️♥️♥️

მახარებთ ! ♥️♥️

 


№10  offline წევრი თათუ♡

ძალიან კარგია ♡♡

 


№11 სტუმარი სტუმარი თიკო

აუ ნურც ჩვენ გვტანჯავ და ნრც მაგათ. გამოუტყდნენ სიყვარულში მალე რა?! :D

 


№12 სტუმარი სტუმარი Kkk

Auuuu geliiiiiiii

 


№13 სტუმარი სტუმარი თიკო

მგონი ეშველათ. ასე მგონია გამოუტყდებიან უკვე. ძალიან კარგია. მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს❤❤

 


№14 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან კარგიაა...
როდის დადებ შემდეგს?

 


№15 სტუმარი სტუმარი ნუცი

რაა მოთხრობა და რა თავიააა მოკლედ რააა..
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს. ცოტა გაწელე მოქმედებები რა :დდდდდ არ მყოფნის :დდდდ

 


№16 სტუმარი ანუ

ეს ლოდინი რა წამებაააა რააა :დ როდის დადეეეებ? ^-^

 


№17 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე ამ წყვილზე როგორც ვხედავ თაკოსაც შეუყვარდა იქნებ დამშვიდნენ მაინც ველოდები შემდეგ თავს მადლობა წარტებები ????

 


№18  offline მოდერი თამარი აჩბა

დავდე უკვე და იმედია მალე ატვირთავს ადმინისტრაცია. ♥️♥️ მადლობა თითოეულ თქვენგანს ! ♥️♥️

 


№19 სტუმარი ანუ

თამარი აჩბა
დავდე უკვე და იმედია მალე ატვირთავს ადმინისტრაცია. ♥️♥️ მადლობა თითოეულ თქვენგანს ! ♥️♥️

აუუუუ ახლა საუკუნეეს მოანდომებენ დადებააას :'(

 


№20 სტუმარი ანუ

დადეეეეეეეეთ რაააააა ნუ აჯანჯლეებთ ხალხოოო, ასეთი რთულია დადასტურება?

 


№21 სტუმარი სტუმარი ნინა

დავიტანჯეეეეეე... მალე დაადასტურეეთ, რა. დავიზეპირე მე-9 თავი უკვე...

 


№22 სტუმარი Life is beautiful

სტუმარი ნინა
დავიტანჯეეეეეე... მალე დაადასტურეეთ, რა. დავიზეპირე მე-9 თავი უკვე...


მეც მაგის თქმა მინდოდა და უკვე დამხვდა დაწერილი... ცუდად ვარ უკვე ამდენჯერ დედაჩემს არ მოვიკითხავ აქ რომ შემოვდივარ...

 


№23  offline წევრი თიკოია

უკვე ტვინის უჯრედებს კლავეენ :D

 


№24 სტუმარი St

ანუ სხვა ყველაფერი რასაც ვხედავ მაქსიმუმ მეორე დღეს უკვე იდება და შენი მოთხრობა აითვალწუნეს?:დდდდდ

 


№25  offline მოდერი თამარი აჩბა

St
ანუ სხვა ყველაფერი რასაც ვხედავ მაქსიმუმ მეორე დღეს უკვე იდება და შენი მოთხრობა აითვალწუნეს?:დდდდდ

არ ვიცი ! არ მინდა ეგ ვიფიქრო :) :)
St
ანუ სხვა ყველაფერი რასაც ვხედავ მაქსიმუმ მეორე დღეს უკვე იდება და შენი მოთხრობა აითვალწუნეს?:დდდდდ

არ ვიცი ! არ მინდა ეგ ვიფიქრო :) :)

 


№26 სტუმარი one

აუუ კარგით რაა მიწერეთ ვინმემ ადმინისტაციას, მე არ ვარ უსერი,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent