მიუწდომელი სიყვარული ნაწილი-6.
ცარიელ კოლიდორში მხოლოდ ჩვენი ნაბიჯების ხმა ისმოდა! მისი მკაცრი ნაბიჯების და ჩემი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის. დაიწყევლოდ ეს კაფე! რატომ არავინ არაა,რატომ ვართ მხოლოდ ჩვენ?! მარტომ რომ მომიმწყვდიოს ამ წამს არ ვიცი რას იზავს,მართლა არ ვიცი. ის მამაკაცების საპირფარეშოსთან გაჩერდა და კარი შეაღო. -შედი. მიბრძანა უემოციოთ,რაზეც დავიბენი! კაცების ტუალეტში რატომ უნდა შევიდე!? -რატომ? ეს კაცების ტუალ_ გამაწყვეტინა! -გითხარი და უბრალოდ შედი. ბოლო სიტყვა გამაფრთხილებლად წარმოთქვა,რაზეც დავნებდი და შევედი...რაც იქნება იქნება! შევედი თუ არა თვითონაც უკან შემომყვა და კარი ხმაურიანად მოკეტა,შემდეგ კი პირდაპირ ჩემსკენ გამოემართა,ისეთი სიჩქარით რომ უნებურად უკან დახევა დავიწყე. ის კი არ ჩერდებოდა და უფრო და უფრო მიახლოვდებოდა,სააბოლოდ კი კედელზე აკრული მომიწყვდია! ძაალიან ახლოს მედგა ,ისეთი ახლოს რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი...რას აპირებს? -აბა,რას იტყვი? მოგწონს როდესაც კუთხეში ხარ მომწყვდეული როგორც პატარა დაუცველი ბაჭია? ეს რომ იკითხა სიმწრით ძალით გავიცინე ,მინდოდა ხუმრობაში გამეტარებინა მისი სიტყვები,მაგრამ ხელი რომ დაარტყა კედელს,შეშინებულმა სასწრაფოთ პირი მოვხურე! -მოგწონს როდესაც შენზე ემოციურად ზეწოლას ახდენენ ? მამაკაცებთან თამაში მოგწონს მეი? ისეთი ამბიიციური ხმით მკითხა ეს რომ სულ დავიბენი და გავნადგურდი! გეფიცებით ადგილზე გავშეშდი და უბრალოდ გაფართოვებული თვალებით მივაჩერდი! -მოგწონს ეს მეი? ჩემს ყელთან მოიწია და ძაალიან მკრთალად შემახო ტუჩები! -რას აკეთებ? ამაზე უკვე ვეღარ მოვითმინე და პანიკურმა შეტევებმა მეტად დიდ განსაცდელში ჩამაგდო! ხელი ვკარი მოულოდნელად და შიშით შევხედე. -რაც შენ დაიწყე. ჩაიცინა და მითხრა,მე კი უკვე გულის ცემა ამიჩქარდა! არ ვიცი რატომ,უბრალოდ მისი ამ სახის ნახვა ჩემთვის ახალია. -მერე ? რას აპირებ? ვიკითხე დაბნეულმა. -გინდა გაიგო? მკითხა იგივე სახით,რაზეც ნერწყვი სიმწრით ჩავყლაპე და თავი დავიქნიე,მან კი ძაალიან მოულოდნელად ხელი ფეხებზე მომკიდა და იქვე მდგარ ხელსაბან ნიჟარასთან შემომსვა! თვითონ კი ჩემს ფეხებს შორის აღმოჩნდა! გული გამისკდა,ინფაქტი მივიღე! შიშისგან კინაღამ,კინაღამ ჩავიფსი! რას აკეთებს?! რას აპირებს?! იდიოტო ტობიად ამიტომ გამაკეთებინე ეს?! ჯერ მზად არ ვარ რომ მასთან დავწვე,მითუმეტეს კაცების ტუალეტში რაკოინასთან! -რა გჭირს? რა სახე გაქვს? ცოტახნის უკან შენს თავში ისეთი თავდაჯერებული იყავი. ვითომ სერიოზულად დაბნეული სახით მითხრა,არადა ვიცოდი რასაც ცდილობდა,უკვე ვხვდებოდი! -ახლაც არანაკლებ თავდაჯერებული ვარ. ვუპასუხე თამამად,იმის მიუხედავად რომ შინაგანათ ძაალიან დაძაბული ვიყავი. -გაფრთხილებ მეი ნუ მეთამაშები,რადგან მე გამოცდილი კაცი ვარ და ვხვდები როდესაც თვალთმაქცობენ...შენ ეს არ გინდა,ხომ არ ვცდები? რა თქმა უნდა მიხვდა რომ ვთვალთმაქცობდი! ის ჭკვიანი კაცია,მაგრამ ამ წამს ეს არაფერში არ მაწყობდა,ამგვარად ძაალიან ავნერვიულდი! არ ვიცოდი რა პასუხი გამეცა,რომ ვუთხრა რომ არა,მაშინ შეიძლება აქვე მოხდეს ის რასაც ვვარაუდობ! ეს კი ნამდვილად არ მინდა! რომ ვუთხრა კი,მაშინ ამისი მიზეზიც უნდა ვუთხრა,ეს კი ნამდვილად არ მაწყობს! ვერაფერს ნორმალურს ვერ ვეტყვი და ეჭვებს გავუჩენ! -მე,მე იცი ... მხოლოდ სულელივით დავიწყე ერთი და იგივეს გამეორება,მაგრამ მან გამაჩერა. -არა ხო? იგივე მკითხა,რაზეც ვეცადე რაიმე სისულელე მეთქვა! მერჩივნა,ნამდვილად მერჩივნა! -არ ვიცი ,უბრალ_ ისევ გამაწყვეტინა...რა უნდა,რა უნდა?! -მაშინ ამას რატომ აკეთებ? რისთვის? დავიბენი,ისე დავიბენი რომ სულ ცივმა ოფლმა დამასხა...რა პასუხი გამეცა? ძაალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი! მაგრამ ბოლო წამს ,როდესაც მეგონა რომ განწირული ვიყავი ვიღაცამ შემოაღო ტუალეტის კარი! აჰჰ,ეს ვილიამსი იყო! -ოუ,ოუ! მაპატიეთ,ძაალიან ვწუხვარ ! ხელი შეგიშალეთ? იკითხა ღიმილით,რაზეც ლუკას სახე მაინც არ შეეცვალა და ცოტახანს მიყურა ამ სახით,მაგრამ სააბოლოდ ხელი მიშვა და ჩემმს ტანსაც მოშორდა. -არაფერია,ამისთვის კიდევ გვაქვს ძაალიან ბევრი დრო. ეს ვიცოდი რომ სპეციალურად ჩემს გასაგონად თქვა,ამაში კი მაშინ დავრწმუნდი ,თან რომ სახიფათო მზერით შემომხედა! სასწრაფოთ თვალი ავარიდე და იგივე მდგომარეობაში მყოფმა ,რაკოინას მოვცილდი. -კარგით ,წამოდით ახლა ! ცოტახანში მივდივართ,ღამის გასათევად კი არ ვართ აქ,ამას სხვა დროსაც იზავთ. ეს რომ თქვა ვილიამმა უხერხულად ჩუმად დავეთანხმე და ლუკასი რომ წინ წაიჭრა,ვილიამსის გვერდით მომიწია მე წასვლა...სწორედ ამ დროს გადმომიჩურჩულა მან. -კარგი იყო,ყოჩაღ ახალბედა,მაგრამ ამის შემდეგ ცოტა ფრთხილად იყავი. ზედმეტი არაფერი არაა კარგი. ჰაა!? ზედმეტიო!? ანუ ზედმეტი მომივიდა თურმე,მე ხომ ამის გაკეთება სულ არ მინდოდა! იდიოიტი,იდიოტიი! ესეც მეორე შეხვედრა...ცვლილება: დაბნეულობა,გაურკვევლობა! მის მიმართ რაღაც მიჯაჭვულობას ვგრძნობ,ოღონთ არ ვიცი ეს რა განცცდაა...როდესაც მიყურებს სუნთქვა მეკვრის,როდესაც მის გვერდით ვარ სულ დაბნეული ვარ და როდესაც მეხება,გული მიჩქარდება...რა უცნაური ცვლილებაა არაა? დღე მეორე: იმის შემდეგ რაც იმ კაფეში მოხდა ლუკასისგამ არაფერი არ მსმენია! კაფეშიც სანამ ვიჯექით წასვლამდე ხმა არ გაუცია ჩემთვის. ნუ სულ ასე არ მექცევა? რა მიკვირს,ან რა მწყინს,სულელი ხარ მეი. შეხვედრა მესამე: მესამე შეხვედრა მეორე შეხვედრის შემდეგ საკმაო დროის გასვლის შემდეგ მოგვიწია! სამი კვირის შემდეგ! ამ სამი კვირის მანძილზე კი მხოლოდ ორჯერ გამოცხადდა სამსახურში! ზედაც არ შემოუხედავს,არც კი დამლაპარაკებია,არაფერი! ეს შეხვედრები და ყველაფერი მასზე ისეთ ზეგავლენას უნდა ახდენდეს რომ ჩემს მიმართ გრძნობები გაუჩნდეს,მაგრამ მგონი პირიქით ხდება და უფრო და უფრო დისტანციური ხდება,ჩემს მიმართ. -არა დემე იმ ყველაფრის შემდეგ რაც გავაკეთე ვეღარ ჩავხედავ თვალებში მორჩა! -მე თავიდანვე გითხარი რომ ცუდი აზრი იყო იმ ბიჭთან შეთანხმმების დადება,არ გითხარი? -სხვა რა გავაკეთო?! დამემუქრა და თანაც შანსი გამომიჩნდა რომ ისევ თავისუფალი ვიყო,არ გესმის? -რაც გინდა ის თქვი,მაგრად დაგერხა! ზუსტად იცოდე რომ კაცების 99%-ი ასეთი საქციელის შემდეგ ჩათვლის რომ მასთან მართლა გინდა ინტიმური კავშირი,ამას იცი რა მოყვება? -ჰა,რა? -საწოლი! -საწოლი ,საწოლი...რა საწოლი?! დემე გეყოფა,სულ გავწითლდი შენ გამო! ამის წარმოდგენაც არ მინდა,გეყოფა! -იძახის ქალი ,რომელიც მამაკაცს მაგიდის ქვეშ ფეხით ეფერეება. -ფეხი არ იყო! -აჰ,რაც იყო იყო,რა მნიშვნელობა აქვს!? ეცადე რომ ნახავ მის მიმართ დინსტანცია დაიჭირო,ისევ ისეთები არ აკეთო რაც წინაზე ! -კარგი,კარგი! -წარმატებები! ტელეფონი გავუთიშე და გვერძე გადავდე,შემდეგ კი მაჯის საათს დავხედე. ნახევარ საათში მომიწევს შევხვდე,მაგრამ ამჯერად უფრო დაძაბული იმით ვარ,რომ მან არ მითხრა სად მივდივართ! -აჰჰ,ლუკას დილენ სამკურნალო ვარ უკვე შენ გამო,რა დღეში მაგდებ. ჩავილაპარაკე წუწუნით და შემდეგ ფეხზე წამოდგომა დავიწყე,დროა გავემზადო! ზუსტ დროს ვიყავი იმ ადგილზე,სადაც ერთმანეთს შევუთანხმდით,მაგრამ გასაკვირი ის იყო რომ ის არ დამხვდა! პირველად აგვიანებს და ვაღიარებ მზად ვარ გამოვლანძღო! თვითონ რამისა თავზე დამაფაროს ყველაფერი,ნამუს მხდის რომ თურმე არ უნდა დავაგვიანო და თვითონ შეხედეთ! ათ წუთის ლოდინის შემდეგ,ჩემს წინ ერთი ძვირიანი მანქანა შეჩერდა! თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია,მანამ მინა არ ჩამოიწია და ლუკასის სახე არ ვიცანი. მზის სათვალე ეკეთა და იგივე უემოციო სახით მიმზერდა,როგორც ყოველთვის! -რას ელოდები? ჩაჯექი. მშვიდად მომიგო და მინა ისევ ასწია. მეც ნელა დაბნეული მივუახლოვდი კარს და გვერდით მივუჯექი,მან კი სათვალე ჩამოიწია და გამომხედა. -შენ რა გვერდით მიჯდები? მეგონა ბოლო შემთხვევის შემდეგ ჩემგან თავს შორს დაიჭერდი. შენი აზრით ხომ მამაკაცები ტემპერამენტიანი სექსზე დამოკიდებული არსებები არიან...რას იტყვი,ვცდები? ეს რომ მითხრა,ცხრად მოვიკეცე და თვალი განძრახ ავარიდე. ვიცოდი რომ ამ თემას ისევ წამოჭრიდა,მაგრამ უკვე? ჯერ ამ წამს ჩავჯექი მანქანაში -არა,არასწორად გაიგე,არ მიფიქრია რომ_ ისევ გამაწყვეტინა საუბარი...სულ ამას აკეთებს! -აბა,მაშინ მითხარი რა იყო შენი სურვული, როდესაც მაგიდის ქვეშ ასე თამამად მეხებოდი. ნუთუ არ არსებიბს მიზეზი? რა ვუთხრა?! რა ვუთხრა? აჰ,მგონი ვიცი,ვიცი! -შენ ხომ მითხარი რომ დაკომპლექსებული ამ მხრივ არ უნდა ვიყო და გავიხსნა! მეც ეს გავითვალისწინე. მივაყარე ორ წამში,რაზეც ცოტახანს ეჭვის თვალით მიყურა,შემდეგ კი სათვალე ისევ აიწია და საჭეს მიუბრუნდა. -კარგი,მაგრამ ეს სხვების თანდასწრებით აღარ გააკეთო. მარტო სახლში შეიძლება,ყველაფერი წინ არაა? ჩაიღიმა და ისე მითხრა! ამ მისმა პასუხმა კი გამარკვია მის ფიქრებში. ის ჯერ კიდევ არ ენდობა ჩემს სიტყვებს და არ სჯერა ის რაც ვთქვი,მართალიცა! როგორც ჩანს მისი მოტყუება არც ისეთი იოლია. მთელი გზა ისევ სიჩუმე,არც ერთი სიტყვა არ დაგვცდენია არც ერთს...არც ერთი. მაგრამ სააბოლოდ სიჩუმე რომ ყელში ამომივიდა,გადავწყვიტე რამენაირად მასთან საუბარი დამეწყო,ასე რომ ვიკითხე. -სად მიგყავარ არ გითქვამს. ეს რომ ვუთხარი ჩაიცინა. -რა იყო უკვე ამისიც გეშინია? ნუ ღელავ არაფერს არ გიპირებ. რა შუაშია?! სულელი! -არა,არა ასეთი არაფერი არ მიფიქრია,უბრალოდ სად მივდივართ მართლა ეგ მაინტერესებს! -ნუ კარგი! როგორც ამჩნევ უკვე ერთ თვემდე გავიდა რაც ერთმანეთის შესახებ გავიგეთ. პროგრამა კი მოითხოვს რომ ამ დროის მონაკვეთის გასვლის შემდეგ ჩვენ გვევალება მივიდეთ და პროცენტული მაჩვენებელი შევამოწმოთ. -რა პროცენტული მაჩვენებელი? -როგორც იცი ,როდესაც ჩვენ ერთმანეთან დაგვაწყვილა პროგრამამ,თან ამას მოჰყვა პროცენტული მაჩვენებელი,ანუ ჩვენი შანსები რომ ერთმანეთის მიმართ სიყვარული გვეგრძნო. რა საინტერესოა რამდენი პროცენტი აჩვენა მასზე -0%?! მაგრამ ამ შემთხვევაში არამგონია დავეწყვილებინეთ პროგრამას! როგორც ვიცი პროცენტული მაჩვენებელი 70-ზე ზემოთ უნდა იყოს. -შენ იცი რამდენი პროცენტი აჩვენა შენზე? ვიკითხე იმ შემთხვევისთვის მან მაინც თუ იცოდა ამის შესახებ. -არა,მაგრამ ამას მალე გავიგებთ,ისინი ცვლილებებსაც გვეტყვიან. თუ რაიმე ცვლილებაა,მაგრამ არამგონია იყოს. რა?! რა ცვლილება?! ახლა რომ მეტი აჩვენოს რა პასუხი გავცე?! მგონი ისევ ისე აღარ მძულხართქო?! ნუ მასაც ჩემსავით დიდათ არ სჯერა ამ პროგრამის,მაგრამ უხერხულია! -ააჰ,კარგი. დაახლოვებით ოც წუთში იმ დაწყევლილი შენობის წინ ვიდექით,რომელმაც ერთი თვის უკან ცხოვრება დამინგრია! -მოგესალმებით,მოგესალმებით! ლუკას ჩემო ბიჭო! რამდენიხსნია არ მინახიხარ,მამა როგორაა? ჯერ კიდევ ვერ იპოვა თავისი ნამდვილი სიყვარული? სიცილით ბედნიერი შეგვეგება,მამაკაცი ,რომლის სახეც საშინლად მეცნობოდა! მარტო სახე? ხმაც! -ბოლოს რომ ვნახე მეხვეწებოდა პროგრამაში მეც ჩამრთეო,ათასჯერ ვუთხარი რომ მისთვის გვიანი იყო,მაგრამ ვერ გავაგებინე! სიცილით აგრძელებდა მამაკაცი საუბარს,რაზეც ლუკასი უბრალოდ ღიმილით უსმენდა. შევატყე რომ მამამის რომ ახენებენ სულ იძაბება,აშკარად არ აქვთ კარგი ურთიერთობა,ეს პირველად რომ ვნახე,მაშინაც კარგად შევამჩნიე -აბა,აბა აქ ვინ გვყავს! ეს მშვენიერი გოგონა შეურჩევია ჩემს პროგრამას,როგორი საყვარელია! ეს თქვა თუ არა მივხვდი ვინც იყო და საიდან იცნობდა ლუკას! ეს პროგრამის შემქნელია...არ მეგონა თუ ასეთი მხიარული და მეგობრული იყო. -გამარჯობა,მიხარია თქვენთან შეხვედრა. თავის დაკვრით მივესალმე,რაზეც ასევე თავი დამიკრა ღიმილით. -ლუკასმა როგორც კი მთხოვა რომ სხვის მაგივრად მე ვუნდოდი აქ,პირდაპირ გამოვცხადდი! მას როგორ ვაწყენინებდი? ისევ მეგობრული ღიმილით გააგრძელა საუბარი და თან შიგადაში წინ გაგვიძღვა. ცოტახანს სიარულის შემდეგ ერთ თეთრ ოთახში შეგვიყვანა,სადაც ის მოწყობილობა იდო ,რომელიც მაშინ გამოვიყენე და დენი დამარტყა! -აჰ,აღარ მინდა. ჩავიწუწუნე დაბალ ხმაზე,შემდეგ კი კაცის დავალებით სკამზე დავჯექი. -კარგით გვრიტებო! ორივე კარგად მოთავსდით? თუ კი ,უკვე დავიწყებ! ხელები შემოკრა ერთმანეთს და ორივე რომ დავეთანხმეთ მოწყობილობა ჩაირთო! ისევ იგივე ხმები და შემაწუხებელი ზუილი გაისმა ჩემს თავში! იმდენად არასასიამოვნო პროცესი იყო ეს ,როგორც პირველჯერზე! მაგრამ შედარებით ადრიანად მორჩა ეს პროცესი ვიდრე წინა ჯერზე. ლუკასი მშვიდად წამოდგა ფეხზე,ვითომც და არაფერი,მანამ მე აფეთქებული თავით სულელევით ვიყურებოდი და წამიერად დაკარგული მეხსიერების აღდგენას ვცდილობდი! მაგალითად იმის თუ სად ვიყავი,ან ვინ ვიყავი? -აბა,რა შედეგებია? ეს რომ იკითხა ლუკასმა,იმ წამსვე რეალობას დავუბრუნდი და კაცს მეც დიდი ინტერესით მივაჩერდი,თან იმის მცდელობაში ვიყავი რომ სკამს მოვშორებოდი! ფეხზე როგორც იქნა წამოვდექი,მაგრამ მე სულელმა ის კი ვერ გავთვალე რომ თავბრუ დამეხვეოდა! ადგომა ერთი იყო და ვიღაცის მკლავებში ჩასვენება მეორე...ძლიერმა ხელებმა შემაკავეს ,გულმკერდს შევხედე და თვალი რომ ავაყოლე ლუკასის დაბნეული მზერა დამხვდა. -ფრთხილად იყავი. ამაზე მე უხერხულად მოვუხადე მადლობა და ისევ კაცის წინ გავსწორდი . კაცმა კი ამის ხილვის შემდეგ ღიმილით უპასუხა კითხვაზე. -მოკლედ კარგი ამბებია! ორივეს პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა! რააა?! რა?! როგორ?! რას ქვია გაიზარდა? -გაიზარდა? ასევე გაკვირვებულმა იუნგიმ იკითხა. -ხო,წინაზე შენი მაჩვენებელი 71%-ი იყო ზუსტად ,ახლა კი 78-ია...ქალბატონი მეისი 85%-იყო ,ახლა კი 95-ია! ეს რომ გვითხრა აღტაცებით,ორივემ სულელებივით დავუწყეთ ერთმანეთს ყურება,რადგან საშინელ გაურკვევლობაში ვიყავით. -და უკაცრავად,ეს რას ნიშნავს? ვიკითხე უკვე მე და მის პასუხს ინტერესით დაველოდე. -ეს იმას ნიშნავს რომ თქვენი სიყვარულის შანსები ,რაღაც მიზეზების გამო გაიზარდა! ვიცოდი რომ არ ღირდა ამ კითხვის დასმა,მაგრამ გულმა ვეღარ მომითმინა. -რა მიზეზებზე საუბრობთ იქნებ ამიხსნათ. -მაგალითაც ცვლილება ჩვენს გულში ან თუნდაც გონებაში,რას იტყვით? ნუთუ ერთმანეთის მიმართს საერთოდ არაფერს არ გრძნობთ? ეს რომ იკითხა ადგილზე გავშრი პირდაპირი მნიშვნელობით! ლუკასაც არ ჰქონდა დიდად ნასიამოვნები სახე,მაგრამ თავისთავად ვერ ვეტყოდით რომ ერთმანეთს დასანახად ვერ ვიტანდით,ამიტომ მოულოდნელად ორივემ თავი ერთდროულად დავუქნიეთ და შემდეგ გაოცებულმებმა უხერხულად გადავხედეთ ერთმანეთს. -ოუ,რა საყვარლები ხართ,როგორ უხდებით ერთმანეთს! კაცმა კი აბრწყინებული თვალებით გვაქო და გვადოდა! აჰ,რა რთული დღე იყო,ეს რა რთული დღე იყო. ამ ყველაფრის შემდეგ ,ლუკას მანქანით მივყავდი სახლში,უკვე საღამო იყო და მზე ჩადიოდა. რა თქმა უნდა ორივე ისევ ჩუმად ვიყავით,მანამ ლუკასმა არ დაარღვია ეს სიჩუმე. -რას ფიქრობ მის კითხვაზე,გულახდილად მითხარი. ახლა ხომ არავინ არ გვისმენს,გრძნობ რაიმე ცვლილებას? ეს მოულოდნელი კითხვა რომ მახალა,სულ გავგიჟდი და გადავირიე,საგონებელში ჩავარდი! ვინ ეკითხება გოგოს ასეთ რაღაცას!? -იცი,მე არ ვიცი,მაგრამ არამგო_ როგორც სჩვევია სიტყვა გამაწყვეტინა! -აღარ დაასრულო ,გასაგებია. მეც იგივე აზრზე ვარ,არამგონია ეს პროგრამა სიმართლეზე იყოს დაფუძნებული. ოუ,ოუ...მე სხვა რამეს ვიძახდი,ამას კი უყურეთ! ერთ შანსაც კი არ აძლევს ჩვენს ურთიერთობას. ჯანდაბაშიც წასულა ეს პროგრამა,მე მინდოდა გვეცადა,მაგრამ მისმა სიტყვებმა ამ წამს რატომღაც გული მატკინა,არც კი ვიცი ამ ბოლო დროს რა მემართება,მაგრამ ჯობს თავი ვაკონტროლო სანამ გვიანი არაა. -კარგი,იყოს ასე. საბედნიეროდ ამ უხერხული და არასასიამოვნო საუბრის შემდეგ მალე მივედით სახლამდე. -მადლობა,ღამე მშვიდობის. უემოციოდ ვუთხარი ,ისე რომ ზედაც არ ვუყურებდი,შემდეგ კი მანქანიდან გადავედი და ჩემი ჩაბნელებული სახლისკენ დავიძარი . დედა და მამა ისევ არ არიან სახლში და მგონი ერთი ორი კვირა მაინც სახლში ისევ მარტო მომიწევს ყოფნა,რაც უკვე ძაალიან დამღლელია...არ მიყვარს მარტო ყოფნა. ჩაბნელებულ ოთახში შევედი და სინათლე ავანთე. იქვე დავკიდე პალტო და შემდეგ პირდაპირ სამზარეულოსკენ გავემართე,ისეთი დაბნეული ვიყავი დღევანდელი დღით რომ ათას რაღაცაზე მეფიქრებოდა,ამაზე ფიქრში ჩაძირულმა კი ვერც კი შევნიშნე უცნაური ხმები ,რომლებიც ცოტახანში უფრო გახშირდა! საბოლოდ კი ძაალიან დიდ ხმაურზე შევხტი,რომელიც მეორე სართულიდან მოდიოდა! სახლში შინაური ცხოველი არ მყავს,დედა და მამა ზუსტად ვიცი რომ არ არიან სახლში,სხვა არავინ არ იქნება...ანუ,ანუ ფეხის ნაბიჯები,ეს ფეხის ნაბიჯენის ხმაა! ამაზე უკვე გავაცნობიერე რაშიც იყო საქმე,სასწრაფოთ ტელეფონს ვტაცე ხელი და ძაალიან სწრაფათ გარეთ გავიქეცი! ცოტახანს დავფიქრდი ასეთ სიტუაციაში ვისთან დამერეკა და ბოლოს ლუკასამდე მივედი! ისა ამ წამს ყველაზე ახლოს,რადგან სულ ორი წუთის უკან მომიყვანა,არ გაუჭირდება მოტრიალება...ახლა იმის დრო არაა რომ პრონციპებზე და სისულელებზე ვიფიქრო,თავს დაცულად არ ვგრძნობ! ხელის კანკალით ავკრიფე მისი ნომერი და საბედნიეროდ ზარი მალე გავიდა. ლუკასი:გისმენ. მე-ლუკას, გთხოვ შეგიძლია უკან მობრუნდე ჩემთან? ლუკასი-რატომ? რა ხდება?" შენ-გთხოვ, უბრალოდ უკან მობრუნდი ,ჩემმს სახლთან გელოდები,დანარჩენს რომ მოხვალ მერე აგიხსნი. ლუკასი:კარგი ,ახლავე მოვბრუნდები. შეშინებულს მაკანკალებდა თუ მართლა სიცივემ ამიტანა არ ვიცი ,მაგრამ ამ წამს შეშლილივით ვკანკალებდი! ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი,მაგრამ საბედნიეროდ მალე მოვიდა ლუკასი! მანქანა წინ გააჩერა და მშვიდად გამოემართა ჩემსკენ. -რა მოხდა? ყველაფერი კარგადაა? მკითხა დაბნეულმა,რადგან ამ წამს ხედავდა რა მდგომარეობაში ვიყავი. -ლუკას არავინ არაა სახლში,ზუსტად ვიცი რომ არავინ არაა! არც შინაური ცხოველი მყავს,ასევე შეუძლებელია ეს ცხოველი ყოფილიყო! მეორე სართულზე ნაბიჯების ხმა მომესმა,გარკვევით მომესმა! ეს რომ ვუთხარი აშკარად ანერვიულება შევატყე სახეზე. -როდის იყავი შიგნით? ვინმე ხომარ შენიშნე გამოსული? მხრებში მეცა და ეს კითხვები დამისვა,რაზეც თავი გავუქნიე. -არა,ხუთი წუთის უკან ვიყავი შიგნით,რაც დაგირეკე აქ ვარ! ამაზე მან პირდაპირ გვერდი ამიარა და სწრაფი ნაბიჯით დაიძრა სახლის კარისკენ. -აქ დამელოდე,მალე მოვალ! მომაძახა თან,შემდეგ კი სახლში შესული გაუჩინარდა! ანერვიულებული ვიდექი ერთ ადგილას და აღარ ვიცოდი რა მექნა,თან მინდოდა შესვლა ,მაგრამ თან მეშინოდა! ამ მდგომარეობაში კი უეცარ საშინელ ხმაურზე უნებურად ვიკივლე და თავზე ხელებ შემოწყობილი ჩავიკუნტე. ხმა ჩემი სახლის უკანა მხრიდან მოდიოდა,ისეთი ხმა იყო თითქოს და ვიღაც ფანჯრიდან გადმოხტაო! ამას კი მალევე მოყვა შემდეგი...უეცრად რომ ჩემი სახლის ეზოდან ვიღაც გამოვარდა! სულ შავები ეცვა და სახე საერთოდ არ უჩანდა,ცოტახანს გაჩერდა მე რომ დამინა და ასე მიყურა,მაგრამ ლუკასის გამოვარდნაზე მთელი ძალით გაიქცა! რა ჯანდაბა მოხდა უეცრად ვერ გავიაზრე ! ლუკასი კი ანერვიულებული გაეკიდა მას,არც კი ვიცი რატომ ,მაგრამ უეცრად ძაალიან ავნერვიულდი რომ მისთვის რამე არ დაეშავებინა და ადგილზე გავაჩერე. -შეიძლება უბრალოდ ქურდია და ჩემი სახლის გაძარცვას აპირებდა ,იარაღიც ექნება! გთხოვ არ გაყვე,დაივიწყე ! არ მინდა რამე დაგიშავოს. ეს რომ ვუთხარი თან უხერხულად ჩავხარე თავი,რაზეც ცოტახანს გაკვირვებულმა მიყურა,შემდეგ კი დამეთანხმა. -კარგი,მაგრამ ხომ იცი რომ ამას ასე ვერ დვტოვებთ არაა? მე ეჭვი მეპარება რომ ის მძარცველი ყოფილიყო. ეს რომ თქვა სულ ამიხურდა სახე. -აბა...აბა ვინ? ვიკითხე ხმის კანკალით. -არ ვიცი ვინაა,მაგრამ როგორც ჩანს ეს პირველი შემთხვევა არაა ,როდესაც ის შენს სახლში იპარება. ეს იყო და ეს თავზარი რომ დამეცა! ამით რას გულისხმობს?! ანუ ეს ვიღაც მანიაკია ,რომელიც მითვალთვალებს?! -ასე რატომ ფიქრობ? ვიკითხე დაბნეულმა. -რადგან ის მხოლოდ შენს ოთახში შევიდა და შენს ნივთებს იპარავდა,მაგრამ არა ძვირფასეულობას,არამედ შენ ტანსაცმელებს და...ამ..ამ...საცვლებსაც. თქვა და უეცრად ხელი გამომიშალა ,რომელშიც ჩემი წითელი საცვალი ეჭირა! -ერთის წართმევა მოვახერხე. ჩემი საცვალი უჭირავს ამ წამს ხელში? ეს რომ დავინახე ,სირცხვილით კინაღამ მოვკვდი და სასწრაფოთ გამოვგლიჯე ხელიდან! -არ იყო საჭირო,უსაცვლოდაც ვიარსებებდი,მაგრამ მადლობა მაინც! ვუთხარი უხერხული ღიმილით ,ისე რომ განძრახ ვარიდებდი თვალს,შემდეგ კი ამოვიოხრე. -არ ვიცი ახლა რა ვქნა,პოლიციაში რომ დავრეკო ,არაფერს არ მოიმოქმედებენ,ყოველთვის დამამტკიცებელ საბუთს ითხოვენ. მე კი ასეთი არაფერი არ მაქვს...ლუკას რა ვქნა? ეს პირველი შემთხვევა იყო ჩემთვის,როდესაც მისგან დახმარება დამჭირდა,ამ წამს ის იყო ერთადერთი ვისი სახითაც ვხედავდი ჩემმს საყრდენს. -არ ინერვიულო,ამ საქმეს მე მივხედავ და კიდევ...ამ ღამით შენთან დავრჩები,არ მინდა მარტო დაგტოვო. ეს რომ მითხრა ჯერ ძაალიან დავიბენი ,შემდეგ კი გამიკვირდა მისგან. არ მეგონა თუ ასეთი ყურადღებიანი და მზუნველი იყო,მართლა არ მეგონა. სახლში შესვლის თანავე ყველაფერი გადავქექე,იმის შიშით რომ კიდევ სადმე არ ყოფილიყო ვინმე! შემდეგ კი ჩემს ოთახს მივადექი...მხოლოდ შემდეგ დავრწმუნდი ლუკასის სიტყვების სიმართლეში,ჩემი გარდეროვი რომ ამოტრიალებული დამხვდა! საცვლები მეკლდა და ამასაც რომ თავი დავანებოთ,ჩემი ფანჯრის საკეტი გაფუჭებული იყო...ახლა კი სულ იმის შიშით უნდა ვიყო რომ ვიღაც არის სახლში...რა ვქნა? ეს დედას და მამას რომ ვუთხრა ძაალიან ინერვიულებენ და ეს ნამდვილად არ მინდა! მომიწევს რამენაირად ეს ერთი-ორი კვირა გავიყვანო და შემდეგ ჩემი მშობლებიც დაბრუნდებიან. ლუკასი ჩემს სახლში რომ იყო კარგახანს ვერ ვიჯერებდი! გეფიცებით დღეს საფუძვლიანად შეემეცვალა მასზე წარმოდგენა. ის ძაალიან ყურადღებიანი და მზრუნველია,ის ლუკასი კი როგორი წარმოდგენაც მასზე მქონდა,ასეთ რაღაცას არ გააკეთებდა ჩემთვის. დრო ძაალიან სწრაფათ გადიოდა,ლუკასი ტელეფონში აკეთებდა რააღაცებს მე კი ხვალინდელ სამუშაოს ვასრულებდი ,რომელიც დღეს ვერ მოვასწარი. -ამ დროს რატომ ასრულებ შენს სამუშაოს? წარბის აწევით ამომხედა,რაზეც თავდაჯერებულმა ვუპასუხე. -მე ღამით მიყვარს მუშაობა. ამაზე მას ჩაეცინა. -ალბათ დილით ძილიც ძაალიან გიყვართ,რადგან ყოველდღე აგვიანებ. ეს ნამდვილად კბენა იყო,თავისთავად მისგან მოსალოდნელიც! -შენ გელოდები სხვათაშორის,სანამ შენ არ დაიძინებ ,არც მე არ ვაპირებ ძილს. ეს რომ თქვა გაფართოვებული თვალებით შევხედე. -რატომ? ნუთუ ასეთი მზრუნველი ნატურა აქვს მართლა? -რადგან არ მინდა ძილში მიყურო. უყურე შენ ამას?! ძილში არ უნდა რომ ვუყურო!? მე კი რა არ ვიფიქრე! ლუკასი: გადავაკეთე და სულ სხვა რაღაც ვუთხარი,სიმართლის მაგიერ,რაზეც ჯერ განცვიფრებული სახით მიყურა ,შემდეგ კი დაბღვერილმა გამცა პასუხი. -არც ვაპირებ ძილში გიყურო,ამის სურვილიც კი არ მაქვს! ამაზე მე ჩამეცინა და იქვე საწოლზე წამოვწექი. -კარგი,მაშინ მშვიდად დავიძინებ. ეს რომ ვუთხარი თვალები გაადატრიალა. -კარგი ,როგორც გინდათ ბატონო ლუკას. ცინიკურად გამცა პასუხი,შემდეგ კი ისევ თავის სამუშაოს მიუბრუნდა. რა თქმა უნდა არ დამიძინია...ვერ დავიძინებდი,სანამ არ დავრწმუნდებოდი რომ მანაც დაიძინა. არ ვიცი ეს რა გრძნობაა! მასზე ვღელავ თუ ვზრუნავ,არ ვიცი რა ჯანდაბაა ეს! მაგრამ ის ზუსტად ვიცი რომ ვერ შევძლებ ძილს ,მანამ ის არ დაიძინებს. მეი: ეს ხისთავა ნახევარი საათია დაწვა ,ჩაეძინა და არც ხვრინავს ,არც მოძრაობს ,რა ადამიანია ეს საერთოდ? მე ვხვრინავ ძილში მარტო? -ჰუჰ,მისტერ უნიკალური. ჩავილაპარაკე ცინიკურად და ძლივს დასრულებული სამუშაო გვერძე გადავდე,შემდეგ ფეხზე წამოვდექი. ამდენხანს ერთ პოზაში მჯდარი გემრიელად გავიჭიმე და პირდაპირ საწოლისკენ დავიძარი. -ესეც ხო კაცია რა,მე იატაკზე უნდა დავწვე და ეს საწოლში ნებივრობს,პრინცესა. იმის მიუხედავად რომ ეძინა,მაინც ნერვებს მიშლიდა და გაუჩერებლად ვლანძღავდი,თანაც არც ისეთი ჩუმად,მაგრამ დაწოლის მომენტში,მაშინ როდესაც ტუმბოზე მდგარ საათზე მაღვიძარას ვაყენებდი,მისი სახისკენ გამექცა მზერა...მინდოდა თუ არ მინდოდა,ის ძაალიან სიმპათიური იყო,ამ წამს კი ანგელოზს გავდა მძინარეს. სულელივით ისე მივაშტერდი რომ ეს ვერც გავაცნობიერე...მისკენ უფრო ახლოს მივიწიე,უფრი ახლოს,უფრო ახლოს და აი უკვე მისი სახის წინ მივჩერებივარ! მაგრამ რასაც არ მოველოდი ის იყო რომ მან მოულოდნელად თვალები გაახილა ! ისე შევხტი რომ უკან გადავარდი და ბოლო ხმაზე ვიყვირე! სულელი,როგორ გაიღვიძა ასე?! -ჰა,რა? შენ! ანერვიულებულმა და სირცხვილით გაწითლებულმა სისულელების ბოდვა დავიწყე,შემდეგ კი მისი მომღიმარი სახე რომ დავინახე გავღიზიანდი. -რატომ იღიმი? -რას აკეთებდი? იკითხა ისევ მომღიმარმა,რაზეც ძაალიან დავიბენი და გაფართოვებული თვალებით ვუპასუხე. -სიცხე გაგიზომე,ცხელი მომეჩვენე. ეს რომ ვუთხარი შუბლი შეკრა გაკვირვებულმა. -რა იყო ტყუილიც არ შეგიძლია? ეს რომ თქვა სულ ავნერიულდი და გადავწითლდი სირცხვილით! -რა,რა ტყუილი,მეე?! ისე ვიკითხე თითქოს და ყველაზე საშინელება მაკადრა,თან ამ დროის მანძილზე ძირს ვეგდე,ფეხები გადაშხლართული მქონდა,ამ ჩემი მოკლე პიჟამოთო,რომელიც შორტი და ზედაა,მაგრამ ამ შორტებში ყველაფერი ჩანს! სწორედ მაშინ გავაცნობიერე ეს ,ლუკასმა რომ მზერა ამ ჩემს ფეხებთან გააჩერა და შემდეგ ღიმილით ამომხედა. -ვხედავ წითელი საცვალი გამოგადგა. ეს იყო და ეს საერთოდ რომ გავგიჟდი! -რააა?! რატომ მიყურებ ისეთ ადგილებში სადაც არ გესაქმება!? ყვირილით წამოვუხტი და სასწრაფოთ იქვე დადებული რაღაც ადიელა შემოვიხვიე. -არ გიყურებდი,უბრალოდ მიხარია რომ ის საცვალი გამოგადგა ,რომელიც გადავარჩინე. წარმოიდგინე ეს საცვალი რომ არ გადამერჩინა,ახლა რა იქნებოდა,რას დავინახავდი მანდ ვინ იცის. ამის გაგება იყო და პირდაპირ ბალიშს ვწვდი და თავში გავუქანე,ისეთი მწარეთ რომ ლუკასი ადგილზე დაწვა თავში როგორც კი მოხვდა! -უუუჰ,ღირსი ხარ ღირსი ხარ! ამის ყვირილში ვიყავი,უეცრად რომ პირდაპირ სახეში ძლიერად მომხვდა ბალიში! ამაზე წონასწორობა ვეღარ შევიკავე და პირდაპირ ძირს დავენარცე,შემდეგ კი საცოდავი სახით ავხედე! -აუ,კარგი რა,მე ხო გოგო ვარ! ვიცი სისულელე ვუთხარი,მაგრამ ამ წამს ისეთ მდგომარეობაში ვიყავი რომ სხვა არაფერი არ მეთქმოდა. -აჰ,გეყოფა ეს ქალების გასამართლებელი საბუთების წამოყენება. გოგო ვარ და ის ვარ და ეს. თქვა და გადატრიალდა. -ხო,მიდი დაიძინე,დაიძინე! ვინ იცის იქნებ ძილში ვინმემ შენი გაგუდვა მოინდომოს! ამაში ჩემი თავი ვიგულისხმე და ამას თვითონაც კარგად მიხვდა! -არც გაბედო. მომაძახა სააბოლოდ და შემდეგ დადუმდა. მეც ძირს გაშლილ საწოლზე დავწექი და სულ გაწითლებულმა საბანი გადავიფარე. ცოტახნის უკან რაც მოხდა ,ყველაზე სამარცხვინო მომენტად ჩაიწერა ჩემს ცხოვრებაში! მან დაინახა რომ ვუყურებდი,მაგრამ რა ვქნა? რაღაცამ მომაჯადოვა თითქოს,ამიტომ მივაშტერდი,ეს ჩემმი ბრალი მართლა არაა. მეორე დღეს ორივე ერთად გავემზადეთ სამსახურში წასასვლელად,მაგრამ კარგი ის იყო,რომ საერთოდ არ ვჩქარობდი,თუ დავაგვიანებ ისიც აქ არაა? მგონი არ არის პრობლემა! ასე რომ მშვენივრად გავემზადე ნელა და ყოვლად კმაყოფილი უკვე მანქანაში ჩავჯექით და სამსახურისკენ მივდიოდით ,ლუკასმა რომ ასეთი რაღაც შემომთავაზა. -არ ვიცი ამას როგორ მიიღებ,ცუდად თუ კარგად,მაგრამ მგონია რომ ვალდებული ვარ ეს შემოგთავაზო. რას იტყვი ეს ორი კვირა ,ჩემთან ერთაც იქნები ჩემს სახლში? სანამ შენი მშობლები დაბრუნდებიან. რაა? მის გვერდით ორი კვირა?! არამგონია გავძლო,მაგრამ მგონი სხვა არჩევანი არ მაქვს! უბრალოდ ერთი პრობლემაა,ერთი დიდი პრობლემა! -კი დავრჩები ,მაგრამ იმ კვირაში ჩემს დას დავპირდი რომ ბავშვებს დავიტოვებდი. ეს რომ ვთქვი გაკვირვებულმა გამომხედა. -ბავშვებს? -ხო ,ბავშვებს. ჩემს დას ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს და ერთზე კიდე ორსულადაა. -ვხედავ გამრავლების პროგრამა ამართლებს. ეს რომ ჩაილაპარაკა მკვლელი სახით გავხედე,მაგრამ მაინც მშვიდად გავნაგრძე. -მთხოვა რომ რამოდენიმე დღე მე მყოლოდა ბავშვები,ასე რომ თუ ამის წინააღმდეგი არ ხარ ,დიდი სიამოვნებით. ეს რომ ვუთხარი,ამოიხვნეშა და ცოტახანს ფიქრობდა თითქოს,მაგრამ სააბოლოდ დადებითი პასუხი დამიბრუნა. -კარგი,იყოს მასე,მოიყვანე ბავშვებიც,თუ საჭირო გახდა მეც მოგეხმარები მათ მოვლაში! ბოლოს და ბოლოს ეს ხომ შენი უსაფრთხოებისთვის კეთდება. ამის თქმაზე თან უჩვეულოდ მშვიდი მზერით გამომხედა,არც იღიმოდა არაფერი,მაგრამ არ ვიცი მისი მზერა სხვანაირი იყო,მე კი რატომღაც ამ მზერის დანახვისას გული ამიჩქარდა...არ ვიცი ვინ ხარ ასეთი,მაგრამ მგონი ის არა ვისაც ვფიქრობდი,უკეთესი ადამიანი ხარ ლუკას დილენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.