გრინჩი (სრულად)
დღეს პირველი დეკემბერია, წლის ბოლო თვე და ჩემი სტიქია. უკვე ვგრძნობ ზამთრის სუნს ახალი წლის არომატით. ჩემი ცხოვრების თითოეული წლის ბოლოს უფრო მეტად მიზიდავს საახალწლო სუვენირები და ნაძვის ხე. პატარა ბავშვივით მიხარია მათი თვალიერება, არჩევა და სალაროსთან მათი გატარებისას სრულად ვიკმაყოფილებ საკუთარ სურვილებს და კიდევ უფრო მიმყარებს იმედებს, რომ ყოველი ახალი წელი ახლის მომტანი და წინაზე უკეთესი იქნება. შაბათი დღე იყო 2018 წლის პირველი დეკემბერი, ჩემთვის და ჩემი ძმისთვის დასვენების დღე, მაგრამ არა - ჩემი მშობლებისთვის. ეს დღე წლის გამონაკლისია, როდესაც საწოლიდან წამომდგარი პირველად ყავის დასხმის და ლეპტოპთან მოკალათების ნაცვლად, საღამურებში გამოწყობილი, ჯერ ნაძვის ხის უზარმაზარ ყუთს ვეწვალებოდი, რომ როგორმე საკუჭნაოდან მისაღებ ოთახამდე მიმეტანა, Player_ში საახალწლო სიმღერების ლისტი ჩავრთე, ყურსასმენები დავიმაგრე, 2,5 მეტრიანი ნაძვისხის ძირი დავამაგრე და ტოტების სათითაოდ გაშლას შევუდექი. -ოჰ, ჩემი და ფორმაშია. - გაისმა ვაჩეს ბოხი ხმა, თმები ამიჩეჩა და სამზარეულოსკენ გაუხვია. - ყავა გიჯიგრო? - საუკეთესოა ჩემი ძმა საუკეთესოთა შორისაც კი, ალბათ. -აუ კიი, რა. - ჩემ ხმაში თხოვნის უდიდესი ნაწილი იგრძნობა, ყურსასმენები მოვიხსენი და სიმღერის საშუალოზე მაღალი ხმა მთელ სახლში გაისმა. ვაჩემ ყავის ჭიქები მაგიდაზე დადგა, გაშლილი ტოტი გამომართვა და ნაძვის ხის კენწეროში დამაგრებით დამეხმარა. -რას ვიზამთ, ნიი, ყველა მაღალი ხომ ვერ იქნება, - თავის ჭკუით ნერვებს მიშლიდა და ნაბიჯი უკან გადადგა, რომ ალბათ მოქნეული მუშტი აეცილებინა, თუმცა ურეაქციოდ გავაგრძელე ჩემი საქმე. ბოლო შტრიხის დამაგრებაშიც მიიღო მონაწილეობა, საფეთქელთან მაკოცა და უკვე ცივი ყავის ჭიქით ლეპტოპში გადაეშვა. ჩემი ყავის ჭიქით იატაკზე მოვთავსდი და ყავა მოვსვი. რთული გადაწყვეტილების წინ ვიდექი, რა ფერებში მომეწყო ნაძვის ხე? ვითომ ლურჯი და ვერცხლისფერი? ან არა - იყოს თეთრი თუ მაინც წითელი? ყველა საუკეთესო ნაკრებია. ჭიქა დავაცარიელე, მაგრამ მაინც ვერ მივედი საუკეთესო დასკვნამდე. არაუშავდა, წინ კიდევ მთელი თვე იყო დარჩენილი ახალ წლამდე. მანამდე კი ყოველთვის მქონდა იმის ბედნიერება, რომ ცარიელი უზარმაზარი, დაბურული ნაძვითა და ყვითელი პატარა ანათებებით დავმტკბრიყავი. ეს ოჯახის ერთ-ერთი საერთო შეთანხმებაა. ჩემთვის ყოველთვის პრიორიტტი ლამაზი ნაძვის წიწვები და ყვითელი განათებებია, ხოლო დედასთვის იმდენი საახალწლო სათამაშო ნაძვის ხეზე, რო ამ უკანასკნელის წიწვები საერთოდ აღარ ჩანს ხოლმე. ამიტომ, ორივეს ბედნიერებისთვის დეკემბერი ნაძვითა და განათებებით იწყება, ხოლო თვის ბოლომდე წიწვებს ნელ-ნელა სათამაშოები ფარავენ. ვაღიარებ, დედასაც კარგი გემოვნება აქვს, ყოველთვის ხარისხიანი და ორიგინალური სათამაშოები მოსწონს, ინტერიერს უხდება ხოლმე. ჭიქა იატაკზე დავტოვე და ნათურების საშუალო ზომის ყუთს დავწვდი. მათემატიკური სიზუსტით ვახვევდი განათებების გრძელ კაბელს ჯერ ტოტის სირღმეში, შემდეგ სათავეში. ფანჯრებს მუქი ფარდები ჩამოვაფარე და განათებები დენის წყაროში დავამაგრე. საკუთარი თავით კმაყოფილი მოვთავსდი ისევ იატაკზე ჩემ ყავის ფინჯანთან ერთად და მისი სურათი Instagram_ზე ავტვირთე. 5 წუთიც არ იყო გასული, ჩემს ყურსასმენებში უძველესი Last Christmas_ის მელოდები მობილურის ზარმა რომ ჩაანაცვლა. ნატა იყო, ჩემი დაქალი აკვნიდან. ყურსასმენები გამოვაძრე, გავაგონე და მობილური ყურიდან ცოტა შორს გავწიე, ვიცოდი, რომ უკვე კიოდა. -გადარეული, ხარ ნინა, გეფიცები! არ მომბეზრდება ამის გამეორება! ვინ დგამს პირველ დეკემბერს ნაძვის ხეს? -რა თქმა უნდა მე, ნატა. - პასუხისას ისე მებადრება სახე, რომ კიდევ კარგი ვერ მხედავს. - აი ნახე ლალიკო გულზე გასკდება და ხვალ ატვირთავს თავის ნაძვის ხის სურათს და თან დააწერს დიდის ამბით, რომ ვითომ უკვე გრძნობს ახალ წელს და ამბები. - სიცილით მივაყოლე. ლალიკო ჩვენი სამეგობროს ძველი ნაცნობია, რომელიც ძველი სწორედ იმიტომაა, რომ ყოველთვის ყველას ბაძავდა და დღემდე ასე აგრძელებს. -კარგიი, რა, ნინა! -Just, სიტყვაზე მენდე, ძმაო - გაგვეცინა ორივეს. კარგად იცოდა, რომ მართალი ვიყავი. მეორე არა, მაგრამ მესამე დღეს მართლა ატვირთა ლალიკომ ნაძვის ხის სურათი. მე თუ მკითხავთ, მხოლოდ იმიტომ დააგვიაანდა, რომ მანამდე ჩემი სიახლეები არ უნახავს. -საყიდლებზე სიარულის სეზონს როდის ხსნი? - მკითხა ნატამ და დამეფიცება, კალენდარს უყურებდა და დროს ანაწილებდა ჩემთვის. -დღეს ნაძვის ხის ყურებით დავტკბები, შეგიძლია გამომიარო და ერთად ვისიამოვნოთ. ხვალ სეზონი გავხსნათ ოფიციალურად. -იდეა მომწონს. 15 წუთში შენთან ვარ. - პასუხის გაცემაც არ მაცადა, მობილური გათიშა და დამტოვა ხახამშრალი. 15 წუთიც არ იყო გასული, რომ კარები შემოაღო და ქოთქოთით შემოვიდა სახლში. 10 წუთიანი დაკვირვების შემდეგ გაახსენდა, რომ მეც ვიდექი იქ, თითი ჩემი სიამაყისკენ გაიშვირა, თავი ჩემკენ მოაბრუნა, მაგრამ თვალები - არა და ლაპარაკი დაიწყო. -არა, შარშანაც გითხარი, მაგრამ წელსაც გეტყვი. - ცალი ხელი წელზე მიიბჯინა და მეორე ხელის საჩვენებელ თითს ჩემი მწვანისკენ ატრიალებდა, - ზედმეტად დიდი ხეა. იმდენად დიდი, რომ ამ პატარა ოთახში გავლაც შეუძლებელია! - ჰო, მგონი ნატამ ცოტა გადააჭარბა. მე თუ მკითხავთ, თითქმის საკონფერენციო ოთახის ზომას მშვენივრად ერგებოდა ჩემი ბუთქუჩა. --ნუ ხარ მწარე, ნატაშკა! ხომ მაინც მოგწონს, მე ნუ მშხამავ. - ჰაერში კოცნა გავუგზავნე და სამზარეულოსკენ გავედი. - ყავა ხო გინდა? -ნეტავ მაგ კითხვას გადაეჩვეოდე და მერე მეც მეშველება და შენც. - მიპასუხა თვალების ბრიალით, მერე წამით გაშეშდა და უსერიოზულესი სახით დაამატა, როგორც ჩვევია ხოლმე ისე, - მინდა აბა არ მინდა? -რავიცი ნატ, ხოიცი რომ დაგისხა და არ დალიო, მთელი გული უნდა გავაყოლო თან. - ვუთხარი სიცილით და ჭიქებში ყავა ჩავყარე. -ჟმოტი. - ჩაიბურდღუნა თავისთვის, წესით ჩემგან უჩუმრად და სამზარეულოში შემოსრიალდა. - საჩუქრების სია ჩამოწერე უკვე? -არა, მაგრამ ჯერ რაც ვიცი, იმას ვიყიდი. თან ჯერ არაა საახალწლო ყველაფერი შემოტანილი. -ჰო, ძველი კოლექციიდანაა ჯერ დარჩენილები. -ეგენიც არაა მთელი გამოტანილი, თორე გინახავს წელი, ძველი ნივთი ახლად რომ არ გაესაღებინოთ? -ჰმმ.. - ხელი აიქნია ნატამ და ლაპარაკი რომ არ გაეგრძელებინა ქაფქაფა ყავა მოსვა. გამიკვირდებოდა რომ გახსენებოდა ტემპერატურა და ზომა, ისე დაეწვა პირი, თავისი პატარა თვალები ჩემი ნაძვის ხის ბურთებს დაემსგავსა და მთელი ჭიქა სითხე თავისდაუნებურად ზედ გადაესხა. ნატას ღრიალი და ჩემი ხარხარი ერთი იყო. -რა გააფუჭეთ? - ამოყო თავი შეშინებულმა ვაჩემ და წამის მეასედში წამოფრინდა ფეხზე ლეპტოპის ჭია. ნატა საპირფარეშოსკენ გაიქცა და თან 3 ზედატანს იხდიდა გზადაგზა. მაინც ვერ ვხვდები ამდენ რამეს როგორ იცვამს და არ სცხელა არასდროს ამ გოგოს. ვაჩე ცხელ ყავის სიტუაციას რომ ჩაწვდა, მისმა ხარხარმა ჩემი გადაფარა. -ორი ერთნაირი! თქვენი იმედი ხო კაცს არ უნდა ჰქონდეს! - აბაზანიდან ღრიალებდა დამწვარი ნატა და ჩვენ ისევ სიცილისგან ძირს ვხოხავდით. ზოგადად, ვთვლი, რომ ყველა დღესასწაულს და ყველა სიტუაციას თავისი შესაფერისი საჩუქრების ვარიანტები აქვს. დაბადების დღეების არჩევანი შედარებით თავისუფალია. ვარჩევ ხოლმე იმას, რაც იუბილარს უყვარს, სჭირდება ან ზუსტად ვიცი, რომ კარგად გამოადგება. აღდგომის კვირად თუ მიწევს ვინმესთან სტუმრობა, აუცილებლად სააღდგომო დეკორებს ვარჩევ იშვიათად შესაძლოა ეს იყოს ერთი პატარა ორნამენტებით მოხატული ხის კვერცხი, თუმცა აუცილებლად დღესასწაულის შესაბამისი. ქორწილებშიც ისეთი ნივთები, რაც ოჯახს სჭირდება. შესაბამისად ახალი წელი მხოლოდ ახალი წლის ნივთებს რჩება. უმეტეს შემთხვევაში ამ პერიოდში მხოლოდ სათამაშოებით მოისაზრება ჩემი გონება, ზოგჯერ ვითვალისწინებ ხოლმე სხვების სურვილებსაც და საახალწლოს რაიმე პატარა არაპერიოდულ ნივთსაც ვუმატებ ხოლმე. თუმცა ეშმაკს არ სძინავს. ჩემგან მიღებული საჩუქრის ყუთი ფრთხილად უნდა გახსნათ, გონება თუ გადამეკეტა, შესაძლებელია ყუთში საცვლებიც აღმოაჩინოთ, სექსუალურის ნაცვლად, სანტას ნახატებით. ჭკუაში თუ ჩამიჯდა, პრეზერვატივების შეფუთვასაც მოვაყოლებ. სერიოზულად, გამკეთებელი ვარ. „როგორ არ უნდა ვენდოთ დაქალს“ - ფრაზა, რომელიც სპეციალურად ჩემთვის და ნატასთვისაა შექმნილი. 2 დეკემბერს, არასამუშაო კვირა დღეს, გასვლის დროს დაარღვია საყიდლებზე გამოყოლის პირობა და მარტო გამიშვა. რის საყიდლად მივდიოდი კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ თვის პირველი კვირა ერთადერთი იყო, როცა ზუსტად ვიცოდი, რომ არცერთ საჩუქარს არ ვყიდულობდი და შესაბამისად, ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანს ჩემთან ერთად წამოსვლის უფლება ჰქონდა. ნუ, მე თუ მკითხავთ, ბედნიერების შესაძლებლობას უფრო დავარქმევ, მაგრამ კარგი, იყოს უფლების ქონა. მაღაზიის შესასვლელში საახალწლო სიმღერების ალბომი ჩავრთე და ბედნიერი სახით გავემართე პირველივე დახლისკენ. ზამთრის უმეტეს შაბათ-კვირის დღეებს მაღაზიაში ვატარებ ბოლო რამოდენიმე წელია, მას შემდეგ რაც საკუთარი შემოსავლის ქონის ბედნიერება მაქვს. ნივთების უმეტესობა ჩემთვის ნაცნობია, მაგრამ განსაკუთრებით ახალი წლის წინა პერიოდში, როდესაც ყველა ნივთი ახალ წელთანაა დაკავშირებული, თვალები მიჭრელდება და ერთმანეთისგან თითქმის ვეღარაფერს ვარჩევ და დარწმუნებული ვარ უამრავი რამ, რაც ძალიან მომწონს და დაუფიქრებლად ვიყიდი, ვერც შევამჩნიე. ჩემთვის ყველაფერი ერთმანეთს გავს, თითქმის ყველაფერი მომწონს და ყველაფრის ყიდვა მინდა. ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე რას ვიყიდე, რისი ყიდვა მინდოდა და კონკრეტული ნივთის საყიდლად წასული, სახლში სულ სხვა ნივთებით დავბრუნებულვარ. ეს იგივე შემთხვევაა ტიპიური ქალების, კაბის საყიდლად რომ გავდივართ სახლიდან, მაღაზიაში ჩანთებს ვათვალიერებთ და ბოლოს ფეხსაცმელებით რომ ვბრუნდებით შინ. ეს პერიოდი განსაკუთრებით კარგია, როცა მაღაზიაში საახალწლო განწყობა არც ისეთი მძაფრია ნივთების რაოდენობასთან ერთად და ჩემნაირ გიჟს საშუალება აქვს ყველაფერი სათითაოდ დაათვალიეროს და არაფერი გამორჩეს. უკვე კარგად ნაცნობ, ნაყარ-ნუყარ სათამაშოებს ჩავუარე და უცნობი სუვენირების წინ შევჩერდი. ყველამ იცით სუვენირის ბურთები, მაგრამ მგონი არავინ ვიცით მისი სახელი. აი ის, წლით სავსე შუშის ბურთი სადგამით, რომ შეანჯღრევ და შიგთავსი ცურვას რომ იწყებს. ჰოო, ჰო! აი მაგ ბურთებზე ვლაპარაკობ. საშინლად ვგიჟდები. თუ საზღვარგარეთ მივდივარ სამოგზაუროდ, ან ჩემთვსი ძალიან ახლობელი ადამიანი მიდის, ყოველთვის ვაბარებ ხოლმე იმ ქალაქის ღირსშესანიშნაობის ან უბრალო შენობების ბურთებს. ახალ წელს კი მხოლოდ ჩემი ძალებით ვაგროვებ საახალწლო ბურთებს, ფიფქები რომ დაცურავენ. მაშინაც სწორედ ამ ბურთების წინ შევჩერდი. უდაო იყო, რომ ერთ-ერთს აუცილებლად ვყიდულობდი, თუ რამოდენიმეს არა. გრინჩის ბურთი პირველად შევამჩნიე დახლებზე. კი ის გრინჩი, შობა რომ მოიპარა. ისიც ობლად იდგა, ერთი ცალი. არ მიყვარს ადამიანები, ამ დღის ჩაშხამება რომ იციან, მაგრამ თქვენ წარმოგიდგენიათ ახალი წელი გრინჩის გარეშე? არც მე. -ეს ჩემია! - ჩემთვის ჩავიდუდღუნე ყურებამდე გაღიმებულმა. ნუ, ყურსასმენების გამო საკუთარ ხმას ვერ ვაკონტროლებდი და იმედი მქონდა, რომ უბრალოდ ჩავიდუდღუნე და შემთხვევით ზედმეტად ხმამაღლა არ მომივიდოდა ყვირილი. შეცბუნებულმა მოვიხედე და ვერავის მზერა რომ ვერ დავიჭირე მშვიდად ავწიე საშუალო ზომის დატრიალებული ბურთი ჰაერში და ვაკვირდებოდი როგორ დაცურავდნენ ხელოვნური თოვლის ფანტელები შიგნით. ისევ ბურთების თაროს დავხედე და თავისუფალი ხელით მეორე ბურთიც ამოვარჩიე. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი პატარა საახალწლო ბურთი იყო, რომელიც საჩუქრად გამოდგებოდა. მეორე დახლთან შევჩერდი, თუმცა დაკავებული ხელები საშუალებას არ მაძლევდა ნებისმიერი ნივთის დასათვალიერებლად. ვეძებდი რაიმე განსაკუთრებულს, მხოლოდ ისეთს, რომლიც გამოც ჩემ ბურთებს 2 წუთით ხელს გავუშვებდი. ბუხრის წინდებს თვალი ნელა ჩავაყოლე. ეს ერთადერთი რამაა ალბათ, რასაც არ გამოვცვლი კიდევ ბევრი ახალი წლის მანძილზე, იმდენად ლამაზი, უმალესი ხარისხის წინდები გვქონდა ოჯახში. არ ვიცი რატომ, მაგრამ როცა მათ ვუყრუებ ყოველთვის კარგ ხასიათზე ვდგები და მეღიმება. თითქოს დიდი ისტორია აქვთ გამოვლილი და სახლს ბედნიერებით ავსებენ. ბუხის წინდებს თვალი ავარიდე და პირველი რაც თვალში მომხვდა, თაროს ბოლოში ჩამწკრივებული ანგელოდები იყო. თვალებს ტანიც მივაყოლე და ის იყო პირველი ნაბიჯი უნდა გადამედგა, როცა ზურგში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და ჩემ ბურთებთან ერთად სახით იატაკზე აღმოვჩნდი. გაოცებულმა შევხედე ჩემს ყურსასმენებთან ერთად გრინჩის დამსხვრეულ შუშას. ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი, ჩემი გრინჩი ახალმა გრინჩმა გატეხა! -თქვენ?! თვალები სად გაქვთ? წინ არ იყურებით? - მთელი სიბრაზით ავხედე ჩემზე არანაკლებ გაოცებულ მამაკაცს და მაშინ გავიაზრე რომ ცრემლები თავისით მოდიოდნენ და ისედაც გაურკვეველი სითხით დასველებულ ტანსაცმელს ჩემი ცრემლებიც ემატებოდნენ. -აუ ძალიან დიდი ბოდიში! მართლა ვერ შეგამჩნიე. - ოპს. ნინა, ახლა მოიცადე! ახალ გრინჩს რა ხმა ჰქონდა? მგონი სულ დამავიწყდა ჩემი მწვანე გრინჩი. ცრემლების მოსაწმენდად სველი ხელი ჩამოვისვი სახეზე და ის იყო პასუხი უნდა გამეცა, როცა ჩემი სახის ნახევარმა წვა დაიწყო და ტკივილიც ემატებოდა და ემატებოდა. ახალი გრინჩი ისევ გაოცებული და დამფრთხალი მიყურება. რბილი სათამაშოები იქვე დაყარა და ჩემსკენ მოიწია. იგივე ხელი სახისკენ წავიღე იმ იმედით, რომ ტკივილს ცოტათი შევამსუბუქებდი, - არა, მოიცადე! ხელი არ მოიკიდო! - უცბად იყვირა და ინსტინქტურად ხელის მტევანი დამიჭირა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. კიდევ უფრო მეტად გაოცებული ვუყურებდი ჩემ წითელ ხელის გულს. -ეს?... ეს... - ვლუღლუღებდი და თან ისევ წითელ სითხევ ვუყურებდი და ღმერთო, სახე ისე მტკიოდა ლაპარაკსაც ვერ ვახერხებდი. სიბრაზისგან ისე ავხურდი, მალე ალბათ თუ არ გავსკდებოდი, ახალი წლის წითელ სათამაშოდ გამოვდგებოდი. -ხელში შუშები გაქვს ალბათ და სახე ჩამოიკაწრე. მაჩვენე აბა. - გრინჩმა თმა ნაზად გადამიწია სახიდან და უსიამოვნო შეგრძნებისგან დავიჭყანე. კიდევ უფრო მეტად ამეწვა სახე და ვეცადე მიმიკა ისევ თავის ძველ მდგომარეობაში დამებრუნებინა, მაგრამ კივილი ამის საშუალებას არ მაძლევდა. - აუ მართლა დიდი ბოდიში, რა. მართლა ვერ დაგინახე. - გრინჩი ისევ თავისი არაგრინჩულად სასწაული ხმით მელაპარაკებოდა. - წამოდი, ჭრილობებს მივხედოთ. გრინჩმა ფეხზე წამომაყენა, მაღაზიის ზარალი თავისი სურვილით აანაზღაურა და ავტოსადგომისკენ დაიძრა ჩემთან ერთად. მანქანის კარი გამიღო, ღვედი დამიმაგრა და ხმებს თუ დავუჯერებ საჭესთან მოთავსდა. თვალებს მაგრად ვაჭერდი ერთმანეთს, ვცდილობდი სახის კუნთები არ მემოძრავებინა და ხელი არ წამეღო სახისკენ, მაგრამ ტკივილი იმდენად დიდი იყო, რომ ვერც ვიაზრებდი რაც ვაკეთებდი და მხოლოდ ჩემს დამსხვრეულ გრინჩზე და ტკივილზე ვფიქრობდი. მანქანიდან გადასვლაში ისევ გრინჩი დამეხმარა და ჩემს იმჟამინდელ ბუნდოვან მხედველობას თუ დავუჯერებდი, საავადმყოფოს შესასვლელისკენ მივდიოდით. -დახმარება მჭირდება! - დაიღრიალა გრინჩმა და ჩვენსკენ გამოქცეულ ექთანთან ლაპარაკი შედარებით უფრო წყნარი, შეშფოთებული ხმით გააგრძელა. - წაიქცა, შუშა გატყდა და მგონი ნამსხვრევები აქვს ჩარჩენილი ხელებში და სახეზეც ჩამოისვა. - ლაპარაკი შემძლებოდა, ვანახებდი ამას როგორც წავიქეცი. კი არ წავიქეცი, წამაქცია! ამ ორს შორის დიდი განსხვავებაა! რომ არ დამჯახებოდა ხომ წავიდოდი ჩემთვის წყნარად ჩემ გრინჩის ბურთთან ერთად სახლში. ახლა ყავის დალევისა და ნაძვის ხის ყურების ნაცვლად, საავადმყოფოში ტკივილისგან ვიკლაკნები და ჩემი გრინჩის მაგივრად, ცოცხალი მყავს გვერდით. არ ვიცი ასეთი საოცრად ჭკვიანი ექთნები საიდან მოვიდნენ, მაგრამ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ტკივილგამაყუჩებლის გარეშე შეეძლო ჩემი ჭრილობებიდან შუშის პატარა ნაწიბურების ამოღება. ინსტიქტურად მაჯაზე ისეთი სიმწრით მოვუჭირე ჩემი სუსტი ხელები, რომ მგონი მასაც ისე ეტკინა, როგორც მე ამიწვა მთელი სახე. -ტკივილგამაყუჩებელი მაინც მიეცით, ხოარ გაგიჟდით? - ღრიალებს გრინჩი და მგონი ეს ერთი რამ მაინც გააკეთა დღეს ჭკვიანურად. ნუ, კარგი საავადმყოფოც კარგი იდეა იყო. ორი გამოვიდა. გამიყუჩეს, ჭრილობები დამიმუშავეს და ბინტით შემფუთეს. თვალებიდან ძვლივს გამოვიხედე და თავისუფლად სუნთქვა შევძელი. ექიმს მადლობა გადავუხადე დახმარებისთვის და იქვე მდგომ გრინჩს გვერდი ავუარე. -ეე, ეე, მოიცადე! მადლობასაც არ მეტყვი აქ რომ მოგიყვანე? - გამომეკიდა და გვერდით ამომიდგა. -მადლობა, აი ამისთვის! - ჩემი დაბინტული ხელის მტევნით ვანიშნე ჩემ სახეზე, ნახევარზე ბინტები რომ მქონდა მიკრული. - უშენოდ მეეჭვება ეს მომეხერხებინა. და ხო, კიდევ, ჩემი დალეწილი გრინჩის ბურთისთვის, რომელსაც სხვას დიდი ალბათობით ვეღარსად ვიპოვი. -რა მწარე ხარ, გოგო. ცოტა პოზიტივი ხო შეიძლება დაინახო რაღაცაში, ასეთი უჟმური როგორ ხარ? - მეუბნება და თან ეცინება. მე კიდევ ვერ ვხვდები საერთოდ რა არის აქ სასაცილო. -რაში დავინახო პოზიტივი, დასახიჩრებულ სახეში? სერიოზულად? -აი მაგალითად, რომ არ დაგჯახებოდი მე ხომ ვერ გამიცნობდი? -ჰო, მთელი ჩემი ცხოვრება ვოცნებობდი ნამდვილ გრინჩს როდის გავიცნობდი. ძალიან სასაცილოა.- ძაან სწერვა გოგოს სახით მივუბრუნე პასუხი და საავადმყოფოს შენობიდან გამოსული მანქანებისკენ ავიღე გეზი და მეორე ნაბიჯზე გამახსენდა, რომ ჩემი მანქანა მაღაზიასთან დარჩა, გავჩერდი და უკმაყოფილო სახით მოვბრუნდი გრინჩისკენ. -მოიცადე, ახლა გრინჩი მიწოდე თუ მომესმა? - ისიც გაჩერდა, ხელები გაშალა და წარბები ისე აზიდა, თითქოს უკადრებელი რამ ვაკადრე. -არ მოგესმა. ნამდვილად გიწოდე და ნამდვილად ხარ. -კაი, რა. შემთხვევით ვინ არ დაჯახებია ვინმეს? -ხო, მასე შემთხვევით გატყდა ჩემი გრინჩის ბურთიც. -სათამაშოს გულისთვის მებღვირები? - წამში გადაეწმინდა სახე და გაეღიმა, - სუ ახალს გიშოვი და გაჩუქებ, ოღონდ ერთხელ გაიღიმე რა. -ჯერ ჩემი გრინჩი დამიბრუნე და და მერე ნახევარი სახით შეიძლება ვცადო გაღიმება. სახის მეორე ნახევარი ერთმა გრინჩმა დამიპარალიზა. -ვა, ცოტა ხუმრობაც შეგვძლებია. წამოდი, სახლამდე მიგაცილებ, ტაქსით ხომ არ გაგიშვებ თითქმის ნაოპერაციები სახით. - გრინჩი მგონი ისევ დამცინის. -არა, მადლობა. მირჩევნია რაც დავრჩი ის მივიდე სახლში, ვიდრე კიდევ ნაწილებად დამშალო. -ვა, უკვე ასე გავთამამდით? არ არის პრობლემა. სიამოვნებით დაგშლი ნაწილებად, ოღონდ მანქანაში დიდად არ მხიბლავს. - ისევ ის არაგრინჩული, აფერისტნარევი ღიმილი სექსუალურად მეჩხირება თვალში და წამში ვიაზრებ ჩემი ნათქვამი როგორ გადაითარგმნა მის ტვინში და ცეცხლი მეკიდება სახეზე. -ჩვეულებრივი გრინჩი კიარა, თავხედი გრინჩი ყოფილხარ! - კბილებში ვცრი წინადადებას და გზისკენ ვდგავ ნაბიჯს ტაქსის გასაჩერებლად. -უი, უკეთესს გეტყვი, თავხედთან ერთად, იდიოტი გრინჩიც ვყოფილვარ. - სწრაფად ამბობს და უცბად მწევს ჰაერში. - ნუ ფართხალებ, დამივარდები და კიდე მე დამაბრალებ მერე. -დამსვი, იდიოტო! -ნუ ფართხალებ მეთქი. ხელი არ გაუშვია, სანამ მანქანაში არ ჩამტენა. საჭეს მიუჯდა და გასარები გადაატრიალა. -სად ცხოვრობ? -არსად. საიდანაც წამომიყვანე იქ დამტოვე. -ისევ მაღაზიაში დაგაბრუნო? სერიოზულად? მერე სხვაც რომ დაგეჯახოს? -იდიოტო, მანქანასთან მიმიყვანე და ჩემით დავბრუნდები სახლში. -ვა, მანქანაც გვყავს დაჟე? - ჩაეცინა და თავი გააქნია. - ვწუხვარ, მაგრამ ხვალ მოგიწევს მანქანისთვის გამოსვლა. გამაყუჩებლებით ხარ გაბრუებული და საჭესთან დაჯდომა არ შეიძლება. სად ცხოვრობ? -არაუშავრს, არაფერი მომივა. მანქანამდე მიმიყვანე. ვერ ვიტან მანქანის სხვაგან დატოვებას. - ტვინში სისხლი მაწვებოდა იმის წარმოდგენაზე, რომ მანქანა სადღაც პარკინგზე უნდა დამეტოვებინა. ვერ ვიტან ჩემი ნივთებიც მიტოვებას და მანქანისას მით უმეტეს. ჩემი ადამიანია ჩემი მანქანა! -კარგი. ოღონდ საჭესთან მე დავჯდები და მე მიგიყვან. ასეთ მდგომარეობაში ვერ მოგცემ მარტო წასვლის უფლებას. - დიდი პასუხისმგებლით მეუბნება და მანქანა დაძრა. -დანაშაულის გრძნობამ ხოარ შემოგიტია? - ვეუბნები და თან მეცინება. -შეიძლება იდიოტი ვარ, მაგრამ არც ისეთი რომ საჭესთან თავის მოსაკლავად გაგიშვა. ბოლო ბოლო თვით დიადმა გრინჩმაც კი ვერ გაიმეტა ბავშვი და დაეხმარა. -ჰო, ეგეც მართალია. მაგრამ არ დავივიწყებ ჩემი გრინჩი რომ გატეხე. თავისი მანქანა მაღაზიის წინ გააჩერა. გაპროტესტების გარეშე გავუწოდე ჩემი მანქანის გასაღები და მძღოლის გვერდით მოვთავსდი. -მთლიანად ჭრილობებით ხარ დაფარული და შენ მაინც იმ გრინჩის რაღაცას მისტირი? - დიდხნიანი დუმილის შემდეგ ისევ გრინჩმა დაიწყო საუბარი. -ეგეთი ბურთი არ შემხვედრია არასდროს. მე კიდევ ძალიან მიყვარს სათამაშოს ბურთები და გული მართლა ძალიან დამწყდა. -თუ შევხვდები აუცილებლად აგინაზღაურებ. - წინადადებას თავისი არაგრინჩული ღიმილიც დაამატა და შემდეგ ისევ ლაპარაკი გააგრძელა, - ხომ არ გტკივა? -არა, ჯერ ისევ გაბრუებული ვარ გამაყუჩებლით. -ჭრილობა სუფთა გაქვს და გაბრუება რომ გადაგივლის, წესით არც მერე გეტკინება, უბრალოდ ცოტა ქავილს იგრძნობ. - ძალიან სერიოზული სახით დამარიგა და ცოტახანში სასწაულად გაეცინა. ვერ მივხვდი რა აცინებდა და გაშტერებული მზერით ვუყურებდი საჭესთან მჯდომ გაცინებულ გრინჩს. - უბრალოდ, ერთხელ ჩემს ბიძაშვილს დავეჯახე მანქანით და წარბის ღერის კი არ ჩამოვარდნია და რას წარმოვიდგენდი ადამიანს ფეხით თუ დავეჯახებოდი და საავადმყოფოში გავაქანებდი. - ლაპარაკი დაასრულა და ისევ გულიანად გაეცინა. -ახალ წელს ახალი სახით შევხვდები, - მის სიცილზე მეც მეცინებოდა. -ჰო, ყველაფერს აქვს რაღაც დადებითი. - გაიმეორა ისევ ის თავისი საფირმო ფრაზა და სანამ ამის მტკიცებას დაიწყებდა მანამ დავეთანხმე. -ხო, კარგი. გნებდები. ყველაფერს აქვს რაღაც დადებითი. სიცილით და ლაპარაკით მივედით ჩემ კორპუსამდე. მანქანა ჩაკეტა და გასაღები გადმომაბარა. -მადლობა, მართლა. შენ ადგილას ზოგი ბოდიშსაც არ მომიხდიდა და ბევრი დახმარებასაც არ შემომთავაზებდა. - გაბრაზებამ ცოტა გადამიარა და ვუთხარი მართლა ის რასაც ვფიქრობდი საღი აზროვნებით და მერე სიცილით დავამატე, - მაგრამ გრინჩის გატეხილ გრინჩს არ დავივიწყებ. -ბოლოს რომ არ წაუმწარო ისე არ შეგიძლია, ხო? - მასაც გაეცინა და ხელები კურტკის ჯიბეებში ჩაიწყო. -ჰო, მართლა, ნინა, - ვუთხარი ჩემი სახელი და მთელი, უბინტო ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად. -სასიამოვნოა, ნინა. მე - გრინჩი. ჩემთვისაც სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. - მითხრა თავისი არაგრინჩული ღიმილით და ხელი ჩამომართვა. -ბედნიერ ახალ წელს გისურვებ, გრინჩ. -შენც ასევე, ნინა. გრინჩი ეზოში დავტოვე და ბინის კიბეებისკენ წავედი. მან ალბათ ტაქსი გააჩერა და მანქანასთან დაბრუნდა. -ნინა, რა გჭირს? - მისაღებში შესულს დედაჩემი მომვარდა შეშფოთებული სახით და მგონი დროულად მოვახერხე მისგან ცოტა შორს გაწევა, თორემ ალბათ ის ტკივილი მონაგონი იქნებოდა. -კარგი, დედა. ნუ ქოთქოთებ. ხედავ? მთელი ვარ და დავდივარ. კარგად ვარ. ურალოდ მაღაზიაში ვიღაც დამეჯახა. - სწრაფად მივაყარე დედაჩემს და ჩემი ძმის ხარხარიც გავიგე. -ვა, ჩემმა დამ მგონი რაზბორკა მოაწყო. -რით ვერ გაიზარდე ამხელა აყლაყუდა? - გავხედე გაბრაზებული მზერით. ამ ბიჭს მხოლოდ სიმაღლე ემატება და ტვინი პირიქით - აკლდება. -კი, მაგრამ ასე როგორ დაგეჯახა? რაღაცას მატყუებ, ნინა! -გეფიცები, მართლა დამეჯახა. წავიქეცი და შუშის ნამსხვრევებში ამოვყავი თავი. მერე ნამუსმა შეაწუხა და საავადმყოფოში წამიყვანა. ვსო, მორჩა კინო. - ვცდილობდი თან რომ გამცინებოდა და ისე მელაპარაკა. ისე რა დაამშვიდებდა დედას. -ხელი მოტეხილი გაქვს? - მანიშნა ჩემმა ძმამ შეხვეული მტევნისკენ. -არა, ხელის გულიც დასერილი მაქვს. ურალოდ ჭრილობებია დამუშავებული და ბინტები მაგიტომ მაქვს. ნაკერები არ მაქვს. - ჩემ ძმას ლეპტოპი ავაცალე მუხლებიდან, კალთაში ჩავუხტი და დედას გავხედე ზუსტად ისე, როცა რაღაც ძალიან მინდა და ვცდილობ თავი შევაცოდო. - დე, ყავა დამისხი რა. - დედაც ნათვამი არ მქონდა სამზარეულოსკენ რომ გაიქცა და თან დავაყოლე, - აუ, და მშიაა. პირველი დეკემბრის თვე იყო და ზოგადად პირველი საყიდლებზე გასვლა, როცა სახლში ნაყიდი ნივთების ნაცვლად, ხელცარიელი, ბინტებით დავბრუნდი. ამას ალბათ ყოველ ახალ წელს გავიხსენებ ხოლმე მომავალში. ან უარეს შემთხვევაში ჩემი ძმა, ნატა და მთელი სამეგობრო მთელი წელი მომაძახებენ ამას. -რა ქენი, აბა? რა იყიდე ჩამოჩოთქე, - ჩამყვირა ნატამ მობილურში და სანამ გისმენთქო ვუპასუხებდი, მანამდე ჩემი ნავაჭრი მოიკითხა. დავიფიცებ ეკრანს უყურებდა, როდის ვუპასუხებდი რომ ლაპარაკი ჩემ მაგივრად დაეწყო. -ახალი სახე ვიყიდე და კიდევ ხელი. ბინტებითაც შემიფუთეს. - ვუთხარი სიცილით და კამერა ჩავრთე. - ეკრანს დახედე და კამერა ჩართე შენც. -ეს რაარის, გოგო? რა გჭირს? - უცბად წამოიკივლა და კამერა ჩართო. შეშფოთებული და გაოცებული ნატა მიმზერდა ეკრანიდან. მასაც მოკლედ მოვუყევი რაც მოხდა და გრინჩიც „გავაცანი“ ორიოდე სიტყვით. -ეგ ბიჭი მგონი შენი საბედოა. სიმპატიური იყო? - მეუბნება ნატა 2 წუთის ფიქრის შემდეგ. -ნატა, ამდენი ლაპარაკიდან მხოლოდ ეგ გაიგე? -გავიგე რომ ახლა კარგად ხარ და არაფერი გიყიდია. ახლა ის მაინტერესებს რაც არ გითქვამს, როგორი იყო გრინჩი? -ნატა, ვერ გიტან! -მეც მიყავრხარ. ჰე, მიპასუხე ახლა. -რავიცი, არაუშავდა რა. გრინჩის გარეგნობა ნამდვილად არ აქვს. - ვუპასუხე მეც ჩაფიქრებულმა და თან თვალწინ მედგა მისი ღიმილი. -ისე ჩაგეღიმა, უეჭველი კარგი ვინმე იყო, - ჩაეცინა ნატასაც. ეს გოგო გაჭრილი ვაშლივით მიცნობს. -ჰო, რა. -მთავარია შენი მისამართი იცის. რა იცი, იქნებ შენი მწვანე გრინჩი ვერ იშოვოს და თავისი თავი შეგიფუთოს, - ნატას ბოროტული ხითხითიც გაისმა. -ნატაა! გავთიშავ ახლა, - ვებუზღუნები გაბრაზებული და ისიც თემას ცვლის. ცოტა კიდევ ვილაპარაკეთ, განვიხილეთ ახალი წლის ჯერ კიდევ სავარაუდო გეგმები და გადავწყვიტეთ, რომ ახალ წელს ბაკურიანში შეხვედრა კარგი არჩევანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ახალ წელს სახლში ყოფნა მიყვარს, სადაც ჩემი სახლის ყოველი კუთხე საახალწლო განწყობას ქმნის და მოწყენის საშუალებას არ იძლევა, მაინც დავთანხმდი ნატას. წლებია მეგობრები ერთად ხვდებიან ახალ წელს, მე კიდევ მხოლოდ 12 საათის შემდეგ ვუერთდები ხოლმე, ან საერთოდ მეორე დღეს ქალაქგარეთ და ჯანდაბას, ამ ახალ წელს ჩემ პრინციპებს დავთმობ. რატომ არ ვიცი. უბრალოდ მომბეზრდა უჩემოდ გატარებული დროის მოსმენა და ამჯერად მეც ამის ნაწილი ვიქნები. -დავიშალეთ ახლა, დილით სამსახურში მივდივართ. ძილინების და ძილის წინ სიმპატიურ გრინჩზე იფიქრე, - მითხრა ნატამ და იქამდე გათიშა ჩატი, სანამ მის ნათქვამს გადავხარშავდი და ყვირილს დავიწყებდი. არა, რას ვერჩოდი ნატას. მართალი იყო ეს გოგო, გაბრაზება რაც უფრო გადამდიოდა, მით უფრო მეტად ვხვდებოდი, რომ გრინჩი მომწონდა. სერიოზულად არა, უბრალოდ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა და სასიამოვნოდ მახსენდებოდა მისი ხმა ღიმილთან ერთად. თვალებს რამდენჯერაც დავხუჭავდი იმდენჯერვე მისი სახე მედგა ცხადად წინ. ბოლოს ისევ ნატას დანაპირები ასრულდა - გრინჩზე ფიქრში ჩამეძინა. სამუშაო დღეებში განსაკუთრებით გადატვირთული გრაფიკის გამო მკვდარივით ვარ ხოლმე და იმდენად ვერ ვიცლი, რომ მეგობრებს თითქმის ვერასდროს ველაპარაკები, მათთან ერთად დროის გატარებაზე რომ ხმა არ ამოვიღო. საღამოობით ყველა რომ დასაძინებლად წვება, უბრალოდ ნაძვის ხის განათებებს ვრთავ, ჭიქა ყავას ან ზოგჯერ ტკბილ წითელ ღვინოს ვწრუპავ, რომანტიული გარემოთი ვტკბები და დასაძინებლად ვწვები ხოლმე. მომდევნო შაბათ დღეს ვეცადე, რომ ტრადიცია არ დამრღვეოდა და დილიდანვე გავედი მაღაზიებში. როგორც ყოველთვის, შესასვლელიდან ჩავრთე ყურსასმენებში საახალწლო კრებული და შედარებით უფრო დიდ და შევსებულ დახლებს შევესიე. პირდაპირი მნიშვნელობით - შევესიე. ამჯერად, საახალწლო სუფრისთვის ვიზრუნე და წინა წელს დაწყებული ახალი წლის ჭურჭელს კიდევ ახალი ნივთებიც დავამატე, დედას საჩუქარიც შევარჩიე და სალაროსთან მივედი. ჩემი მწვანიანის ბურთი ვეღარსად ვიპოვე. მგონი ყველა თაროს კუთხე-კუნჭული შევამოწმე. და არც არავინ დამჯახებია დახლთან. -რა ქენი დე, ახლა ვინ დაგეჯახა? - სიცილით დამხვდა დედა სახლში. -კარგი რა, დედა. დედა ხარ თუ მეზობელი? ჯერ ესეც კი არ მომშუშებია ბოლომდე, დავდივარ სახეზე წითელი ზოლებით, - ვუპასუხე მეც სიცილით და პარკები სავარძელში ჩავალაგე. მართალია ღია ჭრილობები აღარ მქონდა და მოშუშების გზაზე იდგა სახეც და ხელიც, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი დრო იყო საჭირო იარების გასაქრობად. - გეხვეწები ყავა დამისხი, რა. და მერე შეგიძლია დაათვალიერო. -რა ლამაზებია, ნინა! - აღფრთოვანებული ხმით მეუბნება დედა და თან პარკებში ქექვას აგრძელებდა. -ხო, ხო კარგად გაქექე, იქნებ სადმე საჩუქრებიც იპოვო, - მისაღებში შემოსულმა მამამ დედას სიცილით მოეხვია, თავზე გვაკოცა ორივეს და დიდი გამოცდილი ოჯახის კაცივით გადაათვალიერა ნივთები. -ყოჩაღ, ნინა. ასე როგორ დაემსგავსე დედაშენს გემოვნებაში? -რომ მაკეთებდი გეფიქრა და დაგემსგავსებოდი შენ და არა - დედას. - ვუპასუხე მეც სიცილით. მე და დედას ერთნაირი გემოვნება გვაქვს და ერთნაირად გვიყვარს დეკემბრის თვე, იმ განსხვავებით, რომ მე ცარიელი ნაძვის ხე და ნათურები მომწონს, ხოლო დედას სავსე და მის ფერებშიც ვერ ვთანხმდებით. -სათამაშოებს როდის აღირსებ? - მეუბნება დედა და თავით ხისკენ მანიშნებს. -იქით შაბათს. დღეს ზედმეტი მომივა, - მეც ვპასუხობ სიცილით. არადა კარგად იცის, როგორ მეზარება და ცარიელი ნაძვის ხის ყურება მირჩევნია. უცბად თემა შევცვალე და დაველოდე როდის იყვირებდა, - ამ ახალ წელს მეც მივდივარ ბავშვებთან ერთად, მგონი ბაკურიანში. -როგორც შენ გინდა, დე. – 2 წუთიანი დუმილის შემდეგ მიპასუხა და მამას გადახედა, რომელიც თვალებით დაეთანხმა. -რატომ არ მეწინააღმდეგებით, მშვიდობა გვაქვს ოჯახში? - ვიკითხე ცოტა შეშინებულმა. სხვაგან დარჩენის პრობლემა ზოგადად არ მაქვს, მაგრამ ახალ წელს ოჯახის ტრადიციას ვარღვევდი. -ვაჩესაც უნდოდა წასვლა და თავს იკავებდა. მგონი დროა შევეგუოთ, რომ გაიზარდეთ და ამდენი წლის შემდეგ ერთი ახალი წელი ჩვენც მარტოებმა გავატაროთ. - მიპასუხა მამამ და დედას გახედა, - რას იტყვი, ცოლო, მესამეზეც ხომ არ გვეზრუნა? ესენი უკვე გაიზარდნენ, აღარც დედა უნდათ და აღარც მამა. -დაფიქრდებოდა კაცი, - დედაც სიცილით დაეთანხმა და ნიშნისმოგებით გადახედა ქმარს. მგონი რაღაცას მაიმუნობენ ესენი და ჩვენ არ გვეუბნებიან მეთქი გავიფიქრე და იქაურობას გავეცალე. კვირა დღე მთლიანად მეგობრებს დავუთმე და დაზუსტებით გადაწყდა ბაკურიანის ამბავი. 15 დეკემბერს, თვის მესამე შაბათ დღეს უკვე დრო იყო ნაძვის ხის მორთვაზე მეზრუნა სანამ ამას დედა ითავებდა და მერე ჩხუბს დავიწყებდით. მისთვის მთავარია ნაძვის ხის ტოტები არ ჩანდეს, ხოლო ჩემთვის საერთო ჯამში როგორ უნდა გამოიყურებოდეს ახალი წლის სიამაყე. ზამთრის ჩემი თხელი საღამურები რუტინულად, თბილი, ფუმფულათი შევცვალე, რომელსაც წესისამებრ საწოლში არასდროს ვიყენებ. ალბათ ბევრი დამეთანხმება რამდენად კომფორტულია ზამთარში თბილი საღამურებით სახლში ბორიალი. ასე თითქოს უფრო ვისვენებ და თავს განტვირთვის საშუალებას ვაძლევ. ნაძვის ხის სათამაშოების 3 ყუთი გამოვიტანე საკუჭნაოდან. სამივე გავხსენი და ფერების მიხედვით დაკომპლექტებულს დავაშტერდი. 3 წელი ჩემი ახირებით მხოლოდ წითელი ბურთები გვქონდა, ოქროსფერებით ან უბრალოდ წითელი. ახლა კი გადავწყვიტე, რომ დედასთვის ბოლომდე მესიამოვნებინა და ვერცხლისფერებით მომერთო. ალაგ-ალაგ სხვებსაც გავურევდი. 31 დეკემბერს მე მაინც ვერ დავინახავდი, სამაგიეროდ დედა ბედნიერი იქნებოდა. ნაძვის ხის მორთვას მოვრჩი თუ არა, დაბარებულივით ნატამ შემოაღო კარები და ჩვეული ქოთქოთით შემოვარდა სახლში. ჯერ ოთახს მოავლო თვალი, მერე ნაძვის ხისკენ გაუშტერდა მზერა. -შენი წითელა გალურჯდა? - მკითხა ბურთებზე. -ჰო, რავი. შარშან წითელი იყო, იმის წინაც წითელი. წელსაც ვაპირებდი, მაგრამ რადგან აქ არ ვიქნები, გადავიფიქრე. -იმდენი რამე აქვს შეყრილი ზედ, წიწვები აღარ ჩანს. - თან დამცინა, ვინ იცის მერამდენედ ვისმენ ამ ფრაზას და თან ტუჩის ცალი კუთხე ჩატეხა. ამას მხოლოდ მაშინ აკეთებს, როცა რაღაც მოსწონს, მაგრამ ხმამაღლა აღიარება არ უნდა. -ჯერ სად ხარ, 1-2 წელში მეც ჩამომკიდებს მაგ ხეზე, - აყვა ვაჩეც. -ნუ ხარ მწარე, ნატაშკა! ხომ მაინც მოგწონს, მე ნუ მშხამავ. - ჰაერში კოცნა გავუგზავნე, სააბაზანოდან ახალ გამოსულ ვაჩეს გვერდი ავუარე და სამზარეულოში გავედი. - ყავა ხო გინდა? -ღმერთო, კი! - ნატას მობეზრებულ კითხვა-პასუხზე გამეცინა და ყავის აპარატისკენ შევბრუნდი. - ნიინ? -პირდაპირ მითხარი რა გინდა, შენებურები არ დაწყო, - ვუპასუხე სიცილით. ასე მხოლოდ მაშინ მეძახის, როცა რაღაც ისეთი უნდა, რაც დიდად არ გამახარებს. -შენი სიმპატიური გრინჩი არ გამოჩენილა? - მეკითხება ყავის ფინჯანს ამოფარებული, ისე თითქოს ეს პატარა ნივთი უშველის და თან შავი სითხის სურნელით იჟღინთება. -რამდენი ვინმეს დაეჯახება, იმდენს ხომ არ აეკიდება? - უკვე შევეგუე იმ ფაქტს, რომ შემთხვევითობა იყო და ნატას გასაკვირად წყნარად ვპასუხობ. -მაგრამ ყველა ნინა ხომ არ იქნება? -თუ შემხვდება აუცილებლად ვეტყვი, ორი წუთით დაქალს ვეტყვი რომ გამოჩნდი მეთქი, გადმოგირეკავ და მერე მივესალმები ბატონ გრინჩს. - ვუპასუხე სიცილით და ყავის ჭიქა მოვიყუდე. - ისე, მართლა. დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი კიდევ ერთხელ, ბინტების გარეშე. -არაფერია შენი საშველი, - ხელი აიქნია ნატამ და თემა ისევ ბაკურიანით შეცვალა. მომდევნო დღეს მობილურის ზარმა გამაღვძა. არც დამიხედავს ეკრანისთვის ისე დავიღრიალე პასუხის მაგივრად. -კვირაა! -ოო, საღამოს ადრე დაიძინე და ისე გამოიძინებ. ადექი ჩაიცვი, საბადურში მივდივართ. ნახევარ საათში გამოგივლით. ჰო, მართლა, თოვლია და ყინავს, შენ რომ გჩვევია მოკლემკლავიანებით არ წამოხვიდე, - ჩამძახა ნატამ ყურში და სანამ უარით გავისტუმრებდი მანამდე გათიშა. ყველაფერს მივცემდი, ოღონდ არავის გავეღვიძებინე, მაგრამ ბედი ხომ გინდა. ეს ერთი დღე მაქვს დასაძინებლად და ამასაც არ მაცდიან. მაგრამ ეს ერთი დღე მაქვს ასევე მეგობრებისთვის. ძილიც მინდა, მაგრამ მეგობრებთან ერთად დროის გატარება უფრო მინდა. ნუ კარგი, შაბათი დღეც მაქვს, მაგრამ კვირა ხომ კვირაა! ბუზღუნით ავდექი, ჯერ ყავა დავისხი, მერე სააბაზანოსაც ვესტუმრე და ბოლოს კარადიდან ჩემი ყველაზე თბილი ტანსაცმელი ტანსაცმელი გადმოვიღე რაც კი მეგულებოდა. ზუსტად ჩავეტიე ნახევარ საათში და ზუსტად ამ დროს დამირეკეს მოვედით და ჩამოდიო. ყველაზე გამორჩეული რამ რაც კი ჩემ მეგობრებს საერთო ჯამში ახასიათებთ ეს დროის ზუსტი აღქმაა. არასდროს აგვიანებენ 10 წუთზე მეტს, ისიც განსაკუთრებულ სიტუაციებში და ადრე თუ ასრულებენ რაღაცას, არასდროს წუწუნებენ, ლოდინი გვიწევსო. მიყვარს ასეთი ხალხი. -ვა, ნინას ცოტა თბილი ტანსაცმელიც ჰქონია კარადაში, - საჭესთან მჯდომი ლაშა სარკიდან მიყურებდა და მის გვერდით მჯდომმა ნატამაც გამოიხედა უკან. -რა ცოტა თბილი. გოგო, ყელიანი ზედა არ გაქვს კარადაში? გაიყინები, გაცივდები და მერე ჩვენ დაგვაბრალებ! - კომბოსტოსავით შეფუთული ნატა ხომ ყველას ძიძაა. -რა ყელიანი ნატა ნუ გამაგიჟე. რაც ყველაზე თბილი მეგულებოდა ყველაფერი მაცვია. სად გინახავს ჩემ კარადაში ყელიანი რამე. -ყველაფერი მაცვიაში ერთი თბილი ზედა და ჯინსები იგულისხმება? - ნატა ისევ ფხუკუნს აგრძელებდა, ლაშამ ტყუპების კორპუსისკენ აიღო მიმართულება და მეც თემა შევცვალე. -ტყუპების გარდა სხვა არავინ მოდის? -ყველა მოდის, იმათ კორპუსთან გველოდებიან ლუკას მანქანით და ერთად დავიძვრებით. - ხო მართლა, ყველაში 9 კაცი იგულისხმება, ჩემი ჩათვლით. -აბა გვიგუნდავია და გვიგულავია. -მააშ, სუ გუნდავია სუ გულავია, - სიცილით მიპასუხა ლაშიკომაც. ტყუპების კორპუსთან შევიკრიბეთ ცხრავე. მრავლესობა კლასელები ვართ, ერთი-ორი ერთმანეთის მეგობრები, მაგრამ ერთმანეთს კარგად ვუგებთ და თითქმის ყოველთვის ერთად ვართ ყველა. ასე ჯობია, ვიდრე არჩევანი გვქონდეს გასაკეთებელი დღეს რომელ მეგობართან გავატაროთ დრო და ხვალ რომელთან. ტყუპები სანდრო და ანი არიან. ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით გვანან გარეგნულადაც და ხასიათითაც. ხმაც კი ერთმანეთის მსგავსი აქვთ. ერთი სქესისები რომ ყოფილიყვნენ ალბათ დედაც კი ვერ გაარჩევდა ერთმანეთისგან. ორივეს უყვარს ტექნიკა, მაგრამ ყოველთვის ერთმანეთს აკრიტიკებენ და ერთმანეთის გაკეთებული საქმე არასდროს მოსწონთ. ორივე ჭკუას კარგავს სურათებზე და სანდრომ დაიჟინა ანი ისეთ სურათებს ვერასდროს გადამიღებს მე როგორიც მინდაო. ბოლოს ანის იმდენად აევსო მოთმინების ფიალა, რომ პარიკთან ერთად სანდროს სტილისტს მიაკითხა ჩემი ძმისნაირად შემაჭერით ეს პარიკი თავზეო. -მოდი და გადამიღე ახლა სურათები და დაიდე სადაც გინდა, ვითომ შენ ხარ, - გაბრაზებულმა ანიმ შემოაღო კარები და დოინჯრემორტყმული გაშეშდა შემოსასვლელში, ზუსტად ისე, როგორც სანდრომ იცის ხოლმე. სანდროს თვალები შუბლზე აუვიდა, ანის უყრუებდა და ვერ იჯერებდა, რომ ანიმ წელამდე თმა ამის გამო შეიჭრა. დანარჩენები ხან ერთ ტყუპს მივჩერებოდით და ხან მეორეს. ბოლოს ისევ სანდროს აუტყდა ფხუკუნი. -ჩემო სიცოცხლე, ჩემ სიცოცხლეს გაფიცებ, ასე მოგაბეზრე თავი, რომ ჩემ გამო თმები მოიჭერი? - სანდრო სიცილს ვეღარ იკავებდა და სიცილისგან წელშიმოხრილი მიღოღავდა ანისკენ ჩასახუტებლად. -შენმა მზემ! პარიკია და სანამ მომძვრა წავედით სურათების გადასაღებად. ტყუპები რომ არ გვყავდეს ალბათ მოწყენილობისგან გავგიჟდებოდით. საბადურამდე ისე მხიარულად გავიარეთ მთელი გზა, რომ რომც არ გავჩერებულიყავით და უკან გამოვბრუნებულიყავით, მაინც ბედნიერი კვირა დღე გამოვიდოდა. ჯერ ჩვენ გავაჩერეთ მანქანა და ჩვენ უკან ლუკამ. ნატამ უჩემოდ არ გააღოთ მანქანის კარები დამიბერავს და გავცივდებიო და ველოდებოდით როდის აისხავდა თავის გუდა-ნაბადს. ამ გოგოს მართლა იმდენი აცვია ხოლმე, რომ იმუნიტეტს ორგანიზმი ვერ იმუშავებს და სული რომ შეუბერო, სიცხე აუწევს. მანქანის კარები გავაღე თუ არა, თავში დიდი გვარიანი გუნდა მომხვდა. ჩემი აუტანელი ხასიათიდან გამომდინარე, ყველა და ალბათ მეც, ველოდებოდით რომ ავფეთქდებოდი და ყვირილს დავიწყებდი, მაგრამ ორწამიანი გაშეშებული დგომის შემდეგ უკან მივბრუნდი. -ახლა გამასწარი! - ხეებთან მდგომ ლუკას სახეზე ეწერა, ვინც ისროლა და მისკენ გავიქეცი და ზედ შევახტი. ალბათ არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ ორივე თოვლში გავიშხლართეთ. - ბარი-ბარში ვართ, - ვუთხარი და ხელის მარტივი მოძრაობით ერთი მუჭა ჩავუყარე კისერში და სიცივისკან შეშლმა გვერდით გადამაგდო. -თავში მაინც მოგარტყი და შენ კისერსი გამიშეშე, არანორმალურო! - სიცილით მითხრა ლუკამ და თან ხელთატმანიდან ამოყოფილი ხელით კსიერს იზელდა. -არანორმალური ახლა ნახე, - ლუკას ვუყურებდი და უცბად ხელებში კარგად შეკრულ გუნდას ვათამაშებდი. უცბად მოვიხედე და პირველი ვინც თვალში მომხვდა იმას ვესროლე. ნატას გავარტყი. მერე ტყუპმაც თავის ტყუპს ესროლა და ბოლოს ვინ ვის ვუმიზნებდით ჩვენც ვეღარ ვხვდებოდით. -აუ ანი, გაიხადე ეგ კურტკა და ჩემი ჩაიცვი, - სანდრომ დაიწყო ისევ ბუზღუნი და შუა ტყეში და საყინულეში თავისი ხელით გახადა ანის ქურთუკი. - ჩემი ქუდიც დაიფარე, თმები დამალე, ვითომ მე ხარ, - ტყუპების საცოდაობაზე ყველამ გადავიხარხარეთ. უკვე ყველამ ვიცოდით რაც ხდებოდა. სანდრო თავის თავს სურათებს უმზადებდა ანის მონაწილეობით. - ასე, რა! ძვლივს წესიერი სურათი მეღირსა. ამას პროფილზე დავდებ. - გაიჯგიმა ცალი ტყუპი და ნერვებმოშლილ დას ქურთუკი დაუბრუნა. -მორჩით? -კი, ვსო. -ანუ შეგვიძლია დავბრუნდეთ და გავშრეთ ხო? - თავის დაზღვევის მიზნით აზუსტებენ მანქანის მძღოლები ლუკა და მიშო. -კი, წავედით. ბიჭები მანქანისკენ დაიძრნენ. მეც მივყევი, ნატას ჩავუარე გვერდი და მეორე ნაბიჯზე ისევ უკან მივტრიალდი. ნატა ისევ იმ პოზიციაში იდგა გაშეშებული და ოდნავ მოშორებით ხალხს შესჩერებოდა. -რა ხდება, ნატ? -შორსმხედველი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ის ციფსფერქურთუკიანი ტიპი ზედმეტად სიმპატიურია. - ნატას გაშვერილ თითს გავაყოლე თვალი. ორი ბიჭი ერთმანეთს ეჯიბრებოდა გუნდას რომელი მოარტყავდა ხეს. ცანცარები. -ჰო, თან შენნაირი ცანცარები არიან და კარგად გაუგებთ ერთმანეთს. -ნუ მეკაიფები. მეორე ცანცარას შენ დაგითმობ, იმას შავი რომელსაც აცვია. მერე ძმაკაცების ცოლები რო ვიქნებით ქმრები ერთის სახლში გავყაროთ ხოლმე ბავშვებთან ერთად და ჩვენ მეორის სახლში ვიგულაოთ. - ეს გოგო გიჟია გეფიცებით! ბიჭს თვალი მოკრა და უკვე შვილებზეც იფიქრა. მართლა რომ მოეწონება ვინმე მერე რას იზამს, ფიქრიც არ მინდა. -ნატა, ხო ხედავ ისე ცივა, მაგხელა ქუდშიც კი გაგეყინა ეგ ტვინი. წამოდი გამოადგი ფეხი. -ოო, ნინა, კარგი რა! შეხედე! - მისი დაჟინებული თხოვნა შევასრულე და ბიჭებისკენ გავიხედე, თვალები ოდნავ დავაწვრილე და შავქურთუკიანის სახე დავლანდე. -ნატ. -რა ნატ, ნინა. კარგად შეხედე, ხო სიმპატიურია ცისფრიანი? -ნატ, გრინჩი. -რა გრინჩი? -გრინჩი. -მოიცადე, ჩემი ცისფერქურთუკიანი შენი გრინჩია? - ბიჭებისთვის თვალი არ მომიშორებია, მაგრამ წლების დაქალობიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცი, რომ ნატა პირდაღებული და თვალებგაფართოებული, გაოცებული მიყურებდა. -არა, შტერო. მეორე, შავიანი. -ჰუუჰ, ამოვისუნთქე! - მის ხმაში მგონი მართლა ერია დიდი შვება. - მოიცადე, ანუ შენი გრინჩი მართლა არსებობს. -ნატა, რა სისულელეებს მელაპარაკები. - მთელი ცანით მოვტრიალდი დაქალისკენ და ბიჭებს ზურგი ვაქციე. -მიდი გამოელაპარაკე ბატონ გრინჩს. -ნატა, მგონი მართლა გაგეყინა ეგ ტვინი. წამოდი, მივდივართ. -მოიცადე, მგონი შენმა გრინჩმა დაგვინახა და აქეთ მოდის, - სიცილით მითხრა ნატამ. -ვაიმე, ნატა, მოგკლავ, გეფიცები! წამოდი, გამოადგი ფეხი. -მართლა გეუბნები. ჩემი ცისფრიანიც მოყვება. -ხალხო, აქ დაგტოვოთ თუ წამოხვალთ? - გზისპირიდან იღრიალა ლუკამ. -ნატა არ მომყვება. - მეც ვუღრიალე ლუკას და ნატას დავქაჩე. -ნინ, სერიოზულად, მიიხედე უკან. - ნატას გასაჩუმებლად ავტომატურად მივბრუნდი უკან. ღმერთო ახლა მიშველე. გრინჩი თავის ძმაკაცთან ერთად უკვე 2 ნაბიჯის მოშორებით იყვნენ ჩვენგან. -გამარჯობა, ნინა. - თავისი სასწაული ღიმილით მოგვესალმა და ღმერთო, მართლა რა სასწაული ხმა აქვს! -გამარჯობა. -სახე გაგმთელებია. -ჰო, თითქმის. -ეს ნიკუშაა, ჩემი ძმა. - გრინჩმა აშკარად ნატას შეხედა და ისე გაგვაცნო ძმა. -ნატა, ნინას დაქალი, მიხარია თქვენი გაცნობა, - თვალებგაბრწყინებულმა ნატამ ხმის ამოღებაც არ დამაცადა ისე გაეცნო ბიჭებს და სააშკარაოზე გამოიტანა ის ფაქტი, რომ გრინჩზე ინფორმაციას ფლობდა. ამ უკანასკნელს მთელ სახეზე აერეკლა თავისი ნასიამოვნები თვალები. ნიკუშამაც მზერა ძმისკენ და მერე მოგვესალმა. -შენ ის ხარ ხო, დათუნა რომ დაგეჯახა, დაგასისხლიანა და საავადმყოფოში გარბენინა? - მხიარული ხმით იხსენებდა ნიკუშა და ჰოი საოცრებავ! ჩვენ გრინჩს თურმე დათუნა ქვია! მადლობა ნიკუშას. -კი, ეგ ვარ. - ვუპასუხე მეც სიცილით. -მართლა ისეთი ლამაზი ყოფილა როგორიც აღწერე. ყოჩაღ ძმაო! - ნიკუშამ სიცილით ძმა გაყიდა. იმდენად დავიბენი, რომ დათუნას წესიერად ვერ ვუყურებდი თვალებში და რა უნდა მეთქვა იმასაც ვერ ვხვდედბოდი და აზრებს ვერ ვალაგებდი. -ჩვენი წასვლის დროა, გველოდებიან. -ხედავ? უკვე მეორედ შემხვდი და კიდევ გარბიხარ, - მითხრა ბატონმა ღიმილით. -რა ჩემი ბრალია? - გამეცინა - მართლა გველოდებიან. -რას იტყვით, ხვალ ჩვენ ოთხნი რომ შევიკრიბოთ? - ისევ ნიკუშამ აიღო თავის თავზე. -მშვენიერი იდეაა! - როგორც ყოველთვის ნატამ სიტყვის თქმაც არ დამაცადა ისე გამიწერა ორშაბათი დღის საღამო და ბედნიერმა უკარნახა ნიკუშას თავისი ნომერი. -კი, მაგრამ ხვალ ვმუშაობ, - წამოვროშე პირველივე მიზეზი რაც თავში აზრად მომივიდა. არადა არ ვიტყუები, მართლა ვმუშაობ და უბრალოდ სამსახურის მერე სახლის გარდა არაფერი მინდა ხოლმე. -ჩვენც ვმუშაობთ. სამსახურების მერე შევიკრიბოთ, რა. - გამომეპასუხა ნიკუშა და ჩემი ბოლო იმედიც ჩაკლა. -კარგი, კარგი.. - მეც დავეთანხმე სიცილით. მაინც ვერ ავცდებოდი. -ხვალამდე, - დაგვემშვიდობნენ ბიჭები და ჩვენ მანქანისკენ დავიძარით. -ნატა, მოგკლავ, გეფიცები! - მანქანამდე მუქარით მივყებოდი წინ გაქცეულ დაქალს. -რა გინდა, არ მესმის. ხო მოგეწონა შენი გრინჩი. მე გრინჩის ძმაკაცი მომეწონა. უარი რომ გვეთქვა, მერე დაჯდებოდი სახლში და იწუწუნებდი გრინჩი ისე მომეწონა, ასეთი ხმა ჰქონდა და ისეთი ღიმილიო. -მოკეტე და უჩემოდ ნუ ტლიკნებ ხოლმე სხვებთან. -თან ნახე, მე მეგონა ძმაკაცების ცოლები გავიჩითებოდით და თურმე ძმების ცოლები ვიქნებით. აზრზე ხარ, დიდ ოჯახურ შეკრებებზეც ისევ ერთად ვიქნებით მთელი ცხოვრება. -ნატა, სულ გადახვედი ჭკუიდან! -კარგი რა, ნინა. მოდი ვაღიაროთ, რომ სასწაულად გინდა დათუნას ნახვა. - ნატა გაჩერდა და ჩემსკენ შემობრუნდა. ზუსტად იცოდა, რომ სწორს ამბობდა. მეც ვიცოდი, უბრალოდ ამის აღიარება არ მინდოდა. ხმაამოუღებლად ჩავუარე ნატას გვერდი და მანქანაში მოვთავსდი. -ვის ელაპარაკებოდით? - იკითხა საჭესთან მჯდომმა ლუკამ. -მასე თუ გაინტერესებდათ მოსულიყავით, იქნებ მანიაკები იყვნენ, - ნატაზე გაბრაზებულმა პასუხი ვეღარ გავაკონტროლე, მაგრამ სიცილით ვეცადე ხუმრობაში გამეტარებინა. -დავაპირეთ მე და სანდრიკამ, მაგრამ ისე იცინოდით, გადავწყვიტეთ, რომ მანქანაში უფრო თბილოდა, - ხარხალით მიპასუხა ლუკამ და ტყუპიც აყვა. სახლში შესულმა, ოჯახის წევრებს მივესალმე და პირდაპირ სააბაზანოში შევედი, ყველაზე დიდი შვება იყო ცხელი წყალი. მთელი დღის მანძილზე ყველაზე მეტად ეს მესიამოვნა. სველი თმით შევწექი საწოლში და როცა მეგონა, რომ წამში გავითიშებოდი, ფიქრებში ისევ დათუნა ამომიტივტივდა. რა უნდოდა ან რა მინდოდა? ვერ მოვისვენე. მართლა ძალიან მომწონდა ჩემი გრინჩი. როდის მოვასწარი მისი მოწონება? არც მე ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მის ღიმილს და ხმას ჭკუიდან გადავყავარ. მომდევნო დღეს რომ უნდა მენახა, რა მეთქვა? ან რა მოხდებოდა? მერე იმაზე ფიქრი ამეკვიატა, იქნებ საერთოდ არ დაერეკა ნიკუშას ნატასთვის და დაპირებული შეხვედრაც არ შემდგარიყო? -ნინა, საერთოდ რა განერვიულებს? - საკუთარ თავზე გაბრაზებულმა ისევ საკუთარ თავს დავუცაცხანე ხმამაღლა და მერე ალბათ ჩამეძინა, აღარაფერი მახსოვს. ორშაბათს მართლა დაურეკა ნიკუშამ ნატას. მეცხრე ცაზე დაფრინავდა მგონი ჩემი დაქალი, ისე გაუხარდა. ნატასთან გამოგვიარეს ბიჭებმა. ცალ-ცალკე ხო არ ვივლითო და ყველა ერთად ჩავჯექით დათუნას მანქანაში. ნიკუშამ გინდა თუ არა ადგილს გითმობო და თითონ უკან მოთავსდა ნატასთან ერთად. -მოკლედ, რამდენიმე იდეა გვაქვს მე და ნიკუშას, - მანქანა დაქოქა დათუნამ და სანამ დაძრავდა ჩვენსკენ გადმოიხედა, - ერთი სიტყვით, საშია და უეჭველი ვჭამთ სადმე. პირველი: შეგვიძლია წავიდეთ კაფეში დავჯდეთ სამსახურის მერე ვწრუპოთ ყავა-ნამცხვარი და თან ვილაპარაკოთ. მეორე: წავიდეთ სადმე რესტორანში ვჭამოთ უუგემრიელესი საჭმელები, - უგემრიელესის ხსენებისას თვალები დახუჭა და ნასიამოვნები სახით გააქნია თავი, მგონი თავისი უგემრელებიც წარმოიდგინა ლაპარაკისას, - თან ვილაპარაკებთ. მესამე ვარიანტიც გვაქვს გავიაროთ მაკდრაივზე და მერე სათამაშოდ წავიდეთ ბილიარდის, ბოულინგის ან რავიცი სახლში ავიდეთ და ჯოკერი მოვცხოთ. სხვათაშორის ადამიანს ჯოკრის თამაშოსას უფრო კარგად გაიცნობ, ვიდრე კაფეში ჯდომისას, - დათუნამ ეს ბოლო წინადადება ჩემი და ნატას მისამართით თქვა აშკარად რომ რამე არ გვეფიქრა. არა, მარტო რომ ვოფილიყავი ვიფიქრებდი, მაგრამ ბოლო-ბოლო 4_ნი ვიყავით, - აუ ბიჯო, იმდენი ვილაპარაკე უფრო მომშვდა, - საცოდავად მიიჭირა ხელი კუჭზე და შეწუხებული სახით გაატრიალა თავი. გამეცინა. -პირველად ვხედავ ბიჭებს გოგოებს რომ კინოში არ ეპატიჟებიან და და ვარიანტში თამაშიც აქვთ გათვალისწინებული. ჯოკერი ხომ მით უმეტეს, - მართლა ის ვთქვი რაც პირველი ვიფიქრე. -კინო რა პონტია, უნდა იჯდე და კინოს უნდა უყურო 2 საათი, მერე დამთავრდება და ჰაიდა სახლებში. მასე ხო ბარემ სახლებში დავჯდებით და ისე ვუყურებთ ფილმს, ბონუსად მეორესაც დავამატებთ, - სიცილით მიპასუხა დათუნამ. -ჰო თან ვერავის გაიცნობ კინოში და ჩვენ თქვენი გაცნობა უფრო გვინდა, ვიდრე კინოს ყურება, - ნიკუშაც აყვა ძმას. -კარგი, მაშინ კაფეში და რესტორანში ხო ისედაც ყველა ყველას პატიჟებს და ჩვენ გამონაკლისები ვიყოთ. სადაც გინდათ და რაც გინდათ ის ვითამაშოთ, - ნატაც კმაყოფილი ჩანდა აშკარად. -ნინ, რას იტყვი? -ნატას ვეთანხმები, ვითამაშოთ რაც გაგეხარდებათ. -BallRoom-ში წავიდეთ, ბოულინგი გავაგოროთ. -წავიდეთ. -ჯერ მაკდრაივი, - დაიბუზღუნა და მანქანა დაძრა. აშკარად ძალიან შიოდა დათუნას. მაკდონალდსის შენობასთანვე გააჩერა მანქანა და თავისი ბიგმაკის ყუთს დაწვდა. -მასე ნუ მიყურებთ, მართლა ძალიან მშია, - დამთავრებული არ ჰქონდა წინადადება, უკვე რომ გემრიელად ჭამდა ბურგერს. -სახეზე გაწერია, - მეც ვუპასუხე სიცილით და ჩემი ჩიზბურგერი ავიღე. -რაც დამცინი, თქვენ რანაირად არ გშივდებათხოლმე მთელი დღე სამსახურში? -სამსახური თავის მოსაკლავად კიარ გვაქვს, - უკანა სავარძლიდან გამოეპასუხა ნატა. -ნუ, ხო, მაგრამ მაინც ძალიან მშიოდა, - ვაჟბატონს უკვე დაემთავრებინა თავისი წილი და კოკა-კოლა მოსვა. მაკიდან პირდაპირ ბოულინგის კლუბში წავედით. ფეხსაცმელები მოვირგეთ და მოედანზე გავედით. ნატა პირდაპირ ბურთს დაწვდა და გამოგვხედა. -ვინ შემეჯიბრება? - მგონი პირდაპირ ნიკუშასთვის მიმართვის შერცხვა და ყველას მისამართით იკითხა, მაგრამ აშკარა იყო, რომ მხოლოდ ნიკას იმედი ჰქონდა. -მოდი, ვნახოთ რას იზამ, - ნიკუშამაც არ დააყოვნა და ბურთს დაწვდა. -ნატამ ისე იკითხა, უეჭველი კარგად უმიზნებს, ხო? - სიცილით გამომხედა დათუნამ. -კი, მაგასთან შეჯიბრს არავის ვურჩევ. -ბავშვები არიან, ნახე როგორ ეჯიბრებიან, - ჩაეცინა, - ეს ხომ უბრალოდ თამაშია. -მეც გრინჩის სათამაშოს რომ ვერ შევეგუე, ესეიგი ბავშვი ვარ? -კიდე გახსოვს? - ახლა უფრო გაეცინა. -მაგას რა დამავიწყებს. მართლა ძალიან მინდოდა ეგეთი. გრინჩის ვალი გაქვს, არც შენ დაგავიწყდეს, - შევუთვალე სიცილით და მეც ბურთს დავწვდი. -ახალ წელზე გიჟდები ხო? -ისიც ბურთთან ერთად გამომეკიდა. -კი. მართლა ჭკუას ვკარგავ. შენც გიყვარს მგონი. სხვა შემთხვევაში დეკემბრის დასაწყისში საახალწლო სექციას არ დაათვალიერებდი. -მიყვარს, მაგრამ არც მასე. ჩემ დიშვილებს ვყიდულობდი სათამაშოებს და შემთხვევით გამოვიარე. -და შემთხვევით გამიტეხე ჩემი გრინჩიც. -შარში ვარ, - ჩაეცინა. -რატომ? -მაგის ბურთს თუ ვერ ვიშოვი, მთელი ცხოვრება გამახსენებ. -დარწმუნებული ხარ? - მისი ნათქვამი მთელი ცხოვრება ყურში სწორად ვერ მომხვდა, მაგრამ მესიამოვნა იმის წარმოდგენა, რომ მთელ ცხოვრებას ერთად გავატარებდით. -აბსოლიტურად! - საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებულმა მიპასუხა და ბურთი გააგორა. -გუშინ თითქმის ყველაფერი მოვიარე და ვერსად ვიპოვე მსგავსიც კი.. -ყოველ კვირა საყიდლებზე დადიხარ? -დეკემბერში კი. მიყვარს საახალწლო განწყობა. რაღაც რომ არ ვიყიდო ცუდად გავხდები. -ზედმეტად ხარჯიანი ხარ მგონი, - ჩაეცინა. -ზედმეტად ხარჯიანს შენ უფრო გავხარ, ყევლაფერს ლეწავ. -აი კიდევ, - ისეცვ ჩაეცინა და მეორე ბურთით ბოლო კეგლებიც ჩამოყარა. ჩენ გვერდით თამაშბდნენ ნატა და ნიკუშა. ისინიც ლაპარაკობდნენ, ხან ერთმანეთში ვლაპარაკობდით. უკვე გვიანი იყო რომ დავიშალეთ და ნატასთან დაგვტოვეს ძმებმა. დაგვემშვიდობნენ და კდიევ შევხვდებითო დააყოლეს. -ნინ, გეფიცები მართლა სასწაული ბიჭია. -ნიკუშა? - გამეცინა, - ვინ წარმოიდგენდა თუ ბიჭს გახედავდი და მეორე დღეს ბოულინგს ითამაშებდი. -შენც შემთხვევით შეხვდი მეორედ გრინჩს, ხოდა ეგ ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საბედოები არიან, - ნატასაც გაეცინა, - ორივე კარგები არიან. ნატა დამემშვიდობა, მეც ჩემ მანქანაში ჩავჯექი და სახლის გზას დავადექი. მართლა ვერ წარმომედგინა ახალ გაცნობილ ბიჭთან ერთად ბოულინგის სათამაშოდ თუ წავიდოდი და ასეთ კარგ დროს გავატარებდი. სიმართლე რომ ვთქვა, დათუნას მხოლოდ ხმა და ღიმილი არ ჰქონა სასწაული. 3 საათი გავატარეთ ერთად და ამ დროში იმაზე მეტი წარმოდგნა შემექმნა მასზე, ვიდრე ვიფიქრებდი. მთიანად სასწაული იყო ეს ბიჭი და უკვე დარწმუნებით შემეძლო იმის თქმა, რომ მე დათუნა საშინლად მომწონდა. მომდევნო შაბათი, 22 დეკემბერი, ისე გათენდა, რომ დათუნა აღარ გამოჩენილა. თითქოს იმაში დარწმუნებულმა, რომ დათუნა აღარ გამოჩნდებოდა, თავი გავაქნიე, ჩემი თხელი საღამურები ისევ თბილი, ღუნღლა საღამურით შევცვალე და ყავის დასასხმელად გავედი. -გისმენ, ნატ. - როგორც ყოველთვის, ახლაც პირველი ნატა მირეკავს. -რას შვები, რას აპირებ ამ შაბათ-კვირას? -ჯერ ახლა გავღვიძე, ყავას ვსვამ და მერე არ ვიცი. ალბათ დღეს გავალ საყიდლებზე, მერე უკვე 29 რიცხვია და ბაკურიანისთვის უნდა მოვემზადო და აღარ მეცლება. საჩუქრები დამრჩა კიდევ საყიდი. შენ რას აპირებ? -ნიკუშა უნდა ვნახო. დათუნას არ დაურეკავს? -არა. -კაი დარეკავს სად წავა. ბოლო-ბოლო მე და ნიკუშა რო შევიკრიბებით ერთხელ თქვენც შეგიტყუებთ და კიდევ ნახავ, ცხვირი არ ჩამოუშვა. ან საერთოდაც შენ დაურეკე. -მე რატო დავურეკო. თუ არ ვაინტერესებ ძალით ხო არ შევეტენები. და საერთოდაც, უკვე ნერვებს მიშლი. წავედი და ნიკუშა მომიკითხე. -ნიკუშა მოგიკითხო თუ ნიკუშამ მოგიკითხოს დათუნა? -ნატა! - მთელი ხმით ვიღრიალე ტელეფონში და ყურმილი გავთიშე. ჯერ ისედაც ნერვები მქონდა ამოშლილი დათუნას გაუჩინარებაზე და ნატამ უფრო დამიმატა. ნეტა საერთოდ არ შემხვედროდა მაშინ საბადურში დათუნა. ასე ძალიან მაინც აღარ დამწყდებოდა გული. მობილური გამოვრთე, ფარდები გადავაფარე და მთელი შაბათი დღე საწოლს და ფილმებს დავუთმე. კვირას დილიდანვე საყიდლებზე წავედი, ამჯერად სხვა მოლების მოსავლელად. ყველა საჩუქარი ვიყიდე, შესაფუთი ქაღალდებიანად და ყუთებიანად. მანქანაში დავტოვე ყველაფერი და ჩემი ბურთის მოსაძებნად კიდევ ერთხელ შემოვიარე მაღაზიები. მაინც ვერსად ვეღარ ვიპოვე გრინჩის ბურთი და უკვე ყველა იმედი გადამეწურა, რომ ოდესმე კიდევ ვიპოვიდი ისეთს. შეგიძლიათ დამცინოთ, მაგრამ მართლა ძალიან მინდოდა. უკვე ეჭვიც მიჩნდება, რომ მაშინ გრინჩი მომელანდა და სულ სხვა რაღაც მეჭირა ხელში. მანქანის საბარგულში საახალწლო ნივთები გადავანაწილე, საჩუქრები დავტოვე და სხვა დანარჩენი სახლში ავიტანე და მისაღებში დავალაგე. მეორე გზაზე საჩუქრები ჩემ საძინებელში ავზიდე და სანამ ხვირს შემოყოფდნენ, მანამდე ჩავკეტე კარები და ყუთების შეფუთვა დავიწყე. ახალი წლის საჩუქარს, განწყობასთან ერთად ყველაზე დიდ პლიუსს შეფუთვა უქმნის, ჩემი აზრით. ამას დიდ ყურადღებას ვაქცევ. -ნინ, გამოდი. -მაცადე, ვაჩე. -კარებზე შენთან არიან აშკარად. -მატყუებ, არავის ველოდები, - გავძახე და ისევ გავაგრძელე ყუთის შეფუთვა. -შენ თავს გეფიცები. გამიღე კარები და არ შემოვალ შიგნით. ვაჩეს დავუჯერე, ოთახიდან გავედი და კარები გარედან ჩავკეტე. -გისმენ. -სადარბაზოში გადი. ისევ დავუჯერე ვაჩეს და სახლის კარებთან მივედი. სადარბაზოში ჩემ კარებთან ყუთი იდო. -რატომ გადაწყვიტე რომ ჩემთან არიან და არა შენთან? - ვაჩეს გავხედე და ყუთისთვის ხელი არ მიხლია. -მეეჭვება თაყვანისმცემელი გოგოები საჩუქრებს კარებთან მიტოვებდნენ, - ჩაეცინა ვაჩეს. -ჩემთვის როდის დაუტოვებიათ? -გული მიგრძნობს, რომ შენია. გახსენი, რა. მაგრად მაინტერესებს. -ვინ დატოვა? -მე რავიცი. გაგეღო კარები და იქნებ მოგესწრო დანახვა. -ნუ მებუზღნები, - გავუცინე ვაჩეს და ყუთი შემოვიტანე, - მძიმეა. -თუ გახსნი იქნებ ვნახოთ რა დევს? -მასე თუ გაინეტრესებდა გაგეხსნა შენით, - თვალები ავატრიალე და ყუთი გავხსენი. დიახ! შიგნით გრინჩის დიდი ბურთი იდო. იმაზე გაცილებით დიდი ვიდრე მე ვნახე მაშინ მაღაზიაში. გამეხარდა? რას მელაპარაკებით! ამაზე მეტად არცერთ ახალ წელს არცერთი საჩუქარი არ გამხარებია! -ბურთი? სერიოზულად? - ვაჩე ისე ახარხარდა სავარძელზე გადაწვა, - ვინ გამოგიგზავნა ეს ბურთი ჩემ თავს გაფიცებ? -ამასწინად ვიღც რომ დამეჯახა და დაბინტული დავდიოდი გახსოვს? - არც მიფიქრია რამის დამალვა. ეს ხომ ვაჩე იყო, არასდროს არაფერს ვუმალავდი. -როგორ არ მახსოვს! არ მითხრა რომ იმან გამოგიგზავნა. -სხვა ამას არ იზამდა. -ხალხო, მგონი შვილი გითხოვდებათ, - მშობლებს გასძახა სამზარეულოში და ისევ ხარხარი გააგრძელა. -რა ხდება? - ორივე გამოცვივდა მისაღებში. -ნინას ვიღაცამ სათამაშო აჩუქა, - და ამ დროს მე ჩემ ბურთთაან ჩახუტებული ვიდექი გაბადრული სახით. -თქვენმა უტვინო შვილმა ერთი საჩუქრით გადაწყვიტა, რომ უკვე მათხოვებს, - და საერთოდაც ეს საჩუქარი კიარა, ზიანის ანაზღაურებაა! რომ არ დამჯახებოდა არც გამიტყდებოდა ჩემი ბურთი! -რა გეშველებათ, - მამამ სიცილით აიქნია ხელი და ისევ სამზარეულოში გაბრუნდა. გაბადრულმა ჩემ საძინელებში გავიტანე დათუნას საჩუქარი და ყვითელი განათებების ქვეშ, თაროზე დავდე. ალბათ აქედან აღარც ავიღებდი. მაშინ, როცა უკვე ბოლო იმედებიც გადაწურული მქონდა, რომ დათუნა კიდევ გამოჩნდებოდა, მაშინ შემახსენა თავი. დავიფიცებ, არ მეგონა თუ ამას მართლა მოძებნიდა და წარმოდგენაც კი არ მაქვს სად იშოვა. ყველა მაღაზია გადაქექილი მქონდა. უბედნიერესმა დავასრულე საჩუქრების შეფუთვა, ნაძვის ხის ქვეშ დავალაგე და სააბაზანოში შევედი. დათუნა მის მერე აღარ გამოჩენილა. უკვე 30 დეკემბერი იყო და ბაკურიანში მივდიოდით. ბოლ იმედს მაინც არ ვკარგავდი, რომ კიდევ გამოჩნდებოდა, მაგრამ თან ეჭვი მეპარებოდა. უკვე თვის ბოლო იყო და ახალი წელი იწყებოდა, ახალი თავგადასავლები, საახალწლო კვირა, ოჯახი, მეგობრები და ალბათ აღარც გავახსენდებოდი. მაგრამ მე თუ მახსოვდა ყოველ წთს, მასაც ხომ უნდა გავხსენებოდი? -გოგო, ცოტა გაიღიმე, გამოჩნდება, სად წავა, - მითხრა ნატამ და ჩემოდანი ჩემ მანქანაში მოათავსა. -როდის? ბაკურიანში მივდივართ, რომ სდომოდა აქამდეც ხომ მნახავდა? -რომ არ სდომოდა, არც სათამაშოს არ გამოგიგზავნიდა. -ნატა, ტვინს ნუ მირევ! -არ გირევ. ნიკუშამ იცის სადაც ვიქნებით. შესაბამისად დათუნამაც იცის. -ნატა, ტყუილ იმედებს ნუ მისახავ. -რა იცი, რომ ტყუილია? - გამიცინა და მანქანაში მოთავსდა, - ჰე, მოდიხარ თუ დავურეკო ლუკას გამომიაროს? -მოვდივარ, მოვდივარ, - გავუცინე და საჭესთან მოვთავსდი. გზის სიშორის და 3 დღიანი მოგზაურობის გამო, ყველამ ჩვენ-ჩვენი მანქანით წასვლა გადავწვიტეთ. კიდევ კარგი ტყუპებიც თავიანთი მანქანით მოდიოდნენ, თორემ ყოველი ფეხის ნაბიჯზე რა დაელოდებოდა მაგათ სურათებისთვის. კოტეჯი ნატას ჰქონდა დაჯავშნილი და შესაბამისად პირველები ჩვენ ჩავედით. ნელ-ნელა დანარჩენებიც შემოგვემატნენ. -ტყუპები არ ჩამოსულან? - იკითხა ლაშამ და ოთახი მოათვალიერა. -რას ჩამოვლენ, შუა გზაში არიან ალბათ და სურათებს იღებენ. -აუ, რა მაგრად აკლიათ, - გაიცინა და სავარძელზე დაეცა, პირდაპირი გაგებით, - რაღაც აკლია ამ სახლს. -განათებები აკლია, ნინა რისთვის გვყავს, - გაეცინა ნატას, - იმხელა რაღაც აქვს წამოღებული, 5 წუთში ნამდვილ ახალ წელს მოგვიყვანს სახლში. -ნატა, ნუ დამცინი. -რას დაგცინი, შენ რომ არ გვყავდე რა გვეშველებოდა. მოდი მოგეხმარები, - ჩემმა დაქალმა ჩემი ჩანთიდან უზარმაზარი განათებები ამოიღო. -ეს სად უნდა წაიღო? - ცალი თვალით ყურებდა ლუკა უზარმაზარ კაბელს. -ჭერში. -მე, საბა და ლაშა მივხედავთ ამას, თქვენ სამზარეულოს მიხედეთ, ოღონდ დაწუნებები არ იყოს, - აწეული თითით გამაფრთხილა ლუკამ და ლაშა ფეხზე წამოახტუნა. მე, ნატამ და თათულიმ სუფრა გავშალეთ, ბიჭებმა განათებები გაშალეს და ავეჯი ცოტა გადააადგილეს სიმარტივისთვის. ამასობაში ტყუპებიც ჩამოვიდნენ გაბადრულები. -იმდენი სურათები გადავიღეთ, ორივეს გვეყოფა, - გაიცინეს და ჩემოდნები დაყარეს. -აქაურობა ძვლივს დავალაგეთ და თქვენ კიდე ყრით? - ნატა წამოიჭიმა. -ჩემოდნები საძინებლებში, უცბად მოწესრიგდით და ჩამოდით ვჭამოთ. მერე სასრიალოდ მივდივართ. -აუ კაი რა, რა სრიალი. - აბუზღუნდა ცალი ტყუპი. -სანდრო კიდე ვერ ისწავლე ჭკუა? - ახლა მე ავხარხარდი, - ოდესმე ისწავლი სრიალს, თუ ყოველ წელს შენ უნდა დაგცინოთ ხოლმე? -მასე თქვენ რომ არ დაფრინავთ, მაგაზე დაგცინოთ? -შენ ფრთები გაქვს? -პარაპლანზე დიდი ფრთები რაღა გინდა? -მოდი ვჭამოთ და მერე თხილამურებზე დაგაყენებთ. -შანსი არ გაქვთ, მაგრამ მაგრად მშია. ბუზღუნით აირბინა სანდრომ კიბეები და თავისი ტყუპის ჩანთაც აიყოლა. სასწაულად ეშინოდა თხილამურების, მაგრამ უკვე დრო იყო შიში გადაელახა დადიდველის ან კოხტაგორის ძირში ლოდინის ნაცვლად ჩვენთან ერთად ესრიალა. წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ავიყვანეთ ინსტრუქტორი და თან მაქსიმალურად ვეცადეთ ახალგაზრდა გოგო ყოფილიყო, რომ ცოტა მოტივაცია ჰქონოდა ვაჟბატონს. ოცდახუთიანებთან ჩავაბარეთ აბუზღუნებული ტყუპისცალი და ყავებთან ერთად მოვკალათდით კანატკებთან. -ნახე, ნახე როგორ მოსრიალებს, - ახარხარდა ლაშა. -ახლა წაიქცევა, - დააყოლა ნატამ და მართლა წაიქცა სანდრო. -ჯერ სად ვართ, - გამეღიმა, -ამას არ შეგარჩენთ! მორჩა, მივდივართ აქედან! - კანატკამდე ჩამოფოფხებულმა სანდრომ გვიღრიალა და თავის სიმაღლე თხილამურებთან ერთად სდაცა ნაბიჯის გადმოდგმა და იქვე გაადინა მეორედ ბრახვანი. ეს გვაკლდა, ყველამ ერთად გადავიხარხარეთ. -შანსი არ გაქვს, ძმაო. ასე ჯერ არ გვიხალისია, - ანიმაც გასძახა და ფოტოაპარატი მოიმარჯვა. მეოთხე წრეზე დაცემის გარეშე დაეშვა სანდრო და ჩვენც მომდევნო დღისთვის გადავწიეთ მისი სწავლება და დიდველისკენ გავეშურეთ. სანდრო ისევ ქვემოთ გველოდებოდა და თან გვლანძღავდა. რა ჯობია თხილამურებით სიმაღლიდან დაშვებას? ეს ხომ ერთი დიდი ადრენალინია, სუფთა ცივი ჰაერი და დიდი ბედნიერება, რომლებიც იმდენად დიდ სიამოვნებას ქმნიან, რომ ვეღარ ეშვები. კიდევ და კიდევ გინდა. უსასრულოდ. დათუნას გადაკარგვისგან დატოვებული სიცარიელე ბოლომდე ამოვივსე და უკვე დაღლილი და ბედნიერი დავბრუნდი დანარჩენებთან ერთად კოტეჯში. მომდევნო დღეს უკვე ახალი წელი იყო. დილა ისევ თხილამურებით დავიწყეთ და საღამოს დავბრუნდით სახლებში. ყველა ერთად ვტრიალებდით სამზარეულოში. ბიჭებმა ბუხარი დაანთეს და ჩვენთან ერთად სამზარეულოში სამწვადეს ამზადებდნენ, ხან ჩვენ გვეხმარებოდნენ და საბოლოოდ ერთიანი ძალებით გავაწყვეთ სუფრა. ფეიერვერკებიც გავამზადეთ და მაგიდას მივუსხედით. 12 საათვისთვის ბიჭები ფეიერვერკების დასამაგრებლად გავიდნენ გარეთ, ჩვენ შამპანიურის 2-2 ჭიქით მივყევით უკან და ბიჭებსაც მივაწოდეთ. -გილოცაააავთ! - ყველამ ერთად ვიყვირეთ ბოლო ხმაზე და ფეიერვერებით სავსე ცას შევხედეთ. ვიგღძენი როგორ აორთქლდა ჩემ გვერდით მდგომი ნატა. მე კი თვალს ვერ ვწყვეტდი ცას და თან შამპანიურს ვწრუპავდი. -ნიინ.. ნინაა, - ხელი მსუბუქად მკრა ლუკამ და გამომაფხიზლა. -რა ხდება? -ნატა გეძახის, - ხელით მანიშნა გევრდით კოტეჯთან მდგომ ნატასკენ, რომელიც ნიკუშასთან ერთად იდგა და მიღიმოდა. აი თურმე რატო იყო ნატა წყნარად. იცოდა, რომ ჩამოდიოდნენ. -გილოცავ! -შენც გილოცავ, ნინა! - ნიკუშა გადამეხვია და თავით კარებისკენ მანიშნა, - შედი გელოდება. -არ ვიკითხავ, აქ საიდან გაჩნდით. ნიკუშას გავუცინე და კოტეჯის კარებისკენ წავედი. რას ვგრძნობდი? ფეხები მიკანკალებდა. მართლა არ მეგონა აქ თუ ჩამოვიდოდნენ და საერთოდ დათუნა თუ ჩემს გამო ბაკურიანში წამოვიდოდა. მერე რა, რომ გარეთ მათი უამრავვი მეგობარიც იყო. საქმე იმაში იყო, რომ დათუნამ ძალიან კარგად იცოდა ჩემი იქ ყოფნის შესახებ და უბრალოდ მეგობრებთან არ ჩამოსულა. სავარძელზე მოკალათებულმა დათუნამ თავი ამოყო მობილურიდან, გაეღიმა და ფეხზე წამოდგა. -საჩუქრისთვის დიდი მადლობა. არ ველოდებოდი და მართლა ძალიან გამეხარდა, - ვთქვი პირველი რაც თავში მომივიდა აზრად. გაეღიმა. -ხო შეგპირდი. -კი. -ახალ წელს გილოცავ, ნინა! - ჩემსკენ მოიწია და თვალს არ მაშორებდა. -მეც გილოცავ, დათუნა. -ამჯერად რა სურვილი ჩაუფიქრე სანტას? - უკვე იმდენად ახლოს იდგა ჩემთან, რომ ჩემ სახეზე ამოილაპარაკა და იმდენად დავიბენი, პასუხის ვეღარ მოვიფიქრე. - მე გეტყვი, გრინჩი ჩაიფიქრე. პასუხი ისევ ვერ დავუბრუნე, ვერც შევეწინააღმდეგე. დათუნას ჩაეცინა და კიდევ უფრო მომიახლოვდა. თითქმის უკვე ჩემ ტუჩებს ეხებოდა. -სურვილი აგისრულდა, - დაიჩურჩულა ჩემს ტუჩებზე და მაკოცა. მომწონდა თუ არა? მომწონდა! ამაში დიდი ხნის წინ დავრწმუნდი, მაშინ როცა დათუნა მეორედ ვნახე. მიყვარდა თუ არა? მიყვარდა, ამას უკვე ახლა ვარ დარწმუნებული, როცა ამდენი დროა უკვე გასული და უკვე მომდევნო ახალი წლის მოლოდინში ვარ. წინა წელს ოჯახური საახალწლო ტრადიცია დავარღვიე და ამჯერადაც იგივეს ვაკეთებ. ისევ 31 დეკემბერია და ისევ მეგობრებთან ერთად ვარ ბაკურიანში. ამჯერად ნატასთან ერთად ნიკუშაა და ჩემთან ერთად დათუნა. გვერდით კოტეჯში დათუნას მეგობრები არიან ისევ და ხან ჩემებთან ვართ და ხან ბიჭებთან. აქეთ-იქით დავრბივართ. ისევ 12 საათი ხდება და ყველა ერთად გავდივართ გარეთ. -ახალ წელს გილოცავთ! - ისევ ყველა ერთად ვყვირით და ისევ ფეიერვერკებს ვუყურებ. მერე ვხვდები, რომ ყველა ჩემ უკან იყურება და მეც თვალს ვაშორებ ფეიერვერკებს და დათუნასკენ ვტრიალდები, რომელიც თითქმის ჩამუხლული დგას თოვლის გამო და ხელში თვლიანი ბეჭედი უჭირავს. -მზად ხარ გაყვე გრინჩს ცოლად? - მეუბნება დათუნა ბედნიერი სახით და ტირილს ვიწყებ. -მზად ვარ მთელი ცხოვრება გრინჩთან ერთად ვიცხოვრო! - დათუნა ფეხზე დგება და ბეჭედს თითზე მიკეთებს. -ახალ წელს გილოცავ, ნინა! -ახალ წელს გილოცავ, დათ! ... ვიცი, რომ შეცდომები არის. ჩემ ნაწერს ისე ვერ ვკითხულობ, რომ შეცდომები ვიპოვო. ვიცი რაც უნდა ეწეროს და ვახტები ხოლმე. უბრალოდ დატკბით კორონამდელი ახალი წლის არომატით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.