ქარის მოტანილი არეულობა (3, 4)
3. ბოდვა რამდენიმე წუთიანი დუმილისა და შოკის შემდეგ, როგორც იქნა, მეტყველების უნარი დამიბრუნდა. - აქ რა ჯანდაბას აკეთებ, ნორმალური ხარ? - ისეთი სასოწარკვეთილი ხმით შევძახე, რომ თავი საპნის ოპერაში მეგონა, თუმცა ნაკლებშიც არ ვიყავი. - დამშვიდდი და ყველაფერს აგიხსნი, - ისეთი მშვიდი ხმით მითხრა, სერიოზულად დავფიქრდი, რა მანერვიულებს-მეთქი. - ჯერ არაფერი გაქვს სანერვიულო, მერე კი შენ თვითონ გადაწყვიტე, კაი? - შენ.. შენ მგონი გააფრინე, - ფეხზე წამოვხტი და ოთახისკენ გავიქეცი, სადაც ჩემი ერთადერთი მშველელი, ტელეფონი, მეგულებოდა. ტელეფონის აღებისთანავე მოვბრუნდი. მეგონა გამომყვებოდა, მაგრამ შევცდი, მობეზრებული სახით იდგა და ისე მიყურებდა, გეგონება უდიდეს ცოდვას ჩავდიოდა. - თუ ფიქრობ, რომ ახლა პოლიციაში დარეკვით რამის მოგვარებას შეძლებ, ძალიან ცდები და კიდევ, თუ ახლა მართლა გავა ზარი შენი ტელეფონიდან, ესეიგი ჩემი წარმოდგენები, რომ ჭკვიანი და ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ხარ, სრული აფსურდი ყოფილა. ყბა ჩამომივარდა, სერიოზულად?! იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა სხვისი სახლის გატეხვა და ადამიანის ასე შეშინება, რომ პოლიციაში დარეკვა რაღა საჭიროა? ტელეფონი ხელში შემეყინა და მომლოდინედ მივაჩერდი. არ ვიცი, რატომ, ალბათ ჩემი ლოიალური ხასიათისა და ნაცნობობის გამო, ვუთხარი: - ველოდები ახსნას, თუ გაქვს საერთოდ, თუ არა და დავივიწყებ, მათემატიკის წერისას რომ დამეხმარე და გეფიცები, ამ უმსგავსო საქციელს მთელი ცხოვრება სანანებლად გაგიხდი. - შენ წლებიც არ გცვლის? - შეშლის ზღვარზე ვიყავი და საერთოდ რას მეუბნებოდა. - ნოე, გააფრინე? - ამას ველოდი და ახლა დავიწყებ. არ ვიცი, საიდან, რატომ, რისთვის, მაგრამ ერთი ძალიან, ძალიან, ძალიან საშიში ადამიანის კონპიუტერი შენი ფოტოებითაა გატენილი და თან ჩვეულებრივი ფოტოებით არა, შენი ყველა ნაბიჯი დაფიქსირებულია, კატო. - ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა, კინაღამ დავიჯერე. რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ საშინელი კისკისი მოვრთე, პარალელურად ტელეფონზე საჭირო ციფრები მოვძებნე. დარეკვას ვაჭიანურებდი. - რომ იცოდა, რამდენი დღეა შენს ბინას ვდარაჯობ, ნამდვილად არ გაგეცინებოდა, ელემენტარული შეგეცოდებოდი მაინც. - სახეზე წყრომა ეწერა, მაგრამ სულ არ ვინტერესდებოდი მისი გამომეტყველებით. - მეღადავები? საათს უყურებ საერთოდ? ჯერ ერთი, რა ჩემი ფოტოებით გატენილი კონპიუტერი, მერე მეორე, რა ჩემს ბინას დარაჯობ? გააფრინე? საერთოდ ჩემი ბინის მისამართი საიდანღა გაიგე? მემგონი მძინავს და მესიზმრები, რომ გამოვიღვიძებ კიდე, ძაან ვიცინებ ამ დებილობაზე. - გვერდი ავუარე და სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად. ისე დავტოვე მისაღებში, ვითომ კარგა ხნის ძმაკაცები ვიყავით და თვითონაც გაიგნებდა გზას ოთახებისკენ. აღარ მეშინოდა, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ვფიქრობდი, ცოტა გააფრინა-თქო და რამდენიმე წუთის განმავლობაში სიბრალულითაც კი განვიმსჭვალე მის მიმართ. ორი ჭიქა წყლით გავავსე და ერთ-ერთი ჩემს სტუმარს, ჩემი მათემატიკის ყოფილ კლასელს, ნოე წერეთელს, გავუწოდე. ჯერ ჭიქას დახედა გამაფრთხილებლად, შემდეგ მე გამომხედა მრავლისმეტყველი თვალებით. - გგონია ამას დავლევ? - მიკვირდა, ისე მოხერხებულად ჩავყარე დამოუკიდებელი ცხოვრების ყველაზე საჭირო ნივთი, გამაბრუებელი, წყლის ჭიქაში, მე ძლივს დავინახე და ასე მარტივად როგორ გავიფაქტე? - ჭკვიანური ნაბიჯია, მაგრამ ეტყობა, რომ გამოცდილება აკლია. - წყლის ჭიქას მართმევს და თვითონ აბრუნებს სამზარეულოში, - მოკლედ, ეს გამომართვი და როგორც კი წავალ ყველაფერი დაათვალიერე, ბოლო ფაილში ჩემი ნომრის ფოტოც არის და როცა დამშვიდდები და ყველაფერს გაიაზრებ დამირეკე. იცოდე, ამათ გაერთიანებას მთელი 2 საათი მოვუნდი, შენ არ იცი, რას ნიშნავს, როცა გეძინება და ვალდებული ხარ, რაღაცები მოაგვარო, ჩიპსაც გაუფრთხილდი და თავსაც. ძაან არ შეგეშინდეს, ყოველი შემთხვევისთვის დღეს მაინც, საფრთე არ გემუქრება. ახლა წავედი და წარმატებებს გისურვებ საკუთარი თავის გამაგრებაში. მსმენია, გოგოები ცოტა ემოციურები არიანო. - გაოგნებულსა და გაგიჟებულს მეხსიერების ბარათი ხელებში შემაჩეჩა, ცხვირზე საჩვენებელი თითი დამკრა და ისე მოულოდნელად წავიდა, როგორც მოვიდა. მაშინვე კარისკენ გავიქეცი და გასაღებით ჩავკეტე. 4. სანამ გათენდება. ნოეს წასვლის შემდეგ რამდენიმე წუთი კარს გაოგნებული ვიყავი მიყუდებული. ცოტა ხნის წინ მომხდარი მოვლენები ჯერ კიდევ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი მეგონა, მაგრამ ხელში შემოჩეჩებული მეხსიერების ბარათი ყველაფერს თავდაყირა აყენებდა. გონს რომ მოვედი ტელეფონში ჩემი მეგობრის, ნატას, ნომერი ავკრიფე და მივწერე, სახლში იყო თუ არა. ჩემს ქვემოთ ცხოვრობდა და სხვა თუ არაფერი, მეიმედებოდა. ნატას პასუხი რომ მივიღე, კარს მოვშორდი და წიგნების თავზე შემოდებული კომპიუტერი ჩამოვიღე. მას შემდეგ, რაც ცხელი ჩაი გადავაქციე, კლავიატურა ჭედავდა, მაგრამ მაუსი ყველასთვის გასაოცრად ჯერ კიდევ ჩემს განკარგულებაში იყო. ხელის კანკალით შევაერთე ლურჯი ფერის მოწყობილობა კომპიუტერს და დაველოდე. რამდენიმე წამში უკვე უამრავი ფაილიდან გასახსნელს ვარჩევდი. პირველად ის გავხსენი, რომელსაც "ეკა გურამიშვილი", ჩემი სახელი და გვარი, ეწერა. ფაილის გაიხსნა და ჩემ წინ ფოტოების რიგი ამოცვივდა. მაუსი ფრთხილად ჩამოვწიე, მაგრამ ბოლო არ უჩანდა. - რა ჯანდაბაა?! - გაოგნებული ვუყურებდი ჩემს ფოტოებს. ზოგი არც კი მახსოვდა, როდის იყო გადაღებული. ერთ-ერთ ფოტოში ხელში ტორტის ყუთი მეკავა, გვერდით ჩემი უმცროსი ძმა მომყვებოდა, ბნელოდა. ეს ფოტო 2 წლის წინ იყო გადაღებული, როცა აკაკის მეგობარს ჰქონდა დაბადების დღე და ღამით სიურპრიზი მოვუწყვეთ. უფრო ქვემოთ ბევრად ძველი ფოტოები იყო. კანკალმა ამიტანა, ვერ ვხვდებოდი, რა უნდა გამეკეთებინა. მინდოდა პოლიციაში დამერეკა, მაგრამ თუ მართლა ასეთი საშიში პიროვნება იყო, პოლიცია მე არ დამეხმარებოდა. ძნელი იყო, ასეთ მნიშვნელოვან საქმეში მათი იმედი გქონოდა. ფეხზე ავდექი და დენცქვიტაში ელექტრო გამათბობელი შევაერთე, თითქოს ეს რამეს უშველიდა ნერვიულობისგან გამოწვეულ კანკალს. ერთადერთი, რითაც შეიძლებოდა ამეხსნა ჩემი თვალთვალი, მამაჩემის გავლენები იყო, მაგრამ ესეც მეტად საეჭვოდ მეჩვენებოდა. ვაჟა ისეთს არაფერს გააკეთებდა, რომ ოჯახის წევრები საფრთხეში ჩაეგდო, ამაში დარწმუნებული ვიყავი, შესაბამისად, ვის რაში აწყობდა ჩემთვის ფოტოების გადაღება, ვერ ვხვდებოდი. ახლა მამაჩემს ვერ დავურეკავდი, ძალიან აღელვდებოდა და მის ჯანმრთელობას ვერ გავრისკავდი. ცოტა ხანში ისევ ნოეს ფაქტორს მოვუბრუნდი. იქნებ მატყუებს და თვითონ მითვალთვალებს? საკუთარი თავთან გამართულ სჯა-ბაასს თავი მივანებე და კომპიუტერი გამათბობელთან გადავიტანე. ჩემი ფაილიდან გამოვედი და სულ პირველში შევედი, რომელსაც "28" ეწერა. ფაილში ვიღაც კაცისა და რაღაც საბუთების ფოტოები იყო. ერთ-ერთ ფურცელზე კაცის სახელი და გვარი ამოვიკითხე. საბუთებს ადგილის შეძენის თაობაზე აწერდა ხელს. ინტერნეტში მაშინვე ჩავწერე მისი სახელი და გვარი, ინფორმაციამ უარესად ამრია. "დავით რევაზიშვილი გირაოს შეფარდებით გაათავისუფლეს..." "ბავშვების ყიდვა-გაყიდვაში ეჭვმიტანილი რევაზიშვილი ფარულად ქველმოქმედებას ეწევა და ბავშვთა სახლ "რიარიას" ყოველთვიურად 3000 ლარის საკვებით ეხმარება." "დავით რევაზიშვილს ანეტა მარუაშვილი, ყოფილი თანამშრომელი, უჩივის და აცხადებს, რომ მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ, შვილის სიცოცხლით აშანტაჟებდნენ და გაჩუმებას აიძულებდნენ." ვინ ჯანდაბა იყო ეს კაცი, წარმოდგენა არ მქონდა, მხოლოდ ერთი რამ იყო ცხადი, რომ უკვე არ მომწონდა. ახალი ინფორმაციით იმდენად ავირიე, რომ ემოციებმა თავისი გაიტანა, თვალთ დამიბნელდა და ზედ, კომპიუტერის კლავიატურაზე, გავითიშე. __ გამარჯობა <3 ესეც მესამე და მეოთხე თავი, შემიფასეთ <3333 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.